იისფერი სიყვარული (დასასრული)
დილით დემეტრეს ნაზმა შეხებამ გააღვიძა, ოდნავ მიადო ტუჩები ქალს რათა არ გაჰღვიძებოდა თუმცა უკვე გვიანი იყო, კესო ბედნიერად აფახულებდა თვალებს და მამაკაცის ხელს დასწვდა - რომელი საათია? -ისე იკითხა თავი არ აუწევია - ათი ხდება, მე უნდა წავიდე, ცხელი ყავა და გემრიელი ნამცხვარი გელოდება - ხელით გვერდით მდგომ ტუმბოზე მიანიშნა, თითებზე შეახო ტუჩები, შემდეგ მადიანად დასწვდა ქალის ბაგეებს და მოწყვეტით აკოცა. კესო ბედნიერი იწვა და შუადღემდე ფეხიც არ მოუცვლია, ბოლოს მობეზრდა და ლილეს დაურეკა, სთხოვა საღამოს გავიაროთ სადმე თორემ უსაქმურობით მოვკვდიო და ლილე, როგორც ამ ფრაზის დიდი თაყვანისმცემელი, უმალ დათანხმდა. დიდხანს ათვალიერა საკუთარი თავი სარკეში, თითქოს არაფერი შეცვლილა დიდად.. ბოლოს როგორც იქნა მოემზადა და სახლიდან გავიდა. ლიფტს არ დალოდებია ისე ჩაიარა კიბეები, გასვლისთანავე იგრძნო ვიღაცამ როგორ მოჰკიდა მკლავში ხელი, ფეხებთან მანქანა გაჩერდა და შიგნით ძალით ჩააგდო. იმდენად სწრაფად მოხდა, წესიერად ვერც გაიაზრა მომხდარი. მანქანა ძალიან სწრაფად მიჰქროდა, თავზე რაღაც ნაჭერი ჰქონდა ჩამოფარებული და ხელებს ვიღაც უკავებდა, განწირული ხმით კიოდა. გონებაში ძალიან სწრაფად გადახარშა რა შეიძლებოდა მომხდარიყო, ერთი წამით ისიც იფიქრა ვინმე ძველმა თაყვამისმცემელმა ხომ არ მომიტაცაო თუმცა ამ აზრმა მხოლოდ გაუელვა, მიხვდა საქმე მეტად სერიოზულად იყო მაგრამ ვერაფრით ხვდებოდა ვის რაში დასჭირდებოდა მისი გატაცება. ყვირილის, პანიკის და ბრძოლის შემდეგ მანქანაში ბოხმა ხმამ დასჭექა - მორჩი პანიკას, მაღალი ნოტების არავის ეშინია - ცივი და შეუვალი იყო მოსაუბრის ხმა - მითხარით რა გინდათ ვინ ხართ ან საიდან მოხვედით - ყველა კითხვა ერთად მიაყარა. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ხედავდა მოსაუბრეს, ხმით მიხვდა ახალგაზრდა იქნებოდა. - როცა საჭირო იქნება ყველაფერს გაიგებ - ისევ იგივე ხმამ უპასუხა მთელი გზის განმავლობაში ხმა აღარ ამოუღია, მხოლოდ შიგადაშიგ ისროდა კითხვებს, თუმცა პასუხი ერთი იყო. ძალიან დიდ ხანს მიდიოდნენ, რომ არა სასაზღვრო სტანდარტები, იმასაც იფიქრებდა რომ ქვეყნიდანაც წაიყვანეს. მთელი სხეული უცახცახებდა და ცრემლებისგან დასველებული ნაჭერი თვალებზე უფრო აწუხებდა, მანქანაში საშინლად იჯდა და ამდენი ხანი ხელის გაკავებისგან, სავარაუდოდ იღრძო კიდევაც. ერთადერთი რაც თავში უტრიალებდა ბავშვი იყო, ახლა რომ ეთქვა ორსულობაზე შეიძლება უფრო ცუდად დაესრულებინათ, ამიტომ გაჩუმდა და ღმერთს სთხოვდა ასეთ პოზაში ყოფნისგან რამე არ დამართნოდა. არ ახსოვს როდის ჩაეძინა ან როდის მოვიდნენ. გამოფხიზლდა თუმცა თვალები არც კი გაუხელია, ერთ ხანს ფიქრობდა რომ ეს ყველაფერი დაესიზმრა, თუმცა ხმელი და ცივის შეგრძნებისას მიხვდა რომ საშინელ რეალობაში იყო. თვალები ნელა გაახილა, ყველაფერი ერთიანად ტრიალებდა და თვალებიც საშინლად სტკიოდა. ნელა მოავლო ოთახს თვალი, უფრო საკანს ჰგავდა ვიდრე ოთახს. ბეტონის ოთახს რკინის გისოსები და კარი ამშვენებდა. ფანჯარა საერთოდ არ ჰქონდა. მუცელი საშინლად დაეჭიმა როგორც კი წამოიწია ამიტომ უმალ საწყის პოზიციას დაუბრუნდა. ოთახში მეტ ნაკლებად სიბნელე იყო, მხოლოდ ერთი ნათურა ბჟუტავდა, რომელიც თავის თავსაც ძლივს ანათებდა, ვერ იგებდა დღე იყო თუ საღამო. ისევ ჩაეძინა. ამჟამად უკვე კარების გახსნის ხმამ გააღვიძა, ნელა წამოიწია საწოლიდან, მხედველობა დაეწმინდა, წინ ასე 35 წლის ახალგაზრდა მამაკაცი იდგა, სახეზე ვერ იცნო, ხელში პლედი ეჭირა და ცელოფნით რაღაც ბულკის მაგვარი. - თავს როგორ გრძნობ? -ჰკითხა წინ მდგომმა რამაც კესო სერიოზულად გააოცა - ოჰ, ასე მგონია ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში ვარ - უდარდელი ხმით ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოიჭრა - როდის გამცემთ პასუხს საერთოდ და ვინმე თუ ამიხსნის რა ხდება? - ისევ კიოდა და ხმამაღლა სუნთქავდა, სიბრაზე ყელში აწვებოდა. ბიჭმა ერთ ხანს უყურა, შემდეგ მხარში ჩაავლო და ისევ საწოლზე დააბრუნა -პირველი, მაგ ტონით დალაპარაკება აღარ გაბედო თორე ერთ წამში ჩაგიცხრილავ მაგ ცარიელ თავს. მერე მეორე როცა საჭირო იქნება ყველაფერს გაიგებ - შემზარავი ხმით უთხრა ისე რომ მისი აცახცაცებული მხრებისთვის ხელი არ მოუშორებია და ისევ კარისკენ გაემართა. კესო სიბრაზისგან იწვოდა და საერთოდ არ აინტერესებდა ახლა მოკლავდა თუ არა ვინმე, ისევ ფეხზე წამოიჭრა და მთელი სისწრაფით მივარდა თუმცა ბიჭმა შემობრუნება მოასწრო და გააკავა, კესომ კიდევ ერთხელ გაიბრძოლა და როცა მიხვდა ამხელა ზორბას ვერ მოერეოდა ბოლოს მოეშვა. ხელი ცივად შეუშვა და ესეც მსხვრევადი ნივთივით ძირს დაენარცხა. რამდენიმე დღე ისევ გაურკვევლობაში იყო, როგორც მიხვდა ორი ადამიანი ფიგურირებდა მის საქმეში, თუმცა მასთან მხოლოდ ის ტიპი შედიოდა ვინც თავიდან ნახა. არ იცოდა რამდენი დღე იყო გასული, არც ის რა ხდებოდა, რომელი საათი იყო ან საერთოდ სად იყო. არაფერი იცოდა და ეს უფრო აგიჟებდა. თუმცა ყველაზე მეტად აგიჟებდა ის, რომ დემეტრე არ ჩანდა და არც ვინმე სხვა ვინც გადაარჩენდა. დეტალურად ალაგებდა გონებაში იმ საღამოს რაც მოხდა, თან ცდილობდა რაიმე ხელჩასაჭიდი ეპოვა, უკვე ვეღარც იგებდა მოსაკლავად ჰყავდათ თუ უბრალოდ წამების ახალი ხერხი იყო, ასე უთქმელად ადამიანის დატყვება. საერთოდ აღარ ლაპარაკობდა და უმეტეს დროს ტირილში ატარებდა, ტოქსიკოზი უძლიერდებოდა და ჭამის სურვილიც არ ჰქონდა, ამას ემატებოდა საშინელი ტონუსი და გამუდმებული მუცლის ტკივილი. სიცოცხლის ნიშან წყალს საერთოდ ვეღარ გრძნობდა. მხოლოდ ის ტიპი ეკონტაქტებოდა და ისიც რამდენიმე წინადადებით. - გთხოვ რამე წიგნი ან ჟურნალი მაინც მომიტანე თორემ გავგიჟდები - მართალიც იყო, გამუდმებით ერთ ოთახში ყოფნა და ცარიელი კედლების ყურება მართლა გააგიჟებდა, მითუმეტეს როცა ასეთ გაურკვევლობაში ხარ - ოჰ, კომუნიკაცია და კაი ცხოვრებაც ხომ არ გინდა? - ირონიული ხმით ჩაილაპარაკა და გასვლა დააპირა თუმცა კესო წამოდგა ფეხზე, ხელი ბეტონის კედელს მიადო და ნელი ნაბიჯებით დაიწყე ოთახში სიარული, თან კედელს აყოლებდა თითს. - რამდენი ხანია აქ ვარ? წარმოდგენა არ მაქვს. რომელი საათია? წარმოდგენა არ მაქვს. რატომ ვარ აქ? არც მაგაზე მაქვს წარმოდგენა.- ცრემლები ახრჩობდა, უნდოდა ეყვირა და ხელებით დაენგრია იქაურობა თუმცა მისი ორგანიზმი იმდენად გამოფიტული და დასუსტებული იყო ამის ძალაც აღარ ჰქონდა. საერთოდ ფეხზეც ძლივს იდგა. - თუ უნდა მომკლათ მომკალით ერთხელ და სამუდამოდ - მუდარა იგრძნობოდა მის ხმაში, ბოღმა ყელში მოაწვა და მომენტალურად მოეკეცა ფეხები, იქვე ჩამოჯდა მაგრამ მიხვდა, რომ ბოლო წერტილი იყო. ისტერიკა მთლიანად დაეპატრონა მის სხეულს და გიჟივით ტიროდა და ყვიროდა. უცბად დაინახა როგორ განათდა მის თვალწინ, მომენტალურად აიხედა და დაინახა როგორ უღებდა მისი ზიზღის ობიექტი სურათებს, შემდეგ მასთან ჩაიმუხლა, თითის ბალიშები ოდნავ შეახო ნიკაპზე. - შენ არაფერ შუაში ხარ, მთავარია შენმა ძვირფასმა პარტნიორმა სწორი არჩევანი გააკეთოს და მიხვდეს რა პრინციპებად უღირს საყვარელი ქალის დაკარგვა - კესოს ერთიანად დაუარა სიცივემ, მთელი სხეული დაუბუჟდა. - ეს ყველაფერი იმ კაცმა მოაწყო, ანუ იმ ამბავს უკავშირდება - თავჩახრილმა ჩაილაპარაკა - რა არჩევანი აქვს დემეტრეს? - სამწუხაროდ, ეს რომ სასიყვარულო გამოცდა ყოფილიყო ჩააბარებდა დემეტრე.. მაგრამ ახლა თუ დემნას წინადადებებს არ დათანხმდება, მოუწევს პასუხი შენი სიცოცხლით აგოს - ''შენი'' ესეიგი მათ არაფერი იცოდნენ ბავშვის შესახებ, კესოს იმედის ნაპერწკალი ჩაესახა გულში. ყველაზე ნაკლებად უნდა ან ბავშვს ან დემეტრეს რამე დაუშავდეთ. თავის ფიქრებთან ახლა მარტო დარჩა. ვერაფრით მოისვენა, ახლა უკვე იცოდა რაც ხდებოდა და გული საშინლად სტკიოდა. დემეტრეს ტკივილი ორმაგად სტკიოდა, ხვდებოდა რას განიცდიდა მამაკაცი, ფიქრებიდან ისევ რკინის კარის ხმამ გამოიყვანა. - გადარჩი - ცივად და უცერემონიოდ წარმოსთქვა ერთი სიტყვა, თუმცა კესომ უკვე იცოდა პასუხი, წინასწარ გრძნობდა და ზედმეტი ახსნაც აღარ უნდოდა. მაშინვე მიხვდა დემეტრეს ფიქრებს. დემეტრე არ დაუშვებდა კესოს რამე დამართნოდა, თუმცა მის გარეშე ყოფნა, მითუმეტეს ახლა ისედაც ნიშნავდა განადგურებას. - როდის დასრულდება ეს ყველაფერი? - არც კი შეუხედავს ისე ჰკითხა - როცა ყველაფერი მოგვარდება საშინლად გრძნობდა თავს. იმედგაცრუების ახალმა ტალღამ შემოუტია, რატომ ვერ ხვდება დემეტრე რომ კესოს ურჩევნია მოკვდეს ვიდრე იცხოვროს მის გარეშე? რატომაა ასეთი ეგოისტი და რატომ ფიქრობს მხოლოდ თავის თავზე? არ უნდა დათანხმებულიყო არანაირ პირობას. რაციონალურად აზროვნება უჭირდა, სიბრაზე და გულის ტკენა იმაზე მეტი იყო ვიდრე წარმოედგინა. საშინლად ტიროდა და საშინლად უნდოდა ახლა დემეტრესთან ყოფნა. ისევ ჩაეფლო სიზმრების სამყაროში სადაც ბოლო პერიოდში თითქმის სულ დემეტრეს ხედავდა და შეეძლო სიზმარში მაინც ყოფილიყო ისე, როგორც სურდა. სროლის ხმამ გამოაფხიზლა, თან საშინლად სტკიოდა მუცელი, ერთიანად დაიძაბა, ფეხზე ძლივს ადგა და მთელი ძალით, სვენებ-სვენებით მივიდა კარებთან, ფეხებზე სისველე იგრძნო, საშინელი ფიქრები ამოუტივტივდა, ხელის კანკალით შეახო იმ ადგილს ხელი სადაც სისველეს გრძნობა და მბჟუტავ სინათლეზე ძლივს გაარჩია სისხლი. უცბად შეშფოთდა და საშინლად აეწვა შიგნიდან ყველაფერი, ტკივილი მოსვენებას არ აძლევდა, ხვდებოდა რომ ნელ ნელა ყველაფერი უფერულდებოდა. შინაგანად რაღაც ჭამდა და ეგონა აფეთქდებოდა. ყველაფერი ეტკინა და ისედაც მოხრილი უარესად მოიხარა, თითქმის კოჭებს ეხუტებოდა. თან გონებაში მხოლოდ ერთ ფრაზას ატრიალებდა -ოღონდ ეს არა!.. ნელ ნელა წაერთვა ყველანაირი გრძნობა, მხოლოდ ის გაარჩია რომ ხმაური უფრო ახლოდან ისმოდა, დაგუბებულ ყურთასმენას მისწვდა როგორ შეინგრა რკინის კარი და როგორ აიტაცა ვიღაცამ ხელში. თითქმის აღარ ესმოდა რას ელაპარაკებოდნენ თუმცა ყვირილი მაინც აღწევდა მის ქვეცნობიერში. უკვე მერამდენედ აქვს ეს შეგრძნება, იღვიძებს და არ იცის სად. საშინლად სტკივა თავი და მთელი სხეული დამძიმებული აქვს. პირველად რაც შენიშნა ეს იყო თეთრი ფერი, ყველაფერი თეთრად კაშკაშებდა, მერე თეთრი ზეწარი - ფიქრობდა, რომ მოკვდა. როდესაც უფრო აღიქვა გონებამ გამოფხიზლება და დაუბრუნდა საღი მსჯელობის უნარი მაშინვე მიმოიხედა, ვერაფრით გაიხსენა საავადმყოფოში როგორ მოხვდა. ბოლოს მომხდარი აღიდგინა გონებაში, ახსოვს სისხლი და შემდეგ.. შემდეგ დემეტრეს სახე, ოღონდ დანამდვილებით ვერ ამბობს მოელანდა თუ მართლა ნახა. ოდნავ წამოდგა, გვერდით მიტრიალდა და დაინახა მძინარე დემეტრე, სიხარულისგან ლამის ენა ჩაუვარდა. უყურებდა მისთვის სასურველ მამაკაცს, რომელიც რადიკალურად შეცვლილი ეჩვენა. თმა აჩეჩილი, წვერი გასაპარსი და სახე დაღლილი, თითქოს უცბად დაბერებული. თუმცა ეძინა დამშვიდებულს, ამდენი ხნის შემდეგ პირველად ჰქონდა ასეთი მშვიდი სახე. კესოს საშინლად უნდოდა მასთან მისულიყო და პატარა ბავშვივით ჩამალულიყო მის მხრებში, ისე თითქოს სხვა ვეღარასდროს დაინახვდა ასე ჩამალულს. ნელა წამოწია ტანი, საწოლი ოდნავ შეირხა, ხმაურზე დემეტრე დენ დარტყმულივით წამოდგა და როგორც კი დაინახა კესოს სახე, მაშინვე სასოწარკვეთილი გაუხდა სახე - კესო - მთლიანად ამოაყოლა ყველანაირი გრძნობა და ემოცია მის ერთ სახელს, სახეზე ორივე ხელით შეეხო ისე თითქოს მართლა გაქრებოდა - ღმერთო რომ იცოდე -ლაპარაკის უნარი წაერთვა, ბაგე გახსნა რაღაცის სათქმელად თუმცა კესომ შეაჩერა - ვიცოდი რომ აუცილებლად მოხვიდოდი - ტუჩებზე თითები მიაფარა, უცბად თითქოს რაღაც გაახსენდა, მთელ სხეულში ჩამოწვა ყინვა, გაუბედავად და ჩურჩულით ამოთქვა - გთხოვ.. მითხარი.. რომ.. ის - ცრემლები ახრჩობდა და ხმას უფრო უბინდავდა - დამშვიდდი, ყველაფერი კარგადაა, მორჩა ყველაფერი, ორივე კარგად ხართ, არცერთს არ გემუქრებათ საფრთხე - მაშინვე მიუხვდა დემეტრე და შეაჩერა, ნაზად უკოცნიდა ცრემლიან სახეს, რომ არა უამრავი შნური აუცილებლად აიტაცებდა მისთვის საყვარელ სხეულს და გულში ჩაიკრავდა. - დემეტრე ოდესმე თუ მარტო დამტოვებ, იცოდე რომ ვერ გადავიტან, შემპირდი რომ არასდროს წახვალ - საკუთარი თავის გახსენებაზე გული უფრო ამოუჯდა, რომ გაიაზრა რისი გადატანაც მოუწია, უფრო მეტად იგრძნო სისუსტე ვიდრე აქამდე. მისთვის სასურველს ეხუტებოდა და გრძნობდა, რომ ხელახლა დაიბადა. მნახველები არ შეუშვეს, თუმცა როცა მიხვდნენ, ლილეს ექიმი კი არა ღმერთი ვერ შეაჩერებდა, მაინც შეუშვეს. საშინლად შეცვლილი და დასევდიანებული ეჩვენა ისიც. მთელი ძალით იხუტებდა და ცდილობდა ყველანაირი გრძნობა ერთი ჩახუტებით გადაეცა მისთვის. ბოლოს ისევ კესომ შეაჩერა სიცილით, ცოცხალი ვარ და ნუღა დამტირიო. - რამდენი დღე ვიყავი იმ ჯოჯოხეთში? - როცა დემეტრემ მოგაგნო და გამოგიყვანა 26-ე. - თითქმის ერთი თვე, საშინელება იყო - გახსენებაც კი ზარავდა - იმ საღამოს მე უნდა შემხვედროდი, ხომ გახსოვს, ათასჯერ დაგირეკე მაგრამ არ მიპასუხე, ბოლოს ვიფიქრე ეტყობა დაეძინა მეთქი.. შემდეგ გვიან ღამით დემეტრემ დამირეკა და მაშინ მოვკვდი. მივხვდი, რომ რაღაც მოხდა. უშედეგო იყო ყველა შენი ძებნის მცდელობა, ხელჩასაჭიდი არაფერი იყო, მეზობლებმა სულ იცოდნენ ვის რა ფერის საცვალი ეცვა და როცა საჭირო გახდა, არავის არაფერი დაუნახავს. დემეტრე ჭკუიდან გადავიდა, ადამიანს აღარ ჰგავდა, თავიდან ეჭვი არავისზე ყოფილა, მერე შენი დაკარგვიდან ორ კვირაში გავიგეთ ყველაფერი. თამუნა და გოგა მაშინვე ჩამოვიდნენ, დემეტრე დემნას ეძებდა, მზად იყო მოეკლა მაგრამ კარგად დაიმალა ეგ ვირთხა, ყველანაირი გზა ვცადეთ, არავის არაფერი დაუნახავს, ლამის მართლა სამყარო გადავატრიალეთ მაგრამ ვერ გიპოვეთ, ეს იყო საშინელება, როცა გავიგეთ რომ ცოცხალი იყავი ხელახლა დავიბადეთ, თუმცა შენს სიცოცხლეში ეჭვი იმ სურათების მერე შეგვეპარა, რაც მივიღეთ. საბოლოოდ თამუნამ დიდი როლი ითამაშა, ყველაფერში დაგვეხმარა, მაგრამ ზვიადმა ყველაფერი აღიარა და ყველაფერს წერტილი დაუსვა. მგონი შენზე საშინლად ჩვენ ვიყავით -სიმწრით გაეცინა ლილეს - ისე მიხარია, რომ ყველაფერი დასრულდა და თან კარგად. - ლოყა მუცელზე დაადო და სუსტად გაუღიმა. ყველაფერი ერთიანად დალაგდა, გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ მარტივად წარიმართა, ნაყოფს არაფერი ემუქრებოდა, დემეტრეს დაჟინებული მოთხოვნით რამდენიმე ვიზიტი ფსიქოლოგთანაც ჰქონდა. სახლის დანახვამ ყველაზე მეტად გაახარა, სახლი მისი ნომერ პირველი კომფორტის ზონაა, დემეტრე განსაკუთრებულად დაჰფოფინებდა თავზე, თითქოს მის თვალებში უზარმაზარ შიშს კითხულობდა. მისი ფიქრები მაშინ განმტკიცდა, როდესაც ოთახიდან გიჟივით გამოვარდნილი დემეტრე დაინახა - დემეტრე, ასე თავს დაიავადებ, მართლა! ნუღა ნერვიულობ გთხოვ, ასეთს რომ გხედავ მეც ვნერვიულობ, მე უკვე სახლში ვარ შენთან ერთად, ყველაზე ბედნიერი ვარ რომ გხედავ ჩემზე ასე განიცდი მაგრამ ნუ ინადგურებ თავს, შენი ბრალი არაფერია.. ყველაფერმა ჩიარა და დროა დავიბრუნოთ ძველი სილაღე - ჩახუტებული ეჩურჩულებოდა, რადგან ხედავდა მართლა განიცდიდა მამაკაცი მის ამბავს. უკვე აღიზიანებდა კიდევაც ეს ზედმეტი ყურადღება, მითუმეტეს ორსულ ქალს ყველაფერი აღიიზიანებს. - მაშინ რომ დამეკარგე, არც კი ვიცი ახლა რად ვიქცეოდი - დანანებით ამოილაპარაკა - შენი დაცვა ვერ შევძელი და ვერც პოვნა - გეყოფა, გეყოფა აღარ მინდა არაფრის მოსმენა - ტუჩებზე ხელი ააფარა - რატომ იტანჯავ ადამიანო თავს? მე ვიცი ყველაფერი რა და როგორ მოხდა! რაც არ უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში ვერაფერი გადაგწონის, რამდენი ცუდიც არ უნდა მოხდეს მაინც ის ერთი კარგი დამამახსოვრდება, რომ გაგიცანი და შემიყვარდი. - შენ ვერ წარმოიდგენ როგორ მიყვარხარ, შენი თავი მართლა ღმერთმა გამომიგზავნა - ჩაილაპარაკა და ქალის მონატრებულ ტუჩებს დასწვდა. სიამოვნების მორევისგან ახლად გამოსული ყველაფერს იისფერში აღიქვამდა. თვალები სასიამოვნოდ დაბინდვოდა და დისკოს ბურთივით ხედავდა ფანჯრიდან არეკლილ სხვადასხვაფერ სინათლეს. - კესო ერთმანეთი რომ გავიცანით, იმ ადგილს რა ერქვა? - ჰკითხა ძილბურანში მყოფს - იისფერი ღამე - ამოილაპარაკა მოგუდული ხმით - ხოდა ჩვენი სიყვარული იისფერია - ჩაილაპარაკა კმაყოფილმა და ქალის სხეულს ჩაეხუტა. _____________ დიდი მადლობა რომ კითხულობდით და ამდენი ხანი იტანდით ლოდინს. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.