შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაქცეული /10/


21-03-2019, 20:03
ავტორი BIG DREAMER
ნანახია 1 012

ადამიანები საკუთარ შეცდომებს მხოლოდ მაშინ იაზრებენ, როცა მათი გამოსწორება შეუძლებელი ხდება. ეს კი ალბათ იმიტომ , რომ ისინი თითქმის ყოველთვის ცდილობენ გაექცნენ რეალობას და თავი მოიტყუონ რომ ვითომ ყველაფერი რიგზეა ისე თითქოსდა მათ არაფერში მიუძღოდეთ ბრალი.
მიუხედავად იმისა, რომ მათ კარგად იციან თავიანთი ცოდვების ფასი.
მაინც თავის მოტყუება ურჩევნიათ, თითქოს ამით სინდის იმშვიდებენ.
სინდის, რომლის არსებობაც აქამდე არცკი უგრძვნიათ.
შენ კი ასე არასდროს მოქცეულხარ, ილუზიებში არასდროს გიცხოვრია და არც თავი მოგიტყუებია იმით, რომ საკუთარი წარუმატებლობებისა თუ დაშვებული შეცდომების მიზეზი თავად შენ არ ყოფილხარ, რადგან იცოდი საკუთარი თავის მოტყუებით თავს უკეთ ვერ იგრძნობდი.
ამას გერჩივნა პასუხი გეგო დაშვებულ შეცდომებზე, მაგრამ ამჯერად ვერ ხვდებოდი რისთვის ისჯებოდი.
რომელი ცოდვისთვის გიხდიდა ცხოვრება სამაგიეროს. საკუთარ თავსაც პასუხს ვერ სთხოვდი, რადგან ამის მიზეზი არ გქონდა.
როგორც აღმოჩნდა საკუთარ თავთან ბოლომდე გულახდილი არც შენ არ ყოფილხარ, რადგან ამჯერად ვერც სინდისის ქენჯნას გრძნობდი და ვერც ბრაზს. როგორც აღმოჩნდა შენც ისევე იტყუებდი საკუთარ თავს, როგორც სხვები და სულაც არ ყოფილხარ გამონაკლისი. სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდი. ამაზე კი მხოლოდ ახლა დაფიქრდი. მაშინ, როცა ვეღარაფერს გამოასწორებდი.

კერძო თვითფრინავის კომფორტულ სავარძელში იჯექი და შენს საშინლად არაკომფორტულსა და არეულ ცხოვრებაზე ფიქრობდი.
რამის შეცვლაზე ფიქრი კი უკვე ძალიან გვიანი იყო და შენ ეს იცოდი.
სწორედ ამიტომაც არ გქონდა არანაირი გეგმა, შენ უბრალოდ ბედს მიენდე და კიდევ ერთხელ მიეცი მას უფლება შენი ცხოვრება განესაზღვრა. ჰო, ხანდახან შენც გწამდა ამ სულელური მითის არსებობის. გჯეროდა იმის, რომ რაც არ უნდა გეღონა საკუთარი ბედის შეცვლას მაინც ვერ მოახერხებდი, მაგრამ იცით რა არის მთელი ამ ამბის პარადოქსი? ის, რომ ამ იდიოტურ მითს მხოლოდ მაშინ იხსენებდი, როცა ფიქრობდი, რომ რამის შესაცვლელად ზედმეტად სუსტი იყავი ან უბრალოდ გინდოდა ასეთად მოგეჩვენებინა თავი.
ხშირად გდომებია დანებება, რომ ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივად მოგჩვენებოდა.
გინდოდა, რომ შენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები ერთხელ მაინც სხვას გადაედგა.

შენ კი მისთვის გვერდიდან გეყურებინა და საჭირო მითითებები მიგეცა, მაგრამ რას იზამდი მაშინ მას, რომ შენთვის არ მოესმინა და ყველაფერი ისე გაეკეთებინა, როგორც საჭიროდ ჩათვლიდა? ალბათ აფეთქდებოდი და შენი ცხოვრების წარმართვის უფლებას ჩამოართმევდი. მერე კი ყველაფერს ისევ დამოუკიდებლად გააკეთებდი და მაშინ ყურადღებას აღარ მიაქცევდი იმას კარგად გამოგდიოდა თუ არა ეს, რადგან ბოლოსდაბოლოს გააცნობიერებდი, რომ ეს შენი ცხოვრებაა და მასში შეცდომების დაშვების უფლება გქონდა.
ახლაც ასე უნდა მოქცეულიყავი საკუთარ თავს და ცხოვრებას უნდა დაბრუნებოდი და თავდაუზოგავად გებრძოლა. გებრძოლა გადარჩენისთვის და არავისთვის მიგეცა უფლება შენი ცხოვრება მოეპარა!..


როგორც კი თვითფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა გულმა მაშინვე სხვანაირდ დაგიწყო ძგერა. რაც არ უნდა იყოს ეს ხომ ის ქალაქი იყო, სადაც დაიბადე.
აქაური ჰაერიც კი გეუცხოვებოდა და გესხვანაირებოდა.
თითქოს შენი ქვეყნის ცასაც კი სულ სხვა ფერი და სილამაზე ჰქონდა, მაგრამ ამას მხოლოდ შენ თუ შეამჩნევდი. სხვებისთვის კი ეს ცაც, მიწაც და ჰაერიც ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული იყო, რადგან ეს ყველაფერი მათი ყოველდღიური რუტინის განუყოფელი ნაწილი გახლდათ. ერთფეროვნებას შეჩვეულ თვალებს კი სილამაზის გამძაფრებული აღქმა უქვეითდებათ.

- ლამაზია არა?
ზურგს უკან გამტაცებლის აღტაცებული ხმა ჩაგესმა.
- რაზე ამბობ?
- ცაზე!
- შენც შეამჩნიე?
- ამ სილამაზის ვერ შემჩნევა უბრალოდ შეუძლებელია!
- მეგონა ეს მონატრების ბრალი იყო, თუმცა როგორც ჩანს შევცდი. შენც იმას ხედავ რასაც მე!
- არ მგონია მონატრება რეალობას ცვლიდეს. საკუთარი ქვეყანა, რომც არ მოგნატრებოდა მის მშვენიერებას მაინც ვერ ჩაანაცვლებდა ვერცერთი ქვეყნის სილამაზე.
- მართალიხარ.
- დროა წავიდეთ!
- სად?
- უფროსს უნდა შენი ნახვა. აქ სწორედ ამიტომ ჩამოგიყვანე.
- ესეიგი როგორც იქნა ერთმანეთს შევხვდებით.
- ვშიშობ, რომ ასეა!
- და რა მელის?
- არვიცი და ამის წარმოდგენაც კი არ მინდა.
განა რა გელოდა ასეთი? ყველაზე უარეს შემთხვევაში მოგკლავდნენ და ამით გაათავებდნენ ყველაფერს. ნეტავ რაიყო სიკვდილში ასეთი შემზარავი? მის ხსენებას, რომ ყველა გაურბოდა, მაგრამ მაინც “საკვირველია, რომ ადამიანს შეუძლია სიკვდილი მითუმეტეს მაშინ როდესაც უყვარს!.. ”


******

- ლენა დაიკარგა!
- რა?როდის? რანაირად?
- არვიცი ანდრე, დილით სამსახურში არ მოსულა. მთელიდღეა ვურეკავ და ვერ ვუკავშირდები. ძალიან ვნერვიულობ აშკარაა, რომ რაღაც რიგზე არაა.
- პოლიციაში არ დაგირეკავს?
- არა ჯერ არა.
- სწორად მოქცეულხარ.
- და ახლა როგორღა ვიპოვით?
- თავად მოვძებნი!
- დარწმუნებული ხარ?
- ლილიენ დამიჯერე, ამ საქმეში პოლიციის გარევა არ ღირს. თანაც ლენა არ არის ამ ქვეყნის მოქალაქე, პოლიცია მის გამო თავს არ შეიწუხებს.
- მართალიხარ, მაგრამ სად უნდა ვეძებოთ? იცი მაინც სად შეიძლება წასულიყო?
- არ ვიცი, მაგრამ გავიგებ!
- კარგი ძმაო, მაგრამ იცოდე თუ რამე ახალს შეიტყობ გამაგებინე! იმედია მალე იპოვნი.
- იმედია.

ლენას გაუჩინარებამ ააღელვა და საშინლად დააბნია. არიცოდა რასთან ჰქონდა საქმე. ვინ იცის იქნებ თავად მოისურვა დაუმშვიდობებლად ყოველგვარი ახსნა განმარტებების გარეშე წასვლა? მაგრამ ეს მის საქციელს არ ჰგავდა. ლენა ასე არ მოიქცეოდაო საკუთარ თავს აჯერებდა. იმის წარმოდგენაც კი არ უნდოდა, რომ შესაძლოა მას რამე შემთხვეოდა.
რაც არ უნდა ყოფილიყო მისი გაუჩინარების მიზეზი ანდრე მას იპოვნიდა და შინ ჯანმრთელსა და საღსალამათს დააბრუნებდა. ამაში ეჭვი არც თავად ეპარებოდა, მაგრამ მაინც ძალიან ღელავდა. არიცოდა საიდან დაეწყო ლენას ძებნა. იქნებ ჯერ იმ სასტუმროში წასულიყო, სადაც ლენა რჩებოდა? შეიძლება მის ნივთებში რაიმე საეჭვოს წაწყდომოდა რაც მის ძებნას გაუადვილებდა. სამწუხაროდ მისი მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა, რადგან ლენას ნივთებში ხელჩასაჭიდს ვერაფერს წააწყდა. თუ რათქმაუნდა მის პირად დღიურს არ ჩავთვლით, რომელშიც მთელი მისი ცხოვრება დეტალებში იყო აღწერილი ბავშვობიდან მოყოლებული მოგონებების ჩათვლით. ანდრეს მისი წაკითხვის დაუოკებელი სურვილი კლავდა, მაგრამ იცოდა, რომ ასე არ უნდა მოქცეულიყო. არავის ჰქონდა უფლება უცხო ადამიანის პირად ცხოვრებაში ხელები ეფათურებინა, მაგრამ ლენა ხომ ანდრესთვის უცხო სულაც არიყო. ანკი საიდან გაიგებდა ლენა ვინმე მის დღიურს ხელს ახლებდა თუ არა?
დიდი ყოყმანის შემდეგ ანდრემ გამბედაობა მოიკრიბა და იისფერყდიანი დღიურის პირველი გვერდი გადაფურცლა.


[/b]გაფრთხილება! :
თუ ამას ჩემს გარდა კიდევ ვინმე კითხულობს
ესეიგი თქვენ ყველაზე მოურიდებელი ადამიანი ყოფილხართ დედამიწის ზურგზე, რადგანაც აპირებთ, რომ სხვის სულში აფათუროთ თქვენი ბინძური თითები!
მაგრამ რა გაეწყობა ნება თქვენია, ოღონდ იცოდეთ თუ დღიურს ბოლომდე წაიკითხავთ მას გონებიდან ვეღარასდროს ამოიგდებთ!
მის თითოეულ გვერდში თავმოყრილი წინადადებათა მთელი რიგები მთლიანად დაგიმონებთ და მანამდე ვერ შეწყვეტთ კითხვის პროცეს სანამ ის ბოლომდე არ შთანთქავს თქვენს სულს!

პს: შეშინდით? თუ ჯერ კიდევ მზად ხართ კითხვა გააგრძელოთ?
[b]
როგორც არ უნდა იყოს მშვიდობიან მოგზაურობას გისურვებთ ჩემს სამყაროში!



********

მანქანა მდიდრების უბანს მიადგა და ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოსთან გაჩერდა. პირველი მძღოლი გადმოვიდა, მას მიჰყვა მგზავრის სავარძელში მჯდომი წითური წარმოსადეგი მამაკაცი, რომელმაც უკანა სავარძელში მჯდომ მომხიბვლელ ქალს თავაზიანად გაუღო მანქანის კარი და გადმოსვლისკენ მოუწოდა. ქალი ზანტად გადმოვიდა ძვირადღირებული მანქანიდან. წინ წითურთმიანი მიუძღვის და კარზე ზარს რეკავს,რომელსაც თეთრ წინსაფრიან ფორმაში გამოწყობილი მოახლე აღებს, ისე როგორც ფილმებში.

- გამარჯობა, ბატონი ზაზა შინაა?
- დიახ. კაბინეტში გელოდებათ!
- მაშ კარგი.
შენ ჯერ კიდევ მდიდრული სახლის უზარმაზარ ბაღში დააბოტებდი და ირგვლივ ცნობისმოყვარე მონაცრისფრო თვალებს აცეცებდი. ამასთან აღელვებული ხელებს ნერვიულად იფშვნეტდი და წინ და უკან მწყობრი ნაბიჯებით მიმოდიოდი.
- ლენა წამოდი უფროსი გელოდება!
- კარგი.
გული ლამის ამოვარდნას გქონდა, ხელისგულები საშინლად გაოგფლიანებოდა და სიცხისგან ჰაერი არ გყოფნიდა. ნერვიულობისგან აცახცახებული ხელები ზურგს უკან დამალე და თავჩაღუნულმა ფრთხილი ნაბიჯებით გასწიე კაბინეტისკენ მიმავალ გრძელ კორიდორში.
რიჟამ კარზე მოწიწებით დააკაკუნა….
- შემოდით!...
კაცის ბოხი ცივი ხმის ტალღეები შეასკდა კორიდორის მუქ წითელ კედლებს. წითურმა ერთი ნაბიჯი უკან გადადგა და ოთახში შესვლისკენ გიბიძგა, რამაც ცოტა არიყოს აგაღელვა.
- შენ არ შემოხვალ??
- არა, ჩემი უფლებამოსილება ამ კარის ზღურბლთან მთავრდება!
- გასაგებია.
მისმა სიტყვებმა გულში, რაღაც ჩაგწყვიტა. თითქოს ამან საბოლოოდ გამოგაღვიძა და მიგახვედრა იმას, რომ შენი აღსასრული ამ კარის შეღებით დადგებოდა.
კარის მოჩუქურთმებულ სახელურს გაოფლილი ხელი ფრთხილად ჩასჭიდე და სანამ ჩამოსწევდი წამით შეყოვნდი. უკან შეშინებულმა მოიხედე და როცა იქ ვერავინ დაინახე, ვინც შეგაჩერებდა. თავი მოაბრუნე , ჰაერი ღრმად ჩაისუნთქე და კარის სახელურს მძიმედ დააწექი.
ის ვისაც შენთვის განაჩენი უნდა გამოეტანა შენს პირდაპირ ტყავის სავარძელში ზურგშექცევით იჯდა და ხელში ძველებური ნახევრად ჩამწვარი სიგარა ეჭირა, რომელიც ალბათ ძალიან ძვირი ღირდა. შენი ნაბიჯების ხმა, რომ გაიგო დარჩენილი სიგარა საფერფლეში ჩაწვა .
- მომიახლოვდი!
ბრძანებლური ტონით მოგახალა. თანაც ისე, რომ შენსკენ არცკი მობრუნებულა. მისი სახე კი არ დაგინახავს.
- ვინ ხართ?
- მოდი და თავად ნახე ვინც ვარ!
მისი სიტყვები გამოწვევას გავდა, თითქოს გეთამაშებოდა. შენც გადაწყვიტე მის ნებას მიჰყოლოდი. თამაშის წესები, ხომ მხოლოდ მან იცოდა. გამბედაობა მოიკრიბე და სცადე ოდნავ მიახლოებოდი , უკვე მის გვერდით იდექი და მის მხრებს ნათლად ხედავდი. მერე კიდევ უფრო ახლოს მიიწიე და როცა მისი სახის პროფილში დანახვა შეძელი შეკრთი.
ნანახმა დაგზაფრა , შიშისგან უკან დაიწყე სვლა და როცა ფეხი რაღაცას წამოკარი ხალიჩაზე ზურგით დაენარცხე. მერე კი ნატრობდი, რომ კაცს სახე შენსკენ არ მოებრუნებინა. ამ სახის მეორედ ნახვა არ გსურდა. მან კი თითქოს შენი ფიქრები წაიკითხაო სახე სწრაფად მოაბრუნა და პირდაპირ თვალებში შემოგანათა. ახლა უკვე შეგეძლო კარგად გაგერჩია მისი დამწვარი სახის ნარჩენები. კაცის სახე მთლიანად დამწვარი იყო. ისეთი დამწვარი, რომ ამ არსებას ადამიანობის აღარანაირი ნიშანწყალი აღარ აჩნდა. სად წასულიყო სახის ნაკვთები? რატომ ჰგავდა მისი კანი ხორცის სატარებელ მანქანაში დამუშავებულს? ნებისმიერ მსგავსი კითხვები გაუჩნდებოდა მისი დანახვისას, მაგრამ შენ არა, რადგან შენ პასუხი ისედაც იცოდი!

- სიმახინჯეა არა? მაგრამ, რომ იცოდე ეს შენი დამსახურებაა.
შენი წყალობით ვიქეცი ასეთად!...
- არა , შეუძლებელია! ის შენ ვერ იქნები…. კი მაგრამ როგორ… შენ როგორ….
- გაინტერესებს როგორ გადავრჩი არა? ეს ნამდვილი სასწაული იყო.. თუმცა როგორ ჩანს შენ ეს წინასწარ ვერ გათვალე, რადგან რომ გაგეთვალა დარწმუნებული ვარ გადარჩენის ყველა შესაძლო ვარიანტს მომისპობდი!!

- როგორ გაიგე?
- შენ რა ისეთი სულელი გეგონე, რომ იფიქრე ყველაფერს ასე მარტივად შეგარჩენდი? გეგონა ამის გაგება გამიჭირდებოდა? ან რაზე ფიქრობდი მაშინ , როდესაც აქედან გარბოდი. ალბათ ჩემი თავიდან მოშორების შემდეგ ცხოვრების ახლიდან დაწყებას გეგმავდი. აბა რა ქენი მოახერხე ? აიწყვე ბედნიერი და უდარდელი ცხოვრება პატარა ქალბატონო? შე პატარა მკვლელო!...
- რას ელოდები ჩემგან? გგონია პატიებას მუხლებზე დაჩოქილი გთხოვ? და ხვერწნას დაგიწყებ, რომ არ მომკლა?
- პატიება ვერ გიშველიდა თუმცა ამის მოსმენა მაინც სასიამოვნო იქნებოდა…
- რა ხარ!...
ამან გააცოფა, სავარძლიდან წამოხტა და სილა მთელი ძალით გაგაწნა. იმ ხელით, რომელზეც უხეში ტყავის ხელთათმანი ეკეთა.
- როგორ ბედავ შე პატარა ძუკნა!... საიდან ამხელა სითავხედე? როგორ ჩანს დაგავიწყდა ჩემი ხელის სიმწარე, მაგრამ არაუშავს გაგახსენებ!...
- ისევ ისეთი ნაძირალა ხარ, როგორიც წლების წინ!
- ცდები, ადრინდელზე გაცილებით საშიში გავხდი პატარავ!
- ჰაჰაჰაჰა, საშიში? რა სასაცილოა? შენ საკუთარი თავი მაფიოზი ხომ არ გგონია?? შენ მხოლოდ ერთი უვარგისი ხორცის ნაჭერი ხარ და მეტი არაფერი.. შენი არ მეშინია დამწვარი ხორცის ნაგლეჯო , არც ადრე მეშინოდა და არც ახლა!!...
- მაგასაც ვნახავთ!
მორიგმა დარტყმამ წონასწორობა დაგაკარგვინა და კვლავ იატაკს დაგანარცხა. ამჯერად ცხვირიდან სისხლიც წაგცდა და ტუჩები წითლად შეგიღება, მაგრამ ის ამით ვერ გაგტეხდა. შენ ზედმედატ ჯიუტი იყავი იმისთვის, რომ მის წინაშე თავი დაგეხარა. სისხლი მოიწმინდე და ფეხზე წამოდექი.
- სულ ეს ხარ?
- აჰ, გეცოტავა? კიდევ თუ გინდა მიიღებ ნუ ღელავ არ დაგზარდები!
ამჯერად მუშტი მუცელში მოგხვდა, ტკივილი უფრო მძაფრი იყო. ის არ ჰგავდა სილის გაწვნის შემდეგ დარჩენილი წვის შეგრძნებას. ისე გტკიოდა თითქოს მუცელს დანით გფატრავდნენ და იქედან ორგანოებს სათითაოდ გაცლიდნენ. შენმა ტკივილმა მას შვება მოგვარა და ამით იგი უფრო მეტ აზარტში შევიდა. შენს სხეულს ზემოდან მოექცა და მანამდე გირტყა მუშტები, სანამ გონება არ დაგაკარგვინა. ახლა უკვე შენ ჰგავდი დაბეჟილ ხორცს, რომელიც იმაზე უარეს მდგომარეობაში იმყოფებოდა, ვიდრე დამწვარი ხორცის სტეიკი..

პს. ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით იმის გამო, რომ ასე გადავიკარგე და დიდხანს გალოდინეთ. ვეცდები მალე დავასრულო ეს ისტორია, ისეთი დასასრული როგორსაც იმსახურებს. ამჯერად უფრო დიდი თავი შემოგთავაზეთ და იმედი მაქვს კმაყოფილები დარჩებით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent