სევდათა მუზეუმი[ნაწილი 5]
პიროვნება,რომელსაც ჩემი სახელი ჰქვია,მუდმივად ვითარდება,იცვლის განზომილებებს და ჰარმონიის ფერებს.არვიცი სად ვიყავი აქამდე, ვინ დავკარგე,ასე ძალიან ,რომ დამკარგა ამ დანაკარგმა.იქნებ ის ვიღაც თვითონ მე ვარ. იანვრის მერე თითქიმის ყველაფერი შეიცვალა.თვის ბოლოს იქაურ მეგობართან დაბადების დღეზე გავიცანი პიროვნებები,რომლებმაც შეცვალეს დანარჩენი თვეები. ზოგჯერ ადამიანს ყველაფერი გწყინდება: ნივთები,მუსიკა,საუბრები და თვითონ ადამიანებიც კი.ვეძებ მიზეზს,რატომ დავიკარგეთ მე და სანდრო.ალბათ იმიტომ,რომ იგი ვერ აღიქვამს ჩემი სამყაროს ნახევარს,მე კი მის სამყაროს ლანდსაც ვერ ვხედავ. საბამ მეგობარი გოგო გამონახა და როგოღაც გაყავს დრო,სამსახურიც იშოვა და მეგობარ გოგოს ახლა უკვე თავისი ფულით ყიდულობს უსარგებლო საჩუქრებს.ერთი-ორჯერ ჩემთანაც ჩამოვიდა სოფელში. იანვრის მერე ჩემი სამყარო ოდანვმარჯვნივ გადაიხარა და სხვა სხივი გამოჩნდა.თებერვლის დღეებმაც ელვისებურად ჩაიარა,14 თებერვალს საბამ დამირეკა,ანტიკვარების მაღაზიაში ვარ და რა გიყიდოო,ძველი ფოტო ვაყიდინე და ახლა ის ფოტო ზუსტად ისე მიმზერს კედლის ბოლოდან,როგორც საბა,მაშინ როცა ფიქრობს და არაფერს ამბობს. სოფელში ცხოვრება ყოველთვის მომწონდა,აქ ყვლაფერი სუფთაა,მაგრამ ხალხი მაინც გააფუჭებს ხოლმე ყველაფერს. ჩვენ ერთად მასას ვქმნით და ეს მასა თელავს ყვეკაფერს. დღე-დღეს მიყვებოდა და მე იმ დაბადების დღეში გაცნობილი ხალხიტ დღეებს ვილამაზებდი.არ ვიცი ეს ხალხი მაშინ აღმოვაჩინე,თუ მაშინ გავიცანი. მთავარი ისაა,რომ ეს ხალხი ერთ დიდ ოჯახს ქმნის,რომელიც ზოგჯერ გაბრაზებს,ზოგჯერ წამოსვლა გინდა, ზოგჯერ გზღუდავს,ზოგჯერ ავიწყდები,მაგრამ მაინც შენი ოჯახია და ეწებები. გაღელვებს მათი ბედი,გაღელვებს მათი მომავალი,გონებაში უგეგმავ მომავალ დღეს,შენი ზედმეტი მზრუნევლობის გამო ზოგჯერ წუხარ,მაგრამ გახსენდება,რომ ეს ოჯახია.ერთ პატარა სოფელში მცხოვრები ოჯახი,რომელიც მუდმივად აბავს მეგობრობის ხაზებს,ზოგჯერ ამ ხაზებს აფერმკტალებს,ზოგჯერ კი ძალიან მუქს ხდის. აქ გავიცანი ხალხი,რომელმაც შეცვალა ცემი ცხოვრება,შეცვალა ეს დღეები და შეცვალა სანდრო,რომელიც აღარც კი მახსოვს. სანდრო,რომელიც იმ მუზეუმში გავიცანი ,სადაც სევდას ვაგროვებდი,სად გაქრა სევდა,ან სად გავქრი მე?რატომ ხდება ასე,ზოგჯერ ვკარგავთ საკუთარ თავს და თითქოს ეს საკმარისი არ იყოსო,მეგობრებიც მიყვებიან ხოლმე,ზოგჯერ ისე ,რომ ვერც ვიგებთ. ამ ექვსი თვის განმავლოობაში ვაკეთებდით უამრავ სისულეელებს,ვსვავდით,ვცეკვავდით,ერთმანეთს უკეთ ვიცნობდით,ვუახლოვდებოდით და ახლა თითქოს ეს ხაზები გაფერმკალდა. ასე ხდება ხოლმე,როცა უცებ საკუთარ თავს არმოვაჩენთ და ის აღარ გვტოვებს.ზოგჯერ ვფიქრობ დავურეკო სანდროს, მოვიკითხო,გავიგო მისი ამბავი,სანდრო ხომ ის ადამიანია,რომელიც ჩემს ძველ მესთან ერთად დავტოვე,იქ მაღალ მთაში,იშვიათად ექსპონატებთან ერთად,მაგრამ რაღაც მაბრკოლებს. ეს რაღაც აზრია,რომელიც მახვედრებს ,რომ სანდროს არც ძველი და არც ახალი მე აღარ სჭირდება,რადგან მას ჩემი უამრავი შემცვლელი ყავს,არც ერთი ჩემნნაირი,მაგრამ სანდროს თვალში უამრავი ჩემი მსგავსი. დრო გადის,დღე-დღეს მისდევს,მე გეგმებს ვაწყობ,მალე მშაობასაც დავიწყებ.ცხოვრებას შევიცვლი,ყველაფერს შევცვლი,სევდათა მუზეუმში ალბათ აღარც დავბრუნდები,ახლა უფრო „დამსხვრეული ურთიერთიბების მუზეუმი“ შეგვეფერება.იმ ხალხს ვისაც ეს მუზეუმი აერთანებს რაღაც მაინც აქვთ საერთო,რაღაც პატარა ნივთი,ჩვენ კი მსგავსი არაფერი გვაქვს. ალაბატ ეს ურთიერთობა არც დაწყებულა და მაგიტომ. საერთოდ ურთიერთობებს როცა ამთავრებენ,ჯერ როგორც წესი იწყეენ ხოლმე. ახლა არც ახალი ურთიერთობებეი მინდა და არც ძველი,არც მათი აწყობა და არც დაშლა. ცხორებაში არის ეტაპები როცა, არაფერი გინდა. უბრალოდ გინდა გაიყინო და დარჩე ისე როგორც ხარ,ასე ძალიან ბევრ რამეს აირიდებ და უკეთესადაც იქნები,ბევრად უფრო უკეთესად ვიდრე ადრე,რადგან შენ ცხოვრებაში არც პროგრესი იქნება და არც რეგრესი,ასე დაამყარებ ყველაზე ნეიტრალურ ცხოვრების დასაწყისის საწყისებს.. თუმცა,ეს თეორიულადაც და პრაკტიკულადაც შეუძლებელია,რადგან გარშემო ყველა რაღაცას განიცდის. ყველა თავისებურად გადმოსცემს თავის გასაჭირს,ყველა თავუსებურად განიცდის და ყველას უნდა შენამდე შეუფუთავი მოიტანოს. ამდაგარ ფიქრებში ვიყავი გართული,როცა ყველაფერი გაიფანტა და უცებ გავაცნობიერე,რომ ამდენი თვის შემდეგ სანდრო რეკავდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.