დაკარგული თაობა 1
შენ, ვინც ამ ისტორიას კითხულობ , კარგად მოეწყვე სავარძელში და ხელსახოცები მომარაგე. ჩემი ისტორია არ არის პეპლებით და ბედნიერებით სავსე. მე მოგიყვები ისტორიას, თუ როგორ ვიქეცი პატარა გოგონადან დამოუკიდებელ ქალად. 90-ანი წლები ყველაზე მძიმე იყო ჩვენს ცხოვრებაში. ჩემი თაობა ფაქტობრივად დაიკარგა. ბევრი მკვლელობა მინახავს , ბვრის მიზეზიც ჩვენ, ქალები გავმხდარვართ , მიუხედავად იმისა გვინდოდა თუარა ეს.მე თვალწინ გაგიცოცხლებთ დაკარგული თაობის წლებს , მე დაგანახებთ რა იყო უშუქობასა და უგაზობაზე დიდი პრობლემა. ............ მშობლების გარდაცვალების შემდეგ, თექვსმეტი წლის, ასაკში ბებიასთან გადმოვედი. ქუთაისიდან თბილისში. ერთი ჯოჯოხეთიდან უარეს ჯოჯოხეთში მოვხვდი. მამაჩემი ცნობილი ექიმი იყო, ჩემს ბიძაშვილებს კი მთელი ქუთაისი იცნობდა, უბნიდან უბანში ხელშეუხებელი დედოფალივით დავდოდი. ყველას დაიკო და მეგობარი ვიყავი. თბილისში გადმოსვლისას ყველაფერი უკუღმა შემომიბრუნდა. ხელშეუხებელი დაიკოდან პლეხანოველი ნაშა გავხდი. ოდნავი ბინდის დროსაც კი მეშინოდა გარეთ გასვლა. მოხუცი ბებიისა და ობოლი გოგოს კვალობაზე საკმაოდ დაუცველი ვიყავი.მერე დაწყო დაჭერები. ერთი ბიძაშვილი ციხეში, მეორე ვერის სასაფლაოზე და ბოლოს ბიჭის მომშორებელიც აღარ დამრჩა. სკოლაში ჯგუფებად დავდიოდით , მაგრამ მინახავს ჩემ თვალწინ კლასიდან გამოყვანილი და მოტაცებული გოგო.გიორგი ნაკაშიძე ჩემს ცხოვრებაში 1995 წლის ზამთარში გაჩნდა. იმ წელს თბილისში დიდი თოვლი მოვიდა. მახსოვს დედაჩემის ნაქონი თხელი პალტო მეცვა და გავინული ხელების გათბობას ორთქლითა და ერთმანეთზე ხახუნით ვცდილობდი.სკოლიდან გამოსულს უკან ერთი ბიჭი ამედევნა, ნელ-ნელა აუჩქარებელინაბიჯებით მოდიოდა, როგორც კი ნაბიჯს ავუჩქარებდი ისიც ჩემს ტემპში წამოვიდოდა. ბოლოს მივხვდი, რომ ვერსად გავასწრებდი. ორი უბნის მერე მივხვდი, რომ საბოლოოდ ქონდა გადაწყვეტილი უკან გამომყოლოდა. ის გამბედაობა რაც ჯერ კიდევ მქონდა შერჩენილი მოვიკრიბე გავიქეცი და სანაპიროსთან ჩავირბინე , რა საკვირველია უკან ჩამომყვა. მდინარის ჯებირს მივეყრდენი და თვალები დავხუჭე. -გამარჯობა_ბოხი ხმით გაკვეთა გაყინული ჰაერი. არაფერი მიპასუხია, თვალები გავახილე და ცივი სახით შევხედე -გათბი? -... -არ აპირებ ჩემთან ლაპარაკს? _ღრმად ამოვისუნთქე და ორი სიტყვა ძლივს მივაბი ერთმანეთს -რა გინდა? -არაფერი დაგინახე რომ მორბოდი და რამე ხომ არ უჭირს-მეთქი ვიფიქრე_მივხვდი რომ ჩავიჭერი და ჭკუით მაჯობა -მაშინ წადი -აქ რა გინდა , თოვლია და თან მდინარე. საშიშია რამე არ მოგივიდეს -შენ ნუ იდარდებ წადი ხმა არ ამოუღია მიტრიალდა და წავიდა.დიდხანს ვიდექი გამეხებული , ან წასვლა რა იყო ან მოსვლა ვფირობდი ჩემთვის.ბოლოს მეც მოვტრიალდი და სახლისკენ გავყევი გზას. უბანში შესვლა უკვე მეზიზღბოდა, ყველა ალმაცერად უყურებდა ახალ სახეს, თითქოს მათი ნადავლი ვიყავი. ჩემდა გასაოცრად ჩემს ქუჩაზე ფეხის შედგმისთანავე ყველას მზერა ჩემსკენ იყო მოპყრობილი, მაგრამ გასაოცარი ის კიარ იყო, რომ ყველა მე მიყურებდა, არამედ ის , როგორც მიყურებდნენ. არასდროს არ მინახავს ერთი ადამიანი მეორე ადამიანს ასეთი პატივისცემით სასვსე თვალებით უყურებდეს როგორც მე მიყურებდნენ მაშინ. კორპუსში ასვლამდე სიბნელეში გიორგი ნაკაშიძე დავლანდე , სანახევროდ მიყურებდა და სიგარეტის კვამლდან მწვანე თვალები გამოსჭვივოდნენ. ასე შემოვიდა გიორგი ნაკაშიძე ჩემს ცხოვრებაში, მე კი უბნის ხელუხლებელი პრინცესა გავხდი.. ... ახლოს არ მეკარებოდა,მაგრამ მის ყოფნას ყველგან და ყველაფერში ვგრძნობდი. ვიცოდი,რომ სადღაც ახლოს იყო. ... თბილისში გაზაფხულმა იფეთქა.. თითქოს ყველაფერი კარგად იყო.. მაგრამ მახსოვს როგორ გაიყვანეს კლასიდან ნანუკა ქავჟარაძე და აღარ დაბრუნებულა.. მერე ჩემი პარალელური კლასელი ბიჭი დაჭრეს.. და ასე.. თითქოს წრიული ჯაჭვი შეკრეს.. დღე არ გადიოდა უბედურების გარეშე.. უბანშ შესვლისას თვალებით ვეძებდი ნაკაშიძეს მაგრამ ისიც არ ჩანდა.. სანაპიროს ამბების მერე ერთმანეთისათვის ხმაც არ გაგვიცია, მაგრამ მიზიდულობა მქონდა ამ ბიჭთან, თან შიშის გრძნობა , თან მადლიერება, თან ინტერესი.. ყველაფერი ერთმანეთში იყო არეული.მარტის ბოლოს უბანში ხმაური ატყდა.. ირაღის სროლა, მანქანის სიგნალი.. და მეხად გატყორცნილი ფრაზა „ნაკაშამ ცოლი მოიყვანა“ არ ვიცი რატომ ჩამწყვიტა გული, მაგრამ ვიცი რომ ნაწილებად დამშალა.. ერთ ადგილზე დიდხანს ვიდექი და ვერ ვირყეოდი.. „ნაკაშამ ცოლი მოიყვანა“ დიდხანს მიტრიალებდა გონებაში ეს სიტყვები. მერე იყო გადმოპატიჟება მაყრიონი ქროწილი.. მე და ბებიაც დაგვპატიჟეს... არ ვიცი რატომ , მაგრამ წავედი... მინდოდა თვალებში კიდევ ერთხელ და უკანასკნელად ჩამეხედა.. თუმცა ვინ ვიყავი მე.. პატარა ბავშვი.. რატომ მწყდებოდა გული?!. ის ხომ არავინ იყო და მეც არავინ ვიყავი მისთვის... მხოლოდ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს.. მხოლოდ ერთხელ ვისაუბრეთ და მეგონა ჩემი იყო?! მაგრამ ყოველღამე მესიზმრებოდა მისი თვალები.. მისი გამოხედვა.. ჩატეხილი ტუჩის კუთხე სიცილისას... ხო სწორად მიხვდით.. გავგიჟდი?! არა... დაუსწრებლად შემიყვარდა... მერე?! მერე იყო ქორწილი.. თეთრი კაბა... ვითომ ბედნიერი ნაკაშიძე.. ხო დავინახე... თვალებში ამოვიკითხე რომ ბედნიერი არ იყო.. ვიცი რომ ამდენი ხალხიდან მხოლოდ მე დავინახე გიორგის უბედური თვალები და ნაძალადევი ღიმილი.. მხოლოდ მე დავინახე რამხელა სიყალბე იყო იმ ყველაფერში და გადაჩეხვაზე მყოფი პატარძლის პატარა გამობურცული მუცელი.. ... ჰაერი აღარ მყოფნიდა გარეთ გამოვედი და სიგარეტს აკანკალებული ხელით მოვუკიდე.. პირველ ცდაზე ჩამიქრა.. მეორეზეც.. ამის დედავატირე_ შევაგინე ხმადაბლა -მე მოგიკიდებ_ კინაღამ მუხლებში ჩავიკეცე.. მთელ ტანზე ბუსუსებმა დამაყარა.. ვერ გავბედე მივბრუნებულიყავი.. ვიცოდი რომ ის იდგა მაგრამ ვერ შევძელი.. ვერ შევძელი შემეხედა იმ ადამიანისათვის რომელიც სხვისი იყო .. ვის ქორწილშიც ვიდექი და ვიზეც უზომოდ ვიყავი შეყვარებული. -თათა..შემომხედე -..._ ხმას ვერ ვიღებდი, ენა არ მიბრუნდებოდა პირში .. მაგრამ მაინც.. მხრებში გავიშალე და ამაყად მივტრიალდი -მაპატიე_ასე მეგონა ცა დამემხო თავზე.. მიწა გამსკდომოდა და თან ჩავეტანე მინდოდა.. არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა.. ვდუმდი.. მაგრამ შინაგანად სული მეწვოდა... ყველაზე მეტად ხმაურობდა ჩემი გული იმ წამს.. მაგრამ მაინც... ცივად .. ამაყად... შეუმჩნევლა.. -რა გაპატიო?_ვკითხე ისე თითქოს ყველაზე უმნიშვნელო ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში -დღევანდელი დღე..მხოლოდ დღევანდელი დღე მაპატიე.. შებრუნდა და დარბაზში შევიდა... დიდხანს ვიდექი აივანზე.. გამეხებული და გაოგნებული.. სანამ ბებიაჩემმა არ გამომაფხიზლა.. მთელი ღამე თეთრად გავათენე... ვერ მივხვდი რატომ მეთამაშებოდა.. რა უნდოდა ჩემგან.. დილას ჩამეძინა და რა თქმა უნდა გიორგი დამესიზმრა... ყვავილებით სავსე მინდორში ატმისფერი კაბით გავრბოდი.. მზის სხივები სასიამოვნოდ მელამუნებოდა სახეზე.. გაზაფხულის სიო თმას მიშლიდა.. -თათა_ დამიძახა ნაცნობმა ხმამ უკნიდან.. მივიხედე გიორგი იყო -მოდი თათა_მინდოდა გავქცეულიყავი მაგრამ ვერ წავედი.. ბალახი სუროსავით მეხვეოდა ფეხზე.. ბოლოს კი მიწა ჩაინგრა და თან ჩამიყოლა... გიორგი კი მეძახდა და მეძახდა.. ოფლში გაწურულს გამეღვიძა... ლოგინიდან წამოვხტი და ფანჯარასთან მივედი.. გიორგი და მისი ძმაკაცები ეზოში ისხდნენ რაღაცაზე ცხარედ კამათობდნენ.. შემდეგ გიორგი ადგა და წავიდა.. ირიბად გამოიხედა ფანჯარასთან ჩავლისას.. სწრაფად დავიმალე რომ არ შევემჩნიე.. გადავწყვიტე შევგუებოდი იმ ფაქტს რომ გიორგი არასდროს იქნებოდა ჩემი.. გადავწყვიტე ცხოვრება გამეგრძელებინა.. მიუხედავად იმისა, რომ სული კბილებით მეჭირა , თავი მაღლა ამეწია.. სკოლის კართან ჩემი მეზობლის ბიჭი დამხვდა.. ფურცლის ნაგლეჯი მომცა და გაიქცა „11 საათზე, ეკლესიის ჩასახვევთან.. მოდი თორე მე მოვალ“’ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.