ძმები (თავი 1)
-ახლა კი მინდა სცენასთან დღევანდელი დღის გმირები, ძმები ყიფიანები მოვიწვიო. მათი ასაკის მიუხედავად ვიცით რამდენი წარმატებული საქმეა მათ სახელზე და არც დღევანდელი დღეა გამონაკლისი, ერთ-ერთი ყველაზე ჩახლართული საქმის წარმატებით დაგვირგვინებისთვის მათ კიდევ ერთი ჯილდო გადაეცემათ და უამრავ წარმატებას ვუსურვებ. გთხოვთ, გამომძიებლები გაბრიელ და იოანე ყიფიანები. -ახლა იქ არ დამაყუდო და მადლობები არ მახდევინო თუ ძმა ხარ_ღიმილის უკან შემალული ცივი ხმით წარმოთქვა უმცროსმა და გაბრიელს გადახედა. -როგორ გაკადრებ_სიმწრით გაეღიმა უფროსსაც და თავისი ადგილი დაიკავა ტრიბუნასთან. რამდენიმე წუთიანი მადლობების შემდეგ სიტუაციაც აირია და ხალხიც. უკვე შეზარხოშებულნი მერამდენედ საუბრობდნენ იგივე თემებზე არავინ იცოდა. -ნენემ კაი პონტიაო_ტელეფონიდან ამოყო თავი იოანემ -გამიკვირდა, შენთვის სულ კაი პონტია. -აუ რას ახურებ გაბრიელ დღეეს? ვითომ შენ არ ერთობი მშვენივრად. ჰე აწიე ერთი ადგილი და წავიდეთ აქ მაინც ვეღარავინ გებულობს ვერაფერს. პიონერთა პარკის უკან ახალი გახსნილი კლუბი მთელი ხმით აყრუებდა ნახევრად ცარიელ გარემოს. ქუჩაში მოძრავი მანქანის მძღოლები უჩქარებდნენ მხოლოდ ახლოს ჩავლისას და მალე გაცლას ცდილობდნენ. ახალგაზრდებისთვის რომ გეკითხათ ამ კლუბში ორიგინალურობა წინა პლანზე იყო, სინამდვილეში კი სრული დომხალი სუფევდა. ვინ ვის ეცეკვებოდა, ვინ რას სვამდა, ვინ კედელზე ხატავდა მთელი მონდომებით იქვე დაყრილი პულივიზატორებით. სიხარულით შეხვდა ნენე ძმებს, რომლებსაც ოფიციალური ჩაცმულობა გვერდით მოესროლათ და ჩახსნილი პერანგებით იწონებდნენ თავს. -რა ხალხიიი_დახლიდან ამოხტა ლამის გოგო მათ დანახვაზე. -აბა კაი პონტიო?_ბუზღუნით მიუჯდა იოანე და საყვარელი კოქტეილი გამოართვა. -მოიცა მალე იქნება_თვალი ჩაუკრა გოგომ და კლიენტებისკენ შებრუნდა. -ბატონი ლაზარეც აქ ყოფილა_მზერით მიახედა გაბრიელმა ძმას და სიცილით მოსვა სასმელი. ბევრი ახალგაზრდა გამომძიებელი არასდროს ყოლია ქუთაისის რომელიმე განყოფილებას. არც ჩვენთვის ზემოთ ხსენებული ბიჭებიც მოხვედრილან უბრალოდ. როგორც ხდება, მთელი სანაცნობო ჩარიეს 22 წლის ბიჭებმა პროფესიით ადგილი რომ ეპოვნათ და მიაგნეს კიდეც. რატომღაც პირველივე გასაუბრების შემდეგ აიყვანა უფროსმა გამომძიებელმა დაჩი თბაგარმა (იხ. ორი მოწმე) ტყუპები თანაშემწედ და ერთ წელიწადში უმცროს გამომძიებლებად გადაიყვანა. ბიჭები ტყუპების სახელს ამართლებდნენ, გაბრიელი რატომღაც ყოვეთვის სერიოზული, ჩფიქრებული და დაკვირვებული დადიოდა, იოანე კი პირიქით, ყველაფერს ხუმრობის თვალით უყურებდა და გართობას წინ სწევდა. საქმეში კი უსიტყვოდ უგებდნენ ერთმანეთს, ერთიმეორის თვალებში ჩავარდნილები უსიტყვოდ ხვდებოდნენ ვის რა უნდა გაეკეთებინა და მოიპოვეს კიდევაც ორ წელიწადში სრულუფლებიანი გამომძიებლების სტატუსი. ყოველთვის წყვილშიმუშაობდნენ და ეს იდეალურად გამოდიოდათ. 4 წელი იყო თავიანთ თავს დამოუკიდებლად ხედავდნენ და აღნიშნეს კიდევაც ეს, ცალკე გადავიდნენ ბინაში, რომელიც ციხე-სიმაგრე იყო და თავისი წესები ჰქონდა: არანაირი ალკოჰოლი, ქალები და გართობა. -მე გავედი_ჭიქა დახლზე დააბრუნა გაბრიელმა და ნენეს თვალის ჩაკვრით დაემშვიდობა. -აუ კაი რა ძმურად, რას მიტეხავ, ერთად წავსულიყავით_გოგოებისთვის თვალიც არ მოუშორებია იოანეს ისე გასძახა ტყუპს. -სახლში მაინც არ წამოხვალ და ეცადე ხვალ ისეთ ფორმაში არ მოხვიდე სამსახურში ის ჯილდო უკან რომ წაიღონ_ხელი აუქნია გაბრიელმა და კლუბის ხმაური ზურგს უკან მოიტოვა. პიონერთა პარკამდე ფეხით გადაწყვიტა გასვლა და იქ ტაქსის დაჭერა. სიგარეტით ხელში ფრთხილი ნაბიჯებით მიიწევდა წინ და გარემოს ათვალიერებდა. უნდოდა თუ არა კატის ნაბიჯებს სამსახურმა ისე მიაჩვია ვერსად გადამალავდა. მშობლების მონახულებაზე გადავიდა მისი ფიქრები მარჯვნიდან ხმაური რომ შემოაესმა. ლიანდაგი ირგვლივ დაუსახლებელი მიწებით იყო გარშემორტყმული და წესით ამ დროს არც არავინ უნდა ყოფილიყო. მზერა დაძაბა გაბრიელმა და კიდევ ერთხელ გაიხედა. კაპიშონ წამოფარებული ყმაწვილი ბარს გამწარებული იქნევდა და შიგადაშიგ ირგვლივ ადგილებს ზვერავდა. -დახმარება ხომ არ გჭირდებათ?_მიახლოება გადაწყვიტა გაბრიელმა, მაგრამ როგორც კი ხმა ამოიღო გაშეშებული უცნობი მთელი ძალით მოსწყდა ადგილს და წამებში მიიმალა ახალი აშენებული ცეხის უკან. გაკვირვებისგან წარბები აზიდა გამომძიებელმა და უკან, გზაზე დაბრუნება გადაწყვიტა ცნობისმოყვარეობამ წინ რომ გადაადგმევინა ნაბიჯი. ტელეფონის შუქით გაინათა გზა და იქვე მიგდებულ ბარს გვერდი აუარა. ამოთხრილ ორმოს მიუახლოვდა და ოდნავ ჩაანათა შიგნით. -აამის დედაც....._გაოცებულმა მიმოიხედა ირგვლივ და ისევ ორმოს ჩახედა. ბევრი არ უყოყმანია, მაშინვე გამორთო განათება და ძმის ნომერი აკრიბა. სადაც არუნდა ყოფილიყვნენ ტელეფონის ზარს არასდროს ტოვებდნენ უპასუხობ. -გაბრიელ?_სიმღერის ფონზე ძლივს გაარჩია იოანეს ხმა. -პარკის უკან გელოდები ლიანდაგთან, სასწრაფოა_მოკლედ მოუჭრა და გათიშული ტელეფონი ახლა სხვა ნომერთან დასაკავშირებლად გაანათა. რამდენიმე ადგილას გადარეკა და მოადგა კიდევაც უკან აქოშინებული ტყუპი. -გული გამისკდა, რა ჯანდაბა ხდება?_მუხლებზე დაეყრდნო იოანე ხელებით. -ვარჯიში გაკლია_ცივი სახით გამოხედა გაბრიელმა და თავით ორმოსკენ ანიშნა, თან ტელეფონით გაუნათა გზა -აჰა, შენ საჩუქარი. -ეს რაღაც ახალია?_ სახე შეეცვალა ბიჭს და უფრო მიახლოვდა ამოთხრილ ადგილს. -ალბათ_ძმას თვალი მოაშორა უფროსმა და ორმოს ჩახედა, საიდანაც ბიჭებს არც მეტი არც ნაკლები ადამიანს ფეხი შემოჰყურებდათ სპორტული ბოტასით შემკობილი. --------------------------------- გჯერათ აქ რომ ვარ? :დ არც მე :დ .... იმედია დაბრუნება გამომივა და არც ჩემ ერთგულებს დავვიწყებივარ, მოკლედ ჩემ სტილს ვერ ვუალატე, ისევ დეტექტივი და ისევ გამოძიებაში შეპარული სიყვარული. მოკლედ სამწუხაროდ ეს თავი ასეთი პატარა გამოვიდა. იმედია არ დამაღალატებთ და შემიფასებთ. მომენატრეთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.