შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ რას გრძნობ?!(6)


26-03-2019, 16:45
ავტორი kesane123
ნანახია 3 212

თავი VI
უკვე ორის ნახევარი იყო მაგრამ არავის დაურეკავს, ექიმს დავუძახე და დამიანეც გასინჯეს, ყველაფერი მწყობრში ჰქონდა და ძალებსაც ნელნელა იღდგენდა. უკვე საათნახევარი იყო გასული მისი გამოღვიძებიდნ, მე კი მის გულზე მედო თავი და თითებს მის თითებში ვხლართავდი, თან ვიცინოდით, მიკვირდა როგორ არ დამირეკესთქო როცა უცბათ დერეფანში ხმაური შემომესმა.
-ვითომ ისევ არ გამიღვიძია, მოვატყუოთ რა.-ყელი გამოიღერა დამიანემ.
-კაი მიდი დახუჭე თვალები.-გამეცინა და ლოყაზე ვაკოცე. ჩემი წამოდგომა და დემეტრეს კარების შემოგლეჯვა ერთი იყო.
-გილოცაავ ჩემო ბარტყოო, მრავალს დაესწარი, ამას მაინც არესმის და მერე ერთად მივულოცავ ყველაფერს და ბარემ რო დააჭყიტავს თავის ნაცრისფერებს მერე ქმარიც გეყოლება და ბავშვი მოანათლინე.-სიცილით მითხრა და მეხვეოდა. სათითაოდ ყველამ მომილოცა და პალატაში ადგილი აღარ იყო უკვე.

-აუ დამიანე გაიღვიძე რაა თორე მართლა გავათხოვებ და მერე მიყურე პირღიამ რააა.-ამოიფრუტუნა ლუკამ.
-ამოგაცლით ენას სათითაოდ, ჯერ აქედან გამოვიდე. ნახე რა გამიბედეს ტოო. იმან ბავშვი მოუნათლეო ამან გავათხოვებო, სანდრა არდაუჯერო შენ ამათ.-როგორც იქნა თვალები გაახილა დამიანემ და ერთდროულად წაგვსკდა სიცილი. მათ გაშტერებულ, სიცილშეპარულ სახეებზე უარესად ჩავბჟირდით. მერე სიცილი აუტყდათ და ცოტა გაბრაზდნენ.
-შეხედე ტოო რა გაგვიჩალიჩეს.-სიცილით ამოთქვა დემემ.-ჩემი სკოლაა რააა.
-ყველამ ვინც შენი სკოლა გაიარა, უკლებლივ დარტყმულები არიან.-ასევე სიცილით თქვა იოანემ და სალის მოეხვია.
-სხვათაშორის ჩვენ ახალი ამბავი გვაქვს.-დაწყნარების მერე თქვა ლუკამ და ქეთას გადახედა.
-აბა გსმენაავთ.
-აუ მევეტყვი რაა.-ყელი გამოიღერა დემეტრემ.
-გააჩერე ბიჭო ენა.-დაუბღვირა ლუკამ.
-ჰაა თქვიით ახლა.-ამოთქვა დამიანემ.
-დავინიშნეთ.-ამოთქვეს ერთად ქეთამ და ლუკამ.
-უფრო კონკრეტულად შენი უფროსი ხდება შენი რძალი და შენი უფროსის შვილები იქნებიან შენი ძმიშვილები, მომავალში ანუ ეს ვიგულისხმე.-სიცილით თქვა დემეტრე. მაინც გაიტანა თავისი.
--სერიოზულად? ანუ რძალი მეყოლება და იმხელა სახლში მარტო არ ჩავკვდებით მედაშენ ჩემო ძმაო? აურამაგარიაააა. იცოდეთ ბევრი ძმიშვილი მინდაა, ძააალიან ბევრი ბუთქუნა ბავშვი.-ვეხუტებოდი, ვიცინოდი და ხელებით ვხსნიდი.
-კიდე ერთი სიახლე გვაქვს ახლა უკვე შენ გეხება.-დაიწყო ქეთამ.
-აბაა.-ამდენი სიახლით გაკვირვებული დამიანესთან ჩამოვჯექი.
-მოკლედ, შენი წიგნი, წლის ბესტსელერი გახდა, ასევე ყველაზე მეტად გაყიდვადია, ამჟამად და საუკეთესო დამწყები ავტორის დაჯილდოებაზე ხარ მიწვეული ყაზბეგში.
-ღადაობთ ჰოო?-მათ გაბრწყინებულ სახეებს გადავხედე.-არა უეჭველი მეღადავებით.-სიცილით ვამბობდი.
-გილოცავ.-ყურთან მიჩურჩულა დამიანემ და ლოყაზე მაკოცა.
-მოკლედ, მხოლოდ დაჯილდოვება არიქნება რაა, ცნობილი ბიზნესმენებიც იქნებიან, წვეულების პონტი იქნება რა. როიალ ფართი გაიჩითება.-ჩაიხითხითა ქეთამ.
-მოკლედ ქალბატონო მწერალო დაიკო.-სიცილით დაიწყო ლუკამ.-ყველა ერთად მივდივართ ყაზბეგში, ეს ვაჟბატონი რო დადგება ფეხზე.-დამიანეზე მანიშნა.-დაჯილდოება 20 იანვარს იქნება. შენკიდე მალე მოიკრიბე ძალები და რაჭველივით არ დაიწყო გამოჯანმრთელება.
-ზეგ გამომწერენ შენ დაწყნარდი და მიხედე შენ საცოლეს და ქორწილს.-თვალი ჩაუკრა ქეთას.-თან მეც მიწვეული ვარ.-გაიცინა საყვარლად.-დეკემბრის დასაწყისში მითხრეს მე.-მხრები აიჩეჩა და მე შემომხედა.
-ჰო ჩვენც ვიცოდით.-გაიღიმა იოანემ და სალის აკოცა შუბლზე რომელიც საეჭვოდ იყო დადუმებული. შენ მაცადე ქალბატონო, ცოტახანში დაგაფქვევინებ ყველაფერს.- თქვენ რასშვრებით ქორწილის თარიღზე?
-ჩვენ ქორწილს 13 თებერვალს ვგეგმავთ.-მხრები აიჩეჩა ლუკამ.-კაროჩე წავედით რაა, მეძინება, ცხოვრებაში პირველად ახალი წლის ღამეს, 2 საათზე მეძინება, დაო მიშველე მგონი ასაკი თავისას შვრება და ცოლი მაჭკვიანებს.-სასოწარკვეთილი ხმა მიიღო ლუკამ.
-ვაი შე საცოდაო.-თავი დანანებით გააქნია ქეთამ.
-წავედით რაა, სახლში ერთი ამბავი გვაქვს, მამამ სახლი ნამდვილ კლუბად აქცია.-ჩაიფხუკუნა ლუკამ.-როდავიძინო ამღამეს მადლობა უნდავთქვა.
-რაქნა?-თვალები გამიფართოვდა.
-რაქნა ჩემო დაიკო და არაყები რედბულები და ათასი რაღაც მოიტანა და გამომიცხადა მე არ ვბერდებიო გააგიჟა დედა. მერე რო ავიყარეთ ჩვენ სადმიდიხართო და დამიანესთანო ყველამ რო ვთქვით, სიძე მომიკითხეთ და გადაეცით მალე გაახილოს თვალები და წაატეხოს ჩემ ქალიშვილს რქებიოო.-სიცილით თქვა მე კიდევ დამიანეს გადავხედე რომელიც ისე იცინოდა ეჭვი მაქვს მალე სუნთქვას შეწყვეტს.
-წადი ბიჭო მიხედე რამე არ დამართოს სახლს. რძალო შენ გაბარებ მამამთილს. მამა კიარა ძმაკაცი მყავს სახლში.-თავში ხელი შემოვირყი და რომ წარმოვიდგინე სიცილი ამიტყდა.-ვაიმე ლუკაა.-უცბათ წამოვიყვირე.
-რახდება?
-ჩქარა დარეკე სხვენში არ ავიდეს თორე დავახრჩობ.
-კიდე მალავ იმას?-სიცილით მკითხა.
-ჩქარა მეთქი ბიჭო.-პალატიდან სულ ძალით გავყარე.
-რას მალავ სხვენში პატარა ჭინკა?-სიცილით მკითხა დამიანემ და გულზე მიმიხუტა.
-არგეტყვი.-სიცილით ვუთხარი.
-მიდირა, არვეტყვი სასიმამროს.-ყელში მაკოცა.
-პატარა ვიყავი, სადღაც 12-13 წლის და მამას დემეს მამამ დათომ ძალიან მაგარი ვისკი მოუტანეს და დავუმალე, სხვენში მაქვს, იმედია ვერ მიაგნებს. მერე ვუთხარი არ დაგიკარგავს მე მოგპარეთქო და რათ გინდოდა მამი შენ ეგო და ჩემ ქმართან ერთად დავლევ პირველ ღამესთქო.
-დავიმახსოვრებ და ერთი არ დაგილევია გაჩვენებ მე შენ როგორ წაართვი ჩემ სიმამრს ტყუილად ვისკი.-სიცილით მითხრა და მხარზე დამადო თავი.
-და რაიცი რომ შენ მოგყვები დამიკუს?
-ეგ სახელი აღარ დამიძახო თორემ დაისჯები.
-მაინც როგორ დავისჯები?-ეშმაკურად ვკითხე.
-გაიხსენე 5 დეკემბერი, დემეს დაბადებისდღე, რესტორნის საპირფარეშო, ოღონდ აღმატებით ფორმებში.-ვნებამორეული ხმით მითხრა და ყელში მომაკრო მხხურვალე ტუჩები. გავწითლდი, გავლურჯდი და გავყვითლდი.
-საზიზღარი ადამიანი ხარ შენ, ძალიან ძალიან დამპალი.-მხარზე მსუბუქათ მივკარი ხელი მერე ჩავეხუტე და მისი სურნელი ხარბად შევისუნთქე.
-ჩემი სინათლე ხარ ამ ბნელ სამყაროში პატარავ.
-მიყვარხარ დამი.-ვტქვი და ყელში მივაკარი ტუჩები.
-მეც მიყვარხარ პატარავ.-საფეთქელზე მაკოცა და მაგრად ჩამიკრა გულში. მერე ტელეფონი ამღერდა და სწრაფად ვუპასუხე.
-ჰოო ლუკი.
-ობიექტი ნაპოვნიიქნა შენს სხვენში მაგრამ სწრაფად ჩამოვიტანეთ ისეთი მთვრალია, ჰოდა ვისკის ნაპოვნი ჰქონდა, სად დავმალო?
-როდის უნდა დაჭკვიანდეს მამაჩემი?-საწყლად შევხედე დამიანეს რომელიც იცინოდა.-ოთახში ჩაიტანე ჩემთან და ჩენ როვიცით გარდერობის აკრძალულ ზონაში დამალე. მანდ ძებნას არ დაიწყებს.-სიცილით ვუთხარი და ლუკაც ახარხარდა.-ნუ ცინიხარ, შენ გენდობი იდიოტო თორე ცხვირსაც არ ჩაგაყოფინებდი მანდ.-აწითლებულმა ვუთხარი.
-მე მენდობი და შენ საცვლებში ვიძრომიალო? ნურას უაცრავად რაა, ქეთას ვეტყვი, არმინდა სულიერი ტრავმა მივიღო.-ახლა უკვე ლუკას ხარხარს დამიანეც დაემატა, ღმერთმა დასწყევლოს ჩემი ტელეფონი ამხელა ხმის გამო.
-ლუკა მოგკლავ როგნახავ იცოდე. ქეთა დამალაპარაკე.-ერთიანად აწითლებული სიმწრის სიცილით ვამბობდი.
-ჰო მულიკოო.-სიცილით მითხრა.
-დააოკე შენი დამპალი საქმრო და შემინახეთ ეგ ვისკი თორე ვერ გადამირჩებით ვერც ერთი მამამ თუ მიაგნო. დედასაც არუთხრათ ვიცი დაამუშავებს მამიკუნა და ათქმევინებს.-სიცილით უთხარი.
-არის მულო.-სიცილით მითხრა ქეთამ და ყურმილი დაკიდა.
-საცვლებშიო ღმერთო?-მუცელზე ხელებს იჭერდა დამიანე.
-ხმა აღარ ამოიღო დამიანე თორე გაგაბრტყელებ.-სიცილით ვუთხარი.
-იმედია ეგ ვისკი ცოცხალი იქნება ჩვენ ქორწილამდე.-სიცილით თქვა.-მოგნი სიტკბო შეეპარება ამის მერე, შენ საცვლებში თუ იმოგზაურებს.-სიცილით მითხრა და ყელში მაკოცა.
-ფუ რა გარყვნილი არსება ხარ.-სახე სიცილით დავმანჭე და გულზე მივეკარი ჩემი სიწითლე რომ არ დაენახა.
-ჩემი ფისო.-თმაზე მეფერებოდა მე კიდევ ვკრუტუნებდი.
-დავიძინოთ რაა.-ამოვიკრუტუნე.
* * * * *
უკვე 17 იანვარი იყო, მეორე დღეს ყაზბეგში მივდიოდით ამიტომ გოგოებს ხელი დავავლე და საყიდლებზე გავედით დაჯილდოების საღამოსთვის. მოლში შესვლისთანავე ვიცოდი რომ მხოლოდ კაბას არ დავჯერდებოდი, ამიტომ როგორც ყოველთვის ზარაში შევვარდი. მიყვარს და რავქნა? ზარას განუყრელი სუნამოც არ დამვიწყებია რათქმაუნდა, ყაზბეგისთვის შესაფერისი ტანსაცმელი ვიყიდე და ბოლოს საღამოს კაბებისკენ გავწიე, , ბევრი სიარულის და თვალიერების შემდეგ ვნახე ის ერთადერთი რომელის დათმობასაც არაფრის გამო ვაპირებდი.გოგოები სწრაფად შევიყვანე ერთ-ერთ მაღაზიაში და სწრაფად მოვიზომე კაბა. წითელი, უკლავებო, ღრმა სამკუთხედი ჭრილით თითმის მუცლამდე, ფეხზე კი რღმად ჩახსნილი, წელიდან გასვებული და ფრიალა.
-ღმერთო, რა ლამაზი ხარ.-აღმოხდა სალის.
-ნუ რა მულიკო მყავს რაა.-ლოყაზე მაკოცა ქეთამ და მართას გადახედა.-ადექი გოგო ახლა შენ გაიზომე ის ლურჯი კაბა. კაბა გავიხადე და კონსულტანტს შევაფუთინე. ახლა მართა შევიდა გასახდელში და იქიდან ლურჯი, საკმაოდ ლამაზი კაბით გამოვიდა. წელზე მსხვილად ჰქონდა თვლიანი ზოლები, მხრები მოშიშვლებული და წვრილი ყელით რომელსაც წრიულად გასდევდა თვლები. წელიდან კი ლამაზად იყო გაშვებული და ფრიალა. იმდენად უხდებოდა ჩვენ მართუნას რომ არც კი დაფიქრებულა ისე იყიდა. მერე სალის დრო მოვიდა, როგორციქნა დავუბრუნეთ ხალისი. იმ დღეს საეჭვოდ ფგაჩუმებული იოანეზე ეჭვიანობის გამო ყოფილა. გამაგიჟებს ჩემი სალიტა მე. ახლა ყველაფერი მოგვარდა და ძველი სალიც დაგვიბრუნდა. გასახდლში შევიდა და მუქი მწვანე კაბა მოირგო. ყელი მთლიანად დახურული ჰქონდა, მხრები კი მოშიშვლებული, წელთან წვრილი ატლასის ზოლი გასდევდა და წელიდან გაშვებული იყო. მუხლის ცოტა ზემოთ ჩაჭრილი ზოლი ასდევდა და მის ქერა თმას და ცისფერ თვალებს ზედმეტადაც კი უხდებოდა. ნამდვილი ფერია იყო. ბოლს კი ჩემი რძალუკას დრო დადგა. ვერ გადავათმევინე, შავიო რომ აიჩემა იმისმერე სულ ეს აკერია პირზე. როგორციქნა მივაგენით მისთვისაც, მხრები და ლავიწები მოშიშვლებული ჰქონდა, წვრილი ზოლით გასდევდა შავი გიპიური, შემდეგ ბადე, შემდეგ ისევ გიპიური და ბოლოს ჩვეულებრივ ნაჭერი, გრძელი იყო და დავარდნილი. მუხლამდე კი ლამაზი ჭრილი ჰქონდა. გააგიჟებს ეს გოგო ჩემ ისედაც გიჟ ძმას და ეს იქნება.
-არცერთი არ ვაჩვნებთ არავის იცოდეთ თორე დაგაკლავთ ერთმანეთზე.-გაგვაფრთხილა სალიმ.
-არის უფროსო.-სიცილით თქვა მართამ.
-ვაიმე ფეხსაცმელები.-თავში შემოვირტყი ხელი.
-წამო დედაჩემთან.-ხტრუნვით წავიდა მანქანისკენ სალი. დედამისს ფეხსაცმლის ატელიე და მაღაზია აქვს, აქამდე როგორ არ გამახსენდა.
-დედამისთან რატო მივდივართ?-მკითხა ქეთამ.
-ფეხსაცმლის ატელიე და მაღაზია აქვს, ნამდვილი სამოთხეა იქ.-ნახევარსაათიანი მგზავრობის შემდეგ სალის დედასთან მივედით, კაცის ფეხსაცმელიც აქვს. ჩვენი შესვლა და ბიჭების შემოსვლა ერთი იყო. სანამ ჩვენ სალის და დემეს დედა მოვისიყვარულეთ, ბიჭებიც შემოვიდნენ და წინ აგვესვეტნენ.
-თქვენ რაა გვითვალთვალებთ?-ეჭვით შეხედა ქეთამ.
-რაში გვჭირდება თქვენი თვალთვალი? ჩვენც გვინდა ზიზიები.-გაიცინა ლუკამ.
-აუ კარგით რაა, დამპლებო. დედაჩემთან მოსვლას აღარ მაცდიან.-გაიბუსხა სალი.
-იკაცრავად დედაჩემიც ჰოარ არის შემთხვევით?-გაიცინა დემემ და დას მკვლელი მზერა ესროლა.
-აბა ბავშვებო, ბიჭები მარჯვნივ გოგოები მარცხნივ.-მკვლელი მზერები გავცვალეთ და ფეხსაცმლებისკენ წავედით. ოქროსფერი და ვერცხლისფერი ფეხსაცმელებისკენ წავედი და რატომღაც ოქროსფერი უფრო მომეწონა. წვრილი მაღალი ქუსლით და წვეტიანი ცხვირით. სალიმ კრემისფერი მბზინავი იგივე სტილის ფეხსაცმელი აიღო. მართამ ვრცხლისფერი ღია ფეხსაცმელი, ასევე მაღალ მაგრამ სქელ ქუსლზე. ქეთამ კი შავი, სქელ ოთხკუთხედ ქუსლზე, წინ ღია და შუაში ლამაზი შავი ზოლით თითებამდე. მოკლედ მოვრჩით შეგვიფუთეს და მერე ბიჭებს გავხედეთშესასვლელთან იდგნენ და პარკებს აწვდიდნენ კონსულტანტი გოგონები თან უღიმოდნენ და თვალებით ჭამდნენ. დამიანეს გავხედე ვიღაც გოგოს ელაპარაკებოდა, კონსულტანტს, მივედი და მკლავზე მოვეხვიე.
-მოვრჩი, არმოდიხარ?-თან ლოყაზე ვაკოცე.
-მოვდივარ პატარავ, მოვდივარ.-გაიცინა, თავი გააქნია და გასასვლელისკენ წავედით.-აბა რაქენი, იყიდე საოცნებო კაბა?
-დიახ, იცი როგორ მიხდება? უნდა დაგშოკო.-სიცილით ვუთხარი.-თავად?
-მეც უნდა დაგშოკო.-სიცილით მითხრა.
* * * * *
დღე საღამოს წვეულებაა, დილიდან ჩემი ნომერში ჟრიამულია. ყეზბეგის ყველაზე მაგარ სასტუმროში ვართ, დიდი საბანკეტო დარბაზით და მეფური ლუქსებით. ბიჭებმა მითხრეს ჩვენი კარგი ნაცნობის სასტუმროაო ამიტომ განსაკუთრებულად გვემსახურებიან. საღამოს 8 საათზე უკვე ყველა მზად ვართ და ერთმანეთს ვუყურებთ. მსუბუქი მაკიაჟი მაქვს გაკეთებული და ჩემს სახეზე მხოლოდ წითელი, მკვეთრი, პომადა ყვირის. თმა დასწორებულიდა უკან გადაყრილი. გოგოები ქვემოთ ჩავიდნენ, ბიჭებმა კიბესთან დაგელოდებითო მე კი შუა გზიდან მივბრუნდი, გზაში გამახსენდა რომ ჩანთა დამრჩა ნომერში. სწრაფად მივბრუნ დი და კლაჩი ავიღე. შემდეგ ნომრის კარი გადავკეტე, გასარები კლაჩში ჩავდე და თავდაჯერებული, ამაყი ნაბიჯებით წავედი ლიფტისკენ. ლიფტში პირველს დავაჭირე რადგან უფრო დაბლა, ანუ საბანკეტო დარბაზში არ ჩადიოდა. შემდეგ გამოვედი, ასევე თავდაჯერებულმა გავიარე ფოიე და მოოქროსფრო კიბეს ჩავუყევი. როგორც ჩანს ამ სასტუმროს მფლობელს უყვარს სიმდიდრე და და გემოვნებაც კარგი აქვს. კიბის ბოლოში დამიანე დავინახე, კლასიკურ ფორმაში, შავი სმოკინგი, თეთრი პერანგი და ბაფთა, რომელიც დარწმუნებული ვარ ერთი სული აქვს როდის მოიშორებს. საათზე დაიხედა და შემდეგ შემოთ ამოიხედა. და გაიღიმა, მე რომ მკლავს იმ ღიმილით გაიღიმა, თვალებში ჭინკები აუთამაშდნენ, ნთლად ვხედავდი მის მთვარის მსგავს თვალებს, როგორ ბრწყინავდნენ. მასთან ახლოს მივედი და ისიც დაიხარა და შუბლზე მაკოცა.
-ნამდვილად დამშოკე.-გაიცინა.
-შენც არაგიშავს.-გავუღიმე და ბაფთა გავუსწორე.-ასე უკეთესია.
-შენ სუნამოზე ვგიჟდები.
-ჩემო თეთრო ბოსო.-ხელკავი გამოვდე და ჩვენებისკენ წავედით. დაჟინებულ მზერებს ვგრძნობდი და ცოტაარიყოს მაწუხებდა კიდეც ეს მდგომარეობა.-ყველა ჩვენ რატომ გვიყურებს დამი?-ღიმილით ვკითხე.
-იქნებ იმიტომ რომ სასტუმროს მეპატრონე გიდგას გვერდით? ხვალ ჟურნალის პირველი ვერდისთვის მოემზადე.-თვაი ჩამიკრა და გამიღიმა.
-აქამდე არუნდა გეთქვა საძაგელო?
-საჭირო იყო? დღეს ჩემი ხარ...მთლიანად!-თვალი ჩამიკრა და მაგიდასთანაც მივედით.
-მალე დაიწყება დაჯილოვება. სავარაუდოდ გამომცემლობის სპონსორი გადმოგცემს ჯილდოს.-ქეთამ მეჩურჩულებოდა.
-სპონსორი ვინ არის?-ვიკითხე და დარბაზს გადავხედე.
-ბევრი სპონსორი გვყავს, მათ შორის აი ეს ვაჟბატონიც.-დამიანეზე მანიშნა რომელიც გაცხარებით საუბრობდა სასტუმროს მენჯერთან და რაღაცას ჩაჰკირკიტებდა პლანშეტში სერიოზული სახით.-მაგრამ ეს არ გადმოგცემს, ამის ბიძაშვილი, გაბრიელი იკისრებს მაგ საქმეს.
-აუ კარგი რაააა.-ამოვიოხრე და დამიანეს კვლელი მზერა ვესროლე.
-ვშიშობ შეყვარებული გამიბრაზე ქეთ.-სიცილით თქვა და შამპანიურის ჭიქა მოიყუდა.
-აბა ჯილდოს როდის ვეღირსები?-სიცილით ამოვთქვი.
-ჯერ უნდა მეცეკვო.-ხელი გამომიწოდა დამიანემ და დარბაზშიც გაისმა ტანგოს მელოდია. გაოცებული ვიყავი, ჯერ იმით რომ, დამიანემ იცოდა როგორ მიყვარდატანგო, მეორე იმით რომ მან ცეკვა იცოდა. დღითიდღე მაოცებ დამიანე ბაგრატიონო. ცეკვის დასასრულს, მის მკლავზე გადაწოლილმა კი მხურვალე ბაგეები ვიგრძენი, არც აპლოდისმენტებს ვაქცევდი ყურადღებას და არც ჟურნალისტების კამერებს და მტაცებლურ მზერებს. ვგრძნობდი მხოლოდ სიყვარულს, ბედნიერებას და დამიანეს.


ესეც ახალი თავიი <3 იმედია მოგეწონებათ <3 შემიფასეთ თორემ მგონია რომ არ მოგწონთ <3



№1  offline წევრი my valentine

უბრალოდ შეუდარებეელი კომენტარი და სხვა სიტყვები ზედმეტია

 


№2  offline წევრი sofo_sofia13

აი სასტიკად მომწონს ოღონდ მართლა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent