შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არეულები , ჩხლართულები (2)


27-06-2019, 13:57
ავტორი Tuco
ნანახია 1 011

-უფ, გამაჟრჟოლა, არც ისე ძალიან თბილა შენთან გიგა. ჟმოტავ მარშუტკის მძღოლივით?
-გოგო, შენ რა გჭირს რა აღელვებული ხარ. თქვა და კარი მოიხურა . ღვედი გადაიჭირა სიგარეტი ამოაძვრინა და კოლოფი გადმომაწოდა
- სუ გაგიჟდი ბიჭო შენ, ვერ ხედავ ლუიზა დეიდა პირველიდან რო იყურება და მანქანაში აქვს გადმორგული თვალები? გამეცინა და გადავაწოდე ტატოს კოლოფი, ისე,რომ არ ამომიღია ღერი.
- გიგა ხო ძაან სვეჟი გვყავს ნი, „ფრიდომები“ და ეგეთები ამის სტიქიაა, მხარი ამიბა ტატომ
- აუუუ, შეყვარებულის “შისტიორკა” მაინც არ ვარ, წაიკბინა მძღოლმა
-ფფფ, შეყვარებული მაინც გყავდეს, და გნახავდი მერე ვინ რა და როგორ იქნება.
-ვატო, ჩემო ძმაო, შენ თითონ ახსენე “ფრიდომები” და შენ გგონია მაგას ვინმე წამართმევს? ვერანაირად, ვერანაირად.
- ჩემი აზრით მოდი მუსიკა ჩავრთოთ. . .
წავეტანე ე.წ მაგნიტოფონს და მანანა მენაბდე „ისევ შენ“ .
-ვა ვა ვაააააა. „კაიააა კკეეთიიიი“ ვთქვი და ერთმანეთის მიყოლებულ ორ მანქანას უკან გაყვა ჩვენი „ბათუც“- ბათუს ეძახდა ყველა გიგას „ჟეშტს“ დაბუსხულობის გამო..
რანაირი პარადოქსულები ვართ, რომ შეგეხედათ გიგასთვის სტანდარტული BMW-ს მოდრიფტავე მძღოლი იყო , ოდნავ ახლოს თუ მიგიშვებდათ მაშინვე მიხვდებოდით, მანქანის გარდა სხვა რამეზეც დაგელაპარაკებოდათ, საოცარი იუმორი ჰქონდა, ყოველთვის იმას ამბობდა , რაც მართალი მიაჩნდა საკუთარი გადმოსახედებიდან, ბევრ თემებზე ვკამათობდით, მაგრამ ყველაზე მთავარზე - თავისუფლებაზე ფუნდამენტურ და ზედაპირულ საკითხებზე მედგრად ერთად ვიდექით. ყოველთვის ვამბობდით, რომ ყველაზე დიდი თავისუფლებას მაშინ მიაღწევ, როცა საკუთარ თავს ჩარჩოებს კი არ მოუხსნი, გაუმყარებ და იქნები მიმღებელი. „ისევ შენ“ - ჩემი საყვარელი სიმღერების ათეულის ხუთეულში იყო , გიგამ ეს იცოდა..
- ისე გაიოცა, ვითომ არ იცოდა რო ეს სიმრერა ჰქონდა, შენც კაი აფერისტი ხარ ნია, მეგრული გენები მძლავრობს? თქვა და ტატომ უკნიდან სიგარეტი გადმომაწოდა.
- არ მინდa თქვენი პარლიიამენტი, ჩემ ჯიბეში ხელი ჩაყავი და მარლბორო მომე რა.
- თან შავი?
-ხო ტატულიკა, შენ სუ გამოგაშტერა თაისიამ?
-ბიჭო რატო გადამეკიდეთ მაგ გოგოზე?
-იმიტო ძმაო, რო ზოგადად გოგოები არ ხმარობენ კაცებს, პირიქით ხდება.
- აუ რა დამპალი ლაპარაკი გაქვს გიგა, ამაზრზენი.
- ერთმანეთი , რო ვიხმაროთ ვერა? პახოდუ არც შენ გეხება ეგ და არც შენ ქალბატონო, თუ მსგავსად აპირებთ გაგრძელებას აღარ წამოვალ
- აუ რას აწიკვინდა ეს . კაი გვკიდია . გასართობად მივდივართ და შენ კიდე გიგა წესიერად იარე მთელი მინდა ჩამიტანო.
- თავისუფლებაზე არ ჩავსულვარ ჯერ ყიფშიძიდან და უკვე თუ ტვინს არ გამიღუნავ კაი გოგო იქნები..
- ხო, ისე რატო მივდივართ მასე?
- წერეთელზე უნდა ავიდეთ , დინამოსთან თაისია რო წამოვიყავნოთ ნია, გაბუზღუნებულმა ამოთქვა ტატომ.
- ისე, მანდ დავითრევდი ბინას, „ბასიანთათ“ ახლოს
- „შლოპკებით“ რომ გადაცუხცუხდე ხოლმე ფისო?
- კი, მამას ლომო. ავხალისდით მე და გიგა. სიტუაცია, რომელიც ჩვენ დავძაბეთ ჩვენვე , რომ განგვემუხტა. თან შიგადაშიგ სიცილებში მეფიქრებოდა იმაზე, თუ როგორ არ დამეწვა არც მწვადი და არც შამფური და ჩვენი „მაიმუნობიდან“ კერესელიძეზე გადავსულიყავი.
თაისია დინამოსთან დაგვხვდა ...
- გამარჯობაააათ, როგორახარ გიგუუუშ?
- გიგუშაზე, მგონი უკვე გაგაფრთხილე შენ.
არ უყვარდა გიგას ასე, რომ ეძახდნენ.. მისი 16 წლის და ეძახდა... ძალიან ტკენდა სხვისგან მოსმენილი , რადგან იცოდა, იმ ჟღერადობის მქონე ცივ მიწაში იწვა უკვე მეორე წელი .. წამში მეც და ტატოც ისე მოვიღრუბლეთ გამოხმაურების თავი არც გვქონდა.
„ბათუ“ მოწყდა ადგილს
თაისია ტატოს მიეკნუტა და ხმა აღარ ამოუღია.
სიგარეტს მოვუკიდე და შიშხინის ხმაში ჩაძირვა ვერც მოვასწარი , სოფო ბათილაშვილმა დაგვჭექა.
- კაი დაუწიე რა, არ შემიძლია ეს ქართული .
-ტატო, თუ გინდა გავაჩერებ და ჩადი , წყნარად უთხრა გიგამ.
-კაით ბიჭო ეხლა თორე მე ჩავალ. მიდი და სადმე გააჩერე რამე ვიყიდოთ თორე ამომიყმუვლდა მუცელი.
ჭამა ყოველთვის კარგია სტრესულ სიტუაციაში, ბევრი შოკოლადი, და ენერგეტიკული. სხვები უკვე გველოდებოდნენ თბილისის მიჯნაზე, რეკავდნენ მაგრამ არც მაგათთან ლაპარაკი მინდოდა და არც აღარავისთან. საერთოდ სახლში მინდოდა.!
- რო გავალთ მერე სმარტთან გავჩერდებით და ვიყიდოთ, წყლიანი თვალები შემომანათა გიგამ.
-კაი , და გიგა. ის სანდრო კერესელიძე ვინაა? არც თუ ისე დაგეგმილად ჩავეკითხე
- ჩემი დის , ძმის ძმაა..
- ა, ვთქვი და ტუჩზე ვიკბინე, ნახევარი საათის წინ გახსნილ ჭრილობაზე მარილი მოვაყარე.
სმარტამდე ყველანი დავდუმდით.
უცებ გადავედით, ვიყიდეთ სურსათ-სანოვაგე. უკან მანქანასთან დაბრუნებისას გიგამ ხელი გადამხვია და საფეთქელთან მაკოცა
- იმედია ლამაზი რაღაცეები წამოიღე
- რა ლამაზი?
-ტანსაცმელი გოგო!
-რას ბოჟიალობ?
-იქნება სანდრექსა ჩვენთან, ცოტა წაეპრანჭავე, ეგრევე არ მიახტე
- აჰაჰაჰა, რა იდიოტი ხარ ვუთხარი და მუჯლუგუნი ვკარი. მემგონი თბილისიდან გასვლამ ან თუნდაც საჭმელმა ყველას გვარგო, ან იმ წინა ორ მანქანაში განაწილებულებმა გაგვახალისეს.
- ეხლა გორს დაგათვალიერებინებთ გოგოებო, გიგას ხმა ისევ იმ სტადიას დაუბრუნდა როგორც დავიწყეთ, ნიკუშა ავიყვანოთ, თორე უმცირესობაში მოვხვდებით
ნიკუშა- ჩვენი პლანაქეშა ძმა და მეგობარი, ჩვენში ყველაზე პატარა და თან კვაჭი. ყველას უყვარდა ნიკა არა მარტო, იმიტომ რომ სულ კარგ ხასიათზე გვაყენებდა, სხვა დიდებული თვისებებიც ქონდა- მაგალითად გულუხვობა, სიკეთე და ჰუმანურობა.
-თაისია შენ ჩაიჩოჩე შენი სიყვარულისკენ, იმიტომ რომ პონტი არაა მე წინა სავარძელს არ დავთმობ! გამოვაცხადე დემონსტრაციულად და ფეხი „აირბაგს“ მივადე
- მანქანას გაგარეცხინებ, ან ეგ რა ჯდომააა, ჩამოწიე
- აუ ბააბუუუუ. მიდი წინ იყურე არ დავიკარგოთ ამ გორში, საზღვარზე აღმოვჩნდებით ის მათხოვრები დღითი დღე წევენ მავთულხლართებს.
- აუ ეგ მართლა რა საშინელებაა ნი...
-საშინელება როა მერე წამოსულიყავი კარვებით რო ვიყავით , არ გაცივდებოდი თაისია და გამოგეშვა შენი ვაჟკაციც
- ტატოს სუსტი ჯანმრთელობა აქვს..
კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ისე ავხარხარდით მე და გიგა თაისიამ ისევ გაჩუმება არჩია.
- დაანებე, ორივე გაბორეტებულია, ერთი მახინჯია და მეორე შინაბერად რჩება თაი, არ გეწყინოს ხოიცი როგორები არიან..
- ვიცი ტატ, ვიცი.. არ მწყინს. ვხვდები რო ასე გამოხატავენ სიყვარულს.
არადა თაისია ვერაფერს ხვდებოდა და არც ტატო ახვედრებდა.
ნიკუშაც დაილანდა გორში.
- სადახართ გავხდი ლოლო
-აქ რო ვზივარ ჯერ რას მაიგნორებ ბიჭო, უკანა სავარძელზე ნახევარი ტანით შევტრიალდი
- ვუაიმეე , ჩემო ლამაზო შენ აქ რატო ხარ აბა არ მოვდივარო? გაყინული ხელები ავარვარებულ ლოყებზე მომადო.
- შე დამპალო, გათბი?
- დამიჯერე ბაკურიანში ისე გაგათბობს ეს დამპალი, ისეთები მაქ წამოღებუუული, უფუფუფ..
- შენ რა მოწეული გააქ ნია? საუბარში ჩაგვერთო თაისია
- კი, რატო დავიკლო?
- ეგრე ვერ დაიკლებ, მაქსიმუმ მოიმატო გაცხოველებული ჭამის სურვილით
აღადავდა გიგა.
ნიკუშა იყო იმედი.. ნიკუშა იყო იმედი რეალობიდან გაქცევისთვის.
ჩვენი საათები გადაიწელა მანქანაში ან მეჩვენებოდა. წკარუნის ხმა ყრუდ მომესმა მუსიკით გაყრუებულს
უცხო ნომერია
- არ გამიცივდე
- ნუ ვდგავარ ქარში?
- მასტერი?
- მარგარიტაც
სრულებით არ მჭირდებოდა ტელეფონში ნომრის ჩანიშვნა ან ვინმეზე კითხვა , ისედაც ვიცოდი სანი იყო. ტელეფონი კალთაზე დავიგდე და ისევ ჩავიძირე, თვალი რომ გავახილე უკვე სითეთრე მეცა.. არ მიყვარდა ეს ფერი.. მე თითონ ძალიან თეთრი ვარ. საავადმყოფოს კედლებიც, საგიჟეთის და კიდევ ბევრი რამის, რომელიც არასასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. ცოტა წამოვიწიე, გიგამ გადმომხედა, თვალები აწითლებოდა
- მზეთუნახავს ვახლავაართ
- დაბოლდით?
- არა ლამაზო, შენ გაღვიძებას დაველოდებოდით. გაიკრიჭა ტატო
-შე საწყალო. შეახვიე რა ნიკუშ.
- კაი მივალთ უკვე ნი საცაა და ბარემ ჰოპ-ჰოპ ერთად მოვწიოთ
- ამუღამებ თაისია რა გაუმაძღები არიან?
- ვერა, ვაკელებს ვერ გაამუღამებთ მდაბიო ხალხი. რაღაც გაიგველასავით.
ტუჩის კუთხე ჩავტეხე და დავაიგნორე. ტელეფონს დავხედე
-გნახავ. ამან უფრო ღიმიილი მომგვარა, კერესელიძეც გაება.
ეს კი იმას ნიშნავდა რომ ზამთრის სეზონს მარტივად გადავაგორებდი. არაფერი მიპასუხია და ისევ მივდე თავი . კიდევ რამოდენიმე წუთი, საათს ცოტა აკლდა... როგორც იქნა! მივედით.
ისევ სითეთრე, ეს ადგილი ზაფხულში მიყვარდა ხოლმე, მაგრამ არასდროს ზამთარში. იასნა მციოდა, მაგრამ სიცივეში მოწევაზე ვერასდროს ვიტყვი უარს, გადმოვედი თუ არა გოგოები მოცვივდნენ, ტასოს ისეთი სახე ქონდა ეძინა, და კიდე ეძინებოდა კისერზე ჩამომეკიდე მომეგლისა ლოყაზე ტუჩებით და ხმაგაუცემლად თვალების ტრიალით ნიკუშას გადაკიდებული ორსართულიან ხის სახლში წალაზლაზდა.. დათოს მიკრული მარიამი, უკან კი ლიზი ქეთა გიო და ერეკლე , კიდევ ცალკე მანქანიდან რეზი გადმოვიდა ელენესთან ერთად, უკვე შეუღლებულებს აღარც კი ვახსენებ მაგრამ ისინიც თავისი რთული ისტორიებით ჩვენთან მიმართებაში მაინც ჩვენიანებად დარჩნენ.
გიგამ ბიჭებს თვალი, ჩაუკრა და ყველა ერთიანად გაიწიეს. „ბათუს“ მიყუდებული მანქანებს გავყურებდი, რომ აეტალახებინათ მისასვლელი, მარცხენა მხარს მზე მიწვავდა, სიგარეტს მოვუკიდე ნაფაზი ამოვარტი და სივრცეებს გავხედე, რამოდენიმე მანქანა კიდე შემოვიდა ჩვენს ეზოში, თვალები მოვჭუტე, თითქოს აღარც არავის ველოდით და არცერთი მანქანა არ მეცნობოდა. „გაბღენძილი მამიკოს შვილები მოგვადგნენ ნიუჟელი?“ ფიქრმა ბაგე გამირღვია და კბილებმაც თავისუფლება ნახეს, ისევ ავაშიშხინე სიგარეტი და ფილტვებში სიკვდილი ჩავუშვი. ერთი მანქანა შემოსასვლელში იქვე გაჩერდა მეორე კი „ბათუს „ უკან .
სინაგლის პიკები და მწვერვალები ყოველთვის ჩემი იყო და რამდენს ბედავდნენ ესენი? წარბი ავწიე და შავი ML-ის ჯიპის უკეთ დასანახად ცალი გვერდით მივეყდენი მანქანას, არავინ გადმოდიოდა, მზის სხივები რომ მანებივრებდნენ უცებ სადღაც დაიჩრდილა , რესკად შემოვბრუნდი , ხელების შეხებამ და მანქანაზე მიჯახებამ გონებაც ამირია და ორიენტირიც, კედელივით ამოიზვირთა მაღალი სხეული თვალი ავაყოლე
ნაკაშიძე
-მოწევა იწვევს ყელის კიბოს
-იმპოტენციას. ვუთხარი და თვალები მისი ხელისკენ დავხარე... ნატიფი თითები და სისუტე.
- ენავწყლიანობთ?
-ვკვიმატობთ. ისევ ამოვწიე თავი, დაბურცული ტუჩები ავიშვირე , ცხვირიც ავიბზუე რომელიც მის ტუჩებს მიწვდა
-ძალიან ახლოს ხარ
-და თან ძალიან შორს..
-ოცნებობ?
-არასდროს
-აბა?
-ბლიც ინტერვიუებს არ ვიძლევი
-სხვა რამეს?
-ვოვ, ვთავხედობთ?
-ნნნუუ....
სიტყვა ყელში გაუწყვიტა ML-იდან მდედრის ხმამ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent