ქრისტეფორეს სამფლობელოში {7 თავი}
გრძელი,თლილი თითების სხეულზე შეხება. სასიამოვნო იმპულსები. სხეულში გამჯდარი ვნება. სურვილი,რაღაც მიოუწვდომლისა. გოგოს ნაზად ეხებოდა,მის თითოეულ სახის ნაკვთს ისწავლიდა და ბაგეებზე ვნებიანად ეწაფებოდა. სიგიჟემდე იყო მისული ისე სურდა მისს ხეულს დაპატრონებოდა,მკვრივი მკერდი მადიანად დაუკოცნა,ახლა კი ყელის დაგემოვნებით იყო დაკავებული,სასიამოვნო ჰანგები იყო გამეფებული ოთახში. პირველად ცდილობდა,რომ მისი პარტნიორისთვის სიამოვნება მიენიჭებინა,თვალებში უყურებდა და მის წრფელ გამოხედვაში იკარგებოდა,რომელიც სავსე იყო სურვილით,გიჟური სურვილით. ყვრიმალებს,ლოყებს,თვალებსა და შუბლს უკოცნიდა გოგოს,ნაზად,მომლოდინედ,აუჩქარებლად. -რა კარგი ხარ თაისა-კოცნებს შორის სიტყვებს წარმოთქვამდა. -უბრალოდ,არ შეჩერდე,გთხოვ-თვალებმინაბული გოგო ძლივს საუბრობდა. -რა ჯანდაბას მმართებ?-ბიჭი გულაღმა ამოტრიალდა და სახეზე ხელები ჩამოისვა,გოგომ კი გაკვირვებული მზერა მიაპყრო -რა მოხდა?-თავი მკერდზე დაადო და მუცელზე თითების საშუალებით რაღაც განსხვავებული ფიგურების ხაზვას შეუდგა -ეს მწვანე შორტი შენს ტანზეა შეკერილი,თუ როგორ ამბობენ?-თვალები დააწვრილა და გოგონას გადახედა,შემდეგ კი ორივეს სიცილი აუტყდა -რა დროს შორტია-თაისა მის ზემოთ მოექცა და ქრისტეფორემაც აღარ დააყოვნა,გოგო ზედმეტი მატერიისგან გაათავისუფლა და მათი სხეულები ერთმანეთთან გაააერთიანა. -ჯანდაბა,მინდიხარ თაისა. -სიგიჟემდე... ******* დილით ცუდ გუნებაზე გაიღვიძა,რომელიც სიზმართან ასოცირდებოდა,ამავდროულად გაახსენდა რომ ამ კვირაში გამოფენა ჰქონდა და ბევრ ისეთ მხატვარს შეხვდებოდა,რომელთათვისაც ბევრი სასაუბრო ექნებოდა,უყვარდა თავისი პროფესია,თანაც იმდენად რომ ზოგჯერ ხატვის გარდა არც არაფერი ნდომებია,ჩაიკეტებოდა ოთახში და უბრალოდ ხატავდა,ეს მისთვის სიმშვიდესთან და სიცოცხლის აზრთან ასოცირდებოდა. საკუთარ ფიქრებს,ფანტაზიასა და ემოციებს ფურცელზე გადაიტანდა,ხელში ფანქრის საშუალებით ნახატის მონახაზს გააკეთებდა და გუაშებით მის დამუშავებას განაგრძობდა,თუმცა უპირატესოაბს გრაფიკულ ნამუშევრებს ანიჭებდა. რაც შეეხება სიზმარს,მისი სტუმარი თაისა გახლდათ,დიახ ქუთაისელი სტუმარი,რომელთანაც სიზმარში ქარცეცხლს ატრიალებდა. -თავიდან ამოიგდე ეგ დედა ნატირები სიზმარი-თავზე ხელები შემოიდო. როდესაც მოწესრიგდა პირველ სართულზე ჩავიდა,სადაც ნათიას გარდა არავინ იმყოფებოდა,მასთან მივიდა და ტაფიდან ხორცი მოპარა. -ქრისტეფორე!-თითქოს გარბაზებით უთხრა,შემდეგ კი ღიმილი გაეპარა -ისეთი სურნელი ჰქონდა ვერ მოვითმინე ნათი-იცინოდა და გულზე ხელს იდებდა ბიჭი -ასე ადრიანად რომ გაგეღვიძა გამიკვირდა,ხომ იცი შენ?-ბიჭს უყურებდა 50 წელს გადაცილებული ქალი -აუუ,შენზე მეტად მე მიკვირს შენს თავს ვფიცავარ-ლოყაზე აკოცა ქალს -ზოგჯერ რა თბილი ხარ და ზოგჯერ რა ჯმუხი-თავი გააქნია ქალმა. ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა ამ ორს. -მე ვარ ჯმუხი?-წარბები ზემოთ აზიდა,თითქოს გაიკვირვა. -შეწინააღმდეგებას ექვემდებარება ეს საკითხი?-ცალი წარბი თავადა უწია ქალმა და ჩაიღიმა -მხოლოდ შენი სიყვარულის გამო გავჩუმდები ნათია-თვალი ჩაუკრა ბიჭმა და ხელზე ეამბორა,ქალმა კი მხარზე ხელი დაარტყა -შენ რა გითხარი ქრისტეფორე-იცინოდა ქალი-აი,თაისაც გამოჩნდა -ვააა,ჩემს გოგოს სალამიი-ხელი აუწია გოგოს,რომელმაც შეფარული გაკვირვებით გამოხედა -სალამი,'არა შენი გოგოსგან',რაში მოგეხმარო ნათი?-ახლა ქალს მიუბრუნდა -არაფერში მჭირდები მე შენ,მოდი აქ დაჯექი-სკამზე მიუთითა ქალმა -აუ,ხომ იცი ვერ გავჩერდები,ჭურჭელს დავრეცხავ რა-შეევედრა ქალს,რომელმაც დანებების ნიშნად თავი გააქნია,ქრისტეფორე კი გოგოს ზედმეტად მოკლე შორტს აკვირდებოდა,თავი გადახარა და ქვემოდან დააკვირდა მას. -ქრისტეფორე,ჩემი შორტის ფერი დაგევასა?-ბიჭისთვის არც შეუხედას,ჭურჭლის რეცხვა დაიწყო -ხოო,მწვანე ფერზე ვჭედავ,არ იცოდი?-გულზე ხელები დაიკრიფა -ნუ იქცევი ატეხილივით-თქვა გოგომ,ამ დროს კი ნათიამ ჩაახველა-ბოდიში,ნათი. -ჭურჭელი არ დაამტვრიოთ აქ და არაფერს დავეძებ!-თითი დაუქნია ორივეს და მისაღებში გავიდა. მისი გასვლა და ქრისტეფორეს სკამიდან წამოდგომა ერთი იყო,თაისას მიუახლოვდა და ზურგს უკან დაუდგა,თან სახე მის ყელთან მიააახლოვა და ჩაიცინა -მე ვარ ატეხილი ხო? და შენ რა იცი მე როგორი ვარ?-ირონიულობა აეკრა სახეზე -შემეშვი,შენს საქმეს მიხედე!-სიმშვიდეს ჯერ მაინც ვერ ინარჩუნებდა თაისა -იქ სადაც მე ვარ,ყველგან მეცამეტე გოჭივით იჩითები,მგონი მოგწონვარ პატარავ-უდარდელად ლაპარაკობდა ქრისტეფორე,გოგოს ზურგს დაეყრდნო და მისი შემკრთალი სხეული არ გამოპარვია-ნუ ღელავ,წყალი მინდა-ჩაიცინა და ისე რომ გოგოს არ მოშორებია ჭიქა წყლით აავსო -ჩემს ზურგს უკან უნდა იდგე და წყალი მასეთ მდგომარეობაში უნდა დალიო?-გაბრაზება ვერ დამალა გოგომ -ხო,პრობლემაა რამე?-წყალს სვამდა ბიჭი-სახლი ჩემია,ჰაერი ყველასია-თავი შეიკავა რომ არ გასცინებოდა -პატარა ბავშვი-ამოიბურტყუნა გოგომ და ქრისტეფორეს ხელი ჰკრა,რომ მათ შორის მანძილი გაზრდილიყო,ბიჭმა კი არ დაანება და მისკენ მიიზიდა -მასეთი შორტით თუ ქუჩებში იწანწალებ დღეს სახლში არაქალიშვილი მოხვალ...თუ,ეს გინდა?-თვალები დააწვრილა და ალმაცერად დახედა გოგოს -წადი შენი!-შეიკურთხა გოგომ და თავი გაითავისუფლა-შენი საქმე არ არის მე ვის მივცემ! -ეგ მადარდე ახლა-ხელი აუქნია-მაგრამ,სანამ ამ სახლში ხარ პატიოსნად მოიქცევი. -ნუ ღელავ ყველაფერს ისე მოვაგვარებ,რომ შენი ოაჯხის რეპუტაცია არ შეილახება-ჩუმად ლაპარაკობდა ბიჭის სხეულთან ახლოს და იღიმოდა. -შენ რა dirty minder ყოფილხარ, რა ხდება არავინ მოგცა ჯერ?-გადაიხარხარა ბიჭმა. თაისა კი აწეწილ ნერვებს იოკებდა,შეჩვეული იყო ბიჭისგან ამგვარ უხამს რეპლიკებს -რა იცი რომ არ მომცეს? გვესწრებოდი?-თითქოს გაიკვირვა-ცნობისთვის, ჯგუფური არ მიზიდავს-თვალი ჩაუკრა ბიჭს და სამზარეულო დატოვა. -არც მე მიზიდას ჯგუფურიი-იყვირა გამძვინვარებულმა. სწოედ ამ დროს ანასტასია შემოვიდა სამზარეულოში,რომელმაც თვალები დაჭყიტა -გამარჯობა-ამოილუღლუღა -გაგიმარჯოს-თვალი ჩაუკრა ბიჭმა,მისკენ დაიხარა და ლოყაზე უჩქმიტა,თან ოთახი დატოვა -რა ჯანდაბა ხდება ამ სახლში-ხელები გადაატრიალა გოგომ გაურკვევლობის ნიშნად. ყველანი რომ შეიკრიბნენ სუფრას მიუსხდნენ და ქრისტეფორეს ნახატების გამოფენაზე დაიწყეს საუბარი. -დე,როდის არის გამოფენა? -6 რიცხვში -ანუ,ზეგ. ძალიან კარგი-შვილს გაუღიმა ქალმა -მოხვალთ ხო?-დედ-მამას გადახედა -მაგას კითხვა უნდა?-იწყინა შვილის ნათქვამი ამირანმა -მაგას როგორ გვეუბნები ქრისტეფორე?-შვილს გადახედა ნატალიამ -კაი,კაი ვიხუმრე რა გჭირთ-გაეცინა ბიჭს -რა გამოფენაზე საუბრობთ?-იკითხა ცნობისმოყვარეობით ანასტასიამ -მხატვარი ვარ ანასტასია-პასუხი გასცა ბიჭმა,გოგომ კი გაოცებისგან პირი დააღო -მართლა?-სახეზე ხელი მიიდო -აუუუ,მე დამხატაავ?-ტაში შემოკრა,თუმცა პასუხი რომ ვერ მიიღო გული დაწყდა -დაგხატავ-ჩაიღიმა ბიჭმა -რა მაგარია-სკამიდან წამოხტა და ბიჭს მოულოდნელად ზურგიდან მიეხუტა-კარგი,ბოდიში,უბრალოდ ემოციები ვერ დავმალე,ვიცი რომ არ გიყვარს ასეთი.... -დამშვიდდი-გააჩერა ბიჭმა-ისეთი არაფერი გაგიკეთებია,უბრალოდ მე ვარ ზედმეტად ცივი. -მადლობა-თავი დახარა და გაიღიმა. ნატალია და ამრიანი სასიამოვნოდ გაკვირვებული შეჰყურებდა ამ ორს,რაც შეეხება თაისას მკვლელი მზერით ბურღავდა ბიჭსქრომელსაც,არც ქრისტეფორეს ალმაცერი სახე ჩამორჩებოდა ****** სკოლიდან ახალი გამოსული იყო და სახლში ჩიხებით მიდიოდა,როდესაც წინ ნაცნობი სილუეტი დაინახა და მის გონებაში განგაშის ზარი გაისმა ''გაიქეცი''. -ვაა,ტასო,რას შვრები ჩემო საყვარელო?-გოგო გადაკოცნა -არ მცალია,უნდა წავიდე ნიკა-ზიზღით ამოილაპარაკა გოგომ,ბიჭმა კი მკლავით დაიჭირა -ეე,სად გეჩქარება? წამოდი,კაფეში დავსხდეთ -არა,არ მინდა,სახლში მელოდებიან -სახლში?-გაეცინა ბიჭს-არ მითხრა მზრუნველი ოჯახი მყავსო? -დიახაც-შეუვალი იყო გოგოს ხმა-აქედან გამეცალე! -მომისმინე,კიდევ ბევრჯერ გითმინე,ახლავე ჩემთან წამოხვალ,შენში ათიათასობით ფული მაქვს გადახდილი-გოგოს მკლავზე ხელი მოუჭირა და წათრევას შეეცადა,როდესაც ყელში ხელი ძლიერად წაავლეს და მიწაზე დაახეთქეს -შენი დედა მოვ*ყან,ვის დას ეხები?-ღრიალებდა ქრისტეფორე ჩაფრენოდა -შენ ვინ ჩემი *ლე ხარ?-ქვემოდან ამოხედა ზემოთ მდგარ ქრისტეფორეს ბიჭმა -ქრისტეფოეე,აქ საიდან გაჩნდი?-შეკივლა გოგომ-შეეშვი,გთხოვ,წავიდეთ -შენი რისხვა ვარ,შე სი*ო-სახეში ძლიერად მოუქნია მუჭი-ფეხზე წამოაყენა და საყელოთი მისკენ მოქაჩა-დამისახელე რამდენად გაყიდეს ეს გოგო -50 000-მალევე გასცა პასუხი -ხოდა,მიიღებ მაგ ფულს და აქედან აახვევ,თავად ვიზრუნებ ამაზე,მალევე აიბარგები და სადაც გინდა იქ გაა*ვამ,გასაგებია? -კარგი,კარგი, ჯანდაბააა. ფული დამიბრუნეთ -უხ შენი-მუჭი გოგონამ დაუკავა-სულ უკან გაგ*ხრი მაგ ფულს -არ გინდა გთხოვ-ცრემლები წამოუვიდა გოგოს -აი,აქ რომ გოგო დგას-ხელი ანასტასიასკენ გაიშვირა ქრისტეფორემ-ამას უმადლოდე რომ ცოცხალი ხარ,თორემ აქვე დაგმარხავდი-სახეში შეაფურთხა,ერთი კარგად უთავაზა და მაიძახა-წამოეთრევი და აქედან ნახუის იზამ გასაგებია? -კარგი,კარგი. ოღონდ შემეშვით-ზიზღით ამოილაპარაკა ბიჭმა. -ქრისტეფორემ კი დიდი ძალისხმევის შემდეგ გოგონა ტაქსით გაუშვა სახლში,შემდეგ დაუკავშირდა შინ მშვიდობით მივიდა თუ არა და ნიკასთან ერთად ბანკში წავიდა,ბანკის ანგარიშიდან მისი დანაზოგის ნაწილი მოხსნა და დააშანტაჟა,რომ უმკაცრეს ზომებს მიიღებდა თუ ანასტასიას შეავიწროვებდა და აქ დაბრუნდებოდა.ახლა კი არ სურდა გოგოსთვის ფსიქოლოგიური ზეწოლა მიეყენებინა და სასამართლოში ეს საქმე აფიშირებულიყო -იმდენად ლაჩარი აღმოჩნდი წინააღმდეგოაბსაც ვერ მიწევ-ამრზეით მიაძახა. სახლში დაბრუნებულს გოგონები დივანზე დამსხდარი დახვდა. ანასტასია მისკენ დაიძრა. -ქრისტეფორე,ხომ მშვიდობაა? -კი,დაწყნარდი. -რა ადვილია სათქმელად-ღრმად ამოისუნთქა-იქ საიდან გაჩნდი? -მაგას არანაირი მნიშნველობა არ აქვს ანასტასია. -აქვს,მიპასუხე! -ტონს დაუწიეთ თუ შეიძლება-თვალები დააწვრილა -მაშინ მიპასუხე -უკან გამოგყევი,დაკმაყოფილდი?! -კი,გმადლობთ. არ იყო საჭირო უკან გამოყოლა -ნერვებს ნუ მიშლი ახლა-ხმას აუწია -შენ სულ ნერვები გაქვს მოშლილი -შენ ძაან შემაჩვიე ენა ქალბატონო-უკან გაჰყვა გოგოს,რომელიც დივანზე მოთავსდა -გეყოთ ახლა,რა გჭირთ? -ოჰ,გამოუჩნდა უფელაბადამცველი,შენი გაწვრთნილია ეს!-გესლიანად ამოილაპარკა ბიჭმა -შენთან ლაპარაკს აზრი აქვს საერთოდ?-ქრისტეფორეს თვალი-თვალში გაუყარა თაისამ -რა ვიცი,მშვენივრად მიტლიკინებ ენას? -ღმერთმანი,შენ მხატვარი როგორ ხარ? ალბათ ბრაზმორეულ პორტრეტებს ანიჭებ უპირატესობას -გამოფენას თუ ეწვევი გაიგებ,მაგრამ დავფიქრდი და ვფიქრობ ცუდი აურის ხალხი იქ არ მჭირდება-ნიშნისმოგებით წამოიძახა -ხო,ვკვდები სურვილით რომ შენი ნახატები შევისწავლო. -თქვენ რა კატა-თაგვივით ხართ?-ამოილაპარაკა აქამდე ჩუმად მყოფმა ანასტასიამ -ნურც თაგვს შემადერებ და ნურც კატას ანასტასია,მე ვარ ქრისტეფორე! ქრის-ტე-ფო-რე! -მე მაგალითად ნე-ან-დერ-ტა-ლელს გიწოდებდი-ღიმილი აიკრა თაისამ სახეზე. -ბავშვს მე მიწოდებ ხო შენ?-თითი გულთან მიიდო ქრისტეფორემ და გოგოს მიუახლოვდა-არადა,ყველაზე დიდი და ჩამოუყალიბებელი ბავშვი ჩემს წინ დივანზეა მოკალათებული-ყურში ჩაჩურჩულა ბოლო სიტყვები,მისი სუნთქვა გოგოს ყელზე ეფრქვეოდა,ფსიქოლოგიურად მოქმედებდა მასზე ეს ბიჭი. ქრისტეფორემ პასუხი რომ ვერ მიიღო ღიმილით დატოვა ოთახი. -როგორ ვერ ვიტან-ყბები ერთმანეთს დააჭირა გოგომ. -მე ხომ სულ ვარდის კოკრები ამომდის გულში შენზე ფიქრით ქუთაისელო სტუმარო-ირონიული ქრისტეფორე კვლავ ფორმაშია. -მაგარი მანიპულატორი ვარ,ტო-საკუთარი თავი შეაქო ბიჭმა. პ.ს. როგორც იქნააააააააა. მგონი იგივე ზომის არის რაც წინა,იდეები მმომაწოდეთ თქვენც,როგორ ისურვებდით მოვლენების განვითარებას? აუ,ფოტოს არავის გიხსნით? მგონი ტელეფონში არ ჩანს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.