შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Love me till the end თავი 8


30-03-2019, 23:57
ავტორი mabby
ნანახია 1 296

ალექსანდრე გადის და კარს ხმაურიანად ხურავს. სიცივე მის სხეულში უხეშად აღწევს და საკუთარ მხრებს ხელს ხვევს. ხვდება, რომ მის პიროვნებაში ძირეული ძვრები ხდება, იაზრებს, რომ შეუყვარდა. თუმცა მის ცნობიერებაში ჯერ კიდევ რთულია იმის გააზრება, თუ როგორ გამოავლინოს საკუთარი გრძნობები. წლების მანძილზე ხომ სწორედ ემოციების ჩაკვლასა და გულის ღრმა კუნჭულში მიმალვას მოანდობა. არც კაცები არიან ისეთი ძლიერები და მტკიცეები, როგორც ეს გარედან ჩანს, მეტიც შეიძლება მათ ბევრად უფრო სტკიოდეთ რადგან ტკივილის გამოხატვა ასე თუ ისე ამსუბუქებს მას. ქალმა შეიძლება იტიროს, იქვითინოს , იყვიროს, ბედს დაემდუროს, თუმცა ამ ყველაფერს მამაკაცები მოკლებულნი არიან. ჩვენ ჯერ კიდევ იმ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ტირილი სისუსტის ნიშანია, სადაც მამაკაცი ღიად , საზოგადოების წინაშე არ უნდა ქვითინებდეს. ტირილი ნიშანია, რომ გტკივა, თუმცა ალექსანდრეს ბავშვობაშივე დამახინჯებულ ცნობიერებაში ის სილაჩრის ტოლფასია. მის სულში დაგროვილი მწუხარება, ტკივილი იმდენად დაგუბდა რომ უკვე თავადაც იცის, მალე მთელს მის სხეულს მოიცავს, მალე სრულიად ჩაეფლობა იმ მარტოობის მორევში. სახლის კიბეზე ჯდება და თვალწინ საკუთარი ბავშვობა წარმოუდგება. თავს კვლავ პატარა ბავშვად გრძნობს, რომელიც საწოლის ქვეშ მიკუნჭული ცდილობს ტკივილი და ცრემლები საკუთარ სხეულში წარმოშობისთანავე ჩაკლას. ყურში კვლავ ცხადად ჩაესმის ბოხი ხმა, რომელიც ათასგვარ სალანძღავ სიტყვებს ისვრის და ქალის ჩუმი ქვითინი. კვლავ რეალურად ხედავს ქალის გაწითლებულ, ალაგ-ალაგ ჩალურჯებულ სხეულს და ცრემლები უკითხავად მოსრიალებენ მის ღაწვებზე. ყურებზე ხელს იჭერს და უკვე მეათასედ ითვლის საწოლის ქვემოთ დამაგრებულ რკინის ჯოხებს. თვალებს ხუჭავს და წარმოიდგენს, რომ დიდ სახლში ცხოვრობს, სადაც საწოლები რკინისგან არ არის დამზადებული. არ აქვს მნიშვნელობა რა მასალისაა, მთავარია რკინის არ იყოს. ხელებს ქვემოთ ნელ-ნელა სწევს და ხვდება, რომ ოთახში საოცარი სიჩუმეა გამეფებული. თავისი სამფლობელოდან ჩუმად გამოდის და კუთხეში მიყუჟული ქალისკენ ფრთხილი ნაბიჯებით მიიწევს. პატარა მწვანე თვალებში ცრემლლის გუბეები აქვს ჩამდგარი, აწითლებული ღაწვები კი დანამული.
* -არ იტირო ალექსანდრე, კაცები არ ტირიან. ეს ჩვენ, ქალები ვართ სუსტები-აკანკალებული ხმით ეუბნება ქალი და თავზე ხელს უსვამს
* -პატარა ცრემლებს იწმენდს. კაცები არ ტირიან ჩურჩულებს და ცდილობს, საკუთარი აკანკალებული ხელები ზურგს უკან დამალოს
* ალექსანდრე უსიამოვნო ფიქრწბის გასაფანტად თავს აქნევს . ფეხზე დგება და ბარბაცით მიიწევს მანქანისკენ.
* -კაცები არ ტირიან -ჩურჩულებს და კვლავ იმ პატარა ბავშვს ხედავს საკუთარ თავში, რომლის დავიწყებაც ასე ძალიან უნდა რამდენი რამ მოხდა მის ცხოვრებაში. რამდენი გადაიტანა და მაინც მარტოა, მაშინაც მარტო იყო, როცა მშობლები ცოცხლები ჰყავდა. ყოველთვის მკაცრ, საქმიან იმიჯს უკან პატარა მწვანეთვალება, აცრემლებული ბავშვი იმალება. ბავშვი, რომელსაც ბავშვობა არ აცადეს, ბავშვი, რომელიც სიყვარულს ითხოვს. თავს უცნაურად გრძნობს, თითქოს ერთბაშად გამოეცალა ფეხქვეშ მიწა, ვერ გაურკვევია რატომ იფორიაქებს სულს მის ცხოვრებაში შემოჭრილი პატარა დაბნეული გოგონა, თუმცა იცის, რომ მიას ვერ დაკარგავს, მას ვერ ატკენს.
* ფანჯარასთან ვდგავარ და ვუყურებ ალექსანდრეს, არ ვიცი რა სჭირს თუმცა ვხვდები, რომ თავს კარგად არ გრძნობს. არ ვიცი ღირს თუ არა გასვლა, არ ვიცი ახლა მასთან უნდა ვიყო თუ არა, მოეწონება თუ არა მას ეს ყველაფერი, მაგრამ მივდივარ, იმ წუთებში არ მადარდებს არც სიცივე, არც ტკივილი, მხოლოდ სიზმრის ბიჭი, ჩემი ახდენილი სასწაული. იქნებ ჩვენ ყველანი ანგელოზები ვართ, ცოდვებისთვის სამოთხიდან დედამიწაზე გამოგდებული ანგელოზები, თუმცა ღმერთმა ბოლომდე მაინც არ გაგვწირა და ყველას ჩვენი წილი ბედნიერება თან გამოგვატანა, ზეციური ბედნიერება. თუ ეს ასეა, ვხვდები, რომ მე უკვე ვიპოვე ჩემი.
* მასთან მივდივარ და ხელს ვკიდებ, ჩემსკენ ტრიალდება და სახეზე კვლავ არაფრისმთელი გამომეტყველება აქვს. მიახლოვდება და შუბლს ჩემს ლოყაზე ადებს. უჩვეულოდ მათბობს მისი შეხება, მისი ჩურჩული, რომელიც თითქმის არ მესმის და სიტყვები, რომელსაც ვერ ვარჩევ.
* ეს სიგიჟეა-ჩურჩულებს ჩემს ყურთან და მის სუნთქვას ცხადად ვგრძნობ სახეზე- სიგიჟეა, რომ შემიყვარდი, მაშინ როდესაც არ გიცნობდი, სწორედ მაშინ, როცა უნებართვოდ დაასრიალებდი ჩემს სახეზე ხელებს. ჩემი სხეული დღემდე ინახავს იმ სითბოს, რაც შენ დამიტოვე. თავი მის ყელში ჩავმალე, და კვლავ მის ჩურჩულს დავუგდე ყური, საშინელი ქარი ქროდა გარეთ მაგრამ არ მციოდა, მეტიც ვგრძნობდი, მალე ვულკანივით ამოხეთქავდა ჩემს სხეულში უნებართვოდ დაგროვილი ემოციები.
* ცივი ხარ- მეუბნება ჩემი ხელების შეხებისას- სახლში შედი. ახლა თუ მოგშორდები, საბოლოოდ გაიყინება ჩემი სხეული- ვჩურჩულებ და ვგრძნობ როგორ ეღიმება.
* გიჟი ხარ, იქნებ მოძალადე ვარ რომელიც შენს მოხიბვლვას ცდილობს -ხმაშაეცვლილი ღიმილით მეუბნება.
* ჰოდა გამოუვიდა კიდეც -ყელში ვკოცნი და მის სურნელს ხარბად ვისუნთქავ. ვგრძნობ, როგორ იშმუშმება ამაზე, და კვლავ ვიმეორებ. -
* თუ არ გაჩერდები დაისჯები -მუქარაშეპარული ხმით მეუბნება.
* როგორ ?- თავს ზემოთ ვწევ . ჩემს კითხვაზე ეღიმება, თითს ჩემს ტუჩებზე ატარებს და ყელში სველ კოცნებს მიტოვებს.
* რამეს მოვიფიქრებ -ჩურჩულებს და თავის სხეულზე ძლიერად მიკრავს. არვიცი იმ წუთებში ის რაზე ფიქრობდა, აი მე კი მასზე ვფიქრობდი, მისი სხეულის სითბოზე და ღიმილზე. არაფერია ქვეყნად იმაზე დიდი სიმშვიდის მომტანი, ვიდრე იმის განცობიერება, რომ შენს ადამიანსაც უყვარხარ. ჩემში უჩვეულო სინათლემ შემოაღწია და ყველაფერი გაანათა ჩემი სულის ყველაზე ბნელი კუნჭულებიც.
* უნდა წავიდე, ხელს მიშვებს და მანქანისკენ იხედება.
* ჩემთან დარჩი, მისი სხეულის სითბოსგან გაბრიებული გაუცნობიერებლად ვეუბნები.
* ისევ იმ სავარძელზე მაწვენ ? -წარბები მოჭმუხნა და ცხვირი პატარა ბავშვივით აბზიკა.
* სასტუმრო ოთახში დაგაწვენ -თვალი ჩავუკარი და სახლისკენ წავედი .
* შენს ოთახში მერჩივნა, მაგრამ ჯანდაბას-ჩაიბურტუნა და ბავშვივით უკან ამედევნა.
დაიძინე, -ვეუბნები და მისი ხელებიდან თავს ვითავისუფლებ.
-ცოტა ნახი კიდევ დარჩი- მპასუხობს და კიდევ უფრო ძლიერად მეკრობა
-დილას ადრე უნდა წახვიდე სამსახურში-გაპროტესტებას ვცდილობ
ჩემი ნათქვამი არ ესმის, სადღაც სივრცეში იხედება და ხელს ჩემს ლავიწებზე დაასრიალებს.
-ამ პიჟამაში სასაცილო ხარ -ბუტბუტებს ჩუმად
-წარბებს ვკრავ, და გაბრაზებული ვიყურებ მის ამღვრეულ მწვანე თვალებს
ეღიმება
მხარზე მკონცის, თავისი მკლავებიდან მათავისუფლებს და საბანში ეხვევა.
-დაიძინე- ისე, სხვათაშორის ჩაიბუტბუტა
არაფერს ვპასუხობ, ოთახიდან გავდივარ და ჩემს საწოლზე ვემხობი, თავი ბალიშში ჩავრგე და მომხდარზე ფიქრი დავიწყე. ვგრძნობდი, რომ ჩემმა სულმა შვება იპოვა, ვგრძნობდი, რომ ახლა ბედნიერე და თავისუფალი ვიყავი. ცრემლები უკითხავად ჩამოსრიალდნენ ჩემს ღაწვებზე, თუმცა ეს არც ტკივილით გამოწვეული ცრემლები იყო, და არც ბედნიერების, ეს რაღაც უცნაური, ახალი გრძნობა შემოიჭრა ჩემს სხეულში, გრძნობა, რომელიც მარწმუნებდა, რომ ცოცხალი ვარ.
მიუხედავად იმისა, რომ საშინელი წარი ქროდა, ძალიან ციოდა და რლავდა კიდეც არ მეშინოდა. არაფრის არ მეშინოდა. რადგან მარტო აღარ ვიყავი. მთვრალივით გაბრუებული და გონებაარეული ვერ ვალაგებდი აზრებს, ვერც დაძინებას ვახერხებდი. საკუთარი სხეულის სიმსუბუქეს ცხადად ვგრძნობდი და ეს მაბედნიერებდა. იმ წუთებში არ ვდარდობდი არაფერზე, იმ წუთებში ცხოვრება მიხაროდა
ფეხზე ვდგები და ალექსანდრეს ოთახში მივდივარ, არვიცი ეს სწორი საქციელია თუ არა, თუმცა მასთან ყოფნის სურვილით თავი დავკარგე. ვხედავ, რომ მასაც ჩემსავით არ სძინავს და გულში რაღაც სასიამოვნოდ მჩხვლეტს. ჩემი დანახვისას გამომეტყველება არ შეუცვლია, ისე მიყურებდა, თითქოს პირველად მხედავდა, ვუახლოვდები და მის საწოლთან ვჯდები
-შეიძლება შენთან ვიყო- ვჩურჩულებ და მის მზერას თვალს ვარიდებ
-ჩემს ნათქვამზე ეღიმება, ხელს სახეზე მისვამს და თავს მიქნევს, მისკენ მივდივარ, მის სითბოში ვიძირები, მის სურნელში და ღიმილში ვეფლობი და ვხვდები, რომ საკუთარი თავი კიარ დავკარგე, არამედ ახლა ვიპოვე, მასთან ერთად
-მია, არასდროს გატკენ-ჩურჩულებს, ჩემს უჩვეულოდ გამთბარს სხეულს თვის ხელებში იქცევს და მჭიდროდ ეხვევა.
-ვიცი, შენ სხვებს არ ჰგავხარ
სახეზე უცნაური ტკივილი აღბეჭვდვია, თუმცა მიღიმის.
-რა კარგია, რომ გიპოვე -ბუტბუტებს და შუბლზე კოცნას მიტოვებს
-ცნობისთვის, მე გიპოვე-წარბებს ვჭმუხნი და ნიკაპზე ხელს ვუსვამ
-ჰო არა? მაინც როგორ? -სახეზე ურონიული ღიმილი დაჰკრავს
-იქ, ჩემს სიზმრებში-ვუღიმი და საკუთარი გულისცემა თავადაც მესმის
-შენს სიზმრებში აღარასოდეს მოვალ- სახე უსერიოზულდება და
-რატომ?
-მინდა , რეალურად ვიყო შენთან და არა სიზმრებში.
-ისე ჩემს სიზმრებში უფრო სიმპათიური იყავი-სხვათაშორის ვეუბნები და მზერას ვარიდებ
-შენთვის ერთი კარგი სასჯელი უნდა მოვიფიქრო, რამხელა ენა გაქვს ამ პატარა გოგოს- მიბღვერს და სახეზე მაკვირდება
-მიყვარხარ ვბურტყუნებ და თავს მის მკერდზე ვდებ
თმაზე მეფერება და რაღაცას ჩურჩულებს, თუმცა უკვე არაფერი მესმის, ნელ-ნელა მივიწევ სიზმრების სამყაროსკენ და ცხოვრებაში პირველად არ მადარდებს ვინ ან როგორ მოვა ჩემს სიზმრებში.


მოკლედ ამ უნივერსიტეტის გადამკიდე ვეღარაფერი დავდე. ვეცდები შემდეგზე არ გალოდინოთ



№1  offline წევრი izabella

ვიფიქრე აღარ გაგრძელდებოდა, მაგრამ ახალი თავი რომ დავინახე ძალიან გამიხარდა. ❤❤❤
რამდენი გადაუტანია ალექსანდრეს და მიუხედავად ყველაფრისა როგორ კარგ ადამიანად დარჩა. ტკივილმა ფაქიზი სული ვერ დაუმახინჯა.
ვგიჟდები მე ამ წყვილზე, ისე მიყვარს ორივე. მია ყველაზე მაგარი გოგოა, ნასვამი ადამიანი საჭესთან ძალიან საშიშია და არ იყო იმის დრო პრანჭვა და თავის დაფასება დაეწყო. სწორად მოიქცა რომ არ გაუშვა და სახლში წაიყვანა.
ძალიან ტკბილი ისტორიაა, მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს❤❤❤

 


№2  offline წევრი mabby

izabella
ვიფიქრე აღარ გაგრძელდებოდა, მაგრამ ახალი თავი რომ დავინახე ძალიან გამიხარდა. ❤❤❤
რამდენი გადაუტანია ალექსანდრეს და მიუხედავად ყველაფრისა როგორ კარგ ადამიანად დარჩა. ტკივილმა ფაქიზი სული ვერ დაუმახინჯა.
ვგიჟდები მე ამ წყვილზე, ისე მიყვარს ორივე. მია ყველაზე მაგარი გოგოა, ნასვამი ადამიანი საჭესთან ძალიან საშიშია და არ იყო იმის დრო პრანჭვა და თავის დაფასება დაეწყო. სწორად მოიქცა რომ არ გაუშვა და სახლში წაიყვანა.
ძალიან ტკბილი ისტორიაა, მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს❤❤❤

მადლობა, ვეცდები მალე დავდო heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent