შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იზაბელა +18 {8}


14-04-2019, 20:56
ავტორი Natiiaa33
ნანახია 2 105

_ჩაფიქრებული დააბიჯებს ქუთაისის ქუჩებში, ცდილობს ყველაფერს დააკვირდეს, ადამიანებსაც კი განსაკუთრებულად ათვალიერებდა. თითქოს ხომ არაფერი განსხვავება, მაგრამ ხალხიც კი განსხვავებული იყო. უფრო თბილი მზერა ჰქონდათ, სასიამოვნო საუბარი და უფრო განსხვავებული გარემო იყო. საშინელი ქარი ჰქროდა, თმას უწეწავდა და ტასაცმელს აცლიდა სხეულიდან, თითქოს უნდა სხეული გააშიშვლოს და შეეხოსო. ძლივს მიაღწია სასტუმრომდე, სადილისთვის შეკვეთა მიცა და ოთახში ავიდა. კომფორტულად მოკალათდა დივანზე, ტელევიზორი ჩართო, ახალი სიმ-ბარათი ჩადო მობილურში და მირას დაურეკა
-დეკო როგორ ხართ?
-კარგად დედი შენ? გუშინ ვერ ვისაუბრეთ წესიერად და მომიყევი აბა რა მოხდა.
-ამთემაზე აღარ მინდა ახლა ლაპარაკი. სხვა დროს იყოს კარგი დე?
-კარგი შვილო. ფული ხომ გაქვს? თუ არ გაქვს გადმოვარიცხიებ ლადოს ახლავე. არ მოგერიდოს იცოდე.
-კი დე მაქვს არ იჯავრო. ძალიან მომწონს ეს ქალაქი. ახლა შენ მითხარი როგორ ხარ? ტოქსიკოზი ისევ გაქვს? პატარა როგორაა?
-კარგად ვართ დედი. ნაყოფიც კარგად ვითარდება და საშინელი ტოქსიკოზი მაქვს ისევ.
-მამა რას სშვება?
-თან მყვება, ყველაფერს მიკეთებს. მალე შვებულებაც უმთავრდება და მოგვიწევს დაბრუნება. თბილისში აღარ ჩამოხვალ?
-არა დე
-რა გვეშველება უშენოდ?
-მოვახერხებთ რამეს. არინერვიულო დედი მაგაზე. დაგემშვიდობები ახლა საქმეები მაქვს და მერე ისევ დაგირეკავ.
-გკოცნით მე და მამაშენი.
-ნახვამდის დე..
_მობილური გაუთიშა და მისი შეკვეთაც მზად იყო. გემრიელად ისადილა და სააბაზანოში შევიდა.
ცხელი შხაპი მიიღო, თითქოს ყველაფერი დაივიწყა, გარეგნულად ვერაფერს შეატყობდით. ისეთი მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა, მაგრამ მის თვალებს ისევ ეტყობოდა სიწითლე, სახეც ცოტა ფერმკრთალი ჰქონდა, შინაგანად კი სრულიად განადგურებული იყო, დამსხვრეული და გადათელილი. მთელი ცხოვრება სირთულეებს ეჭიდებოდა, არასდროს ჰქონია მშვიდი ცხოვრება. ტანჯვაც არ იყო მისთვის უცხო, ყველაფერთან შეგუებას ცდილობდა მთელი ძალით, მაგრამ ძალაც კი აღარ ჰქონდა საბრძოლველად.
თამოს ნომერი აკრიბა, ღრმად ჩაისუნთქა და დაურეკა
-თამარჩიკ როგორ ხარ?
-იზაბელა? ვისი ნომრით მირეკავ?
-ჩემია, დღეს ავიღე. ის ნომერი აღარ მექნება, არც თბილისში აღარ ვიცხოვრებ და გთხოვ ჩემზე არავისთან არაფერი დაგცდეს.
-რამოხდა? მომიყევი
-ეგ სხვა დროისთვის გადავდოთ. აბა მითხარი "ფერადი გულები"-ის ამბავი როგორ მიდის?
-ძალიან კარგად. დასავლეთიდან ვიწყებთ ინფორმაციების შეგროვებას და მერე ყველა იმ ოჯახს და ადამიანს მოვინახულებთ ვისაც დახმარება და სითბოს მიღება სჭირდება.
-კარგი მე ქუთაისიდან დავიწყებ.
-ქუთაისიდან რატომ?
-ახლა აქ ვცხოვრობ, ძალიან გთხოვ არავის უთხრა რა.
-კარგი, მაგრამ ყველაფერს მომიყვები იცოდე.
-დიახ დიახ. ახლა გავიქეცი საქმეები მაქვს და ისევ დაგირეკავ.
-გაკოცე კუსს.
-მეც პატარავ.
_ჩანთა აიღო და ბინის საძებნელად წავიდა. შედარებით იეფია ბინები თბილისთან შედარებით. გაუმართლა კიდეც. ძალიან კარგი ბინა ნახა, ოროთახიანი, გარემონტებული სრული ინვენტარით აღჭურვილი. ფასზეც შეთანხმდნენ და გირაობის ხელშეკრულებაც გააფორმა ორი წლის ვადით. იმ დღესვე გადაიტანა თავისი ბარგი. მაღაზიებში გაიარა, პროდუქტი და საჭირო ნივთები შეიძინა სამზარეულოსათვის და მშვიდად მოკალათდა სახლში.
მეორე დღეს ქალაქის გარეუბნებში გადაინაცვლა. მოსახლეობა გამოკითხა, ინიშნავდა ყველა იმ ადამიანის მონაცემებს ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა დახმარება. თვითონაც წააწყდა ერთ ასეთ მოხუცს. მრავალსართულიანი შენობის წინ იჯდა ციალა ბებო. მიუახლოვდა და მიესალმა
-გამარჯობა ბებო.
-გაგიმარჯოს შვილო.
-იცით ორგანიზაციას ვაყალიბებთ, რომელიც მიზნად ისახავს ყველა იმ ადამიანს მოუტანოთ ბედნიერება, ვისაც სითბო და სიყვარული აკლია.
-ეჰჰ მაგ სიტყვების მნიშვნელობაც კი დამავიწყდა შვილო.
-იქნებ მომიყვეთ თქვენზე?
-რა მოგიყვე შვილო? ამ სახლში 35წელი ვიცხოვრე. ჩემმა შვილმა ბანკში ჩადო და მთელი სახლი დავკარგეთ. თვითონ სად წავიდა დღემდე არ ვიცი, არ მკითხულობს და არც ვუნახივარ იმ დღის შემდეგ. მეზობლებს შევეცოდე და სარდაფში ადგილი გამომიყვეს. წამოდი განახებ.
_ძლივს წამოდგა ფეხზე, ასე 75 წლამდე ქალი იქნებოდა. წინ გაუძღვა და ბნელი სარდაფი აჩვენა. ნესტიანი, ბინძური და საშინელი სუნი იყო. ერთი პატარა ლოგინი იდგა, პატარა კარადა და ის იყო რაც ჰქონდა მეტი არაფერი.
-ბებო აქ როგორ ცხოვრობთ?
-ცხოვრებაა შვილო ეს? ვიტანჯები და ისე გამყავს წუთისოფელი. ალბათ მალე მიპოვიან მკვდარს.
-ბებო არ ინერვიულო მე წაგიყვან ჩემთან.
-არა შვილო, როგორ შეგაწუხებ.მირჩევნია აქ ამომხდეს სული.
-მარტო ვცხოვრობ, დროებით მაინც წამოდი სანამ თავშესაფარში გინახავ ადგილს. ნუ მაწყენიებ ძალიან გთხოვ.
-მერიდება შვილო, საკუთარმა შვილმა მიმატოვა და სრულიად უცხოს როგორ გამოგყვე სახლში.
-მე იზაბელა მქვია ბებო, ჩათვალე შენი შვილისშვილი ვარ და არ მოგერიდოს. წავედით
_ხელი მოკიდა და გადაეხვია.
-ტასაცმელს ავიღებ ჩემსას მაშინ
-არა, არაფერი არ გინდა. ყველაფერს ახალს გიყიდი ბებო.
_მოხუცს ცრემლები მოდიოდა და დანაოჭებული, აკანკალებული ხელებით იწმენდდა.
სახლში მალე მიიყვანა, ცხელი კერძიც უცებ მოამზადა და გემრიელად დაანაყრა. სულ კოცნიდა იზაბელას და ეფერებოდა.
-ბები გავალ ცოტახნით, რაღაცეებს ვიყიდი და მალე დავბრუნდები. არ მოიწყინო ტელევიზორს დაგიტოვებ ჩართულს.
_მაღაზიები დაიარა, ტასაცმელი და ჰიგიენისთვის აუცილებელი ნივთები უყიდა. თმის საღებავიც წამოაყოლა და პარკებით დახუნძლული მიადგა სახლში.
-ბებო ნახე აბა თუ მოგეწონება, თუ არა და უცებ წავალ გამოვაცვლევიებ.
-ეს ყველაფერი მე? რატომ შეწუხდი შვილო. განა ვღირვარ მე ამ ყველაფრად?
-შენი ბედნიერი თვალების დანახვა ყველაფრად ღირს ბებო. ახლა შხაპი მიიღე, თმები უნდა შეგიღებო და უეცრად უნდა შევცვალო შენი იმიჯი.
-რაღა დროს ჩემი თმის შეღებვაა, არმინდა ბებო იყოს ასე.
-უარს არ მივიღებ, აბა სასწრაფოდ შევუდგეთ საქმეს.
_თმა შეუღება, მოაწესრიგა, ფრჩხილები გაუკეთა, მანიკური და პედიკურიც კი გაუკეთა. ლამაზი სუფთა ტასაცმელი ჩააცვა და სარკის წინ დააყენა.
-ბებო ეს არის შენი ახალი ცხოვრების დასაწყისის პირველი წუთები, ყველაფერი უნდა დაივიწყო და ცხოვრება ახლა ამ წამიდან უნდა დაიწყო.
-შენ ჩემთვის იმაზე მეტი გააკეთე, ვიდრე შვილი გამიკეთებდა. შენ დღეიდან ჩემი გოგო ხარ. ბედნიერი შენი ოჯახი შვილო.
_ციალა ბებოსგან ისეთ დიდ სითბოს იღებდა, რომ მეტი არ შეიძლებოდა. სახლში მშვიდად დაფუსფუსებდა, გემრიელ საჭმელებს უმზადებდა და იზაბელას არც კი აკარებდა სამზარეულოს. თითქოს ძალაც მოემატა, ექიმთანაც ჰყავდა. ანალიზები ჩაუტარა და წამლები უყიდა. იმ დღის შემდეგ კიდევ ბევრ ადამიანს დაეხმარა, თამო და მისი ჯგუფი მთელ საქართველოს მოედნენ. არ წყდებოდა ზარები, შემოწირულობები და კეთილი ადამიანების მიერ გაღებული საჭირო ნივთები. ერთი თვე გავიდა რაც სხვა ქალაქში ცხოვრობდა. ერთი თვე და არცერთი წამი არ ყოფილა იმ დღეზე და იმ წამზე, რომ არ ეფიქრა. მითუმეტეს იმის მერე, რაც მოხდა საერთოდ ყველა გზა ჩაიკეტა იმ წუთების დასავიწყებლად. როდესაც გულწასული საავადმყოფოში მიიყვანეს, ექიმის სიტყვების გაგონებაზე -გილოცავთ თქვენ მალე დედა გახდებით. და პირველად მოსმენილი გულის მუშაობის შემდეგ რომელიც მის სხეულში ძგერდა, შეუძლებელი გახდა დაევიწყებია წარსული. ძალიანაც რომ სდომოდა ის მაინც შეახსენებდა, მის შიგნით რომ ვითარდებოდა და იზრდებოდა.
კლინიკიდან გაოგნებული მოდიოდა, გონება გათიშული ვერაფერზე ფიქრობდა. მუცელზე ხელი ჰქონდა მიდებული და ნელი ნაბიჯებით მიდიოდა სახლისკენ. სუპერმარკეტში პროდუქტები იყიდა და გზა განაგრძო. ძალიან დაბნეული იყო, თან უხაროდა და თან გრძნობდა, რომ ის, ყველაფერს თავდაყირა დააყენებდა მის ცხოვრებაში.
-იზაბელა
_ზურგიდან ნაცნობი ხმა მოესმა. უკან გაიხედა და გუგა იდგა.
-შენ? აქ?
-ნეტავ იცოდე რამდენი გეძებე.
-რატო მეძებდი?
-ვგრძნობდი, რომ გჭირდებოდი
-ერთხელ უკვე გითხარი არ მჭირდები-თქო
-მე არ ვფიქრობ ასე, წამო სადმე დავსხდეთ.
-დრო არ მაქვს.
-სულ ცოტახანს. დიდხანს არ მოგაცდენ.
_იქვე ერთი კაფე იყო და იქ შევიდნენ. იზაბელამ მინერალური წყალი შეუკვეთა, გუგამ კი კოკა-კოლა.
-როგორ ხარ, მომიყევი
-კარგად, როგორც მხედავ
-მე შენ მხოლოდ გარეგნულად გხედავ
-შინაგანად როგორ ვარ? _გაუღიმა, ტუჩი მოიკვნიტა და განაგრძო -შინაგანად არ ვარ, არაფერი არ ვარ, ან არ ვიყავი სანამ არ გავიგე, რომ ერთი სიცოცხლე იზრდება შიგნით. გამოფიტული ვიყავი, დანგრეული და განადგურებული, მაგრამ ახლა? არვიცი. უფლება არმაქვს ცუდად ვიყო, აი აქ ჩემი გულის ქვემოთ კიდევ ერთი პატარა გული მუშაობს.
-შენ იმსახურებ მაგ არსებას შენში, რომ არის. საუკეთესო დედა იქნები მჯერა. მაგრამ მამა? ვიცი ვინც არის, რთული მისახვედრი არცაა, მაგრამ ის გიმსახურებთ?
-ის არ არსებობს ჩემთვის. იმ დღეს დავმარხე როცა ის საშინელი სიტყვები მითხრა, არვიცი რატომ გიყვები ამას, ან როგორ უნდა ვუთხრა სხვებს ეს ყველაფერი..იმის გაფიქრებაც არ მინდა, როცა გაიგებს ამ ყველაფერს რა მოხდება. მეშინია თანაც საშინლად.
-ცოლად გამომყევი. მე ვიზრუნებ თქვენზე.
-მეხუმრები? რაში გჭირდება ქალი რომელიც სხვის ბავშვს ელოდება?
-ეგ ქალი მიყვარს, ეგ ბავშვი კი რა მნიშვნელობააქ ვისი გაკეთებულია, ჩემი ქალის ბავშვი იქნება, რომელსაც საკუთარისგან არასდროს გავარჩევ..უფრო მეტადაც კი მეყვარება
-ხომ იცი, არ მიყვარხარ.
-ყველაფერი კარგად ვიცი, არც გთხოვ შემიყვარო, უბრალოდ იმის უფლება მომეცი თქვენზე ვიზრუნო.
-შენ შეგიძლია ძალიან ლამაზი ოჯახი შექმნა სიყვარულით და არა იძულებით.
-იძულებით არ ვქმნი ოჯახს, ჩემთვის დიდი ბედნიერებაა თუ შენ იქნები ჩემს გვერდით
-თანაც არ გიცნობ.
-გამიცნობ, დროა საჭირო და გამიცნობ. თუ მოგინდება გავეყრებით კიდეც. უბდალოდ შანს გთხოვ.
-კარგი. თანახმა ვარ.
-სერიოზულად?
-დიახ!
-გპირდები ამ სიტყვებს არასდროს არ ინანებ.
-წავედით მაშინ.
-ახლავე?
-რას ველოდოთ?
-არა, შენ იმსახურებ თეთრ კაბას. უბრალოდ ფოტო სესია და თეთრი კაბა. დამაჯერებლობისთვის.
-არარის საჭირო.
-დიახ საჭიროა. წამოდი სახლამდე მიგაცილებ და ხვალ კაბა შევარჩიოთ. კარგ ფოტოგრაფს და ვიდეოგრაფსაც ვნახავ.
-დავაგვიანე სახლში, ციალა ბებო ინერვიულებდა.
-ვინ?
-ერთი ბებოა ჩემთან ცხოვრობს.
-ძალიან კარგი, მარტო არ იქნები ანუ
-არა ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს მასთან ერთად. ქორწილის შემდეგ რა იქნება?
-რასაც შენ იტყვი.
-ჩემთან გადმოხვალ საცხოვრებლად?
-მაგაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ.
_ნელ-ნელა მიაბიჯებდნენ წინ და წყნარად საუბრობდნენ. გუგა ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული და ჭკვიანი ბიჭი იყო. საკუთარი შრომით მიაღწია ყველაფერს, გახსნა ორი რესტორანი და წილები დააბანდა დიდ სუპერმარკეტებში. პატარ-პატარა ბიზნესებიც ჰქონდა და საკუთარ ოჯახს მის მერე არჩენდა რაც 17წლის ასაკში მამა გარდაეცვალა. აფხაზავას მუქი თაფლისფერი თვალები და დიდი წამწამები საოცრად უბრწყინავდა. შავი თმა და საკმაოდ სიმპატიური აღნაგობა ჰქონდა. სულ წვერს ატარებდა, მისი ღიმილი კი ყველანაირ ფიქრს გაგიფანტავდათ და სხვა ვერაფერზე შეძლებდით ფიქრს..
-სწორად ვიქცევით?
_მუცელზე ხელი მიიდო და საწყალი სახით ახედა გუგას.
-მე ვიცი, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერ ნაბიჯს ვდგავ, ცოლად ვირთავ ქალს, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს წლებია.
-და ხომ იცი, რომ არ უყვარხარ მაგ ქალს. ისიც არიცის რას აკეთებს, იქნებ სულ გღუპავს ამ დაუფიქრებელი ნაბიჯით.
-დაღუპული მაშინ ვიყავი, როდესაც შენი ყურება შორიდან მიწევდა. არაფერი არ მინდა შენგან,ისიც მეყოფა, რომ ჩემს გვერდით იქნები და თუ ამაზეც უარს იტყვი მომავალში ამასაც გაგიგებ.
-ასეთი კარგი რატომ ხარ? მე ვერასდროს გავაკეთებდი ამას. ან გავაკეთებდი კიდეც, არვიცი.
-შენ მაგაზე მეტსაც გააკეთებდი, რადგან ყველაზე საოცარი ადამიანი ხარ ამქვეყნად ვისაც კი ვიცნობ.
_საუბარში ისე მივიდნენ სახლამდე ვერც შენიშნეს. სახლში ააცილა, ყავა და ნამცხვარი მიირთვა, თანაც ციალა ბებო გაიცნო და მალევე წამოვიდა.მთელი ღამე ვერ დაიძინა იზაბელამ, ყველაფერზე ფიქრობდა. თავში საოცარი ქაოსი ჰქონდა, ხშირად იცვლიდა გვერდს ლოგინში, ხან ადგებოდა და ფანჯრიდან გაჰყურებდა ხედს, ხანაც სამზარეულოში გადიოდა და მაცივრიდან საჭმლის ქურდივით იპარავდა გემრიელობებს, თავის ოთახში მიჰქონდა და მიირთმევდა. როგორც იქნა ჩაეძინა კიდეც, დილით ადრე ადგა, მოემზადა და გუგას დაელოდა. ისიც მალე მოვიდა და ერთად წავიდნენ კაბის საყიდლად.
-შენ კაბა უნდა დაინახო?
-არ დავინახო აბა?
-არა
-აუუ კარგი რა! ხომ იცი უაზრო ცრუ რწმენებია ეგ.
-მაინც სჯობს არ ნახო, თანაც ყიდვა არ მინდა ვიქირავებ რამე მდიდრულს, ფოტოებში კარგი გამოვა.
-ფოტოგრაფი და ვიდეოგრაფი თბილისიდან ჩამოვლენ ხვალ.
-რატომ თბილისიდან?
-ყველაზე საუკეთესოები ავარჩიე. დაუვიწყარი ფოტო და ვიდეო გვინდა.
-სად უნდა გადავიღოთ ფოტოები?
-არა მარტო ქუთაისში, ყველგან სადაც კარგი ფოტოები გამოვა.
-ხელისმოწერის ცერემონია სადაა?
-ეგ სიურპრიზია
-მითხარი რა
-არა. ხვალ გაიგებ
_აბუზღუნებული შევიდა საქორწილო მაღაზიაში. გუგა გარეთ ელოდებოდა.
ორსაათში ძლივს გამოვიდა უკმაყოფილო სახით, არცერთი კაბა არ მოეწონა. მერე სხვა მაღაზიაში გადაინაცვლეს. იქ პირველივე დანახვაზე აარჩია. სალონში ჩაეწერა და ყველაფერი უკვე მოაგვარეს.
-შენ შარვალ კოსტუმი?
-რა შარვალ კოსტუმი? ჩოხა ვიყიდე
-ჩოხაა?
-არ მოგწონს?
-კი ძალიან. აუუ წვერი გაიპარსე რა ხვალისთვის. საშინლად არ მომწონს წვერიანი კაცები
-შენი თხოვნა ჩემთვის ბრძანებაა ქალბატონო იზაბელა.
-ცოტა უცნაურად ვგრძნობ თავს, ჩემებმაც არავინ იციან.
-არაუშავს ყველა ერთად გაიგებს.
-ჰოო რავი.
_თითქოს ცოტა ჩაფიქრდა, სახეზე წყენამ გადაურბინა. გუგამ მანქანა გააჩერა, სწრაფად გადავიდა მანქანიდან და იზაბელა ცოტა დაიბნა, საშინელი საცობი იყო და ვერრ მიხვდა რას აკეთებდა. მისი კარები გააღო და ჩაიმუხლა.
-იზაბელა ცოლად გამომყვები?
_ძალიან ლამაზი, სადა და დახვეწილი ბეჭედი იდო ყუთში, ირგვლივ სიგნალების ხმა ისმოდა, თითქოს ერთ რიტმში ისმისო.
მანქანიდან გადმოვიდა, გუგას გადაეხვია და ხელი გაუწოდა.
მის თითს უკვე ამშვენებდა საბუთი, რომ ის ქალი აღარ იყო თავისუფალი.




იმედია მოგეწონებათ, დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობთ და ასე თბილ სიტყვებს მეუბნებით. ძალიან მახარებთ.



№1 სტუმარი დგ

რატომღაც მეგონა რომ ყოველგვარი ბანალურობის გარეშე გაგრძელდებოდა, სრული უაზრობაა ახლა გაყვება ცოლად მერე ირაკლი გამოჩნდება და აღმოაჩენს რომ ისევ უყვარს და ბლა ბლა, ზოგადად ვერ ვიტან ქალები კაცებს ბავშვების არსებობას რომ უმალავენ, რაც არ უნდა კაცმა ცუდად მოიქცეს შვილზე უნდა იცოდეს და მერე თუ არ ენდომება აი მაშინ კისერიც უტეხია, ამ შემთხვევაში იზაბელა დებილურად იქცევა ადამიანი არ უყვარს და ცოლად მიყვება არ მესმის ასეთი ქალების.

 


№2  offline მოდერი Natiiaa33

დგ
რატომღაც მეგონა რომ ყოველგვარი ბანალურობის გარეშე გაგრძელდებოდა, სრული უაზრობაა ახლა გაყვება ცოლად მერე ირაკლი გამოჩნდება და აღმოაჩენს რომ ისევ უყვარს და ბლა ბლა, ზოგადად ვერ ვიტან ქალები კაცებს ბავშვების არსებობას რომ უმალავენ, რაც არ უნდა კაცმა ცუდად მოიქცეს შვილზე უნდა იცოდეს და მერე თუ არ ენდომება აი მაშინ კისერიც უტეხია, ამ შემთხვევაში იზაბელა დებილურად იქცევა ადამიანი არ უყვარს და ცოლად მიყვება არ მესმის ასეთი ქალების.

დასკვნებს ნაადრევად ნუ გამოიტანთ :) ამ თავით ვერ განსაზღვრავთ რა შეიძლება მოხდეს :)

 


№3  offline მოდერი Natiiaa33

ჰაიკო
რას ერჩით ვერ გავიგე, მე მომწონს, ცოტა სასვენი ნიშნები კი გასასწორებელია, მაგრამ არაუშავს;) მომავალში გამოსწორდება ხომ? ;)

ისტორიის გადახედვას ვერ ვასწრებ ხოლმე და მაპატიეთ :) გამოსწორდება რათქმაუნდა, ვეცდები ყველანაირად :) :')

 


№4  offline მოდერი Natiiaa33

ჰაიკო
Natiiaa33
ჰაიკო
რას ერჩით ვერ გავიგე, მე მომწონს, ცოტა სასვენი ნიშნები კი გასასწორებელია, მაგრამ არაუშავს;) მომავალში გამოსწორდება ხომ? ;)

ისტორიის გადახედვას ვერ ვასწრებ ხოლმე და მაპატიეთ :) გამოსწორდება რათქმაუნდა, ვეცდები ყველანაირად :) :')


უნდა ეცადო, აბა რა;)

აბაა :)) ;)

 


№5 სტუმარი tamo

რას ერჩით? ძალიან მომწონს ❤ როგორ უნდა გაიგოთ რას წერს საინტერესოა ავტოროს ფიქრებს კითხულობთ? :დდ ველი მოუთფენლად მაგარი გოგოხარ❤❤

 


№6  offline მოდერი Natiiaa33

tamo
რას ერჩით? ძალიან მომწონს ❤ როგორ უნდა გაიგოთ რას წერს საინტერესოა ავტოროს ფიქრებს კითხულობთ? :დდ ველი მოუთფენლად მაგარი გოგოხარ❤❤

ძალიან დიდი მადლობა ❤

 


№7 სტუმარი elene

raghacnairi istoriaa shemdeg tavebs rom ver gansazghvrav zustad egeti <3 momwons dzalian da mainteresebs ra moxdeba shemdeg. warmatebebi<3

 


№8  offline წევრი Rania

Zalian kargiaa. Elodos nabichvarss. Mzuls iraklisnairi kacebi. Ver gaurkveviat raundattt. Arvici ramoxdeba momavalshii. Ubralod minda izabelas guga sheuyvardes sigijemde. Carmatebebiii. Male dade gtxovv
--------------------
Q.qimucadze

 


№9  offline მოდერი Natiiaa33

elene
raghacnairi istoriaa shemdeg tavebs rom ver gansazghvrav zustad egeti <3 momwons dzalian da mainteresebs ra moxdeba shemdeg. warmatebebi<3

მადლობაა❤

Rania
Zalian kargiaa. Elodos nabichvarss. Mzuls iraklisnairi kacebi. Ver gaurkveviat raundattt. Arvici ramoxdeba momavalshii. Ubralod minda izabelas guga sheuyvardes sigijemde. Carmatebebiii. Male dade gtxovv

ვეცდები ყველანაირად❤ მიხარია თუ მოგწონთ❤

 


№10 სტუმარი სტუმარი salosalo

ერთერთი გამორჩეული მწერალი ხარ ჩემთვის რომლებიც ამ საიტზე არიან❤❤მალადეც შენ❤ ძალიან მომწონს, უზომო ემოციებს მიტოვებს და სულ მინდა ვიკითხო❤ წარმატებები შენ და მალე დადე რა❤

 


№11 სტუმარი nati

რატომაც არა? ძალიან საინტერესო განვითარება აქვს! მე ძაან მომწონს და მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები❤❤

 


№12  offline მოდერი Natiiaa33

სტუმარი salosalo
ერთერთი გამორჩეული მწერალი ხარ ჩემთვის რომლებიც ამ საიტზე არიან❤❤მალადეც შენ❤ ძალიან მომწონს, უზომო ემოციებს მიტოვებს და სულ მინდა ვიკითხო❤ წარმატებები შენ და მალე დადე რა❤

ძალიან დიდი მადლობა❤

nati
რატომაც არა? ძალიან საინტერესო განვითარება აქვს! მე ძაან მომწონს და მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები❤❤

მიხარია თუ მოგწონთ❤მადლობა დიდი❤

 


№13 სტუმარი Lela

ზოგს მოგწონტ და ზოგს არა. ამიტომ ვისაც არ მოგწონთ ნუ წაიკითხავთ. არავინ გეხვერწებათ. შემდეგ თავ როდის დადებთ. მალე დადე რაა.

 


№14  offline მოდერი Natiiaa33

Lela
ზოგს მოგწონტ და ზოგს არა. ამიტომ ვისაც არ მოგწონთ ნუ წაიკითხავთ. არავინ გეხვერწებათ. შემდეგ თავ როდის დადებთ. მალე დადე რაა.

საღამოს დავდებ დღეს❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent