შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიჩუმის სიბნელე (1-3)


9-06-2019, 08:52
ავტორი phoenixb
ნანახია 1 153

მაღალსართულიან კორპუსთან მანქანა ჩერდება,ჩემი გულისცემა კი იმატებს რადგან თემურმა თავისი სიტყვა აასრულა,ისინი მართლა გამოგზავნა ჩემ წასაყვანად, მე კი როგორც ყველაზე დიდი სულელი ვდგავარ აქ და ლამის გული საგულიდან ამომივარდეს,ძალიან შორი მანძილიდან მესმის ტელეფონის ხმა,არ მინდა რომ ვუპასუხო,იქნებ თავიც მოვიკატუნო რომ ისინი აქ არ არიან.გამაოგნებელი იქნება თავი რომ მოვაჩვენო თითქოს შინ არ ვარ ? აი ასე, არ ვუპასუხებ და ისინი მიხვდებიან რომ უნდა წავიდნენ, ახლა მთელი არსებით მინდა ასე მოვიქცე,მაგრამ თემურს ვერ დავაღალატებ,შევპირდი რომ მათ უსაფრთხოებაზე ვიზრუნებდი და ასე უნდა მოვიქცე.ნახევარი საუკუნე დამჭირდა ალბათ ტელეფონამდე მისასვლელად,ის იყო - რათქმაუნდა.
-ელენე შენ სახლთან ვართ,სადარბაზოს კარი გააღე...
-მე თვითონ ჩამოვალ...-სიტყვასაც არ დავასრულებინებ,ამოსვლის უფლება უნდა რომ მივცე?! ისიც საკმარისია ჩემი მისამართი რომ იციან.
ჩანთას ხელს ვავლებ და ჩემ უმწეობაზე გაბრაზებული კაბაზე ვიყრი გულისჯავრს,თითქოს მისი ბრალი იყოს რომ უარის თქმა არ შემიძლია.სადარბაზოს კარს ვაღებ და მაღლა ახედვის გარეშეც შემიძლია დავინახო მეზობლების ინტერესიანი თვალები,ისინი ხომ ჯერ კიდევ გაურკვევლობაში არიან რაში გავერიე,რას ვსაქმიანობ,ახლა კი ამ იდიოტურ გრძელ შავ კაბაში გამოწყობილი ოთხ პიჯაკიან მამაკაცს სადღაც მივყვები,თან არცერთს არ დაზარებია მანქანიდან გადმოსვლა,საინტერესოა დღეს რა ჯოჯოხეთს მიმზადებენ,რით უნდა გამომიყვანონ წყობილებიდან.ჩემდა გასაკვირად ლევანი კარს მიღებს და მიღიმის,მას შემდეგ რაც ყოველგვარი უხერხულობით და მოუხერხებლობით ვთავსდები მანქანის წინა სავარძელზე,საცოდავად ვექაჩები კაბის ბოლოს,ვხედავ რომ ვიღაც მას ხელისგულში ითავსებს და ფრთხილად ათავსებს მანქანის სივრცის შიგნით,მერე კი მიღიმის და ახლაღა ვათვიცნობიერებ რომ ეს ბაჩანაა.გაკვირვებული ვიყურები და თან ვცდილობ ჩემი სუნთქვის ხმაც ვერ გაიგონ,ალბათ რამეს მიმზადებენ.ხელებს მოუსვენრად ვაფართხალებ,როცა უკანა სავარძლიდან ხმა მესმის.
-ალექსანდრემ მომწერა დროზე მოდით თორემ თემურმა დ მისმა ძამაკცებმა ბიზნესის საფუძვლებზე ლაპარაკით უკვე დათრობის სურვილი გამიჩინესო...-იცინის და ლევანს უბრუნდება კითხვით.
-დეას დაქალებიც დაპატიჟებული არიან ? იქ იქნებიან ?
-კი,ნიამ თქვა დეამ ალექსანდრეს შეუთანხმაო და ისინიც დააპატიჟებინაო.
-მაშინ მოსაწყენიც არ იქნება,თუ ის გოგო მოიყვანეს მე ...
-ეცადეთ თავი შორს დაიჭიროთ...-მბრძანებლურად ისმის ჩემი ხმა და მხიარულება წამში იცვლება გაკვირვებით,ლევანი მიყურებს და კითხვის ნიშნებს იწვენს გუგებში...-არ დაგავიწყდეთ მე რატომ მიწევს საღამოზე წამოსვლა,მამაშენს სკანდალები და ზედმეტი ხმაური არ სჭირდება პრესაში.
-რა შუაშია სკანდალები,შენ მგონი მართლა ამერიკულ სერიალში გგონია თავი,გამოფხიზლდი ელენე ქართული ელიტა არ არსებობს და ეს მხოლოდ ჩვენი ოჯახური წვეულებაა ალექსანდრეს ჩამოსვლის აღსანიშნად.
-თქვენ ... -ვსისინებ მე და ახლა ზუსტად ვიცი რომ თავის ადგილს მივუჩენ ამ ოთხ უმადურ წურბელას,რომლებიც თემურის რეპუტაციას ძირს ყოველდღე უთხრიან...-როცა მელაპარაკები გირჩევ თქვენობითი ფორმა გამოიყენო,მე თქვენი მეგობარი ან ძიძა არ ვარ,მამაშენის პირადი ადვოკატი და დამხმარე ვარ,დიდად გულზე არ მეხატება რჩევა-დარიგების თქვენნაირებისთვის მიცემა მაგრამ თუ გაფრთხილებთ ესეიგი ამის მიზეზიც მაქვს,ამიტომ წვეულებაზე საკუთარი თავი გააკონტროლეთ,თუ არ გინდათ ხვალინდელ გაზეთზე თქვენი კიდევ ერთი უმსგავსო საქციელის ფოტო აღმოჩნდეს...-ძალიანაც კარგი,იმ ყალბ ღიმილს ეს ზიზღი მირჩევნია მათ სახეებზე,ადამიანებს ხომ წამში შეუძლიათ დაივწყონ ის რაც წარსულში გააკეთეს,ისეთი რამეც კი როგორიც შუა წვეულებაზე გათიშვამდე მთვრალის მიერ შესრულებული სტრიპტიზია.
მთელი გზა ხმა აღარცერთს გაუღია და ვიფიქრე დიალოგი დასრულდა,მათ თავისი ადგილი მივუჩინეთქო და ვზეიმობდი კიდეც,ასეთ მცირე დროში არასდროს მომიხერხებია მათი გაჩუმება,ყოველთვის რჩებათ სათქმელი.რათქმაუნდა კარი აღარავის გაუღია და აღარც კაბაზე უზრუნია ვინმეს,მაგრამ რადგან ვფიქრობდი რომ თავი დაუზიანებლად დავაღწიე მათ ტოქსიკურ ხასიათს ამისთვის მცირე მნიშვნელობაც კი არ მიმინიჭებია...და ზუსტად მაშინ როცა უკვე რესტორნის შესასვლელში ვიდექით,მხარზე ვიღაც მომეჭიდა და ღვარძლიანად მომახალა"
-მითხარი მამაჩემი იმაშიც გიხდის ფულს რომ წაკლა იყო ? ...-პასუხის გაცემას ვერ ვასწრებ რადგან იმ თავისი გამაღიზიანებელი ღიმილით მშორდება და მე ერთ ადგილს ვეყინები,ახლა რომ გაქცევა შემეძლოს არც დავფიქრდებოდი,იქნებ შემიძლია კიდეც,ვალდებული არ ვარ აქ ვიყო.მიკვირს რომ გამბედაობა მეყო შემოვტრიალებულიყავი და ის იყო ნაბიჯი უნდა გადამედგა რომ ნაცნობი ხმა გავიგე.
-ელე...-ღრმად ჩავისუნთქე და ისევ რესტორნის შესასვლელისკენ მივბრუნდი...-გამაგებინე აქ რატომ ვარ ?!
-თემურმა არ გითხრა ? ...- უარყოფის ნიშნად თავს აქნევს და ვცდილობ სიტუაცია ავუხსნა,მანამ სანამ დარბაზისკენ მიმავალ დერეფანს გავივლით...-თემურის უფროსი შვილი ალექსნადრე გუშინ ჩამოფრინდა შვეიცარიიდან და ყველა დაპატიჟა მისი ჩამოსვლის აღსანიშნავად.
-მერე მე და შენ რა შუაში ვართ ?
-ეს წვეულება შენიღბვაა,ყველამ იცის რომ თემურმა ალექსანდრე მეწილეებს უნდა გააცნოს,ყველა დაპატიჟა,დილით ნანამ დარეკა და თქვა რომ მისი რედაქტორი სხვა გაზეთების რედაქტორებს შეუთანხმდა და ჟურნალისტებს გზავნიან,სტუმრებს შეიძლება შეერივნონ და დაცვა შეცდომაში შეიყვანონ,ამიტომ ყოველი შემთხვევისთვის თემურმა ყველას დაგვირეკა და აქ ყოფნა გვთხოვა გაუთვალისწინებელი შემთხვევების მოსაგვარებლად.
-ესეიგი გადაწყვეტილება არ შეუცვლია ? მაინც აპირებს ფირმის დაშლას და წილების ლევანის და ალექსანდრესთვის გადაცემას ?
-არ მგონია გამოუვიდეს,დარწმუნებული ვარ ის მეორეც ლევანს გავს,მათ ოჯახში მხოლოდ ნიაა სანდო წილის გადასაცემად და ისიც ჯერ არასრულწლოვანია.
ვერც გავიაზრეთ ისე აღმოვჩნდით დარბაზში,ჩემთვის ბევრი ნაცნობი სახე გამოჩნდა,თვალებით ვეცადე თემური მომეძებნა და არც გამჭირვებია,ის მხოლოდ შემოსასვლელს უყურებდა,ბიჭები უკვე მასთან იყვნენ.უცნაურად გამოიყურებოდა მაგრამ თავიდან ვერ მივხვდი რატომ,როცა ნიკოლოზი მომიახლოვდა და ჩურჩულით მითხრა :
-სააბაზანოში ჟურნალისტია,ფოტოაპარატი აქვს,თემურმა ელენეს დაელოდეთო,თქვი რა გავაკეთოთ,უკვე ოცი წუთია იქაა...-თემურის აღელვებისგან აწითლებული სახე და მისი თავის დაკვრა ვიცი რასაც ნიშნავს და მეც ნიკასთან ერთად მივდივარ საპირფარეშოსკენ.
შავ პიჯაკში გამოწყობილი მამაკაცი თავისი შიშის დასაფარად ღიმილს ირგებს სახეზე,თუმცა ვხვდები რომ ეს მხოლოდ ნიღაბია,მან იცის რომ საზღვარი გადაკვეთა და ახლა შედეგების მოლოდინშია. მიწევს ნიკოლოზის დამშვიდება და როცა ვხვდები ეს არ გამომივა,რადგან ყვირილით იწევს მობუზული ფიგურისკენ და მის ფოტოაპარატს დამტვრევით ემუქრება,მე კი მომბერზდა მისი გაწევ-გამოწევა და მოთმინებადაკარგული ვუყვირი.
-გადი გარეთ,ახლავე ნიკოლოზ...თქვენც! წრაფად...-ვეუბნები მას როცა გაღიზიანებულ მიმიკას ვაწყდები მის სახეზე და ადგილიდან დაუძვრელს ხელს ვკრავ.
საპირფარეშოს კარს ვკეტავ და მთელ მოთმინებს ვიკრებ,ახლა დიპლომატიაა საჭირო,სხვა ყველაფერი მხოლოდ ხმაურს გამოიწვევს.
-იცით რომ ეს დახურული წვეულებაა?
-დიახ,მაგრამ ...
-როცა რაღაცას შეგეკითხებით უბრალოდ თავის დაკვრით დამეთანხმეთ...იცით რომ აქ პრესის წარმომადგენლები არ დაიშვებიან ? ის რაც გადაიღე ოჯახური ფოტოებია,შენ მათ პირად სივრცეს ძალიან უხეშად არღვევ, ამით კი საშუალებას მაძლევ შენ გაზეთს დიდი ფული გადავახდევინო...
-მე იმას ვაკეთებ რასაც მავალებენ ...
-ძალიან კარგი,თუ ასეა ახლა მე გეუბნები რომ ფოტოაპარატი მომცე,წავშლი სურათებს და უვნებლად დაგიბრუნებ,მერე კი ყველანაირი ხმაურის გარეშე გახვალ გარეთ და შენ რედაქტორს მე თვითონ დავურეკავ და ავუხსნი რომ შენი ბრალი არაა...შევთანხმდით ? ... - ვხედავ რომ ეჭვიანად მიყურებს და რათქმუნდა მესმის,ჩვენ სხვებისთვის სათამაშოები ვართ,ისინი უბრალოდ ამბობენ,ისურვებენ,ჩვენ კი ყველაფერი უსიტყვოდ უნდა გავაკეთოთ და არ აინტერესებთ ამას რა შედეგი მოაქვს,რა ძალისხმევა გვჭირდება ყველანაირი მოთხოვნის შესასრულებლად,ჩვენ მათი იურიდიულად დაუმტკიცებელი საკუთრებები ვართ და რაც არ უნდა გულისამრევად ჟღერდეს ამას ფულის გამო ვაკეთებთ,მე მესმის მისი,იმაზე მეტად ვიდრე წარმოდგენა შეუძლია,მასაც ესმის და ეს ვიცი...ხელის ნელი მოძრაობით მაწვდის ფოტოაპარატს,თითქოს დარწმუნებული არაა თავისი საქციელის სისწორეში და შენელებული ქმედებით რამეს შეცვლის.ყველა ფოტოს ვშლი და მას თავის საკუთრებას ვუბრუნებ.
-ფოტოები ტელეფონშიც გაქვს ? ... -ის ხმას არ იღებს,მე კი ისევ მომთხოვნი უნდა ვიყო რომ შევაგნებინო.
-მისმინე,ერთი ფოტო მაინც თუ დაგრჩება,რედაქტორი მას აუცილებლად გამოგძალავს და მერე იცი რაც მოხდება,ამიტომ მომაწოდე ტელეფონი...-ერთ ხანს მიყურებს,ჩვენ შორის მანძილს ზომავს და ხელში დაძაბულობა რჩება,ახალბედაა,გამოცდილი ჟურნალისტი ჩემი მუქარის სისულელეს წამში მიხვდებოდა,მას რომ ესმოდეს ეს უბრალო საქმე რამხელა დროს და რესურსებს წაიღებს სასამართლოში არც კი დაფიქრდებოდა ისე მოიკატუნებდა თავს და აქეთ დამემუქრებოდა...ტელეფონს მოთმინებადაკარგული კი არ მაწვდის,ლამის მესვრის და მე საბოლოოდ ვამტკიცებ რომ ის ახალბედაა...დაიმედებული ვაღებ ჩაკეტილ კარს და მივაცილებ გასასვლელისკენ,დარბაზში გასული თემურს თავს ვუკავ და ვახვედრებ რომ ყველაფერი მოგვარებულია,გვიან ვაანალიზებ რომ ჩვენ უხმო დიალოგს მესამე წევრიც ადევნებს თვალს და ინტერესით მაკვირდება,მისთვის არავის სცალია...ჟურნალისტს მარტივად ვიშორებ თავიდან და სუფთა ჰაერზე გამოსული,რესტორნის კუთხის სიბნელეში ვიმალები.კედელს ვეყრდნობი და გულისცემას ვიმშვიდებ.
-კიდევ ერთხელ აუწიე ხმას ჩემთან...-ვიცოდი ეს საუბარი მელოდებოდა,მაგრამ არ მეგონა თუ ასე უცებ მივიდოდით ამ წერტილამდე.ვემზადები პასუხისთვის და უეცრად მის შემწყნარებლურ ღიმილს ვაწყდები...-დამშვიდდი,ვიცი რომ სწორად მოიქეცი.თემურს უნდა რომ ალექსანდრე გაგაცნოს,გელოდება.
ვიცოდი რომ აქამდეც მივიდოდი,კიდევ ერთი ჯორჯაძე უნდა გავიცნო,რა სასიამოვნოა.ნიკოლოზს უკან მივყვები და დარბაზში შესვლისთანავე ვხედავ როგორ ქრება ჩემი გვერდიდან.თემური მხედავს და მიღიმის,რუსუდანი მესალმება და მხიარულად წარადგენს ჩემ თავს ...
-ლექსო გაიცანი ეს არის ელენე, მამაშენის საუკეთესო დამხმარე და უკვე ჩვენი ოჯახის წევრი...-გულთბილად მიღიმის და ვცდილობ რაც შეიძლება ცივი იყოს გამოხედვა რომელსაც ჩემ წინ მდგომ მაღალ მამაკაცს უხერხული ხელისჩამორთმევისას შევაგებებ,მაგრამ ხელისგული ჰაერში მიშეშდება რადგან ლევანის მხიარული შეძახილი ამ უცხო კაცის ყურადღებას იპყრობს და უჩუმრად ვმალავ მტევანს კაბის უკან,დეა მკლავზე ექაჩება და დარბაზის ცეტრისკენ ექაჩება,ყველანი იქეთ მიდიან და ტორტის დანახვზე ვხვდები რომ მთავარი მოვლენა ახლა დაიწყო...ნაბიჯსაც არ ვდგამ,გვერდზე დიდი ფიგურის ჩრდილი მფარავს და ნაცნობი ბარიტონი მესმის ...
-ყველაფერი გააქრე ?
-უხმაუროდ,ერთი ფოტოც არ დარჩა...
-ხვალიდან მრჩეველებთან შეხვედრები იწყება,მინდა რომ ამ საქმეშიც დამეხმარო.
-სასამართლო ერთ კვირაში გამოიტანს გადაწყვეტილებას.
-ერთი კვირა საკმარისი არ იქნება...მეტი დრო მჭირდება.
-ბოლო სხდომაა,დასკნითი სიტყვები და რეპლიკები იქნება,სამხილების წარდგენა და გამოკვლევა უკვე დამთავრდა.
-ეს უნდა მოაგვარო,ჭკვიანი ხარ,ამიტომაც მუშაობ ჩემთან,იფიქრე სასამართლომ როგორ უნდა გადაავადოს სხდომა და ახალი მტკიცებულების წარდგენაზეც იფიქრე.
-მაგრამ ...
-ეს თხოვნა არაა ელენე, ეს მოთხოვნაა ! ... -მკაცრად მაწყვეტინებს და მე თავს ვუკრავ თანხმობის ნიშნად.ის მშორდება და ჩემი თვალები შორეულ კუთხეში მდგარ ფიგურას აწყდება,ნიკოლოზი მიყურებს და ვიცი რომ მიხვდა,ყველაფერს მიხვდა.
ეს საღამო ჩემი მოწყობილია,უსაფრთხოებაზეც კი მე ვიზრუნე,ამიტომ სანამ უკანასკნელი სტუმარიც არ გაუდგება ტავის გზას მანამ წასვლის უფლება არ მაქვს,სხვა რა გზაა,ვდგავარ კუთხეში,ყველას ვაკვირდები და თვალით ვზომავ მათ ნამდვილობას.მას შემდეგ კი რაც სულ ბოლო ადამიანი იხურავს რესტორნის კარს და თავაზიანად ვუღიმი,დარბაზი ცარიელდება.
-მადლობა დღევანდელი საღამოს სიმშვიდისთვის...-მიღიმის თემური და თბილად ტეხავს ტუჩის კუთხეს.
-არაფრის,რა ამბობთ.
-ვიცი რომ ძალიან დაგღალეთ,ჩემი ქმარი საერთოდ ვერ ფიქრობს რომ შენ შენი სააქმეები გაქვს...-თანაგრძნობით მეუბნება რუსუდანი და ხელს მხვევს.
-რას ამბობთ,დავიღალე კი არა წვეულება ახლა იწყება.საჩუქრები მძღოლს უნდა ჩავაბარო და ხვალინდელი დღის განრიგი დაცვასთან გავიარო.
-ხვალ დილით ადრე უნდა მოხვიდე,ჯობია დაისვენო,აქ ყველაფერს მიხედავენ...ბიჭებს ვეტყვი წაგიყვანონ.
-არა,არა ... - ხმამაღლა სასოწარკვეთილი ვყვირი...-ტაქსს გამოვიძახებ.ყველამ დალია,საჭესთან ვერცერთი დაჯდება...-და აი,მე ისევ სამშვდობოს ვარ,მაგრამ თოკი რომ არ ჩამიწყდეს ისე ჩემი ცხოვრება ხომ ზედმეტად მშვიდი იქნებოდა ?!
-ყველას არ დაულევია...-თემურზე ერთი თავით მაღალი კაცი ხელს ხვევს მამამისს და ეშმაკური ღიმილით აციცმციმებული მეუბნება...-მე ალექსანდრე ვარ და დღევანდელი წვეულების გმირს სახლამდე სიამოვნებით გავიყვან...-სახე უცნაურად ეცვლება და მე ამ წამს ვაანალიზებ,რომ ჩემსა და თემურს შორის საათის წინ გამართული უხმო დიალოგის მომსწრე სწორედ ალექსანდრეა,თემურის უფროსი შვილი.ის ხელს მიწვდის და როგორც კი ინსტიქტურად ვაგებებ ხელისგულს,მაშინვე ვხვდები რომ კიდევ ერთი ჯორჯაძე გაჩნდა ჩემ ცხვრებაში და მაინდამაინც კარგის მომტანი არც მისი აციმციმებული თვალები ჩანს.

მოგიყევით უკვე,როგორ უხერხულ სიტუაციაში გავიჭედე ? ძალიან კარგი,ესეგი მოგამზადეთ უარესისთვის.არაფერს ვამბობ იმაზე რომ რუსუდანი ძალიანაც გახარებული ჩანდა ალექსანდრეს შემოთავაზებით, უფრო მეტიც როცა ვცადე თავი დამეძვრინა გასაკეთებელი საქმის სიით,სიამოვნებით შემომთავაზა საღამოს მთავარმა ფიგურამ დალოდება და ღიმილით მომახალა,მითუმეტეს,თუ უფრო გვიან მოგიწევთ სახლში წასვლა ვალდებულიც ვარ გაგიყვანოთო.ასე,რომ დარბაზში მხოლოდ ჩვენ დავრჩით.
-ხვალ ოფისში შეხვედრაა თემურის ახალ კამპანიასთან დაკავშირებით,დიდი ალბათობით ბატონი ტარიელი და ვაჟაც იქნებიან,მრჩეველები თორმეტ საათზე უკვე ადგილზე უნდა იყვნენ.
-მისამართები გაქვს გადმოსაგზავნი...-მახსენებს ნიკოლოზი და მეც ვპირდები მობილურზე მოგწერთ თითოეულსთქო,ცალი თვალი ჯერ კიდევ დაცვის ბიჭებისკენ მაქვს და გამაფრთხილებლად ვამბობ...-გია ფრთხილად ძალიან გთხოვ,შეიძლება ძვირფასი ჭურჭელი ან მსხვრევადი ნივთები იყოს,არ დაზიანდეს.
-ყველაფერს უვნებლად მივიტანთ.
-გასაღები შენ გაქვს ხომ ნიკა ?
-თემურის სახლის ? კი მე მაქვს...
-ეცადე უხმაუროდ დატოვო საჩუქრები...-თავს თანხმობის ნიშნად მიქნევს.
სანამ ჩვენ საორგანიზაციო საქმეებზე ნაჩქარევად ვლაპარაკობთ,ახალი ჯორჯაძე ყურადღებით გვაკვირდება და როცა ჩვენი მზერა ერთმანეთს ხვდება მე მის სახეზე რაღაც განსაკუთრებულს ვხვდები,მიმიკა არ შეცვლია,მაგრამ მისი თვალები რაღაცას აშკარად მანიშნებენ,ვიტყოდი ბანალურად მეფლირტავებათქო მაგრამ რატომღაც მიჭირს თავის დარწმუნება რომ მის ძმას გავს.
-შენ მანქანას ხვალ გამოვიყვან პროფილაქტიკიდან...-მაფხიზლებს ნიკოლოზის ხმა...-მაგრამ შაუდღისას.გინდა მძღოლმა გამოგიაროს დილით ?
-არა,მეთვითონ მოვალ,ორივე მანქანა დაკავებული იქნება და პრობლემები ისედაც არ გვაკლია...-თითქოს სახეზე მეტყობა როგორი დაღლილიც ვარ,ისე თანაგრძნობით მეუბნება რესტორნის ეზოდან დაბრუნებული გია.
-ელე წადი სახლში,აქ აღარაფერია გასაკეთებელი,ყველაფერს მივხედავთ...-როცა მატყობს რომ შეპასუხებას ვაპირებ,მაჩუმებს...-წადი,წადი...-კარგითქო შვებით ვთანხმდები და ჩანთას ხელს ვავლებ.
მახსენდება რომ ჯორჯაძემ უნდა წამიყვანოს და იმ მხარისკენ ვიხედები სადაც მეგულება,იქ აღარაა,ნიკოლოზი კი,რომელიც ჩემ ქმედებებს აკვირდება,ხმამაღლა მატყობინებს გარეთ გავიდა,ალბათ გასასვლელთან გელოდებაო და მეც საბოლოოდ ვემშვიდობები.
გარეთ გასული,მაღალ ფიგურას ვხედავ და ვხვდები რომ ისაა ვისაც ვეძებდი.კარს მიღებს და თან იმ ჯოჯოხეთური ღიმილით მიღიმის.მერე ჩემ გვერდზე სავარძელში თავსდება და პირველი ათი წუთი ორივე უხერხული სიჩუმის მსხვერპლნი ვხდებით.ვიმედოვნებ რომ ეს დუმილი არასდროს დამთავრდება და თვალებს ვხუჭავ,მთლიანად ვადუნებ სხეულს,დაღლილობა ერთიანად მეუფლება,სხეული დუნდება და ზუსტად ვიცი სახეზე ახლა სიმშვიდის მეტი არაფერი მაქვს.სახლამდე ასეც უნდა ყოფილიყო,მაგრამ ღრმა ბარიტონი მაიძულებს თვალები გავახილო.
-რამდენი ხანია რაც მამასთან მუშაობ ?
-მალე ერთი წელი გახდება.
-როგორია ? ... -სარკაზმულად ამბობს ის,ჩემი გაკვირვება მისი ამ კითხვით პასუხის მაგიერ კითხვის შებრუნებას მაიძულებს და "რას გულისხმობთქო" ვდუდუნებ...-როგორია ბევრი საიდუმლოს შენახვა და შიდა სამზარეულოს სიბინძურე ?
-საიდუმლო ყველას გვაქვს,არაა აუცილებელი დეტალები ყველამ იცოდეს,მაგრამ თემურის საქმეში სიბინძურე არაა...
-შენც სხვა თანაშემწეებივით მატყუარა ყოფილხარ,იმ განსხვავებით რომ გამოგდის...-ღვარძლიანად სისინებს ის.
-უკაცრავად ?
-ახლა ისეთი სახე მიიღე,რამდენიმე საათის წინ რომ არ მენახა ის საცოდავი ჟურნალისტი გარეთ როგორ მოისროლე დავიჯერებდი რომ უფრთო ანგელოზი ხარ...-ოჰო,უფროსი ჯორჯაძის სარკაზმი ეტყობა მემკვიდრეობით ერგო.არ ვაპირებ პასუხის გაცემას და როცა ამას ხვდება აგრძელებს...-იცოდი რომ ფირმის მეწილეებს უთანხმდება წილების ჩემთვის და ლევანისთვის გადაცემაზე ?
-ამას ისე ამბობთ თითქოს დანაშაულს ჩადიოდეს...-მისი ტონი მაღიზიანებს.
-რას ფიქრობ მის პოლიტიკაში წასვლაზე ?
-სამშენებლო ფირმა დაარსო და შექმნა კომპანია რომელიც 3 მეწილეს ითვლის,პატარა საქართველოში რთული საქმეა,თუ ეს გამოუვიდა დარწმუნებული ვარ ყველაფერი გამოუვა.
-თემურ ჯორჯაძე დიდ პოლიტიკაში...-იცინის ის და ისეთი სახით გამომხედა არამარტო მამამისს, მეც დამცინის,ვიცი !
-ვერ ვხვდები რაშია პრობლემა ? თუმცა მეც არალოგიკურად მიმაჩნია,რომ თემური ფირმას,რომელსაც მთელი თავისი ცხოვრება ზრდიდა და ფინანსურად სტაბილურს ხდიდა,უტოვებს მათ ვინც მის გადაწყვეტილებას სასაცილოდ იგდებს...-სიტყვა დასრულებულიც არ მაქვს,რომ რაღაც ძლიერად მაკრავს სავარძელს და სანამ შეშინებული ვიყურები მანქანის სივრცეში,ყურები მუხრუჭის გამაყრუებელი წივილით მეცობა.წინ ვიხედები და ჩემი კორპუსის გალავანს ვამჩნევ.მისკენ აღშფოთებული ვიხედები და ერთ წერტილს მიშტერებული ვაწყდები,მესმის მისი ხმა,ამჯერად ნამდვილითქო ვიტყოდი,მტკიცე და დამარწმუნებელი.
-დაარწმუნე თემური რომ წილების გადაცემაზე უარი თქვას !
-რა ? ... -გაკვირვებული ვეკითხები და თვალის გუგებში ვიწვენ კითხვის ნიშნებს.
-ეს იდეა თუ შენც არ მოგწონს მომეხმარე თემურის დარწმუნებაში თავის განზრახვაზე ხელი აიღოს.
-მე მსგავს საკითხებს არ ვწყვეტ,ვერაფრით დაგეხ...
-დამეხმარები,თუარადა როგორც კი მეწილე გავხდები შენ სამსახურს დაემშვიდობები...-მოვრჩი სულელი გოგოს როლის თამაშს,მგონი მან საზღვრები კი არ გადაკვეთა,ვერც შეამჩნია მათი არსებობა.
-მე მსგავს საკითხებში არ ვერევი ! მუქარას კი არ გირჩევდით, მითუმეტეს ჩემთან...-მანქანის კარს ვაღებ და რაც შეიძლება სწრაფად გადავდივარ,მთავარი შესასვლელისკენ მივდივარ როცა მკლავზე მეჭიდება და შავ მასას მაჩეჩებს ხელში,გაოგნებული ვსინჯავ მატერიას და ვაანალიზებ რომ მისი პიჯაკია,დაბნეული ვუყურებ და სანამ დაბრუნებას მოვასწრებ ჩქარი ნაბიჯით მიდის მანქანისკენ,თან კართან მისული ხმამაღლა სასახვათაშორისოდ მიყვირის.
-ხვალ დამიბრუნე...-მინდოდა ბოლო ხმაზე მეღრიალა არ მჭირდება შენი პიჯაკითქო,მაგრამ ვინ დაგაცადა.
სახლში ასული რაც შეიძლებოდა სწრაფად განვთავისუფლდი კაბისგან და ცხელი წყლის ჭავლით დამშვიდებული სხეული საწოლის ზეწრებში მოვაქციე.მკვდარივით ჩამეძინა და მეძინა იმ ღრმა ძილით,რასაც სამყაროსგან განთავისუფლება ჰქვია,მანამ სანამ ტელეფონის გაბმულმა ზარმა არ გამაღვიძა.დამძიმებული თავი წამოვწე ბალიშიდან და ტელეფონი ხელით მოვიძიე სივრცეში,ეკრანზე დილის შვიდი საათის გამოსახულებას და დიდი ლათინური ასოებით დაწერილი "unknown" წავიკითხე,სახე მოვიფშვნიტე და ვუპასუხე.რამდენიმე წინადადების მოსმენის შემდეგ,ისე რომ პასუხიც არ დამიბრუნებია ფეხზე წამოვხტი,ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და სანამ სამზარეულოში ყავის აპარატში დატოვებული ჭიქა შავი სასიცოცხლო სითხით გაივსებოდა, კარადიდან ტანსაცმელი გამოვალაგე.შავ შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილმა ფეხზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოვირგე და ზედა თაროდან ჩამოღებულ ტყავის ზურჩანთაში ბათინკები მოვათავსე,თმა სასწრაფო წესით მოვიწესრიგე და სამზარეულოს მაგიდასთან მოთავსებულმა სიამოვნებით მოვიხელთე ყავის ფინჯანი.ეს ერთადერთი რამაა რაშიც ვერ ვიჩქარებ,დილის ეს რუტინული მომენტი ერთადერთია რაც სიმშვიდით მავსებს და მტელ ენერგიას მაძლევს,მოსალოდნელი დღის დაუსრულებლობის შესამსუბუქებლად.სახლის სინათლეში და სიმშვიდეში მანამ დავრჩი სანამ გამოძახებული ტაქსის მძღოლმა არ მაცნობა უკვე თქვენ სახლთან ვარო.ბინის კართან მისულმა ღრმად ჩავისუნთქე,სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე და ჩანთებით დატვირთულმა ჩავიარე კიბეები.ჯორჯაძეების ბინის კარს ვაღებ და მისაღებს გამცდარი ვხედავ მაგიდის გარშემო შემომსხდარ ოჯახს.თემური გაკვირვებული მიყურებს,დიასახლისი ნანა რომელიც სამზარეულოს დაფუსფუსებს,მაგიდასთან დაჯდომას მთავაზობს,წამები მჭირდება თვალის შესავლებად,რუსუდანის მოსალმებას უპასუხოდ ვტოვებ და თემურს მტკიცე ტონით ვეუბნები :
-ბატონო თემურ უნდა ვისაუბროთ ! ... -ის მიყურებს და ხმადაბლა მეკითხება მოხდა თუ არა რამე...-კაბინეტში გავიდეთ,სასწრაფოა...-თვალით ვანიშნებ გარშემომყოფებზე რომელთა ღიმილიც ჩემმა გულამომჯდარმა სუნთქვამ ჩამორეცხა,ჯორჯაძე ხვდება რომ აქ ვერაფერს ვეტყვი და ფეხზე წამომდგარი კაბინეტისკენ მიმიძღვება,მგონია რომ როგორც იქნა მასთან პირისპირ საუბრის საშუალება მომეცა,მაგრამ კაბინეტის კარი არ იხურება და ოთახში კიდევ რამდენიმე ფიგურა იკვეთება.
-გისმენ ელენე,რა მოხდა ?
-გემი ბათუმის პორტში შემოვიდა, მალე ჩამოტვირთვა დაიწყება...-თან ვამბობ და თან შემპარავად ვაცეცებ თვალებს რომ მივახვედრო ოთახში ზედმეტი ხალხიათქო,ის კი აშკარად მაიგნორებს.
-ვიცი ოცი წუთის წინ დამირეკა ტარიელმა და მითხრა...-წარბებს მაღლა წევს და აშაკარაა აინტერესებს კიბეები ამის სათქმელად ამოვირბინე თუ არა,როცა ხვდება რომ სიტყვასაც არ დავძრავ,კაბინეტის კარი კიდევ ერთხელ იღება და ნიკოლოზის ფიგურა კედლის კუთხეში ჩნდება...-ილაპარაკე ელენე, ისინი უკვე ამ საქმეში არიან,ყველაფრის ცოდნის უფლება აქვთ.
-მოსამართლემ სხდომა მომავალი კვირის ხუთშაბათს ჩანიშნა,დღეს შაბათია,თუ გვინდა რომ საქმე გადაიდოს და ახალი მტკიცებულების მოპოვებისთვის დრო მოვიგოთ ერთადერთი გამოსავალი არსებობს.
-მზად ვარ მოვისმინო ... -დაინტერესებული მეკითხება ჯორჯაძე და მე დილანდელი ზარი მახსენდება,ნიკოლოზისკენ მზერას ვაპარებ,მერე კი ცივად,წარბშეუხრელად ვამბობ...-პროკურორი თვითონ მოსამართლემ უნდა ჩამოაშოროს საქმეს.
-ამას როგორ მოახერხებ ? ... - თემურის სახე იძაბება და ვხვდები რომ ამაზე მეტად ჩემით კმაყოფილი არასდროს ყოფილა.
-თუკი მის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება...
-მტკიცებულებები გაქვს ?
-არა,მათ მე თვითონ შევქმნი...-ამ წამს თავადვე შემიძლია ჩემი ტონის სიავის მაღალი დონის შეგრძნება,მგონი ზუსტად იმად ვყალიბდები რადაც ლევანი და მისი ძმაკაცები მომიხსენიებენ, მაგრამ კმაყოფილების შეგრძნება პირდაპირ მიმანიშნებს რომ ეს არანორმალურად მომწონს...ნიკოლოზისკენ ვიხედები და ზუსტად იმავე გამომეტყველებას ვაწყდები რაც დიდი ალბათობით მე მაქვს სახეზე,მან ზუსტად იცის რასაც ვამბობ,როცა თემური ჩვენ ორის უსიტყვო დიალოგს ამჩნევს მოთმინებადაკარგული იძახის.
-რა ჯანდაბა დაგეგმეთ,რომელიმე ამიხსნით ?
-ბატონო თემურ ამ ერთხელ უბრალოდ უნდა მენდოთ,სხვას ვერაფერს გეტყვით...
-იცოდე ...!
-არასდროს გამიცრუებია იმედები,ამჯერად მითუმეტეს ! ...-დანებების ნიშნად თავს ხრის და ხელებს შლის,როგორც გინდაო.მან ცის რომ სხვა გზა არც აქვს,ასე რომ რათქმაუნდა ცდის,არაფერს კარგავს,პირიქით მოგების შანსი უჩნდება.
კაბინეტის კარიდან გამოსულს ვიღაც მაჩერებს და ხელში ალექსანდრე მრჩება.
-პიჯაკს იტოვებ სახსოვრად ? წინააღმდეგი არ ვარ ! ... -სარკაზმულად ტეხავს ტუჩის კუთხეს და მე მხოლოდ ახლა მახსენდება სავარძელზე მიდგებული მისი პიჯაკი,როგორ დამავიწყდა.
-ისე სწრაფად წამოვედი,სულ დამავიწყდა.
-რა სასამართლო პროცესზე იყო საუბარი ? ... -ტონი უსერიოზულდება.
-თემურმა არ გითხრა ? ...-გაკვირვებისგან თვალები შუბლზე ამდის.
-არაფერი მსგავსი არ უხსენებია...-ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ ამ ამბის დამალვისთვის,მზად ვარ ვუთხრა კიდეც მაგრამ უფროსი ჯორჯაძის ხმა მესმის,რომელიც წასასვლელად მიხმობს და მის ხელისგულს რომელიც ჯერ კიდევ ჩემ მკლავსაა ჩაფრენილი ვიშორებ.ვემშვიდობები რუსუდანს და ფარეხში ჩასული,მანქანაში ვთავსდები,ნიკოლოზი ძრავას რთავს და მის გვერდით მჯდომ თემურს რაღაცას ეკითხება,უეცრად ავტომობილის კარი იღება და ჩემ გვერდით ალექსანდრე თავსდება.ვვიწროვდები,უცნაურია როგორი უხერხულობის შემომტანია ეს ადამიანი ჩემ სივრცეში,მითუმეტეს რომ მხოლოდ გუშინ საღამოს ვნახე პირველად და უკვე ორჯერ მოასწრო ზედმეტად ფამილარულად გაემართა დიალოგი.მანქანის დაძვრისთანავე თემურის ტელეფონი წკრიალს იწყებს და სანამ ის საუბარშია გართული ჩემ გვერდით მჯდომი ჩურჩულებს.
-სასამართლოზე მხარედ შენ რატომ გამოდიხარ ?
-ოთხი თვის წინ მიმდინარე მშენებლობის მაღალსართულიანი კორპუსის მეშვიდე სართულიდან მთავარი არქიტექტორი გადმოვარდა და გარდაიცვალა,გამომძიებელმა თვითმხილველისგან გაიგო რომ მას ვიღაცამ ხელი კრა.
-დაადგინეს ვის ? ...-დაინტერესებული მეკითხება.
-მოწმის მიერ ამოცნობის ოქმის მიხედვით ზვიად ძიძიგურმა.
-ფირმის მეწილემ ? ... - გაოგნებული მეკითხება ის,მე კი თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ ... -მაგრამ ზვიადი გუშინ საღამოს ვნახე.
-აღკვეთი ღონისძიების სახით ვერ მოახერხეს პატიმრობის შეფარდება...
-მაგრამ მკვლელობის მუხლია,იშვიათი ...
-გამონაკლისია ... -ვასრულებ მე და ვანიშნებ ლაპარაკი შეწყვიტოს.ჩვენ უკვე ოფისში ვართ.

პ.ს რამდენიმე დღის წინ ამ ისტორიის ყველა თავი წაიშალა და ვერ გავარკვიე რატომ,ამიტომ თავიდან ვტვირთავ პირველ და მეორე ნაწილს,ასევე ახალ თავს.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

სრულიად განსხვავებული, დახვეწილი და საინტერესოა. მომწონხარ ძალიან ????

 


№2  offline წევრი cute girl

ძალიან დახვეწილია და ძალიან მომწონს სტილი ახალს ველი მოუთმენლად kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent