შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათამაშო (დასასრული)


28-03-2019, 11:36
ავტორი R.M
ნანახია 6 657

თავი 9
ერთი კვირა სვანეთში ვიყავი, ლიკამ მითხრა, რომ ირაკლი ბერად აღკვეცას აპირებდა და სვანეთში იყო ისიც მონასტერში. გადავწყვიტე მომენახულებინა და მონასტერში მივედი.
-მითხრეს გკითხულობენო.-ხელჯოხით გამოვიდა ტაძრიდან შავ სამოსში შემოსილი ირაკლი.
-როგორ ხარ? არ ვიცი როგორ უნდა მოგმართო.-შევხედე ირაკლის.
-ნატა, შენ? ჩემსკენ წამოვიდა, მე კი ხელი ჩავკიდე და იქვე ქვაზე ჩამოვსვი.
-მე ვარ. იცი რამდენი რამ გამოვიარე? ბევრი ტკივილი და უბედურება.-ცრემლიანი თვალებით ვუყურებდი ირაკლის.-შენი ნახვა მინდოდა, საუკეთესო მეგობარი მაკლდა, ყველა შემომეცალა. ამ ტკივილს რა ვუყო, მარტოობის ტკივილს. იმიტომ წავედი, რომ თავი მარტოდ და უსუსურად არ მეგრძნო. იმიტომ წავედი რომ თავის მოეკვლა ვერ გავბედე და მინდოდა იქ მოვმკვდარიყავი. მერე იქ იმდენი უბედურება ვნახე, იმდენი საცოდავი ბავშვი და ადამიანი, რომ საკუთარ თავზე გავბრაზდი. მე შემეძლო ფეხზე დგომა, მე შემეძლო ცხოვრებაში ისევ მეპოვნა ბედნიერება და მე სიკვდილზე ფიქრი შევწყვიტე. იცი იქ ყოფნისას აღმოვაჩინე, რომ სიცოცხლე მინდოდა. სწორედ მაშინ მოხდა ის აფეთქება და სიკვდილს თვალებში ჩავხედე. მინდოდა მეცოცხლა, აღარ მინდოდა სიკვდილი. ეს არავისთვის მითქვამს, არ მითქვამს არავისთვის, რომ გამუწყვეტლივ ზე ვფიქრობდი. იქ ადამიანები გავიცანი, ნამდვილი გმირები, ისინი საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ბავშვებს და ქალებს. იქ სხვანაირი ვიყავი, ფეხზე მყარად ვიდექი და თავს ძლიერად ვგრძნობდი. აქ საქართველოში კი თავი უსუსური მგონია.
-ცხოვრების გზაზე შემხვედრი ყველა ადამიანი ანგელოზია, რომელიც შემწედ გამოგვიგზავნა განგებამ. მას ან უყვარხარ, ან გცდის. ხშირად უფალი ფიზიკური ტკივილით ჩვენს სულს კურნავს, ჩვენ კი ვერ ვხედავთ ამას. ვისჯებით იმისთვის, რომ სული გადავირჩინოთ. ღმერთი მზრუნველი მამაა და ასე გვცდის, კუთხეში გვაყენებს, რომ მეორედ არ გავიმეოროთ დანაშაული.-სევდიანი ხმით მელაპარაკებოდა ირაკლი.- უფლისგან მოვლენილი განსაცდელი (რომლის მიზეზიც ჩვენშივეა) ერთგვარი გამოცდაა. მთავარია განსაცდელის მერე ისევ წამოდგე და საკუთარ შეცდომებზე ისწავლო. პატიება უნდა ვისწავლოთ, შენდობა უნდა ვისწავლოთ. მათ ყველას უყვარხარ, უბრალოდ გერიდებიან, რადგან მათ თვალებში სიბრალულს წაიკითხავ, ამიტომ გერიდებიან. იქნებ შენ გადაგა მათკენ ნაბიჯი? არ უნდა დანებდე. ღმერთს დედაზე მეტად ვუყვარვართ და თუ განსაცდელს გვიგზავნის ეს ალბათ ყველას გვჭირდება.
-შენი ნახვა მინდოდა, შენთან საუბარი ჩემთვის წამალივით არის.
-მეც მინდოდა შენი ნახვა, ისე ვერ აღვიკვეცები ბერად, ეს უნდა მოვინანიო შენს წინაშეც.
-შენ რა უნდა მოინანიო?-შევხედე გაკვირვებულმა.
-როცა მითხარი მხოლოდ მეგობარი შემიძლია ვიყო შენიო ეკლესიაში წავედი. დიდხანს ვლოცულობდი და ვთხოვდი უფალს, რომ ვერ გეპოვნა ბედნიერება ვერავისთან, რადგან მე უარმყავი.-თავი დახარა ირაკლიმ, მე კი ჩემი ხელი, რომელიც თავის ხელში ჰქონდა მოქცეული უცებ გავუშვი.
-ღმერთო, შენ ჩემი მეგობარი იყავი.-პირზე ხელები ავიფარე.-ეს რატომ გააკეთე?-ატირებული ვუყურებდი.-ლოცულობდი ირაკლი და სთხოვდი? ეს ლოცვა კი არა ადამიანის წყევლაა.
-ვიცი, გავბოროტდი, ეშმაკმა მძლია. აქ წამოსვლა გადავწყვიტე, რადგან დანაშაული უნდა გამოვისყიდო.-იმხელა სინანული იგრძნობოდა მის ხმაში, რომ ვერც კი ვსაყვედურობდი.-რომ გავიგე სირ*იაში შენი წასვლის ამბავი განუწყვეტლივ ვლოცულობდი შენთვის. ვლოცულობდი, რომ გადარჩენილიყავი და ბედნიერება გეპოვნა. მაპატიე ნატა, შენი პატიება იმაზე მეტად მჭირდება ვიდრე უფლის. უფალმა შეიძლება შემინდოს, მაგრამ მე ვერ ვაპატიებ ჩემს თავს ამ ცოდვას.
-გაპატიებ, მინდა სუფთა წარსდგე უფლის წინაშე.-ვუთხარი და უკან არ მომიხედავს ისე გამოვბრუნდი უკან. მთელი გზა ვტიროდი, რატომ გამიმეტა ყველამ, ასე რატომ მომექცნენ? ვეკითხებოდი საკუთარ თავს და ისევ არ ვიცოდი კითხვაზე პასუხი. მე ისეთი მეგობარი ვიყავი მათთვის თავს გავწირავდი, მათ კი. ყველას რას ვერჩი ნეტავ? ვეკითხებოდი საკუთარ თავს. ოჯახები შექმნეს, მე ქვეყნიდან წავედი და უბრალოდ დამივიწყეს. ამდენი მეგობრებიდან ზეზვა და ლიკა შემომრჩნენ მხოლოდ. აღარავის ვახსოვდი და აღარავინ მკითხულობდა. მაგრამ მე ისევ დავდგები, ისევ წამოვდგები და ისევ ის ნატა გავხდები. ძლიერი და მებრძოლი, თუმცა ის უნდობლობა გამყვება მთელი ცხოვრება, რაც ამ ბოლო წლებში შევიძინე. ერთგული მხოლოდ ელვა იყო, გამოჯანმრთელდა, რადგან ისევ მნახა ცოცხალი.
ზაირას და ელვას დავემშვიდობე, ლეილა და მე თბილისში დავბრუნდით. დემნას სახლში დავტოვე ლეილა.
-ახლა სად მიდიხარ? იქნებ დარჩე აქ?-შემომხედა ლეილამ.
-არა. ლიკასთან უნდა მივიდე, რაღაც გეგმები მაქვს.-ლეილას დავემშვიდობე და წამოვედი.
ლიკასთან მივედი, სახელოსნო დავშალე ზეზვას სარდაფში და ყველა დანადგარი სოფელში წავიღე. სოფელში გადავსახლდი, სახლი მაინც არ მქონდა. ზვიადისგან მხოლოდ მანქანა წამოვიყვანე, ვთვლიდი, რომ ვალში არ ვიყავი, ჩემი ბინის თანხის ნაწილი მე მეკუთვნოდა. მანქანა გავყიდე, პატარა მანქანა ვიყიდე და თანხის ნაწილი უკან გადავურიცხე. სუფთა ფინანსური ოპერაცია ჩავატარე, თითქოს ქმარს ვეყრებოდი და ერთობლივად შექმნილ ქონებას ვიყოფდით. ევროკავშირიდან გადმორიცხული ფულით ტრაქტორი ვიყიდე და ოთარი პაპას მიწებს მივხედე. სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში ლურჯი მოცვის მოყვანა გადავწყვიტე. პროექტი დამიმტკიცეს და ნერგებით და ნაკვეთების შემოღობვაში დამეხმარნენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროში მივედი, რაღაც მქონდა გასარკვევი ნერგებზე. იქ კი ზაზა ვნახე, სასწავლებელი დაამთავრა და მუშაობა დაუწყია. ეს ის ზაზაა, მე, რომ ასე გულმოდგინედ მეხმარებოდა ზვიადისთან ტყვეობაში, რომ ვიყავი.
-ნატა? რამდენი გეძებე?-გახარებული ჩამეხუტა. უცხო ადამიანისგან ასეთი რექცია ცოტა უცნაური იყო.-როგორ ხარ? აქ რატომ ხარ?-ისეთი გახარებული მიყურებდა.
-რა მოხდა? კარგად ვარ. შენ როგორ ხარ?-შევხედე გაკვირვებული სახით.
-რაღა რა მოხდა? რა აღარ ვიფიქრე, მეგონა მოგკლა ან სამუდამოდ ჩაგკეტა. რომ აღარ გამოჩნდი ვნერვიულობდი.-სიხარულს ვერ მალავდა ზაზა.
-რაღაც საქმე მაქვს სამინისტროში. მერე თუ გეცლება სადმე დავსხდეთ და ყველაფერს მოგიყვები.-გავუღიმე ზაზას.
-კარგი. მაგრამ რა საქმე გაქვს?
-მოცვის მოყვანა გადავწყვიტე და რაღაც საკითხების გარკვევა მინდა.
-წამოდი, მაგ პროგრამაზე ვმუშაობ ზუსტად.-ხელი მომკიდა და თავის კაბინეტში შემიყვანა. რაც მაინტერესებდა ყველაფერი გავარკვიე. მერე უამრავი ლიტერატურა გადმომიგზავნა ელექტრონულ ფოსტაზე. ყველა დეტალი მნიშვნელოვანი იყო.
საღამოს ბარში დამპატიჟა, სასიამოვნო მოსაუბრე გამოდგა, ძალიან განათლებული იყო. მეც მოვუყევი ჩემი ამბავი, ჩაფიქრებული მისმენდა. როგორც მე ვტიროდი ისე ის ტიროდა ჩემი ამბის მოსმენისას. მერე დავემშვიდობე, დამპირდა სოფელში ჩამოვალ და შენს ნერგებს დავათვალიერებო. ჩემს კერას დავუბრუნდი, კვირაში ერთხელ, ყოველ კვირა დღეს სასაფლაოზე მივდიოდი და ერთი კვირის ამბებს ჩემს ძვირფას ადამიანებს ვუყვებოდი. ვუყვებოდი თუ რა გეგმები მქონდა და სახლში სევდიანი ვბრუნდებოდი.
ზაზამ დაპირება შეასრულა, ის ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა. ხშირად ჩამოდიოდა სოფელში, მინანქრის სამკაულებს ვატანდი და ლიკასთან მიჰქონდა მაღაზიაში. რამდენიმე ქალი დავასაქმე ჩემს სახელოსნოში და ზაზა ძალიან მეხმარებოდა სამკაულების რეალიზაციაში. ისევ მითვალთვალებდნენ, ისევ დამყვებოდა მანქანა უკან. ყურადღებას აღარ ვაქცევდი, თითქოს სულერთი იყო ჩემთვის თუ რამე დამემეართებოდა, მივეჩვიე, ცხოვრების დინება ფეხი ავუწყე.
დემნას 5 წელი მიუსაჯეს, პოლიციასთან თანამშრომლობის გამო სასჯელი შეუმსუბუქდა. ლეილამ მთხოვა არ მივსულიყავი მასთან, მეტიც ახლოს არ გავკარებოდი დროებით. არ მითხრა რა ხდებოდა, მე უბრალოდ დავუჯერე და არ მივდიოდი.
ამერიკაში წავედი, ჯონს დაველაპარაკე და დავარწმუნე გაყრა დროებით გადაგვედო, დამთანხმდა. ტარასთან კონტაქტი არ გამიწყვეტია, სულ ვურეკავდი და მის ამბებს ვკითხულობდი. მერე დამიკავშირდა, სირ*იაში უნდა ჩავსულიყავი და ერთი ოჯახის 5 ბავშვი წამომეყვანა. ბავშვების ერთად გაშვილება უნდოდათ, არ უნდოდათ დედმამიშვილები დაეცილებინათ. ამ ბავშვებს ნათესავები არავინ ყავდათ, სასწაულად გადარჩნენ. ლეილას დავუკავშირდი და ლეილაც წამომყვა სირ*იაში. ბავშვები ვიშვილეთ, 6 წლის გოგო და 7 წლის ბიჭი ლეილამ იშვილა და გერმანიაში წაიყვანა. 4 წლის ბიჭი და 2 წლის ტყუპი გოგონები მე წამოვიყვანე. სოფელში წამოვიყვანე, დემნას დაწერილი პოგრამა გამომადგა, ჩემი პატარა ბიჭი კარგად ითვისებდა ქართულ ენას, გოგონებმა კი ქართულად მალე დაიწყეს ლაპარაკი. სოციალური მუშაკი ხშირად გვაკითხავდა და ბავშვების მდგომარეობას სწავლობდა. ბიჭს ანდრია დავარქვი, გოგონებს კი მარი და ლიზი. არ მინდოდა ვინმეს ჩემი შვილები განესხვავებინათ სხვა ბავშვებისგან. ამიტომაც სახელებიც შევუცვალე. ტარამ იმ ბავშვებს ვერ მიაგრო. სამაგიეროდ ისიც დავკარგე ერთი წლის მერე. ნაღმზე აფეთქდა და მისმა დედამ მისი სხეულიც ვერ დაიტირა. ისევ დამეწყო დეპრესია, ბავშვებს ვუბრაზდებოდი უმიზეზოდ და საკუთარი თავი დავიჭირე, რომ ნერვული სისტემა ცუდ მდგომარეობაში მქონდა. დამამშვიდებლების დალევა დავიწყე. საკუთარ თავს ცუდზე ფიქრი ავუკრძალე, მობილიზება გავუკეთე თავს. როცა დემნაზე ან ომზე ვიწყებდი ფიქრს, სხვა რამეზე გადამქონდა ფიქრები და ეს მშველოდა. სვანეთში ხშირად მიმყავდა ჩემი პატარები, ზამთარში კი ზაირა დავარწმუნე და სვანეთიდან წამოვიყვანე. ისე გაიხარა ჩემმა მოხუცმა ჩემი პატარებით. ისე ზრუნავდა მათზე. სვანეთიდან ელვაც წამოვიყვანე და ჩემს ნარგავებში დავატარებდი. სოფელში სულ ცხენით დავდიოდი და ისე ვაკონტროლებდი მუშებს ბაღში. ბევრი ადგილობრივი დავასაქმე, ჩემი ახლობლები ახლა ისინი იყვნენ. თითოეულ მუშას ისე ძალიან ვუყვარდი და ისეთ დიდ პატივს მცემდნენ. ხელფასს თუ ცოტა დავუგვიანებდი არასდროს არაფერს მაგრძნობინებდნენ. პირიქით, რამდენიმე უხელფასო მოხალისეც მყავდა. ჩემი პატარები თუ მე თბილისში მივდიოდი საბავშვო ბაღიდან ხან რომელს და ხან რომელს გამოჰყავდათ და ძიძასთან და ზაირასთან მიჰყავდათ. მე ამ უბრალო ხალხში ნამდვილი მეგობრები შევიძინე. ბევრი მამას მეგობარიც იყო. მამობრივ სიყვარულს და სითბოს მინაწილებდნენ. ბედნიერი ვიყავი, ჩემი შვილებით ვხარობდი, მაგრამ არასრულფასოვანი ქალი ვიყავი, გვერდით არ მყავდა დემნა. დეპრესიას თავი დავაღწიე, ამის საუკეთესო წამალი ჩემი შვილები იყვნენ. ისინი მაძლევდნენ უდიდეს ძალას, რომ ცხოვრებას შევჭიდებოდი და წინ მევლო.
ლიკამ დამირეკა და მითხრა, რომ ზვიადმა ცოლი შეირთო. გულის სიღრმეში მეტკინა, თუმცა მინდოდა ბედნიერი ყოფილიყო. ამ ამბის მერე ვერ მოვითმინე და ციხეში მივედი პაემანზე დემნასთან.
-აქ რატომ მოხვედი?-ძალიან იყო გამხდარი, ის დემნა, მედიდური და ლამაზი სადღაც გამქრალიყო.
-შენი ნახვა მინდოდა.-ვუყურებდი და ისე მინდოდა ჩავხუტებოდი.
-აქ აღარ მოხვიდე გთხოვ.-სევდიანი თვალებით შემომხედა.
-რატომ? არ გინდა ჩემი ნახვა?-ცრემლიანი თვალებით შევხედე.
-მინდა, ისე მინდა ვერც წარმოიდგენ.-დიდი ტკივილი ედგა თვალებში.
-აბა რატომ მიკრძალავ?
-რატომ არ გაყევი ცოლად?
-იმიტომ, რომ არ მიყვრს.
-აბა ვინ გიყვარს?-გაეღიმა.
-იმ კითხვას რატომ სვავ რაც ისედაც იცი.-ფეხზე წამოდგა და გულში ჩამიკრა. ეს ის იყო რაც მჭირდებოდა, ის რაც სრულყოფილს მხიდიდა.
-გამოვალ და ახალ ცხოვრებას დავიწყებთ, მაგრამ საფრთხე არსებობს. მე ჩაგაგდე ამ საფრთხეში და აქედან ვერ დაგიცავ. ამაზე ზვიადი იზრუნებს და არ ეჩხუბო.-ყურში ჩამჩურჩულა.
-რა ხდება?-შეშინებული მეც ვჩურჩულებდი.
-დრო მოვა და ყველას თავის ადგილს მივუჩენ.-ლოყაზე მაკოცა.-ახლა კი წადი და აღარ მოხვიდე აქ, არ მინდა საფრთხე შეგიქმნა.
ციხიდან წამოვედი, არ ვიცოდი რა ხდებოდა ჩემს თავს. ისევ დავიძაბე და დაკვირვებული გავხდი. სახლთან მანქანა ისევ იდგა, აქ ზვიადის ხელი ერია.
ორი წელი ელვის სისწრაფით გავიდა, დემნამ ამიკრძალა ციხეში მისვლას და მეც აღარ მივსულვარ. ისეთი აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი, რომ ფიქრის დროც კი არ მრჩებოდა. ჩემი ახალი მეგობარი ზაზა შეყვარებული იყო და ხშირად მსტუმრობდა. სახელოსნოში ლიზა მუშაობდა, ჩემი ძმის ყოფილი შეყვარებულია. ჩემმა მუტრუკმა ძმამ დააიმედა გოგო და ისრაელში სხვა მოიყვანა ცოლად. გულნატკენი და სევდიანი იყო ლიზა. ჩემს ზაზას კი შეუყვარდა. მაჭანკლობა დავიწყე და მალე ოჯახიც შექმნეს. მე კი ლიზას მეჯვარე გავხდი და მათი სიყვარულის მცველი.
დემნა მენატრებოდა, მაგრამ საფრთხეს ვერ შევუქმნიდი ბავშვებს, ახლა მათზეც უნდა მეფიქრა, რაღაც ხდებოდა რაც მე არ ვიცოდი.
დემეტრემ დამირეკა ჩემმა მეგობარმა.
-ნატა როგორ ხარ?
-კარგად დემე, შენ როგორ ხარ? უბრალოდ ნაწყენი ვარ ყველაზე. აღარავინ აღარ მკითხულობთ, სულ დამივიწყეთ.
-მაპატიე, ეს ოჯახი და მისი პრობლემები, ხომ გესმის.-თავს იმართლებდა დემე.
-არ მესმის, ოჯახი მეც მაქვს და უამრავი პრობლემა, მაგრამ ვაგვარებ. სმს-ებს გწერთ, ყველა დღესასწაულს გილოცავთ, ყველას დაბადების დღე მახსოვს და გკითხულობთ. პასუხად კი არაფერს ვიღებ.-ცრემლი მომერია.
-ხვალ ჩამოვალ შენთან და გნახავ.
-არ მინდა დემე. ნუ ჩამოხვალთ და ნუ მნახავთ, ეს გულიდან უნდა მოდიოდეს, როცა გული არ მოგიწევთ თავი არ უნდა აიძულოთ.-ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე.
მეორე დღეს მუშებთან ვიყავით მე და ელვა, რომ მინდორში მანქანა გაჩერდა და იქიდან ზეზვა, დემე, ლიკა, ზურა და ნიკა გადმოვიდნენ. ასეთი ვარ, მწყინს მაგრამ ვპატიობ. ვაპატიე, რომ დამივიწყეს, ყველა მათგანი სათითაოდ მიკრავდა გულში და ტიროდა.
იმ დღით სოფელში დარჩნენ, ძველი დრო გაიხსენს. ჩემს პატარებს სათამაშოები ჩამოუტანეს. ლიკამ ახალი ამბავი მახარა, მალე ნათლია გავხდებოდი, ბავშვს ელოდებოდნენ ის და ზეზვა.
სამზარეულოში ყავას ვადუღებდი, დემე შემოვიდა და სევდიანი თვალებით მიყურებდა ფეხზე.
-ნუ გეცოდები.-შევხედე გაბრაზებულმა.
-არ მეცოდები.-სევდიანად გაეღიმა.-ისეთი ამბები დაგიტრიალებია აქ ვერც ერთი ჯანმრთელი კაცი ვერ დაგიდგება გვერდზე. მაგარი საქმე წამოგიწყია, მოსავალი უკვე მოდის?
-კი უკვე მოდის და რეალიზაციაშიც გავუშვი უკვე. წელს ამოვისუნთქე. შარშან ძალიან გამიჭირდა ფინანსურად, სახელოსნო რომ არა არ ვიცი რა მეშველებოდა.
-ყოჩაღი ხარ, მაგარი საქმეა ამ ხალხისთვის.-გამიღიმა დემემ.
-რატომ დამირეკე გუშინ? არ მითხრა მოკითხვა მინდოდაო მაინც არ დაგიჯერებ.-შევხედე და წარბი ავწიე.
-დემნაზე უნდა დაგელაპარაკო.
-დემნას რა სჭირს?-შეშფოთებულმა შევხედე.
- სუსში გადავიდა მამაჩემი, მოლაპარაკებებს აწარმოებენ დემნასთან და თანამშრომლობაზე არ დათანხმდა. მეც ვიყავი მის სანახავად და ვერ დავარწმუნე.
-რა ხდება?
-სახელმწიფო უსაფრთხოების კომპიუტერებს ვიღაც ტეხავს. ვერ დაადგინეს, დემნა კი ამ საქმის პროფესიონალია. ფიქრობენ, რომ იცის ვინ იქნება, ან უსაფრთხოების სისტემას ისეთ დაცვას შეუქმნის, რომ ვეღარ გატეხონ ბაზები. მაგრამ უარს აცხადებს. იქნებ შენ დაარწმუნო.
-მამაშენი და პროკურორი უნდა ვნახო ჯერ.
-რატომ?
-ხელი ხელს ბანს. დაეხმარება და დავარწმუნებ მხოლოდ ერთი პირობით.
-რა პირობით? ნატა პირობები არ წაუყენო თორემ..
-თორემ ყველაფერს იკადრებენ. ვიცნობ მაგათ სკოლას, ერთი მათგანის გვერდით მომიწია ცხოვრება.
-ზვიადიზე უარესები არიან.
-დემე ხვალ ჩამოვალ და შემახვედრე.
-ჩვენ წამოგვყევი და პირდაპირ მივიდეთ.
-კარგი.
მეორე დღეს მოდულში მივედი, იქ ლაშა, ზვიადის მეგობარი და დემეს მამა დამხვდნენ.
-გამარჯობა ლაშა, გამარჯობათ ბატონო თემურ.-მივესალმე ორივეს.
-ლაშას იცნობ?-შემომხედა თემურმა.
-იმაზე უკეთ ვიდრე თქვენ და ისიც ვიცი რაზეა წამსვლელი.-ნაგლად ვუყურებდი თვალებში ლაშას და მის წინ სავარძელში ჩავჯექი.-აბა რა გინდათ დემნასგან?-შევხედე ორივეს.
-დაითანხმე, რომ უსაფრთხოების სისტემა დაიცვას, ან ის ჰაკერი დაგვაჭერინოს.-მითხრა ლაშამ.
-რის სანაცვლოდ?-შევხედე ლაშას.
-შვილო ნატა, ეს სახუმარო არ არის.-შემომხედა თემურმა.
-არც ვხუმრობ ბატონო თემურ. დიდი ხანია ხუმრობის ხასიათი და გუნება დავკარგე.
-რა გინდა?-ლაშამ მკითხა.
-ციხიდან გამოვა, ერთ ერთი თქვენგანი გახდება და სისტემას მიხედავს. იმ ჰაკერსაც დაგაჭერინებთ, ან დაგიდგენთ საიდან მუშაობს და ვინ არის.
-ესაა მისი პირობა? ამიტომ გვითხრა უარი?-გაეღიმა ლაშას.
-ეს მისი არა, ეს ჩემი პირობაა. არ დაგავიწყდეს, რომ რაც მე გამიჩალიჩე კარგად მახსოვს. ჩემთან ვალში ხარ დოკუმენტაციის გაყალბებისთვის რომ არ ჩაგაყუდე.-ნაგლად ვუყურებდი თვალებში.
- იმაზე გაიძვერა ხარ ვიდრე ვფიქრობდი.-ირონიულად იღიმოდა ლაშა.
-ამ პირობას უპირობოდ დასთანხმდებით.
-კარგი თანახმა ვარ, შენ თემურ?-დემნას მამას გადახედა ბატონმა ლაშამ.
-მეც თანახმა ვარ.-თემურმაც თავი დაუქნია.
-რა გარანტია მაქვს, რომ ისიც დასთანხმდება ამ პირობებს?-შემომხედა ლაშამ.
-ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება?-ირონიულად შევხედე.
-შენი ისტორია რომ ვიცი არა. უკვე მეშინია ბომბით არ იყო მოსული.-გაეცინა.
-მე ხალხს ვიცავდი იქ, როცა შენ რბილ სავარძელში იჯექი და თანამდებობას ინარჩუნებდი.-თავს ვეღარ ვაკონტროლებდი.
-წესიერად მელაპარაკე გოგო. ზვიადის გამო ვიკავებ ისედაც თავს.-სახეზე წამოენთო.
-ნუ შეიკავებ მერე, ზვიადი არავინ არ არის, იყო და გაქრა.-ხელები ერთმანეთს გავუსვი და მოდულის შენობა დავტოვე.
დემემ ციხეში მიმიყვანა, გული ამოვარდნას მქონდა. ამდენი ხნის მერე ისევ უნდა მენახა დემნა.
-ნატა? აქ რა გინდა?-სევდიანი თვალები შემომანათა. ძალიან იყო გამხდარი, თვალის უპეები ჩაშავებული ჰქონდა, თამში ჭაღარაც გამოერია.
-სალაპარაკო მაქვს, მინდა მათთან ითანამშრომლო.-მკაცრად ჩავილაპარაკე.
-რატომ? მან გამოგზავნა?
-მან არა. ბოლოს ორი წლის წინ ვნახე. სუსში ვიყავი მისული. ციხიდან გამოხვალ და მათთან იმუშავებ, თუ არა და ბოლო შანსსაც აღარ მოგცემ.-თავი ასწია და გახარებულმა შემომხედა.
-რა, შანსს მაძლევ?-ცრემლი ჩამოუგორდა სახეზე და ნერვიულად გაეცინა.
-შანსს გაძლევ ჩემს სამ შვილს მამობა გაუწიო და ჩემს გვერდით იყო.
-ნატა. მე.. არ ვიმსახურებ, არ გიმსახურებ.
-უკეთ ხარ. ნარკოტიკებს შეეშვი, ციხიდან გამოხვალ, სამსახური და შენი საქმე გექნება, მე ჩემი საქმე უკვე მაქვს. ჯონს გავეყარე, სამი შვილი მყავს გასაზრდელი და კიდევ ორი წელი, ხუთი თევ, ერთი კვირა და სამი დღე ლოდინს აღარ ვაპირებ.
-ითვლი?-ცრემლიანი თვალებით მიყურებდა.
-ვითვლი.-მეც ცრემლი მომადგა თვალზე. მერე წამოდგა და გულში ჩამიკრა. აღარ არსებობდა კითხვები, აღარ არსებობდა გაურკვევლობა. ეს ზუსტად ის იყო რაც მჭირდებოდა. ჩვენ ორს შორის იმხელა ქიმია იყო, რომ ყველაზე დიდ სიყვარულსაც კი გადაწონიდა.
ბადრაგმა დაგვაცილა ერთმანეთს.
ყველაფერი დალაგდა, მოლაპარაკება შედგა.
ციხის კართან ვიდექი და ველოდებოდი მის გამოსვლას. გახარებული მოემართებოდა ჩემსკენ.
-მენატრებოდი.-ხელი წელზე მომხვია და გულში ჩამიკრა.
-ჩემი ბებერი ქმარი, ძალიან მომენატრა.-მის ყურთან დავიჩურჩულე. ხელი მოვკიდე და მანქანისკენ წავიყვანე. მანქანა დავქოქე, სოფელში მივდიოდით.-დემნა ზაირა ჩემთან წამოვიყვანე. იცი დორამ დამირეკა ერთი თვის წინ, გათხოვდა და ანა უნდა ჩამოიყვანოს. დავპირდი, რომ მივხედავდი ანას, მალე ჩამოიყვანს.-ბედნიერი ვუყვებოდი დემნას ახალ ამბებს.
-შენ ასე რატომ დაისაჯე. ღმერთს შენთვის შვილი არ უნდა წაერთმია.-თმაზე მეფერებოდა.
-უფალი მოწყალეა, ერთი შვილი წამართვა და 4 შვილი მაჩუქა. რა მნიშვნელობა აქვს ვინ გააჩინა ისინი. მთავარი ის არის ვინ იზრუნებს მათზე და დედას ვის დაუძახებენ.
-ტარასი რა ისმის?
-მოკვდა, ნაღმზე აფეთქდა.-ცრემლი მომადგა თვალზე.-იცი ყველა დავკარგე ვისაც ვუყვარდი.
-მე ჯერ ცოცხალი ვარ.-გამიღიმა.-ყველაფერს გავაკეთებ, რომ წარსულის დიდი ტკივილი დაგავიწყო.
-არ დამავიწყებ და ყველა ცოდვას ყელში ამოგადენ.-შევხედე და გაეღიმა.
-მიყვარხარ, ჩემს დაგებულ მახეში თავად გავები და თან ისე რომ ცხოვრება დავინგრიე. ამ ჭაობიდან ოდესმე თუ ვინმე ამომიყვანდა არ დავიჯერებდი.
სოფელში მივედით, ზაირას ისე გაუხარდა გული გაუხდა ცუდად. კაპლებით დავრბოდი და შეშფოთებულები მიყურებდნენ ბავშვები.
-საძაგელო, სად იყავი აქამდე, ან მე რატომ მტანჯე და ან ეს ბავშვი.-ქოთქოთებდა ზაირა.
-ცუდი ბიჭი ვიყავი და მართმსაჯულებას გავექეცი, მერე დავბრუნდი და დამაპატიმრეს. იქიდან და დიდი ჭაობიდან კი ამ ანგელოზმა მიხსნა.-ხელი მომხვია და შუბლზე მაკოცა დემნამ. ბავშვები გაკვირვებულები უყურებდნენ, ანდრია შორს იდგა და უბღვერდა დემნას.
-დემნა ვიცი შვილები არ გინდოდა, მაგრამ ეს სასჯელია იმ ცოდვებისთვის.-ყურში ჩავჩურჩულე, ის კი ბავშვებისკენ წავიდა და ტყუპები ერთდროულად აიყვანა ხელში. გულში იკრავდა და ხან ერთს კოცნიდა ხან მეორეს. გოგონებიც ჩაეხუტნენ და ეტიტინებოდნენ. მერე ანდრიასკენ წავიდა.-ჩემი ვაჟკაცი.-ხელში აიყვანა და სახლიდან გავიდნენ. ეზოში ელვა დაინახა და მისკენ გაემართა. ცხენი ისეთი გახარებული შეხვდა პატრონს.
-დემნა ანდროს ეს ჩააცვი შესცივდება.-ქურთუკი მოვაცვი ბავშვს.
-მე და ანდრია ცხენს გავაჭენებთ.-თვალი ჩამიკრა და ცხენზე დაჯდა, წინ ანდრია დაისვა და ცხენი გააჭენეს. თვალს მიეფარნენ, სახლში შემოვბრუნდი, ზაირას წნევამ აუწია და წამალი დავალევინე.
-მომკლა ქალი.-ამოილაპარაკა ზაირამ, მე კი მეღიმებოდა.
დემნა და ანდრია მალე დაბრუნდნენ. ცხენი თავლაში შეიყვანა და სახლში შემოვიდა.
-სად იყავით?-გავხედე დემნას და ანდროს, ერთმანეთს კარგად გაუგეს, ბედნიერები უღიმოდნენ ერთმანეთს.
-ანდრომ ბაღები მაჩვენა.-ხელი მომხვია და შეუბლზე მაკოცა.-ჩემი ყოჩაღი ცოლი.
-შენი ცოლი არ ვარ და რომ გავხდე იზრუნე მაგაზე.- გვერდი მივცხე გვერდზე.
-თუ არა ხარ გაჩვენებ მე შენ ამაღამ.-ყურის ძირში მაკოცა და დამტოვა ასე ალ მოდებული.
ზაირამ და ბავშვებმა მალე დაიძინეს, მე და დემნამ მსუბუქად ვივახშმეთ.
-თბილისში გადავიდეთ, ვინმე სანდო პიროვნება ნახე და გაზაფხულიდან მიგიხედავს ამ ბაღებს. მინანქრის სახელოსნო კი იქ გადავიტანოთ, რამე სამსახურიც მოძებნე. -მომავლის გეგმებს აწყობდა დემნა.
-რატომ მაშინვე არ დაბრუნდი, რატომ არ გამომყევი ინგლისიდან მაშინვე?
-დამპალი ნარკომანი ვიყავი და იმიტომ.
-მერე რა შეიცვალა?
-ბავშვი.-თვალზე ცრემლი შევნიშნე.- გადავწვიტე ყველაფერზე პასუხი მეგო და დავბრუნდი. ნატა მკურნალობას ვაპირებდი, ყველაფერს ვყიდიდი და შენთან ერთად წასვლას მართლა ვგეგმავდი დედის სულს გეფიცები. შენ რომ იმ დღით იქ არ მისულიყავი შენთან ერთად გავიქცეოდი საბერძნეთში. მან მითხრა, რომ გიორგი მისი მეორე სახელი იყო და ის იყო შენი პირველი სიყვარული. ვიეჭვიანე, საშინლად ვიეჭვიანე. ციხეში იყო მოსული, ვთხოვე შენზე ეზრუნა, მითხრა, რომ მიატოვე და ისევ შენ უყვარხარო. შენ არ იცი რა ბედნიერი ვიყავი?
-სხვა რა გითხრა?
-მითხრა, რომ ცოლი ყავს და შვილს ელოდებიან. მე ნაბიჯი გადმოვდგი შენკენ, მაინც ჩემი ძმა ხარო და შენც თუ გადმოდგავ ამ ნაბიჯს გამეხარდებაო. წარსული დავივიწყოთო. მაგრამ არ ვიცი. არ მინდა მისი ძმობა, მისი სიახლოვე, არ მინდა მე დამიახლოვდეს და მიზეზი შენ იყო.
-ნუ დაუახლოვდები, თუ არ გინდა ამას ნუ გააკეთებ.-მერე თვალებანთებული წამოვიდა ჩემსკენ, ხელში ამიტაცა და საძინებელში შემიყვანა.
-ყველა კიდური, რომ დაკარგო მაინც ყველაზე სასურველი იქნები ჩემთვის.-მეჩურჩულებოდა და მკოცნიდა. ნელ ნელა შემომაძარცვა ტანსაცმელი, პროთეზი მომხსნა ფეხიდან და ნაირევი ფეხი დამიკოცნა. მკოცნიდა ისე თითქოს ეს უკანასკნელი კოცნა იყო, მკოცნიდა ისე თითქოს უკანასკნელად მეფერებოდა. ეს ღამე დაუვიწყარი გახადა, მთელი ამ ხნის ნაძილზე დაგროვილმა სურვილმა თითქოს ერთდროულად იფეთქა ჩვენში. არავინ და არაფერი მახსოვდა. ზაირას ნათქვამი გამახსენდა, ქმართან სექსის დროს იმ ქალზე ვფიქრობდიო. მე არ მიფიქრია იმ ქერაზე, მხოლოდ დემნას ვხედავდი და მეგონა სამყარო ჩემი იყო.
დამავიწყა. ყველა ტკივილი დამავიწყა. იდეალური ქმარი და იდეალური მამა გახდა. ყოველ შაბათ კვირა სოფელში მივდიოდით, მეურნეობას ყურადრებას ვაქცევდი. დემნამ სუს-ში დაიწყო მუშაობა. ყველა პრობლემა მოაგვარეს, ჯაშუშ ჰაკერსაც მიაგნეს. საღამოს გაღიზიანებული თუ იყო და ეჭვიანობა თუ შემოუტევდა ეს იმის ნიშანი იყო, რომ იმ დღით თავის ძმას შეხვდა. მერე კი გაბრაზებული ჩამკიდებდა ხელს და მთელი ღამე მეფერებოდა ეჭვიანობისგან გაგიჟებული. ჩემს ვნებით ანთებულ თვალებს, რომ ხედავდა წყნარდებოდა და რწმუნდებოდა იმაში, რომ მხოლოდ ის მიყვარდა.
ისევ შემცვალა, მაღაზია სოფოს მიჰყიდა და მას ვეწვიეთ. უამრავი ტანსაცმელი ვიყიდე, ძველი დრო გავიხსენე, უბრალოდ უპირატესობას შარვლებს ვანიჭებდი და ფეხსაცმელს საგანგებოდ ვიკერავდი. დედა ვიყავი და ქალი, გვერდით კი ისეთი მამაკაცი მყავდა რომელსაც გულგრილად ვერცერთი ქალი ვერ შეხედავდა. ეს კაცი უბრალოდ მაგიჟებდა.
-დიდი ხანი უნდა მიყურო ასე?-წელზე ხელი მომხვია და მანქანისკენ წამიყვანა.
-როგორ?-ტუჩზე ვიკბინე.
-გაჩვენებ როგორც.-თითი დამიქნია. ნაყიდი ნივთები მანქანაში ჩავალაგეთ. მერე კი სახლში მივედით. ბავშვები გამოვაწყე, დღეს უქმე დღე გვქონდა, ზაირაც დავასვენეთ და ბომბორას პარკში წავედით. ბავშვებმა ისე გაიხარეს, განსაკუთრებით ანდრიას მიმართ იჩენდა დიდ სითბოს. არ ვიცი რატომ მაგრამ ამაყად დაატარებდა პარკში ანდრიას, ეამაყებოდა რომ ბიჭის მამა იყო. სახლშიც სულ ჭიდაობდნენ და ურევდნენ ყველაფერს. ბომბორადან დაღლილები დავბრუნდით. ბავშვებს მალე დაეძინათ, მე კი დივანზე ჩამოვჯექი და თვალები დავხუჭე.
-ღმერთო როგორ დამქანცეს.-ამოვილაპარაკე თვალებ დახუჭულმა.
-შვილები ხომ გინდოდა, ხო და აიტანე მათი ცელქობაც.-გვერდით მომიჯდა, ისიც დაღლილი იყო და მანაც თვალები დახუჭა.
-ბედნიერი არ ხარ? ვიცი არ გინდოდა შვილები..
-მინდოდა, ბევრი შვილები მინდოდა, რაც მაქვს ახლა ეს მინდოდა. მაშინ უბრალოდ ვერ გითხარი, რომ ნარკომანი ვიყავი, მინდოდა გამოვსწორებულიყავი და მერე ბევრ შვილს გაგაჩენინებდი. ასე ვფიქრობდი.-სევდიანად ჩაეღიმა.
-გაწუხებს ის ფაქტი, რომ შენი შვილები არ არიან?
-არა ნატა. ისინი ჩემი შვილები არიან. არ მინდა საკუთარი შვილი, არც თუ ისე კარგი გენი მაქვს.-გაეღიმა.-ჩემმა შვილმა, რომ იგივე გაკეთოს რაც მე ცოცხლად მოვკვდები.
-შეგიყვარდა?
-ძალიან. ხან და ხან ვფიქრობ რომელი უფრო მეტად მიყვარს და ვერ ვარჩევ ერთმანეთისგან.
-იცი ანდრიამ შენი პროგრამით ისწავლა ქართული.
-ხოო? მოდი ჩემთან.-ახლოს მიმწია და ხელი მომხვია.-დავიძინოთ?
-არა, ჯერ უნდა მაჩვენო როგორ გიყურებ.-გამეღიმა.
-ექიმთან უნდა წაგიყვანო.
-რატომ?
-რაღაც გჭირს, სულ სექსზე ფიქრი შეიძლება?-შემომხედა და გაეცინა.
-არც კი გიხარია.
-ვინ გითხრა, რომ არ მიხარია.-ხელში ამიტაცა და სირბილით შემიყვანა საძინებელში.
-იცი რამ მომკლა მაშინ?-საწოლზე, რომ დამაწვინა ამოვილაპარაკე.-ჩემით რომ აშანტაჟებდი, ამიტომ წავედი ყველაფრის გასარკვევად და არ გითხარი სიმართლე.
-გჯერა რომ ამას გავაკეთებდი?
-ინგლისში, რომ გნახე მერე დავიჯერე.
-არასდროს, ამას არასდროს ვიზავდი. დროის გაყვანა მინდოდა, მხოლოდ ერთი დღე და ღამე.-საწოლიდან წამოდგა და კარადა გამოაღო, მერე კი ბილეთები და მოწვევები მანახა. -ეს ნახე.
-იმ დღით უნდა წავსულიყავით?-შევანათე სევდიანი თვალები.
-ხო, დამაგვიანდა. უფრო ადრე უნდა წამეყვანე, საქმეები გაიწელა და დავაგვიანე. კარგი პროკურორივით რომ გაიქეცი მასთან რა გეგონა?-გაბრაზებულმა შემომხედა.
-გვეყოფა წარსულის ქექვა. აღარ მინდა ამაზე საუბარი.-ცრემლი მომადგა თვალზე.
-ახალა ასე უნდა იტირო? სულ რატომ ტირიხარ ყველაფერზე? ადრე მომწონდა ჩემს გამო რომ ტიროდი, ახლა აღარ.-ცრემლები შემიმშრალა და გულში ჩამიკრა.-ნატა ქორწილში დაგვპატიჟეს, ჩემს თანამშრომელს ცოლი მოჰყავს და..
-წავიდეთ მერე.-შევხედე სევდიანი თვალებით.-რამე გაწუხებს?
-ზვიადიც იქ იქნება.
-რა პრობლემაა მერე, ოდესმე მაინც მოგვიწევს შეხვედრა, წავიდეთ.-შევხედე დემნას.
-მეშინია.
-რისი?
-იმის რომ..
-რისი გეშინია დემნა, მითხარი, უნდა მითხრა.-მისი სახე ხელებში მოვიქციე.
-მეშინია, რომ შენს თვალებში რამე ისეთს დავინახავ, რაც გულს მომიკლავს.
-ნუ გეშინია. ჩემს თვალებში მხოლოდ შენ ხარ, ასე რომ არ ყოფილიყო მისგან არ წამოვიდოდი. რამდენჯერ გავექეცი მის სიყვარულს იცი? ინგლისში წამოვედი შენთან, მერე სირ*იაში წავედი, მერე კი სვანეთში გავიქეცი ზაირასთან. მასთან სხვა ვიყავი, უსუსური და უძლური ქალი. საკუთარი თავი მძულდა და გავრბოდი, ცხოვრების პირისპირ მარტო ვდგებოდი და მისგან ყოვე ჯერზე გავრბოდი.-ხელები მოვხვიე და ჩავეხუტე.-შენთან სხვა რამეს ვგრძნობ, ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ, სასურველი, მინდა სულ გეპრანჭებოდე.
-ყოველთვის სასურველი ხარ.-ტუჩებზე დამაცხრა და ხანგრძლივად მკოცნიდა.
დილით სააბაზანოდან გამოვიდა, მე მეძინა და კარადის კარის ხმაზე გავახილე თვალები. მაისურს იცმევდა, რომ ნაირევი შევნიშნე.
-დემნა ეს რა არის?-საწოლიდან წამოვდექი და წამში მასთან გავჩნდი. მაისური ავუწიე და რამდენიმე ჭრილობა დავინახე.
-არაფერია.-მაისური ჩამოიწია და თვალი მომარიდა.
-მითხარი. ეს როდის მოხდა?
-ციხეში. ჩემი მოკვლა სცადეს, ლეილა რომ გერმანიიდან ჩამოვიდა მაშინ. მე ავუკრძალე რომ შენთვის არაფერი ეთქვა.
-ვინ სცადა?
-ცოცხალი აღარ არის.
-შენ მოკალი?
-არა ზვიადის ხალხმა, ციხეშიც მიცავდნენ. ისევ გვიცავენ, გთხოვ არ შეგეშინდეს, ყველაფერს მოვაგვარებ, მალე დასრულდება.-ჩემი სახე ხელებში ეჭირა და მამშვიდებდა. პანიკა დამეწყო, ახლა როცა ყველაფერი დალაგდა ისევ საფრთხეში ვიყავით.
-მეშინია.-გულზე მივეხუტე და ჭრილობაზე თითები ავატარე.
-გპირდები ყველაფერს დავალაგებ.
-ვინ არის? რატომ არ გეშვება?
-შემეშვება, ყველა სათამაშოდ გვაქცია და სამივეს აგვირია ცხოვრება.
-ვინ სამივეს?
-შენ, მე და ზვიადს. ზვიადი და მე შევთანხმდით, მალე დავასრულებთ, ლაშაც გვეხმარება და თემურიც დემეს მამა.
-ბავშვების გამო მეშინია.
-ნუ გეშინია, სახლში ვერავინ შემოაღწევს, მუდმივად კი გვიცავენ, სულ გვითვალთვალებენ.
-ვიცი, სულ დაგვყვება მანქანა.-სევდიანად ჩავილაპარაკე.
შაბათისთვის მზადებას შევუდექი. დემნამ ფეხსაცმლის მკერავთან წამიყვანა და ლამაზი ორნამენტებიანი ნაჭრის ჩექმა შევიკერე. გაზაფხული იყო და მოკლე კაბას ძალიან მოუხდებოდა. მერე სოფოსთან წამიყვანა, ჩემმა გოგომ დიდი მონდომებით და სიყვარულით შემირჩია ძალიან ლამაზი შავი კაბა. დემნამ ცოტა წარბები აგვიწკიპა ჩემს მოშიშვლებულ ზურგზე და კაბის სიგრძეზე, მაგრამ მე რადგან ძალიან მომეწონა მიყიდა.
-ჭკუიდან გინდა შემშალო ხომ?-გაღიმებულმა გადმომხედა მანქანაში როგორც კი ჩავჯექით.
-იცი როგორ მინდა კაბის ჩაცმა? სულ შარვლებით დავდივარ. მომენატრა კაბა.
-ვიცი. ამიტომაც არ გითხარი უარი. ფეხის პრობლემა რომ არ გქონდეს მაგ კაბას არ ჩაგაცმევდი.-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა.
-პროთეზს უპირატესობებიც ჰქონია.-გამეცინა.
-ნუ იცინი, ჯერ კიდევ ვფიქრობ მაგ კაბას ჩაიცმევ თუ არა.
-კარგი რა დემნა, მიყვარხარ.-გავუღიმე და კაბა ჩავიხუტე.
შაბათს სალონში წავედი, ისე მონდომებით ვემზადებოდი, პირველად გამოვდიოდი საზოგადოებაში ფეხის გარეშე. ვნერვიულობდი, სულ სახლში ვიყავი, ან სოფელში. ბოტასი და ჯინსები იყო ჩემი ძირითადი სამოსი და მიხაროდა პატარა ბავშვივით, რომ საზოგადოებაში ისევ გამოვჩნდებოდი. ბოლოს ზაზას და ლიზას ჯვრისწერაზე ვიყავი, ისიც მხოლოდ ჯვრისწერა იყო და არაფერზე განსაკუთრებულად არ მიზრუნია. დემნა ჩემს მონდომებაზე ცოტა ბრაზობდა, ვხვდებოდი მიზეზი ზვიადი იყო, მე კი მინდოდა ჩემი ქმრის გვერდით არ დავჩრდილულიყავი. წონაში საგრძნობლად მოიმატა რაც ციხიდან გამოვიდა. ისეთი მიმზიდველი იყო გვერდით თუ იყო თვალს ვერ ვაშორებდი.
-ამდენი პრანჭვაც არ შეიძლება.-შემომხედა გაბუსხულმა.
-არ მინდა შენს ფონზე დავიჩრდილო.-ზუსტად ის უთხარი რასაც მართლა ვფიქრობდი.
-რა სულელი მყევხარ.-გაეღიმა.-ხომ იცი მე ყველანაირი მომწონხარ.
-არ მინდა გოგოებმა თვალებით დაგიწყონ შეჭმა და შენზე ნადირობა გამოაცხადონ, მინდა აღნიშნონ, რომ ლამაზი ცოლი გყავს და ვერ დაგითრევენ.-წარბი ავწიე მაღლა.
-ეჭვიანობის გამო იპრანჭები ასე?-გაეცინა და მაკოცა.
-ხო, არ უნდა მეშინოდეს? ისეთი ხარ.-ხარბად შევათვალიერე.
-როგორი?-წელზე ხელი მომხვია და საწოლისკენ დაიძრა.
-არა, ახლა თუ იქ აღმოვჩნდით წასვლას გადავიფიქრებ.-ხელი შევაშვებინე.
-იქნებ მეც ეგ მინდა, სულ არ მინდა წასვლა.-თვალი ჩამიკრა და ისევ დამიჭირა.
-მე მინდა. დიდი ხანია ხალხს ვემალები და დროა საზოგადოებაში გამოვჩნდე.
-კარგი.-უკმაყოფილოდ შემიშვა ხელი და პერანგის ღილების შეკვრა დაიწყო. მივედი და ჰალსტუხი შევუკარი. მერე სმოკინგიც ჩაიცვა და ტუჩი კიდევ ერთხელ დავიკბინე. მას კი ჩაეღიმა და თავი გაიქნია.
კაბა მოვირგე, დემნამ ელვა შემიკრა და შიშველ ზურგზე სველი კოცნა დამიტოვე. სუნამოც ვიპკურე და შიშველ ზურგზე ჩემი ლამაზი თმა გადავიყარე. ბავშვებს დავემშვიდობეთ და ძიძას და ზაირას დავუტოვეთ. დემნამ პირადი დაცვაც აიყვანა, გოგიტა დიდი გორილასავით ბიჭი იყო.
-ღმერთო რა ლამაზი ხარ.-აღფრთოვანებას ვერ მალავდა ზაირა.
-ლამაზია და ჩემია.-ხელი წელზე მომხვია დამნამ და მიმიხუტა.
-გაუფრთხილდი და აღარასოდეს ატირო, თორემ ვერ გადამირჩები.-თითი დაუქნია ზაირამ.
-მირჩევნია მოვკვდე ვიდრე მას ვატკინო.-სევდიანი თვალები შემომანათა დემნამ.
სახლიდან წამოვედით, რესტორანში შესვლისას ღრმად ჩავისუნთქე, დემნას ხელი ჩავკიდე და რესტორანში შევაბიჯეთ. უამრავი ხალხი ირეოდა, ეს ხალხი არ მომწონს, არც დემნას. ერთი სული აქვს, რომ სასჯელის ვადა გავიდეს და აქედან წამოვიდეს. ისევ პროგრამებს დაწერს და მე ისევ მისი მოადგილე ვიქნები. ყალბი ღიმილი ავიკარი სახეზე და ნეფე პატარძლისკენ გავემართეთ. ქორწინება მივულოცეთ და მოსაწვევში მითითებული მაგიდისკენ დავიძარით. 10 კაციანი მრგვალი მაგიდები იყო, ლაშა და თავის ცოლი ისხდნენ ჩვენ მაგიდაზე და კიდევ 1 წყვილი.
-ამას ვის ვხედავ, ქალი ლეგენდა.-გაღიმებული მაგიდიდან წამოდგა ლაშა და სკამი ჯელტმენურად გამომიწია.
-როგორ ხარ ლაშა?-ირონიულად შევხედე, ლაშას ცოლი კი დაძაბული შემომცქეროდა.
-თქვენ იყავით ქალბატონო ნატა კარგად, მოკვდავები რა საკითხავები ვართ.-ისევ იღიმოდა ლაშა.
-შენს მეუღლეს არ გამაცნობ?-სკამზე დავჯექი და მის გვერდით მჯდომ ქალბატონს გადავხედე.
-გაიცანი მაკა, ჩემი მეუღლე, ეს ერეკლეა, ეს კი მისი მეუღლე გვანცა. ეს კი ლეგენდარული ნატა მაჭარაშვილია, ნამდვილი გმირი.-ჩემი წარდგენა დაასრულა ლაშამ. დემნა გაღიმებული მიყურებდა და ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი.
-ასეთ წარდგენას ელოდი?-ყურში ჩამჩურჩულა, მე კი გავუღიმე.
-ეს კი დემნაა ჩემი მეუღლე.-გვაცანი გოგონებს დემნა, ყველამ თავი დაგვიკრა.
-ბევრი მსმენია თქვენზე.-მოწიწებით მითხრა ერეკლემ.
-ხოო, მაინც რა?-ირონიულად შევხედე.
-ომში და ასეთ ომში მხოლოდ გამორჩეული ადამიანები მიდიან.-დიდი პატივისცემა იგრძნობოდა ერეკლეს ხმაში, ლაშასავით არ ლაზღანდარობდა.-იქიდან კი 3 ბავშვი წამოიყვანეთ არა?
-5 ბავშვი, ორი დემნას მამიდამ იშვილა, სამი მე.
-ომში სად იყავი?-გაოცებულმა შემომხედეს გოგონებმა.
-სი*რიაში.-მოკლე პასუხი დავუბრუნე.
-ღმერთო ჩემო. საკუთარი შვილებიც გყავთ?- მკითხა გვანცამ.
-კი, ერთი გოგონა გვყავს.-გადავხედე დემნას და გავუღიმე. ერთი 6 წლის ბიჭი და მისი დები, ტყუპი ოთხი წლის გოგონები კი ვიშვილეთ.-ცნობისმოყვარეობა დავუკმაყოფილე გოგონებს.
-ისლამურმა სახელმწიფომ ვერ შეგაშინა და მე შეგაშინებდი?-შამპანიურის ჭიქა ასწია ლაშამ და მოსვა.
-ვერავინ და ვერაფერი შემაშინებს, იმედია დარწმუნდი.-წარბი ავუწია ლაშას.
-შენ რატომ აშინებდი?-ლაშას ცოლმა გაბრაზებულმა შეხედა.
-მოლაპარაკება გვქონდა, მან კი თავის ულტიმატუმი წამომიყენა. მე კაცი არ არსებობს, რომ არ დავიმორჩილო. მარტო ულტიმატუმი კი არ წამომიყენა ციხეში გაშვებით იქით დამემუქრა და დემნა ციხიდან გამოიყვანა.-ისევ მოსვა შამპანიური.-მაგრამ მისი მადლობელი ვარ, დემნა შეუცვლელი კადრია.-ახლა დემნას გადახედა, რომელიც აშკარად გაღიზიანებული იყო ლაშას გამოსვლებით.
-შენ ამბობდი არ მინდა დავიჩრდილოო?-ყურში ჩამჩურჩულა დემნამ.
-რა ვიცოდი ეს თუ დამიჯდებოდა წინ?-მეც გადავუჩურჩულე.
-საღამო მშვიდობის. -ზურგს უკან გავიგე ზვიადის ხმა. ზურგით ვიჯექით მე და დემნა და ვერ გვხედავდა. დამალვას აზრი არ ჰქონდა, უნდა მივსალმებოდი.-მეც ამ მაგიდაზე მოვხვდი.-თქვა და სახეზე წამოვწითლდი. ნამდვილად არ მინდოდა აქ, ჩემს გვერდით ყოფილიყო.
-საღამო მშვიდობის.-ლაშა წამოდგა.-აქ ნამდვილი სიურპრიზი გვყავს.-ისევ აგრძელებდა ცანცარს. სკამიდან წამოვდექი და ზვიადს შევხედე. შეცვლილი მომეჩვენე, ჭაღარა შერეოდა თმაში.
-ნატა?-სახეზე გამომეტყველება შეეცვალა.
-როგორ ხარ ზვიად? ნინო? -მის გვერდით ნინო, ახალგაზრდა ლამაზი გოგონა და 50 წელს გადაცილებული მამაკაცი იდგა.
-ნატა.-ნინო ჩემსკენ დაიძრა და გულში შვილივით ჩამიკრა.
-ნინო როგორ ხარ? მომენატრე.-წამოსული ცრემლი მოვწმინდე ნინოს.-ნუ ტირი მაკიაჟი გაგიფუჭდება.
-როგორ ხარ?-ახლა ზვიადი მოვიდა და ლოყაზე მაკოცა.
-მე კარგად, შენ როგორ ხარ?-გავუღიმე.
-კარგად. გაიცანი ეს ჩემი მეუღლეა ია. ეს კი ნატაა.-წარმიდგინა ბეღურასავით მის მკლავთან მობუზული გოგონა.
-ძალიან საყვარელია.-იას ლოყაზე ვაკოცე. არ ვიცი რატომ მაგრამ მიხაროდა, რომ ბედნიერი იყო. დაბნეული იყურებოდა ია.
-ეს ბიძაჩემია, ნინოს ძმა.-წარმიდგინა ნინოს გვერდით მდგარი მკაცრი შეხედულების კაცი.
-დაუსწრებლად ვიცნობ ნატას.-გაეღიმა ზვიადის ბიძას.-მოსიარულე შარი ხარ შვილო.-ხელი ჩამომართვა და გამიღიმა.-მაგრამ ულამაზესი.-ბოლოს დაამატა. ეს კაცი მზარავდა, საშინელი კაცი იყო.
-გამარჯობათ.-დემნამ სათითაოდ ჩამოართვა ყველას ხელი და ყველანი მაგიდას მიუსხდნენ. ნინო ჩემს გვერდით დაჯდა. ხელი ჩამკიდა და ხელს არ მიშვებდა, თითქოს ჩემი დაკარგვის ეშინოდა.
-ნატას ჩემს გარდა მგონი ყველა იცნობდა.-გაიღიმა ერეკლემ ჩვენმა შემხედვარემ.
-ძალიან პოპულარულია ჩემი ცოლი.-ხელი მომხვია დემნამ ისე თითქოს ყველას ეუბნება ჩემია ეს პოპულარული ქალიო.
-სადღეგრძელო შევსვათ.-ლაშამ ჭიქა ასწია მაღლა.-უფლის დიდება იყოს. იმ ომიდან ნატა სასწაულად გადარჩა. აფეთქებისას მხოლოდ 10 ადამიანი გადარჩა მაშინ, იმ ათში იყო ნატაც. ეს სასწაულია, ღმერთმა ის გადაარჩინა, რომ იქიდან ხუთი უდანაშაულო ბავშვი წამოეყვანა და მათზე ეზრუნა. უფალი ყოველდღე გვანახებს სასწაულებს და მიგვითითებს სწორი გზისკენ, ზოგი ვხედავთ ამ ნიშნებს, ზოგი კი ვერა და ცუდ გზას ვადგებით. -რატომღაც ლაშამ მზერა ნინოს ძმაზე შეაჩერა.-უფალს დიდება.-ლაშამ შამპანიური შესვა და ისევ მე შემომხედა.-შენ გმირი ხარ ნატა, ნამდვილი გმირი.
-შენ უფლის სადღეგრძელო დალიე თუ ჩემი.-გამეღიმა.
-ეს უფლის იყო, შენსას განსხვავებულით დავლევ.-გამიღიმა.
-ეგ მკრეხელობაა.-შევხედე ლაშას.
-მაშინ ამით.-კონიაკის ჭიქას მოჰკიდა ხელი და მაღლა ასწია.
-თანახმა ვარ.-გავუღიმე.
მერე დაიწყეს საუბრები სამსახურზე, ვის რა გაუჩალიჩეს და ვინ როგორ გააბეს მახეში. იმდენად ამაზრზენი საუბრები იყო, რომ მოსმენაც არ მინდოდა. განსაკუთრებით ზვიადის ბიძა მაღიზიანებდა. დემნა დაძაბული იჯდა, ზამბარასავით ჰქონდა დაჭიმული ძარღვები.
-წამოდი დემნა ვიცეკვოთ.-ხელი მოვკიდე დემნას და სკამიდან წამოვდექი.
-გვტოვებთ ნატა?-შემომხედა ლაშამ.
-მე ხომ გმირი ვარ. არაკაცური თემების მოსმენა არ მსიამოვნებს.-შევხედე ლაშას. ზვიადს და დემნას ჩაეღიმათ, დანარჩენები კი შეცბნენ.
-ნატა მხოლოდ შენ გპატიობ მასეთ გამოსვლებს.-გაეღიმა ლაშას.-რა ვქნათ, ათასიდან ერთი თუ იქნება გმირი.
-წამოდი.-დემნამ წელზე ხელი მომხვია და დარბაზის ცენტრისკენ წამიყვანა. ისე დამასრიალებდა საერთოდ ვერ ვგრძნობდი, რომ ფეხი მქონდა მოჭრილი. ბევრი თვალი იყო ჩვენსკენ მომართული, განსაკუთრებით კი ფოტოგრაფი გადამეკიდა. იმდენ სურათებს მიღებდა შევწუხდი. მაგიდისკენ გავიხედე, ზვიადი თვალს არ გვაცილებდა.-მიყვარხარ, შენ შეუდარებელი ხარ.
-მეც მიყვარხარ.-ყურთან ვაკოცე.
-სახლში რომ მიხვალ დაისჯები.-გაეღიმა.
-მზად ვარ სასჯელისთვის.-გაღიმებულმა შევხედე.
-წამოდი მაგიდასთან დავბრუნდეთ თორემ ამ ფოტოგრაფს ჩემი მუშტი მოხვდება.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და მაგიდისკენ ხელმოკიდებული წამიყვანა.
-ამას არ ველოდი.-ვეჩურჩულებოდი დემნას.
-რას?
-მეგონა ქალების მოგერიება მომიწევდა, მაგრამ პირიქით არის, თვალს არ მაცილებენ ეს არამზადები.-რამდენიმე ხარბად მომზირალი ყმაწვილისკენ გავიხედე.-მგონი დროა ეს ფეხსაცმელი გავიხადო და ისე ვიცეკვო, არა მგონია ჩემსკენ მზერა კიდევ დაიწყონ.
-უფრო შემოგხედავენ, უბრალოდ აღფრთოვანება შეცოდებით შეიცვლება.
-ხო, მაგაში მართალი ხარ. ზვიადს უნდა ვეცეკვო და არ გაბრაზდე.-უცებ ვუთხარი.
-რატომ?-შემომსხედა გაბრაზებულმა.
-მხოლოდ მასთან ცეკვით არ გადავიკიდებ ამათ, არ მინდა ქორწილში ჩხუბი მოხდეს და მიზეზი მე ვიყო.
-რას იგონებ ახლა?-გაბრაზებულმა შემომხედა.
-კარგი. დალაპარაკება მინდა, შეიძლება?-შევხედე ხვეწნით.
-კარგი, გენდობი.-გამიღიმა, თუმცა ნერვიულობდა.
-დაგვიბრუნდი?-ერეკლემ გამიღიმა.
-დემნამ ლამის ფოტოგრაფი სცემა.-გამეღიმა.
-შენი პარტნიორობა ნამდვილი შარია.-ზვიადმა ჩაილაპარაკა.
-მწარედ გახსენდება ხომ?-წავკბინე.
-არც ისე მწარედ.-ირონიულად ჩაიღიმა.
გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს, ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა. დემნას კი ძარღვები დასკდომაზე ჰქონდა სიბრაზისგან. გაბრაზებულმა შემომხედა და ფეხზე ხელი მომიჭირა. გადავიფიქრე ზვიადთან ცეკვა. სამაგიეროდ ზვიადის ბიძამ მთხოვა მასთან მეცეკვა და მეც დავთანხმდი. ეს კაცი მზარავდა, რომ მახსენდებოდა, რომ დემნას მშობლები მან მოაკვლევინა სისხლი მეყინებოდა. დემნამ არაფერი არ იცოდა და არც მინდოდა გაეგო.
-ძალიან ლამაზი ხარ, სულ ვეჩხუბებოდი დაივიწყე ქალები ხომ არ დაილიათქო, მარამ ვერ გელეოდა.-მითხრა ნუკრიმ. სახელი ნუკრი ამ კაცისთვის ზედმეტად ირონიულად ჟღერდა.-ძნელია შენნაირი ქალი დაივიწყო, ახლა მესმის მისი. შენთან ერთად გერმანიაშიც კი აპირებდა წასვლას. ძლივს გადავაფიქრებინე.-გაეღიმა. მერე კი ისევ განაგრძო საუბარი.- ნინომ სიმართლე მოგიყვა ხომ, ენა ვერ გააჩერა.-მკაცრად ჩაილაპარაკა ნუკრიმ.
-ჩემთან ანგელოზს ვერ ითამაშებთ. ეს წარსულია და მე არ ვაპირებ წარსულში ქექვას.-მაქსიმალურად ვიკავებდი თავს, ჩუმად ვიყავი, მაგრამ მაინც ამოვხეთქე.- არც არავის განსჯას და დასჯას. მე ჩემს ოჯახში ბედნიერი ვარ და ამ ბედნიერებას შევინარჩუნებ.-თვალებში ვუყურებდი გაბრაზებული.
-ჭკვიანი ქალი ხარ. არ ცდილობ ჩემთან ომს.-ჩაეღიმა.-მოწინააღმდეგეს კარგად აფასებ.
-იმიტომ არ ვიხევ უკან, რომ თქვენი ძალაუფლება მაშინებს. მე ტერორისტებმა ვერ შემაჩერეს და ქუტაში ჩავედი ბავშვების დასახმარებლად, თქვენ მითუმეტეს ვერ შემაშინებთ. მე იმას ვუფრთხილდები რაც მაქვს. ვიბრძვი ღმერთის რწმენით და ჩემი გზის მაჩვენებელიც ჩემი ღმერთია. ჩემს ღმერთთან თქვენ არავინ ხართ. თქვენ ის დაგსჯით და მე უბრალოდ ამ დროს ტაშს დაგიკრავთ.-ხელი შევუშვი და მაგიდისკენ დავიძარი. ის კი კარგა ხანს აღარ გამოჩენილა.
-ნატა კარგად ხარ?-ნინომ გადმომილაპარაკა.
-კი.-ნაძალადევად გავუღიმე.
-რა გითხრა? მან გაგანერვიულა?-ისევ კითხვებს მისვავდა ნინო.
-მგონი ვერ ხვდება, რომ მე და შენ ორი უკიდურესობა ვართ. ჩემი დაშინება სცადა და მიიღო პასუხი.-გადავუჩურჩულე ნინოს.
-წამოდი მაკიჟი შევისწოროთ.-ხელი მომკიდა ნინომ და საპირფარეშოში გამიყვანა. იქ კი იმდენი გოგონები ირეოდნენ გამოვედით და აივანზე გავედით.-კარგად მითხარი რა გითხრა?-შეშინებული მიყურებდა ნინო.
-დამშვიდდი. არ გიჩივლებ მეთქი, უბრალოდ დაველოდები ღმერთი როგორ დაგსჯისთქო.
-ცივსისხლიანი.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა ნინომ.-შენ როგორ ხარ?
-კარგად. მესტუმრეთ შენც და იაც. ჩემი სახლის კარი ყოველთვის ღიაა. ზაირა და ძიძა ცხოვრობენ ჩვენთან და ბავშვების აღზრდაში მეხმარებიან.
-გესტუმრებით, ჩემს გოგოსაც წამოვიყვან. ძალიან საყვარელი ბავშვია. ნინო დაარქვეს.-გახარებული მიყვებოდა ნინო ზვიადის შვილზე.
-ძალიან გამახარებთ, წამოდი შევიდეთ, აქ ცივა.-ვუთხარი ნინოს და მხრებზე ვიღაცამ პიჯაკი მომასხა.
-ასეთი მოშიშვლებული ზურგით შეგცივა.-ზვიადის ხმა გაისმა.
-არ მინდა.-მოვიხსენი მხრებიდან მისი პიჯაკი და მივეცი.
-რატომ? არ მოგენატრა ეს სურნელი?-თვალებში მიყურებდა და ეღიმებოდა.
-არა. დავივიწყე. მესამედ დავივიწყე. ამჯერად სამუდამოდ. ჩემს თვალიერებას მორჩი და ეცადე შერიგდეთ, შენც ოჯახი გაქვს, მეც. როდესმე ხომ უნდა დავლაგდეთ, არც შენ გყავს ახლობელი ადამიანები და არც დემნას, მეგობრები არც ერთს არ გყავთ. იქნებ შეძლოთ და დამეგობრდეთ, ბოლო ბოლო ძმები ხართ.-ვუყურებდი თვალებში და ისე ვარწმუნებდი.
-იარა არ შეხორცებულა. დანით მოყენებული ჭრილობები მორჩა, მაგრამ შენი მოყენებული ჭრილობები არა. რომ შეხორცდება ჭრილობა მერე ვცდი. საცეკვაოდ აღარ გახვიდეთ, დემნას არ ვიცი მაგრამ ის ფოტოგრაფი და რამდენიმე მუტრუკი მე შემომაკვდება.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა.
-წამოდი მეცეკვე.-ხელი მოვკიდე და დარბაზში შევიყვანე.
-რატომ?
-არ მინდა ასე გულმოკლული თვალებით მიყურო. უნდა დაგელაპარაკო, დაგვრჩა რაღაც გასარკვევი.
-არ იეჭვიანებს?
-იეჭვიანებს, მაგრამ გადაუვლის.
-კარგი წამოდი ჯერ მუსიკა არ არის და მაგიდასთან მივიდეთ, ნებართვას კი მისგან ავიღებ.-ჩაეღიმა.
წინ ზვიადი შევიდა, მერე მე და ნინო მივყევით უკან. დრო მალე გავიდა, ლაშა სადღეგრძელოებით გვანებივრებდა. მერე დემნამ ნინო გაიწვია საცეკვაოდ. არ ვიცი რატომ მაგრამ თითქოს ზვიადს თავად დაუთმო სცენა და ასპარეზი. დემნა და ნინო ცეკვის დროს რაღაცაზე საუბრობდნენ, ნინოს შეშფოთებული სახე ჰქონდა. როდის დამეგობრდნენ ესენი? გაოცებული ვუყურებდი მათ.
-წამოდი ვიცეკვოთ.-ხელი მომკიდა ზვადმა, ნუკრი იას ეცეკვებოდა, ყველა შემთვრალი იყო. ერეკლე თავის ცოლს ეცეკვებოდა, ლაშა კი ვერ დაძრა ადგილიდან მაკამ.
-არ გრცხვენია ლაშა? მარტო სადღეგრძელოებია საქმე? ადექი ეცეკვე. ვერ ხედავ ცალი ფეხით მთელი დარბაზი დავიპყარი, სანამ დრო გაქვს დაიჭირე წამი.-გავუღიმე და ისიც მაშინვე ადგა და საცეკვაოდ გაჰყვა ცოლს.
-დაიჭირე წამი. მე გამექცა წამებიც, წუთებიც, დღეებიც და თვეებიც.-სევდიანად ჩაილაპარაკა ზვიადმა და ჩემთან ცეკვა დაიწყო.
-მანამდე კი ორი წელი.-დავუდასტურე ზვიადს.
-მართალი ხარ, ჩემთან სხვანაირი იყავი. იკარგებოდი, მასთან კი ისეთი სხვანაირი ხარ.
-როგორი?-შევხედე გაღიმებულმა.
-კაცს წამში რომ მოკლავ ისეთი.-გაეღიმა.-მე არ მოგცემდი უფლებას ასე გამოსულიყავი საზოგადოებაში და ამდენი დაუკმაყოფილებელი მზერა დამეჭირა შენი მისამართით.
-ამიტომაც წავედი, ახლა კი ვცდილობ ყოველ დღე, ყოველ საათში დავიჭირო წამი.
-სუფთა ფინანსური ოპერაცია რომ ჩაატარე და ისე წახვედი ეგ როგორ გავიგოთ?
-დავალებული არ მინდოდა ვყოფილიყავი.
-ვალში ხარ, ჩემი დრო გმართებს.
-არ ვარ ვალში, ჩემი ორი წელი გმართებდა.-ორივეს გაგვეცინა.-გიყვარს?
-მიყვარს, ისეთი დამჯერი და დამყოლია.-იას გახედა და გაეღიმა.
-დაიჭირე წამი.-მეც გავუღიმე.-მესტუმრეთ სახლში, მწვადი შევწვათ, ბავშვებს გაგაცნობ, მალე ანაც ჩამოდის. ნინო, ია და ბავშვიც წამოიყვანე, ეს მართლა მინდა. სახლში დიდი ეზო გვაქვს, ზაირა კი გემრიელ კუბდრებს დაგვიცხობს.
-არასდროს არ გიყვარდი?-სევდიანად ჩაილაპარაკა.
-არ ვიცი. მიყვარდი და ახლაც მიყვარხარ, მაგრამ სხვანაირად. ერთ ბიჭს ვუყვარდი, ირაკლის.
-ვიცი, შენი უსინათლო მეგობარი რომ არის.
-ხო. ბერად აღიკვეცა, მანამდე კი საზარელი რამ მითხრა. შენ, რომ მეგობრული სიყვარულით მიპასუხე ეკლესიაში ხატებს ვთხოვე არავისთან არ ყოფილიყავი ჩემს გარდა ბედნიერიო. მერე კი ყველა უბედურება დამატყდა თავს. ბერად უნდა აღკვეცილიყო, მითხრა ვინანიებ და ვლოცულობ, რომ შემინდოს უფალმა ცოდვაო, ახლა უკვე ბერია.
-შენ რა უთხარი? ეს სიყვარული არ არის?-გაბრაზებული ლაპარაკობდა.
-ვაპატიე. მასაც, დემნასაც, შენც, ლაშასაც, ჩემს ძმას ნიკასაც, დედასაც, ჩემს მეგობრებსაც, რომლებმაც დამივიწყეს. ყველას ვაპატიე და სანაცვლოდ უფალმა შვილები მაჩუქა. მინდა შენც მაპატიო, მეც და დემნასაც. ამას თუ შეძლებ ხშირად დაიჭერ ბედნიერების წამებს შენს ცხოვრებაში.
-შენ გაპატიე, მას კი ვერა.
-მასაც აპატიე, ოღონდ გულით. მადლობა რომ მიცავდი და ისევ მიცავ.
-რა მოგიყვა?
-ის რომ საფრთხეში ვართ და ეხმარები.
-ის ჩემი ძმაა და შენი ქმარი. ეს მეც მეხება და ამიტომ მის გვერდით ვიქნები.
-შეიძლება ჩემი ცოლი დავიბრუნო?-დემნა დაგვადგა თავზე.
-შეიძლება.-გაუღიმა ზვიადმა.-ვიფიქრებ შენს ნათქვამზე.-გამიღიმა და მომცილდა.
-რას იფიქრებს?-გულზე ამიკრა დემნამ და წელზე ძლიერად მომხვია ხელი.
-ჩვენთან დავპატიჟე ოჯახით, წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
-ნატა, არ გამოვა ჩვენი ძმობა, ერთ საქმეში ვართ და მაინც სულ ვჩხუბობთ.-უკმაყოფილო სახით შემომხედა.
-გამოვა, უბრალოდ უნდა მოინდომოთ, ორივემ.
-კარგი რა.-ჩემს ზურგზე ხელი აასრიალა და სუნთქვაც შემეკრა ისე ამიკრა მკერდზე.
-ნუ მაგიჟებ, თორემ არც მე დაგაკლებ.-მის ყურთან დავიჩურჩულე.
-გავიპაროთ, უკვე ძალიან დავიღალე.-მითხრა დემნამ და მეც თავი დავუქნიე.
-ერთი წუთით.-წინ ფოტოგრაფი დაგვიდგა.
-რა ხდება?-დენას ძარღვები ჰქონდა დაბერილი.
-ეს ჩემი სავიზიტო ბარათია, რეკლამისთვის მოდელს ვეძებთ და თქვენ ისეთი სახე გაქვთ.
-როგორი?-მუშტი შეკრა დემნამ, მე კი ხელი მოვკიდე და გავაჩერე.
-ძმაო სამსახურს ვთავაზობ, რატომ ბრაზობ. ძნელია ასეთი სრულყოფილი სახის პოვნა. კოსმეტიკის რეკლამისთვის გადაგიღებენ, გთხოვ დამიკავშირდით.-ხელში თავის სავიზიტო ბარათი ჩამიდო და მოგვცილდა.
-რა მუტრუკი ხარ.-გამეცინა დემნაზე ის კი გაბრაზებული მომყვებოდა უკან.
-რა სახე აქვს მაგას.-ზვიადი იცინოდა მისი შემხედვარე.
-ფოტოგრაფი ლამის გალახა.-გამეცინა.
-არ მითხრა, რომ დაურეკავ.-თითი დამიქნია.
-სახლში ვილაპარაკოთ.-სავიზიტო ბარათი ჩანთაში ჩავიდე და ყველას დავემშვიდობე.
-შარში ხარ და ჯერ არ იცი.-მხარზე ხელი დაჰკრა ლაშამ დემნას.
-ვიცი და მივხედავ.-გაუღიმა ლაშას.
-მშვიდობიან საღამოს გისურვებთ, ნინო გელოდებით.-დავემშვიდობე ყველას და რესტორანი დავტოვეთ.
-მართლა აპირებ რეკლამაში გადაღებას?-უკან მომყვებოდა დემნა და ბუზღუნებდა.
-კარგი იდეა მომაწოდა იმ ბიჭმა. ჯერ კოსმეტიკის რეკლამისთვის გადავიღებ სურათებს, მერე ბილბორდებზე რომ გამოვჩნდები ჩემი სამკაულების რეკლამას გავაკეთებ თავად. ერთ ორ ინტერვიუს ჩავწერ ჟურნალისტებთან, ჩემს ფეხზეც მოვუყვები და ჩემი პროდუქციის მეტად რეალიზებას შევძლებ. იცი რამდენი ქალი დავასაქმე მინანქრის სახელოსნოში? რაც მეტს დავასაქმებ მით უკეთესი ქვეყნისთვის და ჩემი სოფლისთვის.
-არა მარკეტინგს და მენეჯმენტს მაგრად ფლობ.-გაეღიმა და გზას გახედა.-შავი ბუღალტერია რომ აღმოაჩინე ჩემს ფირმაში მაშინ შენმა შესაძლებლობებმა ნამდვილად გამაოცა. ჭკვიანი ხარ და მე როგორ გაგაბი მახეში დღემდე არ ვიცი.
-სიყვარული ბრმააო ხომ გაგიგია. შემომანათე შენი შავი თვალები და რა ხდებოდა ჩემს გარშემო ვეღარ ვამჩნევდი. არა ყველაფერს ვამჩნევდი, უბრალოდ თავს ვიტყუებდი. ალბათ მერჩივნა ტკივილს მოვეკალი, ვიდრე შენზე მეთქვა უარი.
-ჩემი გოგო.-თმაზე მომეფერა.
-თბილისის ელიტა უცებ აიტაცებს ჩემს სამკაულებს და ნახე რა მოგებაზე გავიდე მერე. შეიძლება დიზაინერობაც დავიწყო, ვნახოთ.-სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი.
-ჩემი თანაშემწეობა აღარ გინდა?
-თავს თუ არ მოვაბეზრებთ ერთმანეთს ჩვენი სიყვარული უფრო დიდხანს გასტანს. ჯვარი როდის დავიწეროთ? თაფლობის თვეც არ გვქონია.-სევდა შემერია ხმაში.
-ჯვარი დავიწეროთ, უბრალოდ ხომ იცი ქვეყნიდან გასვლა მეკრძალება, პირობითი მაქვს. სვანეთში ავიდეთ და ძველი დრო გავიხსენოთ. -წარბები ამითამაშა და ყელში მაკოცა.
-ნუ მაიმუნობ საჭესთან ვზივარ. -შევხედე დაბღვერილმა.-იმ საწოლზე?-გამეღიმა.
-სხვა არც გვჭირდება.-თვალი ჩამიკრა.
ორი დღის მერე ნინომ დამირეკა და მითხრა, რომ ნუკრი დააპატიმრეს. შოკი მივიღე, არ ვიცოდი რა ხდებოდა. ნუთუ ის იყო?
-დემნა! დემნა!-ეზოში ბავშვებს ეთამაშებოდა, ჩემი შეშფოთებული სახე, რომ დაინახა ჩემსკენ წამოვიდა.
-რა მოხდა? რა გაყვირებს?-შეშინებული მიყურებდა.
-ნუკრი დააპატიმრეს, იცოდი?
-ვიცი, მაგ ნაძირალაზე ლაპარაკი არ მსურს.-ჩაილაპარაკა და ბავშვებთან გაბრუნდა.
-მე მსურს ლაპარაკი, დროა კარტები გახსნა, თუ ჩუმად ვარ და კითხვებს არ ვსვავ ეს არ მიშნავს, რომ ვერაფერს ვხვდები. მიეჩვიე, რომ უნდა პასუხი გამცე.
-ახლა არა. უნდა წავიდე, საღამოს მოგიყვები ყველაფერს.
-დემნა!-ხელი მოვკიდე.-მეც წამოვალ.
-დარჩი და ბავშვებს მიხედე. საღამოს ყველაფერს მოგიყვები. კითხვები გტანჯავს, ჯერ კიდევ უნდობლად მიყურებ ვიცი. ამ ყველა კითხვას პასუხს გავცემ.-ხელი გამიშვა და წავიდა.
-ჯანდაბას დემნა! -ხელში ყავის ჭიქა მეჭირა და ეზოში გაბრაზებულმა მეტლახზე დავახეთქე.
-რა მოხდა ბებო? სად გაიქცა ის?-ზაირა გამოვიდა ეზოში.
-ზაირა მეც უნდა წავიდე და ბავშვებს მიხედე გთხოვ.-შევხედე ზაირას.-ბავშვებო სახლში შემოდით და ზაირას დაუჯერეთ ყველაფერი.
-დედა ვიქნებით რა.-ანდრია ჰამაკში აქანავებდა გოგონებს.
-ანდრო შენ დიდი ბიჭი ხარ და მიხედე შენს დებს. სახლში შედით დედი აუზში არ ჩავარდნენ.
-კარგი.-მობეზრებულად ჩაილაპრაკეს და სახლში შევიდნენ, მე კი ნინოსთან წავედი მანქანით.
რამდენი ხანი გავიდა, არაფერი არ შეცვლილა, ნინოს ყვავილები ძველებურად ყვავიან ეზოში.
-ნატა?-ზვიადი გამოდიოდა ეზოდან, რომ მივედი.-აქ რა გინდა?
-სტუმრად მოვედი, სახლში აღარ მიშვებ?
-რა მოხდა?-შეშინებული მიყურებდა.
-არაფერს მიყვება და პასუხები მჭირდება? რატომ დაიჭირეს ნუკრი?
-თავად მოგიყვება დემნა.-ისეთი მშვიდი სახით მითხრა ნუკრის დაპატიმრების ამბავი არ გაჰკვირვებია.
-ზვიად!-გაბრაზებულმა შევხედე.
-წადი სახლში.-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და მანქანაში ჩაჯდა.
-სად მიდიხარ?-მანქანის კარი გამოვაღე და ისე ვკითხე.
-წადი. დემნა გაგიბრაზდება, არ მინდა ძმასთან დალაგებული ურთიერთობა თავიდან დამეძაბოს. კვირას მოვიყვან ნინოს და იას, გესტუმრებით. კითხვებზე პასუხი დემნასგან მიიღე და სახლში წადი.
-ნინო სად არის?
-განყოფილებაშია, ჩვენებას აძლევს, სახლში იაა. თუ გინდა მიდი ნახე.
-კარგი.-მანქანის კარი მივუჯახუნე. მინანქრის სამკაულები მქონდა მანქანაში, არჩევა დავიწყე. პატარა ნინოს ღვთისმშობის ყელსაბამი ავურჩიე, იას კი მისი ინიციალების საყურეები, შოკოლადები სულ მქონდა მანქანაში ჩემი პატარების გადამკიდეს. კარზე ზარი დავრეკე. იამ გაკვირვებულმა გამოაღო კარი.
-ნატა?-გაოცება გამოესახა სახეზე.
-ხო მე ვარ, შეიძლება შემოვიდე?-გავუღიმე დაბნეულ გოგოს.
-შემოდი.-კარს მოსცილდა და სახლში შემატარა.-ყავას დალევ?-დაბნეული მეკითხებოდა.
-კი დავლევ, ნალექიანს და უშაქროს.
-კარგი, ახლავე მოვალ.-ჩაილაპრაკა და სამზარეულოსკენ წავიდა, მეც უკან ავედევნე, პატარა ნინო სკამში იჯდა ფაფით მოტხუპნული და ცარიელ თეფშს კოვზს უკაკუნებდა.
-ამ სახლს კარგად ვიცნობ, ცოტა ხანი აქ ვცხოვრობდი. მე გავამზადებ ყავას შენ ნინოს მიხედე.-დიდი თაფლისფერი ბრიალა თვალებით მიყურებდა პატარა ნინო. ისე გავდა ზვიადს.-ღმერთო რა საყვარელი ხარ.-ემოცია აღმომხდა, ხელში ავიყვანე მოთხუპნული და ჩავკოცნე.
-დაგსვრის.
-მერე რა, წამოდი პირი დავიბანოთ.-ბავშვი სააბაზანოში შევიყვანე და პირი დავბანე. ია უკან გამომყვა.
-ია გამოსაცვლელები მომეცი და მე გამოვუცვლი.-მივუბრუნდი იას.-ნუ ნერვიულობ და მოეშვი. -შევხედე და გავუღიმე, მანაც ბავშვის ტანსაცმელი მომაწოდა და სამზარეულოში გავიდა. ნინო დავბანე და გამოვუცვალე. სუფთა და გალამაზებული გამოვიყვანე მისაღებში, რომ დიდი ნინო შემოვიდა სახლში.
-ნატა? ნატა!-ლამის შეჰკივლა გახარებულმა ისე წამოვიდა ჩემსკან და ჩამეხუტა.
-ნელა ნინო ბავშვი მიჭირავს.-გაღიმებული ვუყურებდი ნინოს.
-აქ რას აკეთებ?-ისევ იღიმოდა ნინო.
-შენი ნახვა მინდოდა და სახლში არ აღმოჩნდი, ზვიადმა მითხრა განყოფილებაშიაო. მერე მე არ წამიყვანა, გამიბრაზდა სახლში წადიო. რადგან აქ ვიყავი უკვე მოვედი შენი პატარა პრინცესაც ვნახე. ძალიან საყვარელია.
-ნატა შენი ყავა.-იამ წინ ყავა დამიდგა.
-მადლობა საყვარელო.-გავუღიმე იას.
-ბავშვს გამოგართმევ.-ხელები გამოშალა და ნინოც დედას მკავებში მოიტრუნა.
-მიკვირს მოვიდა შენთან, ისეთი უცხოობა იცის არავის ეკარება ოჯახის წევრების გარდა.
-ბავშვებს ვუყვარვარ.-გავუღიმე ნინოს.
-შენები როგორ არიან?-გაღიმებული მიყურებდა ნინო.
-ანდრიას ცოტა უჭირს, ტყუპები ხალისიანები არიან. ანდრიას ისევ ახსოვს რაღაც მომენტები, უფროსი და ძმაც ენატრება ხოლმე. ლეილა ზაფხულში ჩამოდის და ჩამოჰყავს ბავშვები მაგრამ ერთად, რომ იზრდებოდნენ უკეთესია.
-5 შვილს ვერ აიყვანდი ნატა. 1 პატარა ქალია და სახლი სულ თავდაყირაა. მარტო ვერ გაზრდიდი ხუთს.
-ხო, გამიჭირდებოდა, მაგრამ დემნა მაშინ ჩემს გვერდით, რომ ყოფილიყო ხუთივეს ვიშვილებდი. ძნელია დედემამიშვილების დაცილება. იცი როგორ უყვართ, სულ მირეკავენ ინტერნეტით და მთხოვენ სურათები გავუგზავნო. კარგი ბავშვები არიან.-ნინოს ჩემს შვილებზე და ლეილას შვილებზე ვუყვებოდი.
-არ იდარდო საყვარელო, ლეილა უცხო ხომ არ არის. გაიზრდებიან და ერთმანეთის გვერდით იქნებიან. ერთმანეთს არ დაკარგავენ ნუ დარდობ.
-ნინო რა მოხდა?-ვკითხე ის რისთვისაც მივედი.
-ნუკრი დააპატიმრეს. დემნაც ვნახე განყოფილებაში იყო. ორივე იქ არიან, ზვიადმა და დემნამ მოილაპარაკეს და გააბეს. თურმე ის ყოფილა, დემნას კვიპროსში ჩააკითხა. ნარკოტიკზე დამოკიდებული გახადა და მერე საქმე შესთავაზა. ციხეში, რომ დაიჭირეს დემნამ არ ჩაუშვა, ეშინოდა შენთვის არ დაეშავებინა არაფერი. მერე ზვიადს მოუყვა, ამასაც ეჭვები ჰქონდა. შენზე თავდასხმებიც მისი მოწყობილი იყო. ამ დრომდე ატერორებდა, შენით და ბავშვებით ემუქრებოდა ისევ საქმეში ჩაერთეო.-ნინო მიყვებოდა ამ საშინელ ამბავს.
-ღმერთო, ცხვირ წინ გვყავდა ყველას. დემნაც არაფერს ამბობდა.
-ჩვენება მივეცი, დათოს და ანას მკვლელობის საქმეზეც.-სევდიანად ჩაილაპარაკა ნინომ.
-ზვიადი მალე დაბრუნდება?-იამ ჰკითხა ნინოს.
-საქმე აქვს შვილო, მოვა.-მკაცრად ჩაილაპარაკა ნინომ. აშკარად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ რძალ დედამთილს.
-ია საყვარელო ეს შენ და ნინოს.-საჩუქარი მივეცი იას.
-რა ლამაზია.-გახარებულმა გახსნა და ძალიან მოეწონა სამკაულები.-ნინო არ მოგვინათლია და ეს შეიძლება დავკიდო?-ღვთისმშობლის მედალიონზე მკითხა.
-არ ვიცი, მამაოს ჰკითხე.-მხრები ავიჩეჩე.-როდის ნათლავთ პატარას?
-არ ვიცი, ნათლიებზე ვერ შევთანხმდით. ზვიადი ჩემს მეგობრებს იწუნებს ნათლიად.
-მე მოგინათლავთ, მე ვიქნები ნათლია, თუ შენ გენდომება.-გავუღიმე იას.
-მინდა, შენზე არ იტყვის არაფერს, თითქოს ის ლაშა ანგელოზი იყოს.-ჩაილაპრაკა უკმაყოფილომ.
-ლაშას ფონზე დაიწუნა ნათლიები? რწმენისგან შენი ქმარი აშკარად შორს არის.-გამეცინა, ყავა მოვსვი.-ია უგემრიელესი ყავაა. ლიკა მიკეთებს ასეთ ყავას და მეორე შენ. ხშირად გესტუმრები ამის ხათრით და ამისიც.-შიშველ ფეხზე ვაკოცე ბუთხუზა ნინიკოს.
-ჩემი ყავა არ მოგწონს?-გაბრაზებულმა შემომხედა ნინომ.
-არა ნინო, მე შენი ნამცხვრები მომწონს. ყავის მოდუღება არ იცი, ეგ ხელოვნებაა და ყველას არ გამოსდის.-იას გაეღიმა, ნინო კი გაბრაზდა.-ნინო სიმართლე რატომ გწყინს, ისიც ხომ ავღნიშნე, რომ კარგ ნამცხვრებს აცხობ.-ლოყაზე ვაკოცე ნინოს.
-არ მწყინს.-გამიღიმა.
-ჩემი ბუთხუზა, მომიყვანე ცოტა ხანს და უნდა წავიდე. ზაირას დავუტოვე ჩემი გადარეული შვილები, წნევამ არ აუწიოს იმ ქალს დროულად მივიდე სახლში.-ნინო გამოვართვი იას და ჩავკოცნე.
-ნატა ცოტა ხანი დამელოდე.-ია გავიდა ოთახიდან და ზვიადის კაბინეტში შევიდა. იქიდან კი ცოტა ხანში გამოვიდა და ჩემი საყურე გამომიტანა.-ეს მგონი შენია.-მეორე ყურზე მეკეთა ცალი საყურე, მეორე კი იამ მომაწოდა.
-ღმერთო რამდენი ვეძებე?
-კაბინეტს ვალაგებდი და უჯრაში ვიპოვე. საყურე და შენი სურათები, დახეული.-სევდიანად ჩაილაპარაკა.
-ია, არ მინდა ეს გაწუხებდეს. ეს წარსულია, გატაცება, რომელიც არ გაგრძელდა. მე დავასრულე და ზვიადმაც, ამიტომაც დახია ის სურათები და სწორადაც მოიქცა.
-ეს საყურე?
-ეს საყურე დიდი ხნის წინ დავკარგე, მერე ვეძებე, ნინოსაც ვთხოვე მოეძებნა მაგრამ ვერ ვიპოვე. ალბათ ზვიადმა იპოვა სახლში და შეინახა. მამამ მაჩუქა და გული მეტკინა, რომ დავკარგე.
-ზვიადს ვკითხე მაშინ მაგ საყურეზე და არ ვიციო.-ჩაილაპრაკა ნინომ.
-ბავშვს დავაძინებ.-ნინოს თვალები ელულებოდა ჩემს გულზე მოხუტებულს.
-დააძინე, როგორ მიყუჩდა.-იამ გამომართვა ბავშვი და ნინომ ტირილი დაიწყო.-მომიყვანე, ისევ გამოვართვი და გულში ჩავიკარი, ის ისევ მიყუჩდა და ცოტა ხანში დაეძინა.-წამოდი მე წამოვიყვან და დავაწვენ.-იას ავედევნე უკან და ბავშვი მის საწოლში ჩავაწვინე.
-შეუყვარდი.-სევდიანად ჩაეღიმა.-მასაც..
-ია ზვიადს უყვარხარ, ის რაც იყო წარსულია და ნუ განიცდი. თუ გინდა ისე გავქრები თქვენი ცხოვრებიდან როგორც გამოვჩნდი. უბრალოდ მინდა, რომ დემნას გვერდით ძმა ჰყავდეს, ის სწორ მიმართულებას აძლევს. მათ მეგობრებიც კი არ ჰყავთ სანდო. მე ყველაზე მეტად მიჭირს, რომ ეს ნაბიჯი გადმოვდგი, მაგრამ გადმოვდგი.
-დახეულ ფოტოებს ინახავს.-სევდა შეერია ხმაში.
-წამოდი.-ხელი მოვკიდე და კაბინეტში შევედი.-სად უდევს?
-აქ.-უჯრა გამოღო. ჩემი დახეული და მერე დაწებებული სურათები ელაგა. ყველა ავიღე.
-თუ გკითხავს უთხარი, რომ მე წავიღე, ჩემი საყურეც და სურათებიც.-სურათები ჩანთაში ჩავალაგე, ნინოს დავემშვიდობე და წამოვედი.
სახლში ნამდვილი ქარბორბალა დამხვდა. ყველაფერი თავდაყირა იყო, ზაირა კი გულის წამლებს სვავდა.
-გაგაგიჟეს ხომ.-სახლის მილაგება დავიწყე.-არ გრცხვენიათ?-გავუბრაზდი ბავშვებს და თავის სათამაშოების აკრეფვა დავავალე. მალე დემნაც მოვიდა.
-რას აკეთებს ჩემი ცოლი?-გამიღიმა და ყავა ჩამოისხა.
-ახლა მოვედი სახლში მეც და თავდაყირა იყო ყველაფერი, ზაირა გააგიჟეს.
-ეჩხუბე?
-დავსაჯე, სათამაშოებს ალაგებენ, კედლები მოუხატიათ, ქალი ლამის მოკლეს ისე გააბრაზეს.
-სად იყავი?-შემომხედა გაკვირვებულმა.
-ზვიადის სახლში.
-რა გინოდა იქ?
-კითხვებზე პასუხები. შენ არადროს არ ამბობ არაფერს. ცოლს და ქმარს შორის დამალული არაფერი არ უნდა იყოს.
-შენ ჩემი ცოლი არ ხარ. რომ გახდები ასე იქნება.-გამიღიმა.-დასრულდა.-თვალი ყავის ჭიქას გაუშტერა.-ზვიადი დამეხმარა, მას მოვუყევი, სპექტაკლი დავუდგით და გავაბით. ყველა მან გვაქცია სათამაშოდ, ადამიანების ბედით თამაში მისი მამოძრავებელი ძალა იყო. ნინომ მოგიყვა?
-ზვიადი, რომ დაჭრეს მაშინ..
-შენს მოსაკლავად გამოგზავნა ხალხი, ჩემები ზვიადს უთვალთვალებდნენ. ჩემმა ხალხმა გადააარჩინა მაშინ ზვიადი, პოლიციაში და საწრაფოშიც მათ დარეკეს.
-ჩემი მოკვლა რატომ უნდოდა?
-სამსახურიდან მოდიოდა შენს გამო და შენთან ერთად უნდოდა გერმანიაში დაბრუნება.
-საკუთარი დისშვილი როგორ გაიმეტა?
-რა იცოდა, თუ უკან მოგყვებოდა და იმათთან იჩხუბებდა. ციხეში მოკლეს ის ტიპები და მაშინ დაეჭვდა ზვიადი. მერე ჩვენ შეგვეშვა, რადგან შენზე აღარ ნადირობდნენ ჩათვალა, რომ მე გიპირებდი მოკვლას და გაჩერდა. მეც ვმანიპულირებდი შენით, ნუკრიმ მითხრა ნატას მოკვლით დაემუქრე და შეგეშვებაო.
-მაგრამ არ შეგეშვა.
-არ შემეშვა, პირიქით გააქტიურდა. შენთან ერთად უნდა წავსულიყავი და თავის სახლში გამოგკეტა. ინგლისში, რომ არ წავსულიყავი მაშინ მომკლავდნენ. ვუთხარი შეგეშვებოდი და ციხეში არ გავეშვი, დამთანხმდა. ციხეში არ მაცოცხლებდნენ და წავედი, შემეშინდა ნატა, შენს გამოც მეშინოდა, რომ რამეს დაგიშავებდნენ. ის კი დაგიცავდა, თან ეს წყეული ეჭვიანობა მაგიჟებდა.
-შენ რატომ გადაგეკიდა?
-მეგობარი ახლოს უნდა მყოლოდა, მტერი კი უფრო ახლოსო. ეშინოდა მის წარსულ ცოდვებს გავიგებდი და ჩემი კონტროლი გადაწყვიტა. რომ დავბრუნდი ზვიადს უკვე რაღაცეები ჰქონდა მოკვლეული, ალექსის დახმარებით სამხილები მივეცი. პროკურატურაში რომ ჩავბარდი ნუკრი არ ჩავუშვი, რადგან შენი მოკვლით ისევ მემუქრებოდა. დანაშაული საკუთარ თავზე ავიღე, მან კი ციხეში მკვლელები მომიგზავნა. ზვიადი მოვიდა და დამელაპარაკა, შევთანხმდით, ყველაფერი მოვუყევი და მის გამოჭერას ვცდილობდით. მან კი რუსი ჰაკერები ჩართო საქმეში და ისევ გააგრძელა საქმე. აქ კი შენ ჩაერთე, შენს გამო მეშინოდა, არ ვთანხმდებოდი თანამშრომლობაზე. ზვიადი დამპირდა დაგიცავდათ და დათმობაზე წამოვედი. ეს ბოლო ერთი თვე გიჟს ვგავდი, მემუქრებოდა და ბავშვების და შენს გამო ძალიან მეშინოდა.
-ქორწილში მეც დამემუქრა?
-შენ?-ხელები მომუშტა დემნამ.
-ხო, მითხრა ჩუმად ვყოფილიყავი, რადგან ვიცოდი, რომ დედაშენი და მამაშენი მან მოკლა.
-რა უთხარი?
-ღმერთი დაგსჯის მე არ დაგსჯითქო.
-ჯანდაბას.-ხელი მაგიდას დაარტყა.-რატომ არ მითხარი?
-იმიტომ, რომ შემეშინდა. მშვიდი ცხოვრება მინდოდა და არ მინდოდა ჩვენი ცხოვრება ისევ არეულიყო.
-დამთავრდა, ყველაფერი დამთავრდა.-თავზე ნერვიულად გადაისვა ხელი, მერე მე მომეხვია და გულში ჩამიკრა.
კვირა დღეს ზვიადი გვესტუმრა თავის ოჯახით. ყველაფერი დალაგდა, კალაპოტში ჩადგა. უბრალოდ ია იყო სევდიანი და ეს ძალიან მაწუხებდა.
დემნა და ზვიადი მწვადს წვავდნენ, მე სამზარეულოში ვსაქმიანობდი. ზაირამ კუბდრები დააცხო და ახლა ეზოში ნინოს ეჭორავებოდა.
-ია წამოდი მომეხმარე.-ია სამზარეულოში გავიყვანე და ეზოში გაშლილი მაგიდა ნელ-ნელა გემრიელი საკვებით ავავსეთ.-რამე გაწუხებს?-შევხედე იას.
-ცოტა გაბრაზდა საყურეზე და სურათებზე.
-არ იდარდო, გაატარე, აკვიატება ჰქონდა, გადაუვლის. ნათლობაზე უთხარი?
-არა. აღარაფერი მითქვამს.
-მე ვეტყვი. მისი გაბრაზების მეც მეშინოდა, თუმცა სულ ვაბრაზებდი და მდგომარეობიდან გამომყავდა.-გავუცინე იას.-ერთნაირები არიან, ისიც ფსიხია.-თვალით დემნაზე ვანიშნე.-სიცოცხლეს მიმწარებდა.
-არა და ისეთი მშვიდი ჩანს?
-ხო, მშვიდი.-თვალები გადავატრიალე.
-იცი იმხელა სიყვარული იკითხება შენს თვალებში მას რომ უყურებ. -დემნაზე მანიშნა.-აღარ ვეჭვიანობ.
-ძალიან მიყვარს. დიდი ხანი ვებრძოლე საკუთარ თავს, რომ დამევიწყებინა, მაგრამ არ გამომივიდა.-მინის კარიდან ვიყურებოდი ეზოში და დემნას თვალს არ ვაცილებდი.-ყავა გამიკეთე მარტო მე.-გავუღიმე იას.
-კარგი.-გამიღიმა.-ჩემი მეგობრები არ მოდიან, რთულია მისი ცოლობა.
-მესმის. მაგიტომ გამოვექეცი სამჯერ. დამჯერი ცოლი სჭირდება და კი ხარ მასეთი. დალაგდებით, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება.
-ნინოც სულ უკმაყოფილოა, ნატა ასეთი იყო, ნატა ისეთი იყო. სულ შენ მოგელაპარაკება.
-ნინოს მე მოვუგვარებ. მაგ პრობლემას მოგიხსნი. დაველაპარაკები.
-არ მინდა ისე გამოვიდეს..
-არაფერს ვეტყვი, ისე მოვაგვარებ.-გავუღიმე იას.
-ხშირად მოვალ შენთან, სახლში შევიშლები უკვე.-ყავა დამისხა იამ.
-მოდი საყვარელო. ამ სახლის კარი მუდამ ღიაა შენთვის და ჩემი ბულკი გოგოსთვის.-გამეცინა ნინიკოს დაბუშტული ლოყები, რომ გამახსენდა.
-რას ჭორაობთ? წყალი დამალევინეთ.-კარში ზვიადი იდგა.
-დაალევინე.-იას გავხედე.
-მასპინძელი შენ ხარ.-გაღიმებული მიყურებდა.-იამ კი წყალი მიაწოდა.
-არ იცვლები, შარიანი ხარ ისევ. არ გინდა მაგ სამსახურიდან წამოხვიდე?
-ჩემი სამსახური შენ რატომ გაწუხებს?
-ნაძირალების ბუდეა იმ შენი ლაშას თამადობით და შენც მათთნაირი ხდები.
-მაგაში გეთანხხმები, თუმცა კარგი ადამიანებიც მუშაობენ.
-მაგალითად ჩემი ქმარი.-გავუღიმე.
-არ იცვლები.-გაეცინა.
-რა შემცვლის, ესენი გაიტანე.-ხელში სინი დავაკავებინე.
-თქვენ რას მიკეთებთ?-შემოგვხედა გაბრაზებულმა.
-შენ რომ გიყვარს ხაჭაპური მაგიტომ გამოვაცხვე და გაიტანე ნუ წუწუნებ.-უკმაყოფილოდ გავიდა და მაგიდაზე დადგა ხაჭაპურების სინი. ნინომ ჯერ მას შეხედა და მერე მე გამომხედა, გაეღიმა.
-ისევ ახერხებ მის შეცვლას.-მაგიდასთან, რომ მივედი გადმომილაპარაკა.
-ჩემი მომავალი ნათლული რას შეჭამს?-ხელში ნინიკო ავიყვანე და ხაჭაპური შევაჭამე. დემნამ და ზვიადმა კი ჯერ მე გადმომხედეს მერე ერთმანეთს, მერე ისევ მე, გაკვირვებულები მიყურებდნენ.-რა მოხდა? მე ვნათლავ ნინიკოს. აბა იმ ნაძირალა ლაშას ამარა დავტოვო ბავშვი? ისიც არ მყავდეს წმინდანი, ბოლოს სანთელი როდის დაანთო ეკლესიაში.-ჩავილაპარაკე და ნინო და ზაირამ უცებ აიტეხეს სიცილი.
-მე არ მეკითხებით?-ზვიადმა შემომხედა.
-ბავშვის დედას ვკითხე და დამთანხმდა.-სიცილს ვერ ვიკავებდი.
-კარგი, მონათლე, მაგრამ ჩემი შვილის ნათლია შეიძლება მერე ჩემს ძმას გაჰყვეს ცოლად?-შემომხედა ზვიადმა.
-სანამ შენ ნათლობის ამბებს გადაწყვეტ, მე და დემნა მანამ დავიწერთ ჯვარს. მერე შეიძლება ნინოს ნათლია გავხდე.-ნინოს მორიგი ლუკმა შევაჭამე, მეჩხუბებოდა მალე მაჭამეო.-მამას გავს, ხაჭაპური უყვარს.-ვიცინოდი ნინოზე.
-არავის მიეკარა და შენთან რა პონტში მოდის?-გაკვირვებული უყურებდა ნინიკოს ზვიადი.
-უყვარს მომავალი ნათლია.-ლოყები დავუკოცნე ნინოს და მანაც სიცილი დაიწყო, მერე კი ლიზასკენ გაიშვირა ხელები.
-დედიკო ავიყვან?-ლიზა შემეხვეწა.
-არა დედი, ისეთი ბურთია შენი წონაა.-პლედი დავაფინე ბალახზე და იქ დავსვი ნინიკო.-ლიზა დედი სათამაშოები მოუტანე და ითამაშეთ.
-უკვე მომაქვს.-ანდრია მოდიოდა და უამრავი სათამაშო მოჰქონდა.
-ჩემი ვაჟკაცი.-დემნა სათამშოების ყუთი გამოართვა და ლპედზე დაუყარა.-მამი ეს როგორ ასწიე? რა მძიმეა.
-მოვერიე.-გაიჯგიმა ანდრო.
-დიდი ბიჭია უკვე.-თავზე ხელი გადაუსვა ზვიადმა.
-ნინო ჩემი დაიკოა?
-შენი დაიკოა.-თავი დაუქნია დემნამ და ისიც კმაყოფილი ეთამაშებოდა ნინიკოს.
-ლუდი.-ლუდის ბოთლი მიაწოდა ზვიადმა დემნას.
-მე ვისკი, ან კონიაკი, ლუდს ის სვავს.-თვალით ჩემზე ანიშნა დემნამ.
-არ უყვარს ლუდი.-ზვიადს ლუდი გამოვართვი და მოვსვი. ნინო და ზაირაც შემოგვიერთდნენ.
-დემნა სარაჯიშვილის Xo მაქვს რომ გვესტუმრები დავლიოთ.-გაუღიმა იამ დემნას.
-კარგი რძალო, ამათ რა იციან ვისკი.-გაუღიმა დემნამაც.
-ამ სიცხეში ლუდი უნდა დალიო. ვისკი ზამთარში ბუხრის გვერდზე.-ხელი დავურტყი ზვიადს ხელზე.
კარგი დღე გამოვიდა, ყველაფერი დალაგდა. ნინოსაც დაველაპარაკე, მე მისი მეგობარი ვიყავი და გამიმხილა რაც აწუხებდა.
-ზვიადი შენთან იცვლებოდა, უფრო კეთილი და სხვანაირი ხდებოდა. იას გვერდით კი სულ დაკოპილი დადის. არ ცდილობს...
-ნინო ია ცდილობს. შენი შვილი არ ცდილობს შეცვლას. შენც იყავი რძალი, შენი თავი დააყენე მის ადგილზე. ჯერ კიდევ ჩემს აჩრდილს ებრძვის იმ სახლში, მის ადგილზე ეჭვიანობა გამაგიჟებდა, ის კი ნამდვილად ცდილობს. შენი და ზვიადის გამო მიმიღო და მიმასპინძლა. სხვა ბევრი ცხვირ წინ მომიხურავდა კარს მის ადგილზე. ის კარგი და დამყოლი ცოლია, ეცადე და დაუდექი გვერდით. შენი გამხნევება და გვერდში დგომა სჭირდება მას, ისევე იყავი მისი მეგობარი როგორც ჩემი მეგობარი იყავი. ხელი შეუწყე მათ ურთიერთობას და ნუ ეჭვიანობ.
-არ ვეჭვიანობ.
-ზვიადი შეიცვლება სახლში თუ იდილია იქნება. ეს კი შენზეა დამოკიდებული. სამზარეულოში ორი ქალი ზედმეტიაო ნათქვამია. თუ მოიდომებს ქმარს სადილი გაუმზადოს, შენ არ გაამზადო, დაანებე თავი. ხშირად დატოვე მარტო, ნინო წამოიყვანე და მე მესტუმრე ხოლმე, თუნდაც დარჩი ჩვენთან. მარტო რომ იქნებიან ნელ-ნელა ყველაფერს დაალაგებენ და შენი შვილი შეიცვლება.
-ლელა იატლიაში მიდის კესოსთან, მთხოვა გავყვე.
-კესო?
-იტალიელს გაჰყვა ცოლად.
-წადი იტალიაში, მარტოები დატოვე.
-ვერაფერს მოახერხებს, სამზარეულოს გადაწვავს.
-არ გადაწვავს, თუ დაეწვება საჭმელი დამწვარს შეჭამენ, ამაშიც არის რომანტიკა.-გავუღიმე ნინოს.-აუცილებლად წადი იტალიაში.
-წავალ, ეს თუ ჩემს შვილს შეცვლის, წავალ.-გამიღიმა ნინომ.
-შენს გადაპრანჭულ დაქალებს ყურს ნუ უგდებ, ლელა არ გირჩევს, რომ ურთიეთობა მოაგვარო იასთან, პირიქით, ცეცხლზე ნავთს დაგისხავს. ამიტომ იფიქრე გულით და არა ისე ხალხი რას იტყვის და ვინ რა გირჩია.
-მართალი ხარ.-ჩამეხუტა ნინო.
-ნინო წავედით.-სამზარეულოში ზვიადი შემოვიდა.-კარგად ნატა, ნათლია.-გაეცინა და თავი გაიქნია.
-ხომ გითხარი, ერთი დღეც კმარა, რომ იცვლება.-გამიღიმა ნინომ.
-ჩემზე ჭორაობ ნინო?-შეხედა ნინოს და კოპები შეყარა.
-შენზე.-გავუღიმე.-საფირმო კოპები, დემნასავით შენც სულ დაკოპილი ხარ.
-ძმები ვართ, მემკვიდრეობითია ალბათ.-გაიღიმა.
-ნამდვილად.-ჩაილაპარაკა ნინომ და წინ წავიდა.
-ჩემი საყურე სად იპოვე?
-სამახსოვროდ ეგ მქონდა მარტო. რატომ წამოიღე?-იღიმოდა.
-მამჩემის სამახსოვროა. აკვიატებები რომ აღარ გქონდეს იმიტომ.
-ნინიკოს ნათლია მართლა გინდა იყო, თუ ცდილობ..
-მართლა მინდა ვიყო და ვცდილობ ურთიერთობა დავალაგოთ, ყველამ. იცი ია საუკეთესოა, ისეთია, როგორსაც შენს გვერდით ვისურვებდი. ძალიან არ გამოკეტო, ცოტა მიუშვი, მას უყვარხარ და არ გაგექცევა. ეს მარწუხები ცუდია.-კარგი მეგობარივით ვარიგებდი.
-გავითვალისწინებ. ია მიყვარს, მართლა მიყვარს, ისე არ მოვიყვანდი ცოლად.
-ვიცი, უბრალოდ ეცადე ეს მას დაანახო.
-ეჭვიანობს.
-ჩემიც.-ორივეს გაგვეცინა.-მაზლო.-მხარზე ხელი მივკარი და ისიც სიცილით გავიდა კარში, იას ხელი მოჰხვია და ლოყაზე მოწყვეტით აკოცა. მან კი გაკვირვებულმა შეხედა. ნინო და ნინიკო მანქანაში ისხდნენ უკვე. დემნა კი ბავშვების ოთახიდან გამოვიდა და სტუმრები გავაცილეთ.
-მიყვარხარ.-ყელში ვკოცნიდი და ვეჩურჩულებოდი ჩემს ქმარს.-ჯვარს როდის ვიწერთ?
-მალე. ხშირად უნდა დაგათრო.-იცინოდა დემნა.
-დემნა ისევ ეჭვიანობ?
-ასე რომ მკოცნი აღარ.-იცინოდა, მე კი ისევ ყელში ვკოცნიდი.-ბავშვებმა დაიძინეს, ზაირასაც დაეძინა, მილაგებაში მოგეხმარები და მერე მომიყევი როგორ გიყვარვარ.-იცინოდა დემნა.
სამზარეულოში ჭურჭელი შემოვზიდეთ, ყველაფერი მივალაგეთ.
-რა დარეცხავს ამდენ ჭურჭელს?-ამოვილაპარაკე და რეცხვა დავიწყე.
-ვინ თქვა ჭურჭლის სარეცხი მანქანა არ მინდა, მკვდარი ხომ არ ვარო. ხვალ ვყიდულობთ.
-კარგი.-თავი დავუქნიე და რეცხვა დავიწყე, ის კი ამშრალებდა. ღამის პირველი საათი იყო სახლის დალაგებას რომ მოვრჩით და დაღლილები შევიკეტეთ საძინებელში.
-ზვიადი და შენ რაზე იცინოდით?-უცებ დამისვა კითხვა.
-საკუთარ თავს დავცინოდით და შენ და იას.
-რატომ?
-ია ეჭვიანობს, შენც. მე შენ მიყვარხარ, ზვიადს კი ია. ჩვენ კი ისე ვსაუბრობდით, როგორც კარგი მეგობრები. მაზლი.-ისევ სიცილი დავიწყე.
-დათვერი.-გაღიმებული წამოვიდა დემნა და ხელში ამიტაცა.-ე.ი გიყვარვარ.
-აქამდე არ იცოდი?-ისტერიულად ვიცინოდი.
-ვიცოდი.-ყელში მაკოცა და ტანსაცმელი შემომაძარცვა.
ორი დღის მერე ანა ჩამოვიდა. ისეთი გაზრდილი იყო და ისეთი შეცვლილი ჩემი გოგო. ემოციური იყო ჩვენი შეხვედრა. ერთი კვირის მერე ჩვენ ვესტუმრეთ ზვიადს. ნინიკო ისეთი ბედნიერი იყო ბავშვებთან. ერთ კვირაში კი ქორწილი გადავიხადეთ და ჯვარი დავიწერეთ, ყველაფერი ლამაზი იყო. ზუსტად ისეთი, როგორც სულ ვოცნებობდი. ნიკა, ნიკას ცოლი და დედაც ჩამოვიდნენ ისრაელიდან ჩვენი ქორწილისთვის. ჩემი მეჯვარე ჩემი ახალი მეგობარი ნინელი იყო, დემნასი კი მისი ახალი მეგობარი აკაკი. ახალი სამეგობრო გვყავდა, ადამიანები ვინც იმ მძიმე დროს ჩემს გვერდით იყვნენ ჩემს გულში შემოვიდნენ და ჩემი ხშირი სტუმრები გახდნენ. ძველი მეგობრები? ისინი სულ დავკარგე, ამჯერად მე. მხოლოდ ლიკა და ზეზვა იყო ჩემი მათთან დამაკავშირებელი ძაფი, მათგან ვგებულობდი მათ ამბებს და მიხაროდა, რომ კარგად იყვნენ. ვაპატიე, თუმცა მეგობრებიდან ამოვშალე, იკითხავთ თუ ვაპატიე რატომ არ ვმეგობრობდი მათთან. ალბათ იმიტომ, რომ გაიბზარა მეგობრობა, ან სულაც გატყდა და ვეღარ აღვადგინე. სვანეთში ჩავედით, ზაირას და დამხმარეს ბავშვები დავუტოვეთ და ერთი კვირა მესტიაში დავრჩით. ორი დღის მერე ვბუზღუნებდი.
-ბავშვები მომენატრნენ.
-მეც, მაგრამ ვისვენებთ. ერთი კვირა არც იფიქრო წასვლაზე.-თითი დამიქნია დემნამ.-თანაც ყოველ ერთ საათში ერთხელ რეკავ.
ერთი კვირა მაინც ვერ გავძელით, მერე დემნა აბუზღუნდა, რომ მოენატრენენ ბავშვები და დავბრუნდით.
ნინიკოს ნათლობასთან ერთად ჩვენი შვილებიც მოვნათლეთ და ნათლობა ერთად გადავიხადეთ. არ ვიცოდი, მონათლულები იყვნენ თუ არა და მამაოს ჩვენი შვილებიც მოვანათვლინეთ.
-რკინის ლედის დავუნათესავდი.-დაზღანდარობდა მთვრალი ლაშა.
-ჩემი ნათესაობა კარგია ლაშა, მტრობაა ცუდი.-გავუღიმე.
-ვიცი და ვერ ხედავ რა კმაყოფილი ვარ ამ ნათლობით. ჩემისთანა ნათლია არ გაიშვას ხელიდან.-თავის თავს დასცინოდა ლაშა.
-რა გითხარი?-მხარი გავკარი ზვიადს.
-შენს იმედად ვარ.-გადმომილაპარაკა და მთვალი ლაშა მანქანაში შესვა.
-ბავშვებს ეძინებათ, წავიდეთ ჩვენც.-ხელი მომხვია დემნამ.
-წავიდეთ.-ჩავეხუტე დემნას. ბავშვები მანქანაში ჩავსვით და რესტორანი დავტოვეთ.
ნინო იტალიაში წავიდა. იამ და ზვიადმა მართლაც დაალაგეს ურთიერთობა. ია ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა, ისეთი ბედნიერი მიყვებოდა ზვიადიმ ბრილიანტის საყურე რომ უყიდა, დაფრინავდა.
-ძალიან შეიცვალა. ომლეტი დამეწვა და დამწვარი შეჭამა. კარგიაო შემაქო, თან იცინოდა.-კმაყოფილი მიყვებოდა ია.
-ხომ გითხარი, უყვარხარ და დალაგდებით მეთქი. ნინო რომ დაბრუნდება დაელაპარაკე, ნინიკო ბებიას დაუტოვე და სადმე წადით დასასვენებლად.
-უკვე მითხრა ლარნაკაში წავიდეთო.-გახარებული მიყვებოდა ია.
-კარგია.-გავუღიმე, ძალიან მიხაროდა მათი ამბავი.
დემნას პირობითი მალე მოუხსნეს, სუსიდან წამოვიდა და გერმანიაში წავედით ლეილასთან, თან ბავშვებიც ჩავიყვანეთ. ისეთი გახარებულები იყვნენ ბავშვები მათი დაცილება ნამდვილი საცოდაობა იყო.
ისევ პროგრამების წერა დაიწყო, ზვიდმა და მან შექმნეს ახალი პატარა კომპანია. ზვიადი მენეჯერი იყო, დემნა პროგრამებს წერდა და პროგრამისტებს ამზადებდა. დალაგდა, ყველაფერი მართლაც დალაგდა. მე ფოტოები გადავიღე და ბილბორდებზე არა მაგრამ მაღაზიია ვიტრინაზე გამოფინეს ჩემი ფოტო.
-გისმენ ზვიად.-დემნამ ტელეფონს უპასუხა.-სად?-მე გადმომხედა გაკვირვებულმა.-კარგი.-ტელეფონი გაუთიშა.
-რაო? რას მიყურებ?-შევხედე დემნას.
-მაინც წახვედი ხომ? რა სურათები გადაიღე?-გაბრაზებული მიყურებდა.
-გეყოფა რა. ის რაღას გაქეზებს, თავის ცოლს მიხედოს.-ზვიადზე გავბრაზდი.
-არ მაქეზებს. იას სუნამო ვუყიდე და შენი ცოლი მაღაზიის ვიტრინაზეა გაკრულიო.
-მერე რა? სამკაულებიც გადავიღე, თავისუფლებაზე ფართი ვიქირავე და ერთ კვირაში გავხსნი. იქაც გავაკრავ ვიტრინაზე ჩემს სურათს.-თვალი ჩავუკარი, მან კი თავი გაიქნია.-მე ვერევი შენი პროგრამების თემებში? მიხედეთ თქვენს საქმეს. ია მეხმარება და მაღაზიაში ია იწყებს მუშაობას.
-ზვიადი არ დაგთანხმდება.
-მოუწევს, გამოკეტა გოგო სახლში.-ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა.
-შენ რატომ ერევი? მიხედე შენს საქმეს.-მიბრაზდებოდა დემნა.
-ვერევი, იმიტომ რომ ნინოსთან სულ კონფლიქტი აქვს და სახლიდან უნდა გამოვიყვანო.
-კარგი, მაინც არ დაიშლი შენსას.
-ასეთი ვარ.-მხრები ავიჩეჩე.
-მაგიტომაც მიყვარხარ.-ხელები მომხვია და მაკოცა.-ეს კი შენ საჩუქარი.
-ეს რა არის?-კონვერტი გამოვართვი და გავხსენი.-არ არსებობს, საიდან იცოდი? მე არ მითქვამს არასდროს?-სიხარულისგან ცრემლები მომდიოდა.
-სულ მაგათ უსმენ. ორ დღეში მივდივართ, შენი ოცნებების ასრულებას ვიწყებ.-ჯერ კიდევ არ მეჯერა Il divo-ს 2 კონცერტის და 2 ამერიკის ბილეთი მეჭირა ხელში. როსმონტის თეატრში Il divo.
-მიყვარხარ.-ხელები მოვხვიე და ატირებული ჩავეხუტე.
დასასრული.



№1  offline წევრი Rania

Sauketeso dasasruli iyoo. Zalian momeconaa
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი R.M

Rania
Sauketeso dasasruli iyoo. Zalian momeconaa

მადლობა ❤
--------------------
R.M

 


№3 სტუმარი ნაინა

ძალან კარგი იყო, შესანიშნავად გადმსცემთ გრძნობებს,და ყველა იმის საყურადღებოდ ინც გამხტება და მაღალფარდოვანი კრიტიკით შეამკობთ ჯერ თქვენს შესაძლებლობებში დაფიქრდით და ცინიკური კრიტიკები მერე აფრქვიეთ

 


№4 სტუმარი სტუმარი მანანა

მადლობა ამ ისტორიისათვის, კარგია

 


№5  offline წევრი the amerikan dream

ვაიმე არ მინდოდა დამთავრებულიყო

პირვლად გავაკეთე კომენტარი ამ ისტორიაზე,ყველა თავი წაკითხული მაააქვს
მიყვარს ეს ისტორია და თავისი ავტორიც

 


№6  offline წევრი R.M

the amerikan dream
ვაიმე არ მინდოდა დამთავრებულიყო

პირვლად გავაკეთე კომენტარი ამ ისტორიაზე,ყველა თავი წაკითხული მაააქვს
მიყვარს ეს ისტორია და თავისი ავტორიც

მადლობა ❤

სტუმარი მანანა
მადლობა ამ ისტორიისათვის, კარგია

❤ მადლობა

ნაინა
ძალან კარგი იყო, შესანიშნავად გადმსცემთ გრძნობებს,და ყველა იმის საყურადღებოდ ინც გამხტება და მაღალფარდოვანი კრიტიკით შეამკობთ ჯერ თქვენს შესაძლებლობებში დაფიქრდით და ცინიკური კრიტიკები მერე აფრქვიეთ

❤ მადლობა
--------------------
R.M

 


№7 სტუმარი ნილნა

ზუსტად ისეთი დასასრული ქონდა როგორიც მინდოდა...საუკეთესო ხარ საუკეთესოთა შორის...მადლობა ასეთი კარგი ისტორიისთვის..იმედი მაქვს მალე ახალი ისტორიით გაგვახარეებბ..წარმატებები :)

 


№8  offline წევრი R.M

ნილნა
ზუსტად ისეთი დასასრული ქონდა როგორიც მინდოდა...საუკეთესო ხარ საუკეთესოთა შორის...მადლობა ასეთი კარგი ისტორიისთვის..იმედი მაქვს მალე ახალი ისტორიით გაგვახარეებბ..წარმატებები :)

❤ მადლობა
--------------------
R.M

 


№9 სტუმარი სტუმარი nancho

დამთავრდა.კარგია რომ ასე კეთილად დამთავრდა.ეს კი არა ამაზე უარესები ხდება ცხოვრებაში.ადამიანებს გვერდში დგომა და პრობლემის რეალური დანახვა სჭირდება.შეუძლებელი არაფერია.

 


№10  offline წევრი R.M

სტუმარი nancho
დამთავრდა.კარგია რომ ასე კეთილად დამთავრდა.ეს კი არა ამაზე უარესები ხდება ცხოვრებაში.ადამიანებს გვერდში დგომა და პრობლემის რეალური დანახვა სჭირდება.შეუძლებელი არაფერია.

--------------------
R.M

 


№11 სტუმარი სტუმარი ნანა

კარგი იყო. ძალიან მომეწონა. ერთერთი საუკეთესო ხართ ამ საიტზე. ასე გააგრძელეთ და ხშირად გაგვანებივრეთ.

 


№12  offline წევრი R.M

სტუმარი ნანა
კარგი იყო. ძალიან მომეწონა. ერთერთი საუკეთესო ხართ ამ საიტზე. ასე გააგრძელეთ და ხშირად გაგვანებივრეთ.

მადლობა❤
--------------------
R.M

 


№13 სტუმარი სტუმარი მარინა

ძალიან ძალიან კარგად წერ მომეწონა შენი ყველა ისტორია

 


№14 სტუმარი სტუმარი სტუმარი

WOW!!!მარტო ეს ერტი სიტყვაა საკმარისი❤❤❤❤❤

 


№15  offline წევრი R.M

სტუმარი სტუმარი
WOW!!!მარტო ეს ერტი სიტყვაა საკმარისი❤❤❤❤❤

მადლობა რომ კითხულობთ.❤

სტუმარი მარინა
ძალიან ძალიან კარგად წერ მომეწონა შენი ყველა ისტორია

მადლობა რომ კითხულობთ.❤
--------------------
R.M

 


№16  offline აქტიური მკითხველი terooo

ყველაფერი, მაგრამ ასეთ დასასრულს არ ველოდი

 


№17 სტუმარი სტუმარი სოფო

ძალიან კარგია ❤️❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent