შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი (თავი 8)


27-03-2019, 03:05
ავტორი -Unknown-
ნანახია 1 182

-გაჩერდი!
სწრაფად მოვშორდი მას.. არ ვუყურებდი, ვერ ვუყურებდი.. სად წავსულიყავი არვიცოდი.. ჯანდაბა! ეს რა გავაკეთე!! საოცრება იყო!! საოცრება იყო ეს ადამიანი!! არ მინდოდა გამეჩერებინა, მაგრამ.. მეშინოდა.. ახლა რა უნდა გააკეთო? რას ეტყვი? რას გეტყვის? ღმერთო ჩემო!! ორი დღე მასთან უნდა გაატარო!! როგორ შევხედო თვალებში..
-გამიშვი
-ვერ გაგიშვებ
-გამატარე
-არა
-ზედმეტი მოგდის
-არაფერიც!
-გამატარე!
-როგორ მიყვარს შენი ბუზღუნი და წუწუნი..იციი, როგორი საყვარელი ხარ, როცა ბრაზდები?!
-გამატარე
-ძალინ მიყვარს ხოლმე, როცა წითლდები.. თვალს ვერ მისწორებ და აქეთ-იქით აცეცებ თვალებს..
ისევ მომიახლოვდა, თუმცა ამის საშუალება არ მივეცი და უხეშად მოვიშორე..
-რაგჭირს?!
-რამჭირს?? ეს შეცდომა იყო! არაფერს ნიშნავდა!! ახლა კი გამატარე,გთხოვ..
ტირილი მინდოდა!! იმდენად უხერხულად ვიყავი, არვიცოდი რაუნდა მექნა.. ბედნიერი, აღფრთოვანებული, შეშინებული, დაბნეული.. ყველაფერი ერთად! საშინელ მდგომარობაში ვიყავი.. გონება სხვას მეუბნებოდა, გული კი სხვას!! მე კი დილემის წინაშე ვიდექი.. ხან ერთი ასპარეზობდა და ხან მეორე, მე კი ეს მაცოფებდა და საშინლად მაბნევდა.. მინდოდა გავქცეულიყავი, დავმალულიყავი.. ჯანდაბა!! რატომ ვარ ასეთი?! ხომ შეიძლება შეირგო ის, რაც გსიამოვნებს.. არ იფიქრო მომავალზე და დატკბე აწმყოთი.. არ გააფუჭო ის რაც ჯერ არც კი დაწყებულა.. მაგრამ ისევ და ისევ ეს გონება! ტყუილი.. ღალატი..! როგორი დარტყმა და დიდი,უზამრაზარი შავი ხვრელი იყო ეს ჩემს ტვინში, რომ ამ ფაქტს, ამ ღალატს, ამ ტკივილს ვერადავერ ვიგდებდი გონებიდან..ვერადავერ ვივიწყებდი და ეს ნაიარევი არ ხორცდებოდა.. სანდროსთან ყოფნისას სულ,მუდამ მახსოვდა ეს და ეს მიშლიდა ყველაფერს! მინდიდა მეკოცნა, მინდოდა ჩავხუტებოდი, მინდიდა მყვარებოდა!! მაგრამ არ შემეძლო!!მკითხველნო, ალბათ იდიოტი გგონივართ, არაა? მართლებიც ხართ!! მაგრამ.. ვერაფერს ვაკეთებდი.. ვერ ვენდობოდი!! მეშინოდა, მეშინოდა გულის ტკენის.. რადგან წინასწარ ვიცოდი, რომ ამ ტკივილს ვერ გადავიტანდი.. ვერ გავუძლებდი.. ვგრძნობდი და ვიცოდი, რომ თუ ჩემს თავს მისი შეყვარების უფლებას მივცემდი არაამქვეყნიურად, უსასრულოდ და უკიდეგანოდ შემიყვარდებოდა.. ჩემს ნახევარს კიარა, მთლიან გულს მივცემდი.. და თუ ისევ იგივე განმეორდებოდა, თუ ის მიღალატებდნენ, მიმატოვებდდნენ ეს გული ათას, ათიათას ნაწილად დაიმსხვრეოდა, რომელსაც ვეღარაფერი და ვეღარავინ გაამთელებდა!! აი სწორედ ამის მეშინოდა! მაგრამ...მე ის უკვე მიყვარდა!!! იმდენად შევშინდი და იმდნად ნათლად წარმოვიდგინე ეს, რომ გული მეტკინა, სული შემეხუთა და ვეღარ ვსუნთქავდი.. ჩემ ემოციებს ვეღარ ვუყრიდი თავს, ვეღარ ვიტევდი ჩემში.. ვიგრძენი თუ როგორ ჩამომიგორდა სახეზე, ცრემლი..რა თქმა უნდა, ეს სანდრომ შეამჩნია. ვერ გეტყვით, როგორი გაოცებული და დაბნეული იყო, რას მეუბნებოდა არმესმოდა, ალბათ მამშვიდებდა,თავს დამნაშავედ გრძნობდა.. შემდეგ კი ჩამეხუტა, გულში ჩამიკრა.. მე კი უარესად ავტირდი.. ტკიპასავით მივეკარი და არასდროს მინდოდა მოვშორებოდი. ვერ ვფიქრობდი და ვერ ვაზროვნებდი! რატომ ვტიროდი?! არვიცოდი!! მაგრამ მისი ჩახუტება, მისი სურნელი.. ხარბად ვისუნთქავდი მის საოცარ სურნელს, რომელიც მამშვიდებდა, ჟრუანტელი მივლიდა.. ასე რამდენიხანი ვიყავით არვიცი..
-რადაგემართა?
-...
-კარგი აღარაფერს გკითხავ
აბაზანაში შევედი, სახე დავიბანე, ცივი წყალი შევისხი აზრზე მოსასვლელად და ცოტა მიშველა
-ცოტახნით გავალ, ჩავლაგდები
-კარგი
როგორ უსიტყვოდ ესმოდა ჩემი.. ვიცი არუნდოდა გასვლა, მაგრამ იცოდა და ხვდებოდა,რომ მარტო ყოფნა მჭირდებოდა ცოტახნით.. თუმცა ვინ გაცდის, გასული არიყო რომ დეა მოვიდა
-ლაშა არ წამოსულა?
-ხოიცი როგორია, მოერიდა, მე მოვალ დილით თქვენთანო,არ დააგვიანებს
-გასაგებია
-სანდრო სადაა?
-სახლში
-გააგდე?
-არა
-რაღაც არმომწონხარ, ჩვენ სხვანაირ ხასიათზე დაგტოვეთ, რამე მოხდა ჩვენი არყოფნის დროს?
-არაფერი
-ნუ მატყუებ
-არაფერი
-ნუ კარგი, სხვა დროს მომიყევი
ლილე და დემეტრეც მალე მოვიდნენ და გავედით კარფურში..მთელი კარფური წამოვზიდეთ ლამის.. სახლში მოსულები მალევე დავწექით, რადგან ხვალ ადრე უნდა ავმდარიყავით.. დემეტრე სანდროსთან გავიდა და გოგოები ცალკე დავრჩით. უკვე 5 დაიწყო და მე კიდევ ვერ ვიძინებდი.. დღევანელ დღეზე ვფიქრობდი და ვშფოთავდი, ვერ ვისვენებდი.. როდის ჩამეძინა ვერ გავიგე.. ნუუ თუ ძილი ერქვა, უფრო თვალების დასვენება.. ჩემი ღრმად სიზმრებში წასვლა და დეას წკვიტინი ერთი იყო!!
-აეყარენით(დეა)
-აუუ რომელი საათია (ლილე)
-ექვსი
-აუუ, ძააან მეძინება,არ წავიდეთ! (მე)
-მიდი მალე ადექით (დეა)
არაფრის დიდებით ადგილიდ არ ვიძროდი, ჭირივით მეზარებოდა.. ამწუთას ყველაფერს მერჩივნა ჩემი ბალიში და ძილი!! დეას წკვიტინი კი მაღიზიანებდა,მინდოდა რაღაცა გამექანებია..
-შენით ადგები თუ მოვიტნო წყალი? (დეა)
-მმმმ
-მიდი ადე რა, მეც მეზარებოდა მაგრამ აი ხო ხედავ (ლილე)
-ძილი მინდა
-ვსო მივდივარ, წყალი მომაქ(დეა)
-ჯანდაბა! ვდგები!
რის ვაი-ვაგლახით წამოვდექი, ჩავიცვი და აბაზანაში შევედი გამოსაფხიზლებლად.. ცივმა წყალმა ცოტა მიშველა..
-მიდი ბარბი გააღვიძე ბიჭები (ლილე)
-საქმრო შენია,ჩემი კიარა
-ვერ დაგეთანხმები ბარბი, აბა სანდრო?? (დეა)
-ჩაკვდი მანდ შენ
-კაი გავალ მე, მანამდე ყავა გაამზადეთ.. (ლილე)
წყალი დავადგი, მანდე კი გადავამოწმე ზურგჩანთა და დავრწმუნდი, რომ ყველაფერი ადგილზე იყო.
-გავაღვიძე და გამოვლენ მალე, შენი ლაშიკო როდის მოვა? (ლილე)
-გავაღვიძე ეგეც და მოვა მალე, აქვე ცხოვრობს (დეა)
-ლაშაც მანქანით მოდის ხო? (ლილე)
-კიი, ექვსივეს ერთ მანქანაში ჩაჭუჭკვას არ ჯობს? (დეა)
-კი ნამდვილად (ლილე)
უკვე შვიდი საათია, თბილისიდან გასულები ვართ და მივემართებით რაჭისკენ.. მე დემე ლილე და სანდრო ერთად ვიყავით, ლაშა და დეა კი განმარტოებით.. სანდრო ჩემს გვერდით იჯდა, ქალბატონი წამოსკუპდა წინ, არადა ხომ შეეძლო უკან დამჯდარიყო მაგრამ არა!! გზა საკმაოდ დიდი გვქონდა მე კი მეძინებოდა.
-აუ დემე მუსიკას ცოტა დაუწიე რა,მეძინება
-თუგინდა გამოვრთავ
-არა, უბრალოდ დაუწიე
ძილი მინდოდა მაგრამ ვერ ვისვენებდი. ჯერ მანქანაში ძილი და თანაც როცა სანდო მიზის გვერდით. საერთოდ ვერ ვისვენებდი და ვხვანცალებდი. არადა თვალები ისეთი დაღლილი მქონდა,მეწვოდა მინდიდა რომ დაესვენა..
-შეგიძლია თავი დამადო
-არმინდა
-ვატყობ ვერ ისვენებ, არ ვიკბინები
-არმინდა
არადა მინდოდა! ხო ახლოს ვიყავი, თუმცა არ მყოფნიდა უფრო ახლოს მინდოდა ყოფილიყო.. არვიცი რაიგრძნო მაგრამ თვითონ მომეხუტა, მე კი არ ვნებდებოდი, ნუ თავის მოტყუებას განვაგრძობდი
-გაიწიე
-არა, ძილი გჭირდება და დაიძინებ!
-როგორი საყვარლები ხართ (ლილე)
-მგონი ზედმეტნი ვართ (დემეტრე)
-ჯიუტი ხარ, ხომ ხედავ წრიალებ ამდენიხანი და ვერ იძინებ!!
უსიტყვოდ დავეთანხმე, დავნებდი და ის გავაკეთე რაც მინდოდა.. მისმა სასიამოვნო სურნელმა გამაბრუა და როდის ჩამეძინა ვერც კი გავიგე.. რა უცნაურია არა? ხან როგორი დაძაბული ვიყავი მასთან და ხანაც როგორი მშვიდი. რას მიკეთებდა ეს ადამიანი!!
-გაიღვიძე
-თვალები ვჭყიტე და სანდრო დავინახე! ნეტა სულ ასე იყოს, გავიფიქრე უეცრად..
-ისე ტკბილად გეძინა არმინდოდა გამეღვიძებინე, მაგრამ ჩამოვედით.
მანქანაში არავინ იყო ჩემი და სანდროს გარდა.
-ბავშვები სადარიან?
-გარეთ, ვჭამოთო, გადავიდეთ ჩვენც
სუფრა გაეშალათ, მინდორში
-გაიღვიძე ბარბარიკა? (ლილე)
-როგორც ხედავ
-კაი ვჭამოთ ახლა და დავლაშქროთ შემდეგ რაჭა..
პირველი დღე:
-შაორის ტბა
-ნიკორწმინდა
-საყინულე
-სიყვარულის ჩანჩქერი
-სიყვარულის ტბა
ჩვენი გეგმა დღეს ეს იყო!
შაორის ტბიდან იშლება დათოვლილი რაჭის მთები ულამაზესი ლანდშაპტით. საოცრად გარდამავალ ფერებში იმოსება! შაორი ამ პერიოდში საოცარია, ის საუკეთესო ადგილია სახეტიალოდ.
შემდეგი გაჩერება საყინულე იყო, შედიხარ შუა ტყეში და უცებ კლდის თაღწამოდგმულ მღვიმეს შეხვდები. შეხვალ და პირდაპირ ზღაპარში ამოყოფ თავს, პატარა, 130 მეტრიან მღვიმეში ივლი მთის შუაგულამდე, მერე 40 მეტრით მიწაში ჩაეშვები, სადაც ულამაზესი ყინულივით ცივი ტბაა.
ასევე მოვინახულეთ სიყვარულის ჩანჩქერი-ყინულივით ცივი ჩანჩქერი კლდოვან ხეობაში..
ლეგენდის თანახმად" ამ გამოქვაბულში შესვლა"გაუთხოვრობას" შველის, ხოდა პირვლი მე შემაგდეს, იქნებ რამე გეშველოსო..
უკვე მოსაღამოვდა, ჩვენ კი ჩვენი გეგმა შესრულებული გვქონდა და ამით უზომოდ კმაყოფილნი ვიყავით..
დავბანაკდით ტყეში, გავშალეთ კარვები, დავანთეთ ცეცხლი და წავიდა გულაობაა.. ირგვლივ ვუსხედით მოგიზგიზე ცეცხლს და ათას რამეზე ვსაუბრობდით, ვხუმრობდით, ერთმანეთს ვკბენდით, ვყვებოდით საშიშ ისტორიებს, ვთამაშობდით, ვმღეროდით..საოცარი გარემო იყო განსაკუთრებით ალექსანდრესთან ერთად! მაოცებს ეს ადამიანი! უდავოდ განათლებული, ნიჭიერი, გიტარაზეც დაკვრა სცოდნია და სიმღერაც შეძლებია?! ვუსმენდი და ვმშვდდებოდი.. მისი სმენით და მისი ყურებით,ვერ ვძღებოდი!! ღიმილი.. თითები.. ხმა.. თვალები.. ჭკუიდან გადავყავდი! მე კი ვერაფერს ვაკეთებდი, იმდენი ძალა აღარ მქონდა,რომ საკუთარ თავს შევწინააღმდეგებოდი..
ნელ-ნელა ყველა გაიხიკა დასაძინებლად, მე კი არ მეძინებოდა, ან რაღა დამაძინებდა,იმდენი მეძინა, სანდროს მკლავებში! არც ალექსანდრე იძინებდა, მე მელოდებიდა..
-რამდენიხანი უნდა ვიყოთ ასე?
-როგორ ასე?
-ვითომ მეგობრები
-და არვართ?
-გუშინდელს გაგახსენებ
-ეს შეცდომა იყო
-მე ასე არ მომეჩვენა
-არვიცი შენ რა მოგეჩვენა
-ეს ორივეს გვინდოდა
-რა?
-როდის აღიარებ?
-რას?
-არიცი ხო?
-არა
-ნუ კარგი, ალბათ მალე მოვა ის დრო როცა ვილაპარაკებთ ამაზე, არ მინდა დაგაჩქარო..ახლა კი, გვიანია დაიძინე
-არ მეძინება
-ხვალ დაგეძინება
-ხო მაგრამ ახლა არა, შენ წადი, მე არმინდა
-შენს გარეშე არა, ვერ დავიძინებ ეგრე..
-მაშინ შეგიძლია თავი დამადო და დაიძინო
-რა?
-არაფერი ვიხუმრე
-შეიძლება შენ იხუმრე,მაგრამ მე სერიოზულად მივიღებ
-ოჰ კარგი ერთი! ხუმრობა არ გესმის?!
-არა
-კარგი მივდივარ, შენც შეუერთდი ბიჭებს, ხვალ ადრე უნდა ავდგეთ..
დილით ადრე ავდექით და განვაგრძეთ ულამაზესი რაჭის დალაშქვრა..
მეორე დღე:
-სოფელი ღები
-სოფელი გონა
გონა-მართლაც პატარა შვეიცარიაა, ულამაზესია აქაურობა!! პატარა საყვარელი ქოხები, რომლებიც აქაიქ იყი მიმოფანტული, გარშემორტყმული თოვლიანი მთებით.. ისეთი სიმშვიდე და სიწყნარე იყო.. ისეთი საოცარი ჰაერი.. საოცარი ფერები.. ულამაზსი იყო აქაურობა.. რა ჯობდა სოფელს, დილით ადრე ადგომას და ცვრიან ბალახზე გავლას, ხარბად, რომ ჩაისუნთქავდი სუფთა ჰაერს.. დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ამ საოცარ ადგილას და მოვწყდებოდი ხმაურიან ქალაქს.. საოცრება იყო რაჭა,საოცარი ადამიანები იყვნენ, საოცრი ღირსშესანიშნაობებით და უგემრელესი კერძებით..რაჭა ჩემი სიყვარულია!
7 საათია და ჩვენ უკვე თბილისში ვართ..ადრიანად გვინდოდა ჩამოსვლა,რადგან ხვალაც ვეღარ გავაცდენდით უნივერიტეტს.
დაღლილ დაქანცულები ყველა ჩვენსჩვენს სახლებში წავედით.. წამოპლაწკარტებული ვიყავი და ვათვალიერებდი სურათებს, უფროსწორედ ალესანდრეს! ისეთი კარგი იყო მასთან ყოფნა, ისე კომფორტულად და მშიად ვიყავი.. მასთან ყოდნისას ყველაფერი მავიწყდებოდა, ნუ მართალია ხანდახან მაინც მახსოვდა და მიტევდა შიშები მაგრამ მაინც..მიკვირდა საკუთარი თავის, ასეთი უკარება,უხეში,უჟმური.. ასე როგორ შევიცვალე,ნუუ შემცვალეს.. როგორ მოვასწარი მისი შეყვარება ასე თავდავიწყებით!! მიყვარდა, ძალიან მიყვარდა და მინდიდა ეს მთელ მსოფლიოს მცოდნოდა.. როგორ მინდოდა მასთან გავსულიყავი და გამეზიარებინა ეს ყველაფერი! მაგრამ... სიამაყე, შიში.. ოხ რა სულელი ხარ ბარბარე! გეშველება რამე? რატომ ხარ ასეთი ჩამოუყალიბებელი? გადაუწყვეტელი? ვერ გიტან! სულელო! იდიოტო? რას ითხოვ? ან საერთოდ რა გინდა! ჩამოყალიბდი.. კარზე ზარის ხმამ გამომაფხიზლა, ალბათ იგრძნო! ალექსანდრე იყო
-რაიყო მოგენატრე?
-ხო შენს გარეშე ვეღარ ვძლებ
-ხუმრობა იქით იყოს
-არ ვხუმრობ
-ნუ კარგი კარგი,შემოდი
-ფილმის ყურება მინდოდა თუმცა მარტო არა და ერთად ვუყუროთ
-კარგი აზრია
life itself ჩავრთეთ.. საოცარი ფილმი იყო, ძალიან ცხოვრებისული.. საკმაოდ სევდიანი, ისეთი რომ გავსკდი ტირილით.. მკითხველნო, გირჩევთ,რომ უყუროთ, აუცილებლად მოიმარაგეთ სალფეთკები და ასევე გირჩევთ,რომ მარტო უყუროდ, გულიანად რომ იტირით.. ჩემ გულუბრყვილობაზე ალექსანდეს ეღიმებოდა, მამშვიდებდა.. ფილმის დამთავრების შემდეგ, ჩუმდა ვიჯექით 10-15 წუთი და არცერთი ვიღებდით ხმას.. თუმცა ალექსანდრემ სიწყნარე დაარღვია
-რაღაც მინდა, რომ გითხრა
-გისმენ
ჰაერი დამძიმდა, დაძაბულობამ,ნერბიულობამ იმატა.. მოუთმენლად ველოდი,როდის იტყოდა სათქმელს,თუმცა უჭირდა,ისიც ნერვიულობდა.. მისი სწრაფი გულისცემაც კი მესმოდა!
-აღარ შემიძლია ასე,საკმაოდ დიდიხანი ვიცდიდი.. ახლა კი,ეს ორი დღე,რომ ერთად გავატარეთ მივხვდი,რომ აღარ შემიძლია.. მინდა გითხრა.. რომ.. მიყვარხარ..
-...
დავდუმდი, ვერაფერს ვამბობდი.. ამიტომ ისევ გააგრძელა
-არშემიძლია თავი მოვიტყუო,რომ მეგობრები ვართ. არშრმიძლია გიყურო და ვერ გეხებოდე..მე უბრალოდ არშემიძლია შენთან მეგობრობა.. უზომოდ შემაყვარე თავი ჩემო პატარავ!
-..
არვიცი შენ რას მეტყვი, მაგრამ ვგრძნობ,რომ არც შენ ხარ გულგლირი ჩემს მიმართ.. არ დაგაჩქარებ, მოიფიქრე და მიპასუხე, მაგრამ კარგად დაფიქრდი..
-კარგი
-ახლა გავალ, გვიანია, შენც დაიძინე, დაისვენე და მოიფიქრე..
ამის, შემდეგ როგორ უნდა დავიძინო.. როგორ დავიმშვიდო აჩქარებული გულისცემა,რომელიც ყურებში მესმოდა!

P.S ესეც მერვე თავი. ვიცი დავაგვიანე და მაპატიეთ. ხან არმცალია,ხან იდეებში ვჭედავ, რომ ვწერ,მეორე დღეს არმომწონს და ა.შ. მოკლედ იმედი მაქვს მოგწონთ ისტორია და რომ კითხულობთ.. შემიფასეთ და დამიკომენტარეთ.. ძალიან მიყვარხართ! (სურათში სოფელი გონა არის)



№1  offline წევრი my valentine



მომეწონა ძალიან და ველი ახალ თავს

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთი

თავიდანვე მოგყვები, მომწონს ისტორია ძალიან და შენი წერის სტილიც

 


№3  offline წევრი -Unknown-

მადლობა და შევეცდები მალე დავდო❤️
my valentine
მომეწონა ძალიან და ველი ახალ თავს


უღრმესი მადლობა იმისთვის,რომ კითხულობთ და მოგწონთ❤️❤️ დიდი სტიმულია ჩემთვის თითოეულის კომენტარი❤️❤️❤️[center][/center]
სტუმარი ქეთი
თავიდანვე მოგყვები, მომწონს ისტორია ძალიან და შენი წერის სტილიც

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent