ალისფერი ფიქრები /სრულად/
წითელი ნაჭრისგან გაათავისუფლა სხეული და სრულიად შიშველი დარჩა ბიჭის წინაშე . მისკენ ნელა მიიწევდა, წაბლისფერი თმები მხრებზე დაეფინა , ქალღმერთს ჰგავდა. სურვილისგან შეშლილი ქალი ფანტაზიების გაცოცხლებას აპირებდა იმ ღამით. თვალებახვეულ ბიჭს მიუახლოვდა, პერანგის ღილების გახსნა დაიწყო , მალევე გააშიშვლა და ტუჩები შეახო გამოკვეთილ ლავიწებზე. გრილი თითები მის მხურვალე კანს შეახო და შარვლის სათავესაც მიაღწია _ქეთო ! _ჩშშ_ ტუჩებზე ხელი ააფარა და დაწყებული განაგრძო . ბიჭი წინააღმდეგობის გაწევას აპირებდა , მაგრამ სხეულზე აეკრო და როგორც კი იგრძნო ქალის სიშიშვლე წამსვე შეეკრა სუნთქვა _ქეთევან შენ ... ჯანდაბა ! მომხსენი ეს რაღაც _ ამოიოხრა და ხელი წაავლო ქალის შიშველ სხეულს _ნწ... _ქეთევან _ჩშშ... მაკოცე და თვალდახუჭულმა შეიგრძენი _ ყელში აკოცა და თითები ტუჩებზე გადაატარა _მოითმინე _ საკუთარ ხმას ვერ ცნობდა ასეთი არასდროს ყოფილა, მაგრამ ის ღამე გამონაკლისი იყო . თოვდა ციდან მსხვილი ფანტელები ცვიოდა ბარდნიდა ოთახში სიშიშვლე გამეფდა და გვირგვინად დაიდგა ვნება . ზამთრის სიჩუმე ქალის კვნესამ დაარღვია რასაც თან მოჰყვა კაცის ღრმა ოხვრა და ორი სხეულის შერწყმა . ისევ თოვდა და ყინავდა ისინი კი ცეცხლში იწვოდნენ ძალაგამოცლილმა გაახილა თვალები და ბიჭის ღამისფერ თვალებში ჩაიძირა _სანდრო _ გაიღიმა და ბოლოჯერ აკოცა ... ჯაფარიძეს შემდეგ ოთახშიც შეიჭრა ყინვა. სიშიშვლემ დაკარგა გვირგვინი და ქალი ისე გაუჩინარდა როგორც პირველი ფიფქი ..." აუდიტორიაში იდგა მაღალი ბიჭი და სიცილით დაწყებულს სუნთქვაშეკრული ასრულებდა. ტელეფონი მერხზე დადო და ირგვლივ მყოფებს შორის ალექსანდრე ჯაფარიძის ძიება დაიწყო. წამში დატრიალდა ქაოსი , ისეთი ქაოსი იმ უნივერსიტეტს კარგა ხანი რომ არ ჰქონია. ჯაფარიძე უკანა მერხზე მშვიდად იჯდა ბიჭებს არც უსმენდა მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს სიტუაცია რომ აალდა და ბოლოს საკუთარი სახელიც არ ჰქონდა გაგებული ლოყა რომ აეწვა _ლილე _წამოიძახა მაგრამ თვალებამღვრეულ გოგოს მისი არ ესმოდა _როგორ გააკეთე ეს ... მე , მე როგორ მიღალატე იმ გოგოსთან _ რას ბოდავ გოგო !_ფეხზე წამოიჭრა და დადუმებულ საზოგადოებას გახედა_რას მიყურებთ საქმე ნახე და შენ კიდე რა დედისტყ*^* გინდოდა იმ გოგოს ტელეფონთან დაუყვირა მაღალს და კარში გავარდნილ ატირებულ გოგოს გაჰყვა რომელსაც დაქალი უშედეგოდ ამშვიდებდა. _შენ გადაირიე? ქეთიი ტო? ქეთი გაჟი*^ და მე მიყვირი? _ დედას შევ*^* მაგიდას ხელი დაარტყა და ოთახიდან გავარდა. სანამ კარამდე მივიდა გოგონები აღარ ჩანდნენ სამაგიეროდ დერეფნის ბოლოდან ისმოდა ხმამაღალი სიცილის ხმა რომლის ავტორიც იყო თვით ქეთევან თოფურია . სისხლი ტვინში მიაწვა ბიჭს დიდი მოთმინებით ისედაც არ გამოირჩეოდა გადავსებული დერეფანი წამებში დაფარა და ზურგით მდგომ მოკისკისე გოგონას მკლავში სწვდა _ქეთევან _რა ჯანდაბააა ... რა გეტაკა ჯაფარიძე _ხელი ისე ეტკინა სიცილი წამსვე შეწყვიტა და ერთი თავით მაღალს მზერა მიაპყრო _გამიშვი ადამიანო მტკენ _ალექსანდრე რამ გადაგრია გაუშვი _ბიჭის ხმა გაიგო მაგრამ არც გაუგია ვინ იყო მხოლოდ გოგოს ლურჯ თვალებს უყურებდა და მის წვრილ თითებს იშორებდა უშედეგოდ რომ ცდილობდნენ დატყვევებული მკლავის გათავისუფლებას . ყველა ამთ უყურებდა მაგრამ არ ადარდებდა. ხელზე დაქაჩა და სულ სირბილით გაატარა დერეფანი _ალექსანდრეე რას აკეთებ გამიშვი ... გამიშვი ალექსანდრე მტკენ . მტკენ არ გესმის ? _ სიარულს და თან დარტყმას ვერ ახერხებდა თორემ წამით არ გაჩერებულა _სად ჯანდაბაში მიგყავარ რა მოგხვდა მაგ თავში ასეთი ჰალუცინაციები გაქვს? _კიოდა უკვე და ჩასუნთქვა ძლოვს მოახერხა გამშრალი ყელი აეწვა რომელიღაც ოთახში რომ შეათრია ბიჭმა კარი გადაკეტა და ისე უშვა ხელი წონასწორობა დაკარგული გოგო მერხს შეეჯახა _ვინ ჯანდაბა ხარ ამდენს რომ ბედავ საერთოდ...ვინმეში ხომ არ გეშლები შემთხვევით _ მკლავი დაიზილა და წამსვე შეტევაზე გადავიდა _მეშლებოდი აქამდე... შენ რა მაგარი ყოფილხარ ტო ისე გევასები შენს სიზმრებს და ფანტაზიებს წერ კიდეც? შენ რა აზრები გქონია _რას ბოდავ ნეტავ ვიცოდე _მართლა ვერ გაიგო რას ეუბნებოდა ბიჭი ასეთი ირონიული ტონით _გოგოო შენი ფანტაზიების გამო ახლა ლილეს უნდა ავუხსნა რომ შენთან არაფერი მქონია ... რა წერილების წერა დაიწყე ეს დედა აფეთქებული ვინ არ ანძ*^* მაგრად შენ რას წარმოიდგენ გათავ*^* დროს , მაგრამ ახლა კეთილს ინებებ მიხვალ ლილესთან და ეტყვი რომ ყველაფერი შენი ფანტაზიის ნაყოფია თორემ მერე საბოლოოდ გამიწყდება მოთმინების ძაფი და აგისრულებ _თვალებანთებული ელაპარაკებოდა გოგოს რომელიც აზრებს ძლივს ალაგებდა. მერე ფიქრი აღარ გაუგრძელებია პირდაპირ ყბაში მოუქნია და ჯაფარიძის სახემ ისეთი ხმა გამოსცა ლამის ენა გადაყლაპა ბიჭმა. ტუჩიდან წამოუვიდა სისხლი , ქეთის ბეჭედი პირდაპირ მიზანს მოხვდა _ღმერთო რა გულისამრევი სითავხედეა ... შეშლილი თუ იყავი არ ვიცოდი. საერთოდ არ გიცნობ , მაგრამ გიჟი თუ იყავი რას ვიფიქრებდი . სიტყვები არ მყოფნის _ კარისკენ წავიდა , მაგრამ ვინ დააცადა ისე უცებ აღმოჩნდა ჰაერში და შეასკდა კედელს სუნთქვაც კი შეეკრა _არ გინდოდა ხომ მაქსიმალურად ადამიანურად რომ მოგქცეოდი და გაქაჯდი კიდე ხო? რა ჯანდაბა გინდა გოგო მთელ უნივერსიტეტს ჩემი ნაშა რომ ეგონო ეგ გინდა? შემომხედეე ...ეს გარტყმა უფრო ძვირად დაგიჯდება იცოდე აქამდე მარტივად გამოხვიდოდი ახლა ვეღარ _რა გინდა ჯაფარიძე გამაგებინე... დავიხრჩვიი _მკერდზე მიაწვა ხელებით, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. ეშინოდა უკვე. სადღაც გამოკეტილი იყო თითქმის უცნობ ბიჭთან ერთად რომელიც სრულიად გაუგებარ რაღაცებს ელაპარაკებოდა _ რომ გახვედი შენი ტელეფონი აიღო ლუკამ და იქ ჩაწერილი რაღაცის კითხვა დაიწყო გოგოო ... დოკუმენტია სახეზე ყალბი მაგრამ შენი დანაშაულის დამამტკიცებელი ....ჯანდაბაა , მორჩი ფართხალს რამეს დაგიშავებ და ნუ შემშლი საბოლოოდ გაფრთხილებ . ლილესთან მიდი და უთხარი რომ თითი არ დამიკარებია შენთვის თორემ რაღაც ისეთს გამომტყუებ მერე საკუთარ თავს რომ ვერ ვაპატიებ _ წამით მიხვდა რომ უსუსური გოგო იდგა მის წინ და თავი შეიკავა. სწრაფად დაიხოა უკან. ტუჩზე ხელი გაისვა კარი გახსნა და სწრაფად გავიდა ოთახიდან. ქეთევანი კი გაქვავებული იდგა სანამ არ აენთო ტვინში ნათურა და არ მიხვდა რაც ხდებოდა. ელვის სისწრაფოთ მოსწყდა ადგილს. ისე გაიქცა ცხოვრებაში რომ არ ურბენია იმ სიჩქარით. ოთახში შევარდა , უკვე ლექტორი იყო შესული და გოგონა რომ დაინახა ასეთი შეშლილი სახით გაოცება ვერ დამალა. _უკაცრავად პატივცემულო...მაგვიამდებოდა და ვირბინე _პირველი რაც მოიფიქრა ის თქვა . ქალს გაუღიმა და თავისი ადგილისკენ დაიძრა. სწრაფად აიღო მაგიდაზე დაწყობილი წიგნები , მობილური და ქურთუკი. ყველა უყურებდა, გრძნობდა და თითოეულის მიხრჩობა უნდოდა. მთელი სახე ეწვოდა , უსტად იცოდა ალისფერი ჰქონდა. ისედაც ყველაფერზე წითლდებოდა ისეთი კანი ჰქონდა და ახლა ხომ საერთოდ. ტელეფონს დახედა და ნაწერს რომ გადახედა თავი ისე ასტკივდა თითქოს რაღაც მძიმე ჩაარტყეს. სუნთქვაც შეეკრა, თვალებიც აემღვრა. ყველა და ყველაფერი ახმაურდა ირგვლივ, ყურებში ხმა ჩაესმოდა როგორ ლაპარაკობდა მასზე ყველა, როგორ აჭორავდა მთელი მისი სანაცნობო პლიუს ლილეს და სანდროს მეგობრები , ჭორები უნივერსოტეტსაც გასცდებოდა და ვინ იქნებოდა ამ ამბავში ქეთევანი? ყველაზე კარგ შემთხვევაში პლატონურად შეყვარებული გოგონა რომელიც სიყვარულით იწვოდა და თავის ოცნებებს იწერდა. ოფლით დაეცვარა შუბლი, კანკალი დაეწყო. ძლივს წამოდგა ბოდიში მოიხადა და კარისკენ გადაიტანა მზერა. არ უნდოდა ვინმე დაენახა. არ უნდოდა ვინმეს დაენახა. უნდოდა გაქცეულიყო ეყვირა და ამ ქაოსიდან თა ი დაეღწია. ვერავის დააჯერებდა რომ უბრალოდ მწერლის ნაბოდვარი იყო, ნაჯღაპნი და მეტი არაფერი. კედელს მიეყრდნო. წიგნენით სავსე ჩანთა მკერდზე ჰქონდა მიხუტებული. უცებ გადაიკიდა მხარზე და დერეფანში სვლა განაგრძო. უნდა წასულიყო, სასწრაფოდ უნდა დაეტოვებინა ყველაფერი დაეწყო გეგმა და საღ გონებაზე გადაეხარშა ყველაფერი. ისეთი ჭედვა იყო ქალაქში ცოტაც და თავი გაუსკდებოდა ფიქრისგან . დიდი ნებისყოფა და გამძლეობა არ გააჩნდა ასეთ სიტუაციაში მითუმეტესნერვები ჰღალატობდა. როგორღაც მიაღწია ბინამდე. წამსვე ყველაფერი შესასვლელში დაყარა და ტანზეც გაიხადა. გარეთ რომ წვიმდა და დასველდა ეგ არც უგრძვნია. წყალი სჭირდებოდა, ცხელი წყლის ნაკადი რომელიც სისხლძარღვებს გაუფართოვებდა და ტვინს აზროვნების საშუალებას მისცემდა. კედელს შუბლით იყო მიყრდნობილი და ყველაფერს თანმიმდევრობით ალაგებდა. მერე ხელი მიარტყა ფერად მეთლახს და წამოიყვირა _ქეთევან შე იდიოტოოო ტელეფონი სადღაც მიაგდე და ისე დააშორე წყვილი რომ არაფერი გაჰიკეთებია. ხომ გეუბნებოდი , ხომ გაფრთხილებდი წაშალე მთლიანად ჩანაწერები ან იმ ბიჭის სახელი გადააკეთე_თქო , მაგრამ არაა დაგეზარა და დატოვეე . კარგი სახელი და გვარიაოო ხომ იძახდი, ხომ დაგეზარა მოფიქრებაც სუნთქვაც დაგზარდება მალეე . დაე მოვკვდე ახლავე იმ ჭორიკნების ყბაში ჩავარდნისთვის...დამთავრდა ჩემი 21 წლიანი მშვიდი ცხოვრება. დამთავრდა და თან როგორ ბოზ*^ სახელით რომელიც სხვის შეყვარებულთან წევს...ან სხვის შეყვარებულზე ოცნებობს . ჯანდაბაააააააააააააა სწრაფად გამოვიდა. ჩაიცვა და ოთახებს შორის სიარული დაიწყო _ის რა ველური ყოფილა ფუუ ეგ რომ მომწონდეს მადლობას უნდა მიხდიდეს იდიოტიი ... შტერი ან რომ მომწონებოდა რა ასე უნდა მომვარდნოდა? ხომ არის ახლა ღირსი დავაშორო იმ გოგოსთან...არა რა დავაშორო მერე ხო ყველას მისი საყვარელი ვეგონები . თუ არ დაშორდებიან იფიქრებენ რომ მიყვარს , ცალმხრივად და საცოდავად. რა უბედურებაა ეშმაკმა დაგლაგხვროს ... ღმერთო ახლა ვიტირებ იცოდე და ხომ იცი ჩემი ცრემლების ასე უბრალოდ დაღვრა ცოდვაა ..აიი ისე გაიელვა და ისე წვიმს აშკარად ამინდიც გლოვობს ჩემთან ერთად. რა რეპუტაცია გამიფუჭდა ერთ წამში. ლუკაია მოგკლავ რომ გნახავ...მთელი ცხოვრება სადმე ერთად რომ მოვხვდებით ყოფილი საყვარლები უნდა ვეგონოთ? ააააააააააააააააა მომკალიი ღმერთოო ახლავეეეეეეეე გავალ ხის ძირას დავდგები და მეხი მტყორცნე მანდედან თან დიდ რკინას დავიჭერ...ისე გადალუტეს ეს ქალაქი ხე აღარაა ირგვლივ და ანუ თავსაც ვერ ვიკლავ? _ხელში შოკოლადის ფილა ეჭირა და თან კბეჩდა მერე რომ დახედა უცებ მოისროლა_ამის ღირსიც არ ხარ შენ ! დაბლოკე ის წყეული ეშმაკის მოგონილი ტელეფონი ანდაც ჩააგდე ჯიბეში სად ტოვებ რომ ტოვებ. ან წინასწარ რას მიეთრიე იმ აუდიტორიაში დაგეცადა ცოტა ...დაჯავშნე ადგილი მონიშნე ტერიტორია და დაუტოვე ბრბოს შენი ნაშრომები... უიიი უიიი უიიი კიდევ კარგი სხვა არ წაიკითხეს თორემ ახლა ფეხმძიმე ვეგონებოდი ყველას. ასეთი შტერები როგორ არიან ვერ მიხვდნენ რო რომანი იყო? არა როგორ მიხვდებოდნენ ვინ წარმოიდგენს რომ შენ რომანწიკობებს წერ შე ორსახოვანო ქალო შეენ. აიი ერთადერთი საიდუმლო გქონდა მთელ შენ 21 წლიან ცხოვრებაში და იმან დაგღუპაა ტელეფონის ხმაა რომ გაიგო უცებ შეხტა . ძლივს იპოვნა საწოლზე მიგდებულ ქურთუკიდ ჯიბეში _დაოოოო დავიღუპეე _რა ხდება რა შარში გაეხვიე ჩემო უიღბლოვ ფათერაკების მაგნიტო ქალოო _შენც გაიგე? რაო რა გითხრეს ეგ ჩათლა*^ სანდროს ჩაუგორდა და ლილეს დააშორაო? ეგ შურიანიო? ეგ ბოღმიანიო? დაოოო ოსტერიკა მაქ მიშველეე _დამშვიდდი გოგო რას ბოდავ... ვინ სანდრო . ვერაფერი გავიგე ნინა მომვარდა ქეთოსთან რაღაც ხდებოდა და ჰკითხე რა ხდებაო და ვიფიქრე თუ იქ რამე ხდება რა თქმა უნდა ჩემი ტყუპიც გარეული იქნება_თქო _გარეული ვარ ... სად ხარ მოდი რაა _სამსახურში ვარ გოგო როგორ მოვიდე... ახლაც საპირფარეშოდან გელაპარაკები _აუუ ვიტირეეებ_ფეხების ბაკუნი დაიწყო და არეულ თმაზე ისევ გადაოსვა ხელები _ წადი მიდი და ილოცე ჩემი სულისთვის დაოო....მიყვარხარ ხო იცი _დამშვიდდი გამოაცოცხლე ტვინი და მოიფიქრე გამოსავალი. ჯანდაბა ექიმი მეძახის... მომიკვდა პაციენტი ტელეფონი გადადო და საწოლზე დაეცა . ცოტა ხანს ჭერს უყურებდა მერე დარეკა ნაცნობთან ვინც დაეხმარებოდა _ქეთუს ? არ მჯერა _გუგჩო ლილე რომ არის ჩვენს კურსზე ოღონდ სხვა ჯგუფში... შენი ნაცნობი რომაა თუ ნათესავი რა ვიცი იმის ნომერი მჭირდება სასწრაფოდ _კურსელის ნომერი არ იცი გოგო? _ერთ სოფელს გაავსებენ იმდენი კურსელი მყავს თუ გაქვს მომწერე _მოგწერ ხო მშვიდობაა _უნის ამბავიაა...მადლობა გუგჩო _კაი გეკადრება? ორ წუთში მოგწერ ხუთი წუთი ნომერს უყურებდა მერე ჩაიცვა ჩანთა აიღო და გოგოს დაურეკა. გადიოდა და არ პასუხობდა. მერე სხვამ უპასუხა _ლილეს შეგიძლიათ რომ მისცეთ მობილური? _ვინ ბრძანდებით? _მე საქმე მაქვს... ლილე თუ არის მანდ გადაეცით ტელეფონი ან რომ მოვა უთხარით რომ ქეთევანმა დაურეკა და სალაპარაკო აქვს სანდროსთან დაკავშირებით _სანდრო? და შენ რომელი ქეთევანი ხარ ტო _ბიჭი აშკარად გამოცოცხლდა და დაიძაბა კიდეც. _ლილე რომ მოვა გადაეცით რაც გითხარით _ლაპარაკის ნერვები აღარ ჰქონდა. მობილური ისევ ხელის ეჭირა და უყურებდა . დაღამებულიყო , ვერ იტანდა ზამთარს. 7 საათზე უკვე რომ ბნელოდა ნერვები ეშლებოდა. ლილეს არ დაურეკავს. ელოდა , მაგრამ არ ჩანდა. მთელი ღამე ვერ მოისვენა ლამის გული გაუსკდა სინდისის ქენჯნით. არ უნდოდა წყვილის დაშორების მიზეზი გამხდარიყო. წარმოიდგენდა როგორ ტიროდა საწყალი გოგო ბიჭის ღალატის გამო და ცუდად ხდებოდა. _როგორც ჩანს ადრეც უღალატა თორემ რატომ დაიჯერებდა ასე უცებ... მე რა შუაში ვარ. რაღაც დავწერე რა ჩემი ბრალია ახლა ისინი თუ არ ენდობიან ერთმანეთს...იქნებ შერიგდნენ და ახლა ერთად არიან. ერთად არიან და იცინიან იდიოტ ქეთევანზე რომელსაც ალექსანდრე ცალმხრივად უყვარს ... როგორღაც გათენდა და წავიდა ისევ ლექციაზე. აზრზე არ იყო სად შეიძლება ყოფილიყო ლილე. ისე მიაბიჯებდა თითქოს ყველა მას უყურებდა _რამ დაგაკომპლექსა ასე..ამდენი წელი რომ არავინ გყოლია მაგის არ გრცხვენოდა და იჭორაონ მშვენიერი ბიჭია. გემოვნებას მაინც არ დაგიწუნებს არავინ... ბევრიც დნება მისი შემყურე _რეებს ლაპარაკობ შე უნამუსოვ მოეჭრა გოგოს თავი ამ ქაჯების ყბაში ჩავარდა _ორი ქეთევანი ერთნანეთს ებრძოდა. თვალებს აქეთ_იქით აცეცებდა და ლილეს ეძებდა, სანდროს ემალებოდა სწრაფადაც მიდიოდა და უცებ შეეჯახა ვიღაცას. წამსვე გაიფიქრა ეს თუ სანდრო იქნება სიცილით მოვკვდებიო , მაგრამ მთლად ასე რომანივით არ წარიმართა ამბავი. ვიღაც უცნობს დაეჯახა რომელიც სიგარეტს აბოლებდა და წინ აშკარად არ იყურებოდა _უკაცრავად _გვერდი აუარა და შენობაში შევიდა. კაპიუშონი მოიშორა და გაყინული თითები გადაისვა არეულ თმაზე . დერეფანში კურსელი დაეწია, რომ მიესალმა ისე წამოიკივლა შეაშინა გოგო _რაღაცაზე ვფიქრობდი დაა...რას შვები როგორ ხარ. რაა ახალი _რავი არაფერი ... შენ რას შვები _ვცდილობ კრიტიკული მდგომარეობიდან გამოვიდე მაგრამ რეანიმაციული ღონისძიებები არ ჭრის.. ფაქტობრივად საველე პირობებში ვარ _შენი შედარებები არ შემიძლია..ამჯერად რა ხდება _რადგან არ იცი არაფერი _მთავარია რომ ჯანმრთელად ხარ _გაიცინა და პირველი შევიდა ოთახში. წინა დღის ინციდენტის მომსწრენი მხოლოდ რამდენიმე იყვნენ და იმათაც არაფერი უთქვამთ. სამაგიეროდ თავად მივიდა ლუკასთან და თავზე დადგა _რა _რა გამიკეთე ადამიანო აზრზე ხარ? _მე? მე თუ იმან... ზოგი ხაზი გამოვტოვე ისეთები ეწერა ამ მომავალ გინეკოლოგსაც გამიტყდა _გამომყევი _უნდა მომიშორო თავიდან? _გგონია მეცინება? _ხოო რომ გამოგიჭერენ ტეხავს... _შენ მგონი გინდა ფალანგების ამპუტაცია ჩაგიტარო ახლავე! _კარგი ხოო...რა ვიცოდი რა ეწერა. ისე ვათამაშებდი მერე განათდა და ბლოკი რომ არ ედო გავხსენი. რაღაცები ეწერა და რომ დავიწყე კითხვა რა ვიცოდი რა იყო . ეგ ამბავი ისე რომ მცოდნოდა არ გავაბაზრებდი არ იცი? პროსტა მართლა ვერ წარმოვიდგენდი შენ და იმას ერთად... აზრადაც ვერ გავივლებდი გეფიცები ახლაც შოკში ვარ და არ მჯერა , მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე არგუმენტად _გაჩუმდი და სიმართლეს გეტყვი. ოღონდ მითხარი ოთახში ვინ იყო კიდე და ვინ გისმენდა _ბევრნი არ ვიყავით, მაგრმა ხომ ხვდები რა გააჩუმებდათ იმათ _შენც უთხარი ერთ ორს ხო? _ნწ...მე ეგეთ ამბებზე ლაპარაკი არ მიყვარს. ექიმი ვარ ჟურნალისტი ხო არა ყველაფერი რო გავაბაზრო _ახლა რასაც გეტყვი მეორედ არ გავიმეორებ ესაა სიმართლე და თუ არ დაიჯერებ არ ვიცი... ვერაფერს ვიზამ პრინციპში მოკლედ მე რომ ვაფრენ იცი ხოდა ერთ დღეს წერა დავიწყე რა...რაღაც რომანების მოკლედ რომ აგიხსნა და ეგ რაც წაიკთხე ერთი დიდი რომანის ნაწილია სადაც უბრალოდ სახელები ემთხვევა. მანამდეა დაწერილი სანამ ჩვენთან გამოჩნდებოდა ალექსანდრე. ეგ სახელი მიყვარს...გვარი ისე გავიგონე სადღაც დავწერე და მერე აღარ წამიშლია. რა მეგონა თუ ვინმე წაიკიტხავდა. შემიძლია მთლიანი ვერსიახ გაჩვენო და დარწმუნებდი რო იქ გმირები საერთოდ სხვა ადამიანები არიან...სრულიად არარეალურები _შოკი მაქ...წყალი მინდა . იმ ამბავმა უფრო არ გამაკვირვა სანდრომ რომ შეგაბა ვიდრე იმან რომ მწერალი ხარ _ექიმი ვარ მე _ორივე იყავი რა პრობლემაა... აქამდე რატომ არ ამბობდი. წამაკითხებ? _არ გჯერა? _წაკითხვა მინდა უბრალოდ . ის ისე გეწერა ჩავუჯდებოდი მარა სახელები თუ ემთხვევა ტეხავს _გაიცინა და მერე უცებ დასერიოზულდა_ ახლა რას აპირებ ხო არ განაცხადებ ამას ასე ხმამაღლა. ნუ ისინი არც არაფერს იტყვიან მგონი ისე უღრიალა ჯაფარამ ენებს ამოგაჭრით ვინმესთან რომ თქვათ რამეოო თან რავიი ლილეს დაქალებმა თუ არ იჭორავეს _კარგი დაიკიდე რას იზამ ახლა განგებ ხო არ გინდოდა...რას იფიქრებდი _ბოდიში რა...მართლა ვწუხვარ. ანუ არც მოგწონს? _ლუკაა _უბრალოდ გკითხე ...რაღა ალექსანდრე დაწერე შენც ლუკა ჯაფარიძე დაგეწერა _სახელი ალექსანდრე უფრო მომწონს ვიდრე ლუკა...თან ლუკა წინა ისტორიაში ერქვა მთავარ გმირს და კიდე ხო არ დავარქმევდი _კარგი დამშვიდდი... მეც ვეტყვი იმათ თუ გინდა . _არ მინდა რო ყველამ გაიგოს _რომ წერ? _ხოო მერე მაგაზეც დაიწყებენ ლაპარაკს და არ მინდა _უბრალოდ ვეტყვი რომ სხვისი დაწერილი რომანი იყო და გადმოწერილი გქონდა ტელეფონში _კარგი ლუკა , არ გინდა ამდენი ფიქრი. დაივიწყე უბრალოდ ახლა მაინტერესებს სად არიან ლილე და სანდრო _სანდრო მოვიდა დავინახე და ლილე არ ვიცი _წავედი მე უნდა დაველაპარაკო წავიდა მაგრამ როგორც კი დაინახა ბიჭი მაშინვე ძალა გამოეცალა, აღარც შემართება ჰქონდა და რაღაცნაირად აირია. თან ბრაზობდა და მასთან ჩხუბის სურვილი ჰქონდა თან მშვიდად დალაპარაკება სურდა _მგონი შენთამ არიან სანდიკ_ ერთ_ერთმა ბიჭმა რომ ჩაიცინა მერე მიხვა უკვე მისული რომ იყო და ალექსანდრეს მზერა გაუსწორა. წარბები შეკრა და მის გვერდით მდგომებს ისე გადახედა _ალბათ შურით სკდებით ისე გინდათ თქვენც მოსწონდეთ ისე ვინმეს რომ წერდეს კიდეც ამაზე, მაგრამ დამშვიდდით. ღრმად ჩაისუნთქეთ და ჭორაობას მორჩით ოდნავადაც არ მომწონს თქვენი ძმაკაცი და მითუმეტეს არ მიზიდავს როგორც კაცი. პაციენტათ თუ მოვევლინები ოდესმე და მაშინ შემეხება ისიც ფონენდოსკოპით თორემ ისე გამორიცხულია _ორ წამში თქვა ყველაფერი ბრაზი გადმოანთხია და ალექსანდრეს გახედა _დამითმობ ხუთ წუთს თუ აქვე ვილაპარაკოთ _წამოდი _ წინ წავიდა და ისიც გაჰყვა_რა გინდა _ლილეს დავურეკე გუშინ და არ მიპასუხა... მოკლედ ვერ დაველეპარაკე . დღეს ვნახავ და ვეტყვი რომ არაფერ შუაში ვარ და საერთოდ არ გიცნობ ნორმალურად. მითუმეტეს შენზე ფიქრებში და ოცნებაში არ ვათენებ ღამეებს _გგონია დაგიჯერებს? _საოცარი ურთოერთობა გქონიათ ასე თუ არ სჯერა შენი _ჩემი სჯერა...გუშინვე დაიჯერა . თან შენ ჩემს გემოვნებაში ვერ მაგრამ იმას არ დაიჯერებს რო შენ არ გევასები _რატომ ყველა თავისნაირი უგემოვნო ჰგონია და ყველგან მეტოქეები ელანდება? _შენი იუმორის გრძნობა მაოცებს... სითამამესაც ვერ დაგიკარგავ _ჩემი დახასიათება არ მითხოვია... _აბა რას მთხოვ _რომ გაკვირდები შენთან ლპარაკიც არ შეიძლება და რაიმეს თხოვნა და გარკვევა ხომ საერთოდ. რა უნდა იმის მიხვედრას რომ რომანს ვწერდი და შენ საერთოდ არ მაინტერესებ _როგორ? _სასაცილო რა ვთქვი _შენ წერ რომანს ყინულის დედოფალო? კარგიი რაა მატყუარას ტიპაჟი არ ხარ, მაგრამ ასე უნიჭო? რომანს ვწერო ტოო _ სიცილი დაიწყო და ვეღარ გაჩერდა _მაგარი ვინმე ხარ ...საღალ ისეთი მოიფიქრე უკვე ეჭვი მეპარება საკუთარ თავში. სადმე ხო არ დავთვერი და მართლა ხო არ იყო ის ღამე . მიდი აბა მომე წავიკითხო ისე აღწერ მოანდომებ კაცს _ ტელეფონი აქამდე რომ თითებს უჭერდა გამწარბული მარიამი ისე მიისაკუთრა თითქოს მისი იყო. სწრაფად იპოვნა ჩანაწერები და მერე უცებ ახედა მარიამს _შენ რა მართლა წერ? _დიახ , პრობლემა გაქვს რაიმე მწერლებთან დაკავშირებით? _ის რომელია _რა მნიშვნელობა აქ... _იქნებ მუზა ვარ და ორივე ამბავი მართალია...იქნებ სამივეც. მწერალი ხარ, გევასები, დავთვერი თვალები ამიხვიე და სიშიშვლეს დავახურეთ ვნების გვირგვინი. ეგ სისულელე ნაღლდად შენ მოიფიქრე? არადა ამბობენ კარგი ექიმი იქნებაოო ... _ისეთი იდიოტი ხარ რეაქციაც აღარ მაქვს . არც სიტყვები , მენანება დაკარგული წამები _ტელეფონი გამოართვა და უკან დაიხია _თავად აუხსენი შენს ლილეს ყველაფერი. ღმერთმა გაძლება მისცეს შენნაირთან _მოიცა მოიცა, წოგნს რომ გამოსცემ და იქ ჩემი სახელი ეწერება არ უნდა მოგცე ნებართვა? _ნუ ღელავ წიგნის გამოცემას არ ვაპირებ და რომც დავაპირო სახელებს აუცილებლად შევცვლი! ლილესაც შეხვდა მოგვიანებით და ყველაფერი აუხსნა. დააჯერა თუ არა ვერ გაიგო აღარც უცდია მეტჯეე განმეორება უბრალოდ ის გააკეთა რაც მის სინდისსს დაამშვიდებდა და სხვა ყველაფერი დაიკიდა . რამდენიმე კვირა ესმოდა გაურკვეველი კომენტარები. სანდროს ისედაც იშვიათად ხვდებოდა და მოკლედ დაუბრუნდა ჩვეული ცხოვრების რიტმს. ........ ალექსანდრე კლინიკაში იყო , ოპერაციას ესწრებოდა შემდეგ კი ილია ჯაფარიძის კაბინეტში დაჯდა . ყავა მიუტანა და სავარძელში ჩაეშვა _როგორ ჩაიარა _კარგად ... შენ რას შვები _დღეს ბევრი პაციენტი არ გვყავს ... ლილე იყო დღეს , იჩხუბეთ? რაღაც ჭორებს მოვკარი ყური , მაგრამ დამეზარა ბოლომდე მოსმენა . გამოგიჭირა თუ რა ხდება_ ჩაიცინა და ტყავის სავარძელს მიეყრდნო _შენი ძმა ტყუილად ვარ? გგონია ოდესმე მიხვდება რომ ვღალატობ? _აბა ? _გაუგებრობა მოხდა _ რომ გაახსენდა სიცილი დაიწყო_თან ძალიან საინტერესო გაუგებრობა სახელად ქეთევანი _ეგ ვინღაა _მწერალი ექიმი , ქეთევან თოფურია . მოვა შენთანაც... ლუკა მყავს ერთი კურსელი , შუა აუდიტორიაში დაიწყო ამ ქეთოს ტელეფონიდან ანაწერების კითხვა საკმაოდ ეროტიული ჩანაწერების რომლის მთავარი გმირიც სანდრო ჯაფარიძე იყო _რაა? შენთან ს.ქსი აღწერა? _არაფერი გვქონია ვაფშე...ერთი უჟმური ვინმეა . ქერაა და ლურჯთვალება ხო იცი ეგეთები არ მევასება. მოკლედ რაღაც რომანს წერდა თურმე და ჩემი სახელი და გვარი გამოუყენებია. ლილემ იფიქრა რო ერთად ვიყავით და გაჭედა _უხერხული იქნებოდა...დარწმუნებული ვარ საშინელებები გაუკეთე იმ გოგოს _შენ რას იზავდი...ლილემ გამარტყა გაიქცა დაა ყველას ეგონა რო მაგ სწერვასთან ვიწექი. ზოგს ახლაც ჰგონია , მე სულ ს.რზე ,რას იფიქრებენ მაგრამ ვიღაცის სისულელის გამო რატო უნდა გავეხვიო შარში _შენ მგონი მოგწონს ეგ გოგო _შენ კი ლილე არ მოგწონს და არც მეუბნები მიზეზს _ველოდები როდის მოგბეზრდება _ჯერ კიდევ დიდხანს არ მომბეზრდება _გაიცინა და მერე წამოდგა _ წავედი , სახლში მოხვალ დღეს? _თუ გვიან არ დავამთავრებ შემოგივლით უმცროსი ძმა რომ გააცილა შემდეგ დერეფანში გავიდა . მშვიდად მიაბიჯებდა და როგორც ყოველთვის ამჯერადაც გრძნობდა ყურადღებას. უკვე 30 წლის ხდებოდა მთელი 15 წელი გავიდოდა სულ მალე რაც ყველაფერი შეიცვალა მის ცხოვრებაში , მაგრამ შეეჩვია , გამოიყენა და ისწავლა ამ ცვლილებებისგან რაც მის ცხოვრებაში დაიწყო. ორი პროფესია ჰქონდა და ერთმანეთთან შეთავსება ზოგჯერ ძალიან უჭირდა . პირველი დიპლომით ენდოკრინოლოგი იყო , შემდეგ ფსიქოლოგიამ გაიტაცა და მეორე დიპლომიც აიღო. ერთდროულად სწავლობდა რეზიდენტურაში ენდოკრინოლოგიას და ფსიქოლოგიას. დედა ფსიქოლოგი იყო და ამ მხრივაც არ უჩიოდაა არც გამოცდილებას არც სწავლების ხარისხსს. მისგან ბევრი რამ ისწავლა და გამოიყენა კიდეც. ქალბატონ ნინიას კლინიკაში კაბინეტი მიიღო და კვირაში რამდენიმე დღეს იქ ატარებდა . ყველასგან განსხვავებული კაცი იყო ბატონი ილია და არ შეიძლებოდა მისი შეფასება უბრალო სიტყვებით . მეორე დღეს სტუდენტებიც გამოჩნდნენ. უფროსისგან დაავალება ჰქონდა და ისინიც უნდა ყოფილიყვნენ მასთან კაბინეტში პაციეტების მიღების დროს . კაბინეტში შესულს დახვდა 5 თეთრხალათიანი ახალგაზრდა ორი ბიჭი და სამი გოგონა . შევიდა თუ არა მაშინვე მიესალმა და თავის მაგიდასთან დაჯდა _პაციენტების მიღებას ათ წუთში დავიწყებ და მანამ მითხარით თქვენი სახელები _ყველას გადახედა და ერთ_ერთმა ქეთევანიო რომ უთხრა მასზე შეაჩერა მზერა. ქეთევან თოფურია , ლურჯთვალება გოგონა სათვალით , მაღლა შეკრული მუქი ქერა თმითა და მსხვილი ტუჩებით . თეთრი კანი ჰქონდა ,გამჭვირვალე ... გამხდადი იყო , თანაც ძალიან გამხდარი . პირველი პაციენტი განმეორებითი ვიზიტით იყო , ჰიპოთირეოზის დიაგნოზით და მკურნალობის კურსის შემდეგ შედეგს ამოწმებდა. ყველაფერს გზადაგზა უხსნიდა სტუდენტებს. ის ორი საათი როგორღაც გავიდა შემდეგ კი მარტო დარჩა. ყურებში საცობები გაიკეთა და დამშვიდება სცადა, მაგრამა რ გამოუვიდა . კლინიკაში მივიდა და ნინიას კაბინეტშსი დაუკაკუნებლად შევიდა _დედა სალაპარაკო მაქვს _ხუთ წუთში შემოდი _ახლავე მჭირდება ... _მის პაციენტთან მივიდა დაგაუღიმა _დღევანდელი სიანსი თვქენთვის უფასო იქნება . ბოდიშს გიხდით რომ შემოგეჭერით -მგონი მორჩა -რა მორჩა -მისი ხმა არ მესმოდა „რა ჯანდაბაა"_ გაიგო ქალის ფიქრები და თვალები აატრიალა _ხო ჯანდაბაა , მაგრამ არ მესმოდა არაფერი იმის გარდა რასაც ამბობდა _როგორ... ჩემიც კი გესმის _არ ვიცი როგორ , მაგრამ არ მესმოდა _იქნებ არ ფიქრობდა _ორი საათის განმავლობაში არაფერი გაიფიქრა? შეუძლებელია _დამშვიდდი _რა დამამშვიდებს დედა ... იქნებ გაუვიდა ვადა ამ წყევლას თუ რაც არის „ჩემი ხომ გესმის“ _მესმის დედა _სხვების ? _სხვებისაც მესმის... მისი არა _უნდა დააკვირდე , შეისწავლო და მივხვდებით რა ხდება. შენი პაციენტია ის გოგო? _გიგლამ რომ მთხოვა სტუდენტები მიიღე ჩემს ნაცვლადო ერთ_ერთია _სანდროს კურსელია? _ხო „იმედია სანდროს საყვარელი არაა „ _დედა რეებს ფიქრობ? ან რომც იყოს რა...მისი ქალებისაც მესმის _ღმერთო იქნებ ის არის _ვინ ის _შენი ქალი _რა ჩემი ქალი დედა ... შეიშალე? _ხო იქნებ ამდენი ხნის შემდეგ როგორმე შეგიყვარდეს და მორჩეს _არ მინდა რომ მორჩეს. მშვენივრად ვგრძნობ თავს „აბა მე მკითხე?“ _დედააა _რა გავაკეთო ვერ შევეჩვიე ... ვერც შევეჩვევი . _რა ვქნა _კიდევ შეხვდი როგორმე და მივხვდებით . სანდრო ხომ იცნობს დაპატიჟოს სადმე და გაგაცნოს ნორმალურად _ფიქრებისგან თავს იკავებ,მაგრამ ვხვდები რასაც გეგმავ და ნუ გამაგიჟებ _მაშინ დაივიწყე და აფათურე ქალების ტვინში თითები. საერთოდაც გინეკოლოგი უნდა იყო ეს ენდოკრინოლოგია რაში გჭირდებოდა. იქ ყველა ქალს წამსვე დაუსვამდი დიაგნოზს _დიაგნოზს მარტივადდ დავუსვამდი, ვერაფერს დამიმალავდნენ, მაგრამ შევიშლებოდი დედა . პრაქტიკებზე რომ ვიყავით ისიც მეყო მთელი ცხოვრების გამოცდილებად და საერთოდ სადმე უნდა წავიდე სადაც მხოლოდ კაცები იქნებიან _ხომ დადიხარ წელიწადში ერთხელ ბერებთან და ისვენებ _სულ მინდა რომ დავისვენო _ხომ იცი რომ მეშინია _რა სთხოვე ასეთი ღმერთს _ვთხოვდი რომ გადაერჩინა და რაც უნდოდა ის წაეღო სანაცვლოდ ოღონდ გადაერჩინე _ცუდად გაიგო აშკარად ... _პატარავ _წავედი, პაციენტები მყავს . მელოდებიან საღამოს სახლში უნდა წასულიყო , მაგრამ გადაიფიქრა . სანდროს დაურეკა და კლუბში წავიდა . ამ დროს ყოველთვის საკუთარ თავს უწყობდა გამოცდას . პირველად რომ წავიდა კლუბში და ესმოდა იქ მყოფი ქალების ხმა ნახევარ საათსაც ვერ გაუძლო და იქედან გაიქცა. ვინაიდან ნინიას და დიმას გარდა არავინ იცოდა მისი ნიჭის შესახებ არც სანდრომ . ყველაზე მეტად თავის შეკავება გაუჭირდა როდესაც რაღაც ინფორმაციას იგებდა თავიდან ყველაფერზე რეაქცია ჰქონნდა შემდეგ კი მიხვდა როგორ უნდა მოესმინა მშვიდად და ურეაქციოდ . მაგიდასთან დაჯდა და სასმელი შეუკვეთა . მიმტანი გოგონა მალევე დაბრუნდა „თავი მისკდება . როგორც კი შევძლებ აფთიაქში გავალ თორემ ასე გონებას დავკარგავ“ _ინებეთ...კიდევ ხომ არ გნებავთ რაიმე _წყალი შეგიძლია მომიტანოთ? _ახლავე _მალევე დაბრუნდა მან კი ტკივილგამაყუჩებელი დაუდო წინ _ტკივილგამაყუჩებელია ... ხომ არ გინდათ _ ისე დადო რომ სახელის წაკითხვა შესძლებოდა . გოგოს გაოგნებული სახე ჰქონდა _ასე ძალიან მეტყობა რომ თავი მტკივა? _არც ისე ... უბრალოდ მე ექიმი ვარ. _გმადლობთ _ ერთი აბი აიღო და წავიდა. მერე ვიღაც გოგომ ჩაიარა, მოკლე წითელი კაბა ეცვა და ტოპი „ეს რა უბედურება ჩამაცვა ... ასე მგონია ყველა მე მიყურებს დავეცემი და ეს ნაჭერი გაიხევა . ჯანდაბა ლიკუნა რომ გნახვა მოგკლავ" კიდევ ერთი გოგონას ფიქრები ესმოდა რომელიც ვერ გაიგო სად იყო. ბოლოს დაინახა უკან მჯდომი სხეული „მოვიდეს თორემ მოვკლავ... რა უბედურებაა აქ დამტოვა და ვიღაც გოგოსთან ერთად მოტყდა. ავადმყოფი , გულისამრევი. ღირსია ერთ დღეს დავადგე და დავაჭრა კვერცხებ ... „ კიდევ ათასი რამ ესმოდა ზოგი წუწინებდა, ზოგი ბიჭებს ათვალიერებდა, ზოგი სრულიად სხვაა ამბებზე ფიქრობდა . ათასი ბილწი სიტყვა გაიგო შემდეგ კი სანდრო გამოჩნდა, ლილეც თან ჰყავდა _როგორ მოხდა რომ მოიცალე ბატონო ილია _სანდრო მის წინ დაჯდა. ლილე გვერდით მიუჯდა _პრივეტ _ სიტყვა გაწელა და ილიას გაუღიმა „ თავისი მოსაწყენი ცხოვრების ერთი ღამის გამრავალფეროვნება გადაწყვიტა როგორც სჩანს ... ახლა უნდა ვუყურო როგორ შეაბავს ვიღაც კ.ხპას „ _ იღიმოდა და თან ამ ყველაფერს ფიქრობდა. ილომ თავი დახარა ჭიქა აიღო და ისე გაიცინა _ლილე რატომ შეაწუხე ... ბიჭები დავპატიჟე და მინდოდა კაცების საღამო გვქონოდა. ტეხავს ახლა ლილე ხომ არ გვიყურებს როგორ ვერთობით ბიჭები _რას ამბობ ძვირფასო ... შენთან ყოფნის ფიფუნება ისე იშვიათად გვაქვს რომ , ბიჭებსაც ვნახავთ _ეჭვიანობს ისევ და მარტო არსად მიშვებს ხოდა გაგვიძლებს ცოტა ხნით არა ძვირფასო? _ სანდრომ გაიციბა და ხელი მოხვია „იმ.იდიოტს კიდე რო მახსენებს. სულელი გოგო „ _რატომ ეჭვიანობ ლილე? შენ ხომ ასეთი საოცრება ხარ განა შეიძლება სანდრომ ვინმე შენზე უკეთესი ნახოს? _კაცებს ღალატის დროს ფიქრი არ შეგიძლიათ _სამაგიეროდ ქალები ფიქრობთ ძალიან ბევრს _ გაიცინა და ჭიქა ბოლო.დე დაცალა. რამდენიმე წუთი გავიდა სანამ ილოს მეგობრები გამოჩნდნენ გუგა და ბექა . ორივე მარტო მოაბიჯებდა აშკარად დაღლილები იყვნენ _როგორ ხართ ჯაფარიძეებო? _თქვენ როგორ ბრძანდებით _ ბიჭებს გადაეხვია და ამოისუნთქა ლილეს ფიქრების ატანა აღარ ჰქონდა. ყველას ეპირფერებოდა და სინამდვილეში ყველას ჭორავდა , ლანძღავდა და კბენდა. ილოს კი მისი მოსმენა აღარ შეეძლო ბოლოს სანდროს უთხრა ლილე წაიყვანე იცეკვეთო და ცოტა ხანს დაისვენა _აბა რას შვებით _ამ შუა კვირაში რამ გაგახსენა კლუბი შე ჩემა...ხვალ საქმეები მაქვს _არ ვიცი, მომენატრეთ ... არ დალიოთ ისე ვილაპარაკოთ _ისე ათვალიერებს უკვე ქალებს მეეჭვება ხვალ ადრე გაიღვიძოს _ბექუნა ძვირფასო შენ კი გყავს მაღვიძარა ბავშვები და მე რა გავაკეთო უყურებდა და იცინოდა ისევ რომ გაიგო ხმა „დამინახოს რა...ხომ შეიძლება შემამჩნიოს. არა გავწითლდები არ მინდა სჯობს არ დამინახოს. რომ მომენატრა? ჯანდაბა როგორ მომენატრა ეგ დეგენერატი „ თავი გვერდით შეაბრუნა და გუგას ყოფილი შეყვარებული რომ დაინახა გაეღიმა _გუგა მგონი ამ ღამით წარსულს დაუბრუნდება _რა წარსულს შე ჩემა _ლინდას მხოლოდ მე ვხედავ? აი იქ დგას ბართან _თუ ღმერთი გწამს ...რა დროს ლინდაა. ვიღაც ჰყავს მგონი და ნერვები უნდა მომიშალოს , ალქაჯი _რაო რომეო ისევ ვერ დაივიწყე? _ბექა გეყოფა რა ნუ თამაშობ ბიჭის გრძნობებით... ქალმა შეაშინა ცოდოა _შენ სულ ამართლებდი მის გამოხტომებს. ვაფშე ნახევარი ქალთა მოდგმა არ გევასება და ლინდა რატომ მოგწონდა ვერ ვხვდები _როდის შევმცდარვარ, შენ უბრალოდ მის ფიქრებს არ აკვირდები . შინაგანად სხვანაირია უბრალოდ კაპასია და მოლბობა სჭირდება . შენ კი ეჩხუბე და წასვლის უფლება მიეცი _რამდენი თვე გავიდა ... ნუ მელაპარაკები _ ჭიქა დაცალა და მერე ვიღაც გოგოს გახედა _ წავედი მე შენთან ლაპარაკი აღარ მინდა დაიტოვე ბექა მოგიყვეს როგორ ურევენ ტყუპები ცხოვრებას _ამას როგორ მოვანათლინე ბავშვი ... მას მერე გამიგიჟდა _რამდენი ხანია არ მინახავს ჩემი გოგოები ... ამ შაბათ კვირას გეცლებათ რო შემოგიაროთ? სასეირნოდ წავიყვან _ოღონდ წაიყვანე და მთელი კვირით გაგატან თუ გინდა _ბოლოს რომ დაგტოვეთ ცხრა თვეში ტყუპები გაჩნდნენ და ღირს ვითომ? _არა ჩემო ძმაო ერთი 5 წელი მე ბავშვზე ფიქრიც არ მინდა მერე ვნახოთ იქნებ ბიჭიც გამომივიდეს ბექა სანამ ლაპარაკობდა ისევ ლინდას ფიქრებს უსმენდა . ცოტა შორს იყო და თან იმ არეულობაში კარგად ვერ არჩევდა „დამპალი ... საერთოდ აღარ ვახსოვარ . ბიჭებიც მომენატრნენ. სანამ იმ ქალს შეეშვება მანამ ვნახავ და მერე წავალ . თავი ამატკიეს ამათაც სანამ ის ვიღაც მოეთრევა მანამ უნდა გავიქცე ამათი გარიგებული მაკლია ზუსტად ბედნიერებისთვის „ კოქტეილი დაცალა და ილოს მაგიდისკენ დაიძრა. ბექამ დაინახა და წამსვე წამოდა _მშვენიერო როგორ ხარ? _კარგად ბექუ შენ? ბარბი როგორაა ... ტყუპები? _კარგად არიან , მითხრეს სკოლასთან ვნახეთო. როგორ მიდის ბავშვების აღზრდა განათლების საქმე _ხო ცოტა ხნით ვნახე...ბაღში მიჰყავდა ბარბის _მოდი , ჩვენთან დაჯექი . რამდენი ხანია არ გამოჩენილხარ. მეც ძლივს გამოვედი სამსახურიდან _ ილო ჩაერთო . სკამზე დასვა და სასმელი შეუკვეთა . მერე პირველი ჭიქა ბოლომდე დაალევინა საუბარში გართულს _მომენატრა თქვენთან საუბარი, მაგრამ უნდა წავიდე. თქვენი იდიოტი ძმაკაცის ხილვა არ მსურს _ჯერ არ გამოჩნდება ნუ ღელავ _ხო არა? მაშინ ერთსაც დავლევ _ჩვენს შეხვედრას გაუმარჯოს _ ბექახ აჰყვა ჭიქა მაღლა ასწია და კოქტეილში შერეული ტეკილა დამაგვირგვინებელი გახდა ლინდასთვის. „ჯანდაბა აბა კოქტეილიო? ასე უცებ როგორ იმოქმედა. ალბათ დაღლილობის ბრალია. იმედია წონასწორობა არ დამერღვევა თორემ რას იფიარებენ „ _ხვალ გაკვეთილები გაქვს ? _ნწ , ხვალ ვისვენებ _ანუ ყოველდღე არ მუშაობ _ოთხ დღეზე მაქვს გადანაწილებული გაკვეთილები... პარასკევს დამატებით მყავს მოსწავლეები სახლში . მე უნდა წავიდე _კარგი რა სად გეჩქარება. ჩვენ გაგიყვანთ . არ გამიტეხო ჟღალო _ილომ თვალი ჩაუკრა ჭიქა დაცალა და ლინდასაც მიუჩოჩა ახალი. ბექამ ფეხზე მიარტყა , მაგრამ ყურადღება არ მიაქცია _რას მაიმუნობ შე ჩემა _გაჩუმდი ლინდა უკვე მთვრალი იყო გუგა რომ იპოვნეს და ააგდეს. _წამოდი ... ცუდადაა ტო _ბექა მადროვე რა წესია _ცუდადაა გეუბნები და გკიდია? _ვინ არის ცუდად _ლინდა ... დალია და ხომ იცი ალერგია აქვს _ჯანდაბა... მისი დაქალები სად არიან . იქ არ იყვნენ წეხან? _რომ ჰკითხო არ უყურებდა იმდენი მოახერხეს გუგას აჰკიდეს გონებაარეული პედაგოგი და მერე ერთმანეთს გახედეს _გამოვა ვითომ რამე? _ვნახოთ... _ბოლოს ვნახოთ რომ თქვი ბარბი და მე გავიპარეთ _გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ხარ? _ჩემი გადაწყვეტილება მარტო დავტოვე ბავშვებთან ... _წადი ... შაბათს მოვალ და წავიყვან თუ გეგმები არ შემეცვლება _ჯიგარი ხარ..._მხარზე ხელი დაარტყა და წავიდა . თვითონ ისევ მაგიდასთან იდგა წასვლას აპირებდა , მაგრამ გადაიფიქრა „ რა ფორმები აქვს. როგორი განიერი მხრები . ჯანდაბა ეს შარვალიც როგორ უხდება . ნეტავ სახეც ისეთი კარგი აქვს როგორც უკანა ხედი? ახლა რომ შემობრუნდეს , მოვიდეს და გამეცნოს ეგრევე ჩამოვდნები. ამის დედაც მიყურებს . კარგი არჩევანი იყო ამ კაბის ჩაცმა ... მოდის . იმედია არ მეტყობა როგორ მინდა „ _შეიძლება? _ მის გვერდით დაჯდა და სასმელი შეუკვეთა. რამდენიმე წუთის შემდეგ სასტუმროს ნომერში იყვნენ. ვინაიდან ჭუჭყიან საპირფარეშოებს არასდროს იყენებდა მთელი ღამე უწევდა გონების გათიშვა. ქალების აზრების მოსმენა ალბათ ყველაზე მეტად საწოლში ეხმარებოდა. ესეც დიდი ძაალისხმევის შედეგი იყო , მაგრამ სიამოვნება ყოველ ჯერზე უფრო ხანგრძლივდებოდა. იყო რაღაც მაგარი როდესაც ხვდებოდა რამხელა სიამოვნებას ანიჭებდა მკლავებში მოქცეულ ქალს . იმ ღამესვე დაბრუნდა ბინაში. შხაპი მიიღო და მაშინვე დაიძინა როგორც კი დაწვა. მეორე დღე ისევ ისე დაიწყო. ყურსასმენები მოირგო , სარბენად გაეშურა და მუსიკა მაღალ ხმაზე ჩართო რაც შეიძლება ცოტა რამ რომ გაეგო. უკვე სხეული დაცვარული ჰქონდა, სუნთქვა უჭირდა და ნელა მიაბიჯებდა ნაცნობი სხეული რომ დაინახა . თავისზე ორჯერ დიდ ძაღლს ასეირნებდა , მშვიდი იყო როგორც ყოველთვის . სკამზე დაჯდა ძაღლი მის ფეხებში დაწვა თავზე ეფერებოდა და უღიმოდა ის კი პატარა ლეკვივით ამოძრავებდა კუდს. ყურსასმენები მოიშორა და მათკენ წავიდა. ძაღლები უყვარდა, მაგრამ ასე უცხოს არ ეფერებოოდა ხოლმე. ამჯერად გარისკა , ძაღლს ხელი შეახო და მან ისე შეუღრინა უკან გაწევა მოუხდა _სქაი დაწექი... უბრალოდ მოფერება უნდოდა _სქაი ასეთი ფიცხიც არ მეგონე _თქვენ , ბატონო ილია უკაცრავად ინცინდენტისთვის ... ხომ არ დაგკაწრათ _არა ... ყველაფერი რიგზეა _ მხარზე შეეხო და გაუღიმა „ოხ სქაი ახლა მეორე ჯაფარიძის გადამტერებაღა მაკლდა" წამსვე გაიგო და შეშინებულმა მოაშორა ხელი . თითქოს პირველად ესმოდა ხმა _ბოდოშს გიხდით კიდევ ერთხელ...ასეთი არ არის ხოლმე _არაუშავს „თავის ძმას აშკარად არ ჰგავს თორემ აქვე დამახრჩობდა მეც და ჩემს სქაისაც. როგორც სჩანს ჭორები არ იცის თორემ ასე არ დამელაპარაკებოდა" _ წარმატებულ დღეს გისურვებ ... დღეს მგონი ჩემთან უნდა მოხვიდეთ ხომ? _არა, ჩვენ ხვალ ვართ _მაშ ხვალამდე _ნახვამდის წავიდა, ზურგი აქცია და ლამის ისევ სირბილი დაიწყო. „მგონი გადავრჩით. რომ ეკბინა ნამდვილად შარში გავეხვეოდი“ კაბინეტის კარი გააღო ისევ და მაგიდასთან დადგა _შევეხე და მისიც მესმის _ასე უცებ ? „ ყველას როგორ იწვენთ ლოგინში. მამათქვენის შვილები რომ ხართ“ _დედა შევეხე ხელის შეხებას ნიშნავს და არა მისი სხეულის დაუფლებას ... უბრალოდ შევეხე და გავიგე _შეხების მომენტში თუ მერეც _დედა მოკლე ჩართვა ხომ არაა მომენტში მესმოდეს მერე აღარ... რაღაც ამბავი იყო. ან უბრალოდ მაშინ არ ფიქრობდა _სად შეხვდი _დილით ძაღლს ასეირნებდა. ლამის ხელი მომაჭამა და მხარზე შევეხე რომ დამემშვიდებინა მერე გავიგე როგორ გაიფიქრა თავის ძმას არ ჰგავს თორემ მიგვახრჩობდა მეც და ჩემს ძაღლააცო _მოიცა სანდროსთან იჩხუბა? _დედა რა მნიშვნელობა აქვს , მთავარია რომ მისიც მესმის _და? _პირველად მნახა ქალმა ვარჯიშის დროს ამ ფორმაში და არაფერი იყო მის ფიქრებში ჩემთან დაკავშირებული _ალბათ ქალები მოსწონს _ წავედი... შენთან საუბრის დრო აღარ მაქვს. სულ უფრო და უფრო მეტს დამცინი დედა _მიყვარხარ პატარაავ... წარმატებული დღე ოთახიდან გასულმა გაიგო იქვე მჯდომი ქალის ფიქრები . მერე დერეფანში გამვლელების და მაქსიმალურად ეცადა ყურადღება არავისთვის მიექცია. შემდეგ თავის პაციენტებს დაუბრუნდა და მთელი დღე ჩვეულებრივად გავიდა ისე როგორც ყოველთვის. საღამოს კი მშობლების სახლში მივიდა ,სამზარეულოში მამა იყო და რაღაც კერძს ამზადებდა . ვინაიდან პროფესიონალი მზარეული იყო დედა თითქმის არასდროს შედიოდა სამზარეულოში . სანდროს გამოსდიოდა რაღაცების მომზადება და ილო სრულიად უნიჭო იყო ამ საქმეში კვერცხსაც ვერ შეწვავდა ნორმალურად სახლში შესვლისთანავე გაიგო ნინიას ფიქრები „32 წელია ვუყურებ როგორ ამზადებს და ხომ შეიძლება ერთხელ მაინც ვუყურო მშვიდად . მგონი ჩემზე კლიმაქსი არ მოქმედებს. ექიმთან უნდა წავიდე . ამ ბოლო დროს რაც ვარჯიში დაიწყო უკეთესადაც კი გამოიყურება რატომ უხდება სიბერე ვინმე ამიხსნის? „ _მოვედიი _როგორხ კი თქვა მაშინვე გაჩუმდა ნინიაც. უცებ აყირავდა ლამის იატაკზე დაენარცხა რაზეც სიცილი აუტყდათ მამა _შვილს _ილო , მა მითხარი რა რას ფიქრობდა ისე მიყურებდა ბოლი ამდიოდა _ ბიჭი რომ გადაკოცნა მერე ჩუმად უთხრა _ვერ გაიგო 32 წლის შემდეგ ისევ რატომ უყვარხარ _ილია ! _ხო დეე _მე და შენ ხო შევთანხმდით რომ არ ეტყოდი ასე წონასწორობა ირღვევა მის ფიქრებს ვინ გაიგებს _სანდროსთვის უნდა ჩაგვერტყა რამე თავში დედა და იქნებ მას კაცების ფიქრები გაეგო. ისე სად ბრძანდება _ლილესთანაა _ისე ხშირადაა იმ გოგოსთან მალე შვილიშვილით რომ დაგვადგეს არ გამიკვირდება _კარგი რა მამა სანდრო სულელი არ არის _ბავშვის ჩასახვას ჭკუაგონება არ სჭირდება ერთი უპრეზერვტივო ს.ქსი და ეგაა .არ იცოდი? _სხვათაშორის მე შენგან ველი პირველ შვილიშვილს ის ჯერ კიდევ ბავშვია და შენ? _23 წლისაა ბავშვი როგორაა დედა _შენ უკვე ასაკი გაქვს სხვათაშორის _არავის ფიქრები არ მომწონს რომ მომეწონება მერე ვნახოთ ...მოგეხმარო მა? _არაა არაფერს შეეხო დედაშენთან დაჯექი მალე დავასრულებ ნუ იმის გათვალისწინებით რომ ბოლოს ჩაბარებული ქვაბი რომელსაც მხოლოდ მორევა სჭირდებოდა დამწვარი დაახვედრა და მთელი სამზარეულო კვამლში გახვია , შეშინებული იყო კაცი . „აღიარე რომ უფრო სიმპათიურია ვიდრე ადრე" _აჰაამ „ვეჭვიანობ და ნორმალურია? „ _არაა „როგორ არ არის...ასეთ ვიდზეა და დადის პატარა გოგოების გარემოცვაში. მისი მოსწავლეებიც ახალგაზრდები არიან. სახე ხო არ გადავიჭიმო" _არა დედა ...არც იფიქრო _თუ შეიძლება გეყოფათ ჩემს სამზარეულოში ასე საუბარი ან ილაპარაკე ქალბატონო ან საერთოდ დადუმდი „დაგვტოვე ილო ეს უნდა დავადუმო აქვე და ახლავე „ _დედა მეტი კონტროლი გაუწიე საკუთარ თავს _გაიცინა და მერე ხილის დათლა დაიწყო. ლამაზად დააწყო და ნინიამ მაშინვე დაიწყო დაგემოვნება. თავი მხარზე დაადო და ყელში აკოცა _მიყვარხარ _მე ხო? _შენ არა... ეს _აუტანელო ქალო ... გაგეყრები და ნახავ _გამეყრები და ვნახავ ახალ კაცს ... გუშინ ისეთი ახლლაგაზრდა და სიმპათიური პაციენტი მყავდა ისე მეფლირტავებოდა ლამის დავივიწგე გათხოვილი რომ ვიყავი და იქვე დავნებდი _ის დივანი არაკომფორტულია _დანა ისე დასცხო თევზს ნინია შეხტა_ წელის ტკივილი ვერ მოვიშორე დიდხანს _ხო ნუ შენ უკვე რევმატიზმიც გაწუხებს ყველაფერი გასათვალისწინებელია „იდიოტი ხედავ წამსვე როგორ წამოეგო ანკესზე? არ იცვლება ნუუ სულ ასეთი სულელი იყო „ _წავალ მე წამოვწვები სანამ მოამზადებ . არ დიალოგის მოსმენა შემიძლია არც დედას ფიქრების. თუ რამე კარი მოხურეთ სანდრო რომ მოვიდეს ბავშვს ფსიქიკას დაუზიანებთ _ილიაა რას ამბობ? _რას ამბობ ისე გასუქდა რომელი სამზარეულოს მაგიდა გაუძლებს ან მე როგორ ავწევ სად მაქვს ამდენი ძალა...წელი მტკივა სულ _დიმა ჯაფარიძე ჩემი ხელით აგაცვამ იმ შამფურზე კარადაში რომ გიწყვია _როგორ მიყვარს სახლში ყოფნა _სიცილით დატოვა ოთახი და მაღლა ავიდა .......... კლინიკაში იყო და სტუდენტებს ელოდა. პაციენტები ჰყავდა უკვე რომ მიბრძანდნენ ხალათებში გამოწყობილები და დივანზე დასხდნენ. ქალბატონი ქეთო არ ჩანდა, პაციენტს ესაუბრებოდა , შემდეგ ანალიზების გასაკეთებლად მიჰყვებოდა დერეფანში რომ გამოჩნდა ქალბატონი. სწრაფად მორბოდა, ხალათის ჩაცმას ცდილობდა ჩანთა ,მოსაცმელი და სათვალე ეჭირა ხელში და თმები აწეწილი ჰქონდა -„ჯანდაბაა დავაგვიანე ,დავაგვიანე . როგორ ვერ ვიტან რომ ვიგვიანებ .იმედია არაფერს მეტყვის თორემ ავიჭრები. ვერაფერს ვეტყვი დამნაშავე ვარ , ჯანდაბა ის ქალი მაინცადამაინც დღეს შემხვდა. რაში მაინტერესებდა მისი სიძის ამბები ხომ შ.მცეს 22 წლის ვარ თუ 62 ჩემი მარტოსულობა რომ ადარდებთ. გამოსვლამდე რომ არ გადამესხა ის ყავა და ყველა ზედ ამქონდა დაუთოებული მოვაღწევდი,მაგრამ მე ყველაფერი ერთად უნდა დამემართოს...ისუნთქე ქეთო ,იმედია წითელი არ ხარ თორემ როგორც კესარია ამბობს ახალ ნახმარ ტყიდან გამოვარდნილ ატეხილ ქალს ვემსგავსები და არა ექიმს“ ითმენდა, ითმენდა ,მაგრამ ვეღარ გაუძლო გაეცინა და ტუჩზე კბენა დასჭირდა გამოსაფხიზლებლად. შემდეგ უკან შებრუნდა და მშვიდად შეხედა ქალბატონს -ქეთო , იჩქარე ანალიზებზე მიგვყავს ბატონი მამუკა . ნივთები შეგიძლია კაბინეტში შეიტანო , დაგელოდებით -გამარჯობა ილო ექიმო...მადლობა . ახლავე მოვალ- გაუღიმა და უცებ შებრუნდა-„გადავრჩი. შენ გაიხარე ილო ბიძია“ ბიძიაო რომ გაიგო ისევ დაამუხრუჭა. უკან მიიხედა და დერეფანში მდგომ სარკეში ჩაიხედა. არადა არც ჭაღარა ჰქონდა, თმა გადაპარსული ჰქონდა ,მაგრამ მელოტი არ იყო. საერთოდ არ ჰგავდა ასაკიან ბიძიას და უცნაურად იგრძნო თავი . ცხოვრებაში პირველად გაბრაზდა იმაზე რომ ქალს არ მოსწონდა. ერთი პაციენტი გაუშვა და მეორე მიიღო. გადავირტული დღე იყო და ვეღარ იფიქრა ამ ყველაფერზე ნორმალურად. თან ზედმეტად ბევრის ფიქრებს აიგნორებდა და არ შეეძლო . ყველაზე მეტად ის აგიჟებდა დანარჩენი ორი ქალბატონი საერთოდ რომ არ ფიქრობდა სწავლაზე და სრულიად სხვაგან დაფრინავდნენ. ქეთო კი აშკარად კონცენტრირებული იყო და დიაგნოზსაც ფიქრობდა, იხსენებდა ყველაფერს დაავადებებზე . კლინიკიდან ექვს საათზე გავიდა. მანქანასთან სანამ მივიდოდა ქეთო დაინახა. ეზოში სკამზე იჯდა , თმას მაღლა იწევდა და თან ტელეფონს დაჰყურებდა -„აბა თუ უპასუხო კესარია ...აბა თუ დააღირსო. იმედია არ დაგიტოვეს საოპერაციოში არ დააკვდი იმ პაციენტს. მალე იწვიმებს და მე აქ უნდა ვიჯდე გაწუწული ქათამივით? მერე იმ ავტობუსში უნდა გავიჭედო , ავქოთდე . ჯანდააბაა ახლა ვიტირებ, დავტოვებ მარტოს. არა ვერ დავტოვებ ცოდოააა „ - ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული, ნერვიულად ამოძრავებდა, თავზე ხელს ისვამდა. ისევ ცდილობდა დარეკვას და ტუჩებს სასაცილოდ ბრეცდა. წასვლა უნდოდა, დაღლილი იყო და ბექასთანაც დააგვიანებდა ,მაგრამ დარჩა. ცხელი ყავა იყიდა და მის გვერდით დაჯდა -ლექციები ორი საათის წინ არ დასრულდა ქეთათო? -მეგობარს ველოდები ბატონო ილია - გაუღიმა და თან თვალებდამრგვალებულმა შეხედა. „ქეთათო რა უბედურებაა. რა ძველმოდურია ეს კაცი „ ილო ყავას სვამდა რომ გადასცდა და ლამის სახეში შეასხდა . ძლივს გადაყლაპა და სუნთქვა დაარეგულირა- კარგად ხართ? -მე კი ...კი რა თქმა უნდა შესანიშნავად. სიცივეა...ყავა შეგიძლია დალიო და ისე დაელოდო კესარიას -თქვენ რა იცით რომ კესარიას ველოდები? -სანდროსგან ვიცი ... აი მგონი მოდის კიდეც- შენობიდან გამოსული გოგო რომ დაინახა მაშინვე წამოდგა. წვიმაც თითქოს განგებ იმ დროს დაიწყო . ჯერ ერთი წვეთი ,ორი და მერე წამში ლამის სეტყვაც მოაყოლა. თან იმ დროისთვის ზედმეტად ცუდი ამინდი იყო. -გამარჯობა ... ქეთუ წავედით თორემ გავიყინები სანამ სახლამდე მივაღწევთ . არ გამომიშვა ინგამ და ვეღარ გამოვაღწიე- კესარია ჯერ ილიას მიესალმა შემდეგ ქეთოს მივარდა . „ ცაო დამსეტყვეთქო კი ვიძახდი ,მაგრამ ასეც არ იყო საჭირო ღმერთო. ღმერთო შენ არ გეწყონოს მაგრამ ეს ჯაფარიძეები ასეთი არამიწიერები რატომ შექმენი? ნეტავ ქეთუსასთან რა უნდოდა რომ მიუსკუპდა გვერდით. ღმერთო გავიყინე რა დროს ასეთი წვიმა იყო . ამ დაღლილ დაქანცულს კიდევ ეგ მინდოდა? სირცხვილი შენ ჩემი წამებისთვის „ -გაგიყვანთ... საშინლად წვიმს და ვერ დავუშვებ მომავალი კოლეგები გაციებისთვის გავიმეტო - უცებ თქვა და ორივემ გაოგნებულმა რომ შეხედა მერე მიხვდა რომ ცოტა ზედმეტი მოუვიდა- სანდრო არ მაპატიებს მისი კურსელის მიტოვებას -არა...ჩვენ ვერ შეგაწუხებთ ბატონო ილია -„რა შეწუხება გოგო . კაცი ჯელტმენია თავის ძმას კი არ ჰგავს. სულ ცოტა ხანში მართლა კოლეგა იქნები და აბა თუ მიხვდები რომ დამინდო“ - კესარიამ ისე შეხედა ფიქრები რომ ვერ გაეგო ილიას მაინც მიხვდებოდა რასაც ეუბნებოდა -კესო წავედით „ოხ კესარია შენ მე შემიწირავ. ახლა რომ გაჰყვე ფეხებს დაგამტვრევ -ნუ გერიდებათ...არ ვწუხდები . მეტად ვინერვიულებ აქ რომ დაგტოვოთ ... აქვეა მანქანა და ტყუილად ფერხდებით -ძალიან დიდი მადლობა- კესომ ჩაავლო ხელი და მანქანისკენ დაიძრნენ. ილიამ კარი გააღო და ყველანი დასხდნენ. რამდენიმე წუთის განმავლობაში სიჩუმე იყო . ქეთო კესარიას ლანძღავდა ისევ და ილია სიცილს ძლივს იკავებდა. კესო კი ვიღაცის შეტყობინებებს პასუხობდა და სხვა ამბავზე იყო გადართული. ქალაქში საცობი იყო და გაჩერება მოუხდათ . თითებს საჭეზე ათამაშებდა და ვერ ისვენებდა , სარკიდან უყურებდა ქეთოს რომელიც თავის ლურჯ თვალებს ქუჩაში მდგომ მანქანებს არ აშორებდა -სანდროს ვეკითხებოდი კურსელებზე . ყოველთვის მაინტერესებს ენდოკრინოლოგია ვის აინტერესებს რეზიდენტები რომ მივიღო და შენზე მითხრა „ჩემზე კარგს რას ეტყოდა. დავიღუპე ...დავიჯერო რამე უთხრა? ისევ თუ ჰგონია რომ მომწონს თავს მოვიკლავ „ -მინდოდა მაგრამ გადავიფიქრე ... -ლენა ფილფანს უნდა ენდოკრინოლოგობა. იყო ალბათ თქვენთან ლექციაზე- კესარია ჩაერთო -არ მახსენდება ალბათ იყო ... შენ ქირურგიაში მუშაობ? -დიახ ... მაქვს პატივი . მართალია ჯერ ექთანი ვარ ,მაგრამ ძალიან ბევრს ვსწვალობ . ბატონი ლევანი შესანიშნავი ქირურგია „როდის მივალ სახლში. ეს სველი მაისური მაგიჟებს...მართალი იყო დედაჩემი ლიფის გარეშე სიარული არ ღირს . გავიყინე... იმედია ისე ავალ სახლში რომ ვერავინ შეამჩნევს. ყველაფერი უბედურება მე როგორ უნდა დამემართოს. კესარია აბა თუ გაჩუმდე, რაღაც ისეთს იტყვის ახლა რომ ენასაც ამოვაცლი ფეხების დამტვრევასთან ერთად“ ეს რომ გაიგო ინსტიქტურად აუჩქარდა პულსაცია. ახლაღა დააკვირდა როგორ ცდილობდა თხელი მოსაცმელი გაესწორებინა . მოსაცმელის ქვეშ თეთრი ზედა ეცვა სხეულზე გამოყვანილი სამკუთხედი გულით . კანი სველი ჰქონდა, ყელზე წვიმის წვეთები ისევ მიცოცავდნენ . ტუჩები ერთმანეთს დააჭირა და ყბებიც დაეწიმა. როგორც იქნა წინ წასვლა შეძლო . ვინაიდან კლინიკიდან შორს ცხოვრობდნენ საკმაოდ დიდი გზა ჰქონდათ მაინც გასავლელი. კესარია თითქმის შუა გზაში დატოვეს. ქეთოც გადადიოდა ,მაგრამ კესომ ცხვირწინ მიუხურა კარი -გაგიყვან-თქო ხომ გითხარი რატომ ჯიუტობ ქეთევან? -უხერხულია როდესაც ლექტორს აწუხებ ,მითუმეტეს შორს ვცხოვრობ. შემეძლო კესოსთან დარჩენა -მაგრამ გეგმაში არ გქონდა დარჩენა -არც თქვენთვის დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ გარეუბანში მგზავრობა იყო დაგეგმილი , რამდენიმე საათით გზაში ყოფნა მოგიხდებათ და კიდევ უფრო დარლილი დაბრუნდებით სახლში -ეგეთი მოხუციც არ ვარ რამდენიმე წუთი რომ მაცლიდეს ენერგიას „ქეთო ისუნთქე თორემ ახლა რაღაც ისეთს იტყვი რომ მეორე ჯაფარიძეს გადაიმტერებ და ქალაქიდან გაქცევა მოგიხდება. სჯობს დამშვიდდე, რადგან კეთილი ნება გამოიჩინა ქაჯობა არ ღირს. ამ სუნამოს სუნზე მაინც არ მქონდეს ალერგია. ჯანდაბა , ცემინება დამეწყება . რა უბედურებაა მანქანაში მოასხა ნეტავ სუნამო? არა , არა სუნამოს სუნი არ არის რაღაც სხვაა , სავარძლებს ასდით აშკარად. ჯანდაბა შენს ალერგიას ქეთევან! „- ცხვირს სასაცილოდ ჭმუხნიდა, აშკარად ვერ ისვენებდა, ცალკე გაყინული მკერდი აწუხებდა, ცალკე სუნი რომელიც აშკარად ახალ სავარძლებს ასდიოდათ და ილო არაფერ შუაში იყო. კიდევ ნახევარი საათი უნდა ყოფილიყვნენ გზაში. მანქანაში ალერგიის წამალი ჰქონდა რომელსაც თავადაც იყენებდა -ალერგია გაქვს? -დიახ... მემართება ხოლმე. არაფერია წამლის დალევა დამავიწყდა -ისევ დააცემინა და უხერხულად გაიღიმა -მეც მაქვს ალერგია თხილზე და წამალიც სულ თან მაქვს- ბოთლიც მისცა და წამალიც. გაოგნებული კი უყურებდა ,მაგრამ ისე ცუდად იყო უკვე რომ გამოართვა. კორპუსთან გაუჩერა მანქანა , ისევ ისე წვიმდა . თავისი ნივთები აიღო, მაისურის ამბავი სულ დაავიწყდა მოსაცმელი გაიხადა გადასვლამდე, თავზე დაიფარა და ილიკომაც ინსტიქტურად მიაპყრო მის მკერდს მზერა, ნერწყვის დიდი გორგალი გადააგორა ისე რომ მისი მადლობაც ვერ გაიგო ნორმალურად. უყურებდა სადარბაზოსკენ გაქცეულს , იქვე უსაქმურთა ბანდა იდგა და უკვე უყურებდნენ მანქანიდან გადასულს. ინსტიქტურად გადავიდა , ქურთუკი გაიხადა ისე შემოახვია გოგოს მთლიანად დაუფარა სხეული . სწრაფად შეიყვანა სადარბაზოში და სუნთქვააჩქარებულმა ლურჯ მრგვალ სფეროებს რომ შეხედა მერე მოვიდა გონს. ხელები მოაშორა . ქურთუკიც დაიბრუნა და გაყინულ თითებში მოქცეული მისი მოსაცმელი მკერდზე მიაფარა -ზედმეტად მოუხერხებელი ხარ ექიმობისთვის ... იმედია არავინ შემოგაკვდება - გაიცინა თვალი ჩაუკრა- რაც უფრო მალე ახვალ სახლში მით უკეთესი - ლიფტის ღილაკს თითი მიაჭირა და შემდეგ ზურგი აქცია. „ღმერთო ეგ მეხი რომ დამეცეს აუცილებლად ხის ქვეშ უნდა ვიდგე? მოძრაობის უნარი არ მაქვს და დაუში გამონაკლისი მოიყვანე აქამდე. ან მიწა გასკდეს და ჩამიტანოს .... ააააააააააააააააააააა“ მერე აღარ ესმოდა, იცინოდა მანქანაში ჩაჯდომამდეც და სახლშიც ისეთი გაბრწყინებული მივიდა თავი ვერ დაიმშვიდა. სუფრასთან ჩუმად იჯდა, საუბარში ერთვებოდა ბექასთან ვიზიტს აზრი აღარ ჰქონდა ამიტომ მშობლებთან დარჩენა გადაწყვიტა -დედუ - ნინია გვერდით მიუჯდა და თავი მხარზე დაადო- რა ხდება? -რა ხდება -ასეთი გაბრწყინებული რატომ ხარ? -მხიარული დღე მქონდა -არ მომიყვები? -დედა -გთხოოოვ...მამაშენი მიდის და მოწყენილი ვარ- ტუჩები დაბრიცა და წარბები შეკრა- გთხოვ დედუცი -ნინია ნუ გააწამე ბავშვს ჩემს დაბრუნებამდე -დროულად წაბრძანდი სანამ დაგტოვე სახლში - ხმამაღლა გასძახა კართან მდგომს -მიყვარხაართ...გაუძელი მა ,მალე მოვალ -ცუდი კაცი ხარ - კარის ხმა გაიგო და ისევ შვილს მიუბრუნდა- იმ გოგოს ამბავია ხომ? -შენც გესმის ჩემი ფიქრები ? „ნეტავ მესმოდეს“ -ვერ გაუძლებდი. კაცებს თქვენზე უარესი ფიქრები გვაქვს ... მაგრამ ზოგჯერ ძალიან ვერთობი - ისევ გაეცინა . თავი უკან გადასწია და დიდხანს იცინოდა - ბიძიაო ...ილო ბიძიაო ასე თქვა. მოხუცს ვგავარ? 8 თუ 9 წლით დიდი ვარ ... მეტით ხო არა -იმ გოგომ თქვა ბიძიაო? იმიტომ არ აქვს გარყვნილი ფიქრები ...ალბათ თავისზე პატარები მოსწონს -აუცილებლად უნდა მოვწონდე? უბრალოდ ბიძიაო რომ თქვა გამიტყდა- ისევ გაიცინა და მერე წარბები შეკრა- ტეხავს -ისე იცვამ სულ რა გასაკვირია -აბა შორტით და პირსინგებით ხო არ ვივლი დედა -რა ვიცი ტატუებით კი მოიხატე ტანი... -ექიმს თვალშისაცემი გარეგნობა რომ არ უნდა ჰქონდეს არ იცი? პაციენტმა კომფორტულად უნდა იგრძნოს თავი და ისედაც არ ვიცვამ მოხუცი კაცივით დედა . არაფერ შუაშია ეგ, უბრალოდ გავერთე „ხო როგორ არა...რაღაცას მიმალავ კიდე“ -ვაიმე დედა ახლა მაინც ვართ მარტოები ილაპარაკე -მეფიქრება და მადროვე მართალია ცდილობდა ნინიას შეჩერებას ,მაგრამ არ გამოუვიდა. ერთი კვირის შემდეგ ლექცია რომ ჰქონდა პაციენტის რანგში მოევლინა ქალბატონი. სკამზე მოთავსდდა და გაუღიმა სტუდენტებს. მაინცადამაინც იმ დღეს იყვნენ მხოლოდ ორნი და მეორე ანალიზებზე ჰყავდა გაგზავნილი. -„როგორი ლამაზი ყოფილა. ფოტოებში არ ჩანდა ასეთი „ -ქეთევან შეგიძლია დაგვტოვო?- გოგოს გახედა და ისიც წამსვე წამოდგა -რა თქმა უნდა....უკაცრავად- გავიდა და ნინიამ თვალი გააყოლა -დედა აქ რა გინდა? -მგონი დიაბეტი მაქვს...როგორი თვალები აქვს. ქერაა ,მაგრამ არაუშავს ყველა ერთნაირი ხომ არ არის. -დედა მოიწყინე და ჩემი გაგიჟება გადაწყვიტე?- გაიცინა და მაგიდას დაეყრდნო -თუ მოგენატრე -მოგწონს ხომ? -გეყოფა რა,გთხოვ. ისედაც დვაიღალე ნინია წამოდგა, მის მაგიდას მიეყრდნო. თითქმის ზედ შემოჯდა ილიას უკვე ხმამაღლა ეცინებოდა რომ ხვდებოდა რასაც გეგმავდა. კარი რომ გაიღო და ბავშვები შევიდნენ ზუსტად იმ დროს დაიხარა და ლოყაზე აკოცა „მოვკვდები თუ არ დაიწყებს ფიქრს ჩემზე და შენზე . მომიყვები იცოდე რასაც იფიქრებს“ -საღამოს გელოდები ...მიყვარხარ პატარავ - თვალი ჩაუკრა და სანამ ილია გონს მოსვლას მოასრებდა მანამ წავიდა და დატოვა გაცოფებული ბიჭი. პაციენტი არ ჰყავდა და ანალიზებს ამოწმებდა უბრალოდ. ქეთომ ფიქრი რომ დაიწყო „გემოვნება კი ჰქონია ,მაგრამ დავიჯერო ის ქალი ზედმეტად დიდი არ არის? სახლში მინდა , დავიღალე . მშია ...დაიწვას სტუდენტის გაჩენა. ნეტავ ბებო მაინც ჩამოვიდეს მომკლა ამ მზარეულობამ და უვარგისი საჭმლით კვებამ -თავი დახრილი ჰქონდა და თითებს იმტვრევდა-ოღონდ სახლში ვიყო ახლა ლეპტოპის წინ და ვწერდე ჩემს ერეკლეზე. შოკოლადი მინდა , ბროწეულის წვენი და აუუ სახლში მინდაა „- ღრმად ამოისუნთქა და თითები თმაში შეიცურა -მომდევნო პაციენტი ორი საათის შემდეგ მყავს ასე რომ დღეს თავისუფლები ხართ. -ნახვამდის ორივემ დატოვა ოთახი. შემდეგ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა .საღამოს ბექასთან წავიდა , ტყუპებთან თამაშობდა ორივე თვითონ დააძინა და ცოლ-ქმარი გაათავისუფლა. შედეგ ბინაში წავიდა, დაძინებას აპირებდა კარზე კაკუნის ხმა რომ გაიგო და წუწუნით წამოდგა .კართან სანდრო რომ დაინახა თვალები აატრიალა -იძინებდი უკვე? ბერდები ძმაო ჩემო- ბეჭზე ხელი მიარტყა და სახლში შევიდა -ამ დროს დაუპატიჟებლად სტუმრობა რომ არ შეიძლება არ იცი? სად გყავს ლილე - უკან მიჰყვა და სავარძელში მოთავსდდა -მშია უსაშინლესად...გამიკეთე რამე რა -სერიოზულად? აქ სანამ მოხვიდოდი რამდენი კაფე და რესტორანი გამოიარე -უიმე უჟმური ... პატარა ძმას შიმშილით მკლავს -უსაქმურობისგან რა დღეში ხარ უკვე...არ გინდა მუშაობა დაიწყო ბოლოს და ბოლოს? -არ მინდა ჯერ -რა ხდება მომითხრე ... აჰა ლუდი შენ - ბოთლი მიაწოდა და ისევ დაჯდა -ლილეს ვეჩხუბე და მისი წიოკისგან შორს მინდა ვიყო -გეშინია რომ სახლში შემოგივარდება და ჩემთან გადმოცხოვრება გადაწყვიტე? -რატომ არ მეუბნები ნუ ეჩხუბებიო...რატომ არასდროს მოგწონს ლილე . რას უწუნებ იმ გოგოს -არ მევასება რძლობისთვის...სხვა მიზეზი უნდა მქონდეს? უბრალოდ ერთობი ,ის არ ერთობა გეგმები აქვს და ერთ დღეს შენი ცოლის სტატუსს მოირგებს და მერე ჯოჯოხეთში რომ გადახვალ გამიხსენებ -ნუ იცი ხოლმე ყველაფრის გართულება ... 30 წლის ხარ და 60 წლის კაცივით საუბრობ. ტვინს ტყნ.ვ მოკლედ რომ გითხრა -რატომ იჩხუბეთ ამჯერად -ქეთოზე ჭედავს ისევ ... ეშინია რომ მომეწონება და წინასწარ იზღვევს თავს - გაიცინა და ფეხები მაგიდაზე შემოლაგა- ხოდა მეც ვეჩხუბე , აღარ მახსოვს რა ვუთხარი , მაგრამ ცოტა ხანში თავად ეცდება ჩემს შემორიგებას და მგონი დავიღალე , მომბეზრდა. თან არ ვიცი , მეზარება ახლა თავისუფალი ბიჭის სტატუსით სიარული -ილიას სიცილი რომ აუტყდა გაბრაზდა უმცროსი ჯაფარიძე - სულ როგორ დამცინი ტო , ძმა ხარ თუ მტერი . დიმასთან უნდა მივსულიყავი ,მაგრა მაგათ სიამტკბილობას ვერ ჩავშლიდი -ნუ იბუტები რა...დაშორდე სჯობს . ვინმე ახალი იპოვნე -მომწონს ერთი ,მაგრამ არ ვიცი -რა არ იცი -ისევ დამცინის ... წავალ ახლა საერთოდ -ვინ მოგწონს , ქეთო? -ოჰ ქეთოო ? ქეთევანი ქეთო როდის გახდა- თავი წამოსწია და ისე შეხედა- რა იყო შენ პატარა გოგოები მოგწონს უკვე? -დავაი რა ... ვინ მოგწონს-თქო . ან როგორ მოგწონს , საწოლში ? -არა რა საწოლში ტო ... ჩემზე დიდია, ბოლო კურსზეა. ცეცხლივითაა, მომვარდა და მეგონა მომკლავდა . ბიჭებთან ერთად ვიდექი , ქეთოზე რომ გაიგეს წერდა რაღაცას ვიცინოდით. ისედაც დავინახე როგორ ჩაიარა , მერე გაიგო ალბათ , შეჩერდა თვალები აატრიალა ,ღრმად ჩაისუნთქა და პირდაპირ მოვიდა . ჩემს წინ დადგა . ქვემოდან მიყურებდა ,მერე მხარზე შემახო ხელი, ყელზე გადავიდა და უცებ მომიჭირა. ნუ ჭორაობ იმაზე რაც არ იცი...კაცივით მოიქეცი თორემ მაგ ენას ამოგაცლი და შენს ჩლუნგ ძმაკაცებს გადავაყლაპებო. მერე მკლავში ჩავავლე ,მგონი ვატკინე,მაგრამ გამაბრაზა მისმა სითავხედემ . რაღაცები ვუთხარი,მაგრამ ისევ ისე მიყურებდა წამით არ დაუხევია უკან. მიმალანძღა, შენნაირი ვის უნდა შეუყვარდეს უბრალოდ შენმა მშობლებმა კარგი სახელი დაგარქვესო და წავიდა . ბოლოკურსელებთან ერთად დავინახე , არ მიკითხავს რა ქვია. მერე შემჭამდნენ რაში გაინტერესებსო . ეს რამდენიმე დღეა სულ მახსენდება და ნერვები მეშლება ... აბაროტს ავუღებ -არც იფიქრო ! -ოხ შენ აქ ხარ? მეგონა არც მისმენდი...შენც თუ ფსიქოლოგი ხარ რა. სულ არ ვარ კომფორტულად რომ წამოვწვები და გიყვები რაღაცებს -კარგად კი ჭიკჭიკებ და დავიჯერო არ მოგწონს? იმ გოგოს კიდე შეეშვი , საშენო არ არის -საჩემო რას ნიშნავს ვერ გავიგე ... სხვებზე მეტი რით არის - წამოჯდა და მერე საერთოდ წამოვარდა- მომვარდა იქ და ... ნახავს როგორ უყვარდებათ ჩემნაირები. ყველაზე მარტივად ეგეთები იკერებიან ძაან რომ წივიან და კივიან -ნუ იქცევი ცხოველივით რომელმაც მხოლოდ ჟინის დაკმაყოფილება იცის და სხვა არანაირი კავშირი არ აქვს საპირისპირო სქესთან . ყელში ამოხვედი მართლა ვეღარ უნდა მიხვდე ვისთან რა უნდა გააკეთო? ვიღაცების დაკერვა და მერე მიტოვება უბრალოდ მიტოვება კი არა არაკაცობაა -შენ იცნობ ხომ?-უცებ დაიხარა და ზემოდან დახედა- იცი ვინ არის ? შავთმიანი, მწვანეთვალება, მუქი კანით და დიდი ტუჩებით ... ჯანდაბა -მაგიდას ხელები დაარტყა და ღრმად ჩაისუნთქა-მომწონს -ქეთოს ახლო მეგობარია და შენთვის არც ცხელა დამიჯერე. -ერთ დღესაც შემშლი. როგორ შეიძლება ერთხელ შეხვდე ადამიანს, ან უბრალოდ შეხედო და დასკვნები დადო. ნინიაზე უარესი ხარ შენ -გეყოფა ახლა პატარა ბიჭივით წივილ კივილი. ვის არ მოსწონებია გოგო - ისევ გაიცინა და სულ გააგიჟა სანდრო -არ მომწონს უბრალოდ -უბრალოდ რა? -მუღამი მაქვს -მე ეჭვი მაქვს თუ ეცდები იქეთ დაგკერავს, გიხმარს და მიგაგდებს -იცნობ? რა ქვია ვინ არის, რა გვარია ... ქეთევანივით წერს ნეტა ეგეც? -მეეჭვება წერა შეეძლოს, ნერვები არ ეყოფა . არაფერი ვიცი , უბრალოდ ვნახე ერთხელ . ლექციის შემდეგ ქეთევანთან ერთად იყო -ნახა და დაასკვნა ამდენი რამ... -ლამაზია ისე , თან ძალიან ...უკვე მეგონა რომ მხოლოდ მაკიაჟითა და ბოტოქსებით გალამაზებული თოჯინები მოგწონდა და გემოვნება აღარ ჰქონდა -თოჯინასავით გოგო არასდროს მყოლია და თავს რომ უვლიან , ტრენდულები და მოწესრიგებულები არიან ეგ პლიუსია და ნუ მილანძღავ გოგონებს. უზრდელობაა სხვათაშორის -ე.ი ჭრელთვალება კესარიამ აგაფორიაქა -კესარია ჰქვია? -სხვა თუ არ არის ხო... მე ვინც ვიცი კესარიაა. მაგრამ მწვანე თვალები აქვს თუ არა არ ვიცი, არ დავკვირვებივარ ეგრე. არც ის ვიცი რომელ კურსზეა, ჯანდაბა თმა მუქი შავი აქვს თუ წაბლისფერი ეგეც არ მახსოვს ზუსტად -არც იცნობს და რეები მელაპარაკა. მე გავარკვევ ისევ. შენი იმედი არ უნდა ჰქონდეს კაცს ............ .......... დილით ადრე გაიღვიძა , მოწესრიგდა და სავარჯიშოდ წავიდა. ყურსასმენები მოირგო სიმღერის ხმა ყოველთვის ახშობდა ხმაურს . თავიდან ძუნძულით დაიწყო უბრალოდ სუფთა ჰაერზე უნდოდა ყოფნა და შემდეგ სირბილზე გადავიდა . შორიდანვე დაინახა ნაცნობი ძაღლი რომელიც მინდორში დარბოდა და მალევე გამოჩნდა სუნთქვააჩქარებული გოგონაც. შავი ელასტიკი , ტოპი და სპორტული მოსაცმელი ეცვა. თმა ორ ნაწნავად ჰქონდა შეკრული და აშკარად სუნთქვა უჭირდა სქაის დამსახურებით. რემენს ხელი რომ ჩაავლო იქვე დაჯდა _ცუდი გოგო ხარ ... ძალიან ცუდი . როგორ გამოვარდი მეგონა დამეკარგებოდი. რომ არ შემიძლია ამდენი სირბილი არ იცი? სულ არ ფიქრობ ჩემზე მე კიდე როგორ გივლი. უმადურო შენ... ასე ტყუილად მიყურებ , გაგიბრაზდი_სერიოზული ტონით ესაუბრებოდა წინ მჯდომ ძაღლს კუდს რომ ათამაშებდა და წკმუტუნის თანხლებით შეჰყურებდა _სქაიმ აშკარად არ დაგინდო და დაგამარცხა კიდეც _ბატონო ილია... _ქვემოდან ახედა და გაუღიმა _გამარჯობა ქეთო ... გამარჯობა სქაი. იმედია ისევ არ ეცდები ჩემს შეჭმას _ ჩაიმუხლა და ფრთხილად გადაუსვა ხელი თავზე_ჭკვიანი გოგო ხარ _ძაღლებზე გიჟდებოდა და მითუმეტეს ასეთ ჭკვიანი თუ იყო. რამდენჯერმე ხალისიანად დაუყეფა, კუდის თამაშიც არ დავიწყნია _ ქეთო გაგიბრაზდა? _ქეთოს გამოექცა და ბევრი ანერვიულა ... ცუდი გოგოა _ გულზე ჰქონდა ხელი მიბჯენილი და ღრმად სუნთქავდა პულსიც აჩქარებული გაქვს მაჯაზე შემოხვია თითები . მის გვერდით დაჯდა და პულსი გაუზომა _არაუშავს ...მალე გადამივლის. _როგორც სჩანს არ ვარჯიშობ ხშირად _ ბოთლს თავსახური მოაშორა და წყალი დალია . მერე ისევ სქაის მოეფერა მის ფეხებზე რომ ედო თავი _ სქაის უნდა რომ სპორტული გახდე _თქვენ კი აშკარად ხშირად დადიხართ აქ _უმოძრაოდ მიწევს ყოფნა მთელი დღე და რომ არ ვივარჯიშო რთული იქნება ჩემი მდგომარეობა _ ქეთოს არ უყურებდა ისევ ძაღლს ეფერებოდა„ძალა გერჩის თორემ ვარჯიში რაში გჭორდება... სქაი შენ რაღა დაგმართნია როდის იყო უცხოებს ასე თბილად ხვდებოდი. მოღალატე ... მოგხიბლა ხო? „ _მე და სქაი უნდა წავიდეთ ათიდან მაქვს კურაციები... ნახვამდის _მომავალ ლექციას უკვე აღარ ჩაგიტარებთ ... დაბრუნდა ბატონი შალვა და დაუბრუნდებით ჩვეულ მეცადინეობას აინტერესებდა მისი რეაქცია , მაგრამ დიდხანს ვერაფერი შეატყო. ძაღლი ყეფდა და მისი ფიქრებიც აღარ ესმოდა ბოდიშს გიხდით გაქცეულ სქაის დაედევნა ისევ . ამჯერად მალევე დაიჭირა და მერე მასთან ერთად განაგრძო ძუნძული ერთხანს უყურებდა მერე კი იქაურობა დატოვა. რამდენიმე კვირა ისე გავიდა რომ არაფერი შეცვლილა. ჩვეულებისამებრ აგრძელებდა ცხოვრებას , დადიოდა ყურსასმენებით ყველგან კლინიკის გარდა. იქ კი როგორღაც უძლებდა ქალების ფიქრებს. ახლაც დერეფანში მიაბიჯებდა , სამუშაო დღის დასასრულს გადაღლილი იყო . ერთი სული ჰქონდა სახლს როდის შეაფარებდა თავს. გამაყუჩებლები აღარ შველოდა უკვე თავი ისე უსკდებოდა „ბავშვი მყავს ცეკვიდან გამოსაყვანი და აქედან გაპარვას ვერ ვახერხებ... გიგოც არ მპასუხობს. რა გავაკეთო“ - ესმოდა საიდანღაც რომელიღაც ექთნის ფიქრები -„ნეტავ ახალ სერიას როდის დადებენ...მოვიწყინე „ -„მშია ,მაგრამ არა დიეტას ვერ დავარღვევ. ძლივს დავიწყე ...სულ ცოტაც და ზაფხულამდე ფორმაში ვიქნები“ -„ეს ჯაფარიძე მომინელებს ... როგორი კაცია. ისე დადის რომ ვუყურებ ვსველდები“ - თვალები აატრიალა და მიმღებში მჯდომი ნანიკოს ფიქრები მემილიონედ დააიგნორა. ამ დროს ის გოგო ეგონა თავი უმოკლესი კაბით რომ მიდის და ბირჟაზე მდგომი უსაქმურები ნერწყვის ყლაპვით აყოლებენ თვალს. უკვე ყელში ჰქონდა ყველაფერი, ზოგჯერ გიჟდებოდა. ჰქონდა პერიოდები როდესაც ვეღარ უძლებდა , უბრალოდ ვეღარ უძლებდა და შვებულებას იღებდა. რამდენიმე დღე სახლში მშვიდად იკეტებოდა, ეძინა, სუმღერას უსმენდა, ფილმებს უყურებდა, ნორმალურად იკვებებოდა და მხოლოდ იქ მიდიოდა ვისი ფიქრების მოსმენაც უყვარდა. ან სახლში ან ბექასთან , ბარბარეს ფიქრები სულ ახარებდა და პატარა ქალბატონები კიდე ისეთი ტკბილები იყვნენ ფიქრებიც კი საოცარი ჰქონდათ. ყველაზე მეტად ბავშვების ფიქრები უყვარდა , წამალივით იყო ბავშვების მოსმენა მისთვის პირდაპირ ბექასთან წავიდა. იქ ისე იყო როგორც საკუთარ სახლში, რაღაცები მიიტანა . მაგიდაზე დააწყო და ირგვლივ მიმოიხედა -სადახართ ტო -ილო ძიააა- პატარა ქალბატონი გაფარფატდდა და შემდგე მეორეც მიჰყვა და ორივე ერთად აიყვანა ხელში -ტკბილებო როგორ ხართ? დედიკო და მამიკო სად არიან?- ლოყაზე აკოცა ორივეს და მერე სამზარეულოსკენ წავიდა -დედიკო მეორე სართულზეა -მამიკო სარდაფშია...დედიკომ ჩაკეტა. მაინც ლოთი ხარო -იჩხუბეს? -ნწ, უბრალოდ დედიკო გაიბუტა -დედიკო ვნახოთ თუ მამიკო? -მამიკოს კარს გავუღებთ რა...გვეცოდება. შენ დედიკოს ელაპარაკე -გაართე ხო?- ორივე მამიკოსკენ იყო როგორც ყოველთვის . ძირს ჩამოსვა ილომ და ორივე გაიქრა. თავად ზემოთ ავიდა. დერეფანშიც ესმოდა ბარბარეს ხმა -„ეგ იდიოტი . როგორ გაბედა ...როგორ დაავიწყდა ჩვენი ქორწინების დღე. არ ვაპატიებ ეგდოს იქ გამომწყვდეული. თავის ღვინოებთან, ის ხომ კარგად ახსოვდა კახეთში გავარდნილიყო და ღვინო დაეწურა...დამპალი. კიდევ დიდხანს არ ვეტყვი ბავშვზე? ბავშვიო რომ გაიგო წამსვე აუჩქარა ნაბიჯს და პირდაპირ შეაჭრა საძინებელში -ჩემი მშვენიერი რძალი რად იმყოფება ასე გაბრაზებული...რატომ ხარ უმოწყალო ბარბიკო? -ილიკოოო- წამსვე წამოდგა და მოეხვია. ლოყები დაუკოცნა და ყურებამდე გაიღიმა- როგორ ხარ ძვირფასო ? –„მომენატრე შე საზიზღარო. სულ რო არ გაგახსენდებით იქნებ მოხვიდე და ასწავლო შენს ძმაკაცს როგორ უნდა იყოს ყურადღებიანი და საყვარელი „ -მომენატრე და მოვედი, მაგრამ ბექუნა გამოგიკეტავს -რა დღეა დღეს ?- წარბები მაღლა აზიდა და მისი პერანგის გასწორება დაიწყო - პერანგებს ისევ შენ აუთოებ? ასე კარგად როგორ გამოგდის არ მასწავლი? -რა დღეა დღეს... -ილია რა დღეა დღეს? -ეგ დაავიწყდა და იმიტომ გამოკეტე? სხვათაშორის ეგ ძალადობაა და არ შეიძლება- გაიცინა, ხელზე აკოცა და მერე ცხვირზე დაკრა თითი- შვიდი წელი გავიდა უკვე ტო...ეჰ რა ახალგაზრდა ვიყავი მეჯვარის სტატუსი რომ მომარგეთ -აი ხედავ? შენ გახსოვს და იმას არ ახსოვს - უცებ დაიყვირა და ილიას მოშორდა -მეც არ მახსოვდა, დავფიქრდი და მერე გამახსენდა...მოდი აქ დაჯექი და მითხარი ისე როგორ ხარ -როგორ ვარ...შესანიშნავად ვარ -„ახლა ეს თუ კიდე მიხვდება რომ ფეხმძმედ ვარ მე ჭკუიდან გადავალ ღმერთო... კარგი მაშინ სულ ცუდად ვხდებოდი და ახლა არაფერი მჭირს „ -ბარბიი? ბექას არ გამოუშვებ? -ნწ -იქნებ ახსოვდა და საღამოსთვის გიმზადებდა სიურპრიზს ისე როგორც შენ -რა მე -შარშან ხო მთელი დღე თავს იტყუებდი ვითომ არ გახსოვდა, ხოდა ალბათ სამაგიეროს გიხდის -შენ ვისკენ ხარ -იმათკენ ვინც ბექუნას ბავშვებს ატარებს ხოლმე მუცლით- გაიცინა და მუცელზე მიადო ხელი- ნეტავ ბიჭია? -შანსი არ არის...- ხელზე ხელი დაარტყა და მერე თვაები გაუფართოვდა- როგორ ხვდები...ყოველთვის როგორ ხვდები -რამდენი თვის ხარ -ორი დღის წინ გავიგე...ჯერ ერთი თვისაა. ექიმთანაც ვიყავი დღეს იმ იდიოტს შეხვედრა ჰქონდა, წუხელ წაბრძანდა კახეთში და დღეს რომ დაბრუნდა არც შემოუხედავს ისე ჩავიდა თავის ღვინოებთან. ხოდა დაეგდოს იქ . შენ არაფერს ეტყვი თორემ გეფიცები არასდროს დაგელაპარაკები -როგორც სჩანს აგრესიული ფეხმძიმობა გაქვს ამჯერად...წინა ტოქსიკური იყო ახლა განწყობაზე მოქმედებს ბატონი ან ქალბატონი -ილია ... ჩემი ბასასოები სად არიან? ისევ იქ სხედან კართან და ჭუჭრუტანიდან უყურებენ იმ იდიოტს?- ღიმილი შეეპარა ხმაში და მერე გაიცინა- იცი რა საყვარლები იყვნენ? მეჩხუბეს , გამებუტნენ და მერე კართან დასხდნენ. ჩვენ გავიფიცებით , ვიშიმშილებთ მამიკოს თუ არ გამოუშვებო -ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას რომ ახდენ. ანერვიულებ და სტრესავ ხომ იცი -ნუ დაიწყებ ახლა...იციან რომ გამოვუშვებ და ერთობიან -გინდა მე გამოვუშვა და მერე ვიჩხუბოთ ვითომ ჩუმად გავუღე კარი? - გაიცინა და გაბრაზებულ ბარბის თავზე აკოცა -მიდი ხო ... ოღონდ უთხარი ბარბარე ძალიანაა გაბრაზებულითო -კიდევ რა ვუთხრა -არაფერი -„რომ მიყვარს ეგ იდიოტი და კიდევ მთელი თვე სახლს დაალაგებს, ბავშვებს მოუვლის და საერთოდ ყველაფერს. ღმერთო რა კარგია კაცები რომ ვერ ფეხმძიმდებიან და ჩვენ შეგვიძლია მთელი ცხრა თვე გავამწაროთ. მთელი ექვსი წლის ცოდვებს გავახსენებ მადროვოს“ -ვგიჟდები შენზე...წავედი გამოვუშვა დატყვევებული „მოვა ახლა მეტყვის პატარავ ნუ მებუტებიო და შემირიგებს წამსვე. არა ვერ მოგართვი ბატონო ბექა , ამჯერად მტკიცედ დავდგები „ მისი ხმა ესმოდა დიდხანს. მერე ქვემოთ ჩავიდა და ბატონს კარი გაუღო. ბავშვები პირველები შევარდნენ და მოეხვივნენ -დედა გაგიჟებულია -მე ვიცი როგორ შემოირიგო -შენ კი არა მე ვიცი და მადროვე -დამშვიდდით მამას ბარტყებო ...დედიკოს როგორმე შემოვირიგებ -დალიე შე ჩემა? - გაიცინა და მერე ხელი მიარტყა -რა მეკეთებინა აბა...იმ გიჟმა ის ეუცებ შემიტყუა და გამომკეტა. - ბავშვები დასვა , ღვინის გახსნილი ბოთლი აიღო და იქედან გავიდა- ხორცი მაქვს... შევწვავ და დავლიოთ . ხომ გცალია -მართლა არ გახსოვს დღეს რა დღეა? -მახსოვს... როგორ არ უნდა მახსოვდეს -მერე რა დროს ხორცი და ჩემთან ერთად დალევაა. ბავშვებს მე წავიყვან ჩემებთან, ნინია დააძინებს ღამეც დავიტოვებთ -არსადაც არ წაიყვან ბავშვებს ... არ ვაპირებ სიურპრიზის მოწყობას . იქეთ მაჩუქოს რამე, შემომირიგოს და საერთოდ გაბრაზებული მე ვარ -შენ ხო არ გაგიჟდი ... აქ რო გამოგკეტა იმაზე ბრაზობ? = ჩუმად ელაპრაკებოდა ბავშვებს რომ არ გაეგოთ. მართალია ისინი უკვე სათამაშოებზე იყვნენ გადართულები,მაგრამ მაინც იზღვევდა თავს -რას ითხოვს ჩემგან? თვითონ აღარ ვუყვარვარ , ფეხებზე ვკიდივარ, ყურადღებას არ მაქცევს, ზედაც არ მიყურებს და საერთოდ კაცება რა დავაშავეთ სულ რო ჩვენგან ელიან საჩუქრებს, სიურპრიზებს და ყველაფერს საერთოდ -რას ბოდავ - უკან მიჰყვა და თან ეღიმებოდა -დალევ თუ არა... თუ არა მაშინ გუგასთან წავალ -შენი ნერვები არ მაქვს... შენ ის შემთხვევა ხარ ფსიქოლოგობა რომ აღარ მინდება. მე და ბავშვები მივდივართ შენ შეგიძლია ახვიდე ცოლთან და გაარკვიო რა ხდება. გადაღლილი ხარ მესმის, ყველაფერმა გადაგღალა ,მაგრამ იაზროვნე ცოტა და ისევ სულელურ ეჭვიანობას ნუ დაიწყებ ბავშვი აღარ ხარ არც ბარბარეა პატარა თინეიჯერი რომ მოეწონოს შენი გაგიჟებები - მშვიდად უთხრა , მხარზე ხელი დაარტყა , ბოთლი აართვა და მერე გოგონებთან მივიდა- ბაჭიებო წამოხვალთ ნინია ბებოსთან? -„როგორც სჩანს იმათ შერიგებას დიდი დრო დასჭირდება „ -„ნინიას კოტლეტებს შევჭამდი“- ღიპუცამ გაიფიქრა და ილიას ისევ ხმამარლა გაეცინა. ორივეს კოცნიდა . მერე გაუშვა თქვენი ნივთები აიღეთო და ათ წუთში გზაში იყვნენ. ბავშვები იყვნენ არსებები რომლებიც უპირობო ბედნიერებას აძლევდნენ ილიას. მათთან მიახლოებაც კი საკმარისი იყო ყველაფრის დასავიწყებლად და არასდროს ამბობდა უარს მათთან დროის გატარებაზე. სახლში რომ შევარდნენ პატარა ქალბატონები ეზოშიც ესმოდა ნინიას ხმა , ზუსტად იცოდა ტიპიურად დაემსგავსებოდა სხვა დედებს და რამდენიმე საათში მაინც ეტყოდა შენს შვილებს როდის უნდა ვეთამაშოო , ილია ისევ დააიგნორებდა მის კითხვას და მერე მოისმენდა ფიქრებს რომლებშიც ქოთქოთებდა ერთი შეხედვით მშვიდი ნინია . როგორც აღმოჩნდა ნინიას დაქალის დაბადებისდღე იყო ამიტომ ბავშვებთან მარტო დარჩა და ვინაიდან მათი ფიქრები სულ გართობისკენ იყვნენ გადაწყვიტა გამონაკლისი დაეშვა რომელსაც რამდენიმე თვეში ერთხელ უშვებდა მხოლოდ და მაკში წაიყვანა. ორივე დახტოდა სიხარულისგან, ერთნაირი ჯინსის კომბინიზონები ეცვათ, კიკინებიც ერთნაირად ჰქონდათ და საერთოდ ვერ გაარცევდით რომ არა მაშოს „ზედმეტი“ კილოგრამები. მანქანა გააჩერა, შემდეგ ქალბატონებს კარი გაუღო, ღვედები შეუხსნა და ძირს ჩამოსვა. შუაში დადგა, ორივეს ხელი ჩაკიდა და გაღიმებულმა განაგრძო გზა. როგორ არ უნდოდა ხმაურში შესვლა ,მაგრამ მათ გამო რას არ გააკეთებდა კაცი. ორივე მაგიდასთან დასვა და მალევე დაბრუნდა. დიდხანს ისმენდა მათ გემრიელ ფიქრებს და თან უყურებდა როგორ მიირთმევდნენ, თავად ნაყინს მიირთმევდა. -ნაყინი კიდე არ შეიძლება? -მაშო გეყოფა, გასუქდი უკვე -შენ შენს თავს მიხედე, მე მსუქანი კი არა ფუმფულა და საყვარელი ვარ . შენ კი ქარს დაჰყავხარ- განაცხადა და ტუჩები გაილოკა. ილიამ ხელსაწმენდი მიაწოდა და ცოტა ხნით გაჩუმდნენ. უამრავი ადამიანი იყო ირგვლივ ,მაგრამ მათი მეზობელი მაგიდა თავიდან ცარიელი იყო. შემდეგ ხმაური იყო, ბავშვებს უსმენდა და რომ გაჩუმდა უკან მჯდომის ხმა გაიგო -„შვილები ჰყავს? ცოლი თუ ჰყავს ბეჭედს არ ატარებს თუ მე არ მომხვდა თვალში. რა არის ბაღში შეირთო ცოლი? თუ იმაზე დიდი ასაკი აქვს ვიდრე მე მეგონა. ჩამეშალა ყველა აზრი , ემოცია გეგმა,ჩემი საოცნებო ქორწილი, მეჯვარის ადგილი...დამრჩა ქეთო გაუთხოვარი“ -ქეთოო რომ გაიგო სუნთქვა შეეკრა. ეგონა რომ იქ კესარია იჯდა ,მაგრამ სრულიად სხვა ვინმე იყო . ისევ უკან მიიხედა ,მაგრამ იმ სამი გოგოდან არცერთი იყო ნაცნობი-„ჯანდაბა ახლა შევიშლები კესარიას ყელს გამოვჭრი. როგორ ვერ გაიგო იმ კლინიკაში მუშაობს . მე რომ იქ ვიყო ყველა დეტალს გავიგებდი,იმასაც კი რა ზომის ფეხსაცმელს იცვამს. თითის ზომასაც გავიგებდი და ბეჭდებს ავარჩევინებდი იმ ჯიუტ გოგოს. რა ლამაზი ბავშვები ჰყავს , ცოლი ჰყავს ალბათ ქერა. აიი თურმე ქერები მოსწონს , არც ვიცნობ და მაინც მივხვდი . ის ორი კიდე ნერვებს მიშლიან...ესენიც ნერვებს მიშლიან , ვის გაუგია ამ დროს ფრით ჩასკდომა, პლიუს კოლა, ნაყინი ესენიც თუ ექიმები არიან . ანდე ახლა ამათ სიცოცხლე... რა საყვარელი ბავშვები არიან , მალე წამოვდგები მოხუცი ქალივით თავზე დავადგები და მოფერებას დავუწყებ...როგორი სენტიმენტალური გავხდი“ რამდენიმე წუთი უსმენდა მის საუბარსაც და ფიქრებსაც . სულ მალე მიხვდა რომ სანდრო მასზე საუბრობდა და არა კესარიაზე. -ბავშვებო წასვლის დროა ... მალე უნდა დაიძინოთ . -კარგი ხო წავიდეთ -სახლში რომ მივალთ შოკოლადს ხომ მაჭმევთ? - მაშიკოო შოკოლადს დილით გაჭმევ -ილიკოო კარგი რაა -ნათლია ხომ იცი რომ მაინც მოიპარავს და მივცეთ „ნათლიაო ... ნათლიაოო ღმერთო ნუ მიწყენ მაგრამ უზომოდ მიხარია რომ შვილები არ ჰყავს“ სახლში წაიყვანა ბავშვები. ორივე რომ მოწესრიგდნენ საძინებელში შეიყვანა და მათთან დაწვა . კუთხეში იყო მიწოლილი და ორივეს უყურებდა -ზღაპარი უნდა მოგიყვეთ? -ნწ, დიდები ვართ უკვე -რამე ამბავი მოგვიყევი -ხო მოგვიყევი შენზე ... ცოლს როდის მოიყვან? -არავინ გიყვარს ნათლია? -როგორ არ მიყვარს...ვინ თქვა რომ არ მიყვარს. იმდენი ვინმე მიყვარს...თქვენ მიყვარხართ, ბარბარე, ნინია, სანდრო მიყვარს -ოოო ეგრე არა ... ცოლად რომ მოიყვანო ისე -დედა რომ უყვარს მამას ისე არავინ გიყვარს? -არ მიყვარს, მაგრამ ვნახოთ . მე ხომ ჯერ მოხუცი არ ვარ- თავზე აკოცა ბავშვს და მერე სანათი ჩააქრო- დაიძინეთ ბავშვები დაქანცულები იყვნენ და კი ცდილობდნენ თავის შეკავებას ,მაგრამ არ გამოუვიდათ. ილია კი ნინიამ გამოიჭირა , საძინებელში შეუვარდა და საწოლზე დაჯდა, კედელს მიეყრდნო და თან ისე უყურებდა თითქოს დაკითხვაზე იყო. -რა ხდება ნინია? -შენი ნინია ვინ არის... დედა დამიძახე -ზოგს ჩემ საყვარლად აჩვენებ თავს და დედა დაგიძახო? -არ მეტყვი მაშინ რა გაიფიქრა? -მოეწონე, გემოვნება ჰქონიაო , მაგრამ დავიჯერო ძალიან უფროსი არ არისო? -ჰმ, მართლა მოვეწონე? მეგონა გამლანძღავდა ეს პედოფილი ქალი რას უშება ჩემს ბიჭსო იტყოდა -ბიჭსო? ბიძია ილიას მეძახის დედა -ნუ დაითრგუნები და დაკომპლექსდები ახლა...მაგ ბავშვს აშკარად არ აქვს ასაკის აღქმის უნარი, მაგრამ ეგ არაფერი -რატომ ამოიჩემე დედა? -არ ვიცი... შენ რატომ აქცევ ყურადღებას -რამდენი ქალისთვის მიმიქცევია ყურადღება ამ 15 წლის განმავლობაში -ბევრი , მაგრამ მე ყველა არ მომწონდა. ზოგი ზედმეტად კარიერისტი იყო, ზოგი ზედმეტად ჭკვიანი, ზედმეტად ნაზი, ზედმეტად რაღაცნაირი. შენ ვისი ფიქრებიც მოგწონს ყველა შენი შესაფერისი არ არის. ხომ იცი იდეალური არ ნიშნავს შენთვის შესაფერისს -დედა გთხოვ არ გინდა... წადი დიმას მარტოს ნუ დატოვებ -სძინავს...ხვალ ადრე უნდა გაიღვიძოს და მიიძინა . შემეშინდა რომ გავაღვიძებდი და გამოვედი -დედაა -რა გავაკეთო , ვერ ვუყურებ მშვიდად...მე ახლა ვიმყოფები იმ ასაკში როდესაც ყველაზე მეტად შეგიძლია ს.ქსით ტკბობა. რაღაც ხდება კიდევ რამაც განწყობა აგიმაღლა -შენ დალიე ხომ? -არ უნდა დამელოცა ჩემი საუკუნის დაქალი? -დედა მომცემ დაძინების საშუალებას თუ წავიდე -საზიზღარო...სულ აღარ გიყვარს დედა. სანდროზე უარესი გახდი ... ის დაშორდა იმ სწერვას? -მგონი -მისი ფიქრები არ მესმის და მაინც მაღიზიანებს. მე სხვანაირი რძალი მინდა , კი ჭკვიანია და ექიმი გახდება, მაგრამ სანდროს ცოლობად ვერ წარმომიდგენია -დედა აუცილებელი ხომ არ არის ცოლი შევირთოთ ... ყველას თქვენნაირი ურტიერტობა ვერ ექნება -შენ რა გგონია ასე მშვიდი და ლაღი ცხოვრება გვქონდა? სანამ პატარები იყავით ურთულესი იყო ყველაფერი . ზოგჯერ მეშინოდა რომ დიმა დაიღლებოდა და ისე მოიქცეოდა როგორც სხვა უამრავი კაცი -მაგრამ ასე არ მოხდა და გაუძელით ... მე და სანდრო მამას არ ვგავართ -როგორ არ გავხართ...აბა ვის გავხართ მოღალატე ნაბიჭვრები იქნებით? -არავინ იცის რა მოხდება -დაიძინე , ნერვებს მიშლი უკვე ხმაურით აკოცა ლოყაზე და მერე ოთახი დატოვა. მთელი ღამე ვერ მოისვენა, ძილი თავიდან ძალიან უჭირდა,მაგრამ შემდეგ მოახერხა დამშვიდება. ბოლო დროს კი ისევ აფორიაქებული იყო. დილით ადრე წავიდა კლინიკაში, კაბინეტში შევიდა და პაციენტების სიას გადახედა. რამდენიმე ნაცნობი პაციენტი მიიღო, ჩვეულებისამებრ უსმენდა , ესაუბრებოდა, კარგად იცოდა მათი მდგომარეობა შემდეგ სავარძელს რომ მიეყრდნო და ფანჯრისკენ შებრუნდა გონების განსატვირთან კარი გაიღო , სწრაფად დაიხურა და ვიღაც სწრაფად დაიძრა სავარძლისკენ -გამარჯობა...დარწმუნებული ვარ დაღლილი ხართ უკვე იმდენი ვინმე იყო სიაში ჩემს წინ, მაგრამ გაითავისუფლეთ გონება და ჩემზე გადმოერთეთ თუ შეიძლება. მეც უზომოდ დაღლილი ვარ -ნაცნობი ხმა გაიგო, იმდენად სწრაფად საუბრობდა ქალბატონი გააზრებაც კი გაგიჭირდებოდა ადამიანს . რომ შებრუნდა და შავთმიანი მწვანეთვალება დახვა სავარძელზე მიწოლილი წამით თვალები გაუფართოვდა -გამარჯობა -შეენ? - უცებ წამოიწია -„ჯანდაბა , ჯანდაბა რა გამოდის ახლა მომავალ სიძეს უნდა მოვუყვე ჩემი პრობლემის შესახებ? დავიღუპე და ის არის. არა , არ გამოვა , მაგრამ როგორ წავიდე . ჯანდაბა . აი ხომ ვამბობდი ფსიქოლოგიც ვერ მიშველის-თქო“ -თქვენი სახელი , გვარი ... გამეცანით და მომიყევით მიზეზი -არ გინდა.... ძალიან გთხოვ ახლა არ დაიწყო ეს შესავლები . ქალბატონი ნინია როდის მოვა? -ნინია დღეს არ იქნება ... ან უნდა წახვიდეთ და პრობლემამ შეგაწუხოთ ან მომიყვეთ რა გაწუხებთ -შეწყვიტეთ კალმი თამაში, მაღიზიანებს თქვენი ნატიფი თითების მოძრაობაც და ეს მზერაც. თითქოს ჩემს ტვინში ძვრებით , არადა აქ მხოლოდ იმიტომ ვარ რომ ვისაუბრო ისე რომ არავინ გამაჩუმოს და მადროვოს -როგორც სჩანს ვერ ახერხებთ თქვენი ემოციებისა და გრძNობების გაზიარებას . დაგროვილი შეგრძნებები და აზრები გაწუხებთ, გაფორიაქებთ -ვაუუ , როგორ მიხვდით - გაიცინა და ისევ მიეყრდნო სავარძელს, ფეხი ფეხზე გადაიდო ტერფებს ამოძრავებდა და ღრმად სუნთქავდა -ფარდები ჩამოვაფარო თუ -მჭირდება ნაკლები განათება, ნაკლები ხმაური , ერთი ჭიქა წყალი და მშვიდად ყოფნა . რატომ? იმიტომ რომ დასასვენებლად ვერ მივდივარ, დრო არ მაქვს, ყველას თავისი პრობლემა აქვს და ყველაფრის თქმას ვერ ვახერხებ , მეზარება თანაც -და მაინც რა გაწუხებთ ... რაიმე მნიშნელოვანი ცვლილება მოხდა თქვენს ცხოვრებაში რამაც თქვენი მოთმინების ზღვარი გადალახა?- ფარდები ჩამოაფარა და მის გვერდით დაჯდა -მე მთელი ცხოვრებაა რაღაც მაწუხებს, რაღაც ამბავს ვერ ვიტევ. ყველაფრით უკმაყოფილო ვარ, არაფერი მომწონს, ყველაფერი მაღიზიანებს და საერთოდ ზედმეტად ,უზომოდ ემოციური ვარ . მომავალი გინეკოლოგი ვარ , მესამე წელია ვმუშაობ ... ქაოსია ყველგან , ყოველთვის . რეზიდენტი ვარ უკვე, უმცროსი ექიმი და ზოგჯერ ძალიან მღლის ეს პასუხისმგებლობა-„როგორ მეზარება ახლა ამ ზოგად თემებზე საუბარი, მაგრამ მართლა რაც მაწუხებს მისი ძმაა და ხომ არ ვეტყვი. მერე რომ მიხვდეს ...არადა ისე მინდა დავჯდე და გამოვლანძღო ვიღაც მესამესთან „ -და მაინც არ მიყვებით იმას რაც რეალურად გაწუხებთ... პასუხისმგებლობა, ქაოსი, საქმეები ყველას გვაწუხებს , ყველას ვისაც აქვს სამსახური, ოჯახი . რამდენი წლის ხართ? -24 წლის ვარ და მგონია რომ დავბერდი უკვე იმდენი რამ ვნახე და გავაკეთე მგონია რომ მთელი საუკუნეა მშვიდად არ ვყოფილვარ. 24 წლისაა ჩემი სხეული და 124 წლის სული ... ზოგჯერ ეს ენერგიაც მეზიზღება რომელიც არა და არ ილევა . მეზიზღება ემოციები რომლებიც მიჩნდება, რომლებსაც ვერ ვმალავ და რა უნდა გავაკეთო -დაიკიდე -უკაცრავად? - გაიცინა და თვალები გაახილა - ფსიქოლოგის დიპლომი გაქვთ ? -სახელი ისევ არ გითქვამს -თინა გეგეჭკორი ... რამდენი წლის ხართ ბატონო ილია? - დაჯდა და მზერა გაუსწორა -აქ მე გისმენთ , სხვა დროს სხვა გარემოში შეიძლება გიპასუხოთ -30 ? თუ 35-„ არა 35 არ მაწყობს ბევრია. ამდენისაც არ იქნება , თუ იქნება ჰმ რამხელა თავსატეხია ეს კაცი . ჩემთვისაც კი ...მისი იდიოტი ძმა ცოტათი მაინც რომ ჰგავდეს საინტერესო იქნებოდა , არაა ის არასდროს იქნება საინტერესო“ -თინა ყველაზე მეტად რა გიშლით ნერვებს. რა არის ის რასაც ვერ უმკლავდებით „შენი იდიოტი ძმა . მინდა რომ მოვკლა , თან მახსენდება რომ უკვე დავდე ის წყეული ფიცი . კიდევ კარგი გინეკოლოგი ვარ და მისი მკურნალობა არ მომიწევს არასდროს თორემ გავგიჟდებოდი“ -ამისთვის დრო არ გვეყოფა და მგონი სჯობს უბრალოდ დავწვე და დავისვენო . სახლში რომ მივალ ჩემი სამი ძმა დამაგლეჯს ნერვებს -სამი ძმა გყავს და შენ ალბათ მეოთხე შვილი ხარ. სავარაუდოდ ზედმეტი ყურადღება და გარკვეული წესებიც მოქმედებს შენზე -სულ ექვსნი ვართ ... პირველი ორი დები , შემდეგ ძმა , შემდეგ მე და ბოლოს კიდევ ორი ძმა. ყველა ასაკის ადამიანი ვცხოვრობთ სახლში . სიმშვიდე, მარტოობა და უსაქმურობა რას ნიშნავს არ ვიცი. არ გაინტერესებთ გინეკოლოგობა რატომ გადავწყვიტე? -თუ გინდა რომ მითხრა , გისმენ -დედაჩემმა იცოდა რომ დაიღუპებოდა თუ კიდევ გააჩენდა ბავშვს, მაგრამ მაინც არ გაიკეთა აბორტი... არც თავს იცავდა და სიგიჟემდე მაინტერესებდა რატომ წირავდნენ ქალები თავს შვილების გამო . მაინტერესებდა რა მოუვიდა დედას, რას გრძნობდა ყოველ ჯერზე და საერთოდ როგორია როდესაც ახალ სიცოცხლეს ატარებ მუცლით .... ამის გასარკვევად იქნებ სჯობდა თავად დავფეხმძიმებულიყავი, მაგრამ რატომღაც ეგოისტი ვარ და ვერ ვიპოვნე კაცი რომლის შვილის გაჩენაც მენდომება , რომლის გამოც ცხრა თვე დავდგები ნაღმზე და შემდეგ მთელს ცხოვრებას მივუძღვნი ... ჯანდაბა მგონი დავბერდი , ამოუსუნთქავად რომ ვლაპარაკობ სუნთქვა მეკვრის. ადრე ასე უცებ არ ვიღლებოდი , რაღაც მჭირს . კარდიოგრამა უნდა გადავიღო - სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა . იმდენად რომ ილიკომ სიცილი ვერ შეიკავა . თავი დაბლა დახარა და მერე სერიოზული გამომეტყველებით შეხედა -დედაზე არაფერს მეტყვი? -ბევრი არაფერი მახსოვს 5 წლის ვიყავი რომ გარდაიცვალა. დედას ჩემს უფროს დას ვეძახდი ხოლმე ზოგჯერ მგონია რომ თამუნა მიყვარს ისე როგორც დედები უყვართ . ეს ალბათ ნორმალურია ხომ? –„რა ჯანდაბაა , რატომ ვუყვები ამ ყველაფერს. მას ხომ უფლება არ აქვს ვინმესთან ისაუბროს იმაზე რასაც ვეტყვი. შესაბამისად პრობლემაც არ არის“ -ოდესმე დაგიდანაშაულებია შენი პატარა ძმა? -არასდროს ... ალბათ იმიტომ რომ ასე არავინ იქცეოდა. მამამ ყველაფერი დროულად გაგვააზრებინა, ისე როგორც შეგვეძლო ამ ყველაფრის გააზრება. თანაც ეს დედას არჩევანი იყო , არ ვიცი რა იქნებოდა დედა რომ მყოლოდა ,მაგრამ ჩემი ნიკოლას გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია -მეც მყავს პატარა ძმა , რვა ძლით არის ჩემზე პატარა და -ანუ 30 წლის ხარ -ინფორმაციის გამოძალვა კარგად გეხერხება „დიდი სიამოვნები გეტყოდი ახლა ვერ ასწავლე რამე იმ შენს პატარა ძმას-თქო,მაგრამ მომწონხარ და არ მინდა შენთან ჩხუბი. ჯერ ჯერობით მაინც , მერე ვნახოთ სიძე რომ გახდები როგორ მოგექცევი?“ -და მაინც როგორ ახერხებთ ორი პროფესიის მორგებას. ორი რთული პროფესიის- დაჯდა , მასთან ახლოს იყო და თვალებში უყურებდა- მეც მინდა კიდევ ერთი რეზიდენტურის გავლა და მეშინია რომ ორი კურდღლის მადევარივით გამომივა -გააჩნია რა გინდა...გინეკოლოგიას თუ შეუთავსებ -სექსოლოგობა მინდა , თავიდანვე მინდოდა,მაგრამ გინეკოლოგია უფრო მეტად მინდოდა ‘“ქეთუშა კი დამცინის მენჯს ვერს გასცდი შე გარყვნილო ქალოო,მაგრამ კაცობრიობის არსებობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია“ -მგონი მალე ფსიქოლოგობაზეც იფიქრებ, ვფიქრობ დიდი დოზით მოთმინება გჭირდება ამ ორი პროფესიის დასაუფლებლად -მე კი ქართველი კაცების კომპლექსები მაფერხებს. გინეკოლოგთანაც კი არ არიან თავისუფლად და სექსოლოგი ქალი ? შენ მიხვიდოდი ჩემნაირ სექსოლოგთან? -შენ ხომ გაინტერესებს, გინდა ისწავლო და გგონია რომ დასჭირდები ადამიანებს სრულფასოვანი , ჯანსახი ცხოვრებისთვის გინდა რომ ისწავლო და შესაბამისად , როგორც ყოველთვის მთავარია საკუთარ თავში იყო დარწმუნებული. -ეგეცაა ... შევძლებ კი ურეაქციოდ და მშვიდად ვუსმინო სხვა ადამიანების პრობლემებს სექსში? იქნებ საერთოდაც ვერ შევძლო,ემოციური ვარ და დამეტყოს რომ რაღაც გულს მირევს, რაღაც მაცოფებს, მიკვირს ან არ ვიცი ათასი რამ შეიძლება მოხდეს თინასთან საუბრის შეწყვეტას არ აპირებდა , საათს საერთოდ არ უყურებდა, მაგრამ დრო რომ გავიდა ბატონი სანდრო შეეჭრა კაბინეტში. ასე იცოდა ხოლმე დრო რომ ჰქონდა ან რაიმე აწუხებდა უვარდებოდა დაუკაკუნებლად , დაუკითხავად და ამჯერად საოცარი დამთხვევა მოხდა -შეიძლება შევიშალო. ის გოგო ... შეენ? - კარი მიიჯახუნა და თინა რომ დაინახა ირგვლივ მიმოიხედა- მეღადავები? „ღმერთო გახსენი მიწა ჩააგდე ეს ერთუჯრედიანი ამება და გაათავისუფლე დედამიწა. მაინცადამაინც ახლა რამ მოიყვანა . დღეს უკვე ზედმეტია „ -შენ აქ რა გინდა -ალექსანდრე გარეთ დაიცადე და მოგვიანებით შემოდი -სერიოზულად? აპირებ ამ გიჟს მოუსმინო? სხვათაშორის შენ ფსიქოლოგი კი არა ფსიქიატრი გჭირდება და ალბათ ისიც ვერ გიშველის... -აშკარად აღგზნებული ხარ ისევ, არ გადაგიარა? - ქვემოდან ახედა და გაუღიმა - დამშვიდდი, ვინ არ ყოფილა თინეიჯერი -წამოდგა, ტანზე მოტმასნილი კაბა გაისწორა, ილიკოს ლოყაზე აკოცა და ჩანთა აიღო - ნახვამდის ბატონო ილიკო . მომავალ ვიზიტზე გიამბობთ როგორ ვახერხებ პირველყოფილების თავიდან მოშორებას „როგორ იყურება, დიდი სიამოვნებით დაგთხრიდი თვალებს,მაგრამ არ შემიძლია ისე უნდა მოვიქცე როგორც ზრდილობიან გოგონას შეესაბამება, როგორც ექიმს მოეთხოვება „ სანამ თეძოს რხევით მიაბიჯებდა სანდრო ყბებდაჭიმული, ძარღვებდაბერილი უყურებდა და აშკარად მალე იხილავდ ამის აფეთქებას. ჩარევას არ აპირებდა, პოპკორნი სჭირდებოდა სანახაობის ბოლომდე შესაგრძნობად. უყურებდა როგორ შებრუნდა სანდრო ხელი ჩაავლო თინას და კედელზე ააკრა . მისი სიტყვები არ ესმოდა, მაგრამ თინას ფიქრები კივილივით ჩაესმოდა „რას აკეთებს, რას აკეთებს ... რა ჯანდაბაა გული რატომ ამიჩქარდა მისი უსაშინლესი სუნამოს სუნი , წყეული თითები...ჯანდაბა ახლა გული წამივა და დავიღუპები. თავი შეიკავე თინა , თავი შეიკავე თორემ შემოგაკვდება ან შემოაკვდები და ტეხავს , არ გეკადრება თინა...“ ისევ ვერ გაიგო რა უთხრა, აშკარად სანდროს ყურთან საუბრობდა , მერე უმცროსი ჯაფარიძე გაქვავდა ის კი წავიდა. აღარც ფიქრები ესმოდა, აღარც ხმა და მალე სიჩუმე კარის ხმამ დაარღვია. ისე მიხურა სანდრომ ყველაფერი ზანზარებდა, მერე დაიღრიალა , მერე სკამი მოიფრიალა. დიდხანს ბობოქრობდა, ილია კი იჯდა და უყურებდა, ელოდა წამს როცა კითხავდა -რა გითხრა? -მეცოდები და ფოტოებს გამოგიგზავნი რომ და..ნძრიოოო ...წარმოგიდგენია? მე მეუბნება ამას.. მე ? მე მელაპარაკება ისე როგორც ვიღაც აკნეთი მოსიარულე თინეიჯერს. მამცირებს და მაგიჟებს -მომწონს ეს გოგო იცი? -რას ნიშნავს მოგწონს...ან აქ რა უნდოდა, ან როგორ იჯდა და როგორ უყურებდი საერთოდ -როგორ ვუყურებდი - სიცილს ძლივს იკავებდა მაგრამ ისევ ურეაქციოდ უყურებდა -რას ნიშნავს მოგწონს ილია? -ჩემი პაციენტია , პაციენტებთან ს.ქსი მეკრძალება ხომ იცი -რომ არ გეკრძალებოდეს ? -დაჯექი და გონს მოდი ,თორემ მართლა პატარა ბიჭივით იქცევი და ასე დომინანტი ვერ გახდები. შენი ყვირილი მასზე არ იმოქმედებს, ეს მხოლოდ სისუსტის ნიშანია და იმის რომ ის შენ გაგიჟებს ,კონტროლს გაკარგვინებს და მან ეს შესანიშნავად იცის -მე ასეთი ვარ , არ შემიძლია გგავდე შენ , ვიყო მშვიდად ნებისმიერ დროს და ვაკონტროლებდე ყველა ქალს -მე არ გთხოვ რომ მგავდე, ეს შეუძლებელია იმიტომ რომ შენ შენ ხარ. უბრალოდ არ მესმის ამ მდგომარეობით რას მოიგებ. ან საერთოდ რა გინდა იმ გოგოსგან, მართლა ჩვეულებრივი უტვინო აღგზნებული თინეიჯერივით იქცევი რომელსაც ქალი მოეწონა და დაშტერდა. მოგწონს? თუ მოგწონს მაშინ ნორმალურად მოიქეცი, თუ ბრაზი გამოძრავებს მხოლოდ მაშინ შეეშვი მასთან ამ თამაშს და სხვა გზა მოიფიქრე მის დასამარცხებლად -ღვინო ან ვისკი არ გაქვს? -ასე ალკოჰოლიკი გახდები -მამასავით ნუ იქცევი, დიმა ეგეთი არ არის -როგორც გინდა ისე მოიქეცი ... საქმეები მაქვს თორემ მეც დავლევდი. გავერთე თქვენი დუეტით. ისიც საინტერესო იქნება მისმა სამმა ძმამ რომ გაიგოს როგორ იქცევი ჩვენ მოვერევით თუ ისინი - ფეხი ფეხზე გადაიდო და ქვემოდან ახედა -სამი ძმა ჰყავს? -როგორც აღმოჩნდა -კიდევ რაო რა მოგითხრო -სხვა არაფერი რისი თქმაც მინდა. ამასაც არ გეტყოდი უბრალოდ არ მინდა შენი დალეწილი სახის ხილვა, მამამ ბევრი იმუშავა ასეთი ლამაზი რომ გამოსვლოდი- გაიცინა და მერე გარეთ გაიხედა- უი სხვა არავინ ყოფილა. წავიდეთ ? -სად -შენთან ან ჩემთან... ბიჭებს დაურეკე და დავლიოთ .......... თინა ჯერ სახლში წავიდა, შემდეგ ქეთოსთან მივარდა, სახლი შტურმით აიღო და ყველაფერი ერთ წამში მოყვა -მოიცა რა თქვი? -კესარია მოდი და მიშველე - ოთახის ბოლოში მჯდომ დაქალს გახედა ქეთომ და ისევ დივანზე მიწვა- გაგიჟდა და ვერ ხვდება -რატომ არ გჯერათ ჩემი ზბეუნებრივი ნიჭის, ვგრძNობ მთელი სხეულით რომ ერთად იქნებით. უბრალოდ ვგრNძობ და არ სჭირდება ამას ახსნა, სიტყვები და უბედურება. აი ნახავთ თუ თქვენს ბავშვს არ მოვნათლავ -ჯერ ეს ერთი ქეთოს პირველი ბავშის ნათლია მე ვარ, მერე მეორეც როგორ აპირებ ხანუმას როლი მოირგო ... მეც შენკენ ვარ. სიძე მომწონს რა გავაკეთო- თინას გვერდით დაჯდა, ხმამაღლა გაიცინა და გაბუსხულ ქეთევანს შეხედა. ხელები სახეზე აიფარა და თინას მხარზე დაადო თავი -პატარაავ აი ასეე უკვე ორნი ვართ და სულ რომ არ მოსწონდე მაინც შეუყვარდები , გეფიცები -სანდროზე რას იტყვი -ეგ ვინ არის ქეთრინ? -თინა გავიგე რომ სანდროს ჩემ გამო ეკამათე და არ ღირს მაგ ბიჭთან გადამტერება. არ ჰგავს ილიას , არანორმალურია და ცოტა საშიშიც -საშიში ? თუ ღმერთი გწამს ქეთევან, ერთი ბავშვობაშ ჩარჩენილი ,კომპლექსიანი ბიჭია. რომელსაც თავი სრულყოფილი ჰგონია სულელი გოგონების დამსახურებით რომლებსაც მარტივად კერავს და ჟ.მავს . ჩვეულებრივი გატუტუცებული ბიჭია რომელსაც ჰგონია რომ ყველაფერს მიიღებს რაც სურს. ხომ არ გავიწყდება ჩემი სამი ძმის არსებობა, შეიძლება ითქვას მათი და მათი მეგობრების დამსახურებით ყველნაირ კაცს ვიცნობ . შენ მაგაზე არ იდარდო პატარავ, ილიკოზე მაინც არ ვიტყვი უარს ...მან რა დააშავა ძმა უ იდიოტი ჰყავს -აი ახსენე და გირეკავენ- კესომ მობილური მიაწოდა . პატარა ძმა ურეკავდა -გისმენ ჩემო იმედო -სად ხარ , მშია და სახლში არავინაა. მოხვალ თუ გადავწვა სამზარეულო -ჩემი დამშეული ბავშვი... მოვდივარ პატარავ -თუ შორს ხარ ან არ გაქვს დრო დარჩი . გავალ რამეს ვიყიდი -ნწ, მოვდივარ . კუჭი გტკივა ისედაც და შეეშვი ამ არაჯანსაღ საჭმელს-თქო არ გითხარი?- უკვე ფეხზე იდგა, ჩანთა აიღო. გოგონებს აკოცა და გაიქცა. ასეთი იყო მისი ცხოვრება, ძილის დროც კი სულ რამდენიმე წუთი ჰქონდა ხოლმე. ყველაფერს ასწრებდა , სწავლას, მუშაობას, ოჯახისწევრებზე ზრუნვას, მეგობრებზე ბიქრს, თავის მოწესრიგებას ყველაფერს რაც კი შესაძლოა გამოჩენილიყო. ორივე და გათხოვილი ჰყავდა და შესაბამისად სახლშიც მარტო იყო ძირითადად. მეორე და რომ გათხოვდა ჩვეულებრივი გლოვა ჰქონდა გამოცხადებული მარტო რომ უნდა დარჩენილიყო ამდენი კაცის გარემოცვაში. მართალია ისინიც ხშირად მოდიოდნენ და ეხმარებოდნენ, მაგრამ მაინც უფრო რთული გახდა მათი ცხოვრება . ამჯერად სახლში მისულს უკვე ორი ძმა დახვდა თავიანთი მეგობრები , სიცილით და ხმაურით რომელიც არასდროს წყდებოდა. ................ არ ელოდა ვერ წარმოიდგენდა თუ კიდევ იხილავდა თავის კაბინეტში თინას,მაგრამ ერთ დღეს ისევ გაიღო კარი და გამოჩნდა ქალბატონი. უცნაურად დაღლილი ჩანდა, თითქოს ვიღაცამ მთელი ენერგია წაართვა. გამოფიტული იყო , იმდენად რომ სანდროს არსებობაც დაავიწყდა ილიას. -შეიძლება...ჩაწერა დამავიწყდა -შემოდი თინა ... გამარჯობა -უბრალოდ მოსმენა მჭირდებადა -ყველაფერი რიგზეა? -აქ მოწევა შეიძლება? - ჩანთა გახსნა და სიგარეტი ამოიღო- ასე რატომ მიყურებ- პასუხის მიღებამდე მოუკიდა , კვამლი გამოუშვა ტუჩებსშორის და სავარძელს მიეყრდნო. ფეხები გაშალა , თვალები დააწვრილა და ფანჯრიდან გაიხედა-არ გეგონა რომ ამხელა ექიმი ქალი მწეველი ვიქნებოდი? -მწეველები ხშირად დეპრესიულები არიან და შენ კი არ ჰგავხარ დეპრესიულ ქალს -გაღიზიანებული ვარ , თანაც ძალიან... იშვიათად მიჩნდება ზიზღის შეგრძნება ადამიანების მიმართ . ბავშვობაში ვერ ვიტანდი ქალს რომელთანაც მამა დადიოდა , იცი მესმოდა რომ სჭირდებოდა ვიღაც ვინც გვერდით ეყოლებოდა, მაგრამ მაღზიაინებდა მისი არსებობა. ახლა კი შენი ძმა მაღიზიანებს ... იმდენად მაღიზიანებს რომ თავს ვერ ვერევი და მეშინია რამე ისეთი არ გავუკეთო მერე საკუთარი ნაბიჯის რომ შემრცხვეს . მეშინია არ გავაცოცხლო ქალი რომელსაც შეუძლია ვიღაც გაანადგუროს ვისაც ვერ იტანს... დამეხმარები რომ შენ ძმას ნერვული და ჰუმორული სისტემა არ გავუნადგურო ? -რა მოხდა ჩემთან ბოლო ვიზიტის შემდეგ - მისი ფიქრები არ ესმოდა, დაძაბული იყო იმის გამო რომ უკვე იაზრებდა კარს მიღმა მდგომი სანდროს მდგომარეობას. თავს დამნაშავედ გრძNობდა,არ იცოდა უნდა გაეჩუმებინა თინა თუ არა. ასეთი რამ ყველა მის პრინციპს ეწინააღმდეგებოდა, არაეთიკური იყო, ასე არ უნდა მოქცეოდა თინას, მაგრამ მაინც ვერ შეაჩერა -ცდილობს რომ დამამციროს, შეურაცხყოფა მომაყენოს და მაჩვენოს რომ ჩემი მართვა შეუძლია, რომ მეც ჩვეულებრივი ქალი ვარ და რაიმეთი აღემატება მისი შესაძლებლობები ჩემსას . მისი ცოდნა, სტატუსი და ჩვეულებრივი ჰომოფობია იცი? სამი ძმა მყავს , სამი სრულიად სხვადასხვა ასაკის ძმა და ალბათ მოვკლავდი მასსავით რომ ექცეოდეს რომელიმე ქალს -არ გიფიქრია იმაზე რომ ძალიან მოსწონხარ და პატარა ბავშვივით დაბნეული ვერ ხვდება როგორ მოიქცეს -როგორც იქცევა ყველასთან , პატარა ბიჭივით ისე იქცევა ჩემთანაც. საერთოდ არ მინდა ახლა მისი დახასიათება, აქ არ არის და ვერ ვიტან როდესაც ზურგს უკან ვლანძღავ ადამიანს მხოლოდ ის მაინტერესებს, ბრაზის კონტროლი შესაძლებელია თუ არა ბატონო ფსიქოლოგო. ხომ გყოლიათ ბრაზიანი ადამიანები და ოხმ გისწავლებიათ თავის კონტროლი -თუ სულერთია შენთვის მაშინ უბრალოდ დააიგნორე რატომაა პრობლემა მისი ქცევა. თუ თავხედობს, თუ არაკაცივით იქცევა ისედაც ყველასთვის ნათელი იქნება რომ თავადაა დამნაშავე უცნაური იყო, არაფერს ფიქრობდა და ილიასაც დიდხანს არ ესმოდა არაფერი. შესაძლოა იმის ბრალი იყო რომ ბევრ ამბავზე ფიქრობდა ერთად. ცოტა ხნით გაჩუმდა, სიგარეტი საფერფლეში ჩააგდო და ფანჯარასთან მივიდა -შენ გგონია რომ მომწონს და უბრალოდ საკუთარ თავს ვებრძვი ? -რიტორიკული შეკითხვაა? -ილია არ გინდა ...ნუ დაკარგავ პროფესიონალიზმს და ნუ დაიცავ პატარა ძამიკოს პოზიციას , არ შეგეფერება -რატომ ხარ აქ ამ თემით და არა სხვა რომელიმე ამბით რომელიც გაწუხებს...რატომ მესაუბრები მე სანდროზე. რატომაა ის შენთვის ასეთი მნიშვნელოვანი ამდენ დროს რომ უთმობ მასზე ფიქრს -რკინის ხომ არ ვარ, მოქმედებს ჩემს გადატვირთულ ცხოვრებაში გამოჩენილი ერთი თავხედი ბიჭი რომელიც იმ მცირედ სიმშვიდესაც ანგრევს რომელიც ჩემს პირადშია. ყველგან ქაოსია , ყველა თინა ქაოსშია მხოლოდ ჩემში არსებული ქალი იყო მშვიდად და ამ კომფორტის დარღვევას ვერ ვპატიობ ალბათ -ოდესმე ხომ უნდა დარღვეულიყო ეგ სიმშვიდე , შენნაირი ქალი ქაოსის გარეშე სიყვარულს იპოვნიდა? -დამცინით ბატონო ილია? - გაიცინა და ამ დროს ძალიან ლამაზი იყო - რომელი სიყვარული -და იქნებ ესაა შენი შიში -არ მითხრა გთხოვ, არ მითხრა რომ სხვებივით მეშინია არ მიმატოვოს, არ გამომიყენოს თუ რაღაც უბედურებები რასაც ამბობენ ხოლმე. მე და შენ ხომ კარგად ვიცით მას რაც სურს, უბრალოდ არ შეიძლება შეხედო ადამიანს და შეგიყვარდეს, შეიძლება მოგინდეს, მოგეწონოს, გაგაგიჟოს ,მაგრამ სიყვარული , ემოცია რომელიც გრძნობებთანაა დაკავშირებული მე და მას ვერ გვექნება და არ გვინდა ამ ამბის რომანტიზება -როგორ გგონია სანდრო რომ სხვა ვითარებაში გაგეცნო და სხვაგვარად მოგცეოდა როგორ განვითარდებოდა თქვენი ურთიერთობა -ისიც იქნებოდა მორიგი ნაცნობი , რომელიც რამდენიმე წელში ჩემი კოლეგა გახდებოდა -ანუ ფერი არ ექნებოდა შენს ცხოვრებაში ახლა კი აქვს -ასე დიდხანს თუ მიყურებ, ამ ტემბრით ასე მშვიდად მესაუბრები შენს იდიოტ ძმაზე მგონი აქედან რომ გავალ დავიჯერებ რომ მე დავინახე არასწორად და ის უფრთო ანგელოზია , რომ სულ ტყუილად მაღიზიანებს და უბრალოდ უნდა ვადროვო როდის შემეშვება -როგორ გგონია როდის შეგეშვება -როცა მობეზრდება და მე ვერ ვიტან ლოდინს ,მითუმეტეს გაურკვეველ ვითარებაში როდესაც ვარ -რა გავაკეთო თუ ისე მომწონხარ რძლად როგორც შენ სიძედ- თვალებში უყურებდა და ელოდა მის ფიქრებს . ის კი ჯერ გაოგნებული უყურებდა მერე ხმამაღლა იცინოდა, თავი უკან გადასწია და კისკისებდა , სუნთქვაც უჭირდა, ენერგია მიიღო თითქოს. მისკენ დაიძრა, ჩანთას თითები ჩაავლო , ილიკოსკენ დაიხარა ,ყბაზე მოუჭირა თითები და ლოყაზე ხმაურით აკოცა -ვგიჟდები შენზე ... მომავალ შეხვედრამდე ილიკო ექიმო - კარისკენ უნდა წასულიყო,მაგრამ შეჩერდა და თვალები დახუჭა- იმედები გამიცრუეთ ბატონო ექიმო იცით? ის სადღაც აქ არის, მისი სუნამოს სურნელითაა გაჟღენთილი ყველაფერი თქვენ კი მიღალატეთ ბატონო ილიკო , აღარ მომწონხართ , არ იმსახურებთ ჩემს გოგოს . შენ კი პატარავ , საკუთარ თავსაც გადააჭარბე წავიდა, მშვიდად მიაბიჯებდა თითქოს,მაგრამ გარბოდა იქედან და საერთოდ ყველაფრისგან. სანდრომ კარი რომ გააღო სკამზე იჯდა სიგარეტით ხელში და ჩაწითლებული თვალებით უყურებდა უფროს ძმას. მერე წამოდგა და ისე წავიდა სიტყვაც არ უთქვამს. ილიკო რამდენიმე დღის შემდეგ შემთხვევით შეხვდა ქეთევანს, ბევრი არც უფიქრია ისე დაჯდა მის გვერდით თავისი ყავის ფინჯნით და წერით გართულს მუზა დაუკარგა -რას წერთ ასე მონდომებით ქეთევან? -ილია ? -თუ ვინმეს წერდით და ხელი შეგიშალეთ -არა , ჩანაწერებს ვაკეთებ...ერთგვარს -ვიცი რომ მწერალი ხართ , არ გვინდა ტყუილები. სანდრომ მომიყვა იმ ინციდენტზე - თვალებში უყურებდა და მსუბუქად იღიმოდა „მართლა როგორი მზერა აქვს, სული მეხუთება ...არა ყველაფერი თინას და კესარიას ბრალია. იმდენს იზავენ ამოვიჩემებ და თავს მოვიკლავ. მაგრამ არა მაინც არ არის ეს რაც უნდა იყოს. მე ეს კაცი უბრალოდ მომწონს ყველანაირად მომწონს,მაგრამ არა ისე რომ შემიყვარდეს „ -გაუგებრობა მოხდა , კარგი გვარი გაქვთ უბრალოდ -ახსნა არ არის საჭირო, ვიცი ... ამჯერად რას წერთ თუ საიდუმლო არ არის? -არ მითხრათ რომ მსგავსი რომანები გაინტერესებთ -რატომაც არა... მეეჭვება ბავშვურად ბანალურად წერდე -და იქნებ სწორედ ასე ვწერ -მაინტერესებს ის რომანი სანდრო ჯაფარიძე სადაც არის მთავარი პერსონაჟი „ღმერთო ერთი ჯაფარიძე რატომ არ მაკმარე? თინას გაგიჟება არ მყოფნიდა? ხომ შეიძლება ორივე გააქრო ჩვენი ცხოვრებიდან.„ -საერთოდ არ ჰგავს ხომ იცით -მაგრამ მაინც -არა...ვერ წაგაკითხებთ -აუცილებლად მოვა დღე როდესაც მე და თქვენ, როგორც მწერალი ქეთევანი ვიურთიერთებთ. ............... შაბათ საღამოს კლუბში ატარებდა, ჩვეულებისამებრ მეგობრების გარემოცვაში მშვიდად მიირთმევდა ცოტა სასმელს, ცეკვავდა, გოგონებს ეფლირტავებოდა შესაძლოა რომელიმე მათგანთან ერთად საწოლშიც აღმოჩენილიყო ბოლოს . განტვირთვის ეს საშუალება ჰქონდათ ბავშვობის მეგობრებს. გვიანი იყო უკვე, ცოტაც და წავიდოდა , უცნაურად გრძნობდა თავს თინას გამოჩენის შემდეგ. ბიჭები მიმოიფანტნენ, აღარც უცდია მათი პოვნა , თავი დახრილი ჰქონდა , სავსე ჭიქას დაჰყურებდა ,შემდეგ ისიც დაცალა და წასასვლელად მოემზადა. ფეხზე იდგა მოცეკვავე წყვილებს შორის თინა რომ დაინახა, ხმამაღლა იცინოდა, თმები გაშლილი ჰქონდა, მოკლე კაბა ეცვა, წელიდან გაშლილი ,მოშიშვლებული ზურგით , ღრმა დეკოლტით ტრიალებდა და კაბის ბოლოებიც მის სხეულთან ერთად ცეკვავდნენ. სუნთქვა შეეკრა , იგრძნო როგორ აუდუღდა სისხლი , სავარძელზე დაეშვა, ისევ დალია ერთი ჭიქა და თან უყურებდა მის წინ მდგომ ბიჭს კესარიას ვნებიან ცეკვას რომ ჰყვებოდა , შემდეგ ხელები მოხვია . თავისი ტორებით ეხებოდა კესარიას წვრილ წელს, მის ხერხემალს მიუყვებოდა, მკლავზე გადაიწვინა მერე ისევ დაატრიალა და ბოლოს მის ყელში ჩამალა სახე. ვერ გაიაზრა როგორ წამოდგა, როგორ დაიძრა თინასკენ, მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა ხელი რომ მოხვია და ზურგიდან აეკრო. მისი სურნელი იგრძნო და წამით თვალებიც კი დახუჭა,მაგრამ თინამ არ ადროვა. როგორც კი შეხედა წამსვე წვდა მკლავში და მოშორება სცადა -თინა , როგორც იქნა გიპოვნე - გაუღიმა, თვალებში უყურებდა და მერე მოშიშვლებულ მხარზე აკოცა -გამიშვი - ჩუმად უთხრა და მაჯაზე ისე შააჭირა ფრჩხილები კანი თითქმის გაუჭრა -თინა არ გამაცნობ მეგობარს?- ბიჭი ჯერ უყურებდათ მერე გაიცინა და მზერა გაუსწორა ჯაფარიძეს -სანდრო ... თინას შეყვარებული - ბიჭს წამსვე ახარა -შეყვარებული ? -შეყვარებული ?- თინამაც ახედა და სიცილი დაიწყო - ძამიკო შეყვარებული მყოლია და არ ვიცოდი. რა ვუყოთ , ბავშვია ჯერ ტვინარეული თინეიჯერი - სანდროს უყურებდა და ცდილობდა მანამ გაეშვა სანამ ნიკოლა მივიდოდა -სულაც არ ვარ თინეიჯერი..თქვენ უფროსი ძმა ხართ ალბათ ხომ? როგორც იქნა შეგხვდით -აქ რა ხდება თინა? -ჯანდაბა ... არაფერი ნიკოლა , მივდივართ. ხვალ უნდა გამოვიძინო პატარავ -თინას შეყვარებულს იცნობ ნიკუშ? -ხელი მომაშორე თორემ მოგამტვრევს გეფიცები ისე მოგამტვრევს რომ ვერ ააწყობენ- დაიძაბა, ეზიზღებოდა ნიკუშას გამოხტომები, ბავშობიდან ჭიდაობდა ,მოთმინების უნარი არ ჰქონდა, ბრაზით სავსე იყო . კესარიას კი არ შეეძლო მასთან დაპირისპირება, ყოველთვის ცდილობდა მის დაცვას, დამშიდებას და არასდროს კიცხავდა . აღარ ესმოდა ბოლო სიტყვები, მხოლოდ ხვდებოდა რომ მალე ჩხუბს დაიწყებდნენ. ზედმეტად ახლოს იყო ნიკო სანდროსთან ,იმდენად ცინიკური იყო პატარა ბატონი რომ ჯაფარიძე აშკარად ბრაზის ზღვარს ავსებდა. -ნიკოლა ,წავედით ... გუგა - უფროს ძმას შეხედა იმ იმედით რომ ის მაინც მოიქცეოდა ცივილური ადამიანივით,მაგრამ აშკარად არტობდა სიტუაცია. -შენი ძმები აშკარად ზრუნავენ შენს ცხოვრებაზე თინა - ზემოდან უყურებდა და იღიმოდა ნიკო მკლავში რომ წვდა. სავარაუდოდ ბრბოდან გაიყვანდა პოლიცია რომ არ გამოეძახებინათ და მასშტაბური სახე რომ არ მიეღო ამ ყველაფერს -გარეთ გავიდეთ, აქ ხმაურია და სუფთა ჰაერზე საუბარი სჯობს . მგონი სიძეობას გვიპირებ არა? ისე წავიდნენ თინამ ჩანთის აღებაც ძლივს მოასწრო. მაღალქუსლიანები ეცვა, გარეთ ციოდა და მოსაცმელი გზაში ჩაიცვა. მირბოდა უკვე და ლამის წაიქცა , სანდროს მკლავში ჩაავლო , მერე მის წინ დადგა და ნიკოს თვალებანთებულმა შეხედა -გეყოფა! გეფიცები , შენ თავს ...გეფიცები თითი რომ დააკაროთ რომელიმემ სახლიდან წავალ და დიდხანს, ძალიან დიდხანს დავივიწყებ რომ ჩემი ძმები ხართ -სერიოზულად? ის ხომ არავინაა... თავს გაბეზრებს როგორც ყველა სხვა -სულერთია, მაგრამ ყელში მაქვს თქვენი ქცევა. ნეარდერტალელებს ჰგავხართ...ცხოველებივით იქცევით და არ შემიძლია ამის ატანა . შენ კი გაიგე რომ არაფერი გამოგივა -იცი რა ლამაზი ხარ როცა ბრაზდები? სამოთხე და ჯოჯოხეთი ერთიანდება შენს საოცარ სხეულში და ჭკუას ვკარგავ - არ იყო ნორმალური, ის არ იყო ნორმალური თორემ ამ სიტყვებს არც კი გაიფიქრებდა . თვალებში უყურებდა , მერე დაიხარა და ლოყაზე აკოცა - თუ არ მომკლავენ მალე გნახავ უკან დაიხია, სულ რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა და მერე სანდროს ყბის მიმართულებით ნიკოს მუშტი წავიდა. ზურგი აქცია სამივეს და სწრაფად გაეცალა იქაურობას. პირველივე ტაქსი გააჩერა, ჩაჯდა და ქეთოს მისამართი უკარნახა. უცნაურად გრძNობდა თავს, წესით არ უნდა ედარდა, ამის შემდეგ ხომ შეეშვებოდა, არც პირველი იქნებოდა ვისაც სცემდნენ და არც უკანასკნელი. მართალია მისი თაყვანისმცემლები მსგავს მდგომარეობაში არ ყოფილან ,მაგრამ ნიკოს მუშტის გემო ბევრმა იცოდა. დაახლოებით 10 წუთი იყო გზაში უცებ რომ უთხრა მძღოლს უკან დამაბრუნეთო და მანქანაც შემობრუნდა. მერე ფული მსიცა სწრაფად გადავიდა და იმ ადგილისკენ გაიქცა. ეზოში ბნელოდა, გუგას მანქანა აღარ იყო ,მაგრამ სანდრო დაინახა. ზურგით იყო, მანქანისკენ მიდიოდა,მაგრამ იცოდა რომ ის იყო . მუცელზე იჭერდა ხელს და რამდენჯერმე გადააფურთხა , მერე მანქანის კარი გააღო და სავარძელში ჩაესვენა. ეშინოდა მისი სახის დანახვა, რომ მიუახლოვდა ინსტიქტურად აუტყდა სიცილი, აშკარად ნერვიულობის ბრალი იყო -კარგი რა ... იმისთვის დაბრუნდი რომ დაგეცინა? ყოჩაღ , მხოლოდ ფეხმძმე ქალებზე მოქმედებს შენი ჰიპოკრატეს ფიცი? -ლაპარაკი რადგან შეგიძლია ე.ი კარგად ხარ - შემომხედე, გგონია კარგად ვარ?- ქურთუკი მოიშორა და სისხლიან პერანგზე ანიშნა, შემდეგ ღილები ისე გადაგლიჯა თვალიც არ დაუხამხამებია .ისე იყო ნაცემი სახეზე ბევრი არაფერი ეტყობოდა , მაგრამ მუცელი და გვერდები კარგად შელამაზებული ჰქონდა - რკინის მუშტი აქვს იმ შენს პატარა ძამიკოს ? რამე წამალს ალევინებდით ბავშვობაში ? -შენი ბრალია , მე გაფრთხილებდი -სახლიდან მართლა წახვალ? -როგორ გგონია -მანქანის მართვა იცი? -გადაჯექი მიდი ...აზრზე არ ვარ ამას რატომ ვაკეთებ, ექიმი არ უნდა ვიყო - ბატონი მგზავრის სავარძელში გადაბობღდა თავად კი საჭესთან დაჯდა. კარი დახურა , ღვედი შეიკრა და ძრავი აამუშავა- ღვედი შეიკარი და მისამართი მითხარი -ჩემთან დარჩები? -უმადური ხარ -ღმერთო ჩემო, ასეთი გარყვნილი აზრები რატომ გაქვს? მე უბრალოდ ექიმი მჭირდება რომ მომხედოს , იქნებ შნაგანი სისხლდენა მაქვს -ისეთი შეგრძნება მაქვს რომ განგებ აცემინე თავი ნიკოს , გაინტერესებდა რას გავაკეთებდი და ახლა ტკბები შედეგით -წარმოუდგენელი არსება ხარ, ასეთი ლამაზი და ასეთი ჭკვიანი ... ფრთხილად ატარე მტკივა ყველაფერი როგორც იქნა მისამართი უთხრა და მიაღწიეს ბატონის კორპუსამდე. მანქანა გააჩერა და გადავიდა ბატონი კი არ იძვროდა. კარი გაუღო და დაელოდა -ახლა თუ გგონია რომ მოგეხვევი, საყრდენის ფუნქციას ვიკისრებ, მომაცვენებ რომ სიარული გიჭირს და ხელებს მიფათურებ -ხომ ამოხვალ -ბავში ხარ სანდრო გადავიდა. ქურთუკი მხარზე მოიდო და ისე დაიძღა სადარბაზოსკენ. ლიფტში შევიდნენ, სანდრო თვალს არ აშორებდა ის კი დუმდა. კარი გააღო და პირველი თინა შეუშვა. გაუკვირდა გოგო ასე თამამად რომ შეიჭრა ბინაში , უკან მიჰყვა და მერე სათქმელი სულ დაავიწყდა ილია რომ დაინახა მისაღებში -აი გაბარებ შენს საყვარელ ძმას, უთხრაი რომ შემეშვას თორემ მეორედ მოტეხილობები ექნება! ილიკოს შეტყობინება მისწერა სანდროსთან მიდი ახლავე რამდენიმე წუთში მოვალთო და ვერაფერი გაიგო. ცოტაც და ინტერესი გააგიჟებდა კარი რომ გაიღო და ქალბატონის ფიქრები გაიგო „როგორ ვერ გიტანთ...ყველანი მეზიზღებით. მთელი კაცთა მოდგმა უნდა გაწყვიტო ერთ დღეს. სპერმის ბანკი უნდა აავსო უბრალოდ სხვა არაფერია საჭირო ამათგან. არა რა მინდოდა, რატომ დავბრუნდი, ან აქ რა მინდა კისერიც უტეხია მე რა მადარდებს. თან როგორ მიყურებს, დათხარე ახლა ეს დაჩხაკული თვალები. ან ეს პერანგი რას შემოიდღლიზა ამ ყინვაში გამომიფინა კუნთები და ტატუები“ -რა დაგემართა -მისმა ძმებმა მცემეს -ნუ იტყუები, გუგა არ დაგარტყავდა -იდგა უყურებდა და იცინოდა. მე რომ არ ვეჩხუბე მხოლოდ იმიტომ რომ არ მინდა მომავალ მოყვრებთან დაძაბული ურთიერთობა მქონდეს ... ის პატარა კი ინანებს მერე ჩვენს შილებს რომ მოვუყვები როგორ ცემა მათი მამა „ავადმყოფი! ეგღა მაკლია შენ გაგიჩინო შვილები. ახალ თამაშზე გადავიდა ახლა ჰგონია სახლში სტენკის დადგმა მაინტერესებს ? იდიოტი! ზედმეტად ბევრი დავლიე, მგონი ახლა ვგრძნობ იმ კოქტეილების ეფექტს. ჯანდაბა , აქ ცხელა თუ მე ვიწვი „ -საქმის გარჩევები არ მაინტერესებს, შენი ძმა მოგხედავს -მე ვერ მივხედავ ... შენმა ძმებმა სცემეს და ვალდებული ხარ პირველადი დახმარება გაუწიო ... ვაიმე როგორ დაგბეგვა ასე შესაწვავი ხორცივით ხარ - პერანგი მოაშორა საერთოდ და ფერშეცვლილ ადგილას ხელი ისე მიაჭირა სანდროს რომ დაეყვირებინა -რას აკეთებ ...მტკივა -რას ნიშნავს...სად მიდიხარ. ილია - ოთახში გაშეშდა ვერ გაიგო რა უნდა გაეკეთებინა „ გადაირია? შენგან ამას არ მოველოდი, სიძეების კანდიდატებიდან ამოგშლი იცოდე. იცოდე იმ ლაშაიას გავაყოლებ ჩემს ქეთოს „ -წავედი . მეჩქარება, გადაუდებელი საქმე მაქვს აბა თქვენ იცით ... ხვალ გნახავთ- გასაღებები წამში აიღო და ისე გაიქცა თინა ვერ გაასწრებდა ფიზიკურად. უკან კი მიჰყვა, მაგრამ ცხვირწინ მიუხურა რკინის კარი და წამსვე გადაკეტა -რას აკეთებ...ეს ძალადობაა რომ იცოდე . ჩემი ტელეფონი, ტელეფონი სად წაიღე ილია იცოდე განაგებ! - ჩემს ბიჭს მიხედე თორემ შენს ძმებთან მივალ და ვეტყვი რომ გაიპარეთ . შეგეცოდა ნაცემი სანდრო და გრძნობებმა შემოგიტია. მიყვარხაართ- რამ გააგიჟა ამხელა კაცი არ ვიცი, მაგრამ დიდად სერიოზული და უჟმური არც არასდროს ყოფილა. მშვიდად დატოვა ისტერიკაში მყოფი თინა კარს მიღმა და ლიფტში შევიდა. მიხვდა რომ კართან დგომას აზრი აღარ ჰქონდა. ფეხსაცმელი მოიშორა და სანდროსთან შევარდა -გასაღები სად გაქვს -წაიღო ... გეფიცები -ხომ იცი რომ მის ნაცვლად შენზე ვიყრი ჯავრს- მოსაცმელიც მოიშორა, უკვე საშინლად ცხელოდა და ემოციებს ვერ აკონტროლებდა. სანდრო დივანზე დაჯდა და ტუჩიდან წამოსული სისხლი ნორმალურად მოიწმინდა -ჩემი ბრალი არ არის , ილიკო ხომ მოგწონდა, ხომ გეგონა ჯელტმენი , ზრდილობიანი და საყვარელი . ხომ ხედავ რომ ერთი ქცევით ვერ შეაფასებ ადამიანს -რას მეუბნები შენ სჯობიხარ? -ნწ, ორივენი კარგები ვართ ... მამას დამსახურებაა - გაიცინა და კიდევ ერთხელ შეათვალიერა მისი უნაკლო სხეული . ამჯერად უკვე განათებულ ოთახში იყვნენ და თან ბინაში ზედმეტად მაღალი ტემპერატურა იყო- ჯანდაბა...შეიძლება გაგიჟდეს კაცი -გამშრალი ტუჩები გაილოკა და თავზე გადაისვა ხელი . თინა ისე იყო ანერვიულებული საერთოდ ვერ ამჩნევდა როგორ ფორმაში იყო, ვერც იმას ხვდებოდა სანდრო როგორ უყურებდა, აღარც მისი გაშიშვლებული ტანი ადარდებდა და საერთოდ არაფერი. მხოლოდ ილიას მოკვლა უნდოდა. -მოვკლავ ! კარს ხომ გააღებს ოდესმე , გეფიცები ...ჯანდაბა თავი ხელში აიყვანე თინა... დამშვიდდი ,ღრმად ისუნთქე მთვრალი ხარ და ამიტომ ღელავ ასე ძალიან. მთვრალი რომ ხარ კეთილი ხდები ორმაგად და იმიტომ დაბრუნდი. - თითები თმაში ჰქონდა შეცურებული აქეთ-იქით დადიოდა შიშველი ტერფებით და ღრმად სუნთქავდა. ბორდოსფერი ტუჩსაცხი ესვა, კაბის ბოლოები ისევ ისე გამომწვევად მოძრაობდნენ , ჭრელი თვალები უბრჭყვიალებდა. ღაწვები წითელი ჰქონდა, სასმელის მოქმედებაც სულ უფრო და უფრო იმატებდა. თავბრუსხვევას გრძNობდა რომ გაჩერდა სანდროსთან ძალიან ახლოს იყო . ჯერ მხარზე დაეყრდნო მერე მის წინ მაგიდაზე დაჯდა და თავი დახარა- ამის დედაც შენმა საზიზღარმა ძმამ ზუსტად იცის როგორ მართოს სიტუაცია მაშინაც კი როცა არ არის ! -ნუ ართულებ- თითები ლოყაზე შეახო მერე ტუჩებზე გადავიდა , გონებაარეული უყურებდა და სუნთქვა ეკვროდა ისე უნდოდა იმ მსხვილი ტუჩების დაგემოვნება. მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა ,გაიყინა და თან იწვოდა. ახლოს იყო , სულ ახლოს ,მაგრამ არ აკოცა ცხვირის წვერი ლოყაზე გაუსვა, შემდეგ ყელზე გადავიდა - ჯანდაბა! რატომ მგონია რომ შანსი მაქვს, პირველი და უკანასკნელი- ხმაც კი შეცვლილი ჰქონდა უკვე თინა კი არაფერს ამბობდა, არაფერს აკეთებდა მხოლოდ მისი გულისცემა ისმოდა ყველგან . საძილე არტერიაზე მიაწება ტუჩები , წამით უნდოდა კბილები ჩაევლო მისი სურნელოვანი კანისთვის, მაგრამ მოშორდა და უცებ წამოდგა- შეგიძლია საძინებლით ისარგებლო, სააბაზანოც იქვეა ... ტანსაცმელიცაა კარადაში. საჭმელი მაცივარში . მე ... მე ჩემს ოთახში ვიქნები . თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძენი - ისევ შეხედა თვალებამღვრეულ ქალს და მერე ფაქტობრივად გაიქცა. საძინებელში შევიდა და კარს მიეყრდნო- რა გემართება , შეიშალე? ოხ ილია , ილია წელიწადში ერთხელ აკეთებ სისულელეს და მაინცადამაინც ახლა მოგინდა? ყოჩაღ! თავიც ტყუილად ვაცემინე იმ არანორმალურს- მუცელზე მიიდო ხელი და მერე სარკეში ჩაიხედა- მაინც რა დარტყმა ჰქონდა, რას ვიფიქრებდი - შარვალიც მოიშორა , შხაპი მიიღო , მერე სპორტული შარვალი და მაისური ჩაიცვა . ცოტა ხნით ოთახში დარჩა, მაგრამ ვერ მოისვენა . ისე გავიდა ოთახიდან თიტქოს სხვის სახლში იყო შეპარული . აქეთ- იქით იყურებოდა. მეზობელი საძინებლის კარი ღია იყო , იქ არავინ ჩანდა . მისაღებში დაბრუნდა იქაც არ იყო -კარი გააღო ნეტავ? -ჩაკეტილია - იე უცებ გამოჩნდა ლამის გული გაუხეთქა ბიჭს. სველი თმა ნახევრად გაეშრო , მაღლა შეეკრა, გრძელი ნაქსოვი სვიტერი ეცვა და ჭრელი წინდები. ყავა მოემზადებინა დიდ ფინჯანში და მშვიდად აგემოვნებდა- არ მეგონა ასეთ წინდებს თუ იცვამდი - ტერფებს დახედა და გაიცინა -დედა მიტოვებს ყოველი მოსვლის შემდეგ -ოჯახში ყველანი არანორმალურები ხართ? -ყველა შენი ძმა სცემს შენზე შეყვარებულ ბიჭებს? -ნწ, მხოლოდ იმათ რომლებსაც არ ვუყვარვარ -ბევრს უყვარხარ? -არ ვიცი , არ მიცდია დაკვირვება. მხოლოდ ის ვიცი რომ მე არავინ მიყვარს -სავარძელში დაჯდა, ფეხები მოკეცა და ყავის ცხელი სურნელი შეისუნთქა. გრძელი თითები ჰქონდა ფინჯანზე მოხვეული და ცერს ზედაპირზე ამოძრავებდა -საერთოდ რა გგონია სიყვარული ქალბატონო თინა- რატომღაც გაბრაზდა. არ იცოდა რაზე ბრაზობდა . ხომ არ უყვარდა და რატომ ადარდებდა მისი ცინიზმი -გგონია ვინც უყვართ შორიდან ეტრფიან, დნებიან, კვდებიან და სურვილები არ აქვთ? არა მამენტ დამ.ყლ.ვე თან ისე რომ მეც არ ვიცი რას ვაკეთებ . უკონტროლო გავხადე სიტუაცია -საყვარელი ხარ რომ ბრაზდები , პატარავ - ისევ ისე უყურებდა, თვალები უბრჭყვიალებდა იღიმოდა და ყავის ფინჯანს თითებს არ უშვებდა -გეყოფა ...ნუ დამცინი ! გეყოფა ეს ირონია და მე პატარა არ ვარ , შენ გგონია თავი მოხუცი ქალი . ასე თუ გააგრძელებ მალე დაბერდები, დანაოჭდები და თან ისე რომ ვერც გაიგებ ცხოვრებით ტკბობა რას ნიშნავს. შენ საკუთარი ცხოვრება არ გაქვს , სულ ვიღაცისთვის აკეთებ რაღაცას თითქოს დანაშაული გქონდეს და არ იმსახურებდე ერთხელ მაინც იზრუნო საკუთარ თავზე, სურვილებზე, ოდნებებზე თუ გაქვს საერთოდ -შენთვის ტანჯული ქალის სახე მაქვს და გინდა რომ ცხოვრება გამიფერადო? -ისეთი ჯიუტი ხარ სანამ თავად არ მოხვალ გონს და არ მოიშორებ ამ ფარს ,ყველა კაცს რომ უხვედრებ წინ , მანამ არაფერი შეიცვლება -ანუ დანებდი ... გმადლობ ილიკო კონსესუსისთვის. ძილინებისა-ფინჯანი მაგიდაზე დადო და ფეხები დაბლა ჩამოსწია -ძილინებისა-მოულოდნელად გადაკვეთა ზღვარი მის ტუჩებამდე , ჯერ უბრალოდ შეეხო შემდეგ ერთი ხელი ყელზე შეუცურა მეორე ბარძაყზე შეახო და შემდეგ სათითქოდ დაუკოცნა მსხვილი ბაგეები. სუნთქვაშეკრულს მოშორდა, ქვედა ტუჩზე იკბინა, ჩაიცინა და თავად წამოდგა პირველი -შენ ... -ტკბილ სიზმრებს გისურვებ , თინა- ოთახში შესვლამდე ისევ შეხედა, გაუღიმა და შემდეგ კარს უკან მიიმალა ის კი ისევ ისე გაშეშებული იჯდა, ტუჩები ეწვოდა და მთლიანად სხეული. რამდენიმე წუთს ცდილობდა გონს მოსვლას, ყველაფრის წაშლას და საძინებელში მშვიდად შესვლას, მაგრამ არ გამოუვიდა, მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა, მაგრამ ოთახიდან წამითაც არ გასულა. ;............... -მგონი საშინელება ჩავიდინე- შუაღამეს დაადგა თავზე ნინიას . ოთახიდან გაიყვანა და მზერა გაუსწორე „ქეთო შეაცდინე?“ -დედააა რა აზრები გაწუხებს -საშინელება რა უნდა ჩაგედინა თუ ღმერთი გწამს...მადროვე ჩემ ქმართან მშვიდად ძილი -თინა და სანდრო გამოვკეტე ბინაში .... მთვრალები -თინა ვინ არის -გოგო რომელიც სანდროს მოსწონს ... რომელსაც სანდრო არ მოსწონს , ნუ აქამდე არ ეწინააღმდეგებოდა და ახლა არ ვიცი. ან სამუდამოდ დაშორდება მათი გზები ან არ ვიცი -რა გვარია - მობილური როგორ გამოგლიჯა ვერც კი გაიაზრა- გვარი მითხარი ფოტოები უნდა ვნახო -დედა -კარის ცაკეტვა რა ცხოველობაა, რა უბედურებაა გეკადრება ილია? -არ შეიძლებოდა იმ გოგოს იქედან წასვა...ნუ მომაყოლებ ახლა ყველაფერს. ჩემთან მთლად ბოლომდე ვერ იცავ ფსიქოლოგის პრინციპებს -წადი და ახლა გაუღე კარი, მერე უკან გამობრუნდი თორემ მოგკლავენ -იქნებ და რას აკეთებენ -ასეა საქმე? -მე რა ვიცი ნინია... -არავისზე ნაკლები ტემპერამენტი არ მქონდა მაგრამ ქორწილამდე ვაწამებდი მამაშენს , პრინციპში თავსაც ვიწამებდი , მაგრამ ვერთობოდი - აკისკისდდა და მერე ხმაურით აკოცა ლოყაზე- ნუ ატრიალებ ამ თვალებს მაშინებ. წადი დაიძინე , ან იმათთან მიდი ან ქეთუშას მიაკითხე -დედა რატომ არ გესმის რომ -არაფერი მესმის...მძინავს უკვეე - სწრაფად წავიდა და დატოვა მარტო. მთელი ღამე ვერ მოისვენა, დილაადრიან გააღო კარი და ჩუმად შევიდა ბინაში. ორივე ცოცხალი რომ ნახა შემდეგ გასვლას აპირებდა ,მაგრამ სანდრო მოჩვენებასავით გადაეღობა წინ -ამის დედაც...გული გამისკდა -მაგ გულს ამოგაცლი ილია ! -ოუუ იმაზე მეტად გაბრაზებულხარ ვიდრე მეგონა-ცდილობდა უემოციო ყოფილიყო და მაქსიმალურად დაეცალა ემოციებისგან ალექსანდრე -სხვას რომ გაეკეთებინა ეს სულელური , თავხედური და ტუტუცური რამ თავ-ყბას გავუერთიანებდი -მე ვერ მომერევი ... მე გასწავლე დარტყმა ხომ არ გავიწყდება -ისევ ღადაობ ხომ? შენ მართლა ვერ ხვდები რა გააკეთე ? ამდენმა მუშაობამ ამდენი ადამიანის ამბის მოსმენამ და ორ სხვადასხვა სივრცეში ყოფნამ გაგაგიჟა ხომ? - სხვა დროს ალბათ ბოლო ხმაზე იღრიალებდა ახლა კი ძარღვებდაბერილი იდგა და ხმის გაკონტროლებას ცდილობდა -თუ ღმერთი გწამს შენ ხომ გინდოდა თინასთან მარტო დარჩენა, გოგომ გაგაბრიყვა წამში გაგეცლებოდა ხელიდან . მადლობის მაგიერია? ვიფიქრე გაარკვევენ ურთიერთობას-თქო - უკვე მართლა ერთობოდა, კედელს მიეყრდნო და თამაშ განაგრძო. მალევე გაიგო ქალბატონი თინას ფიქრები , რომელიც სადღაც იქვე იყო ალბათ კარს უკან იდგა და უსმენდა ძმების დიალოგს -ჯერ ეს ერთი შენ რა იცი მე რას ვაპირებდი, მერე მეორეც მე მშვიდად მოვიყვანე აქამდე და შენ გადამირიე . მის ადგილას მეც გადავერეოდი ისედაც მგონი მართლა ავდმყოფი ვგონივარ და შეიძლება შეეშინდა კიდეც . არა პრინციპში მე უფრო შემეშინდა ისედაც დაბეგვილს კიდე რამე არ ჩაერტყა თავში -ისე შეგეშინდა რომ ზავიც ვერ დადეთ? მე შენ ქალების გულთამპყრობელი მგონიხარ , გოგო დაგიტოვე ბინაში და არაფერი? „ღადაობს ახლა ეს თუ რა უბედურებაა დავაკლავ , ნაწილებად დავჭრი . ქეთოს ახლოს არ გავაკარებ. ეს არასერიოზული კაცი ეს...ჯანდაბა ! რატო მამხიარულებს ამ ბოთეს ნერვიულობა, ცაკალელი! ...არა რა საყვარელი! რა საყვარელი თინა? ბარემ მიდი და აკოცე ...არა აარააა კოცნა არ გაიხსენო, კოცნა არ გაიხსენო აააააა ახლა გავაფრენ , ისევ დამცხა „ სანდროს უყურებდა , ელოდა როდის იფეთქებდა , მის ნერვებზე უკრავდა და თან სიცილს ძლივს იკავებდა თინას ფიქრების გაგონებისას . -შენ რა იცინი? რამეს სვავ შე ჩემა თუ რა ჯანდაბაა -მთვრალი ქალი გყავდა სახლში, აღელვებული, აფორიაქებული და შედეგი ნული ... მეტი არ მინდა მერე თქვა ჩემს შარმთან ქალები უძლურები არიანო. შენ არ ამბობდი ისიც სხვებივით გაგიჟდება ჩემზეო? დანებდი სანდრიკო? -მთვრალი რომ იყო ჯერ ეს ერთი იმიტომ გავათენე მთელი ღამე. ისიც კი ვიფიქრე ცუდად არ გახდეს-თქო , ცხოვრებაში პირველად დაირღვა ჩემი მშვიდი ძილი ... ეგ რომ ვთქვი მაშინ არ ვიცნობდი -ახლა იცნობ? -ვაიმე ილია გამშორდი თორემ თავზე დაგალეწავ მთელს სახლს დავიკიდებ იმას იქ რომ სძინავს -საყვარელო შენ , თინას მშვიდ ძილს ხო არ დარაჯობდი შემთხვევით- გაიცინა და მერე უკან დაიხია მართლა რომ არ დაემსხვრია რამე სანდროს- წავედი , სამსახურში მაგვიანდება. ყველა შენნაირი უსაქმური არ არის და კიდევ , ასე დედას ნუ ეჩვენები თორემ ყურს აგიწევს -დედას რომ ვნახავ ვეტყვი როგორ იმოქმედა შენზე ასაკმა და ვურჩევ ექიმტან მიგიყვანოს . აშკარად კლიმაქსი გაწუხებს , გაგიჟდი და კომპლექსური მკურნალობა გჭირდება რამდენიმე ექიმთან -ნწ, სანამ შენ ექიმი არ გახდები მანამ არ ვაპირებ ანალიზის გაკეთებასაც კი - თმები აურია, ლოყაზე უჩქმიტა და ღიღინით წავიდა „არანორმალურები. ახლა რომ მეცინება და ხარხარი მინდა არანორმალური ვარ ღმერთო ხომ? ღმერთო რატო მირევ ტვინს? რა ვუყო ახლა ამ იდიოტს ...გავიპარო? რა უბედურებაა დაუკმაყოფილებელი ქალივით გავიპარო? რეებს ვფიქრობ, სულ გადავირიე „ ბინიდან გასვლამდე ესმოდა თინას ხმა და შემდეგ ასე თუ ისე მშვიდად წავიდა სამსახურში. სანდრო ჯერ დერეფანში იდგა მერე საძინებელში დაბრუნდა , მაისური გადაიცვა და სამზარეულოში გავიდა. საუზმე მოამზადა, ისე დააწყო მაგიდაზე თითქოს დიდი ძალისხმევა დასჭირდა. მერე ისიც იფიქრა ველაფერს ავალაგებო ,მაგრამ ვერ მოასწრო . ქალბატონი თინა გამოჩნდა , მაგიდასთან დაიკავა ადგილი და გაუღიმა -ყავა ერთი კოვზი შაქრით ინსტიქტურად შებრუნდა და მომზადება დაიწყო. ფინჯანი მაგიდაზე დადო და თავადაც დაჯდა . თინა ისე მშვიდად საუზმობდა თითქოს საკუთარ სახლში იყო , ყავაც მიირთვა და ბოლოს ხილზე გადავიდა -როგორი მზარეული ყოფილხარ სამედიცინოზე რატომ ჩააბარე -როგორც სჩანს ტკბილად და მშვიდად გეძინა -ისე როგორც შენ - მისი მინიშNება არ შეიმჩნია და მზერა გაუსწორა- როდის მოვა ნეტავ შენი ილიკო?- რატომ აკეთებდა ამას არ იცოდა,მაგრამ ასე უნდოდა, მოსწონდა და მშვიდადაც კი გრძნობდა თავს. -სად წახვალ კარს რომ გააღებ ... თუ სიტყვას შეასრულებ და სახლში არ დაბრუნდები -არ მითხრა რომ თავშესაფარს მთავაზობ - გაუღიმა , თვალს არ აშორებდა და ხალისობდა სანდრო რომ იბნეოდა და უშედეგოდ ცდილობდა მისი ფიქრების წაკითხვას -არ მინდა რომ ჩემი პროვოცირებული ჩხუბის გამო გაჯიუტდდე და საკუთარი კომფორტის ზონა დატოვო. და რომ მყავდეს ალბათ მეც ვცემდი ბიჭს რომელიც აშკარად არ აღელვებს -ეგ შენი პრობლემა არ არის, თავად მივხედავ საკუთარ ცხოვრებასა და გადაწყვეტილებებზეც პასუხს ვაგებ. კარი ღიაა სანდრო? -გინდა რომ ღია იყოს? მე არ მინდა - უცნაური მზერა ჰქონდ,ა ისევ სუნთქვა შეუკრა. არ იცოდა, წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ უყურებდა მის ტუჩებს, რატომ მოიქცია კბილებსშორის ქვედა ტუჩი და რატომ აუჩქარდა გულისცემა. სწრაფად წამოდგა , პასუხი არ გაუცია, ჩანთა აიღო და უკანსვლით წავიდა -იმედია დიდხანს ვერ შევხვდებით -ხომ იცი რომ საკუთარ თავს ატყუებ -ეს შენ გაქვს ფუჭი იმედები წავიდა . დატოვა გრძნობებარეული უმცროსი ჯაფარიძე და კიდევ ერთხელ აქცია ზურგი საკუთარ სურვილებს . ტოვებდა თინას რომელსაც იქ, სანდროსთან დარჩენა სურდა. ......... სანდრო არ ელაპარაკებოდა, ნინიასთანაც კი აღარ მიდიოდა იმ დროს ილია რომ ეგულებოდა იქ . ელოდა როდის გადაუვლიდა ბრაზი და როდის დამშვიდდებოდა სხვა გზა არ ჰქონდა, არ შეეძლო საკუთარი ქცევის მისთვის ახსნა . სულ რაღაც 6 წლის იყო ილია რომ გამოფხიზლდა და ეს ნიჭი აღმოაჩინა. ვერ ეტყოდნენ , ვერ აუხსნიდნენ მერე კი რაც უფრო დიდი დრო გადიოდა მით უფრო რთულდებოდა ამ საიდუმლოს გამჟღავნება ბოლოს კი უბრალოდ გადაწყვიტეს რომ სანდრო ამ ყველაფრისგან შორს უნდა ყოფილიყო. შესაძლოა ცუდად იქცეოდა ,მაგრამ არ სურდა მისი განერვიულება არცერთი გზით. დილით ისევ წავიდა იქ სადაც ქეთოს ნახავდა . უცნაურად მოენატრა ეს გოგო თავისი ფიქრებით და უზარმაზარი ბრაზიანი სქაი რომელიც ამჯერადაც უმშვენებდა გვერდს. მშვიდად მიაბიჯებდა სქაი კი გვერდით მიჰყვებოდა ,ორივე ისეთი ლამაზი სანახავი იყო არ უნდოდა მათი მყუდროების დარღვევა და უბრალოდ ახლოს მიჰყვებოდა „სახლში რომ მივალ აუცილებლად გავაგრძელებ წერას, იმედია გამომივა. როგორ ვერ ვიტან დასასრულებს მომენატრება ერეკლე და დამეწყება მერე ლომკა...როგორ მიყვარს. არაუშავს ახალს დავიწყებ და შევიყვარებ ახალ პერსონაჟს -სქაი ცოტა ნელა თორემ დამემართა ტაქიკარდია ... - თავზე გადაუსვა ხელი და მერე გაუღიმა- რა გინდა...სირბილი გინდა ხომ? კარგი ხო სულ ცოტა ვირბინოთ მარტო არა თორემ შეაშინებ ვინმეს , არ შეიძლება ...შენ ხო კარგი გოგო ხარ - სირბილი დაიწყო , სქაი უფრო წინ გარბოდა თითქოს ზუსტად იცოდა ქეთო რა ტემპითაც გაიქცეოდა და ძალიან სწრაფად არ მირბოდა. „მოვიფიქრეე ... ცეკვით დაასრულებენ . ძალიან ჩვეულებრივი გამოვა და აუუ ახლა თავი გამისკდება. დღესვე დავასრულებ რადგან დრო მაქვს , თანაც მეცადინეობის განწყობა აშკარად არ მაქვს დღეს. სახლში გამოვიკეტები და დავიწყებ რაიმე ახალს ისეთს ჯერ რომ არ დამიწერია გამომიცდია და მიგრძვნია . ეგეთი რამდენი რამეა უფროს ქალზე და ბიჭზე უნდა დავწერო „- სუნთქვა აუჩქარდა და გაჩერდა. წელში მოიხარა მუხლებს დაეყრდნო და სქაის უყურებდა-მგონი არავინაა და მიდი ცოტა ირბინე და რომ დაგიძახებ იცოდე მოდი თორემ ჩემთან არ დაგაწვენ იცოდე -თავზე მოეფერა, რემენი მოხსნა და წელში გასწორდა. არეული თმა მაღლა ასწია და უკან რომ შებრუნდა წამსვე შეეჩეხა ილიას „ ჯანდაბა . მგონი ისე მიჭირს სუნთქვა მეჩვენება ამდენი უჟანგბადობისგან. ვაიმეე -გულზე მიიდო ხელი და თვალები სიე დაუმრგვალდა ილიას გაეღიმა -დილამშვიდობისა ქეთო -ექიმო -როგორც სჩას ზედმეტად არასპორტული ხარ და სქაის გამო მოდიხარ აქ -თქვენ რატომ დადიხართ , მეეჭვება ინტენსიურად ვარჯიშობდეთ და თანაც აქ -სიმშვიდეა აქ და ზოგჯერ მჭირდება - ნელა მიაბიჯებდნენ იქეთ საითაც სქაი მირბოდა „ორ სხვადასხვა პროფესიას და ამ ტემპით ცხოვრებას უძლებ. დასვენება კი გჭირდება. შენს ადგილას ალბათ გადავიწვებოდი ... არ ვიცი რა გაუკეთე თინას, მაგრამ ისეთი გაბრაზებულია საუკუნეა არ უხსნებიხარ“ წამში ფიქრობდა ყველაფერს და წამწამებს აფახუნებდა. დიდხანს არ უყურებდ აილიკოს, თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. შორიდან ადევნებდა თვალს სქაის -შეგიძლია თინას უთხრა რომ ჩემთან ვიზიტზე მოვიდეს? -თინა გაცოფებულია ... არ ვიცი რა გააკეთეთ,მაგრამ ვიცი რომ არასდროს ბრაზდება უმიზეზოდ -რაღაც გავაკეთე და უმიზეზოდ ნამდვილად არ გაბრაზებულა ,მაგრამ შერიგებაც შეიძლება -სავარაუდოდ თქვენი ძმის გამო ხდება ყველაფერი და ბოლოს ისევ ჩემს რომანთან მივდივართ -არაფერი ხდება უმიზეზოდ... ყველაფერი უნდა მომხდარიყო რაც მოხდა -მაგრამ მაინც თითქმის ყოველთვის შეიძლება შეცვალო შენი გადაწყვეტილება და შეეწინააღმდეგო ბედს...თუ კი არსებობს საერთოდ ეს უკანასკნელი -როგორია როდესაც წერ...არ მყავს მწერალი სამეგობროში ამის ნიჭიც არ მაქვს შევქმნა პერსონაჟები და ვიცხოვრო მათი ცხოვრებით. ალბათ საოცარი შეგრძნებაა ,ისეთი ჩვეულებრივ მოკვდავებს რომ არ გვაქვს „როგორ ვღიზიანდები ამ ჩემს გატაცებაზე რომ მესაუბრებიან უფრო მეტს ვიდრე ჩემს პროფესიაზე „ -ექიმობა უფრო საინტერესო და მნიშვნელოვან პროფესიად მიმაჩნია. წერა ბევრ ემოციას მოითხოვს და თუ ამის ნაკლებობას არ განიცდი , ფანტაზიაც გაქვს დაწერ -რა მარტივად ამბობ...აშკარაა რომ ძალიან მშვიდად ჯდები და იცლები უარყოფითი ემოციებისგან... ექიმობას რაც შეეხება ძალიან რთულია , მიუხედავად იმისა რომ თითქოს მშვიდი ნაწილი ავირჩიე მაინც ძალიან რთულია სხვის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობის აღება. -მე ფსიქოლოგობა უფრო რთული მგონია, სულიერი მდგომარეობა უფრო მძიმე შეიძლება იყოს ვიდრე ფიზიკური და ადამიანის გონებაში შეღწევა გიწევს რომ გაიგო მისი რეალური პრობლემის შესახებ. შენ უნდა მისცე მიმართულება და ეს ან შეგიძლია ან არა. ამის სწავლება არამგონია შეიძლებოდეს...ხელოვნური ვერასდროს იქნები ხომ ასეა -სხვანაირი რომ ვყოფილიყავი არასდროს ვიფიქრებდი ფსიქოლოგობაზე , მაგრამ მგონი არც ისე ცუდად გამომდის . ყოველ შემთხვევაში კმაყოფილი ვარ შედეგებით რომლებიც ბოლო ათი წლის განმავლობაში მიმიღია -ათი როგორ...ათის წლის წინ 20 წლის არ იყავით თუ მე მეშლება -ასე ვთქვათ დიპლომის აღებამდეც ვუწევდი კონსულტაციას ადამიანებს რომლებსაც ეს სჭირდებოდათ „ისეთი მზერა გაქვს სულ ცოტა დრო დაგჭირდება ალბათ რომ ამალაპარაკო და ყველაფერი მოგიყვე რაც კი ოდესმე მიფიქრია და გამიკეთებია. ღმერთო არ შეიძლება კაცი ასეთი იყოს და თან ასეთი მზერა ჰქონდეს „ -სქაიი ... პატარავ ჩემთან მოდი- დაიხარა და ძაღლიც მალევე ყეფით გამოიქცა მისკენ- ყოჩაღ , ჩემო ჭკვიანო - ეფერებოდა . ილიაც მივიდა და ისევ მშვიდად შეხვდა ქალბატონი. ალბათ დიალოგს ისევ გააგრძელებდნენ რომ არა მოულოდნელად გამოჩენილი ქერა ლამაზმანი ,რომელიც ილიკოს ყელზე ჩამოეკიდა და მოურიდებლად დააცხრა ტუჩებზე. ამოსუნთქვა არ აცადა ისე დაიწყო -ილოო როგორ მომენატრეეე...დღეს ვაპირებდი შენს მონახულებას და რა კარგია რომ დილასვე შეგხვდი -მია , როდის დაბრუნდი - ფრთხილად მოიშორა და გონების გაკონტროლებას ეცადა . ორი ქალის ფიქრები ერთად ესმოდა და ორივესთვის როგორ მოესმინა ვერ ხვდებოდა „რა უკულტურობაა...გასაგებია მოგენატრა. მეც მომენატრებოდა,ალბათ ,მაგრამ რა უბედურებაა ასე მივარდნა და კოცნა. რამდენი ქალი ჰყავთ ამ ჯაფარიძეებს რა არის“ „ნეტავ ვინ არის ეს გოგო ... როგორ მინდა აქვე გაგაშიშვლო . ჯანდაბა მკერდიც კი გამიმკვრივდა უკვე შევიშლები „ -ორი დღის წინ დავბრუნდი...დღეს დრო გექნება ჩემთვის? - თვალები უბრჭყვიალებდა და ტუჩებს აწვალებდა -მიხარია რომ დაბრუნდი...იმედია ყველა საქმე მოაგვარე ძაღლი ყეფდა, ქეთომ ღვედს ხელი ჩაკიდა და მათკენ დაიძრა „დავემშიდობები და გავეცლები, უხერხულია მურმანის ეკალივით აქ ყოფნა . აშკარად აღელვებულია ქერა...“ -ნახვამდის ექიმო -ერთი წუთით ქეთო...მე გაგიყვან - გაუღიმა და სულ დააბნია გოგონა- ნახვამდის მია „არ არსებობს ! ასე ვერ წავა , ასე როგორ ამ პატარა გოგოს მიჰყვება? რამე გამომრჩა? ყველა ფოტოს ვამოწმებდი, ყველას ვეკითხებოდი და არაფერი უთქვამთ.არა , არააა ასე არ შეიძლება ასე ვერ წავა...არა დამშვიდდი მია, ღრმად ისუნთქე ქაჯივით ნუ მოიქცევი. ახლა გაუშვი და შემდეგ მოულოდნელად დაადგები „ -ნახვამდის ძვირფასო- ლოყაზე აკოცა სანამ წავიდოდა და გაუღიმა . როგორ ეზიზღებოდა ეს ყალბი ღიმილი, ეს ფიქრები რომლებიც მათი ნამდვილი სახე იყო. ზუსტად ხედავდა ადამიანების ნამდვილ მხარეს ორ სხვადასხვა ქალს რომ უსმენდა ერთად. ქეთი ჰყავდა გვერდით სრულიად ბუნებრივი, ემოციური, მხიარული, საყვარელი, ცოტა დაბნეული და მაინც ასეთი უცნაური . „ალბათ წასვლა უნდოდა . იმედია ის ქალი არ იეჭვიანებს...არა ჩემზე რატომ უნდა იეჭვიანოს. აშკარად ეწყინა ...როგორ უცებ მიატოვა. ნუ აშკარად არ აქვთ სერიოზული ურთიერთობა თორემ არ დატოვებდა. თუმცა მე რა ვიცი რას გააკეთებდა „ -მე აქვე ვცხოვრობ ფეხით დავბრუნდებით...ნახვამდის -მეც მშობლებთან ვიყავი ... რომლებიც რომდენიმე ქუჩით შორს ცხოვრობენ ,მაგრამ მაინც ფეხით ვარ ასე რომ შენ და სქაის გამოგყვებით თუ ნებას მომცემ რა თქმა უნდა „არა ნამდვილად უნდა რომ გამაგიჟოს მეც . სად შემიძლია ამდენი ...არ მაქვს მე ამხელა მოთმინების ,გამძეობის , იგნორის და სხვა დანარჩენის უნარი. ახლა კივილი მინდა. ასე მგონია ეკლებზე ვაბიჯებ. არადა როგორ მომწონს მასთან საუბარი, რა მომწონს მეც არ ვიცი,მაგრამ რომ მომწონს ? სულ ამერია გონება“ -ძალიან მინდა რომ წავიკითხო შენი რომელიმე რომანი და რა უნდა გავაკეთო რომ დავიმსახურო ეგ პატივი? -სულ ორი ადამიანი კითხულობს ჩემს რომანებს კესარია და თინა , სხვა არავინ -ცუდია რომ არ გაინტერესებთ ობიექტური აზრი თქვენს რომანთან დაკავშირებით ქალბატონო ქეთევან „ოჰ ღმერთო ოღონდ გავუძლო ახლა და არ გავტყდე თორემ გავგიჟდები. არა შანსი არ არის რომ წავაკითხო“ -რატომ არ შეიძლება რომ წავიკითხო ...უბრალოდ მიზეზი მითხარი -უბრალოდ არ მინდა. არ შეიძლება ?- გაუღიმა და თაფლისფერები მიანათა -კარგი , დავნებდები ამჯერ -უბრალოდ არ მინდა. არ შეიძლება ?- გაუღიმა და თაფლისფერები მიანათა -კარგი , დავნებდები ამჯერად „სახლში ბებია რომ იქნება დაგვინახავს და მერე დაიწყებს ქოთქოთს ეს რატომ არ გამახსენდა. ჩემი სკლეროზი გამაგიჟებს. არა რა რამე ტვინის მკვებავი უნდა დავლიო თორემ მალე ყველაფერი დამავიწყდება „ უკვე თითქმის მის სახლთან იყვნენ ილო წასვლას აპირებდა პრობლემა რომ არ შეექმნა მაგრამ თითქოს ბედი დასცინოდათ. -რადგან შენს რომანებს არ მიგზავნი, დროა წავიდე დაგტოვებთ შენ და სქაის . მგონი უკვე შენს ბინასთანაც ვართ - შორიდან შეხედა კორპუსს და ქეთოს ლოყაზე აკოცა -ნახვამდის -„უჰ ვგიჟდბეი ეს კაცი ყველაფერს დროულად რომ აკეთებს. გადავურჩი დალის“ -ქეთუშიი ბებიი ...კიდევ კარგი დაბრუნდი. რომ გავიღვიძე და არ დამხვდი ვიფიქრე უჭმელი წახვედი - პარკებით ხელში მივიდა და უკვე აშკარა იყო რომ ილო სრულიად შესწავლილი ჰყავდა და ლამის ირბინა რომ მიესწრო -ბებოოო ხომ იცი რომ დილით სასერინოდ გავდივართ მე და სქაი , რატომ ინერვიულე? „ვაიმეე მოგკლავ ქეთევან , გაგატყავებ ეს ბიჭი თუ შენი შეყვარებულია და შენ მე არ მომიყევი. ამ ბიჭს როგორ მიმალავდა 40 წლით პატარა რომ ვიყო მეც მომეწონებოდა „ -არ გამაცნობ ამ ახალგაზრდას ბებიკო? -ილია , ქეთოს მეგობარი -ილია ექიმი - ერთდროულად თქვეს და მერე ერთმანეთს შეხედეს „ჯანდაბა ახლა გული გამისკდება. როგორ უყურებს უეჭველად მიხვდება რომ უკვე სასიძოდ წარმოიდგინა. აუუ ახლა ვიტირებ, გავწითლდი, რატომ ვარ ასეთი თეთრი, ვიწვი „ -ექიმი ილია , ქეთოს მეგობარი არ დაგვეწვევა საუზმეზე და არ მომიყვება დადგება თუ არ აამ გოგოსგან ექიმი ? მე დალი მქვია „მე მგონია რომ მწერალი უფრო გამოვა ვიდრე ექიმი. ისეთი მტირალა მყავს ბებო ენაცვალოს. ახლა შენ თუ წახვალ და არ გავიგებ ყველაფერს აქვე მოვკვდები და მოთხოვე მერე პასუხი გრიშას „ -იცით დარწმუნებული ვარ ქეთოს დრო არ ექნება, ბევრი სამეცადინო აქვს და არ დაგირღვევთ ოჯახურ იდილეას . ალბათ თქვენც ცოტა ხნით ხართ ჩამოსული. სხვა დროს იმედია -არსად ეჩქარება, დღეს არ გადის სახლიდან და გულს ნუ მატკენ. მოხუცი ვარ , ჩემთვის ნერვიულობა რომ არ შეიძლება ამ ექიმ კაცს გეცოდინება. ალბათ ჯელტმენიც ხართ და ამ მძმე პარკებს წამაღებინებთ- ლამის ხელში მიაჩეჩა პარკები და ილოს უკვე სიცილის შეკავება უწევდა. სიგიჟემდე უნდოდა რომ ჩახუტებოდა „აბა გაიქეცი თუ ბიჭი ხარ...თავის დროზე გრიშა ვერ გამექცა და შენ სად წახვალ“ -ბებო , უხერხულია იქნებ არ აქვს დრო და არ -ცოტა ხნით დავრჩები, მხოლოდ თქვენ გამო ქალბატონო დალი - ხელზე აკოცა და ქეთოს გახედა. ფერი აღარ ედო სახეზე „იმედია ბინა მაინც დაალაგე ბებო თორემ სრულ ფიასკოს განვიცდი და შენ კი არა მე გამისკდება გული „ -ჩემს ქეთოს რამდენი ხანია იცნობ ბები? -აშკარად არ აპირებდა დროის დაკარგვას -ჩემი ძმის კურსელია, მომავალი კოლეგა და სხვათაშორის ძალიან კარგი მოსწავლეა. ცოტა ხნით პრაქტიკებზე იყო ჩემთან და არ ვიცი კონკრეტულად რომელ ნაწილს აირჩევს , მაგრამ ვიცი რომ კარგი ექიმი იქნება მიუხედავად იმისა რომ ნაზი და საყვარელია , ექიმს ალბათ ესეც სჭირდება . პაციენტის მდგომარეობა რომ აღელვებდეს და პაციენტი გრძNობდეს მისგან ემოციას „რა კარგი ბიჭია . ჭკვიანი და თან როგორ ლაპარაკობს ჩემ ქეთოზე. დავიჯერო მოსწონს? არა , ქეთო მეტყოდა ვინმე სერიოზული რომ გამოჩენილიყო“ „ახლა გული გამისკდება . კი ნამდვილად, ტაქიკარდია მაქ, არითმია... ჩემი გულის ხმა თუ გესმის ბებია და არ გეცოდები აღარ დაგელაპარაკები იცოდე“ -როგორც იქნა ბინის კარი გააღო და შევიდნენ. ყველაფერი მილაგებული იყო მხოლოდ წიგნები, რვეულები და კონსპექტები ეყარა მაგიდაზე, დივანზე, ხალიჩაზეც კი „ოხ ბებო რატომ არ დაალაგე ესენი რა გამიკეთე . ახლა წარმოიდგენს როგორ ვმეცადინეობ. არაადამიანურ პოზებში“ -მობრძანდი ძვირფასო. ჩამოჯექი და მე ათ წუთში მოვამზადებ ყველაფერს... -დაგეხმარებით-თქო გეტყოდით, მაგრამ საერთოდ არ მეხერხება- ყველაფერი მაგიდაზე დააწყო და იქვე დაჯდა- შეიძლება ? -რა თქმა უნდა...ქეთევან არ დამეხმარები? -მისაღებში მორბენალ გოგოს გახედა წიგნებს რომ კრეფდა და საძინებლისკენ მიჰქონდა -ორ წამში მოვალ... „ნეტავ ჩემი ცოდვით თუ არ იწვი ბებო“ საშინლად უჭირდა ღიმილის შეკავება ამ ორი ქალის ფიქრების მოსმენისას. ორივე ისეთი საყვარელი იყო რომ გიჟდებოდა. ქეთოს გულისცემა ნამდვილად ესმოდა, იცოდა საშნლად იქცეოდა იქ რომ იჯდა და აწამებდა, მაგრამ დალისთან საუბარს ისე ბუნებრივად შეჰყვა რომ გამოსავალი თითქმის აღარ იყო. უტაქტოდ გამოუვიდოდა იქედან წასვლა და ძალიან არ უნდოდა ამ ქალის წყენინება. -ე.ი მთელი ოჯახი ექიმები ხართ, ძმაც სამედიცინოზე სწვალობს -მამა არ არის ექიმი , გენერალია ... თავდაცვის სამინისტროში მუშაობს ამ ეტაპზე „პატრიოტიც ყოფილა ყველა სიკეთესთან ერთად. ქეთო მომკლავს,მაგრამ ეს ბიჭი ისე მომწონს . გაიხაროს დედაშენმა ასეთი რომ გაგზარდა. სულ თუ არაფერი იქნება ისიც კარგია რომ ჩემ ქეთოს ასეთი ნაცნობი ეყოლება . იმედია მეგობარიც“-საუზმეს ამზადებდა,თან ლაპარაკობდა და თან ამდენ რამეს ფიქრობდა . ქეთო ისეთი დაბნეული იყო ლამის ყველა თეფში და ჭიქა დაამსხვრია. ბოლოს ხელი ჩაკიდა და თავად გამოართვა -აშკარად კლინიკაში უფრო მოხერხებული ხარ ვიდრე სამზარეულოში - ჩუმად უთხრა და გაუღიმა „შენ სადაც იქნები ეჭვი მაქვს ყველგან მოუხერხებელი გავხდები. ისედაც არ ვაკლებდი და ახლა საერთოდ სული ამირიე „ -ექიმობას ვაპირებ და არა მზარეულობას, ასე რომ მეპატიება -ნუ თავმდაბლობ ახლა ...სულ ასეთია რაც იცის არ არსებობს აღიაროს. არადა მე გოგოებს ვიცნობ სულ რო არაფერი იცოდნენ მაიც იტრაბახებენ. მზარეული უკეთესია კიდე ვიდრე ექიმი ახლა ეგ -მგონი თქვენ არ გინდოდათ სამედიცინოზე რომ ესწავლა ქეთოს -რა ქალის საქმეა ექიმობა, ამდენ ენერგიას ხარჯავს, ასე იღლება მეცოდება ბავშვი . რამე მარტივი აერჩია უფრო ხომ შეიძლებოდა ,მაგრამ რომ დაიჩემებს რამეს ვერ გადაათქმევინებ. დედამისს ჰგავს... -ბებოო გთხოოვ -ბებო ვერ გიშველის, ქმარი , შილები, სამსახური,პაციენტები და ყველაფერი ერთად რომ შეგაწუხებს . კაცები იმ ცოლებს ტოვებენ სულ რომ თავს ევლებიან და ღამე რომ დაგინახავს ქალს ისიც დაღლილს ,საწოლამდე ძლივს რომ მიხვალ -იქნებ სხვა დროს ვისაუბროთ ამაზ ებებო და იქნებ მართლა დავანებო თავი სწვალას ასე, სწვალის დასასრულს -უკაცრავად მაგრამ არ გეთანხმებით ქალბატონო დალი...ღალატი უნდათ იმ კაცებს თორემ სამსახურს მნიშვნელობა არ აქვს ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის. მთავარია სწორი არჩევანი გააკეთო, ასე არ არის? „შენი დაცვაღა მაკლდა, რა დღეში ჩამაგდე დალიკო. ეს რა გამიკეთე თუ გაპატიო“ „გაგატან აბა შენ და იყავით ორივე მთელი დღე დაწუხებულ ხალხთან და ბავშებს გავაკეტებთ მე და გრიშა. ოთხი გავაჩინე მეტი აღარ გამოვიდა თორემ გრიშასთვის ცხრა რომ გამეჩინა ღირდა. ჩემი დახატულები , ჭკვიანები „ ორივე სხვადასხვაგან იყვნენ და უკვე თავი ტკიოდა. არ შეეძლო დიდხანს ამდენი ამბის მოსმენა , გააზრება და ფიქრი. უკვე მაგიდასთან ისხდნენ და სულ ფიქრები ესმოდა, ნაკლებს საუბრობდნენ და მერე კესო გამოჩნდა და მიხვდა რომ უნდ აგამქრალიყო თორემ სამ ქალს ვერ გაუძლებდა. -ქეთუუ გამომყვები საშოპინგოდ? - შემოცქრიალდა და ილო რომ დაინახა უკან გაბრუნდა. მერე ისევ შემობრუნდა და თავი დახარა „დავიჯერო თინამ მოახერხა და ესენი ერთად არიან? თუ მეჩვენება. არავინ მომჩვენებია და რაღა ეს კაცი მომეჩვენებოდა. ღმერთმანი დალიც აქ არის ,ისიც მიღიმის“ -როგორ ხარ კესარია? -ნორმალურად, თავად როგორ ბრძანდებით ? -დღე ისე სასიამოვნოდ დავიწყე შეუძლებელია ცუდად რომ ვიყო -მოდი ჩემო დახატულო ... ყავას მოგიმზადებ -არ მინდა დალი ბებო ...არ შეწუხდე. იჯექი და მე მოვამზადებ „რა დღეა დღეს. აპოკალიფსი იწყება? წარმომიდგენია დალი რა კითხვებს დაუსვამდა ილოს და ქეთო მალე გამიგიჟდება ალბათ. თინა უნდა ვიხმო, დავრჩი კაბის გარეშე. ბატონი ექიმი კი ზის მშვიდად და ბედნიერად, ეს კაცი ყველანაირად გასაგიჟებელია და ის ბიჭი ვის ჰგავს. ქეტო არ ჰკითხავდა და მე ხო არ ვკითხო როგორ მოახერხა თინას გაბრაზება? დაოკდი კესარია რა დღეში ხარ“ -ისეთი გემრიელი იყო ყველაფერი , მართალი არასდროს ვსაუზმობ ,მაგრამ თქვენთან კიდევ მოვიდოდა საუზმეზე კაცი - დალის უყურებდა იმათ თითქოს ყურადღებას არ აქცევდა -ვაიმე ეს ექიმები გადამრევთ რა, თვითონ არ უვლით თავს და სხვებს ხო ასწავლით კვების რაციონი აკონტროლეთო ... როგორ შეიძლება დილით არაფერი ჭამო ბებო -მარტო ვცხოვრობ და მეზარება მომზადება ,კი გამოძახებაც შეიძლება ,მაგრამ ეგ უკვე დროში იწელება -დროულად გჭირდება ცოლი თორემ სხვა ყველაფერთან ერთად ჯანმრთელობას ვნებ - ძალიან მშიდად უთხრა თინამ -გამირიგებთ ვინმე ჭკვიან, წესიერ, კარგმზარეულ გოგონას ? - ქეთო და კესარია ისედაც თვალებგაფართოებულები ისხდნენ და მერე ორივე წამოვარდა -ექიმო ასეთ უკიდურეს მდგომარეობაში ხართ რომ გარიგებული ქალი გჭირდებათ?- კესარიამ სიცილი რომ ვერ შეიკავა და თანაც ხმამაღლა გამოუვიდა მერე რაიმე ხომ უნდა ეთქვა და ოდნავ დასერიოზულდა. -მაპატიეთ ,უბრალოდ -ყველა სიკეთესთან ერთად იუმორის გრძნობაც გქონია ბებიკო ... ხანუმა თქვენ ორს დაგჭირდებათ . რა გაგათხოვებთ , იმას კიდე თქვენს თინას... იცნობ ამათ თინას? ქალი კი არა ქარბორბალაა რომელი კაცი გაუძლებს , ერთს კი არა ოცს გამოაცლის ენერგიას -ვიცნობ თინას, მაქვს ეგ პატივი და ვფიქრობ ბედნიერი იქნება მისი ქმარი ასეთი ძლიერი ცოლი რომ ეყოლება გვერდით. ამ ორს რაც შეეხება ისინიც იპოვნიან თავიდანთ ბიჭებს , ან კაცებს -არ ვიცი, არ ვიცი ... მოვესწრები კი ? ყველა ჩემი შვილთაშვილი ან გათხოვილია, ან ცოლი ჰყავს, ან საქმო ან შეყვარებული მაინც და ეს მარტოა 23 წელია -ბებო გთხოვ ნუ მოვაწყენთ თავს ბატონ ილიას -ასი წლის კაცივით რომ მოგმართავს ნერვები არ გეშლება შვილო? მე კი -აი აქ კი უკვე თავადაც ხმამაღლა გაეცინა და ქალს ლოყაზე აკოცა -უსაყვარლესი ბებო ხართ ბებოებს შორის და ვიმედოვნებ მაპატიებთ , უნდა წავიდე თორემ მთელი ჩემი დღის განრიგის შეცვლა მომიხდება. ძალიან ,ძალიან სასიამოვნო საუზმე იყო , უღრმესი მადლობა -კარგი ბებო აღარ წაგართმევ დროს ...რა გაეწყობა . იმედია კიდევ შევხვდებით -აუცილებლად -ხელზე აკოცა , გოგონებს გაუღიმა და წავიდა. მისი გასვლისთანავე დივანზე დაეცა ქეთო და კივილი დაიწყო -რა სჭირს ამას -რა მჭირს? რა გჭირსო ...რა გჭირსო უკვირს . ფაქტობრივად კაცი გამოკეტა აქ და რეები არ ელაპარაკა რას იფიქრებს ვინ იცის და ახლა შევიშლები. რას ამოიჩემეთ ყველამ ეს ჯაფარიძე -თვიური გაქვს ბებო? -დალიიი გეყოფა ჩემთან თამაში თორემ გრიშას დავურეკავ და ვეტყვი რომ მაბრაზებ, ვიღაც ბიჭს მირიგებ, გინდა რომ გავთხოვდე და ის ბიჭი სახლში მომიყვანე და ნახე როგორ გეჩხუბება -ჩემი ტკბილიი...ნახე რა მოიფიქრა? საუკუნეა მე და გრიშიკოს არ გვიჩხუბია და კი მინდა ისე- აფუებულ თმაზე ხელი გადაისვა , ნაქსოვი ფერადი ზედა გაისწორა და მერე სუფრის ალაგება დაიწყო- კესარია ხო არ გინდა ბებო რამე? -არაფერი ... ქეთუ წამო წავიდეთ და გაერთობი . გეყოფა რა არაფერსაც არ იფიქრებს და რომც იფიქროს რა? შენ ხო არ გაინტერესებს -წავიდეთ ხო თორემ გავგიჟდები. მეც ვიყიდი რამეს -მე მარტოს მტოვებთ?მეც მინდა ახალი რაღაცები...ფული მაქვს -ბებო გაბრაზებული ვარ -იყავი მერე... მე მაინც წამოვალ რა თქმა უნდა წავიდა. ისე გამოიყურებოდა მინიმუმ 10 წლით ახალგაზრდა გეგონებოდათ. ვინაიდან გამხდარი იყო სულ შარვლებით დადიოდა და ზღვარს იცავდა მაგრამ მოდის ტენდენციებს არ ჩამორჩებოდა. მასთან ერთად შოპინგიც სულ საოცრება იყო და კესო ორმაგად ბედნიერი დარჩა ისეთი კაბა აარჩევინა. საღამოს დაღლილები დაბრუნდნენ სახლში და ტორტით დააგვირგვინეს დღე , თინაც შეუერთდდათ მოუყვნენ დილის ამბავი და ყველა ერთად ხარხარებდა ბოლოს. ............ კაბინეტში იყო კარზე რომ დააკაკუნეს და ქალბატონი თინა გამოჩნდა . -კიდევ აქ არის თუ ამჯერად მხოლოდ მე და შენ ვიქნებით- ისევ დაღლილი სახე ჰქონდა. სიარულიც რომ ეზარებოდა ისეთი . სავარძელზე მოკალათთდა და თვალები დახუჭა-საშინლად რომ მოიქეცი ხომ იცი -მიზეზი ყველაფერს აქვს ხომ იცი -მაჩვენე რომ შენი ძმა იმდენად ცუდი არ არის როგორიც მეგონა ,მაგრამ მაინც ჩემს პრობლემებს შორის შენი ძმა ყველაზე უფერულია . ამ ბოლო დროს ყურადღებაც კი გადამაქვს მისი დამსახურებით, ქაჯივით აღარ იქცევა. არ ვიცი თამაშის ნაწილია და ტაქტიკა შეცვალა თუ არა,მაგრამ არ მაინტერესებს -მომიყევი პრობლემაზე რომელიც გაწუხებს -მამას საყვარელი ჰყავს , რომლის სახლში მოყვანას აპირებს. ნიკო უკვე 19 წლისაა მაგრამ მაინც თინეიჯერივით იქცევა, მეგობრებს ეჩხუბა, ვიღაც ქუჩისბიჭებთან ერთად დავინახე რამდენჯერმე. აღარ ლაპარაკობს, მისთვის არავის გვცალია, პირველ კურსზეა და ყველა საგანი შეტენილი აქვს. ესეც იმიტომ გავიგე რომ მისი კურსელი შემხვდა და მითხრა თუ გადააბარაო. ჩემი და კიდევ ფეხმძიმედაა იმ ორ ბავშვს ძლივს უვლის , სახლშია მთელი დღეები ახლა ქმარსაც ეკამათა და წუხელ ჩვენთან რომ მოვიდა ერთი ომი ჰქონდათ ჩემებს. რატომ აქვთ ამ ქართველ კაცებს ქალების მიმართ აგრესია, იქნებ გადაუყვარდეს რადგან ორი შვილი ჰყავს ვერ უნდა განქორწინდეს და ამდნეი ადამიანის იმედი არ უნდა ჰქონდეს? ორი დღის წინ დავბრუნდი სახლში და ყველაფერი თავდაყირა დამხვდა. ნიკო არ მელაპარაკება გაბრაზებული მე ვარ და თვითონ არ მელაპარაკება რა უნდა ვერ გავიგე. მე რამე უნდა გამეკეთებინა და არ გავაკეთე? ვერ ვხვდები ...ვფიქრობ სამსახურიდან წამოვიდე. მთელ ენერგიას მართმევს შევისვენებ რამდენიმე თვე და მერე სადმე ვიპოვნი ადგილს- თვალები დახუჭული ჰქონდა და ისე ლაპარაკობდა, ხელები სახეზე აიფარა -ხომ იცოდი რომ მამას ვიღაც ჰყავდა...შენც ისე იქცევი როგორც სხვები. გაინტერესებს სტატუსი როდესაც იცი რომ რეალურად წლებია სხვასთან იყოფს სარეცელს, სხვა უყვარს მაინც წინააღმდეგი გაქ მიუხედავად იმისა რომ მამაზე იზრუნებს, ეყოლება გვერდით ადამიანი და შენ შვილის ადგილი გექნება და არა ოჯახის დედის -იმ სახლში სადაც დედას ხედავენ ჩემი და-ძმა, იქ სადაც დედასთან ერთად გაატარა ათეული წელი სხვა ქალი უნდა მოიყვანოს. მე კი ეს გაუფერულებული ტკივილი მაგიჟებს, ყველა შევეგუეთ დედას არ ყოფნას, ყველამ დავივიწყეთ, ყველას გაგვიარა , ყველა ვაგრძელებთ ცხოვრებას ისე თითქოს ის არც ყოფილა. რატომ ვართ ადამიანები ასეთი ეგოისტები -თავის გადარჩენის ინსტიქტი გვაქვს გაძლიერებული. თუ ტკივილს არ გავიყუჩებთ ცხოვრებას ვერ გავაგრძელებთ, ვერ ვისუნთქებთ . დარწმუნებული ვარ არავის დავიწყებია დედაშენი, უბრალოდ მისი გახსენება ტკივილთან აღარ ასოცირდება . შეგიძლიათ მამაშენს უთხრათ რომ ახალ სახლში იცხოვროს ახალ ცოლთან ერთად თუ ეკონომიური შესაძლებლობა -მეც ვფიქრობდი რომ მეთქვა ,მაგრამ ვერ გავბედე. შემეშინდა რომ ეწყინებოდა და ჩათვლიდა რომ თავიდან ვიშორებ. არ მინდა იფიქროს რომ უმადური ვარ და არ მახსოვს ის წლები რაც ჩვენზე ზრუნვაში გაატარა. არც ჩემი და-ძმის რეაქცია ვიცი -ისაუბრე მათთან, ნუ გეშინია შენი აზრის გამოხატვა. შენ სრული უფლება გაქვს შენი ადგილი გქონდეს ასაკის მიუხედავად , ძალიან ჭკვიანი ხარ და ისიც შეიძლება რომ შენი მოსაზრება გაამყარო . რაც შეეხება შენს დებს, მათ პირად ცხოვრებას და ბავშვებს შენ ამ საქმეში მგონი უძლური ხარ. მხოლოდ დამშვიდება და გვერდით დგომა შეგიძლია და არცაა საჭირო რომ ზედმეტად ჩაერიო ცოლ-ქმრის საქმეში თუ უბრალოდ კამათთან აქვთ საქმე და შენს დებს საფრთხე არ ემუქრებათ -არა...ჩემი ორივე სიძე უზომოდ მიყვარს. უბრალოდ ხომ იცი ამდენი წლის თანაცხოვრებას პრობლემებიც მოჰყვება რომლებიც სრულიად მოსალოდნელია. -ხომ ხედავ არაფერია ისეთი რომ ვერ მოაგვარო , დრო სჭირდებათ და შერიგდებიან მანამდე კი დისშვილებთან გაატარებ დროს. კიდევ ერთი ფეხმძმე გეყოლება ახლოს -უკვე იმდენ ფეხმძიმეს ვხედავ რომ ზოგჯერ საერთოდ აღარ მინდა ბავშვის გაჩენა -ეგ ეტაპი მგონი ყველა ქალს აქვს ცხოვრების რაღაც მონაკვეთში, მაგრამ საბოლოოდ შვილი თითქმის ყველას უნდა -ნიკოს რა მოვუხერხო -გაიგე რა მოხდა, იქნებ არ არიან ის ბიჭები კრიმინალები და იქნებ იმიტომ არ სწვალობს რომ სხვაგან უნდა გადასვლა, არ მოსწონს არჩეული პროფესია -ასე არ არის...ნარკომანებს პირველივე დანახვისთანავე ვცნობ. პირველ კურსზე ვმუშაობდი ნარკოლოგიურში და იმდენი მინახავს ... შევიშლები ნიკო პრობლემებს ასე რომ გაექცეს, არადა ისეთი რთულია, რომ ვაწვები უფრო ჯიუტდდება გამაგიჟებს ეგ ბიჭი -არ ეჩხუბო, არ უსაყვედურო, არ გაჯიუტდდე და შეწყვიტე მისი დადანაშაულება. იპოვნე თემა რომელზეც ესაუბრები და რომელიც საერთოდ არ იქნება კავშირში მის პრობლემებთან. რომ დაგიბრუნდება შემდეგ გაარკვევ რა ხდება მის ტვინში . მეეჭვება შენი ძმა ისეტი სულელი იყოს რომ ამ ასაკში ნარკოდამოკიდებული გახდეს -ჩვენ ხომ არ ვიცით ვის რა გადაუტრიალდება ტვინში - იჯდა, თავი დახრილი ჰქონდა და თითებს დაჰყურებდა- არვაინ ვიცით წინ რა გველის ,რას ჩავიდენთ მომავალში -უკვე მიდიხარ?- რომ წამოდგა გაუკვირდა -სანდრო მომენატრა - გაუღიმა, ლოყაზე ფრთხილად აკოცა და წავიდა იქ რომ მიდიოდა ეგონა უშველიდა მასთან საუბარი ,მაგრამ ილო არ სჭირდებოდა. სანდროსთან უნდოდა და პირდაპირ მასთან წავიდა . მისი საყვარელი შოკოლადის კექსი იყიდა და კართან დადგა. ღრმად ჩაისუნთქა, დააკაკუნა და დაელოდა როდის გაუღებდა. ლოდინი დიდხანს არ დასჭირდა მალევე გამოჩნდა -თინა? - სახე გაუბრწყინდა და ამ ემოციას არაფერი შეედრებოდა. როდესაც გრძნობ რომ არსებობს ადამიანი რომელსაც აბედნიერებ, ისე უბრალოდ შენი დანახვაც კი აბედნიერებს. -იმედია დიეტაზე არ ხარ და ისევ ჭამ შოკოლადიან კექსს- ხელში მიაჩეჩა კოლოფი და ისე შევიდა თითქოს საკუთარ სახლში იყო. ფეხსაცმელი იქვე დატოვა, მოსაცმელიც ჩამოკიდა, ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო და მისაღებისკენ წავიდა -იცი მე ახლა მოვედი და...იქნებ იქ არ შეხვიდე - წინ გადაეღობა და აშკარად არ უნდოდა მისაღებში შეეშვა -ვინმე გყავს? -არა ...არა არვაინ- უსაყვარლესი იყო ნაცრისფერი მაისურით , წიდებით, სპორტული შარვლითა და არეული მზერით -იქ რაიმე ისეთია რაც გულს ამირევს? მაგალითად გამოყენებულ პრეზერვატივს შეიძლება წავაწყდე დივანთან ახლოს ხალიჩაზე?-თვალებში უყურებდა და იღიმოდა -არა -აბა ჩემი ოთახი მეც სულ არეული მაქვს და მარტო რომ ვცხოვრობდე მთელი სახლი თავდაყირა მექნებოდა. ვიცი რომ გამოცდები გქონდა, რომელიც წარმატებით ჩააბარე და დრო არ გქონდა...ნუ მექცევი ისე როგორც მაშვალს რომელიც შენს შესამოწმებლადააა - ლოყაზე მოუთათუნა ხელი და მაინც შევიდა ოთახში. მერე კედელს მიეყრდნო და სიცილი დაიწყო. დივანზე გარეცხილი ტანსაცმელი ეყარა, როგორც ჩანს იმ წამს შეიტანა და საუთაო მაგიდაც იყო, სიმღერა ჰქონდა რაღაც ჩართული ტელევიზორში, მაგიდაზე ათასნაირი საჭმელი ეწყო, ლუდის ქილები, ჯამები ჩიფსების ნარჩენებითა და კიდევ წიგნები -ღმერთო ასეთი უიღბლო როდის გამხადე- ჩუმად ჩაიბურტყუნა თინამ სიცილი რომ არ შეწყვიტა და თავზე ხელი გადაისვა -აუუ გთხოოვ გემუდარები განაგრძე რა...სიგიჟემდე მაინტერესებს როგორ აუთოებ პერანგებს -ნუ ხარ ბოროტი -ბოროტი? პატარავ შენ არ იცი რომ ქალებს გვესექსუალურება კაცი რომ ასეთ საქმეებს აკეთებს? -აჰ ანუ გესექსუალურება - წამსვე დაიწყო თამაში - კარგი მაშინ დაჯექი და დატკბი - სავარძელში დასვა , მაისურის ბოლოებს დაწვდა , წამსვე გადაიძრო და ისე აიღო უთო -ახლა მოვკვდები- ისევ ახარხარდა, ფეხები სავარძლის სახელურზე ააწყო , გადაწვა და ხარხარებდა - ამათაც აუთოებ?- შავი ტრუსი ორი თითით ასწია ჰაერში და ისევ გაიცინა. შესანიშნავი , ჰიგიენის დაცვით ბაქტერიებს ებრძვი -გეყოფა თუ შემიძლია გავიტანო ესენი -რატომ უნდა გაიტანო, მერე ხვალ რას ჩაიცვამ. მე იმათ ავალაგებ და შენ განაგრძე. იცი მე საშინლად მშია , დაღლილი ვარ და საოცრად მინდა ის თევზის კერძი მაშინ რომ ვჭამეთ და მითხარი მეც ვამზადებო გაოგნებული უყურებდა როგორ ალაგებდა ოთახს, შემდეგ სამზარეულოსაც მიხედა. ყველაფერი რომ მოწესრიგდა სამზარეულოში იყვნენ -დიდი დრო რომ სჭირდება? -მოიცა მართლა იცი იმ რაღაცის მომზადება? -ვიცი,რატომ არ მიჯერებ -კარგი თუ დიდი დრო სჭირდება სხვა დროს იყოს...ახლა რამე ისეთით გამიმასპინძლდი უცებ რომ გამოვიდეს და დამანაყროს , ენერგია მომცეს და ხასიათი გამომიკეთოს -ერთმა რამემ უნდა გააკეთოს ეგ ყველაფერი?- გაიცინა და მიუახლოვდა -რა იცი ხოლმე ეს ახლოს მოსვლა და ჩუმად ლაპარაკი- საუბრის გაგრძელებას აპირებდა სანდრომ ხელი რომ მოხვია და ტუჩები დაუკოცნა. ჯერ კი შეკრთა,მაგრამ შემდეგ თავადაც აჰყვა თანაც ისე რომ ვერც გაიაზრა -მსუყე, გამაბედნიერებელი და განწყობის ასამაღლებელი- ჩუმად უთხრა და მერე მოშორდა -ეს შენთვის და ჩემთვის? -რა ცუდი ხარ -ბოროტი დეიდა თინა- იღიმოდა და უყურებდა როგორ დაიწყო რაღაც კერძის მომზადება. მაგიდას იყო დაყრდნობილი და მშვიდად იჯდა სანამ მობილურის ხმა არ გაიგო. უკვე თეფშებს აწყობდა და დაჯდომას აპირებდა . -ვიღაც გირეკავს არ უპასუხებ? -არ ვიცი ვინ არის და არ მაქვს არავის ნერვები -იმედია ვინმე არ გადაგეკიდა და მე არ მიმალავ -ღმერთო ჩემო - მობილური აიღო და გარიმებულმა უპასუხა-გისმენთ-ხმას აუწია და სანდროსაც ესმოდა -თინა ხარ?-ბიჭის ხმა იყო აშკარად ღელავდა -დიახ, თქვენ ვინ ბრძანდებით? -ნიკოს ნაცნობი ვარ, დაჭრილია და თუ არ მიხედავ სისხლისგან დაიცლება- სუნთქვა შეეკრა, ფეხზე წამოვარდა, აღარაფერი ესმოდა ნორმალურად. პანიკაში იყო და მიდიოდა, მაგრამ სად არ იცოდა. სანდრო მიჰყვებოდა, ხელი ჩაკიდა და მანქანაში ჩასვა. სწრაფად ატარებდა, პირველი თვითონ გადავიდა სადღაც ქალაქგარეთ დანგრეულ შენობასთან იყვნენ , გარბოდა და თინაც უკან მიჰყვებოდა. რომელიღაც დანგრეულ, ჭუჭყიან ოთახში იჯდა , კედელს მიყრდნობილი. მუცელზე ჰქონდა ხელი მიჭერილი და თითქმის გათიშული იყო . თვითონ ვერ აზროვნებდა და მხოლოდ ქვითინებდა, სანდრომ გამოაფხიზლა და მერე თავისი მაისური მიადო ჭრილობაზე -ნუ გეშინია...კლინიკაში მივიყვანთ და ყველაფერი მორჩება . თინა დამშვიდდი გესმის? ყველაფერი კარგად იქნება -არა! კლინიკაში არა -შენ შეიშალე? მოგკლავ ჩემი ხელით მოგკლავ გეფიცები -დამშვიდდი ... მე მივხედავ შენ უბრალოდ დამშიდდი. უნდა დამეყრდნო მანქანამდე გამომყვე - წამოდგომაში დაეხმარა, ნიკო მასზე ბევრად დიდი იყო მიუხედავად იმისა რომ მაღალი არ იყო მაინც. მანქანამდე როგორღაც მიიყვანა. უკანა სავარძელზე დასვა და შემდეგ სწრაფად წაიყვანა. თინა კი უარზე იყო , გაგიჟდა ,მაგრამ მაინც არ მოუსმინა. სადღაც წავიდა , კლინიკასთან გააჩერა და მანამდე სადღაც დარეკა. ვიღაცას ესაუბრა და შემდეგ ისე შეიყვანეს ნიკო თითქმის არავის დაუნახავს -რომ გაიგონ -დამშვიდდი არავინ გაიგებს, მამაჩემის ძმაკაცია და ჩემთვისაც გაუწევია დახმარება. რა გინდა რომ ბინაში გაგიკეროს ჭრილობა მესამეკურსელმა და შენმა დამ სამუდამოდ უარი თქვას ჩემზე? - ისეთი სერიოზული სახე ჰქონდა წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევდა. ყველაფერი ზედმეტად სწრაფად მოხდა, ექიმმა დამხმარედ სანდრო შეიყვანა თინა გარეთ დატოვეს და ნახევარ საათში უკან დაბრუნდა -სანდრო -კარგადაა ...არაფერი სჭირს ისეთი. სახლში წავიყვანთ ცოტა ხანში - თინას მოეხვია და რამდენჯერმე აკოცა- დამშვიდდი თორემ შევალ და ვცემ გეფიცები - თავი მის ყელში ჩამალა და ატირებულს ცრემლები შეუმშრალა. ორი საათის შემდეგ ისევ მანქანაში ისხდნენ, ნიკო გაბრუებული იყო გამაყუჩებელი მოქმედებდა. უკანა სავარძელზე ჩუმად იჯდა სანდრომ თავის კრპუსთან რომ გააჩერა მერე წამოიწია -რას მიყურებ აბა სახლში აპირებ მისვლას, ბავშვების და მამაშენის გადარევას? ლაწირაკო ის არ გეყო შენ დას გული რომ გაუხეთქე? -შენ ბიჭო -ბიჭო კი არა გადმოდი თორემ გეფიცები თინას უფლებას არ მივცემ შენ გამო რამე გააკეთოს ! -სანდრო არ შემიძლია ასე ვერ შეგაწუხებ -სახლში რომ მიიყვან და მერე ყველას გამო ინერვიულებ ეგ უფრო შემაწუხებს. გადმოდით რა ნუ მალაპარაკებთ ამდენს... შემდეგ სანდროს ბინაში მოკალათდდა. საძინებელში მოათავსეს, წამლები და ყველა საჭირო ნივთი მიუტანა. წამალიც გაუკეთა და მალევე დაეძინა. დივანზე იჯდა გათიშული და ერთ წერტილს უყურებდა სანდრო რომ მიუჯდა გვერდით და მოეხვია. -ყველაფერი მორჩა ... ნაკაწრი აქვს ჩათვალე. ერთ კვირაში ისე იქნება როგორც ადრე -როდის მივიდა აქამდე ... მე დავაგვიანე. ვინ იცის რა შარში გაეხვია, ვის გადაეკიდა . სახლში ვერ წავიყვანე და აქ არის -გთხოვ არ გინდა ამდენ დეტალზე ფიქრი მითუმეტეს ჩემზე ... დავივიწყებ რომ მცემა და მივხედავ . გეფიცები, სანერვიულო არაფერი გაქვს - პირველად იყო ვიღაც მის ემოციებზე რომ ფიქრობდა, პირველად გრძნობდა რომ მის გამო წუხდნენ ,რომ მასზე ღელავდნენ მხოლოდ მასზე. მომდევნო რამდენიმე დღე ხედავდა როგორ იცვლებოდა ნიკო ყოველი ვიზიტის შემდეგ. სანდროსთან ილოც დახვდა ერთხელ. სამივე მისაღებში ისხდნენ, ფეხბურთს უყურებდნენ და ემოციებში იყვნენ. ნიკოს აკოცა , სანდროს მზერას გრძNობდა და არც დაფიქრებულა ისე მივიდა, მის ფეხებზე მოკალათთდა, თავი მკერდზე მიადო, ყელში აკოცა და ეკრანს ისე შეხედა თითქოს იქ მყოფებს შორის არავის გააკვირვებდა. ნიკომ კი შეხედა გაფართოებული თვალებით ,მაგრამ არ ადარდებდა . „რა კარგი ყოფილა როდესაც ყველაფერი გკიდია და უბრალოდ იმას აკეთებ რაც გინდა და გკიდია სხვა დანარჩენი „ ილოს ესმოდა მისი ფიქრები და უზომოდ ბედნიერი იყო განვითარებული მოვლენებით. ........... უკვე გაზაფხულის ბოლო დღეები იყო სანდრომ რომ გამოაცხადა თინა უნდა გაგაცნოთ. ხვალ ვახშამზე მოვალთო და ნინიამ ისეთი მზადება დაიწყო როგორც ჭეშმარიტ დედამთილებს შეეფერებათ. ლამის მის ლექტორებს გადაურეკა და ნიშნების ფურცელი მოთხოვა დეკანატს. ყველა ფოტო ხომ დაათვალიერა, ყველა კომენტარი ნახა და ყველაფერი გადაქექა მერე ილიკოსთან მივარდა -მომიყევი -რა მოგიყვე -შენთან იყო კაბინეტში -მერე? -ჩემთან მოდიოდა და მაინცადამაინც იმ დღეს არ ვყოფილვარ -მდივნები კარგად მუშაობენ -შესანიშნავად -რა განერვიულებს დედა? -პირველად ვგრძNობ რომ ბიჭების დედა ვარ და მალე შეიძლება რძალი მყავდეს და დედამთილობა მაშინებს -ახლა დიმა რომ გიყურებდეს გაკოცებდა ისეთი საყვარელი ხარ ნინჩო -მეღადავები ხო? შენ რა გჭირს რა ხასიათზე ხარ -თავი მტკივა -ისევ? -ისევ! -არ გინდა რომ დაისვენო? ვეღარ უძლებ ხომ ხედავ დე- თავზე მოეფერა და ლოყაზე აკოცა -ნუ იცი ხოლმე ასე ... წადი მოემზადე საღამოსთვის. -ნეტავ ცოლობას სთხოვს? -დედა გთხოვ დაოკდი -წავალ დიმას მივაკითხავ სამსახურში... მომენატრა მისი კაბინეტი. ახალი მდივანი ჰყავს უნდა ვნახო ერთი ვინ არის. სანამ რძალზ ვფიქრობ ქმარი არ ამახიოს ვინმემ ახურებულმა ქალმა- ლოყაზე აკოცა და წავიდა. საღამოს კი წყვილს ელოდნენ ნინია ისე იყო გამოწყობილი თითქოს ქორწილში მიდიოდნენ პირდაპირ. დიმა ძალიან ერთობოდა ამ სიტუაციით და ნინიას აბრაზებდა. ბოლოს როგორც იქნა კარი გაიღო და წყვილი გამოჩნდა „მოგკლავ...მოგკლავ ჯაფარიძე. ეს რა გამიკეთე როგორ გამოუვალ მდგომარეობაში ჩამაგდე. როგორ მომატყუე „ - თვალებს ატრიალებდა, ღრმად სუნტქავდა თითებს ისე უჭერდა სანდროს სავარაუდოდ მალე სისხლი წამოუვიდოდა კანიდან. საღამომშიდობისა... გაიცანით თინა ხეცურიანი ... „ნახე როგორი დაბნეული იყურება. გამახსენდა პირველად რო შევხვდი ლამარას და დავტოვე სიცოცხლის 20 წელი სანამ იმან რენტგენშ გამატარა“- ნინიას ფიქრები ესმოდა და ეღიმებოდა. -ძირფასო ბევრი მსმენია შენზე ბიჭებისგან და ძალიან მიხარია რომ გვესტუმრე -მეც მიხარია ... „როგორი ლამაზი და დახვეწილია. დავკომპლექსდი მგონი ....ჯანდაბა , პატარა ბავშვივით დაბნეული ვარ. ვაიმე რა საყვარლები არიან ...როგორ უხდებიან ერთმანეთს. როგორ მინდა მახსოვდეს დედა და მამა ერთად , როგორ მაინტერესებს როგორები იყვნენ რეალურად და არა ფოტოზე“ ილიკომ მხოლოდ შემდეგ მიაპყრო მზერა და ინსტიქტურად აკოცა თავზე -ქალბატონო კესარია კეთილი იყოს შენი ფეხი ამ სახლში -ისე ნუ მეუბნები თითქოს აღარ გამიშვებთ...ისედაც მაშინებთ ჯაფარიძეები თქვენი უცნაურობებით- ჩურჩულით უთხრა და დამრგვალებული ჭრელები მიანათა -ნწ, ამჯერად გაგიშვებთ, დროებით- უღიმოდა და ისე უყურებდა “ნეტავ მისი ფიქრები გამაგებინა და მეტი არაფერი მინდა „- პარალელურად ნინიას ფიქრები ესმოდა და მანამ არ გაჩუმდა სანამ არ გახედა და წარბი მაღლა არ აზიდა-„კარგი ხო ჩუმად ვარ , მორჩა“ ნინია ნინია არ იქნებოდა მისთვის დაძაბულობა რომ არ მოეხსნა სულ მალე საუბარში ჩართო და სულ უფრო და უფრო მეტ ინფორმაციას იღებდა, კესარიაც ბევრ ამბავს ისმენდა სანდროზე და მალე ჯაფარიძეს გაქცევა მოუნდა. -ისეთი შეგრძნება მაქვს რომ მალე ქალბატონი ნინია შენს ფოტოებს მიუტანს . ბებიამ რომ გადაგიღოთ შიშვლებს აი იმათ-დიმამ სულ გააგიჟა -ვაიმე მაგ ფოტოში დიდი ვარ ... -ანუ ჯერ სე.ქსი არ ჰქონიათ-გაიცინა და ილიკოს გადახედა -გეყოფათ რა პატარა ვარ და მჩაგრავთ -რა საყვარელი ხდება უცებ რომ ირგებს დაჩაგრული ბავშვის როლს -მამა გეყოფა ნუ ერთობი სანდროს ემოციებით. დარწმუნებული ვარ შენც ღელავდი არანორმალური , ექსტრავაგანტული ნინია რომ აჩვენე მშობლებს რომლებიც სრულიად ჩარჩოებში იყვნენ მოქცეულნი -ნუ იცი ხოლმე შენი ცოდნის გამომზიურება -მორჩა წავედი...მაშინებს იმათი ასეთი ჟღურტული, კისკისი და თვალების ჟუჟუნი. ასე მგონია მალე დასცხებენ ერთმანეთს და ბოლოს მე გამწეწავენ -სულაც არა...დადებითად იმუხტებიან და ერთმანეთი მოსწონთ -შენ რა იცი -ფსიქოლოგი ვარ ძმაო ჩემო „არა უნდა ვთქვა...მითხარი მერე ამდენი და-ძმა რომ ჰყავს თვითონ ერთ ბავშვს გააჩენს ნეტავ თუ ბევრ შვილიშვილებს დამაყრის თავზე და ფუჭად არ გაფანტავს სანდრიკოს „თავკომბალებს“ -დედა გთხოვ დესერტზე გადავიდეთ ...დარწმუნებული ვარ უყვარს მარწყვის ტორტი კესარიას -ეგ სულ დმავიწყდა ისე შევყევი საუბარს ... ახლავე მოვიტან ყველაფერს „ასე თუ გაგრძელდა პლიუს ორი კილოთი გავალ სახლიდან ...ასეთ კერძებს თუ მიირთმევს და ასეთ ფორმაშია რაღაც საიდუმლო ექნება და ამ საიდუმლოსთვის სულსაც დავთმობ“ „იმედია არ შევაშინე იმდენი ველპარაკე და არ ფიქრობს ეს თავისმომაბეზრებელი ქალი ვინ არისო თორემ გავაფრენ თუ არ დავევასე „ სანდრო აშკარად უფრო იჯდა ეკლებზე ვიდრე კესარია . ბოლოს როგორც იქნა წაიყვანა კესარია და მალევე დაბრუნდა -ლამის მომკლა ... არ მითქვამს აქ რომ მომყავდა ვუთხარი მოემზადე ვახშმად წავიდეთ-თქო და ალბათ თავიდან მომიწევს მისი შებმა -ვაიმე ეს შებმა რა უბედურებაა ძაღლია და საყელურს უკეთებ?- ნინიამ წამსვე წამოიძახა და განაგრძო კუსკუსი- მე ძალიან მომწონს, უძალიანესად, ზუსტად ეგეთი გოგო გჭირდება შენ, ენერგიული, მრავლისმნახველი, ჭვიანი, ზრდილობიანი, რაღაცნაირი ვაიმეეე მომწონს -ასე მეც არ მოვწონვარ მგონი- დიმამ თქვა და მერე ტორტის დაგემოვნება განაგრძო -შენ რატომ არაფერს ამბობ უნდა გამაგიჟო? მთელი დღეა ირონიულია -ჩემზეა გაბრაზებული და ხომ იცი უკონტროლო ხდება ამ დროს -როგორც თავად ივისწყებს პროფესიას, აზროვნებას და იწყებს ეჭვიანობას ყველაზე ვისაც მოკლე კაბა აცვია. იმ კაცებს ემსგავსებიან ფეხებსშორის არსებულ ორგანოს რომ მიჰყვებიან მთელი სხეულით და ტვინით- წარბშეკრული უყურებდა და რომ არ იღიმოდა ამ დროს საშიშიც კი იყო -35 წელია ვერ შეგაგნებინე რომ მე ყველაზე კი არ ვეჭვიანობ და საერთოდ კი არ ვეჭვიანობ ვცოფდები ქალებზე რომლებიც ცდილობენ ჩემი არსებობის მიუხედავად შენს შარვალში ჩაძრომას და ზოგი იმასაც ფიქრობდა რომ ჩემს ადგილს დაიკავებდა . საერთოდაც შენ რომ შენი ჯელტმენობით ბევრს მშვიდად უყურებდი და მეჩხუბე მე მერე კარგად ვიცით იმ წესიერმა გრძელკაბიანებმა რა გააკეთეს და ახლა განწყობას ნუ გამიფუჭებ გაბრაზებული თუ ხარ წაბრძანდი და ივარჯიშე , ენერგიას დახარჯავ- ყბაზე მოუჭირა თითები მერე ლოყაზე აკოცა , გაუღიმა და ბიჭებს გახედა- დედას ბრილიანტებო მამათქვენს ნუ დაემსგავსებით და ყველა ქალი, წმინდა, საყვარელი და უმანკო ნუ გეგონებათ. ქალები ეშმაკები ვართ იმდენად თქვენ რომ ვერ წამრმოიდგენთ ვერასდროს. შენ გეუბნები სანდრიკო ახლა როცა ასეთ შესანიშნავ გოგოსთან ყოფნის საშუალება გაქვს ნუ მისცემ ზოგ-ზოგიერთებს შენი ცხოვრების არევის უფლებას „ასე ნუ მიყურებ იდიოტია მამაშენი ქალებს როცა ეხება საქმე და ჰღუპავს ეს თავისი ვაჟკაცობა და ჯელტმენობა. ერთხელაც იქნება გავეყრები და ვისაც უნდა იმას დაუწვეს“ -უნდა წავიდე თქვენ განაგრძეთ კესარიაზე საუბარი... მე თავი საშინლად მტკივა და დასვენება მჭირდება წავიდა,მაგრამ ნინია უკან გაჰყვა და წინ გადაეღობა -დე -ჰო -სად მიდიხარ, მაპატიე რა...ისედაც გტკიოდა თავი და მე -უბრალოდ დასვენება მინდა დედა ...ნუ ნერვიულობ - ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა და მერე საბოლოოდ დატოვა მშობლიური სახლი. თავის პულსირებადი ტკივილი ჰქონდა და გამოსახულებებსაც კი ცუდად ხედავდა. მანქანა აფთიაქთან გააჩერა და გამაყუჩებელი იყიდა. შემდეგ მიხვდა რომ ასე სახლში ვერ წავიდოდა და სიმშვიდე ვერ უშველიდა. სასმელი სჭირდებოდა , ხმაური და ს.ქსი. კლუბში როგორც ყოველთვის ხმაური იყო. ბართან მაღალ სკამზე დაჯდა, სასმელი შეუკვეთა. რამდენიმე ჭიქა მიყოლებით დაცალა, სხეული რომ დაუბუჟდა და ალკოჰოლმა მოქმედება დაიწყო შემდეგ მოავლო მზერა მოცეკვავე ქალებს. თვალში არავინ მოხვდა, ყელში ჰქონდა ამოსული გრძელი ფეხები, მკვრივი უკანალები და გამომწვევი მოძრაობები. რაღაც ისეთი სჭირდებოდა ენერგიას სრულად რომ დახარჯავდა და მთლიანად მასზე გადაერთვებოდა. ცხოვრებაში ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და ალბათ იმ ღამით იქ მის ყოფნასაც ჰქონდა მიზანი , რომელიც მოცეკვავე ქალებს შორის დაინახა. იცინოდა, უკან მდგომ გოგოსთან ცეკვავდა და მოკლე თმაში თითებს დააცურებდა,როგორც ყოველთვის ახლაც არავინ და არაფერი აინტერესებდა მხოლოდ მუსიკას გრძნობდა და საერთოდ არ ფიქრობდა იმაზე თუ ვინ უყურებდა. სუნთქვა იმდენად შეეკრა რომ გამშრალ პირს სასმელითაც ვერ უშველა. ყველა კადრი გაცოცხლდა მის თვალწინ . ყველა მომენტი რაც კი მის გვერდით ჰქონდა გატარებული. სულ სხვანაირი ახსოვდა, ჯერ კიდევ თინეიჯერი გოგონას სახე იყო მის თვალწინ. ნენე გიგაური , ილიას პირველი სიყვარული, პირველი ემოცია, პირველი ქალი, პირველი ვისი ფიქრებიც გაიგო მისი შეხებისთანავე და მერე ყველაფერი აირია. მაშინ თავს ვერ აკონტროლებდა, ვერ ამბობდა, ვერ ყვიროდა, ეგონა გიჟდებოდა, გააზრებაც უჭირდა მიუხედავად იმისა რომ არც ისეთი პატარა და სულელი იყო . წლების წინ ნახა ბოლოს , შემდეგ საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა გოგონა და მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა. უკვე 33 წლის ქალი იყო . ლამაზი, სექსუალური, დახვეწილი ქალი რომელიც ისევ არავის ჰგავდა. მისვლას ვერ გაბედავდა ალბათ რომ არა სასმელი, რომელიც თითქმის არც ემჩნეოდა მის მზერასაც კი, მაგრამ შინაგან ფორიაქს ამძაფრებდა. უკვე მაგიდასთან მჯდომს მიუახლოვდა , მის მზერას გრძნობდა და ბოლოს თვალი გაუსწორა. როგორ უნდოდა ისევ გაეგო მისი ფიქრები, ადრენალინის მოჭარბებაც კი იგრძნო იმდენად აინტერესებდა რას ფიქრობდა იმ წამს . -ნე ნე - ისევ ვერ თქვა მისი სახელი უემოციოდ. ისევ ვერ შეხედა მშვიდად და სუნთქვა ისევ გაუჭირდა მისი ფიქრები რომ გაიგო „შეუძლებელია...შეუძლებელია ის იყოს. როგორი შეცვლილია, მაგრამ ისაა ჩემი ილოა . ჯანდაბა ახლა გონებას დავკარგავ... ისაა „ -ილო - ნუშისებრი თვალები აემღვრა, მისმა გულმაც გამოტოვა ერთი დარტყმა და მერე კაცის თითები რომ შეეხო მაჯაზე სულ მთლად აერია გონება. „როგორ მომენატრე. ღმერთო როგორ მომენატრა ეს შეგრძნება „- ილომ თავისკენ მარტივად მიიზიდა ,ისიც დაჰყვა და სულ მალე აღმოჩნდა კაცის მკლავებში მოქცეული. სულ სხვა სურნელი ჰქონდა იმ წამს, ძვირადღირებული სუნამოს და პარფიუმის სურნელი. ალბათ ილოსაც არ ჰქონდა ისეთი სუნი როგორც ადრე, მაგრამ შეგრძნება ისევ ისეთი ჰქონდათ, გული ისევ ისე ეკუმშებოდათ და მთელი სხეული ეწვოდათ. „ღმერთო ნუ გამაგიჟებ, მომეცი სულ ცოტა თავშეკავება. ის ხომ წლების წინ მიყვარდა...ღმერთო როგორ მიყვარდა,მგონი მას შემდეგ ისე გატაცებით,ისე გიჟურად , ისე არამიწიერად არავინ მყვარებია. რამდენი წაშალა წლებმა და ის ? ის ისევ ისეთი საოცარია და კიდევ უფრო გაზრდილი, შეცვლილი . კაცია უკვე არ მჯერა...არა ასე შევიშლები“- მის გულისცემას გრძნობდა, მის აჩქარებულ გულისცემას და შენელბულ სუნთქვას , ხელის გაშვებას არ ჩქარობდა . არ უნდოდა მისი გაშვება და არც მისი ფიქრების გაწყვეტა უნდოდა, უნდოდა ბოლომდე მოესმინა ,მაგრამ თავად მოშორდა და თითქოს მშვიდი მზერა გაუსწორა -ილოო როგორი საოცარი დამთხვევაა ამდენი წლის შემდეგ ისევ შევხვდით -ძალიან შეცვლილხარ ... თითქმის ვერ გიცანი და სანამ მოვედი ათასჯერ მაინც ვიფიქრე რომ სხვა იყავი - ჩაახველა, ხმა გაიწმინდა და ემოციები ერთად შეკრა . ქალი დაჯდა, ჭიქა აიღო რამდენიმე ყლუპი მოსვა, ტუჩები ენისწვერით დაისველა,მაგრამ აშკარად არაფერი მოქმედებდა. ილო უღიმოდა და ის ისე იბნეოდა როგორც პატარა გოგო -ათ წელზე მეტი გავიდა... ორივე შევიცვალეთ. ქალაქიც კი სრულიად სხვანაირია „დამშვიდდი ნენე, ისუნთქე ნუ აკვირდები ყველაფერს....ჯანდაბა მზერასაც კი ვერ ვიმორჩილებ. ის კი როგორ მშვიდად მიყურებს და იღიმის თავისი გასაგიჟებელი ღიმილით. მთელი სამი წელი რომ მაგიჟებდა არ იყო საკმარისი? „ -როდის დაბრუნდი -თითქმის ერთი თვეა ... ფაქტობრივად თავიდან ვეჩვევი ყველაფერს. -ქმართან ერთად ხარ ?- პირდაპირ ჰკითხა და ისე შეხედა თიტქოს მის სულში შეღწევას აპირებდა „საიდან იცის რომ გავთხოვდი. ალბათ ფოტოები აქვს ნანახი ან ვინმე საერთო ნაცნობმა იჭორავა“ -მარტო , აწ უკვე განქორწინებული „როცა უსიყვარულოდ თხოვდები კაცზე რომელიც უბრალოდ სპერმის კარგი დონორია ასე იცის“ -შენ? თითზე ბეჭედს ვერ ვხედავ - მზერა ისევ ილოს თითებზე გადაიტანა და ტუჩები ერთმანეთს დააშორა ჰაერის ჩასასუნთქად „ეს თითები ...ყველაფერი რატომ მახსოვს „ -ცოლის შერთვა ისევ ვერ გავრისკე - ჩაიცინა და თითებსშორის მოქცეული განიერი ჭიქა ტუჩთან მიიტანა -კარგია - ინსტიქტურად წამოსცდა და მერე თავადვე დაიბნა. ილოსაც გაეღიმა „ჯანდაბა! როგორ ვიქცევი , მაგრამ კარგია მარტო რომ არის . ახლა რომ ეთქვა ცოლი მყავსო ალბათ გავგიჟდებოდი . არა რა უფლებით , ვინ ვარ ...არავინ !“ -ხო , ძლიან კარგია თავისუფლება -ჭიქა ბოლომდე დაცალა, მაგიდაზე დადგა და წამოდგა . აინტერესებდა მისი რეაქცია და არც შემცდარა „არა...არა ასე არ უნდა წავიდეს. გავგიჟდები , ასე რომ წავიდეს ... მომენატრა. უზომოდ მომენატრა ასე ვერ გავუშვებ. უნდა ველაპარაკო მაინც „ -საუბარს სხვა დროსაც მოვასწრებთ , თანაც აქ ისეთი ხმაურია არ ღირს, სამაგიეროდ ცეკვა სჯობს . თუ ისევ ისე ცეკვავ რა თქმა უნდა- ხელი გაუწოდა და გაუღიმა. არც უფიქრია ნენეს ისე წამოდგა და გაჰყვა. ხელი რომ მოხვია ,თავისკენ მიიზიდა და ახლოდან შეიგრძნო მისი ტემპერატურა შემდეგ ტვინმა ისევ განგაშის ზარები გამოსცა „ როგორი დაუფიქრებელი ხარ ნენე, ისევ ისე გატარებს თავის ჭკუაზე როგორც 15 წლის ასაკში აკეთებდა. აღარ გაიზარდე? როგორ შეიძლება სულ გმართავდეს და გაგიჯებდეს ყველა სხვას თუ ურეაქციოდ ხვდები ... როგორია,თიტებს განგებ ამოძრავებს ასე ნელა რომ საბოლოოოდ დამწვას? ეს კაბა უნდა გადავაგდო ისე მაქ მოტმასნილი სუნთქვას მიკრავს . რა დროს კაბაა „ ცეკვავდნენ, მის სხეულზე თითებს ნელა დაატარებდა. ზურგის არეალს არ შორდებოდა, შემდეგ თეძოზე გადაინაცვლა. ქალი რომ შებრუნდა ზურგიდან აეკრო და თითები მის მკლავებზე აასრიალა. მთელი სხეულით გრძნობდა მის ტემპერატურას, მისი სხეულის კონტურების შესწავლა თამამად შეეძლო,მაგრამ იმდენი სხვა რამ იყო რაც უფრო მეტად აინტერესებდა და აგიჟებდა . თავი მხარზე რომ მიაბჯინა ყელი საკოცნელად იწვევდა, მაგრამ არ უკოცნია, მხოლოდ დაიხარა და ქალი საბოლოოდ გააგიჟა. „ნუთუ საერთოდ არ მოვენატრე...არ ვუნდივარ, ახლა ხომ სხვანაირი ვარ . იქნებ იმაზე მეტად მეტყობა ასაკი ვიდრე ვფიქრობ იქნებ უკვე იმ ასაკში ვართ რომ პატარა გამოუცდელ ქალებს ეტრფის. რეებს ვფიქრობ, ახლა რომ მაკოცოს , მისი ტუჩები რომ შემეხოს თავს ვერ გავაკონტროლებ და ყველაფერი აირევა. ჯანდაბა, თითქოს ტუჩებიც უფრო მსხვილი აქვს „ შემდგე იყო ზღვარი რომელიც ქალმა გადაკვეთა და ილიკოც დარწმუნებული იყო ,რომ შემდგე ნაბიჯს გაგრძელება მოჰყვებოდა. თავს ძლივს იკავებდა უკვე, მისი სიახლოვე გონებას ურევდა და წლები იყო უკვე გასული რაც მსგავსი რამ არ უგრძვნია. თავს ვეღარ აკონტროლებდა და ისე წაეტანა მის სავსე ტუჩებს მთელი სხეული გაეყინა წამით, შემდეგ ხერხემალში დავლილმა ჟრუანტელმა სიამოვნება მოჰგვარა. ნენს მკლავები რომლებიც ყელზე ეხვეოდნენ და ტუჩები მოხერხებულად რომ ჰყვებოდნენ მისი ტუჩების მოძრაობას, მხურვალე ენა ოსტატურად რომ შეუცურდა ტუჩებსშორის. ნენეს ზღვარი არასდროს ჰქონდა, სხვანაირი იყო და ყველა ნაბიჯი მასთან ერთად სხვა ფერს იღებდა -ილო - ჩამწყდარი ხმით ძლივს წარმოთქვა, ქვემოდან უყურებდა და მთელი სხეული უთრთოდა -მომნატრებიხარ, ზღვარს იქეთ ნე ნე - ისევ შეეხო მის გავარვარებულ ტუჩებს და სხეულზე მიიკრო „მეც ...მეც უსაზღვროდ მომნატრებიხარ. ისევ ჭკუას ვკარგავ შენზე „ შებრუნდა, ჩანთა აიღო , გაუღიმა და გასასვლელისკენ დაიძრა. შუაღამის სიგრილეს ვერცერთი გრძნობდა, ახურებულ კანზე გრილი სიოს შეხება სიამოვნებას უმძაფრებდა,მეტად ახელებდა ორ შეშლილ სხეულს . ვერ გაუძლო, ისევ ვერ მოითმინა და მანქანას ააკრა, მაღლა ასწია მუცელზე შისვა , მისი კაბა მოხერხებულად ასწია მაღლა და თითები საჯდომზე წაავლო. ყელს უკოცნიდა, კაბის ჭრილიდან მომზირალ მკერდზე გადავიდა ,მისი თითების შეხებას გრძნობდა ყელზე და მხრებზე , მისი გულისცემა ესმოდა, მსუბუქ კვნესას ერეოდა . პატარა ბიჭივით იქცეოდა, არადა არ უყვარდა ასეთი ქცევები ,მაგრამ ვერ აზროვნებდა, ვერ ხვდებოდა რომ შუა ეზოში იყვნენ, რომ შეიძლებოდა ვინმეს დაენახა რომ ... ბევრი რომ იქნებოდა,მაგრამ არცერთს ადარდებდა ეს ყველაფერი. მონატრებული სხეულების შერწყმა და სრულიად სხვანაირი , განსხვავებული,მაგრამ ნაცნობი გრძნობა რომელიც ერთად ყოველთვის ჰქონდათ , სხვა არავისთან ჰქონდა ასეთი ფერი სიამოვნების მწვერვალს. -ვგიჟდები შენზე- თავი უღონოდ ჩამოსდო მხარზე და ყელში აკოცა გაეღიმა, ტანსაცმელი გაისწორა, ქალი მანქანიდან ჩამოსვა და შემდეგ კარი გაუღო . რამდენიმე წუთში ბინაში იყვნენ ამჯერად სრულიად შეისწავლა მონატრებული ქალის სხეული, შეცვლილი, სხვანაირი და კიდევ უფრო გასაგიჟებელი. სხეულზე მოქცეულ ქალს თვალს არ აშორებდა, თითებს მის სხეულებზე დაატარებდა და ტუჩებს თითებზე აწებებდა -რატომ მახსენდება ჩვენი პირველი ?- სახე ილოს ყელში ჩამალა და იქვე აკოცა-როგორ შევიცვალეთ ... როგორ გავიდა ამდენი წელი -დრო რომ გადის შემდეგ ხვდები რომ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვი, რომ არასწორი გზა აირჩიე - მის ტუჩებს თავისი შეახო და მერე ყბაზე გადავიდა. ფრთხილად ეხებოდა და ისეთ სიმშვიდეს გრძნობდა როგორც არასდროს. -შენ სულ ამობდი ყველაფერს თავისი მიზანი აქვსო...ჩვენს დაშორებასაც ჰქონდა ბევრი ასეთი მიზანი- ნახევრად მძინარე ლაპარაკობდა, ილოს შეხებამ საერთოდ მოადუნა . მალე თვალები დაეხუჭა და მშვიდად ჩაეძინა. ილო კი თვალს არ აშორებდა , ვერასდროს ხვდებოდა სიყვარულის არსებობის სრულ ძალას, ვერ ხსნიდა , ვერ იჯერებდა როგორ შეიძლებოდა ასე ჰყვარებოდა 15 წლის ბიჭს 16 წლის გოგონა, ჰყვარებოდა მთელი არსებით ,იმაზე მეტად ვიდრე მაშინ სიყვარულზე წარმოედგინათ და მერე გაეშვა, დაშორებოდა, ცხოვრებიდან მოეშორებინა იმიტომ რომ ვეღარ უძლებდა, აღარ შეეძლო ამ ყველაფრის გამკლავება, ძალა არ ჰქონდა და უფსკრულში ეგონა თავი რომლისგან ამოსასვლელ გზას ვერ ხედავდა, ეგონა რომ მასაც თან გაიყოლებდა და ისე გააკეთა რომ დაშორებულიყვნენ. მერე თითქოს ღმერთმაც ხელი შეუწყოთ, ჯერ სხვა უბანში გადაცხოვრდა, შემდეგ საერთოდ დატოვა ქალაქი და ბოლოს ქვეყანაც. წლები გავიდა, ისე გავიდა თითქმის მთლიანად გაქრო განშორებისგან გამოწვეული ტკივილი, მაგრამ გრძNობა ვერ. არც უცდია, არც შეეძლო მოქმედება ამ უამრავ ემოციას რომელშიც მხოლოდ გული და გონება არ იყო ჩართული ყველაფერი იყო ყველა უჯრედი, მოლეკულა, ყველაფერი ერთად ქმნიდა ამ გრძნობას რომელსაც ნამდვილად ერქვა სიყვარული . გრძNობას რომელსაც არ ადარდებს არც სტატუსი, არც რასა, არც რელიგია, არც დანაშაულები, არც ცოდვები უბრალოდ ყველა უჯრედს იკავებს და განუკურნებელი სენივით სმაუდამოდ რჩება. ახლა მკლავებში ჰყავდა, მის სუნთქვას უსმენდა, უყურებდა მის შეცვლილ ნაკვთებს, ყველა კონტური სხვანაირი ჰქონდა, თმაც კი შეეღება აღარ ჰქონდა წაბლისფერი , უკვე ყორნისფერი იყო , აღარც წელამდე ჩამოსდიოდა, მხრებს ძლივს წვდებოდა და მაინც ისევ ისეთი იყო . უკვე კარგახნის გათენებული იყო რომ შეირხა და გვერდი იცვალა, ბალიშს მოხვია ხელები, საჯდომი გაბზიკა და იმ წამს ნამდვილად 16 წლის ნენე იყო , დასიებული ტუჩებით, საყვარელ პოზაში კომფორტულად მძინარე. რამდენიმე წუთის შემდეგ გაეღვიძა, თვალები არ გაუხელია, არც პოზა შეუცვლია ,მაგრამ მისი ფიქრები ესმოდა ილიკოს „შიშველი ვარ, სიზმარი არ იყო და ილიკო წევს ახლა ჩემს გვერდით. ჩემი ილო , ღმერთო იცოდე სხვა ვინმე თუ არის თავს მოვიკლავ...მგონი მოძრაობის უნარი წამერთვა, რამდენი ხანია არავისთან ვყოფილვარ და მითუმეტეს მსგავსი ემოცია არ მქონია. ახლა პატარა ბავშვივით დაბნეულმა უნდა ვიარო პირველი სექსის შემდეგ სიტყვებს რომ ვერ პოულობენ? ის ხომ ილიაა...ხო ილიაა რომელიც ლამის 15 წელია არ მინახავს და ბოლოს რომ ვნახე შეშლილივით იქცეოდა, დამშორდა . ახლა რა ის წყენა და ბრაზი უნდა გავიხსენო? არა არ ვარ ჯანსაღად რა დროს ეგაა. როგორ მომენატრა მისი კოცნით გაღვიძება . ღმერთმა დასწყევლოს ყველა დღე რაც ვერ გამოვიყენეთ“ ფრთხილად გადაბრუნდა ილოსკენ,თითები წვერიან ლოყაზე ჩამოატარა ტუჩები ჯერ ყელზე გამოკვეთილ ძარღვზე შეახო შემდეგ ტუჩებზე და გაეღიმა მისი მკლავები რომ მოეხვია. „როგორც სჩანს ძილისგუდა აღარ არის“ -დღეს რა გეგმები გაქვს? - როგორც კი თვალები გაახილა და ზემოდან მოექცა მაშინვე ჰკითხა და მოშიშვლებულ მხარზე აკოცა -ძალიან ბევრი გეგმა მაქვს...ჯერ კიდევ ვლაგდებით მე და მაშო -მაშო ? მეგბართან ერთად დაიწყე ცხოვრება ქმართან განშრების შემდეგ?- საწოლის მეორე მხარეს დაწვა და მზერა გააყოლა ნენეს „13 წლის შვილი რომ მყავს ამ დილაადრიან უნდა ვუთხრა თუ დაველოდო როდის დავლაგდეით, დავსხდებით და საუბრისთვის გვექნება დრო“ -შვილია ?- წამსვე წამოდგა , სავარძლიდან შორტი აიღო და მიუახლოვდა -შვილი გყავს ნენე? -ხო ... პატარა ვიყავი რომ გავთხოვდი . ნუ მაშინ არ მეგონა რომ პატარა ვიყავი, მალევე დავფეხმძიმდი თან ირაკლი უკვე თითქმის ოცდაათის იყო და შვილი უნდოდა. ბავშვის გაჩენის შემდეგ მალევე ჩაცხრა ჩვენი ურთიერთობა, ნელ-ნელა კომპანიონებს დავემსგავსეთ. მერე გავიგე რომ მღალატობდა , ვიჩხუბეთ და დაიწყო გაუთავებელი შერიგების მცდელობები, ოჯახის შენარჩუნებისთვის ბრძოლა ხუთი წელი ასე გავძელით შემდეგ განვქორწინდით . მას შემდეგ ცივილურად ვურთიერთობთ , მეც ჩემი ცხოვრება მაქვს, მას უკვე მეორე ცოლი ჰყავს, შვილებიც და ამჯერად მგონი ბედნიერია. მაშო მამას ჰგავს, რთული ბავშვია და თან ახლა გარდატეხის ასაკშია , ზოგჯერ ჭკუიდან გადავყავარ. მე არქიტექტორი გავხდი როგორც ვოცნებობდი , იმედია აქაც დავიწყებ მუშაობას .. ესაა ჩემი ცხოვრება- ყველაფერი ერთი ამოსუნთქვით თქვა და მერე ირგვლივ მიმოიხედა-შხაპს მივიღებ და უნდა წავიდე- მანამ აკოცა სანამ რამეს ეტყოდა და წავიდა. -საღამოს თავისუფალი იქნები? -არ ვიცი- კაბის ელვა შეიკრა და ფეხსაცმელიც მოირგო -ის ხომ იცი რომ მეორედ აღარ გაგიშვებ- ძალიან მშვიდი იყო, სრულიად დარწმუნებული და დროის კარგვასაც არ აპირებდა -ილო მე და შენ ... წუხელ -ჩემი და შენი ერთად ყოფნა არასდროს იქნება რაიმე ფაქტორით გამოწვეული არც ალკოჰოლით და არცერთი ვინანებთ ღამეებს რომლებიც ერთად გაგვიტარებია ან მომავალში გავატარებთ -თვალებში უყურებდა , თითები ნახევრად სველ თმაში შეუცურა და ტუჩები დაუკოცნა- როდის გამაცნობ მაშოს -ახალ ილოს რომ გავიცნობ და ყველაფერი დალაგდება ჩემს გონებაში შემდეგ მოვიფიქრებ - მისი მობილური აიღო და საკუთარ ნომერზე დარეკა- დაგირეკავ და ვისაუბროთ ................... ეზოში იჯდა და ეწეოდა, ნენეს ზარს ელოდა მთელი დღე , საღამოს კი უკვე მოთმინება ჰქონდა გადაწურული. ფეხები გაშლილი ჰქონდა, იდაყვებით იყო დაყრდნობილი ბარძაყებზე, თითებშორის მოქცეული სიგარეტი და დახრილი თავი. რამდენიმე ადამიანმა ჩაიარა სანამ იქ იჯდა,მაგრამ ნაცნობი ქალის ფიქრები რომ გაიგო ინსტიქტურად გაეღიმა „ილიაა თუ არა...არა ნამდვილად ილიაა. ეწევა? პირველად ვხედავ ასეთს... აშკარად ცუდადაა, ნეტავ რა სჭირს ასე რომ გამოიყურება. ფსიქოლოგებიც თუ ემსგავსებოდნენ დეპრესიულ ადამიანებს არ მეგონა. როგორი სხვანაირია ასეთი არა სულ სხვანაირია მაგრამ ... ღმერთო რა გავაკეთო? ასე უნდა ავუარო გვერდი და წავიდე? იქნებ დახმარება შემიძლია . ის ხომ არ დამტოვებდა ასეთი რომ დავენახე და მე როგორი მეგობარი ვიქნები უბრალოდ თუ დავტოვებ. იქნებ საერთოდ არ უნდა ვინმესთან ლაპარაკი... ლაპარაკი თუ არ უნდა უბრალოდ დავჯდები და ესეც თუ არ ენდომება მერე დავტოვებ „ ისიც კი იგრძNო როგორ ჩაისუნთქა გოგომ და რამდენიმე ნაბიჯში დაფარა მანძილი. პირდაპირ მის გვერდით დაჯდა და ყავის ჭიქა გაუწოდა -სიგარეტს უხდებაო ამბობენ -ეგ რომ შენია ? - ქვემოდან ახედა და ტუჩის კუთხე ჩატეხა . თავისი მრგვალი თვალებით უყურებდა და წამწამებს სწრაფად ახამხამებდა- გამიყოფ? -დაგითმობთ... -გმადლობ- გასწორდა სიგარეტი ტუშებსშორის მოიქცია , ცალი თვალი თითქმის ბოლომდე დახუჭა , ერთი ხელი სკამზე ჩამოდო მეორეთი ყავა გამოართვა -ჯერ არ დაასრულეთ მუშაობა? -შენ რას აკეთებ ამ დროს აქ...კესოსთან ხარ? „არ მპასუხობს . ე.ი არაფერს მეტყვის ,კარგი მაშინ მე ვუპასუხებ ასეც შეიძლება გონების განტვირთვა“ -მატრო მორიგეობს ამ ღამით და მის ახალ ექიმს სთხოვა დარჩენის უფლება მომცეს „იმედია ჯუჯღუნა არ არის ის ირაკლი თორემ რა გაუძლებს . კესო თუ გააგიჟა შემოაკვდება და მე მის შესაჩერებლად ვიქნები იქ“ -ირაკლისთან ერთად პირველად მორიგეობს? -ხო ... როგორი კაცია? -საინტერესო- ჩაიცინა და ყავა მოსვა. მერე ისევ სიგარეტი მოიქცია ტუჩებსშორის და კვამლი მაღლა ცისკენ გაუშვა . თავი უკან გადასწია და მერე სიგარეტი იქვე ურნაში ჩააგდო -რა მხრივ -რომ ნახავ მიხვდები -ბოროტი ბიძიაა ? - ღიმილით უთხრა და წარბები საყვარლად შეკრა -ბოროტია ,მაგრამ ძია არა ...მთავარია არ შეგეშინდეს - ინსტიქტურად ჩამოუსვა თითები ლოყაზე. ვერასდროს ხვდებოდა რატომ ესაყვარლებოდა ასე ძალიან ეს გოგო, რატომ ვერ გრძნობდა ვნებას მის მიმართ როდესაც ასეთი მიმზიდველი იყო ყველაფერთან ერთად. მოსწონდა, თან ძალიან მოსწონდა მისი ფიქრების მოსმენა, მასთან საუბარიც ,მაგრამ ეს საკმარისი არ იყო . „ბოროტია? რატომ მომეფერა ისე თითქოს ის კაცი ამაღამ დამახრჩობს და მემშვიდობება“ -ძალიანს აშიშიც არ არის, ნუ ინერვიულებ უბრალოდ წესრიგის მოყვარული იყო ყოველთვის -თქვენ კარგად იცნობთ? -მეგობარია ... თუ გაგაბრაზებს უთხარი ილოს მეგობარი ვარ-თქო -რატომ დამცინით ბატონო ილია? -დროა მიხვიდე თორემ დაგვიანება არ უყვარს...გმადლობ რომ უყურადღებოდა არ დამტოვე-მისკენ მიიწია ლოყაზე აკოცა და თავად წამოდგა „როგორი საყვარელია ხანდახან, დამცინა, შემაშინა და მიდის საყვარელი კი არა ცუდი ბიძიაა“ -და კიდევ ბიძიებს ნუ გვეძახი შენზე 9-10 წლით უფროს ადამიანებს - უცებ მიუბრუნდა თვალი ჩაუკრა და წავიდა . მანქანასთან იყო უკვე მობილურის ვიბრაცია რომ იგრძNო და სწრაფად უპასუხა -დავიჯერო გემოვნება შეგეცვალა და უკვე პატარა გოგონები მოგწონს? სირცხვილია ილო , თავი რომ არ დაგვეცვა ერთ დროს მისი ასაკის შვილი გვეყოლებოდა - მისი ხმა რომ გაიგო მთელს ტანში ჟრუანტელმა დაუარა. გაეღიმა, ის სადღაც ახლოს იყო და უყურებდა. თან ისეთ მანძილზე რომ მის ფიქრებს ვერ უსმენდა -არც ეგეთი პატარაა ...შენ ხარ უბრალოდ დიდი გოგო -ღმერთო ჩემო - უცებ შეიცადა და ილომ ხმამაღლა რომ გაიცინა აშკარად გაბრაზდა- მორჩა წავედი . ამ ღამეს მარტო გავატარებ, ტყუილად ვეცადე შენთვის დროის პოვნა -ამდენ საუბარს არ სჯობს მოხვიდე და პირადად მესაუბრო?- მანქანის კარი გააღო, დაჯდა და შემდეგ ძრავიც აამუშავა. ქალბატონმა მოულოდნელად რომ გახსნა კარი და მის გვერდით მოთავსდდა ისევ გაეღიმა. წამსვე მოიტანა ნაცნობი სურნელი , თმები ისევ გაშლილი ჰქონდა , იღიმოდა და შემდეგ ქვედა ტუჩი კბილებსშორის მოიქცია. სათვალე მოიშორა, თავი გვერდით გადახარა და წარბები მაღლა აზიდა -სულ მე როგორ უნდა გპოულობდე -სულ შენ გენატრებოდი ყველაზე მეტად -წამითაც არ შეჩერებულა მისკენ გადაიხარა ხელი გრძელ ყელზე შეუცურა და მის მსხვილ ტუჩებს თავისი შეახო. -ადრე ასეთი თამამი არ იყავით ბატონო ილიკო -ისევ შენთვის, სხვა გოგონებს რომ გაეგოთ რომ ბავშვი აღარ ვიყავი თავს დამეხმებოდნენ - ისევ მასთან ახლოს იყო, თვალებში უყურებდა და იღიმოდა. მერე საჭეს მიუბრუნდა, მანქანა ეზოდან გაიყვანა და მალევე გზაში აღმოჩნდა, საცობში გაჩერება მოუხდათ. მზერას აპარებდა ქალისკენ ის კი თვალისმოუშორებლად უყურებდა -ექიმობა არასდროს გინდოდა ახლა კი როგორც გავიგე ფსიქოლოგიც ხარ და ენდოკრინოლოგიც...არადა არ გიყვარდა სხვისი ამბების გაგება და ახლა ყველას პრობლემებს უსმენ და მოგავრებაში ეხმარები ? -შევიცვალე ... რაღაც მომენტში მივხვდი რომ მჭირდებოდა -სულ ველოდი რომ პიანისტი იქნებოდი და წავაწყდებოდი უზარმაზარ აფიშას სადაც როიალთან დაგინახავდი -აღარ ვუკრავ...მგონი დამავიწყდა კიდეც. დრო აღარ მაქვს- ბავშვობა გაახსენდა . დაინახა როგორ ჩაამსხვრია მინა ხელით, როგორ გადაეჭრა მყესები და ორივე მტევანი ისე დაიზიანა რომ დიდხანს ვეღარ უკრავდა. მერე საერთოდ შეიძლა როიალი ხმები ესმოდა სულ , სულ ახსენდებოდა ქუჩაში გავლისას მოსმენილი ნებისმიერი ფიქრი და მუსიკის ხმაც ვერ აქრობდა ამ ხმებს. -პირველად მაშინ დავსველდი როიალთან რომ დაგინახე ,როგორ უკრავდი პირველად წარმოვიდგინე როგორ მეფერებოდა ბიჭი და შესანიშნავია სხვა რომ არავინ დაგიკერავს შენი ნიჭის გამოყენებით -სერიოზულად? პირველად რომ დამინახე როიალთან სკოლაში მაშინ ბავშვი ვიყავი -მე რა ცოდვა გავიხსენე და ეს რაზე ამახვილებს ყურადღებას .... თითქოს ვიძალადე. მთელი წელი გელოდი ხომ ხედავ -როგორ დატანჯულხარ და რამდენი თვე მესწერვებოდი , მეგონა შანსი არ მქონდა თურმე ფანტაზიებში გყავდი უკვე. სიცრუეში მიცხოვრია -ქალებს ყველა ასაკში გვაქვს ერთი დაფარული გრძნობა მაინც „ თუმცა შენ თითქმის არაფერს გიმალავდი. რაც უნდა მეთქვა და არ უნდა მეთქვა ყველაფერს გიყვებოდი სხვა არავის , არასდროს. ასე არ შეიძლება, რაც უფრო მეტჯერ ვნახავ მით უფრო დამოკიდებული გავხდები და ასე თავიდან შევიშლები“- უყურებდა , თვალს არ აშორებდა და ფიქრს არ წყვეტდდა. -იცი უკვე რომელ კომპანიაში გინდა მუშაობა თუ ჯერ არ გარკვეულხარ აქაურ სამშენებლო კომპანიების მუშაობის სტილში -ერთია ,მაგრამ ვერ შევაღწიე იმ მირიანის კაბინეტში ... რამდენჯერაც მივედი იმდენჯერ არ იყო ან წასული დამხვდა . გამაგიჟა -მირიან გაბუნიასთან გინდა მუშაობის დაწყება? -იცნობ? -ამ საღამოსვე გაგაცნობ თუ გინდა , მაგრამ ძალიან უჟმურია და მკაცრი თუ რამე არ მოეწონება შეიძლება უკონტროლო გახდეს -ახლო მეგობარია? -შეიძლება ასეც ითქვას... -ასე არ მინდა... -ჩემ გამო არ აგიყვანს დამიჯერე...უბრალოდ შეგახვედრებთ თორემ ისე მთელი წელი მოგიწვეს ლოდინი და სადმე შემთხვევით თუ გამოიჭერ თორემ ისე კაბინეტში ვერ იპოვნი შანსი არ არის „ისედაც ყველას იცნობდა და ახლა მგონი მთელ ქალაქს ემეგობრება ან მისი პაციენტია. საშიში კაცია რა , რაც ამას ამბები ექნება მოსმენილი ... დავთანხმდე ვითომ? მე კი ვიცი რომ ჩემ საქმეს გავაკეთებ და არ ინანებს, მაგრამ „ -გეყოფა ამდენი ფიქრი, გაგაცნობ მირიანს როგორც ჩემს მეგობარს და მერე გადაწყვიტე დაელაპარაკო საქმეზე თუ არა- მანქანა გააჩერა , ქალბატონს კარი გაუღო და შემდეგ მასთან ერთად შევიდა სადარბაზოში. ეღიმებოდა, მისი აჩქარებული გულისცემა , კბილებსშორის მოქცეული ქვედა ტუჩი და თითები თმაში ისე ახალისებდა თავი ისევ პატარა ბიჭი ეგონა -დავიჯერო ყველა კაცთან ასე ნერვიულობ ხოლმე ?- ლიფტში შესვლისთანავე ხელი მოხვია და ტუჩები დაუკოცნა „აუტანელი ხარ ისევ... საშინელო . დამცინის !“ -შენ ყველას ასე იტყუებ ბინაში? -ნწ, ძალიან მოსაწყენი ცხოვრება მაქვს და მხოლოდ მაშინ მაქვს ს.ქსი უძალიანესად რომ მომწონს ქალი - გულწრფელად უპასუხა, კარიც გააღო და პირველი გაატარა -შეიცვალე , მეც შევიცვალე ,მაგრამ შენ თითქოს სხვა ადამიანი ხარ. ის თვაისუფალი, მხიარული ბიჭი თითქოს შენში საერთოდ აღარ ცოცხლობს- თვალებში უყურებდა თითები ლოყაზე შეახო და ისევ აკოცა -არასერიოზული არასდროს ვყოფილვარ, როგორც მახსოვს... დავიჯერო არ მიხდება სერიოზული კაცის იერი? - თითქოს ვერ მიხვდა ნენე რასაც გულისხმობდა. თემა რომ აღარ განევრცო ქალს მისი ფიქრები საერთოდ გაფანდა ტანზე შემოტმასნილი ჯინსის შიგნით თითები რომ ჩააცურა და ტუჩებზე ვნებიანად წაეტანა. შემდეგ მისი ფიქრების მმართველი თავად გახდა, ქალის მთელ არსებას მართავდა და ორმაგი, უსაზღვრო სიამოვნების გარდა არაფერი დარჩა... ღამის თერთმეტი საათი იქნებოდა ქალის სხეული ხელში რომ აიტაცა და სააბაზანოსკენ დაიძრა -რას აკეთებ -კლუბში წავიდეთ - წყლის ქვეშ დაყენა და დასიებულ ტუჩებზე შეეხო- თუ დაგაღწიე თავი როგორმე ...ჯანდაბა - ქალის სხეულს მზერა რომ მოავლო გაიცინა და კედელზე ააკრო -ასე შენს ნებაზე უნდა ვიარო? ასე არ გამოვა -ხო არა? - კოცნიდა და ღრმად სუნთქავდა -ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ტვინში მიძვრები -ტვინში? არამგონია ...ცოტა ქვემოთ -იდიოტო - პირსახოცი სხეულზე აიფარა და სველი კანი რომ გაიმშრალა შემდეგ ტანსაცმელს მიუბრუნდა- ასე მოუწესრიგებელი ვერ წამოვალ -სახლში გაგიყვან ...უცებ მოემზადე „რას ვაკეთებ. ახლავე უნდა გამაცნოს თავისი ახალი მეგობრები , მასთან ერთად რომ გამოვჩნდები უკან ვეღარ დვაიხევ და რა გამოდის რომ თავიდან ვიწყებთ? რას ვბოდავ უკვე დავიწყეთ ... ან საერთოდ რატომ უნდა მომინდეს უკან დახევა. იმიტომ რომ უამრვაი პრობლემა იქნება . იმიტომ რომ ბავშვები აღარ ვართ შვილი მყავს ერტმანეტს აღარც ვიცნობთ და...ჯანდაბა! როგორ არ მაინტერესებს ეს ყველაფერი რა მოხდება მთავარია მაქსიმალურად დიდი დრო გავატარო მასთან „ ისე მოიქცა როგორც ილიკომ შესთავაზა, სახლში შეირბინა, სწრაფად გამოიცვალა თმისთვის ხელიც არ უხლია , მსუბუგი მაკიაჟი გაიკეთა და მალევე დაბრუნდა. რამდენიმე წუთში კლუბში იყვნენ, ილიკო პირდაპირ კუთხის მაგიდისკენ რომ დაიძრა მიხვდა მათ ელოდნენ იქ მსხდომი ბიჭები და ცოტა დაიძაბა კიდეც „ჯანდაბა პატარა ბავშვივით მიჩქარდება გული. ნეტავ ბექასთან ისევ მეგობრობს? ისუნთქე ნენე ნუ იქცევი ასე სულელი ქალივით გეყოს !“ ილომ წელზე მოხვია ხელი, საფეთქელზე მიაწება ტუჩები და გაუღიმა . წამსვე დამშვიდდა, თითქოს სწორედ მისი შეხება სჭირდებოდა მაგიდასთან გუგა, ბექა და სანდრო ისხდნენ . პატარა ჯაფარიძემ მაშინვე შეამჩნია ძმის გვერდით ლამაზმანი და სახეზე ეშმაკური ღიმილით შეეგება წყვილს -ბიჭებოო- სიტყვის დასრულება არ ადროვა ბექამ წამსვე წამოდგა და ნენეს მოეხვია -ნენეე...შენ ხარ ტო? ხო შენ ხარ ... ვახ ჩემი როგორი ხარ . როდის დაბრუნდი -ბექა? შანსი არ არის... ბექა - გაიცინა და ბიჭს დააკვირდა- როგორი სიმპათიური გამხდარხარ ბექუნა.. ეს ბეჭედი ,მოიცა ცოლი გყავს? -მეორე ბავშვსაც ველით დაჟე - გაიჯგიმა როგორც იცოდა ხოლმე და ისევ მოეხვია- აუ როგორ გამიხარდა შენი დანახვა ტოო- თავზე აკოცა და მერე ილოს გახედა- შე არასწორო ამდენ ხანს რატომ არ გვითხარი ნენე თუ ნახე და თუ -გეყოს ... ახლა გაგვაგებინე რა ხდება ნენე ვინ არის ჩვენი შორეული ნათესავი თუ პირველი ქალი რომელსაც შენს გვერდით ყოფნის პატივი დართე- სანდროს ვინ შეაჩერებდა -ძმაო -არ არსებობს ... სანდრო ? სანდროა?- ახლა მართლა გაუფართოვდა თვალები ილოს მიეკრო და სიცილი აუტყდა- სულ პატარა მახსოვს ... მგონი 4 თუ 5 წლის იყო რომ ვასეირნებდით სულ სადღაც მირბოდა. ალბათ საერთოდ არ ვახსოვარ -აი უკვე დროა წავიდე...ქალი რომელმაც ჩემი ბავშვობა იცის , საშიშია -სანდრო გეყოფა ! -მგონი მხოლოდ მე არ ვიცნობ ამ მშვენიერ ქალბატონს და თავად გავეცნობი სანამ თქვენ მოიფიქრებთ მე გუგა მქვია და ბატონის სტუდენტობის მეგობარი ვარ , სავარაუდოდ ამიტომ არ გიცნობთ რომ თქვენ ბავშვობაში გქონდათ ურთიერთობა -სასიამოვნოა ... დიახ, ილიკოს ბავშვობის ნაწილი ვარ -მთლად ბავშვობისაც ვერ ვიტყოდი- ბექამ რომ ჩაილაპარაკა ილომ თვალები აატრიალა- რა? მაგიდასთან ისხდნენ, სასმელს აგემოვნებდნენ და ლაპარაკობდნენ. მხოლოდ სანდრო იყო ჩუმად და ქალს უყურებდა -არ მჯერა რომ ილიას ასეთი ურტიერთობა ჰქონდა ვინმესთან და რაიმე სპონტანურს აკეთებდა, რაღაც მთლიანად ემოციებზე დაფუძნებულს . ნამდვილად ჩემს ძმაზე საუბრობთ? -ხო ნამდვილად შეცვლილია ... თინეიჯერობისას ასეთი მშვიდი და სერიოზული არ იყო . თუმცა უჟმური ახლაც არ არის- მხარზე დაადო თავი და ლოყაზე აკოცა -ეგ თქვენთან თორემ აბა მე მკითხეთ? -ბავშვი რა დღეში გყავს ილიკო? ასე როგორ შეიძლება -აი უკვე სიგიჟემდე მომწონხართ მშვენიერო ნენე... ბედნიერი იყოს თქვენი გამოჩენა ჩვენს ცხოვრებაში - ჭიქა მაღლა ასწია და ბოლომდე დაცალა უკვე სრულიად თავისუფალი და მშვიდი იყო ბატონი მირიანი რომ გამოჩნდა. როგორც ყოველთვის დახეულ ჯინსებსა და მაისურში იყო გამოწყობილი და საერთოდ არ ჰგავდა იმ კაცს კომპანიაში რომ დააბიჯებდა შეკრული წარბებით და უჟმური სახით. ილოს და ბიჭებს უბრალოდ უნდა მისალმებოდა მის გევრდით ნენე რომ დაინახა და შეჩერდა -არ გამაცნობ? თუ ნათესავია და ტყუილად დავინტრიგდი - ჩუმად უთხრა და ნენეს მზერა მიაპყრო -ნენე, გაიცანი მირიან გაბუნია ... -სასიამოვნოა - ხელზე ეამბორა ბატონი და დაუპატიჟებლად ჩამოჯდა- მგონი ეს საღამო ისტორიაში ჩაიწერება „როგორ ახერხებს ყველაფერი ისე გამოვიდეს როგორც ამბობს. რა ხდება სასწაულმოქმედი გახდა ? ახლა ისეთი სექსუალურია შეიძლება შევიშალო, ვიწვი „ მირიანთან საუბარში რომ ახსენა ნენეს პროფესია და ბატონი მაშინვე დაინტერესდდა უკვე საერთოდ შოკი ჰქონდა. ბექამ დატოვათ, ბარბი მელოდებაო მარტო მყავსო ბავშვებთან ერთად დატოვებულიო. გუგა და სანდრო ისევ ნენეს ფარული შესწავლით იყვნენ დაკავებულები. ვეღარ გაუძლო ქალის ცქერას, ხელი მოხვია და სწრაფად წამოდგა -ცეკვის დროა პატარავ- ისე შეერია მოცეკვავეთა ბრბოს ქალი გონს აღარ იყო. მხოლოდ მისი ხელების შეხებაზე ფიქრობდა, მის სურნელზე, მის ტემპერატურაზე და მზერაზე რომელიც სისხლს უდუღებდა -პატარას რომ აღარ მეძახდი დაგავიწყდა? თანაც არც ისეთი დაბალი ვარ -უბრალოდ მე ვარ ზედმეტად მაღალი- ზემოდან უყურებდა ცხვირის წვერი ჯერ ლოყაე შეახო , მისი სუნთქვა კანზე ეფრქვეოდა ქალს . ყელზე გადავიდა და ტუჩები მიაწება, თიტებს ისე დაასრიალებდა ზურგზე სულ აურია გონება ქალს . ჭკუიდან შლიდა, თავს ვერ ერეოდა , ვერ აკონტროლებდა და ეს იყო ის რაც ამ წლების განმავლობაში აკლდა. ადამიანი ვინც უკონტროლოს გახდიდა, ვინც ისევ გაუღვიძებდა გრNძობებს, ისევ დააკარგვინებდა მართვის სადავეებს და ასე უბრალოდ შეშლიდა შუაღამე იყო ნენე სახლთან რომ დატოვა და შემდეგ ისე აღმოჩნდა ნინიას წინ აზრზეც ვერ მოვიდა. მთვრალი იყო, სასიამოვნოდ გაბრუებული და ამდენი წლის შემდეგ თავისტკივილიც კი არ აწუხებდა. სავარძელში ჩაესვენა, თავი უკან გადასწია და ფეხზე მდგომ ქალს ქვემოდან ახედა -მთვრალი ხარ და აქ ხარ? -ხო -წესით ახლა თავი უნდა გტკიოდეს, საშინელ ხასიათზე იყო და ვიღაც უცნობთან სექს.თ იყო დაკავებული -ეგ მე არასდროს მითქვამს -შვილო რა ხდება? რამე გამომრჩა - გაიცინა და მისკენ დაიხარა- ასეთი თვალებაბრჭყვიალებული ბოლოს როდის გნახე არ მახსოვს ... რა მოხდა დე? -ნენე დაბრუნდა და ამჯერად არ გავუშვებ - ნინია ჯერ გაღიმებული იყო მერე აშკარად ვერ მოთოკა ემოციები , წონასწორობა დაერღვა და კედელს მიეყრდნო -როდის დაბრუნდა -ერთი თვეა,მაგრამ მე გუშინ ვნახე შემთხვევით ... თავი აღარ მტკივა. ორი დღეა ისე მშვიდად ვარ თითქოს ცუდად არც არასდროს ვყოფილვარ ,მგონია რომ მარწუხები მომაშორა და გამათავისუფლა -დე ამდენი წლის შემდეგ ... თქვენ ორივე შეიცვლებოდით და ვინ იცის იქნებ -ისევ ვუყვარვარ, გავიხსენებთ ორივე ჩვენ ძველ სიყვარულს ან თავიდან შევიყვარებთ -ისევ ისეთი არეული ხარ როგორც მაშინ... -შენ რა კმაყოფილი არ ხარ იმით რომ მე კარგად ვარ?- წამოიწია და სერიოზული გამომეტყველება მიიღო. ქალი სავარძელში ჩაჯდა და მზერა გაუსწორა -მეშინია , ყველაფერი აირიოს შეიძლება. მეშინია რომ გეტკინება და ვერ გააკონტროლებ შენს მდგომარეობას. არ მინდა რომ ისევ ცუდად იყო , მასთან თუ იქნები და თუ პრობლემა არ იქნება ასე მარტივად ხედავ ყველაფერს ხომ უნდა უთხრა რომ ყველაფერი გესმის რომ ვერაფერს დაგიმალავს , მერე ? ფიქრობ ამ ყველაფერზე? -არ ვფიქრობ -არადა უნდა ფიქრობდე -შენ ფიქრობ როდესაც დიმას ეხება საქმე? -მე და დიმა სხვა ვართ -ამდენი წლის შემდეგ ვნახე და ვგრNძობ რომ ისევ ვგიჟდები მასზე, ეს საკმარისი არ არის ? -შენ უბრალოდ მისით შეპყრობილი თინეიჯერი იყავი და არავისთან გქონია ისეტი ურთიერთობა როგორიც მასთან. შენ საერთოდ უბრალოდ წვებოდი ქალებთან მას შემდეგ...ყოველ შემთხვევაში მე არ მინახავს ქალი შენთან ერთად არც გისაუბრია ვინმეზე ისე როგორც ქალზე რომლის მიმართაც გრNძობები გაქვს და თვითონ? -შვილი ჰყავს, განქორწინებულია და სულ მალე ბებია გახდები -რაა? -ახლა არ თქვა რომ შვილიან ქალს არ მიიღებ - გაიცინა და ხმაურით აკოცა ლოყაზე- ნუ ნერვიულობ , ამჯერად ყველაფერი კარგად იქნება უბრალოდ მასთან მისასვლელი ყველა ბარიერი უნდა გავაქრო თუ რაიმე არსებობს -ყველაფერი იმაზე რთულადაა ვიდრე შენ გგონია ,თუმცა ვნახოთ. რომ შევხვდები თავიდან უკვე ქალბატონ ნენეს და მიხვდები როგორია , შენ კი მის ფიქრებს მოისმენ შემდეგ ვნახოთ დაგეხმარები თუ არა ისევ მის შებმაში -დედა -რა? მე არ გირჩევდი სულ რა უნდა გეჩუქებინა? წვეულებაზე რომ მიდიოდით კაბა მე არ ვუყიდე?ჯანდაბა დარწმუნებული ვარ ახლა ასჯერ უფრო სექსუალურია და უკვე იყავი მასთან ხომ? -დედა რატომ მეკითხები ისეთ რაღაცებს რაზეც არ ვისაუბრებთ... ისე ის კაბა საოცრად უხდებოდა -რას ვიფიქრებდი ეგ არანორმალური გოგო თუ იქნებოდა ის ... ერთმანეთზე უარესი რძლები მეყოლება... რამდენი წლისაა ? ორი წლით პატარა ხარ თუ მეტით საერთო ბავშვს შეძლებთ თუ ვერ უნდა ვეღირსო იმის ნახვას როგორი ბავშვი გამოგივა -ღმერთო ზოგჯერ მგონია რომ ამ ქალს წლები კი არ ემატება აკკლდება და თავხედი თინეიჯერის სტადიაზეა გაჩერებული -მაპატიე ძვირფასო ,მაგრამ მინდა ვნახო როგორი მამა იქნები, როგორ მოუვლი ფეხმძმე ცოლს და ჩვილ ბავშვს უკვე გაზრდილი ბავშვის მიღებას რა უნდა . იმედია პატოლოგი ქმარი არ ჰყავდა და ცხოვრებისგან დატანჯული არ არის , გავგიჟდები ის ფერადი გოგო თუ ნაცრისფერი გახდა -არა დედა უბრალოდ განქორწინდნენ როდესაც მიხვდნენ რომ ერთმანეთი ამოწურეს...სრულიად ცივილურად ცხოვრობენ და იმ კაცს ცოლ-შვილიც ჰყოლია უკვე. ასე რომ ნენეს სულიერი სამყარო შეურყეველია და ისევ ისეთია , თავისებურად არანორმალური -როდის შემახვედრებ? -ორი დღეა ვნახე და უკვე ბიჭებთან მყავდა -რაა? ბიჭებთან გყავდა დ მე ახლა მეუბნები? -ნინია -არ დამელაპარაკო , ხმა არ გამცე საერთოდ. ტუტუცო ბიჭო შენ ! მე ბოლოს მეუბნები ? საერთოდ არ დამელაპარაკო , ხმა არ გამცე იცოდე -დედა -ახლა გაგახსენდა დედა რომ ვარ? დიმა იყოს სახლში ვაცემინებდი შენს თავს...დიმა მინდა. ჩემი დიმა დამიბრუნონ სად გაუშვეს რა დროს მივლინება და საქმეები იყო ხომ გამიწამეს კაცი და გამაწამეს მეც. ვისთან დამტოვე დიმა -ნინია გეყოს -ნუ მელაპარაკები ტუტუცო ბავშო შენ ! გადაწყვიტა ორ დღეში რომ თურმე ისევ ნენეზე გიჟდება და მე ახლა მითხრა ვითომ მხოლოდ დედა ვარ შენთვის , სტერეოტიპული დედა რომელიც რაიმე ნიშნის გამო დაიწუნებს შენს ქალს და რომელაც რაიმე ადარდებს შენი ბედნიერების გარდა! -უბრალოდ ასე გამოვიდა, სულ ეშინოდა შენი და დილას გაღვიძებულს შენთან ხო ვერ წამოვიყვანდი .... ხო იცი რო უზომოდ მიყვარხარ, რატო ჭედავ პატარა ეჭვიანი ბავშვივით - მიუახლოვდა და მკლავები მოხვია -მოშორდი , მთვრალი კაცების ატანა არ მაქვს ეგეც დაგავიწყდა ხო? -აუ როგორ მიყვარხარ შენ ხო არ იცი- გაიცინა და ლოყაზე აკოცა -იდიოტები ხართ მთელი ჯაფარიძეების მოდგმა და 10 წლით პატარა რომ ვიყო გოგოს გავაჩენდი ის მაინც დამემსგავსებოდა - წვრილი მკლავები წელზე შემოხვია და თავი მკერდზე მიადო - ოღონდ შენ იყავი კარგად და მე არ დავუშვებ რომ ის ოდესმე წავიდეს . ნეტავ მაშინაც მქონოდა ამაზე ფიქრის ძალა და მოვიფიქრებდი როგორ დამეტოვებინა , მაპატიე რომ მეც ვერ ვაზროვნებდი ადეკვატურად- ჩუმად ლაპარაკობდა , ილო ისევ ეფერებოდა და არაფერს ამბობდა -ზოგჯერ მავიწყდება რომ ფსიქოლოგი ხარ დედა...რეებს აბრალებს საკუთარ თავს. ყველაფერი ისე იყო როგორც უნდა მომხდარიყო და მორჩა ! კარის ხმა არ გაუგიათ შესაბამისად ისიც ვერ გაიგეს სანდრო როგორ დაადგათ ტავზე და პატარა ბავშვივით ეჭვიანმა წამსვე დაიწყო ჯუჯღუნი -ხო რა თქმა უნდა ჩემზე არავინ ფიქრობს, გამიშვეს სახლიდან მიმაგდეს მარტო და თვითონ სულ ერთად არიან. მოღალატეებო , რას მოვდიოდი საერთოდ თინასაც არ სცალია მუშაობს -ჩემი შავთვალება ბიჭი მოსულა ... მოდი ჩემთან და მითხარი ნენე როგორი ქალია -ეშხიანი -სანდრო სერიოზულად -ილოზე შეშლილი ქალია და ცხოვრებაში პირველად რაც კი მახსოვრობა მაქვს ბატონი ჯაფარიძე ანათებს , სხვა არის რაიმე საჭირო რომ ვიცოდეთ? -ასე ერთად უნდა დამატყდეს ორი სარძლო თავს? არავარ კარგად ... მეც დავლევ აბა დიმა არ მყავს და როგორმე ხომ უნდა დავმშვიდდე ბოლოს სამივეს მისაღებშ ეძინა, ნინია დივანზე იყო კომფორტულად მოკალათებული სანდრო გრძელ სავარძელზე იწვა , ილო სავარძელში და ფეხები მაგიდაზე ჰქონდა გაშლილი,მაგრამ არცერთს აწუხებდა წოლის სტილი სანამ თინა არ დაადგათ თავზე. სანდროს ურეკავდა რომ არ უპასუხა მიხვდა სადაც იქნებოდა და ღიმილი ვერ შეიკავა მათი დანახვისას. ფეხსაცმელი მოიშორა სანდროსთან დაწვა, თავი მკერდზე დაადო ბიჭის მკლავები ინსტიქტურად მოეხვია და რომ აკოცა უცებ გაიღვიძა -თინა ? შენ ხარ? ჯანდაბა გული გამისკდა - თავი ისვე უკან გადასწია და მერე ხელზე აკოცა- როდის მოხვედი -ამ წამს ...ადრეა ჯერ დაიძინე -ქვემოდან უყურებდა და უღიმოდა - შეგეშნდა რომ სხვას ეხვეოდი ? -სიზმარი ამიცხადდა და თინა მომკლავს-თქო ვიფიქრე -საზიზღარო ვითომ გესიზმრებოდეს ჩემს გარდა ვინმე - ისევ იღიმოდა და მის გულისცემას უსმენდა. რა მარტივი იყო დაღლილობის გაქრობა ასე უბრალოდ უნდა მისულიყო ცოტა ხნით ჩახუტებოდა, მისი გულისცემა გაეგო და სრულდებოდა . არ იცოდა რამდენი წუთი იყო გასული ,მაგრამ ნინიას შეხება იგრძნო, თავზე გადაუსვა თითები და მერე ლოყაზე ნაზად აკოცა. უყვარდა ეს ქალი , მთლიანად ჯაფარიძეების ოჯახი უყვარდა და ქეთოს მწერლური ნიჭის დამსახურებად თვლიდა ყველაფერს. ........... მთელი კვირა ისე გავიდა რომ მხოლოდ სარამოს ხვდებოდნენ ერთმანეთს. ორივეს ისეტი გრაფიკი ჰქონდა სხვა დროს ფიზიკურად ვერ ახერხებდნენ და ისე მალე გადიოდა დღე თითქოს არც ყოფილა. ნინია ელოდა როდის გაიცნობდა თავიდან ნენეს, ელოდა , ელოდა და ბოლოს მოთმინება რომ ამოეწურა სრულიად შემთხვევით გადაწყვიტა ილიკოს ბინის სტუმარი გამხდარიყო. ნინიას სამსახიობოზე რომ ჩაებარებინა აუცილებლად მიიღებდა ერთ ოსკარს მაინც , შეიმოსა ჩვეულებისამებრ კომფორტულად და დილაადრიან დაადგა უფროს ვაჟს თავზე მშვიდად ეძინა კარზე ზარის ხმა რომ გაიგო, როგორღაც გამოერკვა, ნახევრად შიშველი ქალის სხეულს მოშორდა და მალევე აღმოჩნდა ზღურბლს მიღმა მდგომი ნინიას წინ -დედა? -დილამშვიდობისა ძვირფასო...უსწრაფესი საქმე მაქვს შენთან- ლოყაზე ისე მოუთათუნა ხელი თითქოს ძალიან მტვრიანი იყო და შეხებას ერიდებოდა. სახლში შევიდა და მისაღებისკენ ისე დაიძრა თვალით ეძებდა ქალი კვალს -რა საქმე -დიმას დაბადებისდღისთვის სიურპრიზი უნდა მოვიფიქრო და სხვა დროს თავისუფალი არ ვიქნები ამიტომ ახლა მითხარი შენი იდეა -ნეტავ ჩემი ფიქრების კითხვა შეგეძლოს დედა „შენ რომ შეგიძლია ეგეც საკმარისია. მითხარი რომ აქ არის „ -ახლა დაკავებული ვარ დედა და მოგვიანებით შემოგივლი „იმედია დილის გამოსაფხიზლებელი რიტუალი არ გქონდათ დაწყებული და ხელი არ შეგიშალეთ. ყველაზე მეტად მაშინ მაგიჟებდა ბებიაშენი დილაადრიან რომ დაგვიკაკუნებდა კარზე და გათავებას არ მაცლიდა ეგ გაიძვერა ქალი ჩემი ცოდვით იქაც ვერ მოისვენებს „ -ახლა შეიძლება ყვირილი დავიწყო ... - მიუახლოვდა და ჩუმად უთხრა- საღამოს მოვიყვან ახლა უბრალოდ წადი „რომელ საღამოს მოვკვდი ლოდინით. ახლა შევუვარდები და შიშელს შევამოწმებ. ადრე აბანოებში რომ დაჰყავდათ ქალები იმ დროს გავიხსენებ. ქალიშვილი აღარაა,მაგრამ იქნებ ზედმეტად ეტყობა ასაკი. ჩემი რძალი ჩემზე ლამაზი ხომ უნდ აიყოს“ -დილამშვიდობისა - არ ელოდა თუ ნენე გავიდოდა. ადრე ის პატარა გოგო ნინიასთან სულ დისტანციას იცავდა,თითქოს რცხვენოდა იმ ურთიერთობის რაც ილოსტან ჰქონდა და ყოველთვის უხერხულად იყო ქალს რომ ხედავდა. ახლა კი ილოს პერანგით შემოსილი, არეული თმებითა და მომღიმარი სახით იდგა ქალის წინ . ეს უკვე სრული სიგიჟე იყო. ორი ცეცხლისფერი ქალის ფიქრებს უსმენდა ისინი კი ერთმანეთს არ აშორებდნენ მზერას. ისე სწვალობდნენ წლების მიერ მოტანილ ცვლილებებს თითქოს მალე ლუპით დააკვირდებოდნენ ერთმანეთს „ისევ ისეთი ლამაზია. დიმა ისევ ისე ზრუნავს და აშკარაა კიდეც , მგონი რაც უფრო ემატება ასაკი უფრო მოხდენილი ხდება. როგორ მიყურებს , მგონი გავაოცე რომ გამოვედი, არადა შესანიშნავად იცოდა აქ რომ ვიყავი და თითქოს განგებ არ მოსულა“ „ეს გამოვარდნა რა იყო ახლა , გაზრდილა . ჯანდაბა ! ეს ისეთი სექსუალურია ქალსაც მოუნდება ... 20 წლის გოგოს ჰგავს არადა 34 წლისაა მგონი უკვე „ -ნენე ...ძვირფასო რამდენი წელი გავიდა უკვე ქალი ხარ -დრო გადის თქვენ კი ისევ ისეთი ლამაზი ხართ ,ნინია „მართლა ასე ფიქრობს თუ მე მეაფერისტება? ახლა უნდა იდგე და გვიყურო? „ -მადლობა ძვირფასო...მგონი ხელი შეგიშალეთ, ძილი არ დაგაცალეთ ვინ იცის როდის დაიძინეთ. როგორ უხერხულად ვგრძნობ თავს ისედაც ცოტა დროს ატარებთ ერთად..იმდენად ცოტას რომ ამდენი ხანია ველი როდის გვესტუმრები და ისევ ვერ გამონახე დრო „რა თქმა უნდა საქმეზე გადავიდა . აბა ისე როგორ . ვგიჟდები ამ ქალზე !“ -ხო სამწუხაროდ ისე გამოვიდა რომ ვერ გესტუმრეთ...დრო ზედმეტად სწრაფად გადის . აუცილებლად მოვალ და დიმასაც ვნახავ. სანდროს კი რამდენჯერმე შევხვდი უკვე. როგორი კარგი ბიჭია...რამდენი რამ შეიცვალა , თითქოს ყველაფერს თავიდან ვეცნობი „შენც თავიდან გეცნობა და რით ვერ დააკმაყოფილეთ ერთმანეთი საწოლს რომ მოშორდით“ -იმედია ახლო მომავალში მესტუმრებით შენ და შენი ქალიშვილი...ახლა კი წავალ ხელს არ შეგიშლით. ილიკო შემომიარე დღეს რომ მოვიფიქრო რამე თორემ თავი მისკდება უკვე ოცდამეთექვსმეტე საჩუქარი უნდა მივცე და ახალი აღარაფერი მაგონდება როგორ მოულოდნელადაც მივიდა ისე წავიდა. ყველაფერი თქვა რაც უნდოდა და კარიც მიიხურა -ისევ ისე აკეთებს ყველაფერს რაც უნდა და მშვიდად მიდის - ნენემ გაიცინა და ილოს მკლავები რომ მოეხვია გაინაბა- ბევრი გეჩხუბა რომ არ მიმიყვანე მასთან? -უბრალოდ ძალიან აინტერესებდა როგორი იყავი - ყელში აკოცა და მერე იქვე მაგიდაზე შემოსვა- სხვათაშორის მაშო ჯერ მეც კი არ გამაცანი და მალე გავბრაზდები -რთული ბავშვია და ახლა ისედაც უჭირს გარემოსთან შეჩვევა. არ ვიცი როგორ უნდა ვუთხრა...არავინ გამიცვნია ჯერ მისთვის ისე შემთხვევით თუ მოხდებოდა თორემ მაშოსთან ვახშმადაც კი არავინ მიმიყვანია - ნელა კოცნიდა, შეკრული პერანგის ღილებს იხსნიდა და ჩუმად ლაპარაკობდა -გაგიმართლა ფსიქოლოგი რომ ვარ და არა პიანისტი...უბრალოდ გამაცანი დანარჩენს მე მოვაგვარებ, შენ არ ინევრიულო - ქალის მსხვილ ტუჩებს შეეხო და მალევე დაეუფლა მის სხეულს მთლიანად. ............. ნენე უფრო ღელავდა მაშოსა და ილოს შეხვედრამდე ვიდრე თავად ბატონი. ის ფაქტი რომ გოგო იყო და მის ყველა ფიქრს გაიგებდა ასმაგად ამარტივებდა სიტუაციას, შესაბამისად მოულოდნელი ვიზიტით გამოჩნდა ნენეს ახალი ბინის კართან -ილო? - კოპლიანი კაბა ეცვა ,თმაც ასეთივე ჭრელი ნაჭრით ჰქონდა შეკრული და უბრალოდ ძალიან ლამაზი იყო -საღამომშვიდობის...იმედია ვახშმამდე მოვედი - არ შეიმჩნია ქალის გაკვირვება , წელზე ხელი შეუცურა და ლოყაზე ხანგრძლივად მიაწება ტუჩები. მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა და სხეულში დავლილი ჟრუანტელი როგორღაც დააიგნორა „ღმერთო მიშველე . ამ ერთხელაც გადამარჩინე და მაშოს ნუ გააგიჟებ... ან ისე გააგიჟე რომ როგორმე დავამშვიდო და არჩევანის წინაშე არ დავდგე თორემ მოვკვდები იცოდე და შენს კისერზე იქნება ჩემი ცოდვა. არა უკან უნდა გავაბრუნო, მაშო დილიდან აღრენილია დღეს არა ...იქნებ ხვალ . არა არა ახლა რომ გავუშვა მერე ხომ მაინც უნდა გავაცნო და სულ მთლად გავიჭედები...ღმერთო ახლა თავი გამისკდება“ -დამშვიდდი , უბრალოდ მენდე და ყველაფერი კარგად იქნება - ჩუმად ჩასჩურჩულა ყურში და რომ მიხვდა ახლოს არავინ იყო მის ტუჩებსაც მისწვდა . მზერა გაუსწორა და ქალიც შეძლებისდაგვარად დაამშვიდა „ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კარგად იქნება...მთელი ცხოვრებაა არავის იმედი არ მქონია და მთელი ეს დრო შენზე დამოკიდებული პატარა გოგო რატომ გავხდი ? რა დროს ეს არის ნეტავ მაშომ სტაბილურად მიიღოს და სხვა არაფერი მინდა „ -შემოდი ... მაშო თავის ოთახშია დავუძახებ - მისაღებში რომ შევიდნენ ღრმად ჩაისუნთქა და სავარძელში ჩაეშვა- ცოტა ხნით დავიცადოთ -ნენე შენ ხომ ეჭვი არ გეპარება ჩვენი გრძნობების სიმტკიცეში ... სულ რომ არაფერი გამოვიდეს დამიჯერე ისე არ დავშორდებით მაშოს ფსიქიკაზე გავლენა რომ მოვახდინო -ნენე ვახშამს როდის მოამზადებ? პიცა მინდა გთხოვ უკვე ყელში ამომიყვანე ეს ქართული უბედურებები - ნენეს ოთახიდან გასვლაც არ დასჭირდა ისე გამოჩნდა მობილურით ხელში , მაღალი , გამხდარი გოგონა წაბლისფერი გრძელი თმითა და კურნოსა ცხვირით. ნენეს საერთოდ არ ჰგავდა , არაფერი იყო მასში მისი ასაკის ნენეს მსგავსი საერთოდ ვერც იტყოდით თუ დედა-შვილი იყვნენ. -გამოვიძახებ პიცას... დე სტუმარი გვყავს - ტელეფონის ეკრანს თვალი მოაშორა და დივანზე მოკალათებულ ილიკოს მზერა მიაპყრო „ესღა მაკლდა! უკვე მეგობრების გაცნობაც დაიწყო. აქედან არასდროს წამიყვანს ალბათ რა გაუძლებს ამ ქვეყანას. ალბათ გავგიჟდები „ -ილო გაიცანი მაშო -სასიამოვნოა - კაცს ერთი სიტყვა ძლივს მიუგდო და სავარძელში ჩაეშვა. ფეხები აკეცა და ნენეს გახედა რომელსაც აშკარად აგიჟებდა შვილის ასეთი ქცევა და თავს ძივს აკონტროლებდა-დროულად გამოიძახებ თუ უნდა მოვკვდე მშიერი -მაშო ქალაქში ერთხელ მაინც გახვედი მას შემდეგ რაც ჩამოხვედი? -არა, გზაშიც ჩანდა როგორი მოსაწყენია ყველაფერი . ადამიანებიც უფერულები ხართ და საერთოდ სხვა საუკუნეა მგონი აქ - ტუჩები დაბრიცა და ისევ ტელეფონს მიუბრუნდა -იტალიური სამზარეულო თუ გიყვარს ვიცი სადაც უნდა წავიდეთ ... ალბათ ქართულ კერძებს ვერ შეეჩვიე და არც მოგწონს . მესმის მეც არ მიყვარს უცხო ქვეყანაში ცოტა ხნით წასვლაც კი შენ კი აქ დარჩენა გიხდება „ჩემს დაკერვას ცდილობს? ნეტავ ვინ ხარ უბრალოდ დედას მეგობარი თუ? არა რა თუ მაშო? როდის იყო ნენეს ვინმე სერიოზული ჰყავდა . კარგი წავალ და გავიგებ რა ხდება ამ ლამაზთვალებასა და ნენეს შორის“ -გამოვიცვლი და წავიდეთ - წამსვე წამოდგა და საძნებელში გავიდა -რანაირად... მთელი თვეა ვევედრები გარეთ გამომყვეს და სახლიდან ნაბიჯი ვერ გავადგმევინე . ფარდებიც კი ჩამოაფარა ხედს არ უყურებს - ნენე გაოგნებული უყურებდა -სწორი შეთავაზება არ გქონია ...მოემზადე და წავიდეთ -ხო ჩანთას ავიღებ და სულ დავიბენი- თავზე გადაისვა თითები და ოთახიდან გავიდა. რამდენიმე წუთში ბინას ერთად ტოვებდნენ . მანქანის კარი რომ გააღო წინ მაშო დაჯდა -არ მიყვარს უკან ჯდომა -როგორც გენებოს - გაუღიმა და ნენესაც გაუღო კარი - დამშვიდდი „რა დამამშვიდებს. მგონი გაგიჟდა, ასეთი ეშმაკური ქცევა რომ აქვს რაღაც საშინელებას აკეთებს სულ და უკვე თუ მიხვდა რომ ერთად ვართ შეიძება რაღაც საოცრება გააკეთოს რესტორანში“ საჭესთან დაიკავა ადგილი და ღვედი რომ შეიკრა მალევე დაძრა მანქანაც. დიდი სიჩქარით სიარული არ უყვარდა ,მაგრამ ისე იარა ქალბატონი ცოტა გააკვირვა კიდეც არ ელოდა და ჩუმ-ჩუმად ეღიმებოდა. იძულებული გახდა ფანჯრიდან გაეხედა და ქალაქიც დაეთვალიერებინა. ისეთი დრო იყო ზაფხულის სიცხისგან დაცარიელებული ქალაქი და უცნაურად ლამაზი ქალაქი „არც ისეთი უშნო ყოფილა ყველაფერი, არცერთ ქალაქს ჰგავს რა არის ყველაფერი არეულია ამ ქვეყანაში. ეს კაცი კიდე ზედმეტად საინტერესოა გიჟს არ გავს,მაგრამ მოხუცივითაც არ ატარებს, კიდევ კარგი . ჰმ, დედას სარკიდან უყურებს....არა ნამდვილად მოსწონს ,მაგრამ საინტერესოა დედას შებმას ცდილობს თუ უკვე მოახერხა „ -გადაწყვიტეთ უკვე რომელ სკოლაში უნდა იარო ? -აქაური სკოლები და ის რასაც მე ვსწვალობდი ალბათ საოცრად განსხვავდება...არც კი ვიცი აქ რა ხდება -არის რამდენიმე კერძო სკოლა სადაც შეძლებ ისე ისწავლო რომ მარტივად შეეჩვიო აქაურ გარემოს...ასეთი ცუდი წარმოდგენაც ნუ გაქვს ჩვენზე თორემ მერე ინანებ და გაგიტყდება- გახედა და ოდნავ გაუღიმა -ნენეს გადაუგზავნე მონაცემები სკოლებზე , თუ ნამდვილად ერკვევი ამ ამბავში და რომელიმე თუ მომეწონება ჩემს მომზადებულ ორცხობილებზე დაგპატიჟებ „წიწაკას ჩაგიყრი შიგნით როგორც კლარა დეიდას გავუკეთე...იმ სცოდავს ალერგია ჰქონია იმედია შენც არ გაქვს თორემ მოსახრჩობად არ მემეტები ზედმეტად სიმპატიური ხარ“ -იყოს, ჯერ შენი მომზადებული კერძების დაგემოვნებისგან თავს შევიკავებ... რომ გამიცნობ და მივხვდები რომ მოგწონვარ მერე გავრისკავ -დედაა მან იცის რომ კლარა მოვწამლე? - წამსვე შებრუნდა და ფრანგულად დაიწყო ლაპარაკი -არა,რა თქმა უნდა...ისეთი თვალებით უყურებ შეაშინე ალბათ მაშო და ფრანგული იცის ილომ. სკოლაში გვასწავლიდნენ - ბოლოს ქართულად დაამატა და გაიცინა მაშოს თვალები რომ გაუფართოვდა -კიდევ რომელი ენები იცით? -შენ რომელიც იცი ყველა მეცოდინება სავარაუდოდ ... სკოლაში ყველა საგნის სწავლა არ მიყვარდა ამიტომ ჩემთვის უაზრო რაღაცების სწავლის ნაცვლად ენებს ვსწვალობდი . შენც გიყვარს ასე გამორჩეულად რამე თუ -ქიმია, ცდებს ვატარებდით ხშირად და ბიოლოგია იმიტომ რომ ადამიანი მაინტერესებს -არ ველოდი -მათემატიკაში საშემოდგომოები მყვებოდა თითქმის ყოველ წელს -მეც გამომყვა ერთხელ ...დედაშენი იყო შკოლნიკი -ეგ რას ნიშნავს? -ყველა საგანში უმაღლესი შეფასება ჰქონდა და მაიძულებდა ხოლმე რომ რაღაცები მესწავლა. ვერ ხვდებოდა რომ არ მაინტერესებდა და არ მჭირდებოდა „საინტერესოა. ანუ სკოლაშიც იცნობდით ერთმანეთს“ -დედას კლასელი ხარ? -არა...მასზე უფროსი ვარ ორი წლით და არაა საჭირო აქაც საშემოდგომოები გქონდეს - ნენე ჩაერთო საუბარში „მგონი მეშველა. როგორ ახერხებს მასთან საუბარს , ჯანდაბა ეს კაცი მართლა სასწაულმოქმედი გახდა . როგორ მინდა ვაკოცო , შევიშალე“ -არ მეგონა ასეთი სწერვა დედა თუ იქნებოდი ნენე ...ადროვე ბავშვს რაც უნდა ის ისწავლოს . ლაბორატორიაში შემიძლია წაგიყვანო, თუ დამპირდები რომ მთელს კლინიკას არ ააფეთქებ -სერიოზულად? „ჯანდაბა , შენი მოწამვლა უნდა გადავიფიქრო აშკარად საჭირო ტიპი ხარ. იმედია არ იტყუები ოღონდ თორემ გაგანადგრუებ ლამაზთვალება „ -ჩემი მეგობარი მუშაობს სამედიცინო ლაბორატორიაში და თუ დამარწმუნებ რომ ჭკვიანად მოიქცევი ვეცდები შევუთანხმო და იქ მიგიღოს მიუხედავად შენი მცირე ასაკისა -ის საგნები ვიცი რომლებსაც კოლეჯში ასწავლიან და ლაბორატორიაში არასერიოზული მოქცევა არაა ჩემი სტილი, მითუმეტეს კლინიკაში -ლაბორატორიაში მე ავაფეთქე რაღაც და მე მოვახდინე მთელი კოლეჯის ევაკუაცია ხომ ? -ნენე რეებს იხსენებ? ეგ ადრე იყო -რამდენიმე თვის წინ იყო ... რა გააკეთა დღემდე არ ვიცი -არ დამტკიცებულა რომ მე გავაკეთე და რატომ მეჩხუბები სხვისი დანაშაულის გამო? „ვერც გაიგებენ ეგ იდიოტები . ხომ ვარბენინე შეშინებულები ის ვირთხები წამოსვლამდე ვაჩვენე ვინ იყო მთავარი . აუტანლები...არა იმათ რომ მოვშორდი ეგ კი კარგია“ -ალბათ საჭირო იყო არა? თან ხომ არაფერი დაშავებიათ -ილია რას ეუბნები? -გამათბობლებში რომ წიწაკა ჩაყარა და მთელი სკოლა ცრემლდენისგან იტანჯებოდა იმ ბიჭებს შორის მეც ვიყავი -რაა? თვალები ლამის დამეთხარა და შენ გააკეთე? -იმ დღეს სკოლაში არ უნდ აყოფილიყავი , მაგრამ სიცხიანიც გამოვარდი რა ჩემი ბრალი იყო ნენე? -ვაიმეე - მაშომ თავი ვეღარ შეიკავა და კისკისი დაიწყო. აი ეგ კი ნამდვილად ნენესი ჰქონდა. ისე საყვარლად იცინოდა ილოსაც გაეღიმა „მივახრჩობდი ახლა დიდი სიამოვნებით იმ თვალების წვის გამო,მაგრამ მაშოს გამხიარულება რადგან მოახერხა ვაპატიებ. ისეც ვაპატიებ , ახლა გული გამისკდება ასეთი საყვარელი ადრე არ იყო ახლა საერთოდ სხვანაირია , სულ სხვანაირი. მინდა ენა ჩავიგდო და დდუმებულმა ვუყურო , ვუსმინო , სიგიჟემდე მინდა რომ ვაკოცო ...ვაიმეე რა გეტაკა ქალო რამ გადაგრია . როგორია , ამან როგორ არ უნდა გადაგრიოს „ -საერთოდ არ იყო სასაცილო, თავიდან კი გავერთეთ , მაგრამ ბავშვებს შორის დედაშენი რომ დავინახე გული გამისკდა. მას მერე იმ სკოლაში მასშტაბური დანაშაული არ ჩამიდენია . თან მაშინ ძალიან ნაზი და რაღაცნაირი იყო -საერთოდაც არ ვიყავი ნაზი , ნუ ატყუებ ბავშვს -მტვრის ნაწილაკს რომ დაინახავდი მკლავდი, ყველანაირ სუნზე რომელიც მძაფრი იყო თუნდაც სასიამოვნო ცხვირზე თითებს იჭერდი და სახეს მანჭავდი, ზამთარში საერთოდ იყინებოდა, ახლაც შეხვეული დადის? გეფიცები სამი ზედა ეცვა ხოლმე ყველანაირი ნაჭრის, ქუდი , ხელთათმანები , კაშნე -კი კი ახლაც ეგრე იცის და მეც მახვევდა გაიყინებიო , ძლივს დავიხსნი ხოლმე თავს -ცუდები ხართ , ორივე ჩემს წინააღმდეგ ერთიანდებით თუ რა ხდება -ის ხდება რომ უკვე მოვედით - მანქანა გააჩერა და პირველი გადავიდა. მაშო არ დალოდებია პირველი გადმობრძანდა და ირგვლივ ყველა შენობას დააკვირდა. ნენე მის გვერდით დადგა და ისე ფრთხილად შეეხო მკლავზე მისი გამოკვეტილი ძარღვებიც კი იგრძNო და სულ გაუჩერდა გულისცემა. უცებ მოაშორა ხელი , თმა გაისწორა და მაშოს მიუბრუნდა -იმედია ადგილები თავისუფალი იქნება -მოვახერხებთ რამეს , მაგაზე არ იდარდოთ „აუ ძაან საყვარლობა იქნება რომ მიგვიყვანოს და უკან გამოგვაბრუნონ. მმმ არადა მშია , რაც ჩამოვედი მას შემდეგ სულ მშია რა ჰაერია ასეთი ამ ჭუჭყიან ქალაქში ყველა ფუმფულა რომ დადის... ვაუუ არც ისეტი საღორე ყოფილა როგორიც მეგონა. საინტერესოა „ მაგიდასთან მიაცილეს, კომფორტულად მოკალათდდნენ , შეკვეთა მისცეს და დაელოდნენ. -ხო მართლა არ გითქვამს სად მუშაობ...ვერ გამოვიცანი ვინ ხარ პროფესიით არადა ხშირად გამომდის ხოლმე. შენ დამაბნიე ისე გაცვია, საუბრობ და გამოიყურები საერტო ჯამში დამაბნიე -მაშო -რა? ხომ მართალს ვამბობ ერთი შეხედვით ვერ ამოიცნობ -რაც ძალიან საინტერესოა არა? საერთოდ მარტივი ადამიანი არ არსებობს და თუ ერთ კონკრეტულ ფაქტს გამოიცნობ ბევრს არაფერს მოგცემს. გააჩნია რას აკვირდები -სიმპატიური ხარ ... ახლა არ ვიცი რამდენი წლის ხარ ,მაგრამ მოდელიც შეიძლება რომ იყო ისე გაცვია გემოვნებას ნამდვილად არ უჩივი. ლამაზი თითები გაქვს, გრძელი, თხელი და შეიძლება პიანისტიც იყო . ქირურგი არ იქნები იმათ რაღაცნაირად ზედმეტად , ზედმეტად ეტყობათ რო ხელებს უხშირესად იბანენ და კანზე დერმატიტი აქვთ. ეკონომიურად ძლიერი ხარ, მაგრამ ბიზნესმენი არ მგონიხარ რატომ არ ვიცი. სპორცმენიც არ იქნები , კალათბურთელი შეიძლება ,მაგრამ იმათ სხვანაირად განვითარებული მუსკულატურა აქვთ -აქამდე რატომ არ მითხარი ასეთი ჭკვიანი შვილი თუ გყავდა- გაღიმებული უყურებდა მაშოს და მერე ნენეს მიუბრუნდა რომელიც თვალებგაფართოებული იჯდა და მგონი პირველად უსმენდა მაშოს მსგავს საუბარს -ერთ წუთს, შენ რომ დაჯდები ხოლმე და ხმის ამოუღებლად უყურებ ჩემს სტუმრებს ამ ყველაფერს აკვირდები და ფიქრობ? -დიდხანს არავის ვაკვირდები და შენი ყველა კოლეგა, უფროსი და ვითომ მეგობარი ბოლომდე მყავს გაშიფრული. შენთან სამსახურში ისიც კი ვიცოდი ვინ ვისი საყვარელი იყო და თქვენ უბრალოდ ს.ქსი გაქვთ თუ შენც გიყვარს დედა ?- მიმტანმა ყველაფერი რომ დააწყო სუფრაზე , ჩანგალი აიღო და პირველი ლუკმა დააგემოვნა წარბი მაღლა აზიდა -მაშო -ილო ის ყოველთვის მიმალავს რაღაცას რასაც მაინც ვიგებ ხოლმე და ტყუილად უფრთხილდება ჩემს ნერვებს ამიტომ შენ მითხარი მასაც უყვარხარ თუ ცალმხრივად გიჟდები ჩემს სექსუალურ , ლამზ და ჭკვიან ნენეზე -შენ გინდა რომ ვუყვარდე? -ჩემი ნდომა არაფერს ცვლის, ჩემს სურვილზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული მამასთან ერთად იცხოვრებდა ახლა კი მას უკვე ცოლი-შვილი ჰყავს და წლებია ასე ვცხოვრობ -მამას ცოლი რომ არ შეერთო ეცდებოდი მათ შერიგებას? -არა ! მე ორივე მიყვარს ,მაგრამ ერთმანეთი არა . ცოლ-ქმრობის ფენომენი ვერ ამოვხსენი ჯერ-ჯერობით ,მაგრამ უსიყვარულოდ ყველაზე რთულია არა? თემას ნუ მიცვლი , მითხარით უკვე ერთად ხართ თუ უნდა ველოდო როგორ ეცდები დედას თავი შეაყვარო -დავიჯერო ვერ ხვდები ვუყვარვარ თუ არა? -შეყვარებული არასდროს მინახავს, ამიტომ არ ვიცი საერთოდ როგორია როცა უყვარს -სულ სუნთქვაშეკრულია , თითები ოდნავ მაინც უკანკალებს, სულ უნდა რომ ეხვეოდე, ეფერებოდე და პატარა ჩიტივით იყოს . სულ ეღიმება როცა ფიქრშიც კი ხედავს იმას ვინც უყვარს, თვალები უბრჭყვიალებს და მსუბუქი ხდება . წლების წინ რომ შევუყვარდი იმაზე მეტად გალამაზდა ვიდრე მანამდე იყო . მიყვარხარო არ უთქვამს და მეც არ ვიცი თავიდან დაწყება მომიხდება თუ დროის ფუჭი ფლანგვის გარეშე ჩემთან იქნება - ჯერ მაშოს უყურებდა ,მერე ნენეს გახედა ყველაფერი სჭირდა რასაც ილო ამბობდა და ამას თავადაც პირველად ხვდებოდა. მაშო ჯერ ჩუმად იყო , შეთქმულივით არც კი ფიქრობდა -დედა გელოდებით ამოიღე ხმა . გიყვარს თუ თავიდან უნდა შეგაყვაროს თავი - უცნაურად იღიმოდა და თვალს არ აშორებდა-ასეთი არასდროს მინახავს, სიტყვას ვერ ამბობს , მგონი დაპაუზდდა- ისევ აგრძელებდა და იცინოდა -ეს სიგიჟეა ... სულ რამდენიმე დღეა რაც დავბრუნდი და წლებია ერთმანეთი არ გვინახავს. არც კი ვიცნობთ ერთმანეთს - როგორც იქნა ამოძრავდა და ლაპარაკი დაიწყო - მაგრამ ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ -ჩემს გარდა - მაშომ დაამატა და მერე ღვინო ჭიქებში დაასხა- დალიეთ ან თვალებს დავხუჭავ და ერთმანეთს აკოცეთ, ან არ დავხუჭავ და ისე აკოცეთ . ასე ნუ იცინი თორემ მეც გაკოცებ და ვერ ვიტან ამ ჩახუტებებს და უბედურებებს- ჯუჯღუნებდა სანამ ილო ღიმილით უყურებდა ნენეს. მერე როგორც იქნა დამშვიდდნენ, მოდუნდა ნენეც და ილოს მხარს არ მოშორებია. - ამაზე ამბობდი რტული ბავშვიაო? უსაყვარლესია, უჭკვიანესი - ჩუმად უთხრა სანამ კერძების დაგემოვნებით იყო მაშო გართული და ყელში აკოცა -არავინ მოსწონებია, არასდროს და შენ რა გაუკეთე არ ვიცი . ერთხელ მაინც თუ გაბრაზდა ვინმეზე მერე აღარც ელაპარაკება ხოლმე - ისეთი ლამაზი იყო, ისეთი საყავრელი უკვე ილოს აღარ შეეძლო მოთმენა და ტუჩის კუთხეში აკოცა -შენ უბრალოდ მენდე, ჩემთან იყავი და მანამ ვიცხოვრებ შენი ბედნიერებისთვის სანამ ბოლოჯერ არ ამოვისუნთქავ - თითებზე აკოცა და მერე წამით თვალები დახუჭა. ისევ ესმოდა ქალების ხმები, ისევ ქაოსი იყო ირგვლივ , მაგრამ მშვიდად იყო ,თიტქოს ვერც კი ხვდებოდა რომ იქ სხვა ქალებიც იყვნენ იმ ორნის გარდა. ვახშამმა იმაზე ბევრად უკეთ ჩაიარა ვიდრე ნენე ოდესმე იფიქრებდა. მაშო ათას კითხვას სვამდა, ილოც მშვიდად პასუხობდა თავადაც ერთვებოდა უკვე საუბარში მშვიდად იყო , ბედნიერად და უცნაურად თავისუფალი. -გავისეირნოთ?- გარეთ რომ გავიდნენ მაშოს გადახედა და ნენეს წელზე მოხვია ხელი -ჯანდაბას , აგყვები და ვეცდები შევიყვარო ეს ქალაქი . იცოდე დედა მაინც მარტო ჩემია კაცები მოდიან და მიდიან, შვილები რჩებიან -გათხოვებას რომ გადაწყვეტ შეგახსენებ მაგ სიტყვებს -ქართველი ბიჭები არ მომწონს -სახლიდან არ გასულხარ მაშიკო , აზრზე არ ხარ რა სიმპათიური ბიჭები ცხოვრობენ თბილისში და სხვა ქალაქებშიც -13 წლისაც რომ არ არის ჯერ გვავიწყდება თუ რა ხდება აქ?- ილოს წარბშეკრულმა გახედა და მერე მაშოს- ის ბიჭები რომ მახსენდება ვინც იქ მოგწონდა ქართველებზე საერთოდ ნუ ისაუბრებ რა -გეტყოდი ახლა შენზე კარგი გემოვნება მაქვს-თქო,მაგრამ ისეთი კაცი გყვარებია მგონი მამაზე სიმპათიურია ამიტომ ჩუმად ვარ მცირე ექსკურსიას უტარებდა, იმ დროს რაც შესაძლებელი იყო. ისეთი სხვანაირი იყო მაშო გაამხიარულა და სულ გაღიმებული მიაბიჯებდა . იხსენებდნენ ძველ წლებს , ღამეებს ქუჩებში ხეტიალში რომ ატარებდნენ. ნენე ჰყავდა ჩახუტებული და თავზე კოცნიდა, მაშო მათ წინ იდგა და ჩუმად უღებდა ფოტოს მომღიმარ წყვილს. ქუჩა თითქმის ცარიელი იყო , მერე გაიგო ფიქრები რომელმაც ყურადღება მიიქცია და თავი მაღლა ასწია ნაცნობი ქალი რომ დაენახა „ნამდვილად ილოა...ის კი ნამდვილად ის ქალია , ილოს ქალი! როგორ მიყვარს როდესაც ვხედავ იმ სიყვარულს რომელზეც ვწერ ხოლმე. ახლა შეიძება ვიტირო , ხომ პირველი არ არის , მაგრამ არა პირველია ეს კაცი არავის გავს მე ხომ ვგრძნობ, ხომ ვიცი და ზუსტად ისე უყურებდა მის მკლავებში მყოფ ქალს როგორც წარმოვიდგენ ხოლმე. ბედნიერების ფერია იქ , იმ პატარა სივრცეში სადაც დგანან და შეიძლება გავგიჟდე თუ ისინი ერთად არ არიან, უსამართლობა იქნება თუ უბრალოდ ნაცნობი, ან მეგობარი ჰგონია და ვერ ხვდებიან იმას რასაც მე ვხედავ. როგორ მინდა გავიცნო , გავიგო ვინ არის და მოვისმინო მათი ამბავი „ უყვარდა ამ გოგოს ფიქრები, ასე უბრალოდ უყვარდა მისი ფიქრები თითქოს არა ქალური, არა ალისფერი , სხვა ფერი იყო ...სულ სხვა ფერი და უცნაურად უმშვიდდებოდა ტვინი მისი ფიქრები რომ ესმოდა, უცნაურად გულწრფელი , სხვანაირი , სრულიად სხვა ფერი და შინაგანი კმაყოფილება ჰქონდა რომ იცნობდა, რომ ხვდბეოდა, რომ უსმენდა და ისიც უზომოდ უხაროდა ქეთო რომ ხედავდა , ასე შორიდან ხედავდა მათ სიყვარულს. წრფელი სიყვარულის დანახვა ყველა ადამიანს არ შეუძლია , მხოლოდ მათ ვინც უსიყვარულოდაც სიყვარულის ადამიანია . ქეთო იყო ასეთი სიყვარულის ადამიანი, თავისი პირადი სულ’სხვა ფერის ფიქრებით .................... სახლში არ წასულა . კესარიასთან მივიდა, თინას დაურეკეო გააფრთხილა და ისიც იქ დახვდა. ტორტის დიდ ნაჭერს აგემოვნებდნენ , აივანზე ისხდნენ და რაღაც ამბავზე ჭორაობდნენ ქეთო რომ მიეყრდნო მოაჯირს, გაიღიმა და ორივე გააქვავა -ილოს ქალი ვნახე -ვაიმე ახალი ამბავი თქვა ახლა...ილოს ეყოლება ქალი აბა ჩემ მეზობელ ჯორას ხო არა. სადღა აქ მაგის თავი - ხელი აიქნია კესარიამ და ტუჩები გაილოკა -ღმერთო ჩემო თქვენ ორნი სულ გარყვნილ აზრებში რატომ მიდიხართ -18 + ისტორიებს ეს წერს, ქალები წყალდიდობებს ვაწყობთ რომ ვკითხულობთ და გარყვნილი აზრები მერე მე და შენ გვაქ. თუ არ რცხვენია ერთი ჰკითხე რა -მართლა თუ არ გრცხვენია მე და კესო , გარყვნილი აზრები ერთად? ორი სათუთი სულის პატრონი ...ორი -ხელშეუხებელიო არ თქვა ახლა თუ ქალი ხარ სანდრო ისე გკოცნიდა მეთქი ჩააკვდება ახლა ხელშითქო -ღმერთო მართლა თუ ხედავ ამ ორს და მე საწყალს , გააცუმე ხომ შეიძლება თორემ გამისკდა თავი, დამავიწყდა სათქმელი და ამერია გონება -რა გინდა შე ჩემი ცოდვით სავსევ რაა ...დაგვათხოვე ყველა შენი გმირებიდან დაყწებული ჩემით დასრულებული და შენზე ოცნებასაც არ გვაცლი. ვეტყვი მე დალი ბებოს ისევ რომ ამბობ ჩემს ღმერთკაც მაზლზე უარს და ერთად აგიმხედრდებით -თქვენს ღმერთკაცს ჰყავს უკვე ღმერთქალი -ქალღმერთი გოგო -მე რას ვეუბნები ეს რას მეუბნება...ექიმი კი არა ფილოლოგი უნდ აიყო შენ -მოიცა მოია ვინ ქალღმერთი...შენ როცა სუფევ დედამიწაზე და მე ამხელა გეგმა მაქვს ვინ ქალღმერთი -არ ვიცი ვინ, მაგრამ ვიცი რომ ის არის. ზუსტად ვიცი -ვაიმე გული მაქ ცუდად...ანუ რა გამოდის რო ჩემი გეგმა მორჩა? ვირაც სხვა უნდა გიპოვნო ასე შენი გმირების იმედზე რო არ დარცე და მარტო წერის დროს არ განიცადო ორგაზმი? დავიღუპეთ კესარია დაოოო გესმის? დალის რა ვუთხრა, დალის როგორ ჩავხედო თვალებში -კაპლი მომიტანეთ- კესომ თავი უკან გადააგდო და ფეხი ისე გაშალა ქეთოს სიცილის ხმა ესმოდა მთელს უბანს. თინა მაინც არ ყრიდა ფარხმალს, სანამ სანდროს არ ჰკითხა და მანაც არ ახარა ნენეზე. -სანდრიკოო- გვერდით მიუჯდა და ხელები ყელზე მოხვია- რაღაც უნდა გკიტხო , კი ვიცი არ გიყვარს ბევრი ლაპარაკი, ჩემი უდასტოინესი ხარ ,მაგრამ - თითებით ისი პერანგის საყელოს ეთამაშებოდა, გონებას ურევდა და აგიჟებდა -მითხარი-თითები თმაში შეუცუა და ტუჩებთან ახლოს აკოცა -მოიცა ერთ წუთს, გონებას ისე ნუ კი ამირევ პასუხი რო ვერ გავიაზრო -გისმენ თინა , თქვი ნუ მაწამებ -ილოს ვინმე ჰყავს? ქალი რომელიც უყვარს -შენც გაიგე ხო? სადმე ნახე ? -მოიცა რა ...ვინ სად ჰა? -დამშვიდდი არ დაიწყო ახლა ქოთქოთი , არ გამოვა ქეთოს და ილოს ამბავი . შენ მწერალს სხვა ვუპოვნოთ მე და შენ-ჩაიცინა და ხელი მოხვია ისევ -ვინ არის ...აქამდე რატომ არ მითხარი. იცნობ შეენ? -მეთქი გაგიჯდება-თქო და არ გითხარი - ყელში აკოცა და სახეზე ხელი აიფარა- შენი რისხვისგან როგორ დავიცვა თავი თინიკო? -მომიყევი ნორმალურად, ამოთქვი . სიტყვები უნდა ამოგაცალოს ადამიანმა რა... სულ არ გეცოდები ? ხომ ხედავ ინტერესით ვკვდები -ნენე ჰქვია, ილოს ბავშობის სიყვარულია. პირველი და უკანასკნელიც ... მის ნაცვლად ვერაფერს ვიტყვი,მაგრამ ნინიას თუ დავუჯერებთ ერთ დღეს რძალიც გახდება. ასე რომ შენი მომავალი რძალიც იქნება და ნუ ესწერვები, მაგარი ქალი -შენთვის ჩემს გარდა მაგარი ქალი არავინ უნდა იყოს , ამ ამბავზე ხომ შევთანხმდით ჯერ ეს ერთი და მერე მეორეც მე ილო ისე მიყვარს მთავარია ეგ იყოს ბედნიერი და ჩემ ქეთოს ვუპოვნი ვინმე სხვას , არაუშავს ასე მარტივად არ დავნებდები- თავი მაღლა ასწია და მერე გაიცინა- ანუ ჩვენი ილიკო შეყვარებულია? დედუუუ გავგიჟდები ინტერესით ახლა როდის ვნახავ ნეტავ -მალე ... ნინიამ თუ შეიტყუა სახლში ის ორი შენც უეჭველი დაგპატიჟებს . სხვათაშორის გაბუტულია, არ მოუწერია ორი დღეა და სწერვა დედამთილი გავხდებიო - მუხლებზე დაისვა გოგო და თითები ფეხებზე აასრიალა -საშინელი მორიგეობა მქონდა...შემოვირიგებ როგორმე - მის ტუჩებთან ამოილაპარაკა და შემდეგ აკოცა. ვინ იცის ამჯერად სადამდე გააგრძელებდნენ რომ არა ზარი -ჯანდაბა! შენ გირეკავენ ისევ ნიკუშა თუა მოვკლავ გეფიცები -ნწ, ჩემი კურსელია -გაუთიშე -ვერ გავუთიშავ- სავარძელში გადაჯდა და უპასუხა- გისმენ აკუნა. სანდროს ნერვები დააწყდა, ისე ელაპარაკებოდა იმის ხმა არ ესმოდა რომ ეთქვა სპიკერზე ჩართეო იცოდა აიწრებოდა და ჩუმად ყოფნა უწევდა- აჰაამ, გასაგებია...არა , მე არ . უი რას ამბობ , ცაკალელო შენა ... კაი ხო არ დაგცინი- კისკისებდა და შიშველ ტერფებს სანდროს ფეხებზე დაასრიალებდა, უყურებდა და ტუჩებს აწვალებდა . ზუსტად იცოდა მალე რომ იფეთქებდა და ჩხუბისთვის ემზადებოდა, მაგრამ ბატონმა ბოლომდე შეიკავა თავი . მერე ფეხში წვდა ისე დაქაჩა სავარძელიც აამოძრავა და ისევ აიკრა სხეულზე -ერთხელ იქნება გამაგიჟებ ასე ყველას რომ ეკეკლუცები და დაგახრშობ-თითები ყელზე მოუჭირა იქვე აკოცა და მერე თინა თმაში რომ წვდა და თავი უკან გადააწევინა სულ გაგიჟდა -არავის ვეკეკლუცები, ვმეგობრობ ყველასთან და მიყვარხარ შენ . ყველამ იცის ეს შენს გარდა ხოდა მორჩი ეჭვიანობას, მე კი ვხალისობ და საშნლად მესექსუალურები ამ დროს,მაგრამ მალე ყელში ამომივა - ქვედა ტუჩზე მოსდო კბილები და მერე ტუჩებით ჩაანაცვლა- დანაშაული ხარ თავიდან ბოლომდე ასეთი რომ ხარ - გადაიკისკისა და მთელი სახე დაუკოცნა ბიჭს .............. დიმა სახლს დაუბრუნდა და ორი დღის შემდეგ ქალბატონმა ნინიამ თავისი საოცნებო ვახშამი მოაწყო. მთელი დღე ვერ მოისვენა, დიმაც კი ვერ ამშიდებდა -რაღაც მავიწყდება...რაღაც მავიწყდება და შენ არ მახსენებ. ტყუილად გაგიში მზარუელის კურსებზე? -ნინია გეყოს- ხელები მოხვია და ლოყაზე აკოცა- მთავარია ისინი მოვლენ და რა მნიშვნელობა აქვს დანრჩენს -ხომ იცი ვგიჟდები როცა ყველაფერი ისეა როგორც მინდა -უნდა აჩვენო რომ საუკეთესო დიასახლისი ხარ მაშინ როდესაც მე ვაკეთებ ყოველ საღამოს ვახშამს? -რატომ ხარ ბოროტი, რატომ მტკენ გულს...შენ უბრალოდ გიყვარს როდესაც ჩემს კომფორტზე ფიქრობ - ყელზე მოხვია ხელები და მის ტუჩებს შეეხო -როგორ გავიდა ამდენი დრო -არ ვიცი...გუშინდელივით მახსოვს ფეხმძმედ რომ ვიყავი და ახლა ორი სარძლო უნდა მესტუმროს რომელთაგან ერთს უკვე შილი ჰყავს და მეშინია ბებო არ დამიძახოს- გაიცინა და თავი მკერდზე მიადო დიმას- აღარ წახვიდე ხოლმე ამდენი ხნით ...მომენატრე და უშენობას ვერავინ ვერ ავსებს. ხომ ხედავ უკვე ორივეს თავისი ქალი ჰყავს და ჩემთვის დრო აღარ ექნებათ -ეჭვიან ნინიას ნუ ჩართავ გთხოვ თორემ მეშინია ისეთი ქალები ჰყავთ ორივეს რომ არ ვიცი -შენ რა ჩემს შესაძებლობებში ეჭვი გეპარება? ჯერ ეს ერთი კესოს ვუყვარვარ და ჩემს წინააღმდეგ არ წავა -ნენეს არ უყვარხარ? -ნენე უკვე დიდი გოგოა -კესოს შენ ნებაზე გაზრდი- ხმამაღლა გაიცინა და ისევ გააბრაზა ნინია- კარგი ხო, მოდი ჩემთან. იყუჩე, დამშვიდდი- ჩაეხუტა და თავზე აკოცა- კიდევ ერთ ახალ ეტაპს ვიწყებთ, ახალ სტატუსს მოვირგებთ -გვრიტებოოო - თინა რომ შეფრთხიალდა წამსვე გაუნათდდა სახე ნინიას -ჩემი გოგო მოსულა...- ლოყაზე აკოცა და მერე მზერა მოავლო- როგორი ლამაზი ხარ ძვირფასო? -მეც ვხვდები ჩემი ილიკოს რჩეულ ქალს -თავი მაღლა ასწია და გაიღიმა. მერე დიმას მოეხვია და ბოლოს სანდროს გახედა კარში რომ იდგა და თვალებს ატრიალება -უკვე ვეღარ ვიტან ამ სახლში ამ გოგოს მოყვანას, მე სულ ვავიწყდები და მეზობლის ბავშვივით მიწევს კუთხეში დგომა -დედას ბარტყიი ...ნახე სულ როგორი ეჭვიანი. სულ -დამღალა...ამდენი წელი როგორ უძლებთ -აბაა...მეც ეგ მიკვირს ორივე დედა შვილს როგორ ვუძლებ- დიმამ თქვა და თვალი ჩაუკრა კესოს -უი თქვენ უკვე ყველაფერი მოგიმზადებიათ მე კიდე ვიფიქრე მივეხმარები-თქო - სუფრას რომ გადახედა და სამზარეულოში მიმოიხედა მიხვდა რომ სულ ტყუილად ააჩქარა სანდრო -წამოდი , ეზოში მაინც გავიდეთ. ხომ გეუბნებოდი მოამზადებდნენ უკვე ყველაფერს და ნინიას დიმა ეხმარება-თქო - ხელი ჩაკიდა სანდრომ და წაიყვანა- ჩემს ხის სახლს გაჩვენებ -იმ სახლს პირველი სიყვაურლი რომ აიყვანე და იქ ეკოცნავე? არ მინდა ...იმ წყეულ ადგილას ფეხის დადგმა- სიცილი ძლივს შეიკავა სანდრო რომ მიუბრუნდა ნინიას -დედააა რატომ მოუყევი ... კიდევ რა უთხარი და საერთოდ ეგ რატომ იცოდი -მივხვდი იმ გოგოს ისეთი სახე ჰქონდა რომ დაგიძახეთ და საერთოდ რა დღეში ხარ სანდრო? რატომ ჭირვეულობ ? უბრალოდ გოგოებმა ვიჭორავეთ და წამომცდა ჩემდაუნებურად -ჩემზეა გაბრაზებული , ნუ მიაქცევთ ყურადღებას - მკლავზე მოეხვია ბიჭს და ლოყაზე აკოცა- წამოდი , ვაჩვენებ იმ კედლებს როგორ უნდა ნამდვილი კოცნა- ყურთან აკოცა და ჩუმად ჩასჩურჩულა ეზოში იყვნენ ილოს მანქანა რომ გამოჩნდა . მალევე ორი ქალბატონი გადმობრძანდა და გაივსო ჯაფარიძეების სახლი ლამაზმანებით. სახლში შესვლისთანავე ღიმილს ვერ იშორებდა ილო, ესმოდა ამდენი ფიქრი, ამდენი ცეცხლი ტრიალებდა და როგორ შეიძლებოდა ამაღლებული განწყობა არ ჰქონოდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო თინას ფიქრები, მზერა და ღიმილი „მართალი ყოფილა ქეთუშა ეს ნამდვილად ჩემი ილიკოს ქალია. რა საყვარლები არიან...ნეტავ მე და სანდროც ასე ვჩანვართ შორიდან? საერთოდ როგორ შეიძლება ამდენი წლის შემდეგ ასე უყვარდეთ ერთმანეთი...ახლა ვიტირებ. როგორი გულჩვილი გავხდი ,მაგრამ მიყვარს ეს ლამაზი და ემოციური ამბები ,რა გავაკეთო“- სანდროს ეხვეოდა , თვალებში შესციცინებდა ისიც . ასეთი სხვანაირი სანდრო დიდი ხანი არ ჰყავდათ ნანახი ჯაფარიძეებს, მაგრამ თავად ვერ ხვდებოდა რომ სხვანაირი ხდებოდა თინას დანახვისას. ნინია როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო და პირდაპირ ესაუბრებოდა კი არ ფიქრობდა „ ნახე რა , ნახე ორი ცეცხლი რძალი მყავს, პლიუს ქალბატონი მაშო. ფაქტობრივად აალებულ ქალებს შორის ზიხარ და უსმენ მათ ალისფერ ფიქრებს . მოგიკვდი შვილო მე რა დღეში ჩაგაგდე . ისე რას ფიქრობენ როგორ მაინტერესებს. მაშოს მოვეწონე თუ სწერვა ბებო ვგონივარ და ეშინია რომ დედამისს გავაბრაზებ ხოლმე...მითხარი რამე ავიჭრები მალე“ ნენე სრულიად მშვიდი იყო, თავისუფალი, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე და ისე უბრალოდ ფიქრობდა სახვადასხვა თემაზე. იხსენებდნენ ძველ ამბებს და საერთოდ რომ არა წარსული , რომ არა მოგონებები მომავალი სრულიად უაზრო იქნებოდა. ეს და სხვა მრავალი რამ რაც დააიგნორა ბატონმა ილიამ . მთავარი ის იყო რომ ყველას ჰქონდა საკუთარი მიზეზი ბედნიერებისთვის, საკუთარი ადამიანი რომელიც სჭირდებოდა და ესეც იყო კიდევ ერთი ამბავი რომელსაც წინ განვითარების დიდი გზა ელოდა ათასი ფერითა და ემოციით. მაშოს უკვე ეძინა ნენე რომ მიუჯდა გვერდით და თავი მხარზე დაადო -ეს საღამოც გადავიტანეთ...ზოგჯერ ისე მარტივად აკეთებ ყველაფერს რომ მეშინია ძალიან არ მოვდუნდე და მერე მარტო არ დაგტოვო -ნუ ღელავ...შეგიძლია მაქსიმალურად მშვიდად იყო- გაუღიმა და ტუჩები მიაწება - ახლა ნახე ნინიას შემოტევები. სულ მოგიწევს მასთან მისვლა ...გოგონების დეფიციტი რომ ჰქონდა ახლა უნდა აინაზღაუროს -თინა ძალიან საყვარელია -სანდროს რა უყო ამ რამდენიმე თვეში . ისე უბრალოდ დაამშვიდა, დააწყნარა მე წლების განმავლობაში ვერ მოვახერხე მისი არეული ემოციების როგორმე დალაგება -სიყვარულის მოქმედების ძალა- მშვიდად იყო მოქცეული კაცის მკლავებში და მისი ფიქრებიც ასეთივე მშვიდი იყო. ილომ კი ისევ გადადო საკუთარი საიდუმლოს განდობა. სულ უნდოდა,მაგრამ შესაფერის დროს ვერ პოულობდა. იცოდა რომ ასე არ უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ თვეები გადიოდა . თითქმის სულ ერთად იყვნენ, ცოლ-ქმარივით ცხოვრობდნენ , მაშო სკოლაში დაჰყავდა ხოლმე როცა ნენეს არ ჰქონდა დრო. ყველა მის ახალ მეგობარს იცნობდ,ა ყველგან ერთად იყვნენ. ნენემ კი ისევ არ იცოდა რომ მისი ყველა ფიქრი ესმოდა დიმასთან იყო , მარტო იყვნენ სახლში. გარეთ კოკისპირულად წვიმდა -რაზე ღელავ ილო? -ნენეს ცოლობა მინდა ვთხოვო, დროა უკვე . უაზროა ასე აქეთ-იქით სიარული -და ხელს რა გიშლის -ჩემი საიდუმლო მამა -გგონია რომ დრო მოვიდა გაიგონ? -ნენემ უნდა იცოდეს რომ მისი ყველა ფიქრი მესმის . ოდესმე რომ გაიგებს არ მინდა იფიქროს რომ არ ვენდობოდი და ასე ვაკონტროლებდი...არ ვიცი როგორ ვუთხრა, მეშინია იცი? ამდენი წლის შემდეგ ისევ მეშინია ამ ამბის თითქოს უკან დავბრუნდი -ხომ იცი რომ უყვარხარ, შენგან ვერ წავა. გაუჭირდება ამის გააზრება, მაგრამ მიეჩვევა ისე როგორც ნინია მიეჩვია -სანდრომ რომ არ იცის ეგ ჯერ კიდევ მაწუხებს ... -ხოდა გათავისუფლდი, უთხარი ჯერ ნენეს და შემდეგ სანდროსაც. ვიცოდეთ მთელმა ოჯახმა და სხვა არავინ - მხარზე ხელი დაადო და გაუღიმა- შენ არასდროს გამოგიყენებია ცუდი მიზნებით შენი ეს ნიჭი , სხვა შენს ადგილას წარმოუდგენლად მოიქცეოდა შენ კი ადამიანებს ეხმარები საკუთარი ენერგიის ხარჯზე დიმასთან საუბრის შემდეგ გადაწყვეტილების სიმტკიცეში დარწმუნდა. ნენესთან ერთად მარტო იყო , ისევ წვიმდა ის კი ნაქსოვი სვიტერითა და გრძელი წინდებით , ხელში ფინჯანით იდგა ფანჯარასთან . უცნაურად ლამაზი იყო ყოველთვის , სიცივე არ უყვარდა და წვიმას მაინც დიდხანს უყურებდა -გახსოვს ჩვენს დაშორებამდე ბოლო რამდენიმე კვირა ? -რატომ მეკითხები ილო...არ მინდა იმ ამბის გახსენება -მითხარი რა გახსოვს, გთხოვ - მიუახლოვდა, მკლავები მოხვია და მზერა გაუსწორა -ჯერ ის საშინელი ავარია იყო ... მეშინოდა რომ დაგკარგავდი, მეშინოდა რომ საოპერაციოდან ვერ გამოგიყვანდნენ. სულ ვტიროდი და ვერ ვიტანდი თავს რომ ვერ ვიკავებდი. მერე გაიღვიძე, შენთან ვერ მოვდიოდი სახლიდან არ მიშვებდნენ , იქაც არ მტოვებდნენ ექიმები. შორიდან დაგინახე და რომ გაკოცე უცნაურად დაიწყე ქცევა. არც კი ამხსოვს ზუსტად, მაგრამ ექიმებს შენი დაძინება მოუხდათ გიჟივით საუბრობდი -მაინც რას ვამბობდი -არ მახსოვს ილო, რატომ მაწვალებ... მე საშინლად გამიჭირდა შენგან შორს ყოფნა. შენი ადგილი ვერასდროს ვერავინ დაიკავა - თვალები აემღვრა- დიდხანს ვფიქრობდი რომ არასდროს გაპატიებდი ჩემს მიტოვებას. შენ მე ცუდად მომექეცი, სულ ახალი გამოსული იყავი სახლში, არც მხვდებოდი, მემალებოდი თითქოს, მერე მითხარი რომ ჩვენ ურთიერთობას აზრი არ ჰქონდა და დამშორდი, ისე რომ უკან დასახევი ყველა გზა მომიჭერი -მაშინ მეგონა რომ სწორად ვიქცეოდი, რომ მე რაღაც საშინელება მჭირდა და მეგონა რომ ასე დაგიცავდი, თუ წახვიდოდი ჩემი სამუდამოდ დაკარგვა არ გატკენდა. თუ გაგაბრაზებდი, თუ გატკენდი გაგიმარტივდებოდა როდესაც გეტყოდნენ რომ აღარ ვიყავი -რას ამბობ...ილო რას ამბობ არ მესმის. შენ რა , ავად იყავი? -ახლაც ავად ვარ, მაგრამ ეს ავადმყოფობა ჩვეულებრივი არ არის, არაფერს ჰგავს და არავინ იცის . ვერცერთი ექიმი ხსნის , უკვე ვიცი რომ ღრმა სიბერემდე არ მოვკვდები, თუ რა თქმა უნდა რაიმე უბედური შემთხვევა არ მოხდება, ეგ არავინ იცის , მაგრამ ამ ავადმყოფობის გამო არ იქნება. ახლა ვიცი რომ მე არ წავალ,მაგრამ არ ვიცი შენ რას გააკეთებ- ფანჯარაში იყურებოდა, ვერ ბედავდა ნენესთვის მზერის გასწორებას „რა არის ასეთი რომ გეშინია... თუ შენს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება ასე რატომ დარდობ . რა იყო ასეთი რომ დამტოვე მაშინ...მაშინ რომ არ დაგეტოვებინე ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა“ -სხვაგვარად იქნებოდა, შეიძლება აქამდე ვერც გაგვეძლო . მე არ ვიცი რამდენად მოვახერხებდი კონტროლს თუ შენ ჩემთან იქნებოდი...მაშინ ვერ გამიგებდი ვიცი -ილო ნუ მაგიჟებ მითხარი რა ხდება -ქალების ფიქრები მესმის, ყველა ქალის ვინც ლაპარაკობს 3-4 წლის ბავშვებისაც კი . ყველა ქალის ვის ენაზეც ვსაუბრობ ... ყველაფერი მესმის „დამცინის, ღმერთო ჩემო სულ გაგიჟდა ამხელა კაცი. მე კიდე სერიოზულად ვუსმენ“ იცინოდა , ხმამაღლა იცინოდა და ფიქრობდა -არ დაგცინი ... არც გავგიჟდი -რაა ? -უბრალოდ იფიქრე -ილია ნუ დამცინი, გეყოფა. რა სისულელეა მომავალსაც ხომ არ ხედავ -არა , კიდევ კარგი მხოლოდ ქალების ხმა მესმის და ესეც აქამდე მაგიჟებდა. დიდი დრო დამჭირდა, ძალიან დიდი დრო დამჭირდა რომ გარეთ გამოვსულიყავი, მესმინა , დამეიგნორებინა, მშიდად შევხვედროდი ... პროფესიაც კი შევიცვალე . უამრავ ექიმტან ვიყავი , ტვინის გამოკვლევებს ვიკეთებდი მეგონა სიმსივნე მქონდა, რომელიც ჰალუცინაციებს იწვევდა, მაგრამ არაფერია. უბრალოდ ავარიის შემდეგ ყველა ქალის ფიქრი მესმის ...თქვენი უკიდეგანოდ არანორმალური, ალისფერი ფიქრები „გესმის ?“ -მესმის „შენთან პირველად რომ ვიწექი არ მომეწონა“ -მეც არ მომეწონა... მეორე და ყველა შემდეგი სჯობდა- თვალებში უყურებდა და ოდნავ უღიმოდა -არ შეიძლება ... -ნენე , გთხოვ მე ამას ვერ ვაკონტროლებ. რომ შემეძოს მოვიშორებდი, მართლა,მაგრამ არ შემიძლია. აქამდე უნდა მეთქვა მაგრამ არ შემეძლო. არვაინ იცის სანდრომაც კი არ იცის, მხოლოდ დედამ და მამამ ისიც იმიტომ რომ მაშინ გიჟივით ვიყავი...ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი „ანუ ყველაფერი გესმის“ -ყველაფერი „და გეშინია რომ წავალ?“ -მეშინია, მაგრამ არ გაგიშვებ...მინდა რომ სულ ჩემთან იყოთ. სიცოცხლის ბოლომდე შენთან მინდა ვიყო ნენე . ჩემი ცოლი მინდა იყო , კანონისა და ღვთის წინაშე ცოლი. სულ ჩემი მინდა იყო „ცოლობას მთხოვ?“ -გეყოფა რა ...მე შენი ხმა მიყვარს ასე რომ მიყურებ და მელაპარაკები ვიძაბები, ნინიაც მეყოფა დიალოგს რომ მიმართავს...მითხარი რამე -რა უნდა გიტხრა ჩემი ფიქრები გესმის...ყველა ქალის ფიქრები გესმის. ანუ იცი ვის მოსწონხარ ვის არა, ვინ რას ფიქრობს გულში, ვინ არის დამპალი და ვინ არა...მოიცა კაცების რატომ არ გესმის ? მაგრამ ამდენს ვერ გაუძლებდი -ნენე , ცოლად გამომყვები? -არა არა...საოცრებაა, სასწაულია -ნენე -არ გეტყვი -კარგი მაშინ გაიფიქრე - გაიცინა და ყუთიდან ბეჭედი ამოიღო „თანახმაც ვარ და ფეხმძიმედაც ვარ“- ილო ბეჭედს უკეთებდა უცებ რომ გაიგო და თვალები გაუფართოვდა -რაა? როგორ მომესმა თუ ... გაიმეორე „ფეხმძმედ ვარ...დღეს ვიყავი ექიმთან . მეც არ ვიცოდი „ -თქვი ნენე ...თქვი რომ დავრწმუნდე -ფეხმძიმედ ვარ ...ცოლად მოგყვები თუ არა ეგ აღარ გაინტერესებს ხომ? ასეთები ხართ კაცები - ჩემი საოცრება ხარ შენ, ჩემი ბედნიერება ხარ... მარტო ჩემი -საოცრების საოცრება ვარ - იცინოდა და კაცს ეხვეოდა. მერე უცებ გაჩერდა და ძალიან სერიოზული სახით იკითხა -ის თუ გოგოა მის ფიქრებსაც გაიგებ? -ნენეე ............ -ახალი ამბავი გაიგე? -რა ამბავი -ნენეკო ფეხმძიმედა -ილო მამა ხდება? -საოცრება იქნება -სანდრომ მეც მინდაო -მერე რას ელოდებით -მამაა უარზე -კარგი რაა...აბა მამას მოსწონსო? -მოვატყუე, ცოტას ვერთობი. სად გვეჩქარება დავუთმობ უფროსებს გზას და რომ მოგვენატრება ქორწილში ქეიფი და პატარა ბავშვი მერე გავყვები -ცუდი გოგო ხარ, გვიწვალებ სიძეს -ქეთევან სად წახვედი?- ოთახში შესულ დაქალს გახედეს რომელიც ლეპტოპთან დაჯდა და წერა დაიწყო -ისევ? კარგი რაა ...რა გაწვება და გეძალება მაგ ლამაზ თავში მომწყვდეულ ტვინში ისეთი -წაგაკითხებთ რომ დავასრულებ -როდის დაასრულებ კი მაგრამ -ილოსთან კიდევ ერთი ვიზიტის შემდეგ , როდესაც რამდენიმე დეტალს მეტყვის -მოიცა როგორ? -ორივე წამოვარდა და ოთახში შევარდა -შენ რა ილიაზე წერ? -რატომ მხოლოდ ილიაზე... ნენეზეც -მე და სანდრო? -თქვენზე სხვა წიგნს დავწერ ... თქვენზე მაშინ დავწერ ჩემს ნათლულზე მუშაობას რომ დაიწყებთ -რა პრობლემაა...ახლავე გავიქცევი, სანდროს სახლში წავიყვან დ ცხრა თვეში ბავშვიც იქნება მაქსიმუმ ათ თვეში -და მე ? - კესომ ტუჩები დაბრიცა -შენ აღიარე რომ უჟმური ირაკლი ექიმი გიყვარს და მერე იფიქრებს ჩვენი მწერალი ხართ თუ არა ღირსნი მისი სათუთი თითებით აღწეროს თქვენი ისტორია - თინამ თავი მაღლა ასწია და ისე უთხრა- წავიდე დავრეკო სანდროსთან? -წადით , დამტოვეთ მარტო ჩემს მუზასთან -შენ და შენი მუზა -მიყვარხართ -ვინ უფრო ჩვენ თუ შენი მუზა -სამივე და ყველა სხვა ვინც კი ჩემი ემოციების ნაწილია იღიმოდა, თავის ცისფერ თვალებს არ აშორებდა ორ მომღიმარ გოგოს და შემდეგ უკვე მარტო დარჩენილი აგრძელებდა წერას ............. ჯაფარიძეების სახლში იყვნენ ყველანი. ისევ ისეთი ხმაური იყო , ზაფხულის ცხელ დღეს აუზზე ატარებდნენ. ნენე და ილო ერთად ისხდნენ პატარა ქალბატონი ქეთათო რომ მივიდა -დეე გასწავლა სანდრო ძიამ ცურვა? -ნწ ...ვერ ისწავლება კარგად- თავი გააქნია და დედას მკერდზე მიადო თავი „ჩემი თვალებხატულა გოგო“- ილო უყურებდა და ფიქრობდა -თვალებქატულა რა ალიც? -ვინ თქვა დე? -აი მამამ თქვა -ილო „რა ვთქვი მა?“- ბავშვს უყურებდა და გონს ვერ მოდიოდა -თვალებქატულაო „მე შენ მიყვარხარ ქეთათო“ -მეც მიყკვარხარ ილიტო -რა ხდება ილია? - ნენე უკვე გაგიჟების პირას იყო -ესმის -რა ესმის -ჩემი , ჩვენი ...კაცების „შანსი არ არის „ -არის „შეიძლება გავგიჟდე“ -მე უკვე გამაგიჟეთ ჯაფარიძეებმა....ნინიააა მიშველეეე -დამშვიდდი ... ყველაფერი კარგად არის . მე და ჩემ გოგოს ვერავინ ვერაფერს დაგვიმალავს, უკვე აღარ მეშინია რომ ვინმე ცუდი ბიჭი წამართმევს მის თავს- ბავშვი ნინიასკენ გაიქცა ილომ კი ნენეს მოხვია ხელი და ტუჩები დაუკოცნა -ნეტავ კაცებსაც ალისფერი ფიქრები გაქვთ? -არ ვიცი, დაველოდოთ და გავიგებთ 20.06.2019 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.