შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასიყვარულო თამაშები (თავი 1)


3-07-2019, 19:17
ავტორი sabah alkhyr
ნანახია 6 782

რა არის სასიყვარულო თამაშები?! უბრალოდ გეტყვით - ეს ყველაფერია, უბრალო ღიმილით დაწყებული და საწოლით დამთავრებული. აი იის არა, გოგო და ბიჭი ერთმანეთს რომ გაიცნობენ და პირველი პაემნისთანავე რომ აქვთ ხოლმე, არამედ ის რაც ნამდვილი სიყვარულის შემდეგ მოდის ხოლმე. სასიყვარულო სექსი.
შეხვედრა, გაცნობა, პაემანი, სიყვარული და იმედგაცრუება, ცოტა თუ იტყვის მე ეს ყველაფერი არ გამომივლიაო, ან იმედგაცრუება არასდროს მიგრძვნია ,, ჩემი კაცისგანო“, მაგრამ იმათ ვინც გამოიარეს ეს ტკივილი?!...
იმედგაცრუება ტანისსამოსზე დარჩენილი ცხიმიანი ლაქასავით გასდევს ჩვენს ცხოვრებას, რომ არ გინდა და მაინც ხდება, თითქოს დაგეგმილიაო, მაგრამ ვერ ხვდები ვისგან. ყველაფერი ღმერთის ნებააო რომ ამბობენ, არ დაუჯეროთ, ღმერთის კი არა ადამიანების უსიყვარულობის ბრალია, თორე ღმერთი არ ზის და სიას არ წერს ,, დღეს ვინ ვის უნდა გაუცრუოს იმედი და გაუტეხოს გული“.
წარმოიდგინეთ აი ის მომენტი, არცთუ ისე ცოტა ხნის შეყვარებულები რომ ხართ, ყველანაირი გეგმა გაქვს დალაგებული, უკვე საქორწილო კაბებს ათვარიელებ, ქორწილს თავი დაანებე, უკვე ბავშვის სავარაუდო სახელებიც რომ მოფიქრებული გაქვს და უცბად ხელის ერთი მოსმით დაგინგრევენ სიფრიფანა, თითქმის გამჭვირვალე კედლებისგან აშენებულ ოცნებებით სავსე სახლს.
საყვარელ ადამიანს ღალატს აპატიებდი?! - მძიმე შეკითხვაა, ვერც კის ეტყვი და ვერც არას, სანამ საკუთარ თავზე არ გამოსცდი ყველაფერს. ან კიდევ ერთი კითხვა - საყვარელ ადამიანს შენთვის უღალატია?(იგულისხმება: ქმარი, ცოლი, შეყვარებული)- ჯერ ესერთი რა შენი საქმეა და მეორეც რომ ეღალატა რატომ უნდა გაგიმხილო, ასე ხომ ჩემს ღირსებასაც ეხება ტალახიანი ფეხი... ერთი სიტყვით ღალატი საშინელებაა, ცხოვრებას რომ ბოლო წამამდე გიმწარებს, ისეთი საშინება.
მოკლედ ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო...
წყნეთის გზაზე მდებარე მდიდრულ ვილაში, მდიდრული წვეულება იმართებოდა. გარეთ აუარებლად წვიმდა, აუარებელ წვიმაში ტყავის ქურთუკში გამოწყობილ მძღოლი შევროლეტ კამარო SS აუარებელი სიჩქარით მიაქროლებდა და თან მყრალ ბალახს გამეტებით ეწეოდა. კამარო, ბორბლების ღრჭიალით, სახლის წინ გაჩერდა და ძრავი გათიშა, ჩამქვრალ ძრავასაც ისეთი გუგუნი გაჰქონდა, თითქოს ახლახანს ჩაევლო სატვირთო მატარებელს. მანქანიდან გადმოსულმა მძღოლმა ს ბოლო ნაფაზი დაარტყა, კვამლი ფილტვებში ჩაიგუბა და ნამწვი სადღაც სიბნელეში მოისროლა. მანქანას სახურავზე ხელი გადაუსვა, ,,ყოჩაღ ჩემო გოგოვო“ შეაქო და და ტანის უცნაური რწევით ,,ვილაში“ შეალაჯა. მოსამსახურეს სველი ქურთუკი გაუწოდა და ჰოლში შევიდა.
-ოოჰ, გაბრიელ, ჩემო მეგობარო, უკვე იმედი მქონდა გადაწურული, რომ მოხვიდოდი. როგორ გიკითხოთ ბატონო გაბრიელ.
-მე კარგად ვარ ბატონო გიორგი, თქვენ როგორ ბრძანდებით? - მეგობრულად ჩამოართვა ხელი და გადაეხვია მონატრებულ მეგობარს.
-კიი გეტყობა რომ კარგად ხარ, განსაკუთრებით თვალებზე. ისევ ეწევი ხო?
-აუუ, თუ ძმა ხარ რაა, დედაჩემივით არ დაიწყო ახლა, ქალი მგონი ჩემს შესაფერის კუბოს ეძებს უკვე. ჰგონია რომ ვკვდები,-ვისკის ჭიქა ხელიდან გამოართვა მეგობარს და მოიყუდა.
-შენ ისე შვები ცოტახანში მეც დავეხმარები დედაშენს კუბოს შერჩევაში, და მერე ნახე ზალაში კრუგებს რომ დაგირტყავ სიცილით.
-სიცილით რატო ეე, - იწყინა გაბრიელმა და ვისკის კიდევ ერთი ჭიქა მოიყუდა.
-გახსოვს რამდენი ხანია რაც ეწევი?, - თემა შეცვალა გიორგიმ და ჭიქაში მძაფრსუნიანი, მძიმე სასმელი დაისხა.
-მახსოვს, - ამოიმღერა გოგოების თვალიერებით გართულმა გაბრიელმა და ერთ-ერთ მათგანს თვალი ჩაუკრა, როცა გოგონამაც თვალის ჩაკვრით უპასუხა, ნიშნისმოგებით გაიცინა და ცარიელი ჭიქა გიორგის მიაწოდა მისთვის თვალმოუშორებელმა.
-როდის დაიწყე?
-მაშინ როცა, - სიტყვა ენაზე მიეყინა, როცა ბართან მდგომი ნაცნობი სილუეტი დალანდა. თვალები ააფახულა მოწევისგან ჰალუცინაციები ხომ არ დამეწყოო, მაგრამ ის ისეთივე რეალური იყო, როგორც გიორგის მიერ გაწვდილი ჭიქა, - დავტოვე, - აღმოხდა მოულოდნელად და მაღალ მაგიდას დაეყრდნო სხეულგაყინულმა. ძველმა გრძნობებმა გაიღვიძეს მის გულში და დაიყვავილეს.
-რა დატოვე?, - გაკვირვებით ჩაეკითხა გიორგი და პასუხი რომ ვერ მიიღო მეგობრის მზერას გააყოლა თვალი, - ლამაზი გოგოა არა? გაბრიელ შენ გეუბნები ლამაზია თქო არა? - გაუმეორა ისევ და ხელში სწვდა და შეანჯღრია გონზე მოსაყვანად.
-ჰაა? ჰოო. ლამაზია. ძალიან ლამა…
-არ გირჩევ,-სიტყვა შეაწყვეტინა მეგობარმა,-ფულზე არ იყიდება.
-შენ რა იცი?, - სახეგაბადრულმა, გოგონასთვის თვალმოუცილებლად ჰკითხა ზურგსუკან მდგარ გიორგის.
-ბევრმა სცადა, ერთხელ მეც ვცადე, მაგრამ… ხომ ხვდები არა? შეყვარებული მყავსო თუ რაღაც მაგდაგვარს იძახდა, არადა ყველამ ვიცით, რომ არ ჰყავს. უბრალოდ არ უნდოდა რაა. მემგონი ერთადერთი პატიოსანი გოგოა მთელს კომპანიაში.
-რაზე მუშაობს? - გაკვირვებით გახედა მეგობარს.
-ჩემი ძმის მდივანია.
-სულ პატარა დავტოვე, - ჩაიჩურჩულა გაბრიელმა, მაგრამ გიორგის სმენას მაინც მისწვდა სიტყვა,, დავტოვე".
-ღმერთი თუ გწამს გაბრიელ, მაგ სიტყვას უკვე მეორედ ამბობ, რა დატოვე, ვინ დატოვე.
-ამ სახლში თავისუფალი ოთახები არის?, - თითქოს არც გაუგონია მეგობრის ნათქვამი, სიტყვა ბანზე აუგდო.
-დაანებე ძმაო მაგ გოგოს თავი, რამე შარში არ გაეხვა.
-არის თუ არა, - მრისხანება შეეპარა ხმაში.
-მეორე სართული, კიბიდან მარცხნივ მესამე კარი…

----
-ხომ არ მოიწყინეთ ქალბატონო? დაგისხათ კიდევ? - ჭიქის წმენდით გართული ბარმენი გოგონას მიუახლოვდა და გაუღიმა.
-მოვკვდი მოწყენილობით, სრული იდიოტიზმია,-მობეზრებულმა და ნასვამმა მუშტს თავი ჩამოსდო და ჭიქის პირზე თითის ტრიალს მოჰყვა.
-უფლება არ მაქვს დაგეთანხმოთ, მაგრამ…,- გოგონასკენ გადაიხარა და ტუჩები თითქმის ყურთან მიუტანა, - მართლაც სრული იდიოტიზმია, - სუნთქვა შეპარული სიტყვები მიელამუნა ყურზე, - ნახევარ საათში ვრჩები ჩემს ცვლას და თუ გინდათ გავისეირნოთ, - თვალი ჩაუკრა ბარმენმა და ჭიქა მწარე სასმლით გაუვსო.
-შენ რა გინდა გამალოთო?, - ნაძალადევი ღიმილით შეხედა ბიჭს და არყის ჭიქა სულმოუთქმელად მოიყუდა, - ერთი ჭიქაც და უკვე მთვრალი ვარ, - პანიკურად აკისკისდა და ბარმენს ხუჭუჭებში ხელი შეუცურა, - არა გატყუებ უკვე მთვრალი ვარ.
-კიდევ ერთს დაგისხავთ და მალე ხასიათზე მოხვალთ, გინდათ? - თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ერთი წუთით გავალ და მოვალო დაუბარა. ძლივს ჩამობობღდა ბარის მაღალი სკამიდან და ბანცალით გაუყვა საპირფარეშოსკენ მიმავალ გზას.
ამდენი დიდი ხანი იყო რაც არ დაულევია და ახლა თავს საკმაოდ ცუდად გრძნობდა. გრძნობდა მის მუცელში ლიმონის ნაჭრები როგორ დაცურავდნენ არყისგან შემდგარ ზღვაში და გულისრევამ წამოუარა. ძლივს ბანცალა სირბილით მიაღწია, საპირფარეშოს კარი მუჯლუგუნით შეაღო და უნიტაზს თითქმის ჩაეხუტა. შვება იგრძნო.
---
მამაკაცი კართან იდგა და ელოდა. წითურ, გრძელ წვერს აწვალებდა და დროდადრო ნერვიულად გადაისმევდა ხოლმე კიკინადამაგრებულ თმაზე ხელს. დიდი ხანი იყო გასული, რაც ქალი შევიდა, მაგრამ აღარ გამოვიდა. უკვე ფიქრობდა, რომ ცუდად იყო და შესვლას აპირებდა, როცა კარი ღრჭიალით გაიღო და სახეწაშლილი გოგონა გამოვიდა. მაკიაჟის შიგნიდანაც კი შეამჩნია მამაკაცმა მისი გაფითრებული სახე. ძლივს გაჭირვებით გაახილა აქამდე დახუჭული თვალები და მამაკაცის ნაცნობი სილუეტის დანახვისას ყრუ ყვირილი აღმოხდა დაბუჟებული პირიდან.
გაბრიელმა პირზე ხელი ააფარა და ძალდატანებით აათრია მეორე სართულზე, როგორც გიორგიმ უთხრა მესამე ოთახი ცარიელი დახვდა. გოგონა შიგნით შეაგდო, კარები გადარაზა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო.
-რას აკეთებ გაგიჟდი? - ძლივს აღმოხდა დაუძლურებულს და აქამომდელი მცდელობა მისგან თავი დაეღწია უბრალოდ ბავშვურ მცდელობად ჩათვალა, - ახლავე მომეცი გასაღები, - მამაკაცის ჯიბეს წაეპოტინა და გასაღების ამოცლა სცადა, როცა ხელები თავს ზემოთ გაუკავეს და კედელზე ააყუდეს, - ახლავე გამიშვი.
-ის ბიჭი ვინ იყო, - გრძნობაამოყოლებული სიტყვები ამოუშვა მის ყურის ძირში, და კარგად გვარიანად მოწეული და დალეული გრძნობდა, როგორ ევსებოდა სხეული სხვადასხვა სურვილებით.
-ვინ ბიჭი, - გაიბრძოლა ისევ და თავსზემოთ აკრობილი ხელები დაბლა ჩამოწია, მაგრამ მამაკაცის მკლავებიდან თავი მაინც ვერ დააღწია,-გაბრიელ გამიშვი, გაგიჟდი?-კიდევ ერთი მცდელობა მისგან თავის დაღწევისა ამაო აღმოჩნდა, მამაკაცის ნავარჯიშევი მკლავებისგან, სასმლისგან მოდუნებული და დაბუჟებული სხეული ვერ გაითავისუფლა.
-ის პიდარასტი ვინ არის თქო ანა, გეკითხები,-სიბრაზე გაკრთა მის ხმაში, - მესამედ ნუღარ მაკითხვინებ იგივეს, ხომ იცი არ მიყვარს გამეორებები.
-ხოდა ნუღარ იმეორებ და გამიშვი,-ხელი ჰკრა მკერდზე და ოდნავ გაწია, მაგრამ ვერაფერი სამსახური გაუწია, წელზე შემოხვეულმა ხელებმა ადგილი შეუნაცვლა და ახლა მაგიდაზე მიაყრდნო, - გაბრიელ გამიშვი. შენ საერთოდ რა უფლება გაქვს ჩემთან რომ მოდიხარ, მეხები და ეჭვიანი შეყვარებულივით რაღაცის ახსნას მთხოვ?რა უფლება გაქვს ამიხსენი. ოთხი წლის წინ გაქრი, ახლა მეცხადები და კიდევ მე მთხოვ რაიმეს ახსნას? კიდევ ჩემთან გაქვს პრეტენზიები? - ხმას უმატა ანამ და ყოველი წინადადების მერე მკერდში მუშტს გამეტებით ურტყავდა, - რისი უფლება გაქვს ერთი ჩემთან? ჩემი მამა ხარ, ძმა ქმარი თუ შეყვარებული. შენ არც ერთი ხარ, წარსული ხარ, ყოფილი შეყვარებული ხარ.
-მაგ სიტყვას ვერ ვიტან ხომ იცი, - მრისხანებით გამოსცრა კბილებს შორის.
-ოოჰ, ბატონო გაბრიელ, რაც ფაქტია იმას გეუბნები, შენ ხარ ყოფილი შეყვარებული, რომლის ყოლასაც მთელი არსებით ვნანობ.
-არ თქვა თქო გითხარი. შენი წარსულიც მე ვარ, აწმყოც და მომავალიც მე ვიქნები, გასაგებია?
-რა უფლებით. რა უფლებით მეუბნები მაგას, რა უფლებით მიდგეხარ წინ და მომავალზე მელაპარაკები. რა მომავალი გაბრიელ, მე და შენ მომავალში არასდროს ვიარსებებთ. მე ჩემი ცხოვრება მაქვს, არ ვაპირებ შენი სენი ისევ შემეყაროს. შენ ყოფილი ხარ, ყოფილი შეყვარებული, გესმის? იმის მერე დიდი დრო გავიდა და მე შენ აღარ მიტვარხარ.
-ყოველთვის ცუდი მატყარა იყავი და ახლაც ასეა, - ყურს უკან შავი, დატალღული თმა გადაუწია და გრძნობაამოყოლებული სიტყვები ჩასჩურჩულა, - შენ მხოლოდ ჩემი ხარ ანნა, - გოგოს გააჟრჟოლა, ყოველთვის როცა იჩხუბებდნენ, გაბრიელი ასე შემოირიგებდა ხოლმე. იცოდა, რომ გაბრიელთან სუსტი ხდებოდა, სუსტი არსება, რომლის დამორჩილებაც გაბრიელის გარდა ვერავინ შეძლო.
-გაბრიელ შეწყვიტე, გთხოვ, - იგრძნო როგორ აუწითლდა სახე და აუხურდა სხეული ყელზე ამობურცულ ძარღვს ვნებიანი ტუჩები რომ შეახო გაბრიელმა, - ის დრო აღარ არის… მორჩა… დასრულდა…, - გრძნობებითგათანგულმა სვენებ- სვენებით წარმოთქვა, სხულში სისუსტე იგრძნო და რომ არა მამაკაცის ძლიერი ხელები იატაკზე მოადენდა ზღართანს.
გაბრიელის ვნებიანმა კოცნამ ისედაც სასმლისგან მოდუნებული სხეული უფრო მეტად მოუდუნდა და ახლა სრულიად აკრული ჰყავდა მამაკაცს. როგორ მონატრებოდა ეს ტუჩები, მისი ეს შეხება, მისი სუნთქვა და უცვლელი სურნელი, რომელიც ადრე ჭკუას აკარგვინებდა ხოლმე. მისი მოფერება, გამხდარ სხეულზე გამოჩრილ ხერხემლის ძვალს რომ დაუყვებოდა ხოლმე. იცოდა, როგორც უნდა მოჰფერებოდა ანასთვით ყველანაირი შიში და კომპლექსი რომ მოეხსნა და ამას ახერხებდა კიდეც, მთელი არსებით მისკენ რომ იყო გადართული.
ახლაც იმავეს აკეთებდა გაბრიელი, მონატრებულ სხეულზე ეფერებოდა, ყელს და ბაგეებს უკოცნიდა, სავსე მკერდზე ეპოტინებოდა და ნასვამი გოგონას უსუსურობას თითქმის სათავისოდ იყენებდა. კიდევ ერთხელ დაუარა ტანში გრძნობამომატებულმა ჟრუანტელმა და ვერც კი მიხვდა ისე აღმოჩნდა მაგიდაზე, გაბრიელი კი მის ფეხებს შორის.
კაბის ელვა ზრიალით ჩაეშვა ქვევით და მის წელზე მამაკაცის ხელები ამოძრავდა. მოულოდნელად შემოეძარცვა მის სხეულს წითელი გაშლილი კაბა და საცვლებისამარა დარჩა სურვილისგან გაავებული მამაკაცის წინაშე.
-ღმერთო, ანა, როგორ აღმაგზნებ… წითელი?! ეს აუცილებელი იყო? - მის თითქმის მოშიშვლებულ მკერდს კბილები გამეტებით ჩაასო და მოსწყდა კიდეც ქალის ბაგეს ერთდროულად ტკივილისა და სიამოვნებისგან გამოწვეული კვნესა.
მის ბაგეს მწყურვალივით დაეწაფა, თითქოს ჯერ არასდროს გაეკეთებინოს ეს. გამეტებით და ამავე დროს ვნებიანად ჩაჰფრენოდა მის ბაგეს და წამიერი ამოსუნთქვის გარეშე კოცნიდა. სიამოვნებისგან შეაცურა მის რბილ წვერში ხელი, წვერიდან თმაზე გადაინაცვლა და შეკრული თმა გაუხსნა, ყოველთვის უყვარდა მის თმაში თამაში, გაბრიელს კი აგიჟებდა ეს და გრძნობებს ძლივს თოკავდა რაიმე რომ არ დაეშავებინა საყვარელი ქალისთვის.
გაბრიელის მარცხენა ხელი ანას თეძოზე ედო და წელზე იკრავდა, მარჯვენა კი ისე მოხერხებულად დაცურავდა გოგონას ზურგზე, და ისევე მოხერხებულად გახსნა ბრა და ოთაცის უშორესი კუთხისკენ მოისროლა. სირცხვილშეპარულმა ანამ ხელები მკერდზე აიფარა და ლოყებაწითლებულმა კმაყოფილებისგან მომღიმარ მამაკაცს წამწამებსქვეშიდან გახედა. ღილები ბოლომდე არც კი გაუხსნია, ისე გადაიძრო უცნაური ფორმის პერანგი, ანა მუცელზე შეისვა და საწოლზე გადაინაცვლა. უფრო მეტად ვნებიანად დაუწყო მოფერება ძველ სიყვარულს, რომლის მიმართ გრძნობები ახლახანს ისევ გაღვიძებულიყო და ჯერ კიდევ იფურჩქნებოდა. ტუჩებიდან ყურზე, ყურიდან ყელზე, ყელიდან მკერდზე და მუცელზე გადაინაცვლა და ყველგან თბილი კოცნა დაუტოვა. სიამოვნებისგან ყრუ კვნესა აღმოხდა კოცნით ჭიპს დაბლა რომ ჩააღწია, მაგრამ ანას წინააღმდეგობის გამო ისევ ზევით მოუწია ასვლა.
ოთახში ჰაერი აღარ მოძრაობდა, წყვილი კი ერთმანეთს უნაწილებდა ჟანგბადს. ოფლისგან დაცვარულ კისერსა და ყელზე წვეთები წურწურით ჩამოსდიოდა მამაკაცს და გზად მიმავალი თმის ღერებს იკრავდა. სიამოვნებისგან მძიმედ ამოისუნთქა, როდესაც ანას ცივმა ხელებმა მისი თავიდან წელამდე ჩააღწია. გრძნობაში ჩათრეული გოგო გრძნობდა, როგორ აწვებოდა სხეულზე სიმძიმე, მაგრამ ვერაფერს ახერხებდა ვნება აშლილი, ბოლოს მაშინ მოეგო გონს, როცა გაბრიელი ფეხებს შორის მოექცა და შარვლის ქამრის გახსნა დაიწყო. მის დასაქმებულ ხელს წაეპოტინა გასაჩერებლად, მაგრამ გაუკავეს, ამიტომ ძლივს გასაგონად ამოიკვნესა, და მუდარა ჩამდგარი თვალები გაბრიელს შეანათა.
-გაბრიელ გაჩერდი, - ცრელები წასკდა და შვებით ამოისუნთქა, როცა მამაკაცის მხოლოდ ქამარი დაინახა გახსნილი, - ეს შეცდომაა, არ შეიძლება გაბრილ. ეს დიდი შეცდომაა,-წამოიკვნესა და მკერდზე ხელისგულებით მიაწვა, - ადექი გთხოვ.
-კარგი, კარგი, დამშვიდდი. დამშვიდდი, - სუნთქვააჩქარებულმა მძიმედ ამოიხვნეშა და ნაზ ყელზე ტუჩები შეახო.
იმდენად უმძიმდა იმის გაანალიზება, რომ უნდა გაჩერებულიყო, რომ მის მხურვალე სხეულს ერთი წამითაც ვერ შორდებოდა და ყელსა და ლავიწზე დროდადრო სველ კოცნას უტოვებდა. ახლა ხვდებოდა, რა დიდი სისულელე ჩაიდინა მაშინ, როცა დატოვა და წავიდა. ანას უარი სქესობრივ კავშირზე გახდა მისი წასვლის მიზეზი, იმას კი ვერ მიხვდა, რომ ჯერ კიდევ ბავშვი იყო და ეშინოდა. არადა შეეძლო მისთვის ცოტაოდენი დრო მიეცა და მზად რომ იქნებოდა ყველაფერი მისი ნებით მომხდარიყო, მაგრამ ამაზე ფიქრი უკვე გვიანი იყო, წარსულს ვეღარ დააბრუნებდა.
-არ მინდა, რომ გაგიშვა, არ მინდა რომ წახვიდე, - ანას გასაკვირად მის ლოყაზე ცრემლი დაგორდა და მის წვერს შეერია. გაბრიელი ტიროდა, - იმხელა შეცდომა დავუშვი მაშინ… გამოსწორებას შევძლებ? მინდა ყველაფერი გამოვასწორო და დაგიბრუნო, მითხარი მააქვს ამის შანსი?
-გაბრიელ გთხოოვ, - ცრემლებს ვეღარ იკავებდა ანა და უკვე ვეღარც გრრძნობებს ახშობდა გულში. იმხელა სურვილი ჰქონდა ამაღამ მისი გამხდარიყო და ამავე დროს სურვილი, რომ გაბრიელი გაეჩერებინა, უკვე სიგიჟის ზღვარზე გადიოდა,-ამას ნუ მიკეთებ.
-რას ანა, რას? რას ნუ გიკეთებ, - ყურის ძირში მსუბუქი კოცნა დაუტოვა, სუნთქვა აუჩქარდა ანას ხელი მის თმაში რომ შეძვრა და კისრიდან ხერხემასლ ჩაუყვა. სიამოვნებისგან გააჟრჟოლა, - ნუ მაგიჟებ, - მის მკერდს ხელით წაეპოტინა და ვნებით დაუკოცნა, - ვცდილობ გავჩერდე, შენ კი უარესს მიშვები, შეწყვეტის საშუალებას არ მაძლევ, ვნებას უფრო მეტად მიღვიძებ. მეგონა შენს მიმართ აღარაფერს ვგრძნობდი, მაგრამ ძალიან შევცდი, მწარედ შევცდი.
-გაბრიელ ადექი ქთხოვ, - მამაკაცი გვერდზე გადაბრუნდა და ქალს თავისუფლება მისცა. ანა ემბრიონის ფორმაში იწვა და გაყინულ სხეულზე აკანკალებულ ხელებს იხვევდა. მოულოდნელობისგან შეცბა, როცა მამაკაცი შიშველ ზურგზე მიეკრო და სითბო გაუნაწილა. სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა, სრულიად მოეშვა და მამაკაცის ძლიერ მკლავებს მიენდო, - რატომ წახვედი?!, - სრუტუნით ჰკითხა და მხრებზე მოხვეულ ხელს ტუჩები შეახო.
-ვწუხვარ, არ მინდოდა წავსულიყავი, მაგრამ… სუსტი ვიყავი… გავბრაზდი უარი რომ მითხარი და სხვასთან წავედი.
-იმიტომ წახვედი, რომ უარი გითხარი?, - მამაკაცის მკლავებში დატრიალდა და მკერდით აეკრა, წვერს მოფერება დაუწყო.
-არა, იმიტომ წავედი, რომ… იმიტომ, რომ… საკუთარი თავის პატიება ვერ შევძელი, შენზე ძალის გამოყენება რომ ვცადე… მაგრამ სი*ივით მოვიქეცი ყველაფრის უთქმელად რომ წამოვედი. უბრალოდ არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, მეგონა, რომ არასოდეს მაპატიებდი.
-მე რატომ არ მკითხე?
-ხომ გითხარი, შემეშინდა. შემეშინდა, რომ არ მაპატიებდი.
-და შენ თვითონ გადაწყვიტე, რომ წასულიყავი? - თავი ჩარგო მის წვერში და ნიკაპზე აკოცა.
-ძალიან მშიშარა ვარ,-ტუჩის კუთხეში ნაჩვრეტი მიიხატა და მწველ ბაგეს დაეწაფა.
-მე იცი როდის შემეშინდა? - სუნთქვაამოყოლებული ჩურჩული მოსწყდა მის ბაგეს, - როცა წახვედი და გავაანალიზე, რომ მარტო დავრჩი უსასრულობაში. მამაჩემის სიკვდილის შემდეგ შენ ერთადერთი იმედი და საყრდენი იყავი ჩემს ცხოვრებაში, მოულოდნელად ხელებიდან გამომეცალე და მეც დავეცი. წამოდგომა ძალიან გამიჭირდა, დეპრესია დამეწყო, დედაჩემმა ნერვოპათალოგთან წამიყვანა და ნერვული აშლილობა დამიდგინდა. წელიწადზე მეტი დამჭირდა საღ აზროვნებას რომ დავბრუნებულიყავი და დღეს იმაზე კარგად ვარ ვიდრე ვიყავი, უფროსწორად დღემდე ასე მეგონა. დღეს კი…, - ცრემლები წასკდა და უხილავმა ბურთმა სიტყვა შეაწყვეტინა. გაბრიელს გულზე ჰყავდა ახუტებული და თმაზე ეფერებოდა. ძლივს შეძლო სულის მოთქმა და სათქმელის დასასრულებლად ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა, - ახლა კი არ ვიცი როგორ ვარ, უნდა მიხაროდეს თუ არა ვერ ვხვდები, მგონია, რომ უსასრულობაში დავიკარგე და გზას ვერ ვიპოვი გამოსასვლელად. მეშინია.
-მე გამოგიყვან, - ესღა ამოთქვა წუთიერი დუმილის შემდეგ,-მომენდე,მინდა,რომ ისევ ისე მენდობოდე, როგორც უწინ.
-არ ვიცი…
-დამიბრუნდი, - სიტყვა შეაწყვეტინა გაბრიელმა, თავი ზევით ააწევინა და კუნაპეტი ღამესავით შავ თვალებში ჩახედა, - მინდა, რომ ისევ ჩემთან იყო. ოთხი წლის განმავლობაში ვგრძნობდი, რომ რაღაც დიდი დანაკლისი მქონდა და ახლა ვხვდები რაც მაკლდა, შენ მაკლდი ანა. დამიბრუნდი გევედრები და გეფიცები არასოდეს წავალ შენი ნების საწინააღმდეგოდ, არასოდეს გავაკეთებ იმას რაც შენ არ გინდა, არასოდეს გატკენ, გეფიცები,- გოგონას ღამეულ თვალებში ცრემლი კიაფობდა. გული დათანხმებას სთხოვდა, გონება კი… ბოლოს, როგორც იქნა მოაბა სათქმელს თავი და უნდა წავიდეო გაბრიელს განუცხადა.
-ანნა, - ჩვეული მოფერებითი სახელი წარმოთქვა.
-გაბრიელ გთხოვ არ გინდა, გამიშვი, - მკერდზე ხელისგულებით მიაწვა და მისი მკლავებისგან გათავისუფლებას შეეცადა.
-არ გინდა ანნა, გთხოოვ, ნუ მტანჯავ, - წამოიწია და მის მკერდს ზევიდან მოექცა, - ვიცი, რომ ჩემგან წასვლ არ გინდა, მაგრამ მაინც არ აღიარებ.
-გაბრიელ.
-ანნა.
-გაბრიელ გამიშვი.
-ანნა გთხოვ.
-გაბრიელ გამიშვი, - შიშმა და სასოწარკვეთილებამ გაიჟღერა მის ხმაში და თვალებიც შიშიანი ცრემლებით აევსო. მამაკაცის მკლავებში მოკანკალე, უსუსური არსება იწვა და მთელი ძალით, მაგრამ მამაკაცისთვის უბრალოდ,, თითის შეხებით", ცდილობდა წელზე შემოვლებული მარწუხებისთვის როგორღაც თავი დაეღწია. ლამაზი სახე მთელი გრძნობებით დაუკოცნა და ღაწვებზე ჩამომდინარე ცრემლები ტუჩებით შეუშრო. თვალები, გრძნობებით სავსე წერტილს რომ მიუახლოვდა და ჩახედა, უეცრად ადგილზე გახევდა, უბრალოდ იწვა და შიშიან, სევდიან, სასოწარკვეთილ და ამავდროულად ვნებიან, მოსიყვარულე და სიამოვნებისგან აღსავსე კუნაპეტი ღამესავით თვალებში ჩაჰყურებდა. ვერაფრის თქმა ვერ შეძლო, წამოდგა და საწოლის კიდეზე ჩამომჯდარმა, მუხლებზე იდაყვებდაყრდნობილმა ხელებში ჩარგო თავი. ანას უნებლიე სლუკუნი აღმოხდა და პირზე ხელები აიფარა მამაკაცს, რომ არ გაეგო, მაგრამ გაბრიელის ყურს მაინც მისწვდა. გვერდულად გახედა, ხელი მისკენ გაასრიალა, რომ შეხებოდა და დაემშვიდებინა.
-ადექი, ჩაიცვი, სახლში წაგიყვან, - ესღა წარმოთქვა და ბალიშზე დაყრილ გრძელ, რბილ კურულებს ხელი ნაზად გადაუსვა.
ანას გრძელი თმა მისი სისუსტე იყო. ამ შეხებამ წარსულში გადაიყვანა და გაახსენდა რა რეაქცია ჰქონდა ანას მოკლედ შეჭრილ თმაზე.
"ეს რა არის?" - ჰკითხა გაბრაზება შეპარული ხმით და ანას თავზე შეკრული კოსა გახსნა.
"ტადაამ, თმები შევიჭერი, ხომ მიხდება?" - ბავშვივით გაიცინა ანამ და საყვედურების მოლოდინში თვალები მთელი ძალით დახუჭა.
"გაგიჟდი ხო? რა უქენი გოგო თმას, ბარემ მთლიანად გადაგეპარსა"-განრისხება შეეტყო ხმაში და მრისხანე ცეცხლის ალები აკიაფდნენ მის მწვანე თვალებში.
" მაგაზეც ვიფიქრე სხვათაშორის", - თვალი ჩაუკრა გოგონამ და ტუჩებზე მიეკრო, - "მაგრამ მერე გადავიფიქრე".
"მეღადავები ხო? რა უქენი გოგო ამ სიგრძე თმას, რამდენჯერ გითხარი თმის შეჭრა არ გაბედოთქო, ყოველთვის ჩემს წინააღმდეგ რატომ მიდიხარ"
"ყოველთვის შენს წინააღმდეგ რატომ მივდივარ, "- წარბი შეკრა და გრძელი წამწამების ქვეშიდან ამოხედა, -" ჩემი თმაა და რასაც მინდა იმას ვუზამ, შენ რომ თმას იჭრი მე რატომ არ მეკითხები? "
" გოგო ნუ მაგიჟებ ახლა, მე და შენ ერთნი ვართ? მე ბიჭი ვარ და მოკლე თმა უნდა მქონდეს, შენ გოგო ხარ და… ხვალვე მიხვალ იმ სალონში და ეტყვი ყოველი მოჭრილი თმის ღერი უკან მიგაწებონ. "
" ხოოო, აი ახლავე დავრეკავ და ვეტყვი-იცით რაა, ჩემს შეყვარებულს ჩემი ახალი ვარცხნილობა არ მოეწონა და ჩემი თმა უკან მიმაქვს თქო-სასაცილო ხარ გაბრიელ"
" ღმერთო, ჭკუიდან გადამრევს ეს გოგო. ღმერთო გთხოვ გამძლეობა მომეცი. ღმერთო, ღმერთო"
" ხაზებია გადატვირთული გაბრიელ, შეიძლება ვერ გახვიდე კონტაქტზე"
" რაა? "
" ღმერთს ხომ ეძახი და… "
" ღმერთო რა დავაშავე, მაშინ როცა მისი თვალები მომეწონა რატომ არ მითხარი- არა შვილო ჩემო,ეგ არ გააკეთო, სინამდვილეში ნამდვილი გრძნეულია".
,, ღმერთი მაგას ვერ გეტყოდა" - ჩაიცინა და სააბაზანოს კარებს აეკრა.
"ვითომ რატომ?" - ეჭვნარევი თვალებით გახედა, იცოდა, რომ რაღაც,, ისეთს" ეტყოდა ანა, რომ გაებრაზებინა. მისკენ წადგა ნაბიჯი, მაშინ, როცა ანამ მექანიკურად სააბაზანოს კარები შეაღო.
" ძალიან ხისთავიანი ხარ და ამის ახსნაში დიდ დროს დაკარგავდა…"-უთხრა და სიცილით სააბაზანოს კარები ცხვირწინ მიუკეტა სახე აჭარხლებულ გაბრიელს. ერთი მრისხანედ დაჰკრა კარებს მუშტი და შეკეტილს მუქარა გაუგზავნა, ანა კი მუცლისტკივილამდე იცინოდა იატაკზე მჯდომი, ზურგით კარს მიყრდნობილი.

-არ მინდა, ჩემით წავალ, - სასიამოვნო მოგონებებიდან ანას ხმამ გამოაფხიზლა, რომელიც უკვე კაბას იცმევდა,-რატომ იღიმი?
-მანქანით ხაარ?-კითხვა ბანზე აუგდო და წითელ კაბაში გამოყვანილ, მშვენიერ ფორმებს მიაშტერდა. წუთიერი დუმილის შემდეგ თვალი მოსწყვიტა მის ლამაზ სხეულს და მაკიაჟ შესწორებულ სახეს შეხედა.
-არა, ტაქსით წავალ.
-მე წაგიყვან, - ჯიუტად გაუმეორა ისევ და კუთხეში მიგდებულ პერანგს დასწვდა და დაკუნთულ სხეულზე გადაიცვა.
-შენთვის არ უსწავლებიათ, რომ პერანგის ღილები უნდა გახსნა და ისე ჩაიცვა? - თემა შეცვალა მოულოდნელად და თმის შეკვრით დაკავებულ გაბრიელს ტუჩზე კბენით გახედა, - მოდი, მე შეგიკრავ, - წინ აესვეტა და მკერდზე მიწოლით სავარძელში ჩასვა. თეძოზე ჩახსნილი კაბიდან შიშველი ფეხი მოუჩანდა, გაბრიელს ცდუნებამ სძლია და მუხლიდან ზევით ააყოლა ხელი, - შეწყვიტე.
-რატომ?! ჩემია და რასაც მინდა იმას გავაკეთებ, - გაუღიმა და შიშველ თეძოზე კბილები ჩაასო, ანამ ხმა ვეღარ დაიმორჩილა, - მხოლოდ ჩემია.
-ვინ მოგატყუა?, - მის ფეხზე მიკრობილი მამაკაცის მოშორება სცადა, მაგრამ გაბრიელს ისე ჰქონდა მოქცეული მისი გამხდარი ფეხი ხელებში, რომ სიკვდილიც ვერ შეძლებდა მასთან დაეშორებინა,-გაბრიელ,გამიშვი,უნდა წავიდე.
-კიდევ ვის ეკუთვნის ეს სხეული, - დაბღვერილმა წარბებს ზევიდან ახედა და მჭიდროდ შემოხვეული თითები მოადუნა,- ჩემს გარდა მფლობელი ვინ ყავს კიდევ.
-მე ვარ მისი კანონიერი მფლობელი, არც შენ და არც სხვა ვინმე, - გაბრაზება შეეპარა ხმაში და კარისკენ დაიძრა.
-ყოველთვის მე ვიყავი და ახლა რა შეიცვალა? - წინ აესვეტა და საკეტში მანამდე მის ჯიბეში მყოფი გასაღები მოარგო.
-დრო შეიცვალა გაბრიელ, დრო, - დაისისინა და ღია კარებში გავიდა. კიბეებზე ფეხებ არეული ჩავიდა, ჯერ კიდევ არ იყო მისი სხეულიდან სასმელი გამოსული, ბოლო საფეხურებზე გაბრიელი შეეშველა, ხელკავი გამოსდო და გასასვლელისკენ დაიძრა. წვეულება უკვე დასრულებულიყო. კანტიკუნტად თუ იყვნენ შემორჩენილნი უკვე გვარიანად გამომთვრალი ახალგაზრდა გოგო- ბიჭები და დამლაგებლები, რომლებიც ალაფუშეტის ნარჩენებს პოლიეთილენის დიდ პარკში ყრიდნენ. გაბრიელი თვალებით გიორგის ეძებდა, რომ ეთქვა უკვე მივდივარო,ბოლოს კართან მდგარი შენიშნა, სტუმრებს რომ აცილებდა. ბოლო სტუმარი რომ გააცილა შვებით ამოისუნთქა, მისკენ მიმავალ ანასა და გაბრიელისკენ შეტრიალდა და ადგილზე გახევდა. პირი დააღო გაბრიელზე ხელკავ გამოდებულ ანას რომ ჰკიდა თვალი და იფიქრა აშკარად ბევრი დავლიეო.
-გიორგი ჩვენ წავალთ, - გადაეხვია ჯერ კიდევ გაოგნებულ გიორგის და მხარზე ხელი დაჰკრა.
-მოიცა თქვენ რაა…, - ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და თვალები რამდენჯერმე დაახამხამა რეალობას რომ დაბრუნებოდა.
-ნახვამდის ბატონო გიორგი, მადლობა, რომ მომიწვიეთ, - ხელი ჩამოართვა და გაუღიმა. გაბრიელმა გიორგის უჩურჩულა მერე აგიხსნიო და გასასვლელისკენ დაიძრნენ, როცა მოულოდნელად ბიჭის ხმა მოესმათ ზურგსუკნიდან. გაბრიელმა ბარმენი რომ იცნო ანას ხელი ძლიერად ჩაჭიდა და თავისკენ გასწია. ბარმენმა ვითომც არაფერიო ხელში ქაღალდი შეაჩეჩა და თბილად გაუღიმა.
-ეს გრჩებოდათ ქალბატონო, - გაუღიმა და თვალი ჩაუკრა გოგონას.
-ეს რა არის?, - ოთხკუთხად დაკეცილი ქაღალდი გახსნა და 598-**-**-**. გაბრიელს სიბრაზისგან ალმური მოედო მთელს სახეზე და ბიჭს გამეტებით დაარტყა მუშტი,-გაბრიელ რას შვები, გაუშვი.
-შე ნაბო*ვარო, ბედავ და ჩემს თვალწინ, ჩემს შეყვარებულს კერავ?! მოგკლავ შენი…
-გაბრიელ გაუშვი, ცოდოა. გაბრიელ გაუშვი, ბავშვია ჯერ ვერ ხედავ? ბატონო გიორგი გააშველეთ მოკლავს. გაბრიელ, - სეირის მაყურებელი, გამომთვრალი ახალგაზრდები წრეზე შეკრებილიყვნენ და ისედაც გაავებულ გაბრიელს აგულიანებდნენ, - მოკეტეთ, - იყვირა ანამ და წამიერად გაჩუმებულ ბრბოს თვალი მოავლო, - გაბრიელ გაუშვი მეთქი, - დასარტყმელად გამზადებულ ხელში წვდა და გაუკავა, - ღვთის გულისთვის გაჩერდი, საკმარისია.
-უნდა მოვკლა. ყველას მოვკლავ ვინც შენს შეხებას გაბედავს. ამასაც მოვკლავ და სხვასაც, - შეშლილი სახით ამოხედა გოგონას და სისხლიანი მუშტი შუბლზე გადაისვა, - მოვკლავ, გესმის, მოვკლავ.
-უკვე საკმარისია გაბრიელ, წავიდეთ, - გაუღიმა და მისი წამოყენება სცადა, მოულოდნელად ხელი რომ გამოგლიჯა და კიდევ ერთხელ დასცხო მუშტი უკვე გათიშულ, სისხლში ამოსვრილ ბიჭს, - გაბრიელ გეყოფა, - დაიყვირა ანამ და ბოლოს მშვიდად დაამატა, - თუ გიყვარვარ.



-----

ბოდიშს ვიხდი გაქრობისთვის. განსაკუთრებით იმათ ვუხდი ბოდიშს ვინც ჩემს ,, უსაზღვროდს" კითხულობს და მოუთმენლად ელის შემდეგ თავს. გული უნდა გაგიტეხოთ, სამწუხაროდ ფლეშკაზე (რომელზედაც უსაზღვრო მქონდა ჩაწერილი) ყველაფერი წამეშალა
და ველოდები როდის აღადგენენ ყველა ინფორმაციას. აიდას მეორე ნაწილის დასაწყისიც იქ მქონდა შენახული, უსაზღვროს დანარჩენი თავებიც და კიდევ ჩემი ორი მოთხრობა, რომელიც თქვენთვის უცნობია.
ამასთანავე ორი კვირით, სამსახურეობრივი საქმიანობის გამო, მიწევს ქალაქიდან გასვლა და თუნდაც ხვალ აღდგეს ყველა ინფორმაცია ფლეშკაზე ვერ შევძლებ უსაზღვროის შემდეგი თავების დადებას მანამ სანამ თბილისში არ დავბრუნდები.
ეს კი ჩემს მობილურში აღმოჩენილი( შემთხვევით) რომანისმაგვარი მოთხრობაა, რომელსაც ყოველდღიურად თუ არა ორდღეში ერთხელ მაინც ავტვირთავ ხოლმე <3 <3 <3



№1  offline წევრი Maia G.

გელოდი ♥️♥️♥️
ძალიან მომეწონა ეს ისტორია,როგორც წინა შენი ისტორიები,იცი რა მომწონს შენი?დანაპირებს ყოველთვის ასრულებ,ყოჩაღ ♥️♥️

 


№2  offline მოდერი sabah alkhyr

მაია❤
გელოდი ♥️♥️♥️
ძალიან მომეწონა ეს ისტორია,როგორც წინა შენი ისტორიები,იცი რა მომწონს შენი?დანაპირებს ყოველთვის ასრულებ,ყოჩაღ ♥️♥️

ძალიან დიდი მადლობა❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი Mango

მოკლედ. მე ამ ავტორის მიმდევარი ვარ ))) აიდას მერე ვეცნობი ყველა შენს ისტორიას და სუპერ გოგო ხარ

 


№4  offline მოდერი sabah alkhyr

Mango
მოკლედ. მე ამ ავტორის მიმდევარი ვარ ))) აიდას მერე ვეცნობი ყველა შენს ისტორიას და სუპერ გოგო ხარ

მადლობა ძალიან დიდი❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent