შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ინორი.! (ლოცვა, ვედრება.) #5

14-04-2019, 20:10
ავტორი Phoenix..
ნანახია 1 853

ამღვრეული თვლებით მოდიოდა, არა უფრო სწორად მორბოდა სახლისკენ. ხელში ჩაბღუჯული ეჭირა აფთიაქცის პაკეტი და აწყლიანებული თვალებით გარშემო გამოსახულებას კარგად ვერ ხედავდა.
-ოღონდ ეს რა, ღმერთო ასე ნუ გამწირავ.-ღმერთს ევედრებოდა როცა სხეულს შეასკდა და ყველაფერი ძირს დაეყარა. -მე მაპატიეთ.-ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა.
-არაუსავრს, ჩემი ბრალი იყო.-ღიმილით დახედა ორი თავით დაბალ უცნობ ქალს და გაუღმა. დაბნეული დაიხარა და პაკეტიდან გადმოვარდნილი ორსულობის ტესტი დაძარღვული ხელით მიაწოდა მიქაელმა.
-უკაცრავად.-სწრაფად გამოგლიჯა ხელიდან და სირბილით შევიდა სადარბაზოში. გულის რიტმს ვერ იმშვიდებდა. მისი ხმის გაგონებაზე რამდენჯერმე გამოტოვა გულმა დარტყმა. ახლა უკვე ორი ადამიანის ვედრება ისმოდა ცაში.
„აქ არ იყო რა, გთხოვ გევედრები ოღონდა აქ არ იყო.!“-მუცელზე ისვამდა ხელს და ნიჟარაში ჩაყრილ ტესტებს შიშით ვერ უყურებდა. –„ჩემი თავიც ეყოფა დასატანჟად, გევედრები ის პატარაც არ გაიმეტო ასეთი ოჯახისთვის. გთხოვ ღმერთო..“-ბოლო სიტყვა შიშით წარმოსთქვა და აცრემლებული თვალებით დახედა ნიჟარას. ათამდე ტესტი უარყოფითს აჩვენედა და ქალიც უკვე მშვიდად სუნთქავდა.! „მაადლობა.. მადლობა ბოლომდე რომ არ გამწირე.“-სახე ხელებში მოიქცია ანომ და სხეულის დამშვიდება სცადა.
***
შუაღამე იყო , საწოლში წრიალით დაღლილი ონიანი წამოდგა ფეხზე და სპორტული შარვლის ამარა გავიდა გარეთ. სავარძელში ცაესვენა და მის წინ აივანს გახედა. ქალიც რათქმაუნდა იქ დახვდა.
აიანო შორიდან უყურებდა მეზობლის აივანს და კარიდან გამოსულ სილუეტს მორიდებით გახედა. ნავარჯიშებ სხეულზე, მკერდზე სვირინგი უჩანდა. განიერი მხრები, ხორბლისფერი კანი უბზნავდა და კაცის სურვილს უღვიძებდა აიანო მაისურაძეს. გულ-მკერდის თვალიერების შემდეგ ლავიწებზე გადაინაცვლა, შემდეგ ყელზე და სახის ნაკვთებსაც მიადგა. გვერდები დაბალზე ჰქონდა შეჭრილი და შავი ქოჩორი უწესრიგოდ ეხებოდა შუბლს. ლამაზი მოყვანილობის თვალ-წარბი უფრო იდუმალს ქმნიდა ონიანის მზერას. კეხიანი ცხვილი კი მეზობელს მამაკაცურ იერს სძენდა. ახლაღა შეამჩნია როგორ ურცხვად ათვალიერებდა და თავი დახარა.
-რა სულელი ქალი ვარ.!“- დაბალი სტვენის ხმა მოესმა, ისევ მოპირდაპირე მხხარეს გაიხედა. მოაჯირს დაყრდნობილი მეზობელი თითებით „+“-ს აჩვენებდა. –„ახლა რა გავაკეთო?-გაიფიქრა და უარის ნიშნად თავი გაუქნია.
ისე ამოისუნთქა მიქალემა თითქოს მთელი დედამიწის ტვირთი მოიხსნა მხრებიდან და სახეზე ღიმილმა გადაურბინა! ესეც მათი პირველი კონტაქტი.
-ნეტა თუ ვახსოვარ?-გაიფიქრა ანომ და აფორიაქებული გულით დაბრუნდა ოთხში. საწოლს გახედა, რომლის ერთი მხარეც დაკავებული იყო. მშვიდად ფშვინავდა თემო და ისე თითქოს არაფერი დანაშაული არ მიუძღვოდა. მთელი ძალა მოიკრიბა და სპილოსძვლისფერი გრძელი ხალათი იქვე სკამზე მიფინა. კიდეზე ჩამოჯდა და საწოლშ შეწვა. ემოციური დღის შემდეგ მშვიდად დახუჭა თვალები და სიბნელეში გადაინაცვლა.
***
ქეთი, დატვირთული პარკებით მოდიოდა შვილისკენ. გონებაში უამრავი ფიქრი უტრიალედა. თავს ადანაშაულედა ერთადერი შვილის უბედურებაში, დედისთვის არაფერი უთქვამს, ერთხელაც არ დაუწუწუნია მაგრამ სიტყვები რად სჭირდება დედას იმის გასაგებად რომ მისი პატარა გოგონა იტანჯება. პარკები იქვე ტროტუარზე დააწყო და აწითლებლი ხელები ერთმანეთს გაუსვა.
-ქალბატონო ხომ არ დაგეხმაროთ?-ქალის ყურადღებ კაცის ხმამ მიიპყრო, მისკენ აიხედა. შუბლზე გაშლილი ხელი მიიდო ცოტა მზე რომ დაეჩრდილა და კაცის სახე კარგად ენახა.
-თუ არ შეწუხდებით კორპუსამდე მიმატანინეთ ეს პარკები, გამძრა ქანცი ამ სიცხეში.
-რათქმაუნდა. დიდი სიამოვნებით.-ღიმილით დახედა შავგრემან ქალბატონს და პარკებს ხელი დაავლო. -რომელ სართულზე ცხოვრობთ აგატანინებთ.
-ასეც ვერ შეგაწუხებთ.
-რა შეწუხებაა.აბა მითხარით?
-მეხუთეზე შვილო. ოღონდ იცოდე ცივ ლიმონათზე უარს არ მეტყვით. -უკან მიყვებოდა კიბეებზე ბიჭს და ეღიმებოდა.. კარებს გასაღბი მოარგო და შიგნით შეატარა სტუმარი. -აი სამზარეულოში დააწყე და შენ აქ ჩამოჯექი, ახლავე მოვიტან გამაგრიებელს.
-არ იჩქაროთ. -სახლს თვალი მოავლო.
-მე ქეთი ვარ.-ღიმილით გაუწოდა ხელი მასზე მაღალ ბიჭს.
-მიქაელი ქალბატოონო ქეთი.
-ძალიან სასიამოვნოა მიქაელ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დახმარეისთვის.
-რას ამბობთ ქალბატონო ქეთი.
-ჩემი შვილის სახლია და კი არ ვიცი რა სად უდევს.-სამზარეულოდან ესაუბრებოდა სტუმარს და თვითონ ჭიქებს ეძებდა. მალევე დაბრუნდა მისაღებში ორ ჭიქასთან და გრაფინ წვენთან ერთად.
-მადლოთ. -ჭიქა გამოართვა და მოიყუდა, სიცხეში მართლა ესიამოვნა გრილი სასმელი. თვალში მოხვდა კაცის ხელზე დამაგრებული შარფი. ნაცნობი.! რათქმაუნდა, ეს ხომ აიანოს ჩამოუტანა ტოკიოდან. რამდენი არჩია და ძლივს არ ნახა მისი შვილივით ნაზი და ლამაზი.
-რა ლამაზი რამ გიკეთიათ ხელზე.-თვალით შარფზე ანიშნა.
-ეს?! -ღიმილი დახედა და კვანძი გახსნა, ნელა მოიხსნა და ქალს გაუწოდა.
-ეტყობა ძვირფასია თქვენთვის.-ათვალიერებდა, თითქოს რაიმე ნიშანს ეძებდა.
-ადრე ურალოდ ნაპონვნი ნივთი იყო, მაგრამ ახლა მართლაც ძალიან ძვირასია.-კუთხეში იაპონური იეროგლიფი ნახა, ოქროსფერი ძაფით ამოქარგული და გულში სითბო ჩაეღვარა. სპეციალურად შვილისთვის მოაქარგვინა და ისე აჩუქა დაბადების დღეზე. მაგრამ ამ ბიჭს საიდან ჰქონდა ეს ვერ მიხვდა. -ქალბატონო ქეთი ახლა უნდა წავიდე. დიდი მადლობა ცივი სასმლისთვის. -მუხლებს დაეყრდნო და ნელა წამოდგა.
-რას ამბობ თქვენ მადლობა პირიქით რომ არ დამხმარებოდით ჯერ კიდე ქუჩაში ვიქნებოდი.-გაეცინა. ღიმილით ანიშნა მიქაელმა შარფი დამიბრუნეთო და ისევ ლამაზად მოათავსა დაკუნთულ ხელზე. სტუმარი გააცილა და ჩაფიქრებული დაჯდა სამზარეულოში.
-სასწაული თუ გინდა?! ნეტა საიდან აქვს ანოს შარფი ამ ბიჭს. თან არასდროს მინახავს ანოსთან..-მხრები აიჩეჩა და პროდუქტები მაცივარში შეაწყო.
***
აუღლვებელი, უემოციო სახით დაყჰვებოდა ქმარს და საერთოდ არ აქცევდა ყურადღბას, იმ კაცის მზერას რომელიც არცერთ კაბიანს არ ტოვედა შეუხედავად. ალათ ადრე მისთვის რომ გეთქვათ ასეთ რამეს აიტანო, ერთი გულიანად გაიცინებდა და პასუხსაც არ დაგიბრუნებდათ.! საოცარი რამ არის ცხოვრება, შეიძლება ზუსტად იმის გაკეთება გაიძულოს რასაც არასდროს ჩაიდენდი.! რას ვიზამთ მის წინაშე ყველა უძლური ვართ, ასე ვემორჩილებით, ვხდებით მარიონეტები და მისს სპექტაკლშიც კი შეუმჩნევლად ვასრულებთ „ბედნიერების“ როლს.!
უხეშად შეაღო მაისურაძემ სახლის კარები და მაშინვე საძნეელში გავიდა. ჯინსის შარვალი რომელიც სიცხისგან კარგად მიჰკროოდა კანს გაიხადა და წვივები ლამაზი სპორტული შორტით დაფარა.
-დღეს დედაჩემთან გავდივარ, წამოხვალ შენც?-ოთახშიც არ აცალა განმარტოვება, წელს ზემოთ შიშველი შევიდა თემო.
-არა.! თავს ცუდად ვგრძნობ. დავიღალე ამ სიცხეში უაზრო გოდიალით.-არც კი შეუხედავს ისე გასცა პასუხი და ფანჯარა გააღო. ფარდა ფართოდ გადასწია და მზის სხივვებიც შემოვიდა ოთახშ.
-შენ ამ ბოლო დროს ძალიან მეუხეშები და ხომ არ გავიწყდება ვინ ხარ?-მაჯაში ჩააფრინდა და ძლიერად მოუჭირა ხელი.!
-არა თემო.. ეგ როგორ დამავიყწდეა, ყოველ საღამოს კარგად მაგრძნობინებ ვიცი ცოლიც ვარ.!-ზიზღით ზედა ტუჩი აეწია და მმტევანი გამოგლიჯა.
-უკვე ყელში ამოხვედი.!
-შენც.-ტონს აუწია.
-ნუ მაიძულებ ხელი დაგარტყა აიანო.! ნუ მაიძულებ.-ლოყებძე მთელი ძალით მოუჭირა მტევანი და წინ გამობურცულ ტუჩეს აკოცა. ზიზღით გააკანკალა მაისურაძეს და ქმრის მკავებში აფართხალდა. -დამშვიდდი არაფერს არ გიპირებ.! -დამციდავად დახედა ცოლს და შარვალი გაიხადა. ხელის ზურგით მოიშორა კოცნის კვალი და საწოლზე დაწვა ემბრიონის პოზაში.
-„ალბათ ოდესმე ყველაფერი დასრულდება.! ოდესმე მოვიკრებ ძალას და წავალ აქედან.! „- ყოველთვის გამოსდიოდა საკუთარი თავის დაიმედება.! ასე არწმუნებდა ნათელ მომავალში, რომ შემდეგ ბნელ დღეებს ამ ოცნების ხათრით იტანდა! ახლაც ასე იყო გულის სიღრმეში სწამდა, სჯეროდა რომ ერთ მშვნეიერ დღეს, ძალას მოიკრებდა და დატოვებდა ამ ჯოჯოხეთს.! ერთ მშვენიერ დღეს ის წავა.! -ჩემი ცხოვრების მთავარი დანაშაული.!-ხმადაბლა ჩაილაპარაკა და კარადასან მდგარ ბელქანიას გახედა.-ყველაზე დიდი შეცდომა ალბათ ის არის რომ გაქცევა ვერ გავბედე.! „-თვალებ დახუჭული „მეს“ სიმართლეში გამოუტყდა.ყოველ ღამე საკუთარ თავს უამრავ კითხვას უსვამს. რა მოხდებოდა? რა იქნეოდა? და ვერაფრით ვერ იჯერებს იმას, რომ რამე შეიძლება კარგად ყოფილიყო.-ნუ ფიქრო.!-უყვირა გონებას და თვალები დაჭყიტა.-გეყოს იმ ცხოვრების მოგონება რომელიც არ არსებობს! ისევე როგორც შენ.! -სწრაფად წამოხტა ფეხზე და დალაგებული სამზარეულოს თავიდან დალაგება დაიწყო!
***
ოთახში მარტო დარჩენილმა ძველი, კარგად დავიწყებული ნომერი მოძებნა და ტელეფონი ყურთან მიიდო. რამდენიმე ზუმერის შემდეგ, სანდომიანი ხმა გაიგო.
-გისმენთ.
-გიო მე ვარ.-მიუხედავად იმისა რომ გველესიანი ბერი გახლდათ, არასდროს მიუმართავს ოფიციალურად ანოს. მისთვის ისევ ის კლასელი გიოა რომელიც ყოველთვის ცდილობდა აზრზე მოეყვანა.
-აიანო შენ ხარ?-კაცის გაოცებლმა ხმამ ღიმილი მოჰგვარა.
-მე ვარ გიო მე. როგორ ხარ?
-კარგად ანო შენ როგორ ხარ? რამდენი ხანია არ დაგირეკავს ჩემთვის.
-რავი გიო ასე გამოვიდა. ახლა მჭრდება მეგობარი იცი. ისეთი რამ ხდება ჩემს ცხოვრებაში ახლა მეგობარი და მრჩეველი ერთად მჭირდება.
-იცი ამ დღეებში თილისში ჩამოვდივარ, პროდუქტების მოსამარაგებლად და შევხვდეთ სადმე ანო.
-მართლა?
-მართლა .. მართლა- მეორე მხრიდან გულახდილი სიცილი მოესმა.
-ძალიან კარგი, მაშინ დაველოდეი შენს ზარს. არ დაგავიწყდეს რა გთხოვ. მინდა ყველაფერი გაიგო.!
-რა უნდა გავიგო ანო?-დასერიოზულდა კაცის ხმა.
-მთელი ჩემი სიცოცხლე უნდა გაიგო გიო. მთელი ჩემი ტკივილი უნდა გაიგო. უკვე აღარ შემიძლია სიჩუმეში ყოფნა. მოკლედ რომ ჩამოხვალ დამიკავშირდი.
-აუცილებლად. მანამდე გაძლიერდი და ილოცე.-ამშვიდებს ეს ხმა მაისურაძეს. საშინელ სიმშვიდეში აგდებს მაისურაძეს.

***
მოგესალმებით.<3 მიუხედავად იმისა რომ წინა თავს ცუდი გამოხმაურება მოჰყვა, მიწასთან გააასწორეს ჩემი პერსონაჟი. გათელეს და რავი ყველაფერი უწოდეს, მაინც გავაგრძელე თავების აატვირთვა. ხოო.. კიდევ ერთი რაც მინდა გხოვოთ მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ყველაფერს თავისი ახსნა აქვს.! უბრალოდ ჯერ არაა გახსნილი ყველა კვანძი. ამიტომ ასეძალიან ნუ გაკიცხავთ და მიწასთან ნუ გაასწორებთ ჩემს აიანოს.! მადლობა ყურადღბისთვის.

№1  offline წევრი mariam m.k

Sayvarelo nu miaqcev sxvebs yuradgebas yvela istoria banaluri da zgapari ver iqneba es sheni gadawyvetileba iyo da aris kidec sheni istoria da rogorc ginda ise dawer nu mkitxvelis azric unda gaitvaliswino sul sul cota magram shen xom mwerali xar amitom shen uket ici. Istorias rac shexeba me momwons yvela im naklit tu unaklobit rac aqvs gagrzele. Da xo mxolod erti shenishvna maqvs cota ganavrce tavebi kargi.

№2  offline აქტიური მკითხველი grafo

როგორ არ მესმის ხოლმე, შენი როგორც ავტორის. ის რომ შენა გმირს გადაუარეს, რა შუაშია შენი ისტორიის შეწყვეტა-გაგრძელებასთან. ჩვენ მკითხველი კომენტარის ველში საკუთარ ფუნქციას ვასრულებთ სურვილის შემთხვევაში, შენ შენსას როგორც ავტორი.
თან გინდა რომ მკითხველმა შეგაფასოს, თან როგორც კი გადაბრუნებულ რამეს იტყვიან, მაგრამ რეალურს ეგრევე მოთმინებისკენ ან გაჩერებისკენ მოგვიწოდებ. შეგვარგე ისტორიის წაკითხვა და განხილვაც. მაგრამ, თუ გთრგუნავთ ეს უნდა თქვა და შეუგნებელი არავინაა.
შენი პერსონაჟი უსამართლოდ არავის გაუსწორებია მიწასთან. რეალურად განვიხილე-თ. სულ ეს იყო. შენი მხრიდან აღწერილი ეს გოგო ასეთია. ყველას ერთი აზრი არ/ვერ გვექნება. და მგონი ავტორისთვისაც უინტერესო უნდა იყოს მხოლოდ "კარგია ან მალე დადე" დაუწერონ.
დებილი რომ არ იყოს და შემდგარი პიროვნება იყოს(რასაც განათლება იძლევა), ამდენ სისულელეს არ იზამდა და ეს ქალი არც პირველია და არც უკანასკნელი სამწუხაროდ, ვინც ამ დღეშია. მე მათ "თავის თავის უბედურებს" ვეძახი.
და კიდევ მონაა, ისევე როგორც ბევრი. ეგეც გაუნათლებლობის ბრალია.

ასე რომ, აბა შენ იცი. შენ და ამ ისტორიას წარმატებებს ვუსურვებ.

№3 სტუმარი ნუცა ნუცა

ძალიან კარგია, მოუთმენლად ველოდი ახალ თავს. მაგრამ გიორგის ბერად აღკვეცა არ მომწონს, თან ასე მალე, ორ დღეში ბერად გახდომის ნებას არავის აძლევენ, ყველაზე მცირე ხუთი წელი მაინც უნდა იყოს ადამიანი მორჩილებაში... მაგრამ კარგი რადგან გახდა, კიბატონო იყოს ბერი... მაგრამ ახლა ანოსთან ზარი და საუბარი, თან უყვარდა, რამე ცოდვა არ შეამთხვიო მაგ ბიჭს, გაითვალისწინე რომ ბერია და მონაზვნურად უნდა მოიქცეს.

მთლიანობაში ძალიან კარგია და არ გაბედო შეწყვეტა, სულმოუთქმელად ველოდები ხოლმე.

№4  offline მოდერი Phoenix..

ნუცა ნუცა

უიმე რას ამბოობ ეგეთი რამ არც გამივლია თავში.. მონასტეშიბწავიდა და მას შემსეგ 7წელი გავიდა უბრალოოდ არ განმივრციაა

grafo
როგორ არ მესმის ხოლმე, შენი როგორც ავტორის. ის რომ შენა გმირს გადაუარეს, რა შუაშია შენი ისტორიის შეწყვეტა-გაგრძელებასთან. ჩვენ მკითხველი კომენტარის ველში საკუთარ ფუნქციას ვასრულებთ სურვილის შემთხვევაში, შენ შენსას როგორც ავტორი.
თან გინდა რომ მკითხველმა შეგაფასოს, თან როგორც კი გადაბრუნებულ რამეს იტყვიან, მაგრამ რეალურს ეგრევე მოთმინებისკენ ან გაჩერებისკენ მოგვიწოდებ. შეგვარგე ისტორიის წაკითხვა და განხილვაც. მაგრამ, თუ გთრგუნავთ ეს უნდა თქვა და შეუგნებელი არავინაა.
შენი პერსონაჟი უსამართლოდ არავის გაუსწორებია მიწასთან. რეალურად განვიხილე-თ. სულ ეს იყო. შენი მხრიდან აღწერილი ეს გოგო ასეთია. ყველას ერთი აზრი არ/ვერ გვექნება. და მგონი ავტორისთვისაც უინტერესო უნდა იყოს მხოლოდ "კარგია ან მალე დადე" დაუწერონ.
დებილი რომ არ იყოს და შემდგარი პიროვნება იყოს(რასაც განათლება იძლევა), ამდენ სისულელეს არ იზამდა და ეს ქალი არც პირველია და არც უკანასკნელი სამწუხაროდ, ვინც ამ დღეშია. მე მათ "თავის თავის უბედურებს" ვეძახი.
და კიდევ მონაა, ისევე როგორც ბევრი. ეგეც გაუნათლებლობის ბრალია.

ასე რომ, აბა შენ იცი. შენ და ამ ისტორიას წარმატებებს ვუსურვებ.

მე არ მითქვამს არ განსაჯოთქო , უბრალოდ არაა სასიამოვნო ცუდის მოსმენა შენს პერსონაჟზე სხვა არაფერი არც ვბრზდებიყველას ერთი აზრი ვერ ექნება ეს არარსებულიაა.მე ვწერ პერსონაჟებიც და მათი ცხოვრებაც ჩემი გადასაწყვეტიია მაგრამ ეს იმას არ ნიშნავრ რომ თქვენი აზრი არ მოქმედებს ჩემზე! არ შევწყვეტდი ერთი პერიოდი დავფიქრდი გადავაკეთებქო მაგრამ არააა!!! მადლობა შენი აზრის დაფიქირებისთვის❤️

№5 სტუმარი anna

ვერ გავიგე პერსონაჟის კრიტიკა პირად შეურაწყოფად რატომ მიიღე, შენთვის როგორც მწერლისთის ცუდი არავის უკადრებია და რა შუაშია შეწყვეტა არ მესმის. აბა მარტო უი რა კარგია და მაგარია ხომ არ უნდა ვიძახოთ. დიდ პატივს გცემ როგორც მწერალს და ძალიან მომწონს შენი ისტორიები, ამ ისტორიის ჩათვლით, მაგრამ პერსონაჟის კრიტიკას საკუთარ თავზე რატომ იღებ არ მესმის. ჩემი საკუთარი დაც რომ იყოს აიანოსნაირი იმასაც პირში ვეტყოდი რომ დებილი და მაზოხისტია, რომ სირაქლემას პოზაშია უკვე წლებია. ვერანაირად ვერ ვუგებ ასეთ ადამიანებს, რომლებიც ხელს არ ანძრევენ იმისთის რომ უკეთ იყვნენ და მერე იძახიან რატომ ვარ უბედურიო. მაინცდამაინც სხვა კაცი უნდა გამოჩენდეს მის ცხოვრებაში რომ მიატოვოს? და მერე უფრო საშიში არ იქნება თემო? მოღალატე ცოლზე უფრო არ გამწარდება?

№6  offline მოდერი Phoenix..

anna

არ მიმიღია პირად შეურაწყობად არაფერი მართლა :) არც მოღალატე იქნება აიანო! უბრალოდ ექნება მიზეზიი იბრძოლოს ❤️

№7  offline წევრი Rania

Aiano sustia da tannzlieric. Cina tavszec davcere komentari. Mxdalicaa da mamacic. Vfiqrob rcheba ragac kvanzebi gasaxsnelibda davelodebi. Ubralod chemtvis es carmoudgeneliaa.btumca mis adgilas yofnas arvisurvebdi. Moutmenlad gelodebit da imedia ra daagboanebb
--------------------
Q.qimucadze

№8  offline მოდერი Phoenix..

Rania
Aiano sustia da tannzlieric. Cina tavszec davcere komentari. Mxdalicaa da mamacic. Vfiqrob rcheba ragac kvanzebi gasaxsnelibda davelodebi. Ubralod chemtvis es carmoudgeneliaa.btumca mis adgilas yofnas arvisurvebdi. Moutmenlad gelodebit da imedia ra daagboanebb

რათქმაუნდა კვანძები არის და ყველაფერს გაიგებთ❤️ მადლობა რომ მელოდები❤️❤️არ დავაგვიანებ!❤️

№9 სტუმარი სტუმარი კატო

Gtxov, gtxov male dade sheni cashlili istoria.

№10  offline მოდერი Phoenix..

სტუმარი კატო
Gtxov, gtxov male dade sheni cashlili istoria.

ღალატოს გულისხმობ?

№11 სტუმარი სტუმარი ნინო

Iqneb wina istoria daasrulo

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent