რატომ შენ?!(1)
დავით ჟღენტი, რომ გაიკითხოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში გეტყვიან რომ საკმაოდ პატივსაცემი ადამიანი გახლავთ. მარტო საქართველო არ იკმარა და ახლა უკვე სხვადასხვა ევროპის ქვეყანაშია პატივსაცემი პიროვნება, მისი საქმიანობის, ქველმოქმედების, ბიზნესის და ადამიანობის გამო. ცოლად, საყვარელი მეგრელი ქალი შეირთო რომელსაც მზე და მთვარე ამოსდის ქმარზე და შვილებზე. შვილები ვახსენე და არ შემიძლია არ აგიღწეროთ მისი ბიჭი, პირველი სიყვარული და მამის სიამაყე ანდრია. 26 წლის ანდრია როგორი ბიჭია იცით? სიტყვა რომ არ შეეშლება, მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ მდიდარია, ქართულ სუფრაზე მისაბაძი პიროვნება გახლავთ მამის მსგავსად. მამაშვილი მხარბეჭიანობით და გარეგნობით ყოველთვის გამოირჩეოდა. შავი თვალწარბი, შავი თმა, სწორი წარბები და გრძელი წამწამები ჰქონდათ ორივეს. მაგრამ ტუჩების რაგითხრათ აბა? ტუჩებით და ცხვირით აშკარად დედას დაემსგავსა ბატონი ანდრია, სწორი ცხვირით და დიდი სისხლისფერი ტუჩებით, კაცნახევრებს ეძახდნენ მთელი სანაცნობო. ორივე სერიოზულობით და მკაცრი გამოხედვით გამოირჩეოდნენ მაგრამ მათი სიმკაცრე არ ვრცელდებოდა ჟღენტების ოჯახის ქალბატონებზე. უფროს ქალბატონზე ნატალიზე რომელიც ბატონი დავითისთვის თვალის ჩინი იყო, მისი გულ და სული, ასევე მათ ქალიშვილებზე ლილეზე და მართაზე. მართა 24წლის იყო, ყოველთვის უფრო სერიოზული იყო ვიდრე მისი უმცროსი და ლილე. ლილე 21წლის თავისუფალი გოგონა იყო, მაგრამ აბა ზედმეტი გაგებედათ? ან საერთოდ ვინ გაბედავდა ზედმეტს როცა ასეთი მამა ყავდა. ოთხმოცდაათიან წლებში ჭკუის საკითხავ კაცს თუ ეძებდნენ მაშინვე ჟღენტთან უშვებდნენ. ასე და ამგვარად ბატონ დავითს მტერიც არ ყოლია არასდროს. ალბათ გაინტერესებთ ვიზეა ეს ისტორია არა? ეს ისტორია ჟღენტების ლამაზამანებზეა რომლებსაც აკრძალული სიყვარული ეწვიათ. .............. ივლისი იყო, დილაადრეან წამოფრინდა ქალბატონი ლილიანა ფეხზე, სააბაზანოშ შევიდა, გამოიცვალა, მოწესრიგდა, შავი თმა ცხენის კუდად აიჭიმა რაც მის პუტკუნა სახეს მეტ სილამაზეს სძენდა, მწვანე თვალები ბედნიერებისგან უბრწყინავდა, რომ გეკითხათ რა გაბედნიერებსო პასუხს მაშინვე გაგცემდათ: „ოჯახი!“ ქვემოთ ჩავიდა, ჯერ მამას აკოცა ლოყაზე, მერე დედას, ბოლოს და-ძმას და კუთვნილი ადგილი დაიკავა მაგიდასთან. -ლილ, სავარჯიშოთ მივდივართ და ჰო წამოხვალ?-ძმამ თავზე აკოცა და წვენი დაუსხა. -სულით გულით თქვენთან ხალხნო.-აკისკისდა და მის სიცილზე ყველამ სიცილი მორთო, ანდრიას გარდა.-ძამიკუნა რაგჭირს? -არაფერი ჩემო პრინცესა, პრობლემა მაქვს და მალე მოვაგვარებ.-დას თბილად გაუღიმა და წვენი მოსვა. -რა პრობლემა?-დავითი ჩაერია საუბარში. -დევდარიანი.-მამას შეხედა და ამოიოხრა. -დევდარიანი ვინ არის?-მართამაც ამოიღო ხმა. -ჩემი გაუცინარი ძმაკაცია.-გაიცინა ანდრიამ.-გუშნ ვიჩხუბეთ არადა ერთი კვირის წინ ჩამოვიდა. -უბრალოდ ორივემ უნდა აღიაროთ რომ პირველობა გსურთ, მაგრამ ვერანაირ განსხვავებას ვხედავ თქვენ შორის. ალბათ იმიტომ რომ ორივე ლიდერის თვისებით გამოირჩევით მაგრამ არცერთი ხართ ამპარტავანი პიროვნებები. ზუსტად ერთნაირები ხართ უბრალოდ მისი გაცინება და მორჯულება მხოლოდ სიყვარულს შეუძლია. -პირველობა რაში მაამა? -ყველაფერში! მამამისს კარგად ვიცნობდი. ისიც იგივე იყო რაც მე ვარ. ხშირად ერთად გვიჩხუბია და საერთოდ მასზე ვაჟკაცი ადამიანი არმინახავს, მხოლოდ მისი შვილი და შენი დაუძინებელი მტერი.-ირონიულად ჩაიცინა.-დევდარიანმა ბევრი გამოიარა და თავს ნუ შეადარებ. მამამისის სიკვდილმა მიწასთან გაასწორა ისიც და მისი ძმაც, დაც და ირმაც, საერთოდ ყველა. -მასთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება შეუძლებელია! -შესაძლებელია როცა სიყვარული მოარჯულებს.-თვალი ჩაუკრა უფროსმა ჟღენტმა უმცროსს და ჭამა მშვიდად განაგრძო. ცოტახანში წამოიშალნენ, ჯერ დედას აალაგებინეს გოგოებმა მაგიდა, მერე მოემზადნენ და აუზზე წავიდნენ. გზაში, როგორც ყოველთვის მუსიკები ჩართეს და სიმღერას აყვნენ, ლილე ცეკვავდა კიდეც. დარბაზთან გააჩერა ანდრიამ მანქანა და საბარგულიდან სპორტული ჩანთები ამოიღო, გოგოებს გაუწოდა და თავად ბიჭების გამოსაცვლელისკენ წავიდა. ჯერ ტრენაჟორებზე გავიდნენ მართა და ლილიანა და ანდრიასთან მივიდნენ. -ანდრიი.-ყელზე ჩამოეკიდა ლილე. -გოგოებს მიფრთხობ იცი?-შეუღრინა ძმამ.-მართააა შევეჯიბროოთ? -დარწმუნებული ხარ რომ დამარცხება გინდა?-ეშმაკურად გაიცინა მართამ და სარბენ ბილიკზე ახტა. -მოიცა ბიჭები მოვლენ და მერე შევეჯიბროთ. -ვინ ბიჭები?-ყურები ცქვიტა უმცროსმა ჟღენტმა. -დათა, იოანე, კოსტა და ვატო. -იოანე ვინარის?-ჩაეკითხა მართაც. -დევდარიანი.-ეჭვით შეხედა ანდრიამ და მერე წყალი მოსვა. -ლილეეეე.-ნაცნობი ხმა მოესმა ჟღენტს და უკან მიბრუნდა. -კოსტალააა.-მთელი ძალით ჩაეხუტა, მონატრებულ მეგობარს.-მომენატრე კოსტ. -ჩემო პატარა მეც მომენატრე. აბა დატრიალდი.-მოშორდა და დააბზრიალა.-როგორ გახდი ლიილ. არშეიძლება ასეეე, მერე როგორღა გიჩმიტო და გიკბინო ხოლმე?-დაიბუზღუნა და ლოყაზე უკბინა. -იდიოტო მეტკინაა.-მხარზე მისცხო ხელი და მის უკან მდგომ ბიჭებს გადახედა.-გამარჯობაა. დემე როგორ ხარ? -ნიჩევოო ლილეჩკა შენ? -იმ ორი უჟმურის ხელში როგორ ვიქნები?- და-ძმაზე ანიშნა და კოსტას ამოეფარა მართას სახე რომ დაინახა. -იო რავახარ?-გადაეხვი ანდრია მეგობარს და მხარზე ხელი დაკრა. -თავად?-ოდნავ გაიღიმა და მართას შეხედა. ზღვასავით ლურჯი თვალები უელავდა დევდარიანს, შავი თმა დაუდევრად ეყრებოდა შუბლზე, განიერი მხრები თავს იწონებდნენ და დიდი სისხლისფერი ტუჩები გამომწვევად უმზერდნენ მართას. -შეძლებისდაგვარად. გაიცანი ესენი ჩემი ები არიან, მართა და ლილე. -სასიამოვნოა. -ჩვენთვისაააც.-უთხრა ლილემ და ხელი ჩამოართვა. -ტრენერს ვნახავ და მოვალ.-წყალი აიღო მართამ და ტრენერისკენ წავიდა. როგორ ეთქვა ძმისთვის, ეს ბიჭი უკვე კარგახანია მიყვარსო? ან იოანეს როგორ უნდა ეთქვა შენ დას კარგახანია ვიცნობ და უკვე ჩემად ვიგულებო? ტრენერი ნახა და ისევ ძმასთან დაბრუნდა.-ანდუშ, ცურვა თუ სირბილი?-წარბებ აუთამაშა. -ცურვა იასნია ტო.-გაიცინა და მართა მიიხუტა.-ოღონდ მე ვერ შეგეჯიბრები, ფეხი მი*რაკებს, აი იოს შეეჯიბრები.-ამის თქმა და მართას ხველის ატყდომა ერთი იყო. -ვის? -მე.-იოანეს ბოხი ხმა მოესმა და მისკენ მიტრიალდა.-პრობლემა ჰოარ არის რამე? -არანაირი.-მსუბუქად გაუღიმა.-გამოვიცვლი და მოვალ.-გასახდელისკენ წავიდა თან ლილეს დაავლო ხელი და სულ სირბილით შეათრია შიგნით. -რახდება გოგო? -იმ ბიჭზე როგიყვებოდი აფდრე, დაბადებისდღეზე იყოთქო მეცეკვათქო. -ჰო მერე? აქარის? -იოანე დევდარიანია! -რაო? -მოვკვდები ლილე, დავიხრჩობი ვიცი!-თან საცურაო კოსტუმს იკრავდა თან წუწუნებდა. -დამშვიდდი გესმის? არგეკადდრება დავით ჟღენტის შვილს ასე აფორიაქება გესმის?! მორჩა ახლა თავს აწევ, ამაყი ნაბიჯებით გახვალ აუზზე და დედას უტირებ ისე იცურავებ!-ამის თქმა იყო და მართას გამბედაობა მოემატა. სწრაფი ნაბიჯებით გავიდა აუზთან და ოდნავ შემაღლებულ ადგილას დადგა იოანეს გვერდით. -მოდი ნიძლავზე ვითამაშოთ.-დიდ გულზე იყო ბატონი დევდარიანი. -კარგი, რაზე გინდა? -თუ მე მოვიგებ სავახშმოდ წამომყვები, პარასკევს. -კარგი. თუ მე მოვიგებ სროლას მასწავლი. გავიგე მიზანში ისვრისო.-კმაყოფილმა თქვა და იოანეს გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება. სტარტზე დადგნენ და წყალში ისკუპეს. ყველა მათ უყურებდა, როგორ მიიწევდნენ ერთდროულად ფინიშისკენ, ყველაზე სასაცილო იყო ერთდროულად რომ ამოყვინთეს და დევდარიანს სახეზე გაოცება დაეტყო.-ლილეეეე. -ერთდროული იყო დაოოო.-გადაიკისკისა და კოსტასთან ერთად ჩახტა წყალში. -ახლა რას ვიზამთ?-დევდარიანს გადახედა ჟღენტმა. -ორივეს შევასრულებთ.-ვითომც არაფერიო ისე თქვა იოანემ და მერე მართას გახედა.-სროლას ხვალ გასწავლი, ზეგ სავახშმოდ წავიდეთ.-ოდნავ გაუღიმა და წყლიდან ამოვიდა.-წავედი მე საღამოს გნახავთ.-ყველას გასაგონად თქვა და გასახდლისკენ წავიდა. ცოტახანში სახლში წავდ~იდნენ, გზაში ანდრიას ტელეფონი ამღერდა დ მანაც ხმამაღალზე დააყენა. -გისმენ ვატო. -ჩამოვიდა. -ვინ ჩამოვიდა?-შეშფოთება დაეტყო ხმაში. -რავერ მიხვდი შე*ემა? დემეტრე დადეშქელიანი ჩამოვიდა. -ამის დედაშევე*ი. თავიდან დაიწყება ახლა ყველაფერი და დარწმუნებული ვარ უბრალოდ არ ჩაივლის ეს ამბავი. -დავითას დაურეკე, მაგას არაფერს ერჩის, რამეს იზამს. -ჰო მამიკოს ბიჭივით მამაჩემს მოვაგვარებინობიჭო საქმე? რაც უნდა დადეშქელიანს იმას მიიღებს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს ეს ყველაფერი!-უცბათ გათიშა და მამამისს დაურეკა.-მამა. -ვიცი რო ჩამოვიდა.-მშვიდად უთხრა.- თქვენ თუ არაფერს მიქარავთ ეგ არაფერს იზამს, ამიტომ შეეშვით. მორჩეს ყველაფერი! მაგ ბიჭს ჩემზე არანაკლები გავლენა აქვს, მე ვერაფერში დაგეხმარებით. სახლში მოდი და აქ ვილაპარაკოთ.- 10 წუთში უკვე სახლში იყვნენ, ანდრია მამამისთან ერთად მისაღებში დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო. -მამა იქნებ გოგოებს დაცვა დავუყენოთ? -დადეშქელიანი იმ დონემდე არასდროს დაეცემა შენთან მოსასვლელად გოგოები გამოიყენოს! მითუმეტეს მე დიდ პატივს მცემს და მასე არ მოიქცევა! შეეშვი ამ ბიჭს! გეყოთ რაც იჩხუბეთ. -ის თუ არაფერს იზამს, მე მითუმეტეს.-ამოიოხრა უმცროსმა ჟღენტმა. -ანდრიკოო, საღამოს სადმე გავდივართ? -ავდივართ ლილე ზემოთ.-გაიცინა ანდრიამ.-ფუნიკულიორზე მივდივართ, მთელი ოჯახობა.-ხელი მოხვია და კალთაში ჩაისვა. -ჩემი შავთვალებააა.-ლოყები გაუწელა უფროს ძმას.-მიყვარხარ ანდრი.-ყელზე მოხვია შეპუტკუნებული მკლავები და ლოყაზე აკოცა. -ვეჭვიანობ.-მართას გაბრაზებული ხმა მოესმათ და სიცილი აუტყდათ. ორივე და გულზე მიიხუტა და ჩაკოცნა. -ახტით მოემზადეთ და წავიდეთ,ექვსია უკვე.-ფეხზე წამოყარა დები. -ეს ჰო ამ ეფექტურ შესვლებს ვერ გადაეჩვია რაა.-თვალები აატრიალა ლილემ. მართამ დას ხელი მოკიდა და ოთახში აიყვანა. გარდეობის ოტახიო ერთად ჰქონდათ მართას და ლილეს. ორივე ერთმანეთისგან ზურგით იდგა და არჩევდნენ რომელი კაბა ჩაეცვათ.-ვიპოვეე.-დაიყვირა ლილემ და მართა შეხტა. კარადიდან შავი მოკლე კაბა გადმოიღო, ოქროსფერი ორნამენტებით. მართალია ჩვენი ლილე ტანწერწეტა არ გახლავთ მაგრამ მოკლე კაბას რომ იცვამს საკმაოდ შესაშურად გამოიყურება. შავი მაღალქუსლიანი მოირგო ფეხზე, თმა ზემოთ აიწია და სარკის წინ კმაყოფილი შესდგა. მართამ კი მისი გარდერობის ყველაზე ახალი წევრი გადმოიღო. შავი წვივამდე კაბა, მუხლს ზემოდან ჩაჭრილი, მხრები მთლიანად მოშიშვლებოლი, წელში ლამაზად გამოყვანილი. ფეხზე შავი მაღლები მოირგო, თმა გაიშალა და ყავისფერი დალალები მხრებზე დაიყარა. პატარა ხელჩანთები აიღეს და ოთახიოდან კაკუნით გავიდნენ. ქვემოთ ელოდათ მთელი ოჯახი. ანდრიას და დავითს კლასიკური სტილი მოერგოთ. ნატალის კი შვილების მსგავსად შავი სოლიდური კაბა. 46 წლის ქალიც კი შვილებზე ახალგაზრდულად გამოიყურებოდა რაც ნამდვილად კარგი ქმრის დამსახურებაა. გოგოები ძმას ჩაუხტნენ მანქანაში, მშობლები კი ცალკე წავიდნენ. ფუნიკულიორზე ასულებს ყველა დიდი მოწიწებით შეხვდათ. ასე მთელი ოჯახი ერთ მაგიდასთან იდგნენ და ღიმილით აკვირდებოდნენ საზოგადოებას. ლილეს უცბათ გაუშტერდა თვალი როცა საყვარელი ფერის თვალებს გადააწყდა. შავი თვალები ისე უმზერდნენ ცოტაც და მიწაში ჩაძვრებოდა ჩვენი ჟღენტების ნაბოლარა ქალბატონი. ძმას გადახედა რომელიც ცოტაც და იფეთქებდა. -კარგად ხარ?-ჩუმად გადასჩურჩულა და თვალებშ ჩაქხედა. ანდრიას და ლილეს სულ განსხვავებული კავშირი ჰქონდათ, ყოველთვის თითქოს ერტი გული ჰქონდათ და ერთადსუნთქავდნენ. -კარგად ვარ პატარავ.-შუბლზე აკოცა დას და ვისკი მოსვა. -რალამაზი ხარ ქალბატონო?-უკნიდან კოსტას ხმა მოემა და თვალები გაუბრწყინდა. -ჩემო ქერა, რა სიმპო ხარ?-ლოყაზე მიაკრა ტუჩები და წარბები აუთამაშა.-წავალ მე დეაკოს ვნახავ, ამაფეთქა.-თვალები აატრიალა ლილემ და მოხდენილი ნაბიჯებით მიუახლოვდა დაქალს უკნიდან.-მომენატრე ქალბატონო!-ჩასჩურჩულა და დეაკომაც არ დააყოვნა მისკენ მობრუნდა და ბავშობის დაქალს ძლიერად ჩაეხუტა. -როგორ მომენატრე პუტკუუ. -მეც მომენატრე ბამბუკო.-სიცილით უთხრა და მოშორდა დაქალს.-გამარჯობაა.-იქ მყოფებს მიესალმა და ისევ იმ შავ თვალებს რო წააწყდა უცნაურმა გრძნობამ შეიპყრო. -გოგო მოდი გაგაცნო ახლა, ეს არის ჩემი ბიძაშვილი ნიკუშა ქალდანი.-ქერა, ეშმაკურად და მომაჯადოვებლად მომღიმარ ტიპზე მიანიშნა.-ეს გახლავთ მიშო ცეცხლაძე.-შავგვრემან, თაფლისფერთვალებაზე მიანიშნა.-აი ეს ჩვენი გაუცინარი ხელმწიფეა დემეტრე დადეშქელიანი.-შავთვალებაზე მიანიშნა და ლილესაც მაშინვე ეცვალა სახის გამომეტყველება და საკუთარი თავი დაწყევლა იქ მისვლისთვის.-აი ეს ქალბატონი ჩემი დაქალია ლილე ჟღენტი. დავით ჟღენტის ნაბოლარა ქალბატონი.-დაინახა მათ სახეზე ცვლილება, გაკვირვება და დემეტრეს ჩაცინება. -სასიამოვნოა.-პირველად დემეტრემ ამოიღო ხმა და ირონიული მზერა ესროლა ლილეს. -ჩვენთვისაც.- გულწრფელად გაუღიმა ქერამ და ანდრიას გახედა, მტრული მზერით. -ჩემთვისაც.-ამაყად თქვა ლილემ და მის ძმას გახედა რომელიც თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.-მომკლავს.-ჩაილაპარაკა თავისთვის და არც არავის გაუგია დემეტრეს გარდა. -ანუ შენ ხარ ის გულმოწყალე პიროვნება, ბავშთა სახლი რომ ააშენე და უმაღლეს პირობებში აღჭურვე? -გახლავარ. -მამაშენის შვილობას ამართლებ.-ისევ დემეტრეს ხმა გაესმა და ჟრუანტელმა დაუარა მთელ სხეულში. -ვცდილობ.-ძლივს შესამჩნევად გაიღიმა და გაკვირვებულ დაქალს გადახედა რომელიც მტრული მზერით აკვირდებოდა.-რა?-ჩუმად კითა. -ბიჭებო ჩვენ გავალთ და მალე მოვალთ.-ხელი დაავლო ლილეს და აივნისკენ წაიყვანა.-აბა რახდება? -შენს გაუცინარ ხელმწიფეს და ჩემ ძმას ომი აქვთ გაჩაღებული, მეკიდევ ამ შენს შავთვალებაზე უცნაური დამკიდებულება მიჩნდება. მომკლავს ანდრია. -ნამდვილად მოგკლავს.-მართას ხმა მოესმა და კარისკენ გაიხედა.-მთელი 22 წელია არავისთვის ზედ არ შეგიხედავს და მამა სულ იმას ამბობდა ეს ან აგვაშენებს ან დაგვაქცევსო.-გაიცინა.-მაინცდამაინც შენი ძმის მტერი უნფდა მოგწონებოდა? ნამდვილად შეგეფერება ასეთი რისკი ჩემო პატარავ.-გულზე მიიკრა უმცროსი და და შუბლზე აკოცა.-ჯერ ნურაფერს მოიმოქმედებ გთხოვ რაა, იქნებ არც მოგწონს საერთოდ? უბრალოდ მისი ფერის თვალებზე გიჟდები და უნდა ვაღიაროთ საკმაოდ სიმპატიურიც არის. -საკმაოდო? მასეთი სიმპატიური ცოტა თუ დადის.-ამოიოხრა ლილემ და დეაკოს გადახედა რომელიც ეშმაკურად იღიმოდა.-რა ჯანდაბა გაცინებს? -გემოვნება გაქვს აშკარად.-მხრები აიჩეჩა დეამ.-ახლა ზუსტად გამიგებ ჩემო სიყვარულის განსახიერებავ.-სევდიანად გაიღიმა დეამ. -მოიცა რას გაგიგებ გოგო? -ჩემი ბიძაშვილი, იგივე ჩემი ძმაა ჰოიცი. შენი ძმის სასტავს ვერიტანს, ვერც შენი ძმის სასტავი იტანს ჩემ ბიჭებს. მე შენი ძმა მიყვარს 4 წელია მაგრამ ხმას ვერ ვიღებ და ვერც ამოვიღებ, იმიტომ რომ ნიკოლოზს დავკაგავ და შენი ძმას ხელს დამიქნევს იმიტორო არვუყვარვარ. შენკიდევ ნამდვილად მოგკლავს ანდრია მაგრამ დავითს მაგრად ევასება დემეტრე.-ამას ისე ამბობდა გეგონებოდათ ზღაპარს ყვებაო. თან ვერც იაზრებდა ამწამს როგორი საიდუმლო გათქვა. -რაო?-ერთად თქვეს მართამ და ლილემ. -აუ.-აწითლდა დეა და გოგონებს თვალი ვერ გაუსწორა. -რა აუ, რამაგარია გოგო.-აღტაცება ვერ დამალა ლილემ. -რაარის მაგარი დაიკოებო?-მართას და ლილეს გადახედა იმწამს გამოსულმა ანდრიამ და დეა რომ დაინახა თვალები აუციმციმდა.-გამარჯობა დეა-კო.-დამარცვლა მისი სახელი და ცალყბად ჩაიცინა. დეამაც თავი დაუკრა. -დასასვენებლად წავიდეთო და რავი წავალთ ალბათ.-მხრებ აიჩეჩა ლილემ. -ვისთან ერთად?-ხმა გაუმკაცრდა ანდრიას. -გოგოები მარტო. -არვიცი.-თავი დახარა და ხელი შუბლზე მიიდო.-სად? -ბათუმში.-ამოთქვა დეამ და ჯიქურად ჩააშტერდა ანდრიას თვალებში. -კიბატონო, როცაგინდათ.-დანებების ნიშნად აწკიპა ხელები და შიგნით შებრუნდა. -რა სიმპატიურია.-ლამის ჩამოდნა დეა. -ჰოო გეთანხმები.-ამოთქვა ლილემ რომელიც აივნიდან გადაჰყურებდა ეზოში მოსაუბრე დემეტრეს. -კარგით რაა.-გადაიკისკისა მართამ.-ჩემი ყველას ჯობია. -შენი?-თვალებიჭყიტა დეამ. -აი ის.-დემეეტრესთან მოსაუბრე იოანეს გადახედა, მუშტი რომ მოუღერა და მოქნეული ხელი აიცილა.-არა არა ასე არუნდა ხდებოდეს.-უცბათ მოწყდნენ ადგილს და ანდრიასთან და ბიჭებთან მიირბინეს. -ანდრია ჩხუბობენ, დხოცავენ ერთმანეთს. მამა გთხოვ რამე ქენით.-უკვე ხმას უწევდა ლილე და ბიჭებს შეჰყურებდა მაშინვე რომ მოწყდნენ ადგილს. უფროსი ჟღენტი კი ნელი, დინჯი ნაბიჯებით და მოელვარე თალებით მიიწევდა გასასვლელისკენ, გოგონები აივანზე გავიდნენ ნატალიასთან ერტად და იქიდან აკვირდებოდნენ როგორ აშველებდნენ ერთმანეთს. დავითის მისვლა და მათი დამუნჯება ერთი იყო. ბიჭების წინ იდგა ბატონი დავითი და ორივეს ქვემოდან უყურებდა, თავი აწია და ამოიოხრა. -რა ვერ გაიყავით?! -ბატონო დავით, კარგად იცით როგორ დიდ პატივს გცემთ და ისიც კარგად ვიცი რამხელა ამაგიც გაქვთ თქვენ ჩემზე მაგრამ სხვა დროს ჩემს კაცობას რომ შეეხებიან, თქვენი შვილის ძმაკაცს კიარა ნებისმიერს მიწასთან გავასწორებ.-საკმაოდ მშვიდად, აუღელვებლად მაგრამ სიბრაზით ლაპარაკობდა დადეშქელიანი. -იოანე?!-ახლა დევდარიანს მიუბრუნდა. -ლილეს სახელი ახსენა.-ამის თქმა და ანდრიას გაცხარება ერთი იყო მაგრამ დინჯად ედგა მამამისს გვერდით. -კარგი, ლილესთან რა საქმე გაქვს დემეტრე? -მე ლილე კი არა ლილეს ბავშვთა სახლი ვახსენე! კარგად მოგესმინა და იქნებ უკეთესადაც კი გაგეგო რას ვლაპარაკობდი.-თავი დახარა დემეტრემ. -ლილეს ბავშვთა სახლში რაგინდა?-ანდრომაც ამოღო ხმა. -ჩემი ძმიშვილი!-ამოთქვა და სახეზე ჩამოისვა ხელები. -ლადოს და მარიამის შვილი ტო?-იკითხა ვატომ. -ჰო, ვის გამოც შეეწირა ჩემი ძმა.-ცივი ხმით თქვა.-მისგან მხოლოდ ის დამრჩა და სანამ არ ვიპოვი არ გავჩერდები. რძალიც მომიკლეს და ძმაც, ძმიშვილს კი ნაღდად ვეღარ მომიკლავენ. -დედაშე*ეცი.-შეიკურთხა კოსტამ.-ნეტა ცოცხალი იყოს და ჩემი ხელით დავახრჩობდი იმ დედამოტ*ნულს. -კარგი ეგ გასაგებია მაგრამ თქვენი ამ ჩხუბების, რაზბორკების და მსგავსი რაღაცების აზრს ვერ ვწვდები. რა გაჩხუბებთ? ლადოს სიკვდილმა დაგაშორათ გასაგებია მაგრამ 5 წელი დაუსრულებლად რა გაჩხუბებთ?!-დასჭექა დავითმა. -მაგას ვერ მოვაგვარებთ ვერასდროს. მორჩეს აქ! თქვენ თქვენთვის, ჩვენ ჩვენთვის.-თქვა დემეტრემ და დავითს თავი დაუკრა. მანქანაში ჩაჯდა და სწრაფად გაეცალა ადგილს. გოგონები ყველაფერს ზემოდან აკვირდებოდნენ, ყველაფერი ესმოდათ და ლილე ვერ უჯერებდა ყურებს. მერე უცბათ დასცხო თავში, მისი ერთ-ერთი აღსაზრდელის თვალები რომ დაუდგა თვალწინ. დარბაზში შევარდა და მამამისთან მივიდა. -მამა მანქანის გასაღები მომეცი, სასწრაფოდ.-ისეთი ტონით თქვა შეწინააღმდეგებას ვერავინ გაბედავდა, მაგრამ დავითი ყველა არ არის. -რად გინდა მამი?-შუბლზე აკოცა. -გთხოვ, მჭირდება, დეას და მართას გავიყოლებ.-მავედრებელი ხმა ჰქონდა, მანქანის გასაღები გამოართვა, გოგოებს ხელი დაავლო და მანქანაში ჩაჯდა. სწრაფად ატარებდა მანქანას, ბოლოს ბავშვთა სახლის წი გააჩერა, შიგნით შევარდა, ჯერ 9 საათი იყო ამიტომ ჯერ არ ეძინათ ბავშვებს. მისაღებში შეირბინა და მოწყენილ შავ თვალებს რომ გადაეყარა გული დაეწვა. აღსაზრდელებს და აღმზრდელებს მიესალმა და ბოლოს პატარა გოგონასთან მივიდა.- ლანაჩკა, დეი რატო ხარ მოწყენილი? -ლილე.-ამოიქვითინა ბავშვმა და ხელები ყელზე შემოხვია ლილეს, თან ტიროდა. -რამოგივიდა ჩემო პატარავ? -მე რატომ არ მყავს დედიკო და მამიკო?-ამოიქვითინა და ლილეს ჩაეწვა კიდეც შიგნეულობა. -გინდა ჩემთან წამოხვიდე ცოტახნით? ერთად დავიძინთ ხოლმე.-გულში ჩაიკრა ბავშვი და თმაზე ხელი ჩამოსვა, მანაც თავი დაუქნია და წამოდგა. მისი ოთახიდან ნივთები გამოატანინა და მანქანაში ჩასვა.-მართა შენ დაჯექი საჭესთან.-თქვა და მისი მანქანის უკან შედარებით მოშრებით მდგარ დემეტრეს მანქანას რომ მოკრა თვალი გული აუფანცქალდა.-შენ ძალიან მალე გეყოლება ოჯახი.-გადაჭრით თქვა ლილემ და ბავშვი ამნქანაში ჩასვა, თავად კი დემეტრეს მანქანისკენ დაიძრა. მანაც არ დააყოვნა და მანქანიდან გადმოვიდა. -ის არის რაა?-თბილი ხმით იკითხა. -ცოლი ან მშობლები გყავს? -დედა მყავს მხოლოდ, მამაჩემს მეორე ცოლი ყავს ამიტომ ჩვენთან არ ცხოვრობს. -გასაგებია, გამიჭირდება მაგრამ შევეცდები მეურვეობა გადმოგეცეთ, ორონდ უნდა დავრწმუნდე რომ ნამდვილად ის არის. -რა ქვია? -ლანა.-ამოიოხრა და თვალებში ჩააჩერდა.-დეენემის ანალიზი გავაკეთოთ, მის თმას მოგიტან, ხვალე მიიტანე ანალიზის გასაკეთებლად, რაც მალე მით უკეთესი, ტირის და სულ მოწყენილია. -შეიძლება ვნახო?-იკითხა მორიდებით. -შეიძლება.-ამოთქვა და მანქანისკენ ერთად წავიდნენ. უკანა კარი გამოაღო ლილემ და ლანა ხელში აიყვანა.-ლან, ეს დემეტრე ბიძიაა. -შენი შეყვარებულია?-დამორცხვილმა იკითხა ბავშვმა. -არა ლან, მე მეგობარი ვარ.-გაიცინა დემეტრემ.-ჩემთან არმოხვალ?-ხელები გაუწოდა და ლანაც მისკენ გადაიწია. უცხო მუხტი იგრძნო დემეტრემ, ზუსტად ისეთი ძმასთან შეხებისას რომ განიცდიდა.-რამდენი წლის ხარ ლან? -5 წლის ვარ.-თქვა და ლოყები აუწითლდა. -გინდა ჩემთან რომ იცხოვრო? -შენ ჩემი მამიკო არ ხარ და შენთან რატომ უნდა ვიცხოვრო? -შენი მამიკო არ ვარ მაგრამ შენ მამიკოს ვიცნობდი. -მართლა? -კი. -შენი მეგობარი იყო? -ჩემი ძმა იყო. -დემეტრე ბიძია, მამიკო ცოცხალი აღარ არის? ციდან მიყურებს? იქ არის ანგელოზებთან? -ჰო ბიძი, იქიდან გვიყურებს ყველას. -მე შენთან მინდა! მაგრამ დღეს ლილესთან უნდა წავიდე, ვერ ვაწყენინებ ის ჩემთვის დედიკოსავითაა, ყოველთვის ჩემთანაა როცა მჭირდება და ცუდად ვარ.-ლილესკენ გადაიწია ლანამ და მაგრად მოეხვია. -დეა სახლში წაგიყვანო?-წინ მჯდომ დეას შეხედა დემეტრემ. -აუ კიი, წამოვალ მაინც ერთი გზა გვაქვს.-გაიღიმა და მანქანიდან გადახტა. -კარგად პრინცესა.-ბავშვს შუბლზე აკოცა და თმაზე ჩამოუსვა ხელი. -კარგად ძიკო.-ხელი დაუქნია ლანამ და ისევ მანქანაში ჩასკუპდა. -მოიცა დემეტრე.-დაუძახა ლილემ. -ჰოუ?-ისიც მობრუნდა და გაიღიმა. -თმა.-ლანას თმის ღერი უმტკივნეულოდ მოწყვიტა, პატარა პაკეტში ჩადო და დემეტრეს გაუწოდა. სახლშ დაღლილები მივიდნენ. ლანა ოთახშ აიყვანა დააძინა და ისევ ქვემოთ მისაღებში დაბრუნდა, ბიჭები და მამამისი ისხდნენ. -ლანაა ლადოს შვილი ჰო? -90% დარწმუნებული ვარ, დანარჩენ 10% მალე გავიგებ. -როგორ? -დეენემით ჭკვიანო.-ამოიღრინა და მამამისს მიუჯდა გვერდით. -ვიზე გააკეთებ დნმს? -მე არა, დემეტრე გააკეთებს ხვალ. -შეხვდი არა?-ამოხედა ანდრიამ. -დამალვას არ ვაპირებ.-ამაყად განცხადა უმცროსმა ჟღენტმა და მამამისს შეხედა რომელიც სიამაყით სავსე თვალებით უყურებდა შვილს. -ზედმეტად ბევრს ჰოარ იღებ საკუთარ თავზე ლილე?-ხმა გაუმკაცრდა ანდრიას. -მეე? სერიოზულად ანდრია? -ჰო სერიოზულად! მეორედ აღარ ნახავ გასაგებია?-ხმას აუწია ანდრიამ. -ვისაც მინდა, როცა მინდა, სადაც მინდა იქ ვნახავ და შენ ვერ დამიშლი! ისე ნუიზამ ჯიბრში ჩაგიდგე და რღმად შევტოპო! -ნორმალურად მელაპარაკე, მე გითხარი დემეტრეს აღარ ნახავთქო! -მეც გითხარი ნუ მიბრძანებ თორემ არ მოგითმენთქო!-წყობიდან გამოვიდა ლილე. -მოგეწონა არა?!-თავი დანანებით გააქნია ანდრიამ. -მეე? ტვინი გაანძრიე ჟღენტების უფლისწულო! ამ უაზრო დაპირისპირებაში შესაძლოა ცხოვრების სიყვარულს კარგავდე! მხოლოდ ყურებას ნუ დაჯერდები! მე თუ დემეტრე მომეწონება პირველს შენ გაგაგებინებ. -გოგო შენ თავი რამეს ჰოარ მისცხე?!-დაიყვირა ანდრიამ. -ანდრია გაჩერდი!-დასჭექა დავითმა.-მე იმისთვის არცერთი გამიზრდიხართ რომ ერთმანეთი დაგეხოცათ ან დატანჯულიყავით ან თავისუფლება შეგზღუდვოდათ გასაგებია?! თქვენი ცხოვრება გაქვთ ორივეს და თქვენ გადაწყვიტეთ რას იზამთ!-თქვა და ცოლთან ერთად ოთახისკენ წავიდა. -მეორედ არ გაბედო და ასეთი ტონით არ მელაპარაკო! -შენკიდევ ასე არაფერი მიბრძანო თორემ ყველა სისხლძარღვს სათითაოდ გადაგიჭრი!-თქვა გაცხარებულმა ლილემ და ოთახში შეიკეტა. -ჭკუიდან გადამიყვანს! რაღაც სისულელეს გააკეთებს!-სახეზე ხელები ჩამოისვა ანდრიამ. -ნუ აზვიადებ რა.-ხელი ჩაიქნია კოსტამ. -გააუბედურებს დემეტრე ჩემ გოგოს. -ან გააბედნიერებს.-ჩაიცინა ვატომ და წყალი მოსვა.-შენი და დემეტრეს ახლა კი არ გაუცვნია, მთელი 10 წელია იცნობს. -ახსნი თუ რავქნა ახლა. -ყოვლისშემძლე დეაკოს ჩორტებია.-ჩაიცინა და ფეხზე წამოდგა.-წავედი მე, დანაარჩენს თავის დროზე გაიგებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.