შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნატალი, კამერონი და ნიუ-იორკი. (თავი 1)


20-07-2019, 22:02
ავტორი Thedreamer_7
ნანახია 873

ნატალი და დედამისი - ნინა მიდიან ნიუ-იორკში, სადაც ნატალი გაიცნობს ერთ ბიჭს, სახელად კამერონს, რომელიც აღმოჩნდება ცნობილი მსახიობი. როგორც კი ისინი ურთიერთობას იწყებენ, იქვე იწყება მათი ულამაზესი თავგადასავლებით სავსე ისტორია, ბევრ დაბრკოლებასთან ერთად.

ჩემი სახელია ნატალი და ვცხოვრობ თბილისში.
16წლის ვარ და 2კვირაში 17ის ვიქნები. და ან ძმა არ მყავს.
მამა ადვოკატია, დედა კი ადრე მკერავი იყო, ახლა კი დიზაინერობისკენ მიიწევს, იმიტომ, რომ მის მიერ შეკერილი კაბები, პიჯაკები, შარვლები და ა.შ. ძალიან მოსწონთ და ურჩიეს დიზაინერობა და მაღაზიის გახსნა. ასეც მოიქცა, საშუალო ზომის მაღაზია აქვს ვაკეში. რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა დიზაინერმა აღმოაჩინა დედა და მისი კოლექცია, მას მერე ერთი ორჯერ დაუკავშირდა კიდევ, ხოლო სულ ცოტა ხნის წინ შესთავაზა ნიუ-იორკში ჩასულიყო და პარტნიორები გამხდარიყვნენ ამ სფეროში. თავიდან დედა ვერ მიდიოდა გარკვეული მიზეზების გამო, ასევე ჩემი დაბადების დღე, ოჯახური დასვენება საბერძნეთში და ა.შ. მაგრამ რადგანაც ნიუ-იორკი ჩემი ოცნება იყო, დაბადების დღეზე ვთქვი უარი, იმაზე დიდი საჩუქარი რა იქნება თუ არა ნიუ-ირკში წასვლა, თან ოჯახური დასვენებაც გამოვიდოდა. ასე რომ, მე და დედა ახლა მივფრინავთ ნიუ-იორკში, მამა კი ჩემს დაბადების დღეზე ჩამოვა.

როგორც კი ჩავედით, ტაქსი გავაჩერეთ და ჩვენს ბინამდე წავედით. სიტყვები არაა საკმარისი იმის გადმოსაცემად, რასაც მე ვგრძნობდი და ვხედავდი. ეს უბრალოდ გასაოცარი და გამაგიჟებელი იყო.
შენობა, რომელშიც ჩვენი დროებითი ბინაა, გზის პირას მდებარეობს 4ე სართულზე. ბინა კი.. ის ულამაზესია, ძალიან სადად და ლამაზად მოწყობილი. ჩემი ოთახი ქუჩის მხარესაა, ფანჯრიდან სასწაული ხედი მაქვს.. ძალიან მიხარია.
ახლა დღის 10საათია.
-ნატალი! მზად ხარ? 11ზე უნდა შევხვდე დეივიდს, ძალიან პუნქტუალური უნდა ვიყო - მითხრა დედამ.
-კი კი მზად ვარ, ახლავე გამოვალ.
ჩავიცვი თეთრი კლასიკური შარვალი, შავი სადა ზედა - მკლავები იდაყვებამდე და ზემოდან ნაცრისფერი პიჯაკი. თმა გაშლილი მაქვს და წკაპებით გვერდზე დამაგრებული, რათა ქარის დროს სახეში არ მომხვდეს, არ მინდა წამების დაკარგვაც კი ამ ქალაქის დასათვალიერებლად. ოთახიდან გამოვედი, დედას სადა მოტკეცილი კაბა აცვია, სიგრძე მუხლს ზემოთ, თმა კეფაზე ბურთად აწეული და წინ ოდნავ ჩამოყრილი, მაკიაჟი მოზომილად გაკეთებული. ჩემი მომლოდინე მისაღებში დგას და ტელეფონში რაღაცას აკეთებს.
-წავედით? - ვკითხე
-კი, არაჩვეულებრივად გამოიყურები
-შენც
დედამ მზის სათვალე გაიკეთა, ჩანთა აიღო და გავედით. მეც სათვალე გავიკეთე და ისე გამოვედით შენობიდან. ტაქსიში ჩავსხედით და გავეშურეთ. დაახლოებით 35წუთში მივედით, მანქანა გაჩერდა ცათამბჯენის წინ. როდესაც მანქანიდან გადმოვედი, რაღაც ვიგრძენი, არ ვიცი ეს რა იყო, თავი ზედმეტად კარგად ვიგრძენი. სანამ შენობაში შევედით ყველაფერი მოვათვალიერე ირგვლივ და ვეცადე ყველა დეტალი დამემახსოვრებინა. 27ე სართულზე ავედით და 2741ნომერი ოთახის წინ გავჩერდით. დედამ ღრმად ჩაისუნთქა, ამოისუნთქა და დააკაკუნა. გავიგეთ როგორ გვითხრეს “შემოდით” და შევედით. ოფისი იდეალურად იყო მოწყობილი, ერთ მხარეს რამდენიმე საკიდელზე ჩამოკიდებული იყო ათასი სახის ტანსაცმელი, მეორე მხარეს ერთი მაგიდა რამდენიმე საბუთით და ორი სავარძლით, ხოლო წინ საწერ მაგიდასთან საქმიანი კაცი იჯდა სავარძელში, რომელიც ჩვენი შემოსვლისთანავე ადგა და სათვალე მოიხსნა.
-გამარჯობა ნინა, როგორ ბრძანდებით?
-გამარჯობა დეივიდ, მშვენივრად თავად?
-ასევე, ვგონებ ეს თქვენი ქალიშვილია ნატალი - თქვა, ხელი გამომიწოდა და ჩამომართვა - სასიამოვნოა შენი გაცნობა. დაბრძანდით.
-ის ესკიზები მოგიტანეთ, რაც მთხოვეთ - უთხრა დედამ და დაიწყეს დიზაინის საკითხზე საუბარი. დაახლოებით ნახევარი საათი საუბრობდნენ, თავიდან უბრალოდ ვუსმენდი, შემდეგ ავდექი და ფანჯარასთან მივედი. გადასარევი ხედი იყო, თვალს ვერ ვწყვეტდი. საქმის დასრულების შემდეგ, დეივიდმა სადილზე დაგვპატიჟა, რესტორანში წავედით, იქიდან დიზაინერობასთან დაკავშირებით რამდენიმე მუზეუმი მოგვატარა, ჩემთვის ეს ოდნავ მოსაწყენი იყო, მაგრამ დედას გამო ხმას არ ვიღებდი. ამის შემდეგ რამდენიმე მაღაზიაში გავიარეთ, სადაც მისი ნაცნობი დიზაინერები მუშაობენ, რაღაც სტილს და ნაჭერს არჩევდნენ. ბოლოს 7საათისკენ დეივიდი დაგვემშვიდობა, ჩვენთვის ტაქსი გამოიძახა და სახლში წავედით.
-ნატალი სადმე ხომ არ გინდა გავიაროთ? - მკითხა დედამ
-კი გავისეირნოთ ქუჩებში, დავათვალიეროთ ქალაქი.
-კარგი, ოღონდ ჯერ შხაპი მივიღოთ, გამოვიცვალოთ და მერე.
ყველაფერ ჩამოთვლილის მერე მე და დედა მანჰეტენზე გავედით, პარკში გავიარეთ ცოტა, შემდეგ ქუჩებშიც ვისეირნეთ, რაღაც გემრიელობები გავსინჯეთ, ბევრი ვიხალისეთ და 12სკენ სახლში მოვედით.
-ძალიან დავიღალე, წავალ მეც მივიღებ შხაპს - მითხრა დედამ, როდესაც მე გამოვედი აბაზანიდან.
-კარგი
-თუ გვინდა რამე, აი იქ ჟურნალი დევს და რამე გამოვიძახოთ
-კაი გადავხედავ
ორნაირი პიცა შევუკვეთე, წვენები და შემდეგ ტელევიზორი ჩავრთე, რაღაც საინტერესო ფილმი გადიოდა და იმას ვუყურე. როდესაც დედა გამოვიდა, ვივახშმეთ. პიცა ძალიან გემრიელი იყო.
-იმ ბიჭს არ მოუწერია, პარკთან რომ გავიცანით? - მკითხა დედამ და სავარძელზე დაჯდა. როდესაც ვსეირნობდით, ვიღაც ბიჭმა ველოსიპედზე ძალიან სწრაფად აგვიარა, ისე, რომ დედას შეეშინდა და ოდნავადაც შეჰყვირა. ამ ბიჭმა ველოსიპედი უმალ გააჩერა, წინ ჩამოყრილი ხუჭუჭა თმა გადაიწია და ჩვენთან მოვიდა ბოდიშის მოსახდელად. მიხვდა, რომ ამერიკელები არ ვიყავით, პოლემიკაში შევედით, გავიცანით, კამერონი ჰქვია, სასიამოვნო პიროვნება აღმოჩნდა. ბოლოს გვითხრა, რომ ეჩქარებოდა მეგობართან და ბოდიშის მოხდით წავიდა, იქამდე კი ჩემი ნომერი ჩაიწერა, შემდეგ კი მე მისი.
-ამმ.. არა ჯერ - ვუპასუხე დედას.
-დარწმუნებული ვარ მოგწერს, ძალიან სასიამოვნო და წესიერი ბიჭი ჩანს, როგორც გარეგნულად ისევე პიროვნულად.
-ჰო გეთანხმები
ფილმის ყურება რომ დავასრულეთ, ტელეფონი შევამოწმე და მას მართლა მოეწერა, გამეღიმა, დედამ შეამჩნია, გვერდით მომიჯდა და უყურებდა რას ვწერდით.
-საკმაოდ საყვარელია - მითხრა დედამ კამერონზე და გამეღიმა, გამიხარდა, რომ მასაც მოეწონა ის.
-ჰო..
-კარგი წავედი ძალიან დავიღალე. - თქვა დედამ.
-კაი მიდი
-შენც არ გაწყენდა ძილი
-ჰო, დავწვები ცოტახანში
-ხომ იცი 8ზე უნდა ავდგეთ
-ვიცი დედა
-კაი წავედი, ხვალამდე
-დე მოიცა - ვუთხარი დედას და კიდევ ერთხელ დავფიქრდი, იმაზე რაც უნდა მეთქვა.
-რა მოხდა?
-შეიძლება ხვალ არ გამოგყვე? ხომ იცი ჩემი არაა ეს დიზაინი
-და რას იზავ?
-ქალაქში გავისეინებ
-კარგი, ხვალ დილით დავილაპარაკოთ, ახლა წავედი - მითხრა დედამ, თავი დავუქნიე და ოთახში შევიდა.
მე კამერონთან გავაგრძელე მიმოწერა, თან ჩემს მეგობრებს ვესაუბრებოდი თბილისში ფეისთაიმით. ცოტახანში ოთახში შევედი.
ვერ ვჩერდებოდი სახლში, იმის გააზრებით, რომ იმ ქალაქში ვარ, რომელსაც ღამითაც კი არ სძინავს. ახლა გარეთ ვერ გავიდოდი, დედა არ გამიშვებდა, ამიტომ აივანზე გავედი და დავტკბი იმ ხედით რაც მქონდა. თან კამერონი მწერდა.
‘როგორ მოგწონ ნიუ-იორკი?’
‘სიტყვები არ მყოფნის..’
‘შენ კიდევ ბევრი არ გინახავს’
‘მაინც რა?’
‘მაგალითად მზის ჩასვლა და ამოსვლა..’
‘კიდევ?’
‘არის ბევრი საინტერესო, სასიამოვნო ადგილები, ასევე გასართობი, აქ ყველაფერია, ამის ჩამოთვლა შეუძლებელია’
‘შეუძლებელი არაფერია’
‘მართალი ხარ’
ცოტახანს ტელეფონი გადავდე და უკეთესად მოვათვალიერე ჩემი ხედი, გადასარევი იყო.. რამდენიმე წუთში მესიჯი მომდის:
‘როგორ ძლებ სახლში, როდესაც შენს საოცნებო ქალაქში ხარ?’
‘სხვა გზა არ მაქვს..’
‘შეგიძლია ჩუმათ გამოხვიდე’
‘ვერ.. კარებს ხმა აქვს’
‘მე მაგაზე არ ვიძახი’
‘?’
‘საავარიო კიბეები, საკუჭნაოდან შეგიძლია გახვიდე’
ამაზე მართლა დავფიქრდი, დიდხანს ვიფიქრე.
‘რას იზავ? შემიძლია დაგეხმარო ქალაქის დათვალიერებაში, ვიცი კარგი ადგილები საიდანაც უნდა დაიწყო’ - მომწერა კამერონმა
‘ამმ..’
‘მიდი ნატალი, ყოველთვის ვერ იქნები შენი ოცნების ქალაქში, არ უნდა დაკარგო ეს საათებიც კი! თანაც ქალაქი ღამით უფრო საინტერესოა.’
ამ სიტყვებმა გამბედაობა მომცა.
‘კარგი’ - მისამართი მივწერე
‘20 წუთში მანდ ვარ’
ოთახში შევედი და სპორტულები გამოვიცვალე. ჩავიცვი ჯინსის მაღალწელიანი შორტი, ბრეტელებიანი შავი ტოპი, თეთრი ბოტასები და ჟაკეტი. თმა ავიწიე და კუდად შევიკარი. სანამ კამერონს ველოდებოდი ჩემს მეგობრებს ისევ დავურეკე, გადავწყვიტე მეამბნა კამერონზე. მათ მთხოვეს მეჩვენებინა ფოტოები და ასეც მოვიქეცი, ვანახე ის ორად ორი ფოტო, რომელიც კამერონმა გამომიგზავნა აიმესიჯში.
-ღრმერთო ნატალიი!! - დაიყვირა ჩემმა ძმაკაცმა
-რა მოხდა?
-იცი ეს ბიჭი ვინაა?!
-რა შეკითხვაა?
-არა სერიოზულად!
-რაზე მესაუბრები?
-დისნეის მსახიობიაა! კამერონ ბოისი
-რაა?!
ეგრევე ვნახე ინსტაგრამზე და თვალებს არ ვუჯერებდი.. გავგიჟდი, ცოცხალში ძალიან სხვანაირია, საერთოდ ვერ ვიცანი...
‘მოვედი’ - მომწერა კამერონმა.
-კაი წავედი, მოვედა - ვუთხარი მეგობრებს და გავთიშე.
გავედი დედასთან, შევამოწმე, რომ სძინავს, შემდეგ ჩემი ოთახის კარები ჩავკეტე და საკუჭნაოსკენ წავედი. გარეთ გავედი და დავინახე ქვემოთ კიბეებთან მომლოდინე კამერონი. გული ამიჩქარდა.. ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე, დავმშვიდდი და კიბეებზე ჩავირბინე.
-მალე, თითოეული წუთი ძვირფასია შენთვის - მომაძახა და გამეცინა. მან გადამკოცნა გამიღიმა და შემდეგ ვკითხე:
-სად მივდივართ?
-ნახავ - მითხრა და წავედით.
გზაში ათას სასაცილო რაღაცაზე ვსაუბრობდით, ხანდახან ჩემს ინგლისურზე ეცინებოდა. ეს ჩვეულებრივი ამბავია, საქართველოში სულ ქართულად ვსაუბრობ.
-ისე შენი ინგლისური არც ისე ცუდია - მითხრა მან.
-ძალიან მიხარია ამის მოსმენა
-მომიყევი შენზე
და მე მას მოვუყევი ყველაფერი, რაც აინტერესებდა. თვითონაც მიაბო თავის მეგობრებზე და ცხოვრებაზე. არ მინდოდა ჯერ გამემხილა, რომ ვიცოდი მისი ვინაობა, შიგადაშიგ მავიწყდებოდა, რომ ცნობილი იყო, რადგან ისიც ისეთივე ერთი ჩვეულებრივი ადამიანია, როგორც მე. ფეხით ბევრი მატარა ქუჩებში, რამდენიმე მართლაც ლამაზი ადგილი მანახა. მეტროში მოგვიწია ჩასვლა, რადგან როგორც კამერონმა მითხრა, ამჯერად ცოტა შორს გვიწევდა წასვლა, მე ცოტა ავნერვიულდი.
-რამდენად შორს მივდივართ?
-გეშინია? - მკითხა მან.
-არა, უბრალოდ არ მინდა, რომ სახლში დავაგვიანო.
-რომელზე უნდა იყო სახლში?
-8ზე უნდა ავდგეთ, მაგრამ 7ზე მინდა რომ ვიყო.
-ყველაფერი გასაგებია, დროს მე გავაკონტროლებ.
ახლა ღამის 3 საათია, 4 დაიწყო. მეტროდან ამოვედით, რამდენიმე ქუჩა გავიარეთ, აქაც რაღაც ადგილები მასწავლა კამერონმა და შემდეგ გავშეშდი.. რას ხედავენ ჩემი თვალები! პირზე ხელები ავიფარე, რაზეც კამერონს გაეცინა. ჩემს თვალ წინ წყნარი ოკეანე მოსჩანს.. ეს უბრალოდ ულამაზესია..
-კამერონ.. ეს.. ეს ძალიან ლამაზია.. - მხოლოდ ამის თქმა შევძელი.
კამერონს გაეღიმა და სანაპიროზე ჩავედით. გავჩერდი და ფეხზე გავიხადე, მინდოდა ქვიშაზე ფეხშიშველს მევლო. კამერონმაც მომბაძა. ბოტასები ხელით მომქონდა. ბევრი ვისეირნეთ აქაც, ვსაუბრობდით ათას რაღაცაზე. ის ისეთი სასიამოვნო პიროვნებაა, ისეთი პოზიტიური, მუდამ მომღიმარი, ყველაფერ საინტერესოთი აღსავსე..
ცოტახანში გავჩერდით და წყალთან ახლოს დავჯექით ქვიშაზე.
-როგორ მოგწონს? - მკითხა მან.
-შესანიშნავია - ვუთხარი და საკმაოდ დიდხანს დავდუმდი. ის ხან მე მაკვირდებოდა და ხან ოკეანეს. - ძალიან დიდი მადლობა, რომ დამათვალიერებინე ამდენი ულამაზესი რამ..
-არაფრის - მითხრა მან და ხუჭუჭა თმა უკან გადაიწია, მაგრამ მაინც წინ გადმოეყარა. მე გამეცინა, მან კი შემომხედა და მკითხა:
-რაზე გეცინება?
-შენს თმებზე. რამდენჯერაც უკან გადაიწევ ის ისევ წინ გეყრება
-ა ჰოო - თქვა და ერთად გაგვეცინა. უკვე 5 საათია, მალე 6 დაიწყება.
მზე ამოსვლას იწყებს.
უეცრად კამერონი ადგა და მითხრა:
-წამოდი?
-სად?
-ნახავ
უსიტყვოდ გავყევი. დაახლოებით 10 ან მაქსიმუმ 15 წუთი ვიარეთ ფეხით.
-აი აქ დაჯექი, აქედან მზის ამოსვლა უკეთ ჩანს და უფრო ლამაზია.
მზის ამოსვლას ერთად ვუყურეთ, უსიტყვოდ, ხანდახან ერთმანეთსაც გავხედავდით. მუდამ იმაზე ვფიქრობდი, რომ მიხაროდა მისი გაცნობა, არა იმიტომ, რომ ცნობილია და ა.შ. არა, არამედ იმიტომ, რომ უნიკალური, შესანიშნავი ადამიანია, რომლებიც იშვიათობაა დედამიწაზე და მიხარია, რომ მე მას ვიცნობ.
-6 საათი ხდება - ვთქვი მე.
-ნუ ღელავ ვიცი - მითხრა და გამიღიმა. - შეგვიძლია კიდევ ვიყოთ და მზის ამოსვლას ბოლომდე ვუყუროთ, და 7ს რო დააკლდება 20 წუთი ტაქსით წავიდეთ.
-მირჩევნია ისევ იმ გზით დავბრუნდეთ, ასე უფრო მეტის ნახვას შევძლებ - ვუპასუხე, რაზეც გაეცინა და დამთანხმდა. ადგა, ხელი გამომიწოდა და ამაყენა. სანაპიროდან ამოვედით და მეტროსკენ წავედით. გზაში იმ ემოციებისგან დავიცალე, რაც მზის ამოსვლამ მომცა, რადგან ყველაფერი კამერონს გადმოვეცი.
-ჰაჰაჰა - გაიცინა ძლიერ კამერონმა.
-რა გაცინეებს? - ვკითხე სიცილით
-არაფერი უბრალოდ ძაან საყვარელი ხარ - მიპასუხა და გავწითლდი.
მეტროში რომ ჩავედით, თვალები ისევ აქეთ-იქით გამირბოდა, როგორც პირველ ჯერზე, როდესაც კამერონმა მეტროში ჩამიყვანა. მას ამაზეც გაეცინა, მაგრამ აღარაფერი ვკითხე. მატარებელში კამერონმა დაჯდომა შემომთავაზა, მაგრამ ფეხზე, კარებთან, დგომა ვარჩიე, მინდოდა გვირაბისთვის მეყურებინა. ჰო უცნაურად ჟღერს, თან ძალიან, მაგრამ რა ვქნა? მიყვარს მეტრო ძაან და მაინტერესებს გვირაბები როგორია. თავიდან კამერონი იჯდა, ფანჯრის ანარეკლიდან ვხედავდი ხანდახან როგორ მაკვირდებოდა. ბოლოს ადგა და გვერდით მომიდგა.
-5 გაჩერებაც და ჩავდივართ - მითხრა მან და თავი დავუქნიე. ცოტა ხანში ისევ თქვა - არასდროს მინახავს ადამიანი, მეტროთი ასეთი დაინტერესებული რომ ყოფილიყო.
-ჰო ვიცოდი, რომ ეგ აზრი გაგიჩნდებოდა - ვუპასუხე მას. - უცნაური ვარ
-არა უცნაური არა, საინტერესო ხარ - მიპასუხა მან.
მეტროდან როდესაც ამოვედით, კამერონმა გზა მასწავლა ჩემს დროებით სახლამდე მისასვლელად, მიმაცილა და როდესაც მივედით ვუთხარი:
-ძალიან მიხარია, რომ გაგიცანი და მადლობა ამ დაუვიწყარი ღამისთვის, ჩემთვის მართლაც ბევრს ნიშნავს ეს ყველაფერი. ტანჯვისგან გამათავისუფლე, ბინაში ვერ გავჩერდებოდი იმის გააზრებით, რომ ჩემი ოცნების ქალაქში ვარ.
-არაფრის და მეც გამიხარდა რომ გაგიცანი. - მითხრა მან და გამიღიმა - რა გეგმები გაქვს დღეს?
-ამმ.. სიმართლე გითხრა არ ვიცი, დედა თავის საქმეებზე მიდის, მე კიდევ ვუთხარი, რომ არ მინდოდა მასთან ერთად წასვლა, რადგან დიზაინი ჩემი არაა, ასე რომ.. ჯერ არ ვიცი რას ვიზავ დღეს..
-რა გიტაცებს? რა არის შენი ჰობი ან ოცნება? ნუ რა თქმა უნდა ნიუ-იორკის გარდა
-ამმ.. - დავფიქრდი და გამეცინა
-რა? - მკითხა სიცილით
-მართლა გაინტერესებს რა არის ჩემი ჰობი?
-კი
-სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ წიგნს ვწერ, წერაა ჩემი ჰობი და ოცნება მსახიობობა - ეს ბოლო გაუაზრებლად ვუთხარი, კი მართალია, მსახიობობა ჩემი ოცნებაა, მაგრამ ვფიქრობ არასწორად გამომივიდა თქმა, რადგან ის თვითონაა მსახიობი და შეიძლება ხვდება, რომ ვიცი მისი ვინაობა და სულაც მაგიტომ ვეუბნები მსახიობობაზე, რომ გამოვიყენო ის და მსახიობი გავხვდე.
-რატომ ფიქრობ, რომ სასაცილოა? - მკითხა, მე კი მხრები ავიჩეჩე. - მე ვფიქრობ, რომ საინტერესოა. რაზე წერ წიგნს?
-ამმ.. გადმოსაცემად რთულია.. უნდა წაიკითხო, მაგრამ ვერ წაიკითხავ, ქართულად ვწერ ხომ იცი
-დასრულებული გაქვს?
-თითქმის
-რამდენ ხანში დაასრულებ?
-დაახლოებით 10 დღეში
-შესანიშნავია! გინდა რომ წავიკითხო? - მკითხა მან. არ ვიცოდი რა მეპასუხა, ის ხომ მსახიობია და ასეთ რაღაცებში ძალიან ერკვევა.. პასუხი უნდა დამებრუნებინა, უარყოფით პასუხს ვერ ვეტყოდი.
-ამ.. რავი, თუ შენ გინდა?
-კი მინდა, თან ძალიან. მაშინ როდესაც დაასრულებ, ასლი გამომიგზავნე და მე ვიცნობ ადამიანს, რომელიც იპოვის ისეთს, ვინც შეძლებს ქართულიდან ინგისურად სრულყოფილად თარგმნოს.
-მართლა?
-კი
-კარგი, აუცილებლად გამოგიგზავნი.. ახლა კი ჩემი წასვლის დროა, დედას გაღვიძებამდე უნდა ვიყო სახლში.
-მიდი, მომავალ შეხვედრამდე. - მითხრა კამერონმა და ლოყაზე მაკოცა. გავუღიმე და კიბეებზე ავედი. სანამ მეოთხე სართულამდე ავირბინე, მობილურზე მესიჯი მომივიდა
'როგორმე ეს ღამე კიდევ გავიმეოროთ ;)'
მოაჯირიდან გადავიხედე და კამერონი ისევ იქ იდგა, ამოიხედა და გამიღიმა.
'კარგი <3' - მივწერე და შევედი ბინაში. ჩუმათ შევიპარე ოთახში და ლოგინზე დავეცი. დიდხანს ვიწექი ასე და ვფიქრობდი დღევანდელ დღეზე. ეს უბრალოდ დაუვიწყარი იყო...

გავაგრძელო?



№1  offline წევრი Sweet Home

ვუუუ მაგარიააა აი ძალიან გთხოვ გააგრძელე. ეცადე რო აეჭვიანო და წააკინკლავო. წარმატებები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent