შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ (თავი 7)


26-03-2019, 01:04
ავტორი Victoria-19
ნანახია 1 416

გონს რომ მოვედი საწოლზე ვიწექი, ოთახში არავინ იყო, წამოდგომა დავაპირე როდესაც ნიკა შემოვიდა ოთახში
-გაიღვიძე პატარავ?
-რა დამემართა?
-გული წაგივიდა, ექიმმა სერიოზული არაფერია უბრალოდ დაძაბულობის და გადაღლილობის ბრალია დაისვენოს და აღარაფერი დაემართებაო-მითხრა და წამალი დამალევინა
-შენმა მშობლებმა რაო?
-ძალიან გთხოვ მათზე საუბარი აღარ მინდა რა
-კარგი როგორც გინდა ცხოვრებავ-გავუღიმე-აუუუ კიდევ მეძინება რატომ?
-ნემსით დამამშვიდებელი შეგიყვანა ორგანიზმში და თქვა მოთენთილობა შეიძლება გამოიწვიოსო, დაიძინე მიდი
-შენც მოდი რა გთხოვ-არაფერი უთქვამს უბეალოდ გაიღიმა და ჩემი თხოვნა შეასრულა,შუბლზე მაკოცა და თმებზე მეთამაშებოდა სანამ არ ჩამეძინა....
დილით ნიკაზე ადრე გამეღვიძა, თავს უკვე კარგად ვგრძნობდი გადავწყვიტე ავმდგარიყავი და საუზმე მომემზადებინა, ნიკას მარწუხებიდან თავი გავითავისუფლე და სააბაზანოში შევედი, ვიბანავე, მოვწესრიგდი და სამზარეულოში ჩავედი, გადავწყვიტე მხოლოდ მსუბუქი საუზმით შემოვფარგლულიყავი უბრალოდ ჩაი, ტოსტები და სალათი გავაკეთე. ნიკასთან ავედი ოთახში, უკვე გაეღვიძებინა
-თავს როგორ გრძნობს ჩემი პატარა?
-ძალიან კარგად-გავიღიმე და ვაკოცე
-სად იყავი?
-ქვემოთ, საუზმე გავაკეთე წამო ვჭამოთ რა თორემ ძალიან, ძალიან მშია
-არადა ბანაობა მინდოდა ჯერ
-აუ ვჭამოთ რა ჯერ თორემ ძალიან მშია და შენთან ერთად მინდა
-კაი კაი ჰო მოვდივარ-გაიცინა
ქვემოთ ჩავედით ვისაუზმეთ,მე სამზარეულო მივალაგე ნიკა კი საბანაოდ ავიდა ზემოთ....სამზარეულოში ვიყავი და facebook-ზე დავძრწოდი როდესაც ნიკაც შემოვიდა
-რას შვები პრინცესა?
-რაღაცეებს ვათვალიერებ-გავუღიმე-ყავა არ გინდა დავლიოთ?
-კი მინდა
-მოვამზადებ ეხლავე
-არაა მე მოვამზადებ იყოს, მიდი შენ ფილმი მოძებნე ისევ რამე რომანტიული და ვუყუროთ
-კარგი აზრია-გავიღიმე და სამზარეულო დავტოვე
"ყველა ბიჭისთვის ვინც ოდესმე მყვარებია" ავარჩიე და ნიკუშას დაველოდე, რამდენიმე წუთში ყავის ჭიქებითა და სასუსნავებით ხელდამშვენებული გამოჩნდა
-აბაა რომელი ფილმი აარჩიეეე საყვარელო
-"ყველა ბიჭისთვის ვინც ოდესმე მყვარებია" ნანახი გაქვს?
-არა
-ხოდა მშვენიერი არჩევანი გამიკეთებია ამას ვუყუროთ
-შენ გაქვს ნანახი?
-კი და ძალიან მომწონს იმედია მოგეწომება შენც-გავუღიმე, მივეხუტე და ფილმის ყურება დავიწყეთ...ფილმი ძალიან მოეწონა ნიკასაც...
-საყვარელო გარეთ გავიდეთ რა მოვიწყინე
-სიცივეააა სიხარულო
-აუუუ გთხოვ რა მაინტერესებს სვანეთი, მიუხედავად იმისა რომ მეც სვანი ვარ არასდროს ვყოფილვარ აქ და "ტეხავს"-გავიცინე
-კარგიი მიდიი ჩაიცვიი და გავიდეთ დაგათვალიერებინებ ჩემს სოფელს და ხვალ სხვა სოფელში გავიდეთ
-ყველაზე კარგი ხარ-გავიცინე და ვაკოცე
მოვემზადეთ და გარეთ გავედით... სვანეთის ბუნება მართლაც რომ გასაოცარი იყო ფოტოები გადავიღეთ მთელი სოფელი დავათვალიერეთ და სახლში ღამით დავბრუნდით...12 საათი სრულდებოდა...
-ჩემოო პატააარააავ უბრალოოოდ საოცარი ადამიანი ხარ და მიხარია რომ დაიბადე... 1 წლის წინ შემოიჭერი ჩემს გულში და მართალია ამის შესახებ სულ 1კვირაა რაც იცი და 1 კვირაა რაც ჩემი შეყვარებული გქვია მაგრამ აამ ერთი კვირის მანძილზეც იმდენაც ღრმად შეაღწიე ჩემს გულში რომ დარწმუნებული ვარ ძალიანაც რომ მოვინდომო ვერასდროსსს ამოგშლი გულიდან და გონებიდან... ბევრი რომანტიკა და ასეთი საუბრები არ შემიძლია ზედმეტად მებანალურება... უბრალოდ გილოცავ 18 წლის იუბილეს და მინდა რომ ყოველთვის ბედნიერი იყო ჩემს, შენი ძმისა და ძმაკაცების გვერდით... მიხარია რომ დაიბადე-მითხრა და რაღაც ყუთი ამოიღო ჯიბიდან-შემობრუნდი რა-არაფერი მითქვამს უბრალოდ დავემორჩილე, ყელზე ულამაზესი ყელსაბამი გამიკეთა-სანამ ჩემი ცოლი არ გახდები მანამ მხოლოდ ბანაობის დროს მოიხსენი რომ არ დაგეკარგოს სხვა დროს არასდროს იცოდე-გაიცინა
-მადლობაა ჩემო სიცოცხლე და გპირდები არასდროს მოვიხსნი სხვა დროს-გავიცინე და ვაკოცე
-დავიძინოთ?
-კი-ჩავეხუტე
-ჰომართლა რაღაც უნდა გითხრა....
--------------------------------------
ეს ისტორიაც დაგიბრუნეთ შემდეგი თავიტ:დდ პატარაა მაგრამ სულ არაობას ხომ ჯობს:დს ველი შეფასებებს



არ გეწყინოს მაგრამ ძალიან ბანალურად წერ ამ ისტორიას და ძალიან არ მომწონს

 


№2  offline წევრი Victoria-19

სიყვარული გულს გვტკენს
არ გეწყინოს მაგრამ ძალიან ბანალურად წერ ამ ისტორიას და ძალიან არ მომწონს

ვიცი:დ ძალიან არმინდა უბრალოდ მივანებო თავი საერთოდ

 


№3  offline წევრი Niniko11

ყურს ნურავის დაუგდეებ გააგრძელე კარგად წეერ♡♡

ყურს ნურავის დაუგდეებ გააგრძელე კარგად წეერ♡♡

 


№4  offline წევრი Victoria-19

Niniko11
ყურს ნურავის დაუგდეებ გააგრძელე კარგად წეერ♡♡

ყურს ნურავის დაუგდეებ გააგრძელე კარგად წეერ♡♡

Madloba

 


№5 სტუმარი mari

Au dzan kaia shemdegs rodis dadeb?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent