შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ რას გრძნობ?!(13)


4-04-2019, 00:14
ავტორი kesane123
ნანახია 8 344

*სესილია*
ათ დღეში იმდენი საინტერესო ადგილი მაჩვენა თორნიკემ რომ ყველას დამახსოვრება ცოტა გამიჭირდა კიდეც. 10 დღის შემდეგ დაჩიმ დარეკა წამოდითო და ჩვენც დიდი გამომშვიდობების შემდეგ თორნიკეს ძმის მანქანაში ჩავსხედით და გურიისკენ წავედით. უკვე ივლისის 20 იყო, გული მწყდებოდა რომ წამოსვლა მიწევდა მაგრამ ჩემებიც ძალიან მომენატრნენ განსაკუთრებით კი ბიძაშვილები. უკვე ოზურგეთში შევდიოდით დედამ რომ დამირეკა.
-ჰო დეე.-ახე გამებადრა როცა ვუპასუხე.
-სეს სულ დამივიწყე მასე უნდა დედას დავიწყება?-მოჩვენებით გამიბრაზდა.
-აუ დეე კაი რაა.-ამოვიბურტყუნე.
-მართლა კიარა გოგო, გაგეხუმრე. აბა როგორხარ? შენი გიჟი ძმა როგორ არის? გაახსენე ერთი დედის არსებობა თორე სულ გადავავიწყდი ვატყობ. მომიკითხოს თორე კარგად მივბეგვავ და დავაყოლებ ბებერ მამათქვენსაც.-ნაწყენმა თქვა.
-პირადად შენგან ერთს კარგად ვუკბენ დეე შენ არ ინერვიულო.-გამეცინა დედაჩემის ბუტიაობაზე.
-ჩემო ლამაზო.
-ქალბატონო ანა როდის აპირებთ მამაჩემის 7წლიანი ტანჯვის დასრულებას?
-რაზე მელაპარაკები პატარავ?
-კაი რააა დე ისედაც ყველამ ვიცით რო ისევ ხვდებით ერთურთს და იწვით სიყვარულის ქარცეცხლში.-გადავიკისკისე.
-ვერ გააჩერა ენა მაგ ბებერმა არა?
-ჩემ 40 წლის მამიკოს ბებერს ნუ ეძახი დე.
-გველი გამიზრდია უბეში.-გაიცინა.-მალე დეე მალე. კაი მიდი ახლა და ჩამიკოცნე ხალხი, რძალმა მოგიკითხათო უთხარი.
-კაი დეე.-გავუთი შე და თორნიკეს გადახედე. იღიმოდა და გზას უყურებდა. მანქანაში გიორგი ტიგინაშვილის „ცოდვისფერი თვალები“ გაისმა და მეც თვალები მიმენაბა. მანქანის საზურგეს დავადე თავი, თვალები დავხუჭე და მოგონებებში ჩავიძირე. ვიცოდირომ ჩემი და თორნიკეს დროებითი ზავი ისევე დაირღვეოდა როგორც გეორგიევსკის ტრაქტატი. სოფელში რომ შევედით, ჩემი სახლისკენ გზა მივასწავლე, ისიც ამ მხარეს არიყო ნამყოფი და გაშტერებული უყურებდა ამ ულამაზედ ადგილს. ჩემი თეთრი სახლი კი ისე გვიმზერდა მწვანეში ჩაფლული სხვა სახლებისგან განსხვავებით რომ გულგრილს ვერ დაგტოვებდათ. დაღმართზე დავეშვით და მანქანაც ზედ ჩემი სახლის თეთრ ჭიშკართან გააჩერა, უზარმაზარი ეზო სირბილით გადმოლახა დაჩიმ და ჭიშკარი გააღო. მანქანა დაჩის და მამაჩემის მანქანებთან ერთად ასფალტზე დააყენა ხოლო ჩვენ ფეხით გავუყევით მწვანედ შეფერილ მინდორს. ბიჭებს აღარ დავლოდებივარ მაშინვე შიგნით შევვარდი და მამაჩემს ჩამოვეკიდე ყელზე.-მააა როგორ მომენატრეეე.-მაგრად ჩავკოცნე და მისი მუცლიდან ჩამოვხტი.
-რაარის გოგო როგორ დამძიმდი?-ამოიოხრა და სიცილს ამოაყოლა სიტყვები.-მეც მომენატრე მაამას მაიმუნო.
-ჰო და კიდე დედამ მოგიკითხა.-თალი ჩავუკარი გაოგნებულს და ბებოსკენ გავიქეცი.-ჩემი სუპერ მოსახელე ქალი როგორ არის?
-რამიჭირს ბებია მე შენ როგორ ხარ?-შუბლზე მაკოცა და სახეზე მომეფერა.
-კარგად ვარ ბეე კარგად.-ლოყები დავუკოცნე.-ბეე სტუმარი ჩამოვიყვანე გამოიპრანჭე და ანახე როგორი გოგო ხარ.-თვალი ჩავუარი და ხმადაბლა ვთხარი.
-პაპაშენმა არ გაგიგოს შე მაიმუნო ბავშვო.-გაიცინა და ლოყაზე მიჩმიტა. სულ უფროსი ბებიაც მოვისიყვარულე, დალოცვა მოვისმინე და ბიცოლაჩემს და ბიძაჩემს შევუვარდი ოთახში, საწოლზე რომ იწვნენ და წიგნებში იყვნენ თავით გადაშვებულები. ხანდახან მგონია რო ბავშვები წიგნების კითხვის დროს გააკეთეს. ჩავიფხუკუნე და შუაში ჩავუხტი.
-აბა ზეგზებო რასშვრებით?-წარბები ავუთამაშე და 3 თვის ნატალია საწოლიდან ამოვიყვანე.
-ეს ბავშვი სულ გადაირია.-სიცილით ჩაიქნია ხელი ბიძაჩემმა და მოკისკისე ბიცოლაჩემს საფეთქელზე აკოცა.-ჩვენც მოგვენატრე ბიძი ჩვენც, ახლა წადი დამასვენე ცოტახანს.
-ჩემო გოგო, მოგეწონა სვანეთი სესი?-როგორც ყოველთვის მეგობრულად და თბილად მომმართა ბიცოლაჩემმა.
-ჩემი სვანეთის და სვანების დამოკიდებულება მოგეხსენებათ ძალიან კარგად, აგერ სვანი ბიჭი მოვიტაცე და ჩამოგიყვანეთ. მოტაცებულს აღარ მიიბრუნებენ და ქმრად ვიტოვებ.-ვკისკისებდი და ჩემ ხელში მოთავსებულ ნატალიას ლოყებს ვუკოცნიდი.
-ღმერთო ამ ბავსვს ესველოს რამე სხვას ჰო არაფერს გთხოვ აა?-ჩაიბურტყუნა ბიძაჩემმა და ლოგინიდან წამოდგა.-წამო ბიძი მაჩვენე შენი მოტაცებული ნადავლი.-გაიცინა.
-არუთხრა მასეროვთქვი თავში ასუვარდება და სადმაქვს ამხელა მწერალ ქალს ახლა დადეშქელიანის ნერვები.
-გოგო იოანეს ქალებით დაკაცებულ ძმაზე მეუბნები შენ?-გადაიხარხარა.
-იცნობ?
-იასნია ვიცნობ.-თვალი ჩამიკრა და გარეთ ჩემიანად და ბავშვიანად გავიდა. ნატალიას ვეტამაშებოდი, სამზარეულოში გავედი და ბებოს ვთხოვე ლიმნის წვენი გაეკეთებინა. მერე გარეთ გავედი და ბიძაჩემთან და მამაჩემთან მდგარ ბიჭებს გავხედე.
-ოჰჰ შეიკრა სასტავი?-გავიცინე და დაჩისკენ წავედი.-დედამ რაღაც გადმოგცა დაჩუკიი.
-რა გადმომცა ჩემო ტკბილო?
-დაიხარე ყურში გეტყვი.-თორნიკეს თვალი ჩავუკარი და გაჩუმდითქო ვანიშნე. დაჩი დაიხარა და ისე მაგრად ვუკბინე ყელში ნატალია რომ არა ალბათ ერთი მაგრად მიმბეგვავდა.-მომიკითხოს და გავახსენდე თორემ უარესს დავმართებ და დავაყოლებ ბებერ მამამისსო.-სიცილით გავხედე მამაჩემს.
-ბებერიო არა? დამაცადოს ამ 40 წლის კაცს როგორ მიწოდა ბებერი მაგ ნაადრევად გაჭაღარავებულმა?-გადაიხითხითა.
-მაა გინდა დედასხელის სათხოვნელად გამოგყვეთ?-წარბები ავათამაშე და ხელებში შევარწიე ნატაშკა.
-გააგიჟა ბავშვი.-თვალები ატრიალა მათემ.-მომიყვანე რაა ნახე როგორ ატრიალებს ამ ცისფერ თვალებს.-თბილად შეხედა და თვალის დახამხამებაში ამადღლირძა ბავსვი ხელიდან.
-მოკლედ პატარა ძმა მინდა ან და. გადაწყდა, მალე შერიგდით თორე ვეღარ მაღირსებთ.-მამას მივეკარი გულზე.
-მაა საცაა შენი შვილი გეყოლება და კიდე და ან ძმა გინდა შენ?-ეს რო თქვა მაშინვე მოვშორდი და შევუბღვირე.
-რა ბავშვი მამა გაგიჟდი? უიმეე წამიხდენთ ხოლმე ხასიათს ეს ცერცვაძეები რაა, ყველა ერთნაირები ხართ.-გაბრაზებული ვფრუტუნებდი და სახლისკენ მივდიოდი.
-გეგონება შენ ხარ სხვა გვარის და ჯიშის რაა.-მომაძახა ბიძჩემმა და მეც ,მივბრუნდი და მკვლელი მზერა ვესროლე.
-თუ ეგრე გინდათ ჩემი გათხოვება წავალ რატი მელოდება.-ენა გამოვუყავი და ჩემს ოტახში ასასვლელ კიბეებზე ავედი.
-დაეტიე რაა, მანდ არ მომიყვანო.-ამომძახა ჩემმა ძმამ და მეც შევუბღვირე. ოთახში აივნის გავლით შევედი, პრინციპში ზემოთ მხოლოდ ორი ოთახია ერთი ჩემი ძმის და იდეაში მისი ძმაკაცების და ერთი ჩემი და ჩემი დაქალების. ჩემი ოთაი ნამდვილად არ გავს ჩემი ძმისას, სულ ხესია გაკეთებული, სამკუთხედი ჭერი ყველაფერს უფრო ლამაზს ხდის. საოცარი ხედი იშლება ამიტომაც სახურავზე ფანჯარა ჩამისვა მამაჩემმა რომელსაც ვაღებ და მის ძირში ჩემი კუთვნილი ფუმფულა, რკინებიანი საწოლი დგას. აი პრუჟინებიო რომ ამბობდნენ ხოლმე, ჩემი სუსტი წერტილია. მარჯვენა მხარეს, კედელში ცაშენებული წიგნები ტაროა რომელიც გადაჭედილია. მარცხნივ კი საწერი მაგიდა და ტანსაცმლის დიდი კარადა. სააბაზანოც იქაა და სპეციალურად ჩემთვის საწერი მაგიდის გვერდით ფირსაკრავი უამრავიფირებითაც ამშვენებს ჩემს ოთახს.სააბაზანოში შევედი და წყალი გადავივლე, როგორ მომნატრებია აქაურობა....იასამნის საოცარი სუნი იდგა ჩემს ოთახში, ფირსაკრავიდან მთვარის სონატის საოცარი ჰანგები ისმოდა. 1 საათიანინებივრობის შემდეგ ვინებე და წყლიდან ამოვედი, ქაფი მოვიშორე და ოთახში გავედი. თმა შევიშრე და მაინც ნესტიანი დალალები ჩავიწანი. ნაჭრის, მოკლე კომბინიზონი ჩავიცვი, სახეზე საბავსვო, მალინის კრემლი წავისვი და დაბლა დავეშვი კიბეზე.
-აქ ისეთი სურნელია ადგილიდან ვერ ამწყვიტავთ.-ჩემი ლიმნის მივიწყებული წვენი მოვსვი და ბებოს ლოყაზე ვაკოცე.-მადლობა ბე.-მერე თავდახრილ მამაკაცებს გადავხედე და წარბი ზემოთ ავწიე.-აბა გისმენთ.-ფრჩხილებზე მოჩვენებითი ინტერესით დავიხედე და მერე მათ გადავხედე.
-სესი, რეი..-დაიწყო მამამ.
-მაამა რა მოუვიდა რეის?-წამიერად ავფორიაქდი?
-კვდება სეს.-ხელი მომხვია დაჩიმ და გულზე მიმიკრა. არადა ვიცოდი მას უფრო უჭირდა ვიდრე მე, ის ხომ მისი სავთვალა რეი იყო მან რომ გაზარდა და მეგობრად ყავდა, ჩემ ტრავმამდე. აღარაფერს დავლოდებივარ, ჭიქა დახლზე ხმაურიანად დავდე და ცხენების სადგომისკენ წავედი, ძირს მწოლიარე, მოფრუტუნე რეი რომ დავინახე გული მომიკვდა. მასთან ჩავიმუხლე და მისი ტავი გულზე მივიკარი.
-ჩემი რეი, ჩემი ველური, არ შეგეშინდეს რეი, კარგი? ნუ შეგეშინდება ჩემო შავთვალა, 1 წამის საქმეა, მხოლოდ ერთის და ვეღარაფერს იგრძნობ...-ვბუტბუთებდი და ცრემლები მცვიოდა, სადგომში რეზი შემოვიდა მასტან ჩაიმუხლა და კისერზე მოეფერა.
-რაო მეგობარო, გტკივა? გაგივლის რეი, გაგივლის, მერე ვეღარაფერს იგრძნობ, მხოლოდ ერთი მოძრაობაა საჭირო ჩემო შავთვალა.-ცრემლი ჩამოუგორდა, მე შუბლზე ვაკოცე და წამოვდექი, თავლადან გავიქეცი და ცრემლები მოვიწმინდე, მეზობელთან გავიქეცი, ვეტერინართან. გზაში შემხვდა, პაპასთან ერთად მოდიოდა, პაპას ჩავეხუტე და ცრემლების ახალი ზღვა გადმოვუშვი.
-ვერაფერს ვუშველით?-ამოვისლუკუნე.
-უნდა დავაძინოთ ბიძი.-ხელი მხარზე დამადო ვეტერინარმა შალვამ და გამიღიმა. მალევე დააძინეს ჩვენი დაუმორჩილებელი რეი, მთელი დღე ხმა არ ამომიღია, მარტო მე კიარა არავის. თორნიკე დუმდა, მხოლოდ საჭიროების სემთხვევაში ლაპარაკობდა რაც მამაჩემის სახეზე აშკარა კმაყოფილებას იწვევდა. მაგიდასთან ვისხედით, სახე ხელზე მქონდა ჩამოდებული და ვვოხრავდი.
-გინდა გაგხარო?-თავზე მაკოცა მამამ და ჩემს გვრდით ჩამოჯდა.
-გამახარებ მამი?-თვალცრემლიანმა ავხედე.
-კარგი რა ჩემოპატარა.-თავზე მაკოცა.-გვანცა ჩამოდის მაა ხვალე. ირაკლიმ დამირეკა ხვალ ჩამოვიყვანო.-გვანცა ჩემი ბავშობის მეგობარია, აი ის თორნიკეს კლასელი, მისი სახელის გახსენებაზე თვალები გამიბრწყინდა ა მამას ჩავეხუტე.
-მართლა გამახარე მაა.-ყელში ვაკოცე.
-ოჰჰ, მეღირსება მაგ გვანცას გაცნობა?-ამოთქვა დაჩიმ.
-რაჩვენი ბრალია შენ თუ ჩემი დაქალების გაცნობის არც სურვილი გაქვს და არც დრო?-ირონიულად ვუთხარი და ენა გამოვუყავი.
-მაგ ენას ამოგაძრობ ერთ დღეს, ეს ნაკბენი კიდე მიფეთქავს.
-არიცოდი შხამიანი და რო გყავს?-სერიოზულად კითხა თორნიკემ მე კი წარბაწევით შევხედე.
-გეორგიევსკის ტრაქტატი რო დაგვედო რუსეთი იქნებოდი თორნიკე ბატონო, სვანეთის დიდო თავადო.-კიდევ ბევრი ირონიული სიტყვით შევამკობდი მაგრამ იქ სხვების არსებობაც გამახსენდა.
-ანუ აღიარებ ტავადი რომ ვარ?-დავიწვი.
-ირონიაზე რამე გსმენია?
-ალბათ.-თვალი ჩამიკრა და წვენი მოსვა. ჩემ მომღიმარ და წარბაწეულ ძმას და გაკვირვებულ მაგრამ ანალოგიურად წარბაწეულ ბიძაჩემს და მამაჩემს გადავხედე.
-დაჩი ზღვაზე როდის წავიდეთ?-ჩემ ძმას გადავხედე და შევეცადე მდგომარეობიდან გამოვსულიყავი.
-ზეგ.-მითხრა და თვალი ჩამიკრა.-მათებიჭს ბათუში სახლი აქვს და იქ წავალთ.
-კარგი.-მხრები ავიჩეჩე და მამაჩემს კატის თვალებით გადავხედე.-მააა.
-ახლა ართქვა ოზურგეთში უნდა ვიშოპინგოო.-შეიცხადა და ჩაიფხუკუნეს.
-რას უწუნებ? მშვენიერი ბაზარი გვაქვს, მაგარი „შლოპანცები“ ვიყიდე ადრე.-გადავიკისკისე.
-ბარათზე გადმოგირიცხავ ფულს და ბათუმში იშოპინგე აქ როარ იპლაკუნო.-თავზე მაკოცა.
-მართალია მათხოვებდით და ნერვები მომიშალეთ მაგრამ ცოტა უნდა გაგამხიარულოთ.-ბარს მოვუარე და ბებოს ლოყაზე ვაკოცე.-აბა ბებუნიებო დამტოვეთ თქვენ სამფლობელოში პაწა ხანს.
-ახლა რას ხლაფორთობ ბებიე?-სეიცხადა დიდმა ბებომ.
-რას ბებო და მოდი ყურში გეტყვი.-დავიხარე და მოკუზულ ბებიაჩემს რაღაც ჩავჩურჩულე.
-ტიტუუუუუ, სუმთლად გაუბერა ამ ბაღანამ.-შეიცხადა და ლოყაზე წაივლო ხელი.
-გეხუმრე ბეე რაიყო მართლა ეგეთი გგონივარ?-გადავიკისკისე.-მოდი ახლა მართლა გეტყვი და მერე სემილოცე ბე კაი?-დავიხარე და გული მოვულბე როცა „ლიმნის ტორტი“ ჩავჩურჩულე.
-მე რომ მიყვარს მასე უქენი ბებიე.-გაიცინა და ლოყაზე მაკოცა. მეც წინსაფარი მოვირგე, თავზე სპეციალურად ჩემი იაამნებიანი ქუდი დავიფარე, ვინაიდან თმა მცვივა საჭიროება მოითხოვდა. საჭირო ინგრედიენტები გამოვალაგე და ხან ზეთით ვმღეროდი, ხან კიტრით და ლიმონი რომ ჩავკბიჩე იმხელა სიამოვნება ვიგრძენი თვალები მიმენაბა.
-ეს ცოტა ვერაა ჰოო?-გაოცებულმა თქვა მათემ.
-სიყუდროვეს მირღვევ და დარჩები მგონი ფორთოხლის ყავის და ლიმნის ტორტის გარეშე.-შევუბღვირე და ფოლგიანი ფორთოხლის ქერქიდან ყავა ჭიქებში გავანაწილე, დაფაზე დავდე და ყველას ჩამოვურიგე. მერე ისევ ბარის მეორე მხარეს მივედი და ლიმნის კრემის თქვეფა დავიწყე.
-მადლობა ტკბილოო.-გამიღიმა დაჩიმ.
-ამას ლაშქრობებში არ სვამენ ხოლმე?-ინტერესით შემომხედა თორნიკემ.
-კიბატონო.-ამოვხედე და მერე ტორტის ფენებს მივუბრუნდი. მარსიპანიც გავაკეთე, როგორც ყოველთვის ლიმნის არომატით, ყვითელი, და უკვე კრემწასმულ ტორტს ზემოდან გადავაკარი. მერე გათხელებული ნუთელა სქელ პარკში ცავდე და ძირი ოდნავ თხლად გავუჭერი, წარწერა გავუკეთე: “STAY DIFFERENT” და ბოლოში კაქტუსი მივუხატე, როგორც ყოველთვის დასაყოლებლად წვენიც უნდა გამეკეთებინა. წვენსაწური გადმოვიღე, მაცივრიდან რედბულები. ლიმნის ნაჭრები ჩავყარე, ცოცხალ პიტნასთან ერთად, თან პიტნაც ჩავღეჭე, ოჰ როგორ მიყვააარს. მერე რედბული დავასხი და ცოტა არაყიც გავურიე. ერთმანეთში ავთქვიფე და ჭიქებში გადავანაწილე. ბოლოს ყველაფერი მაგიდაზე დავალაგე და მათ პირდაღებულ სახეებს შევხედე. სამზარეულო მივალაგე, წინსაფარი და ქუდი იქვე დავდე და მაგიდასთან მათ მივუჯექი, სუტად თორნიკეს წინ ვიჯექი და მას ვუყურებდი.
-შენკიდე მეუბნები რადროს ჩემი გათხოვებააო.-გაიცინა მამაჩემმა და წვენი მოსვა მაგრამ სახე მაშინვე შეეცვალა.-ლოთი ხარ შვილო?
-რა ლოთი მამა? არადა უხდება, გამოცდებისწინ ვსვამ ხოლმე და კარგადაც ვაბარებ.-გავიცინე და ტორტის ნაჭერს ჩანგალი დავარჭე, ბიჭებს გადავხედე წვენის ჭიქებს ერთნაირად ატრიალებდნენ ხელში, სიცილი ვერ შევიკავე და სამივემ გაკვირვებულმა შემომხედა.-არ მოიწამლებით, ერთი მოსვით და გაგეხსნებათ.
--ანუ გამოცდები ლოთობით ჩააბარე შვილო?
-ბებო კარგი რა, რა ლოთობით?-გადავიკისკისე.-ნახევარი ჭიქა ჩავასხი.-ასე სიცილ-ხარხარში გავატარეთ მთელი საღამო, მერე ნატალიას ხელი დავტაცე და გამოვაცხადე დღეს ჩემთან დაიძინებსთქო და მისი ნივთები ზემოთ ავიტანე.ყველას დავემშვიდობე და დასაწოლად წავედი, ნატალიას ჩავეხუტე და, თან ვუყურებდი როგორ აცმაცუნებდა ტუჩებს თან ხმებს გამოსცემდა, ხელებს აფატურებდა აქეთ-იქეთ და მერე ჩემ კისერში ჩარგო თავი და დაეძინა, მე კი ზემოთ ვიყურებოდი და ვარსკვლავებს შევცქეროდი. მალე მეც ჩამეძინა, მტელი ღამე არ გავუღვიძებივარ ჩემ ცისფერთვალებას, დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს დანატალიას დავხედე რომელიც მშიდად ფშვინავდა და ტუჩები სყვარლად ქონდა გამობურცული. აწითლებული ლოყები დავუკოცნე და თმა გავიძალე, თმა მთლად დამკულუებოდა ნაწნავის გამო. ცისფერი მაისური და ნაცრისფერი შორტი ჩავიცვი, სააბაზანოში მოვწესრიგდი და ოთახში გასულს ჩამეძინა, ნატალიას რომ შევხედე, ხელებს და ფეხებს რომ აქნევდა და ვერ ხვდებოდა სადიყო და რა ხდებოდა. დაბლიდან მანქანის ხმა, და ხმაური მომესმა, მე ნატალია ავიტაცე ხელში და ბიჭების ოთახისკენ გავეშურე, კარი შევგლიჯე და ვაიმე გული! წელს ზემოთ, შიშველი, პირსახოც შემოხვეული თორნიკეს დანახვისას ძლივს შევინარჩუნე წონასწორობა.-ააამ, ისააა, მეეე.-თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი და ვცდილობდი მისი ნავარჯიშები სხეულისკენ არ გამეხედა. მაგრამ მისი ირონიული ღიმილი რომ დავინახე ყველა ბრინჯივით გაფანთული ძალა მოვიკრიბე და ამაყად ჩავაცქერდი თვალებში.-დაჩი სად არის?
-დაბლა ჩავიდნენ.-ირონიული ხმა ამოუშვა ბაგეებიდან და პირსახოცით თმის მშრალება დაიწყო. მეც კარი გამოვიხურე და ნატასთან ერთად დავეშვი კიბეზე, სამზარეულოში შევედი და ბავსვი ბიძაჩემს მივუყვანე, მერე კი უკნიდან შეხტომა ვიგრძენი.
-არ არსებოოობს.-ამოვიკივლე და უკან შევბრუნდი, ჩემს წინ, მწვანეთვალება, წაბლისფერთმიანი მაღალი გვანცა იდგა და გაბრწყინებული თვალებით მიცქერდა.
-არსებობს დაო, არსებობს.-ცამეხუტა და კარგახანს ვერ ამოგვძირკვეს ერთმანეთისგან სარეველასავით რომ შემოვეკარით.
-გვანცა?-ოთახსი თორნიკეს ხმა გაისმა.
-შენ აქ რაგინდა, საქართველოს სიამაყევ?-გაოცებულმა იკითხა გვანცამ და ეჭვნარევი მზერა მტყორცნა, მეკი თვალები დავუჭყიტე გაჩუმდითქო.
-დაჩისთან ვარ.-თვალები აატრიალა და გვაცას ჩაეხუტა.
-დაჩი? ვინ დაჩი? სესოს ძმა დაჩი?
-კი, კი მე სესის ძმა დაჩი ვარ, სასიამოვნოა როგორციქნა გაგიცანი.-ხელი გაუწოდა ახლახანს შემოსულმა დაჩიმ. გვანცამ ერთი აატარ-ჩაატარა მზერა და მე მომიბრუნდა.
-ვაა სესოო, ეს რა ზეგზი ძმა გყოლია გოგო სადიყავი აქამდე? სასიამოვნოა ჩემო დაქლის ძამიკოვ.-თვალი ჩაუკრა პირდაღებულ ჩემ ძმას და კისკისით მომიბრუნდა მე. მერე მათეც შემოვიდა და მხიარულად მიესალმნენ ერთმანეთს. ერთი დღე ასე სიცილში გავატარეთ, ნათლად ვხედავდი როგორ აუთამაშდა ჩემს ლოდ ძმას თვალებსი ჭინკები გვანცას დანახვისას და არამარტო მე, მათემ და თორნიკემაც შეამჩნიეს და რიმილით ვუყურებდით ამ ორის თვალების ჟუჟნს. მეორე დღეს ყველა ავიბარგეთ და ბათუმის გზას დავადექით. გზაში ბევრი ვიგიჟეთ, უკან მათე ჩავისვით და მტელი გზა ერთად ვგიჟობდით, ჩემი ძმა და თორნიკე კი წარბსაც არ ხრიდნენ. ბათუმში სახლი მათეს, ზღვისპირას ქონდა, მთელ სანაპიროს გადაჰყურებდა. მე და გვანცას რა გაგვაცერებდა? მასინვე დაავლო გვანცამ ჩანთას ხელი და სავაჭრო ცენტრისკენ გამაქცუნა. იმდენირამე ვიყიდე სახლში მისულმა პარკების ტარება რომ ვეღარ შევძელი ყველაფერი მათეს მივაჩეჩე დ მისაღებში მივესვენე.
-ზღვაზე გავიდეთ და საღამოს კლუბში დავაწვეთ.-წარბები აათამაშა გვანცამ.
-აქ ბავშვიც გვყავს სხვათაშორის.-ირონიულად ჩაიქირქილა თორნიკემ.
-აუ დაჩიი ეს გააჩუმე და ისეთ კლუბში წავიდეთ ჩილიმიც როიყოს.-თვალები ავუფახუნე დაჩის.
-არუნდა მიმყავდე მარა კაი.-თალები აატრიალა და ლოყაზე მაკოცა.-ჩემი ტკბილიი.-მაგრად ჩამიკრა გულში.
-დედა დამეწვა გული.-არარსებული ცრემლი მოიწმინდა თორნიკემ.
-გააჩერე თორე ჰოივი არდავინდობ.-ჩავჩურჩულე დაჩის და ყელში ნაკბენზე ვაკოცე.
-გააჩერდი თორნიკემ, ცოტა მერე გადმოანთხიე შხამი.-მხარზე ხელი დაჰკრა გვანცამ და გაიცინა.-ადექი სეს, გავემზადოთ.-ფეხზე წამომაგდო გვანცა და სულ კისკისით შევედით ოთახში. შავი მთლიანი საცურაო კოსტუმი ჩავიცვი და თეთრი თხელი სარაფანი გადავიცვი. ნაჭრის ჩანთაში ჩავყარე რუჯის კრემი, პირსახოცი და უკვე გამზადებულ ბიჭებთან გავედით. სანაპიროზე გასულებმა შეზლონგები ვიქირავეთ, ბიჭები წვენების მოსატანათ წავიდნენ, მე და გვანცამ სწრაფად გადავიძერით სარაფნები უცებ შტვენის ხმა მომესმა და ჩემს უკან უცნობ ბიჭებს შევუბღვირე.
-აბა გოგოებო მარტო ხართ?-წარბები აათამაშა ერთმა.
-რა თქვენი საქმეა?-შევუბღვირე.
-რაო ფისო? ბრჭყალებს აჩენ თავიდანვე?-ახლა მეორეც აყვა მეკი სიბრაზისგან სახეზე ავხურდი. რარაცის თქმა დავაპირე წელზე რომ ცხელი ხელის შეხება ვიგრძენი და გამაჟრჟოლა.
-რამე პრობლემა გაქვთ ჩემ შეყვარებულთან ბიჭებო?-ცალი წარბი აუწია თორნიკემ და ხელი თეძოზე უფრო მომიჭირა. ბიჭების სახეცვლილება რც ჩემს უკან მოკინკლავე დაჩის და გვანცას გამორჩენიათ და აფხუკუნდნენ.
-არა ძმა, არანაირი.-გაიკრიჭა ერთ-ერთი და სწრაფად დაიწყო ტანსაცმლის ჩაცმა. თორნიკემ მისკენ შემაბრუნა და ლოყაზე მაკოცა, ხელი მომაშორა და მაისური გადაიძრო, ჯერ ისევ გაშტერებული ვუყურებდი, მერე ხელი დამავლო და წყლისკენ წამიყვანა.
-მეორედ ხალხის არ მომერიდება და მაშინვე ვცემ ნებისმიერს.-თვალი ჩამიკრა, სიტყვის თქმა არ მაცადა წყალში ტავით გადაეშვა და შორს გაცურა. მეც მელევე გავყევი უკან და წყალიც მშვენივრად გავინავარდე. წყლიდან რომ ამოვყვინთე რაღაც მყარს შევასგდი, კარგი რაა ღმერთო როგორ შეგიძლია ასე გამწირო?-რაო ჩიტო, გამომყევი?-წელზე ხელი მომხვია და ახლოს მოიწია.
-ზუსტად ეგღა მაკლია თორნიკე დადეშქელიანს გავყვე უკან.-ირონიულად ვუთხარი და ავცახცახდი მისი სუნთქვა ყელთან რომ ვიგრძენი.
-რატომ ცახცახებ ჩიტო?-ჩაეცინა და სველ კანზე კიდე უფრო ცხელი და სველი კოცნა დამიტოვა.
-მომშორდი თორნიკე თორემ აქვე ჩაგახრჩობ.-დავემუქრე, თავი დავიხსენი და უკან გამოვცურე. ტანზე რუჯის კრემი შევიზილე და მზეზე დავწექი. თორნიე აღარ გამკარებია, ერთი-ორ ირონიულ მზერას მესვროდა მხოლოდ. მერე სახლში წავედით. შხაპი მივიღე და ერთი საათით დავიძინე. რომ გავიღვიძე, გვანცა უკვე კაბებს არჩევდა. მუყაოს პარკიდან წითელი მუხლს აცდენილი, ტანზე მომდგარი კაბა ამოვიღე. მკერდთან ლამაზი, რღმა ჭრილები ჰქონდა და ლამაზად გამოკვეთდა მკერდის ხაზს, ბეჭებზე მკერდის მსგავსი ჭრილი ჰქონდა, თხელი ბრეტელი ასდევდა უკან მიყვებოდა. ტალღოვანი თმა გავიშალე და უკან გადავიყარე. წითელი პომადა წავისვი და ფეხზე წითელი მაღალქუსლიანი სანდლები ჩავიცვი. წითელი ისე უხდებოდა ჩემ რუჯს, თავად ვერ ვიცანი საკუთარი თავი. მისაღებში გვანცასთან ერთად გავედი, რომელსაც ვერცხლისფერი კაბა ამშვენებდა.
-აუ აქამდე სადხართ ტო.-კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა დაჩი როცა დამინახა.-ღადაობთ? ჩემ დას რაუქენი გვანცა? ამ ბავშვს რა დამართე?
-შენი და იმდენი ხანი არგყავდა ნანახი რო ერთი ფაქტი გამოგრჩა.-ღიმილით დაიწყო გვანცამ.-ორ თვეში დაბადებისდღე აქვს და 18ის ხდება.-თვალები აატრიალა და გაშტერებულ თორნიკეს მხარზე მიკრა ხელი.
-უფრო მოკლე ვერაფერი ჩაიცვით?-ამოიბუზღუნა თოკამ.
-ბატონო?!-მე და გვანცამ ერთდროულად შევიცხადეთ.
-კარგი რაა სეს, რალაამაზები ხაართ, არადა მეცოდება ჩემი ხელები დასისხლიანებისთვის.-ხელის მტევნებს მოეფერა მათე.
-ჯამბაზი.-თავი სიცილით გავქნიე და ჩემ ძმას რომელსაც ახლა უკვე ტუჩებამდე ვწვდებოდი ხელკავი გამოვდე.-წავიდეთ დავიპყროთ ბათუმი.-გადავიკისკისე და სახლიდან გასულებმა, ფეხით გადავწყვიტეთ ბულვარის გავლა. ცოტა ხნის სიარულის დადაჟინებული მზერების დაიგნორების შემდეგ კლუბამდეც მივაღწიეთ, საკმაოდ სასიამოვნო ადგგილი იყო მაგრამ სიგარეტის და ალკოჰოლის სუნს მაინც ვერაფერს უზამდი. უკვე დასაჯდომათ ვემზადებოდი როცა თოკამ ხელი ჩამკიდა, დაჩის თვალი ჩაუკრა და სწრაფად გამიყვანა იქიდან. შორს არც წავუყვანივარ, კლუბის დერეფანში გამიყვანა და კედელს ამაკრა.
-რას აკეთებ?!-ვკითხე და გასვლა დავაპირე.
-ღმერთო როგორ მაცდურად მიმზერს ეს წითელი ტუჩები?-ამოთქვა და არაფრის ტქმა არ დამაცადა ისე დამაკვდა ბაგეებზე. აი ასე გაუაზრებლად და მოულოდნელად გამომადღლირძა პირველი სანუკვარი დაყველაზე სასიამოვნო კოცნა თორნიკე დადეშქელიანმა!



№1 სტუმარი სტუმარი ანი

აუუუ ძალიიიიან მაგარი იყოოო <3
ასე განაგრძე

 


№2  offline წევრი kesane123

სტუმარი ანი
აუუუ ძალიიიიან მაგარი იყოოო <3
ასე განაგრძე

მიხარია თუ მოგწონს <3

 


№3  offline წევრი sofo_sofia13

ძალიან ვგიჟდები ამათზე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent