შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Love me till the end თავი 7


23-03-2019, 21:28
ავტორი mabby
ნანახია 1 188

თვალი რომ გავახილე და სავარძლისკენ გავიხედე უკვე წასული იყო, ოთახში კვლავ მისი სურნელი ტრიალებდა. თვალი დავხუჭე და მისი სიახლოვე კვლავ ისევე ცხადად შევიგრძენი, როგორც გუშინ. ახლა ვიცი როგორია სიყვარული, ვიცი რომ საყვარელი ადამიანის ტკივილი შენ ორმაგად უფრო გტკივა. ნეტავ ახლა სად არის ან როგორ არის? იქნებ ისევ ცუდადაა? იქნებ სხვასაც ისე ეხუტება როგორც მე? ამის გაფიქრებაზე გული გამებზარა. ფეხზე ავდექი და მისაღებში გავედი, ღმერთო ჩემო, როგორ შერჩენია ჩემს სახლში ყველა კუნჭულს მისი სურნელი, როგორ მოუპარავთ და შეუნახავთ მისი სიტყვები, ახლა კი ამ ყველაფერს მე მახსენებდნენ. მახსენებდნენ, რომ ცუდად იყო
სასწრაფოდ მოვწესრიგდი და გარეთ გავვარდი, პირველივე შემხვედრ ტაქსს ჩავუჯექი
იქნებ არც კი დამხვდეს საავადმყოფოში, მაგრამ მაინც უნდა ვცადო. მანქანას ნორმალურად გაჩერებაც არ ვაცადე, ისე გავუწოდე ფული და გადმოვედი. შესასვლელდი ორი წუთით გავჩერდი და ვეცადე სუნთქვა დამერეგულირებინა. რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა, გული კვლავ გამალებით მიცემდა
მიმღებში მჯდარ წითელთმიან გოგონასთან მივედი
-გამარჯობა, მაინტერესებს ალექსანდრე თუ არის მოსული, ან სად შეიძლება ვნახო? -მისი გაფართოებული თვალების დანახვისას გავიაზრე, რომ ვერ მიხვდა, რას ვგულისხმობდი.-პრაქტიკანტია ამ საავადმყოფოში, მაღალი შავთმიანი, მწვანეთვალება ბიჭია.
-აა ალექსანდრე-ვიგრძენი, როგორ გაებადრა სახე და თვალებში ნაპერწკლებმა გაუელვა, კი მოსულია, მესამე სართულზე ადით და იქ იკითხეთ.
მისი ბედნიერი მზერა დავაიგნორე და მითითებული კარისკენ წავედი. რა უნდა მეთქვა რომ ვნახავდი? იქნებ მოსვლა არც ისე კარგი იდეა იყო.- ამ ფიქრებში გართულმა გავაცნობიერე, რომ უკვე მესამე სართულზე ვიყავი
იქნებ არ ღირდა მოსვლა, იქნებ უკან გავბრუნდე-დერეფნის კუთხეში კიბის სახელურს მიყრდნობილი საკუთარ თავს უკვე მერამდენედ ვეკითხებოდი.
-მეჩვენება, თუ ვინმეს ემალები? -მომესმა ნაცნობი ღიმილნარევი ხმა
-იმ წუთებში მინდოდა იქ სიზმრის ბიჭი არ მდგარიყო, ვიღაც სხვა ყოფილიყო მაგრამ ეს არც ისე მარტოვი იყო.
-არ ვემალები -მთელი ჩემი ძალისხმევა მოვიკრიბე და მტკიცედ ვუთხარი
-აბა აქ რას აკეთებ-ორიოდე ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ, ისე რომ სახეზე ღიმილი არ მოსცილებია.
-შენ გეძებდი, მაინტერესებდა როგორ იყავი-რაც შემეძლო დამაჯერებლად და მშვიდად ვთქვი
-მერე ამ კუთხეში მეძებდი-თვალებში შემომხედა და სიცილი აუტყდა-ამ პატარა კუთხეში -სიცილს არ წყვეტდა ისე მიახლოვდებოდა. -სხვებისგან განსხვავებით მე კუთხეებში არ ვიმალები-მითხრა და თვალებში ჭინკები აუთამაშდა
-თავი, უსუსურად ვიგრძენი და რაც შემეძლო ძლიერად ავეკარი კედელს ფიქრებში უკვე ათასჯერ დავწყვევლე ჩემი აქ მოსვლის გადაწყვეტილება .
-მე უბრალოდ მოვედი შენს სანახავად , მაგრამ მერე გადავიფიქრე-ალბათ რამდენიმე წლის სიცოცხლე დავტოვე ამ გულწრფელ აღიარებაში.
-რატომ გადაიფიქრე? -სახეზე ღიმილი ერთბაშად მოსცილდა
-არვიცი, უბრალოდ ჩავთვალე, რომ არ იყო აქ მოსვლა სწორი-უეცრად სიმართლის ღაღადი დავიწყე
-რატომ არ იყო? -საოცრად მშვიდი ხმით მკითხა
-რამდენ კითხვას მისვამ , უბრალოდ გადავიფიქრე და მორჩა-როგორ იქნა ამოვიღე ხმა და წასვლა დავაპირე, თუმცა მისმა ხელმა დამიჭირა
-ნუთუ ხმამაღალი ლაპარაკიც გცოდნია, -კვლავ ირონიულმა ღიმილმა გადაუარა სახეზე - მე კი შედინებული პატარა წრუწუნა მეგონე, რომელიც მუდამ გარბის.
-ახლა ამ წრუწუნასგან მოგხვდება -გასხლტომა ვცადე, თუმცა არ გამომივიდა.
სიჩუმე კვლავ მისმა სიცილმა დაარღვია- როგორი საყვარელი ხარ, ხშირად უნდა გაგაბრაზო ხოლმე, ძალიან სასაცილოდ გიწითლდება ლოყები.
-თუ გამიშვებ კარგი იქნება, როგორც ვხედავ კარგად ხარ და არ ღირდა ნერვიულობა-მობეზრებულმა ჩავიბურტყუნე
-ანუ ჩემზე ნერვიულობდი-კვლავ ჩვეული ღიმილი და ნაპერწკლები თვალებში
-ჰო, გუშინ ცუდად იყავი და მაგიტომ
-მხოლოდ მაგიტომ? -ისე ახლოს მოვიდა, მის სუნთქვას ვგრძნობდი
-სხვა, რა მიზეზი უნდა მქონდეს-ხმააკანკალებულმა ამოვილუღლუღე და მივხვდი, რომ სულაც არ იყო ჩემი სიტყვები დამაჯერებელი. ამ წუთებში ალბათ მართლა შეშინებულ წრუწუნას ვგავდი. უკევ მერამდენედ ვწყევლიდი დილანდელ გადაწყვეტილებას
ჩაეღიმა და აწითლებულ სახეზე ხელი ჩამომისვა,
-ანუ სხვა მიზეზი არ გაქვს-იმედგაცრუებულმა ჩაიბურყუნა
აღარაფერი მიპასუხია მის თვალებს დაჟინებით დავაცქერდი
-მაშინ სახლში წადი მია, მე კარგად ვარ, ძალიან კარგად და უკეთესადაც გავხდები, მადლობა გუშინდელისთვის და მადლობა, რომ ასეთი კარგი ხარ-მხრებზე ხელს მკიდებს, შემდეგ მშვიდად, უხმოდ ტრიალდება და მიდის. მე კი ვდგავარ სახეაწითლებული და გულისცემის დარეგულირებას ველოდები.

სახლში ვზივარ და ფილმს ვუყურებ, თუმცა რეალურად ჩემი ფიქრები კვლავ მომხდარის ირგვლივ ტრიალებს. არა, ნამდვილად არ უნდა მოვსულიყავი. რას იფიქრებდა ჩემზე, მით უმეტეს, როცა პატარა ბავშვივით კუთხეში მიყუჟული დამინახა . ალბათ სასაცილო ვიყავი მის თვალში
მაოგნებს მისი პიროვნება, როგორ შეუძლია ასე რადიკალურად განსხვავებული ადამიანი იყოს დროის სხვადასხვა მონაკვეთში. კვლავ მისი ხელების სითბო მახსენდება და მეღიმება. მასზე ფიქრი ყველა პრობლემას მავიწყებს და ეს მომწონს კიდეც. ფიქრს ტელეფონის ხმა მაწყვეტინებს:
-გისმენთ- მშვიდი ხმით ვპასუხობ უცნობ ნომერს
-სახლში ხარ? -მომესმა ნაცნობი ბოხი ხმა
-ალექსანდრე? ჩემი ნომერი საიდან გაქვს?
-გუშინ, რომ გეძინა მაშინ გამეშვა შემთვხვევით ზარი ჩემს ტელეფონზე
-შემთხვევით? -გამომცდელად ჩავილაპარაკე
-ხო მია შემთხვევით-მითხრა და მისი სიცილის ხმა მომესმა
-კარგი გასაგებია
-დარწმუნებული ვარ, ახლა ისევ ლოყები გაგიწითლდა- სიცილი არ შეუწყვეტია ისე მითხრა
-ცდები -გაბრაზებულმა ჩავიბურტყუნე
-კარგი, მაშინ მოვალ და შევამოწმებ-მითხრა და გააზრებაც ვერ მოვასწარი ყურმილი ისე გათიშა.
სავარძელში ჩავჯექი და ფილმის ყურება განვაგრძე. ოც წუთში კარზე ზარის ხმა მესმის და გული მიჩქარდება, ნუთუ მართლა მოვიდა ?
-ანერვიულებული კარს ვაღებ
-აბა თაგუნია, მაჩვენე შენი ლოყები- პატარა ბავშვივით ჩემს ლოყებს წელავს და სიცილით მაკვირდება
-რას აკეთებ, ხელი გამიშვი-გაბუტული ბავშვივით ხელებს ვაჯვარედინებ და ტუჩებს ზემოთ ვწევ.
-მია გაჩერდი -მშვიდი, სერიუზული ხმით მეკითხება და ვერ ვხვდები რას გულისხმობს
-რაა? -გაკვირვებული ვეკითხები და წარბებს ვკრავ
-ტუჩებს ეგრე ნუ აკეთებ -მიღიმის და მიახლოვდება
-ალექსანდრე მთვრალი ხარ ? -სიცილით ვეუბნებო და თვალებში ვუყურებ
ჩემს კითხვას აიგნორებს და სივრცეს უყურებს
-რა გჭირს- კვლავ ვუსვამ კითხვას და ამჯერად მე ვამცირებ ჩვენს შორის მანძილს
-ხმას ისევ არ იღებს, ახლოს მოდის, წელზე ხელს მხვევს და შუბლს ჩემს შუბლზე აბჯენს. წამიერად თვალები დავხუჭე და მისი სიახლოვე შევიგრძენი.
-მეც ვერ ვხვდები რა მჭირს ჩურჩულებს და კოცნას მიტოვებს შუბლზე. შემდეგ უკან იხევს
-უნდა წავიდე, თავს გაუფრთხილდი
-შენც -ვჩურჩულებ და ვუღიმი.
რატომ მივიდა ან რატომ წავიდა, მიჭირს მისი პიროვნების ამოცნობა, თუმცა ამავდროულად ძალიან მიზიდავს ეს ყველაფერი ვხვდები, რომ უკვე ძალიან ღრმად შევტოპე და შეჩერებას აზრი აღარ აქვს .

ოც წუთში მივაფუჩეჩე და არც ვიცი რა გამომივიდა. მადლობა , რომ კითხულობთ თქვენი თითოეულის აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ველოდები თქვენს შეფასებებს რა მოგეწონათ და რა არ მოგეწონათ. relaxed



№1  offline წევრი mabby

ბავშვებო, შემთხვევით ერთი და იგივე თავი ორჯერ დავდე და ვეღარ ვშლი ერთს????

 


№2  offline წევრი izabella

ძალიან კარგი იყო.
საინტერესო იქნებოდა ალექსანდრეს ოჯახისწევრებზე და მეგობრებზეც თუ შევიტყობდით რამეს, რა თქმა უნდა თუ ჰყავს.
პ. ს. ადმინს მიწერეთ და წაშლის.

 


№3  offline წევრი izabella

ახალი თავი როდის იქნება?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent