შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლის ორდენი ( თავი 3. დეჟა ვუ )


29-03-2019, 03:54
ავტორი melanqoliki
ნანახია 1 081

პირველი და მთავარი ნაბიჯი უკვე გადადგმული მქონდა, ახლა მხოლოდ ის მესახებოდა მიზნად, ახალ გარემოსთან სწრაფად მომეხდინა ადაპტირება და წარსული უკან მომეტოვებინა. სააბაზანოში მდგომს, თავში მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებდა რა უნდა გაეკეთებინა პოლს სახლში? როგორ უნდა გაენგრძელებინა ცხოვრება იმ ყველაფერთან ერთად? ბოლო დროს საკმაოდ უცნაური მეჩვენებოდა, თითქოს ჩემთან საუბარს გაურბოდა, ან რაზე უნდა გვესაუბრა. მიპყრობდა იმაზე ფიქრი, რომ შეიძლებოდა ჩემზე გაცილებით მეტი სცოდნოდა. განა იყო,რაიმე მიზეზი? ნუთუ შესაძლებელი იყო, რაიმეს შეეშალა ხელი?არ მინდოდა ეჭვებით შეპყრობილს ათასი სხვა, უაზრო ვარიანტი განმეხილა. ალბათ, ყველაფერთან შეგუება და მომხდართან პირდაპირ შეხვედრა ერჩივნა. ის ხომ,არასდროს იყო ისეთი სუსტი და მშიშარა, როგორც მე. სადღაც, გულის სიღრმეში ყოველთვის ვაცნობიერებდი, რომ ჩემი სასწავლებელში წამოსვლა დიდი გაქცევა იყო, საფუძვლიანი, მიზეზიანი გაქცევა, რომელიც დამეხმარებოდა ახალი ცხოვრების დასაწყებად.
_ ყველაფერი გაქვს? რამე ხომ არ გჭირდება? _ ჩემი ახალგაცნობილი მეზობლის ხმა შემომესმა, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტად მომწონდა. ერთ ადგილზე, უძრავად ვიდექი და თვალი გამშტერებოდა.
_ არა, მადლობა, ყველაფერი მაქვს _ ფიქრები მოვიშორე და საპასუხოდ გაღიმებულმა გავძახე.
შხაპი სწრაფად მივიღე, საჭირო ნივთები ჩემთვის განკუთვნილ მხარეს დავალაგე და სააბაზანო მოვაწესრიგე, შემდეგ კი ოთახს მივაშურე.
_ ალბათ გეშიება, მგზავრობა დამღლელია, სასადილოში წავიდეთ, რამე ვჭამოთ და მერე ყველაფერს დაგათვალიერებინებ. _ ჩემს დანახვაზე სწრაფად დახურა წიგნი და ფეხზე წამოდგა.
_ ჯერ გასაუბრება არ უნდა გავიარო?
_ ისეთი არაფერია, დირექტორთან მოგიწევდა, მაგრამ ქალაქგარეთაა და ასისტენტთან მივალთ. ტელეფონის გარდა თუ რაიმე გაქვს, რითაც შეგიძლია ინტერნეტთან წვდომა გქონდეს და ცივილიზაციასთან კავშირი დაამყარო, ყველაფრის წამოღება და ჩაბარება მოგიწევს _ წინადადება დაასრულა და მძიმედ ამოისუნთა.
_ სულ ყველაფერი? ჩემებს რომ შევპირდი დაგირეკავთ- თქო? _ ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ყველაფერი მართლა უნდა გამეკეთებინა.
_ აჰ, ვიცი, მაგრამ დამიჯერე ყველაფერს შეეჩვევი, ადამიანები ესე ვართ მოწყობილები, ყველაფერს ვეჩვევით, რაც არ უნდა იყოს. _ ისე ლაპარაკობდა, თითქოს მხოლოდ უბრალო ნივთებს არ გულისხმობდა და მხედველობაში სულ სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი რამეები ჰქონდა.
_ ჰომ _ მოკლედ ვუპასუხე და მისმა ნათქვამმა ჩამაფიქრა.
_ ახლა რომ დარეკო, ორივეს დაგვაჯარიმებენ დღეს თუ არა, ხვალ.
_ ნამდვილად სკოლაში ვართ? თუ არასრულწლოვან დამნაშავეთა გამოსასწორებელ დაწესებულებაში, რომელიც სასწავლებლის სახელით ინიღბება? _ პირველად ვცადე ხუმრობა, მგონი ცუდად არ გამომდიოდა.
_ აჰ, შენ ჯერ კიდევ ყველაფერი არ იცი _ გაიღიმა, საწოლზე ჩამოჯდა და ამოიხვნეშა.
_ კიდევ რით გამაკვირვებს ჰოვარდი? _ ინტერესით ვივსებოდი და მასთან საუბარი სიამოვნებას მგვრიდა.
_ მაგალითად ამით _ კარადიდან, საკიდი გამოღო, რომელზეც აკურატულად დაეკიდა სკოლის ფორმა.
_ ნაცრისფერი არ გიყვარს? _ განსაკუთრებული და თვალში საცემი ვერაფერი შევნიშნე.
_ დიდად არა, მაგრამ ეგ არ მიგულისხმია, საშინლად მხუთავი ნაჭერია, შეეცადე შენი ზომა მაინც აარჩიო, თორე აუტანლობაა _ შემდეგი რჩევა მომცა და ტანსაცმელი უკან დააბრუნა.
_ კარგი, გავითვალისწინებ, _ თავი დავუქნიე და გამოსასწორებელ კოლონიად მონათლული სასწავლებლის დასათვალიერებლად მოვემზადე.
_ კარგი გავიდეთ და თან ყველაფერს აგიხსნი, მერეც თუ რაიმე შეკითხვა გენქნება, ან უბრალოდ რაიმე დაგჭირდება შეგიძლია უპრობლემოდ მომმართო._ მეგობრულად გამიღიმა და კარი გამიღო.
_ მადლობა _ საპასუხოდ გავუღიმე და დერეფანში გავედი.
ერთად მივაბიჯებდით და ვხედავდი,ბავშვები ნელ-ნელა მამჩნევდნენ. ვცდილობდი, ყველაფერი დამემახსოვრებინა და შემესწავლა უცხო გარემო. სკოლის შენობა ძალიან ძველი მეჩვენა. ვუყურებდი ყველაფერს, განსაკუთრებით კი ანტიკურ ონამენტებსა და ხის თუ ქვისგან დამზადებულ უცნაური დიზაინის ნივთებს. მოსწავლეების საძინებლებისკენ მიმავალ დერეფნებში მოსახერხებელი სავარძლები იყო გამწკრივებული, კედლებზე კი სიურეალისტურ, ხანაც ოკულტურ ნახატებს შეხვდებოდით.
სასადილო აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობდა. იქმდე მისასვლელად კი სულ მცირე ათი წუთი დაგვჭირდა, ვგრძნობდი, როგორ გვაცილებდნენ ცნობისმოყვარე თვალები და ერთი სული მქონდა სწავლის პროცესი როდის დაიწყებოდა.
_ სიმართლე, რომ ვთქვა, არაფერი მინდა _ უხერხულად გავხედე ენის .
_ არ გშია? _ ჩემი ნათქვამით გაოცებული ჩანდა.
_ ცოტას ვნერვიულობ და როცა ვნერვიულობ, მადა საერთოდ მეკარგება. _ ჭამაზე ნამდვილად ვერ ვფიქრობდი და სურვილიც არ მქონდა.
_ კარგი, მაშინ რამე გავიყოლოთ ოთახში, წასახემსებლად მაინც _ პასუხის გაცემა არ მაცადა, ისე აიღო ორი ცალი სენდვიჩი და ერთი ფილა შოკოლადი.
იმ ადგილას, ისევე როგორც მთელი სკოლის ტერიტორიაზე თავი უცნაურად ვიგრძენი, რაღაც იყო იდუმალი, დამზაფრველი და შეუცნობელი, რასაც სიტყვებით ვერ გადმოვცემდი და ზუსტად ვერ ვხსნიდი იმას, რასაც პირველ დღეს ვგრძნობდი. უზარმაზარ თეთრ სივრცეში, ასეთივე საოცრად თეთრი ფერის მაგიდები იდგა და რომ არა საკვებისა და ცხელი ყავის არომატული სუნი, თავი საავადმყოფოს შენობაში მეგონებოდა.
ერთ წუთს, ისიც კი გავიფიქრე, რომ ბავშვებს ავადმყოფური იერი დაჰკრავდათ და გამოსასწორებელ კოლონიაში კი არა, პანსიონატში უფრო ვიყავი. თუმცა ჩემი შეფასებებისა და თვალთახედვის მიუხედავად, ჰოვარდი მაინც სარგებლობდა პრესტიჟული სასწავლებლის სახელით.
ენიმ ყველაფერი დამათვალიერებინა, სპორტდარბაზი, საკლასო ოთახები, ქიმიის ლაბორატორია, სამედიცინო პუნქტი, საცურაო აუზი, უზარმაზარი დარბაზი ყოველწლიური წვეულებისათვის და ბოლოს დირექტორის კაბინეტიც. მართალია შიგნით ვერ შევედით, მაგრამ მდივანმა საჭირო საბუთებს გადახედა, ეჭვის თვალით შემათვალიერა, ტელეფონი ჩამომართვა და წარმატებული სასწავლო წელი მისურვა. ენის რჩევა გავითვალისწინე, გასაუბრების გავლის შემდეგ ჩემი ზომის მხუთავი, ნაცრისფერი ფორმა ავარჩიე. ოთახში წიგნებითა და გაკვეთილების ცხრილით დავბრუნდი, რომლის უკანა მხარეს, აკრძალული ქმედებები იყო მითითებული. დარღვეული შინაგანაწესის ყოველ პუნქტს გარკვეული სასჯელი მოსდევდა. მათგან ყველაზე მკაცრ აკრძალვად, არდადეგებისა და სეირნობის დროს სკოლიდან გაუსვლელობა მეჩვენა.
ენი სკოლის დამაარსებელზე მიყვებოდა, როგორც აღმოჩნდა იქაურობა მართლაც უამრავ წელს მოითვლიდა, რადგან სასწავლებელი თაობიდან თაობას გადაეცემოდა.
ადრე, მთავარ დარბაზში, სადაც ბავშვები ხშირად ვიკრიბებით ხოლმე და ვისვენებთ, ჰოვარდების ოჯახის უზარმაზარი სურათი ეკიდა. ისეთი უცნაური იყო, განსაკუთრებით კი მისტერ ჰოვარდი და ალისტერი _ გოგონამ სასწავლებლის ამჟამინდელ მფლობელზე, ანუ სკოლის დირექტორზე და მის ვაჟზე გაამახვილა ყურადღება.
_ აქ ყველა ალისტერზე გიჟდება _ ტუჩები აიბზუა, ეტყობოდა თვითონ დიდად არ ეხატებოდა გულზე. ოთახიდან გამოსულები, ისევ ფოიეს მივუყვებოდით და ახლა უკვე მეორედ ვცდილობდი მარტოს დამემახსოვრებინა გზები, ისე რომ ბიჭების მხარეს არ გადავსულიყავი, ან უაზროდ არ მებოდიალა საკუთარი ოთახის ძებნაში.
_ და ალისტერი ვინაა განა ასეთი?
_ ოო, ელის, ალისტერ ჰოვარდი.. _ ენიმ თვალები აატრიალა და პრეტენზიული გამომეტყველებით განაგრძო. _ თავად ნახავ და მერე ყველაფერს მიხვდები .
_ შეგიძლია დამანახო? _ ბავშვებით სავსე ფოიეს გავხედე.
_ არა, სამწუხაროდ ვერ დაგანახებ, აქ არ არის.რომც გინდოდეს ვერ გაიგებ როდის სად არის _ მისმა ნათქვამმა დამაინტერესა, ვიფიქრე, ალბათ რახან დირექტორის შვილია, თავი დიდი ვინმე ჰგონია და პრივილეგიებით სარგებლობს-თქო. მინდოდა კიდევ რაიმე მეკითხა მის შესახებ, მაგრამ მალევე გადამავიწყდა.
საღამო ხანს, მას შემდეგ რაც სწავლის პროცესთან დაკავშირებული ყველა დეტალი მოვაგვარე, სკოლის ძველისძველი ტელეფონით სახლში დავრეკე. როგორც ჩანდა პოლი და დეიდა შინ არ იყვნენ, სულ უფრო მეტად ვინტერესდებოდი სად იყო ჩემი ბიძაშვილი და რითი იქარვებდა დარდს.
რამდენიმე უპასუხო ზარის შემდეგ, შეტყობინება დავტოვე, რომ ყველაფერი კარგად იყო და მომავალი დღიდან სწავლის პროცესში აქტიურად ჩავერთვებოდი.
სანამ დასაძინებლად დავწვებოდით დერეფანში რამდენიმე მოსწავლე გამეცნო, მაგრამ ერთდროულად მათი სახელები ვერ დავიმახსოვრე. სამაგიეროდ, დამოუკიდებლად მივაღწიე ჩემს ოთახამდე და დაქანცული, სიახლეებით გადატვირთული ლოგინზე ჩამოვჯექი.
_ ხვალ, ლიტერატურისა და ლათინური ენის შემდეგ ქიმიის ცდა გვაქვს და ლაბორატორიის ახალ დანადგარებს გამოვიყენებთ. ამბობენ, რომ ახალი ინვენტარის შესაძენად, საკმაოდ დიდი თანხები გაიღო დირექტორმა. აქაურობას სიძველის ელფერი ნამდვილად დაჰკრავს, მაგრამ სწავლას რაც შეეხება, საწუწუნო მართლაც არაფერი გვაქვს.
_ სიძველის ელფერი? მხოლოდ ელფერი? აქაურობა მთლიანად ჩაძირულია ძველ ეპოქაში. კიდევ რომელ სკოლაში შეხვედრიხარ სპეციალურ ბროშურებს დეკორაციების ისტორიის შესასწავლად? _ ძნელი იყო გაკვირვებისა და აღშფოთების დამალვა. _ იმ მოწყობილობას კიდევ ტელეფონი, რომ ერქვა ერთ დროს ახლა ვინღა იყენებს? _ ნერვები მეშლებოდა, მობილურზე დამოკიდებული თინეიჯერი არასდროს ვიყავი, მაგრამ ტელეფონი ძალიან მჭირდებოდა. რამდენიმეჯერ დარეკვა და შეტყობინების დატოვება საკმარისად არ მეჩვენებოდა, პოლის ხმა მინდოდა გამეგო და საბოლოოდ დამედგინა რას აპირებდა სამომავლოდ. არ მოვეშვებოდი, ასე უცებ ვერ დავნებდებოდი, არ მივცემდი საშუალებას ასე მოულოდნელად გამცლოდა ხელიდან და მივეტოვებინე. იმას მაინც მოვისმენდი ერთხელ და გარკვევით, რომ არ აპირებდა ჩემთან ერთად სწავლას და არც სხვა რამეს სამომავლოდ, იქნებ სულაც აღარ ზრუნავდა და ფიქრობდა ჩემზე? ნუთუ მე გამირბოდა? ან რა უნდა მეფიქრა, როცა ჩემთან ერთად წამოსვლას თითქმის უცხო ადამიანთან დარჩენა ამჯობინა? განა სახლში ყოფნა რამეს ცვლიდა? თუმცა, სახლშიც კი არ იყო...
_ ჯერ კიდევ იმდენი რამაა.._ მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა ენიმ და ლოგინზე გადაწვა. რაღა უნდა ყოფილიყო მეტი?
ჩემს შეკითხვას პასუხი მეთვითონვე გავეცი, თან ძალიან მალე, იმავე ღამეს.
პირველ ღამეს ჰოვარდში დაძინება ძალიან გამიჭირდა. თავიდან ვიფიქრე მეჩვენება და იმ საშინელ ამბებს უკვალოდ არ ჩაუვლიათ-თქო, მაგრამ ნამდვილად არ ყოფილა მოჩვენებითი ის რაც იმ ღამეს ძილის საშუალებას არ მაძლევდა.
ტყიდან მომავალი მგლების ყმუილისა და უცნაური ღრენა, სტვენის ხმები ჩვენს საძინებლამდე აღწევდა. თავიდან ვერ ვიაზრებდი მძღოლის ნათქვამს, ტყე დიდი და საშიშიაო. იმ ღამეს კი შიშის გარდა, საშინელ ეიფორიასაც შევეპყარი. ვცდილობდი როგორმე დამეძინა, მაგრამ არ გამომდიოდა. ენიმ მანუგეშა, ასე თითქმის ყოველ ღამეა და ამასაც შეეჩვევიო. მაშინ სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობდი, მომდევნო დღეს ბავშვებთან ოფიციალურად წარდგენაც მომიწევდა და ვინ იცის, როდის შევძლებდი მშვიდ ძილს, ან ჰოვარდთან შეგუებას.
აღარ მახსოვს როდის ჩამეძინა. დილით ადრიანად, მაღვიძარას ხმაზე გავიღვიძეთ. სწრაფად მოვწესრიგდით და გამზადებას შევუდექით. თავი პირველკლასელი პატარა ბავშვი მეგონა და გული საოცრად მიცემდა, ისე თითქოს პირველად მივდიოდი სკოლაში და ყველაფერი პირველად ხდებოდა. სკოლის ფორმაში თავს სულელურად და არაკომფორტულად ვგრძნობდი, საშინლად არ მომწონდა ნაცრისფერი სვიტერი. მეგონა, ცოტაც და დავიხრჩობოდი.
სასადილოში ჩასულებს ყველა ჩვენ გვიყურებდა, რამაც ცოტათი დამაბნია. თავი უხერხულად ვიგრძენი და ენის გვერდით სწრაფად მივუჯექი საუზმის მრავალსახეობით დატვირთულ ერთ-ერთ, მრგვალ მაგიდას. მალევე დავლიეთ ფორთოხლის წვენი და საკლასო ოთახისკენ გავემართეთ.
პირველ ორ გაკვეთილზე წარდგენა ფაქტობრივად არ მომხდარა, მგონი მთელს სკოლაში მხოლოდ მე ვიყავი წითური, ამიტომაც ყველამ შესანიშნავად იცოდა ვინ იყო ახალი გოგონა ელის უიტმენი. გაკვეთილი საინტერესოდ მიდიოდა, მათ პროგრამას ცოტათი წინაც ვუსწრებდი. რამდენიმე შეკითხვას კარგადაც ვუპასუხე, ამიტომ პირველივე დღეს, კარგი შთაბეჭდილება დავტოვე ლათინური ენისა და ისტორიის მასწავლებლებზე, რასაც იგივეს ვერ ვიტყოდი ქიმიის პროფესორზე.
სასწავლო კაბინეტში გამოჩენისთანავე, ნახევრად მელოტმა, დიდსათვალიანმა მისტერ ალბერმა ტაში შემოჰკრა და ყოველგვარი შესავლების გარეშე, ცდის ჩასატარებლად ბავშვების დაწყვილება დაიწყო. მისი პრინციპი მარტივი და მისივე აზრით, საკმაოდ ბუნებრივი იყო - გოგოს და ბიჭის ტვინი ერთად უკეთესად მუშაობს, ვიდრე მხოლოდ გოგოების ან მხოლოდ ბიჭებისა, ამიტომ წყვილებში მუშაობა გარდაუვალი იყო.
საბოლოოდ, მეწყვილედ სახელად, ტომასი შემხვდა, რომელიც ენას არ აჩერებდა და აკრძალულ ნივთებში შემავალი, ვერცხლისფერი სანთებელის ხელში ტრიალით თავს იწონებდა. რა თქმა უნდა, სასწავლებლის ტერიტორიაზე მოწევაც იკრძალებოდა და შესაბამისად სიგარეტისა და სანთებელის აღმოჩენისას საკმაოდ მაღალი სასჯელიც იყო დაწესებული. ისეთი თავდაჯერებით თამაშობდა სანთებელით , ვერ ვხვდებოდი, ამით რისი დამტკიცება სურდა. ან საერთოდ როგორ მოეხერხებინა აკრძალული ნივთის საიდუმლოდ დატოვება, შემდეგ კი მისი საჯაროდ დემონსტრირება.
_ დიდხანს აპირებ აქ დარჩენას? _ მერხზე ნახევრად გადმოწვა და წარბი ამიქაჩა, მერე კი მარჯვენა ხელით ღია წაბლისფერი თმა აიჩეჩა. ალბათ მისი ეს მანერაც გოგოების მოხიბვლის ერთ ერთი ნაცადი ხერხი იყო. მისი საუბარი და უაზრო ქცევები ნაკლებად მაინტერესებდა, საკლასო ოთახის თვალიერებით ვიყავი გართული და მინდოდა, ცდა რაც შეიძლება სწრაფად დაგვესრულებინა, რადგან ქიმიაში ყოველთვის მოვიკოჭლებდი.¬
_ მე ყველაფერს კონსპექტში ჩავიწერ, თვითონ პროცესს, რაოდენობას და საბოლოო შედეგსაც შენ კიდე ნივთიერებები თანმიმდევრობით აურიე _ ვცადე სულელური, არაფრისმომცემი შეკითხვისთვის თავი ამერიდებინა და სქმიანი საუბარი წამომეწყო, როგორმე ცდის პროცესში ჩამება.
_ ყველაფერთან ერთად ბეჯითიც ყოფილხარ _ უფრო მეტად თავდაჯერებულმა ახლოს მოიწია და თმაზე შეხება სცადა, მაგრამ სწრაფადვე გავიწიე უკან.
_ არ მიყვარს, როცა თმაზე მეხებიან _ მკაცრი გამომეტყველებით გავხედე და გაშლილი თმა ჩემს მხარეზე გადმოვიყარე.
_ შენნაირები აქ დიდხანს ვერ ჩერდებიან _ იდიოტურად გაიკრიჭა და ანთებულ სანთებელას სული შეუბერა.
_ იქნებ საქმე დაგეწყო? _ ნიშნის მოგებით, ირონიულად გავუღიმე და გულში ვინატრე, რომ სკამიდან გადაყირავებულიყო და დაცინვის საბაბი მომცემოდა.
_ ძალიან ლამაზი ხარ _ ისევ თავისას განაგრძობდა და სკამზე ირწეოდა.
_ ტომასი ხომ? მე წერას ვიწყებ _ რვეული გადავშალე და ნივთიერებების კარნახი დავიწყე.
_ ელის, ელის, ნახე! _ მარცხენა რიგიდან ენიმ გამომძახა და ჟელესებრი მასა დამანახა, რომელიც სურვილისამებრ იცვლიდა ფორმებს.
_ შეხედე _ ტომასისკენ შევტრიალდი, რომ მეჩვენებინა როგორ უნდა გაგვეკეთებინა ჩვენც ყველაფერი სწორად, რომ სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია, მაგრამ...
ირგვლივ მხოლოდ წითელი ლაქები იყო, ალისფერ ფონში ვეღარაფერს ვარჩევდი. ყურებში წუილის ხმა ჩამესმოდა და ბავშვების ყვირილს, ირგვლივ გამეფებულ ქაოსს ფარავდა, მთლიანად შთანთქავდა. თავბრუ მეხვეოდა და მეგონა, რომ ეს ყველაფერი უკვე მომხდარიყო, ძალიან, ძალიან ადრე, სადღაც შორს.
ადგილზე გავიყინე და კანკალმა ამიტანა, ვგრძნობდი, როგორ აღწევდა სიმხურვალე ჩემამდე, მაგრამ გაუნძრევლად ვიყავი. არაფრის გაკეთება შემეძლო. არ ვიცი, როგორ აღმოვჩნდი გასასვლელში. ალბათ, ვიღაცამ ხელით მიბიძგა, ან ძალით გამიყვანა. ცოტახნის შემდეგ დაბინდული გარემო შედარებით გასარკვევი გახდა, უკვე ფერებსაც ვამჩნევდი და სმენაც მიბრუნდებოდა. ჩემს წინ, ვიღაცის მაღალი სილუეტი აღმართულიყო და საშინლად მტკიოდა მკლავები.
_ დეჟა ვუ?
ორი შავი ლაქა მისი თვალები იყო, უცნობი და საშიში. თეთრ სახეზე სისხლისფერი ტუჩები მოძრაობდნენ, ვერ გავარჩიე რას ამბობდა, თავი ტკივილისგან მისკდებოდა და ადგილზე ვქანაობდი.
_ რაა? მტკივა _ მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე და ადგზე შევქანდი. ცოტაც და წავიქცეოდი.
ჩემს ნათქვამზე საშინლად გადაიხარხარა და თეთრი კბილები გამოუჩნდა, მერე კი წამში დასერიოზულდა, სახე გაბზარული ქანდაკებასავით გაუხდა და შუბლზე ლურჯად აუთამაშდა ძარღვი. შავი თვალები მრისხანებით აევსო, ქუთუთოებზე იისფერი დასდებოდა.
_ პატარა, საყვარელი ელა არა? _ მის ხმაში ზიზღი იგრძნობოდა. ასევე შავი, ოდნავ ტალღოვანი თმა, მხრებამდე გაეზარდა, ხელები ისე გამიშვა შევბარბაცდი და კედელს მივეყუდე. უკან დაიხია, ერთ ადგილზე გაჩერდა და ცინიკური ღიმილით ამათვალიერა, დამბურძგლა, ტანში საშინელმა სიცივემ დამიარა.
_ არ ვიცი რა თამაში წამოიწყე, მაგრამ იცოდე, ამჯერადაც დამარცხდები. საზარლად გაიღიმა და დერეფანს გაუყვა.
_ ელის, ელის კარგად ხარ? _ ბავშვების ჯგუფიდან ენი გამოვარდა და გაფითრებულს ხელი შემაშველა.
_ არ ვიცი_ საუბარი მიჭირდა.
_ შენ რა, მას იცნობ? _ გაუჩინარებულზე მიმითითა.
_ არა, არა _ მხოლოდ ამ სიტყვას ვიმეორებდი და გონს მოსვლა მიჭირდა.
_ ალისტერ ჰოვარდი დაბრუნდა, სულელი ტომასი კიდე თუ არ გარიცხეს, მოუწევს სასადილოს ხეხვა, თქვენი მერხი მთლიანად დაიწვა. არ მეგონა ასე ძალიან თუ შეგეშინდებოდა, გაქვავდი და ადგილიდან არ იძროდი, სანამ მისტერ ალბერმა არ წამოგაყენა, მერე კი ეს... მაინც რა უნდოდა ალისტერ ჰოვარდს შენგან?
_ არ ვიცი, არ ვიცი...
_ კარგი, ახლა არ ინერვიულო, სამედიცინო პუნქტამდე მიგიყვან.
_ არა, გთხოვ ოთახამდე მიმიყვანე
_ კარგი
ნელი ნაბიჯით დავიძარით ოთახამდე, სიარული მიჭირდა და ვერ ვმშვიდდებოდი. მხოლოდ ალისფერი ლაქა მახსოვდა და უცნაური გარეგნობის ბიჭი, რომელიც მკლავებში ჩამფრენოდა საშინლად მტკენდა და გაუგებრად მელაპარაკებოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent