კაპიტანი (სრულად)
პატარა ისტორიით დავბრუნდი, იმედია მოგეწონებათ. *** -ქოწილია ქეიფია გრიალი, გრიალი, გრიალი ოხერ ტიალი, ასე მტერი დაგეცალოთ ფიალით, ფიალით ოხერ ტიალით.-რეზიმ თიკო დააბზრიალა და გულში ჩაიკრა. -კარგი რა რეზი, ასე ნუ იცი დატრიალება.-გაბრაზებულმა შეხედა თიკომ. -ყოველ დღე კი არ ვათხოვებ ერთადერთ დას?-ლოყები გაუწელა.-როგორ მომენატრება შენი წვალება.-ახლა წაუღიტინა და გულის წასვლამდე აცინა თიკო. -გეყოფა, არაფერი არ გეშველება, სულ შეიძლება ცანცარებდე?-გაბრაზებულმა შეხედა უფროს ძმას. -თიკო დედი მალე გაემზადე სალონში მივდივართ.-ოთახში თიკოს და რეზის დედა, ქალბატონი ჯული შემოვიდა. -მაცდის ეს ცანცარა?-მხარში მუშტი მისცხო ძმას და გაბუსხული ოთახში წავიდა. -რა სჭირს?-რეზიმ შეხედა დედას.-ამის ქორწილია თუ მეზობლის? თუ არ უნდა გათხოვება ვინ აძალებს? -დაველაპარაკები, არც მე არ მომწონს.-უკან აედევნა ჯული შვილს. -თიკო დედი კარგად ხარ? რაღაც გაწუხებს, რა ხდება?-საწოლზე ჩამოუჯდა ჯული და შვილი გულში ჩაიკრა. -ცუდი სიზმარი ვნახე დე. მარტო ვიდექი და ყველა მემშვიდობებოდა, შემეშინდა.-ტირილი დაიწყო. -დედი აფორიაქებული ხარ, ქორწილი გაქვს დღეს და სიზმარიც ალბათ ამიტომ ნახე.-აწყნარებდა ჯული შვილს. -არა დედა, ხომ იცი ჩემი სიზმრები. ყოველთვის მიხდება, გულიც ცუდს მიგრძნობს და მეშინია.-ცრემლი გაკიაფდა მის თვალებში. -რა სულელი მყევხარ. ყველაფერი კარგად იქნება, ნუ ნერვიულობ.-დააწყნარა ჯულიმ- ადექი მოემზადე. მერე იყო ჯვრისწერა, ხელის მოწერა და სტუმრები გაემართნენ კახეთში. თიკოს მამამ აიჩემა კახეთში უნდა გადავიხადო ქორწილი ჩემს ცნობილ მარანშიო. წასვლისას თიკო მანქანიდან გადმოვიდა და რეზისთან მივიდა, რაღაც გადაუჩურჩულა და ისევ თავის მანქანაში დაბრუნდა თავის უკვე ქმართან, რომელიც ბედნიერი სახით უღიმოდა ასევე ბედნიერ პატარძალს. -სად წახვედი?-ჰკითხა გიორგიმ. -რეზი გავაფრთხილე, რომ ნელა იარონ ბიჭებმა და არ დაიწყონ აქ შუმახერობა. -ჩემი ფრთხილი გოგო.-ლოყაზე აკოცა და გულში ჩაიკრა გიორგიმ თიკო. 5 წელია ერთმანეთი უყვართ, სკოლიდან მეგობრობა სიყვარულში გადავიდა. ოჯახებითაც მეგობრობდნენ და ყველას უხაროდა მათი ამბავი. შუა ტრასაზე რეზიმ მანქანა ისე გააჩერა, რომ ყველას გაზა გადაუკეტა, მერე კი მანქანიდან გადმოვიდა და ხმამაღლა განაცხადა. -აქ არც ერთმა არ დაიწყოთ გასწრება და შუმახერობა. პატარძლის თხოვნაა მშვიდად მივიდეთ თელავში. თუ ვინმე არ დამიჯერებს ქორწილში არ მოვუშვებ, დედას ვფიცავარ!-განაცხადა, მანქანაში ჩაჯდა და წინ გაიჭრა. ნახევარი გზა ეყოთ გაფრთხილება ახალგაზრდებს, მერე კი მაინც დაიწყეს გასწრება, შედეგად მოსახვევში მომავალი ტრაილერი დაეჯახათ და ნამდვილი ტრაგედია დატრიალდა, ქორწილის ბედნიერი დღე კოშმარად იქცა. -გოგონა რომელ სართულზე მიდიხართ?-ლიფტში შესული ახალგაზრდა მამაკაცის ხმამ გამოიყვანა წარსულის ფიქრებისგან. -მეექვსე თუ შეიძლება.-ნაძალადევად გაუღიმა მამაკაცს თიკომ და თავი მიაბრუნა, რომ მის თვალებში გამკრთალი ცრემლი არ დაენახა. -კარგად ხართ?-ეჭვნარევი ხმით შეხედა მამაკაცმა თიკოს და მზერა მის თვალებს მიაპყრო. -კი, ყველაფერი რიგზეა.-ლიფტის კარი გაიღო და თიკო თავის კაბინეტისკენ გაემართა. რატი კი მისი სილამაზით მონუსხული მანამ უყურებდა დერეფანში მიმავალ გოგოს, სანამ კარში არ გაუჩინარდა. მერე გამოერკვა და მეგობრის კაბინეტისკენ წავიდა. -ირაკლი როგორ ხარ?-კაბინეტში შეუვარდა თავის ბავშვობის მეგობარს.-ძლივს მოგაგენი. -ეს ვინ მესტუმრა, როგორ ხარ? როდის ჩამოხვედი?-ირაკლი მონატრებულ მეგობარს გადაეხვია. -გუშინ ჩამოვედი, დღეს ვგრიალებთ.-მხარზე ხელი დაარტყა მეგობარს. -ორშაბათია, ჩემს უფროსს დავკერავ შვებულებას ავიღებ, თორემ შენი გრიალი, რომ ვიცი ერთი კვირა ვერ გამოვფხიზდები.-ჩაილაპარაკა ირაკლიმ. -მიდი მერე დაურეკე.-მხარი გაკრა რატიმ. -მოსული იქნება, მივალ და დაველაპარაკები. -გამოგყვე და მოგეხმარო?-ირონიულად ჩაიცინა რატიმ და სავარძელში დაბზრიალდა. -ნუ ლაზღანდარობ, იცი რა მკაცრია? ვერ იტანს უპასუხისმგებლობას.-თავზე ნერვიულად მოისვა ხელი ირაკლიმ და კარისკენ გაემართა. -კარგი რა, შენ შვებულებას ითხოვ სხვისას ხომ არა. მონა ხარ? კაპიკებზე „გაპახავებს“ და შვებულებასაც გითვლის ტო?-ირონიული ღიმილით შეჰყურებდა რატი მეგობარს. -კარგი წავალ დაველაპარაკები.-კარი გაიხურა ირაკლიმ და დერეფანს გაუყვა, რატიმ კარში გაიხედა და დაინახა როგორ შევიდა ირაკლი იმ კაბინეტში, სადაც რამდენიმე წუთის წინ ის ლამაზი გოგო გაუჩინარდა. -ამის დედაც.. -ნერვიულად ხელი მოისვა რატიმ თავზე.-ის გოგოა ამის უფროსი? ახლა მესმის რატომ მუშაობს მონასავით.-ჩაილაპარაკა და გაეღიმა. ცოტა ხანში ირაკლი შემოვიდა ოთახში დაღონებული. -რაო? არაო?-კითხა რატიმ. -საღამომდე პროექტს თუ ჩამაბარებ წადიო.-სევდიანად ჩაილაპრაკა ირაკლიმ. -ჩააბარე მერე ტო.-სავარძლიდან წამოდგა რატი და ირაკლის გაშლილ პროექტს დაუწყო ყურება. -რა ჩავაბარო? გაგიჟდი? 3 დღის საქმეა. მართალია, ვადებში ვერ ჩავეტევით. შენი გადაგდება მომიწევს.-ისევ ნერვიულად მოისვა თავზე ხელი ირაკლიმ და დაუმთავრებელ პროექტს დააჩერდა. -ის ლამაზი გოგოა შენი უფროსი?-თვალი ჩაუკრა რატიმ მგობარს. -შენ რა იცი?-გაოცებულმა შეხედა ირაკლიმ. -ლიფტში შემხვდა, ნამტირალევი იყო. ახლა მესმის როგორ დაგიმონა, მეც ვერ მივატოვებდი.-სავარძლზე გადაწვა რატი.-მაგარი ნაშაა, სიამოვნებით.. -გეყოფა, შენ რომ დასდევ ქალებს, ისეთი არ გეგონოს.-სიტყვა გააწყვეტინა ირაკლიმ და გაბრაზებულმა უყვირა. -ყველა ქალი ერთნაირია.-არც რატი ჩამორჩა. -თიკო არა. 10 წლის წინ მის ქორწილში ავტოკატასტროფა მოხდა, ტრაილერმა გადაურა მანქანებს, თიკოს ქმარი, ძმა, ერთი ბიძაშვილი და კიდევ 3 კაცი ადგილზე დაიღუპნენ. თიკო მანქანიდან გადააგდო მისმა ქმარმა და სასწაულად გადარჩა. მას მერე შავი არ გაუხდია, სულ სევდიანია. საქმე კი კარგად იცის, მაგარი მენეჯერია, თავისით მიაღწია ყველაფერს და ყველა თანამშრომლის აზრს ითვალისწინებს. მისი კი არ გვეშინია პატივს ვცემთ. არ შემიძლია დავაღალატო და პროექტი არ ჩავაბარო. -კარგი, ხო, ანგელოზია ფრთების გარეშე.-მობეზრებულად გადაატრიალა თვალები რატიმ.- ჩვენ რა ვქნათ? ცოტა დრო მაქვს მერე ისევ ოთხი თვით მივდივარ ღია ზღვაში და ვეღარ გნახავ.-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა რატიმ. -არ ვილოთაოთ და საღამოს შევხვდეთ.-გამოსავალი მოძებნა ირაკლიმ. -შენ რა პონტში უნდა შეგხვდე ისე, თუ არ დავლიე?-იცინოდა რატი. -არ ხარ შენ ნორმალური.-გაეცინა ირაკლისაც. -ირაკლი.-კარში თიკო გამოჩნდა.-არ ვიცოდი სტუმარი თუ გყავდა.-უხერხულად დადგა კარში და რატის თავი დაუკრა. ამ უკანასკნელმა კი ხარბად შეათვალიერა გოგონა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. -ჩემი მეგობარი რატი.-წარუდგინა თიკოს რატი.-ეს კი ჩემი უფროსია ქალბატონი თინათინი. -სასიამოვნოა.-თავი დაუქნია თიკომ და ისევ ირაკლის მიუბრუნდა.-ირაკლი მერიიდან დამირეკეს, პროექტთან დაკავშირებით რაღაც დეტალები აინტერესებთ და შენი ნომერი მივეცი. მე გავდივარ, დაგირეკავენ და აუხსენი. -კარგი.-თავი დაუქნია ირაკლიმ და თიკოც უკან გაბრუნდა. -მეც წავედი.-ფეხზე წამოდგა რატი. -დამელაპარაკე მაინც, სად გარბიხარ?-ირაკლიმ დაადევნა სიტყვა რატის. -საქმე მაქვს სერიოზული.-თვალი ჩაუკრა რატიმ და ლიფტისკენ წასულ ქალს წამოეწია. თიკომ ლიფტი გამოიძახა და ნერვიულად დაიწყო თითების წვალება. რატიც გვერდში ამოუდგა და ხარბად ათვალიერებდა გოგონას. ლიფტში შევიდნენ, ისევ ჩუმად იყვნენ ორივე, სანამ ქვედა სართულზე არ გაჩერდა ლიფტი. -თიკო მოიცადეთ.-ხელზე ხელი მოკიდა რატიმ თიკოს და სევდიან თვალებში ჩახედა.-გაგიყვანთ, საქმე მაინც არაფერი მაქვს.-გაუცინა გოგონას. -მადლობა, მაგრამ... -არავითარი მაგრამ.. -მელოდებიან!-მკაცრად უთხრა რატის, თავი დაუკრა და ტროტუარს გაუყვა. რატი მანქანაში ჩაჯდა და ნელა გაუყვა გზას, მერე კი დაინახა თიკო მეტროში როგორ ჩავიდა. -სად ელოდებიან? მეტროში?-ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა, მანქანიდან გადმოვიდა, მანქანა დაკეტა და ისიც მეტროს კიბეებს დაუყვა.-რას მიკეთებს ასეთს, სად მივსდევ?-თავის თავს ელაპარაკებოდა რატი, როცა მეტროში ჩასული გაჩერდა და არ იცოდა როგორ შესულიყო, ბარათი არ ჰქონდა და იქვე მდგარ გოგონას ხელში 10 ლარიანი ჩაუჩურთა.-გთხოვ სასწრაფოდ გამატარე.-გაოცებულმა გოგონამ ბარათი დაადო და სწრაფად გაატარა რატი. ისიც სწრაფადვე დაეშვა ექსკალატორის კიბეებზე და თიკოს თვალიერება დაიწყო, მერე დაინახა ვაგონში როგორ შედიოდა და ისიც მატარებელში შევიდა. შევიდა და ვაი ამ შესვლას, საშინელი სივიწროვე იყო, ვიღაცა მერს აგინებდა არსებული მდგომარეობის გამო. ვიღაც ზაფხულის რეღიმზე გადასვას ჩიოდა. -მერს გონია თავად რომ ისვენებს და მისი ოჯახი, ჩვენც ისე გვაქვს საქმე აწყობი, რომ აღარ ვიცით რომელ კურორტზე წავიდეთ. ამ სიცხეში ეს გვინდოდა კიდევ?-უკმაყოფილებას გამოხატავდა ერთი ქალბატონი. რატი კი საცოდავად იდგა მისთვის უჩვეულო სიტუაციაში და გულში თავის თავს ლანძღავდა აქ ჩამოსვლისთვის. -მემანქანეების გაფიცვას პროგნოზირებენ და თუ გაიფიცნენ მერე ნახე უბედურება, ავტობუსში ხომ საერთოდ ვერ ახვალ.-გამოელაპარაკა მეორე უკმაყოფილო მგზავრი ასევე უკმაყოფილო ქალბატონს. მერე რატიმ დაინახა თიკო როგორ გავიდა ვაგონიდან და ისიც უკან მიჰყვა. -კიდევ კარგი შორს არ მიდიოდა თორემ ნამდვილად ვეღარ გავუძლებდი მეტს.-გაიფიქრა რატიმ და სწრაფად აედევნა ექსკალატორიკენ წასულ თიკოს. მგზავრებს გვერდი აუარა და უკან ამოუდგა გოგონას.-ე.ი. გელოდებიან არა?-ყურთან ჩასჩურჩულა. -აქ რა გინდათ?-გაოცებულმა შეხედა თიკომ. -მაინტერესებდა ვის ხვდებოდი?-წარბ აწეულმა შეხედა გოგონას. -რატომ?-წარბი აუწია თიკომაც. -ზოგადად უარს არ ვარ მიჩვეული. აქ სიარული ამჯობინე ჩემს მანქანაში ჩაჯდომას, მეგობრულად გთხოვე, რა დავაშავე ასეთი, ჩამჯდარიყავი და მშვიდად მიგიყვანდი, სადაც მეტყოდი. -უკაცრავად?-შეხედა გაოცებულმა გოგონამ.-კარგად ხართ? საერთოდაც ვინ ხართ, რომ ანგარიში გაბაროთ?-აღშფოთებას ვერ მალავდა თიკო. -მაპატიე, აგონიაში ვარ. ეს რა ხდება? კიდევ რომ მითხრან იქ ჩადიო თავს მოვიკლავ.-თავის მართლება დაიწყო რატიმ. -არც უთხოვია არავის. ჩამჯდარიყავი შენს ბოლო მოდელის ჯიპში, აგეწია ფანჯრებისთვის, ჩაგერთო კონდიციონერი და ირგვლივ მყოფი ადამიანების ნასუნთქი ჰაერიც არ გესუნთქა, როგორ ყველა მდიდარი და ყველა ჩინოვნიკი იქცევა. ბოდიშით თუ ხალხის უბედურება დაინახეთ?-ხმას უკვე ვეღარ აკონტროლებდა თიკო. -შენ რატომ სუნთქავ მათ ნასუნთქ ჰაერს, როცა შეგიძლია საკუთარი მანქანით იარო? არც შენ ხარ ღარიბი და საცოდავი.-არც რატი ჩამორჩა. -საქმე არ გაქვს? თავი დამანებე და ნერვებზე ნუ მეთამაშები. -ხელები გაშალა თიკომ, გვერდი აუარა და კიბეებს აუყვა. მერე გოგონასთან გაჩერდა, რომელიც მეტროს ცივ კიბეზე ჩამომჯდარიყო, ხელში ასე წლინახევრის პატარა გოგონა ეჭირა და ძუძუს აჭმევდა. ხელში ქაღალდის კუპიურა ჩაუდო, გოგონამაც მადლიერი თვალებით შეხედა და თიკომ გზა განაგრძო. რატიმ წუთის წინ გაიფიქრა, რომ ტაქსს გამოიძახებდა და უკან დაბრუნდებოდა, მაგრამ რაღაც ძალამ აიძულა და ისევ თიკოს აედევნა. კარგა ხანი მიუყვებოდა თიკო ტროტუარს, უკან მისდევდა რატიც, როცა მის ტელეფონზე ზარი შემოვიდა, ირაკლი ურეკავდა. -სად ჯანდაბაში ხარ?-გაბრაზებული ხმა ჰქონდა ირაკლის. -რა გინდა?-მობეზრებულად გასცა პასუხი რატიმ. -ტელეფონი გამორთული რატომ გქონდა, შენი მანქანა პატრულმა საჯარიმოზე გადაიყვანა, სად აჩერებ არ უნდა შეხედო?-ისევ გაბრაზებულმა ჩასძახა ირაკლიმ. -ამის დედაც.. სულ გამომაშტერა.-ტელეფონი გათიშა და მომავალ ტაქს ხელი აუწია. ცოტა ხანში ისევ ირაკლის კაბინეტში იდგა. -სად საჯარიმოზე გადაიყვანეს?-ნერვიულად თავზე ხელს ისვავდა რატი. -აი მისამართი. -ფურცელზე დაწერილი მისამართი გაუწოდა ირაკლიმ.-სად წახვედი? ნორმალური ხარ? მეტროს ჩასასვლელთან, ავტობუსის გაჩერებაზე ვინ აჩერებს მანქანას? -გამომაშტერა და მეტროში ჩავყევი, მანქანაში არ ჩამიჯდა და იმ სივიწროვეში ჩავიდა, იცი იქ რა ხდება ტო?-ნერვიულად საუბრობდა რატი. -მოკვდავებმა ვიცით. თიკოს აედევნე?-ჩაიცინა ირაკლიმ. -ხო, შენს თინათინს.-გაეცინა რატის თიკოს გაბრაზებული სახე რომ გაახსენდა. -თავი დაანებე, რას გადაეკიდე.-გაბრაზებულმა შეხედა ირაკლიმ. -მემანქანეს რომ დაეტორმუზებინა, რამდენი გახდებოდა მამა შენ არ იცი.-მეტროს შთაბეჭდილებებიდან ვერ გამოდიოდა რატი. -შენ ხომ სულ ბინძური აზრები გიტრიალებს.-თავი გაიქნია ირაკლიმ.-შენ როგორ გაძელი იქ?-გაეცინა ირაკლის როცა წარმოიდგინა რა მდგომარეობაში იქნებოდა რატი. -შენ იცინე და კარგადაც მიმალანძღა. -რა გითხრა? გინდა მე მომკლას? რატომ გაეკიდე? -რატომ დადის მეტროთი? სხვა ტრანსპორტი არ არსებობს? ბოლო ბოლო ამხელა კომპანიის მენეჯერია.-ხელები გაშალა რატიმ. -მანქანის შიში აქვს იმ ამბის მერე. სულ მეტროთი დადის, მამამისს მიჰყავს მანქანით ხოლმე. მანქანის უკანა მხარე ისე აქვს საერთოდ არ ჩანს არაფერი, პანიკური შიში ეწყება გზა თუ დაინახა მანქანიდან.-პროექტს ჩასცქეროდა და ისე ელაპარაკებოდა ირაკლი. -ამის დედაც.. დებილი ვარ, მე კიდევ გადავეკიდე გაგიყვან მეთქი და ვეჩხუბე მეტროთი რატომ დადიხართქო.-ნერვიულად დადიოდა რატი. -რატი მომისმინე,-ხმას აუწია ირაკლიმ.-თიკო იმ გოგოების რიცხვში არ შედის შენ რომ დასდევ, თავი დაანებე და ახლოს არ გაეკარო. -რა იყო, შეყვარებული ხომ არ ხარ? -მიყვარს, როგორც კარგი მეგობარი და მასთან თამაშის უფლებას არ მოგცემ.-თითი დაუქნია ირაკლიმ. -თუ გიყვარს მითხარი და თავს დავანებებ.-თვალი ჩაუკრა რატიმ, თან ირონიული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. -კარგი, მიყვარს. შეეშვი!-ხმას აუწია ირაკლიმ. -მე რომ შევეშვა იგონებ, საყვარელ ქალზე ასე არ ლაპარაკობენ. ვერ მატყუებ, არ გამოგდის.-მხარზე მუშტი მისცხო მეგობარს. -რატი! საკმარისად ეტკინა, ათი წელია ვერ გამოიგლოვა, შენ ნუღარ გაურთულებ ცხოვრებას. თავი დაანებე, ვიცი შენ ქალები რისთვისაც გჭირდება.-ისევ ბრაზობდა ირაკლი. -იმ ძუკ*ამ რაც გამიკეთა იმის მერე როგორ შეიძლება რომელიმე ქალს ვენდო. ქალი უნდა გა*მო და მიაგდო.-ზიზღი და სიძულვილი გამესახა სახეზე რატის. -გეყოფა, შენ თუ არ გაგიმართლა ცხოვრებაში, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ერთნაირია. -ისიც ანგელოზს გავდა, როგორც შენი თინათინი.-ხელი კარიკსკენ გაიშვირა და ბრაზისგან ყელზე ძარღვები დაებერა. -თავი დანებე რატი, თორემ მაგრად გაწყენინებ.-უკვე შეშფოთებული უყურებდა ირაკლი და მის გადარწმუნებას ცდილობდა. -შენ პროექტს მიხედე და მალე მორჩი. რაც მალე მორჩები მით მალე დავანებებ მაგ შენს უფროსს თავს. მანამდე ცოტას გავერთობი.-ეშმაკურად გაიღიმა რატიმ, თითქოს რაღაც ჩაიფიქრა. -მანქანა, რომ საჯარიმოზე გყავს და გადასახდელი ჯარიმა საათობრივია დაგავიწყდა შენ?-მობეზრებულად შეხედა ირაკლიმ და ნახაზებს ჩახედა. -აუ მანქანა, სულ გამომაშტერა რა. წავედი ახლა მე მანქანას გამოვიყვან და საღამოს მაინც ვგრიალებთ.-თვალი ჩაუკრა ირაკლის და კარში გავიდა რატი. **** რამდენიმე დღის მერე ბარიდან მთვრალები ირაკლის სახლში მივიდნენ და სიცილით ბავშვობის ამბებს იხსენებდნენ. რატი ტელევიზორის წინ იჯდა და პულტს აწვალებდა. საინფორმაციო გამოშვება გადიოდა ტელევიზორში. უაზროდ უყურებდა ტელევიზორს, მანამდე სანამ მეტრო არ გაიგონა. მერე ყურადღებით დაიწყო ყურება და ხმას აუწია. -„მეტროს მემანქანეები გაიფიცნენ, მეტროს სადგურები არ იმუშავებს. მერმა განცხადება გააკეთა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს მეტროს გაჩერების გამო.“-აცხადებდა ჟურნალისტი. -დიდი შეღავათი. -ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა.-ესენი სრულ ჭკუაზე არიან? -რა იყო?-ირაკლი გამოვიდა აბაზანიდან. -მეტრო გაიფიცა და ავტობუსები უფასოდ გატარებენო. ხალხი არ ეცოდებათ ამ სიცხეში? რას აკეთებენ ტო?-გაბრაზებული ლაპარაკობდა რატი. -რატი შენ ხარ თუ მეჩვენება?-სიცილი დაიწყო ირაკლიმ.-ხალხის ბედით როდიდან დაინტერესდი? -ჩავიდეს მეტროში, ან ავიდეს თავად ავტობუსში და მერე გამოვიდნენ სიტყვით. ესენი ვინ არიან?-მერე თიკოს ნათქვამი გაახსენდა, „ხალხის ნასუნთქ ჰაერსაც არ სუნთქავენო“ და გაეცინა. -ყოჩაღ თიკოს, შენ თუ ვინმე გაგალღობდა არ მეგონა. ერთ დღეში შეგცვალა, ნიჭი აქვს ამ გოგოს ადამიანებზე ზემოქმედების.-იცინოდა ირაკლი. -რა ვიცოდი ტო? რა ხდება მეტროში მე რა ვიცი.-ნერვიულად ათამაშებდა ხელში პულტს და თან ტელევიზორს თვალს არ აცილებდა. -ასე არ იცის არც მერმა და არც დანარჩენმა მთავრობამ.-გაუღიმა ირაკლიმ. -მაგათ კი უნდა იცოდნენ. მაგათი ვალია იცოდნენ, ეგ ხალხი უხდის მაგათ ხელფასს და ხალხს უნდა ემსახურონ, ხალხი კი არ უნდა ემსახუროს მაგათ და იზრუნოს მაგათ კომფორტზე.-არ ცხრებოდა რატი. -ოპოზიციონერიც გახდა ჩვენი რატი.-იცინოდა ირაკლი. -რა ოპოზიცია ბიჭო. ვიღაც საცოდავი გოგო ერთი წლის ბავშვით მეტროს კიბეზე იჯდა და ბავშვს ძუძუს აჭმევდა. იმას სოციალური დახმარება არ უნდა ჰქონდეს? მანქანა გადავიფორმე რუსთავში ვიყავი 5 თვის უკან და ვიღაც გაბღენძილი როჟა გადმოვიდა მაგარი მანქანიდან და ჩემს ძმიშვილზე უნდა გადავაფორმო მანქანაო. მინდობილობის საკითხები აინტერესებდა. მერე იძახის, სოციალური არ მინდა მომიხსნან მანქანა არ მინდა დამიფიქსირდესო. მე ხო მაინც ვერკვევი, სულ ბრენდები ეცვა ტიპს. ლამის დედა ვაგინე, როგორ არ რცხვენია, სოციალურს როგორ იღებს, როცა ვისაც მართლა სჭირდება იმათ არ აქვთ დახმარება.-არ ცხრებოდა რატი და ნერვიულად დადიოდა ოთახში. -რატი მეჩვენება თუ მართლა შენ ხარ?-შეხედა ირაკლიმ გაკვირვებულმა. -მე ვარ და ამათი დედაც...-გაბრაზებულმა შეიგინა და საძინებლისკენ წავიდა. -მგონი ჯობია თავი დავანებო ამ ორს, ასეთ ზეგავლენას თუ ახდენენ ერთმანეთზე იქნებ..-თავისთვის ჩაილაპარაკა ირაკლიმ და სავარძელში მოკალათდა ტელევიზორის წინ. **** თიკო სამზარეულოში ყავას ამზადებდა, აფორიაქებული იყო, ჭიქა ხელიდან გაუვარდა და გაუტყდა. -დედი კარგად ხარ?-სამზარეულოში ჯული შემოვიდა. -კარგად ვარ.-თვალი მოარიდა თიკომ და თავისთვის ჩაილაპარაკა. -რაღაც უცნაური ხარ დედი ამ დღეებში, სულ აფორიაქებული ხარ, სულ თითებს იმტვრევ, რამე გაწუხებს? ან ამ ღამით რატომ სვამ ამ ყავას?-შეხედა გაბრაზებულმა შვილს. -დედა საბუთებს უნდა გადავხედო, ბევრი რამ მაქვს გადასამოწმებელი, არ მინდა დამეძინოს. გთხოვ გამიკეთე ყავა და სამზარეულოსაც მიხედე. ცოტა უხასიათოდ ვარ და ვფორიაქობ.-ხვეწნის თვალებით შეხედა დედას. -რამე ხდება დედი? სხვანაირი ხარ?-გაღიმებულმა შეხედა შვილს ჯულიმ. დიდი ხანია შვილი ასეთი არ ენახა. -გადამეკიდა, უკან გამომყვა.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა.-მერე მე დამაბრალა ყველაფერი, ნამდვილი ხეპრეა. ოფისიდან კი ვერ ვიცილებ, იქ ჩასახლდა. -ხელებს ნერვიულად იმტვრევდა და გაბრაზებული ლაპარაკობდა თიკო. -ვინ დედი. ვისზე ლაპარაკობ?-შვილის ცვლილებაზე ეღიმებოდა ჯულის, იმედი მიეცა შვილ მკვდარ დედას, რომ მისი ერთადერთი შვილი ცხოვრებას დაუბრუნდებოდა. -რატი.-ჩაილაპარაკა თიკომ და რატის სახელის ხსენებისას მის თვალებში რაღაც გაკრთა. არ უტყდებოდა საკუთარ თავს, მაგრამ ეს კაცი მართლაც მოქმედებდა მასზე. -რატი ვინ არის?-ისევ ეღიმებოდა ჯულის. -არ ვიცი ვინ არის, ირაკლის მეგობარია. 5 დღის წინ გავიცანი და ჭკუიდან გადამიყვანა. ვინ კითხავს მე რა ტრანსპორტით ვივლი. ყველას გიჟი რატომ ვგონივარ. გადაკიდებულია, ყოველ დღე მოდის და ირაკლის უზის სამსახურში, რომ ვხედავ ვნერვიულობ, ისიც მატყობს და ჯიბრით, შესვენების პერიოდში სულ იქ უზის.-ისევ ნერვიულად იმტვრევდა თითებს და ვერ გაერკვია ეს რა გრძნობა იყო. რატომ უნდოდა მისი ნახვა და თან რატომ უნდოდა მისი თავიდან მოცილება, თითქოს ორი თიკო იბრძოდა. -დედა მე გამოვიგლოვე, შავიც გავიხადე, შენ კი ეს გლოვა დაუსრულებელი გახადე. ამიტომაც გთვლიან გიჟად. ოცდამეერთე საუკუნეში ასეთი გლოვა იშვიათია. -სევდიანად ჩაილაპარაკა ჯულიმ, ძალიან ნერვიულობდა შვილზე, ერთი შვილი დაკარგა და ათი წელია მეორე შვილის ტანჯვას უყურებს. -ჩემი ბრალია დედა.-ტირილი დაიწყო. -შენ რა შუაში ხარ? გეყოფა.-ხმას აუწია ჯულიმ. -მე მინდოდა ქორწილი. ქორწილი, რომ არ გადამეხადა ეს არ მოხდებოდა. -თიკო დედი, ეს უფალმა გადაწყვიტა და მოხდებოდა. -ლუკას ისე უნდოდა სიცოცხლე.-ამოიტირა გოგონამ. -ლუკა განწირული იყო, ლეიკემია ჰქონდა. რატომ მოგიტანა ის დღიური ნატალიმ, იმის მერეა რომ ცოცხლად კვდები. თავად 21 წლის შვილი დამარხა და ერთ წელში რესტორნებს თავზე იმხობდა. თურმე თანამშრომლებს ვერ გამოტოვებდა. მეც დავმარხე 25 წლის შვილი მაგრამ გამოვიგლოვე. შენ კი უნდა დაასრულო დედა ეს გლოვა. -თვალ წინ სულ ის ტრაილერი მიდგას, ყოველ ღამე სიზმარში იგივე მეორდება, როგორ დავივიწყო? იცი როგორი შიშ ჩამდგარი თვალებით მიყურებდა გიორგი, როცა ხელი მკრა და მანქანიდან გადამაგდო? ეს მხოლოდ მე დავინახე, სხვა ყველა მკვდარია. რატომ გადავრჩი, რატომ მეც არ მოვკვდი?-ტიროდა თიკო. -კარგი, ნუღარ იხსენებ. დაივიწყე და დამშვიდდი, ყავას გაგიკეთებ.-სევდიანად შეხედა შვილს ჯულიმ.- შენი ანალიზის პასუხები მოვიდა, ფოსტამ მოიტანა. -მერე, მჭირს რამე?-ინტერესით შეხედა ჯულის. -არა ჯანმრთელი ხარ.-გაუცინა ჯულიმ შვილს. -სამწუხაროა, მეგონა რამე ისეთი დაავადება მექნებოდა, რომ მოვკვდებოდი. -თიკო კმარა! ჩვენზე არ ფიქრობ საერთოდ?-ხმას აუწია ჯულიმ და ყავის მოდუღება დაიწყო.-შავი უნდა გაიხადო!-მკაცრად უთხრა შვილს. -არ მინდა, როცა მომინდება გავიხდი. -გინდა, თუ არ გინდა უნდა გაიხადო. ლურჯი ჩაიცვი, ნაცრისფერი. ნუ გაფერადდები თუ არ გინდა, მაგრამ შავი უნდა გაიხადო. ***** საწოლზე გულაღმა იწვა და ჭერს მიშტერებოდა, თვალწინ კი სულ თიკო უდგა თავის ცრემლიანი თვალებით. -რას ვაკეთებ? რატომ ავიჩემე?-ამოილაპარკა.-რას მმართებს ეს გოგო? ლიზას მერე ასე არ ვყოფილვარ.-მერე 5 წლის წინ წავიდა ფიქრებით და გაახსენდა თავის პატარა, ცქრიალა შეყვარებული. როგორ სთხოვა ცოლობა, როგორ გადაიხადეს გრანდიოზული ქორწილი, ბავშვის დაბადება. მაშინ როგორი ბედნიერი იყო, მერე სასწავლებლად თბილისში გამოუშვა, ხელი შუწყო ყველანაირად. ღია ზღვაში 4-5 თვე გადიოდა და ბედნიერი მიიჩქაროდა თბილისში მონატრებულ ცოლ-შვილთან. სურპრიზის მოწყობა ჰქონდა გადაწყვეტილი და საყვარელთან ერთად ნახა ჩახუტებული. -ყველა ერთნაირია.-სიმწრისგან კბილებში გამოსცრა. მერე ისევ გაახსენდა წარსული. -„მაპატიე. არ მოგყვებოდი ცოლად, არ მინდოდა. დედა დამემუქრა რატის თუ არ გაჰყვები და დათოს გაჰყვები ბავშვის პამპერსის ფული, რომ არ გექნება მე არ მომაკითხოო. ამიტომაც გამოგყევი, ვეცადე და ვერ დავივიწყე, მიყვარს და ბავშვიც მისია.“-ლიზას აღსარება ყურში ჩაესმოდა და სიბრაზისგან თვალები უელავდა. სიყვარულის რწმენა დაკარგა, ყველა ქალში მოღალატეს ხედავდა და სტკიოდა. ვერ ივიწყებდა გიგას, ბავშვზე ერთი წელი ზრუნავდა და თავი ბავშვის მამა ეგონა. ერთ წამში ბედნიერი ოჯახიდან არაფერი აღარ დარჩა, თურმე მისი ფული და შემოსავალი უნდოდათ მხოლოდ. მას მერე ქალი მხოლოდ გართობის ობიექტი იყო რატისთვის. რამდენ გოგოს მოუკლა გული ამ ხუთი წლის მანძილზე და ისევ აგრძელებდა. -ლიზასაც მასავით სუფთა თვალები ჰქონდა. არ უნდა მოგატყუოს მისმა თვალებმა.-თავის თავს შემოუძახა, საწოლიდან ადგა და სწრაფად ჩაიცვა. ნახევარ საათში ღამის 3 საათზე თიკოს ოფისის წინ იდგა და შესასვლელ კარს ირაკლის გასაღებით აღებდა. ოფისში ფრთხილად შეიპარა, მერე კი ლიფტისკენ დაიძრა და პირდაპირ თიკოს კაბინეტში შევიდა. პატარა და მყუდრო კაბინეტი დახვდა, ისეთი წესრიგი იყო ირგვლივ. ყველა საბუთს და ყველა ნივთს თავისი ადგილი ჰქონდა. ქურდივით თიკოს უჯრების შემოწმება დაიწყო. არ იცოდა რას ეძებდა, რამე ისეთი უნდოდა ენახა, რაც მის აზრს დაადასტურებდა, რომ ყველა ქალი მოღალატეა. -ვნახოთ რას მალავთ ქალბატონო თინათინ. ჩაილაპარაკა და უჯრაში გაცრეცილ წიგნაკს გადააწყდა. გადაშალა და ამოიკთხა, „ჩემი დღიური“. კითხვა დაიწყო და ვერ ხვდებოდა რას კითხულობდა. ვიღაც ყოველდღიურ ჩანაწერებს აკეთებდა ათი წლის წინ, მაგრამ ეს თითქოს თიკო არ იყო. -ვისი დღიურია? რატომ ინახავს?-ჩაილაპარაკა. „ვარსკვლავები“ ამოიკითხა ერთ-ერთ გვერდზე და კითხვა განაგრძო. „ვარსკვალებით მოჭედილია ცა. ბავშვობაში ბებომ მითხრა, თუ ვარსკვლავი ჩამოვარდა და ჩაიფიქრებ სურვილი აგისრულდებაო. ფანჯარაში ვზივარ და ველოდები, იქნებ ჩამოვარდეს ვარსკვლავი და ჩემი სურვილი ვუთხრა. -ლუკა დედი არ იძინებ.-დედა მეძახის. -ცოტა ხანში დავიძინებ, შენ დაიძინე დე.-გავძახე და ისევ ცას დავუწყე ყურება.“ -რას ვაკეთებ, სულ გამო*ვდი.-ნერვიულად თავზე ხელი გადაისვა რატიმ და ისევ კითხვა განაგრძო. „ისეთი ლამაზია, ისეთი უსასრულო. რომ მოვკვდები იქნებ მეც ვარსკვლავივით გამოვეკიდო ცაზე. ჩემს ჯიბრზე არ წყდება არც ერთი ვარსკვლავი. მამა გიორგიმ მითხრა, ისეთი კეთილი ხარ შენ სამოთხეში მოხვდებიო. მე არ მინდა სამოთხე უფალო, აქაური ჯოჯოხეთი მირჩევნია სამოთხეს. არ მინდა სიკვდილი, გთხოვ არ წამიყვანო უფალო. ჩემთვის არ გთხოვ, დედას ეტკინება, მამასაც. ჩემს თიკოს ეტკინება, ყველაზე მეტად, ვიცი თიკოს ეტკინება. ისეთი ბედნიერია, ორ დღეში ქორწილი აქვს, მინდა კიდევ დიდი ხანი ვიცოცხლო, რომ თიკოს არ ეტკინოს. მინდა თიკო დიდი ხანი იყოს ბედნიერი. იმ გოგოსაც ეტკინება მეტროში, რომ მათხოვრობს. ისეთი ლურჯი თვალები აქვს, რომ შევხედე თითქოს ოკეანის ფსკერს ვუყურებდი. მამა ყოველ დღე 5 ლარს მაძლევს გზის ფულს, 4 ლარს იმ გოგოს ვაძლევ უფალო, რომ საჭმელი იყიდოს. მეცოდება, ისეთი უმწეოა, ისეთი უსუსური. რომ ვიცოდე ვიცოცხლებ ცოლად მოვიყვანდი, მე ეს გოგო ძალიან მიყვარს. ისე უხარია, რომ დამინახავს, თითქოს მელოდება და იცდის, რომ მე უნდა მივიდე. რა თქმა უნდა მიცდის, მე ხომ მისთვის საჭმელი და ფული მიმაქვს. არ მინდა იქ იდგეს, მინდა დავიცვა. ვარსკვლავი მოსწყდა ცაზე, მინდა ვიცოცხლო. ჩავიფიქრე და მერე გამახსენდა ცისფერთვალება გოგო. ეგოისტი ვარ, მწვავე ლეიკემია, მე მაინც განწირული ვარ და იქნებ იმ გოგოს კარგად ყოფნა ჩამეფიქრებინა. ვარსკვლავების თვლას ვიწყებ, ერთი, ორი, სამი...ოთხმოცდა ორი. ამერია თვლა, ვეღარ ვითვლი. რატომ აღარ ვარდება, რომ ჩემი გოგოსთვისაც ჩავიფიქრო. სუსტად ვარ, უნდა ძალა მოვიკრიბო, კარგად უნდა გავხდე, თიკომ ასეთი არ უნდა მნახოს, თორემ ეტკინება. დავიძინებ და ძალებს აღვიდგენ.“ -ეს რა იყო?-რატიმ თვალებიდან წამოსული ცრემლები მოიწმინდა.-ვინ არის ლუკა? ან რა აკავშირებს თიკოსთან?-ფეხის ხმა გაიგონა დერეფანში და დღიური უჯრაში დააბრუნა. -აქ რა ჯანდაბას აკეთებ?-თიკო იდგა დაცვის პოლიციასთან ერთად კარში და თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა. -სტუმრად მოვედი.-წინ დაუდგა რატი და ცდილობდა აღელვება არ დასტყობოდა. -ქურდივით, რომ შემოიპარე ჩემს კაბინეტში იცი და ამისთვის პასუხისგებაც, რომ მოგიწევს ესეც იცი ხომ?-წარბი აუწია თიკომ რატის. -დავაპატიმროთ ქალბატონო თინათინ?-პოლიციელი დაწინაურდა. -არ არის საჭირო, სიგნალიზაცია მოხნან და თავად გავარკვევ.-მიუბრუნდა პატრულის თანამშრომელს. -ოქმის შევსება მოგიწევთ, ცრუ განგაშისთვის.-დაცვის პოლიციელმა შეხედა თიკოს. -შევავსებ, ქვემოთ დამელოდეთ.-უთხრა დაცვის თანამშრომელს და რატის მოუბრუნდა.-სერიოზულად უნდა დაგელაპარაკო.-გაბრაზებულმა გამოსცრა კბილებში და დაცვის პოლიციას უკან აედევნა. -ამის დედაც, რატომ მაშინვე არ ჩაირთო სიგნალიზაცია, როგორ ვერ ვიფიქრე, რომ სიგნალიზაცია იქნებოდა. ირაკლის ვერ გადაურჩები.-ნერვიულად ბოლთას სცემდა. თხუთმეტი წუთის განმავლობაში რატი, თიკოს კაბინეტში ნერვიულად დადიოდა. მერე დერეფანში ფეხის ხმა გაიგონა და ირონიული ღიმილი აიკრა სახეზე. -ახლა კი ამიხსენი აქ რას აკეთებ?-ხმას აუწია თიკომ. -სტუმრად მოვედი.-ირონიული ღიმილი სახეზე აიფარა და ისე უთხრა გოგონას. -ღამის სამ საათზე? არანორმალური ხარ? რას აკეთებ? რატომ დამსდევ? ვინ ხარ? რამდენის უფლებას აძლევ საკუთარ თავს?-ყვიროდა თიკო. ირონიული ღიმილით დაიძრა რატი მისკენ და თიკომაც უკან დაიხია.-არ მომიახლოვდე.-თითი აუწია თიკომ, მაგრამ რატიმ გოგონას ხელი გაუკავა, მეორე ხელით წელზე აიკრა და მის ტუჩებს მგელივით დააცხრა. გაბრძოლება სცადა თიკომ, მაგრამ უშედეგოდ, რატი ისევ კოცნიდა და არც ხელს არ უშვებდა. მერე მოსცილდა თიკოს და სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა. თიკომ დრო იხელთა და განთავისუფლებული ხელი სახეში გაარტყა.-აღარ გაბედო და აღარ მომიახლოვდე, შევცდი, რომ ციხეში არ გაგიშვი.-განრისხებული უყურებდა რატის. -ეს შენ ამირიე ტვინი.-რატიმაც ხმას აუწია.-ეს შენ გამომაშტერე და დაგსდევ 35 წლის კაცი 18 წლის ცანცარა ბიჭივით. -ვინ გთხოვა უკან მსდიეო. მანიაკი ხარ? ქალი პირველად დაინახე? -შენი თვალები, ის ცრემლიანი თვალები, ვერ ვიგდებ თავიდან. -ნუ მეთამაშები!-ისევ უყვიროდა თიკო.-წადი აქედან და აღარასოდეს გადამეყარო. -თუ ვერ გცილდები? თუ შენს თვალებს ვხედავ სულ?-რატიც უყვიროდა. -გეყოფა! ეგ ზღაპრები იმ ქალებს მოუყევი, ვისაც აქამდე უყვებოდი. კარგად ვიცნობ შენნაირ ტიპებს, ქალი თქვენთვის გართობის ობიექტია მხოლოდ. აიკვიატე, რომ საწოლში შემითრევ და ერთობი. წადი და არ გადამეყარო.-თითი ცხვირწინ მიუტანა თიკომ. -კარგი. ახლა წავალ, მაგრამ დავბრუნდები.-კარი გააღო და დერეფანს გაუყვა რატი. თიკო კი იატაკზე ჩაიმუხლა და მწარედ ატირდა. ტიროდა და თავი არ აუწევია მანამ, სანამ ისევ კარის ხმა არ გაიგონა. ცრემლიანი თვალები შეიმშრალა და წამოდგომა დაპირა, რომ რატი მივიდა და ისიც იატაკზე ჩაიმუხლა, ატირებული გოგონა ხელში აიტაცა და კარისკენ დაიძრა. -რას აკეთებ, დამსვი.-ფართხალებდა თიკო. -ნუ ფართხალებ, დამივარდები და რამეს მოიტეხავ.-გულზე მაგრად მიიკრა ატირებული გოგონა, ლიფტს არ დაელოდა კიბეებზე დაეშვა და კარში გავიდა, მანქანასთან მივიდა, კარი გააღო და თიკო წინა სავარძელზე დასვა. მერე უკან დაბრუნდა, ოფისის კარი დაკეტა და დაკეტილ მანქანაში მძღოლის ადგილი დაიკავა. -რატი არ შემიძლია, ამას ნუ აკეთებ.-ერთიანად კანკალებდა თიკო და ტიროდა. -ხელი მომკიდე და არ გამიშვა.-ხელი ჩასჭიდა გოგონას რატიმ და მანქანა დაძრა. თიკომ კი თვალები დახუჭა და კანკალს უმატა.-დამშვიდდი, არაფერი მოხდება, ნუ კანკალებ, შემომხედე და თვალებში მიყურე. -არ შემიძლია.- კანკალს უმატა თიკომ, ცალი ხელით რატის უჭერდა ხელზე ხელს, ცალით კი მაქანის კარს იყო ჩაფრენილი. -შეგიძლია, შიში უნდა დასძლიო. ცხოვრებას თვალებში უნდა ჩახედო. უნდა დაუპირისპირდე და ყველა პრობლემა დასძლიო.-უყვიროდა რატი და თანდათან სიჩქარეს უმატებდა.-გაახილე თავლები ამის დედაც...-დაუყვირა ისევ თიკოს და მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა. შეშინებულმა თიკომ თვალები გაახილა და რატიმ ისევ გაზის პედალს მიაჭირა მკვეთრად ფეხი. -ხედავ, არაფერი არ მოგივა. დამშვიდდი და ნუ კანკალებ.-ღიმილით გადახედა გოგონას, რომელიც გზას უყურებდა და ნელ-ნელა კანკალს წყვეტდა. -რატომ აკეთებ ამას, რატომ გადამეკიდე?-ამოიტირა თიკომ ისევ, ისე რომ გზისთვის თვალი არ მოუცილებია. -მე არ გადაგეკიდე, ეს შენ გადამეკიდე შენი თვალებით.-გაღიმებული უყურებდა რატი. -ჩემი შიშით და სისუსტით სარგებლობ. -ლუკა ვინ არის? -ვინ ლუკა? -ვისი დღიურიც უჯრაში გიდევს. -რა უფლებით ქექავდი ჩემს პირად ნივთებს? -შენი სულის დანახვა მინდოდა. -რა დაინახე მერე?-გაბრაზებულმა შეხედა რატის. -ტკივილი. ვინ არის ლუკა? -ჩემი ბიძაშვილი, ჩემს ქორწილში გარდაიცვალა. -ის გოგო მეტროსთან ის არის? -ლუკას უყვარდა, მეც ყოველ დღე მივდივარ და ლუკას მაგივრად ვჩუქნი ფულს. -შავებს რატომ არ იხდი? -არ შემიძლია, როცა დრო მოვა გავიხდი. -ასე ვინ გლოვობს? -შენღა მაკლდი? ყველა რატომ მითითებს როგორ ვიგლოვო და როგორ მტკიოდეს.-ყვიროდა თიკო. -როგორ გტკივა? მომიყევი.-ყვირილში არ ჩამორჩა რატიც. -სიტყვებით ვერ აღწერ ტკივილს, ეს უნდა განიცადო, რომ მიხვდე. -შენ გგონია შენ გტკივა მარტო? -შენ არა მგონია გტკიოდეს, ან იცოდე რაც ნიშნავს საყვარელი ადამიანების დაკარგვისგან გამოწვეული ტკივილი.-გაბრაზებულმა შეხედა თიკომ. -მეც მტკივა დიდებულო თინათინ. გული მეგლიჯება, არ ვარ ცივ სისხლიანი. -რატიმ მანქანა გზიდან გადააყენა და თიკოს შეხედა თვალებში.- შვილი მეგონა, უგონოდ მიყვარს და სხვისი შვილი აღმოჩნდა. მიღალატა, სხვა უყვარდა და იმიტომ გამომყვა ცოლად, რომ ჩემი ფული უნდოდა. ქალთა მთელი მოდგმა მძულდა, რამდენს მოვუკალი გული არ იცი, შური სხვა ქალებზე ვიძიე, ისე მიყვარდა მას ვერც კი ვატკინე. -ვწუხვარ.-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა თიკომ. -შენს თვალებში ჩამდგარი ცრემლი, რომ დავინახე გული გამილღვა. არ ვიცი, გადაგეკიდე და ვერ გეშვები. თითქოს ის სხივი ხარ, რომელმაც ჩემი გაციებული გული უნდა გაალღოს. -სახლში წამიყვანე.-რატის შეხედა ცრემლიანი თვალებით. -არა, თერაპია არ დამთავრებულა.-გაზის პედალს ფეხი მიაჭირა და მანქანით ქალაქი დატოვა. -სად მივდივართ? სახლში მინდა?-ამოიტირა თიკომ. -ჩემს დაჩაზე, საგურამოში. -რა მინდა შენს დაჩაზე, ახლავე მოაბრუნე მანქანა.-ყვიროდა თიკო. -მე მინდა.-გოგოს პანიკურ შიშზე ეღიმებოდა რატის და ხელზე ხელს არ უშვებდა. -მანიაკი ხარ? რატომ შემოძვერი ჩემს ცხოვრებაში? -შენ შემოძვერი ჩემს ტვინში და ახლა ჩემგან ვეღარ დაიხსნი თავს. -რატი გთხოვ სახლში წამიყვანე. -არა! ნუ ფართხალებ და ჭკვიანად იჯექი. თიკო მიხვდა, რომ ვერაფერს გახდებოდა და გაჩუმდა, ცრემლები თავისით მოსდიოდა თვალებიდან, არ იცოდა რა უნდოდა რატის მისგან? თუმცა არც შიში არ ჰქონდა მისი, თითქოს რატისთან სიახლოვე მასაც მოსწონდა. ბედს დამორჩილდა, მშვიდად უყურებდა ლამპიონებს გზაზე, რატის თერაპიამ შედეგი გამოიღო, აღარ ეშინოდა. -მოვედით,-მანქანას გარშემო შემოუარა და თიკოს კარი გააღო.-გადმოდი. -რატი.-ამოიტირა თიკომ. -ნუ ტირიხარ და გადმოდი.-თიკოც დამორჩილდა და მანქანიდან გადავიდა.-წამოდი, არ შეგჭამ.-ხელი წელზე მოჰხვია და სახლში შეიყვანა.-დილის 6 საათია, საძინებელს გაჩვენებ და დაიძინე.-ზედა სართულზე აიყვანა თიკო და ერთ ერთ საძინებელში შეიყვანა. თავად უკან გამობრუნდა და სამზარეულოში შევიდა. ვერ იძინებდა, აფორიაქებული იყო, ქალი რომელიც ასე აგიჟებდა მის სახლში იყო და ის შეხებასაც ვერ ბედავდა. თიკო კი ოთხად მოკეცილი იწვა უცხო მამაკაცის საძინებელში და საკუთარ უსუსურობაზე ბრაზდებოდა. მერე დაეძინა, გიორგი დაესიზმრა პირველად ამ ათი წლის მანძილზე, უღიმოდა და ემშვიდობებოდა, თიკო ეხვეწებოდა დარჩენილიყო, თუმცა გიორგი დაემშვიდობა და წავიდა. შეშინებულმა გაიღვიძა და წელზე სიმძიმე იგრძნო. -კარგად ხარ? ნუ ფართხალებ?-რატიმ წამოყო თავი. -შენ აქ რატომ ხარ?-შეშინებულმა შეხედა რატის. -ჩემი საძინებელია და იმიტომ. არც შენ ადგები და აქ დაიძინებ.-ძლიერად აიკრა გულზე გოგონა და ძილი განაგრძო. -რატი ეს არასწორია? მე ასე ... -ჩუმად!-თიკო თავისკენ გადააბრუნა და მის ტუჩებს დაეწაფა. თითქოს გალღვა, მის მკლავებში გაიტრუნა და ხმა აღარ ამოუღია.-ახლა დაიძინე სანამ შორს წავედი.-დაიჩურჩულა მის ყურთან, თიკოც დამფრთხალი მიენდო და მის მკლავებში დაეძინა. დილით ტელეფონის ზარმა გააღვიძა, თვალები ძლივს დააცილა ერთმანეთს და რატი დაინახა მისი ტელეფონით ხელში ვიღაცას ელაპარაკებოდა. -მოაგვარე დღეს ვერ მოვა.-ჩასძახა ტელეფონში და გათიშა.-ირაკლი იყო, მოაგვარებს ყველაფერს, შენ კი ჩემთან რჩები დღეს. -რატი სახლში წამიყვანე, ჩემი სისუსტეებით ნუ სარგებლობ.-გაბრაზებულმა შეხედა რატის. -არა, თერაპიის კურსი არ დასრულებულა.-გაუცინა რატიმ.-მაშინ წაგიყვან, როცა მაგ თვალებიდან ტკივილს ნაწილობრივ მაინც გავაქრობ. -ამ თვალებიდან ტკივილს ვერავინ გააქრობს, ნურც შენ გჯერა სასწაულების. -გავაქრობ! თუ შენ შეძელი და ტკივილი დამიამე, მეც შევძლებ და გავაქრობ.-მერე გოგონა ხელში აიტაცა და კიბეებზე დაეშვა.-საუზმე მზად არის.-სამზარეულოში სკამზე ჩამოსვა და ყავა და კრუასანები დაუდო წინ. -გადასარევი მზარეული ხარ?-გაეცინა თიკოს. -მე მეტი არაფერი ვიცი. თუ არ მოგწონს შენ მოამზადე.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა.-მე ისე მოვინდომე. -კარგი ნუ ბრაზდები.-სკამიდან ადგა და რატისთან მივიდა. გამბედაობა მოიკრიბა, ისე უნდოდა ჩაჰხუტებოდა.-მადლობა ჩემზე რომ ზრუნავ.-ლოყაზე აკოცა გაბუტულს. -მოდი ჩემთან.-ხელი მოჰხვია წელზე და თიკო კალთაში ჩაისვა.-დღეს „ვშოპინგობთ.“-ყურზე აკოცა და თიკოს რეაქციაზე გაეცინა.-კანი გეხორკლება, რომ გეხები. -ძალიან გამითამამდი.-შეხედა გაბრაზებულმა. -სხვანაირად ვერ გაგალღვე.-ისევ ყურზე აკოცა და გულზე მიიხუტა. -რატი მეშინია. -რისი გეშინია? -ვინც მიყვარდა ყველა ერთ დღეს დავკარგე და მეშინია. -მე არ დამკარგავ, შეგიძლია გულის კარი გააღო.-გაუცინა რატიმ. -შენი დანახვისთანავე გავაღე ეგ კარი, უბრალოდ შემეშინდა, შენ კი ისე აგრძელებდი ჩემს ნერვებზე თამაშს, გადავირიე. -მიყვარხარ და მინდა ჩემი დაგარქვა.-გულში იკრავდა თიკოს და ეჩურჩულებოდა. -მე ჯერ კარგად უნდა გავერკვე, რა მინდა და საით მივდივარ.-კრუასანს და ყავას ხელი დაავლო და დააგემოვნა.-ყველაზე გემრიელი საუზმეა რაც კი გამისინჯავს.-შეხედა რატის და ლოყაზე აკოცა. რატი კი მის ტუჩებს მისწვდა და ხარბად დაეწაფა. -ეს ტუჩები უფრო გემრიელია. ადექი ახლა, 12 საათია უკვე, თბილისში მივდივართ და მოლში ახალ ტანსაცმელს ვყიდულობთ. -რატი ჯერ არ მინდა. -გინდა! იცი როგორ მაინტერესებს სხვა ტანსაცმელში როგორ გამოიყურები? -რატი მე შენზე არაფერი არ ვიცი.-სევდიანად შეხედა. -რა გაინტერესებს მითხარი და მოგიყვები. -რას საქმიანობ? -კაპიტანი ვარ. -რა ხარ?-გაოცებულმა შეხედა. -გემის კაპიტანი ვარ. ერთ კვირაში 4 თვით მივდივარ ისევ გემზე. -მიდიხარ?-სევდიანად შეხედა. -არ მოიწყინო, ბევრ საჩუქრებს ჩამოგიტან.-გაუცინა რატიმ. -არ მჭირდება.-გაიბუტა თიკო. -მოიცა, მებუტები? ასეთია ჩემი სამსახური და რა ვქნა, თავი დავანებო? შენ შემინახავ? -სხვა სამსახური არ არსებობს? 4 თვე დიდი დროა. -დამივიწყებ? -არა. მომენატრები.-თავი მის ყელში ჩარგო და ატირდა.-ახლა, როცა ცხოვრება სხვა თვალით დავინახე, ახლა როცა სიცოცხლე მინდა. შენ უნდა წახვიდე და დაიკარგო 4 თვე. -არ წავალ და თავს დავანებებ სამსახურს. არ იტირო გთხოვ.-იცინოდა რატი. -ნუ დამცინი. -ცოტა ხანი ჩუმად ისხდნენ ჩახუტებულები.-დამირეკავ?-ისევ შეხედა თვალებში. -დაგირეკავ! ყოველ საღამოს დაგირეკავ და თუ გინდა ძილის წინ ზღაპარსაც მოგიყვები.-იცინოდა რატი. -ზღაპრები უტვინო ქალებს მოუყევი, მანამდეც რომ უყვებოდი იმათ.-გაუბრაზდა თიკო. -ჩემი ბრაზიანი გოგო.-გულში იკრავდა საყვარელ ქალს და ეცინებოდა. ბედნიერები იყვნენ, ერთმანეთის ტკივილი გააყუჩეს, მომავალს იმედით დაუწყეს ყურება და სიცოცხლის ხალისი დაიბრუნეს. ისაუზმეს და თბილისში წამოვიდნენ, რატის დაჟინებული მოთხოვნით იყიდა ახალი ტანსაცმელი. ბევრი კამათის მერე, მაინც სადა და ბაცი ფერის ტანსაცმელი შეარჩია. -რომ დავბრუნდები მე ჩამოგიტან ახალ ტანსაცმელს და აუცილებლად ჩაიცმევ.-თითის ქნევით უთხრა გაბრაზებულმა. -ნუ მიბრაზდები, ასე უცებ ვერ გავფერადდები.-სევდიანი თვალებით შეხედა რატის. -არადა როგორ გიხდებოდა ის მწვანე კაბა. შენი მწვანე თვალების ფერი იყო.-გულდაწყვეტილმა ჩაილაპარაკა რატიმ. -მწვანე ჩემი საყვარელი ფერი იყო. ყველაფერი გავაჩუქე რაც მანამდე მქონდა ტანსაცმელი.-გაახსენდა როგორი იყო ათი წლის უკან და ისევ სევდამ მოიცვა. -მე გიყიდი ბევრ მწვანე ფერის ტანსაცმელს.-თვალი ჩაუკრა რატიმ.-შენ კი ჩაიცმევ და არ შემეწინააღმდეგები. -რატი, უფრო ცოტა ხნით, რომ წახვიდე არ შეიძლება?-თვალებში ცრემლი გაუკრთა. -არა, არ შეიძლება, როგორ მომენატრები.-შეხედა სევდიან თვალებში. -რატი. რაღაც დასასრულებელი მაქვს და მაწუხებს. იმ კატასტროფის მერე არ ვყოფილვარ სასაფლაოზე. არ მინდოდა მენახა, არ მქონდა ძალა, მეშინოდა და ვერ შევძელი. შეგიძლია მიმიყვანო? უნდა დავემშვიდობო, ახალ ცხოვრებას ისე ვერ დავიწყებ, უნდა ვნახო მათი საფლავები. დღემდე ისე ვიქცევი თითქოს ცოცხლები იყვნენ. ისევ დავდივარ იმ კაფეში, სადაც ერთმანეთს ვხვდებოდით, ორი კაცისთვის ვუკვეთავ და ველოდები, თითქოს იქ არის ისიც. ლუკას სახელოსნოში მივდივარ და ვხატავ, ორი მოლბერტი მიდევს და მგონია ლუკაც გვერდით არის და ხატავს. სტადიონზე მივდივარ და შეხვედრას ვუყურებ, მგონია რეზიც იქ არის და კალათბურთს თამაშობს, ისევე ვგულშემტკივრობ მათ გუნდს ათი წლის მერე, როგორც ადრე. უნდა დავასრულო, ყველა გიჟად მთვლის. ეს უნდა დავასრულო და შენი დახმარება მჭირდება. -წაგიყვან.-ნაღვლიანი თვალებით უყურებდა რატი და ეშინოდა. ეშინოდა, რომ ტკივილს ვერ გააქრობდა თიკოს თვალებიდან, თუმცა მაინც აგრძელებდა ბრძოლას. -დილით მოვალ და სამსახურში წაგიყვან. მეტროს მემანქანეები გაიფიცნენ და ვიცი სხვა ტრანსპორტში ვერ ჩაჯდები. შიში გადავლახეთ, აღარ კანკალებ.-თიკოს ხელები თავის ხელებში მოიქცია და აკოცა. -შენი დახმარებით.-თიკომაც გაუღიმა.-მაგრამ ჩემს ნივთებში რომ იქექებოდი არ მიპატიებია.-თითი დაუქნია. -არც გთხოვ მაპატიაო, შეგიძლია დამსაჯო, ყველანაირ სასჯელს ავიტან.-რატიმაც გაუღიმა თიკოს და მანქანა დაძრა. ჩუმად იყვნენ მთელი გზა, ხმას არცერთი არ იღებდა, დრო და დრო გადახედავდნენ ერთმანეთს და ჩუმად ეღიმებოდათ. თითქოს ტკივილი გაქრა, თითქოს ორივეს გული დაამდა, ცუდზე აღარ ფიქრობდნენ და ერთმანეთის სუნთქვას ისმენდნენ.-სად ცხოვრობ? -ოფისთან რომ გზა ადის ბოლომდე უნდა ახვიდე და ზემოთ. -ოფისთან ახლოს ხარ? -ხო, გადმოვცხოვრდი, ტრანსპორტის შიშის გამო. -ოფისში როგორ მოხვედი? -მამამ მომიყვანა, მშობლების სახლში ვიყავი და დამტოვა. -წაყვანა არ გინოდოდა? -მეტროს მემანქანეები გაიფიცნენ და ჩემს ბინაში გადავწყიტე დარჩენა. სამი გაჩერებაა, ფეხით გავივლიდი. -ღამით? -არ მეშინია, მშიშარა არ ვარ, როცა ფეხქვეშ მიწას ვგრძნობ.-გაუღიმა საყვარელ მამაკაცს. -და როცა მე მიკიდია ხელი-თვალი ჩაუკრა რატიმ. მერე ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, რატიმ მანქანა კორპუსთან გააჩერა და თიკო ბინამდე მიაცილა. -ხვალამდე. -ხვალამდე.-თვალი ჩაუკრა და ხელით საათი დაანახა რატიმ. გაღიმებული შევიდა თიკო ბინაში, მერე თითქოს რაღაც ეტკინა, თითქოს მოღალატედ იგრძნო თავი. სურათთან მივიდა, რეზი, გიორგი და ლუკა უცინოდნენ ფოტოდან. მისი სამი უსაყვარლესი მამაკაცი, რომლებიც ერთ დღეს დაკარგა. ცრემელები წამოუვიდა თვალებიდან, ხატების წინ სანთელი დაანთო, ილოცა მათი სულებისთვის, მერე ისევ ფოტო აიღო ხელში. -მაპატიეთ, რადგან გადაწყვიტე, რომ უნდა დავრჩენილიყავი და მეცოცხლა მე გავაგრძელებ სიცოცხლეს. მასაც სტკივა, ისიც მარტოსულია და მეც. იქნებ შემიყვარდეს სიცოცხლე, იქნებ აღარ ვიფიქრო სიკვდილზე, იქნებ განვკურნოთ ერთმანეთის გულები. მინდა ვცადო, 10 წლის მერე პირველად მომინდა, რომ ვიცოცხლო. მაპატიეთ, მაგრამ მე უნდა ვცადო.-სურათი თავის ადგილზე დააბრუნა და საძინებელში შევიდა. იმ ღამით მშვიდად ეძინა, იმ ღამით არ დასიზმრებია ტრაილერი და ავტოკატასტროფა. ტელეფონის ზარმა ფიქრებიდან გამოიყვანა, ირაკლი ურეკავდა. -თიკო ქვემოთ ვართ და გელოდებით.-გაისმა ირაკლის ხმა. -ახლა გამეღვიძა, წადით და მე ჩემით მოვალ.-ჩასძახა თიკომ. -ირაკლის დავტოვებ და მოვბრუნდები.-ტელეფონში რატის ხმა გაისმა. -კარგი.-აღარ შეწინააღმდეგებია. ტელეფონი გათიშა და სააბაზანოში გაიქცა. უცებ მოწესრიგდა, ახალი ტანსაცმელი ჩაიცვა, ყავა დალია და ტელეფონმაც დარეკა. -ჩამოდი, ქვემოთ გელოდები.-რატი ურეკავდა. -კარგი, მოვდივარ.-ჩანთას ხელი დაავლო და ბედნიერი სახით დაეშვა კიბეებზე. რატი მანქანას იყო მიყუდებული და სიგარეტს ეწეოდა, თიკოც მისკენ გაემართა. მანქანის კარი გაუღო და თიკოც წინა სავარძელზე მოკალათდა, ყოველგვარი შიშის გარეშე გაიხედა წინ და გაღიმებულმა შეხედა საჭესთან მჯდომ რატის. - ძალიან ლამაზი ხარ.-გაუღიმა რატიმ. -ირაკლის დღეს გამოუშვებ. პროექტი სრულყოფილია, შვებულება ეკუთვნის.-გაღიმებულმა შეხედა საყვარელ მამაკაცს, უკვე უყვარდა ეს კაცი და დაიჩემა. -გაუშვი მერე, მე რა. ოფისიდან ვერ მომიცილებ.-თვალი ჩაუკრა რატიმ. -მეგობარი ჩამომივიდა და შვებულება მინდაო, რამდენი მეხვეწა. შენ კიდევ ოფისიდან არ გავალო.-უსაყვედურა თიკომ. -სხვა საზრუნავი მაქვს მე. ერთ კვირაში მივდივარ და მერეც მეყოფა უშენოდ ყოფნა.-თვალი ჩაუკრა თიკოს. -კარგი, შეხვედრა მაქვს ახლა ჩეხ ინვესტორებთან. შეხვედრის მერე დაგირეკავ და წამიყვანე სასაფლაოზე.-გაუღიმა თიკომ და მანქანის კარი გააღო. -მოიცა, ასე ცივად? -ხელი დაუჭირა რატიმ და თავისკენ შემოაბრუნა.-რატომ მოიწყინე, არ მაკოცებ? -კარგი რა რატი, პატარა ბიჭივით ნუ იქცევი.-ხელი გააშვებინა და მანქანიდან გადავიდა. ისევ ცივად იქცეოდა, გული ისევ დაუმძიმდა, რატომ იყო ასე სევდიანი, რატომ არ ცდილობდა მწუხარებისგან თავი დაეხსნა? რატი კი იმედ გაცრუებული იჯდა მანქანაში და ფიქრებში იყო წასული. რატომ იხევდა თიკო უკან? რატომ გაურბოდა? არ ენდობოდა ბოლომდე, ეს იყო მიზეზი და ეს ნდობა უნდა მოეპოვებინა თიკოსგან. -ამის დედაც..-ხელი საჭეს დარტყა.-მალე გამომიცხადებს მეგობრები ვიყოთო. მაინც რა უნდა?-თავის თავს ელაპარაკებოდა რატი. მერე მანქანა გადააყენა და ირაკლისთან ავიდა ოფისში. -სად წაიყვანე?-ეცა ირაკლი შესვლისთანავე.-შენ სულ გამოშტერდი? -საგურამოში ვიყავით და ისედაც ნერვებზე ვარ შენ ნუღარ მიმატებ.-შეუღრინა ირაკლის. -ღამე რაღა გინდოდა ოფისში, ჩემი გასაღები რატომ წაიღე? რა გინდა, სამსახურიდან გამაგდოს შენს გამო?-ისევ ყვიროდა ირაკლი. -არ გაგაგდებს დაწყნარდი, მშვიდად იყავი.-რატიმაც უყვირა. -აისრულე ხომ ოცნება, მოიკალი ჟინი, ახლა რას აპირებ? მიატოვებ და მორჩა ხომ? მისი ტკივილი სულ გკიდია არა?-უყვიროდა ირაკლი. -კმარა! ჯერ არ ვწოლილვარ მასთან, დაწყნარდი.-რატიმაც უყვირა. -რატომ წაიყვანე საგურამოში? რატი არ გაპატიებ თუ ატკენ. არ გაპატიებ შენს ძმობას ვფიცავარ. შენზე ნაკლებად არ მიყვარს თიკო და თუ მას ატკენ იცოდე, რომ არ ვარსებობს შენთვის.-თითის ქნევით უთხრა ირაკლიმ და გაბრაზებულმა შეხედა ბავშვობის მეგობარს. სწორედ ამ დროს დერეფანში თიკო იდგა კარს უკან და რატის და ირაკლის დიალოგს ისმენდა, ატირებული კაბინეტში ჩაიკეტა, მერე ცრემლები შეიმშრალა. დიდი ტკივილის მიუხედავად ძლიერი ქალის ნიღაბი აიკრა სახეზე და ინვესტორებთან შევიდა შეხვედრაზე. შეხვედრამ კარგად ჩაიარა, იქიდან სულ სხვა თინათინი გამოვიდა, ტკივილმა გააძლიერა და ნიღაბაკრულმა დატოვა ოფისი. -დამთავრდა შეხვედრა?-კარში შემოსულ ირაკლის მიაჩერდა რატი. -დამთავრდა!-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა ირაკლიმ. -წავედი მე თიკოსთან.-კარში გადიოდა რატი ირაკლის სიტყვები, რომ წამოეწია. -წავიდა თიკო, შეხვედრის მერე ოფისიდან წავიდა.-სევდიანადა ჩაილაპარაკა. სწრაფად მოძებნა თიკოს ნომერი და დაურეკა, თუმცა არ პასუხობდა, არც რატის და არც ირაკლის. -სად წავიდა არ თქვა?-შეხედა შეშინებულმა რატიმ ირაკლის. -არ ვიცი? ყველა შეხვედრა გადადეო ეკას დაუბარა და ოფისიდან გავიდა.-მხრები აიჩეჩა ირაკლიმ. -კითხე ეკას სად წავიდა, სწრაფად!-დაუყვირა რატიმ ირაკლის, ეს უკანასკნელიც თიკოს მდივანთან გაიქცა. -ეკა სად წავიდა თიკო?-ირაკლი შეუვარდა ოთახში ეკას, უკან კი რატი მიჰყვა და კარებში გაჩერდა. -არ ვიცი, ერთი კვირით არ ვიქნები ყველა შეხვედრა გადადეო, შვებულება აიღო, დამფუძნებელს დაურეკა ქალაქიდან გავდივარ და მნიშვნელოვანი შეხვედრები არ დამიგეგმოო. ირაკლი შენ დაგტოვა მოვალეობის შემსრულებლად და არ გითხრა?-გაოცებულმა შეხედა ირაკლის ეკამ. -არაფერი არ უთქვამს.-ჩაილაპარაკა ირაკლიმ, რატის ხელი მოჰკიდა მკლავში და თავის კაბინეტისკენ წაიყვანა. -რა გააკეთე? რა მიქარე ახლავე მითხარი? არასოდეს აუღია შვებულება, სად წავიდა, რატომ წავიდა?-გაბრაზებული უყვიროდა რატის. -არაფერი არ მიმიქარავს.-რატიმაც დაუყვირა.-მიყვარს, არ შემიძლია და ვერ შევძლებ რამე ვატკინო. მეშინია, რომ შეიძლება დავკარგო. უნდა ვნახო, უნდა გავიგო სად წავიდა. სასაფლაოზე აპირებდა წასვლას, მთხოვა მარტო ვერ მივალ გამომყევიო, ასე უცებ რა დაემართა არ ვიცი.-სავარძელში ჩაჯდა და თავი ხელებში ჩარგო რატიმ.-სად ვეძებო? -არ ვიცი. იმდენი სასაფლაოა, სად გინდა მიაგნო.-ირაკლი დადიოდა ოთახში და ბოლთას სცემდა. -დაურეკე და გამირკვიე სად წავიდა, ვერ წავალ თუ არ ვნახე, გავგიჟდები. 4 თვე რა გაძლებს, რომ მეცოდინება, რომ გაბრაზებულია.-ნერვიულობდა რატი. -მართლა გიყვარს?-შეხედა ირაკლიმ. -მართალი იყავი, ის სულ სხვანაირია, მიყვარს, მიყვარს და გავაფრენ თუ არ ვნახე.-მაგიდას ხელი დაარტყა რატიმ და ნერვიულად დაიწყო ოთახში სიარული. **** ერთ რამეს ვერ დაუკარგავდა რატის, ტაქსი გააჩერა და სასაფლაოზე წავიდა. შიში რასაც გრძნობდა გაქრა, ძლიერი და გამბედავი ქალი გახდა. -შევძელი და მოვედი. -თიკო გიორგის საფლავთან იყო ჩამუხლული და ტიროდა.-ისევ შემიყვარდა, მაგრამ არ აღმოჩნდა ისეთი როგორიც მეგონა. გადავიტან, შენი დაკარგვა გადავიტანე და ამასაც გადავიტან. დღეს იტალიაში მივფრინავ. გაგიკვირდა არა? უნდა წავიდე, მანქანის აღარ მეშინია, თვითმფრინავშიც ჩავჯდები. ამას მაინც უნდა უმადლოდე რატის, 10 წლის მერე შიში დავძლიე. მილანში ჩავალ, რომშიც, ვენეციაშიც. ყველგან მივალ სადაც უნდა წვსულიყავით ერთად. მერე კი უნდა გამიშვა, ახალი ცხოვრება უნდა დავიწყო. ის მგლოვიარე გოგო აქ უნდა დავტოვო, რეალობას თვალებში ჩავხედე 10 წლის მერე და მოვედი. აღარც იმ კაფეში არ მივალ, 10 წელია გელოდები და შენი ნამცხვარი შეუჭმელი რჩება. ყველას გიჟი ვგონივარ, აღარ დაგელოდები. მაპატიე, მაგრამ უნდა დაგტოვო, შენ ხომ არ წამიყვანე და მანქანიდანაც გადამაგდე, მეც უნდა დაგტოვო. ყვავილებს მოგიტან, სანთელსაც დაგინთებ, მაგრამ ისე არ მოგექცევი, როგორც ცოცხალს. ახლა წავალ, ლუკა და რეზი უნდა ვნახო, მათაც უნდა დავემშვიდობო.-ცრემლები შეიმშრალა და გიორგის სასაფლაოდან გამოვიდა. ლუკას და რეზისაც დაემშვიდობა, ტელეფონი გამორთო და იტალიაში გაფრინდა. ერთი კვირა ეძებდნენ თიკოს, თუმცა ვერსად მიაგნეს. მერე რატი წავიდა ბათუმში და სევდიანმა შეაბიჯა გემის ბორტზე. რატის წასვლის მერე დაბრუნდა სამსახურში. დაისვენა, ახალი ენერგიით და შემართებით შეუდგა საქმეს. ის მშიშარა თიკო გაქრა, ახლა ძლიერი და გამბედავი ქალი დაუბრუნდა სამსახურს, რომელიც თანამშრომლებს შენიშვნებს მკაცრი სახით აძლევდა. ყველა ატყობდა ცვლილებას, თანდათან მისი სამოსიც გაფერადდა და ხასიათიც უფრო მკაცრი გაუხდა. -თიკო დაბრუნდი?-ირაკლი შევიდა მის კაბინეტში.-რამდენი გეძებეთ. -ირაკლი კარზე ჯერ უნდა დააკაკუნო და მერე იკითხო შეიძლება თუ არა შემოსვლა.-შეხედა მკაცრი სახით. -რა გჭირს ტო? სისხლი გადაგისხეს?-გაეღიმა ირაკლის. -ირაკლი რა გინდა?-საბუთებს თავი დაანება და მკაცრი სახით შეხედა ირაკლის. -რა რა მინდა, ლამის მოკვდა ნერვიულობით, სულ ძალით გავაგდე. ამ ოთხ თვეში მოკვდება ნერვიულობით.-უთხრა ირაკლიმ. -რატომ ნერვიულობდა, დადებული პირობა ვერ შეასრულა და საწოლში ვერ შემიტყუა?-ხმას აუწია თიკომ. -თიკო უყვარხარ, ასეთი რატი მე არ მინახავს. ლამის იტირა რომ ვერ გიპოვეთ. -თიკოს დარწმუნებას ცდილობდა ირაკლი. -რატიზე ლაპარაკი აღარ მინდა, აქ აღარასდროს აღარ მოვიდეს, თორემ დავივიწყებ, რომ კარგი თანამშრომელი ხარ, სამსახურიდან გაგიშვებ.-ხმას აუწია თიკომ და ხელით ანიშნა კაბინეტიდან გადიო. თიკოს კაბინეტიდან გამოსულმა მაშინვე რატის დაურეკა. -გამოჩნდა, ისეთი სხვანაირია ვერ ვიცანი. -რა გითხრა, სად წავიდა? -სამსახურიდან გაგადებ, ეგ შენი რატი ოფისში თუ შემოაბიჯებსო. გაცოფებულია, მთელი თანამშრომლები თითის წვერებზე დადიან დილიდან. ასეთი თიკო არავის უნახავს. -კარგია რომ დაბრუნდა და კარგად არის, მშვიდად ვიქნები. ოთხ თვეში კი დავბრუნდები და მოუწევს ახსნა სად გაიპარა. -ეგონა ეთამაშებოდი, არ სჯერა რომ გიყვარს. -იმ დილით სჯეროდა, მერე რა დაემართა?-გაოცებული იყო რატი. -არ ვიცი, მართლა არ ვიცი. ისე მალე დაბრუნდი, თორემ ისეა გალამაზებული, ცოფებს რომ არ ყრიდეს ბევრი მოიტაცებდა.-იცინოდა ირაკლი. -შენ რისთვის ხარ მანდ, ახლოს არავინ გაეკაროს, თორემ ვერ გადამირჩები.-გაბრაზებულმა ჩასძახა მეგობარს. -კარგი მივხედავ, მთავარია კარგად არის. მე როგორ გაუძლებ ამის პრიკაზებს ოთხი თვე, მართლა არ ვიცი.-ნერვიულად ჩაილაპარაკა ირაკლიმ. ცალკე რატი ფიქრობდა გემზე სულ თიკოზე, ცალკე თიკო ვერ ივიწყებდა რატის. ძალიან შეიცვალა, გულ ჩათხრობილი გახდა, ისევ სევდიანი დადიოდა, ნაძალადევ ღიმილს იკრავდა ნიღბად სახეზე. რატი კი რომელ პორტშიც ჩერდებოდა ყველგან მაღაზიებს აკითხავდა და საჩუქრებს ყიდულობდა თიკოსთვის. -რომც გაგაგდოს სამსახურიდან გეხვეწები შედი და დამანახე-ეხვეწებოდა რატი ირაკლის. -მართლა გამაგდებს. სურათს გადაუღებ ჩუმად და გამოგიგზავნი. -სურათიც გამომიგზავნე და თან დამანახე.-ეხვეწებოდა რატი. -კარგი შევალ, პროექტზე უნდა დაველაპარაკო, ტელეფონს ისე დავიჭერ ჩართული იქნება და შენი ხმა არ გავიგო მანდედან.-თითი დაუქნია ირაკლიმ. -კარგი. დავდუმდი.-გაუცინა რატიმაც. -თიკო პროექტის დეტალებზე უნდა დაგელაპარაკო.-კაბინეტში შევიდა ირაკლი. -შემოდი, დამელოდე ფინანსურებს ვამოწმებ, ხუთ წუთში მოვრჩები და განვიხილოთ. -კარგი დაგელოდები.-სავარძელში მოკალათდა ირაკლი და ტელეფონის კამერა თიკოსკენ მიაბრუნა. ბედნიერი შეჰყურებდა საყვარელ ქალს რატი. ისე უნდოდა ახლოს ყოფილიყო და გულში ჩაეკრა.-თიკო! -რა მოხდა? რაღაცის თქმა გინდა და ნერვიულობ. შვებულებაში გასვლა გინდა?-შეხედა ირაკლის. -არა რა შვებულება. რატი არ გენტრება?-შეხედა თიკოს ირაკლიმ. -არა!-მკაცრად შეხედა თიკომ.-მე შენ აგიკრძალე შენს ძმაკაცზე საუბარი. -მას კი ძალიან ენატრები. სულ შენზე მელაპარაკება. -ირაკლი!-თვალები დაუბრიალა ირაკლის. -მართლა ძალიან ენატრები, ტელეფონზე რომ გირეკავს რატომ არ პასუხობ? რატომ ხარ მასზე გაბრაზებული? -ყველა ერთნაირია და მაგიტომ. -იმ დილით რა მოხდა? -მისი გეგმები შევიტყვე, შენ რომ არწმუნებდი გული არ ატკინოო. რა გითხრა? გამომიყენებდა და მიმატოვებდა ხომ? -არა! ეგ რატის არ უთქვამს და არც აპირებდა. თავიდან აპირებდა, მაგრამ შეუყვარდი. მართლა უყვარხარ. -არ მჯერა და არ ვენდობი. -კიდევ 3 თვე უნდა იყოს წასული, იქნებ დაელაპარაკო, ცოდოა. -ირაკლი! -კარგი მეტს აღარფერს აღარ გეტყვი.-ხელები მაღლა ასწია და ტელეფონიც გათიშა. -გადი ხელს მიშლი, საღამოს დამიტოვე პროექტი და მე თვითონ გავივლი. -კარგი.-კაბინეტიდან გამოვიდა და ისევ რატის დაურეკა. -სულ შენი ბრალია. -რატიმ დაუწყო ჩხუბი.-შენ მეცი იმ დილით და არასწორად გაიგო, ან რას ჩაუკაკლე და უთხარი თავიდან რას ვგეგმავდი? -რა ვიცოდი თუ შეგიყვარდა. -ამის დედაც.. არ სჯერა ჩემი, ნდობა დაკარგა. ისევ სტკივა და ეს გულს მიკლავს. რა გაძლებს ამ სამ თვეს. დამანახე ხოლმე ტელეფონით. -კარგი!-უთხრა ირაკლიმ და ტელეფონი გათიშა. უსასრულოდ გაიწელა სამი თვე, ენატრებოდა თიკოს რატი. ღამით კოშმარები აღარ ესიზმრებოდა, სამაგიეროდ რატიზე დარდობდა, რატის გამო ტიროდა და რატის გამო სტკიოდა გული. რატისაც ენატრებოდა, ირაკლი ყოველ კვირა ატარებდა ფოკუსებს. ტელეფონი რჩებოდა თიკოს კაბინეტში ჩართული და რატიც უყურებდა მონატრებულ ქალს, ხედავდა მის ტკივილს და გული სტკიოდა. **** -დღეს ჩამოვდივარ და პირდაპირ თბილისში მოვდივარ.-ტელეფონში ჩასძახა ირაკლის. -ვგრიალებთ ხვალ?-გახარებულმა შეხედა მონატრებულ მეგობარს. -არა! თიკო უნდა შემოვირიგო.-მხიარულება ჩააშხამა ირაკლის. -მე სულ დაგავიწყდი.-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ირაკლიმ და ტელეფონი გათიშა. ღამის სამ საათზე თიკოს სახლთან იდგა და კარზე აკაკუნებდა. -ვინ არის.-შეშინებულმა ჩაილაპარაკა კარს უკან. -მე ვარ და ახლავე გამიღე კარები. სანამ მეზობლებმა გაიღვიძეს და ჭორაობა დაიწყეს შენზე.-რატი იდგა თიკოს კართან და გადაწყვეტილი ქონდა არ წასულიყო სანამ არ ნახავდა. -წადი! -არა! -რატი წადი! -ფეხსაწმენდზე დავიძინებ და არ წავალ.-პოზიციას არ თმობდა რატი. -რატომ მოხვედი?-კარი გააღო და შეხედა მონატრებულ მამაკაცს, როგორ უნდოდა ჩახუტებოდა, როგორ უნდოდა თუმცა სიამაყე არ აძლევდა უფლებას. -უნდა ვილაპარაკოთ! ახლავე და სახლში შემომიშვი.-თვალებში დაჟინებით უყურებდა. -წადი! სხვა დროს ვილაპარაკოთ.-ხმა გაიმკაცრა თიკომ. -ახლავე!-მის ტუჩებს მისწვდა და კოცნით შეიყვანა სახლში, ფართხალებდა თიკო, თუმცა წინააღმდეგობას ვერ უწევდა.-როგორ მომენატრე.-გულში იკრავდა ატირებულ გოგონას და სახეს უკოცნიდა. -რატი გაჩერდი! გთხოვ.-უყვირა თიკომ. -ცოლად გამომყევი.-ჯიბიდან ნიშნობის ბეჭედი ამოიღო და თიკოს გაუწოდა. -რა? რას აკეთებ? -გეგონა გეთამაშებოდი? მიყვარხარ და ცოლად გამომყევი.-უღიმოდა გოგონას. -მე... -დაიბნა თიკო, ყველაფერს ელოდა გარდა ამისა.-არანორმალური ხარ. -არანორმალური ვარ, გიჟიც, მაგრამ უგონოდ შეყვარებულიც. გამომყვები ცოლად? ეს ბოლოა და მეტად აღარ გთხოვ.-თითი დაუქნია თიკოს. -გამოგყვები.-ყელზე მოეხვია მონატრებულ მამაკაცს და მის ყელში ატირდა. -რა გატირებს?-ცრემლიანი თვალები დაუკოცნა და გულში ჩაიკრა. -მე მეგონა..-ისევ ტიროდა თიკო. -თავიდან მეც მეგონა ცოტას გავერთობოდი, მაგრამ გული გამილღვე. არ მეგონა ოდესმე თუ კიდევ შემიყვარდებოდა.-მის ყელში ჩურჩულებდა რატი. -არც მე მეგონა თუ ოდესმე შემიყვარდებოდა კიდევ. არ მეგონა სიცოცხლე თუ მომინდებოდა.-მამაკაცის მკერდზე მიხუტებული ტიროდა თიკო. -როგორ მომენატრე.-ხელში აიყვანა და კოცნა არ შეუწყვეტია ისე შეიყვანა საძინებელში. ალერსისგან დაღლილები იწვნენ და ერთმანეთს ეხუტებოდნენ. -მანქანა სავსეა შენი საჩუქრებით. იმდენი რამე გიყიდე ერთი კარადა კიდევ დაგჭირდება. თბილისში ვიყიდი სახლს და ჩემთან გადმოდი. -აქ ვიცხოვროთ. -ეს პატარა ბინაა, მე კი დიდი სახლი მინდა, ბევრი შვილები უნდა გამიჩინო.-ქალის ტუჩებს დაეწაფა. -მეც მინდა შვილები.-გაუღიმა თიკომ.-რატი მე სასაფლაოზე ვიყავი და მათ დავემშვიდობე. სუფთა ფურცლიდან ვიწყებ ცხოვრებას, ტანსაცმელიც გავაფერადე. ეს შენ შემცვალე და დამიბრუნე ცხოვრების ხალისი. -მე კი ტელეფონით გიყურებდი, როგორ ტიროდი ჩემს გამო. -რა.. სად მიყურებდი? -ჩართული სკაიპით ტელეფონს ტოვებდა ირაკლი შენს კაბინეტში და მე გიყურებდი, ვიჯექი და გიყურებდი. -საძაგელო, უყურებდი ჩემს ტანჯვას და მხოლოდ მიყურებდი არა?-მხარზე ხელი მიარტყა საყვარელ მამაკაცს. -რა მექნა, ტელეფონში ვერ გამოვძვრებოდი და ვერ ჩაგეხუტებოდი. შენთან ერთად მეც ვტიროდი. -რატი. ისევ წახვალ დიდი ხნით?-ცრემლიანი თვალებით შეხედა. -6 თვე აქ ვიქნები და მერე რამეს მოვიფიქრებ. მოსვენებას არ მოგცემ, ისე მოგაბეზრებ თავს შენ თვითონ გამაგდებ ზღვაში. -არასდროს მომბეზრდები.-მიეხუტა რატის. მერე იყო პატარა ქორწილი, ჯვარი დაიწერეს, რატიმ სახლი იყიდა თბილისში და ახალ სახლში დაიწყეს ცხოვრება. ქორწილის მერე მალე შეიტყვეს, რომ პატარა ეყოლებოდათ. უზომოდ ბედნიერები იყვნენ. **** -გოგო თიკო გათხოვდა.-ლამზირა ეჭორავებოდა ნელის. -რომელი თიკო? სულ შავებით რომ დადიოდა 10 წელი? -ხო გოგო. ეგ გოგო. ისე ერთბაშად გაფერადდა, შავი აღარაფერი აცვია. -დრო კი იყო ლამზირა, რამდენი იგლოვა. -ვინ წაიყვანა ნეტა? ეგ ვერ დავადგინე. -ბედნიერი იყოს და ვინც გინდა იმან წაიყვანოს. -ცისანა მოდის, იმას ეცოდინება.-გადაულაპარაკა ლამზირამ ნელის. -გამარჯობათ მეზობლებო.-ცისანა შემოუერთდა ჭორიკანა მეზობლებს. -ცისანა გოგო, თიკო ვის გაყვა გეცოდინება?-შეხედა ინტერესით ლამზირამ. -გემის კაპიტანიაო. ბედი არ გინდა, ქვრივ ქალს როგორ გაუმართლა. ჩემს გოგოებს კიდევ ვერ ეღირსათ ბედი. უნდა გამოვალოცინო ეს ბავშვები.-შურით ჩაილაპარაკა ცისანამ. -ძალიან სიმპატიურიაო თან.-თვალი ჩაუკრა ნელიმ ლამზირას. -ერთხელ გათხოვება ჭირს, მერე კი ახერხებენ.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა ცისანამ. -გიგაურების გოგოების არ იყოს. -თიკო კი იმსახურებდა ბედნიერებას. ცოდო იყო გოგო, ამდენი ხანი იტანჯა.-ისევ ნელი აგრძელებდა. -რავა ქალო, ჩემი გოგოები რითი არიან მაგაზე ნაკლები, რომ ბედი არ ეღირსათ. -ყველას თავის ბედი აქვს. თიკოს შენი გოგოებისთვის ხომ არ წაურთმევია საქმრო, რას კაწიწმატდი შე ქალო. -ეჰ, წავედი მე.-ხელი ჩაიქნია დანანებით ცისანამ.-უნდა დავცოფო ესენი, რომ ცოტა მიდგნენ, მოდგნენ, ასე რავა უნდა მისხდნენ სახლში.-სახლისკენ წავიდა ცისანა. -რა გაბოროტებულია ქალი.-იცინოდა ნელი. -ანგელოზები ჰგონია თავის შვილიშვილები და თიკოს ადრის. უბნის თვალი იყო თიკო, იმ ამბის მერე ყველას ეცოდებოდა. -ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს.-დალოცა ნელიმ თიკო. -ამინ.-პირჯვარი გადაისახა ლამზირამ. დასასრული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.