შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბევრი ნახვით შეყვარება. (3)


8-04-2019, 17:18
ავტორი A-R-T-H-E-M-I-S
ნანახია 1 219

კატო
ღმერთო , რა დრო დამიდგა ხვდები?! მეორე პაემანზე მივდივარ ბიჭთან ერთად , რომელმაც პირველივე პაემანზე ყინულის მოედანზე წამიყვანა , ამას პლუს ძირს დაენარცხა და ტვინის შერყევა მიიღო , მაგრამ ამ ყველაფრის მერე , მაინც გაიძახოდა , რომ საუკეთესო პაემანი ჰქონდა ცხოვრებაში , რამაც მიმახვედრა , რომ პაემანი არასოდეს ჰქონია!
ხო , ყველას გაინტერესებთ ალბათ რა ძალამ , ვუდუმ თუ შელოცვამ მაიძულა მეორე პაემანზე ამ დარტყმულთან წამოსვლა და გეტყვით კიდეც , ქარბორბალამ სახელად ციცინომ.
ღიპიანი , მუდამ ჰორმონებაშლილი , უხასიათო ციცინო ბოლქვაძე , ჩემი სოციალური მეცნიერების ლექტორი , ღრმად პატივსაცემი ქალბატონი ამიჯანყდა და განაცხადა , რომ მათე მერლანისგან ინტერვიუ უნდა ავიღო!
რატომ მე?! მე რა ვიცი?! ხომ იცით ჩემი ბედი? თუ არსებობ სადმე ბედო, რატომ მწირავ?! უნახავს ქალბატონ ციცინოს თამაში , რომელზეც მათემ შეხვედრა მაიძულა. ისიც უნახავს , რომ დავთანხმდი. მერე ის კადრებიც უნახავს ყინულის მოედანზე დაცემულს თავზე , რომ ვედექი და გულიანად დავცინოდი. ჰო , კი ნახავდა ყველა ჟურნალის პირველ გვერდზე ჩვენ ვართ გამოჭენებულები და...
მეც ჭკვიანმა ვიფიქრე კი ვიმსახურებ დათანხმებას ბოლოს და ბოლოს კინაღამ მოვკვდი ამ პრიმატის გამო-თქო , მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ მათე სულ არ ფიქრობს , რომ დამნაშავეა!
რა დათანხმებაზეა საუბარი, პირდაპირ მაჯახა ერთ სიტყვასაც არ გეტყვი თუ მეორე შეხვედრაზე არ დავთანხმდებიო.
ჰოდა , ახლა ველოდები მორიგ შეხვედრას მისტერ ორიგინალურობასთან და ამჯერად ტვინი ვიმყოფინე და ჩვეულებრივი ტანსაცმლით მივდივარ , კიდევ კარგი ელენე აქ არ არის თორემ ჩამაცმევდა ინგლისის დედოფლის ნაქონ საპატარძლო კაბას.
ჰო , ელენე სად არის ალბათ გაინტერესებთ.
ექსკურსია აქვს ქალბატონს ორდღიანი უნივერსიტეტიდან და დამტოვა მეც ეულად , ნუ კი მითხრა მარტო კი არა მათესთან გტოვებო , მაგრამ მათესთან კი არ მტოვებს მათეს მიტოვებს მე, რომ კიდევ რამე არ დაარტყას იმ უბედურმა.
საერთოდაც, დაქალს მერლანს , რომ დაუტოვებ ფაქტია დაქალად აღარ თვლი , მგონი ჩემი მოშორება უნდა და იმიტომ მატენის უბედოვლათესსთა ბედოვლათს.
გინდათ საიდუმლო გაგიმხილოთ? ელენეს სერიოზული სიურპრიზი ელოდება ექსკურსიაზე! რა სიურპრიზი?! არ გეტყვით , მაგრამ ახლავე გეუბნებით , რომ ჯოჯოხეთის მაშხალა მათეს ბრალია. უნდა ვაღიარო ჭკვიანურია.
მთელი გულმოდგინებით ვცდილობ ფანტაზია მოვიშველიო და მივხვდე სად წამიყვანს დღეს ციგურების მეფე.
ჰო , მოვინდომე მეც. როდის იყო ფიქრს მაცდიდა?! ყოველთვის, როდესაც ფიქრს ვიწყებ მწერს და აღარ მაცდის არაფერს!
ისე სერიოზულად მწერს ხოლმე მოვედიო მგონია ტრამპთან მაქვს შეხვედრა , არადა მერლანი და სერიოზულობა? გამორცხულია , სასაცილოა.
კიბეებზე ჩავრბივარ და სადარბაზოს ვზვერავ , რომ ახლაც საიდანმე არ გამოხტეს დაუპატიჟებელი სტუმარი , როგორც წინაზე.
სად ჯანდაბაშია?!

ელენე

ისე ყოველ წელს ამ ავტობუსით ჯახჯახს ფეხით , რომ ჩავიდეთ უფრო მალე მივალთ ხოლმე. ისე შევთავაზე ერთხელ ჯღამაიას , მაგრამ ცხვირი აიბზუა, ეკადრება მაგას ფეხით სიარული? ადრე თავისი ნუგზარა აკითხავდა ხოლმე , მაგრამ როგორც ჩანს იჩხუბეს , არადა სანამ ეგენი ჭიკჭიკებდნენ მთელი ლექცია გადიოდა ხოლმე და ჩვენც ვერთობოდით... ეჰ , თვალწინ გამირბინა საუკეთესო მომენტებმა , როგორ მომნატრებია ღიპიანი-ჯიპიანი ნუგზარა...
უნივერსიტეტის ეზოში სასტავებად დაყოფილი ბავშვები დგანან და მეც სასწრაფოდ ვიღებ გეზს ჩემი ჯგუფისკენ.
მისული არ ვარ ლომაია ყველას , რომ უყვირის ელენე მოდისო . ჰო, ყოჩაღ ზურა, შენ რომ არ გეთქვა ვერ მიცნობდნენ , ჩემი პირადი სასწაული ხარ!
-რას შვრებიან ამდენ ხანს?
უკმაყოფილოდ წუწუნებს ნუცა და ჯღამაიასკენ მიდის ამბის გასაგებად.
-ბავშვებო , ვიღაცას ველოდებით და გავალთ , ცოტა ხანში აქ იქნება.
რა არაპუნქტუალურობაა?! რას მოგვიყვანეს და გვაყურყუტებენ აქ თუ კიდევ ვიღაცას უნდა ველოდოთ?! მართალი იყო კატო , არ ჯობდა ავტობუსის სკამის ჩახუტებას ბალიშის ან თვითონ კატოს ჩახუტება?! დავიძინებდი მშვიდად!
უკმაყოფილების დონე უფროდაუფრო იწევს , მაგრამ , როდესაც ოდნავ მოშორებით მანქანა ჩერდება და ყველა მისკენ იხედება , სახეზე აშკარა გაკვირვება ემჩნევათ.
მობეზრებული ვბრუნდებოდი უკან და ღმერთო , რატომ ვბრუნდებოდი?! ახლა დამეცეს მეხიც, კუბოც, ის ორი თავი ხახვიც კატომ ლამარას , რომ ათხოვა 2014-ში , ახლა ამოიფრქვეს ვულკანიც და ჩამიტანოს თან! ან მე რატომ?! კეკელიძე ჩაიტანოს ან ვინც ეს აქ გამოგზავნა ის , დარწმუნებული ვარ მერლანის ან კატოს ხრიკებია და გადავაბამ ერთმანეთზე მაგ ორ საეჭვოდ მორბენალ ჰიპოპოტამებს !
სასწრაფოდ ვეტენები ავტობუსში იქნევ ვერ შემამჩნიოს-თქო , მაგრამ ჩემი უქერავესი თავი იმდენს ვერ ქაჩავს , რომ ორ დღეში ყველანაირად შემამჩნევს სულ , რომ ავტობუსის სახურავზე ვიჯდე ან სკამის ქვეშ ვიმალებოდე.
უხ კატო, რას მოვდიოდი?! სულ სიმართლეს მეუბნება და რაღა ახლა შეცდებოდა , დავტეულიყავი სახლში!
რომ ვფიქრობ კეკელიძეს სულ ცოტა ხნით მაინც გამოვასწარი-თქო ზუსტად მაშინ ებერტყება თავისი მაჩვური სახით ჩემს გვერდით.
-სად გამოიქეცი გოგო, შენს გამო მოვდივარ მე და შენ გარბიხარ?
-თავი მათემ დაარტყა თუ შენ? თუ იდენტური ტყუპები ხართ და ორივეზე ვრცელდება უტვინოობა?!
-კიდევ მე ვარ უტვინო? გაიხსენე საავადმყოფოს სცენა...
-ეგ შემთხვევით იყო!
-რა იყო შემთხვევით?! საავადმყოფოში შევედით თუ არა , ვიღაც ქალთან მირბიხარ და ეკითხები ჩემი დაქალი და ამის ძმაკაცი სად არიანო.
-ექთანი მეგონა!
-ექთნის ფორმა არ ეცვა და რომც ყოფილიყო მაგას საიდან უნდა სცოდნოდა ვინ არიან "ამის ძმაკაცი და ჩემი დაქალი" ?
-ვსო, გაჩუმდი! საერთოდაც მე გოგო ვარ და გამოიჩინე ჯენტლმენობა და გადაჯექი , თორემ მე გადავალ!
-ეს გოგო ვარ რა იცით ხოლმე , გენდერულ თანასწორობაზე გსმენია თუ ბოლო საუკუნეები გეძინა?
-გადავდივარ!
-ვერ გადახვალ.
-ვითომ რატომ?!
-ვითომ რატომ და იმიტომ , რომ აღარაა თავისუფალი ადგილები და ძირს გაწოლას თუ აპირებ არაა პრობლემა, გავერთობი შენი ყურებით.
-მოგზავნილი ხარ, კეკელიძე?!
-რა კარგად დაუმახსოვრებია გვარი ! ასაკი და ბიოგრაფიაც გეცოდინება შენ ჩემი.
-შენზე ინფორმაციის მოძიებაში ვათენებ და ვაღამებ.
-ეჭვი არ მეპარებოდა , გეტყობა. ამოღამებული გაქვს თვალები.
აჰა , გინდა ელაპარაკე და გინდა არა. შეაყარე კედელს გინდა ცერცვი , გინდა ტაფა ურტყი და გინდა ჩაქუჩი! ან წაიკითხე მგლის თავზე სახარება!
-ვისი დამსახურებაა ამხელა პატივი , რომ ახლა აქ ზიხარ?
-გაინტერესებს კატო უნდა მოკლა თუ მათე?
-ჰო , ძალიან.
-არ გეტყვი , მაგრამ გინდა საიდუმლო გაგანდო?
-შენი საიდუმლოებები შენთვის დაიტოვე , არ მაქვს შენი თავი.
-კატოზე და მათეზეა , მაგრამ კარგი.
ცოტახანი ვჩუმდები , მაგრამ მერე "დროზე კითხე , თორემ მოვკვდები და არ მოგასვენებ" ელენე ერთვება და მეც შეწუხებული ვეღარ ვითმენ.
-ჰო კარგი, მითხარი.
კმაყოფილი კეკელიძე მიბრუნდება და ყურში მეჩურჩულება , თითქოს აქ ვინმე იცნობდეს მათეს ან კატოს.
-პაემანზე იცი სად მიჰყავს ?
-სად?
ო ღმერთო , არა! ოღონდ მანდ არა ! ჯანდაბა , მართალი იყო კატო , არ უნდა გამეშვა იმ დარტყმულთან! მოკლავენ ერთმანეთს , ნამდვილად მოკლავენ!
-შენც იმას ფიქრობ , რასაც მე?
ბოროტულად ზვერავს გარემოს კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავი.
-ჰო , ამჯერად ერთ აზრზე ვართ , როგორც შენ თქვი ან დაღუპავენ ერთმანეთს...
-ან დაღუპავენ.
ძველებურად აბოლოვებს და ჯღამაიას ჩამოტარებულ ხაჭაპურს ყბაში იქანებს.
არა , რამ წააყვანინა გოგო პაემანზე იმ ადგილას?!

ხალხო , ეს თავი მეტი აღარ გამომდის ახლაც ფართხალით ვწერ ისეთი გასაქცევი ვარ . ხოდა , შემდეგ თავში მათეს და კატოს მეორე პაემანს იხილავთ და ჯობია მოემზადოთ. ამ ისტორიის ავტორს კარგად ვიცნობ , კარგი გოგოა ხოდა , ეცდება გამხიარულოთ. (არა რა ნარცისი).



№1 სტუმარი სტუმარი ანი

აუ ძალიან ბევრი "ფიქრებია" წაკითხვაც კი მეზარება ისეთია -_-
მეტი მოქმედებები და მეტი დიალოგები..
მესამე პირში რო წერდე უკეთესი იქნებოდა...

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

ჩემი აზრით კარგია მაგრამ ერთი შენიშვნა უფრო დიდი თავები და ცოტა განავითარე აზრობრივად.ისე კარგი მოთხრობააა

 


№3  offline წევრი scooby doo pa pa

ძალიან მომეწონა ველოდები ახალსსსსსსს

 


№4 სტუმარი ciko

dzaan sainteresoa

 


№5  offline წევრი forever-321

როდის დადებ შემდეგ თAვს?თუ დადე და მაწყვიტავენ ესენი ნერვებს ისევ :დ :დ

ძაან მომეწონა და ასეთ ადგილას აღარ გაწყვიტო თორემ ვერ გადამირჩები

შენთან ვარ სულით,ხორცით,კუჭით,და ყველა ნაწლავით და უი ჰო გულითაც
აბა გეცნობა?მეც ეგრე ვარ როგორც შენ

 


№6  offline წევრი ჟიზელი

დღეს მებღავლებოდა და წავიკითხე, ხასიათზე მოვედი. ასე რომ, როდის დადებ ახალ თავს :დ

 


№7  offline წევრი fluctus Oceani

ვგიჟდები ამათზეეეეეე როდის დადებ შემდეგს?

 


№8  offline წევრი scooby doo pa pa

აუუ მალე დადე რაააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent