შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვეტერანი (სრულად)


25-06-2019, 11:28
ავტორი abezara98
ნანახია 17 186

-ბავშვებო, გაიღვიძეთ! - ჩვეულებისამებრ დილის რვა საათზე დაუძახა შვილებს და მაგიდის გაშლა ორივესთვის ჩაის დასხმით დაასრულა.
-ნიკა, სესილია! - კიდევ ერთხელ დაიძახა და მათი ოთახებისკენ დაიძრა, - ჰეი, თქვე პატარა ზარმაცუნებო, სკოლაში წასვლის დროა, მერე დედიკოც ხომ უნდა წავიდეს სამსახურში.
ჯერ სესილიას ოთახში შევიდა და საბანში მჭიდროდ გახვეული შვილი შუბლზე კოცნით გამოაფხიზლა. კარგად ახსოვდა, პატარაობიდანვე ასეთი მცივანა იყო. ზაფხულშიც კი საბანში გახვეული იძინებდა ხოლმე და ახლა, თებერვლის მიწურულს, საბანსა და ადიელაში ერთდროულად რომ იყო გახვეული, გასაკვირი სულაც არ იყო. ლაშა სულ დასცინოდა და აბრაზებდა ამის გამო, მალე უნდა გაგათხოვოთ და მერე ქმარი გაგათბობსო. ბავშვი კი იბუსხებოდა ამ დროს და ლაშასაც შოკოლადებით უხდებოდა მისი შემორიგება.
სესილია როგორც კი შეაფხიზლა, მაშინვე ნიკას საძინებლისკენ დაიძრა. ბავშვს ბალიშისთვის შემოეხვია ხელები და ისე ეძინა. ყორნისფერი კულულები კი აბურდულად ეყარა კეფასა და თავის გარშემო. წამით კარებში გაშეშდა და სანახაობამ მოგონებებში გადააგდო. საბასაც ზუსტად ასეთი ძილის მანერა ჰქონდა თუ მასთან ერთად არ იძინებდა (ამ შეთხვევაში, მარის მოხვევდა ხელს და არ უშვებდა), ანდაც საწოლიდან დილით ადრიანად თუ გაეპარებოდა ხოლმე. ნიკაც მამამისის ასლი იყო, დაპატარავებული საბას მოდელი, ერთი განსხვავებით, ნიკუშა წიგნების ჭია იყო, როცა საბა მათ დასანახადაც ვერ იტანდა (ეს ხუმრობით, თორემ საბასაც კი ჰქონდა ერთი-ორი მათგანი გადაშლილი და გადაკითხული). სურნელიც კი მისნაირი, მაგრამ მაინც თავისებური ჰქონდა.
ღაწვზე ჩამოგორებული ცრემლი ხელისგულით შეიმშრალა და ახლა ბიჭისკენ გადაიხარა. აბურდულ თმებში ხელი შეუცურა და უფრო მეტად აუჩეჩა.
-ნიკუშაა, დედას სიხარულო, - დაუძახა თბილი ხმით და ოდნავ შეანჯღრია, - გაღვიძების დროა, დე.
-მმმ... - ამოიზმუვლა ბავშვმა და გვერდი იცვალა.
-სესო ადგა უკვე და შენი საუზმის შეჭმასაც აპირებს, - დაუმატა ბოლოს, იცოდა, რომ ეს ნამდვილად წამოახტუნებდა ფეხზე.
მართლაც, წინადადება ბოლომდე არ ჰქონდა დამთავრებული, რომ უკვე ნახევრადჩაცმული ნიკა სამზარეულოსკენ გარბოდა.
-სესოოო, იცოდე, შეეშვი ჩემს კარაქიან პურებს! - ეძახდა სააბაზანოდან და თან ხელპირს იბანდა.
-ცოტა ნელა, არავინ მოგსდევთ, - სიცილით ჩაილაპარაკა, როცა სამზარეულოში შევიდა და ბავშვებს დააკვირდა.
-მადლობა, დე!
-უგემრელესი იყო, როგორც ყოველთვის!
-საუკეთესო ხარ, დეე!
თავიანთი გულუბრყვილო სიტყვებით, კიდევ უფრო აუჩვილეს მარიამს ისედაც აჩვილებული გული, როცა საუზმობის შემდეგ გაღიმებულები წამოხტნენ, ორივემ ლოყაზე აკოცა და კბილების გასახეხად გაიქცნენ.
***
ბავშვები სკოლამდე მიაცილა, არადა, სულ 5 წუთის სავალზე იყო მათი ბინიდან. მაინც ბოლომდე უყურა, როგორ შეერივნენ თავიანთ კლასელებს და მხოლოდ ამის შემდეგ წავიდა სამსახურისკენ. მთელი გზა მხოლოდ მოგონებები ახსენებდნენ თავს. სულ მალე ის დღე მოდიოდა, როცა მარიამი და საბა პირველად შეხვდნენ ერთმანეთს და ქალს ისეთი გრძნობა ჰქონდა შეჩენილი ამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, რომელიც უფრო და უფრო უძლიერდებოდა, თითქოს სწორედ იმ დღეს უნდა გადაეწყვიტა მისი ყოფნა-არყოფნის ბედი. ეს გრძნობა არ იყო ისეთი ცივი და მთელი სხეულის წამლეკავი, როგორიც იმ წამს იგრძნო, როცა თორნიკემ საბას დაკარგვის ამბავი ამცნო. მაშინ ეგონა, რომ მთელი ცხოვრება თავზე ჩამოენგრა და ვეღარასდროს შეძლებდა ნორმალურად ვერც სუნთქვას და ვერც ფეხზე მყარად დგომას. მაგრამ, აი, უკვე 10 წელი გავიდა იმ ამბის შემდეგ, იმ დაწყევლილი ომის 5 დღის შემდეგ და მარიამი ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც თავისუფლად შეუძლია ყელი მოიღეროს და სიმაყით გადახედოს საკუთარ გავლილ გზას.
ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა პირველად საბას შეხვდა. მაინცდამაინც იმ დღეს ვერ ახერხებდა მისი ძმა სამსახურიდან გამოსვლას და მარიამის მეგობრის დაბადების დღეზე წაყვანას. არადა ერთი თვით ადრე ჩამოართვა პირობა და იცოდა, ლაშა არასდროს დაარღვევდა დისთვის მიცემულ სიტყვას. ბედნიერი იდგა უნივერსიტეტის ეზოში და ლაშას ელოდებოდა, მაგრამ როცა ბიჭმა 15 წუთით დააგვიანა, სახე მოეჭმუხნა და მაშინვე ტელეფონს დახედა. ზედ მხოლოდ ერთადერთი შეტყობინება ციმციმებდა. „მაპატიე, მარ, სასწრაფო თათბირზე ვარ. საბას გაჰყევი“. ვინ იყო საბა ან მას რატომ უნდა გაჰყოლოდა, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, სანამ თავად ბიჭმა არ ინება მანქანიდან გადმოსვლა და ეზოში შეკრებილი მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა ყურადღებაც მიიქცია. მარიამი კი კვლავ დაბღვერილი უყურებდა მობილურს და სულაც არ ანაღვლებდა მის ცხვირწინ გაჩერებული პიროვნება.
-მარიამ.
საკუთარი სახელის გაგონებისთანავე წამოსწია თავი და მხოლოდ ახლაღა დააკვირდა სამხედრო ფორმაში გამოწყობილ ბიჭს. წამსვე შეეკრა სუნთქვა და მხოლოდ მობილურისთვის თითების შემოხვევა შეძლო, რომლებიც იმდენად გაჰყინვოდა, რომ ძლივს გაამოძრავა.
-მეგონა გეჩქარებოდა, - გოგოს დაბნეულობაზე ჩაიცინა ბიჭმა და მარიამს კიდევ ერთხელ შეუწყვიტა ჟანგბადის მიწოდება.
ასეთი ბოხი ხმა ცხოვრებაში არ გაეგონა. მერე რა, თუ ლაშა ეწეოდა და ამის გამო უფრო დაუბოხდა ხმა. ის ვერც კი შეედრებოდა მის წინ მდგომის ხმის ჟღერადობას.
-მარიამ, - კიდევ ერთხელ წარმოთქვა გოგოს სახელი და იმდენად უცხოდ და სასიამვნოდ გაიჟღერა მისგან, რომ საკუთარი სახელის გაგონებაზე გააჟრჟოლა კიდეც.
-ბოდიში, ალბათ რომ არ გაგეცანი, იმიტომ გაქვს ასეთი სახე, ხომ? - გაიცინა და ხელი გაუწოდა, - მე საბა ვარ. ლაშამ ვერ მოახერხა მოსვლა და მე გამომგზავნა.
-ხო, მომწერა რაღაც მსგავსი, - ძლივს ამოღერღა და გამოწვდილ ხელს საკუთარი შეაგება, - მარიამი.
გოგოს ხელი წამში გათბა, როგორც კი საბას გავარვარებულ ხელებს შეეხო და კვლავ ის უცნაური ჟრჟოლვა იგრძნო, როგორც წამის წინ, როცა საბამ მისი სახელი წარმოთქვა.
-სულ გაგყინვია ხელები, - მაშინვე შეიცხადა ბიჭმა და მარიამის ორივე ხელი საკუთარ ხელებში მოიქცია, - წამოდი, მანქანაში ჩავსხდეთ და გათბები.
შედეგ კი ისე შებრუნდა და მანქანისკენ წავიდა, მარიამისთვის ხელი წამითაც არ გაუშვია. გოგოც მორჩილი ცხვარივით აედევნა და საბას მიერ გამოღებულ კარს ღიმილით შეხვდა. მარიამი მოთავსდა თუ არა, წამსვე დახურა კარი და სწრაფი მოძრაობით შემოუარა მანქანას, შედეგ კი მძღოლის ადგილი დაიკავა და იმდენად სწრაფად და ეფექტურად შეერია მანქანათა ნაკადს, რომ გოგომ წამოკივლებისგან თავი ვერ შეიკავა.
-ხომ არ შეგეშინდა? - ტუჩის კუთხე ჩატეხა და წამით გახედა, შემდეგ კი იმდენად დაუსერიოზლდა სახე, რომ გოგო ახლა ნამდვილად შეაშინა, - მარიამ, ღვედი რატომ არ გიკეთია?
-დამა.... დამავიწყდა, ბოდიში, - უარესად დაიბნა, საჩუქარი და ჩანთა უკანა სავარძელზე გადადო და ხელებაკანკალებულმა ძლივს მოახერხა შეკვრა.
დარჩენილი გზა არც ერთი იღებდა ხმას. მართალია, მარიამს ძალიან ბევრი კითხვა ჰქონდა, საიდან იცნობდა ლაშას, ან მაინცდამაინც ის რატომ გამოუშვა მის წასაყვანად, ან კი რატომ აქამდე არ იცნობდა და არაფერი სმენოდა მასზე, როცა თავისი ძმის თითქმის ყველა ძმაკაცს თვალდახუჭული სცნობდა და მათთან ერთად ატარებდა თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს. მანქანის სალონი იმდენად გაჟღენთილიყო მამაკაცის სასიამოვნო სურნელით, რომ უბრალოდ გაბრუებული ერთი სიტყვის თქმასაც კი ვერ ახერხებდა. თითქოს აქამდე ჟანგბადს არ აწვდიდნენო, იმდენად ხარბად ისუნთქავდა თითოეულ მოლეკულას და საკუთარ სხეულში კეტავდა.
გაოცებულმა გადახედა საბას, როცა რამდენიმე წუთში იმ სახლთან გაჩერდნენ, სადაც გვანცა ცხოვრობდა.
-კი, მაგრამ... - რაღაცის თქმას აპირებდა, როცა სიტყვა კვლავ საბამ გააწყვეტინა.
-როცა წამოსვლას დააპირებ, ლაშას გააგებინე და ან მე ან ის მოგაკითხავთ, - მკაცრად უთხრა, მერე კი თვითონ შეუხსნა ღვედი, გადაიწია და მასზე ნახევრად დაყრნობილმა კარიც კი გაუღო, - მგონი, გაგვიანდება მარიამ, - კვლავ ტუჩის კუთხე ჩატეხა და სავარძელში გასწორდა.
გოგო დარეტიანებული გადმოვიდა მანქანიდან და მხოლოდ სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის შემდეგ მოახერხა ნორმალურად აზროვნების დაწყება. მადლობის სათქმელად მიბრუნდა, მაგრამ იქ უკვე აღარავინ იდგა. გათიშული მიიწევდა მეგობრის სახლისკენ და ისიც კი აღარ ახსოვდა, ჩანთაც, მობილურიც და გვანცას საჩუქარიც საბას მანქანაში რომ დარჩა. კარი ზარისდარეკვითანავე გამოხსნა იუბილარმა და იმდენად სწრაფად შეიყვანა სახლში, რომ კარის ზღურბლზე წაბორძიკდა და ლამის წაიქცა.
-გვანცაა, - ამოიბუზღუნა და მშვიდობიანად ძლივს მოახერხა სახლში შესვლა, - გამარჯობა ლელა დეიდა, - სამზარეულოში მოფუსფუსე ქალს გახედა და ღიმილით მიესალმა.
-ოჰ, მარიამ, მოხვედი? - ღიმილითვე მიეგება ქალი და თბილად ჩაიკრა გულში, - როგორ ხარ? შენი ძმა როგორაა? მზია მომიკითხე აუცილებლად და ჰკითხე ერთი, როდის აპირებს ჩემთან სტუმრობას, რომ დამივიწყა საერთოდ.
-მოიცა დეე, რაა, - ხელიდან გამოჰგლიჯა ქალს მარიამი და მაშინვე საკუთარი ოთახისკენ გააქანა, - მოკითხვა ცოტა ხნით გადადეე. მარიამთან ახლა უსერიოზულესი საქმე მაქვს.
-ვიცი მე შენი საქმე! - გაუწყრა შვილს და კვლავ სამზარეულოში შებრუნდა.
-აბა, ქალბატონო, ვინ იყო ის სიმპატიური ბიჭი მანქანით რომ მოგაცილა? - შევიდნენ თუ არა ოთახში, მაშინვე ჰკითხა, - ვინმე გაიცანი და მე არ ვიცი?
-მეც პირველად ვნახე, გოგო, დღეს, - ამოილუღლუღა და საბას გახსენებზე კვლავ გააჟრჟოლა, - ჩემმა ძმამ მოსვლა ვერ მახერხა და ეგ გამომიგზავნა.
-ვერ მოახერხა ვაჟბატონმა, - მაშინვე აიფოფრა გვანცა და რომ დაიწყო, ვეღარ გაჩერდა, - იმ თავის ძმაკაცებთან და ნაშებთან გართობას კარგად ასწრებს და შენი წამოყვანა ვეღარ მოასწრო. ჯანდაბაშიც წასულა და სულ ნუ მოსულა აქ!
-და რეალურად რას ფიქრობ? - გვანცას ქცევაზე გაეცინა გოგოს და თავისივე ნაჩუქარი დათუნია მიიხუტა გულზე.
-რეალურადაც მაგას ვფიქრობ ამ წამს! კარგი, ჩემთვის დრო არ აქვს და ათასში ერთხელ მნახულობს, ბოლო-ბოლო შენი დაქალი ვარ და ჩემი ნახვა რა ჯანდაბად სჭირდება, - მაშინვე აუწითლდა ლოყები და გვერდით გაიხედა, - მაგრამ, საკუთარი დისთვისაც რომ ვერ მოიცლი ადამიანი, უსინდისო, უანამუსო და დეგენერატი უნდა იყო!
-მგონი, მე არ გავბრაზებულვარ იმდენად ლაშაზე, საბა რომ გამომიგავნა და თავად არ მოვიდა მნიშვნელოვანი თათბირის გამო, რამდენადაც შენ გაბრაზდი, - ძმა დაიცვა და თან მისი არ მოსვლის მიზეზიც გაუმხილა დაქალს.
-ვიცი მე მაგის მნიშვნელოვანი თათბირი, - წამში დაიჭირა მარიამის ნათქვამი და სათავისოდ გადააკეთა, - იდიოტი ეგ!
კიდევ ცოტა ხანს იბუზღუნა, მერე კი დაქალს მიუბრუნდა და შეათვალიერა.
-მარიამ, სადაა ჩემი საჩუქარი? თუ ხელცარიელი მოხვედი, გოგო?! ფუი, შეგირცხვა ნამუსი! შენ იდიოტ ძმას როგორ უნდა დაემსგავსო, ჰა?
-რა ხელცარიელი, გადაირიე? უბრალოდ ჩანთაში მიდევს.
-და შენი ჩანთა სადაა?
-სახლში რომ შემოვედი, შენ არ მოგაწოდე?
-არა, რა მომაწოდე, საერთოდ არაფერი გჭერია.
-ჯანდაბა, - ჩაიბურტყუნა მარიამმა და შუბლზე ხელი იტკიცა, - საბას მანქანაში დამრჩა!
-მმმმ... რა საინტერესოა, ანუ კიდევ ერთხელ გიწევს მისი ნახვაა? - თვალები აუციმციმდა გვანცას და დაქალს მოეხვია.
-ანუ მასე გამოდის.
-შემდეგში, თუ გინდა, რომ მასიამოვნო, შენი ძმა მომიყვანე დიდი წითელი ბანტით და მერე მე მივხედავ, - თვალი ჩაუკრა დაქალს და გაეცინა.
***
-ქალბატონო მარიამ, სასწრაფოდ უნდა მობრძანდეთ სკოლაში, - როგორც კი მობილურს უპასუხა, მაშინვე გაიგო სასწავლო ნაწილის მკაცრი ხმა.
-რა... რა მოხდა? - ხმა დაეკარგა ქალს.
-სესიალიასთან დაკავშირებით უნდა დაგელეპარაკოთ. გთხოვთ, აუცილებლად მობრძანდეთ.
-ახლავე, ახლავე მოვდივარ.
სკოლაში შესული ორ-ორ კიბეს ახტებოდა და ისე მიიწევდა დირექტორის კაბინეტისკენ. ბოლოს ღრმად ჩაისუნქა და დაკაკუნების შემდეგ კარიც შეაღო. შიგნით შესულმა მხოლოდ სესილიას ნამტირალევი თვალები დალანდა და გაგიჟებული მიიჭრა შვილთან.
-სესილია, დეე, რა დაგემართა? რატომ ტირი? - ეკითხებოდა და თან თავზე ეფერებოდა ბავშვს.
-მაპატიე, რა, დედა, მართლა არ მინდოდა ძალით, უბრალოდ... - ისევ ასლუკუნდა ბავშვი და დედას მკერდზე მიეკრო.
-ჩშშ... პატარავ. აქ ვარ, შენთან ვარ. მითხარი, აბა, რა გააკეთე, - ნაზად გაუღიმა და სახეზე ჩამოყრილი თმები გადაუწია.
-მე გეტყვით, რაც ჩაიდინა თქვენმა გატუტუცებულმა შვილმა, - მოესმა ზურგს უკნიდან და მაშინვე წამოიმართა ფეხზე. ხელში კი სესილიას ერთ-ერთი პარალელური კლასელის დედა შერჩა.
-უკაცრავად?
-დიახაც, გატუტუცებული შვილი გყავთ. ქალბატონმა ჩემს შვილს ხელი ჰკრა და კიბეებიდან დააგორა! ბავშვი საავადმყოფოშია და ტვინის შერყევა აქვს!
-მართლა გააკეთე ეგ, სესილია? - მშვიდად მიუბრუნდა შვილს და ჰკითხა.
-გააკეთა, აბა, ტყუილს ხომ არ ვიძახი ამხელა ქალი?
-უკაცრავად, ქალბატონო...
-ნატო.
-უკაცრავად ქალბატონო ნატო, მაგრამ ახლა მე ჩემს შვილს ვეკითხები და არა თქვენ. სესილია, მართლა ჩაიდინე ის, რასაც ეს ქალბატონი ამბობს?
-მე უბრალოდ ხელი ვკარი, - ამოისრუტუნა ბავშვმა და ცხვირზე ხელი გაისვა.
-რატომ გააკეთე მერე ეგ?
-ლანასთან ერთად ვიდექი ფანჯარასთან და მამებზე ვსაუბრობდით. მერე კი მან მამაზე მითხრა, რომ დიდი ხანის მკვდარია და გირჩევნია მის დაბრუნებაზე სულელურ ოცნებას მოეშვა და ყურების გამოჭედვას მორჩეო. ხოდა ხელი ვკარი. მას კი ფეხი გადაუბრუნდა, მოაჯირს ვერ მოეჭიდა და დაგორდა. ბოდიში მოვუხადე, მართლა. არ ვიცოდი, ასე თუ მოხდებოდა.
-რაც დედა, ის შვილი, - ჩამოწოლილ სიჩუმეში გაისმა ნატოს ხმა.
მარიამს მთელი სხეული დაეჭიმა და სახე მოეღრიცა, მაგრამ მაინც ნელა მიუბრუნდა ქალს და თვალებდაწვრილებულმა ჰკითხა:
-უკაცრავად? - შეეცადა წყანარად ეთქვა, მაგრამ არ გამოუვიდა და მაინც აუწია ხმას.
-გთხოვთ, ორივე დამშვიდდეთ და გონებას მოუხმოთ, - საუბარში ჩაერია სასწავლო ნაწილი და ქალებს შორის ჩადგა.
-მგონი, მე თქვენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია, არა? - კბილების ღრჭიალით დაილაპარაკა მარიამმა, - და იქნებ თქვენც შეგეკავებინათ თავი?
-კიდევ აქეთ რომაა დიდ გულზე?! თქვენმა შვილმა ლამის ბავშვი მომიკლა და კიდევ ბედავთ და აქეთ მეპასუხებით? იქნებ ჯერ შვილებისთვის ზრდილობა და კლასელებთან მოქცევა გესწავლებინათ?
-სესილიამ თავისი საქციელისთვის ბოდიში მოიხადა, ძალით ნამდვილად არ უნდოდა და იქნებ თავად გესწავლებინათ თქვენი შვილისთვის, რომ სხვის საქმეში ჩარევა უზრდელობაა და მომავალშიც თუ გააგრძელებს მსგავსად მოქცევას, უარესიც დაემართება.
-არა, ამის მოთმენა უკვე ყოვლად შეუძლებელია!
-ნამდვილად, - დაეთანხმა მარიამიც და სასწავლო ნაწილს მიუბრუნდა, - სად იყო ამ დროს თქვენი სანაქებო მანდატური, როცა ეს ამბავი ხდებოდა? ან მასწავლებლები რას შვრებოდნენ? მე გეტყვით. სამასწავლებლოში ისხდნენ და ყავას წრუპავდნენ. მინდა, რომ ჩემი შვილების საბუთები გაამზადოთ. ხვალვე გადამყავს სხვა სკოლაში! ჩემს შვილებს იქ ვერ დავტოვებ და გავზრდი, სადაც ზრდილობასა და ეთიკაზე მორალს თავად გაუზრდელი მშობელი მიკითხავს და ბავშვებს იმდენს ვერ ასწავლიან, რომ სხვისი საუბრის მოსმენა უზრდელობაა და საქმეში ჩარევა კიდევ თავხედობა!
ქალს სახეზე ფერები გადაუვიდა, მაგრამ მაინც დაუქნია თავი.
-წავედით, სესილია! - პასუხითვის აღარც კი დაუცდია, ხელი მოჰკიდა მობუზულ შვილს, მისი ჩანთა მხარზე მოიკიდა და დერეფანში გავიდა.
-მაპატიე, რაა, დეე, - ამოისრუტუნა ბავშვმა, როდესაც ტაქსიში მოთავსდნენ, - მართლა არ მინდოდა, შენთვის კიდევ ერთი სადარდებელი დამემატებინა. უბრალოდ, ვერ ავიტანე ის, რაც მამაზე მითხრა.
-მართალია, ეგ არ უნდა გაგეკეთებინა და არ ხარ მართალი, მაგრამ დაწყნარდი, კარგი? ყველაფერი კარგად იქნება. ნიკა სადაა?
-ნიკას 5 გაკვეთილი ჰქონდა და ლაშა ბიძიამ წაიყვანა ფეხბურთზე.
-კარგი. შენ არაფერზე იდარდო, ხო, დეე? - გულზე მიიკრა შვილი და თავზე აკოცა, - ყველაფერს მოვაგვარებ.
***
მეორე დღისთვის აპირებდა მომზადებას და კარადაში სამოსს ეძებდა, როდესაც ჭაღის შუქზე რაღაცის ბრწყინვალებამ მოსჭრა თვალი. აღარც კი ახსოვდა, რომ საბას ორდენებს აქ მიუჩინა ადგილი და არა სადმე გამოსაჩენ კუთხეში. ფეხის წვერებზე აიწია, მაგრამ ვერ მისწვდა. არ იყო დაბალი, მაგრამ მაინც. თავადაც უკვირდა, ამ სიმაღლეზე რამ შემოადებინა და შეანახვინა. ამდენი ხნის მანძილზე პირველად მოუნდა მათი ნახვა. სკამი მოიტანა და ზედ ამძვრალმა ფრთხილად გადმოიღო წითელ კოლოფებში ჩადებული ორდენები. შემდეგ კი იმავე სკამზე ჩამოჯდა და აწყლიანებული თვალებით დახედა. მხედრული მამაცობის ორდენი და ვახანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი ომიდან ერთ წელიწადში გადასცეს. მტკივნეულად ახსენდებოდა ის პერიოდი. მაშინ ლამის გონება დაკარგა, როდესაც ღონისძიებაზე საბას სახელი და გვარი გამოაცხადეს და მის ნაცვლად თავად მოუწია წითელი ხალიჩის გავლა და ორდენების აღება. სწორედ იმ დღეს იყო, რომ მაიორის წოდება მიიღო მისმა ქმარმა, მაგრამ მისთვის ეს ცნობილი არც გამხდარა. თორნიკემ და ლაშამაც დაიმსახურეს ორდენები, მაგრამ მარიამისთვის ყველაფერს აზრი ჰქონდა დაკარგული. ეს ასგრამიანი ლითონის ნაჭრები მაშინ იმდენად ამძიმებდა, რომ ნორმალურად ხელში დაჭერაც კი ვერ შეძლო და ლაშას გადაულოცა. ახლა კი იჯდა სკამზე და მთელი სინაზით დაატარებდა თითებს ოქროსფრად მოელვარე ლითონზე.
აზრზე კარზე ფრთხილად დაკაკუნებამ მოიყვანა. სწრაფად შეიწმინდა ცრემლები, ხალათი კარგად შეიკრა და ოთახში შემოსულ ძმას შეხედა.
-რამე მოხდა, ლაშა?
-მართლა გადაგყავს ბავშვები სხვა სკოლაში?
-კი, - უემოციოდ ამოილაპარაკა და თმები ჩამოიშალა.
-სესილიამ ყველაფერი მითხრა და ამიხსნა, მაგრამ ასე ცხელ გულზე გადაწყვეტილების მიღება რომ არ შეიძლება, ეგ ჩემგან არ გესწავლება.
-ცხელ გულზე? - თვალები მოჭუტა ქალმა და ძმას მიუბრუნდა, - არ ვაპირებ ჩემი შვილები ისეთ სკოლაში გავაჩერო, სადაც იმდენსაც კი ვერ ასწავლიან, მითუმეტეს ბიჭებს, რომ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა უზრდელობაა. ქალის პატივისცემაზე საუბარიც ხომ ზედმეტია.
-და ამ შუა სემესტრში აპირებ ბავშვების წაყვანას? აცადე, დაამთავრონ ეს წელი და მერე გადაიყვანე. რაღა დარჩა, 3 თვე.
-ლაშაა! - დაიბღვირა ქალმა და ნელა დაიძრა მისკენ, - შენ შემთხვევით სასწავლო ნაწილის შემოგზავნილი ხომ არ ხარ?
კაცს მხოლოდ გაეცინა, შემდეგ კი სახე დაისერიოზულა და იკითხა:
-რატომ მეკითხები მაგას?
-ისეთი სახე მიიღო, როცა ვუთხარი საბუთები გამიმზადეთ, ბავშვები გადამყავს-მეთქი, არ იქნება გასაკვირი, გვანცასთვის დაერეკა და მას კიდევ ჩემთან გამოეგზავნე.
-რომელ სასწავლო ნაწილს ესიამოვნებოდა ერთი ეგ ამბავი? ნუ, თუ ისეთი ბავშვი არაა, სკოლას რომ თავზე იმხობს. ბავშვების გადაყვანით ფულს კარგავს, თანაც არც ერთი არაა ცუდი ყოფაქცევის და მოსწრების.
-მაგაზე ცოტა ადრე უნდა ეფიქრა და ედარდა.
-კარგი რაა, მარიამ. ბავშვები მიჩვეულები არიან გარემოს, თანაც ეს სკოლა ყურის ძირში გაქვს. სად უნდა წაიყვანო?
-ჯერ არ ვიცი, მაგრამ მოვიფიქრებ რამეს. ახლა თუ მეტი სათქმელი არაფერი გაქვს, შენს ცოლ-შვილს მიხედე, რაა.
-მოიცადე, შენ რა ტიროდი? რამე მოხდა, მარიამ?
-აუ, ლაშა შემეშვი, რაა.
-მარიამ, რა ჯანდაბა მოხდა? სესილიას ყველაფერი არ უთქვამს? - მაგრამ მერე სკამზე დაწყობილი ორდენები შენიშნა და მაშინვე გაჩუმდა, - ახლა გასაგებია, - ჩაიდუდღუნა თავისთვის და ახლა თავად დაიჭირა ხელში.
-მომეცი, შევინახავ, - რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ უთხრა ქალმა და ლაშამაც უხმოდ გადაულოცა.
-არამგონია, საბას შენი ასეთ მდგომარეობაში ნახვა გახარებოდა, - ხმადაბლა უთხრა დას, შემდეგ მივიდა, თავზე აკოცა და გასასვლელისკენ აიღო გეზი, - მაინც, კარგად დაფიქრდი, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ.
-ლაშა, გცემ!
***
სამსახურიდან გადაღლილი დაბრუნდა, მაგრამ როგორც კი სახლის კარი შეაღო და ბავშვების ხმა გაიგო, მაშინვე მოეშვა და თითქოს მთელი დღის დაძაბულობაც უკვალოდ გაქრა.
-დედა მოვიდაა, - გაიგონა ნიკუშას ხმა და მალე მოეხვია კიდეც ბიჭი.
-როგორ ჩაიარა შენმა დღემ, დეე? - მაშინვე ჰკითხა და ორივე ლოყაზე აკოცა.
-მათემატიკის საკონტროლოში რვიანი მივიღე, - დამწუხრებულმა ჩაიბურდღუნა და თავი დახარა ბიჭმა, - ბოდიში, რაა.
-ვაიმე, ჩემი ოქროს ბიჭი ვინ არისო, ჰა? - ბავშვის სევდიანმა მზერამ გული მოუკლა და მაშინვე მოეხვია, - არაუშავს თუ რვიანი მიიღე, შემდეგში გამოასწორებ.
ბიჭმა მაშინვე დასტურის ნიშნად დაუქნია თავი და სამზარეულოსკენ გაიქცა ლაპარაკით.
-ბებია და ბაბუა მოვიდნენ დეე და იცი, რამდენი რაღაც მოიტანეს?
-მართლა? - გაიოცა და თავადაც შევიდა სამზარეულოში, სადაც დედამისი ტრიალებდა და ათას რამეს ერთდროულად აკეთებდა.
-გამარჯობა, დედი, - მაშინვე მოეხვია გაჭაღარავებულ ქალს და ასე მონატრებული სახლის სურნელიც იგრძნო, - ვერ მითხარით, რომ მოდიოდით? რამეს მაინც გავამზადებდი.
-არ გინდა არაფერი. გავამზადე უკვე ყველაფერი, მიდი, დაჯექი და ვჭამოთ.
ცოტა გაოცებული კი დარჩა დედამისის ამ ქმედებით, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია და დაჰყვა დედის სურვილს. როცა ყველაფერს მორჩნენ, ბავშვების გაკვეთილებიც ჩაიბარა და დასაძინებლადაც გაუშვა, მხოლოდ ამის შემდეგ მოიცალა მშვიდად სალაპარაკოდ. მშობლები იქვე დივანზე ისხდნენ და ერთმანეთს უხმოდ მისჩერებოდნენ.
-ორივემ დაიძინა, - დუმილის გასაფანტად თქვა მარიამმა და თავად სავარძელში ჩაჯდა.
-მარიამ, - საუბრის წამოწყება მზიამ ითავა, - ხომ იცი, რომ ჩვენ შენთვის კარგი გვინდა.
-რა ხდება, დედა?
-ასე აღარ შეიძლება. ცოდო ხარ. თან მუშაობ, თან ბავშვებს ზრდი, თან სახლის საქმეებს აკეთებ. დამხმარეც არავინ გყავს.
-ხომ იცი, რომ დამხმარის აყვანის თანხები ნამდვილად არ მაქვს ახლა, მაგრამ არც ისე ძალიან მიჭირს, რომ ასე შეწუხებულიყავით ჩემი ამბით.
-დედიკო, ბოლოს სალონში როდის იყავი, ის თუ მაინც გახსოვს? ან საკუთარ თავს დრო როდის დაუთმე? - არ ჩერდებოდა მზია.
-რის თქმას ცდილობ, დედა? - თვალებმოჭუტულმა გახედა და მერე მზერა თავჩაქინდრულ მამაზე გადაიტანა.
-მოკლედ, მე და მამაშენმა ვიმსჯელეთ და...
-მე ნუ მრევ მაგაში. არ დაგთანხმებულვარ, - მაშინვე დაილაპარაკა კაცმა და ცოლს შეხედა.
-მოკლედ, მარიამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ და უნდა გათხოვდე.
ქალს წამით ეგონა, რომ მოესმა, ჰალუცინაციები ჰქონდა ან სიზმარს ხედავდა, მაგრამ არა, აშკარად რეალობა იყო და დედამისი ამას ნამდვილად ეუბნებოდა.
-მეხუმრები, ხო? - შეიცხადა და სიცილის შეკავება სცადა.
-არა, დედიკო. რას მატყობ, რომ ვხუმრობ? თან იცი, როგორი კარგი ბიჭია? საკუთარი რესტორანი აქვს რუსეთში და...
-აი, ახლა აქ გაჩერდი! - თავადაც ვერ მიხვდა, როგორ აუწია ხმას და დაიყვირა. იმაზე დიდი პროტესტი გამოიწვია მასში რუსეთის გაგონებამ და იქ არსებულმა ბიზნესმა, ვიდრე იმან, რომ დედამისი ხელახლა გათხოვებისკენ მოუწოდებდა.
-ხვდები, რას მთხოვ? დედა, მე ისედაც გათხოვილი ვარ და არავინ არ მჭირდება!
-აღარ ხარ, მარიამ, აღარ! სადაა, აბა, საბა? ხედავ სადმე? უკვე თითქმის 10 წელია რაც დაკარგულად ითვლება და დიდი ალბათობით, მკვდარიც კია!
-ან ახლავე გაჩუმდი და ეგ სისულელე მეორედ აღარ გამაგონო, ან კიდევ წადი აქედან.
-რატომ, სიმართლე რომ გითხარი? - არ ჩერდებოდა ქალი.
მარიამმა ღრმად ჩაისუნთქა, სანამ რამეს ეტყოდა. არ უნდოდა, დედასთვის ისეთი რამ ეთქვა, რომ შემდეგ სანანებელი გახდომოდა.
-დედა, - დაიწყო, რაც შეეძლო მშვიდად, - საბა ცოცხალია და მჯერა, რომ დაბრუნდება. ვიცი, გესმის? ვგრძნობ ამას. სანამ წავიდოდა, დამპირდა, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა. მას ჯერ ცხოვრებაში ჩემთვის მოცემული არც ერთი პირობა არ დაურღვევია! მე კი რა ადამიანი ვიქნები ამის შემდეგ, რომ რამდენიმე წელი ვერ მოვითმინო, დავადო თავი და გავთხოვდე. ბავშვებს რა ვუთხრა, ან საბას თვალებში როგორღა შევხედო?
-ამით იმშვიდებ ხოლმე თავს? - მზია მაინც არ თმობდა საკუთარ პოზიციებს, - რომ საბა ოდესმე დაბრუნდება? თავადაც არ გჯერა მაგის და ბავშვებსაც ტყუილ იმედებს უსახავ უკვე მკვდარ მამაზე.
-საბა არ მომკვდარა, შეიგნე ეს ბოლოს და ბოლოს! - კვლავ ხმამაღლა მოუვიდა თქმა, - მე კი არ ვარ პატარა ბავშვი, რომ ისე მოვიქცე, როგორც შენ მეტყვი. არ ვაპირებ იმ შენი უკვე შერჩეული საქმროს ნახვას და მითუმეტეს, ცოლად გაყოლას!
ცოტა ხანს გაჩუმდა, შემდეგ კი ირონიულად გააგრძელა ლაპარაკი.
-როგორ შეარჩიე, კასტინგი გქონდა გამოცხადებული? და რა კრიტერიუმებმა გამოიწვია შენი მისდამი სიმპათია? მდიდარი მამიკოს ბიჭია, დედას სიტყვასაც არ უბრუნებს და ყველაფერს უსრულებს, არა? მასეთი მოგეწონა, ხომ ასეა? როცა საბა წამითაც არ მოგწონებია. მიუხედავად იმისა, რომ მასთან უზომოდ ბედნიერი ვიყავი, მასთან ნორმალურად დალაპარაკებაც კი არ შეგეძლო. ვერ იტანდი მას!
-ხო, არ მომწონდა, რადგან ერთდაერთი ქალიშვილი მომტაცა, თან ჯერ კიდევ ბავშვი! - არც მზიამ დააკლო ყვირილი.
-18-ის ვიყავი, დედა, და ის გადაწყვეტილებაც, რაც მივიღე, არასდროს მინანია და არც ვაპირებ, რადგან ყველაზე სწორი იყო, მე თუ მკითხავ!
-ერთხელ ხომ მოიქეცი შენებურად და თავი გაიუბედურე, ახლა მე მომისმინე, იქნებ და რა ხდება!
-მორჩით! - ხმა ამოიღო კაცმა და თვალები დაუბრიალა ცოლს, - გეყოფათ. აღარ შემიძლია უკვე ამის მოსმენა. სანამ ერთმანეთი შემოგლანძღვიათ და სამუდამოდ მოგიძულებიათ, გაჩერდით! რა ვერ შეიგნე, მზია, რომ მარიამს არ უნდა და არც სჭირდება შენი დაქალებისა და შენ მიერ შერჩეული ქმარი! მას უფლება აქვს ისე იცხოვროს, როგორც უნდა! აღარაა პატარა გოგო და შეუძლია კარგისა და ცუდის გარჩევა.
-აი, ზუსტად შენი ბრალია, რომ ახლა ასეთია ჩემი შვილი! შენ გარყვენი და გაანებივრე! არასდროს დაგიტუქსავს და საყვედური გითქვამს! სწორედ მაგიტომაა, რომ ახლა აქ ვსხედვართ და შენი ქალბატონი, იმის ნაცვლად რომ დამიჯეროს, ზის და ერთ სიტყვასაც არ მარჩენს.
-დედა, შეიგნე, არ ვაპირებ გათხოვებას! - მხოლოდ ეს თქვა და წამოდგა.
-მარიამ, - უცებ მოლბა მზია და ტაქტიკა შეცვალა, - დედიკო, გთხოვ, მხოლოდ ერთხელ შეხვდი და თუ არ მოგეწონება, რაიმე დასაწუნს უპოვი, მეტჯერ აღარაფერს გთხოვ.
-კარგი, როგორც გინდა, - ზედმეტად გადაღლილი იყო ჩხუბით, ისე უპასუხა და ოთახში გაუჩინარდა.
-ხვდები მაინც რას ჩადიხარ? - თავი გადააქნია კაცმა.
-ერთხელ არ ჩავერიე და ახლა ვხედავთ, როგორი გაუბედურებულიცაა. დედა ვარ, ბოლოს და ბოლოს, ვიღაც უცხო ხომ არა, არა?! მისთვის კარგი მინდა!
კაცმა აღარაფერი უპასუხა. მიუხედავად ყველაფრისა, მზია მისი საყვარელი ქალი იყო და არც მასღა შერჩენოდა მასთან შეწინააღმდეგების ძალა.
***
"მე მიყვარს სიზმრები, რადგან აქ მაინც ვართ იმ ადამიანებთან ერთად, ვისთან ყოფნაც რეალურად არ შეგვიძლია" - ფიქრობდა მარიამი, როცა ტაქსიდან გადმოვიდა და ერთ-ერთ ყველაზე ძვირიან რესტორანს მიუახლოვდა მთელს თბილისში.
მანტო შესვლისთანავე ჩამოართვეს და იმდენად თავაზიანად მიაცილეს მაგიდამდე, რომ გაოცებულიც კი დარჩა. დღევანდელ დღეს, რეალურად თავაზიანი არც თუ ისე ბევრი ადამიანი დაიარება. საქართველოში ხომ მითუმეტეს. სწორედ ამიტომაც აფასებდა ევროპელებს ამ თვისებით. მათ არასდროს ავიწყდებათ არც მადლობის გადახდა და არც მობოდიშება, როცა რეალურად არც იმდენად საბოდიშოდ აქვთ საქმე. არც ის ეხამუშებათ, ყველა წინადადებას გთხოვ სიტყვა დაამატონ და შედარებით შეამსუბუქონ ნათქვამი, ან შედარებით გასიამოვნონ.
იჯდა და გარემოს ათვალიერებდა. დარბაზში დაბალ ხმაზე ისმოდა წყნარი მუსიკა, არც ხალხმრავლობა იყო. უკვე მობეზრებულმა მოავლო თვალი იქაურობას და წამოდგომაც დააპირა, როცა მაგიდისკენ მომავალი მიმტანი დალანდა, რომელსაც ხელში წითელი ტიტების უზარმაზარი თაიგული ეჭირა. ქალს მხოლოდ ირონიულად ჩაეცინა ამის დანახვაზე და თავი გადააქნია. რა მიხვედრა სჭირდებოდა იმას, რომ მზიამ მოუყვა მასზე ყველაფერი?
-ქალბატონო, ეს თქვენთან გამომატანეს, - თაიგული ერთ-ერთ სავარძელზე დადო და ისევ გაბრუნდა.
-ოხ დედა, ოხ დედაა!..
როგორც იქნა ბატონიც გამოჩნდა. შესახედავად ნამდვილად არ იყო ურიგო, მაგრამ მარიამს საერთოდაც ვერ აღუძრა ინტერესი. მივიდა თუ არა, მაშინვე გადაიხარა მარიამისკენ და ხელზე ეამბორა.
-მოგესალმებით, უმშვენიერესო ქალბატონო, - დაიწყო ბიჭმა და ყურებამდე გაკრეჭილმა ოცდათორმეტივე კბილი დაანახა.
-რამეს შეუკვეთავ, მარიამ? - სახელით მიმართა და ქალი შეათვალიერა, - უკაცრავად, არ გაგეცანი, მე ირაკლი ვარ.
-სასიამოვნოა.
-შენ არ იცი, ჩემთვის როგორი სასიამოვნოა. ძალიან ბევრი მსმენია შენზე დედაჩვენებისგან.
-ჰმ... მართლა? - იკითხა მარიამმა და წყალი მოსვა.
-ხო, მართლა.
ირაკლიმ რამდენიმე წუთს კვლავ თავად ისაუბრა, შემდეგ კი გარემოსთვალიერებით გართულ ქალს მიუბრუნდა, ღრმად ჩაისუნთქა და უთხრა:
-მარიამ, შეგიძლია შეწყვიტო ისე მოქცევა, თითქოს ძალიან გინდა აქ ყოფნა. თუ არ გსიამოვნებს აქ ყოფნა, არ გაძალებ. შეგიძლია ადგე და წახვიდე.
-ბოდიშს გიხდი, მაგრამ მართლა არ ვიცი აქ რას ვაკეთებ, - თითქოს მძიმე ლოდი მოხსნეს მხრებიდანო, ღიმილით წამოდგა და მაშინვე მოემზადა წასასვლელად.
-მოიცადე, გაგიყვან.
-არ გინდა, ირაკლი, მართლა.
-დარწმუნებული ხარ? შენნაირი ლამაზი ქალის ასე გვიან მარტო ქუჩაში ტარება არ შეიძლება.
-მართლა, მართლა. პირველი არ არის ასე გვიან რომ მიწევს სახლში მისვლა. მადლობა დიდი და ბოდიში.
***
იმ დღემაც ჩვეულებრივ ჩაიარა, როგორც ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ხდებოდა. არადა ის შემოჩენილი გრძნობა უფრო მეტად გამძაფრებოდა და თავს არ ანებებდა. კვლავ მარტომ მიაშურა საძინებელს, ღამის პერანგი მოირგო და ცივ საწოლში შეწვა. დიდი ხანი იყო, რაც საბას ბალიშმა თავისი პატრონის სურნელი დაკარგა. უკვე წლები გავიდა მას შემდეგ, რაც საწოლის ამ მხარეს არავის სძინებია. თითქოს დიასახლისიცა და სახლის თითოეული კუნჭულიც და ნივთიც მხოლოდ იმ ერთს ელოდებოდნენ, რომელიც არა და არ ჩანდა. უკვე ჩვევადაც კი ექცა ყოველ ღამით ბალიშში თავჩარგულს ტირილი. ისე ვეღარ იძინებდა, თუ ტირილით გულს არ მოიოხებდა. ამ დღესაც ასე მოხდა და კვლავ თვალებდასიებულს ჩაეძინა. მეორე დღეც რუტინულად დაიწყო. დილით ადრე გაღვიძება, საუზმისა და სადილის მომზადება, ბავშვების გაღვიძება და მათი საუზმობა, სკოლაში დატოვება, სამსახურში წასვლა...
საღამოს დივანზე მოკალათებული იჯდა და ნიკუშას საშინაო დავალებას ამოწმებდა მათემატიკაში, როდესაც მისმა ტელეფონმა ვიბრირება დაიწყო და აღარ გაჩერდა. ამ ხმამ იმდენად გააღიზიანა, რომ ერთი და იგივე ერთუცნობიანი განტოლებისთვის თვალის გადავლება რამდენჯერმე მოუწია.
-ღმერთო ჩემო! - შეიცხადა და კიდევ ერთხელ აწკრიალებულ ტელეფონს დახედა.
ამჯერად თავისი ძმისგან განსხვავებით ნათია ურეკავდა. ყველაფერს ისიც დაერთო, რომ სახლის ტელეფონიც ამღერდა და ამ ყველაფრის უბრალოდ დაიგნორება ვეღარ შეძლო.
-დიახ, გისმენთ, - ტელეფონს უპასუხა ნიკამ და ცოტა ხანში სახეგაბადრულმა მიაწოდა ყურმილი მარიამს, - თორნიკე ნათლიაა, ასე მითხრა დედიკო დამალაპარაკეო.
-კარგი, წადი ხვალისთვის ჩანთა ჩაალაგე, მერე კი - საწოლში!
-ძილინებისა, დეე, - ნიკამ ლოყაზე აკოცა და სირბილით გაიქცა თავისი ოთახისკენ.
მარიამმა კი კიდევ ერთხელ არ უპასუხა მობილურს და სახლის ტელეფონს დასწვდა.
-გისმენ თორნიკე, რა ხდება?
-გოგო, შენ ნორმალური ხარ? - ჰკითხა მეორე მხრიდან და ამ სიშორიდანაც კი შეეტყო, როგორი აფორიაქებული იყო, - ამდენი ხალხი გირეკავთ და იქნებ, ინებო და გვიპასუხო?
-მაგის გამო მირეკავ?
მაგრამ თორნიკეს პასუხი არ დასცალდა, ისე ააცალა ნათიამ ხელიდან ტელეფონი და ახლა მან ჩასძახა ყურმილში.
-სულ არ მაინტერესებს ტელევიზორის ყურება გიყვარს თუ არა და საერთოდ, სახლში მსგავსი ნივთი გაქვს თუ არა, მაგრამ ახლავე იპოვე პულტი და საინფორმაციო ჩართე!
-შენ რაღა მოგივიდა, ნათია? - შეიცხადა მარიმ და მართლა დაუწყო პულტს ძებნა.
-აააა, ტელევიზორი არ იცი რომელია? - ჰკითხა ნათიამ და გაიცინა, - თხელია, განიერი და რაღაცით კომპიუტერის მონიტორსაც ჰგავს, მაგრამ ეგ არაა. აი, შენ მხოლოდ დეკორაციის სახით რომ გიკიდია მისაღებში ისაა.
-სულაც ვერ დამაინტერესე და უკვე იმასაც ვფიქრობ, ხომ არ გავთიშო და მეც ჩემს შვილებს მივუწვე?
-ყურმილის დაკიდება არც კი გაბედო! - ახლა ლაშას ხმა გაისმა და მარიმაც როგორღაც მიაგნო ერთ-ერთი ბალიშის ქვეშ დადებულ პულტს, - და გააკეთე, რაც ნათიამ გითხრა!
-უიმე, რა ხდება ამისთანა, მეორედ მოსვლა დაიწყო? - იკითხა ზერელედ, მაგრამ იმ წამს აციმციმებულმა ეკრანმა სრულიად დაუკარგა აზროვნების უნარი.
ყურმილიცა და პულტიც ერთდროულად გაუცვივდა ხელიდან, ერთი შეჰკივლა და იგრძნო, როგორ დაუსველა ღაწვები თვალებიდან ნიაღვარივით წამოსულმა ცრემლებმა. გაუთიშავი ტელეფონიდან კარგად ისმოდა მისი მეგობრების ხმა, მაგრამ მარიამი უკვე აღარ უსმენდა მათ. მხოლოდ ეკრანზე იყო მიშტერებული და ისიც კი ვერ მოეფიქრებინა, რომ ხმა მაინც ჩაერთო ტელევიზორისთვის.
-ცოტა ხანში დაგირეკავთ, - როგორღაც ჩასჩურჩულა ტელეფონში და ცოტა აზრზე მოსულმა მაშინვე გათიშა.
მზერა კვლავ ტელევიზორის უკვე დაპაუზებული ეკრანისკენ გაექცა, სადაც ნათლად ჩანდა საბას გამოსახულება.
***
რამდენიმე წუთს ან შეიძლება საათსაც კი, რადგან დროის შეგრძნება დაკარგა, იმ გამოსახულებას მისჩერებოდა და ცრემლებს ვერ იკავებდა. შემდეგ კი კარებზე ატეხილმა კაკუნმა გამოაფხიზლა და მაშინვე იქითკენ გაიქცა. პირველი რაც გაიფიქრა, სანამ გამოხსნიდა იყო, რომ კარს უკან საბა იდგებოდა, მაგრამ შეცდა. იქ მხოლოდ თორნიკე, ნათია და ლაშა დახვდენენ. ნათია მაშინვე მოეხვია, მერე კი ლაშას გადაულოცა მისი თავი და მისაღებისკენ წავიდა.
-წამო მარ, - ლაშამ დაუყვავა დას და ოთახისკენ გაუძღვა.
დივანზე დამჯდარმა მხოლოდ მაშინღა შენიშნა, რომ მთელი სხეულით კანკალებდა და ნათიას მიერ მიჩეჩებული ცხელი ჩაი ძალიანაც ესიამოვნა. თორნიკე აივანზე გასულიყო და ტელეფონზე საუბრობდა, ლაშა და ნათია კი თავს დაჰფოფინებდნენ. როგორც კი ოდნავ დამშვიდება შეძლო, მაშინვე დაავლო ხელი პულტს და თითოეულ საინფორმაციო გამოშვებას ჩამოუარა. ყველგან თითქმის ერთნაირ ინფორმაციას გადმოსცემდნენ რაღაც მცირე დეტალების განსხვავებით. უმეტესად კი მხოლოდ ერთი ტექსტი ესმოდა: "დღეს საქართველოს მთავრობამ მოახერხა და მნიშვნელოვანი მძევლების გაცვლის საშუალებით საქართველოში დააბრუნა ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სამაჩაბლოს ტერიტორიაზე ტყვედ ჩავარდნილი მაღალი რანგის სამხედრო პირები, რომლებიც დღემდე ყველას გარდაცვლილი ეგონა. მათ შორის არიან გენერალი რ.მხეიძე, მისი თანაშემწე ნ.სიხარულიძე და მაიორი ს. ჯანდიერი, რომელმაც წოდება ომში გამოჩენილი სიმამაცის გამო აიმაღლა. ჩვენი ჟურნალისტები ეცდებიან ინტერვიუ აიღონ თითოეული მათგანისგან". შემდეგ კი ჩანდა, როგორ დასდევდნენ ჟურნალისტები თითოეულ მათგანს და როგორ ცდილობდნენ, რაიმე მაინც ეთქმევინებინათ, მაგრამ უშედეგოდ.
-ღმერთო ჩემო, საბა, - ამოიჩურჩულა მარიმ და ემოციებისგან დაცლილმა თავი უღონოდ ჩამოდო დივნის საზურგეზე.
-თორნიკე, თორნიკე სადაა? - უეცრად ფეხზე წამოხტა და აქეთ-იქით დაიწყო ყურება, - თორნიკე!
-ჩშშ, მარიამ, - შედარებით ხმადაბლა დაილაპარაკა ლაშამ და ბავშვების ოთახებისკენ ანიშნა, - ბავშვები ცოდოები არიან.
-ნათია, შენი ქმარი მომიყვანე აქ! - მაინც ვერ წყნარდებოდა და კაცს თვალებით ეძებდა.
-აქ ვარ, მარიამ, - მალევე გამოჩნდა აივნის კართან თორნიკე და გადაღლილი სახით შეხედა.
მარიც მაშინვე წამოხტა და მისკენ გაექანა. კაცმა გულში ჩაიკრა აცახცახებული და თავზე ნაზად გადაუსვა ხელი.
-თორნიკე, საბა, ის... ის ცოცხალია, - ლუღლუღებდა თავისთვის და უფრო მეტად ეკვროდა ბიჭს.
-ვიცი, მარიამ, ვიცი.
-მე, მისი ნახვა მინდა! ჩემი ქმრის ნახვა მინდა ახლავე. თორნიკეე!
-მარ, თავადაც ხომ იცი, რომ ეს შეუძლებელია?
-ჰმმ...
-მარ, ამდენი ხნის განმავლობაში იმას ვარკვევდი, თუ როგორ იყო საბა და როდის შევძლებდით მის ნახვას.
-მერე? - იმედჩამდგარი თვალებით ახედა კაცს.
-მერე ის, რომ ახლა აჯობებს გამოიძინო. ხვალ დილამდე არაფერი მოხდება.
-არა! - მაშინვე უარყო თავისთვის მიუღებელი პასუხი და ორი ნაბიჯით უკან დაიხია.
-მარიამ, ნუ ჯიუტობ! ხვალ მე თვითონ წაგიყვანთ შენ და ბავშვებს საბასთან, მაგრამ ამ წამს ვერა.
-რატომ? - ჩამწყდარი ხმით იკითხა და უფრო მეტად მოიბუზა.
-ახლა მეც რომ ვცადო, უბრალოდ იქ შეღწევის შანსიც კი არ მექნება. დაკითხვაზე ჰყავთ სამივე. თვით უშიშროების საბჭოს უფროსი ესწრება, თავდაცვისა და შსს-ის მინისტრებთან ერთად და პრემიერისა და დიდი ალბათობით, პრეზიდენტის მისვლასაც ვარაუდობენ. ახლა მითხარი, შენი აზრით, რაიმე შანსი მაინც რომ გვქონდეს იქ შესვლის, არ წაგიყვანდი?
-ჰმმ...
-წადი მარ და დაიძინე, დილამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, - ჩაერთო ნათიაც და მეგობარს გვერდით ამოუდგა.
-არ შემიძლია.
-წამოდი, - ქალმა ხელი ჩაავლო და ძალით წაიყვანა ოთახისკენ, - ჩვენ არსად წავალთ. ნუ, მე წავალ მარტო, თორემ ბავშვი დამრჩება მშიერი. აი, თორნიკეს და ლაშას კი დაგიტოვებ.
-არ მინდა დაძინება. საბა მინდაა, - პატარა ბავშვივით ამოისლუკუნა, რომელმაც ფეხი გადაიყვლიფა და დედას ითხოვდა.
-ვიცი, მარიამ, ვიცი და დამშვიდდი, ხვალ ამ დროს უკვე მის მკლავებში იქნები მომწყვდეული და ამჯერად თავის დახსნის არანაირი საშუალება აღარ გექნება.
მთელი ღამე ძილღვიძილში გაატარა. ვერც კი ხვდებოდა, როდის ითიშებოდა და როდის იღვიძებდა. მხოლოდ ის აძლევდა გულს, რომ მისაღებიდან ლაშას და თორნიკეს ხმები ესმოდა. საბოლოოდ დილის 6 საათზე გამოფხიზლდა და ძილის შებრუნებაც კი ვეღარ შეძლო. არადა, იმდენად გადაღლილი იყო, რომ თავი უსკდებოდა და სხეულის აზიდვის ნერვებიც კი არ ჰქონდა. გაშეშებული იწვა საწოლში, როცა მისმა ტელეფონმა წკრიალი დაიწყო. ეს როდის შემოიტანა ოთახში, ისიც კი არ ახსოვდა. ალბათ, ნათიამ შემოუტანა და დასამუხტადაც მან შეაერთა, თორემ მარიამს სად ახსოვდა, რომ ელემენტი სულს ღაფავდა და თითქმის სრულად დამჯდარი იყო?
-გისმენთ, - ნომერზე დაუხედავად უპასუხა და თავადაც კი შეკრთა, როცა საკუთარი ხმა მოისმინა. ალბათ, როგორ შეაშინებდა იმას, ვინც მეორე მხრიდან უსმენდა.
-მარიამ, - ყურმილში გვანცას ხმა გაისმა და ქალიც რაღაცნაირად მოეშვა, - მარიამ, კარგად ხარ?
-არ ვიცი, გვანცა.
-მაპატიე, აქამდე რომ ვერ დაგირეკე. გვიანი იყო, თან სულ რამდენიმე საათის წინ ჩამოვფრინდი და მეც ახლახან გავიგე.
-რას მებოდიშები, გვანცა?
-ოჰ, იკადრა ქალბატონმა დარეკვა? - ოთახში თავი შეყო ლაშამ და დას ანიშნა, რომ გვანცასთვის არაფერი ეთქვა მასზე, სამაგიეროთ ხმამაღალზე ჩაერთო.
-კითხე ერთი სადაა ახლა და რას აკეთებს, - საკუთარ მობილურზე აკრიფა ლაშამ და მარიამს ანახა.
ქალმა მხოლოდ თავი გადააქნია და ორივეს სიჯიუტეზე გაეღიმა.
-მარ, მართლა კარგად ხარ? - ოთახში გვანცას ხმა გაისმა და ლაშამ მხოლოდ თვალები დახუჭა, - უკვე ორი წუთია ჩუმად ხარ და ხმას არ იღებ.
-ნორმალურად ვარ, მგონი, - ამოიბურტყუნა და მერე ის იკითხა, რაც ლაშამ სთხოვა, - ხომ ჩამოფრინდი, არა? სად ხარ ახლა?
-კი, 3 საათის წინ ჩამოვედი და ჯერ კიდევ აეროპორტში ვარ. რატომღაც ახლა მოუნდა ყველა მესაზღვრეს წესების დაცვა და თითოეული მგზავრის ბარგის დეტალური შემოწმება. არადა, იცი, როგორ მინდა სახლში წასვლა? ამ ერთი კვირის მანძილზე დავიტანჯე. შენმა ბოროტმა ძმამ კი ერთხელაც არ დამირეკა. მაგისი ჯუჯღუნა ხმის გაგონება რომ მოგენატრება ადამიანს! ქალს აღარ ვგავარ! ერთი სული მაქვს, სახლში მივიდე, ჩემს პატარებს მივეფერო და მერე ლაშას რომ ჩავეხუტები, მამაზეციერი ვერ გამომგლეჯს ხელიდან კარგა ხანი. ოღონდ ეს არ უთხრა ვაჟბატონს, თავში აუვარდება და ყოველ წამს წამომაძახებს ხომ გეუბნებოდიო.
-მარი არაფერს მეტყვის. არ იცი, რომ ეს ჯერ შენი მეგობარია და მერე ჩემი და?! აი, შენ კი ყველაფერი კარგად ამიხსენი და მითხარი. მეც მიყვარხარ, ჩემო ალქაჯო, - გაიცინა ლაშამ და მერე ტელეფონი საერთოდ წაართვა დას.
-გადარეულები, - თავისთვის ჩაიბურტყუნა მარიამმა და სააბაზანოს მიაშურა.
შხაპმა დაღლილობა კი მოუხსნა, მაგრამ ვერანაირად მოადუნა. იქიდან გამოსული უარესად ანერვიულებული იყო. ტანსაცმლის ჩაცმისასაც კი რამდენჯერმე არასწორად გადაიცვა კაბა, ბოლოს კი ნერვები მოეშალა, კაბა მოიფრიალა და კარადის კუთხეში ჩამოკიდებული კრემისფერი ტანზეგამოყვანილი და გრძელსახელოებიანი კომბინიზონი გადმოიღო. თმები უბრალოდ გაიშალა და ზურგზე გადაიყარა. ახსოვდა, როგორ მოსწონდა მის თმებთან თამაში საბას და თითქმის აიძულებდა ხოლმე თმაგაშლილ სიარულს. მაკიაჟი საერთოდ არ გაუკეთებია, მხოლოდ კრემისფერივე მაღალქუსლა ფეხსაცმელი მოირგო, მანტო გაამზადა ჩანთასთან ერთად და მისაღებში გავიდა. თორნიკე და ლაშა დივანზე მოკალათებულები ისხდნენ და ტელევიზორს არ აშორებდნენ თვალს.
-ახალი არის რამე? - ინტერესით იკითხა და თავადაც ტელევიზორს შეხედა.
-არაფერი, - დაღლილი ხმით უპასუხა თორნიკემ და იმ წამს აწკრიალებულ ტელეფონს უპასუხა, - დიახ!
მარიამი მთელი გულით მისკენ გადაერთო, მაგრამ დიდად ვერაფერი გაიგო, ამიტომ სესილიას ოთახში შევიდა მის გასაღვიძებლად.
-სესილიაა, დეე, გაიღვიძე და სწრაფად მოემზადე. რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრათ შენ და ნიკუშას.
მერე კი საწოლიდან წამოწეული ბავშვი იქვე დატოვა და ახლა ნიკას საძინებელს მიადგა. ბატონს უკვე ეღვიძა და ჩაცმას ამთავრებდა.
-ნახე, დეე, მოგასწარი. თითქმის მზად ვარ, - გაეკრიჭა და ჩაცმის შემდეგ ლოგინის ალაგებას შეუდგა.
-ჩემი ჭკვიანი ბიჭი, - გაიღიმა და შუბლზე აკოცა.
ბავშვს ლოყები შეეფაკლა და თავი დაღუნა.
-და მორცხვიც, - ჩაილაპარაკა და გასასვლელად შეტრიალდა, - ნიკა, მალე გამოდი, კარგი? მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ.
-5 წუთში მზად ვიქნები, - თავი დაუქნია ბიჭმა და თავისი საქმე განაგრძო.
-ბავშვებო, დასხედით და მომისმინეთ, კარგი? - დაიწყო, როცა ორივე გამოვიდა ოთახებიდან.
-რა ხდება, დე? - მაშინვე დაინტერესდა სესილია და მარის უკან მდგომ თორნიკესა და ლაშას გადახედა.
მარიამმა სახეზე ჩამოისვა ხელები და ღრმად ჩასუნთქვის მერე დაიწყო:
-არც კი ვიცი, როგორ გითხრათ ან როგორ დავიწყო, მაგრამ აუცილებლად უნდა გითხრათ. გახსოვთ, რამდენს გელაპარეკებოდით საბაზე?
-კი, - მაშინვე დაეთანხმა სესილია, - რა მოუვიდა მამას?
-ყველაფერი კარგადაა, დედი, - როგორც იქნა ხმა ამოიღო მარიმ, - ყველაფერი კარგადაა. მამა დაბრუნდა.
-მართლა? - მაშინვე ფეხზე წამოხტა ბავშვი და ოთახს მოავლო თვალი, - სადაა, დეე? მისი ნახვა მინდა.
-მისი ნახვა მეც მინდა. მიდით, გაემზადეთ და თერნიკე ბიძია წაგვიყვანს. დღეს სკოლაში არ წახვალთ. ნიკა, შენ რა გჭირს? - ჩუმად მჯდომ ბავშვს გადახედა.
-არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა ბავშვმა და თავი ჩაქინდრა, - უხერხულად ვარ ცოტა.
-რატომ დედიკო?
ბავშვმა უხერხულად გადახედა მარის უკან მდგომ თორნიკეს და ლაშას, მერე კი ისევ თავი ჩახარა.
-ჩვენ გავალთ და მალე წამოდით, კარგი? - ლაშამ გადახედა მარიამს და მერე სესილიას მიუბრუნდა, - წამოხვალ ჩვენთან ერთად ქალბატონო?
-რა თქმა უნდა, - მაშინვე დაეთანხმა ბავშვი და პირველი წავიდა კარისკენ, - დროზე მორჩით, რაა, გელოდებით, - მიაძახა დანარჩენებს და კიბეებზე დაეშვა.
-აბა, ახლა მეტყვი რა ხდება, რა გჭირს? - მიუბრუნდა ბავშვს, როცა სამივემ კარი გაიხურა და სახლში სიწყნარემ დაისადგურა.
-დედა, - ჩურჩულით დაიწყო ნიკამ, - არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე. მე ხომ... მე ხომ მას არასდროს შევხვედრივარ? სესილიასაგან განსხვავებით არ მახსოვს როგორი იყო.
-მაგაზე ნერვიულობ, დეე? - ბავშვის დაბნეულობაზე გაეღიმა ქალს და წინ გადმოყრილი კულულები გაუსწორა, - მერე რაა, რომ მამა არ გახსოვს. მერწმუნე, მაშინვე იგრძნობ, აი აქ სითბოს, - და ხელი გულზე დაადო, - როგორც კი მოეხვევი.
-და რომ არ მოხდეს, მაშინ?
-დამიჯერე, ყველაფერი კარგად იქნება. შენ კი არა, მეც ისე ვნერვიულობ, ვერც კი წარმოიდგენ, - ნერვიულად გაიცინა და ფეხზე წამოდგა, - მიდი, გაემზადე და წავიდეთ, კარგი?
ნიკამ თავი დაუქნია და თავისი ოთახისკენ გაიქცა.
***
დერეფანში იდგნენ სხვებთან ერთად და ელოდებოდნენ თუ როდის მორჩებოდა დაკითხვა. მარიამი განსაკუთებულად ნერვიულობდა. ჯერ კიდევ ვერ დაეჯერებინა, რომ საბას ბოლოს და ბოლოს ნახავდა, მოეხვეოდა და აღარასდროს გაუშვებდა ხელს. აქ მოსვლის წამიდან მხოლოდ არათითზე წამოცმულ ოქროს ბეჭედს აწვალებდა და თავის აწევასაც კი ვერ ბედავდა. სესილიაც ვერ ისვენებდა ერთ ადგილას. წამდაუწუმ ხან მას ეკითხებოდა საბაზე, ხანაც თორნიკეს და ლაშას და თვალი თითქმის ყველა კარისკენ გაურბოდა.
თავის აწევა მაშინ გაბედა, როცა დერეფანში ჩოჩქოლი ატყდა და იქ მყოფთა უმეტესობა წამოიშალა. ადგილზე გაშეშებული იდგა და ხელს კვლავ არ უშვებდა ბეჭედს. მხოლოდ წინ იყურებოდა და თვალებით ეძებდა ასე მონატრებულ ადამიანს. დაინახა კიდეც და იმ წუთას თითქოს დრო გაჩერდა. თითქმის ყველამ მოასწრო და საბას გადაეხვია, ნახა, მოიკითხა, კაცი კი თვალებს აცეცებდა და ვიღაცას ეძებდა. ძლივს დააღწია თავი თორნიკესა და ლაშას და ნაბიჯი მარიამისკენ გადადგა კიდეც, როცა სესილია მოულოდნელად მოსწყდა ადგილს და საბასკენ გაიქცა.
-მამაა, - დაიყვირა ბავშვმა და უკვე მუხლებზე მდგარმა საბამ მაშინვე მკერდში ჩაიკრო შვილი, - მამიკოო, - ბუტბუტებდა სესილია და თავის წვრილ მკლავებს მთელი ძალით ხვევდა კისერზე.
-მამაა, ცოცხალი ხარ და ჩვენთან ხარ, დაბრუნდიი! - სიცილ-ტირილით იძახდა სესილია, - ხომ აღარ წახვალ მამა?
-ჩემი პატარა სიცოცხლე, რამხელა გაზრდილხარ, მაა, როგორ გალამაზებულხარ! - ხმა გაუტყდა საბას და თან ხელს არ უშვებდა, ისე ეფერებოდა შვილს.
მარიამი კი კვლავ გაშეშებული იდგა და უყურებდა, როგორ ეხვეოდა ერთმანეთს მამა-შვილი და თავადაც ვერ გააცნობიერა, როგორ გადმოკვეთეს ცრემლებმა ბარიერი და ღაწვებზე ჩამოედინენ. ვერც გააცნობიერა, რამდენი დრო გავიდა, სანამ საბა ფეხზე არ წამოდგა, ოდნავ გაშალა ხელები და მას მიამრთა:
-შენ არ მნახავ, მარიამ?
მის მიერ ნათქვამი საკუთარი სახელის გაგონებისას ერთიანად გასცრა სხეულში. თითქოს ამას ელოდაო, მაშინვე მოსწყდა ადგილს და მთელი ძალით მოეხვია საბას. იმ წუთას მიხვდა, რომ აქამდე ნორმალურად არ სუნთქავდა და მხოლოდ ახლა, ქმრის მკლავებში ჩამალულმა მოახერხა თავისუფლად სუნთქვა. ფილტვებს ჟანგბადი მიეწოდა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საბას სურნელით იყო გაჟღენთილი.
-მარიამ, შენ ისევ ტირი, თანაც ჩემ გამო და ხომ იცი, როგორ არ მომწონს ეს? - მხოლოდ მის გასაგონად თქვა საბამ და თავზე აკოცა.
-ვიცი, ვიცი, მაგრამ ვერ ვჩერდები, - თავი იმართლა და კვლავ კაცის მკლავებში ჩაიმალა.
-ღმერთო, როგორ მომნატრებიხარ, - ჩაილაპარაკა კაცმა, კიდევ ერთხელ აკოცა თავზე და ოდნავ უკან გაიწია, - კარგი, მარიამ. ამიერიდან სულ სახლში არ გეყოლები? მაცადე სხვების ნახვაც.
-ხო, ხო, მართალი ხარ, - სწრაფად შეიმშრალა ცრემლები და გაიცინა კიდეც, - ნიკა, დედიკო, შენ არ მოხვალ ჩვენთან?
ბავშვს სახეზევე ეტყობოდა, როგორ ყოყმანობდა. ამიტომ პირველი ნაბიჯი საბამ გადადგა მისკენ, ბავშვის წინ ჩაიმუხლა და დიდხანს აკვირდებოდა სახეზე.
-ვიცი, რომ არ გახსოვარ, - დაიწყო საუბარი და მხარზე დაადო ხელი, - მაშინ ძალიან პატარა იყავი, მე რომ წასვლა მომიწია. შენ ჩემი პატარა ბიჭი ხარ, რომელიც დღითი დღე უფრო მეტად მემსგავსება. ვიცი, რომ თითქმის ყველაფერი გამოვტოვე, მაგრამ ახლა აქ ვარ და შენ გპირდები, რომ ამიერიდან აღარაფერს დავაკლდები.
საბამ სწრაფად მოხვია ორივე ხელი და გულში ჩაიკრა შვილი. თავიდან თითქოს დაძაბული იდგა და ნიკას მოქმედებას ელოდა. მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა თავისუფლად, როცა ნიკამაც მოხვია კისერზე ხელები და ჩაეხუტა. საბა ფეხზე ნიკასიანად წამოდგა. ბავშვს წამითაც კი არ უშვებდა ხელს და თავზეც ხშირად კოცნიდა.
-ცოტა ვეჭვიანობ, - ჩაიბუზღუნა სესილიამ და ის კი დედას მიეკრო.
მარიამმა გადაიკისკისა, ჯერ სესილიას მოეხვია, მერე კი საბას გამოწვდილ ხელს საკუთარი შეაგება და თავის ოჯახთან ერთად ბედნიერმა გააბიჯა გარეთ.
***
იმ დღეს ყველა აღნიშნავდა საბას დაბრუნებას, მაგრამ მარიამს განსაკუთრებულად უცემდა გული. სახლში მისულმა ნათია და გვანცა მიიხმარა და რამდენიმე საათში ისეთი სუფრა გაშალა ჩიტის რძე არ ეკლდა, თავად კი დაღლილი სამზარეულოს სკამზე ჩამოჯდა და იქიდან უყურებდა ძლივს გაერთიანებულ ოჯახსა და სამეგობროს. სესილია მამას არ შორდებოდა და საღამოთითაც მის მხარზე ჩამოეძინა.
-მომიყვანე, მე დავაწვენ, - მაშინვე უთხრა ფეხზე წამომდგარ ქმარს და ხელები გაუშვირა ბავშვის გამოსართმევად.
-სულ გადაირიე, მარიამ? - საბამ ისე დაუბრიალა თვალები, ქალი დაიბნა, - სესო აღარაა იმდენად პატარა, რომ ხელში აიტაცო და დააძინო. გაიზარდა და დამძიმდა. გირჩევნია, დაჯდე. სესოს მე თავად დავაწვენ.
-დაჯექი, დაჯექი, - სიცილით დაქაჩა თავისკენ გვანცამ და გვერდით მიისვა, - შენი სახე უნდა დაგანხა, როცა საბამ თვალები დაგიბრიალა. ისევ ისეთი მარიამი იყავი, დიდი ხნის წინ რომ ვიცნობდი.
-გვანცაა.
-არაა, ქმრისგან განსხვავებით თვალების ბრიალი ნამდვილად ცუდად გამოგდის, - კვლავ გადაიკისკისა და ახლა ის მიეყრდნო საკუთარი ქმრის მხარს.
-ლაშაა, - დაამთქნარა ცოტა ხანში და შემთვრალ ქმარს ახედა, რომელიც ჩუმ-ჩუმად დააცოცებდა ხელებს მის წელზე, - აღარ წავიდეთ სახლში?
ლაშამაც გადმოხედა და მაცდურად ჩაუკრა თვალი.
-აბა, აბა, მასეთები სახლში, - დაწვრილებული თვალებით გადახედა წყვილს ნათიამ, - მეც მყავს ქმარი აქ, მაგრამ... - და უეცრად სახეზე აწითლდა, როდესაც თორნიკეს მძიმე ხელი შემოეხვია მუცელზე და ყელში კოცნა იგრძნო.
-რაო, რას იძახდი, რძალო? - ღიმილით დაუბრუნდა საბა მაგიდას.
-იმას, რომ, - ახლა თორნიკემ დაიწყო საუბარი და აჭყლოპინებული შვილი რომ ვეღარ გააჩერა ნათიას გადაულოცა, - რატის ნათლია გამოუჩნდა და რაც შეიძლება მალე უნდა გადავიხადოთ ნათლობაო.
-აქამდე არ მოგინათლავთ?
-შენს დაბრუნებას ველოდებოდით, - თვალი ჩაუკრა კაცმა, ბოლო სადღეგრძელოც დალია და შემდეგ რასაც ჰქვია, ყველა ფეხზე წამოყარა, - აბა, ახლა ჩვენ უნდა წავიდეთ. რატისაც ეძინება, ხედავ როგორ ჭუჭყუნებს? ლაშას და გვანცას ბავშვები ელოდებიან. კარგად! - უცბად გადაეხვია მარიამს, საბას ცოტა უფრო დიდხანს ეხვეოდა, შემდეგ კი სახლში სიწყნარემ დაისადგურა.
მარიამმა ერთი ამოიხვნეშა, მერე კი მაგიდის ალაგებას მოჰყვა, ჭურჭელიც დარეცხა და დივანზე ჩამომჯდარ ქმარს გვერდით დაუჯდა.
-აბაზანის გაგიმზადებ, - სიჩუმე დაარღვია მარიამმა და სწრაფად ფეხზე წამოხტა, - დაღლილი იქნები და ცოტა დასვენებაც არ გაწყენდა.
საბას პასუხის არც კი დალოდებია, მაშინვე შევიდა სააბაზანოში და ცხელი წყლის დაგუბებას შეუდგა. შემდეგ რამდენიმე ხსნარი დაამატა, წყალი კარგად ააქაფა და ოთახიც დატოვა.
-მზადაა, შეგიძლია შეხვიდე, - ღიმილით უთხრა ქმარს და თავად მეორე ოთახში შევიდა პირსახოცების გამოსატანად.
დაუკაკუნებლად გამოხსნა კარი და ღიმილითვე შევიდა, მაგრამ ღიმილი სახეზე შეაშრა და პირსახოცებიც ხელიდან გაუცვივდა, როდესაც ქმრის ზურგი დაინახა.
-ღმერთო ჩემო, საბა, - წამოიკივლა და მაშნვე ნიჟარის კიდესთან დაემხო მუხლებზე, - რა... როგორ... - სიტყვებს ვერ უყრიდა თავს.
-ჩშშ... დამშვიდდი მარიამ. მე კარგად ვარ. არაფერი მჭირს. ნუ ტირი, გთხოვ.
-კი მაგრამ, შენ ხომ გტკივა, საბაა, - ამოიკნავლა ქალმა და ძალიან ნაზად შეეხო ერთ-ერთ ჭრილობაზე.
-იმაზე მეტად არა, რამდენადაც ახლა შენი ცრემლები მტკენენ.
-მითხარი, მითხარი, რომ კარგად ხარ და ყველაფერი კარგად იქნება, - შეევედრა ქალი და მუჭებით შეიწმინდა ცრემლები.
-ყველაფერი კარგადაა, მარიამ და მეც მშვენივრად ვარ. დამშვიდდი, ძალიან გთხოვ.
-მორჩა, აღარ ვტირი, - შეეცადა გაეცინა და აწითლებულ ცხვირზე ხელისგული აისვა, - დავწყნარდი.
-ჩემი ჭკვიანი გოგო, - თბილად ჩაილაპარაკა კაცმა და ცოლის ლოყების აწითლებაც გამოიწვია.
სააბაზანოდან გამოსულს ცოლი უკვე დაწოლილი დახვდა. თავადაც გადაიცვა პიჟამა და მარიამს გვერდით მიუწვა.
-საბა, - უკვე ძილბურანში მყოფმა ქალმა ძლივს ამოიბურტყუნა და ქმრისკენ მიჩოჩდა.
-გისმენ, მარიამ.
-ჩამეხუტე რაა, - პატარა ბავშვივით თქვა და როდესაც წელზეშემოხვეული ძლიერი ხელები იგრძნო, ღიმილით დაადო თავი მკერდზე, - ძალიან მიყვარხარ. ეს არასდროს დაგავიწყდეს, კარგი? - ჰკითხა და ძილს დანებდა.
საბამ ტუჩები შუბლზე მიაკრა და თავადაც შეეცადა დაძინებას.
სიზმარს ხედავდა, როდესაც მოულოდნელმა ტკივილმა გამოაფხიზლა. საწოლში წამოჯდომა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. საბა ძილში ბორგავდა და იმდენად ძლიერად უჭრდა მკლავზე ხელს, რომ ლამის მოეტეხა.
-საბაა, - დაუძახა და ოდნავ შეანჯღრია ქმარი, - საბა, გაიღვიძე! მტკივა.
კაციც სწრაფად წამოჯდა და ოთახს მოავლო თვალი. აშკარად ვერ მიმხვდარიყო თუ სად იყო. მერე კი, ოდნავ დამშვიდდა, ოფლიან შუბლზე ხელის ზურგი გაისვა და ცოლს შეხედა.
-მარიამ? - ქალის ტკივილისგან დამანჭულ სახეს შეხედა და გაოცებულმა იკითხა, - რა გჭირს, კარგად ხარ?
-არაფერია, კარგად ვარ, - ამოილუღლუღა მარიმ და ნატკენი მკლავი დაიზილა, - შენ როგორ ხარ?
-მე გატკინე, ხომ ასეა? - ხმა ჩაუწყდა საბას და ცოლის უკვე დალურჯებულ ხელს თითები ნაზად გადაუსვა, - ჩემი ბრალია.
-საბა.
-არანაირი საბა, - მოულოდნელად წამოდგა ფეხზე კაცი და კარადისკენ წავიდა, - შენს გვერდით არც უნდა დამეძინა. შენ არ იცი, იქ რისი გამოვლა მომიწია. იმის მერე კოშმარები დამჩემდა და ახლა შენც კი გტკენ!
-საბა, არ მტკივა, მართლა.
-ახლა არ გტკივა, მაგრამ ცოტა ხანში გეტკინება!
-და ახლა რა, ამ ერთი დალურჯების გამო თვითგვემას უნდა მოჰყვე?
-მარიამ, უარესეს გაკეთებაც შემიძლია. არ ვარ სანდო!
-რა სისულელეა! მოიცა, რას აკეთებ? - კარადიდან გამოღებულ პლედს დააკვირდა და მერე ქმარს.
-მე დივანზე დავიძინებ.
-არა! - მაშინვე გააპროტესტა, მაგრამ ვინღა უსმენდა?!
-მარიამ, თავისუფლად შემეძლო შენთვის ხელი მომეტეხა, გესმის? შემეძლო შენთვის რაიმე დამეშავებინა და დაგიშავე კიდეც!
-საბა, სისულელეებს ნუ ლაპარაკობ! - ტირილის ზღვარზე მისულიყო ქალი.
-არა, მარიამ. არ მინდა მეტჯერ რამე დაგიშავო.
-საბა, გთხოვ, - პირველმა ცრემლებმაც გადმოკვეთეს ჯებირი და ლოყაზე ჩამოცურდნენ.
-ძილინებისა მარიამ! - მკაცრად თქვა საბამ და კარი გაიხურა.
***
მთელი ღამე არ მოუხუჭავს თვალი ქალს. უკვე მეორე ღამე იყო, რაც ათენებდა და ეს მის სახეზე სულაც არ აისახებოდა კარგად. მზის ამოსვლისთანავე წამოდგა, რაც ხელში პირველი მოხვდა, ის გადაიცვა და მისაღებში გავიდა. მისგან განსხვავებით საბას თვალები დაეხუჭა და მშვიდად ფშვინავდა, მაგრამ ბალიშს იმდენად ძლიერად უჭერდა ხელებს, ლამის მატერია გაეხია.
„რატომ, რატომ უნდა ხდებოდეს ეს ჩვენს თავს?“ - გაიფიქრა და ძალიან ჩუმად შეიპარა სამზარეულოში, - „ძლივს დაგიბრუნე და მაინც ჩემგან იმდენად შორს ხარ, ვეღარ ვუძლებ!“.
საუზმე გამზადებული დატოვა მაგიდაზე, თავად კი ატირებული შეიკეტა სააბაზანოში და დიდხანს არ გამოსულა. ერთ წერტილს მიშტერებული იდგა და მექანიკურად დაატარებდა ხელებს სხეულზე.
***
დღეები ერთმანეთს მისდევდა. მარიამსა და საბას შორის ურთიერთობა კი ერთ ადგილას გაიჭედა და არც წინ მიდიოდა, არც უკან. ქალი ამ ყველაფერს იმაზე მეტად განიცდიდა, ვიდრე ემჩნეოდა, მაგრამ მაინც მოწყენილი დააბიჯებდა. ერთ დღესაც, სახლში დაბრუნებულ ქალს სამივე ძმაკაცი ერთად დაუხვდა. მიესალმათ, ხელები დაიბანა და სამზარეულოში გავიდა ვახშმის მოსამზადებლად. გაკვირვებული დარჩა, როდესაც საბამ ბიჭები გააცილა და უკან მიჰყვა.
-რამე მოხდა? - იკითხა გაოცებულმა და ფეხის წვერებზე აიწია, რომ ზედა თაროზე შემოდებულ ქვაბს მისწვდენოდა.
-კი, მარიამ, - გაეპასუხა საბა და თავად ჩამოუღო ქვაბი.
ქალი ასეთი მცირე სიახლოვითაც კი თავბრუდახეული იდგა და რამდენიმე წამი უაზროდ დაჰურებდა თითებში მოქცეულ ნივთს.
-გგგისმენ, - აზრების მოსაკრეფად თავი გააქნია და ქვაბში წყალი ჩაასხა.
-მარიამ, ვიცი დიდი ხანი არაა, რაც დავბრუნდი, მაგრამ... - ხმადაბლა დაიწყო კაცმა და თითები ერთმანეთში ახლართა.
-რა ხდება, საბა? - მაშინვე დაიძაბა ქალი.
-ლაშა და თორნიკე მოვიდნენ დღეს ჩემთან.
-ვიცი, დავინახე. თუ ვერ შეამჩნიე, იმასაც გეტყვი, რომ აქ ვიყავი, როცა გააცილე.
-მარიამ, სამსახურში დაბრუნების შესახებ მელაპარაკნენ, - ამოიოხრა კაცმა და ცოლს მზერა აარიდა, - უნდათ, რომ დავბრუნდე და ისევ ვიმსახურო.
-არა! - წამოიკივლა ქალმა და რაც კი ხელში ეჭირა, გაუცვივდა, - არა, საბა, არა. ამას მე მეორედ ვერ გადავიტან!
-მარიამ, - შედარებით დამთბარი ხმით სცადა კაცმა სიტუაციის ახსნა, - გეფიცები, საშიში არაფერია. უბრალოდ წვრთნებს ჩავატარებ ხოლმე, სულ ესაა. არც საზღვარზე მომიწევს მორიგეობა და არც ღამეების თენება.
-მაგრამ? - წართმეული ხმით იკითხა ქალმა და სკამზე ჩამოჯდა, რომ არ დაცემულიყო.
-საომარი სიტუაციის შემთხვევაში ისევ გამომიძახებენ.
-და შენ რას აპირებ? - უჩვეულოდ მშვიდი ხმით იკითხა ქალმა და გადაფითრებულ სახეზე ხელი ჩამოისვა, - უკვე დასთანხმდი, არა?
ვერაფერს იტყოდა, მისი ცოლი იყო და ეს ქალი, დედამისის შემდეგ, ყველაზე კარგად იცნობდა.
-მე შენი აზრიც მაინტერესებს.
-და ვერ ხვდები, რა რეაქცია მექნება ამ ყველაფერზე? - თვალი გაუსწორა კაცს.
ამ წამს მარიამი იმ მხეცს ჰგავდა, რომელიც შესაჭმელად მისდევდა საწყალ ანტილოპას და დაწევა ნამდვილად არ გაუჭირდებოდა.
-აბა, რა ვქნა, მარიამ? როდემდე ვიჯდე სახლში უსაქმურად? ხომ მიცნობ და კარგად იცი, რომ ვერ ვიტან ასე უსაქმოდ ჯდომას!
-არ ვიცი, - უღონოდ ამოილაპარაკა ქალმა და სახე ხელებში ჩარგო, - არ ვიცი, რა გითხრა. გადაწყვეტილება აშკარად მიღებული გაქვს უკვე და მე რაღატომ მეკითხები?
-მარიამ!
-არავითარი მარიამ, საბა. მართალია, დიდად არ მეხატება გულზე შენი უკან გაშვება, რადგან თუ იგივე მოხდება, მეორედ ამ ყველაფერს ვეღარ გადავიტან, მაგრამ შენს გადაწვეტილებას პატივს ვცემ. როგორც სწორად მიგაჩნია, ისე მოიქეცი. ხომ იცი, მაინც შენს გვერდით ვიქნები და ყველაფერში დაგიჭერ მხარს. უბრალოდ დამპირდი, რომ უშენოდა აღარ გავატარებ არც ერთ დღეს.
საბამ ქალის წინ ჩაიმუხლა, მისი ხელები მოიქცია და ძალიან ნაზად აკოცა.
-ჩემი ხომ გჯერა, არა? - თაფლისფერი თვალებით ახედა კაცმა და კიდევ ერთხელ აკოცა ხელზე.
ქალმა მხოლოდ თავი დაუქნია და თვალები მილულა.
-ხოდა, მერწმუნე, ამიერიდან ყველაფერი კარგად იქნება. ერთად ყველაფერს შევძლებთ, უბრალოდ ცოტაოდენი დრო გვჭირდება. მე კი რაღაც ისეთი, რასაც გულს გადავაყოლებ.
-იყოს ისე, როგორც შენ გინდა, - ამოიოხრა ქალმა და გათავისუფლებული ხელით თმაზე მიეფერა კაცს.
-მე გავალ, - მაშინვე მოსცილდა საბა და არეული ნაბიჯებით დატოვა იქაურობა.
***
-დეე, - ოთახის კარზე დაუკაკუნა სესილიამ, შემდეგ სწრაფად შეძვრა და დედას საწალოში შეუწვა.
-რა მოხდა, სესილია? - ქალმა საბანი გადააფარა და გულზე მიიკრა შვილი, - ისევ ცუდი სიზმარი ნახე და ვეღარ იძინებ?
-არა, - თავი გააქნია ბავშვმა და თვალები დახარა, თან თითებს შორის მოქცეულ საბნის კუთხეს აწვალებდა.
-აბა, რა მოხდა? - მარიამი საწოლში წამოჯდა და ტუმბოზე მდგარი ლამფა აანთო, - სესილია, ნუ მაშინებ!
-დედა, შენ და მამა დაშორებას აპირებთ? - გაუბედავად იკითხა ბავშვმა და თვალები აუცრემლიანდა.
-რაა?! რა სისულელეა! საიდან მოიტანე ეგ სესილია? საბამ გითხრა რამე?
-არა, - თავი გადააქნია ბავშვმა და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი შეიმშრალა, - უბრალოდ, შენ ხომ იცნობ ჩემს კლასელს, ნინიკოს?
-კი, დეე, მერე?
-ხოდა, მისი მშობლები დაშორდნენ ახლახან.
-მერე?
-მერე ის, რომ უკვე რამდენიმე ღამეა ვამჩნევ, რომ მამიკო დივანზე იძინებს და არა შენს გვერდით. ნინიკოს მშობლებმაც ასე დაიწყეს და ახლა ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
მარიამი შეაკრთო შვილის სიტყვებმა. იმ ღამის შემდეგ უკვე რამდენიმე დღე იყო გასული და სესილიაც მართალი იყო. საბას იმ ღამის შემდეგ დივანზე ეძინა და მარიამს თვალებშიც კი ვერ უყურებდა ხოლმე დიდხანს.
-დედაა, მითხარი რამეე! - პასუხი მოითხოვა ბავშვმა და მკერდზე მიეკრა.
-შენ მაგაზე არ ინერვიულო, დეე, - ჩამწყდარი ხმით თქვა და თავზე აკოცა, - მე და მამიკოს ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და...
მაგრამ სიტყვის დასრულებაც ვეღარ მოახერხა, ისე მოეხვია აკისკისებული შვილი და ლოყაზე აკოცა.
-მიყვარხარ, დეე, და დღეს შენთან დავიძინებ, რაა.
-მეც მიყვარხარ, - ხელი უკეთესად მოხვია შვილს და მასთან ერთად გადაეშვა სიზმრების სამყაროში.
საბა კი ოთახის კართან იყო აყუდებული და სევდიანი ღიმილით აკვირდებოდა დედა-შვილს. ყველაფერი გაიგო, გაიაზრა და საკუთარ თავზე გაბრაზდა კიდეც, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ მშვიდდებოდა. ყოველ წამს მარიამის დალურჯებული მკლავი და მისი ტკივილიანი მზერა ახსენდებოდა და უბრალოდ არ შეეძლო, საკუთარ თავს არ აძლევდა უფლებას თავის მონატრებულ მეორე ნახევარს მიახლოვებოდა, ხელები მოეხვია და გულში ჩაეკრა. თავადაც სურდა ახლა სესილიას და მარიამს მოხვეოდა და ისე დაეძინა, მაგრამ ისევ უკვე შეჩვეულ მოუხერხებელ დივანს დაუბრუნდა და ბალიშჩახუტებულმა დახუჭა თვალები.
იქ, ტყვეობაში ყოფნის დროს უმეტესად ჩალადაყრილ ბეტონზე უწევდა ძილი და ახლა, ამ მოუხერხებელ დივანზე წოლისასაც კი ეგონა, რომ ურბილესი მატრასი ეგო და სულაც არ აწუხებდა, მაგრამ ერთი ვიღაც მაინც ენატრებოდა. ამ ვიღაცას კი კედლის მეორე მხარეს ეძინა მოუსვენრად და საკუთარი თავისადმი უნდობლობა არ აძლევდა საშუალებას მას მისწოლოდა გვერდით. ღრმად ამოიოხრა, წარმოიდგინა, რომ ბალიშის ნაცვლად მარიამის სხეულს ეხუტებოდა და ასე ჩაეძინა.
***
რამდენიმე კვირამ გაიარა, რაც საბამ მუშაობა დაიწყო, მაგრამ მარიამს ჯიუტად არიდებდა თავს. ქალიც თითქოს დანებდა, მექანუკურად აკეთებდა ყველაფერს და ისევ მხოლოდ ბავშვებზე იყო გადართული.
იმ დღეს, როგორც კი წვრთნა დაასრულა, მაშინვე აკრიფა თავისი ნივთები და იქაურობა დატოვა. ყოველთვის ასე იქცეოდა. თითქოს არ უნდოდა, რამდენიმე წუთის დაგვიანების გამოც კი რომ ენერვიულა ქალს. სახლში შესულმა მაშინვე მისაღებში მსხდომი ბავშვებისკენ აიღო გეზი. ეუცნაურა, რომ მარიამი არც მათთან იყო და სამზარეულოდანაც კი არ ისმოდა ჩამიჩუმი.
-მამა, შეგიძლია ამ ამოცანის ამოხსნაში დამეხმარო? - რვეულიდან შეჭმუხნული თავი ამოყო სესილიამ და საბას გახედა, - ვერაფერი გავუგე და დედასაც არ სცალია.
-რა თქმა უნდა, - მაშინვე მოკალათდა შვილთან და მათემატიკის წიგნს ჩახედა, - რაო, რა მითხარი, სესო, რატომ არ სცალია დედასო? - ჩაეკითხა და თან ფურცელზე გამოყვანილ ფორმულებს დააკვირდა.
სესილიამ ჯერ ნიკას გახედა, მერე საბას, ბოლოს ფეხზე წამოდგა და ოდნავ გვერდით გავიდა. საბა მისმა საქციელმა გააოცა, სწრაფად წამოდგა და შვილთან მივიდა.
-რა მოხდა, სესილია? - ჰკითხა აღელვებულმა და ბავშვს სახეზე დააკვირდა, - ხომ კარგად ხარ?
-მე კი, მაგრამ დედა არა.
ამის გაგინებაზე, გული საშინლად აუძგერდა საბას და მუხლებშიც სისუსტე იგრძნო.
-რაა? რა მოხდა? რა სჭირს მარიამს, სესი?
-არ მინდოდა ნიკას გაეგო და ანერვიულებულიყო, - სესილიას მზერა კვლავ ნიკასკენ გაექცა, რომელიც რაღაცას ჩაჰკირკიტებდა წიგნში.
საბას სესილიას ქცევაზე ჩაეღიმა და თავზე მოეფერა შვილს.
-დედა რომ მოვიდა სახლში, ძალიან გაღიზიანებული იყო. ჩვენ კი გაგვიღმა, მაგრამ ასე არასდროს მოქცეულა. თან აშკარად დავინახე, რომ მარცხენა მკლავი სისხლიანი ჰქონდა და დაფარვას ცდილობდა.
-სისხლიანი? - საბა ახლა მართლა შეშინდა, - ვაიმე, სესილია, სწრაფად მითხარი სადაა მარიამი!
-ოთახშია და ასე გვითხრა, არავინ შემოხვიდეთო. ლამის გვიყვირა, მამა. დედას ჩვენთვის მაშინაც კი არ უყვირია, როცა მისი საყვარელი ვაზა გავტეხეთ და ბებოს შემთხვევით ის უგემური სუპი გადავაქციეთ, - თავი ჩაღუნა ბავშვმა და ლოყები აუწითლდა.
-შენ დამშვიდდი და არ ინერვიულო, კარგი? - სესილიას ნაზად გაუღიმა და ამჯერად ლოყაზე მოეფერა, - მე დედიკოსთან შევალ და მივხედავ.
ბავშვმა თავი დაუქნია და მაგიდასთან დაბრუნდა. საბა ოთახში უნდა შესულიყო, როცა ამჯერად ნიკას ხმა მოესმა და შებრუნება მოუწია.
-რა მოხდა, ნიკა? - რაც შეეძლო წყნარად ჰკითხა შვილს.
-მამაა, დედაზე მინდა გითხრა რაღაც.
-რა მოხდა?
-არაა კარგად. არ მინდოდა სესილიას გაეგო და ენერვიულა, ამიტომაც გეუბნები ახლა და მისგან მოშორებით, - უთხრა და ცალი თვალით გახედა დას.
საბას მათ საქციელზე ჩაეღიმა, გული გაუთბა და ლამის ცრემლებიც კი წამოუვიდა.
-არაფერია, მა, შენ დამშვიდდი, ხო? მე დედიკოსთან შევალ და ვნახავ, რა მოხდა.
ბიჭმაც თავი დაუქნია და ისიც მაგიდისკენ წავიდა. საბამ კი ღრმად ჩაისუნთქა, მერე კი საკუთარი ოთახის კარზე დააკაკუნა, წამით თვალები მაგრად დახუჭა და სახელური ჩამოსწია. ოთახში შესულს კი მარიამი საწოლზე ჩამომჯდარი დახვდა. ქალი ნახევრად შიშველი იყო და სისხლიან მკლავს ცრემლიანი თვალებით დაჰყურებდა. საბამ მაშინვე აარიდა თვალი ქალის მადისაღმძვრელ სხეულს და გადაყვლეფილ-გადატყავებულ მკლავზე დააკვირდა. სისხლიანი პერანგი იატაკზე ეგდო, ტალახიანი ფეხსაცმელი კი ოთახის მეორე მხარეს ეყარა.
-რა მოგივიდა, მარიამ? - შეშფოთებული მივარდა და მის წინ ჩაიმუხლა.
-საშინლად საზიზღარი დღე მქონდა, საბა, - ამღვრეული თვალებით შეხედა ქმარს და სპირტიანი ბამბა ჭრილობაზე ფრთხილად დაისვა.
-არ მეტყვი, რა მოხდა?
-ჯერ იყო და ახალი უფროსი დამინიშნეს, იმდენად დეგენრატია, მთელი დღე ზემოთ-ქვემოთ მარბენინა, მერე კიბეებზე ფეხი ამიცურდა და აი შედეგიც, - გასისხლიანებული ხელი დაანახა კაცს, - მერე კი დიდუბეში, ტაქსიდან რომ გადმოვდიოდი, რელსებზე ფეხი ამიცდა და ლამის ასფალტს თავით დავასკდი. ჩემს ჯინაზეც, მაინცდამაინც დღეს იყო წვიმა და იმ ტაქსისტმაც მანცდამაინც იქ გააჩერა! - ამოისრუტუნა ქალმა და დაზიანებული ხელით ცრემლები მოიწმინდა.
-მომეცი, დაგეხმარები, - თითებიდან ფრთხილად ააცალა უკვე გასისხლიანებული ბამბა და ახლის ამოსაღებად დაიხარა, როცა მარიამის სიტყვებმა შეაჩერა.
-ისევ არ აპირებ, ხომ ჩემს შეხებას?
საბამ თავის აწევაც კი ვერ მოახერხა.
-მარიამ...
-საბა, მიპასუხე! - ხმას აუწია ქალმა.
-არა, - ნაღვლიანად ამოთქვა კაცმა.
-ხოდა, მოდი, შენც ნუ დამიმატებ, რაა, - ამოისლუკუნა მარიმ და თავად ამოიღო ბამბა, - როგორმე თავადაც მოვახერხებ რამეს.
-მარიამ!
-საბა! - არც მარიმ დააკლო ხმას სიმკაცრე და თვალებიც დაუბრიალა, - ძალიან გთხოვ, უბრალოდ გადი. ბავშვები მშივრები იქნებიან და ავახშმე. მეც მოვწესრიგდები და ვეცდები მალე გამოვიდე.
-როგორც იტყვი, - გაბზარული ხმით თქვა კაცმა, ოთახიდან გასვლისას კი ნაღვლიანად გახედა ცოლს, რომელიც მთელი ძალით ცდილობდა მოწოლილი ცრემლების შეკავებას და ღრმად სუნთქავდა.
-მაპატიე, - ჩაიჩურჩულა თავისთვის და უხმაუროდ გაიხურა კარი.
***
ზარი დაირეკა თუ არა, მაშინვე მოაგროვა საკუთარი ნივთები და აუდიტორიიდან გამავალ სტუდენტებს მიჰყვა. უკვე ლიფტისკენ უნდა გადაეხვია, როცა კიბეებზე ჩამომავალი შემთხვევით დაეჯახა და თავი ძლივს შეიმაგრა ძირს დაცემისგან. სამაგიეროდ ნაწერები გაუცვივდა ხელიდან და იატაკზე მიმოიფანტა.
-ვაიმე, მაპატიეთ, ძალით არ მინდოდა, - შეშფოთება გამოესახა სახეზე ქალს და მაშინვე დაიხარა ფურცლების ასაკრეფად.
-არაუშავს, შემთხვევით მოხდა, - საბამაც ქალს მიბაძა და ორივემ სწრაფად მოაგროვეს.
-აი, გამომართვით, - გაუღიმა ქალმა და რამდენიმე ფურცელი გაუწოდა საბას.
-მადლობა, - მკრთალად გაიღიმა კაცმა და საქაღალდე შეკრა.
-მე მართა ვარ, - ჩამოსართმევად გაუწოდა ხელი და ნაზად გაიღიმა, - მართა შენგელია.
-საბა ჯანდიერი.
-ვიცი, გიცნობთ. თუმცა თქვენ ვინ არ გიცნობთ? - გაიცინა ქალმა და დერეფანში მიმავალ საბას გვერდით ამოუდგა, - მთელმა საქართველომ იცის თქვენი სახელი.
საბა ვერ მიხვდა, რა უნდა ეპასუხა, ამიტომ მხოლოდ გაიღიმა.
-შეიძლება, დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით, ყავაზე დაგპატიჟოთ? აქვე მშვენიერი კაფე ვიცი.
-არაფერი დაგიშავებიათ, მართლა. ეგ ყველას შეიძლება დაემართოს.
-კარგი, რაა. ძალიან გთხოვთ! თან თქვენს ისტორიასაც მომიყვებოდით და უკეთ გავიცნობდით ერთმანეთს. იცით, მეც ვარ ნამყოფი იმ დაწყევლილ ომში.
-კი, მაგრამ რამდენი წლის ხართ? - შეიცხადა საბამ და გამომცდელად დააკვირდა ქალს სახეზე.
-ქალებს ასაკს არ ეკითხებიან, არ უსწავლებიათ თქვენთვის? - გაიცინა მართამ და მამაკაცს ანიშნა, აქეთ მომყევიო.
საბასაც გაეცინა და ქალს აედევნა.
-მართალია, მაგრამ იმდენად ახალგაზრდის შთაბეჭდილებას ტოვებთ, გამიკვირდა.
-მადლობა, - კომპლიმენტი შეიფერა ქალმა და კაფის კარი გამოხსნა, - მაგრამ უკვე 35 წლის ვარ.
-ნუთუ? არადა, მართლა არ გეტყობათ არაფერი.
-კარგი მოსაუბრე ჩანხართ, - გაიღმა ქალმა, - ბედნიერი თქვენი ცოლი!
საბა მაშინვე დასერიოზულდა და სახიდან ღიმილიც კი გაუქრა.
-მტკივნეულ თემას შევეხე? - დაოცებული სახე მიიღო ქალმა და თავზე დამდგარ ოფიციანტს შეკვეთა მისცა, - ორი ყავა და ფორთოხლის ნამცხვარი. აქ მთელს საქართველოში ყველაზე გემრიელი ფორთოხლის ნამცხვარი აქვთ. აუცილებლად უნდა გასინჯოთ!
რამდენიმე წუთს სიჩუმე ჩამოწვა, საბა დანღვლიანებული იყურებოდა ფანჯარაში და ყურადღებასაც არ აქცევდა უკვე მის წინ დადებულ შეკვეთას. აზრზე ხელზე შეხებამ მოიყვანა.
-საერთოდ არ ესმით, ხომ, შენი? - სევდიანი ხმით იკითხა ქალმა და თავადაც გააბრუნა თავი ფანჯრისკენ, - არც ჩემი ესმოდათ. ვერავინ მიგებდა. ისინი ხომ არ ყოფილან იმ წყეულ ომში! ამიტომაც ჰქვია ახლა ჩემს ქმარს ყოფილი.
საბამ ცოტა ხანს უყურა თავის ხელზე დადებულ ქალის ხელს, შემდეგ კი ფრთხილად გამოაცურა უკან და ჩაახველა. ქალიც გამოერკვა და თავი დახარა. შემდეგ კი ისე აეწყოთ საუბარი, თავადაც გაოცებულები დარჩნენ.
იმ დღის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. თითქოს ორივე თავისუფლებოდა წნეხისგან ამ საუბრებით, სანამ კაფეში შემთხვევით შემოსულ თორნიკეს არ გადაეყარა.
-გამარჯობა?! - დაილაპარაკა კაცმა და მათ მაგიდასთან ჩამოჯდა, თან საბას არ აშორებდა მზერას.
-მართა, გაიცანი, ეს ჩემი მეგობარია, თორნიკე.
-მე და თორნიკე დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, - არ დაბნეულა ქალი.
-მართალია, ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ რა საინტერესოა, თქვენ როგორ აღმოაჩინეთ ერთმანეთი?
-შემთხვევით დავეჯახე და სტუდენტების ნაწერები დავუფანტე, - თქვა მართამ და იდეალურად შეკრულ თმაზე ჩამოისვა ხელი, - მერე კი აქ დავპატიჟე.
-საბაც, როგორც ჯელტმენი, არ შეგეწინააღმდეგა, არა?!
-ნამდვილად.
-აქ რა გინდა, თორნიკე? - როგორც იქნა, ხმა ამოიღო საბამაც.
-კარგი კითხვაა, მაგრამ ამაზე ჩემს მანქანაში გაგცემ პასუხს. შენთან ბოდიშის მოხდით, მართა, მაგრამ ეს კაცი უნდა წავიყვანო.
-არა, რას ამბობ. მეც საქმეები მაქვს.
-ძალიან კარგი. არ გეწყინება ანუ. საბა წავედით!
-მომავალ შეხვედრამდე, საბა, - თქვა ქალმა და დასამშვიდობებლად გაიწია, როცა მათ შორის თორნიკე ჩადგა და ქალს გაუღიმა.
-ამიერიდან სულ დაკავებული იქნება და არამგონია, შენთვის მოიცალოსღა. ასეთი თბილი დამშვიდობება, კი, მერწმუნე, ზედმეტია, - ირონიულად გაუღიმა და საბას იმდენად მოუჭირა მხარზე ხელი, კაცს სახე ტკივილისგან დაემანჭა, - საბა, წავედით! - დაიგრგვინა და პირველი ძმაკაცი გაუშვა.
-რა ჯანდაბას აკეთებდი მართასთან ერთად? - მაშინვე დაუღრიალა, როგორც კი მანქანაში ჩასხდნენ და ძრავა აამუშავა, - შენ საერთოდ გამოგეცალა ტვინი?
-თორნიკე, რა გინდა?
-კიდევ მე რა მინდა? - ბრდღვინავდა კაცი, - კიდევ მე რა მინდა, არა? ოხ, საბა, რა დიდი სიამოვნებით მიგბეგვავდი ახლა შენი უტვინო საქციელის გამო, მაგრამ მერე ისევ მარიამი მეცოდება, მან უნდა ინერვიულოს შენზე და გითიოს ღამეები!
-...
-ხმასაც ვერ იღებ, ხედავ? - შედარებით დამშვიდდა და მანქანა სავალი ნაწილიდან გადააყენა, - ნუთუ, საერთოდ არ გრძნობ დამნაშავედ თავს შენი ცოლის მიმართ?
-და რა გინდა რომ გითხრა?
-არაფერი, მე საერთოდ არაფერი, მაგრამ მინდა შეიგნო, რომ ის ქალი, ახლა სახლში რომ გელოდება, რომელსაც შენი ცოლი ჰქვია და შენს შვილებს ზრდის, უშენოდ სხვათა შორის, არ იმსახურებს შენგან მსგავს მოპყრობას!
-და რა დავაშავე, რომ ადამიანურად ველაპარაკებოდი სხვა ქალს?
-მაგ სხვა ქალს შენზე თვალი ეჭირა და ნელ-ნელა გაბამდა კიდეც!
-კარგი, რაა.
-კარგი რა, არ უნდა მაგას! შენ თუ არა, მე ვიცნობ მართას მშვენივრად და ახლავე გეუბნები, სულაც არ იყო შენთან მეგობრობას მოწადინებული!
-შენ რა იცი?
-რატის თავს გეფიცები, მაგრად გცემ ახლა! შენ შ** ხომ არ გაქვს, ბიჭო? კიდევ აქეთ რომ ხარ დიდ გულზე, იმის ნაცვლად, რომ მარიამის წინაშე იდგე და პატიებას სთხოვდე შენი სულელური საქციელისთვის, შენ კაფეში გამოჭიმულხარ და ვიღაც მართასთან ერთად იცინი! იცი, მაინც რისი გამოვლა მოუწია შენს გარეშე? წარმოდგენა თუ მაინც გაქვს, რა გადაიტანა და წუთითაც კი არ დაუხევია უკან. მუდამ სჯეროდა, რომ დაუბრუნდებოდი. ჩვენც კი აქეთ გვაიმედებდა, როცა საბოლოოდ დავკარგეთ იმედი შენი დაბრუნებისა. ერთხელ არ შეშლია ამდენი წლის განმავლობაში და შენ რას უკეთებ?
-და ვინმემ იცით, მე რა გამოვიარე? - არც საბა ჩამორჩა ყვირილში, - ან ახლა რას განვიცდი, როცა საყვარელ ქალთან მიახლოებისაც კი მეშინია! მეშინია, არაფერი ვავნო, როცა თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ მივვარდე და ძვლების ატკივებამდე არ ჩავეხუტო! შენი აზრით, მე არ მტკივა, როცა ყოველ ღამით ჩვენი ოთახიდან მარიამის ტირილის ხმა მესმის და იმის გამბედაობაც კი არ მყოფნის, რომ შევიდე და დავაწყნარო?!
-მაგას მე ვერ გავიგებ, მაგრამ საბა, სწორად არ იქცევი.
-და რა ვქნა? რა უნდა ვქნა, მიპასუხე!
-შენს თავს და შენსავე შიშებს უნდა მოერიო, მარიამის გამო! აი, რა უნდა ქნა. ვიცი, ეგ სულაც არაა მარტივი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, მაგრამ აუცილებელია. თორემ მერე უკვე გვიან იქნება! შენი ნებით კარგავ მარიამს და გინდა ეს?
-...
-გინდა-მეთქი? არა! ხოდა, ძალიანაც კარგი. ახლა სახლთან დაგტოვებ და არ ვიცი, როგორც გინდა, ისე გამოასწორე შენი არეული. მარიამს სახეზე ღიმილი დაუბრუნე, თორემ არ ვიცი, რას გიზამ. ხო, და კიდევ, მართასთან კიდევ ერთხელ დაგინახავ და გეფიცები, ისე გცემ, მშობელი დედაც ვერ გიცნობს! აღარ შემიძლია თქვენი ასე გაუბედურებულების ყურება! ვეღარ ავიტან, რომ ნათია ისევ განერვიულებული დადიოდეს თავისი დაქალის გამო! მისი ერთდაერთი სადარდებელი და საფიქრალი მხოლოდ მე და რატი უნდა ვიყოთ!
-ახლა ეგოისტობ, - გაეცინა საბას.
-ცოლი ჩემია და რასაც მინდა იმას ვიზამ! შენ კიდევ თავს მიხედე და მოწესრიგდი, პირველ რიგში, თორემ საერთოდ ვეღარ გცნობ, რა არის, რას დაემსგავსე! - თორნიკემ მანქანა დაძრა, სულ მალე კი კორპუსის წინ გააჩერა და საბას გახედა.
-გასაგებია, სერჟანტო!
-ძალიანაც კარგი! ახლა მარჯვნისაკენ, მაიორო ჯანდიერო და სახლისკენ ნაბიჯით იიიაარ!
***
აპრილი იწურებოდა. მარიამს კი ერთი თავისუფალი დღე ძლივს გამოუჩნდა და მაშინაც გვანცა და ნათია დაადგნენ თავს. ძალიან კარგად ამჩნევდნენ, როგორ შეიცვალა ქალი, უფრო ჩუმი და ჩაკეტილი რომ გახდა და ეს სულაც არ მოსწონდათ.
-ერთი აზრი მომივიდა, - შეუმჩნევლად ჩამოწოლილი სიჩუმე ნათიამ დაარღვია და გოგოებს გადახედა, - ჩემთან წავიდეთ, სოფელში, ქმრებისა და შვილების გარეშე. მხოლოდ გოგოები და გოგოების საღამო მოვაწყოთ. დასვენებაც გამოგვივა და შენ დაფიქრდები კიდეც, - და მარიამს გახედა, - იქნებ მიხვდე, რგორ უნდა მოიქცე და საბასთან ურთიერთობა დაალაგო.
-მშვენიერი იდეაა, - ქალს მაშინვე აუბა მხარი გვანცამ, - წავიდეთ რამდენიმე დღით, დავლიოთ, ვიცეკვოთ, ვიგიჟოთ, კარგად დავისვენოთ ამათგან და მერე დავბრუნდეთ.
-ისე იძახის, თითქოს დასვენება აკლდეს, - ამოიბურტყუნა ნათიამ და გვანცას მომაკვდინებელ მზერას გაკრეჭვით უპასუხა.
-მე... არ ვიცი, - კვლავ მხრებჩამოყრილი იჯდა მარიამი და ნატკენ ხელს დაჰყურებდა.
-არ იცი კი არა, ახლა ამ ყავას რომ გადაგავლებ, მერე ხომ გეცოდინება?! - მაშინვე შეუტია გვანცამ და თან წინ მდგომ ფინჯანზე ანიშნა, - არ იცის, თურმე, გოგომ!
-ამ შაბათ-კვირაზე რას იტყვით? - კვლავ ნათიამ წამოაყენა წინადადება.
-მე მაწყობს და ამასაც, - გვანცა მარიამის ნაცვლადაც დათანხმდა, - და არ გაბედო შეწინააღმდეგება! - თვალები დაუბრიალა ქალს და მერე გაიცინა, - როგორმე გაძლებენ უჩვენოდ ბიჭები. პირველად კი არ დავუტოვებ შენს იდიოტ ძმას ბავშვებს. გადაიტანენ ამ ორ დღეს.
-კარგი, ჯანდაბას, წამოვალ, - ყოყმანის შემდეგ დასთანხმდათ მარიამიც და მკრთალად გაიღიმა.
-ხოდა, ძალიანაც კარგი! ეს იქნება გოგოების ისეთი საღამო, რომელსაც ვერასდროს დავივიწყებთ! - ტაში შემოჰკრა ნათიამ და ფეხზე წამოდგა, - ახლა კი, მაპატიეთ უნდა წავიდე. რატი თორნიკეს დავუტოვე და იმედია, სახლი ჯერ არ გადაუწვავთ.
-მოიცადე, - ფეხზე წამოდგა გვანცაც, - ბარემ მეც წამოვალ და გაგიყვან.
-უარს ნამდვილად არ გეტყვი, დაო.
ნათია და გვანცა დაემშვიდობნენ და წავიდნენ. მარიამმა კი ერთი ამოიოხრა და მაგიდის ალაგებას შეუდგა, რათა შემდეგ ხელახლა გაეშალა სახლში დაბრუნებული ქმარ-შვილისთვის და მათთან ერთად ევახშმა.
გვანცამ ნათიას სადარბაზოს წინ დაამუხრუჭა და ქალიც სწრაფად გადავიდა. ვეღარ ძლებდა, იმდენად სურდა რატის გულში ჩაკვრა და მოფერება. კარი ფრთხილად შეაღო და იქაურობა მოათვალიერა. მამა-შვილის კვალი მისაღებში სულაც არ ჩანდა, სამაგიეროდ სამზარეულოდან გაისმა ერთდროულად რატის ტირილის, რაღაცის მსხვრევის და თორნიკეს უმისამართოდ შეკურთხების ხმები. მაშინვე იქით წავიდა და ქმრის გაწამებული სახის დანახვაზე ლამის იქვე ჩაიკეცა სიცილით. თორნიკეს ცალ ხელში ატირებული რატი ეჭირა და არწევდა, მეორეთი კი დამსხვრეული თეფში მოგვას ცდილობდა და თან ბავშვს ებუზღუნებოდა. ნათიამ მეტს ვეღარ გაუძლო და გადაიკისკისა, მაგრამ მალევე წააწყდა თორნიკეს სიბრაზისგან ანთებულ თვალებს და გაჩერდა.
-რამდენჯერ გითხარი, დაიწყო ქალმა და აფართხალებული ბავშვი ხელიდან აართვა კაცს, - მასე ნუ მიყურებ, თორემ ვითიშები და შენს გარდა სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ-მეთქი?! არადა, რატის უნდა ვაჭამო. მაგას შეეშვი, მე მივხედავ მერე.
-მაგ დაცინვისთვის, ხომ იცი, რომ პასუხს მოგთხოვ? - კვლავ დაიბღვირა კაცი და მართლა უშვა ხელი ცოცხს.
-ჰმ... მოუთმენლად დაველოდები მაგ მომენტს, - უთხრა თვალებაციმციმებულმა ნათიამ, სახეზე წამოწითლდა და მკერდი მოიღეღა.
ამდენი ხნის შემდეგაც კი ვერ მიეჩვია ქმართან ასეთ საუბარს და ყოველთვის წითლდებოდა, როცა თორნიკე რაიმე ისეთს ეტყოდა. მისი აწითლება კი კაცს ყველაზე კარგად გამოსდიოდა და ხშირად სპეციალურადაც კი იქცეოდა, რომ ცოლის შეფაკლული ლოყები ენახა.
-ხომ იცი, არ გალოდინებ, - ჩაიცინა კაცმა, ცოლს მუცელზე მოხვია ხელები და ყელში რამდენჯერმე ხმაურიანად აკოცა.
-თორნიკეე, - ამოიკრუსუნა საწყლად და თვალები დაეხუჭა, - ხელი გამიშვი და მომცილდი, თორემ რატი დამივარდება!
კაცმა კვლავ ჩაიცინა, კიდევ ერთი კოცნა დაუტოვა ყელში და იქიდან აორთქლდა.
სუნთქვააჩქარებული იწვა ქმრის მკერდზე და გაბრუებული ცდილობდა აზრების დალაგებას, თან თითებსაც არ აჩერებდა და კაცის ნავარჯიშებ სხეულზე ფიგურებს ხაზავდა.
-რაღაცის თქმა გინდა, ხომ ასეა? - გაწელილი სიჩუმე თორნიკემ დაარღვია და ცოლის მოუსვენარი თითები საკუთარ ხელში მოიქცია.
-მართალი ხარ. უბრალოდ არ ვიცი, როგორ გითხრა.
-პირდაპირ ნათია, - ჩაიცინა კაცმა და ხელი აბურდულ თმაში შეუცურა ქალს.
-ამ შაბათ-კვირას გოგოები ჩემთან დავპატიჟე, სოფელში, - როგორც იქნა, ამოთქვა და თვალები დახუჭა.
-მერე? - გაეცინა თორნიკეს და ცოლის მობუზულ სახეს დააკვირდა, - ეგ განერვიულებდა? ნათია, ხომ იცი, მე მამაშენი არ ვარ და მასეთ წვრილმანებზე, როგორც გოგოებთან ერთად შენს სოფელში წასვლაა, სულელურ ჩხუბს და ყვირილს არ დავიწყებ. ჩემი პატარა, სულელი გოგო, - მკერდზე უკეთესად მიიკრა ქალი და დახუჭულ თვალებზე აკოცა, - ნუთუ, ვერ შევძელი და ვერ დაგავიწყე წარსული?
ქალმა მაშინვე ჭყიტა თვალები და თავადაც მოეხვია ქმარს.
-მაპატიე, უბრალოდ, ხომ იცი, ჩვევა რჯულზე უარესიაო. რამდენჯერაც არ უნდა მეთხოვა მამასთვის რაღაც, იმდენჯერ არ მაძლევდა არაფრის გაკეთების უფლებას და ვერ გადავეჩვიე. მე ის უფრო მანერვიულებს, შეძლებ თუ არა, რატის მიხედო ორი დღე? პარასკევს, საღამოს წავალთ და კვირას საღამოთი დავბრუნდებით.
-ღმერთო ჩემო, მოიშორე ეგ დასჯილი ბავშვის იერი, - გაიცინა თორნიკემ და ტუჩებში მსუბუქად აკოცა ცოლს, - მივხედავ. არ ინერვიულო შენ და კარგად გაერთეთ. თან ჩვენგანაც დაისვენებთ, - თორნიკემ ეშმაკურად ჩაუკრა თვალი, - ხომ იცი, შენი თაყვანისმცემლების გარდა, არაფერზე ვჭედავ მე.
-ეგ კარგი გამახსენე! - ავაზასავით წამოიმართა ქალი, - რატომ სცემე ის საცოდავი შოთა? მისი და მომვარდა ამასწინათ, რატის რომ ვასეირნებდი და მეჩხუბა. ან ასე როგორ სცემე, რომ ტრამვატოლოგიურში მოხვდა?
-ისე ნუ მიყურებ, თითქოს რაიმე ცუდი გამეკეთებინოს, - წარბები შეკრა კაცმა და ვნებიანი მზერა ვერ მოსწყვიტა ცოლის მოშიშვლებულ მკერდს.
-ცუდი გაგეკეთებინოს? - შეიცხადა ნათიამ და არც თავად ჩამორჩა ქმარს ბღვერაში, - შენ ნორმალური ხარ? რა ჩაიდინა ამისთანა, რომ ტრამვატოლოგიურში გაუშვი?
-თუ ისევ გააგრძელებს მასე მოქცევას, შემდეგი გაჩერება მორგი იქნება, - დაიღრინა კაცმა, - როცა მაგხელა კაცი ვერ ხვდება, რომ გათხოვილ ქალს უნდა შეგეშვას, რომელსაც შვილი გყავს კიდეც საყვარელი კაცისგან, უარესიც უნდა დამართო, - გაბრაზებული გადაწვა ბალიშებზე და ცოლს შეუბღვირა, - დაგაკმაყოფილა პასუხმა? მოკლედ, ისე არ შეგიძლია, რომ ნერვები არ დამაწყვიტო! - შემდეგ კი გადაბრუნდა და ზურგი აქცია.
ნათიამ ცოტა ხანს უყურა ქმრის გამოკვეთილ ბეჭებს, რომლებსაც რამდენიმე შრამი ამშვენებდა, მერე კი ვეღარ მოითმინა მისი ასე ყოფნა, შიშველი მკერდით აეკრო ზურგზე და კისერში ნაზი კოცნა დაუტოვა თავისი რბილი ტუჩებით. თავისთვის ჩაეღიმა, როცა ქმრის გახშირებული სუნთქვა იგრძნო და კოცნა კვლავ გაიმეორა, ამჯერად ყურთან ახლოს. თორნიკეს ტაომ დააყარა, მაგრამ ადგილიდან არ განძრეულა. ღიმილაკრული ელოდებოდა ცოლის შემდეგ ნაბიჯს.
-თორნიკეე, - წაიღიღინასავით ნათიამ და ამჯერად ბეჭები დაუკოცნა, - თოკოო, - იცოდა, ვერ იტანდა ამ სახელს, მაგრამ მაინც დაუძახა და შემდეგიც მიიღო. კაცი მაშინვე გადაბრუნდა მისკენ და ანთებული თვალებით შეხედა, ასე ძალიან რომ ურევდა გონებას ქალს.
-რამდენჯერ გითხარი, ნუ მეძახი მაგ სახელს-მეთქი? - კბილებში გამოსცრა კაცმა და მკლავებში მომწყვდეულ ქალს ზემოდან მოექცა, - რისი ღირსი ხარ ახლა? - ბრაზიანი ხმით ეკითხებოდა და ქალის შიშველ სხეულზე დაასრიალებდა ხელებს.
-კოცნის, - ვნებამორეული ხმით უთხრა ნათიამ და ქმრის ტუჩებისკენ წაიწია, მაგრამ კაცმა თავი აარიდა, - თორნიკეე, - ამოიბუზღუნა და ტუჩები გაბუშტა.
-როგორ მიყვარს, როცა პატარა გაბუტულ ბავშვს ემსგავსები, ბრაზდები და შენი დამშვიდება, რომ მხოლოდ მე შემიძლია, - გაუცინა კაცმა და მისი მოფერებით აკრუტუნებულ ქალს ამოზნექილ მკერდზე დააკრო ტუჩები.
ნათია სრულიად გამოეთიშა ამ სამყაროს და საყვარელ ადამიანს თავადაც აჰყვა ალერსში.
-მიყვარხარ! - ამოიჩურჩულა და ქმრის მკლავებში მოქცეულმა ძილს მისცა თავი.
***
მარიამი ორი დღით ნათიასთან წავიდა. ეს დრო თითქოს ის გამოსაცდელი პერიოდი იყო, რომელიც გადაწყვეტდა, ისევ შეძლებდნენ ერთად ცხოვრებას თუ უნდა დაშორებულიყვნენ. იმ ღამით პირველად შევიდა მათ ოთახში იმ ამბის შემდეგ და მარიამის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი ღრმად ჩაუშვა ფილტვებში. ბავშვებს დიდი ხანია ეძინათ. ახლა დრო იყო მასაც დაესვენა. თავადაც შეწვა საწოლში და უფრო მძაფრად შეიგრძნო საყვარელი ქალის სურნელი. მარიამის ბალიშში ჩარგო თავი და მასზე შემოხვეულმა დაიძინა. ამჯერად კოშმარებს აღარ შეუწუხებიათ, თითქოს ქალის გამაბრუებელი სურნელი იცავდა მათგან. დილით ბავშვების ხმამ გამოაღვიძა. აღარც კი ახსოვს, ასე მშვიდად როდის ეძინა ბოლოს. ბავშვების წუწუნის მოსმენისას გაეღიმა და ნელა წამოდგა საწოლიდან. დერეფანში გასულს კი სააბაზანოს კარზე მოკაკუნე ნიკა დახვდა, რომელიც დას ებუზღუნებოდა.
-სესილიაა, გირჩევნია დროზე გამიღო კარი და შემომიშვა, თორემ რომ გამოხვალ, არ ვიცი, რას გიზამ!
-ყველაფერზე მეტად ძილი რომ გიყვარს, მაგის ბრალია, - წყლის ხმაურში მოგუდულად გაისმა ბავშვის ხმა, - ახლა იდექი და მელოდე!
-სესილიაა!
-სააბაზანოში არ გიშვებენ, ნიკუშ? - ღიმილით ჰკითხა შვილს და თმები აუჩეჩა.
-თუ შევიდა, გამოსვლა არ იცის! - ამოიბუზღუნა ბავშვმა და სამზარეულოში შეჰყვა.
-დედას ჰგავს, - ორივემ ერთდროულად თქვა და ამაზე საბამ ხმამაღლა გაიცინა.
-მიდი, თუ გინდა, ჩვენი ოთახის სააბაზანოთი ისარგებლე. მე მანამდე საუზმეს გაგიმზადებთ, - და თაროზე დადებულ შვრიას დასწვდა.
-ოღონდ ჰერკულესი არა! - მზერა შეეცვალა ნიკას და ნელა დაიწყო უკან დახევა.
-აბა, აბა, ახალგაზრდავ, - ხმა გაიმკაცრა საბამ, მაგრამ სახიდან ღიმილი არ მოსცილებია, - დაუბრუნდით კუთვნილ ადგილს!
-აუუ, კარგი რაა, მა, არ მიყვარს ჰერკულესი! დედა მაწამებს და სულ ძალით მატენის ხოლმე და შენც?
-კარგი, დღეს თქვენებურად იყოს, - ბოლოს დანებდა კაცი, - ამას მე და ჩემი გოგო შევჭამთ, შენ კი ჩაის და კარაქიან პურებს მიიღებ.
-საუკეთესო ხარ, მაა, - გაუცინა ბიჭმა, სწრაფად ჩაეხუტა, მერე კი სააბაზანოსკენ მოკურცხლა.
ბავშვები ასაუზმა, გაკვეთილები მოამზადებინა და ბოლოს ეზოშიც გაუშვა. მართალია, სესილიას ყოველ ათ წუთში ერთხელ ურეკავდა და ამოწმებდა, რას შვრებოდნენ, მაინც ვერ ისვენებდა. მერე კი ლაშა მოვიდა და ორივე თავისთან წაიყვანა. ფიქრი და დასვენება შენც გჭირდება, ჩემთან ბავშვთა თავშესაფარს ვხსნიო, უთხრა და სიცილით გაიხურა კარი. მხოლოდ მათი წასვლის შემდეგ იგრძნო თუ როგორ დაიღალა და მარიამის ამტანობის შეშურდა და გაუკვირდა კიდეც. ამ ერთმა შაბათმა დღემ რა უქნა და ქალი როგორ უძლებდა ამდენს, ნამდვილად ვერ ხვდებოდა. გადაღლილი სააბაზანოში შეიკეტა და დიდხანს არ გამოსულა.
მარიამის გარეშე სხეულიცა და სულიც ეწვოდა, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ენდობოდა. მშვენივრად იცოდა, როგორ სტკენდა თავისი საქციელებით საყვარელ ქალს და მისი დაბრუნების შემდეგ თითქოს ჩამქრალი დადიოდა მარიამი, მაგრამ ის უფრო არ უნდოდა, რომ მისთვის რაიმე დაეშავებინა, გაუცნობიელებლად, მაგრამ მაინც.
სარკეში საკუთარ ანარეკლს გაუსწორა თვალი და ნანახმა შეაკრთო. მერე რა, რომ ჭრილობები დიდი ხნის წინ შეხორცებოდა და ნაიარევები კიდევ უფრო ასიმპაიურებდა, თვალები აღარ გამოიყურებოდა ისე, როგორც ადრე. აქამდე იმედით, სიცოცხლით სავსე თაფლისფერი თვალები ახლა ჩამქრალიყვნენ და ტკივილისა და იმედგაცრუების მეტს აღარაფერს ასხივებდნენ.
-იდიოტი ხარ, საბა, ნამდვილი იდიოტი, - გამოუცხადა საკუთარ ანარეკლს, შემდეგ კი ზურგი აქცია და ოთახში შევიდა.
კარადასთან იდგა და ტანსაცმელს იღებდა, როცა შემთხვევით თავის მაისურს მარიამის ზედაც გადმოაყოლა, რასაც ძირს დავარდნილი ნივთის ხმაც მოჰყვა. მაისური სწრაფად გადაიცვა და იატაკს დახედა. ძირს სქელი, შავყდიანი ბლოკნოტი ეგდო, რომელიც წლების წინ თავად აჩუქა ქალს. თავიდან უკან დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ შემდეგ ინტერესმა სძლია და გადაშალა. ბლოკნოტი მარიამის დღიური აღმოჩნდა. როგორც სჩანს ქალს ჩანაწერების კეთება ბლოკნოტის ჩუქების დღიდანვე დაეწყო. თავიდან ყველა მოგონება ბედნიერი იყო, სანამ თავისი დაკარგვის შემდეგ ჩანაწერებს არ წააწყდა. სულმა აქაც წასძლია და კითხვა დაიწყო:
„02.09.2008
დღეს თორნიკე და ლაშა გამოწერეს კლინიკიდან. მათი უკან დაბრუნების შემდეგ უფრო ვიგრძენი საბას დაკარგვა. აქამდე მჯეროდა, რომ ბიჭებთან ერთად დაბრუნდებოდა, ისევ ისე ძვლების კივილამდე მომეხვეოდა, მანამ არ გამიშვებდა, სანამ არ ავწუწუდებოდი და ის წერილი, უწყებიდან რომ მივიღე, სიცრუე აღმოჩნდებოდა, მაგრამ შევცდი...“
შემდეგი გვერდებიც თითქმის მსგავსი შინაარსის შემცველი იყო. ზოგან კალამი იმდენად გადათხაპნილიყო, რომ მისი ამოკითხვა შეუძლებელი ხდებოდა და აშკარას ხდიდა ფაქტს, რომ ავტორი ამ დროს ტიროდა.
„31.12.2008
ერთი წლის წინ ნიკაზე ხუთი თვის ორსული ვიდექი სამზარეულოში და ტოქსიკოზის მიუხედავად, ვცდილობდი ყველაფრის გაკეთება მომესწრო. ახლაც სამზარეულოში ვარ, მაგრამ საბა, გეფიცები, არაფრის ხალისი არ მაქვს. სესილია, ბოლო დროა, გამუდმებით ტირის, შენ გკითხულობს და ხასიათი იმდენად გაუფუჭდა, რომ მისი გაძლება ცოტა არ იყოს მიჭირს. ღმერთო, რას ვბოდავ, არა?! როგორ შეიძლება საკუთარ სისხლსა და ხორცზე მსგავსი საუბარი, მაგრამ ასეა. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ნერვიულობაზე რძე დამიშრა და ნიკუშას ხელოვნურ კვებაზე გადაყვანა მომიხდა. თავი მსოფლიოში ველაზე საშინელი დედა მგონია, რადგან ეგოისურად მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რა მეშველება შენს გარეშე და მხოლოდ კარგად გამოტირების შემდეგ ვიწყებ ნიკუშასა და სესილიაზე ზრუნვას. აღარ შემიძლია უშენოდ! ვისი, ცოცხალი ხარ. ვგრძნობ. მალე დამიბრუნდი, მალე დაგვიბრუნდი, რაა! უშენოდ სუნთქვაც კი ჭირს, სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვა“.
„01.01.2009
პირველი ახალი წელია, რომელიც უშენოდ დადგა. პირველი ახალი წელია, რომელიც შენი ჩახუტების ნაცვლად მარტომ დავიწყე ბავშვებთან ერთად. გუშინ სესილიამ ისევ იჭუჭყუნა, მოგიკითხა და თოვლის პაპასთვის მიმაწერინა, რომ მამიკოს დაბრუნება უნდოდა. გული მეტკინა, როცა დილით მისი იმედგაცრუებული თვალები დავინახე. ნაძვის ხის ქვეშ დაწყობილ სათამაშოებს ყურადღებაც კი არ მიაქცია, ატირებული მომეხვია და დიდხანს სლუკუნებდა. ვერაფრის დიდებით დავაწყნარე. გახსოვს, რომ ვეჭვიანობდი, სესილიას შენ უფრო უყვარხარ, ვიდრე მე-მეთქი?! რას არ დავთმობდი, რომ ეგ დრო ისევ დამებრუნებინა“.
საბამ თვალზე მომდგარი ცრემლები უკან გადააგორა და შემდეგ გვერდზე გადაშალა.
„01.03.2009
ხუთი წლის წინ ზუსტად ამ დღეს გაგიცანი და ჩემი ჯერ კიდევ ბავშვური სამყარო მთლად გადაატრიალე და შეცვალე. სად ვიცოდი თვრამეტი წლის ღლაპმა, რა იყო სიყვარული?! ეგეც შენ მასწავლე და სწორედ მაგიტომ არ გითხარი უარი, როცა ჩვენი გაცნობის შვიდი თვის თავზე, ცოლობა მთხოვე. შენგან განსხვავებით, უგულო არსებავ... ვის ვატყუებ?! ყველაზე ნაკლებად ეს სახელი შეგეფერება. შენგან განსხვავებით, ნიკამ საჩუქარი გამიკეთა და დღეს პირველად დამიძახა დედა ყველას თვალწინ. თორნიკე და ლაშა ცოტა გაბრაზდნენ, ჩვენი სახელები რატომ არ თქვა პირველადო, რადგან მთელი დღეები უმეორებდნენ, რაც ლაპარაკის მცდელობა დაიწყო, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.
თორნიკემ, როგორც იქნა, საშველი დააყენა და ნათიას სიყვარული აუხსნა. აი, იმ ნათიას, შენ რომ ეჩიჩინებოდი, გიყვარსო და ის მთელი მონდომებით გეწინააღმდეგებოდა, მიყვარს არა, იხვის ტოლმაო. იმედია, მის ცოლად მოყვანასაც ამდენი ხანი არ გააჯანჯლებს და მალე მიხვდება, რომ მის გარეშე უბრალოდ ცხოვრებაც კი არ შეუძლია“.
„09.07.2009
დღეს ნიკუშამ პირველად გაიარა. ნათლიას ეჭირა ხელში, როდესაც აჭუჭყუნდა, ძირს დასმა მოითხოვა და ჩემკენ ბელის ნაბიჯებით წამობაჯბაჯდა, თან თავისი ოთხი კბილით მიღიმოდა. მაშინვე სესილიას პირველი ნაბიჯები დამიდგა თვალწინ, რომლებიც, რა თქმა უნდა, შენს ხელში გადადგა და მაშინაც ბავშვურად გაგებუტე. მოგონებებმა კი იქამდე მიმიყვანა, რომ ავტირდი და ნიკუშაც ავატირე. მისი დაწყნარება თორნიკემ ითავა, მე კი ჩვენს, აწ უკვე ჩემს ოთახში შემოვედი, შენს ბალიშს ჩავეხუტე და იქამდე ვღვარე ცრემლები, სანამ არ დამიშრა. უნამუსო არსებავ, ყველაზე მეტად ჩემს ცრემლებს ვერ იტანდი და ახლა რატომ მატირებ ამდენს, რატომ?“
საბამ ამოიოხრა და მარიამის დღიური ცოტა ხნით გვერდით გადადო. ცოლის ტკივილი იმდენად უმძიმებდა გულსა და სხეულს, რომ ვეღარ უძლებდა. ტყვეობის პირველი წელი გაახსენდა. როდესაც აშიმშილებდნენ, კვირაში რამდენჯერმე სცემდნენ და სახელმწიფო საიდუმლოების გათქმას აიძულებდნენ. მაგრამ კლდესავით მდუმარე იყო და მხოლოდ ჭრილობების მიღებისას თუ ამოიღებდა ხმას. ტყვედაც ერთ-ერთი ჯარისკაცის დაუდევრობის გამო ჩავარდა, რომლის გადარჩენაც ვეღარ მოახერხა. ადგა, ფანჯარა გამოაღო და ოთახში აპრილის ჯერ ისევ სუსხიანი ჰაერი შემოუშვა. იმდენად სტკოდა მარიამის დაწერილი თითოეული სიტყვა, რომ სუნთქვა აღარ შეეძლო. სპაზმები ეწყებოდა. თითქოს ოთახიდან მთელი ჟანგბადი გააქრეს და ახლა ცოცხალ-მკვდარი ღია ფანჯრიდან ცდილობდა ჰაერის მიღებას.
***
თბილისს გასცდნენ თუ არა და გომბორიც გადაიარეს, თითქოს თავისუფლად დაიწყო სუნთქვა. ოდნავ ჩამოწეული ფანჯრიდან სოფლისთვის დამახასიათებელი სუნი შემოდიოდა, მაგრამ ეს არც ერთს არ აწუხებდა. საჭესთან გვანცა იჯდა. ნათია მის გვერდით და მითითებებს აძლევდა, მაგრამ მაინც, ქალმა იმდენი მოახერხა, ისეთი სიმღერები ჩართო, რომ სამივე სიცილით კვდებოდა და შეძლებისდაგვარად აყოლებდა მუსიკის ჰანგებს სხეულსა და ხმას.
-Yayaya Coco Jumbo, Yaya yee, - დაიწყო გვანცამ და იმდენი ქნა, რომ ბოლოს თავად იყო ჩუმად და მარიამისა და ნათიას სიმღერას უსმენდა.
-DJ გვანცაა, შემდეგიიი, - სიცილით დაილაპარაკა ნათიამ და წყალი მოსვა, - უჰ, რა კარგია ასე. დიდი ხანია ამდენი არ მიცინია.
-შემდეგი?! იქნება შემდეგი, - თვალები ააციმციმა და დისკი შეაცურა.
-გაფიცებ, ეს სიმღერები მეც კი აღარ მახსოვს და შენ საიდან? - შეიცხადა მარიამმა და გაიცინა.
-სკლეროზიანი რომ ხარ მაგიტომ! შენს ძმას ვუმწარებ ხოლმე მგზავრობას. თან ჩვენი ბავშვობის დროინდელი სიმღერებია!
-მოიცადეთ, ახლა მისამღერია, სამივე ერთად, - ჩაერთოთ ნათია და ჩასუნთქვის მერე სიმღერაც დაიწყო.
-Y la baila!! Y la goza!! Y la cantaaaaaaaa!! Asereje ja deje, dejebe tu jerebe, semi noba majabi, ande bugui ande guidibidi.
ასე სიცილ-სიცილში კი მიაღწიეს დანიშნულების ადგილსაც. ნათიას სახლი გარედან არაფრით გამოირჩეოდა სხვა სახლებისგან, სამაგიეროდ დიდი და ძალიან ლამაზი ეზო ჰქონდა, სადაც თითქმის ყოველი ხის ძირას გაებათ ჰამაკი.
-აუუ, რა მაგარია, - ჰამაკების დანახვაზე აღფრთოვანება ვერ დამალა გვანცამ და პირველი შევიდა ეზოში, - მითხარი, აქ არასდროს რატომ არ ვართ ნამყოფები?
-შენ კი არა, თორნიკეც ერთხელაა აქ ნამყოფი, - ენა გამოუყო ნათიამ და სევდიანი ფიქრებისგან თავის დასახსნელად თავი გადააქნია, - მომინდომა ქმარზე უფრო მეტი პრივილეგია!
-მაშ, როგორ?! - ეშმაკურად აუციმციმდა თვალები გვანცას, - მართალია, მე იმას ვერ შევძლებ, რასაც შენი ქმარი გიშვრება, მაგრამ...
-გვანცაა! - დაიყვირა სახეზე წამოწითლებულმა ქალმა და იქვე ხიდან მოწყვეტილი ალუჩა გაუქანა.
-კარგი, გოგო, ნუ ხარ შენ უზრდელი, - მხარი გაჰკრა მარიამმაც და მანქანიდან პარკები გადმოიტანა, - ესენი სად წავიღო, ნათი?
-მოიცადე, კარს გაგიღებ, წამო. შენ კიდევ, მანქანა შემოაყენე ეზოში, ქალბატონო, - მიმართა გვანცას და მარიამს მიეხმარა.
ბოლოს სამივე სახლში იდგა და იქაურობას ალაგებდა. ნუ, მარიამი სამზარეულოში დატოვეს. ყველაზე კარგი მზარეული ხარ და აბა, შენ იცი, მშივრებს ნუ დაგვხოცავო, თავად კი სახლის მოწესრიგებას შეუდგნენ. ბოლოს სამივემ ივახშმა და მგზავრობისგან დაღლილებს მალევე ჩაეძინათ. სამაგიეროდ მეორე დღეს დილაადრიან დაიწყეს გართობა. ნათიამ მარნიდან ბებიამისის დაწურული ღვინო ამოიტანა, რომელიც საგულდაგულოდ ჰქონდა გადამალული და ეზოში გასულები თან სვამდნენ და თან ლაპარაკობდნენ. ცოტა ხანში მუსიკებიც ჩართეს და აკისკისებულები ცეკვავდნენ კიდეც. შემდეგ კი ისევ დალევის და საუბრის ჯერმა მოაწია.
-კარგი რაა, მარო, ცოტა გამხიარულდი! - დასევდიანებული მეგობრის დანახვა ვერ აიტანა გვანცამ და მხარზე ხელი გადახვია, - გინდა, რამეს მოგიმზადებთ.
-არ მინდა.
-აბა, რა გინდა?
-საბასთან მინდა, საბა მინდაა, მაგრამ მას არ უნდა, - ამოიტირა და თავი ხელებში ჩამალა.
-აცადე, თავად დამშვიდდება, - ანიშნა ნათიამ და წყალი მოსვა.
-მარ, არ გინდა, გვითხრა, რა ხდება? - შედარებით დამშვიდებულ ქალს კითხვა შეაპარა გვანცამ.
-არაფერი რომ არ ხდება, სწორედ ეგ მიშლის ნერვებს!
-არაფერი? საერთოდ არაფერი? ანუ...
-ანუ გვანცა, ანუ! ვეღარ ვიგებ, მისი დაბრუნება სჯობდა საერთოდ თუ არა!
-მარიამ, რა სისულელეს ამბობ, ხვდები მაინც?
-კი, - თავი დააქნია ქალმა და ჭიქაში ჩამოსხმული ღვინო ერთ ყლუპში დაცალა, - ვხვდები, მაგრამ ახლა ისე ვარ, ჩემი სიტყვების უკან წაღებასაც კი არ ვაპირებ.
-ერთად არ... მმმ... - დაფიქრდა ნათია სწორი სიტყვების შესარჩევად.
-ერთად არ გძინავთ? - მიეშველა გვანცაც.
-ერთად კი არა, ერთ ოთახშიც კი არ გვძინავს. მაგრამ ყველაზე ნაკლებად ახლა ეგ მანაღვლებს.
-ერთმანეთს თუ მაინც ელაპარაკეთ?
-შენი აზრით? რამდენჯერაც რაღაცის თქმა დავაპირე ჩვენს ურთიერთობაზე, იმდენჯერ თავი ამარიდა. სესილიამ კიდევ საერთოდ ის მკითხა, მამიკოს რომ დივანზე სძინავს ამდენი ხანია, ხომ არ შორდებითო.
სამივე მათგანი გაჩუმდა და საკუთარ ფიქრებში ჩაიძირა, სანამ მათი მყუდროება მეზობელი სახლიდან გამოსულმა სიმღერების ხმამ არ დაარღვია.
-აი, ზუსტად ეს გვჭირდებოდა სრული ბედნიერებისთვის, - ამოიბურდღუნა გვანცამ და ფეხზე წამოდგა, - გადავალ, ხმას დავაწევინებ და ერთი კარგადაც მივალანძღავ. გულს მოვიოხებ. უკვე ჩემს ნერვებზეც კი მოქმედებს, იმდენად ხმამაღლაა! ან საერთოდ ვის გაუგია, შუა სოფელში ამ სიმაღლეზე ასეთი სიმღერების მოსმენა?
მაგრამ გვანცას არსად გასვლა არ დასჭირვებია. სახლის კარი გაიღო და მობილურზე მოლაპარაკე კაცმაც გამოაბიჯა ეზოში. ქალი მაშინვე ღობისკენ დაიძრა, მაგრამ კაცის დანახვით გამოწვეულმა მარიამის რეაქციამ უკან დაახევინა.
-დამმალეთ ვინმემ, - ამოიჩურჩულა ქალმა და სკამზე ჩაცურდა, როგორმე რომ დამალულიყო.
-რა ხდება, მარ? - დაინტერესდა ნათია და მაგიდის ქვემოთ ჩაიხედა.
-ირაკლია.
-სად? - ვერ მიხვდა გვანცა.
-ვინ ირაკლი? - დაინტერესდა ნათია.
-მოიცადე, ჩემი დედამთილი რომ გირიგებდა, ის ირაკლი? - უცებ მოვიდა აზრზე გვანცა და დაწვრილებული თვალებით გახედა მათკენ შემობრუნებულ კაცს, - აქ რა ჯანდაბას აკეთებს?
-და რატომ იმალები? - დაიბნა ნათია.
-მე აქ საბასა და ჩემზე მოვთქვამდი და შენი აზრით, ახლა მაქვს მისი ნახვის ნერვი? - დაიბღვირა ქალმა და უკეთ შეძვრა მაგიდის ქვეშ, მაგრამ მაინც მოესმა კაცის დათაფლული და გაოცებული ხმა.
-მარიამ?! მარიამ, ნამდვილად შენ ხარ? - კაცი უკვე ღობეს ეყრდნობოდა და ისე აკვირდებოდა მაგიდის ქვეშ შემძვრალ ქალს.
-გინდა, ავავხვევინო? - ჩურჩულით ჰკითხა გვანცამ და თან კისერი გადაატრიალა, თითქოს რინგზე გამოსასვლელად ემზადებაო.
ირაკლი კი არ ჩერდებოდა.
-რა საოცარი დამთხვევაა, არა? რას ვიფიქრებდი, აქ თუ შეგხვდებოდი. მაინც რა პატარაა ეს სამყარო!
-მარიამ, სირცხვილია. ან გამოძვერი მაქედან, ან მე მიმიშვი და ისე გავაგდებ, მეორედ რომ დაგინახავს, ქუჩის მეორე მხარეს გადავა და ისე აგივლის გვერდს.
-ჯანდაბა! - თავის წამოწევას ეცადა ქალი, მაგრამ მაგიდას აარტყა და წამოიკვნესა.
-კარგად ხარ, მარიამ? - ლამის ღობეს გადმოაფრინდა კაცი.
-კი, კი, მადლობა. უბრალოდ თასმა გამეხსნა და იმას ვიკრავდი, - დაყენებული ღიმილი შეანათა კაცს და ფეხსაცმელს დახედა.
-მე გვანცა ვარ, - ჩამოწოლილ სიჩუმეში გაისმა ქალის წკრიალა ხმა, - მარიამის რძალი. ეს კი ნათიაა.
-სასიამოვნოა. მეგობრებიც თავისნაირი მშვენიერები ჰყოლია, - ირაკლი თვალს არ აშორებდა დასჯილი ბავშვივით აწურულ ქალს და ისე ლაპარაკობდა.
-გმადლობთ, - თქვა გვანცამ და მარიამს იდაყვი გაჰკრა, შენც თქვი რამეო.
-გოგონებო, ჩემთან დაგპატიჟებთ, თუ რა თქმა უნდა, გსურთ.
-ოჰ, არა, მადლობა. ჩვენ ისედაც საკმაოდ შემთვრალები ვართ, - არ დაბნეულა გვანცა, - და სახლში ქმრები გვიცდიან. მუსიკას თუ ოდნავ მაინც დაუწევთ, დაგვავალებთ.
-რას ამბობთ, მაგაზე როგორ გაწყენინებთ, - ოცდათორმეტივე კბილით გაიღიმა კაცმა და სახლისკენ წასული ისევ უკან შემობრუნდა, - ხვალ საღამომდე აქ ვარ და თუ რამე დაგჭირდათ, არ მოგერიდოთ.
-სწრაფად სახლში! ვაცხადებ სრულ მობილიზაციას! - მოულოდნელად გამოაცხადა გვანცამ და ერთ ადგილას გაშეშებული ნათია და მარიამი შეაკრთო.
-ხომ კარგად ხარ, გვანცა? - დაინტერესდა ნათია.
-ახლა ორივემ მოჰკიდეთ მაგ მაგიდას ხელი და ისე შემოიტანეთ სახლში, როგორც გამოაცუნცულეთ. მე კარებს გაგიღებთ. აქ ყველაფერი რიგზე არაა. არ მჯერა მე ამ მოულოდნელი დამთხვევების!
იმ დღეს თითქმის აღარ გასულან ეზოში. გვანცა და მარიამი ნერვიულად მიმოდიოდნენ და თან გამალებული ფიქრობდნენ.
-არა, დავიჯერო მასაც აქ აქვს სოფელი და მართლა დაემთხვა? - ამოიოხრა უკვე გამოფხიზლებულმა ქალმა და სახეზე ხელები ჩამოისვა.
-სისულელეა, - მაშინვე უარყო მარიამის აზრი და ნათიას მიუბრუნდა, - ვისი სახლია მანდ?
-აღარც კი მახსოვს, - მხრები აიჩეჩა ქალმა.
-ერთადერთი ხარ ჩვენს შორის, ვისაც არ დაულევია და კიდევ შენ გაქვს პრობლემები გონებასთან?
-გვანცა, დიდი ხანია აქ არ ვყოფილვარ და აბა, რა ვიცი, რა მოხდა? ისე, როგორც მახსოვს, მანდ ვიღაც ქვრივი ქალი ცხოვრობდა და მაგ სახლს ყოველ სეზონზე აქირავებდა. ნეტავ, ცოცხალი მაინც თუღაა?
-მარიამ, - ფანჯარაში მოცქირალ ქალს ხელი აუფრიალა წინ და თავისკენ მოახედა, - ახლა გათიშვებისა და საბაზე ფიქრის დრო არაა. უნდა გავარკვიოთ, რა ჯანდაბა ხდება აქ და ეს ირაკლი რაღა მაინცდამაინც აქ გამოგეცხადა.
-მე საიდან უნდა ვიცოდე?
-ხოდა, უნდა დავფიქრდეთ. არაა, ასე არ შემიძლია. ვგრძნობ, რომ ისევ მთვრალი ვარ. ბორჯომი მჭირდება!
-მოგიტან, - ფეხზე წამოდგა ნათია და სამზარეულოში გავიდა.
-ესეც შენი მშვიდად ყოფნა და ფიქრი! - ჩაიბურტყუნა მარიამმა და ტახტზე გადაწვა.
კვირა დილაც გათენდა. არც ერთ ქალს ნორმალურად არ სძინებია და დილით თვალებამოღამებულები დადიოდნენ.
-გეფიცებით, მთელი ღამე ვიჭ....ტდი ტვინს, მაგრამ ერთი აზრიც კი არ მომსვლია თავში, - დაიწუწუნა გვანცამ საუზმობისას და მჟავე კიტრის ქილასაც გადასწვდა.
-არ ვიცოდი, ასე თუ მოხდებოდა, თორემ აქ წამოსვლას საერთოდ არ შემოგთავაზებდით, - თავი დახარა ნათიამ და ერთმანეთში ახლართულ თითებს დახედა.
-შენ არაფერ შუაში ხარ, ნათი და ტყუილად ნუ ჩამოუშვი ცხვირი, - გაუღიმა მარიამმა და მკლავზე ჩამოუსვა ხელი.
-მოიცადეთ, მგონი, მივხვდი! - მოულოდნელად წამოიძახა გვანცამ და ნახევრადნაჭამი კიტრი თეფშზე დააბრუნა.
-ჯერ იქნებ ეგ ლუკმა გადაგეყლაპა და მერე ისე გელაპარაკა?
-მართალი ხარ, დაო, - გაიცინა ქალმა და წვენიც დააყოლა, - აბა, ახლა სამივე დავფიქრდეთ და კარგად გავიხსენოთ, ვის ვუთხარით ჩვენი გეგმების შესახებ. მარიამ?
-საბა გავაფრთხილე, რომ ორი დღე სახლში არ ვიქნებოდი. სულ ესაა. ნუ, ბავშებიც, რა თქმა უნდა.
-შენ ნათი?
-მე მხოლოდ თორნიკეს ვუთხარი.
-კარგი, გასაგებია, - წამით ჩაფიქრდა გვანცა, - ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა!
-რა, რა მოხდა?
-იმ დღეს, როცა ლაშას ვეუბნებოდი ჩვენი აქ წამოსვლის შესახებ, ჩვენთან დედაშენი იყო მოსული!
-მერე? - დაიბნა მარიამი.
-ნუ, მართალია, მის მოსვლამდე გავაფრთხილე ლაშა, მაგრამ მერე ბავშვებსაც რომ ველაპარაკებოდი, სახლში იყო.
-ოხ, დედა! - ამოიოხრა ქალმა, - ისევ არ ეშვება ინტრიგების ხლართვას. სულ არ ანაღვლებს, რომ საბა დაბრუნდა.
-დარწმუნებულები ხართ? - მაინც დაეჭვდა ნათია.
-აბა, სხვანაირად ირაკლი ვერაფერს გაიგებდა, შანსი არაა!
-არადა, რესტორანში სულაც არ ჰგავდა ასეთ მომაბეზრებელ ტიპაჟს. რამ გააგიჟა?
-მზია დეიდას ხელწერაა, - ამოილაპარაკა გვანცამ, - ვცნობ. თავიდან მეც არ მოვწონდი ლაშასთვის და მიუხედავად იმისა, რომ ცოლი ვიყავი, ხან რომელ თავის ნაცნობ გოგოს ახვედრებდა თან ჩვენთან სახლში, ხან რომელს. ბოლოს ლაშამ გაუჭედა და გაჩერდა. თან მაშინ ორსულად ვიყავი და ცდილობდა ისე მოეგვარებინა, მე ნაკლებად მენერვიულა. ვაიმეე, ჩემი მზრუნველი ბიჭი! არა, რომ ჩავალ, ერთი მაგრად უნდა ჩავეხუტო.
-ხო, მარტო ჩახუტება უშველის საქმეს, - გაიცინა ნათიამ და მერე თავადაც დაუსერიოზულდა სახე.
-თქვენ თქვენს ქმრებს მაინც ჩაეხუტებით და მე ვიკითხო, - ამოიოხრა მარიამმა და ირონიულად გაიცინა, - ვატყობ, მომიწევს ისევ ბალიშთან ჩახუტებულს ძილი.
-ხოდა, იმ ბალიშს გაჩუქებთ დაბადების დღეზე მკლავის ფორმა რომ აქვს, - დაქალის გამხიარულებას შეეცადა გვანცა და დაბღვერილ მარიამს თვალი ჩაუკრა, - რაა?! კომფორტულად მაინც იქნები!
-მართალია გვანცა, - აჰყვა ნათიაც, - იქნებ მაგაზე იეჭვიანოს კიდეც საბამ და... - წინადადება აღარ დაასრულა და წარბები აათამაშა.
-არაა, გვანცასთან გატარებული ერთი დღეც კი საკმარისი აღმოჩნდა შენთვის, რომ სულ გადასულიყავი ჭკუიდან, - გაეცინა მარიამს, - მაგრამ მე მართლა მაინტერესებს, რა უნდა ვქნა? ამდენი ხანია ვფიქრობს და ვერანაირ დასკვნამდე ვერ მივედი.
-ომის შემდეგ არც ლაშა მეკარებოდა რაღაც პერიოდი, იცი? - ხმა დაუსერიოზულდა გვანცას.
-მერე?
-მერე? - მრავალმნიშვნელოვნად ჩაიცინა ქალმა და თვალები დახუჭა, - მერე ყოველ დღე იმაზე უფრო მეტად გამომწვევად ვიქცეოდი, ვიდრე ყოველთვის. იმ წელს შეემატა ყველაზე მეტი სექსუალური საცვალი და ღამის პერანგი ჩემს კოლექციას. თუ არ მეშლება, საავადმყოფოდან გამოწერის სამი თვის თავზე დაგვადგა საშველი. იმ დღეს ჩავიცვი ყველაზე მაცდური სამოსი და ვერც ლაშიკომ ვეღარ შეიკავა თავი. მაშინ მქონდა ყველაზე ვნებიანი სექსი.
-მოდი, დეტალები არ გვინდა, კარგი? - გვანცას გაბადრულ სახეზე გაეცინა მარიამს.
-ისე, კი უნდა მოვძებნო ის ღამის პერანგი, სად დავდე, ნეტავ? - ახალი სადარდებელი გაუჩნდა ქალს.
-თუ სწორად მახსოვს, მეორე ბავშვიც მალევე გააჩინე მაგ პერიოდის მერე და, ჰაა, გინდა კიდევ ერთი შვილი?
-მოკლედ, რაა. ყველაფრის ჩაშხამება კარგად გამოგდის ადამიანისთვის, ბრავო, მარიამ, - წარბები შეკრა ქალმა, ნათია კი ამაზე აკისკისდა, - ეს დედა ტერეზაც რომ მე დამცინებს, რაა. ისეთი სასაცილო და დახურული პიჟამოები გეცვა, მიკვირს, როგორ უნდება თორნიკეს შენთან მოკარება და რატის არსებობა, ხომ საერთოდ თავსატეხია ჩემთვის! - მაშინვე გააჩუმა და ააწითლა ქალი, - აი, ასე. აწითლებული და მორცხვი უფრო მომწონხარ. არაა საჭირო, მთლად წახვიდე ხელიდან და მე დამემსგავსო. უკომპლექსო და გარყვნილი ერთიც საკმარისი ვარ ამ სამეგობროსთვის.
-გვანცაა!
-ორი მონაზონი, რაა! - თვალები აატრიალა ქალმა, - ისე, მართლა უნდა მოვძებნო ის ღამის პერანგი!
-ისევ დაიწყო, - ხელი ჩაიქნია მეგობარზე ქალმა და თავის თეფშს მიუბრუნდა.
-ჩემთვის არა, შენთვის საყვარელო, - ეშმაკურად გაუღიმა და თვალი ჩაუკრა, - ხო და აქვე, აი, ჩემი რჩევაც. შენს ადგილას, თბილისში დაბრუნებული ქმრის გაღიზიანებას და მის ნერვებზე თამაშს დავიწყებდი. როგორც მახსოვს, ამ ოთხშაბათს კორპორატიული საღამოც გაქვთ. კეთილი ინებოს და წამოგყვეს! იმ საღამოდან რომ დავიწყებდი მის ნერვებზე თამაშს, სახლში დაბრუნებული ყველაზე გამომწვევ საღამურს ჩავიცვამდი და მერეე... ოოო, მერეე, მთელი ღამე არ გავჩერდებოდი!
-ამას აშკარად ჰორმონები აწუხებს ამ სიბერის ჟამს და ვერ ხვდება, - თვალები აატრიალა ქალმა და გვანცას ნეტარ სახეზე გაიცინა.
-გეთანხმები, - სიცილითვე დაუქნია თავი ნათიამ, - ქმარი ენატრება და ვერ გვიმხელს.
-მოკლედ, ოთხშაბათს ჩემთან გელოდები, - თვალები გაახილა გვანცამ და მარიამს შეხედა, - შენთვის შესაფერისი კაბა მაქვს! - ტაში შემოჰკრა და წინ დადებული ალუჩა ყბაში გაუშვა.
-შანსი არაა! - თავი შორს დაიჭირა ქალმა, - რამდენიმე წუთის წინ ისეთები ილაპარაკე, წარმოდგენაც არ მინდა, რას დამახვედრებ.
-კარგი, მე მოვალ, - მხრები აიჩეჩა გვანცამ, - და ნათი, შენი დახმარებაც დაგვჭირდება. ამის ვარცხნილობას და მაკიაჟს ერთდროულად მე ვერ მივხედავ.
-რომელზე დავადგეთ? - უცბად აჟიტირდა ნათიაც.
-რადგან კორპორატიული 7-ზეა, 4-ზე რომ ავიდეთ, მგონი, კარგი იქნება, არა?
-და მე აღარაფერს მეკითხებით? იქნებ საერთოდ არ ვაპირებ წასვლას, ან საბა არ მთანხმდება?
მაგრამ ისეთი თვალებით გახედეს, მაშინვე გაჩუმდა და დანებების ნიშნად ხელები ასწია.
-ხოდა, ეგრე! - ეშმაკურად ჩაიცინა გვანცამ და ნათიას გაშლილ ხელს საკუთარი დაარტყა, - ოპერაცია, ჭკუიდან გადავიყვანოთ მსოფლიოში ყველაზე ბუნჩულა სიძე, იწყება!
გოგოები მალევე წამოიშალნენ და იქაურობა მიალაგეს. არც ერთს არ გასჩენია ეზოში გასვლის სურვილი, მაგრამ რამდენჯერმე მოუწიათ. მარიამის ეზოში გასვლას კი, თითქოს სპეციალურად ემთხვეოდა მობილურმომარჯვებული ირაკლის მეორე ეზოში გამოსვლაც. მამაკაცი საუბრის გაბმას ცდილობდა და თემებიც არ ელეოდა, მაგრამ ქალი როგორღაც იძვრენდა თავს და სახლში მიდიოდა.
-არა, ეს უკვე მეტისმეტია, - ამოიღრინა გვანცამ, როცა მანქანაში სხდებოდნენ და მათკენ წამოსული ირაკლი დალანდეს, - ამ კაცს ვცემ!
-უკვე მიდიხართ, გოგონებო? რატომ მეგონა, რომ კიდევ ცოტა ხანს დარჩებოდით?
-ნაოჭების ნაკლებობამ იცის ტვინში, - კვლავ ჩაიღრინა გვანცამ და მანქანაში ჩამჯდარი მარიამის ნაცვლად გაეპასუხა, - გვეჩქარება, ირაკლი. სამივეს მშიერი ქმარ-შვილი გველოდება სახლში.
კაცს სახეზე ფერებმა გადაუარა, მაგრამ მაინც არ დაბნეულა.
-მაშინ, მომავალ შეხვედრამდე...
-რომელიც, იმედია, აღარასდროს მოხდება, - ამჯერად მარიამმა ჩაიბურტყუნა და უბრალოდ თავი დაუკრა.
-რომელიც, იმედია, იმაზე მალე მოხდება, ვიდრე გვგონია, - ღიმილით დაასრულა სიტყვა კაცმა.
-იცი, გზიდან თუ არ გაიწევი, რაღაცას დაიშავებ, - ირონიულად გაუცინა გვანცამ და ძრავა აამუშავა, შემდეგ კი ისე მოსწყვიტა მანქანა ადგილს, რომ მამაკაცი ტალახის შხეფებით დაფარა.
-მასე მოგიხდება, ირაკლიუს, - გაიცინა ქალმა და სარკეში გახედა უკან დარჩენილ სილუეტს, რომელიც სულელივით უქნევდათ ხელს, შემდეგ კი თავისი ძვირადღირებული კოსტიუმის დაფერთხვას შეუდგა, - არა, მაინც სად შოულობს დედაშენი ასეთებს, ჰა? - ამჯერად მარიამს გახედა და თავი გადააქნია.
***
მზემ ნელ-ნელა დაუთმო ადგილი მთვარეს და ბინაშიც ჩამობნელდა. საბა მხოლოდ მობილურის ხმამ გამოაფხიზლა. ლაშა სწერდა, რომ ბავშვებს თავისთან დაიტოვებდა კვირა საღამომდე და შეეძლო მშვიდად ყოფილიყო. შეტყობინება ცალი თვალით გადაიკითხა, ბოლოს კი მაინც მარიამის დღიურს დაუბრუნდა.
„11.09.2009
დღეს დაჯილდოებაზე ვიყავი ლაშასა და თორნიკესთან ერთად. შენი ორდენები გადმომცეს და მაიორის წოდება მოგანიჭეს. სულ არ გამხარებია, იცი?! მხოლოდ იმას ვნატრობდი, ნეტავ, მალე დამთავრდებოდეს ეს მასკარადი, რომ სახლში მისვლა და ტირილით გულის მოოხება შევძლო-მეთქი. ეგეც ვერ შევძელი. ცრემლიც კი აღარ მაქვს.
შენი ორდენები ყველაზე მაღლა მდებარე თაროზე შემოვდე კარადაში, რათა ნაკლებად მომხვდეს თვალში და საერთოდაც, თუ ვერ დავინახავ, სულაც არ დამწყდება გული. ნეტავ, შენ მყავდე ახლა გვერდით და ეს სულელური ჯილდოები და სიგელები არ მიჭრელებდნენ თვალებს! შენს ყველა წოდებასა და ჯილდოს დავთმობდი, ოღონდ ახლა ჩემს გვერდით მეგულებოდე და ისევ გასაყინად არ მიმეტებდე ჩვენს საწოლში. გეფიცები, საერთოდ ვერ ვთბები. ცხრა საბანიც რომ დამაფარო, მაშინაც კი. მალე დამიბრუნდი, მალე დაგვიბრუნდი. უშენოდ გაუსაძლისად რთულია ყველას და ყველაფრის ატანა!“.
„22.09.2009
დღეს გვანცას და ლაშიკოს მეორე შვილი შეეძინათ. მეორედ გავხდი მამიდა და ღმერთო, ასეთი აჟიტირებული და გახარებული დიდი ხანია, არ ვყოფილვარ! იცი, როგორი საყვარელი გოგოა?! მეც კი მომინდა კიდევ ერთი შვილი. არ გინდა, მალე დაბრუნდე? მენატრები!“.
„01.01.2010
კიდევ ერთი ახალი წელი დადგა უშენოდ. სესილიამ თოვლის პაპას ისევ ის მისწერა, რაც წინა წელს და დღეს დილით საერთოდ დაკარგა მისი რწმენა. იცი, საერთოდ არ მქონია საახალწლო განწყობა, მაგრამ ნიკუშას გამო მაინც ყველაფერი გავაკეთე. ეს ხომ მისთვის პირველი ახალი წელია, რომელსაც შედარებით გააზრებულად შეხვდა.
თორნიკემ ჩვენთან მოიყვანა ნათია და ახლა მას ოფიციალურად ვიცნობთ. რომ იცოდე, რა საყვარელი გოგოა! შენი ძმაკაცისა და ჩემი ბოთე ძმის ყოველ კომენტარსა თუ ხუმრობაზე ლოყები უფერადდებოდა. სესილია და ნიკუშაც კი ძალიან ადვილად მიეჩვივნენ. ლაშა მერე მაგაზე დასცინოდა, თავადაც ბავშვი ხარ და მაგიტომაც გაგიადვილდა ჩემი დისშვილების მიჩვევაო.
ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა! ამ დღიურზე მოჯაჭვული გავხდი და ისე ვწერ ყველაფერს, თითქოს შენ გელაპარაკებოდე! მხოლოდ ის მამშვიდებს, რომ ვგრძნობ, ცოცხალი ხარ და აუცილებლად დაბრუნდები ჩვენთან. შენ დამპირდი და მეტიც არ მინდა, პირობა არ შეასრულო! იმ ქვეყნადაც გიპოვი, იცოდე, და მერე უნდა დეშინოდეს ჩემი!
ღმერთო ჩემო, რა სისულელეებს ვწერ, ხედავ?! მორჩა, ამიერიდან აღარაფერს დავწერ და გირჩავნია, დროზე დაბრუნდე, რომ ახალი ამბები გაიგო!“.
საბას ქალის ბოლო სიყვების წაკითხვისას გაეცინა და შემდეგ გვერდზე გადაფურცლა. მარიამს პირობა მართლაც შეესრულებინა და თითქმის ერთ წელზე მეტი ისე გასულიო, რომ ჩანაწერი არ გაეკეთებინა.
„15.09.2011
ვიცი, ვთქვი, აღარანაირ ჩანაწერს აღარ გავაკეთებ-მეთქი, მაგრამ ვერ შევძელი. სუსტი აღმოვჩნდი. დღეს ჩვენი სესოს პირველი დღე იყო სკოლაში. გახსოვს, როგორ ველოდებოდით ამ დღეს, მას შემდეგ რაც დაიბადა?! რას აღარ ვგეგმავდით, როგორ გავაცილებდით, როგორ აღვნიშნავდით, მაგრამ ახლა ეს უბრალოდ პირველი დღე იყო სკოლაში და მეტი არაფერი“.
„27.11.2011
საბა, საბა, საბა! გთხოვ, მითხარი, მანიშნე, რომ კარგად ხარ, თორემ საშინელი წინათგრძნობა არ მშორდება. წუხელ კივილით გავიღვიძე, იმდენად საშინელი სიზმარი ვნახე, თან შენზე. შეშინებული სულს ძლივს ვითქვამდი, ოთახში ატირებული სესილია რომ შემოვიდა. ვკითხე, რა მოხდა-მეთქი და ტირილით მიპასუხა, ცუდი სიზმარი ვნახე მამიკოზე, ვგრძნობ, ცუდად არისო. გულში ჩავიკარი და ძლივს დავამშვიდე. მე კი გული უფრო მეტად დამიმძიმდა და მთელი ღამე თეთრად გავათენე. ვგრძნობ, საბა, კარგად არ ხარ. რაღაც გიჭირს. გთხოვ, თუ ვერ ბრუნდები, კარგად მაინც იყავი, რაა. მიყვარხარ!“.
საბას გული ჩაეწვა, როცა მარიამის ემ მოგონება წაიკითხა. გონებაში ზუსტად აღიდგინა ეს თარიღი და ისიც გაახსენდა, რომ ზუსტად იმ დღეს იმდენი ურტყეს, ლამის მოკლეს. ნეკნები გატეხილი ჰქონდა, ტვინის შერყევაც ზედ ემატებოდა და მის გამოჯანმრთელებას რადენიმე თვე დასჭირდა.
ისევ აპირებდა მარიამის დღიურს დაბრუნებოდა, რადგან ინტერესი ჰკლავდა, რას ექნებოდა მიწერილი მისთვის საყვარელ ქალს, მაგრამ უკვე თვალებიც ეხუჭებოდა. ამიტომაც დღიური მარიამის მხარეს დადო საწოლზე და თავადაც დაწვა.
ნეტავ, ახლა რას აკეთებდა მარიამი? ისიც მასზე ფიქრობდა თუ გოგონებთან ერთად ერთობოდა? იცოდა, გვანცა არ მისცემდა მოწყენის უფლებას და უხაროდა, რომ მის ცოლს ასეთი კარგი მეგობარი ჰყავდა.
ძილშიც კი ვერ ისვენებდა. სიზმარშიც კი ნახა, როგორ კითხულობდა მარიამის დღიურს. ბოლოს ვეღარ გაძლო და დილის 6 საათზე გაღვიძებული, კვლავ კითხვას დაუბრუნდა.
„15.02.2012
დაბადების დღეს გილოცავ, საბა! როგორ მინდოდა, ისევ მე მომელოცა შენთვის პირველს ეს დღე და მერე დანარჩენებს, მაგრამ შენ ისევ არ ხარ ჩემს გვერდით“.
„06.03.2012
რამდენიმე დღის წინ სამსახურში დამაწინაურეს. შენ კი, ვაჟბატონო, ისევ არ იყავი ჩემს გვერდით! ნელ-ნელა უკვე ვბრაზდები ამაზე, საბა! მაგრამ რომელ გაბრაზებაზეა საუბარი, დროც კი არ მრჩება თავის მოსაფხანად. რა კარგი იყო, როცა სესილიაც და ნიკუშაც ბაღში დადიოდნენ. ყველაფერს ვასწრებდი. ახლა ნორმალურად აღარაფრის გაკეთება შემიძლია. სესილია სკოლაში, ნიკუშა ბაღში, მე სამსახურში.
გუშინ თორნიკემ გადამარჩინა. ორივე მან გამოიყვანა და ნათიასთან ერთად უვლიდა მთელი დღე, როცა მე სამსახურში ხუთსაათიან თათბიირზე ვიჯექი და ვერც კი ვინძრეოდი. მაგრამ, როდემდე გაგრძელდება ასე? სულ ლაშა და თორნკე ვერ მეყოლებიან გვერდით.
იცი, თავი მსოფლიოში ყველაზე ცუდი დედა მგონია უკვე. მგონი, ამაზე მეტად არასდროს მინატრია შენი გვერდით ყოფნა. ძალიან მჭირდები, საბა!“.
„12.09.2014
ყოჩაღ, საბა, ყოჩაღ! ვამაყობ შენით! იმდენი მოახერხე, რომ ნიკუშას სკოლის პირველი დღეც გამოტოვე! აბა, კიდევ რის არ ნახვასა და გამოტოვებას აპირებ?! ყველაზე უსინდისო და უნამუსო ადამიანი ყოფილხარ! თავი შემაყვარე, შვილები მაჩუქე და ახლა დაგვტოვე?! ჯილდო გეკუთვნის, ყოჩაღ!
მხოლოდ ჩემი გადმოსახედიდან ვუყურებ ყველაფერს, არა?! მაპატიე, რაა. იქნებ, ახლა შენ იმაზე უფრო ცუდ მდგომარეობაში ხარ, ვიდრე მე, მაგრამ ეგოისტურად მაინც მხოლოდ საკუთარ თავზე მეფიქრება. ვერ გიტან, ვერ გიტან იმის გამო, რომ ამ ყველაფრის გადატანა მარტოს მიწევს! მაგრამ ვის ვატყუებ?! ენა როგორ მომიბრუნდა პირში, რომ ეგ სიტყვები წარმოვთქვი? ყურადღებას ნუ მომაქცევ. აღარ ვარ სრულ ჭკუაზე.
გილოცავ, ჩემი გაგიჟებაც მოახერხე!
ამ ზაფხულს იმდენი სამუშაო მქონდა, ბავშვები ამოვხრუკე თბილისში. ბოლოს ისევ დედაჩემს შეეცოდნენ და წყნეთში აიყვანა თავისთან.
კიდევ ერთი ყოჩაღ, შენ, საბა! აქ რომ იყო, ჩემთან, რა დაშავდება, მითხარი! ნუთუ, ამდენად ბევრს ვითხოვ?!“.
„26.04.2015
გუშინ თორნიკემ ცოლი მოიყვანა, გილოცავ! აი, ასე ადგა, ჩაკიდა ნათიას ხელი და სამსახურიდან გამოსული ქალი მოიტაცა. მე საიდან ვიცი ეს ამბავი? ნათიას დამ დამირეკა და მკითხა, ხომ არ ვიცოდი, სად იყო მისი და. მეც ავდექი და თორნიკეს დავურეკე. ქალის ყველა ნაბიჯი იცის მაგან და რაღა ეგ არ ეცოდინებოდა?! ხოდა, მითხრა, რომ ცოლი მოიყვანა. მერე ნათიას მალაპარაკა. მგონი, ამ გოგოს ასეთი ბედნიერი ხმა ჯერ არასდროს ჰქონია. ქალს გათხოვება ასე გახარებოდეს, პირველია. მაგრამ მე ვისზე რას ვამბობ, არა? შენ რომ ცოლობა მთხოვე, იმდენად გამიხარდა და ავჟიტირდი, მგონი, ყველას გავაგებინე ჩვენი ამბავი“.
„17.05.2015
დღეს კორპორატიული საღამო გვქონდა. ყველა თავისი ქმრით იყო მისული. მხოლოდ მე მახლდა ძმა. სახლში რომ ვიკითხე, აბა, რომელი გამომყვებით-მეთქი, ორივემ იმდენად შორს დაიჭირა თავი, გამეცინა. მოულოდნელად, ლაშამ ისიც კი თქვა, შენი ქმარი წაიყ... მაგრამ გაჩერდა და გვანცამ იმდენად მწარედ უჩქმიტა, რომ უკვე ერთი კვირაა ხელდალურჯებული დადის. მისი კომენტარის შემდეგ სულ დამეკარგა სურვილი მაგ საღამოზე წასვლის. ხომ ამდენი წელი გავიდა, არა?! მაინც ვერ ვეგუები შენს დაკარგვას!
სულ ძალით მომამზადეს გოგოებმა და რასაც ჰქვია, ჩამტენეს ლაშას მანქანაში. ამდენი ხნის შემდეგ, დღეს პირველად მოხდა, რომ ჩემმა ერთ-ერთმა ახალმა თანამშრომელმა კომპლიმენტი მითხრა, უმშვენიერესი ხარო. თავიდან ძალიანაც მესიამოვნა, შევიფერე და გამეღიმა კიდეც. მაგრამ ახლა საშინლად ვგრძნობ თავს. იმდენად საშინლად, რომ მგონია გიღალატე.
მაპატიებ, ხომ? შენ ხომ ყველაზე კარგი ხარ!“.
„13.01.2016
რამდენიმე წუთში ძველით ახალი წელი დადგება. კიდევ ერთი წელი დაიწყო შენს გარეშე. ამდენი ხნის გასვლის მერეც კი შენი არ ყოფნით გამოწვეული ტკივილი ვერ დამიამებია. მძულს, ვერ ვიტან ვერც ერთ შენს გარეშე გათენებულ დღეს! ყელში მაქვს ამოსული უკვე ეს ყოველდღიურობა! ხო, შენს გარეშე ეს ყველაფერი ჩემთვის ყოველდღიურობაა. თორმეტი საათიც გამხდარა. ძველით ახალ წელს გილოცავ, საბა!“.
შემდეგი ნაწერის რაღაც ნაწილი კი გადაშლილი და გადახაზული იყო. კაცს ძალიან გაუჭირდა მათი ამოკითხვა, მაგრამ როგორღაც მაინც შეძლო და მომდევნო გვერდზეც გადაფურცლა. მარიამს კალმისთვის იმდენად დაეჭირა, რომ ფურცელი ალაგ-ალაგ გახეულიყო კიდეც.
„01.03.2016
ვერ გიტან, უსინდისო ადამიანო! უკვე მერვე წელია რომ მაიძულებ, მარტო შევხვდე ამ დღეს! საერთოდ რატომ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში, თუ მაინც უნდა დაგეტოვებინე და ასე დაგეტანჯე?!
ხედავ, ისევ ბოდვა დავიწყე. როგორ შეიძლება შენ ადამიანს არ უყვარდე, თუ ის დედაჩემი არ არის?! მაპატიე ის სიტყვები, ცხელ გულზე წამომცდა. ხომ იცი, რომ ველაფერზე მეტად მიყვარხარ! ხო, მიყვარხარ, ვგიჟდები შენზე! გეფიცები, ჩემს სიცოცხლესაც კი დავთმობდი დიდი სიამოვნებით და უყოყმანოდ, ოღონდ ახლა აქ მყავდე და თუნდაც სულ ხუთი წუთით მომეცეს შენი ნახვის საშუალება.
ისევ დამოკიდებული ვხდები ამ დღიურზე, შენც ხვდები უკვე, არა? იცი, დღეს გადავიკითხე ჩემი წინა ჩანაწერები და ისევ ვიტირე. ისევ ვიგრძენი ის ტკივილი, რაც მაშინ, შენი დაკარგვის ამბის გაგებისას და მივხვდი, რომ ჭრილობა ჯერაც არ შეხორცებულა. ჯერ ისევ ღიაა და სანამ შენ არ დაბრუნდები, მანამდე მოშუშება არ უწერია. ხალხს რომ ჰგონია, დრო ყველაფრის მკურნალიაო, არ ყოფილა მართალი. ისევ ისე მეწვის გული და ტკივილიც არ გაუფერულებულა, პირიქით, ყოველწლიურად მატულობს და ბოლოს, ალბათ, მთლიანად მშთანთქავს. დრო ან ყველანაირ ტკივილს გიშუშებს, ანდაც გამონაკლისად გაქცევს. ამას ახლა ვხვდები. მე კი ნამდვილად არ მინდა ამ გამონაკლისად ყოფნა, არა!“.
„20.05.2017
ხედავ, პირობა შევასრულე და უკვე დიდი ხანია არაფერი დამიწერია, მაგრამ დღეს თავს ვეღარ მოვერიე. ნათიაა ორსულად. მას შემდეგ ცდილობს დაფეხმძიმებას, რაც გათხოვდა, მაგრამ არ გამოსდიოდა. ამის გამო ურთიერთობაც კი დაეძაბათ და განქორწინებამდეც მივიდა საქმე. მაგრამ შენმა ძმაკაცმა იყოჩაღა და იმდენი მოახერხა, რომ ახლა ნათიას სულ ბედნიერებისგან უბრწინავს თვალები. არ გინდა, შენც იგივე ქნა?!
მოკლედ, დღეს ნათია გამოკვლევებზე უნდა წასულიყო და მეც ვაპირებდი გაყოლას, მაგრამ სასწრაფო თათბირი დამინიშნეს. სახლში დაბრუნებულს მხოლოდ თორნიკე და ბავშვები დამხვდნენ. მას გამოუყვანია და ამეცადინებდა კიდეც. მაგიდას ვშლიდი, როცა კარი გაიღო და სახლში ჩაჩუმებული და გაბადრული ნათია შემოვიდა. თორნიკემ საერთოდ არ იცოდა, ანალიზების პასუხზე თუ აპირებდა წასვლას და შეშინებული მიეჭრა. რა აღარ ჰკითხა, უთხრა, ჰულში ჩაიკრა და მოეფერა, მაინც ვერ ამოაღებინა ხმა. იდგა გაღიმებული და ხან მე მიყურებდა თვალების ფახუნით, ხანაც თორნიკეს. ორივეს ლამის გული გაგვისკდა. მერე დივანზე ჩამოჯდა და როგორც იქნა, ხმაც ამოიღო. წყლის მიტანა მთხოვა. მაგას დავამადლიდი?! ოღონდ თვითონ ყოფილიყო კარგად. როცა უკან დავბრუნდი, თორნიკესთვის უკვე ნათქვამი ჰქონდა, კაცი კი სიხარულით გაგიჟებული გულში იკრავდა და სახეს უკოცნოდა. ის გამოტანილი წყალი თავად დამჭირდა მოსასულიერებლად, იმდენად გამიხარდა მათი ამბავი. ისეთი საყვარელი იყო ნათია! მხოლოდ ერთს ითხოვდა, თორნიკე არ მოშორებოდა.
ჩემი ორსულობები გამახსენდა და ლამის იქვე ვიტირე. გახსოვს, ნიკაზე როგორი ჭირვეული ვიყავი?! ლამის გაგაგიჟე, მაგრამ ძალიანაც მომწონდა, მომწონდა კი არა, მიყვარდა, არა, ახლაც მიყვარს შენი ანთებული თვალების ყურება. სესილიაზე რომ გითხარი, იმდენად გაგიხარდა, ლამის ჭკუიდან გადახვედი. არაფერს მაკლებდი და ყოველ წამოსროლილ სულელურ სურვილსაც კი მოთმინებით და სახეგაბრწყინებული ასრულებდი. იცი, კიდევ მინდა შვილები!“.
„19.01.2018
ნათლისღებას გილოცავ, საბა და რატის დაბადებასაც! ხო, თორნიკეს და ნათიას ბიჭი ეყოლათ. თავიდან საბას დარქმევა უნდოდათ, მაგრამ მე არ დავანებე, ამიტომაც თორნიკეს მამის სახელი დაარქვეს. დიახაც, მეტის ღირსი ხარ! ყოფილიყავი აქ და გეყოლებოდა სეხნია, მაგრამ არ მოისურვე, ხოდა ბრძანდებოდე იქ, სადაც ხარ!“.
„22.02.2018
დღეს რაღაც უცნაური გრძნობა მაქვს. ვერ ვხვდები რა ხდება. ნუთუ, შენ გჭირს რამე, საბა? მაგრამ, არა, ეს ისეთ გრძნობას არ ჰგავს, რაღაც რომ უბედურებას რომ მანიშნებს. ნუთუ?.. არა, შეუძლებელია! წამოუდგენელია, ამდენი ხნის შემდეგ?!“.
„25.02.2018
როგორ ვერ ვიტან საკუთარ თავს! მეზიზღება მძულს, გული მერევა! ისეთი გრძნობა, მაქვს, თითქოს გიღალატე. მაპატიებ, ხო? ხომ მაპატიებ? ვერ გადავიტან, შენც რომ შეგძულდე. დედაჩემს დავუჯერე და ჩემთვის გამოძებნილი „საქმროს“ სანახავად წავედი. არ მომეშვა, ხოდა მეც დავყევი და წავედი. ირაკლი ერქვა. მისი ნაჩუქარი ტიტებიც კი ვერ ავიტანე და რამდენიმე წუთში გამოვბრუნდი, მაგრამ მაინც... ღმერთო, ხელებიც კი მიკანკალებს და ვეღარ ვწერ! ეს რა ჩავიდინე?!
ალბათ, ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა საკუთარი თავით იმედგაცრუებული რჩება და ჩემმა მომენტმა ახლა მოაწია“.
„04.03.2018
ამაზე ბედნიერი და უბედური ალბათ არასდროს ვყოფილვარ. შენ დამიბრუნდი, ისე ახლოს ხარ ჩემთან, შემიძლია თავისუფლად შეგეხო. მაგრამ იმხელა კედელი ააგე წამებში ჩვენს შორის, რომ ალბათ, მთელი ცხოვრება დამჭირდება მის დასანგრევად. რატომ უნდა ხდებოდეს ეს ჩვენს თავს, რატომ?“.
მარიამის ჩანაწერებს თითები გადაუსვა და შემდეგ მთლიანი ბლოკნოტი ჩაიკრა გულში. ხვდებოდა, როგორ უყვარდა და ამავე დროს, როგორ ტანჯავდა ცოლს.
თორნიკე მართალი იყო. დრო დადგა, რომ საკუთარ შიშებს შეებრძოლოს და იმ ბედნიერებით დატკბეს, რომელიც წლების წინ იპოვა, მაგრამ მისი შენარჩუნების საშუალება არ მისცეს. სწრაფად წამოვარდა საწოლიდან, თავი მოიწესრიგა, ოთახიც მიალაგა და საათის ნახვის შემდეგ სამზარეულოში გავიდა. გუშინდელიდან მოყოლებული პირში ლუკმა არ ჩაედო და ახლა ძალიან შიოდა. თან იქნებ ძველი დრო გაეხსენებინა და სახლში დაბრუნებული ცოლისთვის ვახშამი დაეხვედრებინა. არ იყო ცუდი აზრი.
***
გვანცამ ჯერ ნათია ჩამოსვა სახლთან, შემდეგ მარიამი მიიყვანა, ხოლოს კი თავადაც დაადგა საკუთარი სახლის გზას.
კიბეებზე ამავალ ნათიას ერთი სული ჰქონდა სახლში დროზე შესულიყო. ამ ორი დღის განმავლობაში იმდენად მოენატრა ქმარ-შვილი, რომ გიჟს ჰგავდა. გზაში გვანცაც კი გადარია, ყოველ წამს რომ სიჩქარის მომატებას სთხოვდა. კარი გასაღებით გააღო და ჩაბნელებულ, მაგრამ არეულ სახლს თვალი მოავლო. არსაიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. მაშინვე ყველაფერი მისაღებში დატოვა და თავიანთი საძინებლისკენ გაეშურა. კარებთან შედგა და ჩარჩოზე მიყრდნობილი დააკვირდა საწოლზე მიწოლილი დაღლილი კაცის სახეს, რომელიც ყველაფერზე მეტად უყვარდა. თორნიკე მშვიდად სუნთქავდა, რატი გულზე ეწვინა, ცალი ხელი ბავშვისთვის შემოეხვია, მეორე კი საწოლიდან გადმოვარდნოდა. ნათია ღიმილით მიუახლოვდათ, იქვე დადებული პლედი ფრთხილად გადააფარათ, ქმარს ლოყაზე აკოცა და ისევ მისაღებისკენ წავიდა. მხოლოდ სახლის დალაგების შემდეგღა მიაღწია საძინებლამდე და ისევ ისეთ პოზაში მძინარე მამა-შვილს გვერდით მიუწვა. თორნიკე შეიშმუშნა, თავი ქალისკენ გადმოაბრუნა და ძილისგან დაბოხებული ხმით უთხრა:
-რამდენჯერ უნდა გითხრა, ლოყაზე კოცნიან ნათესავებს, - და სიტყვის თქმაც კი არ აცადა ისე წაეტანა მის მსუყე ბაგეებს და უფრო მეტად დაუწითლა, - აი, ასე.
თავისთვის გაიღიმა კაცმა, შემდეგ პლედი ნათიასაც გადააფარა, ცალი ხელი ცოლს შემოხვია, მეორე კვლავ რატის და ამჯერად უფრო მშვიდად დაიძინა.
შემდეგი გაჩერება მარიამის სახლი აღმოჩნდა. გვანცამ კიდევ ერთხელ გაამხნევა მეგობარი და ამჯერად საკუთარი სახლისკენ აიღო გეზი.
ნათიასგან განსხვავებით მარიამმა ძალიან ნელა აიარა კიბეები და მხოლოდ ღრმადჩასუნთქვის შემდეგ მოარგო საკეტს გასაღები და სახლში შევიდა. მართალია, იქაურობა განათებული დახვდა, მაგრამ ბავშვების ხმა არ ისმოდა, მხოლოდ რაღაცების წკარუნი სამზარეულოდან. ფეხზე დაიხადა, ოთახის ჩუსტები მოირგო და სოფლიდან წამოღებული პარკებით მიაშურა სამზარეულოს. გაოცებული გაშეშდა კართან და ოთახში მოფუსფუსე ქმარს დააკვირდა. ეგონა რომ ეჩვენებოდა. სახლსაც კი მოავლო მზერა, ხომ ნამდვილად საკუთარ ბინაში იყო და შემთხვევით სხვაგან არ შევიდა, მაგრამ აშკარად არ შემცდარა. თვალებს გაოცებული ახამხამებდა და ვერ მიმხვდარიყო, მირაჟს ხედავდა, ჰალუცინაციას თუ რეალობას.
-არ გამისინჯავ? - მოულოდნელად შემობრუნდა საბა და თან მარიამისკენ კოვზით გაიშვირა საჭმელი, - მე ვერ ვხვდები, რამე თუ აკლია.
-საბა, ნამდვილად შენ ხარ? - შოკში მყოფმა ძლივს ამოილაპარაკა და ახლაღა მიხვდა, რომ პარკები საშინლად ტკენდა ხელებს და ფრთხილად დააწყო იატაკზე.
-გეჩვენები, მარიამ, - ლაღად გაიცინა კაცმა და ცოლს მიუახლოვდა, - მართლა არ გამისინჯავ?
-მიჩქმიტე, რაა, - ამოილაპარაკა ქალმა და მკლავი გაუწოდა.
-მარიამ! - დაიბღვირა საბა და კოვზი უკან გამოსწია და ზურგი აქცია.
-მოიცადე, არ გამასინჯებ? - უცბად მოვიდა გონს და კაცს დააკვირდა.
-შენი შანსი დაკარგე. ახლა ელოდე, როდის მოიყვანს ლაშა ბავშვებს, რომ მათთან ერთად გასინჯო.
-კარგი, რაა, საბა, - ამოიბუზღუნა ქალმა.
-ხომ იცი, საჭმელთან დაკავშირებით შენი წუწუნი რომ არ ჭრის? - ცალყბად ჩაიცინა კაცმა, გაზქურა გამორთო, წინსაფარი მოიშორა და ცოლს მიუბრუნდა, - მარიამ, რა ჩამოგვიტანე სოფლიდან?
-შოთები, - ამოიბუზღუნა და იქვე დადებულ პარკებს დასწვდა.
-მხოლოდ შოთები? - ეშმაკურად ასწია წალი წარბი კაცმა.
-ალუჩაც და ყველიც, - ნელ-ნელა ლაგებდა დახლზე.
-და რამე დაუტოვე იქაურებს? - გაიცინა საბამ და ალუჩა ჯამში ჩაყარა, რომ გაერეცხა.
-ნათიამ და გვანცამ ლამის მთელი ხე ჩამოკრიფეს და უხერხულიც კი იყო, მე რომ არაფერი წამომეღო.
-ხო, აბა, ნამდვილად. მოვკვდებოდით უხერხულობით. მერე თორნიკესთვის ან ნათიასთვის თვალებში შეხედვას ეხუმრები შენ?
-შენ როდიდან გახდი ასეთი ენაწყლიანი?
-სულ ასეთი არ ვიყავი? - წამწამების ფახუნით ახედა ქალს.
-საბა, კარგად ხვდები, რასაც ვგულისხმობ.
კაცმა ერთი ამოიოხრა, ალუჩას თავი ანება, ცოლს მიუახლოვდა და ფრთხილად შეუცურა წელზე ხელი. მარიამი დაფრთხა და თვალების ცეცებას მოჰყვა. საერთოდ არ მოელოდა მოვლენების ასეთ განვითარებას. საბამ უფრო ახლოს მისწია ქალი თავისკენ და გულში ჩაიკრა.
-მაპატიებ, მარიამ? - ჩურჩულით ჰკითხა და თავზე პეპელასავით ნაზად შეახო ტუჩები.
-რას გულისხმობ? - დაბნეულმა ახედა და ქმრის თვალებს დააკვირდა.
-ყველაფერს, მარიამ, ყველაფერს. ჩემი დაბრუნების შემდეგ ქცევას, შენს ტანჯვას, ტკივილს...
-საბა, - ხმა წაერთვა ქალს.
-გპირდები, ყველანაირად ვეცდები, რომ ჩემი შიშები დავძლიო და ისევ ისეთი გავხდე, როგორიც გამიცანი. მთავარია, შენ გჯეროდეს ჩემი და ამ თვალებმა ისევ დაიწყონ ელვარება ჩემი დანახვისას, ასე რომ ვგიჟდები მათზე, - დაბოხებული ხმით ლაპარაკობდა კაცი და თან ცალი ხელით ღაწვებზე ეფერებოდა, მეორეს კი წელს არ აშორებდა.
-საბაა, - თვალებზე მომდგარი ცრემლების შეკავება ვეღარ შეძლო ქალმა და ქმრის მკერზე აქვითინდა.
-ჩშშ... მარიამ, რა გატირებს? - თავზე ეფერებოდა ქალს.
-მორჩა, აი, არაფერი, - რამდენიმეწუთიანი ქვითინის შემდეგ სწრაფად შეიმშრალა ცრემლები ქალმა და გაბადრულმა ახედა ქმარს, - დაიფიცე, რომ სიმართლეს ამბობ!
-დედა დავიფიცო? - გაეცინა საბას.
-საბაა! - შეუბღვირა ქალმა და მკერდზე ხელი მიარტყა.
-თქვენ თავს გეფიცებით, მარიამ, ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფასებს, ვინც კი მყავს, რომ აუცილებლად გამოვასწორებ ყველაფერს და კიდევ გვეყოლება მინიმუმ ერთი შვილი.
-შენ... შენ... - სულ მთლად დაიბნა ქალი.
-რა, ჩემგან შვილების ყოლა აღარ გინდა? - ხუმრობის ხასიათზე მოვიდა კაცი.
-კი, მაგრამ...
-აბა, თვლი, რომ დავბერდი?
-დამცინი, არა? - მიხვდა ქალი და გაკაპასებულმა ახედა ქმარს.
-რას მკადრებ, მარიამ? - გაკვირვებული გამომეტყველება მიიღო კაცმა, - მასე მიცნობ?
-ოხ, საბა ჯანდიერო, - თვალები დააწვრილა ქალმა, შემდეგ კი თითქოს რაღაც გაახსენდაო, წამში დასერიოზულდა, - ანუ, ჩემთან ერთად დაიძინებ?
-მარიამ, - შეყოყმანდა საბა, - მოდი ჯერ ისე ვიყოთ, როგორც ვართ. ნუ ვიჩქარებთ.
-კი, მაგრამ, საბა... - გაპროტესტება სცადა ქალმა, - ჩვენი ოთახის დივანზე მაინც დაიძინე.
-მარიამ, მოდი, ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც არის, კარგი? ყველაფერი თავის დროზე მოხდება, - თვალებში ჩააცქერდა და როდესაც ქალისგან დასტური თავის დაქნევით მიიღო, კვლავ გულში ჩაიკრა.
ამ დროს კი სახლის კარი ლაშამ შემოხსნა და ბავშვები შემოუშვა.
-საბაა, - დერეფნიდანვე დაიძახა და გაუხდელად წავიდა იქით, საიდანაც შუქი გამოდიოდა, - ბავშვებს გიბრუნებ. იმედია, ჩემი დის მოსვლამდე მიხე... უი, მარიამ, აქ ხარ უკვე? - შეიცხადა და ღიმილით გადახედა ჩახუტებულ წყვილს.
-ბავშვები შენ გყავდა? - კი არ ეთმობოდა ქმრის მკლავები, მაგრამ მაინც მოსცილდა და ძმა გადაკოცნა, - ხომ არ გაგაბრაზეს?
-კარგი, რაა, მარიამ, - გაიცინა ლაშამ და სააბაზანოდან გამოცვენილ დისშვილებს თმები აუჩეჩა, - ჩემები ვერ მაბრაზებენ და შენი და ჩემი ბულკი სიძის ნაშიერები შეძლებდნენ ნერვების მოშლას?
-ნაშიერები შენები არიან თუ კარგია, - ზურგი აქცია ძმას და ალუჩის ჭამით გართული ბავშვებისკენ შებრუნდა, - მადლობა, რომ მოიყვანე. ახლა შეგიძლია მიბრძანდე. ცოლი გელოდება სახლში.
-ცოლს მივხედავ როგორმე, - გაეცინა კაცს.
გვანცას გახსენებაზე კი მარიამს თავში მომავალი კორპორატიული საღამო ამოუტივტივდა და სახემოღუშულმა ჯერ ძმას გადახედა, მერე კი ქმარს.
-ამ ოთხშაბათს რომელი გამომყვებით კორპორატიულზე?
ლაშამ მაშინვე უკან დაიხია და ხელები თავდაცვის მიზნით ასწია.
-ქმარი უკვე აქ გყავს, მე აღარაფერში გჭირდები. საბა გამოგყვება.
-მე? - გაიოცა საბამ.
-მე რა თხა ხარ? - თავის ჭკუაში დასცინა სიძეს.
-გამასწარი აქედან, - შეუბღვირა მარიამმა, - არაფერში გამოადგები კაცს. საბა წამომყვება, ხომ ასეა? - და ქმარს ალმაცერად გახედა.
კაცმა ჩაფიქრებით დაუქნია თავი.
-ჩემი ბუტია გოგო, - გაიცინა ლაშამ, დას ლოყაზე ძალით აკოცა, შემდეგ საბას თვალი ჩაუკრა და კარისკენ წავიდა.
-ფუუ, ცხოველო, - მიაძახა მარიამმა და ლოყაზე ჩამოისვა ხელი, - ისევ იდორბლები!
-შეეშვი, ხომ ხედავ, სპეციალურად გიკეთებს, - გაიცინა საბამ და ბავშვებს ჯამი ააცალათ, - არანაირი ხილი, სანამ საჭმელს არ შეჭამთ!
-აუ, დედაა, - საწყალი თვალებით გადახედეს ბავშვებმა.
-მე ნუ მიყურებთ, უფროსი მამათქვენია, - მათ გაბუტულ სახეზე გაეცინა მარიამს,ორივეს ხელი მოხვია და ლოყები დაუკოცნა, - ჩემი სიხარულები!
-კარგი, რაა, დეე, - ნიკა მალევე დაუსხლტა ხელიდან და მამამის ამოეფარა, - პატარები ხომ აღარ ვართ?!
-ოჰ, და დიდი როდის გახდი, ერთი? - გაეცინა ქალს და შემდეგ სესილიაც გაათავისუფლა. მერე კი საბასთან ერთად დაიწყო მაგიდის გაშლა.
კარგად ჩამობნელებულიყო, გვანცამ სახლის წინ რომ გააჩერა მანქანა და მშვიდად გადმოვიდა. მართალია, ძალიანაც უნდოდა, სწრაფად წასულიყო და თავის მონატრებულ პატარებს და ლაშას მოხვეოდა, მაგრამ მაინც, ძალიან მშვიდად გადაჭრა ეზო და სახლში შევიდა.
-მამა, მოხვედი? - გაისმა ნიას ხმა და კიბეებზე დაეშვა, უკან კი ანუკა გამოედევნა, - რა მოგვიტანე?
-უი, დედიკო, შენ ხარ? - გაიკრიჭა ანუკა და მოაჯირს მოებღაუჭა, - გვეგონა მამა მოვიდა.
-მომენატრეთ, ჩემო ბარტყებო, - ხელები გაშალა და ბავშვებიც მაშინვე ჩაეხუტნენ.
-და შენ რა მოგვიტანე, დედიკო? - ქალის მხრიდან თავი წამოსწია ნიამ და გაიკრიჭა.
-დედას ღორმუცელა, - გაიცინა ქალმა და ბავშვებს შეუღიტინა, - მოიცადეთ, - უცებ დასერიოზულდა, - სახლში მარტო ხართ? სადაა ბავშვებო მამათქვენი?
-იცი, - გაინაზა ანუკა და ხელები უკან წაიღო, - მამიკო...
-მამამ სესილია და ნიკუშა წაიყვანა სახლში, - დის სიტყვები გააგრძელა ნიამ.
-და მარტო დაგტოვათ? - ხმა გაიმკაცრა გვანცამ.
-ჩვენ არაფერი დაგვიშავებია, დეე, და არც გაგვიფუჭებია, - სახე სატირლად მოეღრუბლა ანუკას.
-ეგ არაფერს ცვლის. არა, ორი წუთით არ შეიძლება მამათქვენის მარტო დატოვება, - თავი გადააქნია ქალმა.
-კარგი რაა, დედა, ნუ გვიბრაზდები.
-თქვენზე არა, მაგრამ მამათქვენზე ნამდვილად გავბრაზდი! - ბავშვებს გაუღიმა ქალმა, - ახლა კი, შეხედეთ, რომელი საათია. ხვალ სკოლა გაქვთ. უკვე იბანავეთ?
-აჰამ, მამიკო მოგვეხმარა, - თავი დაუქნიეს ბავშვებმა.
-გაკვეთილები?
-ყველა დავალება დავწერეთ, მამას ჩავაბარეთ, ჩანთებიც ჩალაგებულია, - ჩამოარაკრაკა ნიამ.
-კარგი, მაშინ წავედით, ვიძინებთ.
-დაწვები ჩვენთან ერთად? - მორცხვად ჰკითხა ანუკამ.
-როგორც მიბრძანებთ, ქალბატონო, - ხელში აიყვანა შვილი და კიბეებს აუყვა.
ცოტა ხანში ლაშამ შემოაღო სახლის კარი.
-ბავშვებო, მოვედიი და იმედია, არაფერი გაგიფუჭებიათ ჩემ გარეშე, - ღიმილით დაიძახა და გასაღები იქვე მდგარ ვაზაში ჩააგდო.
-ნუ ღრიალებ, - დივანზე წამოწოლილმა გვანცამ თავი წამოსწია, შემდეგ კი საერთოდ წამოდგა და მისკენ წასულ ქმარს დააკვირდა, - ცოტა ხნის წინ დავაძინე და არ გააღვიძო.
-რატომ მიბღვერს ჩემი ლამაზი ცოლი? - მშვენიერ განწყობაზე იყო ლაშა.
-ბავშვები მარტო როგორ დატოვე, იდიოტო? - მაშინვე გაცხარდა გვანცა და მისკენ გამოწეულ ლაშას ხელიდან დაუსხლტა, - რამე რომ მოეწიათ?
-კარგი რა, გვანცა, - თვალები აატრიალა კაცმა, - საკმაოდ დიდები და ჭკვიანები არიან იმისთვის, რომ რაიმე შეგნებულად დაიმართონ.
-ლაშა, ბავშვები არიან! - არ ცხრებოდა გვანცა.
-და შენ მათ ასაკში არ გტოვებდნენ მარტოს?
-მათ ასაკში რომ მახსოვს ჩემი თავი, ზუსტად მაგიტომ გეჩხუბები ახლა! შენი აზრით ეს შრამი როდინდელია? - ქალმა პერანგი ამოიჩეჩა და მუცელზე არსებული შრამი დაანახვა.
-იმდენჯერ მაქვს ნაკოცნი მაგ შრამზე, მაგრამ არასდროს დავინტერესებულვარ, საიდან გაქვს. ახლა გასაგებია და სხვათა შორის, ნიას და ანუკას ჩემი გენიც აქვთ, - ნიშნის მოგებით გახედა ქალს, - გვანცა, ნუ გამირბიხარ!
-ჩვენი შვილები რომ არიან, უფრო ამიტომაც ვღელავ. ორივე იმდენაც ცელქია, არ შეიძლება ასე დაადო თავი და მარტო დატოვო!
-ზოგჯერ მგონია, რომ სულ არ გიყვარვარ და მხოლოდ ჩემთან ჩხუბით განიცდი ორგაზმს! - შეუბღვირა კაცმა, რაზეც ამჯერად გვანცა გამხიარულდა.
-ორგაზმს რაზეც განვიცდი მე, ცოტა ხანში გაჩვენებ, - ღიმილით უთხრა, იქვე მდგარ კამოდზე შემოჯდა, გამაღიზიანებლად ნელა ჩაიხსნა პერანგის ღილები და თავისთან იხმო ქმარი.
-ძალიან მომენატრე ამ ორ დღეში, - ამოიკვნესა ქალმა, ლაშას თავი ააწევინა და ტუჩებში აკოცა.
***
მას შემდეგ რაც ახალი უფროსი დაუნიშნეს, მარიამს და მის განყოფილებას ზეგანაკვეთურად უწევდათ მუშაობა. ეს კაცი კი თითქოს მასზე იყო გადაკიდებული, ყველაფერს მას ავალებდა და აქეთ-იქით დაარბენინებდა. ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ არც ერთ თანამშრომელს მისი სახე არ ენახა. კომპანიაში ჭორები კი დადიოდა, რომ ვიღაც ახალგაზრდა და ძალიან სიმპატიური კაცი იყო საკუთარი ბიზნესით, მაგრამ დანამდვილებით არავინ არაფერი იცოდა. კაბინეტის კედელზეც კი ძველი უფროსის სახელი და გვარი იყო გამოკრული და მის შეცვლას არავინ ჩქარობდა.
ოთხშაბათ დღეს ყველა ადრე წავიდა სახლში. საღამოს განსაკუთრებით მოელოდნენ, რომ იქნებ იქ მაინც ენახათ ახალი უფროსი. მარიამმაც მოაგვარა საქმეები და სახლისკენ აიღო გეზი. ავტობუსიდან ნორმალურად არც იყო ჩამოსული, დაინახა, გვანცას მანქანა რომ გაჩერდა კორპუსის წინ. მარიამმა თვალები აატრილა, როდესაც ნათიამ ხელი ჩაავლო და სადარბაზოსკენ წაიყვანა. ამასობაში გვანცამ მანქანა ჩაკეტა და გაუმჭვირვალე პოლიეთილენის პარკით დაფარული კაბა ზურგზე გადაიკიდა.
-გამარჯობა საბა, - მიესალმნენ დივანზე მოკალათებულ კაცს და მარიამი ოთახში შეაგდეს, - ნახამდის საბა! იმედია, გამზადებას მოასწრებ!
-გიჟები, - თავი გადააქნია კაცმა და ნაწერების გასწორება განაგრძო.
რამდენიმე წუთს უხმოდ მუშაობდნენ გოგონები, მარიამი კი წყნარად იჯდა და ხმას არ იღებდა, მერე კი სიჩუმე ვეღარ აიტანა და მეგობრები გააჩერა.
-რომ არ გამოვიდეს? - თვალები გაახილა მარიამმა და მეგობარს დააკვირდა, - იქნებ სულ ტყუილად წვალობთ?
გვანცამ ცოტა ხანს სარკიდან უყურა, შემდეგ კი თმების გაკეთებას შეეშვა, თავისკენ შემოაბრუნა და გაიცინა.
-იცი, რას გეტყვი?! შენ ქალი ხარ, მარიამ! მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არსება, რომელსაც მხოლოდ მონდომება სჭირდება სასურველის მისაღწევად. სინამდვილეში სამყაროს ქალები მართავენ. ეს კაცებს ჰგონიათ, რომ თავად არიან მმართველები, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ილუზიაა, რომლის დაჯერების უფლებაც ჩვენ მივეცით. თუ მოინდომებ, შეგიძლია ისე მოაწყო ყველაფერი, როგორც გსურს, დაიმონო და მსახურად გაიხადო ნებისმიერი მამრობითი სქესის წარმომადგენელი. ეს მათ ჰგონიათ ხოლმე, რომ „შეგვაბეს“, მაგრამ ამას იქამდე ვერ ახერხებენ, სანამ ჩვენ არ ვაძლევთ ამის უფლებას. ხოდა, ახლა ქალბატონო, ირწმუნე საკუთარი თავის, მოინდომე, გიმეორებ, მოინდომე და ისე გააკეთე, რომ ის კაცი, რომელიც შენი ქმარია აზრზე მოვიდეს და დაგიბრუნდეს!
-ნამდვილად სულისშემძვრელი მონოლოგი იყო, გვანცა, - ღიმილით ჩაერთო ნათია, - მაგრამ, არ გგონია, რომ დროა შენს საქმეს დაუბრუნდე?!
-როგორ გიყვართ ხოლმე ამ დაქალებს ყველაფრის გაფუჭება, პირდაპირ არ მესმის! - თვალები აატრიალა ქალმა და კვლავ მარიამის ვარცხნილობას მიუბრუნდა.
-მე დავასრულე, - წელში გაიმართა ნათია და საკუთარი ნამუშევარი შეათვალიერა.
-მეც, - გაიღიმა გვანცამ და ისიც ამოუდგა მეგობარს, - შესანიშნავები ვართ! - აღმოხდა ბოლოს და აღფრთოვანებულმა შეხედა ნათიას.
-ნუ აჭარბებთ, - თვალები აატრიალა მარიამმა და ორივეს ხელით უბიძგა, რომ სარკეს ჩამოსცილებულიყვნენ.
-არა, არა და არა, ქალბატონო, - ადგილიდან არ დაიძრა გვანცა, - ჯერ კაბა და მერე ერთიანად შეაფასე ჩვენი ნამუშევარი! - საწოლზე მიფენილი შალითა ხელში დაიკავა და ნელა დაიწყო ელვის გახსნა, - ჩათვალე, რომ ეს კაბა დაბადების დღის სჩუქარია.
-აბა, ბალიშს გჩუქნითო?! - გაეცინა მარიამს.
-მაგას ერთად გჩუქნით და ეს მხოლოდ ჩემი საჩუქარია, - წარბები აათამაშა გვანცამ და შალითა ძალიან ნელა შემოხსნა, - მოდი, ჩაიცვი, რაღას უცდი?
მარიამი გაოცებული დარჩა, ისე ზუსტად მოერგო მის ფორმებს. თანაც გვანცას გემოვნებასთან სრულ კონტრასტში იყო. მას უფრო ღია კაბები მოსწონდა, ეს კი ნამდვილი ხელოვნების ნიმუში იყო. ძალიან მსუბუქი ბორდოსფერი ნაჭერი წელამდე ზუსტად იმეორებდა ქალის სხეულს, შემდეგ კი იშლებოდა და მუხლებამდე სწვდებოდა. მართალია, ბეჭები მოშიშვლებული რჩებოდა, მაგრამ თმა ისე ჰქონდა დამაგრებული, რომ ამას ფარავდა. გადმოგდებული მკლავები თითქმის მთლად დახურულ დეკოლტესთან სამკუთხედად ერთდებოდა და ქალს მიუწვდომლის იერს მატებდა. ფეხზეც ამავე ფერის მაღალქუსლიანი მოარგეს და მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს სარკეში ჩახედვის უფლება.
-არა, უნდა მაღიაროთ! - ოთახში ჩამოწოლილი სიჩუმე გვანცას აღფრთოვანებულმა ხმამ დაარღვია, - გენიოსი ვარ! როგორც კი ეს კაბა დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ შენთვის იყო შექმნილი!
-თავმდაბლობის მწვერვალზე მყოფი, - გაიცინა ნათიამ და თავადაც შეათვალიერა მეგობარი, - ულამაზესი ხარ, მარიამ!
საუბარი კაკუნის ხმამ შეაწყვეტინა.
-ხალხო, შეიძლება შემოვიდე? - გაისმა საბას ხმა და კარის სახელურმაც მოძრაობა დაიწყო.
-არა! - დაიკივლა გვანცამ და მაშინვე კარს მივარდა,
-რა? რატომ? - გაოცდა კაცი, - რა მოხდა, გვანცა? გამოცვლა მინდა, მეც ხომ უნდა მოვემზადო?
-მითხარი და ჩვენ გამოგაწვდით ტანსაცმელს. აქ შემოსვლა არც კი გაბედო!
-შემოუშვი, რა გინდა? - ხმა ამოიღო მარიამმაც.
-შანსი არაა, - თავი გააქნია გვანცამ, - ის ახლა აქ რომ შემოვუშვა, საღამოზე ვეღარ წახვალთ და ჩვენი ნამუშევარიც წყალში ჩაიყრება.
-გვანცა, ლაშას დავურეკავ იცოდე! - თავისი ჭკუით დაემუქრა საბა.
-მიდი, - გაიცინა გვანცამ, - ძალიან მაინტერესებს, რას იზამს.
-გვანცა, კარგი რაა! და სად გამოვიცვალო?
-მიდი, მითხარი, სად რა გიწყვია და გამოგაწვდით! სააბაზანო რისთვის არსებობს, საბა?!
-კარგი, ხო! - დანებდა კაციც, - კარადა გამოხსენი. ზედა მარცხენა თაროზე გამზადებული ტანსაცმელი მიწყვია და ეგენი გამომაწოდეთ.
-მიყვარს, დამჯერი ხალხი, - გაიცინა ქალმა და მართლა გადმოიღო სამოსი, მერე კი ისე ჩამოდგა კართან და გამოაღო, რომ საბას იმის მცირედი შანსიც კი არ დაუტოვა, რომ ოთახში შეეჭყიტა, - გვითხარი, როდესაც მზად იქნები და გავიდეთ.
-ნეტავ, როგორ გიძლებს ლაშა? - თვალები აატრიალა კაცმა და თავადაც მომზადება დაიწყო.
-მარიამ, შენ შეგიძლია მანქანაში დაგველოდო, საბას ჩვენ ჩამოვიყვანთ, - ეშმაკურად აათამაშა წარბები და ლამის ხელის კვრით გააგდო ქალი.
-რა ლამაზი ხარ, დედაა, - მისაღებში მსხდომმა ბავშვებმა აღტაცებით წამოიძახეს და მისკენ გაიქცნენ.
-აპ, აპ, მანდ გაჩერდით, - გააჩერა გვანცამ და სესილიას და ნიკას გაუცინათ, - დედათქვენს ეჩქარება.
-იცოდე, ხალხში გვანცა ბიცოლას დაგიძახებთ! - ენა გამოუყო სესილიამ, ხელიდან დაუსხლტა და დედას მიეჭრა.
-მარიამ, გატუტუცებული შვილები გყვას! - აღშფოთდა გვანცა.
-შენ შენებს მიხედე, - თავადაც შეუტია და ჯერ სესილიას მოეხვია, შემდეგ კი ნიკას ისე, რომ კაბას ერთი ნაკეციც კი არ დამატებია, - ჩემი ჭკვიანები! ნათიას და ამ ბოროტ ბიცოლას დაუჯერეთ და მალე დაწექით, კარგი?
-დედა, პატარები ხომ არ ვართ?! - თვალები აატრიალა სესილიამ.
-არ ხართ, არა, ახლა შეეშვით და გაატარეთ, - კარი გამოაღო გვანცამ, - ნათი, ამათთან შენ დარჩები, მე მარიამს და საბას მივიყვან და მერე დავბრუნდები.
-იმეცადინეთ და მალე დაიძინეთ, - უკვე სადარბაზოდან მოაძახათ მარიამმა და კიბეებზე დაეშვა.
-მოკლედ, - დაიწყო გვანცამ, როგორც კი მარიამი უკანა სავარძელზე მოთავსდა, თავად კი მძღოლის ადგილი დაიკავა, - ამ მანქანას თქვენ დაგიტოვებთ, უკან წამოსვლა ხომ გინდათ, არა?
-და შენ რითი დაბრუნდები?
-მოვიფიქრებ რამეს, - გაიცინა ქალმა.
როგორც იქნა, საბაც გამოვიდა სადარბაზოდან და მათკენ წავიდა. მასაც უკანა სავარძელზე უნდოდა დაჯდომა, მაგრამ ვინ აცადა ბედნიერება?! გვანცას შიგნიდან ჩაეკეტა კარი და მხოლოდ მძღოლის გვერდით არსებული სავარძლის კარი იღებოდა.
-როგორი აუტანელი ვიღაც ხარ, გვანცა, - შეუბღვირა კაცმა და ღვედი შეიკრა.
-კარგი, საბა, - მანქანა დაძრა გვანცამ, - ამდენი ემოციის გამოხატვაც არ იყო საჭირო. ისედაც ვიცით, რომ მარიამი ულამაზესია, მე კი მსოფლიოში საუკეთესო დაქალი.
-რომელსაც ყველაფრის ჩაშხამება უყვარს, - არ ცხრებოდა კაცი.
-წინ იყურო გირჩევნია. ცოლია და ისედაც სულ შენ არ გეყოლება?!
-არა, მართლა მიკვირს, როგორ გიძლებს ლაშა!
-და ვინ თქვა რომ მიძლებს?
-მორჩით ჩემზე და ჩემს ძმაზე საუბარს, ვაგვიანებთ ისედაც! - მარიამმაც ამოიღო ხმა და მხრებზე მოხვეული შარფი უფრო მჭიდროდ მიიკრა მკერდზე, - იქ 7-ზე უნდა ვყოფილიყავით, ახლა კი რვის ნახევარია!
-შენს ქმარს დააბრალე. ხუთი წუთით ადრე რომ დაახსენდა თავის მოწესრიგება. თანაც უფრო მეტ შთაბეჭდილებას მოახდენ!
-გვანცა გცემ! არადა, ჩვენი ახალი უფროსი უნდა გაგვეცნო!
-ის დამპალი, სულ შენ რომ დაგარბენინებს აქეთ-იქით? იქნებ უკეთესიც კია, რომ დააგვიანეთ? შენ კიდევ მოგტყდა კისერი, საბა, უკან ყურებით! გასწორდი და მოისვენე!
-მერე, ნეტავ, ვისი ბრალია?
-წარმოდგენა თუ მქონდეს, რაზე ლაპარაკობ, - უდარდელად აიჩეჩა მხრები.
მარიამის სამსახურამდეც მიაღწიეს. გვანცამ მაშინვე დატოვა მანქანა, გასაღები საბას გადააბარა, რომელიც ცოლს მანქანიდან გადმოსვლაში ეხმარებოდა და ისე აორთქლდა, ვერავინ შენიშნა. მხოლოდ მისი მიძახებულიღა ისმოდა, მანქანა არ დამიმტვრიოთო.
-გვანცა მართალი იყო, ულამაზესი ხარ, მარიამ, - ყურთან უჩურჩულა საბამ, წელზე მჭიდროდ მოხვია ხელი და საფეთქელზე ნაზად შეახო ტუჩები.
-იქნებ არ გვინდა ეს საღამო და სახლში დავბრუნდეთ? - გამშრალი ტუჩები ენით გაისველა ქალმა და საბას ზედა ორი ღილი შეუხსნა, - დაიხრჩობი ასე და მერე მე რა მეშველება?
-მარიამ, ნუ მაცდუნებ, უნდა შევიდეთ!
-რახან არ იშლი, - მხრები აიჩეჩა ქალმა, შარფი მანქანაში დატოვა და ქმარს მიჰყვა.
შენობამდე მისულებიც არ იყვნენ, საბამ ქალი თავისკენ რომ შემოაბრუნა და ხმისამოუღებლად აკოცა.
-მაპატიე, თავი ვეღარ შევიკავე, - ამოსუნთქვას ამოაყოლა, გაოცებულ ქალს წელზე ხელი მჭიდროდ შემოაჭდო და შენობისკენ უბიძგა.
-ცოლის კოცნისთვის ბოდიშს არ იხდიან, - ჩამწყდარი ხმით ძლივს დაილაპარაკა მარიამმა, - თუ ის სხვისი ცოლი არ არის.
-ჰმ... - ჩაიცინა კაცმა და შენობაში შევიდნენ კიდეც.
კორპორატიული საღამო პირველ სართულზე არსებულ საკონფერენციო დარბაზში ტარდებოდა. იმ დღისთვის ყველაფერი გადაეკეთებინათ. ყველა სკამი სადღაც გამქრალიყო და მხოლოდ ალაფუშეტისთვის განკუთვნილი მაგიდები იწონებდა თავს დარბაზის მარცხენა მხარეს. მთელი სივრცე დაბალი ოქროსფერი ნათურებით გაენათებინათ, მხოლოდ სცენა იყო გაჩახჩახებული. დარბაზში წყნარი მუსიკა ისმოდა. წყვილებს შუა ნაწილი დაეკავებინათ და ცეკვავდნენ.
-რამეს დალევ, მარიამ? - საბამ ცოლს დახედა და გაუღიმა.
-რა? რამე მითხარი? - ქალი ჯერ ისევ კოცნისგან გაბრუებული იყო.
-სასმელი, მარიამ, დალევ რამეს? - ღიმილი უფრო მკვეთრი გახდა კაცის სახეზე.
მარიამმა მხოლოდ თავი დაუქნია და მისკენ წამოსულ შუა ხნის ქალს გაუღიმა.
-ბართან მიდი, მეც მალე შემოგიერთდები, კარგი? - ხშირი წამწამების ქვემოდან ახედა ქალმა და ამჯერად საბა გააბრუა, - საქმე მაქვს რამდენიმე ჩემს კოლეგასთან.
-როგორც ინებებთ, დედოფალო, - ღიმილით მოიქცია ქალის ხელი, თითქმის შეუმჩნევლად შეახო ტუჩები და ბარისკენ გაემართა.
ბარი დარბაზის შედარებით ჩაბნელებულ ადგილას მოეწყოთ და მამაკაცების უმეტესობას სწორედ აქ მოეყარა თავი. საბა დახლთან გაჩერდა და საკუთარ რიგს დაელოდა, რადგან ყველა ბარმენი დაკავებული აღმოჩნდა იმ წამს.
-ღმერთო, რა ქალია, - მოულოდნელად გაიგონა სოლიდურად გამოწყობილი კაცის სიტყვები, რომელიც მის წინ ბართან იდგა და თითები ყინულიანი სითხისთვის შემოეხვია.
საბამ კაცის მზერას გააყოლა თვალი და აღფთოვანების ობიექტში საკუთარი ცოლი რომ ამოიცნო, ცოტა არ იყოს გაღიზიანდა, მაგრამ მაინც არაფერი შეიმჩნია და სრული სიმშვიდით შეათვალიერა წინ მდგომი.
-გეთანხმები, საოცრებაა, - დაეთანხმა და ბარმენს შეკვეთა მისცა.
-გეფიცები, მშურს მისი ქმრის! - გულგატეხილი მიჯნურივით ჟღერდა მისი სიტყვები, - რომელიც ღმერთმა უწყის ახლა სად არის და არის თუ არა საერთოდ ცოცხალი.
საბა ამას ნამდვილად არ მოელოდა. გაოცება გამოესახა სახეზე და კაცისკენ შებრუნდა.
-უკაცრავად?
-ალბათ, გიკვირს, ასე თამამად რატომ გესაუბრები, არა? - გვერდულად ჩაიცინა უცნობმა, - სასმელმა მომცა ძალა. კიდევ რამდენიმე ჭიქაც და ალბათ, იმ ქალღმერთთან მისვლასაც გავბედავ.
-თავად არ თქვი, ქმარი ჰყავსო?
-ჰყავს ან ჰყავდა, - მხრები აიჩეჩა უცნობმა და კიდევ ერთი ყლუპი მოსვა ჭიქიდან, - როგორც ვიცი, ომის შემდეგ დაკარგულია და აქამდე თუ არ გამოჩენილა, არამგონია, ოდესმე გამოჩნდეს. მე იდიოტს კი იმის გამბედაობაც არ მყოფნის, რომ მასთან მივიდე და სადმე დავპატიჟო.
-და ამ ყველაფერს მე რატომ მეუბნები? - ნელ-ნელა ევსებოდა მოთმინების ფიალა.
-კაცურ ლოგიკას დააბრალე თუ გინდა, ანდაც მეექვსე გრძნობას, მაგრამ რაღაცამ მიბიძგა შენკენ იცი? ისევე როგორც აი, იმ ქალისკენ მექაჩება მთელი სხეული. დედამისმა ძალით შემახვედრა, იცი? სასიდედროს მოვწონვარ, მაგრამ თავად მას არა! მე კი ის ერთი შეხვედრა არ მეყო. გასულ შაბათ-კვირას ვნახე სოფელში...
-სოფელში? - კბილები გააღრჭიალა საბამ, წინ დადგმულ ჭიქას დასწვდა და სულმოუთქმელად გამოცალა.
-მაგრამ არც იქ მოუქცევია ჩემთვის ყურადღება! არ ვნებდები, მის უფროსადაც კი დავანიშნინე თავი ჩემს მეგობარს, დედამისიც მეხმარება, მაგრამ მეტი რა ჯანდაბა ვქნა, აღარ ვიცი!
-ტელევიზორს უნდა უყურო! - მიახალა კაცს და თავი ძლივს შეიკავა, რომ იქვე არ მიეხრჩო.
-რა შუაშია ტელევიზორი?
-იმას მაინც გაიგებდი, რომ მისი ქმარი დაბრუნდა! - ლამის იყვირა, შემდეგ კი ხელახლა შეკვეთილ სასმელს აღარც კი დალოდებია, ისე აქცია კაცს ზურგი და ცოლთან მივიდა.
-უკაცრავად, მარიამს მოგტაცებთ, - ბრაზი ჯერ ისევ არ ჰქონდა გამქრალი ხმიდან და შეკრული წარბებით იმდენად საშიშად გამოიყურებოდა, რომ მარიამის გარშემო მდგომი ხალხი დააფრთხო.
-რა მოხდა, საბა? - ქალმა გაოცებულმა ახედა, - სად მიგყავარ?
-არ მეცეკვები, მეუღლევ? - შედარებით მშვიდი ხმით დაილაპარაკა და ცოლს წელზე მოხვია ხელი, - დიდი ხანია რაც არ გვიცეკვია.
-კარგად ხარ? - დამფრთხალი ჩანდა ქალი.
-არა, მარიამ, კარგად ნამდვილად არ ვარ, პირიქით გაბრაზებული ვარ, თან იმდენად, რომ მინდა მივიდე და ის შენი ს**ი უფროსი ადგილზე მივახრჩო.
-რომელი უფროსი, საბა?
-აი, ის ამ შაბათ-კვირას სოფელში რომ იყო თქვენთან ერთად!
-ჩვენთან ერთად? - შეიცხადა ქალმა და სუნთქვა შეეკრა, როცა საბამ კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა, - რაზე ლაპარაკობ საბა? მე ახალ უფროსსაც კი არ ვიცნობ და სოფელში ჩვენთან ერთად რანაირად იქნებოდა?
კაცმა ღრმად ჩაისუნთქა დასამშვიდებლად, შემდეგ კი ცოლი დაატრიალა და კვლავ სხეულზე აიკრა.
-საბა, შემომხედე და მითხარი, რომ ჩემში ეჭვი არ შეგიტანია! - დაბნეული მარიამიდან ნელ-ნელა გაბრაზებული მარიამი ხდებოდა და თვალებანთებული მისჩერებოდა კაცს.
-მასე მიცნობ? - ჩაიცინა კაცმა, თავი დახარა და ლამის ტუჩებზე ამოილაპარაკა ბოლო სიტყვები, - უბრალოდ, მე ყველა იმ ადამიანზე მეშლება ნერვები, ვისაც ჩემი სიდედრი ჩემზე უკეთეს სიძედ მიიჩნევს და ცდილობს ჩემს ცოლს გაურიგოს!
მარიამი დაბნეული აფახუნებდა წამწამებს და ნორმალურად გააზრებულიც კი არ ჰქონდა, რას ეუბნებოდა საბა, უეცრად მუსიკის ხმა რომ გაწყდა და მიკროფონის შიშინი გაისმა. ყველას ყურადღება სცენაზე ასულმა მამაკაცმა მიიპყრო.
-შეუძლებელია! - აღმოხდა ქალს და წელზე მოხვეულ მკლას დაეყრდნო, რომ არ დაცემულიყო, - ეს აქ რას აკათებეს?
-სწორედ ამაზე გეუბნებოდი, - საბას ხმაში კვლავ ბრაზმა იმატა.
-მოგესალმებით, აქ შეკრებილო დამსწრე საზოგადოებავ, - ომახიანი, მაგრამ მაინც შემთვრალი ხმით დაიწყო კაცმა და ოდნავ წაბორძიკდა, რასაც ხალხის გაოცებული შეძახილი მოჰყვა, - არაფერია, კარგად ვარ, კარგად! ვის არ მოსვლია ზედმეტი ორიოდ ჭიქა, არა? - მთვრალმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე და მიკროფონი უკეთესად დაიკავა ხელში.
-ისაა ჩემი ახალი უფროსი? - ჯერ სცენაზე მდგომ ირაკლის შეხედა, შემდეგ კი ქმარს.
-როგორც სჩანს, - კაცი კვლავ წარბებშეკრული იყურებოდა.
-მე თქვენი ახალი უფროსი ვარ, ირაკლი გორგაძე. ჩემთვისაც ნამდვილად სასიამოვნო იქნება თქვენთან ერთად მუშაობა, დარწმუნებული ვარ! - გაიცინა და თვალებით დაიწყო ვიღაცის ძებნა, შემდეგ კი როცა იპოვა უფრო ფართოდ გაიცინა, - ახლა კი ბოდიშს მოგიხდით, ჩემს ხელქვეითს მსურს ვეცეკვო.
მიკროფონი ხელიდან გააგდო, რამაც დარბაზში სმენისწამღები ხმა გაავრცელა, თავად კი კიბეებზე დაეშვა და სწორედ იქით აიღო გეზი, სადაც მარიამი და საბა იდგნენ.
ირაკლის გზად რამდენიმე ადამიანი გამოელაპარაკა, მაგრამ მათთვის დიდად ყურადღება არ მიუქცევია, მხოლოდ ერთისკენ მიიწევდა და აზუზუნებულ დარბაზს ყურადღებასაც არ აქცევდა. თითქოს იქ მყოფი ყველა ადამიანი სადღაც გამქრალიყო, გადათხაპნილიყო და ერთ მასად ქცეულიყო. მხოლოდ მარიამს ხედავდა და მისი ერთი ღიმილის დანახვაც კი ყველაფრად უღირდა.
-არა, ეს უკვე მეტისმეტია! - ამოიბრდღვინა საბამ და ცოლის წელზე შემოხვეული მკლავი ერთიანად დაეჭიმა.
-საბა, წავიდეთ რაა, - ქალს ნერვიულობისგან სულ მთლად დაჰკარგვოდა ფერი და თვალებიც აცრემლიანებოდა.
-მანქანაში დამელოდე, კარგი? - გასაღები უემოციოდ გაუწოდა ქალს და თავად კვლავ მათკენ მომავალ ირაკლის გახედა.
ეტკინა, მაგრამ რა, თავადაც ვერ მიხვდა. უხმოდ გამოართვა გასაღები და ისე დატოვა იქაურობა, არავის შეუმჩნევია. ამჯერად თავად მოთავსდა საჭესთან და გაუაზრებლად გაიყვანა მანქანა გზაზე. სად მიდიოდა ან ცრემლებით დაბინდული თვალებით როგორ ატარებდა მანქანას, თავადაც არ იცოდა. ყველაზე მეტად რაც ახლა სურდა, გაქცევა იყო და გარბოდა კიდეც. მაგრამ ამდენი ხნის შემოჩვეული ის საზიზღარი ტკივილი თავს არ ანებებდა. თითქოს ქარად ქცეულიყო და კვალში ჩამდგარი მისდევდა. მართალია, ოდნავ გადასხვაფერებულიყო, მაგრამ მაინც არ ეშვებოდა. ამღერებულმა მობილურმა რომ შეაწუხა, დაუფიქრებლად გამორთო და სათავსოში მოათავსა. ახლა არც ნათიას ნერვები ჰქონდა, არც გვანცასი და ყველაზე მეტად არც საბასი. თითქოს იმ შაბათ-კვირას ყველაფერი გაიაზრა და დაალაგა, მაგრამ სინამდვილეში ხელთ მხოლოდ არეული გრძნობები შერჩა, რომელიც იმაზე დიდ ქაოსს იწვევდა მასში და თავს აკარგვინებდა, ვიდრე წარმოედგინა.
ინსტიქტურად გადაუხვია ბავშვობაში ამოჩემებული ადგილისკენ, რომელის შესახებაც მხოლოდ მან და გვანცამ იცოდნენ. რუსთავთან ახლოს პატარა გაშლილი და დაუსახლებელი მინდორი იყო, რომელსაც ხეების ჯარი მოსდევდა, იმის იქით კი პატარა შემაღლებულზე უზარმაზარი ხე იდგა, რომელიც თითქოს არაფრით გამოირჩეოდა, მაგრამ სინამდვილეში გვანცასა და მისი თავშესაფარი იყო დიდი ხნის განმავლობაში. ხეს გარს თუ შემოუვლიდით, კარგად დაინახავდით უზარმაზარ ვუღუროს, რომელშიც ორი მოზარდი ბავშვი თავისუფლად დაეტეოდა. მარიამმა მანქანა იქვე დატოვა, შარფი მხრებზე მოიგდო და იმ ხისკენ აიღო გეზი. ქუსლიანი ფეხსაცმელი ფეხებს სტკენდა, ამიტომაც ერთი ხელის მოსმით გაიხადა და თხელი კოლგოტის გარედან იგრძნო ნამიანი ბალახის სიგრილე. წამობერილმა ნიავმა თმა დაუშალა და კაბაცა და შარფიც აუფრიალა, მაგრამ არ გაჩერებულა. სიბნელის გამო გზაში რამდენჯერმე წაბორძიკდა კიდეც და ინანა, რომ ტელეფონი მანქანაში დატოვა, მაგრამ უკან აღარ მიბრუნებულა. ადგილზე მისულს ხე კი ადგილზე დახვდა, მაგრამ უკვე გამხმარი და ფოთლებგაცვენილი. მიუხედავად იმისა, რომ კოლგოტი გახია, კაბაც რამდენიმე ადგილას გაერღვა, მაინც აბობღდა და მოკუნტულმა ფუღუროში მოიკალათა. იმ ადგილიდან კარგად ჩანდა როგორ ამოიწვერა ვარსკვლავებით გადაპენტილ ცაზე მთვარე და როგორ გაანათა იქაურობა. მხოლოდ ცოტა ხნის შემდეგ იგრძნო, როგორ სციოდა და მთელი სხეულით კანკალებდა. კიდევ უფრო მოიკუნტა, შარფი მთელს სხეულზე შემოიხვია და მიუხედავად უსიამოვნო გრძნობისა, რასაც ფუღუროში ჯდომა იწვევდა, ადგილიდან არ დაძრულა. პირიქით თვალები მილულა და მშფოთვარე ძილს მისცა თავი.
დილით აუტანელმა სიგრილემ გამოაფხიზლა. როგორც ეტყობოდა მთელი ღამე წვიმდა და არც ახლა აპირებდა გადაღებას. ქალს მთელი სხეული სტეხდა, თავის ტკივილზე რომ საერთოდ აღარაფერი ეთქვა. როგორც შეეძლო ფრთხილად ჩამოვიდა და აკვნესებული სახსრები გაშალა. წვიმამ ერთიანად დაასველა და უარესად შეამცივნა, ამიტომაც სირბილით მივიდა მანქანამდე და მთლად გაწუწული მოთავსდა სავარძელზე. გათბობა კი ჩართო, მაგრამ ამან დიდად ვერ უშველა. ჭიებივით აფუთფუთებული აზრებით მიაღწია სახლამე, უემოციო სახით შეაღო კარი და ხელში შეშლილი სახეებით მომზირალი ქმარი, ძმა და მეგობრები შერჩა.
-მარიამ, კარგად ხარ? სად იყავი მთელი ღამე? ვინერვიულე, გამოსულს იქ რომ არ დამხვდი! - საბა მაშინვე მისკენ წავიდა, მაგრამ ქალმა ხელის აწევით შეაჩერა.
-შენ გაგიჟდი გოგო?! - ამჯერად ლაშამ დაიწყო და ჩაწითლებული თვალებით დააკვირდა დას, - სად აღარ დავრეკეთ, იცი მაინც?
ლაშას გვანცა აჰვა, გვანცას ნათია, თორნიკე, კვლავ საბა, ლაშა და ასე უსასრულოდ. უკვე აღარ შეეძლო ამდენის ატანა. თვალებიდან ცრემლები დაუკითხავად გადმოსცვიდა უკანმოუხედავად შევარდა თავის საძინებელში, კარი შიგნიდან ჩაკეტა და კართან ჩაიკეცა.
-ყველანი რომ შემეშვათ, არ შეიძლება? - ვეღარ მოითმინა კარზე ამტყდარი კაკუნი და დაიკივლა, - უბრალოდ გაჩერდით და მაცადეთ!
რაც შეეძლო სწრაფად მოიწესრიგა თავი, ჯერ კიდევ უნივერსიეტისდროინდელ ზურგჩანთაში საჭირო ნივთები ჩაალაგა და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა იქაურობა.
-ოჰ, გვიკადრე ქალბატონო? - თვალები დააწვირა ლაშამ და ქალის მხარზე არსებულ ზურგჩანთას დააკვირდა, - სადმე მიდიხარ?
-ლაშა, ერთი წუთით გაჩუმდი! - შეუღრინა ძმას და დაწყვეტამდე მისული ნერვების დამშვიდება ღრმად ჩასუნთქვით სცადა, - მივდივარ. არ ვიცი, რამდენი ხნით, მაგრამ წასვლა რომ მჭირდება, ნამდვილად ვიცი და არც ერთი თქვენგანი არ გამომყვება! არც იმას მკითხავთ, სად მივდივარ და არც მობილურზე დამირეკავთ! მარტო ყოფნა მჭირდება. დაფიქრება, ყველაფრის გააზრება და გადახარშვა. ვეღარ ვუძლებ, გესმით? მგონია, რომ საკუთარ თავს ვკარგავ, ვისრისები და არარაობა ვხდები.
გაჩუმებულ ახლობლებს დააკვირდა, განსაკუთრებით თავჩაღუნული საბას დანახვამ ატკინა. კაცს ჯერ ისევ არ მოეშორებინა გუშინდელი სამოსი, ღამენათეობაც ეტყობოდა და ნერვიულობის კვალიც.
-ნათი, მანქანას ხომ მათხოვებ? - დაქალს ჰკითხა, რომელმაც მხოლოდ თავი დაუქნია და გაცეცხლებულ ლაშას დასამშვიდებლად ხელი მოუჭირა.
-ბავშვებს ვნახავ და წავალ, - ამოიხავლა და ჯერ ისევ მძინარე შვილების ოთახში შეიპარა. ორივეს თავზე აკოცა და მერე ხმისამოუღებლად დატოვა იქაურობა.
ესმოდა, როგორ ჩხუბობდა ლაშა. ყოველვის ასეთი ემოციური იყო და ზოგჯერ ეს აშინებდა კიდეც, მაგრამ ახლა აღარაფერზე ფიქრობდა. ლაშას ხმას გვანცას და საბას ხმებიც ემატებოდა. თორნიკე, როგორც ყოველთვის, გამშველებლის როლს ასრულებდა.
მხოლოდ მანქანში ჩაჯდომის შემდეგ გაიაზრა, რომ რეალურად არც კი იცოდა, სად უნდა წასულიყო. ცოტა ხნის წინანდელისგან განსხვავებით, ამჯერად მისი გონება გამომშრალ უდაბნოს დამსგავსებოდა და ერთი აზრიც კი არ ჭაჭანებდა. ასე უმიზნოდ სიარული კი არ გამოადგებოდა. ვერც გუშინდელ ადგილს დაუბრუნდებოდა. და უცბად ყველასგან მოულოდნელად გაახსენდა საბას ბებია, რომელიც რაჭაში ცხოვრობდა და რომელიც ბოლოს საბას დაბრუნებისას ნახა. ქალი ჯიუტად არ ტოვებდა თავისი ქმრის სახლს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში ცამოდიოდა ქალაქში. ბენზინგასამართ სადგურზე ავზის შევსების შემდეგ უფრო მშვიდად გააგრძელა გზა და რამდენიმე საათში სულ მთლად მწვანეში ჩაფლულ სოფელში ამოჰყო თავი. გაახსენდა, პირველად აქ როგორ მოხვდა და სევდიანად გაიღიმა. მაშინ საბასთან ერთად იყო გამოპარული. ჯვარიც იქვე სოფლის თითქმის ნანგრევებადქცეულ ტაძარში დაიწერეს, მაგრამ მაშინ ყველაზე ბედნიერი იყო.
-ნუნუ ბებოო, - ჭიშკრიდან დაუძახა ქალს და ეზოში მანამ არ შესულა, სანამ ქალმა არ გამოხედა.
-რომელი ხარ? - მოხუცს სახის კანი მთლად დანაოჭებოდა, წელშიმოხრილიყო ნამგალა მთვარესავით და მასსავით გალეული ხელებით ეყრდნობოდა ჯოხს.
-მე ვარ, მარიამი, - ღიმილით შევიდა ეზოში და ქალს მოეხვია.
-ჩემო გოგოვ, როგორ მომენატრე, - ქალმა ლოყები დაუკოცნა და სიბერისგან მორჩენილი ძალით ჩაიკრა გულში, - მოდი, შემოდი სახლში, სწორედ ახლა ვაპირებდი ვახშმობას.
-მეც მომენატრე.
-მარტო ამოხვედი ამხელა გზაზე? სადაა შენი ქმარი, შვილო? - შეიცხადა ქალმა და ეზოს თვალი მოავლო, - თუ მე დამაკლდა იმდენად თვალს, რომ ჩემს ბიჭს ვეღარ ვხედავ?
-მარტო ვარ, ნუნუ ბებო, ამჯერადაც, - ამოიოხრა და ქალს სამზარეულოში შეჰყვა, - და არც მინდა, რომ ვინმემ იცოდეს ჩემი აქ ყოფნის შესახებ.
-დედააა, არ მითხრა, მარიამ, რომ ჩემმა ბიჭმა გაწყენინა და აქ ამიტომ ხარ.
-მთლად მასეც არაა, მაგრამ ნაწილობრივ სიმართლეა.
-დედაა, ეს რა მითხარი, ეს რა გამაგონე, ჰაა? - ქალი მაშინვე მოჰყვა ვიშვიშს და მუხლებზე ხელების რტყმას.
-ნუნუ ბებო, ნუ ნერვიულობ, გთხოვ. ცუდად გახდები.
-რა ქნა იმ სულელმა ბიჭმა, ჰა? მითხარი, რა გააკეთა, როგორ გაგაბრაზა, ჩემო ლამაზო, ასე რომ აქ გამოქცევა გაიძულა! მითხარი, უნდა ჩავიდე და ის გასახმობი თავი უნდა წავაწყვიტო ვარიასავით! - არ ჩერდებოდა ქალი.
-ბებო, გთხოვ, წნევა აგიწევს. ყველაფერს გეტყვი, მაგრამ უნდა დამპირდე, რომ არ ინერვიულებ.
-არ ვინერვიულებ? როგორ არ ვინერვიულო, შვილო, როცა შენ აქ ასეთ გხედავ და იმ ჩემი უჭკუო შვილიშვილის დამსახურებით. წარმოდგენაც არ მინდა, ის რა მდგომარეობაშია და როგორ ნერვიულობს. დედა, დედა, ამას რას მოვესწარიი?! არ მითხრა, შვილო, რომ საბას მიტოვებას აპირებ და ძლივს თქვენთან დაბრუნებულს შორდები, თორემ მართლა დავკლავ ჩემი ხელით, მაგ ქათმისტვინას.
-არ ვიცი. აქ სწორედ საფიქრელად და სიმშვიდის გულისთვის ამოვედი. ვეღარ ვუძლებდი იქაურობას, ბებო და ხომ შეიძლება, ცოტა ხანს აქ დავრჩე, შენთან?
-როგორ მეკითხები მაგას, მარიამ? - ამჯერად ამაზე გაწყრა ქალი, - დარჩი რამდენ ხანსაც გინდა და იფიქრე, ოღონდ ჩემს სიმწრითგამოზრდილ შვილიშვილს ნუ დამიობლებ და ნუ დატოვებ ცალად, ბებო. იცი, როგორ უყვარხარ?! შეიძლება ვერ გამოხატავს, მაგრამ მე ხომ ვიცი. ჩემს ხელშია ფაქტობრივად გაზრდილი, მე რა უნდა გამომაპაროს მაგან?
-საუკეთესო ხარ შენ! - ქალს დამჭკნარი ლოყები დაუკოცნა და ჩაეხუტა.
***
ერთი კვირა გავიდა ისე, რომ მარიამზე საერთოდ არაფერი გაეგო. ცალკე ბავშვებზე წუხდა, ვერ ისვენებდნენ დედის გარეშე და ყოველ საღამოს იმას ეკითხებოდნენ, სად იყო და როდის დაბრუნდებოდა. ხვდებოდა, როგორ ვერ ხვდებოდა, რომ თავად დააშავა და უკვე მერამდენედ ატკინა საყვარელ ქალს, მაგრამ იმ საღამოს გახსენებაზე, კვლავ ბრაზი აწვებოდა და ყელში ისე ეჩხირებოდა, ლამის დაეხრჩო. ერთი კვირის თავზე ბებიამ დაურეკა და სულ ოდნავ გამოუკეთდა ხასიათი.
-ხო, ბებო. გაგახსენდა დავიწყებული შვილიშვილი? - ჩვეული ფრაზით უპასუხა და ქალის ქოთქოთის მოსმენას დაელოდა.
-შე ეშმაკისფეხო, რა გააკეთე? - არ დაუყოვნებია ქალსაც, - შენდა ბედად, ერთი კვირა ისე წვიმდა, გარეთ ფეხს ვერ ვადგამდით და ჩარიცხვა ვერ მოვახერხე, თორემ უფრო ადრე დაგირეკავდი და გეჩხუბებოდი.
-რატომ? ამჯერად რაღა დავაშავე? - გაოცდა კაცი, ამდენად გაბრაზებული ბებია დიდი ხნის წინათ ახსოვდა მხოლოდ.
-როგორ თუ რა დააშავე, არა, როგორ თუ რა დააშავე, ნორმალური ხარ, ბიჭო, შენ?! ეს ანგელოზივით გოგო გამოაქციე, ჩემთან აფარებს თავს უკვე რამდენი ხანია და ხმის ამოღებას საერთოდ როგორ ბედავ?
-მარიამი შენთანაა, ბებო? - შვებით ამოისუნთქა და სახეზე ხელი ჩამოისვა, - როგორაა?
-როგორ უნდა იყოს? მე კი არაფერს ვუჭირვებ, მაგრამ საერთოდ ჩამქვრალი დადის ბავშვი!
საბას რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ უცებ მეორე მხრიდან მარიამის ხმა გაიგო, ქალს რომ ეძახდა.
-ნუნუ ბებოო, სად ხარ?
-მოვალ ბებია ახლავე, - გასძახა ქალმაც, მერე კი შვილიშვილს მიუბრუნდა, - წავედი ახლა მე და ჭკუით იყავი იცოდე! არ გამცე, რომ გითხარი, ჩემთანაა მარიამი, თორემ მერე მართლა ვეღარ გადამირჩები! ჩემი სესილია და ნიკუშა ჩამიკოცნე და აქ ფეხამოდგმული მანამ არ დაგინახო, სანამ ჩემს გოგოს არ შემოირიგებ!
-ბებო... - დაიწყო საბამ, მაგრამ ქალს ყურმილი უკვე გათიშული ჰქონდა.
***
-უი, აქ ხარ, ნუნუ ბებო? - მარიამმა გომურის კარი გამოაღო და შიგნით შევიდა, - მე კიდევ სად არ გეძებე.
-რა მოხდა, ბებია, ხომ მშვიდობაა?
-კი, კი, არ იდარდო, უბრალოდ კეცებს ვერსად მივაგენი და მაგის გამო გეძებდი.
-მჭადების დაცხობას აპირებ, ჩემო გოგოვ? - გაიღიმა ქალმა და მარიამისგან შეუმჩნევლად ჩაიცურა მობილური წინსაფრის ჯიბეში.
-კი და ხაჭაპურსაც ვცდიდი. დიდი ხანია აღარ გამომიცხვია და გავიხსენებ.
-უჰ, მაგის დავიწყება იქნება, არ გრცხვენია? მიტოვებ ხომ ქმარ-შვილს მშიერს! მაგათზე გამახსენდა, რას აპირებ ჩემო ლამაზო? მალე დაბრუნდები? - თან ელაპარაკებოდა და თან კარადიდან იღებდა კეცებს.
-კი, ნუნუ ბებო, ორშაბათს დავბრუნდები.
-ვერაფერი გადაწყვიტე ჯერ ხომ? თუ გადაწყვიტე და ბოლომდე დარწმუნებული არ ხარ.
-მგონია, რომ ჩემს ტვინში ზიხარ, იცი?! - ღიმილით თქვა მარიამმა.
-ეჰ, ბებო, მეც ვიყავი შენხელა და მეც გამომიცდია საყვარელი ადამიანის მიერ მოყენებული ტკივილის სიმწარე. მახსოვს, როგორ ვიჩხუბეთ მაშინ და იმდენად მეწყინა ჩემი საწყალი ქმრისგან უბრალოდ ერთი ტონით უფრო ხმამაღალი ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ არასწორად გაიგო ყველაფერი იმანაც და მერე მეც. ავდექი, დავადე თავი და ჩემს მშობლებთან გავიქეცი. ერთი თვე არ ვცემდი ხმას. მამაჩემი გადარეული იყო. გათხოვილი შვილის უკან დაბრუნება დიდი სირცხვილი იყო და ლამის ჭკუიდან გადასულიყო.
-რაზე იჩხუბეთ, ბებო? - დაინტერესდა მარიამი.
-პირველი შვილი დავკარგეთ, - ამოიოხრა ქალმა და მარიამის გვერდით სკამზე მოთვსდა, - ორივემ მძიმედ გადავიტანეთ ის პერიოდი. ერთმანეთს ხმას თითქმის საერთოდ არ ვცემდით. ის დილით გადიოდა და საღამოს ისეთი გასავათებული ბრუნდებოდა, რომ მუთაქაზე თავის დადება და გათიშვა ერთი იყო ხოლმე. მე კი მთელი დღეები სახლში ვიჯექი და მიუხედავად იმისა, რომ მასზეც ვნერვიულობდი, ვერაფერს ვაკეთებდი. ის გადიოდა, გულს აყოლებდა მუშაობას, მე კი რა უნდა მექნა?! დიასახლისის მოვალეობას კი ვასრულებდი, მაგრამ საერთოდ არ მშველოდა არაფერი. მერე კი მეგობარი გამომიჩნდა. ჩვენს მეზობლად გადმოვიდნენ საცხოვრებლად. გოგია ერქვა. თავიდან ხმას არც მას ვცემდი, მაგრამ მერე ნელ-ნელა დაგვითბა ურთიერთობა. ძმასავით მყავდა, რომელიც არადროს მყოლია. მაგრამ ეგ ვერ შევასმინე იმ ჯიუტს! მეზობლის მიტანილი ენის დაიჯერა და ჩემი არა! ხოდა არ ვაპატიე უნდობლობა და გავიქეცი!
-და როგორ შემოგირიგათ?
-გაგეცინება და მომიტაცა, - ქალს თავადაც გაეცინა ამის გახსენებაზე, - მამაჩემისთვის სადილი მიმქონდა ვენახში, მანქანა რომ გამიჩერდა წინ და ეს გათხოვილი ქალი სულ წივილ-კივილით შემაგდო შიგნით. ვერ დაიჯერებ და საჭესთან ის ჩემი მეგობარი გოგია იჯდა.
ორშაბათ დილით მართლა დაემშვიდობა ქალს, დაპირდა, რომ ზაფხულში აუცილებლად ამოვიდოდა, ამჯერად ბავშვებთან ერთად და ამჯრად შეურყეველი გადაწყვეტილებით დაადგა თბილისის გზას. გულაფანცქალებული მართავდა მანქანას და გზაში რამდენჯერმე გაჩერდა კიდეც. იმაზე ნელა იარა, ვიდრე წამოსვლისას, ამიტომაც მხოლოდ უკვე კარგად დაღამებულზე მიაღწია სახლამდე. ძალიან ფრთხილად გააღო და დაკეტა კარი, პარკები იქვე დააწყო და საკუთარ ოთახში მიიმალა. რამდენიმე კვირის წინ ნათქვამი გვანცას სიტყვებიც გაიხსენა, რომ ქალს ყველაფერი შეუძლია, თუ მოინდომებს, ამიტომაც უყოყმანოდ გადაიცვა ღამის პერანგი, ზედ ხალათი შემოიკრა და მისაღებისკენ დაიძრა, სადაც უკვე შეფხიზლებული საბა იწვა.
-რას აკეთებ მარიამ? - შეიცხადა საბამ, როდესაც ქალმა დაუკითხავად ასწია პლედი და დივანზე გაწოლილ კაცს გვერდით მიუწვა.
-იმას რაც აქამდეც დიდი ხნის წინ უნდა მექნა, - უტეხად გასცა პასუხი და დივნის საზურგისაკენ გაწეულს უფრო მეტად მიუახლოვდა.
-მარიამ! - გააპროტესტა საბამ და კიდევ ერთხელ, მაგრამ უშედეგოდ სცადა უკან გაწევა, რადგან ისედაც საზურგეს იყო მიყრდნობილი.
-ახლა სადღა გაიწევი?! - ნიშნის მოგებით იკითხა ქალმა და მშვიდად შეხედა.
-როდის დაბრუნდი, მარიამ? - იკითხ კაცმა და მისკენ მიჩოჩებულ ცოლს დახედა, მაგრამ მარიამმა კითხვას წაუყრუა და ისევ თავად ალაპარაკდა.
-საბა, - მშვიდად დაიწყო ქალმა, - სულ არ მაინტერესებს შენი შიშები, ყელში ამომივიდა უკვე, იცი?! არაფერი მოხდება. ამის თავად უნდა ირწმუნო. შენ მე ვერაფერს დამიშავებ. ნუ, ფიზიკურად შეიძლება, მაგრამ ეგ გასათვალისწინებელი არც არის.
-როგორ თუ...
-ნუ მაწყვეტინებ, - მაშინვე გააჩუმა და შეეცადა მოხვეოდა, - შენ მე ვერასდროს მატკენ. მერწმუნე, რაც არ უნდა ძლიერ მომიჭირო ხელი, ჩემთვის უმნიშვნელო იქნება, რადგან მე შენი დაკარგვის გამო გადატანილი ტკივილი უკვე გამოცდილი მაქვს და მერწმუნე, იმდენად მართლა ვეღარაფერი მატკენს, ნუ, თუ ოდესმე ჩემს მიტოვებას არ გადაწყვეტ.
-ნუ სულელობ, მარ, - ქალის ბოლო სიტყვებზე გაეცინა კაცს, - შენგან სად უნდა წავიდე? რა, სიცოცხლე მომბეზრდა?
-რა გითხარი, ნუ მაწყვეტინებ-მეთქი! - ქალსაც ჩაეცინა და კვლავ უშედეგოდ სცადა კაცის დაჭიმულ სხეულს ჩახუტებოდა.
-საბაა, - ამოიბუზღუნა ბოლოს პატარა ბავშვივით და წამწამების ფახუნით ახედა, - ჩამეხუტეე!
კაცმაც, თითქოს ამას ელოდაო, მაშინვე შემოხვია ხელები და ძლიერად მიიკრა მკერდზე. მარიამმა შვებით ამოისუნთქა და თავადაც უფრო ძლიერ ჩაეხუტა.
-და ამიერიდან ხმა აღარ გამაგონო...
-ჰმმ, კიდევ რამე დაგრჩა სათქმელი? - სიცილით ჩაიბურტყუნა ქალის თმებში სახეჩარგულმა და ღრმად ჩაისუნთქა.
-მაცადე, საბაა! - კვლავ პატარა ბავშვივით გამოუვიდა წუწუნი და ქმარს ხელი მკერდზე მიარტყა, - ამიერიდან უბრალოდ ჩემთან ერთად დაიძინე, კარგი? ჩემი ქმარი ხარ, მხოლოდ ჩემი და იმ საწოლში კიდევ ერთხელ რომ დამტოვო მარტო და გასაყინად გამიმეტო, მე ვიქნები ის ადამიანი, რომელსაც უკანასკნელად დაინახავ.
-მე ისედაც შენს დანახვას ვგეგმავდი უკანასკნელად, - უთხრა ჩურჩულით და ყელში ნაზად აკოცა. ქალს ამაზეც კი გააკანკალა და მთელს სხეულში გასცრა.
- ახლა დავიძინოთ, - წამშივე მოშორდა საბა, ოდნავ ქვემოთ ჩააცოცა და უკეთსად მოეხვია, - და დანარჩენზე ხვალ დაგელაპარაკები! ასე იოლადაც ვერ გამოძვრები ვაჟბატონო!
დილით ბედნიერს გაეღვიძა. თავი საბას მკერდზე ჰქონდა მოთავსებული და სასიამოვნო შებოჭილობას გრძნობდა. ქმრის მშვიდი სუნთქვა ეფრქვეოდა თავზე და თმის ძირებს ურხევდა, რომელიც ნელ-ნელა გახშირდა და მიხვდა, რომ მასაც გამოეღვიძა.
-დილა მშვიდობისა, - გაიგონა საბას ხმა და შუბლზე მისი ცხელი ტუჩებიც იგრძნო.
-მმმ... - ამოიბუტბუტა თვალებმინაბულმა და წამოწევა სცადა.
-როგორ ხარ?
-დიდი ხანია ასე კარგად აღარ ვყოფილვარ, - ხელები გაშალა და წამოჯდა, - მიუხედავად იმისა, რომ მთელი ზურგი მტკივა.
საბას გაეცინა და რამდენადაც ამის საშუალებას დივანი აძლევდა, გასწორდა.
-არადა, როცა ამ დივანს ვარჩევდი, უფრო მეტად კომფორტული ჩანდა.
-ვერ აგირჩევია კარგად, - კვლავ გაიცინა კაცმა.
-აბა, მის დასატესტად ქმარი არ მყოლია მაშინ გვერდით.
საბას მაშინვე თვალები ჩაუმუქდა, მაგრამ შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა და კვლავ გაახილა. ამჯერად სულ სხვა მზერით იყურებოდა. ისეთით, რომელიც მარიამს ძალიან ბევრ რამეს ჰპირდებოდა.
-ანუ, ქმარი არ გყავდა გვერდით და ვერ მოახერხე მისი დატესტვა, ხომ? - დაბოხებული ხმით დაილაპარაკა, წამოიწია და ისე დააცქერდა ქალს.
-საბა, რას აკეთებ? - შეიცხადა, როცა კაცი უცბად წამოხტა ფეხზე და მხარზე გაიდო.
ზუსტად ამ დროს ბავშვები გამოცვივდნენ სამზარეულოში და მაშინვე გაჩერდნენ, როგორც კი ეს უცნაური სცენა დაინახეს.
-დედა დაბრუნებულაა, - ორივემ ერთად თქვა და გაოცებულებს რა გაეკეთებინათ, ვერ ხვდებოდნენ.
-საბაა, დამსვი, ბავშვებს საუზმე უნდა გავუმზადო!
-სესი, ნიკა, თქვენითაც ხომ მოახერხებთ საუზმობას? - ღიმილით გახედა ბავშვებს და ცოლის ფართხალს ყურადრებაც არ მიაქცია, - დედიკოსთან სერიოზული საქმე მაქვს.
-რა თქმა უნდა, - მაშინვე დაეთანხმა სესილია, - მე გავამზადებ საუზმეს. თქვენც გინდათ?
-არ შეწუხდე საყვარელო, - კვლავ გაიღიმა საბამ, - დაგვაგვიანდება ჩვენ. სკოლაში ხომ წახვალთ თქვენით?
-კიი, მამა, - ამჯერად ნიკამ უპასუხა და სამზარეულოში გაუჩინარდა, - სესოო, მშიაა!
-ჩემი საფულე მანდვე დევს, ფული აიღეთ, - ბოლოს დანებებასავით გამოუვიდა მარიამს, რადგან მიხვდა, რომ საბასგან ასე მარტივად ვერ დაიხსნიდა თავს.
-ხო, მთავარი გამომრჩა, - საბა თან ლაპარაკობდა და თან საძინებლისკენ მიიწევდა, - აი, გამომართვი, - ხელში მობილური მიაჩეჩა, - და შენს სამსახურში დარეკე. დეკრეტულ შვებულებას იღებ.
-ორსულად ვარ და არ ვიცი?!
-არა მაგრამ, მალე იქნები, - ჩაიცინა საბამ და ოთახის კარი მიკეტა, შემდეგ კი ფრთხილად დააყენა ფეხზე და იქამდე არ გაუშვია ხელი, სანამ მარიამმა ნორმალურად დადგომა არ შეძლო.
-ჰმ... მგონი, ერთკვირიანი ბიულეტენის აღება არ მაწყენდა. გავიხანგრძლივებდი შვებულებას.
-იყოს ჯერ ერთკვირიანი, დანარჩენზე მერე დაგითანხმებ, - ხმადაბლა უთხრა და ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა ქალს.
-არა საბა, არ გაბედო მოახლოება, სამსახურში უნდა დავრეკო!
კაცმა მხოლოდ ჩაიცინა და ხალათის ქამარში ჩაავლო ხელი.
-საბაა, - ამოიბუზღუნა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. საბას ხალათი გაეხსნა და მხრებზე სასაცილოდ ეკიდა, ხოლო ზარი უკვე გასულიყო და მეორე მხრიდან ქალის ხმაც კი გაისმა.
მარიამმა სწრაფად შემოიძარცვა ხალათი და ლაპარაკი დაიწყო.
-ალო, სალო, როგორ ხარ? - ჰკითხა და უკან შებრუნება სცადა, მაგრამ საბამ არ აცადა, უკანსვლით წაიყვანა და საწოლზე დააგდო.
ქალს ღამის პერანგი მუცლამდე აეკეცა, საბა კი ზემოდან მოექცა და განძრევის საშუალებაც კი არ მისცა. თმა გადაუყარა და ყელიდან ნელ-ნელა ქვემოთკენ ჩაჰყვა კოცნით.
-სალო, მარიააამი ვარ, - ხმა ვეღარ მოთოკა, როცა საბამ საღამურის ბრეტელი გადაუწია, მკერდი მოუშიშვლა და ზედ ტუჩები დააკრა.
-კარგად ხარ, მარიამ? - მაშინვე გაიგონა სალომეს ხმა და შეეცადა სუნთქვა მაინც დაერეგულირებინა.
-იცი, რა ხდება, სალო?
-გისმენ, მარი.
-ერთკვირიანი ბიულეტენის აღება მიიინდა, - კვლავ ვერ შეიკავა თავი და საბას თვალები დაუბრიალა, რომელიც უკვე მუცლამდე ჩასულიყო.
-ხომ მშვიდობაა? - აშკარად ეჭვნარევი ხმით იკითხა ქალმა.
-კი... არა.... არ ვიცი...
-და რატომ გინდა აღება? მიზეზად რა ჩავწერო?
-მაღალი ტემპერატურა მაქვს, - ამოილაპარაკა და ტუჩზე იკბინა, როცა მამაკაცის ტუჩები თეძოს შიდა მხრიდან იგრძნო, - ღმერთო, ძალიან მაღალი ტემპერატურა მაქვს. იმდენად მაღალი, რომ ახლაც კი ვკანკალებ.
-ექიმს გამოუძახე? - შეშფოთდა სალომე.
-ექიმს? - ისე გაიმეორა, თითქოს სიტყვას გემოს უსინჯავსო, - ოოჰ, ექიმს ნამდვილად გამოვუძახე და ვიცი, რომ მიშველის. მხოლოდ ის.
-კარგი მარ, მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ! - გულწრფელად უთხრა და გაუთიშა.
-ოჰ, საბააა, - ამჯერად ხმა ვეღარ მოთოკა და თავი უკან გადააგდო, ტელეფონი კი ხალიჩისკენ გააცურა.
საბა მაშინვე გასწორდა და ზემოდან დახედა მონატრებულ ქალს, რომელიც უკვე ცახცახებდა მისი სურვილით.
-ე.ი. იმდენად მაღალი ტემპერატურა გაქვთ ქალბატონო, რომ ცახცახებთ კიდევაც?
-აჰამ, - ნერწყვი გადააგორა ყელში და ღრმად ჩაისუნთქა.
-და ექიმიც გამოიძახეთ, რომელიც გიმკურნალებთ.
-მასეაა.
-იმედია პროფესიონალია, - ჩაიცინა კაცმა და ქალს ღამის პერანგი მთლად მოაცილა სხეულიდან, - მართალია, ძალიან ლამაზია, მაგრამ ასე უფრო მეტად გიხდება, - ეშმაკურად ჩაიცინა და ყურთან ახლოს აკოცა.
-საბაა, - სუნთქვას ამოაყოლა ხმა და როგორც იქნა, ნანატრი კოცნაც მიიღო.
იმდენ ხანს ელოდა, რომ გაშეშებული იწვა და ნორმალურად ვერც კი აჰყვა კოცნაში. მერე კი, თითქოს ერთიანად დაიცალა ყველანაირი ნეგატიური გრძნობისაგან, რაც კი აქამდე აწუხებდა, როცა ასე მონატრებული სისავსე შეიგრძნო. მთლიანად მიენდო საყვარელ ადამიანს და მის მიერ შექმნილ რიტმს აჰყვა.
-არ მეტყვი, მაშინ რა მოხდა? - იკითხა ქალმა და საბას თმებს წაეთამაშა.
-ისეთი არაფერი, შენს ყურადღებას რომ იმსახურებდეს.
-საბა, მეჩვენება თუ პასუხს თავს არიდებ?
-რისი გაგება გინდა, მარიამ? - ცოტა ხანში დანებდა კაცი.
-რა გააკეთე ჩემი წამოსვლის მერე? არ მითხრა, რომ იმდენ ხალხში მივარდი და სცემე!
-მასეთ პირველყოფილს ვგავარ? - თვალები დააწვრილა კაცმა.
-საბა!
-მოგიყვები, ხო, რა იყო, - გაიცინა და ცოლისკენ გაიწია, - მაკოცე და ყველაფერს გეტყვი!
-ნუ მევაჭრები, საბა! ჯერ მომიყევი და მერე დავფიქრდები, გაკოცო თუ არა.
-აშკარად მახსოვს, რომ ბუღალტერია დაამთავრე და ეს პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი ხრიკები საიდან, მარიამ?
-ხვდები, ხომ, პასუხს ისევ თავს რომ არიდებ.
-კარგი, რა გაინტერესებს?
-ირაკლიზე საიდან გაიგე ან რა იცი?
-შენი დღიური წავიკითხე.
-რა ქენი? - თვალები გაუფართოვდა ქალს.
-ნათიასთან რომ იყავით წასულები, მაშინ ვიპოვე შემთხვევით და წამეკითხვინა.
-წაეკითხვინა! ეს კარგი იცით, რაა! წაეკითხვინა ბიჭს! ღმერთო ჩემო, იქ იმდენი სისულელე მეწერა! - სახეზე ხელები აიფარა ქალმა.
-არ მითხრა, რომ ჩემი გრცხვენია. მარიამ, ნუ გამაგიჟე, - გაიცინა საბამ, გადაიხარა და ხელზე მიაწება ტუჩები, - გამოძვერი შენი თავშესაფრიდან და დამენახე.
-არ მინდა!
-მარიაააამ, - წაიღიღინა კაცმა და ისევ აკოცა ხელზე, - ამხელა ქალი ხარ, სექსუალური, ჭკვიანი, მაგრამ მაინც ისევ ისეთი ბავშვი ხარ, როგორიც ჩვენი პირველი შეხვედრისას იყავი.
-დამცინე, ხო, დამცინე, რა გენაღვლება!
-ოჰ, გმადლობ, რომ დამენახვე.
-შემეშვი, - წამოიწია ქალი და საწოლიდან ადგომა სცადა, მაგრამ საბამ არ დაანება.
-კარგი, კარგი, ვეშვები შენს გაბრაზებას და ვიწყებ მოყოლას, - რამდენჯერმე აკოცა ყელში, ხელები შემოხვია და მკერდზე მიიკრა, - იმდენ ხალხში ნამდვილად არ მიჩხუბია და ბოდიში, რომ მაშინ გაწყენინე. მართლა არ მინდოდა, მასე გამოსულიყო და ამდენი ხნით გადაკარგულიყავი ბებიაჩემთან. იცი, რა საშინელება იყო ეს დღეები შენს გარეშე?
-მოიცადე, საიდან იცი შენ, რომ ნუნუსთან ვიყავი? დაგირეკა და ყველაფერი გითხრა, ხომ? - თვალები დააწვრილა ქალმა.
-აუ, აუ, აუუ, მომკლავს ნუნუ და შენი ბრალი იქნება! არადა, როგორ დამემუქრა, რომ შენთვის არაფერი მეთქვა?! ატყობ, ხომ, ჩემს ნათესავებსაც ჩემზე მეტად შენ უყვარხარ. ვეჭვიანობ უკვე.
-საბა, კორპორატიულზე ვლაპარაკობდით. ნუნუსა და შენს შეთქმულებაზე მერე დავილაპარაკებთ.
-მას შემდეგ რაც შენ გახვედი დარბაზიდან, ირაკლი არ გაჩერებულა და უკან გამოყოლა უნდოდა, მაგრამ სანამ მე ჩავერეოდი და რამეს ვეტყოდი, თქვენი კომპანიის დირექტორი გამოჩნდა და გარეთ გაიყვანა.
-დავითი იქ იყო?
-არ ვიცი, რა ჰქვია, მაგრამ კი გამოაფხიზლა.
-და მასთან შენ არ გილაპარაკია?
-რა თქმა უნდა, ველაპარაკე! შენი აზრით, ვგავარ ადამიანს, რომელიც მასეთ რაღაცას გაატარებდა და ფეხებზე დაიკიდებდა?
-რა გააკეთე, საბა?
-ისეთი არაფერი, უბრალოდ ადამიანურად ავუხსენი, რომ ქმარი გყავს და ჩემი სიდედრის სიმპატიების მიუხედავად შენთან შანსი არ აქვს.
-დარწმუნებული ხარ, რომ მხოლოდ სიტყვებით შემოიფარგლე?
-სრულებით.
-მართლა? აბა, ეს დალურჯებული ნეკნი რა არის?
-ისეთი არაფერი, უბრალოდ დავეცი.
-საბა, ნუ მატყუებ, რაა. ხომ იცი, საკუთარი ხუთი თითივით გიცნობ და როდის მატყუებ და როდის არა, ძალიან კარგად ვიცი.
-კარგი, ხო. იმ შენმა ირაკლიმ...
-ის ჩემი ირაკლი არ არის!
-აბა, ვინ არის შენი? - მაიმუნობის ხასიათზე მოვიდა კაცი.
-ერთი იდიოტია, რომელსაც ჩემი ხელით უწევს სიკვდილი, აშკარაა. საბა, გააგრძელე!
-კარგი, ხო, მოკლედ იმ დედაშენის სასურველმა სასიძომ ვერ შეირგო წყნარად ახსნილი და შედარებით ძალადობრივი მეთოდის გამოყენება მომიხდა.
-ძალიან მოგხვდათ ორივეს? სხვა დაზიანებებიც გაქვს? საბა, მაჩვენე!
-მარიამ, ღრმად ჩაისუნთქე და დააბრუნე თავი იქ სადაც გედო! არაფერი არ მჭირს სერიოზული! არც ისეთი სუსტი ყოფილა, როგორიც ჩანდა, მაგრამ სამხედროს რომ არ უნდა დაპირისპირებოდა, მაგდენი ვერ მოტვინა, - ჩაიცინა და ქალის თმებში ახლართა თითები.
-მართლა კარგად ხარ?
-არაფერი მიჭირს საყვარელო და თავისუფლად შემიძლია გითხრა, რომ ამ წამს ჩემზე ბედნიერი კაცი არ დადის დედამიწაზე!
-ძალიან მიყვარხარ! - ამოიჩურჩულა ქალმა და ლოყაზე ხანგრძლივად მიაკრა ტუჩები.
-მეც, ჩემო პატარავ!
-ალბათ, სამსახურიდან წამოვალ, - ფრთხილად დაიწყო მარიამმა ცოტა ხნის შემდეგ და საბას ახედა.
-რაა? რატომ?
-არ მინდა ჩემი უფროსის გამო პრობლემები შეგვექმნას და თან ისეთ ადგილას მუშაობას ვერ შევძლებ, სადაც უფროსი სამუშაოს გარდა ყველაფერზე იქნება მოტივირებული, განსაკუთრებით კი ჩემთან ფლირტზე.
-რა სისულელეს ამბობ, მარიამ! არც კი გაიფიქრო, რომ მისნაირი ჭიაყელას გამო ვიეჭვიანებ და ურთიერთობა დაგვეძაბება. ისიც გვყოფნის, რაც ჩემ გამო გადაიტანე. მის გამო კი რატომ უნდა თქვა უარი იმ ადგილზე, რომლის დასაკავებლადაც წლები იწვალე?
-აბა, რა ვქნა?
-გააგრძელე მუშაობა, მაგრამ როგორც კი შეამჩნევ, რომ შენი უფროსი ისევ შენს შებმას იწყებსს, მაშინვე მითხარი და მერე მე მივხედავ.
-და სხვაგან რომ დავიწყო მუშაობა? ჩემი გამოცდილებით ძალიან ბევრ ადგილას მიმიღებენ.
-მაგრამ თავიდან მოგიწევს კვლავ ყველაფრის გავლა. არ გინდა. როგორც უკვე გითხარი, შენს „ვაი-უფროსზე“ ეჭვიანობას აღარ ვაპირებ. საკმარისზე დიდი ვარ მაგისთვის.
-კი, დიდი ნამდვილად ხარ, - გაიცინა ქალმა.
-მოიცადე, რის თქმას ცდილობ მაგით? შენი აზრით, რა, მოვხუცდი?
-რა ვიცი, რა ვიცი, - ეშმაკურად აიჩეჩა მხრები ქალმა.
-მე შენ გაჩვენებ, ვინაა მოხუცი! - ჩაიღრინა საბამ და ცოლის სხეულს ზემოდან მოექცა.
***
გაცდენილი დღეების გამო მარიამს გაორმაგებულად უწევდა მუშაობა. ზოგჯერ სახლშიც კი მიჰქონდა საბუთები და იქაც აგრძელებდა. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა კიდეც, სანამ ისევ ირაკლი არ გამოჩნდა ჰორიზონტზე. მართალია, თავისი ყურადღებით აღარ აწუხებდა, მაგრამ ამჯერად შენიშვნებს არ იშურებდა და ისეთ წვრილმანებზე გამოეკიდებოდა ხოლმე თანამშრომელს, განსაკუთრებით კი მარიამის დაქვემდებარებაში მყოფებს და თავად ქალს, როგორიც სამსახურში ზუსად ორი წუთით დაგვიანება ანდაც სამუშაო საათებში ერთმანეთისთვის კითხვების დასმა იყო. რომელიმეს საბუთებში რაღაც წვრილმანი შეცდომა რომ დაეშვა, მაგალითად ასო გამორჩენოდა და ეს ირაკლის აღმოეჩინა, მაშინ ხომ ყველაფერი თავდაყირა დგებოდა. ერთ-ერთი სტაჟიორი კი მხოლოდ იმის გამო გაუშვა, რომ მის ყავაში ზედმეად ბევრი შაქარი ჩაყარა. იმ დღესვე კი მარიამის ჯგუფს საყვედური გამოუცხადა პარტნიორი კომპანიისთვის წარსადგენი პრეზენაციის დაწუნების გამო.
-მორჩა, ამის ატანა აღარ შეიძლება! - გაცხარებული იყო ზურა, - ზედმეტი მოსდის! იმისთვის კი არ დამისრულებია სწავლა საზღვარგარეთ, რომ ამ იდიოტმა პირად საქმეში საყვედურები მიწეროს!
-ზურა, დაწყნარდი, გთხოვ. აქ არა! ჩემს კაბინეტში წამოდი, - დერეფნისკენ ანიშნა მარიამმა.
-ამას როგორ იტან მარიამ? უკვე ყველანაირ საზღვარს გადააბიჯა!
-ხოდა, დავითთან ვაპირებ მაგის განხილვას ზუსტად! ასე საჯაროდ ნუ გამოხატავ შენს ემოციებს, თორემ შეიძლება უარესი მოხდეს.
-ღმერთო, არ მეგონა, ამას თუ ვიტყოდი, მაგრამ ბაია მენატრება! ამ იდიოტთან შედარებით ანგელოზი იყო და საკუთარი საქმის პროფესიონალი!
-მხოლოდ მაგიტომ? - ცალი წარბი ასწია ქალმა და ჩაიცინა.
-რა გაიფიქრე, ბოროტო სულო? - თვალები დააწვრილა ზურამ.
-ხმას არ ვიღებ, საკუთარ თავებს თვითონ ამჟღავნებთ.
-ასეთი შესამჩნევი იყო? - დანებდა კაცი.
-არა, სხვათა შორის. რომ არ მცოდნოდა, რომ მისთვის ხელის თხოვნას აპირებდი და რამდენჯერმე სამსახურის შემდეგ ერთად წახვედით, ვერაფერსაც ვერ მივხვდებოდი.
-მოდი, ახლა ჩემსა და ბაიაზე არ გვინდა. რას ვაპირებთ, მარიამ?
-ხომ გითხარი, დავითთან შესვლას.
-და მაგან შედეგი რომ არ გამოიღოს, მერე?
-მაშინ განცხადებას დავწერ და სამსახურიდან წავალ.
-მხოლოდ საკუთარ თავზე რატომ ფიქრობ? მერე ჩვენ?
-მხოლოდ საკუთარ თავზე რომ არ ვფიქრობ, მაგიტომაც ვთქვი, რომ სამსახურიდან წავალ. მერწმუნე, ეგ ჩემზეა გადაკიდებული. თქვენთან ხელი არ აქვს და ნორმალურად დაიწყებს ქცევას.
-შენგან რა უნდა? - თვალები შუბლზე აუვიდა კაცს, - არაა?! - კიდევ უფრო გაოცდა, როცა მიხვდა, რაშიც იყო საქმე, - შენი ქმარი ამ დროს ხომ არის ჯანმრთელად? ამასთან ერთად მუშაობის უფლებას როგორ გაძლევს? მე მის ადგილას გავგიჟდებოდი!
-შენ შენ ხარ, საბა კი სულ სხვანაირია, - ქმრის გახსენებაზე გაიბადრა ქალი.
-კარგი, გავალ მე ჩემს კაბინეტში, თორემ იმან თუ გამიგო, მეორე საყვედური არ ასცდება ჩემს უკვე შებღალულ პირად საქმეს, ვატყობ. დავითი რას გეტყვის, არ გამომაპარო, კარგი?
-შენ კიდევ ქორწილი, - მიაძახა კაცს და საკუთარ საქმეს მიუბრუნდა.
უკვე შვიდი საათი იყო დაწყებული, ყველაფერს რომ მორჩა და საკუთარი ნივთების მოგროვებას შეუდგა, რომ სახლში წასულიყო. თანამშრომლების უმეტესობას დიდი ხნის წინ დაეტოვებინა იქაურობა და კომპანიაში სიწყნარეს დაესადგურებინა. ჩანთის აღებას აპირებდა, როცა ტელეფონის ხმა გაისმა, შემდეგ კი ირაკლის ხმა.
-მარიამ, ჩემს კაბინეტში შემოდით.
ქალმა მძიმედ გადაუშვა ნერწყვი და ანერვიულებულმა გაიარა დერეფანი. თავადაც ვერ ხვდებოდა, რა ანერვიულებდა, მაგრამ კარგად გრძნობდა, ზურგზე მოსრიალე ოფლის წვეთებს. კარზე რამდენჯერმე დააკაკუნა და მხოლოდ ამის შემდეგ შეაღო კარი.
-შემოდი, შემოდი, ნუ გრცხვენია. არ გიკბენ, ჯერ-ჯერობით მაინც, - გადაიხარხარა კაცმა და სავარძელში გადაწვა.
-რამე მნიშვნელოვანი თუ არ გაქვთ სათქმელი, მე წავალ. მეჩქარება, თანაც ჩემი სამუშაო დღე დასრულებულ...
-ვიცი, ძვირფასო, ვიცი, რომ შენი სამუშაო დღე რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ახლა კი, თუ შეიძლება, ჩამოჯექი და მომისმინე.
მარიამმა რაც შეეძლო შორს დაიკავა კაცისგან ადგილი, მაგრამ მაინც მძაფრად გრძნობდა ჰაერში დატრიალებულ ალკოჰოლის სუნს.
-ალბათ, შენს მხეც ქმარს არ მოუყოლია, რაც დამმართა. მოდი, თავად გაჩვენებ, - სავარძლიდან წამოდგა კაცი და ჯერ პიჯაკის ღილები ჩაიხსნა, შემდეგ კი პერანგის.
-რას აკეთებ? აქ ამის სანახავად დამიძახე? - კაცის დალურჯებულ ტანს თვალი აარიდა და მაშინვე ფეხზე წამოდგა.
-ოჰ, გავშიშვლდი თუ არა შენს წინაშე, მაშინვე შენობით ლაპარაკზე გადმოხვედი? საინტერესო ვიღაც ხარ, - კვლავ გაიცინა კაცმა და სავარძელს დაუბრუნდა.
-თუ სათქმელი არაფერი გაქვს, წავალ, - კარისკენ დაიძრა, როცა კაცის ხმამ გააშეშა.
-შენი ქმრისთვის ჩივილს ვაპირებ.
-და ჩემგან რა გინდა? - მტკიცედ კი წარმოთქვა, მაგრამ ნერვები პიკზე ჰქონდა და თავს ძლივს იკავებდა.
-მაგრამ ისიც შემიძლია, გადავიფიქრო.
-ირაკლი, მთვრალი ხარ. რომ გამოფხიზლდები, მერე ვილაპარაკოთ.
-არა, მარიამ, არა, არსად წახვალ. იქამდე დარჩები, სანამ არ გადამაფიქრებინებ.
-რას ბოდავ?
-ხედავ?! ქმრის გულისთვის ყველაფერზე ხარ წამსვლელი! ხოდა, ახლა ისევ დაუბრუნდი შენს ადგილს და მომისმინე.
-რა გინდა ჩემგან, ირაკლი? - კარს არ მოსცილებია ქალი, პირიქით, თითქოს მას შეეზარდა. უკვე ხელის კანკალსაც კი ვერ იჩერებდა და სასწრაფო წესით სახელურს შემოხვია თითები.
-ერთი ღამე!
-უკაცრავად?! - ეგონა მოესმა.
-ხო, რა იყო. რა გითხარი ახლა ისეთი, რაც ამ გათხოვილ ქალს არ გაგიკეთებია?! მხოლოდ ერთი ღამე საცდელად, შემდეგ კი თავად მთხოვ, მასეთი ღამეების რიცხვი უსასრულობად ვაქციო.
-სულმთლად გაგიჟებულხარ თუ გგონია, რომ მაგაზე დაგთანხმდები!
-ვის არ უღალატია ქმრისთვის! ან რა დარწმუნებული ხარ, რომ ამ 10 წლის განმავლობაში შენი საბა ანგელოზივით ცხოვრობდა!
-პასუხის გაცემის ღირსიც არ ხარ! - მიაძახა და თავქუდმოგლეჯილი გამოვარდა კაბინეტიდან.
მხოლოდ გარეთ გასვლის შემდეგ შეძლო შედარებით მშვიდად სუნთქვა, როცა თავი ირაკლისგან საკმაოდ შორს დაიგულა და სახლისკენ აიღო გეზი. მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ მეორე დღეს დავითთან შევიდოდა და თუ საჭიროება ამას მოითხოვდა, სამსახურსაც დატოვებდა.
-შეიძლება შემოვიდე, ბატონო დავით? - მეორე დღეს დილითვე მიაკითხა კაცს და მისი მდივნისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია.
-რამდენიმე წუთს დამელოდე, გთხოვ. გავაცილებ სტუმარს და შემდეგ შენს განკარგულებაში მიგულე, მარიამ, - გაუღიმა კაცს და საუბარი განაგრძო.
-აბა, რაზე გინდა ჩემთან საუბარი? - სავარძელში გასწორდა კაცი.
-ჩვენს ახალ უფროსზე, - შეეცადა მშვიდად ეთქვა, მაგრამ არ გამოუვიდა. არც დავითი ჩანდა მთლად წყნარად.
-გისმენ, - დახშული ხმით ამოილაპარაკა და ქალს დააჩერდა.
მარიამმაც თითქმის ყველაფერი მოუყვა, რაც მხოლოდ სამსახურს ეხებოდა და თან ხელებს ნერვიულად იწვალებდა.
-რა გინდა, რომ გავაკეთო, მარიამ? - ამოოხვრას ამოაყოლა კაცმა და თავი ხელებში ჩარგო.
-თქვენთან დახმარების სათხოვნელად მოვედი და მე მეკითხებით?
-ხომ იცი, რომ ირაკლი ჩემი დიდი ხნის მეგობარია. მას რომ არ ვენდობოდე, მაგ თანამდებობაზეც არ დავნიშნავდი. მაგრამ გპირდები, რომ დღესვე აუცილებლად დაველაპარაკები!
-მე კიდევ რაღაცის თხოვნა მინდა, - სავარძლიდან არ წამომდგარა ქალი.
-გისმენ.
-სამსახურიდან წასვლა მინდა და გთხოვთ, დახასიათება დამიწეროთ, - მაგიდაზე ფურცელი დაუდო.
-ველოდი კიდეც ამ ნაბიჯს შენგან, - თავისთვის ჩაიცინა კაცმა, - კარგი, ისე იქნება , როგორც შენ გინდა.
შემდეგ კი ხელი მოაწერა ფურცელს და ტელეფონს დასწვდა.
-თამთა, ახლავე ირაკლის დაუკავშირდი და ჩემთან დაიბარე!
-მადლობა, - მკრთალად გაიღიმა ქალმა და კაბინეტი დატოვა.
საკუთარ ოთახში იყო და ყუთებში ნივთებს ალაგებდა, როცა ზურამ შეაღო კარები.
-რა ჩაიდინე, მარიამ? - გაბრაზებული ჩანდა კაცი, - შენ რა მართლა მიდიხარ და მეორე სართულის გოგოების მოგონილი ჭორი არ იყო ეგ?
-მივდივარ არა, უკვე წავედი, - გაეცინა ქალს და კიდევ ერთი უჯრა გამოხსნა.
-მხოლოდ ჩემს იმედზე ტოვებ ამხელა ბუღალტრულ განყოფილებას? - თავი გადააქნია და ყუთიდან მარიამის საყვარელი კალამი ამოაძვრინა, - სულ მომწონდა ეს კალამი. ყველა მნიშვნელოვან საბუთს ამით აწერდი ხოლმე ხელს და არ გინდა მაჩუქო? - გაეკრიჭა და კალამი ხელში შეათამაშა.
-კარგი, შენი იყოს.
-ასე ადვილად თმობ? აქამდე ვინმე რომ შეხებოდა, ალბათ გაგვატყავებდი და აქვე ცოცხლად დაგვმარხავდი. მარიამ, ხომ კარგად ხარ?
-ეგ კალამი საბამ მაჩუქა უნივერსიტეტი რომ დავასრულე მაშინ, - ფიქრებში გადაეშვა ქალი, - მაგრამ ახლა ჩემი ქმარი კვლავ ჩემ გვერდითაა და შემიძლია თავისუფლად გადავულოცო ჩემს საუკეთესო დამხმარესა და ჭკუამხიარულ თანამშრომელს.
-არა, თუ ასეთი ძვირფასია, ვერ ავიღებ, - მასინვე უკან დააბრუნა კაცმა.
-მერედა როგორ აიღებ...
კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, როდესაც დერეფანში ირაკლის ხმა გაისმა.
-გილოცავთ, ძვირფასო თანამშრომლებო. თქვენ ნამდვილად წარმატებით შეასრულეთ დავითისთვის ენის მიტანის მისია!
-სულ გაუბერა? - ზურამ მარიამს გადახედა და თვალები აატრიალა.
-მაგრამ მე არსად არ მივდივარ, მაგაზე არ ინერვიულოთ. ახლა კი საქმეებს დაუბრუნდით და დღევანდელი დღის მოხსენება შემომიტანეთ!
-გინდა, დაგეხმარო? - ზურა დაღვრემილი მიუბრუნდა ქალს.
-მადლობა ზურიკო, ჩემითაც მივხედავ, - გაიცინა ქალმა, გადაეხვია და კაცისგან შეუმჩნევლად პიჯაკის ჯიბეში ჩაუცურა კალამი, - თავს მიხედე, ზურაბ.
-შენც, მარიამ, - დაემშვიდობა და საკუთარ საქმეს მიუბრუნდა.
საღამოს 6 საათისთვის ყველაფრის ჩალაგებას მორჩა, შემდეგ კი დაცარიელებულ მაგიდას სევდიანი ღიმილით გადახედა და თავისი პირველი სამუშაო დღე გაახსენდა ამ კომპანიაში. მაშინ ჯერ ისევ სტუდენტი იყო, მაგრამ დავითმა სტაჟიორად აიყვანა და მერე აღარსად წასულა. ახლა კი ამდენწლიანი ნაწვალები უკან მოიტოვა და ცოტა არ იყოს, გული სწყდებოდა. გონს საკუთარი მობილურის ხმამ მოიყვანა. გული აუფანცქალდა, როგორც კი ქმრის ნომერი დაინახა და გაბადრულმა უპასუხა.
-მარიამ, ხომ არ გაცდენ?
-არა. რამდენიმე წუთის წინ მოვრჩი ყველაფერს.
-კარგი, მაშინ მანდ დამელოდე, კარგი? მე და ლაშა მოვდივართ ერთად და ბარემ ჩვენთან ერთად წამოდი სახლში.
-რამდენ ხანში იქნებით?
-ოც წუთში მანდ ვართ, ჩემო ლამაზო, - უპასუხა და შემდეგ გაუთიშა.
-როგორც სჩანს, ისევ მხოლოდ მე და შენ დავრჩით კომპანიაში, - ირაკლიმ ზურგს უკან მიიხურა კარი და ქალს ამაზრზენად გაუცინა.
-აქ რას აკეთებ?
-გგონია, ასე მარტივად დამისხლტები ხელიდან? დავითთან ჩამიშვი, სამსახურიდან წახვედი და გინდა დაუმშვიდობებლადაც წახვიდე? ჭკუა გიხმარია, სამსახურიდან რომ მიდიხარ. მიხვდი, რომ დავითი მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლებოდა ბავშვობის ძმაკაცთთან და შენი ნებით დატოვე პოსტი. მაგრამ ჩემგან თავის დახსნა ასე მარტივი სულაც არაა.
-ირაკლი, უბრალოდ გაბრუნდი და წადი. მე და შენ საერთო არასდროს არაფერი გვქონია და არც გვექნება. მაშინაც შეცდომა დავუშვი, რესტორანში რომ შეგხვდი!
-მე კი მგონია, რომ პირიქით, ყველაზე სწორად მაშინ მოიქეცი. ყველაფრისგან დაღლილი იყავი და ადამიანი გჭირდებოდა, ვინც ყველაფერს დაგავიწყებდა.
-ირაკლი, წადი. ჩემი ქმარი და ძმა წუთი-წუთზე მომაკითხავენ და თუ არ გინდა, რომ საკუთარ სასიკვდილო განაჩენს თავად მოაწერო ხელი, უბრალოდ წადი.
-სულ ფეხებზე შენი ქმარიც და ძმაც! - დაუყვირა კაცმა და მიეჭრა, - მე კი იმას მივიღებ, რაც ამდენი ხანია მინდა!
ქალს პერანგში ჩაავლო ხელი და თავისკენ მიიზიდა. ნაჭერმა ვეღარ გაუძლო და რამდენიმე ადგილას გაიხა. მარიამი კი ფართხალებდა და ცდილობდა, როგორმე კაცისგან თავი დაეხსნა. ირაკლიმ ერთ ხელის მოსმით გადაყარა ძირს მაგიდაზე დალაგებული ყუთები და ქალს სილა გააწნა ისე ძლიერ, რომ ტუჩიდან სისხლმა იწყო დენა. მარიამმა სიმწრით წამოიკვნესა და იატაკზე ჩასრიალდა. კაცმა ხელი მოავლო, ცდილობდა ქალის მკერდს წასტანებოდა და გაშმაგებული აპირებდა დაცხრომას, მაგრამ ქალმა საიდანღაც გამოძებნილი ძალით იატაკიდან აღებული მაგიდის ლამფა მოიქნია და ძირის მხრიდან თავში ჩაარტყა.
-შე პატარა ბო*ო! - აღმოხდა დარეტიანებულ კაცს და უკან გაბარბაცდა თავზე ხელმიდებული.
მარიამისთვის ეს რამდენიმე წამის საკმარისი აღმოჩნდა, რომ ირაკლისგან თავი დაეხსა. მთელი სისწრაფით მიაწყდა კაბინეტის კარს და შეშლილი მზერით გაიქცა კიბეებისკენ. პირველ სართულზე ჩასულსღა გაახსენდა, რომ ყველაფერი, მათ შორის მობილურიც საკუთარ კაბინეტში დარჩა, მაგრამ იქ აბრუნებას აღარ აპირებდა. სწორედ იმ წამს გაჩერდა შენობის წინ ლაშას მანქანა და გაღიმებული საბაც გადმოვიდა, რომ ცოლს დახვედროდა. კარისკენ უნდა გაქცეულიყო, როცა ლიფტი გაჩერდა და იქიდან ირაკლი გამოვიდა.
-ასეთი უძლური გგონივარ, რომ იმ ლამფით გამთიშავდი? - გაიცინა კაცმა და მარიამისკენ ნაბიჯი გადადგა. ნელ-ნელა კუთხეში იქცევდა და ქალში სასოწარკვეთა მატულობდა.
-როგორ გიყვართ ქალებს გაქცევა და ის, რომ ყველა კაცი უკან დაგდევთ და ფეხ ქვეშ გეგებათ. მაგრამ მეყო, რაც აქამდე გდიე, ახლა ჩემი ჯერია!
ქალმა კიდევ ერთხელ მოიკრიბა ძალა, მოახლოებულ ირაკლის პირდაპირ ფეხსაცმლის ქუსლი დაადგა ფეხზე, სიმწრისგან აყვირებულ კაცს ხელი ჰკრა და ისე, რომ აღარ დაფიქრებულა, პირდაპირ გაიჭრა გარეთ. ყურადღებას არ აქცევდა მასზე მიშტერებულ ხალხს. მისი მზერა მხოლოდ საბას აღიქვამდა. კაცმაც გადმოდგა მისკენ რამდენიმე ნაბიჯი და მარიამიც შემოეხვია.
-რა გჭირს, მარიამ? - ქალს დახედა, რომელიც მკერდიდან არ შორდებოდა და ატირებაც მოესწრო, - მარიამ, შემომხედე!
მანქანიდან ლაშას მოესწრო გადმოსვლა და გაოცებული უყურებდა დას.
-მარიამ, პატარავ, - აწეწილ თმაზე ხელი გადაუსვა და ოდნავ წამოაწევინა თავი ქალს, - ირაკლი იყო, ხომ ასეა? - კბილებში გამოსცრა და მაშინვე მთელი სხეული დაეჭიმა, - მანქანაში ჩაჯექი, გთხოვ.
-არა, არა, არაა! - მაშინვე უარყო ქალმა და უფრო მეტად მიეკრო კაცს, - არ დამტოვო, გთხოვ. პოლიცია გამოვიძახოთ! ოღონდ მარტო არ დამტოვო!
-ამის დედა შ**ეცი! - ამოიღრინა ლაშამ და საბას დაქნეული თავის შემდეგ პირდაპირ შენობაში გაუჩინარდა.
-ჩშშ, პატარავ. აქ ვარ, შენთან ვარ, - თავზე ეფერებოდა ქალს და ხელს არ უშვებდა, - მოდი, მანქანაში ჩავსხდეთ, კარგი?
-ხომ არ წახვალ, საბა?
-არა. გვერდიდან არ მოგცილდები. მანქანაში ჩავსხდეთ, ხო?
ქალის პასუხს აღარ დალოდებია, უკანა კარი გამოაღო და ჯერ მარიამი დასვა, შემდეგ კი თავადაც გვერდით მიუჯდა. იქვე დადებული ლაშას მოსაცმელი მოახვია ქალს და ატირებული ისევ გულზე მიიკრა.
-არაფერს მეტყვი? - ცოლის ასეთ მდგომარეობაში დანახვისას გული უსკდებოდა და ირაკლის შუაზე გაგლეჯის სურვილი ჰკლავდა, მაგრამ ვერც მარიამს ტოვებდა და აღარ იცოდა, რა გაეკეთებინა.
-მარიამ, - ისევ თავზე ეფერებოდა ცოლს, როდესაც პატრულის მანქანების ხმა გაისმა და რამდენიმე წამში რამდენიმე პოლიციელი გამოჩნდა კიდეც.
კარგად დაინახეს, როგორ გამოვიდა შენობიდან ლაშა, რომელსაც უკან ბორკილებდადებული ირაკლი მოჰყვებოდა. საბამ ვეღარ მოითმინა, ცოლის თხოვნის მიუხედავად მანქანიდან გადავიდა და სანამ ირაკლის მანქანაში ჩასვამდნენ, იქამდე მიეჭრა და ისე დაარტყა, რომ მისი ფეხზე შეკავება გვერდით მდგომმა პოლიციელებმა ძლივს შეძლეს.
-საბა, არ გინდა, - უკან გასწია ლაშამ და მხარზე ხელი მოუჭირა, - მოხვდა უკვე მაგას საკმარისზე მეტი ჩემგან.
-ნაბ***არი! - დაიღრინა საბამ და ისე ძლიერ მომუშტა ხელები, რომ ფალანგები სულ მთლად გაუთეთრდა.
-საბა, მანქანაში ჩაჯექი, - კაცს ხელით უბიძგა და თავადაც მოთავსდა სავარძელში, - მარო, ბოდიში, მაგრამ პოლიციაში უნდა მივიდეთ. განცხადების შეტანაა საჭირო და ალბათ, დაგკითხავენ კიდეც.
-კარგი, - ამოიჩურჩულა ქალმა და ქმარს მიეკრო.
განყოფილებიდან გამოსვლისას შეღამებული დახვდათ. ლაშამ საკუთარი გავლენაც კი გამოიყენა, მაგრამ სანამ ბოლომდე არ მორჩნენ სამივეს დაკითხვას, იქამდე ფეხი ვერ მოიცვალეს იქიდან.
-ლაშა, - შედარებით დაწნარებულმა მარიამმა ძმას გადახედა და მისი მოსაცმელი კიდევ უფრო შემოიხვია სხეულზე, - დედასთან წამიყვანე.
-დარწმუნებული ხარ, რომ ახლა მისი ნახვა გინდა? - საბამ ჰკითხა და მის გვერდით მოთავსდა.
-დედასთან მივდივართ, - მკაცრად ჩაილაპარაკა და ფანჯრისკენ მიატრიალა სახე.
არც ერთს არ დალოდებია, ისე გადმოვიდა მანქანიდან და სახლის კარზე დააკაკუნა. კარი მამამისმა გაუღო და შვილის დანახვაზე გაეღიმა.
-მამას გოგო მოსულა. როგორ მოხდა, რომ გაგახსენდით, მარიამ?
მაგრამ მაშინვე დაუსერიოზულდა სახე, როგორც კი შვილის ტუჩზე შემხმარ სისხლს მოჰკრა თვალი.
-რა მოგივიდა, მარიამ?
-დედა სახლშია?
-რა თქმა უნდა, ახლავე ჩამოვა, მაგრამ, მარიამ, რა მოგივიდა?
-ისეთი არაფერი, - პასუხს თავი აარიდა ქალმა და სახლში შევიდა.
-ლაშა, საბა, რა დაემართა მარიამს? - ახლა მათ მიუბრუნდა კაცი.
ქალს ყურადღება აღარ მიუქცევია კარშიდაყუდებულებისთვის, პირდაპირ დედამისის ოთახისკენ დაიძრა. მზია დასაწოლად ემზადებოდა და ღამის პერანგის ამარა ტრილიაჟის მაგიდასთან იჯდა.
-მარიამ? - ქალს შვილის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა და სწრაფად შემობრუნდა, - აქ რა გინდა, ჩემო გოგოვ?
-ახლავე გაიგებ, - დახშული ხმით ამოილაპარაკა ქალმა და ლაშას მოსაცმელი მოიშორა.
-რა, ეს რა არის? რა დაგემართა? - მზია ფეხზე წამოიჭრა და შვილისკენ გაიწია, მაგრამ მარიამმა უკან გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.
-არ მომიახლოვდე! არც კი გაბედო და არ მომეკარო! - ხმა ყინულივით მყიფე და ცივი გაჰხდომოდა ქალს.
-შვილო...
-მითხარი, ჩემი ასეთ მდგომარეობაში დანახვა გსიამოვნებს? კარგია, ასე რომ ვარ ახლა?
-კი, მაგრამ რა მოგივიდა, ამიხსენი მაინც! საბამ დაგიშავა რამე?
-ისევ საბას რომ გადასწვდა, - თვალებში სიშლეგე ჩაუდგა ქალს, - არა, ისევ საბას რომ გადასწვდა! გავიგე, რომ ვერ იტან ჩემს ქმარს, მაგრამ მასეთ რაღაცას როგორ აბრალებ? შენს თვალში, მასეა დაცემული რომ ჩემზე ხელს აწევდა?
ქალმა დუმილი არჩია და ისევ შვილს აცადა გულის მოოხება და ბოლომდე დაცლა.
-იცი, რა დამემართა? შენი ნაქებარი და მოწონებული ირაკლი! და იცი, საიდან მოვდივარ ახლა? პოლიციის განყოფილებიდან. ასეთ მდოგმარეობაში ვიჯექი რამდენიმე საათი და გამომძიებლის დასმულ შეკითხვებს ვპასუხობდი!
-მარიამ...
-არანაირი მარიამ, დედა! ამ ყველაფრის ატანა უკვე შეუძლებელია!
-მაპატიე, არ ვიცოდი...
-მე არა, დედა, მე არ უნდა მთხოვდე პატიებას. არ ვიცი, როგორც გინდა, ისე აიძულე საკუთარი თავი და სიძე შეიყვარე, თუ ვერ შეიყვარებ, პატივი მაინც ეცი, თორემ ამ სახლში ჩემს ფეხს ვეღარ ნახავ!
-მარიამ!
-მორჩა, დედა. ყველაფერი ვთქვი, ახლა შენი გადასაწყვეტია!
ისევ შემოისხა ლაშას მოსაცმელი და ერთიანად ძალაგამოცლილი დაეშვა კიბეებზე. მამაკაცები დივანზე ისხდნენ და სამივე თავჩაღუნეული რაღაცაზე საუბრობდა. ფეხის ხმა როგორც კი გაიგეს, მაშინვე წამოიშალნენ. საბა მარიამისკენ დაიძრა.
-წავიდეთ, რაა, სახლში, - დაღლილი ხმით ამოილაპარაკა ქალმა და ქმარს მოეხვია.
-მამიკოს სიხარულო, ხომ კარგად ხარ? - ჰკითხა კაცმა და თმაზე ხელი ჩამოუსვა.
-კარგად ვიქნები, მა, - გაუღიმა და ისევ ქმარს შეხედა, ამჯერად კნუტის თვალებით.
-რამე გინდა, მარიამ? - ცოლის მზერაზე ჩაეღიმა საბას თმაზე მიეფერა.
-ძალიან დავიღალე და არ გინ...
მაგრამ კაცმა არც დაამთავრებინა სათქმელი, ოდნავ დაიხარა და წამში აიტაცა ცოლის მსუბუქი სხეული ჰაერში.
-მართლა კარგად ხარ? - ვერ წყნარდებოდა მამამისი.
-ნუ ნერვიულობ ჩემზე, ჩემი ჯელტმენი ქმარი მომივლის, - მკრთალად გაუღიმა მამას, შემდეგ კი საბას მხარზე მოათავსა თავი და თვალები დახუჭა.
ბინაშიც ასე ხელშიაყვანილი შეიყვანა და მხოლოდ მათ საწოლზე ჩამოსვა.
-ორი წუთით გავალ, ბავშებს დავხედავ და მოვალ, კარგი? - ცოლს ამჯერად სახეზე მიეფერა და მარიამის თანხმობის შემდეგ ოთახიდან გაქრა.
ქალმა კი მაშინვე მოიშორა სხეულიდან ჯერ ძმის მოსაცმელი, შემდეგ ნაფლეთებად ქცეული პერანგი და სრულიად შიშველი სააბაზანოში მიიმალა. აბაზანა ცხელი წყლით გაავსო, თმები აიკეცა და შიგნით ჩაეშვა. წყალი ოდნავ იკბინებოდა, მაგრამ მარიამი ამას ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა. რამდენიმეწუთიანი თვალებდახუჭული წოლის შემდეგ კი თითქოს ხელი ჰკრესო, ღრუბელს გადასწვდა და მთელი ძალით დაიწყო მკლავების, ყელისა და მკერდის გახეხვა. კანი მთლად დაუწითლდა, მაგრამ ქალი მაინც არ ჩერდებოდა. ამ დროს კი თავზე საბა დაადგა.
-რას აკეთებ, მარიამ? ასე საკუთარ თავს ვნებ, - მაშინვე აართვა ხელიდან ღრუბელი და ნიჟარაზე ჩამოდო.
შემდეგ კი თავადაც გათავისუფლდა სამოსისგან და ცოლის მკერდზე რამდენიმე დალურჯების დანახვამ, გულში გაკენწლა. ქალი სულ ოდნავ წამოსწია და მის უკან მოთავსდა, შემდეგ კი ორივე ხელი მუცელზე მოხვია და ზურგით მკერდზე აიკრო. ქალს მთელი სხეული დაეჭიმა და სუნთქვა აუჩქარდა, მაგრამ საბა ცდილობდა, არაფერი ეგრძნობინებინა მისთვის.
-ბავშვებს სძინავთ? - სიჩუმის გასაფანტად იკითხა ქალმა და თავი ქმრის მხარს მიაყრდნო.
-მე და ლაშამ გადავაწვინეთ ორივე. ჩვენ გველოდებოდნენ და დივანზე ჩასძინებიათ. მაგრამ ახლა მათზე ნუ იფიქრებ. იყავი ცოტა ხნით ეგოისტი და მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრე.
-სამსახურიდან წამოვედი, - ამოოხვრას ამოაყოლა ქალმა, მკერდისკენ გაცოცებული ქმრის ხელებს საკუთარი შემოხვია და გააჩერა.
საბამ არაფერი უპასუხა, უბრალოდ თავზე აკოცა და ნიჟარაში ჩაგდებულ ღრუბელს მარტივი მოძრაობით გადასწვდა. ძალიან ნაზად დაუსვა სხეულზე ქალს და პარალელურად მუცელზე ეფერებოდა.
-საბა, - ამოიჩურჩულა ქალმა და კიდევ უფრო დაეჭიმა კუნთები, როცა კაცის ხელი ფეხებს შორის იგრძნო.
-ჩშშ, მარიამ. უბრალოდ მოდუნდი და მომენდე, - ყურთან უჩურჩულა და იქვე აკოცა.
რამდენიმე წუთში კბილებით ქვედა ტუჩს იჭამდა, ზედმეტი ბგერა რომ არ დასცდენოდა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს კი მთლად აცახცახებული მიესვენა ქმრის მკერდს და ღრმად სუნთქვა დაიწყო.
-მგონი, ამოსვლის დროა, არ მეთანხმები? წყალი ცივდება, - უთხრა საბამ და წამოიწია. მერე კი ჯერ თავად შემოიხვია პისახოცი, შემდეგ მარიამი ამოიყვანა წყლიდან, მკერდზე აიკრა და ისე მოახვია მასაც ნაჭერი.
-ვიცი, რომ გამუნჯებ, მაგრამ რომ დამელაპარაკო, არ იქნებოდა ურიგო, - თბილად უჩურჩულა და ძალიან ნაზად აკოცა ტუჩებზე, ისე რომ გახეთქილ ადგილსაც შეეხო.
-მიყვარხარ, - სათქმელს თავი ძლივს მოუყარა გაბრუებულმა ქალმა და ქმრის მკერდში სახე ჩამალა.
***
იმ ზაფხულს მართლა შეასრულა ნუნუ ბებოსთვის მიცემული სიტყვა მარიამმა. მთელი აგვისტო რაჭაში გაატარეს და მშვენიერი დასვენებაც გამოუვიდათ. მუშაობის დაწყებას უკან დაბრუნების შემდეგ გეგმავდა. ბოლოს, უკან 4 სექტემბერს დაბრუნდნენ. რამდენიმე დღეში ბავშვებს სკოლა ეწყებოდათ, და ექვსში ხომ საერთოდ მარიამის დაბადების დღე იყო.
პირველმა, რა თქმა უნდა, საბამ მიულოცა. საღამოს კი უკვე დანარჩენებს ელოდნენ. საბაც ცოტა ხნით გავიდა, შემდეგ კი ცოლს ეხმარებოდა მზადებაში. ყოველი ახალი კერძის დასრულების შემდეგ კი კოცნას პარავდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის შემდეგ მარიამი დარეტიანებული და ოდნავ ფერწასული ჩამოჯდა სკამზე.
-კარგად ხარ? ფერი დაკარგე, - მის წინ ჩაიმუხლა შეშინებულმა საბამ და ლოყაზე მიადო ხელი.
-არაფერია, უბრალოდ სუნთქვა შემეკრა, ისე მაკოცე და თავბრუ დამეხვა, - გაეღიმა ქალს.
-არა, ვიცი, რომ სუნთქვას გიკრავ, მაგრამ მარიამ!
-კარგად ვარ, საბა! - შეუღრინა ქალმა და ზარის ხმის გაგონებისას კარისკენ აიღო გეზი.
-დაბადების დღეს გილოცავთ, მარიამ! - დაიყვირეს ნათიამ და გვანცამ ერთდროულად და უზარმაზარ შეფუთულ საჩუქართან ერთად შეაბიჯეს სახლში.
-ეს რა არის? - გაოცდა ქალი და ზედმეტად მსუბუქადაც კი გამოართვათ საჩუქარი.
-მიდი, გახსენი, - აჟიტირებული იყო ნათია.
-არა, ჯერ არ გახსნა, - შეეწინააღმდეგა გვანცა, - საბას გამოვიყვან და მერე!
მარიამმა თვალები დააწვრილა და სახლში შემოსულ ძმას და თორნიკეს გადაეხვია.
-გვანცა, მარიამის დაბადების დღეა, მე რაღას მერჩი? - ბუზღუნით გამოჰყვა ქალს უკან და მარიამის გვერდით გაჩერდა, - ლაშა, შენი ცოლი დააწყნარე!
-ჩავთვალოთ, რომ შენი ბოლო სიტყვები არ გამიგონია! - შეუბღვირა კაცს და მერე დაქალს მიუბრუნდა, - გახსენი, რაღას ელოდები?!
-აჰ, შემიძლია უკვე? მადლობა, - გაეცინა მარიამსაც და ნელა შემოაცალა შესაფუტი ქაღალდი.
აღმოჩნდა, რომ გოგოებს საჩუქარი რამდენიმე ფენა შესაფუთ ქაღალდში გაეხვიათ და ყოველი ერთი ფენის შემოხსნის შემდეგ ახალი ხვდებოდა.
-არ დაგეზარათ მაინც? - მეხუთე ფენაზე ჩასულს ნერვებმა უმტყუნა ქალს, - დავიტანჯე.
-შენ მათ შემოხსნაზე დაგაწყდა ნერვები და ჩვენ შეფუთვაზე რა დაგვემართა?! - გაეცინა ნათიას.
-ხოდა, მეც მაგას არ გეუბნებით? არ დაგეზარათ მაინცა... არაა, - ბოლო ფენაც შემოაცალა და საჩუქრის დანახვაზე გაეცინა, - როგორი დეგენერატები ხართ, მადლობა!
დივანზე დადო საჩუქარი და თვალებაცრემლიანებული გადაეხვია გოგოებს. საბამ ჯერ გაოცებით დახედა დივანზე დადებულ ნივთს, შემდეგ ხელში აიღო და ახლოდან დააკვირდა და ბოლოს რომ მიხვდა, რაც იყო, თავადაც გაიცინა.
-მშვენიერი საჩუქარია, გოგოებო, მაგრამ აღარ სჭირდება მარიამს, მეც მშვენივრად მეხუტება ხოლმე.
ცოლისგან საპასუხოდ ჯიკება მიიღო და მკლავის ფორმის ბალიში ისე თავის ადგილას დააბრუნა.
-სოფელში შევპირდით და სიტყვას ხომ არ გადავიდოდით? - გაეცინა გვანცასაც და შეთქმულებივით მოლაპარაკე სიძე-ცოლისძმას დაწვრილებული თვალებით გახედა, - მარიამ, ის ორი რაღაცას გეგმავს და ჩვენ არ გვეუბნებიან.
-გვანცა, მივალთ ჩვენ სახლში! - ლაშამ ცოლს დაუბღვირა და საბას ხელში რაღაც ჩაუდო.
-მგონი, ჩემი საჩუქრის დროც დადგა, არა? - ცოლს მიუბრუნდა საბა.
-მეგონა, საჩუქარი უკვე მივიღე, - ლოყები აუფერადდა ქალს და ჩუმად გადაულაპარაკა ქმარს.
-უბრალოდ უნდა დამპირდე, რომ მეც მათხოვებ ხოლმე, - თვალი ჩაუკრა მარიამს და ხელი ჩაჰკიდა.
-სად მივდივართ, საბა?
-საჩუქრის სანახავად.
-ჩვენც შეგვიძლია წამოვიდეთ თუ ხელს შეგიშლით, სიძევ? - უკნიდან მოესმა გვანცას ხმა.
-სახლში ვერ გაჩერდები, აივნიდან უნდა გადმოძვრე მაინც და წამოდი, ჰა!
-მიყვარს მე დამჯერი სიძეები, - ტაში შემოჰკრა ქალმა, - და ლაშა, მორჩი თვალების ბრიალს. მაინც ვერავის აშინებ.
-მასე გეგონოს შენ!
როგორღაც ეზომდეც ჩააღწიეს. საბა მარიამის უკან იდგა და თვალებზე ხელს აფარებდა, რომ არ გამოეჭყიტა, თან მიმართულებას ჰკარნახობდა. ქალს მხოლოდ გვანცას და ნათიას აღფრთოვანებული ამოძახილები ესმოდა და უკვე ინტერესი ჰკლავდა, რას უმზადებდა ქმარი ასეთს.
-შეგიძლია გამოიხედო, - ყურთან უჩურჩულა საბამ და ხელები ქალის მუცელს შემოჰხვია.
მარიამმაც გაახილა თვალები და ლამპიონებით განათებულ ეზოს მოავლო თვალი. თითქოს დიდი განსხვავება ვერაფერი შენიშნა, მაგრამ შემდეგ თვალში დიდ წითელბანტიანი მბზინავი მანქანა მოხვდა თვალები გაუფართოვდა.
-შანსი არაა! - აღმოხდა გაოცებულს, მაგრამ ქმრისგან გამოწოდებულმა გასაღებმა ადილზე გააშეშა, - არ მჯერა! ვაიმეე! ეს... ეს... ეს ჩემია? მართლა ჩემია? - იმდენად აჟიტირებული იყო, ლამის პატარა ბავშვივით ხტუნვა დაეწყო.
-მადლობა, მადლობა, მადლობა, საბა! საუკეთესო ხარ! - ქმრის ხელებში უცბად შებრუნდა, მაგრამ ისევ თავბრუ დაეხვა და იქვე ჩაიკეცებოდა, რომ არა საბა.
-მარიაამ! - აღმოხდა კაცს და გულწასული ცოლი სასწრაფოდ ხელში აიტაცა, - მარიამ, გამოფხიზლდი!
-საბა, აქეთ, - თორნიკემ საკუთარი მანქანისკენ ანიშნა და უკანა კარი გამოუღო.
გონზე მკლავზე ნემსის ჩხვლეტამ მოიყვანა და გამოსახულების ნორმალურად აღსაქმელად რამდენჯერმე დაახამხამა თვალები.
-საბა, საავადმყოფოში რა გვინდა? - მთლად გადაფითრებულ ქმარს ჰკითხა და წვეთოვანზე ანიშნა, - მომხსნან ეს, არ მინდა!
-მარიამ, გონება დაკარგე და ნუ ჯიუტობ, საჭიროა!
-ზედმეტი ემოციისგან მომივიდა. თან სწრაფად შემოვბრუნდი და თავბრუ დამეხვა. ვის არ მოსვლია!
-აქედან იქამდე არ წავალთ, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ სრულიად ჯანმრთელი ხარ და ნუ მეწინააღმდეგები!
-საუკეთესო კი არა, ყველაზე საზიზღარი ქმარი ხარ! დაბადების დღეს საავადმყოფოში მატარებინებ? - მაშინვე გაიბუსხა ქალი და თავი კედლისკენ გადააბრუნა.
-ბუტია, - ცოლის საქციელზე გაეღიმა კაცს, საწოლზე ჩამოჯდა და ხელზე აკოცა.
-ახლაც არ შეიძლება წავიდეთ? - იკითხა ქალმა, როცა გადასხმა ჩამთავრდა და ექთანმა ფრთხილად მოხსნა წვეთოვანი ხელიდან.
-ექიმი რამდენიმე წუთში შემოვა, - გასვლისას დაუბარათ ექთანმა და კარი გაიხურა.
-საბაა! - აწყლიანებული თვალებით გახედა კაცს.
-მარიამ, ნუ მეჯიუტები! - ქალი მკლავებში მოიქცია და ლოყაზე ნაზად აკოცა.
-უნამუსო ხარ!
-ვარ, - გაეცინა კაცს და ამჯერად მეორე ლოყაზე აკოცა.
-უსირცხვილოც!
-ეგეც, - ცოლის ბურტყუნს ღიმილით ადევნებდა თვალს და კოცნის კვალს უტოვებდა სახეზე.
-დეგენერატიც!
-თქვენ კი ორსულად ხართ, - ექიმის თბილმა ხმამ ორივე გონზე მოიყვანა და შუა ხნის კაცისკენ შებრუნდნენ.
-რა... რა თქვით? - თვალები ლამის გადმოსცვივდა ქალს.
-წამობრძანდით, ექოსკოპიას გაგიკეთებთ და ყველაფერს გავიგებთ.
-დარწმუნებული ხართ, ექიმო? - საბა ჯერ ისევ ეიფორიაში იყო.
-ასი პროცენტით! - გაეცინა კაცს და წყვილი ერთ-ერთ ოთახში შეატარა.
კაბინეტიდან გამოსული მარიამი საბას მთელი ძალით ეკვროდა და ღიმილს ვერ იკავებდა. დერეფანში კი მოუთმენლად დადიოდნენ გვანცა და ლაშა თორნიკესა და ნათიასგან განსხვავებით, რომლებიც წყვილისგან განსხვავებით შედარებით მშვიდად ისხდნენ მოსაცდელში. მარიამისა და საბას მათთან გამოსვლა და მისი მშობლების საავადმყოფოში შემოსვლა ერთი იყო. მზია მაშინვე შვილისკენ გაიქცა და სულ არ მიუქცევია ყურადღება საბასთვის, ისე მოიქცია მკლავებში და სახე დაუკოცნა პატარა ბავშვივით.
-დედას სიცოცხლე, დედას სიხარულო, გავგიჟდი სანამ აქამდე მოვედით! ხომ კარგად ხარ? - ეკითხებოდა და თან ხელს არ უშვებდა.
-კარგად არ ჰქვია ამას, დე, - ქალიც პატარა ბავშვივით მოეხვია და სახე დედის თმაში ჩამალა, - მალე კიდევ ერთი შვილიშვილი გეყოლებათ, - თქვა და აწყლიანებული თვალებით გახედა მამას.
-ჩემი პატარა ქალი, - ამჯერად მამა მოეხვია და თავზე რამდენჯერმე აკოცა, - ყოჩაღ სიძეს!
-მე ბოდიში მაქვს მოსახდელი ორივესთან, - დაიწყო მზიამ, როცა სიხარულის ტალღა შედარებით ჩაცხრა და მარიამსა და საბას გახედა.
-არაფერია, ქალბატონო მზია... - დაიწყო საბამ, მაგრამ მზიამ ხელის აწევით გააჩუმა.
-ვერ შეგპირდებით, რომ საუკეთესო სიდედრი გავხდები, ყოველ კვირა ყავას ერთად დავლევთ და ვიჭუკჭუკებთ, მაგრამ გპირდებით, რომ ვცდი, შევიცვალო.
-ყველაზე ჯიგარი დედა რომ ხარ, ხომ იცი, დეე? - ლაშა მოეხვია ქალს და ლოყაზე აკოცა.
-გამშორდი, აქედან. შენთვისაც მოვიცლი! - შეუბღვირა ქალმა და ისევ მარიამს მიუბრუნდა.
-მადლობა, დეე, - ამჯერად ვეღარ შეიკავა მარიამმა ცრემლები და დედას ჩაეხუტა.
***
2018 წლის დასარულს იმაზე უფრო დიდი სიხარულით ხვდებოდა, ვიდრე დაიწყო. ამჯერად სრულყოფილად ბედნერი იყო და გადაჭარბებული სიხარულის თუ ჰორმონების ბრალი იყო, ვერ ხვდებოდა, ყოველ წამს რომ იცრემლებოდა. მართალია, ტრადიციად ჰქონდათ, რომ ახალ წელს ჯერ საკუთარ ოჯახებში შეხვედრიდნენ და შემდეგ პირველი იანვრის დილას გადასულიყვნენ ერთმანეთთან, მაგრამ ამ წელს ამ ტრადიციას არღვევდნენ და ყველანი მათთან ხვდებოდნენ ახალ წელს. მარიამი არც ამ წელს არღვევდა ტრადიციას და სისუსტისა და დაღლილობის მიუხედავად დილიდან სამზარეულოში ფუსფუსებდა. ბავშვები მთელი დღის განმავლობაში ხან ნაძვის ხეს "რთავდნენ", ხან საახალწლო ფილმებს უყურებდნენ, ხანაც სამზარეულოში ვითომ უჩუმრად გადიოდნენ და დედას ტკბილეულს პარავდნენ. არც საბა იყო უსაქმოდ. მთელი დღის მანძილზე ცოლის დავიწყებულ პროდუქტებზე დარბოდა და დღის ბოლოს ქანცგაცლილი უყურებდა ოდნავ მუცელგამობერილ მოფუსფუსე ცოლს, თითქოს ნესვი რომ გადაეყლაპა, რომელიც ამრეზით დაჰყურებდა უკვე გამზადებულ საცივს.
მარიამმა კიდევ ერთი საჭმელი დაამატა უკვე გაშლილ მაგიდას და გაღიმებულმა დახედა სუფრას. რაღაც ისე ვერ მოხვდა თვალში და მაშინვე შეჭმუხნა შუბლი. ბოლოს რომ მიხვდა, რა იყო ის რაღაც და ვეღარც მისაღებში მორბენალ შვილს მოჰკრა თვალი, მაშინვე დაიკივლა:
-სესილია ჯანდიერო, აბა, სასწრაფოდ გამობრძანდი აქ!
სესილია კი არა, შეშინებული საბა მაშინვე წამოიჭრა ფეხზე და ცოლთან მივიდა.
-რა მოხდა, მარიამ?
-ახლავე გაიგებ, - კედელთან ატუზულ ბავშვზე ანიშნა, რომელსაც ტუჩები თაფლით მოსვროდა, თავი დაეხარა და ხელებს ზურგს უკან მალავდა.
-რა ჩაიდინე, მა? - სესილიას დანახვაზე გაეღიმა საბას და მის წინ ჩაიმუხლა.
-ქალბატონო სესილია, შემთხვევით ხომ ვერ ამიხსნიდით, სად გაქრა მაგიდაზე დადებული ერთი თეფში გოზინაყი? - ქალმა წარბები აზიდა და შვილს დააცქერდა.
-რომელი გოზინაყი? წარმოდგენა არ მაქვს, რაზე ლაპარაკობ, - თვალები ააფახუნა ბავშვმა და უცოდველი სახე მიიღო.
-მართლა? და ტუჩებზე თაფლი მე მისვია?
-გეფიცები, ძალით არ მინდოდა, - მაშინვე აღირა დანაშაული და საბას შეხედა, - ისე საწყლად იდო მაგიდაზე, ფაქტობრივად მეხვეწებოდა, შემჭამეო.
-და გეგონა ვერ მივხვდებოდი, რომ ერთი თეფში ასე უცებ გაქრა მაგიდიდან?
-უფრო მეგონა, რომ გვიან შეამჩნევდი.
-საბაა, - ამჯერად ქმარს გადახედმა ქალმა და თვალებით ანიშნა, რამე იღონეო.
-მთელი თეფში მარტომ როგორ შეჭამე, სესო? - სერიოზული სახით დაიწყო საბამაც, - ეგ მსუნაგობაა, მამა. ასე როგორ შეიძლება?! მე და ნიკუშას რა არ გვინდოდა?
-ერთნაირები ხართ, რა უნდა გელაპარაკოთ კაცმა? - გაიბუსხა მარიამი და სამზარეულოში შებრუნდა.
-მე რა გაგაფრთხილეთ, ამ შემოდგომაზე, გახსოვს? - ქალის გასვლის შემდეგ ჰკითხა შვილს.
-აჰამ, რომ დედას ნერვიულობა და გაბრაზება არ შეიძლება და რომ მაგის უფლება მხოლოდ შენ გაქვს, - ჩამოარაკრაკა ბავშვმაც და ტუჩები გაილოკა.
-მერე?
-მაპატიე, რაა, უბრალოდ ისეთი საყვარელია ხოლმე, როცა ბუზღუნებს, - გაიცინა ბავშვმა, - თან წელს ეს გოზინაყი რაღაც ძალიან გემრიელი გამოუვიდა და თავი მართლა ვეღარ შევიკავე.
-ჩემი მსუნაგი გოგო, - ლოყაზე უჩქმიტა საბამ და წამოდგა, - მიდი, პირი მოიბანე, ის თეფშიც გამოიტანე და დედა როგორც გინდა, ისე შემოირიგე.
სესილია მაშინვე სააბაზანოსკენ გაიქცა, საბამ კი სამზარეულოს მიაშურა და ცოლს ზურგიდან აეკრო.
-მეც მიბრაზდები, მარიამ? - დახშული ხმით ჰკითხა და ყელში აკოცა.
-კი, - ამოიბურდღუნა ქალმა და თან თავი საბას მხარს მიაყრდნო, რომ კაცს უკეთესად ეკოცნა.
-და როგორ შემოვირიგო, ჩემი გაფუმფულებული ცოლი? - ქალის ყელს თავს არ ანებებდა და ისე ეჩურჩულებოდა.
-მოიფიქრებ რამეს, ფანტაზიის ნაკლებობას არ უჩივი, მასხარავ!
-მე ვარ მასხარა?
-არა, მე! მეგონა, სესილიას დატუქსავდი და შენ რა გააკეთე? - კაცისკენ შებრუნდა თვალებიდან ცეცხლისფრქვევით.
-და ბოდიში რომ მოგიხადოთ? - ცოლის წელზე კომფორტულად მოათავსა ხელები და თავისკენ მიიზიდა, - და ბონუსად კოცნაც დავაყოლოთ? - ამჯერად ქალის აღუებულ ღაწვებს ლაშქრავდა ტუჩებით.
-დაფიქრებად ნამდვილად ღირს, - გაიცინა ქალმა და საბას ჩაეხუტა.
რამდენიმე წუთში სესილია შემოვიდა მოსუფთავებული თეფშით ხელში, ნიჟარაში ჩადო და საბასთან ჩახუტებულ მარიამს თავადაც მიეკრო.
-ბოდიში, რაა, დეე. ხომ მაპატიებ?
-ღორმუცელა, - სიცილით შემოხვია ქალმა ხელი და ლოყაზე აკოცა, - მასე მეორედ რომ მოიქცე, ტკბილეულის გარეშე დაგტოვებ!
-მაგდენიც არ მიჭამია, დეე, - საყვარლად გაიკრიჭა ისევ.
-სანამ ისევ გავბრაზებულვარ, გამასწარი აქედან!
სესოს საბაც გაჰყვა მას შემდეგ, რაც ცოლს კოცნა და რამდენიმე შოკოლადი მოჰპარა და დივანზე ჩამომსხდარ ბავშვებს შორის ჩაჯდა.
-თოვლის პაპასთვის გასაგზავნი წერილების წერას მორჩით უკვე?
-კი და ჩემი ნაძვის ხის ქვეშ დევს, - თითით პატარა კონვერტზე ანიშნა ნიკუშამ, მერე კი საბასკენ გადაიხარა და ჩუმად უთხრა, - მართალია, დიდი ხანია აღარ მჯერა თოვლის პაპის და ვიცი, რომ დედა მყიდულობდა ხოლმე საჩუქრებს, მაგრამ რადგან ყოველ წელს მისრულდება, ჩემი რა მიდის?!
-ასეთი ეშმაკუნა ვის ჰგავხარ, ნეტავ ვიცოდე! - გაეცინა საბას და ამჯერად ქალიშვილს გადახედა, - შენ, სესო?
-მე რაც მინდოდა, ამ წელს ნამდვილად ამისრულა თოვლის პაპამ და ბონუსიც მოაყოლა, - საბას მოეხვია და ამჯერად ფორთოხლოს ჭამით გართულ დედას გახედა, - და წელს რაიმე თავისი გემოვნებით შემირჩიოს!
სწორედ ამ დროს გაისმა ზარის ხმა და კაციც სიცილით წამოდგა მის გასაღებად.
-ოჰ, ცოლის ძმა გვეწვია, მარიამ, თავისი ოჯახით, - სიცილით შემოატარა სახლში და გვანცას და ბავშვებს ქურთუკების გახდაში მიეხმარათ.
-არ დაკეტო კარი, სიძევ, - აჰყვა ლაშაც, - თორნიკეც მოდის!
-გამარჯობა, საბა, - მალევე მიესალმა ნათია და გადაკოცნა, - მარიამი სადაა?
-სამზარეულოში.
-ხო, ჩვენ არ დაგველოდო, - ამოიბუზღუნა თორნიკემ და საჩუქრები საბას მიაწოდა, თან უკვე ჩაძინებულ რატის იჭერდა ცალი ხელით, - დაინახა თავისი დაქალი და მშვიდობით ოჯახო!
-შემოდი, შემოდი, - გაიცინა საბამ, - მომიყვანე, ჩვენს ოთახში დავაწვენ. სძინავს და ცოდოა.
ახალ წელს ყველანი აივანზე შეხვდნენ. ბავშვები მაშხალებს ისროდნე და ათასფრად განათებულ ზეცას ბედნიერები შეჰყურებდნენ. უფროსები კი ერთმანეთს ულოცავდნენ და მეორე ნახევრებს ეკვროდნენ. სულ მალე კი სუფრასთან გადაინაცვლეს და მოლხენა დაიწყეს. მარიამს საბას მხარზე ჩამოედო თავი და ისე უყურებდა იქ შეკრებილებს. ხვდებოდა, რომ მის ცხოვრებაში ახალი, უფრო ბედნიერი პერიოდი დაიწყო და სახიდან ღიმილი არ შორდებოდა. ქმრის მოუსვენარ თითებზეც კი არ ჰქონდა რეაქცია, რომლებიც სულ ოდნავ შეზნექილ წელზე ეფერებოდა და რამდენჯერმე კაბის შიგნითაც შეცურნენ.
-საბა, ბევრს ნუ დალევ, რაა, - ამოიბუზღუნა ცოტა ხანში და კიდევ უფრო მიეკრო კაცს.
-თუ სასმლის სუნი გაწუხებს, გადავწვები დღეს, - გაუღიმა კაცმა და შუბლზე ტუჩებით მიეფერა.
-არსადაც არ გადაწვები, - მაშინვე წამოენთო ქალი და თვალები დაუბრიალა, - უბრალოდ ხვალ ჩემს მშობლებთან რომ უნდა წავიდეთ, მაგიტომ.
-ოოოო, სიდედრთან სტუმრობა?! -სახე დაუსერიოზულდა კაცს, - მაშინ უფრო მეტი უნდა დავლიო! ის განსხვავებული გადმომაწოდეთ ერთი, შენი ჭირიმე!
-მასხარა! - თავი გადააქნია მარიამმა, შემდეგ კი კვლავ საბას მხარს დაუბრუნდა.
-შენი სიტყვა ჩემთვის კანონია, პატარავ, - ერთმანეთთან საუბარში გართული სტუმრების უყურადღებობით ისარგებლა კაცმა და ზემოდან დააკვირდა ცოლს, - სიდედრ-სიმამრი მელოდება ხვალ! - მთვრალი სიცილით გადაიხარა ქალისკენ და მის ტუჩებს კიდევ ერთი ვნებიანი კოცნა მოჰპარა.
დასასრული
18.05.2019



№1  offline მოდერი N1penguin

აი ყველა ხო ძალიან მაგარი პერსონაჟია და ზოგადად შენს ისტორიებზე ხომ ვგიჟდები heart_eyes heart_eyes ცოტა კი ვიტანჯებოდი მეც კითხვისას, როდის გამოუსწორდებოდათ მთავარ პერსონაჟებს ურთიერთობა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მოგვარდა და მეც დავისვენე relaxed blush კიდევ როდის დადებ ისტორიებს? შენი ისტორიების წაკითხვისას მეც მინდება, რომ ვწერო kissing_heart kissing_heart

 


№2  offline მოდერი abezara98

N1penguin
აი ყველა ხო ძალიან მაგარი პერსონაჟია და ზოგადად შენს ისტორიებზე ხომ ვგიჟდები heart_eyes heart_eyes ცოტა კი ვიტანჯებოდი მეც კითხვისას, როდის გამოუსწორდებოდათ მთავარ პერსონაჟებს ურთიერთობა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მოგვარდა და მეც დავისვენე relaxed blush კიდევ როდის დადებ ისტორიებს? შენი ისტორიების წაკითხვისას მეც მინდება, რომ ვწერო kissing_heart kissing_heart

ჩემი სიყვარული პინგვინი ხარ შენ! heart_eyes heart_eyes შევეცდები ავასრულო დაკვეთა და მალე დავბრუნდე ახალი ისტორიით relieved kissing_heart მადლობა, რომ ყოველთვის მამხნევებ! heart_eyes heart_eyes

 


№3  offline მოდერი naattii

ნამდვილად კარგი იყო ❤️ დEიურის კითხვისას რთული იყო ცრემლის შეკავება ❤️

 


№4  offline მოდერი abezara98

naattii
ნამდვილად კარგი იყო ❤️ დEიურის კითხვისას რთული იყო ცრემლის შეკავება ❤️

ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა ❤❤ მადლობა სიხარულო ❤❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი სოფო

ამაზე საოცრება თურამე წამეკითხოს უნამუსო ვიყო

 


№6  offline მოდერი abezara98

სტუმარი სოფო
ამაზე საოცრება თურამე წამეკითხოს უნამუსო ვიყო

ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა heart_eyes იმდენად მიხარია, რომ ეს ისტორია მოგწონთ, ვერც კი წარმოიდგენთ heart_eyes ჩემთვის ერთ-ერთი უძვირფასესი და უსაყვარლესია heart_eyes

 


№7 სტუმარი მაარ

ძალიან მაგარი იყო????გამიჭირდა ცრემლის შეკავება დღიურის კითხვისას????
ძალიან მომწონს შენი ისტორიებ????სიამოვნებით ვკითხულობ და თან ყველა ძალიან კარგია????????

 


№8 სტუმარი მაარ

ჩემი ერთ ერთი საუკეთესო ისტორია გახდა ეს????????????

 


№9  offline მოდერი abezara98

მაარ
ძალიან მაგარი იყო????გამიჭირდა ცრემლის შეკავება დღიურის კითხვისას????
ძალიან მომწონს შენი ისტორიებ????სიამოვნებით ვკითხულობ და თან ყველა ძალიან კარგია????????

მაარ
ჩემი ერთ ერთი საუკეთესო ისტორია გახდა ეს????????????

ვაიმეე, მართლა ძალიან მოხარია, ამდენად ემოციური თუ იყო და ასე ძალიან მოგეწონა ❤❤ მადლობა შენ რომ დრო დახარჯე, წაიკითხე და აზრის გამოხატვაც არ დაგზარებია ❤❤❤

 


№10 სტუმარი მაარხ

abezara98
მაარ
ძალიან მაგარი იყო????გამიჭირდა ცრემლის შეკავება დღიურის კითხვისას????
ძალიან მომწონს შენი ისტორიებ????სიამოვნებით ვკითხულობ და თან ყველა ძალიან კარგია????????

მაარ
ჩემი ერთ ერთი საუკეთესო ისტორია გახდა ეს????????????

ვაიმეე, მართლა ძალიან მოხარია, ამდენად ემოციური თუ იყო და ასე ძალიან მოგეწონა ❤❤ მადლობა შენ რომ დრო დახარჯე, წაიკითხე და აზრის გამოხატვაც არ დაგზარებია ❤❤❤

არაფერს❤
დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ძალიან მომწონს ❤????მადლობა შენ????

 


№11 სტუმარი მაარხ

აუ ეს კითხვის ნიშნები შემთხვევით მოდის????❤

 


№12  offline მოდერი abezara98

მაარხ
abezara98
მაარ
ძალიან მაგარი იყო????გამიჭირდა ცრემლის შეკავება დღიურის კითხვისას????
ძალიან მომწონს შენი ისტორიებ????სიამოვნებით ვკითხულობ და თან ყველა ძალიან კარგია????????

მაარ
ჩემი ერთ ერთი საუკეთესო ისტორია გახდა ეს????????????

ვაიმეე, მართლა ძალიან მოხარია, ამდენად ემოციური თუ იყო და ასე ძალიან მოგეწონა ❤❤ მადლობა შენ რომ დრო დახარჯე, წაიკითხე და აზრის გამოხატვაც არ დაგზარებია ❤❤❤

არაფერს❤
დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ძალიან მომწონს ❤????მადლობა შენ????

მაარხ
აუ ეს კითხვის ნიშნები შემთხვევით მოდის????❤

არაუშავს, ვხვდები, რომ რაღაც სმაილების დაწერა გინდა და უბრალოდ აქ მასე აჩვენებს heart_eyes heart_eyes

 


№13 სტუმარი მაარხ

abezara98
მაარხ
abezara98
მაარ
ძალიან მაგარი იყო????გამიჭირდა ცრემლის შეკავება დღიურის კითხვისას????
ძალიან მომწონს შენი ისტორიებ????სიამოვნებით ვკითხულობ და თან ყველა ძალიან კარგია????????

მაარ
ჩემი ერთ ერთი საუკეთესო ისტორია გახდა ეს????????????

ვაიმეე, მართლა ძალიან მოხარია, ამდენად ემოციური თუ იყო და ასე ძალიან მოგეწონა ❤❤ მადლობა შენ რომ დრო დახარჯე, წაიკითხე და აზრის გამოხატვაც არ დაგზარებია ❤❤❤

არაფერს❤
დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ძალიან მომწონს ❤????მადლობა შენ????

მაარხ
აუ ეს კითხვის ნიშნები შემთხვევით მოდის????❤

არაუშავს, ვხვდები, რომ რაღაც სმაილების დაწერა გინდა და უბრალოდ აქ მასე აჩვენებს heart_eyes heart_eyes

abezara98
მაარხ
abezara98
მაარ
ძალიან მაგარი იყო????გამიჭირდა ცრემლის შეკავება დღიურის კითხვისას????
ძალიან მომწონს შენი ისტორიებ????სიამოვნებით ვკითხულობ და თან ყველა ძალიან კარგია????????

მაარ
ჩემი ერთ ერთი საუკეთესო ისტორია გახდა ეს????????????

ვაიმეე, მართლა ძალიან მოხარია, ამდენად ემოციური თუ იყო და ასე ძალიან მოგეწონა ❤❤ მადლობა შენ რომ დრო დახარჯე, წაიკითხე და აზრის გამოხატვაც არ დაგზარებია ❤❤❤

არაფერს❤
დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ძალიან მომწონს ❤????მადლობა შენ????

მაარხ
აუ ეს კითხვის ნიშნები შემთხვევით მოდის????❤

არაუშავს, ვხვდები, რომ რაღაც სმაილების დაწერა გინდა და უბრალოდ აქ მასე აჩვენებს heart_eyes heart_eyes

❤❤❤❤

 


№14  offline წევრი sole_soul

ძალიან საყვარლობა იყოოო ❤️ დავიწყე და ვეღარც მოვწყდი ❤️❤️ რა კარგად წერ ❤️❤️ მახარებს შენი ისტორიები ❤️❤️ თანაც მომწონს ასე მრავალფეროვნულად რომ წერ, სულ ერთსადაიმავეს არ იმეორებ და ისტორიებიც სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან

 


№15  offline მოდერი abezara98

sole_soul
ძალიან საყვარლობა იყოოო ❤️ დავიწყე და ვეღარც მოვწყდი ❤️❤️ რა კარგად წერ ❤️❤️ მახარებს შენი ისტორიები ❤️❤️ თანაც მომწონს ასე მრავალფეროვნულად რომ წერ, სულ ერთსადაიმავეს არ იმეორებ და ისტორიებიც სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან

სიმართლე გითხრა თავად ეს ისტორია ჩემთვის ერთ-ერთი უძვირფასესია და იმდენად მახარებზ ხოლმე, ასე რომ მოსწონთ, უბრალოდ ვეღარც გადმოვცემ smile მადლობა შენ რომ არ დაგეზარა და წაიკითხე heart_eyes heart_eyes ❤️❤️

 


№16 სტუმარი სტუმარი მაკა

მერამდენედ ვკითხულობ უკვე არვიცი თითქმის დავიზეპირე მაგრად მომწონს ასე დალაგებული ისტორია კაი ხანია არ მინახია მადლობა შენ❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent