ინორი.! (ლოცვა, ვედრება.)#2
ნელ-ნელა აჰყვა ცხოვრების რიტმს, დამშვიდებული გონებით გააგრძელა ცხოვრე და აგერ უკვე მეგობართან ერთდ კინოშიც დადის. -აუ ლიკუნა წამო რამე ვჭამოთ რა.-დარბაზიდან გამოსულები, საკვები ობიექტების წინ აიარეს და იქიდან გამოსულმა სურნელმა ორივე მიიზიდა. ცხოვრება გრძელდება.! ბანკეტის დღეც მოახლოვდა. მთელი დღე მზადებაში გაატარა. მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა, რომელმაც სახის ნაკვთები უფრო გამოკვეთა და გაალამაზა. ლამაზი თვალები აუციმციმდა. კაბაც ასაკის შესაფერისი შეარჩია. ლამაზი ზურმუხტისფერი ნაჭერით შეკერილი, წელზე მომდგარი და მუხლებამდე გაშვებული, თავად როგორც აღწერდა ფერიის კაბა მოირგო და სარკესთან დატრიალდა. საწოლზე მომღიმარი ქეთი იჯდა და სიამაყით უყურებდა ქალიშვილს. -რა ლამაზი ხარ დე. ულამაზესი.-გაღიმებული წამოდგა და შვილის წინ გაჩერდა, აღფრთოვანებული უყურებდა თვალებში. -მადლობა დე..-კიდევ ერთხელ აათვალიერა ანარეკლი სარკეში, აწკრიალეულ ტელეფონს დახედა და მალევე უპასუხა. -ანო მოვედით..-ლიკუნას მხიარული ხმა გაიგო ტელეფონში და ჩანთით ხელში მშვიდად გავიდა გარეთ. -ვაიმე ლიკუნაა როგორი სხვანაირი ხარ.! -გადაეხვია მეგობარს, ახლა მზერა გიორგისკენ გადაიტანა.-ეს სიმპატიური ბიჭი ვისია?!-წარბები ეშმაკურად აათამაშა. -ულამაზესო.! -სიცილით უთხრა და კუთვნილი თაიგული მიაწოდა. გახარებული ჩაჯდა მანქანაში და მხიარულებაც დაიწყო. არ გახსენებია თემო ბელქანია და მისი უბედურებები. მთელი საღამო ცეკვავდა და მხიარულობდა. არც ბევრი დაულევია, ზოგადად არ უყვარს სასმელი. უკვე შუაღამისას ყველა თავის სტიქიაში იყო. რამდენიმე ბავშვი მაგიდასთნ ისხდა და სასმელს-სამსელე ცლიდნენ. ზოგიც მუსიკის რიტმს აყოლებდა ტანს. გიორგი გველესიანი კი თავის ადგილს არ შორდებოდა, უაზროდ დაჰყურებდა ჭიქას, ფიქრის დროს უცნაურ მიმიკებს იღბდა. შეუმჩნეველი არ დარჩენია აიანოს გაპარვა გარეთ. -სად დაიკარგა შენი „შეყვარებული“?- ტუჩებს შორის, ღიმილის კუთხეში ჰქონდა მოქცეული სიგარეტი, რომლის კვამლიც თვალებს უწვავდა, თვითონ კი თასმებს იკრავდა. -არ ვიცი. -დაშორდით? -ალბათ. - რამდენად კარგი მეგობარიც არის, იმდენად ყ*ე „შეყვარებულია“ შენთვის.-ფეხზე წამოდგა და ზევიდან დააჩერდა მაისურაძეს. -არ მესმის მასთან რა გესაქმება?! აიანო დაიკარგები თემოსთან.! საკუთარ თავს დაკარგავ. დაიფერფლები და ნიავს გაჰყვები. სანამ დროა შეეშვი.! -აღელვებული ესაუბრებოდა მეგობარს. „ გიორგიი როგორ მინდა თემო ბელქანიას კვალი გაქრეს ჩემი ცხოვრებიდან.! როგორ მინდა ის დაღი, რომელც გულზე ასე საშინლად მადევს გაქრეს.! თანახმა ვარ გულიც დავკარგო მთავარია ეს დაღი მომშორდეს.“ -გიორგი შენ არავინ გიყვარს? -უცნაურად მომღიმარმა ახედა გველესიანს და თეთრ პერანგზე უსწორმასწოროდ დამაგრებული ბაფთა გაუსწორა.ტყუილის თქმას ისევ დუმილი ამჯობინა სვანმა. -შევიდეთ? -უკმაყოფილოდ გააქნია თავი გიორგიმ და თითებში მოქცეული სიგარეტი ოსტატურად გადააგდო, წელზე ხელის მოხვევით უბიძგა წასულიყო. *** მთელი ღამე უშფოთველად ეძინა, რამდენჯერმე კი გამოეღვიძა მაგრამ ძილი მალევე შეიბბრუნდა. დილით კი იგივე განმეორდა, ნაცნობმა ნომერმა გააღვიძა. რიცხვების ამოცნობის შემდეგ შიშმა აიტანა და მალევე გამოფხიზლდა. -გისმენ. -გავიგე გუშინ კარგად გაერთე.-ხმაში სიბოროტე მეფობდა. -ამისთვის დარეკე? -რას გეკურკურებოდა ის ჩე**სა? -ვის გულისხმობ? -გიორგის.! -უსირცხვილო ხარ.! გიორგი ჩემი მეგობარია.! -მალევე წამოენთი საქმე მის მეგობარს რომ შეეხო. -კაი კაი. ამოდი დღეს მომენატრე..-ოღონდ ეს არა. -დღეს არ მცალია.! -აიანო! დღეს გელოდები ჩემთან.!-ტელეფონი გათიშა, მაისურაძე კი მოწყვეტით დაეშვა საწოლზე, გონება არაფერზე ფიქრის რეჟიმში გადაიყვანა და ისე აღმოჩნდა ხის კართან ვერ მიხვდა. სასიკვდილო განაჩენზე კიდევ ერთხელ თავისი ფეხით მივიდა. კარზე კაკუნი აკრძალული ჰქონდა, მეზობლებს მისი მისვლა რომ არ გაეგოთ.! ტელეფონით დარეკა და ანიშნა კარები გაეღო. -პატარავ მომენატრე.-განიერ მკლავებში მოიქცია სუსტი სხეული. -მეც.-მისთვის საზიზღარი სიტყვები ამოუშვა ბაგეებიდან. -ჩაის დალევ?-როდის აქეთ იყო დაკმაყოფილებამდე თემო ბელქანია ასეთი თბილი?! -ყავას, დილით ვერ მოვასწარი.-სავარძელზე დადო ჩანთა და თავად უკან გაჰყვა. მალევე გააკეთა ყავისფერი სითხე და მაგიდაზე დაუდო, თვითონ წინ დაუჯდა. მომღიმარი აკვირდებოდა გოგონას ნაკვთებს. იცით არასდროს უთქვამს რომ ლამაზი იყო, ურთიერთობის დასაწყისშივე იგრძნობოდა უხეში თვისებები, მაგრამ „სიყვარულით“ დაბრმავებული გოგო როდის იყო ასეთ რამეებს ამჩნევდა?! მისგან თბილი სიტყვა არასდროს გაუგია, ერთი-ორჯერ თუ ეტყოდა მიყვარხარო და ესეც ისე იყო ნათქვამი ნეტა არც არასდროს არ ეთქვა.! -რაო აბა გუშინ როგორი დრო გაატარე? -ნორმალური, მე და დედა ადრე წამოვედით. -ისე რაო გიომ? - შენმა შეყვარებულმა რატომ დამივიწყაო.-ისე თქვა ზედაც არ შეუხედავს. -გაა*ვას რა.-თქვა და ფინჯანი ხელიდან გამოართვა.. აი დაიწყო მისი სიკვდილით დასჯა. ათას ნაწილად დაიშალა პირველად პერანგი რომ გახადა. შენდეგ მიწის გახსნა და ბექლანიას შიგნით ჩავარდნა ინატრა. გვერდით აქოშინებული რომ გადაწვა შვებით ამოისუნთქა. „კიდევ კაი მალე მორჩა“ -შენ არ გიყვარვარ.! -გადმოხედა გვერდით მწოლიარეს. სახეზე დაყრილი შავი ფერის კულულები თავის ქნევით გადაიწია და ნაცრისფერი თვალები აავლო მისთვის სასურველ, შიშველ სხეულს. თითები ხორბლისფერ თეძოზე აასრიალა. -როგორ არა.. მიყვარხარ.-როგორ ეგონა ამ სიტყვის წარმოთქმის მერე იგრძნობდა ყველაზე დიდ ბედნიერებას. ფრთები გამოესხმებოდა და ზეცაში აიტაცება, მაგრამ ახლა ჯოჯოხეთის ყველაზე ბნელ ქვესკნელში გდია, იქიდან კი ამოსვლა საერთოდ არ უნდა.! *** ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა, სკოლის გამოცდებიც წარმატებით ჩააბარა.. ეროვნულებისთვის მზადება განაგრძო, საბედნიეროდ ერთი თვე მისი ცხოვრებიდან კიდევ გაქრა ბელქანია და მშვიდად სუნთქვის საშვალებაც მიეცა აიანოს. -ვერ ვხვდები ამდენს რატომ უთმენ!-რეპეტიტორიდან მოდიოდნენ გზაში ლიკუნამ საუბარი რომ დაიწყო. -მიყვარს ლიკუნა. -არ გიყვარს.! და მე ნუ მაბოლებ რა.. გამაგებინე რა ხდება ასეთი რის გამოც ამდენ დამცირებას იტან.?-ახლა რომ უთხრას სიმართლე დარწმუნებულია გაკიცხავენ, ვერ კი არა, არ გაუგებენ.! ისე მიაგდებენ და ისვრიან ტალახს მისკენ არც კი მოერიდებათ.! შეიძლება ერთი შეხედვით არ ეტყობა, მაგრამ ამ გოგომ კარგად ისწავლა ადამიანის ცნობა.! -ვაიმე ლიკუნა რა გინდა? გეუბნები კარგად ვარ მასთან თქო. -ხოდა იჯექი და ისულელე თავი რა.- გაიბუსხა და ნაბიჯს აუჩქარა. -ყველამ თავის ცხოვრებას რომ მიხედოს არა?-ნერვებ მოშლილმა უაზროდ ჩაილაპარაკა და გზაზე გადაუხვია. უმისამართოდ მიდიოდა, ჩქარი ნაბიჟით.ერთადერთი იყო მთელს ქალაქში, მის გარშემო ყველა და ყველაფერი ნელ-ნელა გაუფერულდა და საბოლოოდ გაქრა. დაიღალა საკუთარი თავის გლოვით.! მობეზრებული ცხოვრებით, იძულებული სუნთქვით და გაუსიძლისი სულის ტკივილით. „ნეტა ახლა უბრალოდ გაქრეს ჩემი არსება!“-ამოიტირა და ისევ მშვიდი, დალაგებული სახით განაგრძო ცხოვრება. რა რთულია როცა ადამიანს ვერ ენდობი, ხომ არის რაღაც ცხოვრებაში რასაც მშობელს ვერ ეტყვი.. უნდა გაგაჩნდეს საკუთარი მონასტერი სადაც თავს შეაფარებ, უნდა გქონდეს ვინმეს იმედი.. ასე ყველაფრის გარეშე დარჩენილს რთულია გააგრძელო ცხოვრება. *** ეროვნულმა გამოცდებმა მშვიდად ჩაიარა, გამოცდიდან გამოსული, ტავს დაადებდა და მაშინვე სახლში იმალებოდა. არავის დანახვა არ უნდოდა. უფრო და უფრო იკეტებოდა საკუთარ ქერქში . ქეთი აფორიაქებული, შიშით ვერ ეკითხეოდა რა სჭირდა. არ უნდოდა მისი უარესად გაღიზიანება..ერთი პერიოდი ისიც კი იფიქრა ალბათ ასეთი პერიოდი აქვსო, გამოცდებმა და სტრეულმა სიტუაციამ იმოქმედაო, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ვერ მშვიდდებოდა დედა. იფიქრა.. იფიქრა და ბოლოს ეკლესიში წასვლა გადაწყვიტა. დიდუბის პანტეონთან იდგა და შესვლას ვერ ბედავდა. ძლივს ამოისუნთქა და ეზოსკენ ნაბიჯი გადადგა. ტაძარში შესულს უამრავმა ემოციამ შემოუტია და ხატის წინ ატირდა. სანთელი ეჭირა ხელში და მოთქმით ტიროდა. -იცით მიცვალებულთათვის იქით ანთებენ სანთელს.-მესანთლე მიუახლოვდა სიკვდილით შეწუხებულ და ატირებულ გოგონას. რა უნდა ეპასუხა? ერთადერთი სანთელი დაანთო. „უფალო..“-როგორ უჭირს ფიქრი, ნერწყვი მძიმედ გადაუშვა.“უფალო შემიწყალე, შეისმინე ჩემი ვედრება. ერთადერთი ხარ ამ გასაჭირში ჩემს გვერდით. ასე მწამს და ვიცი მუდამ ჩემს გვერდით ხარ, გევედრები... მთელი გულით გევედრები როგორმე მაჩვენე სწორი გზა. ვიცი შევცოდე, საშინელება ჩავიდინე მაგრამ შენ მაინც არ მიმატოვო.! ასე ძალიანაც არ გამიმეტო გთხოვ.“-ატირებულმა თავი დახარა და მთელი ტანით აცახცახდა.-იქნებ შენც მიმატოვე და ეს ზუსტად ამიტომ..-სიტყვა გაუწყდა და მაშინვე მოიშორა ეს საშინელი ფიქრები. -ყველაზე უკეთ შენ ხედავ ჩემს სულს, კარგად იცი რასაც განვიცდი. რამხელა ტკივილს ვუმკლავდეი და არავისთან ვწუწუნებ. შენ ხარ ერთადერთი ვისი იმედიც მაქვს. გევედრები შემიწყალე და ოდნავ ასატანი გახადე ეს ტკივილი..- ასლუკუნებულმა ძლივს ამოისუნთქა და გულის დაწყნარება სცადა.-შემიბრალე და მაპატიე ეს საშინელი ცოდვა.! „-პირჯვარი გადაიწერა და სწრაფად გამოვიდა ტაძრიდან.. სირბილით დაეშვა ქუჩაში, თვალზე ბინდ გადაკრული იქვე მუშტაეთის ბაღში ყველაზე მოშორებულ სკამზე ჩამოჯდა. გრძელი თხელი სარაფანა ეცვა მთლიანად დახურული. თავზე დედის ნაჩუქარი ატლასის თავსაბურავი ჰქონდა მოხვეული და ყელთან რამდენიმე ნაკეცით შეკრული. სკამის შუაში დაჯდა, ხელები მუშტად შეკრული მუხლებზე დაილაგა, წელში მოხრილი კი ყველაზე უსუსური ჩანდა.ხმით ტირილი აუტყდა და ვეღარც ამოისუნთქა, ყელთან შეკრული შარფი გაიხსნა, იქნებ რამით გაეადვილებინა სუნთქვა. რამდენიმე ხანი გაგრძელდა ასე და მყუდროება მშვიდმა ბარიტონმა დაარღვია. -შეიძლება ჩამოვჯდე?-უსიტყვოდ მიიწია კიდისკენ და ჩანთაც გვერდით მიიჩოჩა. ერთხანს გრძნობდა უცნობის მზერას, თვითონ არც კი გაუხედავს მისკენ. თავს ამის უფლებას ვერ მივცემო იფიქრა და წითელი ქვებით დაფარულ ასფალტს დააკვირდა. -კარგად ხარ? -არა.! არ ვარ კარგად.!- ხელის ზურგით მოიწმინდა ცრემლი და კვლავ საკუთარ მუხლებს დააკვირდა.-ზედმეტად მარტივი ავღმოვჩნდი ამ ცხოვრებისთვის.! -ეჰ, იცი რამადენი რამის გადატანა მოგიწევს კიდე ამ ცხოვრებაში? ჯერ სად ხარ.! არავის გამო რომ არ ღირს ასე ტირილი არ უთქვამთ შენთვის? -ქვევიდან გახედა უცნობმა. -რა უნდა რას გადამეკიდა.?-გონებაში გაიფიქრა და თითები ერთმანეთს უფრო ძლიერად მოუჭირა. -ასე ტირილით გული ამოგივარდება!-მშვიდად განაგრძნო საუბარი.-ერთ რჩევას მოგცემ.. როცა ტირილი მოგინდება უბრალოდ შოკოლადი შეჭამე და იქ არსებული ენდორფინები ოდნავ მაინც დაგეხმარება..-მუხლებზე ფრთხილად დაუდო მწვანე ალპენ გოლდის ფილა..-და კიდევ..შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოს, მაგრამ დამპირდი! ეცდები იშვიათად იტირო! არავინ არის ასეთი ცრემლეის ღირსი.-გულწრფელი ხმით ესაუბრებოდა აიანოს და სითბოთი ავსებდა ეს ხმა.. დაუფიქრებლად წამოდგა, წვავდა მისი მზერა გონებას კი უცნაურად ურევდდა.! ისეთი სისწრაფიდ გაიქცა ვერც კი შეამჩნია გაშლილ თმაზე როგორ ჩამოსრიალდა ატლასის თავსაბური.! -მიქაელ დიდი ხანი გელოდოთ?-შემოსასვლელიდან რამდენიმე მეგობარმა გახედა მათსავით ჩაცმულ ბიჭს. ახალგაზრდა ნაკრების მოთამაშე მიქაელი ფეხზე წამოდგა და ღიმილით დატოვა პარკი, თან უცნობის კუთვნილი ნივთიც გაიყოლა, ვერ გაიმეტა ეს ლამაზი და ფაფუკი ნაჭერი დასაკარგად. *** შოკოლადის ფილა რომელიც იმ დღესვე შეიჭამა მართლაც მოუტანა ღიმილიანი დღეები და მისი პირველი შეფუთვა კი უცვლელად იკავებდა დღიურში საპატიო ადგილს. ყოველთვის ღიმილი მოჰქონდა მის დანახვას.. ბევრს ნიშნავს სწორად შერჩეული სიტყვები! სიტყვას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.! -აიანო.. -გისმენ გიო.-ფილმი დააპაუზა და ფანჯარასთან გადაინაცვლა ტელეფონით ხელში. -დღეს მატჩზე წამოხვალ? -სად?-სიცილი ვერ შეიკავა როდის იყო დაინტერესებული ფეხბრთით. -მატჩზე ჩვენები შვეიცარიას ეთაამაშებიან. -აუ კაი რა გიო როდის იყო მე ფეხბურთზე დავდიოდი? -ჩემი ხათრით წამოდი, თან ლიკუნაც მოდის. უფასო ბილეთები მაქვს და შენი რა მიდის? -რომელზეა? - 6 საათზე იწყება მაგრამ ნახევარზე მაინც უნდა ვიყოთ. -კაი ლიკუნას დაურეკე და მანამდე მოვემზადებ.. -ოქრო გოგო ხარ. კაი გკოცნი დროებით.-თბილად დაემშვიდობა და ტელეფონი გათიშა. ლეპტოპი მაგიდაზე დაარუნა და კარადას მიუახლოვდა -რაო დე სადმე მიდიხარ?-ქეთი შემოვიდა ოთახში. -გიორგიმ აიჩემა გინდა თუ არა ფეხბურთზე წავიდეთო.. -თვალები გადაატრიალა და კარადიდად ის გადმოიღო რაც პირველი მოხვდა თვალში. უკვე დიდი ხანია პანჭვას მოეშვლა. -მშვენიერი აზრია დე, სულ სახლში ხარ. -შენც დაიწყე? -ერთი და იგივე საუბრუთ დაღლილმა გადახედა დედას. -მიდი მიდი ჩაიცვი და წადი გაერთე.- სულ არ ეხალისებოდა, ყველაფერს ერჩივნა სახლში ყოფნა ფილმის ყურება და ენდორფინების მიღება. მალევე დარეკა გიომ და სადარბაზოსთან შეხვდა. ღიმილით გაუდგნენ დინამოსკენ გზას. ტელეფონი აწკრიალდა. გუმანით გრძნობდა ალბათ ბელქანია აიანოს ბედნიერ წუთებს და ყოველთვის ახერხებდა მათ ჩაშხამებას. -გისმენ.-გამყინავად მშვიდი ხმით უპასუხა ნაცნობ ნომერს. -როგორ ხარ პატარავ? -კარგად თემო შენ?-სახელის ხსენეაზე გიორგიმ გაკვირვებულმა გამოხედა. -მე მომენატრე, რას შვები სად ხარ? -მე გიო და ლიკუნა ფეხბურთზე მივდივართ. -არ აქცევდა გიორგის გაღიზიანეულ მზერას ყურადღებას ისე ესაურებოდა მის „შეყვარეულს“. -მომიკითხე ბავშვები. კაი ხვალ ჩამვოვალ ბათუმიდან და დაგირეკავ გკოცნი, მიყვარხარ.-ბოლო სიტყვაზე თვალები კინაღამო გადმოსცვივდა გაკვირვებისგან მაისურაძეს. -მეც გკოცნი, მიყვარხარ. -ამას არ უნდა ეუბნებოდე შენ იმას..-გაბრაზებულმა გველესიანმა დაისისინა და აუჩქარა ნაბიჯს.. -შენ სულ გაგიჟდი?-ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და უკვე კარგად მოშორებულ მეგობარს დაეწია, მკლავში სტაცა ნატიფი მტევანი და მისკენ შემოაბრუნდა..-რომ გაეგო ხომ იცი რაც მოხდებოდა. -რა მოხდებოდა და ერთხელ მაინც მიიღებდა თავისას.. -უხეშად მოიშორა მეგობრის ხელი და წინ განაგრძო სვლა. -გიორგი გეყოს რა..წამო აი ლიკუნაც გამოჩნდა.- სტადიონზე თავისი ადგილები მოძენეს და განათებულ მწვანე მინდორს დააკვირდნენ. მატჩიც მალე დაიწყო, გვერდით დამაგრებულ მონიტორებზე ჯერ შვეიცარიის ნაკრების მოთამაშეები გამოჩნდნენ, შემდეგ ქართველები.. -18 ნომრით ითმაშებს მიქაელ ონიანი.-გაისმა მოედანზე კაცის ხმა, რასაც ოვაციები მოჰყვა, უცნაურად დაუარა სხეულში ჟრუანტელმა. სხვანაირი ემოციით აივსო და მოედანზე მორბენალ 18 ნომერს ყურადღბით ადევნებდა თვალს. *** საღამო მშვიდოისა, ესეც ახალი თავი. იმედი მაქვს მოგეწონებათ და კიდევ უფრო დიდ ინტერესს გამოიწვევს. <3 ველი თქვენს შეფასებებს ჩემო თბილებო.<3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.