სასიყვარულო თამაშები ( თავი 6- დასასრული)
(აწმყო) -უკვე აღარ ვიცი სად მოვძებნო, ყველგან ვნახე, არსად არ არის, - ტელეფონზე გიორგის ელაპარაკებოდა, - რამისაა გავგიჟდე. პოლიციაში ხომ აღარ განვაცხადებ, გოგო თავისი ნებით წავიდა, წერილი დატოვა არ მომძებნოო. -და იქნებ მართლა არ მოძებნო, არ უნდა ძმაო გოგოს შენთან, დაანებე თავი, - გაისმა ყურმილს მიღმიდან. -მიყვარს ძმაო, მიყვარს. როგორ გავანებო თავი, - ყურმილში ჩასძახა და ლიფტის კედელს მუშტი მისცხო. -და გოგოს თუ არ უნდიხარ ძალით გააჩერებ? არ შეიძლება ძმაო, რომ გიჩივლოს მერე? -არ მიჩივლებს, მასაც ისევე ვუყვარვარ, როგორც მე ის. ამაში დარწმუნებული ვარ მილიონი პროცენტით, - კარის საკეტს გასაღები მოარგო და გადაატრიალა, შესვლისთანავე რაღაც ეუცხოვა, თითქოს რაღაც შეიცვალაო, - გიორგი დაგირეკავ მერე, - ტელეფონი გათიშა და ჩანთასთან ერთად ფეხსაცმელების დახლზე დადო. გული უგრძნობდა, რომ ყველაფერი ისე არ იყო როგორც დატოვა, თითქოს უფრო თბილი და სიყვარულით სავსე ატმოსფერო იყო. მისაღებში ფრთხილი ნაბიჯებით შევიდა, მერე სამზარეულოში შეიხედა, მაგრამ ვერანაირი ცვლილება შეამჩნია, სააბაზანოს კარიც ტყუილად შეაღო. ბოლოს საძინებლის კარს რომ მიუახლოვდა თითქოს შეყოყმანდა, გული ძლიერად აუძგერდა და ხელი მკერდზე იტაცა. სახელურზე დადებული ხელი უკანკალებდა, თითქოს გრძნობდა, რომ იქ ვიღაც ან რაღაც ელოდა. ბოლოს როგორც იქნა გაბედა და კარი შეაღო. მოლოდინმა გაუმართლა. ემიციები მოაწვა, პირზე ხელი აიფარა, მერე ნერვიულად თმაზე გადაისვა, თითქოს ელანდებაო რამდენჯერმე დახუჭა და გაახილა ცრემლმომდგარი ემოციებით სავსე თვალები. ფრთხილი, ჩუმი ნაბიჯით მიუახლოვდა მძინარს და ბალიშზე მიფენილ თმაში თითები შეუცურა. საწოლის კიდეზე ჩამომჯდარი მძინარი გოგონას ლამაზ სახეს დაჰყურებდა და ჯერ კიდევ ბოლომდე არ ჰქონდა დაჯერებული, რომ ეს მართლა ცხადი იყო და ისევ სიზმარს არ ხედავდა. მთრთოლარე მარჯვენათი შუბლზე ჩამოყრილი თმა გადაუწია და ლოყაზე მიეფერა. არ უნდოდა გაეღვიძებინა, მაგრამ მისმა ფრთხილმა შეხებამაც კი შეძლო და მძინარი გამოაღვიძა, თითქოს იგრძნო კიდეც მისი სიახლოვე. თვალები აახილა და ემოციებმოწოლილ გაბრიელს სიყვარულით და მონატრებით ახედა, თითქოს საუკუნე გასულიყოს ორი დღის ნაცვლად. მთრთოლარე პატარა ხელი მის თმაზე ნაზად მოცურავე მამაკაცის ხელს შეახო და ხელის გულზე მთელი გრძნობით აკოცა, მერე გულზე მიიკრო და ცრემლმომდგარმა მისი სახელი ჩუმად წარმოთქვა. -გაბრიელ… გაგაბრიელ მე…,- წამოიწყო მაგრამ გაბრიელმა სიტყვა შეაწყვეტინა. -ჩშშ… არარაფერი თქვა, - გვერდით მიუწვა და მხრებზე ხელი მოხვია, ანამ თავი მის მკერდზე მოათავსა და ოდნავ აჩქარებულ გულის ცემას ყური მიუგდო, - აღარ მითხრა, რომ ჩემგან წასვლა გინდა, ამას უბრალოდ ვეღარ გადავიტან. ჭკუა უკვე ვისწავლე, მეტს ნუღარ გამაწამებ, - გაჩუმდა და ანას დაელოდა, მაგრამ ხმა რომ არ ამოიღო ისევ განაგრძო, - იცი რამხელა ჯოჯოხეთი გამოვიარე? იმაზე დიდი ჯოჯოხეთი ვიდრე ოთხი წლის განმავლობაში იყო. მეგონა, რომ უკვე სამუდამოდ დაგკარგე. სად იყავი ამ ორი დღის განმავლობაში? -სოფელში ვიყავი ბებიასთან, - ამოიჩურჩულა ანამ და ცხვირი მის კისერში ჩარგო. -ყველას ვკითხე, ყველას დავურეკე, შენს დებს, შენს დაქალს, შენს ძმასაც კი შევეხმიანე გერმანიაში, ლამის მაგინა და გამითიშა, - ჩაიცინა გაბრიელმა და გოგონას თავზე აკოცა, - დედაშენსაც კი დავურეკე და მითხრა ჩემს ქალიშვილს თავი დაანებე თორე მოგკლავო, - ისევ ჩაიცინა გაბრიელმა და ანაც აიყოლია, - მივხვდი, რომ იცოდა შენი ადგილმდებარეობა, მაგრამ აღარ ჩავაცივდი. -ხოო, მხოლოდ დედაჩემმა იცოდა სადაც ვიყავი, - ჩაიღიმა და მამაკაცს კისერში აკოცა, გაბრიელს გააჟრჟოლა. -იცი როგორ მენატრებოდი? ლამის ჭკუიდან შევიშალე, ცოტაღა დამაკლდა თავი რომ არ მომეკლა. მეგონა სამუდამოდ დაგკარგე, მეგონა ისევ იმ ჯოჯოხეთს ვუბრუნდებოდი შენი მონატრება რომ ჰქვია, მეგონა… ვეღარ გადავიტან ჩემგან წასვლას თუ ისევ გადაწყვეტ. თუ სადმე წასვლა გინდა უბრალოდ მითხარი და მეც წამოგყვები,-ვედრებანარევი თვალებით დახედა ანას,ცდილობდა მისი თვალებიდან რაიმე აზრი ამოეკითხა, მაგრამ ცრემლების მეტი ვერაფერი დაინახა. -აღარსად წავალ, - ბოლოს ძლივსგასაგონი ხმით ესღა წარმოთქვა და თავი ისევ მის კისერში ჩარგო,-მეყო რაც შენს გარეშე ვიცხოვრე. მაშინ მეტი ხმა არცერთს გაუღია, უბრალოდ იწვნენ და ერთმანეთის გულისცემას ყურს უგდებდნენ, ხმაურიან სიჩუმეს რომ წარმოქმნიდა. ყველაზე და ყველაფერზე მეტად ერთად ყოფნა უნდოდათ და ძლივს გაბედეს და გადაწყვიტეს რომ ისევ ერთად ყოფილიყვნენ. მაინც რა არის ეს მონატრება, შინაგანად რომ განგრევს, გწვავს და გფერფლავს, მთლიანად გცლის და განადგურებს. ერთხელ ერიხ მარია რემარკის ჰკითხეს -,, და მაინც რა არის მონატრება? ". და მან უპასუხა -,, ეს არის განუზომელი ტკივილი, ტკივილი რომლის ჩაცხრობის იმედი ყოველთვის გაქვს, მაგრამ არასოდეს ქვრება. ეს არის სიყვარული,ვინმე უნდა გიყვარდეს, რომ გენატრებოდეს, სხვანაირად არ შეიძლება. ნამდვილი სიყვარული ცოცხლად სიკვვდილის ტოლფასია". -,, ბედნიერება?". -,, განიცდი მონატრების დროს, როდესაც ოცნებობ და წამიერად გამოგივიდა ის რასაც ოცნებობ. " -,, დრო?". -,, დრო მიდის და გტოვებს ხელცარიელს, შენ კი კვლავ გენატრება". -,, ადამიანი?". -,, ადამიანი ამისთვის არის გაჩენილი". დასასრული ------------- მადლობა მოთმინებისა და ყურადღებისთვის <3 განსაკუთრებით ჩემს ერთგულ მკითხველს, რომელიც მართლა მიტანდა :დდ ძალიან მიყვარხართ <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.