ნაპერწკალი (საცდელი)
მერვე კლასში ვიქნებოდი, ჩემმა მეგობარმა კატომ , მისი ნათესავი დუდა რომ გამაცნო. დუდა სიმპატიური, ყავისფერ თვალება , მაღალი , საშინელი ხასიათის ბიჭი იყო. მე კი ცისფერთვალება , შავგვრემანი , კომუნიკაბელური, მხიარული და თავქარიანი გახლდით. არის რაღაც ნაპერწკალი, რომელიც პირველი დანახვის თანავე ჩნდება და მერე თავს არ განებებს, არსად მიდის , მუდამ შენი თანამგზავრი ხდება. ასე მოხდა ჩემსა და დუდას შორის. მერვე კლასში გავიცანი ის ნაპერწკალი , რომელმაც დუდასთან დამაახლოვა და ამ ურთიერთობაში სიამაყის უფლება არ მომცა. დღემდე არ ვიცი ჩვენი ურთიერთობის სახელი, მაგრამ დარწმუნებით ვიცი რომ ეს მეგობრობაზე ბევრად მეტი იყო. ერთად გამოვიარეთ 4 წელი, ამ 4 წელში შეყვარებულებიც გვყავდა მაგრამ თითქოს ერთმანეთს არ ვკარგავდით , ვებღაუჭებოდით ბოლომდე , თითქოსდა უკანასკნელი გოგო - ბიჭი ვყოფილიყავით დედამიწაზე. ამბობენ, ურთიერთობას მაშინ ეკარგება აზრი, როცა ხალხის აზრის გეშინიაო. 3 წლის შემდეგ ... 7 მარტი 2017 წელი წვიმს , საშინლად ქუხს თბილისში. ვერ გავიგე მიყვარს თუ არა წვიმა. ერთის მხრივ წვიმა სევდიანია, თითქოს მთვარემ ღრუბლები გააბრაზა და ღრუბლებიც განწირულად ტირიანო , მეორეს მხრივ კი წვიმა მხიარულია , ბუნებას ახალისებს და წვიმის დასასრულს ლამაზი ცისარტყელაც გამოისახება ხოლმე ცაზე. ისეთი ამინდია , რომ იტყვიან მხოლოდ ძილს თუ შეაფარებ თავსო. მეც არსად ვიყავი წასასვლელი და გადავწყვიტე წვიმის გადაღებამდე დამეძინა. ტელეფონის გაბმული ზარი მაღვიძებს , მესამედ გათიშვის მიუხედავად მაინც რომ არ გაჩერდა ,მივხვდი რომ ძილი უნდა შემეწყვიდა და ამ წკრიალა ტელეფონისთვის მეპასუხა . არც დამიხედია რადგან ჯერ კიდევ ძილბურანში ვიყავი ... -ნინიააა, რა ხდება? კატოს ხმა წამებში ვიცანი - არაფერი კატო, მეძინა . შენც რო არ გაგეღვიძებინე რა მოხდებოდა ახლა ისეთი. - უნდა გამეღვიძებინე, დღეს გიორგის დაბადების დღეა და მაგასთან ავდივართ , 11ზე მზად იყავი გამოგივლი და წავიდეთ. -კარგი. აღარ დამიწყია წუწუნი, რადგათ გიორგი ჩემი მნიშვნელოვანი მეგობარი იყო. არადა როგორ არ მინდოდა წასვლა, ვიცოდი ჩემი ნაპერწკალი თავიდან გაღვივდებოდა დუდას დანახვისას. უკვე თვეები იყო გასული, რაც ჩემი ნაპერწკალი აღარ გიზგიზებდა, მხოლოდ ოდნავ ბჟუტავდა და მის ერთ შემოხედვაზეც მზად იყო ისევ ასაგიზგიზებლად. უკვე თვეები იყო გასული , რაც დუდა არ მენახა, ჩვენი ურთიერთობა თავისით გაწყდა, თითქოს ერთმანეთი ამოვწურეთ და თითქოს პატარა ბავშვობიდან გამოვედით და ზრდასრულებს უკვე სხვა ინტერესები გვქონდა. გიორგი დუდას ბავშვობის ძმაკაცია, რომ იტყვიან პამპერსის მეგობრებიო აი ზუსტად ეგეთი ძმაკაცობა ქონდათ. ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ 2 სართულის დაშორებით , დუდასთან ერთად გავიცანი ისიც და ჩვენი მეგობრობაც მაშინ დაიწყო. მე - ნინია 18 წლის ვარ, მყავს 3 დაქალი რომლის გარეშეც უკვე 3წელია არც ერთი დღე არ წარმომიდგენია. კატო, ნათია, და სოფო ჩემთვის უძვირფასესი ხალხი რომელიც გვერდით მიდგას და მეც ყოველთვის მათ გვერდზე დგომას ვცდილობ. აღარ მკგიყვებით ჩვენს მეგობრობაზე, რადგან ეს ძალიან დიდხანს გასტანს ... ავდექი უკვე საღამოს 10 საათი იწყებოდა, ჩემთვის ვფიქრობდი მინდოდა თუ არა იმ ნაპერწკალის გაღვივება, მინდოდა თუ არა ისევ მეტანჯა თავი , მიღირდა თუ არა დუდა ამად. ამ ფიქრებით ვიყავი გართული, როცა დედამჩემმა კარი შემომიღო და სიცილით შემოვიდა ოთახში. ვერ გავიაზრე რატომ იცინოდა სანამ ჩემი თავი სარკეში არ ავათვალიერე , ხელში შარვლის მაგივრად ჯემპრი მეჭირა და გულმოდგინედ ვცდილობდი მის შარვლად ჩაცმას. დედა მიხვდა რომ გადაღლილი ვიყავი ერთი მაკოცა და ოთახში ჩემს მბჟუტავ ნაპერწკალთან და ფიქრებთამ მარტო დამტოვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.