13 (ცა-მე-ტი) (+18 სრულად)
მოთხრობაში გამოყენებულია მოთხრობის ავტორის ლექსები და ამონარიდი გიორგი ზანგურის ლექსიდან. 13 (ცა-მე-ტი) * ამ მოთხრობაში ჩემი პირველი მონოლოგი. თავს უხერხულად არ ვგრძნობ რადგანაც მონოლოგების ქვეყანაში ვცხოვრობ. ეს ჩემი შეყვარებულია, ნატა ... საერთოდ ურთიერთობებზე და ადამიანებზე სტატუსების მიმაგრება არ მიყვარს, ვფიქრობ მკვეთრად გამოხატულ ჩარჩოებში აქცევს ეს ყველაფერი ურთიერთობას. ნატამაც ზუსტად ამიტომ დაარქვა თავის თავს შეყვარებული. ის წინააღმდეგია ქორწინებამდე სექსის. ასე იცის რომ არ მოვთხოვ. აი ის ქალბატონი "პოლის" ჯოხით ხელში კი დედაჩემია, სამსახურიდან მოსული უშედეგოდ ცდილობს სახლის დალაგებას .... იქვე შავ კენგოლში და სათვალეში გამოწყობილი კაცი რომელიც 10 თეთრიან სლოტებს აბრახუნებს და დედის ტრაკს იგინება ბიძაჩემი. მამაჩემს სიკვდილის წინ დაპირდა რომ მე ყურადღებას მომაქცევდა. საბოლოოდ ვერც უბნის მაყურებელი დადგა მისგან და ვერც ისე სვამს როგორც გამოცდილი უბნის ლოთები, ალიონზე კორპუსებს შორის მზის ამოსვლას ბორდიულზე დაჭრილი "კალბასით" და თინას "ბუტკაში" ნაყიდი პოლიტრით რომ ხვდებიან... ჩასვლას ვეღარ უსწრებენ, იქვე ხის ფესვებს ამოიდებენ ბალიშად და სძინავთ იქამდე სანამ მაწანწალა ძაღლი არ გააღვიძებთ სახეზე ლოკვით, იმ მომენტში ქალის ალერსი რომ გონიათ. მყავს კატა, რომელიც მგონი გენიოსია, არ ერევა არაფერში. ცხოველები არ მიყვარს მითუმეტეს კატები, მეზიზღებიან, ეს დედაა ვის გამოც ვიტან კატას სახლში თორემ აქამდე დიდი სიამოვნებით გავუყენებდი გზას ეზოს ძაღლებისაკენ. სულ დამავიწყდა, მე ლუკა ვარ 25 წლის. არ ვიცი ამ მოთხრობის ავტორმა ლუკა რატომ დამარქვა, მაგრამ იყოს. დროთა განმავლობაში გვარსაც მომიფიქრებს. იმაში დარწმუნებული ვარ რომ ბაგრატიონი არ ვიქნები, იცის წინასწარ რომ თავში ამივარდება და არ მომცემს ამის საშუალებას . პროფესიით მსახიობი ვარ, არ შემდგარი. არ შემდგარი იმიტომ რომ მშენებლობაზე ვმუშაობ, სამსახურის მერე მაზოლიანი ხელებით პოეტების შეკრებებზე დავდივარ და იქ ჩემს ლექსებს ვკითხულობ. არ დავმალავ იმას, რომ ქალთან ჯერ კიდევ არ ვყოფილვარ, ასე რომ ძალღონეს არ ვიშურებ ამ სიამოვნების გასინჯვისთვის. მაზოლიანი ხელები მუშაობისგან მაქვს და არა იმის გამო რაც თქვენ იფიქრეთ. ბილწებო. მაშ ასე მოემზადეთ ჩემი არაორდინალური ცხოვრების ისტორიის მოსასმენად, ხელებზე კანი დაიკაპიწეთ, მოიდგით პოპკორნი და დავიწყოთ. * "დათვალე კაბაზე ნამცეცა ღილები, პეპლებად დაბერილ მკერდზე რომ აზიან" (გიორგი ზანგური) ერთ დღეს ნატას დედამ ქალბატონმა თათულიმ თავისთან სახლში დამპატიჟა მის გასაცნობად. საგულდაგულოდ გადანახული თეთრი პერანგი რომელიც ჩაუცმელობისგან უკვე გაყვითლებული იყო დედას დავაუთოვებინე, ჩავიცვი და რამოდენიმე კვარტალის მოშორებით ნატას კარის ზარს ნაზად მივაჭირე თითი, ზარის ხმა ვერ გავიგე და უხეშად დავაბრახუნე კარზე ხელი. - გამარჯობა, მობრძანდით. - კარი თათულიმ გამიღო. "ღმერთო რალამაზია" გავიფიქრე და კინაღამ დორბლი ჩამომეწუწა ღიმილისგან ყურებამდე აწეულ ტუჩებზე . - გამარჯობა ქალბატონო თათული. - გადავკოცნე, თაიგული მივაწოდე და შევედი. - მაგიდასთან დაჯექი ლუკა. - ხელით მანიშნა, თვითონ კი სამზარეულოსკენ გაემართა. - ნატა გამოდი დეე ! ლუკა მოვიდა. ლუკა შვილო ყავას მიირთმევთ თუ ჩაის ? - გამომძახა სამზარეულოდან. - ყავას ქალბატონო თათული. - მისი სილამაზისგან დაბნეულმა თითების ტკაცუნი დავიწყე. აი ნატაც გამოვიდა და თითქოს დავწყნარდი... - ეე მოხვედი ? მოასწარით თქვენ ერთმანეთის გაცნობა ? - ნატამ გადამკოცნა და გვერდით მომიჯდა. - კი მოვასწარით. ეხლახანს მოვედი 2 წუთია. - ლუკა შვილო თხოვნა მექნება შენთან ... ეს ქალბატონო, ქალბატონო და სულ ქალბატონო რაარის ? ამის გარეშე. თორემ თავი ზედმეტად ხანში შესული მგონია, თან მე და შენ ხომ პოტენციური მეგობრები ვართ. - გამიღიმა, ყავა მაგიდაზე დადო და ისე დაიხარა რომ მთელი მკერდი ამოსცვივდა. ამან უფრო დამაბნია და ამაწითლა. - კარგი არაა პრობლემა, როგორც თქვენ მოისურვებთ. - დაბნეულმა ძლივს წარმოვსთქვი ეს სიტყვები და ნატამ არც აცია, არც აცხელა და პირდაპირ მკითხა. - რა გჭირს ? რატომ გაწითლდი ? სიცხე ხომ არ გაქვს ? - შუბლზე ტუჩები დამადო. - არა მე ვერ ვხვდები. დედა მოდი ერთი წუთით რა. - გასძახ თათულის და მანაც არ დააყოვნა. - გისმენ დედა, რახდება. - სამზარეულოდან, შემოირბინა. - მგონი სიცხე აქვს ლუკას და შეგიძლია ნახო ? - ოღონდ ეს არა .... - ახლავე რა პრობლემაა ... - წინიდან დაიხარა და შუბლზე შინდისფერი ტუჩები დამადო, ჩემს წინ კი მთათა ულამაზესი ხედი გადაიშალა. ჩემში ყველა ჩაჟანგებულმა მექანიზმმა დაიწყო მოძრაობა, სიწითლეს ოფლიც დაემატა და... - არა დედა სიცხე არ აქვს მაგრამ მაინც თერმომეტრს მოვიტან ... - თუ გქონდა თერმომეტრი შე დალოცვილო რა საჭირო იყო თავზე დაწყობა... - მუშაობ დღეს ? - მკითხა ნატამ და ხელები ჩამჭიდა. - კი, აქედან მივდივარ იქ. - დასიცხულმა პერანგი ერთი ღილით შევიხსენი და თათულიც გამოჩნდა თერმომეტრით ხელში. - ეხლავე დავბერტყავ და მოგცემ ლუკა. - დაიწყო თერმომეტრის ქნევა, მონაცვლეობით. ზევით-ქვევით, ზევით-ქვევით ... მისი ულამაზესი მკერდიც ასე მოძრაობდა, ზევით-ქვევით, ზევით-ქვევით. მომაწოდა და ხუთ წუთში ამოიღეო მითხრა. კიდევ კარგი ამოიღეს გ ასობგერა არ დაუმატა წინ თორე საბოლოოდ მომიღებდა ბოლოს .... არ ვიცი ეს ყველაფერი ჩემი აზროვნების გამოძახილია თუ გამიზნულად გაკეთებული ქმედებები... თუმცა გამიზნული რატომ უნდა იყოს. შევაჯანჯღარე ჩემი თავი და წამოვედი. მთელი დღე ვიმუშავე, ამაზე ფიქრში გავატარე და ბოლოს მივხვდი რომ ჩემი ორგანიზმი ორგაზმის ნაკლებობას განიცდიდა. დავწექი, რამდენჯერმე ზევით-ქვევით, ზევით-ქვევით, ოღონდ არა მასზე და დავიძინე. * მწარე რეალობა - რას შევარდები ხოლმე საათობით "ტვალეჩი" შე კარგ მოტყნულო, კიდე ვაჟიშვილი ხარ ? - კარზე ბრახუნის ხმამ შემაშინა და ბიძაჩემის ნაბახუსევი ხმა მომესმა. - რაგინდა რაა ?! მაცადე ! გულთამპყრობელი შენი თავიც მეყოფა. - ბუზღუნით ვუპასუხე, წიგნში სანიშნი ჩავდე და გამოვედი. - გაგონილა ადამიანი დღე და ღამე მანდ იჯდეს ?! ბუასილი დაგემართება ! - ვხედავ საცვლების ამარა მოტანტალე ბიძაჩემს რომელსაც თავზე კარგად ნაცნობი "კენგოლი" ახურავს, ცალხელში პაპიროსი ხოლო მეორეში ქათმის ბარკალი დაუჭერია. - მოგისწრია დილიდან. - ზიზღით გავხედე და ოთახში შემოვედი. - აბა ეხლა ! - მომაწია სიტყვები და ყურადღება აღარ მიმიქცევია. - მოიტა ერთი-ორი ლარი გექნება რა ... ხომ გესმის. - საყვარლად შემოყო თავი ოთახში. მივეცი და გავიდა. რამდენიმე წუთში ნატამ დარეკა კარზე ზარი, ოთახში შემოვიპატიჟე, ყავა გავაკეთე და სიგარეტსაც ორივემ ერთად მოვუკიდეთ. დილას ხშირ შემთხვევაში ასე ვიწყებთ ხოლმე, შემდეგ მე ჩემს სამსახურში მივდივარ ნატა თავისაში. არა, საინტერესო არაფერი მომხდარა, გარდა სიყვარულით სავსე ამბორისა.რაც ყოველდღე ხდება. ხელი თუ წამიცდება ხოლმე და სადმე მომიხვდება, მრავალჯერ ნათქვამი სიტყვებით "არა,ჯერ არა გთხოვ" მაჩერებს და ყავის სმას აგრძელებს. მოდი ეხლა და გაუძელი ყოველდღე მსგავსს რაღაცეებს ჩემს მდგომარეობაში. აუტანელია უკვე ! - არ დაგავიწყდეს დღეს თინას დაბადებისდღეა და იქ ავდივართ, საჩუქარზე მე გამოვივლი. - გასვილისას შემომითვალა. - კააი და ვინები ვიქნებით ? - რავი, რა მნიშვნელობა აქვს ? - ხო კაი, დამირეკე საღამოს და ავიდეთ . თინა ნატას საუკეთესო მეგობარი, Best friend, თუ საუკეთესო დაქალია, ნუ რასაც ეძახით ხოლმე გოგოები. ნახევრად რუსს არაჩვეულებრივი გარეგნობა და თაყვანის მცემლების მთელი არმია ყავს გარშემორტყმული. ნებივრობს ნაირნაირ საჩუქრებში და ბიჭების ყურადღებაში. თვითონ კი ერთს მისტირის აი "ქრაში" თუ რაღაც ეგეთი ყავს. რას არ გაიგებ ამ ქვეყანაზე. საღამოს მასთან შევიკრიბეთ, შეკრებილი საზოგადოებიდან (თუ ამას შეიძლება საზოგადოება ეწოდოს) უმეტესობას ვიცნობდი, რამდენიმეს არა. - თიინ გილოცავ დაბადებისდღეს შე აუტანელო. - ლუკაა ! მოდი, მოდი ! - გაჭვარტლულ ოთახში შევედი, ნატა იქ დამხვდა, დანახვისთანავე წამოხტა პუფიდან სადაც თინას ძმა გიორგი იჯდა, თითქოს არ უნდოდა რომ რაღაც შემემჩნია, მეც ზედმეტი ყურადღება არ დავუთმე ამ ფაქტს. მივესალმე ყველას და მაგიდასთან დავსხედით. ისევ ტრადიციული კითხვები, ვინ რას სვამს, ვინაა თამადა, იმას აცრა აქვს გაკეთებული, გლანდების ოპერაცია და ა.შ. დავლიეთ, შევთვერით, ვატყობ რომ ხშირად უყურებენ ერთმანეთს ნატა და გიორგი, ეჭვები გამიჩნდა მაგრამ ყველაფერს სასმელს ვაბრალებ. - კონსტანტინოვიჩ ! წაგვიკითხე რამე. - გიორგიმ შემომძახა. - აუ ხო რაა ლუუკ... - მიდი რაა .. - შენ წერ ? - აუ მეც ვწერ და ჩაგიგდებ მერე ფბში. - მონოლოგების ქვეყანაში ვცხოვრობთ თქო ვთქვი უკვე ხო ? - მიდი ლუკა, აი ის წაიკითხე ბოლოს რომ დაწერე... - მაჯებზე დაყდნობილმა ნატამ მითხრა ... - კარგი, კარგი ... ლექსს ქვია "ღალატი. ეს ისე, არავის. უბრალოდ ვიღაცის ვიღაცას." "საუცხოოა ახლა შენი სახის ყოველი, ნიღაბი როცა მოიხსნი და მაინც გამშვენებს. შენი სხეულის ნაწილების ნეტა რომელი ... მიყვარდა ასე, მაგრამ ყველა მოსპე, გათელე. დადიხარ ცვითავ განვლილ გზებს და ყველა ლამპიონს, წლში ხრი როგორც კაცში ყველა გრძნობის გარდაქმნა... იწვევ სინანულს შენს სხეულში ოღონდ წაგიღოს მტკვარის დინებამ, მაგრამ მორევს მაინც გადახვალ. მალავ სხეულში გამოწურულ ყველა ღალატს და ... გახდი მშობელი უნებართვოდ მკვდარი შვილების, სხვისი კაცების სპერმის დაღვრა ყელში გადაგცდა იხრჩობი მაგრამ, აღარ გწირავს ღმერთი. მიზეზი ? ერთადერთია, ნათენები საფლავის ფონზე, სადაც ყოველი ამოსუნთქვა უხმოდ მარხია. მიისწრაფი და არ მგონია მიხვიდე დროზე ! რადგან შენ შენი წილი მიწა უკვე გულზე გაყრია." - დავამთავრე და ინტერესით გადავავლე თვალი ყველას გაოგნებულ მზერას. როგორც იქნა გიორგიმ დაარღვია სიჩუმე. - რა და Cumshot-ები აგიტყდა. - ყველამ გაიცინა. - არა კარგი ლექსია ნამდვილად თუმცა .... - რა თუმცა ? - კონსტანტინოვიჩ ! - სანამ გააგრძელებდა ლაპარაკს შევაწყვეტინე. - ძლივს გამოვსულვართ ამ საბჭოთა წყობილებიდან ! იმის ფონზე რომ, ახალგაზრდები ვართ ჩემთვის შეურაცმყოფელად ჟღერს შენი მსგავსი მომართვა, ასე რომ "კონსტანტინოვიჩ" და "ამხანაგო" ამოიღე ჩემთან საუბრიდან და უბრალოდ სახელით მომართე. ვიცი შენი წარმოშობის შესახებ, მაგრამ საქართველოში ხარ და პატივი ეცი იმ ტკივილს რაც აქაურმა ხალხმა საბჭოთა რუსეთის გამო გამოიარა ! - გეწყინა ? - დაბნეულობისგან წამოროშა. - რო მწყენოდა არ აგიხსნიდი ! - კარგი როგორც გინდა. დავიშალეთ, თითქოს გული ამიცრუვდა ყველაფერზე. როგორც იქნა გვარი მომიფიქრა ავტორმა. "მაჩაბელი" ლუკა კოტეს ძე მაჩაბელი. კარგად ჟღერს, მომწონს. * თავდება ჭიქაში ტანგო... პიჯაკზე ღილი იხსება ფრთხილად, შენ გინდა საწოლზე გრძნობები დარგო, ოქტომბერის მთვარე ითხოვო შვილად. - Luka, chemtan gelodebi, saswrafo saqme maqvs. natas exeba, modi roca shedzleb .... ტელეფონი თათულის შეტყობინებამ გაანათა და დავიბენი. ეს ის იშვიათი დღე იყო როცა ნატა ჩემთან არ მოსულა. როცა არ მოდიოდა ან ნაჩხუბრები ვიყავით ან უბრალოდ ჩაეძინა. ამ დღესაც ვიფიქრე რომ ჩაეძინა, მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა ამ შეტყობინებამ. ათასი რამ ვიფიქრე სანამ მის სახლამდე მივედი, ავირბინე კიბეებზე და ხვნეშით ძლივს წარმოვთქვი. - რა ხდება. - ცალი ხელს გულს ვაწვებოდი ძლიერად რომ გულის ცემა შემენელებინა, მეორეთი კარის ჩარჩოს ვეხებოდი და ვვოხრავდი. - მოხვედი? შემოდი, შემოდი. მიდი მისაღებში დაჯექი, მე წყალს მოგიტან ... - სამზარეულოში გავიდა და წყალი მომიტანა, დავლიე, ცოტა ამოვისუნთქე. ფურცელი მომაწოდა. ნატას ხელწერა ბოლოში გაკვრით მიწერილი სახელის წაკითხვამდე ვიცანი. პირველი სიტყვები ბანალურად "დედა მე და გიო წავედით". რათქმა უნდა მაშინვე მივხვდი რაც ხდებოდა. "არ ინერვიულო და არ მომძებნო, ჩემს საქალწულე აპკს როგორმე მეთვითონ მივხედავ, გიორგი კარგი ბიჭია... ლუკას არ მივწერ, ინერვიულოს, ვერ იყო იმ დონეზე რამხელაც მე მჭირდება. ალბათ შენც დაგირეკავს რომ არ გამოვჩნდები და უბრალოდ ბოდიში მოუხადე ჩემს ნაცვლად. აუცილებლად გინახულებ რამდენიმე დღეში, ან კვირაში. P.s. თავს მიხედე, ნუ დაუშვებ იგივე შეცდომებს რაც ჩემთან და მამასთან დაუშვი." - გასაგებია ... - თავდაჯერებულმა ვთქვი და მეც გამაკვირვა იმ ფაქტმა რომ აუღელვებლად ჩავიკითხე ეს ნაჯღაბნი. - ეგ თავხედი ეგ ! როგორ ბედავს ! არა ჩემი ბრალია. - სიგარეტს მოუკიდა და ოთახში უმისამართოდ მიდი მოდიოდა. - გამიგია გაპარვაც, მოტაცებაც, გათხოვებაც მარა ეს წერილი ? ეს უზრდელობა ? მარაზმი... მეტისმეტია ... - თქვენი რა ბრალია, თურმე ვერც მე ვიყავი მისთვის დამაკმაყოფილ სიმაღლეზე, ჩემი ბრალიცაა ? მაშინ ვაბრალოთ ასე ერთმანეთს... ფაქტი კი ერთია... - სავარძელს მივეყუდე. - შენ რაღაც არ გაღელვებს თითქოს ეს ამბავი... ან ეს გიო საერთოდ ვინღაა ? - აგრძელებს ოთახში სიარულს. - გიო თინას ძმაა. - და თინა ? - თინა ნატას საუკეთესო დაქალი. - მომინდომა რომანები გოგომ. იქ შეყვარებული, აქეთ ქმარი, თუ საქმრო... მოკლედ რა... ჩემი ბრალია, მე არ გამოვიჩინე საჭირო ყურადღება როცა საჭირო იყო. - გაბრაზება ნელნელა სენტიმენტებისკენ გადაიხარა. - რა გავაკეთო ?! - ჩამოჯდა, მაჯები შუბლზე მიიყრდნო და თავი ჩახარა, აქვითინდა. ბარხატის ხალათი ეცვა, ულამაზესი მკერდი გამოკვეთილად უჩანდა ნაზ ქსოვილზე, მკვეთრად შესამჩნევი იყო კოლგოტის მაქმანამანები. შინდისფერი ლაქი ფრჩხილებზე თვალის მომჭრელად ბზინავდა. ალბათ ამის გამოც არ მივიტანე გულთან ნატას წასვლა და ის წერილი. - ნუ ნერვიულობთ. - წყალი მივაწოდე, სალფეტკით თვალები მოვწმინდე. - ცოტა ხანს იყავი რა, არ წახვიდე. - აკანკალებული ხელი მომკიდა. გული ამიჩქარდა. - თუ ეს დაგეხმარებათ ... წყალს მოვიტან. - ხელი გავაშვებინე და ფეხზე ავდექი. "ეს ის არაა რაც შენ გგონია" შევძახე ჩემს თავს. - წყალი არა. მანდ კარადაში ვისკი უნდა იდოს და ეგ მოიტანე. - ტირილისგან ცხვირში გაჭედილმა მითხრა და ხელით კარადისკენ მიმანიშნა. ვისკი გამოვიღე, დავუსხი. - ჩვენნაირ დაუფასებელ ადამიანებს გაუმარჯოს. - ხელის კანკალით მომირტყა ჭიქა დალია. მეც დაბნეულმა დავლიე. მეორეც დაასხიო ხელით მანიშნა, კიდევ დავასხი და კიდევ დალია, ამჯერად უსიტყვოდ. მივხვდი რომ ცრემლების მეორე ფაზა იწყებოდა მე კი დაბნეული ვიყავი, არ ვიცოდი რა მექნა. მეშინოდა, რამეში ზედმეტი არ მომსვლოდა. მასთან ახლოს მივიწიე, კიდევ დავასხი, ამჯერად პირველმა მე დავლიე და ისიც ამყვა. მისი ხასიათი თრობაში გადაიზარდა. თავი მუხლებზე დაიდო. ინსიქტურად ხელი მხარზე მოვხვიე. - დამშვიდდი. - თქვენობითი ფორმა შენობითი გახდა და ამან უფრო ახლოს მაგრძნობინა მასთან თავი. ამომხედა, ხელი მხრებიდან წელზე ჩასრიალდა, მისი ტრუსის რელიეფი ხალათზე ვიგრძენი. მანაც იგრძნო და არ გაიწია... ცრემლი მოვწმინდე, ლოყასთან გავჩერდი, თვალები დახუჭა და ლოყიდან თმისკენ ამჯერად თვითონ შეიცურა ხელი. მანძილი ჩვენს სხეულებს შორის საგრძნობლად მცირდებოდა. მე კი ჩემს ერექციაზე და მის არ ქონის შემთხვევაში მოსახდენ მოვლენებზე ფიქრები მაბნევდა. - დამშვიდდი. - ტუჩებით ტუჩებზე ვეხები და ყბებში ზუსტად ისეთი შეგრძნება მაქვს როგორიც დილით, უზმოზე ნაჭამი მწნილის დროს. მთელი პირის ღრუ სასიამოვნოდ რომ გიჟრიალებს. ჯერ მხოლოდ უბრალო ამბორი, შემდეგ ენას ვგრძნობ, ისე სასიამოვნოდ და ოსტატურად შემომიცურა რომ ჩემი სხეულის ნაწილი მეგონა, მაგიჟებს. არ მიძალიანდება, მჭირდროდ მეჭიდება პერანგის საყელოზე და ჩემს სიახლოვეს მოდის. "მმმ, ეს ის მაქმანებიანი გეტრებია დღე და ღამეს რომ მათენებინებს" გავიფიქრე, კისერზე მოვეჭიდე და ისე მივიბჯინე თითქოს მხოლოდ მისი დაკარგვის მეშინოდა. ფეხი ჩემს ფეხზე გადმოდო, ხელით მხარზე მომეჭიდა და უკან გადაიხარა, მკერდი მომიშვირა. ყელიდან დავიწყე, ძალიან ნელა, ფრთხილად, აუღელვებლად, ორივე მხარეს თანაბრად ვანაწილებდი კოცნას. კოცნა უფრო სასიამოვნო იყო როცა მის კანზე სიამოვნების ეკალი უფრო მკვეთრდებოდა. ხელებს ისე ვიყენებდი, როგორც მოქანდაკე თავის საუკეთესო ქმნილების შექმნის დროს. თუმცა მაინც ვმორცხვობ.. ვიწყებ იმ ბიუსჰალტერის შეხსნა რომელიც თურმე არ ეცვა და დაბნეულობისგან ვწითლდები. შეუმჩნევლად ვწევ ხალათს მისი მხრებიდან, ენით ვეხები მის ყურის ბიბილოს, ვხვდები რომ ეს ძალიან სიამოვნებს და სუნთქვას უხშირებს. უხეშად ვუჭერ მკერდზე ხელებს და ძუძუს თავებზე ნაზად ვეამბორები, კრთება... ახლა ის იწყებს ჩემს პერანგზე ღილების შეხსნას, თმას ველური ლომივით იქნევს. შავი საცვლები აცვია, ეს ჩემი საყვარელი ფერია, გეტრები ტრუსზე აქვს მიმაგრებული. ქამრის ზოლიდან იწყებს კოცნას და ზემოთ სწრაფადვე ამოდის, ორივე ფეხით მაჯდება, ხელები თავის ყურთან მიაქვს და სიამოვნებისგან ისე იწელება თითქოს იზმორება, მე კი საჯდომთან ვეპარები. ჩემი შიშველი სხეული მისას ეხება, სიამოვნებას მანიჭებს ჩემს მხრებზე ჩამოყრილი მისითმა, ღრმათ და ხშირად სუნთქავს, სირბილისგან დაღლილი კაცივით, ხელს ყელიდან ჩემი შარვლისკენ აცურებს, უფრო სწორედ შარვალში, ქამრის გახსნის გარეშე, ერთი სული მაქვს როდის შეეხება, არ ჩქარობს, ხვდება რომ ამით სიამოვნებას მიხანგრძლივებს, პირველ ჯერზე არ ეხება. ადგა, ხალათი საბოლოოდ გაიძრო და ჩემს ქამართან ჩაიკუზა, გარედან უხეშად შემეხო, თითქოს გაზომაო და ქამრის შეხსნა დაიწყო თავისი ულამაზესი ფრჩხილებით. მის მზერას უკვე ორგაზმამდე მივყავდი, უხეშად გამაძრო შარვალი და ავაყენე, ხელში ავიყვანე და ქვემოდან მოვიქციე, შევედი, თავი მის ყელში ჩავრგე ვიგრძენი როგორ დახაზა მისმა ფრჩხილებმა ჩემი ზურგი. ნელი ბიძგებიდან უფრო ჩქარზე გადავედი, ჩვენს გარდა ირგვლივ ყველაფერი გაჩერებული იყო. დ ა ს რ უ ლ დ ა. - ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო ! - ოფლ მომდგარი ხალათს იფარებს. - ვითომ ? - ვდგები და უმისამართოდ მიგდებულ შარვალს ვეძებ. - ჭუჭუზე ხელი აიფარე, დედის ტოლა ქალს როცა ელაპარაკები. - გულიანად იცინის და ჭიქაში დარჩენილ ვისკის შეექცევა. - ნახე... შენ შემაცდინე, მე რა შუაში ვარ ! - სიცილით ვპასუხობ და ხელებს ვიფარებ. - კარგი ბიჭო ვხუმრობ, ისე ამდენსაც არ ველოდი, ყოჩაღ შენ ! - გაკვირვებით მეუბნება და მეც სიამაყით ვივსები. - შევალ გადავივლებ და ყავა დამახვედრე. - შუბლზე ვკოცნი. - ეეეე უყურე ამას შენ. - სიცილით მიყურებს. - ზედმეტ სიტყვას ვერ ამბობდა და ყავა მომინდომა ბიჭმა. - ისე საერთოდ აქ ხო არ გადმოვიდე საცხოვრებლად ... ჰა ? - მიდი, მიდი, მიდი, მიდი... დაიბანე ჭუჭყიანი გენეტალიები ... - ეს გენეტალიები იყო შენ რო .... - წადი თქო ბიჭო. - ხარხარით ძირს დაგდებულ პერანგს მესვრის და მეც გავრბივარ. * თავი (სათაური ვერ მოვიფიქრე) საოცარია არა ? თავდავიწყებით გვიყვარს, ვიბრძვით და ის მიდის. მიდის ისე, რომ ჩვენში არანაირ ემოციებს არ აღძრავს, ეს იმიტომ რომ ასე უნდა მომხდარიყო. ეს იმიტომ რომ მან არ დააფასა ჩვენში თავისივე პატივისცემა, იმიტომ რომ მან მოგვცა უემოციოდ გაშვების საშუალება. აი ასე, მარტივად ვანაცვლებთ ერთმანეთს, თითქოს წინადადების არ მოწონებული სიტვყვები იყვნენ, ერთს ვშლით და მეორეს ვწერთ, ასეა... "ჩემო ცხოვრება, ჩემო სიცოცხლე, ჩემო ერთადერთო..." ეს ყველაფერი უბრალოდ გაუთვითცნობიერებელი მიმართვაა, ვერ ვხვდებით თუ ვის შეიძლება მივმართოთ ასე, ვინ შეიძლება გვიყვარდეს ისე რომ ეს სიტყვები ვუწოდოთ, ვისთვის ვცხოვრობთ, ვის ვუძღვნით სიცოცხლეს. ამას უბრალოდ ადამიანს ვერ უწოდებ, ან თუ უწოდებ ესეიგი ვერ ათვითცნობიერებ ამ სიტყვების არსს, აზრს. ასე მომმართავდა ხოლმე თათული. თუმცა თათული ნამდვილად ვერ არის ის რაც უნდა იყოს, ასაკით 40 წლის... კიბატონო მის გარეგნობას ნაკლს ვერ უპოვნი, მაგრამ, ვერ უწოდებ შეყვარებულს, მას ვერ წაიყვან მეგობრების შეკრებებზე და მასთან ერთად კაფეში ვერ ივლი ჩაის დასალევად. მეც ასე ვარ, იმ დღის შემდეგ კვირაში ორჯერ თუ შევუვლიდი ხოლმე, არაამქვეყნიური სექსით ვკავდებოდი, ვივიწყებდი ყველაფერს და ისევ ვუბრუნდებოდი ყოველდღიურ ცხოვრებას სანამ ერთი გარდამტეხი მომენტი არ დადგა ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც ყველაფერი დავდაყირა დააყენა... საერთოდ იმის რომ 13 თარსი რიცხვია, 13 პარასკევი, 13 ტყვია და ა.შ. არ მჯერა ! ზუსტად 13-ში შევუარე თათულის ყოველთვიური რუტინულად დაგეგმილი სულიერი განწმენდისთვის, კარზე ზარს ვრეკ და ჰოი საოცრებავ. - შენ აქ რაგინდა ?! - გაოცებული, გადიდებული თვალებით მეკითხება ნატა. - დაბნეულობისგან ვეღარ მოვიფიქრე რა მეთქვა და დაუფიქრებლად ვუთხარი. - შენთან ლაპარაკი. - ჩემთან ? - გაიკვირვა. - ხო, შენთან... - ვუპასუხე და წამები მოვიგე დასაფიქრებლად. - კარგი, გისმენ. - კარის ჩარჩოს მხრით მიეყუდა და ხელები გადაინასკვა. - არ შემომიშვებ ? - აა ხო ... მოდი შემოდი. - შესვლისას დერეფნიდან თათული დავინახე, გაკვამლული ოთახიდან გამომხედა და თვალებით რაღაც მანიშნა თუმცა ვერ მივხვდი რა უნდოდა. დავჯექი კარგად ნაცნობ სავარძელზე. - აბა გისმენ, რაგინდა ? - ვერ ვხვდები, ესე აგრესიულად რატომ მელაპარაკები, მე წავედი უთქმელად შენგან ? თითქოს მე ვიყო დამნაშავე. - "საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო" გადავედი შეტევაზე. - მორჩი ?! - კარგი აზრი არ აქვს ალბათ ლაპარაკს. წავალ მე. - როგორ არ მინდოდა რომ შევეჩერებინე მაგრამ. - დიდი ხანია ? - კარის გასასვლელში შემაჩერა და რათქმა უნდა მივხვდი რაზეც ქონდა ლაპარაკი. - რას გულისხმობ ? - მისკენ შემოვბრუნდი და თავი გამოვიშტერე. - კარგად იცი რასაც .... - არა არ ვიცი, ან მეტყვი ან აზრი არ აქვს ამ არაფრის მომცემ კითხვებს. - დიდი ხანია რაც დედაჩემთან სექსი გაქვს ? - ხმაში სიბრაზე შეერია. მეც მივხვდი რომ არაფერზე თავის მართლებას მქონდა თუ არა ამის საბაბი აზრი არ ქონდა და პირდაპირ შეტევაზე გადავედი. - შენთვის რა მნიშვნელობა აქვს ? - კონტრ შეკითხვით მივმართე და თვალები მოვუჭუტე, აი ზუსტად ისე ბრაზილიურ სერიალებში რომაა ხოლმე. - რას ქვია რამნიშვნელობა აქვს ? ჩემს ყოფილ შეყვარებულს დედაჩემთან აქვს სექსი, ვდგავარ ფაქტის წინაშე, რა რეაქცია უნდა მქონდეს ? - არ დაგემსახურებინა. - მხრები ავიჩეჩე, ვიცოდი რომ არაფერს აზრი არ ქონდა მასთან მიმართებაში და არ მაწუხებდა იმ მომენტში შექმნილი დიალოგი . - რა ? და რა დავიმსახურე ? ვერ ვხვდები ? ერთი წარმოიდგინ შენი თავი ჩემს ადგიას რა .... - არაფრის წარმოდგენას არ ვაპირებ, წავედი. - კარგად იყავი, თათულის დაემშვიდობე მიდი, არ დაგავიწყდეს... - კარი გამოვიჯახუნე და გამოვედი. ბარში ვიყავი, ვსვამდი როდესაც თათულიმ მომწერა, და მასთან ასვლა მთხოვა, ჯერ გავარკვიე ნატა სახლში იყო თუ არა, რომ დავრწმუნდი რომ არ იქნებოდა ავედი. - რა უნდოდა ?! ან შენ არ უნდა გეთქვა რომ სახლში იყო, ან საერთოდ როდის მოვიდა, დაშორდა თავის გიორგის ? - სახლში შევედი თუ არა ჩხუბზე გადავედი. - არ ვიცი ლუკა ... - ან საერთოდ ჩვენზე საიდან გაიგო ? - წინადადება არ დავამთავრებინე. - არაფერს არ აქვს აზრი ... - რას ქვია ? - გადამიცდა. - რაა ? - გადამიცდა. - ანუ ? - რა ანუ ? იდიოტი ხარ ? - მოიცა რას ნიშნავს გადაგიცდა. - შენ დებილი ხარ მართლა ? - წესიერად მელაპარაკე და ამიხსენი ! - ორსულად ვარ ! - ის სამზარეულოს სკამზე იყო და თავში ხელები ქონდა წაშენილი, მე მაცივარზე მივადე ხელი, ხელს თავი და რამდენიმე წამიანი შოკი მქონდა, რა თქმა უნდა ვერ გავაანალიზე ისე როგორც საჭირო იყო რა ხდებოდა... - რა ვქნა ?! - გამომაფხიზლა. - როდის გაიგე ?! - ვკითხე, სიგარეტს მოვუკიდე და მის წინ სკამზე დავჯექი. ვისგან იყო ორსულად კითხვას მნიშვნელობა არ ქონდა რადგან დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემს გარდა არავინ ყავდა. - დღეს დილით, შენ რომ მოხვედი. - მანაც მოუკიდა სიგარეტს, უხეშად გამოვართვი და ჩემიც და მისიც ფანჯრიდან მოვისროლე, ეზოდან გინების ხმა გავიგონე მაგრამ ამას რა თქმა უნდა ყურადღება არ მივაქციე. - რა ვქნა ? - შემომჩივლა. - შენ არ მითხარი ჩემი დაორსულების შანსი არ არსებობს, შეგიძლია თავი არ დაიცვაო ? - ასეც იყო მაგრამ არ ვიცი რა მოხდა ... - სინანული შეერია ხმაში. - ძალით გააკეთე ? - ეჭვის თვალით გავხედე. - გაგიჟდი ? რაში მჭირდებოდა ? შენ ის მითხარი რა ვქნა ? - რა ვქნაში რას გულისხმობ ? - უნდა მოვიშორო ! - სიგარეტს მაინც მოუკიდა. - რატო ? - არ მაქვს ბავშვის გაზრდის არც დრო, არც ნერვები. - რომ გითხრა გააჩინე თქო და დაგაძალო, მეც შვილიანის სტატუსი მომეწეპება მინდა თუ არ მინდა და ბავშვსაც ავტომატურად არასასურველი დაერქმევა. - მოვიშორო ?! - ნუ ამბობ მაგ სიტყვას ? - აბა რავთქვა ? - დაიტოვე ! გინდა თუ არ გინდა მნიშვნელობა არ აქვს... გააჩინე და რაც გინდა ის ქენი, ნუ გაზრდი, მე მივხედავ და გავაკეთებ ყველაფერს რაც საჭიროა, არ მოგცემ უფლებას ბავშვი მოკლა. - თავდაჯერებულმა ვუთხარი. - ცოლად მომიყვანე. - შიშით შემომაპარა მზერა. - გაგიჟდი ? - გაოცებულმა ვუთხარი. - კარგი ხო, გინეკოლოგთან გამომყვები ? მეშინია. - გამოგყვები. * 13 თვე შემდეგ იყო ბევრი შიში, ეხოსკოპიები, გულის ცემა, იმედი. არ ვიცი ყველაფერი ერთად. ყველა გაოცებული მზერა, კითხვები "თქვენ ცოლ-ქმარი ხართ? ეს დედაა თქვენი? საერთო შვილია?" უხერხული სიტუაციები. იმ ფაქტმა რომ თათული ჩემგან დაორსულდა არანაირად არ ამიცრუა გული მასზე, მე ვიგრძენი გარკვეული პასუხისმგებლობები და დავდექი ისე როგორც ყველა მომავალში მამა დადგებოდა და გავაკეთე ყველაფერი ჩემი შვილისთვის და მისი დედისთვის, ჩვენი ურთიერთობა და ურთიერთ პატივისცემა უფრო მაღალ ეტაპზე ავიდა, თათულიმ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს განვითარებაში და კაცად ჩამოყალიბებაში. მის გაჩენის დღეს სამშობიაროსთან მხოლოდ ორი ადამიანი ვიდექით, ულაპარაკოდ, მე და ნატა. ასე რომ ჩემი შვილს ნამდვილად აქვს უფლება თქვას "ჩემს დაბადებას შუშხუნები არ მოჰყოლია" ეს ნამდვილად ასეა. მე შვილს ველოდებოდი, ნატა ძმას, რომლის მამაც ყოფილი შეყვარებულია. 13 საათი ველოდით მის დაბადებას, მე წრეებს ვურტყამდი სამშობიაროს, ნატა გაშეშებული იდგა ერთ ადგილას, ურეაქციოდ, მოსაწევად ვიყავი გარეთ გასული როდესაც ტირილის ხმა გავიგე, სამშობიაროში შევედი და გამწარებული ნატა, აწითლებული სახით, აცრემლებული თვალებით და განწირული ხმით ჩემსგენ გამოექანა და მკერდზე გამეტებით დამიწყო მუშტების რტყმა. - შენი ბრალია ! შენი ბრალია ! აღარაა თათული შე ნაძირალა ! შენს გამო მოხდა ყველაფერი. - მაგრად მოვეხვიე და მივიკარი გულზე რომ როგორმე მისი ხელების მოძრაობა შემეჩერებინა. - ნიშადური მომაწოდეთ ვინმემ. - დავიყვირე, გულ წასული ნატა სავარძელზე მივაწვინე, ყურების ზელა დავიწყე, რეგისტრატურის გოგომ ნიშადური შეასუნთქა და გონზე მოვიდა, თავი ჩახარა და ქვითინი განაგრძო. - ბავშვი ? - დაბნეულმა დერეფანში მიმავალ ექიმს ვუღრიალე. - მაჩაბელი ? - მკითხა. თავი დავუქნიე. - ბიჭია, დედამ დანიელი დაარქვა, სამწუხაროდ დედის გადარჩენა ვერ შევძელით, მშობიარობის დროს პაციენტის საშვილოსნოს გარღვევისგან წარმოქმნილი სისხლდენის შეუჩერებლობის გამო. ვიზიარებ თქვენს მწუხარებას. - მუშტები კედელს ძლიერად მივარტყი და ავქვითინდი. - შეიძლება ვნახო ? - აცრემლიანებული თვალებით გავხედე ექიმს. - დედის ცხედარს ხვალ დილით გადმოასვენებენ სახლში საჭრო პროცედურების ჩატარების შემდეგ. ბავშვი სასუნთქ აპარატზეა შეერთებული, ნახვის საათები ხვალ 14-დან 17 საათამდე. - რა ჭირს ?! - ამას ანალიზების შემდეგ გავიგებთ, არ მინდა ტყუილი იმედები მოგცეთ. და ხასიათი შენი ახლა უფრო მეტია... ვიდრე ამა წლის ამინდების ხშირი ცვალება იანვარია, სახსოვრად შენი, დღეს ცამეტია გარდაცვალება! გარდაცვალება! გარდაცვალება! 13 თვე თათულის გარდაცვალებიდან, მე არ მჯეროდა ამ თარსი რიცხვის თარსობის თუმცა არ ვიცი დაემთხვა თუ არა, მაგრამ ასე მოხდა. 13/13/13 იანვარი ხომ 13-ე თვეა. დღე როცა ჩემი შვილის დედა გარდაიცვალა, ამაში ჩემს თავს ვადანაშაულებ რადგან მე დავითანხმე ბავშვის დატოვებაზე თათული. დანი, დანიელ, დაან. ვეძახით მე და ნატა მას, ის კი მუდამ გაღიმებული სახით გვიყურებს. ჩვენ კი მუდამ ვიმეორებთ რომ: - "მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს" ავტორი: გოგლიკო თეთრაძე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.