შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყო,არის და.. (თავი 1)


3-07-2019, 16:35
ავტორი თუთი
ნანახია 1 122

ამბობენ დაწყება ყოველთვის რთულია,არ აქვს მნიშვნელობა რას ვიწყებთ, ყველაფერი რთულია.. ამ ისტორიის მოყოლაც რთულია,რადგან მასში არაფერი ყოფილა მარტივი,თუმცა უამრავი იმედგაცრუების ფონზე იყო ძალიან ბევრი ფერადი,მშვენიერი და უბრალოდ უზომოდ ბედნიერი წუთები..
ყველაფერი ჩემი დაბადებით დაიწყო,მაშინ როდესაც მისთვის გავჩნდი ამ ქვეყანაზე,თუმცა მას ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა,არ იცოდა რომ მისი მეორე ნახევარი მოევლინა სამყაროს,მაშინ,არც მე ვიცოდი,ვისთვის ან რისთვის მოვევლინე დედამიწას,მაგრამ ფაქტი ერთი იყო,მე მისი ვიყავი,ის კი ჩემი..
თბილისში დავიბადე,1988 წელს. თუთი ნაკანი .. მამამ შემირჩია სახელი ,დიდი ბებიის პატივსაცემად,როგორც ამბობენ საკმაოდ მკაცრი და ძლიერი ქალი იყო,რაც გავიზარდე მეც უფრო და უფრო მამსგავსებენ მას,როგორც ხასიათით ასევე გარეგნულად.. მაღალი ,თხელი,გრძელი ქერა თმით და მუქი შავი თვალებით..
ჩემი ოჯახი ყოველთვის კარგად ცხოვრობდა. დედა (ანეტა) და მამა ( საშკა) მუდმივად იმას ცდილობდნენ ყველაფერი მქონოდა,რადგან მათი ერთადერთი ქალიშვილი ვიყავი. ჩემზე მშობიარობა დედამ ძლივს გადაიტანა,თუმცა ამ ამბავს მისი ჯანმრთელობა შეეწირა და შესაბამისად დარჩნენ ასე ერთი შვილის იმედად..
მამას თავისი ბიზნესი აქვს შვეიცარიაში,დედას კი გადატანილი სტრესის შემდეგ აქციების რაღაც ნაწილი აჩუქა რომ მუდამ სახლში არ მჯდარიყო,დაკავებულიყო და რამენაირად თავისი ფიქრები სხვა საქმისკენ მიემართა . ეს კი პარალელურად იმას ნიშნავს რომ ძირითადად მარტო მიწევს ყოფნა,რადგან დროის უმეტეს ნაწილს ორივე მივლინებებში ატარებს რა თქმა უნდა გარშემო უამრავი საყვარელი ადამიანი მყავს,ბებია, ბაბუა და ჩემი მშობლების საუკეთესო მეგობრები ირინკა და ლეო. მათ ბავშვობიდან ვუყურებ ძალიან ახლოს არიან ჩვენს ოჯახთან.მათთან გავიზარდე ,ხშირად მიწევდა კიდეც მათთან დარჩენა ან დასასვენებლად წასვლა.მოკლედ რომ ვთქვათ ჩემი მეორე ოჯახია და რადგანაც არასდროს მყოლია და-ძმა, მათი ფუნქცია ამ წყვილის შვილებმა ნოამ და მაშომ შეითავსეს.. ნოა ჩემზე 2 წლით უფროსია ,მაშო კი ჩემზე ერთი წლით პატარა.. მათზე ახლობელი ცხოვრებაში არავინ გამაჩნია,თითქოს უამრავი ადამიანი მახვევია გარს ,მაგრამ ისინი ყველაზე ახლოს არიან..
ბავშვობაში ხშირად ჩავდიოდით ერთად ციხისძირში დასასვენებლად. მაშო საკმაოდ მშვიდი და ჰარმონიული ბავშვი იყო, ნოა კი პირიქით, მუდმივად მომართული იყო რაიმეს გასაფუჭებლად. მე კი რატომღაც გადავწყვიტე რომ მისთვის უნდა მიმებაძა და არა მაშოსთვის,ამიტომ ხშირად ვეხვეოდი ათას გაუგებრობაში ,თუმცა მაშინ ნამდვილად არ განვიცდიდი ამ ამბავს,ამიტომ დროთა განმავლობაში მე და ნოა განუყრელი და განუყოფელი გავხდით ერთმანეთისთვის..

ერთ დღეს მახსოვს,მე შვიდი წლის ვიყავი ,ნოა კი ცხრის . ზღვაზე ვისვენებდით ,ჩვენს სახლთან ახლოს ერთი ძალიან დიდი ხე იდგა .იქ ხშირად მივდიოდით და უამრავ საკითხზე დაუსრულებლად ვსაუბრობდით.ერთადერთი ადგილი იყო სადაც ის მშვიდად იყო და დიდი ადამიანივით იქცეოდა,შესაბამისად მეც..))) მაშინ მითხრა რომ როდესაც ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებდა აუცილებლად,აქ ამ ხესთან მოვიდოდით და სწორედ მე და ეს ხე შევიტყობდით ამ ახალ ამბავს პირველები. მაშინ გამეცინა და წარმოდგენაც არ მქონდა,ამ ბავშვს რა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეიძლებოდა დასჭირვებოდა ცხოვრებაში.მეგონა მუდამ ასეთ უდარდელ და თავგასულ პატარად დარჩებოდა. არ ვნერვიულობდი,არ მეფიქრებოდა,უბრალოდ მჯეროდა რომ დრო ვერაფერს შეცვლიდა ,ვერსად წაიღებდა ამ ღიმილს,რომელიც გვათბობდა და დღეებს გვიფერადებდა,თუმცა რა თქმა უნდა გავიზარდეთ და ყველაფერი შეიცვალა..



უცნაური დილაა,თითქოს რაღაც ახალი ეტაპი იწყება,პრინციპში თითქოს არა! მართლა იწყება..უნივერსიტეტის პირველი დღე..ახალია,ამაღელვებელი და სხვანაირი.დიდი ვარ ,მეტია პასუხისმგებლობა,არ ვიცი რა და როგორ იქნება,მოვეწონები იქ ადამიანებს?! ვიპოვნი ჩემს ადგილს? გამუდმებით ეს ორი კითხვა ბრუნავს ტვინში და სწორედ ამ დროს ისმის ჩემი მობილურის გამაყრუებელი ზარი,ნოაა..
_ თუთი,გარეთ ვარ ,გელოდები. აღარ შემოვალ ვაგვიანებთ..
_კარგი,გამოვდივარ..
სწრაფად გავაღე ჯერ სახლის,შემდეგ კი ეზოს კარი და მთელი სისწრაფით ჩავირბინე კიბეები,არ მინდოდა დამგვიანებოდა პირველივე დღეს.,ჩავხტი მანქანაში და ნოას ისე მოვეხვიე,თითქოს პირველად ვხედავდი,არადა უბრალოდ ძალიან ვიყავი შეშინებული, იმ უნივერსიტეტის სცენარით, რომელიც თავადვე დავდგი რაღაც კოშმარული ჟანრით..
_ თუთი გავიგუდე გამიშვიიი..
_არაუშავს არაფერი მოგივა,ვნერვიულობ,რომ არ გამოვიდეს ან რომ ვერ მოვერგო სიტუაციას?
_ მესამე წელია მანდ ვსწავლობ და მერწმუნე არც ეგეთი ჯოჯოხეთი არ არის, რაც დადგი და დახატე
_ხომ მნახავ ,ერთად ვიქნებით ხოო??
_კი შესვენებებზე შემოგირბენ და გნახავ ხოლმე
ამ დამშვიდების პროცესში დრო ისე გავიდა,აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი, რომ უკვე უნივერსიტეტის ეზოსთან ვიდექით შევათვალიერე სიტუაცია და დამერწმუნეთ იმაზე ბევრად უარესი მომეჩვენა იქაურობა,ვიდრე წარმოდგენილი მქონდა. ავტოსადგომი გადაჭრელებული იყო უახლესი ავტომობილებით,სტუდენტებიც აშკარად მოდის მიმდევარ სნობებად მომეჩვენნენ და მოკლედ სუნთქვა შემეკრა ნერვიულობისგან,მიუხედავად იმისა რომ არავისი არც ფული,არც მანქანა და მითუმეტეს არც ჩასაცმელი არ მაკვირვებდა ,თავს მაინც უხერხულად ვგრძნობდი,არასოდეს მინდოდა ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა ,არც აქ მინდოდა სწავლა ეს გადაწყვეტილება ჩემმა მშობლებმა მიიღეს რადგან ჩათვალეს რომ კერძო უნივერსიტეტში უფრო დაცულად და კომფორტულად ვიგრძნობდი თავს,თანაც მთავარი ის იყო რომ ნოაც აქ ეგულებოდათ.
სხვა გზა არ იყო ოდესღაც მომიწევდა მანქანიდან გადმოსვლა,ამ დროს გამიღო ნოამ კარი და ხელით მანიშნა გადმოდიო,მეც მორჩილად დავყევი მის ნებას ,გადმოვედი და დავადექი ასასვლელ გზას ეზოსკენ, რომელიც უსასრულოდ დიდი და დაუსრულებელი მეჩვენებოდა..
_თუთ აი ამ აუდიტორიიდან იწყებ დანარჩენს მერე გაგარკვევ
_ კარგი და შენ რომელში ხარ?
_ზემოთ სართულზე 207
_დამირეკე რომ გეცლება კარგი??
__მიდი მიყვარხარ და პირველივე დღეს ნუ მოაწყობ სკანდალს გთხოვ.)))
_ვეცდები..
ნოა შეტრიალდა თუ არა, დერეფნის ბოლოს, ვიდრე თვალს მიეფარებოდა ,შევნიშნე როგორ ჩამოეკიდა ეს ალქაჯი სალიტა კისერზე,თითქოს გუშინ არ ნახეს ბანუტაში (ბარია ფალიაშვილზე ,სადაც ეს სნობ კამანდა იკრიბება თითქმის ყოველ საღამოს და სამწუხაროდ მეც ვყვები ხოლმე მააგ გაუგებრობაში) ერთმანეთი..მოკლედ ეხლა ნამდვილად არ მცხელა მაგისთვის,წინ დიდი დღეა,გავიფიქრე და თამამად შევაღე აუდიტორიის კარი.
საოცრებაა არავინ მჭამს,უფრო მეტიც ზედაც არავინ მიყურებს . მშვიდად ავიარე საფეხურები და სულ ბოლოში მოვკალათდი ჩემთვის..
ცოტა ხანში ლექტორი შემოვიდა,დაახლოვებით ალბათ 50 წლის იქნება ,ქალბატონი ელენე ,ეს ორი სიმპათიური ახალგაზრდა კი წელს ამთავრებენ და როგორც ჩანს რაღაც პროექტის ფარგლებში დღეს ისინი ჩაატარებენ ქალბატონი ელენეს ლექციას.. ბიჭების გამოჩენა აუდიტორიაში და ეს რაღაც გამაყრუებელი ბზუილი ,ჩურჩული და გადაძახილები ერთი იყო,როგორც ჩანს მე სადღაც სხვაგან ვარ და რაღაც გამომრჩა,ვინ არიან ვფიქრობ და აი პასუხიც ჩემს გვერძე მჯდომი გოგონასგან(ანიკა)
_არ მჯერა რომ ჩვენთან შემოიყვანეს
_უკაცრავად მაგრამ ვინ არიან?
_შენ რა მეღადავები?
_არა ,მართლა მინდა ვიცოდე რა ხდება
_მარცხნივ ლექსო დგას ,მარჯვნივ კი გუგაა.ჩვენ გაგვიმართლა ვინც წელს ჩავაბარეთ,ერთი წელი მოგვიწევს ერთად სწავლა, წელს ეგენი ამთავრებენ.. გუგა გამარჯობას მაინც თუ გეტყვის, მერწმუნე ყველაზე სასურველი “მეგობარი” იქნები მთელს უნივერისტეტში ყველასთვის.
_გასაგებია,იმედია არ მომესალმება..

უკვე მთავრდებოდა ლექციები ნოამ რომ დამირეკა ,მითხრა რომ დაბლა მელოდებოდა ,ისე მინდოდა იქაურობას გავცლოდი, არც არავისთვის შემიხედავს,სწრაფად მოვკიდე ჩანთას ხელი და გამოვიქეცი დერეფანში,სწორედ ამ დროს გაისმა ეს საზარელი ხმა, .
_თუთიი
_გისმენთ (ნეტავ საიდან იცის რა მქვია?!)
_მე გუგა
_კარგია
მოვტრიალდი და წამოსვლა დავაპირე, როცა მისი ხმა ცოტა უფრო ახლოდან ჩამესმა..
_საღამოს დავლიოთ, ბანუტაში 10ზე
_მოსვლას არ ვაპირებ
_ბევრს დაკარგავ
_დასაკარგი არაფერია..
_ცდები
_ნახვამდის
აი ეხლა კი ავუჩქარე ნაბიჯს და სირბილით აღმოვჩნდი ნოასთან მანქანაში,ვერც მივხვდი ის გზა რანაირად გამოვიარე.._

_ რა სახე გაქვს პატარა? კარგად ხარ?
_ალბათ დღეს ყველაზე უსიამოვნო ადამიანი გავიცანი
_ვის გულისხმობ?
_გუგას
_))))) გქონდა ბედნიერება?!
თავი მისგან შორს დაიჭირე,ერთხელ მაგრად მოხვდა უკვე, ძალიან გთხოვ ამას მეორედაც ნუ გამაკეთებინებ..
აშკარად შევატყვე ნოას სახე,როგორ შეეცვალა და მხოლოდ ამის შემდეგ დავაკავშირე ეს ისტორია იმ ღამესთან,ნოამ მანქანა რომ დაამტვრია და ის ღამე ჩემთან გაათენა,მაშინ ხმა არ ამოუღია,მთელი ღამე ჩუმად ვისხედით,მხოლოდ იმის უფლება მომცა მისი რამოდენიმე ჭრილობა დამემუშავებინა.
სახლში მიმიყვანა,ერთმანეთს დავემშვიდობეთ და დავიშალეთ.
ემოციურად იმდენად გადღლილი ვიყავი,საძინებელში შესვლა და უგონო მდგომარეობის მიღება ერთი იყო,აზრზე მობილურის ზარმა მომიყვანა, ნოა იყო
_პატარა ,11 თვის ჩვენს ბარში მოდი თოკას დაბადების დღეა ხო გახსოვს და გველოდება ყველას
_აუუ ეგ მართლა აღარ მახსოვდა,არ მინდა მანდ მოსვლა ხომ იცი ვერ ვიტან მაგ ადგილს
_რას ვიზავთ სხვანაირად არ გამოდის,ვისაც იცნობ ყველა მანდ დადის და რა გამოდის მაშინ ყველასთან უნდა შეწყვიტო კონტაქტი..))) იქნებ მაშოს გამოუარო,მანქანა გაფუჭებული აქვს,მე სალიტას უნდა მივაკითხო და იქ გნახავთ მოკლედ.
_კარგი ..
ამ ყველაფერს მხოლოდ მაშოს გამო დავთანხმდი ,თოკაზე გიჟდება და ნოას გამო ხმას ვერ იღებს..)))) სასაცილოა ვინ უნდა შემიყვარდეს რომ ვერ ვთქვა და ხმა ვერ ამოვიღო,მითუმეტეს ვინმეს გამოო..))))) მოკლედ წამოვიზლაზნე საწოლიდან და მზადებას შევუდექი..
_მაშოოო გამო მოვედიი
_ორ წამში მანდ ვარ თუთს
მაშო ისეთი მორთულ-მოკაზმული გამოვიდა ,გინდოდა თუ არ გინდოდა, მაშინვე თვალში მოგხვდებოდა,ხოდა მიზანიც სწორედ ეგ იყო.. საბრალო თოკა, გავიფიქრე ჩემთვის..)) ♡♡ ულამაზესია ეს გოგო,ხოლო ომ ბიჭის საქმე წასულია დღეს..))
დათქმულ დროს ადგილზე ვიყავით,შევედით თუ არა მაშომ რა თქმა უნდა ის ეფექტი მოახდინა,რომელზეც ზუსტად რამოდენიმე წუთის წინ გესაუბრებოდით..ყველა მოგვაშტერდა,პრინციპში მე არა, მაშოს,თუმცა ერთ დაჟინებულ მზერას მაინც ვგრძნობდი ჩემი მიმართულებით,რომელიც სადღაც ქვეცნობიერში, ნერვს მიქანავებდა და ტვინში მირტყავდა..
_ მაინც მოხვედი? მიხარია
_შენთან არ მოვსულვარ
_შენი აქ ყოფნის სხვა მიზეზს ვერ ვხედავ
_სამწუხაროა
_პირიქით..რას დალევ?
_აქ დაახლოვებით 2 ან 3 საათი მომიწევს ყოფნა და ეცადე თვალებში არ გამეჩხირო
_ თორემ ნოას ეტყვი? ))))
_არა ნოა თავად შეამჩნევს და..
_ძვირფასო,ის ზედმეტად დაკავებულია იმისთვის რომ შენიშნოს, გარშემო რა ხდება,მისი გონება ,მზერა ეხლა მხოლოდ ერთი ქალბატონისკენ არის მიმართული და ალბათ დაზუსტება არ მჭირდება ვის ვგულისხმობ
_აუტანელი ხარ!
მოვიხედე და მივხვდი რომ სიმართლეს ამბობდა გუგა,ნოას ნამდვილად არ ეცალა ჩემთვის,მართალია მე ვერაფრით ვიგებდი ამ საშინელ ადამიანზე,რატომ იყო გადარეული ეს ბიჭი,თუმცა მე ვინ მეკითხებოდა,ის ბედნიერი იყო და მე მხოლოდ ეს მახარებდა.. მისი ღიმილი უზომოდ თბილი იყო,ჩემთვის მზე ამოჰყავდა მის სიხარულს და ეს სრულიად საკმარისი გახლდათ!
არ ვიცი როგორ, თუმცა რამოდენიმეჯერ კიდევ სცადა გუგამ ჩემთან დალაპარაკება ,მე კი მოვახერხე მისი თავიდან მოშორება და აი როგორც იქნა გავიდა ეს საღამო,მოვიდა შუაღამე და დაშლის დროც,მაშო საკმაოდ ნასვამი იყო ,მოვკიდე ხელი ,ჩავსვი მანქანაში და სახლში მივიყვანე,მერე კი მეც შინ დავბრუნდი. სულ რაღაც 10 წუთის ამოსული ვიყავი საძინებელში,კარზე ზარის ხმა რომ გავიგე,სწრაფად ჩავირბინე კიბეზე და აივნის მოაჯირზე აყუდებული ნოა დავინახე.გავაღე კარი,მივხვდი რომ რაღაც ვერ იყო რიგზე,საშინლად მთვრალი,სახლში შემოვიყვანე და იქვე დივანზე “მივასვენე”
_ნოა რა ხდება? ან აქ რა გინდა ან რა გჭირს?
__დღეს შენთან დავრჩები კარგი?
__რა თქმა უნდა,შენი საძინებელი დალაგებულია და შეგიძლია დარჩე,მაგრამ რა ხდება??
__ჩემს საძინებელში არა,შენთან მინდა
__კარგი,უბრალოდ მითხარი რა გჭირს
__მარტო ვერ დავრჩები,მჭირდები,უბრალოდ იყავი და არსად წახვიდე..
მივხვდი რომ არაფრის კითხვას აზრი არ ჰქონდა ,ხელი მოვკიდე,მეორე სართულზე ჩემს საძინებელში ავედით,საწოლზე ჩამოჯდა,მაისურის და ფეხსაცმლის გახდაში დავეხმარე, შემდეგ დაწვა და მეც გვერდით მივუწექი..ჩემს წინ იყო,ვუყურებდი და ვერ ვცნობდი,თითქოს სრულიიად განადგურებულია,რა დაემართა ,ვერც ვერაფერს ვეკითხებოდი,მხოლოდ ის შემეძლო სახეზე მოვფერებოდი,მაგრად ჩავხუტებოდი და უბრალოდ გავჩუმებულიყავი,მთელი ღამე ასე გავატარე მის ყურებაში და გამოფხიზლებაში, როცა კოშმარებს ხედავდა,ვერ ვხსნიდი მომხდარს ,არ მესმოდა რა სჭირდა 23 წლის ასაკში ნუთუ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს პრობლემა, რომელიც ამ მდგომარეობამდე მიიყვანს?! და თან მას? მთელი ღამე მხოლოოდ ამას ვეკითხებოდი საკუთარ თავს და ამ ფიქრებში მეც ჩამეძინა გამთენიისას.



№1  offline წევრი თუთი

ძალიან გამიხარდა თუ მოგეწონა..♡ მადლობა..მოვლენებიც ალბათ საიტერესოდ განვითარდება..ხვალ დავამატებ შემდეგ ნაწილს ..♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent