ბაიკერის ცხოვრება (სრულად) 1 ნაწილი
სიმართლე გითხრათ, არც მანჩაჩო მქვია და არც ნინჩო. არც მწვანე თვალები მაქვს და არც ცისფერი. არც მთელი თბილისი ლაპარაკობს ჩემზე და სულ ზმანები არ მაცვია. და არც თბილისში ყველაზე სიმპატიურ ბიჭს ვუყვარვარ. არც მდიდარი მშობლები მყავს და არც ჩემ ძმას ან შეყვარებულს ქვია სანდრო . ვარ ერთი უბრალო გოგო, სახელად ვიკა. მაქვს მუქი ყავისფერი თვალები. ჩემი ჰობია ცეკვა, ცურვა, გიტარაზე დაკვრა, ფეხბურთის და კალათბურთის თამაში და რაც ყველაზე მეტად მიყვარს, ვარ ბაიკერი . მყავს რამდენიმე ძმაკაცი და ერთი დაქალი. ისიც იმიტო რო ჩემნაირი მსოფლხედველობა და გემოვნება აქვს. ერტნაირი ინტერესები გვამოძრავებს. ლიზა ქვია. საერთოდ მიჭირს გოგოებთან საერთო ენის გამონახვა, რადგან მათ ფსიქოლოგიას ვერ ჩავწვდი. რატო უნდა გაერთო ბარბებით, როცა შეგიძლია ომობანა ითამაშო. ან რატო უნდა იჯდე და ჭორაობდე, ათას სისულელეზე, როცა შეგიძლია მდინარეზე გაყვე ძმაკაცებს ბაყაყების და კიბორჩხალების დასაჭერად. ერთხელ, სკოლაში წასვლა მეზარებოდა და ლიზას დავურეკე, არ მივდივარ დღეს სკოლაში და წერეთელზე გამოდი, გელოდები, ბაიკით გავისეირნოთ-მეთქი. შავი ტყავის 'კურტკა', ამავე ფერის ბატინკები და ტყავის ელასტიკი ჩავიცვი. ჩაფხუტს ხელი დავავლე და წერეთელზე, ჩვენ ადგილზე მივედი. ბჭები როგორც ყოველთვის იქ იყვნენ. ახლოს გავუჩერე და ჩაფხუტი მოვიხადე. -უსაქმურების კამანდას გაუმარჯოს)) -ეს ვინ მობრძანებულა- ადგილიდან მომაძახა დათომ და ხელი დამიკნია. მეც იგივე ჯესტით ვუპასუხე და მხარზე ჩამოცურებული ნაწნავი უკან გადავიგდე. ამ დროს ხმა შემომესმა. იქითკენ გავიხედე და ლიზა დავინახე. აი მაშინ კი ვიკადრე ბაიკიდან გადმოსვლა და მისკენ გავემართე. -სკოლას რატო აცდენ?- თვალმოჭუტულმა მკითხა და ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა - გუშინ ჩემ ბიძაშვილთან ვიყავი და მეცადინეობა ვერ მოვახერხე. -აჰა, და ეხლა რას ვაპირებთ? -რავი, წამო მცეთაში თუ გინდა. ბიცოლასაც ვნახავდი ბარემ. -არ არის ცუდი აზრი- ჩაფხუტი დაიხურა და ბაიკს მოახტა ჩემ ადგილზე მალევე დავბრუნდი და სანამ დავძრავდი ბიჭებს ვკითხე - მცხეთაში მივდივართ, და არ წამოხვალთ? -არა იყოს, დედაჩემის ნათლული ჩამოდის დღეს და უნდა დავხვდეთ - მომაძახა ლექსომ უსიტყვოდ ჩამოვიფარე ჩაფხუტი და ლიზას ვანიშნე წავედითთქო. რამდენიმე წამში დაქოქვის და დაძვრის ორმაგი ხმა გაისმა და ჩვენ გზას დავადექით. თავისუფალ ტრასაზე როცა გავედით, მთელი სისწრაფით მოვუჭირე გაზს ხელი.. არც ლიზა ჩამომრჩა. მალევე ჩავედით მცხეთაში, ბიცოლაჩემის რესტორანთან გავაჩერე და მის სანახავდ გადავედით. -ოხ, ეს ვინ მოსულან -რას შვრები, ნათი? -ვმუშაობ და ვარ. შენ ეხლა სკოლაში არ უნდა იყო? -ნწუ- თვალი ჩავუკარი და ენა გამოვუყავი -ვერ მოეშვი ხო შენ მაგ ბაიკს. -ოო, ნათი, კაი რა -არა შეხედე რა)) არ გშიათ? ლიზამ უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია -გვშია- ლიზას გავხედე- აბა, რას გვაჭმევ? - რაც რესტორანში შეიძლება იყოს, ყველაფერს -ბუბსიკ, შენ რას შეჭამ? - მივუტრიალდი ლიზას. ხმას არ იღებდა. -პიცას გვაჭმევ? ბიცოლამ გამიღიმა და თავი დამიქნია . ლიზამ თვალები დამიბრიალა და თავი გააქნია. კარებში გასულ ბიცოლას, თვალი გავაყოლე და მის ადგილზე მოვკალათდი. ორ წუთში შემოოვიდა. -შეკვეთა მიცემულია. დაიბანეთ ხელები და მაგიდასთან წამოდით. კარგად როცა დავნაყრდით, ჩაფხუტები და გასაღებები მოვიმარჯვეთ. ბიცოლას დავემშვიდობეთ და მოტოციკლეტებისკენ წავედით. ორიოდე წუთის შემდეგ ტრასაზე მივაგელვებდით 'პარტყუნებს'. თბილისს როცა მივუახლოვდით, ბიჭების ბირჟა შევნიშნე. ერთ-ერთი ჩემი ბიძაშვილი იყო და მისასალმებლად იქვე მივაყენე. ლიზაც მომყვა. ყველას ყურადღება მივიქციეთ და დავინახე, ლუკა (ჩემი Bიძაშვილი) ჩვენსკენ რო გამოემართა ღიმილით. ჩაფხუტი მოვიხადე და რამდენიმე გაოცებულ მზერას წავაწყდი. -გოგო? გაისმა ერთდროული ხმა. დავაიგნორე და ლუკას შესახვედრად, ვიკადრე მოტოციკლეტიდან გადმოსვლა. ლიზა იჯდა ჩაფხუტიანად და მელოდებოდა. რამდენიმე ცნობისმოყვარე თვალი მომჩერებოდა. ლუკას რო ჩავეხუტე, ყურში ჩამჩურჩულა, "შენს დაქალს უთხარი მოიხადოს 'კასკა' და მომესალმოს. უკან გავიხედე და ბუბსიკასკენ დავიძარი. ჩაფხუტიმოიხადა და უკან გამომყვა. -აი ეს მესმის- გაისმა რამდენიმე ხმა და დაჯინებულ მზერას ვგრძნობდი, ყველა მხრიდან. ჩოჩქოლი ატყდა ლიზა ლუკასთან მივიყვანე. - ნუ მალავ მაგ შენს ლამაზ თვალებს მაგ 'კასკის' შიგნით. -ჩაფხუტია ქარტულად - უასუხა ნიშნისმოგებით და ირგვლუვ მიმოიხედა. -რას მოგვჩერებიხართ? გოგოებს პირველად ხედავთ? - ყველა მიჩუმდა, მაგრამ მზერას მაინც არ გვაშორებდნენ. -ვიკა მოდიხარ?- მომიტრიალდა და მოტოციკლეტისკენ დაიძრა. უკან გავყევი და ბაიკზე მოვკალათდი. ჩაფხუტი მოვირგე და ლიზას ველოდებოდი, რომელსაც თავისი 'პარტყუნა' მოშორებით ყავდა გაჩერებული. ამ დროს კიდევ ერთი ბაიკერი გამოჩნდა და ჩვენ შორიახლოს გააჩერა. ყურადღებუთ აგვათვალიერა დ ბიჩებისკენ დაიძრა. ვინაიდან და რადგანაც ჩაფხუტები თავზე გვეფარა, ბიჭები ვეგონეთ. ორიოდე წუთში 'ტრასაზე' მივგრიალებდით. წერეთელზე ბიჭები რო არ დაგვხვდნენ, სახლებისკენ დავიძარით. სახლში მისვლისთანავე აბაზანაში წყალი გადავივლე და ლოგინში შევწექი. დაახლოებიტ საათნახევარში ლუკამ გამაღვიძა. ჩამოდი შენთან საქმე მაქვსო -რა გინდა? -შენი ბაიკი უნდა მათხოვო დღეს რა- თვალები მუდარის ნიშნად სასაცილოდ მოპრუწა -შენი? -2 დღის წინ დამემტვრა -მერე ჩემიც უნდა დაამტვრიო? -არა ტო, კაი რა -შანსი არაა -ეეე ძმურად რა ვიკუს, ხო ხარ ჯიგარი -რა ვთქვი მე? -ესეიგი არა -ჰო, არა -ჰო თუ არა?- ჩაიღიმა -ბევრს ლაპარაკობ -კაი, შენ თუ თქვი არა, ესეიგი მართლაც არა -ყოჩაღ- შევუქე მიხვედრილობა და ბაიკისკენ დავიძარი. -ვიკუს,-შემოვტრიალდი -ვერ გადამაფიქრებინებ -არც მიცდია -ვერც- ვუთხარი ნიშნისმოგებით -ჰო კაი, ვერც -რა გინდა -შენც წამოდი -მოიცა ვიფიქრებ -ეე, მეჩქარება -ნუ, თუ გეჩქარება, მაშინ წავედი მე -კაი იფიქრე- დამიღრინა -ჰმმ..- უკვე ნერვებზე ვთამაშობდი -ცოტა უფრო სწრაფად რო იფიქრო, არა? -მაცდი? -..... -ჰმმ. მაიცა -ჰე, ეხლა -ხო კაი, დაჯექი ხელის საბარგულიდან ჩაფხუტები ამოვაძვრინე და წინ შემოვსკუპდი -არ დამსვამ? -გადავიფიქრო?-შევუბრუნე კითხვა -იჯექი კაი.. ცხვირი არ ააწევინო, თორე ბრაგვანს მოვადენ. -ჩამეღიმა და ბაიკი დავძარი -სად მივდივართ? -ატაში -ჰოო?- მთაწმინდისკენ გადავუხვიე და რეაქციას დაველოდე. მანაც არ დააყოვნა -სად მიდიხარ? -ატაში -ეე, შენთან ხუმრობაც არ შეიძლება/ -ხუმრობა? როცა გეკითხები სერიოზულად უნდა მიპასუხო. აბა მე საიდან ვიცი სად მიდიხარ -ვორონცოვზე ბაიკი შემოვაბრუნე. 10 წუთში ადგილზე ვიყავი. რამდენიმე ბაიკი იდგა იქ და აშკარაა რო ლუკას ელოდებოდნენ. -მზად იყავი და როცა გამოვალ, ეგრევე უნდა გავგაზოთ- გამაფრთხილა და გადავიდა. დანარჩენი ბაიკერებიც მიყვნენ.. 1-15 წუთი ველოდებოდი. მოთმინების ფიალა მევსებოდა, როცა კარიდან გამოვარდა და უკან მომახტა -დროზე დაძარი. ჩაფხუტი ხელში შევაჩეჩე და სანამ შეიკრავდა ადგილს მოვწყდი. ძლივს მოასწრო ხელი მოკიდება, ამაზე ჩამეცინა და გზიდან გადავუხვიე. სახლში მალევე მივედი. კიბეზე ავდიოდი როცა ლუკამ მომაძახა -არ გაინტერესებს დღეს რა მოხდა? -არა- აღარაფერი უთქვამს და ოთახში შევედი. ცოტა ხანში უკან შემომყვა და საწოლზე წამომიჯდა. -შენ დაგავიწყდა რო ვერ ვიტან, ჩემ საწოლზე ტანსაცმლიანად რო სხდებიან? ადგა და სკამზე გადავიდა. სიგარეტი ამოიღო დაგამიღიმა -მე მგონი ისიც უნდა იცოდე, რომ ჩემთან ერთად მოწევა, მითუმეტეს ჩემ ოთახში არ შეიძლება.- უსიტყვოდ ჩაიდო უკან ჯიბეში და შემომხედა.. -მართლა არ გაინტერესებს რა მოხდა დღეს? -არა. თუ გინდა მომიყევი, მაგრამ ძაან მაინტერესებსთქო რო გითხრა, მოგატყუებ -კაი გააგრძელე შენ წიგნის კითხვა და მერე მოგიყვები. -ოთახიდან გავიდა -შენთვის არ უსწავლებიათ რო კარი უნდა დახურო, როცა ოთახიდან გადიხარ?- მივაძახე -რატო არ მკითხე, ლიფტში ცხოვრობო?- შემოყო თავი -იმიტომ რომ , შენი პატისავით ბანალური ფრაზებით, არ ვმოძრაობ- ნიშნის მოგებით თვალი ჩავუკარი და წიგნს მივუბრუნდი. უსიტყვოდა გაიკეტა კარები. 40 წუთში ლიზამ დამირეკა, გამოდი წერეთელზე, გავისეირნოთო. ქვემოთ ჩავედი და სამზარეულოში მყოფ ლუკას გავძახე -მე გავედი სასეირნოდ და თუ რამე, ლიზას დაურეკე -მობილური უნდა გიყიდო რა -მაგასაც მოვისვრი -გასაღებს ხალიჩის ქვეშ დავდებ -რა გასაღებს? -რა გჭირს გოგო, სახლი ხო უნდა დავკეტო -მე კი არა, შენ რა გჭირს. როდის იყო, სახლს ვკეტავდი? -გიჯი ხარ. წერეთელზე მალევე მივედი და ბიჭებს შორიდან მივესალმე. -ერთხელ რო გადმოხვიდე მაგ ბაიკიდან და ისე მოგვესალმო, არ გიფიქრია?- მკითხა დათომ -ნწუ,- თავი გავიქნიე -ეხლა ხო იფიქრე?- არ მეშვებოდა ბექა ვიკადრე მოტოდან გადმოსვლა და ბიჭებისკენ გავემართე -ამას რას ხედავს ჩემი თვალები-დაიწყო ზურამ -მოიცა ეს მართლა ვიკაა, რო მოდის თუ მეჩვენება?- აყვა ლექსო -ვაა ვიკუშ, რა ლამაზი როცა დადიხარ- არ ჩერდებოდა დათო მივედი და მათ წინ ჩამოვჯექი -არ გბეზრდებათ მთელი დღე ჯოკერის თამაში? -მაგაზე არ მიფიქრია,მგონი რო არა- ბექამ დანარჩენებს გახედა -ერთხელ გეთამაშებიტ, მე და ლიზა -რა პატივია- ტქვა ლექსომ და ჩვენსკენ მომავალ ლიზას გახედა. -დიდი ხანია მელოდები?- მკითხა ლიზამ როგორც კი მოგვიახლოვდა. უარის ნიშნად თავი გავიქნიე.- გამარჯობა- მიუბრუნდა ბიჭებს -ჯოკერის თამაშს ვაპირებთ და რას იტყვი, შემოგვიერთდები?- ზურამ კარტი აიღო და აჩეხვა დაიწყო -რატომაც არა, გვერდით მომიჯდა. ლექსომ და ბექამ უარი თქვეს თამაშზე, თქვენ გაცდითო. ეს ხელი წავაგეთ და სურვილები უნდა შეგვესრულებინა. -ეხლავე ვიყენებ ჩემ სურვილს- განაცხადა დათომ და სიგარეტს მოუკიდა -ჩააქრე- ანიშნა ბექამ, დათომ მე გამომხედა და უცებ დააბრუნა სიგარეტი თავის ადგილზე. -აი უკან ბაიკერი რო ზის, იმასთან მიდი და უთხარი გაგასეირნოს. ოღონდ არ უთხრა, შენც რო ბაიკერი ხარ. უკან მივიხედე და ჩაფხუტიანი ტიპისკენ დავიძარი. შევამჩნიე რო შემამჩნია და მივუახლოვდი. -გამარჯობა -დამხარება ხომ არ გინდათ? -შეიძლება ეგრეც ითქვას -გისმენთ -ბავშვობიდან ვგიჟდები ბაიკებზე და ძალიან თუ არ შეგაწუხებთ, შეგიძლიათ რომ ცოტა ხნით გამასეირნოთ? -დიდი სიამოვნებით, მაგრამ ჩემ ძმაკაცს ველოდები. წუთიწუთზე უნდა მოვიდეს -აუ გთხოვთ, მხოლოდ 10 წუთი. ესეთი შანსი შეიძლება აღარც მქონდეს ერთხანს ორჭოფობდა და ბოლოს დამთანხმდა. ჩაფხუტი თავზე მომარგო და დაჯდომაში დამეხმარა. -ხელები მაგრად მომკიდე, არ გადავარდე. ნათქვამი ავუსრულე და ვანიშნე რო მზად ვიყავი. მანაც დაძრა ბაიკი . დაახლოებით 10 წუთი ვისეირნეთ და ბოლოს უკან დავბრუნდით. მადლობა გადავუხადე და " კასკა " მოვიხადე. -როგორი იყო? მოწონების ნიშნად ცერა თითი ავუწიე -მიხარია თუ მოგეწონა. -რა გქვია? -დემეტრე -ვიკა, სასიამოვნოა -ჩემთვისაც. ამ დროს ერთი ბაიკი ჩვენ გვერდით გაჩერდა -მიხვედი ?? -შენ დროს უქმად არ კარგავ ხო?- მე გადმომხედა -ეს გუგაა.. ეს კიდე... -ვიკა- შევაშველე სახელი -აა, ხო ვიკა -სასიამოვნოა. ჩაილაპარაკა და ხელი გამომიწოდა. გავუღიმე და ხელი დავახვედრე. -კარგი დემეტრე, მე წავედი და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა -შენს ნომერს ხო ვერ ჩამაწერინებდი? -მომაბრუნა გუგამ -არ მაქვს მობილური. ამაზე გაეღიმა და დემეტრეს გახედა. -მეორე შენნაირი - იმასაც ჩაეცინა და თვალი ჩამიკრა. გამოვტრიალდი და მაგიდისკენ გამარჯვებული სახით დავიძარი. ლიზას გვერდით მივუჯექი და კითხვებს დაველოდე. -რაზე ლაპარაკობდით? - პირველი ბექა გამოვიდა არენაზე -ამინდზე და პოლიტიკაზე- ვუთხარი ირონიით. ლიზამ ჩაიფხუკუნა, მეც გამეღიმა -გიხდება ღიმილი- შენიშნა ლექსომ -სიარული უფრო- შეედავა ზურა და გაიცინა -მოკლედ მე წასვლას ვაპირებ და სურვილები კიდევ გაქვთ თუ სხვა დროისთვის შემოინახავთ? -სხვა დროს იყოს - დათომ სიგარეტი ამოაძვრინა, ჩაფხუტს ხელი დავავლე და ბაიკისკენ დავიძარი -ლიზ, მოდიხარ ? გავძახე . ადგა და ჩემკენ წამოვიდა. -ჩემთან ამოხვალ? -შენ ამოდი რა, მარტო ვარ დღესაც- შევთავაზე და ბაიკზე შემოვსკუპდი -როდის ჩამოდიან შენები? -3-4 თვეში -კარგი, ამოვალ. ოღონდ ქეთის დავურეკავ. "-დე, დღეს ვიკასთან ვრჩები " -...... -ხო, ვიცი. ხვალ ბაიკერების შეჯიბრებაა და იქ მონაწილეობს -........ -შევთავაზე მაგრამ სხვა დროს იყოს, შენ ამოდი ჩემთანო -........ -ხო, კაი კაი. " -რაო? -რას მეტყოდა. ჭკვიანად მოიქეციო. -ისადა, შენ რატო არ მონაწილეობ შეჯიბრში?? -წინაზე არ გახსოვს რა დამემართა? ვიღაც რო დამეტაკა და ლავიწის ძვალი გავიტეხე -ხო ეგ მახსოვს -ხოდა, ქეთი აღარ მიშვებს. უფროსწორედ, მთხოვა და შევპირდი - აჰა, კაი. სახლში მივედით და კარი რო ჩამოვწიე დაკეტილი დამხვდა. ლიზამ გაკვირვებულმა გადმომხედა. - შენი სახლის კარი ჩაკეტილი რატოა? მხრები ავიჩეჩე და ხალიჩა ფეხით მოვსინჯე. ამობურცულს დავადგი ფეხი. დავიხარე და ავიღე, -ოოხ, ლუკა- ხმამაღლა გავიფიქრე და კარი გავაღე. მეორე დილას გავიღვიძე და სამზარეულოში ჩავედი, ლიზა იქ დამხვდა და ყავას სვამდა. -ამ დილაუთენია, რამ აგაყენა? -რა დილაუთენია, 1ლი საათია. თვალები მოვიფშვნიტე და ბარის სკამზე ჩამოვჯექი. -აუ მეც გამიკეთე რა ყავა. - დავამთქნარე და თავი მაგიდაზე დავდე. -5ზე შეჯიბრი გაქვს და უნდა გეძინოს? -ნუ ღელავ, მაინც მოვიგებ -რატო ხარ ესეთი დარწმუნებული -აუ მოკეტე რა - კიდე დავამთანარე და ყავა მოვსვი. -ეე, ეგ ჩემი იყო -არაუშავს რა. -წადი მიდი თავი მოიწესრიგე -თუ მაცდი დავლევ ყავას ,წავალ ავდექი და აბაზანაში შევლასლასდი დაახლოებით 4ისთვის უკვე მომზადება დავიწყე და იპოდრომზე წავედით. ადრე მივედით , მაგრამ მაინც ბევრი ხალხი ირეოდა. ლიზას დავედროებითე (ეს სიტყვა მაგრად მევასება. წინა სტორიაშიც მქონდა გამოყენებული ) და მონაწილეებსიკენ დავიძარი. 40 წუთში უკვე სასტარტო პოზიციაზე ვიდექი და თოფის ხმას ველოდებოდი, ხალხის ჟრიამული და ბაიკების ძრავის ხმა ერთმანეთში ირეოდა და უკვე თავი მტკიოდა. შედარებით გვიან დავიძარი, დანარჩენებისგან განსხვავებით და ვცდილობდი სწრაფად მევლო. რაღაცა მიშლიდა ხელს. უცებ მოტოციკლეტი მომისრიალდა და გაჩერდა, ხალხის ჯრიამული შეწყდა. დანარჩენი მონაწილეები უკვე საკმაოდ დაწინაურებულები იყვნენ . ვეღარ დავძარი ბაიკი და შევამჩნიე რო უკანა ბორბალი დაჭრილი იყო. ვიღაცამ გამიჩალიჩა. სპონსორები და ჟურნალისტები მომცვივდნენ. ათას უაზრო კითხვას მისვამდნენ. თავი ისედაც მისკდებოდა და უკვე აღარაფერი მესმოდა, ერთი ვთქვი "გამიჩალიჩეს" და მოწოდებული წყალი მოვსვი. მკაფიოდ გაისმა ხმა მიკროფონში. " გამარჯვებულია, ნომერი 16 , მივულოცოთ.. " დავინახე ლიზა, რომელიც დაცვის წევრებს დაუძვრა და ჩემსკენ გამოექანა. ჩაფხუტი არ მომიხდია. ჩემთან ნომერი 16 მოვიდა, -დასანანია რომ ესე მოხდა. არადა მინდოდა შენ შეგჯიბრებოდი, 4 გზის გამარჯვებული შენ ხარ ხო? არაუშავს სხვა დროს იყოს -ხვალვე შეგეჯიბრები. ამ დროს, ამ ადგილას. ლიზა, ჩაიწერე ამის ნომერი. თუ რამეა დაგიკავშირდები. -არ მაქვს მობილური ლიზამ მე გადმომხედა: - შენნაირი -გაიღიმა და თვალები მოჭუტა. მეც გამეღიმა. კარგი, ხვალ შეგხვდები. -ისე არ აპირებ გაარკვიო, ვინ ჩაიდინა გმირიბა და დაჭრა ბირბლები?- მკიტხა მე16მ -მაგას გავარკვევ. ხვალ კი, ლიზას ბაიკით შეგეჯიბრები. -ხვალამდეო, - მომაძახა და ადგილს მოსწყდა. -ისე ჩაფხუტიდან, რა შეცვლილი ხმა გაქვს - შენიშნა ლიზამ და საათზე დაიხედა -მოიცა, იმას ოქროს თასი არ აუღია? -კი, ოღონდ სცენაზე არ გასულა. წეღან დავინახე -კაი, წამო სახლში. ხვალისთვის შენი "პარტყუნა" უნდა მათხოვო. აბა ჩემი ნახე რა დღეშია. თან თავი მტკივა. -წამო ჩემთან. ქეთი მოგხედავს. ლიზას უკან შემოვუჯექი და ერთერთ სპოსნორს გავხედე. -ხვალ გამოვივლი და გასაკეთებლად წავიყვან. მანამდე კი, ეცადე გაარკვიო ეს ვინ გააკეთა და პირველი მე მითხარი. კარგად გადაგიხდი. თავი დამიქნია. ლიზასთან მივედით სახლში -ქეთი, ნახე ვინ მოგიყვანე- გასძახა დედამისს -ვაა ვიკაა. რა ქენი დღეს?? -ქეთუშ, თავის ტკივილის წამალი დამალევინე და მოგიყვები. ცოტა ხანში დასაძინებლად გავედი და ხვალინდელ დღეზე არც მიფიქრია, ისე ჩამეძინა.დილით, ადრე გავიღვიძე და სამზარეულოში გავედი. ქეთი ფუსფუსებდა და უკნიდან მოვეხვიე. -ქეთუუს, რა სუნებია, მომშივდა -ესე ადრე გაიღვიძე? -ხორავი. ბაიკზე ვფიქრობდი და თითქმის არ მეძინა -ზოგჯერ მგონია რო ეგ ბაიკი ჩემზე მეტად გიყვარს - თავი შემოყო ლიზამ -მაგაზე არ მიფიქრია და დავფიქრდები მეც - დავგესლე და ქეთის გადავხედე -ნუ ხარ შენ მწარე და მოდი დაჯექი კრუასანებს გაჭმევთ- მანაც შემომხედა და თვალი ჩამიკრა -ოოო, აი დედაშენი კი შენზე მეტად მიყვარს - კიდე მოვეხვიე ქეთის და ლიზას დასიებულ სახეზე გამეცინა --რას გავხარ, წადი თავი მოიწესრიგე და მოდი მერე - უსაყვედურა ქეთუსამ და ეცადა ჩემი ხელები მოეშორებინა, - გაიწიე თორე მიმეწვა ტაფა -კრუასანებს შეწვა რათ უნდა? - შემობრუნდა ნახევრად გასული ლიზა და სახე შეჭმუხნა, -მე ალადებს ვიკეთებ ჩემთვის, შეიძლება? - ძლივს მიაღწია .ტაფამდე და გამორთო გაზი გემრიელი საუზმის მერე, ფილმს ვუყურეთ სამივემ ერთად და ბოლოს 5იც დაიწყო. მოვემზადეთ და დანიშნულების ადგილზე მოვედით. ჩემი ბაიკი მოვიკითხე და როგორც მითხრეს , ზეგ საღამოს უკვე შემეძლება წაყვანა. ხოლო გარკვევას დაახლოებით 3-4 დღე დასჭირდება. -ჩემი მოტოციკლეტი ცოტა სხვანაირია-მითხრა ლიზამ, როდესაც ლოდინისგან და სიცხისგან გული შემიწუხდა -ეე მოიცა, ანუ?? -ანუ, ის რომ ისე ვერ დაძრავ, როგორც შენსას. -ოპაა.. აი სად დამერხა -მარტივია. მიდი ერთი წრე დაარტყი, სანამ მოვა -ჩაფხუტი მოვირგე და უაზრო დასაქოქს დავაშტერდი, -თქვენ რეპეტიციობთ, თუ რა ხდება? - ისევ ჩაფხუტით გამომეცხადა წინა დღის გამარჯვებული -არა, უბრალოდ ეს ბაიკი, მისგან ცოტა განსხვავებულია და არ იცის როგორ უნდა დაქოქოს. -აჰაჰაჰა -მე ვერაფერს ვხედავ სასაცილოს და მგონი დროა უკვე- მაჯის საათზე შუბლშეჭმუხნულმა დავიხედე -დაქოქვა თუ არ იცი, აბა რანაირად შემეჯიბრები? -მოვახერხებ რამეს -შევუბღვირე. მაგრამ "Kასკის" შიგნიდან რამდენად გამოჩნდა, ვერ გეტყვით -ხო და კიდევ ხელის გაზი, ვარდება- მითხრა ლიზამ -რას ნიშნავს ვარდება? -გავიკვირვე -შეიძლება მომენტარულად გააჩეროს. მაგრამ ეგ იმდენად იშვიათად ხდება, არ ინერვიულო პოზიციაზე დავდექით . როგორღაც დავქოქე და ლიზას სასტვენის ხმას ველოდებოდი. -რამდენ წრეზე მივდივართ? - გამომძახა გვერდიდან "უცნობმა" ტყავის ხელთათმანში შემოსილი 3 თითი ავუწიე და ამ დროს, სასტვენის ხმაც გაისმა. მივქროდი და არ მაინტერესებდა ჩემ წინ იყო თუ უკან. გვერდით რო გამისწორდა, მაქსიმალურად მივუჭირე გაზს ხელი. პირველი ხაზი რო გადავკვეთე, წინ ვიყავი. მეორე ხაზზე ვიყავი წასული, ხელის გაზმა რო მიმტყუნა და "ამოვარდა".. 2იოდე წამით გაჩერდა. ლიზას მიერ მითითებულ სამაშველო ღილაკს დავაჭირე და დავინახე როგგორ გამისწრო, უცნობმა. ძალა აღარ მქონდა და ვერ ვუჭერდი გაზს ხელს. როცა მომენტალურად გავაანალიზე რო ვაგებდი, მთელი არსებით, დავეჭიდე "მოღალატე" მოსატრიალებელს და სრული სვლით გადავკვეთე, მეორეჯერ ხაზი, ბოლო წრეზე ვიყავით, როცა შევნიშნე, რომ არც თუ ისე შორს იყო ჩემგან .. თითქმის გავუსწორდი კიდევაც, მაგრამ რამდენიმე მეასედით გამისწრო და პირველმა გადაკვეთა ფინიშის საბოლოო ხაზი. იქვე გავაჩერე და ცერა თითი ავუწიე. ლიზა მომიახლოვდა -ჰაჰ, ყოჩაღ -აუ შენი ბაიკი არ იყოს დავლეწავდი -ჰეი, ჰეი გოგონი .. - კაი რა იყო. -არ მოიხსნი მაგ ჩაფხუტს? -კს რო წავა, მერე- თავით მისკენ ვანიშნე და იმედგაცრუებული გადმოვედი. ჩემდა გასაკვირად, უცნობი მომიახლოვდა და ოქროს თასი გამომიწოდა -ეს შენ ნამდვილად გეკუთვნის- ვერცერთი ვერ ვხედავდით, ერთმანეთის სახეებს -ჰო მაგრამ -ჩამეცინა- ეს შენ მოიგე გუშინ და შენ გეკუთვნის -სამაგიეროდ დღეს შენ გამარჯვებულს მოუგე, ეს გამარჯვებაა. აიღე -არ მომიგია. შენ უფრო მალე გადაკვეთე ფინიშის ხაზი -ხო მაგრამ, ისევ მე ვიქნებოდი პირველი, გაზს რო არ ემტყუნა და არ მოშლილიყო? გამიკვირდა და Mესიამოვნა, აღიარების მოსმენა -არ მინდა, იყოს. 4 ასეთი მაქვს სახლში - გამეღიმა და ლიზას გავხედე რომელიც თავის "პარტყუნაზე" იმდა და გვიყურებდა -ხო მაგრამ, ეს განსაკუთრებულია, -რა დარწმუნებული ხარ? -იმ ოთხიდან რომელი მოგიგია ესეთი სახით? -არცერთი, მაგრამ მაინც არ მინდა -არ მაინტერესებს. შენია. -ძირს ფეხებთან დამიდო და თავისი ბაიკისკენ დაიძრა -რა შეგნებული ვიღაცაა- შენიშნა ლიზამ, მისი წასვლისთანავე -ხო მაგრამ,აარ მეკუთვნოდა. -ნუ დაიწყე ეხლა შენ ეგეთები და წამო ბიჭებთან, ავღნიშნოთ უკან მოვუჯექი და წერეთელზე წავედით -ვაახ, რა გოგოები, რა გოგოები - შემოგვცინა დათომ. -მოიცა, ვიკას ბაიკი?- შენიშნა ლექსომ -არ იყავი შენ, შეჯიბრებაზე?- იკითხა ლიზამ -არა ამას მამიდა გაუფრინდა მოსკოვში და არ ეცალა.- გაამართლა მეგობარი ბექამ -აღარ იტყვით რა მოხდა? - მოუთმენლად იკითხა ლექსომ -რატო მეგონა რო იცოდა- ზურამ დათოს გახედა -ვიღაცამ გადაუჭრა ბორბლები და თამაშს გამოეთიშა- დათომ ზურას მზერა დააიგნორა რაღაც პერიოდი ლექსომ სახე ვერ დაალაგა . -მოიცა.. ეე. ანუ ვერ მოიგე?? არადა მეხუთე თასი დაამშვენებდა, შენს კოლექციას- დანანებით ჩაილაპარაკა ბოლოს -მერე ვინ გითხრათ, რო თასი არ აიღო? - გაიღიმა ლიზამ 4ივე გაურკვევლად შესცქეროდა, სანამ გაარკვევდნენ რა მოხდა -რა ჯიგარი ყოფილა ტიპი - აღნიშნა ბექამ -ჰაჰ, არ მოველოდი.-დაამატა ზურამ -აუ წამო ეს 3-4 დღე წყნეთში ავიდეთ. თორე გავრეკავ ბაიკის გარეშე. -წამოვაყრანტალე და რეაქციის მოლოდინში გავჩუმდი. ყველას მოეწონა აზრი. ლიზამ ქეთიც დაიყოლია გაშვებაზე და მეორე დილას ნაყიდი პროდუქტებით დატვირთულები მანქანაში ჩასხდომას ვერ Vახერხებდით.. -ჩემი სურვილიაა,,, - დაიწყო დათომ - რო ლიზა საბარგულში ჩაჯდეს - ამ დროს ლიზას სახეზე გულიანად გამეცინა- და ვიკა.. ჩემი წამოღებული ბაწარით სახურავზე ზემოდან მივაბათ.. აი მერე უნდა გენახათ გადაბჯირებული სახეები. თავიდან გავბრაზდი და მერე ჩემი თავი რო წარმოვიდგინე იმ დღეში, მეც გულიანად გამეცინა. მოკლედ დამაჯინეს სახურავზე და ფეხებით კარგად დამაბეს რო არ გადავვარდნილიყავი, -სწრაფად არ ატარო, თორე ცოცხალი ვერ გადამირჩები. პოლიციის მანქანის დანახვაზე, პლედს ვიფარებდი და ვცდილობდი შეუმჩნეველი დავრჩენილიყავი. რაც გამომდიოდა კიდევაც. ქალაქიდან რო გავედით, სიმღერები ბოლო ხმაზე ჩართეს და მეც ხელებით ვცეკვავდი, ამ ყველაფერს კი ბექა იღებდა ვიდეოკამერით. გაჩერება მოგვიწია. ვინაიდან ლიზამ შემოგვჩივლა, სუნთქვა მიჭირსო. ლიზაც გვერდით მომიბეს :დ რამდენჯერაც სიჩქარეს მოუმატებდა იმდენჯერ ვეჭიდებოდი გვერდით მჯდომს. საკმაოდ ბევრი ვიხალისეთ, ხალხის გაოცებულ მზერებზე.. ცოტა ხანში ბაიკი შევნიშნე, რომელზეც უჩაფხუტო ტიპი იჯდა და ამიტომ მიიპყრო ჩემი ყურადღება, შევხედე და.. დემეტრე !! მანაც შეგვამჩნია და გაოცებულმა შემოგვხედა, მერე გაიცინა და გვერდით მოგვყვებოდა. ბექა ხან ჩვენ გვიღებდა, ხან დემეტრეს, ხან ბიჭებს და ზოგჯერ ხალხის სახეებს, რომლებზეც ასე ძალიან ვხალისობდით.როგორც იქნა მივაღწიეთ წყნეთის სახლს და აღმოვაჩინეთ რო დემეტრე და დათო ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. -მომხსენით ეს ტოკები და მერე მოესიყვარულეთ რა ერთმანეთს- აწუწუნდა ლიზა- დამიწითლდა ფეხები -არ მოკვდები- ანუგეშა დათომ და დემეტრეს მიუტრიალდა მე ბექას ვეთამაშებოდი წეროებს და ხელებს ვუწითლებდით ერთმანეთს. -აუჩ,- მომხვდა ბოლოსწინა და ხელის თავის ადგილზე დადება არ ვაცადე, ისე გავუქანე და ვწყვიტე- 36.. ჰაჰ კიდე მოგიგე, - კმაყოფილმა გავხედე და ზურას მივუბრუნდი- რას იტყვი, მეთამაშები? -აუ კიდე არ გყოფნის ეგ კიტკეტები? -შემომიბღვირა და უარის ნიშნად თავი გაიქნია- სულ არ უფრთხილდები ჩემ ბიუჯეტს -თუ ტრა*ი არ გაქვს, არ უნდა მეთამაშო- მივახალე და ლექსოს ძებნა დავიწყე რომელიც მანქანაში იჯდა და სიმღერებს ხმამაღლა უსმენდა -ლექსოოოოოო თავი გამოყო -მეთამაშები? -რით ვერ გაიძღე კუჭი ამ კიტკეტებით- თავი გადაიქნია -შენ სულ ჭამაზე როგორ ფიქრობ? - მომიტრიალდა ლიზა და ცდილობდა როგორმე თავი დაეხსნა თოკებისგან -რა გაწუწუნებთ?- მოგვიახლოვდა დათო ის-ის იყო, ლიზას ნოტაციების კითხვა უნდა დაეწყო პირზე ხელი მოურიდებლად ავაფარე - ფუუუ, ძაღლი ხარ რო მლოკავ? - დავეჭყანე ლიზას, რომელსაც სხვა ხერხი ვერ მოეფიქრებინა როგორ უნდა დაეხსნა თავი ჩემი ხელისგან. მოსაცმელზე შევაწმინდე და ბავშვივით ჩავიბურტყუნე- დორბლიანი დათომ ხელები თოკისკენ წაიღო -უთხარი არ მიკბინოს, თორე ამაღამ ეზოში დაიძინებს- სიცილით გამაფრთხილა და შეხსნა დაიწყო -ეგ საღამოთი უნდა გაასეირნო თორე, მთელი ღამე მაგის ყეფას რა აიტანს- ფხუკუნებდა ზურა -კაი ხო, გეყოთ- სიცილის ვერც მე ვიკავებდი და ლიზას მუჯლუგუნებს შეძლებისდაგვარად ვიცილებდი. გვერდით მჯდომის ადგილი როგორც კი გათავისუფლდა, ბექამ დაიკავა -ლექსო, მუსიკას აუწიე- განკარგულება გასცა და საცეკვაოდ გამომიწვია, ქვემოთ მყოფებს ჩახედა და ანიშნა რო აგვყოლოდნენ. სახურავზე დავდექით და რიტმს ავყევით. -ჩამინგრიეთ მანქანა- ჩამომსვა დათომ უცბად, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი რომ მხარზე გადამიკიდა. ხელების რტყმა დავუწყე სიცილით ზურგში -რას აკეთებ? -მაინც არ გეტკინება და- უდარდელად ჩავილაპარაკე და რტყმა განვაგრძე -ეს დისკოტეკა გადავდოთ, ეხლა კი სახლში შევიდეთ -რამე ვითამაშოთ რა- სახლში შესვლისთანავე წამოაყენა პირობა ბექამ და ჩანთა იქვე მიაგდო -იქნებ ჯერ მივბარგდეთ- მოათვალიერა ნაცნობი სახლი ლიზამ -მოიცადეთ, ჩემი ბავშვობის მეგობარი უნდა გაგაცნოთ- შემოვიდა დათო და დემეტრეს ხელი გადახვია -იქნებ ჯერ ჩამომსვა? თუ კიდე დიდხანს უნდა ვიყო აქ- ავწუწუნდი ისევ დათოს მხრებზე მყოფი. დაღლილი ხელები ქვემოთ ჩამომეშვა და საფრთხობელასავით ქანაობდა -იყავი, არ მიშლი- უდარდელად ჩაილაპარაკა და ბავშვებს მიუბრუნდა- მოკლედ, როგორც გითხარით, ჩემი ბავშვობის ძმაკაცია, დემეტრე ენუქიძე -სასიამოვნოა- ხელი ჩამოართვა ლექსომ. მას დანარჩენებიც მიყვნენ -იქნებ შემოტრიალდე რო მეც გავიცნო ახალი წევრი- ვისაყვედურე დათოს- კიდე დიდხანს უნდა ვიყო ტიკი-ტომარასავით გადაკიდებული? დემეტრე წინ დამიდგა -მგონი ერთხელ შეგხვედრილვარ- შენიშნა მან- მაგრამ სხვანაირი მახსოვხარ -მაინც? - ჩავეძიე -მაშინ თავი მაღლა გქონდა და ფეხები დაბლა. და კიდე ბუსავით დაჭყეტილი თვალებით არ მიყურებდი- ჩაიქირქილა -ახალი ხარ და მაგ ხუმრობას გაგიტარებ- დანარჩენების ფხუკუნისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ისე დავუშინე ხელები "სატვირთოს" - კიკნაძე დამსვი, დავიღალე - დავიწუწუნე ბოლოს როგორც იქნა ფეხების ქვეშ მიწა ვიგრძენი. -ეხლა ვითამაშოთ- წამოიძახა ზურამ -მაინც რა? - გაშინაურდა დემეტრე უცბად და სავარძელში ჩაეშვა -ვიკუს, შენ იცი კარგი თამაშები, შემოგვთავაზე - მომიბრუნდა ლექსო -სისხლი ჩამექცა თავში, თქვენ მოიფიქრეთ-უარვყავი წინადადება -ამის პატრონმა რა ქნას?! - წამოიძახა ბექამ სხვადასხვა უაზრო იდეების მერე, ისევ ბექას შემოთავაზებულ თამაშს დავჯერდით. -დემეტრე, დაიხუჭე-უთხრა ლიზამ და თვალებზე ხელი ააფარა -ამის პატრონმა რა ქნას?!- ანიშნა ზურაზე -მაკოცოს ტრა*ზე - გაიცინა დემეტრემ და ლიზას მიუბრუნდა- ვინ იყო? -აუ რა უაზროები ხართ- უკმაყოფილოდ გავიქნიე თავი და კიბისკენ წავედი- ჩამოვალ მერე -დარჩი თორე ისევ მოგიწევს ტომარას როლის მორგება- დამემუქრა კიკნა და საჩვენებელი თითი დამიქნია. ადგილზე დავბრუნდი და ჩავერთვე თამაშში -ჯაფარიძე, დაიხუჭე- ლიზამ თავი დაადებინა ბექას და ჩემზე მოუშვირა ხელი- ამან რა ქნას? -კალთაში ჩამიჯდეს დათო ადგა და მივიდა, - მოვედი სიხარულო- დაიწვრილა ხმა, და ცხვირზე თითი დაკრა .. -კაი ტო, ცოდო ვარ ამხელა ჯირკი რო დამაწვეს -კაი ხო, ცოდოა- წამოვდექი- მე ვიყავი, ნუ ღელავ- მივედი და კალთაში ჩავუხტი -გახსოვს მე და ლუკა რო გაძინებდით ხოლმე პატარაობისას?- ჩამჩურჩულა ყურში და თმებზე მომეფერა -არა- გამეცინა და პერიფერიული მხედველობის მეშვეობით დავინახე დემეტრეს უკმაყოფილო და ჩემსკენ მომართული მზერა -შეგიძლია ადგილს დაუბრუნდე- ხმაშეცვლილი ტემბრით მომიგო და საზურგეზე გადაწვა -კარგად ვზივარ - ბექას მივუბრუნდი- ხო არ გაწუხებ? თუ გინდა გადავალ -იჯექი გოგო აქ- მოჩვენებით გამიბრაზდა და მიმიხუტა -ვიკა შენ იხუჭები- დემეტრეს მძიმე ამოხვნეშის შემდეგ, ლიზას ხმა გავიგე -ამან რა ქნას? -ერთი წამით- წამოვხტი და სამზარეულოში გავიქეცი. 2 ცალი კვერცხი ავიღე და უკან გამოვბრუნდი -ეს წაისვას თმაზე დავინახე ლექსოს დაჭყანული და დანარჩენების მოცინარი სახეები. პირდაპირ გავუწოდე - გელოდები გაკვირვებულმა ამომხედა -საიდან იცოდი?- -სახის გამომეტყველებებს გადავხედე, ყველა იცინოდა შენს გარდა, ბურტყუნით ადგა და პირსახოცი ამოიღო ჩანთიდან. მოიხვია და გადაიმტვრია. ეს ვიდეოთი ავღბეჭდეთ. ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი დემეს სახეზე კმაყოფილება ამოვიკითხე და უცბად გადავჯექი ბექასთან. ამ ქმედებამ კი დემეტრეს სახის გამომეტყველება შეცვალა. -ლექსო შენი ჯერი იყო- გაგვახსენა ლიზამ. და თვალები დაახუჭინა. - ამან რა ქნას? -კიკნაზე მიუშვირა საჩვენებელი თითი -ძმარი დალიოს -ეგეთი რაღაც მოგვეპოვება? - იკითხა ბექამ- -მოიცა ვნახავ- წამოხტა ლიზა და სამზარეულოში გალსალასდა -საბედნიეროდ კი- გამოგვძახა იქიდანვე დათოს სახეზე მიმიკა არ შეცვლია, ისე მოიყუდა ბოთლი და მთლიანად გამოცალა. -შენ იხუჭები- ვანიშნე კიკნას და თვალებზე ხელი ავაფარე -ვინმეს კევი არ მოგეპოვებათ?- დაიძახა შეწუხებულმა ზურამ და ცხვირზე ხელი აიფარა, რო არ ესუნთქა ძმრის სუნი. ჯიბიდან ამოვაძვრინე და დათოს გავუწოდე -ამან რა ქნას?- მიანიშნა ლიზამ დემეტრეზე -"აიღოს" ერთი გოგო, კისერზე შემოისვას და გარეთ ჩემთან ერთად იცეკვოს. დათომ ხელი ლიზას დაავლო, დემემ მე და ბაიკების ნაცვლად მათ კისრებზე შემოსმულები დავდიოდით გარეთ. ბოლოს მუსიკებიც ჩაირთო და ცეკვა დაიწყეს. რამდენჯერმე ეჭვი გამიჩნდა რო ეხლა მოვადენდი ზღართანს და მთელ "შვებულებას" თაბაშირებში გავატარებდი. ტუმცა დარწმუნებული ვარ, არც მაშინ მომაწყენდნენ ეს ჭკუამხიარულები. -მოდი ეს ორი ხეზე ჩამოვსვათ- წამოაყენა პირობა ლექსომ, რომელსაც თავის დაბანა მოესწრო და ხელი ჩემკენ და ლიზასკენ გამოიშვირა -მოიცაააა...- მივხვდი რაშიც იყო საქმე და უკან დავიხიე -არაა- გააპროტესტა ლიზამ და მივხვდი რო დემეტრე აზრზზე ვერ მოდიოდა რა ხდებოდა. -ეხლავე აგიხსნი- გაუღიმა კიკნამ და 5 წუთში ჩვენი სახეები შეშლილებივით იყურებოდნენ ქვემოთ. მივხვდი რო მთლად სახარბიელო საყურებლები არ ვიყავით, ჭაღზე ჩამოკიდებულები და უკვე წინასწარ ვიყავი შეგუებული იმას, რომ საღამომდე აქ მოგვიწევდა ყოფნა. თუ ცუდად მოვიქცეოდი, მთელი ღამე აქ გავატარებდი. გამოცდილი მქონდა და ჩემი ფიქრების სიზუსტეში დარწმუნებული ვიყავი -გამძლე ჭაღია- მიუტრიალდა ზურა დემეს და ამოგვხედა - რაც მე და დათოს ამაზე აზიდვები გვიკეთებია- თვალი ჩაგვიკრა და სამზარეულოსკენ წავიდა. -მომშივდა და წამო ვჭამოთ -ამათ რა ვუყოთ- დაბნეული სიცილით იკითხა, ისე რო ჩვენთვის თვალი არ მოუშორებია -არ მოკვდებიან- დააიმედა და უკან გაიყოლა. საღამოს "ჩამოგვიღეს" და მერე დამშეულები, გაუცნობიერებლად ვჭამდით ყველაფერს, რაც ხელში გვხვდებოდა. ღამით უაზრობებზე ვლაპარაკობდით და ბავშვობას ვიხსენებდით -გახსოვს დათოს ვიღაც გოგო რო მოსწონდა და რჩევებს რო გვეკითხებოდა, როგორ მოვიქცეო. ჩვენ ისე ვქენით ის გოგო საერთოდ დაშორდა- გაიხსენა ლიზამ და სიცილში ავყევით -რა ერქვა?- დაფიქრდა დათო -ტატა- შეახსენა ზურამ და ბალიში მესროლა -ისეთები იჩალიჩეს, ის გოგო საერთოდ დამშორდა- გაეცინა კიკნას -რატო, რა გააკეთეს ესეთი- მიუტრიალდა დემე დათოს ********************************************* ერთხელ დათო მოდის წერეთელზე.. ხოდა გვეუბნება ერთი გოგო მომწონს და მირჩიეთ რა ვქნაო.. ჩვენც ვუთხარით რო გაეცნო ჯერ ჩვენთვის და რჩევები მერე იყოსმეთქი . სამი დღის შემდეგ შევხვდით რესტორანში და შუა ქეიფის დროს გამოვაცხადე, რო მომაკითხეს და უნდა გავსულიყავი. გავედი საპირფარეშოში. ტუჩსაცხი მომესვა რო გადამკოცნა და ვიშორებდი. და საქაღალდე ურნა ახალ გატანილი იყო თუ რა იყო არ ვიცი და Kაბინაში შევედი რო გადამეგდო. ამ დროს გაიღო კარი და ტატას ხმა გავიგე.. ნუ ეხლა, ხო უნდა გავსულიყავი და უცბად შემთხვევით გავიგონე რო ჩვენზე ელაპარაკებოდა ვიღაცას. და მაგიტომ დავიწყე მოსმენა. და ამოიღო სიგარეტი. დაიწყო გაბოლება. -სუფთა დებილები. რა უნდა დათოს ამათთან აზრზზე არ ვარ -............ -აუუ, იმენა გოგოები ყავს მაზალო -............. -თავი დონა ბარბარები და ტერეზა მენდეზოები რო გონიათ ამის გაგონებაზე თვალები გადმომცვივდა და გონებაში გეგმა შევიმუშავე. ოთხივეს ტექსტური შეტყობინება გავუგზავნე " არ მომწონს ეს გოგო. ჩვენებურად შევუბეროთ. დათოს არაფერი უთხრათ" როგორც კი გავიდა. მეც გამოვედი და მაგიდას შევუერთდი. ყველას გადავხედე და იმის ნიშნად რო გაიგეს, ყურის ბიბილოებზე ხელი მოისვეს. გამეღიმა და პირველი დარტყმა მივაყენე -აუ დათო, რით ვერ გადაეჩვიე ამ გაკუებას- ვცდილობდი სახე შემეჭმუხნა და "წყვილის" სიფათებზე არ გამცინებოდა -უკაცრავად?- გაკვირვებულმა შემომხედა დათომ -რა უკაცრავად. ჭამის მადა დამეკარგა- ჩანგალი დააგდო თეფშზე ზურამ და სახელო აიფარა- ავყროლდი -აუ დათ, გუშინ ბარბებით რო ვთამაშობდით, ჩემთან დაგრჩა- არარეალური წინადადება, იმდენად დამაჯერებლად წარმოთქვა ლიზამ, მეც დავიჯერებდი -თქვენ ხო არ გარეკეთ? - წამოენთო კიკნა და ერთიანად გაწითლდა -აუუ, გუშინ ბებიაჩემს რო კერავდი გახსოვს?? - ახარხარდა ლექსო -რა ბებიაშენს, რას ვკერავდი -მოიცა, არ გახსოვს? რო დაურეკე. ქალბატონო ნანა, თქვენი თვალები რო მიყურებს ვინთები და ვშიშვლდებიო- ამის გაგონებაზე გაზიანი სასმელი გადამცდა და ხველება ავტეხე. ლექსო იცინოდა და ზურგში ხელს მირტყავდა -აუ ერთი კვირის წინ, ბომბორაზე რო ვიყავით და ეშმაკის ბორბალზე ვერ დაჯდა - ახარხარდა ბექა - მთელი დღე ჩაინიკში იჯდა და ხელს გვიქნევდა -ბოლოს თავბრუ რო დაეხვა, ჩვენ გამოგვყვა და გვიყურებდა. -რა ბომბორა, რა ჩაინიკი. - გაცეცხლდა დათო -კაი რა. რა გვაქვს დასამალი. სულ ჩვენიანები არ ვართ?- გაიკრიჭა ლექსო -აუუ რამდენიმე დღის წინ, სახლის კარი რო ჩაეკეტა და გარეთ ტრუსიკით იდგა - გაიხსენა ზურამ და თვალი ჩაგვიკრა -მე დაგტოვებთ- ტატა წამოდგა და გავიდა- სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა -კი, როგორ არა- ჩავიბურტყუნე ჩემთვის დათო ადგა და გაეკიდა. მისი გასვლისთანავე ხუთივე მუცლის ტკივილამდე ვხარხარებდით. მაგის მერე ტატას და დათოს კონტაქტი აღარ შემდგარა ************************* დემეტრეც სიცილისგან იჭაჭებოდა. -აუ, ის გახსოვთ? ბექა რო ქალის ფორმაში იყო და ბიჭები დასდევდნენ -ეეე კაით რა ..- გაიბუზა ჯაფარიძე და მერე სიცილში აგვყვა -ერთი წამით, მოვალ- წამოვხტი ფეხზე, როგორც კი მობილურზე უცნობი ნომერი აციმციმდა -დიახ, გისმენთ -თქვენი ბაიკი გაკეთებულია, და შეგიძლიათ დღესვე წაიყვანოთ -და ვინც ბორბლები გადაჭრა, გაურკვეველია? -ჯერეჯრობით კი -კარგით, გმადლობთ -ვინ იყო?- სამზარეულოში ლიზა შემომყვა -ჩემი ბაიკი გაკეთებულა და უნდა გამოვიყვანო დღეს -წავიდეთ?- მოიწყინასავით -აუ რავი. სხვა დროს ამოვიდეთ -კაი, ვეტყვი ბიჭებს -არ თქვა მიზეზი. - მკაცრად გავაფრთხილე, რადგან დემეტრემ იცოდა რო ბაიკი არასდროს მყოლია. სწორედ ეგ ვუთხარი, თავდაპირველად რო გამასეირნა -ჩაალაგეთ, მივდივართ- გავიდა მისაღებ ოთახში -უკვე... -ნუ რა მნიშვნელობა აქვს- გააწყვეტინა სიტყვა ლექსოს, რომელსაც აინტერესებდა, გაკეთდა თუ არა მოტოციკლეტი და იპოვეს თუ არა დამნაშავე -მოიცა.. -აუ თავი მტკივა, მერე ვილაპარაკოთ- შუა სიტყვაში ჩაერთო ზურას და კიბისკენ დაიძრა- მალე, მივდივართ ერთ საათში მანქანაში ვბარგდებოდით.. დემეტრე ბაბუასთან მიდიოდა და უარი განაცხადა ჩვენთან ერთად წამოსვლაზე. პროდუქტების სიმცირის გამო, ერთი ადგილი გათავისუფლდა -მე სახურავზე- წამოვიძახე აღტაცებულმა და დათოს თოკი წავგლიჯე ხელებიდან, რომელსაც ჩანთაში ტენიდა -ეს რა ჯიგარი მყავს- თავზე მაკოცა ბექამ. რომელსაც ტვინი დაძაბული ქონდა, რა უნდა გაეკეთიბინათ, ყველანი რო ჩავმსხდარიყავით დავები ისევ სახურავზე და კიდევ ერთხელ განვიცადე ის "კაიფი" , ხალხის გაოცებული მზერა რო მიქმნიდა. თბილისში რო ჩავედით, საღამო იყო, ამიტომაც პლედის გადაფარვის გარეშე, ვუვლიდით გვერდს " პატრული ძიებს " -წამო რა, დღეს ჩემთან დარჩი- შემომთავაზა ლიზამ -აუ ჩემი სახლი მომენატრა -ოო, მიდი წამო.. ლეილა გემრიელობებს დაგვახვედრებს და შენი ამბავი რო ვიცი, ეხლაც გშია და არაფერი გაქვს საჭმელი- ნიშნისმოგებით ენა გამომიყო -ჰო კაი, ოღონდ ჯერ ჩემი ბაიკი წამოვიყვანოთ ლეილასთან მივედით და შუა ვახშმის დროს, კარზე ზარი გაისმა. ლიზა გაიქცა და უკან დიდი კალათით დაბრუნდა, რომელიც კიტკეტებით იყო სავსე. -ეს რა არის- თვალები გამიფართოვდა -ჰაჰ, მგონი შენთანაა- გაიღიმა და თეთრი კონვერტი ამოაძვრინა "ესეც წაგებული კიტკეტები.. იმედია მოგეწონება ! ბექა " ტაში შემოვკარი და ლიკას ოთახში გავიქეცი კალათიანად. კომედიურ ფილმს ვუყურეთ და მზესუმზირასავით შემოგველია მთლიანი ტკბილეული. ბატიბუტებიც და ჩიფსებიც მივამატეთ და საღამო მაგრად გავატარეთ. -დაიძინე ეხლა- მიჩურჩულა ნამძინარევმა. -აუუ ხვალ ჩემ ბაიკს ვნახავ- აღტაცებული ვლაპარაკობდი და ჩიფსს ვახრამუნებდი. -ნუ ახრამუნებ, მეძინება -ოო , მოიცა რა,, -მიდი დაიძინე და უფრო მალე გათენდება. ანუ უფრო მალე დაჯდები მოტოზე. პატარა ბავშვივით დავუჯერე და სააბაზანოში კბილების გამოსახეხად გავიქეცი. უკან დაბრუნებისას სასწრაფოდ ჩავძვერი საბანში და გავიყუსე. ყურადღება აღარ მიმიქცევია ლიზას ჩაცინებაზე და ტკბილ სიზმრებში გადავეშვი. დილაუთენია ადრე ავდექი. სწრაფად გადავივლე წყალი. ტყავის ტანსაცმელში ჩავხტი და ბაიკისკენ წავედი,. დიდი ხნის მონატრებულს, დიდი სიჩქარით მივაგელვებდი შუა ტრასაზე. შეუქნიშანზე ერთმა მოტომ მომიყენა -გამარჯობა, ჩემპიონო -გაგიმარჯოს- ცივად მივუგე და ნერვები მაწყდებოდა "დალგაიგრაივში სვეტაფორის" - (ბავშვობაში ვეძახდი ხოლმე შუქნიშნებს, რომელზეც დიდხანს ენთო წითელი) ყურებისას.. -მიცანი? -თქვენი კუთვნილი თასი რო შემომატენეთ- ირონიულად ჩამეცინა და ხელები გავუშვი "საჭეს" .. ვიცოდი კიდევ დიდხანს უნდა მეყურყუტა აქ - გეკუთვნოდა-მეთქი, რამდენჯერ გაგიმეორო?? -აღარ შეწუხდეთ თავიდან მოიხსნა ჩაფხუტი და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი არა, აშკარად საიდანღაც მეცნობა.. ჰმმ., -უჰაერობაა ამ "კასკაში"- ზაფხულში ეგ ტყავის ქურთუკი რო გაცვია, არ გცხელა?? -არა..- მკვახედ ვუპასუხე და ეხლაღა დავაკვირდი რომ მოკლემკლავიანი (ნუ მხრებიდან, იდაყვამდე სიგრძის როა) ეგეთი მაიკა ეცვა - ნახვამდის. - ხელი სწრაფად მოვკიდე საჭეს, როდესაც მწვანე აციმციმდა და იქაურობას დიდი სისწრაფით მოვწყდი. სახლში მალევე დავბრუნდი. სახლის ტელეფონზე ლიზამ დამირეკა - დილას როგორ წახვედი ისე, მე რო არ მითხარი? -აუ რავი.. დილის 7 იყო და აღარ გაგაღვიძე -7ზე ადექი?? მერე დამლოდებოდი- გაუკვირდა -რას ამბობ, ისეთი აჟიტირებული ვიყავი, ვეღარ მოვისვენე -ხო კაიკაი.. დღეს რა გეგმები გაქვს? -სკოლაში მივდივარ -10ის ნახევარი როა?- ვიგრძენი როგორ აწია მარცხენა წარბი -რამოხდა მერე.. სულ არ მისვლას, დავაგვიანებ- ჩანთაში პასტა ჩავაგდე და კარისკენ წავედი -როდემდე უნდა იარო, პასტით და ერთი რვეულით? სკოლის მოსწავლე ხარ თუ დამსწრე- ჩაიბურდღუნა- და მერე რას აპირებ? -ჩემთან გამოდით, ბიჭებსაც დაურეკე -უი, დღეს დემეტრე ჩამოდის -და ეს ერთი დღე რაღა იყო? - რავიცი, ბაბუა ნახა და წამოვიდა რა- -ჰო კაი, უთხარი კიკნას მაგასაც უთხრას -ხოფო კარფი აფ (ხო კარგი) -ჰა?? -მოფიცაფადე (მოიცადე) -კარგად ხარ ლიზა? -გოფოგოოო (გოგოო) -ააა, გასაგებია.. კბილებს იხეხავ? - გამეცინა -აჰფამ (აჰამ) წყლის ხმა მოწვდა ჩემ ყურამდე და ლიზას ხმაც გაისმა - კაი, 5ისთვის შენთან ვარ -ოკსი დოკსი -ტოი ბოქსი -მეგან ფოქსი -პარადოქსი -ტოკსიკოზი -კურიოზი -ვერნილაკის H16 - გადავიკისკისე უაზრო რეკლამის გახსენებაზე -ჰო კაიკაი,. გეყოს- გაეცინა ბოლოს -ნუ რა სიგოიმეა.. წავედი და გნახავ სკოლის მერე -ოკსი დოკსი - გამეცინა და გავთიშე.. მოდი ვნახოთ ტელეფონი.. ვინ გათიშა ტელეფონი? მიველ ვნახე ტელეფონი, ვიკამ გათიშა ტელეფონი.. მოდი ვნახოთ ვიკა, რამ გათიშა ვიკა? მიველ ვნახე ვიკა, სკოლამ გათიშა ვიკა.. მართლა გათიშული დავბრუნდი სახლში. ტელეფონის არ იყოს.. კარი შევაღე და ლიზა დამხვდა -შენ უკვე აქ ხარ? -გამარჯობა- გამიღიმა- შენ ხო ზედმეტად სტუმართმოყვარე ხარ ქურდბაცაცებისთვის და შენ მიერ დატოვებული ღია კარის მეშვეობით აღვმოჩნდი აქ. -მალე მოვლენ? -აბა რას იზამენ ნახევარ საათში კარი გაიღო -გვშია- შემომხედა ბექამ და სავარძელში ჩაეშვა -ჭამე- მიახალა ლიზამ და სავარძლის სახელურზე ჩამოსკუპდა -ვაა, რა გვაქვს საჭმელი?- გაბადრულმა გადახედა მის გვერდით მჯდომს -რა მოიტანე? -ბუს-კვერცხები..- გაეცინა და ლოყაზე უჩქმიტა -ჰოო, გავიგე გემრიელი ყოფილა., ნუ ჩვენ არ გვშია და თქვენ მოგეწონებათ- ადგა და ზემოთ ავიდა -მოიცა, საჭმელი არაფერი გაქვთ?- გაოცებულმა ეხლა მე გადმომხედა -ნუ პიცას თუ შეუკვეთავ, რატომაც არა -შენ რა ჭკვიანი გვყავხარ ტო.. - გამიცინა ზურამ -ცინიზმი კარებთან ვერ დატოვე? -ვაპირებდი, მაგრამ მარტო არ შემომიშვა.. -კიკნა სად არის? - ეხლა შევნიშნე რო დათო აკლდა შესანიშნავ ოთხეულს -დემეტრეს დახვდება და მოვა.. ამის ხსენება და კარის შემოგლეჯვა ერთი იყო.. -მეკვლე ვარ? - დაიყვირა ხმამაღლა -შენ სად მოასწარი დალევა? - წარბი აწია ლექსომ -მოიცა, თქვენ უკვე აქ ხართ?- ეწყინა- აფსუს.. კაი არ ვნერვიულობ, მაინც მეკვლე ვარ -ხედავ ვიკუ? ზაფხულის დასაწყისში მარტო შენ თუ გეყოლება მეკვლე- თმები ამიჩეჩა ზურამ -შემოვდგი ფეხი.. - ძლივს გადმოადგა ზღურბლს ერთი ფეხი -მეორე ფეხიც,, - წარმატებით დააგვირგვინა სიტყვები და დემეტრე რო არ შეშველებოდა, შპაკატში ჩაჯდებოდა,,- რაღაც დამავიწყდა- თავი მოიქექა და ნახევარწუთიანი ფიქრის შემდეგ გაიღიმა.. ჯიბე მოიქექა და კანფეტები შემოყარა. -კაი ნუ ცანცარებ, შემოატარე ის ბიჭი- სიცილით ჩამოვიდა ლიზა კიბეებზე -უი, ხო.. დემეტრე- მოდი აქ.. რა მეზობლის ბავშვივით დგახარ -პიცა შევუკვეთე- გაღიმებული სახით დამიდგა ბექა და დემეტრეს მიესალმა -ვიკა, ერთი ჩემი ძმაკაცი უნდა მოვიდეს, გუგა., და ხო შეიძლება ?? -კი კი,, რა სისულელეა- მოდით ეხლა შემოდით, პიცაც მალე მოვა- გამოვართვი პ, გამოწვდენილი ბანბანერკა პიცაც მალევე მოვიდა.. დათო სანამ "გამოვიდოდა" , გიტარაზე უკრავდა და მღეროდა.. ნუ ასეთი ისტორიული ფაქტის გამოტოვება არ შეიძლებოდა და ბექა ვიდეოკამერით უღებდა.. ნუ ეს ბიჭი სულ იღებს რა.. ხან პიცას, ხან ვიდეოებს ( ნუ, ჩემ ხუმრობას თუ ვერ ჩაწვდით არ იღელვოთ, დიდი ისეთი არაფერი ) ცოტა ხანში ზარი გაისმა და ლუკმა გადამცდა ზურაც გაკვირვებული გვიყურებდა, ხან მე და ხან კარს.. ლექსო კიდე ზურგში მირტყავდა ხელს რო არ დავმხრჩალიყავი,, -რამე მოხდა? - გაკვირვებული წამოდგა ფეხზე,- ჩემი ძმაკაცი მოვიდა -არა, არაფერი,. უბრალოდ ამ სახლის კარზე ზარი მგონი არც გამიგია და.. ძალიან გამიკვირდა გაოცებულმა შემომხედა .. წამოვდექი და ახალ მოსულის შესახვედრად კარისკენ წავედი.. ოპაა.. აი ის ბაიკერი., თურმე საიდან მეცნობოდა.. მოიცა რა ქვია? - გეგა, გია, გოგა, გაგა, -ეს არის ჩემი ძმაკაცი გუგა- მგონი ერთხელ შეხვდით კიდეც ერთმანეთს.. ; ერთხელ არა, ოთხჯერ გავიფიქრე და გამოწვდილ ხელს, ჩემი შევაგებე.საღამოს " -მოდით რამე ვითამაშოთ- წამოაყენა წინადადება ლექსომ. -ჰმმ. და რა? - დააინტერესა ლიზის და ჩემ გვერდით მოსკუპდა. -წამოდით- გვანიშნა ხელით თამაშის ინიციატორმა და აივნისკენ გაგვიძღვა. -და?? - დამაინტერესა გაგრძელება და მოაჯირს გადავეყუდე. -გამოდი არ გადავარდე- ჩამავლო ხელი კიკნამ და ზურგიდან მომეხუტა -ყველამ დაასახელეთ რიცხვი - ხსნიდა ლექსო .. -7 (ლექსო) -14 (ლიზა) -17 (ზურა) -18 (დემეტრე) -9 (ბექა) -11 (დათო) -13- ერთად წამოვიყვირეთ მე და გუგამ და გაგვეცინა. -ნუ კაი. იყოს 13 თქვენ ორის.. ეხლა მანქანები ჩამოივლიან და მერამდენეც თქვენ თქვით, ის უნდა შეადაროთ სხვებისას.. საუკეთესო გაიმარჯვებს.. 7- ოპელ ასტრა 9- 2007 წლის X5 11- მერსედესი ც კლასის 13- M3 E92 14- აუდი (აღარ მახსოვს მოდელი) 17- რავ 4 18- M3 E30 -გაიმარჯვა 13მა - გამოაცხადა საზეიმოდ ლექსომ, გუგას გამოქნეულ ხელს ჩემი ხელი შევაგებე და მთელი ძალით დავარტყი. -საღოლ ჩვენ- გამიღიმა და შიგნით შევიდა. -მე ვაუქმებ შედეგებს- წამოიძახა ბექამ და გუგა შემოატრიალა- ჩემი ჯობდა ყველას. -მე ესე არ ვფიქრობ - თქვა ლექსომ სიგარეტი გააბოლა. -X5 ჯობია თუ M3 -ვისთვის როგორ - გაიღიმა დემეტრემ. -შეიძლება 2013-14 წლის X5 მირჩევნია, მაგრამ რა 2007 ღადაობ?- გამეცინა. -და შენ რაიცი 2007 იყო თუ არა.. -ეგეც თუ ვერ გავარჩიე, - ხელით აბეზარა ბუზი მოვიშორე. -ჰო კაი, გნებდებით .. -და ც კლასის მერსედესს რატო ჯობია ბეემვე?- იკითხა კიკნამ. -რა უაზრო კითხვაა - ხელები ავიქნიე და შიგნით შევედი.. შემომყვნენ. -ჩვენი წასვლის დროა- ადგა დემეტრე და გუგას გადახედა. -ეე, მოიცა.. - შეაჩერა ბექამ.- დღეს არ რჩებით? -რას ნიშნავს ვრჩებით- წამოდგა გუგაც და ტელეფონი აიღო. -როცა ვიკასთან მოვდივართ, ყოველთვის ღამისთევით ვართ- აუხსნა ლექსომ -კაი, ტეხავს- გაიქნია თავი დემეტრემ და კარისკენ წავიდა. -ოო, რა ტეხავს.. დარჩით, არ გიშვებთ- წამოვხტი ფეხზე და გუგას მხრებზე დავაწექი რო დამჯდარიყო, მაგრამ ვერ მოვერიე.. ბოლოს თვითონ დაჯდა. -მერე, შენი ოჯახის წევრები რას იტყვიან? -რა უნდა თქვან- გამიკვირდა გულწრფელად. -რო თქვან კიდე ხო, მაგრამ სად ყავს - გაეცინა ზურას. -ლუქსემბურგში- გავეცი კითხვაზე პასუხი. -სულ მარტო ცხოვრობ?- გაუკვირდა დემეტრეს და ისიც დაჯდა. -რა გაგიკვირდა?! -მერე არ გეშინია ბუების და ქურდების? - გამიცინა -ეშინია კი არა, ეს კარი დაკეტილი არ მინახავს.. ღამით რო მოხვიდე, უპრობლემოდ შემიხვალ- გაიცინა ლიზამ და თავი დათოს დაადო. -ბავშვი, რო მოგიტაცონ? - გამომხედა გუგამ -ჯერ ერთი ბავშვი არა, მეორეც.. ვინ უნდა მომიტაცოს? -ბაბილინა დამთავრდა, ძილის დრო გაქვს.. -ეს გაცვეთილი ფრაზები- ამოვიოხრე და ბალიშს მივეყრდენი. მოკლედ 5 საათამდე გავერთეთ.. ბოლოს თავები ერთმანეთზე ეწყოთ .. ვისარგებლე და ფაქტზე ავიყვანე ყველა. nმობილური ჯიბეში შევინახე და ოთახში ავედი. *********************************** -უნდა ვნახო- მომესმა გუგას ხმა, კიბეზე რო ჩამოვდიოდი -ვინ, - დემეტრემ დაამთქნარა -ის ბაიკერი -ოო, თვალით არ გინახავს, რა მოგწონს მაგაში? -ძაან მაგარი გოგოა! -ჩაფხუტის გარეშე გინახავს? -არა -მერე? -რა მერე -ის მერე რო, იქნებ ჩერნობილიდან არის გამოქცეული? ძმაკაცის ხუმრობაზე გაეცინა გიგის -შანსი არაა ტო.. ესეთი მაგარი გოგო?! რავი რა.. ყოველ ნახვაზე მაგიჟებს -შენ შეყვარებული ხარ? -ნუ ბოდავ რა -აბა რა იყო, შენი თვალები უნდა დაგანახო, როგორ გიბრწყინავს -მომაჯადოვა ტო -რითი? -ქცევებით, ლაპარაკის მანერით, თავდაჭერილობით.. -ეე, ძმაკაცი გამიფრინდა -მოკლედ წავედი ეხლა მე იპოდრომზე.. დიდი შანსია იქ იყოს.. -კაი, გაიღვიძონ ამათმაც, დავემშვიდობოთ და მეც მოვდივარ.. ვიკას მაინც ვნახავ -ეგ რამ მოგაწონა? - გაეცინა გუგას "რავი შენ?" ჩავიცინე ფიქრებში.. -შენსას თუ არ ჯობდეს კიდე- ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა "ანუ გუგას და დემეტრეს მოსწონთ "სხვადასხვა" გოგოები, რომელიც ვარ მე, მაგრამ წარმოდგენა არ აქვთ.." ორ წუთში ჩავირბინე ქვემოთ და მივესალმე - დილამშვიდობისა- გავუღიმე და წყლის დასალევად გავედი - დილამშვიდობისა, იცი? ჩვენ წასვლას ვაპირებდით - უკვე? ამ დილაუთენია სად მიდიხართ? - მე ერთს უნდა შევხვდე- გუგამ გადახედა..- - მე კიდე ძალიან შეგაწუხეთ და მივყვები- გამიცინა დემემ - ცოტა ხანიც არ დარჩებით? - ზრდილობისთვის ვკითხე - არა, მართლა წასასვლელი ვარ- დამემშვიდობა გუგა და დემეს გადახედა..- რჩები თუ მოდიხარ? -ჰო, მოვდივარ- დაეწია კარებში.. მათი გასტუმრებისთანავე ავირბინე ოთახში, ჩავძვერი ჩემ ელასტიკებში და ბათინკებში.. ჩაფხუტს ხელი დავავლე და ჩემი ბაიკით იპოდრომისკენ გავგაზე.. -ორმაგი თამაში იწყება.. ისე უნდა გაგიხადო საქმე გუგა, რო ვიკაც მოგეწონოს და არჩევნის წინაშე დადგე.. მაგრამ.. შეიძლება ვიკასგან თავი შორს დაიჭირო ძმაკაცის გამო.. - ვესაუბრებოდი გუგას ფიქრებით და იპოდრომზეც აღმოვჩნდი.. იქ დამხვდა -გამარჯობა ჩემპიონო -ჰაჰ, ისევ შენ? -არ გაგეხარდა ჩემი დანახვა? -სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვარ -არ გიხდება სწერვობა,, -გმადლობთ კომპლიმენტისთვის -იცი? შენი თვალების დანახვა მინდა.. შეგიძლია ჩაფხუტი მოიხსნა?? -ნწუ- თავი გავაქნიე უარის ნიშნად.. -მაშინ თუ ნებას მომცემ მე მოგხსნი.. - ბაიკიდან გადმოვიდა და მომიახლოვდა სწრაფად დავაჭირე გაზს და გავშორდი.. "ადრეა ჯერ, ადრე- მეღიმებოდა ფიქრებში- გეგმას მიფუშავ ბიჭუნი.. განახებ ვიკა რა გოგოცაა.. შენი გამწარება მაქვს გადაწყვეტილი.. " სახლში დავბრუნდი. ისევ იქ იყვნენ -ჰეი, სად გაიპარეთ?- შემომეგება ლიზა -ისინი მიდიოდნენ, გავაცილე და გავისეირნე რა -ჰმმ.. რატო არ გაგვაფრთხილე?- თავი წამოწია ბექამ.. -გამეღვიძებინეთ?- ჩაფხუტი სავარძელზე მოვისროლე და ზურას მოვარტყი ხელში -ეეეე- უკმაყოფილოდ მოიფშვნიტა თვალები -კიდე დიდხანს უნდა გეძინოს?- აქეთ გადავედი შეტევაზე -დღეს რას ვაპირებთ? -სამზარეულოდან ლექსო გამოვიდა -კიდე დარჩით-ბექას გვერდზე ჩამოვსკუპდი და მიწისთხილი ავაცალე.. -ჰოო??- და კიდე პიცა ვჭამოთ?- ამომხედა ფრუტუნით -შენ სულ ჭამაზე როგორ უნდა ფიქრობდე-გამოხედა ლიზამ -წამოდით, გუდვილში დავაწვეთ-დამეყრდნო ლექსო -ეე, ეხლა არა რა- ამოიზმუვლა ზურამ და ძილი შეიბრუნა -მიდი ეხლა ადექი- გადავაძრე საბანი და უცბად დავაფარე- სიცილი ამიტყდა და სხვებიც ამყვნენ -სპაიდერმენის საცვლები რა არის, ბავშვობაში ჩარჩი?- დასცინა ბექამ და დაბღვერილ ზურას მზერა აარიდა.. კიდე კარგახანი ვიცნოდით.. -კიკნა სად არის?- გამახსენდა ბოლოს -აბაზანაში-ლიზამ თმების ჩაწნა დამიწყო.. -ჰო კარგი, მოვემზადოთ და წავიდეთ -სად მივდივართ?- ჩამოვიდა კიბეზე დათო.. -გუდვილში.. დღესაც ვრჩებით-ვახარე და გვერდი ავუარე- მიდით, რაღას ელოდებით? გარდერობში შევიჭყიტე და მიუხედავად იმისა რო აქაც ცხოვრობს არსება, სახელად "რა ჩავიცვა" დიდი ხანია აღარ გამოჩენილა.. ხელი უცბად დავავლე, მოტკეცილ ტყავის ელასტიკებს.. ჩემთან შედარებით ბევრად დიდი ზომის ზედას, თეთრი წარწერებით, თეთრი ქუდიც დავიხურე, ბათინკებში ჩავხტი, ნაწნავი შევისწორე და კიბეებზე დავეშვი.. -აღარ მივდივართ? -მე მოტოთი მოვდივარ- მითხრა ზურამ -ჰეი, რატო? -მერე, მანქანაში აღარ იქნება ადგილი და შენ ისევ სახურავზე მოგიწევს ჯდომა -დიდი სიამოვნებით -არა ვიკუს, ეხლა დღეა და პატრული ბიძიაც გაგვიბრაზდება- ცხვირზე თითი დამკრა და ჩაფხუტი აიღო -მაშინ უკან მოგიჯდები- თვალები მუდარის ნიშნად მოვჭუტე -კაი, აიღე კასკა -არ მინდა, იყოს- შევიცხადე და ხელები გავასავსავე,, მაგრამ ამასაც ისე საყვარლად ვაკეთებდი,, (მე ჰო ნარცისიზმით განმსჭვალული პიროვნება გახლავართ : -ეე, რას ქვია არ გინდა.. -აი, ესე .. არ მინდა და ვსო -შენ რა ჯიუტი თხა ხარ -სანამ ლამაზი ხარ, გამასწარი -უLამაზესი- გამოაჯავრა ჩემი მათემატიკის მასწავლებელი.. -კიდე დიდხანს გისმინოთ?- მოუთმენლას ჩაერთო ლექსო დიალოგში -რავი თუ გინდა- მხრები ავიჩეჩე.. -კაი წამო წამო- წინ მიბიძგა ზურამ და თმებზე დამქაჩა -ეს იმისთვის, ჯიუტი რო ხარ -ტყიური ხარ- ენა გამოვუყავი -ვეLურიი- გაინაზა ხმა და მოკვდა სიცილით.. მის სიცილიზე მეც შემეპარა ღიმილი.. მალევე მივედით და ბაიკი დათოს მანქანას მივუყენეთ.. გადმოსვლისას ფეხი გამეჭედა და საოცრად მეტკინა.. -აუჩ -რა გჭირს? -ფეხი მეტკინა -მერე რა გაცინებს -რავი, მტკივა -კაი წამო წამო.. ორი ურიკა აიღეს.. ერთი ლიზამ დაიჭირა, მეორე ბექამ -ორი რათ გვინდა? -აქ საჭმელს ჩავაწყობთ-მანიშნა ხელით ლიზამ -აქ? -აქ შენ ჩაჯდები.- სწრაფად ამიყვანა ხელში ბექამ და "ურიკაში" ჩამაგდო.. რაზგონს აიღებდა, ბოდა, შეახტებოდა და გაქანავდებოდა : დდ მანამდე ვხალისობდით სანამ შემთხვევით კონიაკების თაროს Aრ დაეჯახა და ოთხი ბოთლი გაწირა.. ჯარიმა გადავიხადეთ და სახლში დაბრუნებას ვაპირებდით, მეორე სალაროსთან გუგა და დემეტრე რო შევნიშნე. -ესენი ნახე რა- ხელით ვანიშნე ბავშვებს მათკენ -ამათ აქ რა უნდათ- გაეცინა ლექსოს -ბრაძიაგა- დაუძახა კიკნამ -ეე თქვენ ტო?- მოგვიახლოვდა ღიმილით გუგა -ვუაახ, რა ხალხი რა ხალხი- მოყვა დემეტრეც -რას შვრებით აქ? -იკითხა ლიზამ და ჩეკი გამოართვა.. -რავი, ვცურაობთ თქვენ? - დემეს უკბილო ხუმრობამ გამაღიზიანა და ჩავიფრუტუნე.. -ეე, ვიკუს., ვერ დაგინახეთ- გაიცინა და გუგას შეხედა..- ნახე რა წიწილაა -ჰეი ბიჭიკო, ვინ ვარ? -სანამ სიტუაცია დაძაბულა, დროზე წავიდეთ- გაფრთხილება გაისმა ზურასგან.. -დღესაც ვიკასთან ვაპირებთ დარჩენას და ამოდით თქვენც.- შესთავაზა კიკნამ.. ვინ ეკითხებოდა, რო ეკითხებოდა -არა იყოს- იუარა გუგამ -დღეს კალათბურთზე მივდივარ მე- თავში წამოვირტყი ხელები -და, ვინ თამაშობს?- გაიკვირვა გუგამ- დღეს რამე თამაშია? -კი, მე ვთამაშობ- ენა გამოვუყავი და მოცინარ ბიჭებს მზერა ავარიდე -შენ?? აჰაჰა- შენ რა უნდა ითამაშო,კაი რა -წავიდეთ დღეს ვიკუსას თამაშზე და განახებთ- წამოაყრანტალა ისევ დათომ "არა რა.. ეს ბიჭი რი მიპატიჟებს ამ ხალხს, ვინ ეკითხება?" თვალები დავუბრიალე და ლიზას გავხედე -კაი წამოდით.. უბრალოდ მერე თვალებდაჭყეტილებმა არ მიყუროთ- თვალი ჩავუკარი ორივეს და "მძღოლს" ნიშანი მივეცი, ურიკა გაეგორებინა.. -ნელა, კიდე რამე არ დაამტვრიოთ- გაგვაფრთხილა ლექსომ და პარკებით სავსე კალათა გამოაგორა -მოდი აბა დაგვეწიე- გამოიწვია ბექამ და გასრიალდა.. იმანაც გააქანა და ზედ შეახტა,, დაცვის ბიჭები გაკვირვებულები გვიყურებდნენ.. და ერთი-ორმა ისიც გვითხრა "ფრთხილად არაფერი დალეწოთ, კომპენსაციის სახით მოგიწევთ ანაზღაურებაო" მე სამხედროსავით გაშლილი თითები შუბლთან მივიტანე და გავუღიმე.. "გონკაობის " მერე მანქანაში ჩავტვირთეთ ბარგი და ურიკიდან რო გადმოვხტი, ვიგრძენი რო ნატკენი ფეხი ისევ ცუდ მდგომარეობაში მქონდა.. ლიზას გადავუჩურჩულე -დღეს ვერ ვითამაშებ -არ გამაგიჟო ეხლა, რატო? -ფეხი ისევ მტკივა -შანსი არაა, ამათ დაცინვას აიტან მერე? -არავითარ შემთხვევაში -ჰოდა აღარ იწუწუნო.. -კაი, გავძლებ როგორმე- ზურას ბაიკზე მოვკალათდი -შენ რა, ტარება იცი?- მომიახლოვდა დემეტრე -მძღოლს ველოდები- ვანიშნე ზურაზე, რომელიც მოგვიახლოვდა და თავისი ადგილი დაიკავა -აჰა, გასაგებია -წავედით ეხლა დროზე, 40 წუთში თამაში მაქვს. როგორც იქნა მივედი სახლში, ფორმა ავიღე და სპორტის სასახლეში წავედი.. გასახდელში ლიზა შემომყვა -არ გაგიარა? - ნწუ- უარის ნიშნად თავი გავიქნიე. -კარგად უნდა ითამაშო, რაც არ უნდა მოხდეს -ვერ დავდივარ და სირბილს შევძლებ?- დავიწუწუნე და ცივი წყლის ბოთლი შუბლზე დავიდე -შეძლებ.. როცა გაიხსენებ რო ამ დარბაზში იმ 150 კაცში, ორი ისეთი ზის, რო შენი თამაშით გაკვირვებულები დარჩებიან თუ კარგად ითამაშებ, და დაგცინებენ თუ ვერაფერს მოიმიქმედებ, ამაზე ფიქრი გაგაძლიერებს, დამიჯერე გამიცდილი მაქვს- თვალი ჩამიკრა და გავიდა -მადლობა ლიზა, მადლობა- ვიმეორებდი გულში და ვფიქრობდი რა შემეძლო, მომექმედებინა. ბოლოს ერთ ექიმს მივკარი თვალი და მასთან მივედი -გამარჯობა.. იცით ეხლა თამაში მაქვს და ფეხი მტკივა საშინლად -მანახეთ როგორი ვითარებაა-ხელში მოიქცია ჩემი კოჭი და მოსინჯა. -იცით, თქვენი თამაში მიზანშეწონილი არ არის. -რახდება? - ვკითხე გაოგნებულმა. -ძვალი გაქვთ ამოგდებული.,- "მახარა" ამბავი. -იცით ეს თამაში ჩემთვის უმნიშვნელოვანესია.. რამის გაკეთება არ შეგიძლიათ? თუნდაც რო მომიყინოთ -საშიშია- ჩაილაპარაკა და რაღაც შესაშხურებელი ამოიღო.. რამდენჯერმე შემასხა და უკვე ვეღარ ვგძნობდი ვერც ტკივილს და ვერც კოჭს.. სასტვენის ხმა გაისმა და არენისკენ დავიძარით. პირჯვარი გადავიწერე, თმა კოსაზე ავიწიე და ლიზას სიტყვებზე ვიყავი კონცენტრირებული მთლიანად. ------- ჰეიი გაიზ ესეც ახალი ისგორია რადგანაც დიდზე დიდი ხანია არაფერი დამიწერია ამიტომ, დიდი თავია ეს ერთი ნაწილია და მეორე მალე დაიდება ^^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.