შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არეულები , ჩხლართულები (3)


28-06-2019, 10:15
ავტორი Tuco
ნანახია 602

რეფლექსურად მივეკარი , თავი გავატრიალე მანქანისკენ, სანიმ კი ღრმად შეისუნთქა სუფთა ჰაერი.
-გეძახიან სანი. ამოვისისინე იმ შხვართი არსების დანახვაზე, რომელსაც ტყავის შარვალი ტყავის ქურთუკი და ბრეტელიანი მაიკა ეცვა ბაკურიანში.
-სხვანაირად ჟღერს
-უკაცრავად?
-მიპატიებია. მითხრა და ისე გასხლტა თითქოს ვექაჩებოდი. მათი შეხვედრა აღარ დამიფიქსირებია, კოლოფიდან ამოვაძრე სიგარეტი და მოვუკიდე. ჯანდაბა ბევრს ვეწევი. ნეტა ჩაეხუტა? აკოცა? ვინაა? უბერავს თან ჩემზე ძალიან, რა დროს ტყავის შარვალია, და ბრეტელებიანი მაიკა, ან ამ ბიჭზე რას მეჭედება? ისე ღრმად ვქაჩავდი ეს მოკლე და იდიოტური კითხვები მოვასწარი მხოლოდ, რომ დამესვა.
- ნიიიიიიიიიააააააააააააააააააააააა!!!! ზვავის ჩამოწოლას გავდა ლიზის დაძახებული
- რა გაღრიალებს მოვდივარ
-რას იღრინები, მალე.
მანქანიდან ზურგჩანთა ამოვიღე და ზიზღნარევი სახით თოვლი გადავსრისე, სახლში შევედი.
სიმყუდროვე, ცეცხლის სუნი, დიდი მისაღები ტყავის ავეჯით გაწყობილი, ხალხი მოვათვალიერე ჩემიანები უკვე „ძალიან კარგად“ იყვნენ, კიდევ უცხო ხალხიც, აზრზე ვერ მოვდიოდი რა ხდებოდა, ვიდექი ზურგჩანთით შემოსასვლელთან და ყელში ისე მიჭერდა ან უნდა მეღრიალა ან გავძურწულიყავი. თავი მოვთოკე , გადავკვეთე მისაღები და ნიკუშას მივუჯექი, ამ ქვეყნიერებას რო აღარ იყო და ახლა მხოლოდ კოღოსავით რო ვბზუოდი მისთვის
- რა კამანდაა აქ ნიკუშ?
- ვინ კამანდა?
-რას მელაზღანდარავები
- რა გინდა გოგო
- აი ეს, უცხო ხალხი ვინაა!
- უცხო არავინ არაა ყველა ჩვენები არიან. ვაკეეელოოოობააააააა
- აუ ნიკა რა დეგენერატი ხარ. შენ იცნობ ამათ თუ კომპეტენტურ ძიებს დაველაპარაკო?
- გვერდითი მოვლენების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ნიკა აშკარად საცემი გამიხდებოდა, ისევ გიგასთან გარკვევა ჯობდა, მაგრამ ბედად დათო მომიჯდა
-დავით, ეს რა ხალხია?
-ვინ ნი.
-ბიჭო , ნუ გამომა*ლევებ ეხლა. აი ეს ეს ეს ეს ეს და ის ვიღაცა კიდე თითების გაშვერა დავიწყო?
-ხო კაი , ნუ გაქაჯდები ეხლა. გეტყვი ჩვენი უბნელები არიან რა ზოგი საიდან ზოგი საიდან. ვმეგობრობთ. და მოვხვდით ერთ სახლში. ნუ გეშინია, შენ მარტო დაგაძინებთ
- უცხო ხალხი, რო არ მისწორდება ხო იცი . არსად და არასდროს.
- ვიცი, მაგრამ ...
- რა მაგრამ ბიჭო, ტიპებმა ენა ვერ გააჩერეთ უბანში და ბაკურიანში წამომიყვანეთ მთელი ვაკე? შიგა გაქვთ რა.
- რას უზრდელობ შენ, აზრზე მოდი
-ტონს დაუწიე თორე აქ სკანდალებს განახებ, ქორწილი და ხელის თხოვნა სულ დაგავიწყდება, გაჩალიჩებას გაჩვენებთ თქვენ.
ჩვენი საუბარი აშკარად დაიძაბა უცხო თვალისთვის მითუმეტეს, დათოს საფეთქლები დაეჭიმა, მისი საიდუმლო გეგმები იფუშებოდა.
- დამშვიდდით ახალგაზრდებო. სიტყვით გამოვიდა მოწრუპულ ცხვირიანი. ახლა მე დამეჭიმა ძარღვები და არტერია ლამის სახეში გადავარტყი ნიკუშას.
- რამე პრობლემა თუა „გვრიტებს“ ვთხოვ გარეთ განაგრძონ .
- თქვენ, ამხანაგო. იქნებ ჯერ იმაში გაერკვეთ „გვრიტები“ ვართ თუ დინოზავრები და მერე ჩაეჩაროთ უცხოებს ლაპარაკში?
- ნია, დაწყნარდი უკვე ნიკამაც გაჩუმება დამიწყო.
-ნუ აღელდებით ქალბატონო..
-საქალბატონე, მკვახეთ მოვუჭერი
- ისევ სხარტულები.
-არაადეკვატურობა, და ინფორმაციის ვაკუუმი ხასიათს უფუჭებს ადამიანს.
- მე გაგარკვევთ მოცემულობაში
- თქვენ საერთოდ თქვენთვის ბრძანდებოდეს მანდ , და თუ შესაძლებელია ჩუმადაც. ნიშნისმოგებით ტუჩები გავწიე ყურებამდე და თავლები მოვჭუტე.
- ნია! მოდი თუ ძმა ხარ. გიგას ხმა მომესმა.
-ადამიანი! მადლობა და უკაცრავად შოუსთვის მეგობრებო. უნდა დაგტოვოთ ჩემი „ძმა და მეგობარი „ მეძახის. ავდექი ხმაურიანად და გადავაჯლიგინე მთელი მისაღები, გაოგნებული უცხო თვალები , რომ მიყურებდნენ და გასასვლელში კერესელიძის დამპალ თვალებსაც წავაწყდი
- ბოდიში შენთვის არ მომიხდია, ნუ ზეიმობ
-მოგხედავ. მომაძახა და თვალი გამომაყოლა, გიგამ ხელი მომხვია და სამზარეულოში გამიყვანა. უკვე გამზადებული მომაწოდა და მოგიკიდებო მანიშნა.
- ამით მამშვიდებ?
-ნი, კარგად მოქაჩე.
-ნუ მასწავლი.
-კაი ხო, პროფესიონალი. რაზე ჭედავ?
- რაზეც გასაჭედია. ჩასუნთქულ სიმწვანეს ამოვაყოლე ხმა, წამომახველა
-გოგო!
-ბიჭო!
-კაი გვეყოს. ხო, მართალია უნდა გვეთქვა რო სხვებიც იქნებოდნენ, მაგრამ არც ჩვენ ვიცოდით, რომ მოდიოდი, ტასომ არ წამოვაო, და დღეს დილით გავიგე, როცა მოგაკითხეთ.
- ანუ ტასო გავჩეჩო?
-რა იყო, მაგ ერთმა ნაფაზმა უკვე იმოქმედა?
- სამმა.. ხო იცი არ მევასება ეს ბევრი ხალხი რა. თქვენ ძლივს გიტანთ . გავეკრიჭე გიგას
- ხო, ჩემი სოციოპააათიიიი
-ოჰ, რა სიტყვებით ვართ, ბრავო გიგს, გაგვეცინა, ხელიხელგადახვეულებს.
სამზარეულოს კარში კაცის სილუეტი აიწვართა
-დავიჯერო ამდენის „გვრიტი“ ხარ? მომნუსხველმა ხმამ გადმოჭრა ოთახი
-პრინციპში დორბლი არ მოსდის გიგ, და დავიჯერო დებილია? გიგას ავხედე.
-პაექრობა კაია ბავშვებო, სანდრექს მოდი ახლოს
-არა, მეშინია არ დამკაწროს
-მიაუ
-კაი, ბიჭო გეყოფათ, თქვა გიგამ და ხელი უფრო მძლავრად ჩამომადო მხარზე.
სანდრექს ეს ნიაა, ჩვენი ნია. უთხრა ხელი გამიშვა და სამზარეულოდან გავიდა.
-ჩემი?
-შენი?
-ჩვენი
-წვენი.
-რა ჯანდაბაა ნია,
-რას გულისხმობთ?
-თქვენობით მელაპარაკები?
-შვილიანებს გეკუთნით
-საიდან მოიტანე . გადაიხარხარა სანდრომ. ფეისბუქზე დამსტალკე? შე პატარა ..
-სასაცილოა რამე?
- არა, ტო... ნელ-ნელა ახლოს იწევდა სანდრო.
-აბა ტო?
- აბა ის , რომ ჩემი ძმაა.
- გილოცავ
-ეს , შენ გილოცავ.
-მაგრა, მღლი. გვერდი ავუარე და დიდი ნაბიჯებით სამზარეულოს კარისკენ წავედი, წელზე მარწუხხები, რომ ვიგრძენი. დავიხედე და მისი ნატიფი თითები ჩემს მუცელთან გადაჯაჭვულიყო, ზურგში კი გულის ცემას ვგრძნობდი, არა ჩემი ყელში მესმოდა .. მისი გული ხმაურობდა. ისედაც მოდუნებულ სხეულში სითბო ჩამეღვარა
-ნუ მიყოლიებ.
-რაში
-თამაშში
-გეშინია?
-რისი
-წაგების. ვუთხარი და ხელები მისას შევახე, გავწიე და თავი გავითავისუფლე, მის ახლოსვე შემოვტრიალდი და ისევ მივუშვირე დაბურცული ტუჩები
-არ გაგივა პატარავ
-რატო სანი?
-მომწონს , ტუჩებთან სიტყვა შემატოვა
-რა?
-თამაშები
-მშვენიერია, მოვუჭერი ზურგი ვაქციე... მკლავში მწვდა და უხეშად მიმიწეპა გულზე, ცალი მარწუხით წელს მიმაგრებდა, ცალით კი თმაში ჩამფრენოდა, თვალი არ მომიშორებია, მიყურებდა თითქოს ჩემს არცთუ ისე იდეალურ სახეს იმახსოვრებდა, ყველა ნაკვთს, თმაში შეცურებული ხელი ნაზად უკან დაქაჩა, და ლავიწთან სუნთქვა გამიყინა..
-სუსტი ხარ. ხმა გაებზარა, სითბო შეიგრძნო მაიკის ქვევით, თითები, ჩემი თითები გველებივით, რომ სრიალებდნენ მის გულთან შემდეგ კი სწრაფად ქამართან , რომ აღმოჩნდა... უფრო გაუხშირდა პულსაცია..
სიჩუმე , რომელიც არ თრგუნავდა ... სურვილი, რომელიც წვავდა
არ ჩერდებოდნენ თითები, ლავიწთან შეყინული სუნთქვა ყოველ წამს თბებოდა.. ქამრის ხმაური..
-რას შვები . თვალებში ჩამომხედა
- სუსტი ხარ სანი... ვიგრძენი მისგან თავისუფალი ვიყავი, გავუღიმე და სამზარეულო დავტოვე. მისაღებში აღარ გავსულვარ, რაც მოვწიე იმან წამებში გადამიარა, მეორე სართულზე ავედი, ტასოს კარდაკარ დავუწყე ძებნა, ყველა არც ჩამომიხსნია, მწვანე კარში შევედი, მაგას აირჩევდა. შევაჯლიგინე კარი მივაჯახუნე და მის გვერდით ლოგინზე დავეთხლიშე
- უუუმმმმმმ.. რააა ხდება
- რა ხდება კი არა , სერიოზული თამაშები იწყება
-გშია?
- შიმშილის არა გოგო, ნდომის სურვილის და კარგისტ*ვნის
-ხანდახან ისე იგინები, მამაშენი მგონიხარ.. გადაიხარხარა ტასომ და როგორც იქნა გამოფხიზლდა.
- საღამოს რას ვშვებით?
- რავი გოოგო, გადავიძაღლოთ არა?
- ხარაააშოოო
-რა მალე დამთანხმდი ნია, რამე ხდება?
- ორ სიტყვას ვიტყვი, და ზედმეტი კითხვების და პანიკის გარეშე ოქეი?
- მიდი. რას მძაბავ
-სანი კერესელიდზე . ისევ გავმახვილდი დზ.
- არ არსებობს. ნოოო. მაგან ნუცაკოს რო გაუჩალიჩააააა, პროსტაააა
-გოგო , იცნობ?
- ვინ არ იცნობს, თვით ღმერთკაცს, ზევსის შვილს უსიმპატიურეს და აპოლონის ტანიან სანდრექსას.
- ხო, კუბიკები კი აქ ოდნავ
- შე არანორმალურო
- ოჰ, თავად დალაგება მელაპარაკება, დავაი მიდი ეხლა მიიწიე მეძინება, თან ჩამთბარი ხარ, ჩამეხუტე მიმაძინე
-მოდი, ტასიკოს სიწითლევ
-მიყვარხარ ტას,
-მეც , მაგრამ ჭკუით.
-ხო, ნუ დაიწყებ ეხლა . ამოვიბუზღუნე, და ტასოს სითბოებში გავინაბე..



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

პატარა თავებია და არ მყოფნის. ვგრძნობ აქ კაი ამბები დატრიალდება: დდდ

 


№2 სტუმარი მაშშ

ძაალიან კარგია! მთელი სიტუაცია მომწონს და ნიაზე ხო გადავირიე!????????????

 


№3  offline წევრი Tuco

სტუმარი ქეთი
პატარა თავებია და არ მყოფნის. ვგრძნობ აქ კაი ამბები დატრიალდება: დდდ

ქეთი, ამბები იქნება , ვნახოთ როგორი .. მიხარია, რომ ისევ აქ ხარ

მაშშ
ძაალიან კარგია! მთელი სიტუაცია მომწონს და ნიაზე ხო გადავირიე!????????????

არ არის ცუდი გოგო <3

რაც შეეხება თავებს , სამწუხაროდ დღეში მხოლოდ ერთი თავის ატვირთვის უფლება მაქვს .. ვეცდები შემოგთავაზოთ ყოველ დღე თუ არა ყოველ მეორე დღეს ახალი თავი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent