ოქროს შუალედი / ნაწილი მეორე /
*** ისეთი მომენტებიც ხომ არსებობს ცხოვრებაში სიცოცხლის გაგრძელებას რომ ვერ ბედავ. გინდა, საჭიროა და აუცილებელიც, მაგრამ ვერ ბედავ.. ან არ გამოგდის. თქვენი აზრით, სიკვდილის გარდა სხვა რა ვერ უნდა აპატიო საყვარელ ადამიანს ?! მისი სუნთქვის შეწყვეტის და თქვენი მის გარეშე დატოვების გარდა, რისთვის შეიძლება მოიძულო იგი?! ოთახში იჯდა და გაყინული თვალებით უყურებდა მაგიდაზე მწკირვად დაწყობილ ფოტოსურათებს. ყოველი ამოსუნთქვისას ფართოდ ებერებოდა ფილტვები და ორგანიზმში შესული ჟანგბადს უკან გამოსვლის საშუალებას აღარ აძლევდა. თხელი თითებით ეხებოდა თითოეულ კადრს და ცხადად ევლინებოდა თვალწინ ყოველი მოგონება, ყოველი ერთად გატარებული წუთი. ცრემლები ურცხვად ტოვებდნენ თვალის ჯებირებს და გულზე მიკრულ ბალიშზე უგზოუკლოდ იკარგებოდნენ. სანუგეშოდ არავინ ჰყავდა, ვერც ვერავის ჩამოადებდა თავს მუხლებზე და ვერც ვერავინ შეუმშრალებდა იმ სიმწრის ცრემლებს, ასე საზიზღრად რომ სდიოდა ღაწვებზე.. მოუკვდა მისი ცხოვრების თანამგზავრი.. ფიქრად გარდაეცვალა მისი ნავსაყუდელი და დარდის გამზიარებელი.. მისი შვილის, მისი ანიკას მამა გარდაეცვალა.. სხვა რა შეეძლო, იჯდა და მანამ ტიროდა გაუთავებლად, სანამ ანიკამ არ გააღო მისი ოთახის კარი და დათუნიით ხელში, ცრემლიანი თვალებით არ მიუჯდა დედას გვერდით.. აგერ, თუ არავინ აღარ დარაჩა! ისევ გგონიათ რომ ერთადერთი იმედი გამოეცალაა ? არა! მისმა სიყვრულმა ყველაზე დიდი იმედი და საჩუქარი უსახსოვრა ანიკას სახით. მოვიდა და თითქოს სიცოცხლე დაუბრუნა გაფერმკრთალებულ ოთახს. ანიკა მაჯაზე მოეჭიდა დედას და თავიდან დაბადებას გავდა მაშინ ნინიას ამოსუნთქვა.. შავად გათენდა ცამეტი სექტემბერი, ერთი წლის შემდეგ დანელიების ოჯახი უდიდესი დანაკლისით უბრუნდებოდა სამშობლოს. ვერ აუსრულა ბოლომდე თხოვნა.. ვერ აუსრულებდა, არ შეეძლო ბოლო წუთებში არ გამოთხოვებოდა საყვარელი ქმარის სხეულს.. აეროპორტში გიორგის მამა, კახა დახვდათ.. უსიტყვოდ გადაეხვივნენ ერთმანეთს, ტკვილი ასე მძაფრი და ასე უთქმელი არასდროს ყოფილა, როგორც ახლა, როგორც ამ აეროპორტში.. სევდისფერი იყო სამეზობლოსთან შეხვედრა და მათი განადგურებული სახეების ნახვა, იმ დღეს ბინიდან სამშობლოს დაუოკებელი სული, ვაჟკაცობის სიმბოლო და მამობის ეტალონი გაასვენეს. ცრემლად იღვრებოდა დასაფლავების ყველა დამსწრე.. ვერ აჩერებდნენ ნინიას კიოდა, ყვიროდა და მერე ამდენი ბრძოლისგან დაღლილი სულ გაითიშა.. ანიკა მზია ბებოს ჰყავდა გულში ჩაკრული და შეხედვის უფლებას არ აძლევდა პროცესიისას.. დაითრგუნა მთელი ცა და დედამიწა დედა შვილის საცოდაბით ზღვას ფსკერი გაუვარდა ამ უსამართლობის შემხედვარე. მთავრდებოდა დაკრძალვის დღე, ილეოდა ყველა რიტუალი. თან ახლოვდებოდა ამერიკაში დაბრუნების დროც. არავის შეეძლო ნინიასთვის წინააღმედეგობის გაწევა, თუმცა კი სურვლი ყველას გულს ჭამდა შიგნიდან. იცოდა, ყველამ იცოდა აზრი არ ჰქონდა რამის საუბარს.. ქმრის სიტყვას არ გატეხდა ქალი, მის ბოლო სურვილს უპირობოდ შეუსრულებადა თავის ცხოვრების სიყვარულს.. ისევ ის კადრები, ისევ აეროპორტი და გაცილება. ცრემლიანი თვალები და ტუჩთან მომდგარი ჩუმი ლოცვა. იმ განსხვავებით, რომ მწუხარება ახლა უფრო მეტი იყო ხოლო, მოლოდინი შედარებით ნაკლები. გიორგი დედასთან და მამასთან იდგა. ბიჭს უტყვი გამომეტყველება ჰქონდა. ცარიელი თვალებით უყურებდა მიმავალ დედა შვილს.. მამის ხელები ეხვეოდა და სიწყნარისკენ მოუწოდებდა აკანკალებულ შვილს. ნერვებაწყვეტილ მონატრების, მოლოდინის გამძაფრების და ბავშვური უანგარო სიყვარულის ფონზე თვალები ერთმანეთს შეხვდნენ, შესაბამისად მოთმინებაც ამოიწურა.. ხელი სწრაფად გააშვებინა კახას და ანიკასკენ თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. ესკალატორზე მდგომ ნინიასაც გამოექცა ანიკა.. წყვილი ბალივით მიეწეპნენ ერთმანეთს. დიდი ტკივილი იღვრებოდა მათი თითოელი მოქმედებიდან.. მანამ იყვნენ გაუნძრევლად და მანამ არ დაურღვიეს ბავშვური სიმშვიდე, სანამ სხდომის დასარული შესახებ არ გამოაცხადეს და ანიკას წასვლა გარდაუალი არ გახდა.. ბიჭი იმახსოვრებდა მისი მისი თმის სურნელს და ღრმად იბეჭდავდა ტვინში.. - ანიკა, მე დაგელოდები! ცრემლიანად მტკიცე იყო ბიჭის ხმა - მე კი დავბრუნდები გიორგი.. სუსტად გასცა პასუხი გოგომ. იმ დღიდან საძულველი მონატრების, ყოველწლიური იმედგაცრუების და მხოლოდ ეკრანიდან დანახული სახეების ერა დაიწყო.. და ღმერთმა იცოდა სადამდე გაგრძელდებოდა ეს უღმერთო, უკუღმართი პერიოდი. ყველას თავისი წილი უბედობა ტანჯავდა, ყველა სხვადასხვანაირად განიცდიდა უერთმანეთობას.. თუმცა, ერთი მოქმედებით ბევრ სხვა რამეს ეშველებოდა. ერთი ადამიანი დაბრუნებით მთელი ქალაქის ცა გაფერადდებოდა. • დილიდან განსხვავებულ განწყობაზე გაიღვიძა. შინაგანი ღელვა ბოლო დღეების გამმავლობაში არასდროს ტოვებდა მის გულსა და სხეულს. სულ რაღაცის მოლოდინში იყო, რაღაც ახალის და კარგის. მალე სრულწლოვანი ხდებოდა და შესაბამისად მისი სამშობლოში დაბრუნების დროც საბოლოო დღეებს ითვლიდა.. წლები გაატარა ახლობლების მონატრებაში, რამდენი ღამე გაუთენებია სამშობლოზე ფიქრშიი. ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი კითხულობდა ყველაფერს საქართველოზე ოდნავადაც არ უნდოდა რამე დავიწყებოდა ან გამორჩენოდა, ამიტომ მაქსიმალურ ინფორმაციას იღებდა და გულში იბეჭდავდა ყოველივეს. ამაყობდა მამამისით, მისი ვაჟკაცობით და პატრიოტიზმით იცოდა, რომ მისგან გამოყვა სამშობლოს ასეთი სიყვარული.. წამებს ითვლიდა როდის დაუბრუნდებოდა მშობლიურ მიწას. ათასჯერ მაინც ჰქონდა ნიანასთან ამ თემაზე ნალაპარაკები, რაზეც ათასჯერვე ერთი და იგივე პასუხს ისმენდა. ამ პასუხის ასრულების დრო კი უკვე კართან მომდგარიყო.. იმ დილით საქართველო დაესისზმრა. ცხადად ნახა მისი ბინის ეზო, ოჯახივით სამეზობლო, აკაკისა და ნელის გაუთავებელი კამათი, მზია ბებოს ფუმფულა ლოყები და დალის უცნაური შეძახილები.. უსახელოც ნახა სიზმარში, ცოტა ულამაზო იყო, მაგრამ მისი სინატიფე და სიდიადე მაინც არ ჰქონდა დაკარგული, სიზმრის უკანასკნელ ფირზე კი გიორგის სახე დალანდა, მისი ალუბლისფერი ტუჩები და ნახშირივით შავი თვალები, ისინი დალოდებას პირდებონენ, უპირობო ლოდინს და უზღვავ ბედნიერებას.. ჯერ ცალი თვალი გაახილა და ოთახს ფრთდილად მოავლო მზერა, შემდეგ მეორე მიაყოლა და ახლა უკვე ორივე თვალით დაიწყო ოთახის დაზვერვა.. მშვიდობა სუფევდა ყველაფერი რიგზე იყო, მის ოთახში და მის საწოლში, სიზმარი კი სადღაც უკან, მორფეოსის სამფლობელოში დარჩენილიყო.. ოთახის კარი ნინიამ გააღო და გაღვიძებული ანიკა რომ დაინახა გაუკვირდა - ასე ადრე? რა ხდება შვილო? - ჩვენი ეზო დამესიზმრა დედა.. მოწყენით უპასუხა ქალს. ნინიას თვალებს ცრემლის თხელი ფენა გადეკრა. კიდევ უფრო გაულურჯდა ზღვისფერი თვალები. წლები იყო სამშობლოს და მეგობრების მონატრება ტანჯავდა..საფლავის ქვის მოფერების სურვლი, მისი მოვლის, მისი პატრონობის. მასთან საუბრის და მოსიყვარულების. ანიკამ პასუხი რომ ვერ მიიღო სხვათაშორის იკითხა - როდის დავბრუნდებით? - მალე შვილო, შენს მეთვრამეტე დაბადებისდღეს საქართველოში შევხვდებით.. უპასუდა ნინიამ და ვერანდაზე გავიდა. შორს სადღაც დასალიერში იყურებოდა დიდხანს, კადრშეუცლელად ახსოვდა გაცნობის დღე, პირველი პაემანი, სხვა შეხვედრები, ნიშნობა, ქორწილი, ფეხმძიმობა, ანიკას დაბადება, დარგული უსახელო, გამოძახება, ამერიკა და შემდეგ უკვე ყველაფერი მუქად ჩანდა.. მოგონებები ფერმკრთალდებოდა.. მხოლდო მისი სახე იყო უცლელი სიყვარულის სახე, ერთგულების სახე. ამინდი სეზონის შეუფერებლად შეიცვალა და წვირილი წვიმა წამოვიდა ციდან.. დიდხანს იდგა ტერასაზე გაუნძრევლად.. გადაწყვეტილების სისწორეზე ყოყმანობდა და მოაჯირზე თითებს აკაკუნებდა.. ზურგიდან იგრძნო სითბო და ორგანიზმი ერთიანად გამოუცოცხლდა.. გული აუხმაურდა და სისხლმა გამალებით დაიწყო კანქვეშ დინება.. მათი იმედი, მათი ანიკა ეხვეოდა ზურგიდან და ახლა ჭირსაც წაეღო მთელი დედამიწა.. - თუ გინდა ბარგის ჩალაგება დაიწყე ღიმილით უთხრა ნინიამ და სახეზე დაუდევრად ჩამოყრილი თმა ყურსუკან გადაუწია... ესეც მეორე ნაწილი.. სავარაუდოდ სულ 4 იქნება. იმედი მაქვს თქვენს იმედება გავამართლებ, ისამოვნებთ და შთაბეჭდილებებს გამიზიარებთ ♡ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.