თუ გაზაფხული მოვა...(თავი 3-4-5)
თავი 3 -თორნიკეე!-არ უყვირია, თუმცა არც ჩუმად უთქვამს. მისმა აფორიაქებულმა, ოდნავ შიშით დაფარულმა ხმამ თორნიკემდე მაინც ყვირილად მიაღწია. კაცი მაშინვე ფეხზე წამოხტა. ოცდაათწლიანი ცხოვრების განმავლობაში ასე, ალბათ, არასდროს უგრძვნია თავი. ორ ნაბიჯში დაფარა სამმეტრიანი მანძილი აბაზანის კარამდე, კარი შეაღო და დაინახა კესო, რომელიც გაშეშებული უყურებდა სარკეს. სარკეში საკუთარ თავს ხედავდა, კესოს გაფართოებულ თვალებს და... მერე ქალი შემობრუნდა, თითქოს ჩქარა მოვიდაო გონს, და ოთახში გავარდა. -ახლა რომ გავიდე, როდის ჩავალ?-საძინებლიდან ისმოდა მისი ხმა,-იქნებ მატარებლით წავიდე? იქ რომ შემხვდეს... არა, თბილისშიაო, ანუ იქაა უკვე! -კესო, რა დღეში ხარ,-ოდნავ შეპარვოდა მამაკაცს ხმაში ცინიზმი. -მკვლელი თბილისშიაო,-კესომ ისე თქვა, უფროსისთვის არ შეუხედავს, თუმცა იგრძნო როგორ დასცინოდა მამაკაცი. -გოგო, ვიღაც გეთამაშება, რა თბილისი,-მიუახლოვდა და მისი თხელი თითებიდან მაისური გამოაცურა, საწოლზე მოისროლა, მერე კი ქალის სუსტ სხეულს მოეხვია,-კესო, გამოფხიზლდი, ეს ხომ შენ ხარ... ყოველთვის სწორად იქცეოდი და ახლა... -ახლაც სწორად ვიქცევი,-კესო უცებ გახდა კესანე ორბელიანი. აფორიაქებული ქალის მაგივრად ახლა სერიოზული, მკაცრი ქალბატონის გამომეტყველებით მოიშორა თორნიკე. მერე რა, რომ ძალიან უყვარდა, მერე რა, რომ ის მისი ერთადერთი ძმა იყო, ის ძმა, რომელზეც სულ ოცნებობდა, მერე რა, რომ მისი სურნელი იზიდავდა... მოშორდა და ცივი თვალები მიანათა თორნიკეს,-შეგიძლია აქ დარჩე. ელენე აქ მოკლეს... -კესო, არ გინდა... -უკვე გითხარი, ვიცი, სწორად ვიქცევი. არ გაბედო ჩემში ეჭვი შეიტანო, გესმის?!-მშვიდად საუბრობდა, თუმცა თორნიკეს ერჩივნა ამ სიმშვიდის მაგივრად მისი ყვირილი, კივილი აეტანა, ერჩუინა ქალს მისთვის მუშტები დაეშინა, ერჩივნა გაგიჟებული გავარდნილიყო სახლიდან, რადგან ამ შემთხვევაში ეცოდინებოდა, საღამოს იქ დაბრუნდებოდა, მასთან დაბრუნდებოდა, მოეხვეოდა და ისე განაგრძობდა ცხოვრებას, როგორც აქამდე... მაგრამ ასე არ მომხდარა. ის ხომ არ იყო ვინმე სხვა... ის კესო იყო. კესანე ორბელიანი, რომელიც არაფრით ჰგავდა სხვებს... წავიდა. და იცოდა თორნიკემ, სხვანაირად რომ არ მოიქცეოდა. ალბათ, სწორედ ამიტომ იჯდა მანქანაში მის გვერდით, როცა ქალი თბილისისკენ მიმავალ გზას თვალს არ სწყვეტდა. თორნიკეც უყურებდა ნაცრისფერ ასფალტს, მზე რომ ანათებდა და ფიქრობდა იმაზე, თუ რა მოხდებოდა იქ... 'მშობლიური სახლი' ყოველთვის განსაკუთრებული იყო მისთვის. ოდნავ მიახლოებისასაც კი გრძნობდა იქიდან მომავალ სითბოს. მუდამ გული უჩქარდებოდა, როცა წარმოიდგენდა მომლოდინე მამის სახეს. ახლაც ასე იყო. სახლის კარი ჩქარა შეაღო და მოუთმენლად შევიდა სახლში. -მამი,-თბილი ღიმილით შეხედა მოხუც კაცს, მიუახლობდა და მისი თბილი ტუჩები შუბლზე იგრძნო. მხოლოდ ორი დღით იყო წასული და მაინც... როგორ მონატრებია... იცოდა კაცმა, შვილისთვის მის საქმეზე უკეთესი არაფერი იყო და არაფერი უთქვამს. მხოლოდ ჰკითხა მომღიმარი სახით მკვლელი ხომ არ გიპოვნიაო, მერე სთხოვა სახლში დარჩენილიყო, ბოლოს კი, როგორც ყოველთვის, დალოცვით გააცილა ერთადერთი ქალიშვილი. მიდიოდა კესო ხალხით სავსე ქუჩაში და ყველა გამვლელს აკვირდებოდა. ყველა მათგანში, პატარა ბავშვის უცოდველ სახეზეც კი ხედავდა დიდ ცოდვას. ყველა მათგანში ხედავდა იმ მკვლელს, რომელმაც ელენე მოკლა, ან თუნდაც იმას, დედამისის სიცოცხლე რომ შეიწირა. თავისუფლებაზე კიბეებზე ჩამორბოდა, ფეხი რომ დაუცდა. გული აუჩქარდა. ხედავდა რომ მიწა უახლოვდებოდა, ან თვითონ უალკოვდებოდა მიწას, და სანამ ცივ ბეტონს შეეხებოდა, გაშეშდა. ჰაერში იყო. არაფრით ეხებოდა მიწას, თუმცა რაღაც აშკარად ეჭიდებოდა. რაღაც ან ვიღაც. ერთხელ შეჰკივლა, როცა მის თხელ წელზე შემოჭდობილი ხელები დაინახა. მერე, როცა ფეხზე დადგა და მამაკაცის სახე დაინახა მეორედაც წამოიკივლა და წამოწითლებული სახე თითებით დაფარა. -მადლობა... -ფრთხილად უნდა იარო,-ერთდროულად თქვეს. უყურებდა კესო მის არაბუნებრივ შავ, ხვეულ თმას, კოსად რომ შეეკრა, რამდენიმე ტატუს მის მოშიშვლებულ მაჯებზე და მის თაფლისფერ თვალებს... თქვეს თუ არა ეს, მაშინვე ორივეს სიცილი აუტყდა. -კარგი,-კაცმა სიცილი ღიმილით შეცვალა,-უნდა წავიდე,-თქვა და ერთი ნაბიჯი გადადგა უკან. ერთს მეორე მიაყოლა, მეორეს მესამე, თუმცა ბოლოს ისე გაქრა, კესოს რომ არ შეუმჩნევია. უყურებდა, მაგრამ ვერ მიხვდა როდის მიეფარა უცნობი თვალს. გზა განგრძო, უცნობის სახეს კი კვლავ უყურებდა. და უკვირდა-როგორ შეეძლო დამნაშავედ ეღიარებინა ყველა? ყველა, მის გარდა... *** -ალბათ, იცით, რომ... -დიახ,-კესოს სიტყვა მოხუცმა ქალმა გააწყვეტინა,-ჩემი შვილი გაიქცა. -ალბათ, ისიც იცით, რამდენად საშიშია... -არ არის საშიში! -მან ადამიანი მო... -მას არაფერი გაუკეთებია. -მან თაია კალანდაძე მოკლა! -თაია კალანდაძე ჩემ შვილს არ მოუკლავს,-მტკიცედ იდგა თავის სიტყვაზე. არ ეშლებოდა... არაფერი ეშლებოდა... და იქნებ მართალიც იყო? ის ხომ დედა იყო. დედა შვილს ვერ დაადანაშაულებს. დედა ვერ იტყვის ჩემი შვილი მკვლელია, დამნაშავეა და უნდა დასაჯოთო. -ქალბატონო ეკა, თქვენ... -თაია ლუკამ მოკლა,-გოგოს ქალისაში გარდამავალი, წკრიალა ხმა გაისმა. კესომ მას გახედა. გოგონას გრძელი, ქერა თმა მხრებზე ჩამოეყარა, ცისფერი თვალებით კი ისე უყურებდა, კესოს ტანში ჟრუანტელმა დაუარა. და მიუხედავად ამ სილამაზისა, მისი ხმაც და თვალებიც ცარიელი იყო. -გამომძიებელი კესანე ორბელიანი,-ქალმა გოგონას ხელი გაუწოდა. ქერამაც ანერვიულებული დედა კარს მოაშორა, წინ მდგომ დაუპატიჟებელ სტუმარს ხელი ჩამოართვა და სახლში შეიპატიჟა. სავარძლებზე ერთანეთის პირისპირ ისხდნენ. კესო ჯერ კიდევ იმაზე ფიქრობდა, როგორ სთხოვა მარიტამ სახედანაოჭებულ დედას წასვლა. მერე როგორ დაჯდა მის წინ და თან ცდილობდა თავის გონებაში კითხვები ისე დაელაგებინა, რომ დამნაშავის და არ გაეღიზიანებინა. -ლუკა დევდარიანი ციხიდან გაიქცა,-დაფარული, თუმცა ანერვიულებული ხმით დაიწყო. -ქალბატონო კესო, ეს უკვე ვიცით,-გოგოს ხმა ისეთი მობეზრებული იყო, თუმცა სადღაც ღრმად, კესომ შეამჩნია, რომ ისიც ღელავდა. -იცით, მაინტერესებს სად არის და, ალბათ, ხვდებით, რომ... -კი, ეს მისი სახლია და რა თქმა უნდა შევიფარებდით, სადმე დავლამავდით, თუმცა აქ არ მოსულა. -შეიძლება სახლი დავათვარიელო? -არამგონია, საშიშ მკვლელთან შესარკინებლად მზად იყოთ,-მარიტამ დამცინავად აათვარიელა კესანეს სუსტი სხეული. -თქვენ თქვით, რომ ლუკა აქ არ მოსულა,-კესოსაც ჩაეცინა, მერე ხელებგადაჯვარედინებული წამოდგა და რადგან მარიტა ხმას არ იღებდა, ისევ თვითონ განაგრძო,-გამომყვებით თუ მარტო გავიკვლიო გზა? ცარიელი იყო სამზარეულო, სადაც მხოლოდ ქალი იჯდა. დიახ, იქ იყო ადამიანი, მაგრამ ისიც კი, თითქოს არ არსებობდა. ასეთივე იყო ორი საძინებელი, მისაღები ოთახი, აბაზანა და საკუჭნაოც კი. და ბოლოს, როცა მხოლოდ ერთი ოთახი დარჩა შესამოწმებელი, კესოს ხმა მოესმა. გაჩერდა და დაინახა მარიტას შეშფოთებული სახე. -ეს რა იყო,-კითხვა კითხვას არ ჰგავდა. -ალბათ, ჩემი ძმაა,-მარიტამ მოახერხა, რაღაც გაურკვეველი გრძნობა დამალა და კარისკენ წაწეულ ქალს გადაუსწრო,-თომა..?-კარი შეაღო თუ არა თავის მსგავს, ქერათმიან ბიჭს შეხედა. გაეღიმა კესოს ბიჭის დანახვაზე. პატარა იყო, უცოდველი, შეშინებული თვალებითა და აკანკალებული, თხელი, წითელი ტუჩებით. თითქოს ჩაიძირა კესო მის თვალებში. როგორ გავდა ეს სახე ლუკას სახეს. ეს გამომეტყველება ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ლუკასი, ფოტოებში. -მარი...-აკანკალებულ ხმას ჯერ კიდევ ბავშვური სინაზე დაჰყოლოდა. -რა ხდება?-გოგომ მკაცრად იკითხა და ფანჯარასთან მდგომ ძმას შეხედა. -ფანჯარა დავკეტე და...-ბიჭს გაეღიმა და კესოს ეს ღიმილი გონებაში ისე ჩაებეჭდა, როგორც, ალბათ, არაფერი. ისე ღრმად დაიდო ბინა, როგორც არაფერმა და გულის სიღრმეში რაღაცას გრძნობდა. რაღაც ისეთს, რომ ვერ ხვდებოდა... -ცოტა ფრთხილად,-ბიჭი თითქოს დის თბილმა ხმამ გაამხიარულა, ფანჯარაში გაიხედა და მერე გაბრწყინებული თვალებით მიუახლოვდა მათ. -კარგი,-კესო თითქოს რაღაცამ გამოაფხიზლა,-ალბათ, კიდევ თუ შემოგივლით, პრობლემა არ იქნება,-ყალბი ღიმილი მიანათა მარიტას და გოგოსგანაც იგივე მიიღო. სახლის კართან მარიტამ მიაცილა, ზედმეტი სიტყვების გარეშე დაემშვიდობა და 'ნახვამდის' უკან, კესომ შეამჩნია, რამდენად არ ესიამოვნათ მისი სტუმრობა ოჯახში. *** დიდხანს იწვა საწოლზე. დიდხანს უყურებდა თეთრ ჭერზე ერთ წერტილს, თითქოს იქ რამე ახალს დაინახავდა. თუმცა არაფერი იყო. არც ახალგაზრდა მამის სახე, არც დედის თბილი ღიმილი, არც ნანატრი და ან ძმა... მერე თვალები დახუჭა და გონებაში დილით მომხდარი ამოუტივტივდა. ბიჭის თაფლისფერი, მწვანეში გარდამავალი თვალები, ხვეული თმა და თბილი ღიმილი. უცნაურად გაეცინა, როცა მისი შეხება გაიხსენა. საკუთარი, სირცხვილისგან წამოწითლებული სახე... უცნობის გამოსახულება ტელეფონის ხმამ ჯერ ოდნავ გააფერმკრთალა, მერე სულ გააქრო და კესოც გონს მოვიდა. ტელეფონის ეკრანზე მონატრებული სახელის დანახვამ გაახარა, გულაჩქარებულმა უპასუხა. -გოგო, საქმის გამო მეგობრების ასე დავიწყება შეიძლება?!-შორიდან ესმოდა ნისიმეს კივილი. ჩხუბობდა, მაგრამ მაინც ისეთი სასაცილოდ საყვარელი იყო იმ მომენტში. კესომ წარმოიდგინა ხუჭუჭა თმა როგორ ჰქონდა გაპუტული, მუქ კანზე სიწითლე როგორ გადაჰკრავდა და როგორ წარბშეკრული უყურებდა იმ კესოს, მის წინ სულ რომ არ იდგა. -აუ, ნენე, რამდენი მაქვს მოსაყოლი!-ქალმა წამოიკივლა და საწოლიდან წამოდგა. -ხოდა, თეოსთან ავდივარ და გამოდი შენც!-ეს თქვა და გათიშა. აჟიტირებული კესოც მალევე დაემშვიდობა მამას და ნუცუბიძისკენ გაემართა. ყავის არომატის ფონზე გოგონების კისკისი ერთმანეთში ირეოდა. ისეთი კარგი გარემო იყო, ნებისმიერ მიახლოებულს რომ მიიზიდავდა. -კესო, ბავშვის თვალებმა როგორ დაგატყვევა!-ნისიმემ კიდევ გადაიხარხარა. -არა, ყოველთვის მოგწონდა პატატები მაგრამ... პედოფილი არ გახდე რა,-ნენეს ხმა თეოსამ ჩაანაცვლა. კესომ ჯერ თავი დახარა, ვითომ გაბრაზდა, მაგრამ სიცილი თვითონაც ვერ შეიკავა. ბოლოს დაამატა, უბრალოდ თვალები ჰქონდა უცხო და ნაცნობიო, თუმცა, აღარ მოუსმინეს. შეიძლება საკუთარმა ხუმრობებმა ზედმეტად გაამხიარულეს, ან გაბრიელის და უცხო ადამიანის დანახვამ გააკვირვეს. აშკარად მოეწონათ მამაკაცი, გარეგნობით, ან თუნდაც იმ თბილი აურით, შემოსვლის წითიდან რომ თან შემოჰყვა. კესოს კი ოდნავ ეუხერხულა და თან ესიამოვნა უცნობი ადამიანის ნაცნობი თვალების დანახვა... თავი 4 -დათა!-ზრდილობა გამოიჩინა ბიჭმა. არა, არც ხელი ჩამოურთმევია რომელიმესთვის, არც გადახვევია ვინმეს, თუმცა მისმა ღიმილმაც კი მონუსხა აცანცარებული ქალბატონები. -შენ...-ჯერ გაბრიელს გახედა, მერე ისევ გოგონებისკენ გამობრუნდა და მზერა კესოზე გააჩერა,-უკვე შევხვდით, არა? -კი,-მოკლედ, საქმიანი ღიმილით უპასუხა ქალმა და ბიჭებიც გაბრუნდნენ. -ეს არის შენი პრინცი?-ნენეს ხმა აშკარად მისწვდა დათას ყურს და კესომ დაინახა, როგორ ჩაეცინა ბიჭს, მერე კი ჩუმად, მოჩვენებითი სიმკაცრით უთხრა მე პრინცი არ მყავსო, თუმცა, ალბათ, ამას აზრი აღარ ჰქონდა. *** აღიზიანებდა ის, რომ არ შეეძლო გაეგო საჭირო ინფორმაცია. ახსენდებოდა, როგორ განიცდიდა დედა ელენეს დაკარგვას და საკუთარი თავი ეზიზღებოდა, რადგან არ შეეძლო მისი დახმარება... დრო კი გადიოდა. კესომ მოახერხა, თორნიკეს დაეხმარა ქურდის დაჭედაში, გაუჭირდა ახალგაზრდა ბიჭის 'ჩაშვებაც', რომელმაც ტირილით აღიარა თანატოლის დაჭრა, ლუკა დევდარიანი კი არსად ჩანდა, ისევე, როგორც ელენეს მკვლელი... *** ერთი სული ჰქონდა როდის გაუსწორებდა დალაქი თმებს, საკუთარი თავი რომ ენახა ახალ ვარცხილობაში. ეს სამიდან ერთ-ერთი შემთხვევა იყო, როცა იცოდა, აუცილებლად ლამაზი უნდა ყოფილიყო. თეო 27 წლის ხდებოდა და ეს უნდა აღენიშნათ... განსაკუთრებულად! და როცა სარკისკენ შებრუნდა და თმა გადაიწია, კარის ხმა და მისი კივილი ერთდროულად გაისმა. -ეს რა ჯანდაბაა?!-ქალმა სარკეში საკუთარ თავს ერთხელ კიდევ შეავლო თვალი,-ქეთო, კარგი რა! ხომ გითხარი, რაღაც განსხვავებული-თქო!-უსაყვედურა წინ მდგომს, რომელიც დიდ, შავ სავარცხელს ნერვიულად ათამაშევდა ხელებში. -განსხვავებულია...-თავდახრილმა წითურმა ქალბატონმა დარცხვენილმა ჩაილაპარაკა. -განსხვავებული საშინელება, ქეთო, განსხვავებული საშინელება, მე კი მხოლოდ განსხვავებული გთხოვე! -იქნებ, აჩეხილი ნაწილი მოვჭრათ და... -თმის გადაპარსვა არ მინდა, ქეთო!-კესომ ამოიხვნეშა და წითურს ისე გადახედა, როგორც ძალიან, ძალიან გაბრაზებულმა მეგობარმა. -გოგოებო, დახმარება გჭირდებათ?-ნაზი-უხეში, ხავერდოვანი ხმა გაისმა და ორივემ მისკენ გაიხედა. ხელებგადაჯვარედინებული მამაკაცი მომღიმარი სახით მიყრდნობოდა თეთრ კედელს და გამჭირვალე, მომწვანო-მოთაფლისფერო თვალებით უყურებდა ხან ერთს, ხან-მეორეს. -დათა..? -დათა! კესომ და ქეთომ ერთად წამოიძახეს. პირველს გაუკვირდა მისი დანახვა, ეგონა გაბოსთან თუ ნახავდა მხოლოდ, მერე კი გადაიკარგებოდა, თუმცა ახლა სალონში იდგა მის წინ... შავ თმაში, ოდნავ რომ გაზრდოდა, ოქროსფერი შერეოდა. ან იქნებ სწორედ ოქროსფერი უნდა ყოფილიყო... -დახოცავთ სადაცაა ერთმანეთს,-მათქენ დაიძრა მამაკაცი,-მე მინდა, ქეთო, გადაპარსვა,-კესოს მაგივრად ახლა ის დაჯდა სკამზე და ქალბატონებისკენ მობრუნდა,-ისე, კესო, რას ერჩი, ძაან ცუდი არაა,-ჩაიცინა კაცმა და კესო კინაღამ კესანე ორბელიანად გადაიქცა: თვალები ბრაზით აევსო, ტუჩები ძაფივით წვრილი გაუხდა, წარბები შეკრა, მერე კი, თითქოს რაღაც გაახსენდა, უცებ მოეშვა, წარბაწეული დააკვირდა დათას, რომელიც მის ცვლილებას დეტალურად შეისწავლიდა. -ვიღაცას მაგონებ და...-დაიწყო, თუმცა დათამ შეაწყვეტინა. -იცი, რომ ადამიანს მსოფლიოში შვიდი მსგავსი ადამიანი ჰყავს?-მამაკაცმა ისე თქვა, თითქოს გაუკვირდა, რატომ არ იცოდა ეს კესომ. ქალს გაეღიმა, თავი დაუკრა დათას და გასასვლელისკენ წავიდა, როცა კვლავ მისი ხმა გაიგო. -თეოსთან მიდიხარ?-უკვე მოასწრო კიდეც ქეთოსთვის ეთქვა რა უნდა გაეკეთებინა და საკუთარ თავსა და კესოს სარკიდან უმზერდა. -ხო,-ქალმაც მშვიდად უპასუხა. -დამელოდე, ერთად წავიდეთ. თან საჩუქარი ამარჩევინე. -შენ..? -ხო, რა იყო,-დათას უცნაურად ჩაეცინა და ეს ჟესტი ეუხეშა კესოს, თუმცა მაინც, არაფერიო, ჩაილაპარაკა და დივანზე დაჯდა მეგობრის ძმის მეგობრის მოლოდინში. დიდი ხანი არ დასჭირვებია ქეთოს-კესოს თმა კი დაამსგავსა ჩიტის ბუდეს, მაგრამ დათას ნამდვილად მოუხდა ის ვარცხნილობა, რომელიც უკვე აღარც კი ჩანდა. რამდენიმე წუთში ორივე ქუჩაში იყო და მზის მწველ სინათლეზე მიაბიჯებდა თბილისის ქუჩებში. -საჩუქარს ხომ ამარჩევინებ?-დათამ დაიწყო, როცა სიჩუმე ზედმეტად მობეზრდა. -რა საჩუქარს?-კესომაც ისე უპასუხა თითქოს ვერ მიხვდა. თუმცა, არა, მართლა ვერ მიხვდა... -თეოს დაბადების დღისთვის. ხომ იცი, დღეს აქვს და... მოიცა, მოდიხარ?-მაღალმა მამაკაცმა ქალს გადახედა და მაშინვე დაიმსახურა გაფართოებული, თაფლისფერი თვალები, გაკვირვებისგან და სიბრაზისგან რომ ანთებულიყვნენ. -მე? მე მოვდივარ თუ არა თეოს დაბადების დღეზე?-კესოს გაკვირვება სიცილში გადაეზარდა. -ჰო, მე და გაბომ ისე დავგეგმეთ... იცი, როგორ ელოდებოდა გაბო? აი, გეგონება თავისი დაბადების დღე იყო... -დათა, თეოს დაბადების დღე ჩემი დისად ითვლება უკვე ოცი წელია,-სიცილს ამოაყოლა ეს სიტყვები კესომ, მერე გაჩერდა და ერთ-ერთ მაღაზიაზე ანიშნა, შედიო. -უი, არ ვიცოდი,-კაციც მას დაემორჩილა. -დიდი ხანია გაბოს იცნობ?-კესო წინ წასულ დათას თვალს არ აშორებდა, თან დაამატა, ყელსაბამი უყიდე, თეოს მოეწონებაო. -მარტო შენთან ლაპარაკი კი არ მინდოდა,-დათას გაეღიმა და კესომ დაინახა მის ღია, გამჭირვალე თაფლისფერ თვალებში ის ბედნიერების ნაპერწკლები, რომლებიც, როგორც წესი, იშვიათად ჩანან,-შენ უნდა აგერჩია საჩუქარი, არ მეხერხება ეგ მე. და კი, დიდი ხანია გაბოს ვიცნობ. -მაინც რამდენი ხანი? იმიტომ, რომ ძალიან დიდი ხანია არ შემიმჩნევიხარ... -კესო, გამომძიებლის კვალობაზე არც ისე კარგი მეხსიერება გაქვს,-ქალმა ვერც კი შეამჩნია, როგორ მიუახლოვდა დათა და მხარზე ნაზად შეეხო უხეში თითებით. -მოდი, საჩუქარი ავარჩიოთ,-დაბნეულმა ქალმა, კაცის თაფლისფერ თვალებში რომ იძირებოდა, თავი დახარა და სცადა ისე მოეშორებინა დათა, რომ არაფერი დასტყობოდა, თუმცა უფროსმაც მარტივად შეამჩნია, როგორ აანერვიულა ახალგაზრდა ქალბატონი. ჯერ თვითონ ავიდნენ მთაწმინდაზე (დათამ კესოს არ დაანება, გინდა თუ არა, ერთად წავიდეთო), იქვე შეხვდნენ ნისიმეს. ყველაფერი ფერადი ბუშტებით მორთეს, ასობით ფერადი ბუშტიდან კი, რამდენიმეზე საჩუქარი იყო მობმული და ახლა ყველაფერი იუბილარს ელოდებოდა. მერე დათამ გაბოს დაურეკა და ერთ საათში და-ძმაც გამოჩნდა. ერთი სიამოვნება იყო სიხარულისგან გაწითლებული თეოს კივილის მოსმენა. კესოს არჩეული და დათას ნაყიდი ყელსაბამი მაშინვე მოირგო და კესომ შეამჩნია, როგორ უყურებდა ამ დროს დათა მას. არა, თეოს არა, კესოს... და ქალს იმდენად ეუხერხულა მისი მწველი მზერა, თითქოს პირველად უყურებდა მამაკაცი დაჟინებით. ლამაზი იყო ღამის თბილისი. პატარა, ყვითელ წერტილებში სამების ოქროსფერი სინათლე სასიამოვნოდ ყვიროდა. ერთმანეთის სახლებს არჩევდნენ დიდი ბავშვები, ხელს ადებდნენ მაღალ კორპუსებს, თუმცა ნამდვილად თავიანთ სახლებს ვერ ხედავდნენ. იმდენად სიამოვნებდათ ზაფხულის ცხელ ღამეს მთაწმინდაზე მოსეირნე გრილი ნიავი და ის სიტუაცია, პატარა სინათლეების ყურება და შავ ცაზე ვარსკვლავების დათვლა, რომ არც კი ფიქრობდნენ რა მოხდებოდა მომავალში. არ ფიქრობდნენ, რომ შეიძლება მეორე დილა აღარ გათენებულიყო, ან აღარ ყოფილიყო ასეთი ბედნიერება მათთან, ან კი... ან სამუდამოდ დაეკარგათ ერთმანეთი იმ პატარა მიზეზის გამო, რომელსაც მხოლოდ თვითონ თვლიდნენ პატარად... დათა ისე გავიდა, ვერავინ შეამჩნია. ან არ შეამჩნიეს. კესომ კი დაინახა თვალის კუთხეში მისი არაბუნებრივად შავი თმა როგორ იშლებოდა ნიავთან შეხვედრისას. სულ ოდნავ შებრუნდა მისკენ. არ ესმოდა ხმა, თუმცა ხედავდა როგორ იცვლებოდა დათა საუბრისას. რბილი ხმა ნელ-ნელა მკაცრდებოდა და ყვირილში იზრდებოდა. თაფლისფერი თვალები ჩაქრნენ, დაბნელდნენ და იქიდან ახლა საშიში ურჩხული იყურებოდა. შორიდანაც ხედავდა ვენებდაბერილ, ყბადაჭიმულ მამაკაცს და როგორ უნდოდა გაეგო რა ხდებოდა. მერე დათამ ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო, თუმცა დაბრუნებას არ ჩქარობდა. ის იყო კესოს მისთვის უნდა მიეკითხა, მისი ტელფონის ხმაც რომ გაისმა უკვე დაცარიელებულ მთაწმინდაზე. მეგობრებს ოდნავ ისიც მოშორდა და უცნობი ნომრის პატრონს უპასუხა. -დაგავიწყდი,-ხმა ადამიანისას არ ჰგავდა. ისეთი იყო, ბათუმში რომ გაიგო. ის იყო! კესო ხმას არ იღებდა. იცოდა, ხმას თუ ჩაიწერდა გამოძიებაში დაეხმარებოდათ ეს და ასეც იქცეოდა. -კესო, ნუ დამივიწყებ,-კაცის დამცინავი ხმა იმდენად ცივი იყო, კესოს სისხლი გაეყინა,-ნუ დამივიწყებ, რადგან მხოლოდ მე ვიცი ვინაა მკვლელი... და მერე ტელეფონი გაითიშა. იდგა ქალი და უყურებდა მოტრიალე „ეშმაკის ბორბალსა" და მანათობელ ანძას. დათა კი მისკენ მიდიოდა. დათა, რომელმაც არაფერი იცოდა, ან იქნებ სწორედ ის იყო, ვინც ეს ყველაფერი დაიწყო... -კესო, რას აკეთებ?-დათას ხმაში თითქოს სიცოცხლე გაქრა. მის თვალებში კი ღამეზე მეტად ბნელოდა. -რა გჭირს?-ისე იკითხა ქალმა, ვერც გააანალიზა. -არაფერი,-კაცმა თვალი მოავლო განათებულ გზებს, მერე დანარჩენებს გახედა და ისევ კესოსკენ მობრუნდა,-სახლში მივდივრ. -მეც,-ქალსაც ეტყობოდა, რომ წამებში შეეცვალა განწყობა. -გაგაცილებ. არ შეწინააღმდეგებია. ალბათ, სხვა დროს ეტყოდა არც იფიქროო, მაგრამ ახლა-არა. და ერთად მიდიოდნენ, ერთმანეთის გვერდიგვერდ. ნელა მიაბიჯებდნენ მაშინ, როცა ორივეს ეჩქარებოდა. მისეირნობდნენ, მათი გონება კი იქ იყო, რის გამოც წამოსვლა გადაწყვიტეს. წამოვიდნენ ისე, რომ არავისთვის უთქვამთ და არც კი ფიქრობდნენ ამაზე. -იქით მივდივარ,-თქვა კესომ, როცა მიხვდა, დათა სხვა გზით უნდა წასულიყო. კაცმა თავი დაუქნია. -ნახვამდის,-ქალმა ნაზი ხმით თქვა, მერე შებრუნდა ისე, რომ დათას არ დალოდებია. გრძნობდა მის მზერას ზურგზე. გრძნობდა და სიამოვნებდა. დათა კი არ ინძრეოდა. ეჩქარებოდა, მაგრამ იდგა და უყურებდა როგორ მიდიოდა კესო ლამპიონების ნათებაზე. იდგა მანამ, სანამ ქალი თვალს არ მოეფარა და მხოლოდ ამის შემდეგ წავიდა. არ იცოდა რას აკეთებდა დათა იმ ღამით. არ იცოდა როგორ ერთობოდნენ თეო, ნისიმე და გაბო ისე, რომ მათი არყოფნა არ შეუმჩნევიათ. ერთადერთი, რაც სახლში მისვლისას გააკეთა, თორნიკესთან დარეკვა იყო, მერე კი მისი თხოვნა თუ ბრძანება შეასრულა-დაძინება სცადა. და მიუხედავად იმისა, რომ ეძინა, ზუსტად იცოდა, ეძინა... თუმცა მაინც გრძნობდა მთელი ღამე, თითქოს ვიღაც უყურებდა. და ეს მზერა არ აწუხებდა. მოსწონდა ღამის სამყაროში რაღაც ახალი. რაღაც ისეთი, რაც ჯერ ვერ გაერკვია... თავი 5 რა უცნაურია ადამიანი. აქვს ყველაფერი, იღებს ყველაფერს, აკეთებს ყველაფერს და მაინც... უკმაყოფილოა. ამბობენ, მხოლოდ ადამიანს შეუძლია ყველაზე ძლიერად შეყვარებაო, მაგრამ, ტყუილია! ტყუილია, რადგან გაუფასურდა ეს სიტყვა, გაფერმკრთალდა, გაქრა ადამიანის წარმოსახვაში, მისი მნიშვნელობა შეიცვალა... და როგორი გულდასაწყვეტია, როცა ხვდები, ვიღაცის ნათქვამი 'მიყვარხარ', სინამდვილეში სულ სხვა რამეს ნიშნავს. უყვართ ადამიანებს ერთმანეთი. უყვართ მშობლები, დები, ძმები, მეგობრები... უყვართ და ამასაც კი არ ეუბნებიან ერთმანეთს. უყვართ და ხშირად მხოლოდ ჩახუტებაც კი ეზედმეტებათ. გულს ტკენენ, ეჩხუბებიან, არაფერს უსრულებენ და ხშირად ერთმანეთს ადანაშაულებენ ყველაფერში... რა უცნაურია ადამიანი. აქვს ყველაფერი, იღებს ყველაფერს, აკეთებს ყველაფერს და მაინც... უკმაყოფილოა. რა მოხდება, უბრალოდ, რომ დააფასონ ერთმანეთი?! თუმცა, არა... მუდამ ასე იყო. არასდროს, არასდოს გაამხელდა ერთი მეორის კეთილ საქმეებს. არ იტყვიან დღესაც. არ გაამხელენ მანამ, სანამ არ დაკარგავენ მას... ოჯახში მხოლოდ ერთი და იგივე... ზოგან თბილი სიტყვა, ზოგან ჩხუბი, კამათი და მაინც... დიდი სიყვარული. უცნაურია, რამდენად ძლიერი ჯაჭვი აკავშირებთ ერთმანეთთან... რამდენად ძლიერ უყვართ ერთმანეთი, არასდროს რომ არ იშლებიან, მუდამ რომ ინარჩუნებენ ერთობას... თუმცა დრო გადის. გადის და სამახსოვროდ მხოლოდ მოგონებები რჩება. მოგონებები, რომლებიც ყოველ დღე მახინჯდება, თითქოს ჯანმრთელი ხეიბარი გახდა და ბოლოს... ბოლოს სულაც წავა, მოკვდება, გაქრება... შენ შეხედავ ფოტოს, გაგახსენდება ის დრო, როგორ იცინოდი, ან როგორ ითხოვდი არ გადაეღოთ, როცა წინ ფოტოაპარატით ხელში გედგა ის... გაგახსენდება ის გარემო, ის გრძნობები, ის ხალხი და სევდა შემოგაწვება. არა, მხოლოდ სევდა არა... გული გეტკინება. იგრძნობ, რომ იქ, შიგნით, რაღაც ჩაგწყდა და მიხვდები, რომ მას ვეღარ დააბრუნებ... იგრძნობ, რომ ის დასრულდა... ის გარემო, ის გრძნობები, ის ხალხი... ის დრო უკან აღარ დაბრუნდება. მხოლოდ მაშინ მიხვდები, რომ გენატრება, გჭირდება, როცა წავა... მერე კი ფოტოსაც აღარ დახედავ. და მიუხედავად ამისა, გულში მუდამ ჩაგრჩება იმ ხალხის სახე, რომლებიც გიყვარს. მუდამ წინ გედგება მათი მომცინარი სახე, რომლებიც ნელ-ნელა დანაოჭდება და ბოლოს, სულ გაქრება. და მხოლოდ მაშინ ვისწავლით დაფასებას, სიყვარულს, მონატრებას... მხოლოდ მაშინ მივხვდებით, რამდენად უცნაურია ადამიანი, რადგან აქვს ყველაფერი, იღებს ყველაფერს, აკეთებს ყველაფერს და მაინც... ვერაფერს ამჩნევს... *** -ვინ იყო არ იცი? -არა. -არ გეცნობა? -შეცვლილი აქვს ხმა. -და მაინც და მაინც შენ რატომ? -მე რა ვიცი, თორნიკე! კესო წინ ეჯდა მაგიდაზე დაყრდნობილ, ჩაფიქრებულ თორნიკეს. თვითონაც არ იყო ნაკლებ დღეში. საკუთარი თავი აშინებდა. -კიდევ თუ დაგირეკავს... -არა, რა! რამე მაინც ეთქვა!-გაბრაზებულმა შეაწყვეტინა ქალმა და ფეხზე წამოხტა, მერე კი, კარისკენ წასულმა, დაამატა,-წავედი. ელენეს საქმის საბუთების ასლები მიმაქვს,-თწვა და უკვე კარის ზღურბლს გადააბიჯა, თორნიკეს სიტყვები რონ დაეწია, შენი იმედი მაქვსო. შენობიდან გასვლამდე ტელეფონი შეამოწმა, ყურსასმენები გაიკეთა, მერე კი ნელი ნაბიჯით წავიდა. ზაფხულის შუადღის მწველი მზე შეეგება ქუჩაში. ზედმეტად ეცარიელა იქაურობა. შეიძლება, უბრალოდ, ასე წარმოიდგინა-ცარიელი ქალაქი, სადაც მხოლოდ ის და მკვლელი იყვნენ. კარგი იქნებოდა, უცნობი მკვლელი დაეჭირა, თუმცა ეს არავინ აცადა. ნაცნობმა ხმამ გამოიყვანა ოცნებების სამყაროდან. -კესო!-უკვე მერამდენედ დაუძახა მის გვერდით მდგარმა მამაკაცმა. ქალიც შეხტა, ინსტიქტურად შუბლზე ჩამოყრილი შავი თმა ყურს უკან გადაიწია, ყურსასმენები მოიხსნა და დათას ახედა. -აქ რა გინდა?-გაკვირვებულმა წამოიძახა. -ჩუმად, გოგო, ნუ გააგებინე ქვეყანას!-დათამ ხელი ააფარა ქალს თხელ ტუჩებზე, უმცროსი კი უკან დაიწია, თავი გაითავისუფლა და კითხვა გაიმეორა. -შენ ხომ აქ მუშაობ?-დათამ შენობას ახედა წარბშეკრულმა, ისე, თითქოს ამოწმებდა, მართლა იქ იყო თუ არა, სადაც უნდა მისულიყო. -კი,-კესომაც თავი დაუკრა. -ხოდა აქ მოვდიოდი. -აქ რა გინდოდა? -კესო, ნუ მაგიჟებ! -დახმარება ხომ არ გინდა? ადვოკატს ვიცნობ, თუ გინდა...-თუმცა ვერ დაასრულა. დათას სახე შეიცვალა. მომცინარი მამაკაცი უცებ გაცივდა, სახე გაეყინა და თვალები დაუბნელდა. იქ კი კესო იძირებოდა და გზას ვეღარ აგნებდა. -არა, რა ადვოკატი,-ჩაიცინა, თუმცა ეტყობოდა, რომ საერთოდ არ ეცინებოდა,-შენთან მოვედი. -ჩემთან? -წამო, გავისეირნოთ,-კაცმა ყურადღება აღარ მიაქცია 'დაბნეულ' ქალს. ჩათვალა, რომ ძალით იქცეოდა ასე. სინამდვილეში კი მართლა ვერ ხვდებოდა კესო, ან არ ხვდებოდა. და ამის მიუხედავად, დათას მაინც ჰქონდა მიზანი და როცა მას ხედავდა, რწმუნდებოდა, რომ აუცილებლად მიაღწევდა ამ მიზანს. ხმას არ იღებდა მამაკაცი. უბრალოდ მიდიოდა. იწვოდა კესოსთან უფრო სიახლოვის სურვილით, თუმცა არ უნდოდა ისე მოქცეოდა მას, როგორც იაფასიან კახპას, და სწორედ ამიტომ იჭერდა იმ დისტანციას, ასეთი მცირე რომ ჩანდა და სინამდვილეში მთელ სამყაროს უდრიდა. კესოს კი ეუხერხულებოდა ასე ყოფნა. მის გვერდით სიარული საუბრის გარეშე. არ უყურებდა, თუმცა თვალის კუთხიდანაც ლანდავდა მის წაშლილ სახეს. ხედავდა, როგორ ცდილობდა დათა ღიმილით გაეფერადებინა შავ-თეთრი გამომეტყველება, თუმცა არ გამოსდიოდა. -რა გჭირს?-ქალმა ჯიბეებში ხელებჩაწყოფილ დათას გახედა, რომელიც ძირს იყურებოდა და ნელა, ძალიან ნელა მიაბიჯებდა, თუმცა საით, არ იცოდა და არც გვერდით მყოფი ეკითხებოდა. -არაფერი, კესო. შეიძლება მოეჩვენა, თუმცა... მოგვიანებით, როცა კესომ ეს 'არაფერი, კესო' გაიხსენა, გაიხსენა ისიც, თუ როგორ ჩაეცინა დათას. და ვერ ხვდებოდა, მართლა ჩაეცინა თუ კესოს წარმოსახვა იყო..? თუმცა, რეალობა იყო თუ არა, მოსწონდა კესოს ეს ღიმილი მისი ტუჩის კუთხეში და ის გვერდული გამოხედვა... მოსწონდა და უნდოდა ხშირად ენახა... -აბა, რატომ ხარ ეგრე?-თავს არ ანებებდა. -როგორ, ესე?-ახლა დათამაც შეხედა და კესოს ოდნავ შეაჟრჟოლა, როცა მის თვალებს შეხედა. -აი, ეგრე,-კესომ გაიღიმა, როცა დაანახა, როგორ შეიცვალა მისი გამომეტყველება. დათას გაეცინა და მისი თხელი, წითელი ტუჩები მეტჯერ აღარ შეკრულა. არც თვალები ჩამქრალა მას შემდეგ, რაც კაფეში დასხდნენ. კესომ არ იცის, თუმცა დათამ ხომ იცის რა სჭირდა... დათამ ხომ იცის რა აძლევდა ღიმილის ძალას. უყურებდა კესოს და ხვდებოდა, მხოლოდ მას შეეძლო იმის ჩუქება, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში აკლდა... სახლში არ მიუცილებია. ისევ გაიყო მათი გზები. თუმცა ახლა უჭირდა წასვლა. ორივეს უჭირდა... -შეგიძლია წახვიდე,-დათას ჩაეცინა, კესომ კი თავი გააქნია. -ჯერ შენ. -არა, კესო, შენ წადი! -აუ, კი, რა!-ქალი ბავშვის თვალებით ევედრებოდა. თითქოს იმდენად ეძვირფასებოდა ეს დრო, მასთან გატარებული თუნდაც ერთი წამი, რომ ეს კამათიც კი სიამოვნებდა. -კაი, რა, ეგრე მოგეწონე?-დათას ხარხარმა მთელი ქუჩა აიკლო და გააცოცხლა,-არა, ვიცი რომ ძალიან სიმპატიური ვარ, მაგრამ... -იდიოტო, ნუ მიჟუჟუნებ მწვანე თვალებს!-კესომ წამოიყვირა და გამხდარი ხელები მკვრივ მკერდზე დაარტყა. -თაფლისფერია!-დათა შეეწინააღმდეგა, თუმცა ქალიც არ ჩამორჩა. -ვიცი,-შეძლებისდაგვარად მკაცრად და უემოციოდ თქვა, თუმცა მალევე გავრცელდა ცარიელ ქუჩაში სიცილის ახალი ტალღა. -გვიანია,-დათამ ვარსკვლავებით აჭრელებულ შავ ცას ახედა. -ვიცი,-კესომაც იგივე გაიმეორა. მერე დათა დაიხარა. დაიხარა და სწრაფად შეახო ალუბლისფერი ტუჩები კესოს აწითლებულ ლოყაზე. ქალი უფრო გაწითლდა. იმ ღამის მადლობელი იყო, სიბნელეში სულ რომ არ ჩანდა. გული უცემდა. ისე ძლიერ უცემდა... ზუსტად იცოდა, დათას ესმოდა. მის ღიმილში ხედავდა ამას. -წავალ...-დარცხვენილმა ჩაილაპარაკა და დათამაც თავი დაუკრა. მერე წავიდა. იცოდა, დათა იქ იდგა. ისიც იცოდა, რომ არ წავიდოდა. არ წავიდოდა მანამ, სანამ თვალს არ მიეფარებოდა კესო. სულ ასე იქნებოდა დათა, თუნდაც არ ყოფილიყო 'დათა დადეშქელიანი,' თუნდაც არ ყოფილიყო შავთმიანი, თაფლისფერთვალება პრინცი... მაინც იქ იდგებოდა, სანამ შენობებს შორის არ ჩაიკარგებოდა კესოს ლამაზი, სუსტი ტანი. *** აბაზანიდან გამოსულმა თხელი მაისური ჩაიცვა და საწოლზე გადაწვა. თეთრ ჭერს უყურებდა და მთელ დღეს ხედავდა იქ. ხედავდა, როგორ ელაპარაკა თორნიკეს, როგორ დატოვა ოფისი, მერე როგორ შეხვდა დათას და... თორნიკე სულ დაავიწყდა! რა უნდა ეთქვა, როცა მეორე დღეს მივიდოდა და ისევ ვერაფერს ეტყოდა? თუმცა, ესეც ფეხებზე ეკიდა. მერე ისევ დათა გაჩნდა ჭერზე და ქალი ჩქარა წამოჯდა საწოლზე. როგორ ცხელაო, ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოხტა. წამებში გაიხადა მაისური და მის ნაცვლად სპორტული ბრა ჩაიცვა. მერე კი, დაწოლას აპირებდა, ფანჯარაზე რაღაცამ რომ დაარტყა ხელი. რაღაცამ არა... მაშინვე შეიცვალა გეზი კესომ, თან აკვირდებოდა სილუეტს, რომელიც ფანჯრის ჩარჩოს ეჭიდებოდა. თითქოს შეეშინდა და თან, გულის სიღრმეში, რაღაც უხაროდა. წარბშეკრულს ეღიმებოდა და, საბოლოოდ, ეგონა, ვერანაირ ემოციას ვერ გამოხატავდა. ფანჯარა გამოაღო თუ არა აჩქარებული გული უფრო აუჩქარდა. -დათა?!-გაკვირვებულმა წამოიძახა, როცა იქ ის დაინახა. -ჰო,-ისე გაიღიმა კაცმა, კესოს სუნთქვა შეეკრა. -რა გინდა აქ! -შემომიშვი, რა,-დათამ თაფლისფერი თვალები მიანათა კესოს,-გაიწი,-დაამატა და ქალიც მაშინვე გადგა გვერდზე. დათა კი ოთახში გადახტა. -რა პატარა ოთახია,-თითქოს მხოლოდ იმიტომ თქვა, ქალი რომ გაემწარებინა,-ფანჯარა რატომ გაქვს დახურული ამ შუა ზაფხულში,-დატრიალდა და ოთახს მოავლო თვალი კიდევ ერთხელ. -დათა, რატომ ხარ აქ?-კესოს სახეზე ღიმილმა გადაურბინა. ესიამოვნა მისი იქ ყოფნა და თან ეუცხოა... -გოგო, რატომ დადიხარ ეგრე!-წარბშეკრულმა ხელები გადააჯვარედინა,-ჩაიცვი! სულ წავიდა ხელიდან ეს ახალგაზრდობა! სირცხვილი არ გაქვს, კესო?! -არ მეგონა, ოთახში, ღამის ორ საათზე ვინმე თუ შემომივარდებოდა!-კესომ გადაიკისკისა. მერე ისევ დათას შეხედა და მიხვდა, მართლა შიშველი იყო,-ჯანდაბა,-ტონი შეეცვალა,-თვალები დახუჭე! ნუ მიყურებ! გატრიალდი!-ყვირილი დაიწყო. მერე ოთახში დარბოდა, ალბათ, ხალათს ეძებდა, რომელიც აქამდე საწოლზე ეგდო, მერე კი... -კესანე, დავიღალე,-თვალზე ხელაფარებულმა დათამ მეორე ხელი ქალს გაუწოდა. იმ ღამეს თითქოს რაღაც მოხდა. რაღაც, რამაც შეცვალა ისინი, მათი ცხოვრება, მათი ხასიათი... იმ ღამეს მოხდა რაღაც ისეთი, რამაც ისინი დააბრუნა დედამიწაზე, რომელიც ჩვენი პლანეტისგან ძალიან, ძალიან შორს იყო... ყოველ ღამე მიდიოდა დათა კესოსთან. ყოველ ღამე კეტავდა კესო ფანჯარას იმის მოლოდინში, რომ იქ დათა გამოჩნდებოდა. ყოველ ღამე ერთად განიხილავდნენ სხვადასხვა თემას. და ერთ ღამეს დათამ დააგვიანა. ძალიან დააგვიანა... კესო კი ვერ იძინებდა. არც თეთრ ჭერზე ჩანდა რამე, არც კრემისფერ კედლებზე და ვერც ფანჯარაში ხედავდა იმას, რასაც ელოდებოდა. უკვე სამი ხდებოდა, ქუჩაში მომზირალი კესოს ტელეფონი რომ აწკრიალდა, თუმცა ეს ხმა, ალბათ, ჯოჯოხეთის ზარებს უფრო ჰგავდა. სიცივემ დაუარა სხეულში, როცა უცნობ ნომერს დახედა, თითქოს გული უგრძნობდა, რაღაც ისე ვერ იყო... -კესო, გგონია, ასე ადვილად შეგიძლია დამივიწყო? უცნობი ნაცნობი ხმის გაგონებამ მთლად აურია გონება. -იცი, ახლა გიყურებ. იცი, როგორი შეშინებული ხარ? კაცი რამდენიმე წამით გაჩერდა. კესო კი აკანკალდა. ეშინოდა? შეიძლება. მარტო იყო. სულ მარტო იყო, მამასთან ერთად, რომელსაც მეორე ოთახში ეძინა. -ახლა მამაშენთან ვარ. ცივმა ოფლმა დაასხა კესოს. -არა... არა, ოღონდ მანდ არა!-თითქოს გაუგებრად ჩაილაპარაკა, თუმცა უცნობისთვის სრულიად გასაგები იყო. -დამივიწყე. და მე სამაგიერო უნდა გადაგიხადო. გავთიშავ, მერე კი სამამდე დაითვალე. საუბარი შეწყდა. ახლა მხოლოდ სიგნალი ისმოდა ტელეფონში. მერე კესომაც გათიშა ეკრანი და ტელეფონი საწოლზე დააგდო. ერთი. კარისკენ წავიდა. ორი. მამა. მან მამა ახსენა. სამი. და ვეღარაფრის გაფიქრება ვეღარ მოასწრო. -კესო!-მხოლოდ ერთხელ იყვირა კაცმა. შიშისგან ან ტკივილისგან... არ იცოდა ეს კესომ. არავინ იცოდა, ღმერთის გარდა, და ვერც გაიგებდა ვინმე. კესომ კი ის იცოდა, რომ მის სახლში მკვლელი იყო. მკვლელი, რომელმაც დანა გულში ჩაარტყა ქალის მოხუც მამას და გაიქცა. ისე გაიქცა, კესოს არ დაუნახავს. არც მისი შემოსვლა დაუნახავს. არც ის დაუნახავს, რა ეწერა მამის სახეზე სიკვდილის წინ და არც ის იცოდა, რაზე ფიქრობდა... მალევე გაჩნდა მის სახლში თორნიკე. მას მოყვნენ პოლიციელები, თუმცა... თუმცა კესოს არ ახსოვდა როდის დარეკა. ალბათ, მას არც დაურეკავს. მხოლოდ ის ახსოვს, რომ მტირალს ვიღაც ეხვეოდა. და ეს ვიღაც არ იყო თორნიკე, თეო, ნისიმე ამ გაბო. ეს იყო დათა. ეხვეოდა დათას ძლიერი მკლავები, იშრობდა კესოს ტკივილით სავსე ცარიელ ცრემლებს და აწყნარებდა იმ ხმით, ასე რომ შეუყვარდა კესოს. -ყველაფერი კარგად იქნება,-გაუჩერებლად იმეორებდა და კესოსთან ერთად ირხეოდა დივანზე,-ყველაფერი კარგად იქნება... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.