შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ირონიულ-თბილი" ურთიერთობა (სრულად)


24-07-2019, 22:11
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 10 588

ჩემი და წათე აბაშიძის ურთიერთობა რაღაცნაირად დაიწყო.
ბავშვობაში, მას, რა თქმა უნდა, სერიოზულად არ ვუყურებდი, ჩემზე სამი წლის პატარას ისე ვუვლიდი როგორც პატარა ძმას. გაზრდასთან ერთად ურთიერთობაც შეიცვალა.
ის უხეში, მაგრამ "რაღაცნაირი" გახდა და მალევე როგორც უფროსმა და უფრო გამოცდილმა მასში ის გრძნობა ამოვიცანი, რომელმაც ამაფორიაქა.
როდესაც შევამჩნიე რომ არ მიყურებდა ისე, როგორც მეგობარს მეც სხვანაირად დავიწყე მასზე ფიქრი.
დროთა განმავლობაში ისეთი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, რომელსაც სახელად "ირონიულ-თბილი" ურთიერთობა დავარქვი და მზად ვარ მოგიყვეთ.
მე და წათე არ ვყოფილვართ ჩვეულებრივი ბავშვები.
ჩვენი დაახლოებაც არ ყოფილა გამოწვეული მეზობლად ცხოვრებით ან რავიცი რაღაც სხვა მიზეზით.
მამაჩემი, ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი იყო, ისევე როგორც წათეს ბაბუა წათე უფროსი.
ყველაზე სასაცილო ამ ამბავში ჩემი აზრით სახელი წათეა, რომლის ხსენებაც ხშირად მომიწევს.
წათეს მამასაც კი "წათე" ერქვა და მოკლედ რომ არ დაგაბნიოთ რამეს მოვიფიქრებ.
თანაბრად მოგიყვებით ჩემზეც და ჩემს მეორე ნახევარზეც.
მოკლედ კრიმინალურზე უკვე გითხარით.
მეც და წათეც ოჯახებში ერთადერთი მემკვიდრეები ვიყავით და ბავშვობიდან გვასწავლიდნენ იარაღის ხმარებას, ჩხუბს, თავის დაცვასა და უჩუმად, უხმაუროდ მოძრაობას ისე, ვერავის რომ ვერ შევემჩნიეთ.
როგორც ფილმებში ჩვენს სახლებს უამრავი ადამიანი იცავდა, ჩვენ კი ბოლო მოდელი მანქანებით დავდიოდით.
იმასაც გეტყვით რომ არც გაუნათლებლები ვიყავით.
საიდან დავიწყო მოყოლა?
მოდით ჯერ მამაჩემზე მოგიყვებით.
მამა, ვახტანგ გომეთიანი საკმაოდ პატივსაცემი პიროვნებაა, გვაქვს კომპანიები და ხანდახან არალეგალურ რაღაც მაიმუნობებსაც ვაკეთებთ ხოლმე.
ისე მზრდიდა როგორც მის მემკვიდრეს შეეფერებოდა.
თუმცა რამდენიმე თვეა მამას ჯანმრთელობა შეერყა და საქმეს ჩამოშორდა, ახლა მთლიანად მე ვუძღვები ყველაფერს.
წათე მესამეც ასეა, მესამეს იმიტომ ვეძახი, რომ მესამეა.
წათე პირველიც ჩამოშორებულია საქმეს და შვილიშვილისთვის აქვს გადაცემული ყველაფერი.
სამწუხაროდ წათე მეორე უკვე დიდი ხანია, ცოცხალი აღარაა, მასზე ვერაფერს გეტყვით, მე არ მახსოვს ის, წათეს კი ბუნდოვნად.
---
ერთ დღესაც სახლში მოვდივარ და რას ვხედავ?
მამაჩემი არსად ჩანს.
-აქ რას აკეთებდით?-ვყვირი ბოლო ხმაზე და რაც ხელში მხვდება ვამტვრევ.
-არ ვიცით როგორ მოხდა, კამერები გათიშეს, მცველებიც-უკმაყოფილოა დაცვის უფროსი.
-იქნებ ცარიელ სახლს მაინც მიხედოთ, იდიოტებო-კვლავ ვკივი და მათ დახრილ თავებს რომ ვუყურებ კიდევ უფრო ვცოფდები.
სწრაფად გავრბივარ მეორე სართულისკენ, მამას ოთახში შევდივარ და მისი სეიფიდან ფულს და იარაღს ვიღებ.
შემდეგ ჩემს ოთახში შევდივარ და ზურგზე მოსაკიდებელ ჩანთაში ფულს ვდებ, თავზე კი რამდენიმე ხელ ტანსაცმელს ვაწყობ.
ჩემს ტელეფონს ვაგდებ შიგნით, შემდეგ მამას ტელეფონს და კიდევ რამდენიმეს, სპეციალურად ასეთი მომენტებისთვის.
ავტოფარეხიდან მანქანა გამომყავს და მცველებს კიდევ ერთხელ შევყურებ გაბრაზებული ამჯერად მანქანიდან
-მამას მოსაძებნად მივდივარ, სახლს მიხედეთ-ვუბარებ მათ და დიდი სიჩქარით გამყავს მანქანა ჭიშკრიდან.
დიდხანს ვმგზავრობ, ძალიან დიდხანს.
უკვე შუაღამეა თბილისში რომ ჩავდივარ და ნაცნობ შენობას ვუახლოვდები.
ტელეფონს ვიღებ და წათე უფროსს ვურეკავ
-რა ხდება?-შეშფოთებული პასუხობს ტელეფონს ის.
-ჭიშკართან ვარ, შემომიშვი-მოკლედ ვპასუხობ და ველოდები როდის გამიღებს კარს.
რამდენიმე წუთში მცველი კარს აღებს და მეც მანქანას სახლის წინ ვაჩერებ.
ჩანთას ხელს ვკიდებ და პირდაპირ სახლში შევდივარ.
-რა ხდება?-წინ მეგებება ბაბუის ტოლა მამაკაცი.
-მამა გაიტაცეს-ვპასუხობ და ნერვიულად ვსუნთქავ
-ჯანდაბა-გაოცებული ამბობს და სადღაც მიდის, მეც უკან მივყვები.
-როდის?-კითხვა უჩნდება მას
-დღეს დილით, საქმეზე ვიყავი გასული, რომ დავბრუნდი მცველები გათიშული დამხვდნენ, კამერებიც გამორთული იყო.
-ზარს დაველოდოთ, რა ჯანდაბა უნდათ, თან ვიმოქმედოთ-კაბინეტში შემიძღვა იგი, სკამზე დაჯდა და ტელეფონით სადღაც დაიწყო რეკვა.
-წათე, შენი იმედი მაქვს-გავხედე მას იმედიანად, მანაც გამიღიმა და თავი დამიკრა, შემდეგ კი საუბარი დაიწყო.
--
არ ვიცი როდის დამეძინა მაგრამ საუბარმა გამაღვიძა, უცებ წამოვხტი ფეხზე შეშინებული და თვალები ვჭყიტე
დავმშვიდდი როდესაც დავინახე გარეთ ჯერ კიდევ ბნელოდა, წათე კი ისევ რაღაცაზე საუბრობდა ტელეფონით. შეცვლილი მხოლოდ ჩემს წინ მდგომი სავარძელი იყო, რომელსაც წათე უმცროსი ამშვენებდა
-გაიღვიძა პრინცესამ-ირონიულად გადმომხედა მე
-პატარა წათეც მოსულა-არც მე დავაკელი და ჩემი ჩანთა ავიღე.
არ ვიცი შიგნით რას ვეძებდი, უბრალოდ დაბნეულმა გავხსენი, შევამოწმე ყველაფერი ადგილზე იყო თუ არა და კვლავ დავხურე.
-რამე გაარკვიე?-ვკითხე უფროს წათეს როდესაც საუბარს მორჩა.
-ვერაფერი, კამერები იქ არარის, თქვენც სად წახვედით საცხოვრებლად აქ ვერ დაეტიეთ?-გაბრაზებული იყო წათე
დამავიწყდა აღმენიშნა.
მე და მამა სოფელში, წინაპრების მიწა-წყალს დავუბრუნდით და სვანეთის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში ვცხოვრობთ უკვე ორი წელია.
თავიდან გამიჭირდა წათესთან განშორება, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს გვქონია ნორმალური ურთიერთობა, სულ ტომი და ჯერის მსგავსად ვჩხუბობდით და ვაწამებდით ერთმანეთს, მხოლოდ მაშინ, როდესაც კარგ ხასიათზე ვიყავით ვიქცეოდით ნორმალურად და თბილად.
-ვიცი ვინც გაიტაცა, დილით მივხედავ საქმეს, ახლა თუ არ დავიძინე ცუდად ვარ-ვუთხარი აბაშიძეებს და ფეხზე წამოვდექი,ვითომ შემთხვევით პატარა წათეს აშკარად ახალ, თეთრ ფეხსაცმელს ჩემი ტალახიანი ბათინკებით გადავუარე და კმაყოფილი ღიმილით დავტოვე კაბინეტი.
--
მხოლოდ 2 საათი მეძინა, მერე კი ფეხზე წამოვდექი და აბაზანაში შევედი.
შავი ჯინსი და ბათინკები ჩავიცვი, მასზე კი შავი მუხლამდე პალტო მოვიცვი.
ცოტა განგსტერსაც ვგავდი შარვალში იარაღგარჭობილი, მაგრამ არც არაფერი მიკლდა, გაშლილ თმაზე ქუდი დავიფარე და ოთახიდან გამოვედი.
-წათეს უთხარით რომ წავედი და არ ვიცი როდის დავბრუნდები-დავუბარე დაცვას და ჩემი თეთრი მერსედესი ქუჩაში გავიყვანე.
თავს ვიკავებდი, თორემ ახლა ტირილი და მოთქმა ყველაფერს მერჩივნა.
ვიცოდი საშიშ ხალხს ჰყავდა გატაცებული მამა, არც ისე კარგ საქმეზე.
რაც არ უნდა კარგად მცოდნოდა თავის დაცვა, იარაღის სროლა მაინც ქალი ვიყავი და თანაც საკმაოდ გულჩვილი, ვცდილობდი როგორმე ჩამეკლა ეს ჩემს თავში მარამ არაფერი გამომდიოდა.
როდესაც ერთი მოღალატე ცრემლი მაინც გადმომივარდა თვალიდან მაშინვე გამოვიღე დამამშვიდებელი და პირდაპირ ორი ცალი დავლიე.
უზარმაზარ ჭიშკარს რომ მივადექი რამდენჯერმე დავასიგნალე.
ჭიშკრიდან დაცვა გამოვიდა
-ვინ გნებავთ?-მკითხა მან, აშკარად ეგონა რომ გზა ამებნა
-თამაზს უთხარი, ელენე გიმეთიანი მოვიდათქო-ვუთხარი და მინა ამოვწიე.
მხოლოდ რამდენიმე წუთი დამჭირდა ლოდინი.
კარი გაიღო და მეც შიგნით შევედი.
იარაღი კიდევ ერთხელ შევამოწმე და სახლში დაუკაკუნებლად შევედი.
-გამარჯობა თამაზ-გავუღიმე მას ნაგლურად.
მისი ცოლი იქვე მისაღებში იჯდა ჩემ ტოლა გოგონასთან ერთად.
-კაბინეტში ვისაუბროთ-უკმაყოფილოდ გამომხედა მან.
-რატომ? შენ ცოლს და ქალიშვილს არ გამაცნობ? იქნებ დავმეგობრდეთ-გავუღიმე და პირდაპირ მათკენ წავედი
-ნუ თავხედობ-წარბები შეკრა კაცმა
-კიდე მე ვთავხედობ?-შევბრუნდი გაოცებული მისკენ
-კი, შენ თავხედობ, წამოდი კაბინეტში სანამ გაგისროლე აქედან-ვხედავდი თავის შეკავებას ცდილობდა ცოლ-შვილთან
-ფეხები არ მ'მომჭამო-გავუღიმე კიდევ ერთხელ და კაბინეტისკენ წასულს უკან გავყევი.
-რამეს არ შემომთავაზებ?-მოხერხებულად დავჯექი სკამზე და ფეხები მაგიდაზე შემოვაწყვე.
-წესიერად-მეთქი-დაიღრიალა მან და ფეხები მაგიდიდან ჩამომაგდებინა მაგრამ მის ქცევაზე მხოლოდ გამეღიმა.
ფეხი ფეხზე გადავიდე და ისე მივაშტერდი
-ახალი ამბები გაიგე?
-რა ამბები უნდა გამეგო-აშკარად უკმაყოფილო იყო ის ჩემი ხილვით
-გუშინ დილით მამაჩემი გაიტაცეს-გავუღიმე და კარს მივაშტერდი.
ვიღაც მაღალი ტიპი შემოვარდა გაღიმებული
-მამა?-გაუკვირდა აშკარად კაბინეტში ჩემი ყოფნა.
-შვილო?-შევიცხადე მე ისე, როგორც ნამდვილ სერიალებში ხდება.
-გომეთიანი, დააყენე ტრ'აკი-დაიღრინა თამაზმა
-გამარჯობა-წამოვდექი ღიმილით ფეხზე და ბიჭს ხელი გავუწოდე
-მე ელენე ვარ
-გიორგი-მითხრა მანაც და ხელი ჩამომართვა.
-იმის სათქმელად მოვედი რომ მეგობრებთან ერთად მივდივარ ბაკურიანში-უთხრა და ისე გაიხურა კარი პასუხსაც არ დალოდებია.
-მოკლედ, წავედი ახლა მე, ახალი ამბავი გითხარი უკვე, კიდევ გინახულებ-ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე მას და კაბინეტი დავტოვე.
ვხვდებოდი მხოლოდ იმიტომ ვერ მოქმედებდა მის სახლში რომ ვიყავი ოჯახის თვალწინ.
ისე ამდენს როგორ გავუბედავდი?
გარეთ გასულს სწრაფად დავიმახსოვრე ეზოდან გამავალი მანქანის ნომერი, მოძებნა რომ არ გამჭირვებოდა
მოძრავ შავ ბეემვეს თბილისის გასასვლელთან დავეწიე და როდესაც შევნიშნე მანქანა გატენილი იყო ბიჭებით წათე პატარას დავურეკე
-ლამაზო, რას ჩალიჩობ?-გაისმა მისი მხიარული ხმა ტელეფონში.
-ბაკურიანისკენ მივსდევ მსხვერპლს, მანქანაში 5 კაცი მაინც იქნება, მე ერთი მჭირდება, უკვე გორში ვართ, ხაშურამდე თუ დაგვეწევი სიურპრიზი შენია-ვუთხარი და პასუხსაც არდავლოდებივარ ისე გავთიშე.
პატარა წათე საოცრად აზარტული იყო.
ბევრად ადრე დამეწია მისი შავი ჯი კლასი, ვიდრე გათვალისწინებული იყო.
ჯერ უკან მომყვებოდა, შემდეგ წინ გადამიდგა და მანამდე ვირთობდით თავს ასე სანამ მანქანები არ შეთხელდა და მოვახერხეთ ბეემვე შუაში მოგვექცია.
წინ წათე მიდიოდა, შემდეგ გიორგი ტუღუში და უკან მე მივყვებოდი
-მე ვერ დავარტყავ, ჩემი მანქანა მეცოდება-დამირეკა წათემ უკმაყოფილოდ
-უცებ დაარტყი მუხრჭს და ან შენ დაგეჯახება ან მე შევაჯდები ლაითად, რა იყო ბიჭო მე გაგიკეთებ-დამცინავად ვუთხარი მას-მე მიცნობს, ჯობს შენ გაიტანო
-კარგი, ჯანდაბას-უკმაყოფილოდ გამითიშა ტელეფონი და მართლა ისემოულოდნელად დაარტყა მუხრუჭს, ძლივს მოვასწარი გამეჩერებინა ჩემიც.
მართალია ძალიან არა, მაგრამ წათეს მანქანა გალამაზდა.
გინებით გადმოვიდა გიორგი მანქანიდან, წათეც გადმოვიდა და შევნიშნე რა მომაკვდინებლად იღიმოდა ეს ლაწირაკი.
-ვის აგინებ?-წარბის აწევით გახედა ბიჭს მან
-არავის, მოულოდნელად მოხდა და გავნერვიულდი-წარბებშეკრულმა უპასუხა ტუღუშმა
-ცოტახნით დაჯექი ჩემთან, მოვილაპარაკოთ როდის გაგიკეთებ მანქანას-თავით ანიშნა წათემ მანქანისკენ.
-აქ ვისაუბროთ-უარზე იყო გიორგი
-მოვა პატრული, უთხარი რომელიმეს დაჯდეს საჭესთან და ჩვენ გზაში ვილაპარაკოთ, მერე გადაჯექი ისევ-აუსხნა სიტუაცია წათემ
გიორგისაც არაფერი უეჭვია ისე დაუჯდა მანქანაში წათეს.
ცოტახნით ჭკვიანად მივდიოდით, მერე მივხვდი მოქმედების დრო იყო. გიორგის ბეემვეს გადავასწარი და სვლას შევუნელე. ნელა მივდიოდი და გიორგის მანქანას საშუალებას არ ვაძლევდი დაწეოდა წათეს, რომელიც დარწმუნებული ვარ ისე მიქროდა უკვე ჩასული იყო დანიშნულების ადგილზე.
რომ არაფერი ეჭვი აეღოთ მალევე გავაჩერე მანქანა ერთ კაფესთან. დარწმუნებული ვიყავი წათე მიმალვას მოასწრებდა.
გავაჩერე თუარა მანქანა დავურეკე
-რა ქენი აბაშიძე?
-შენი პრინცი მე მყავს, მაგრად კი ეშინია იარაღის, იმ სი;რიკოებმა ჩაიქროლეს უკვე, მოვბრუნდები ახლა-მომახსენა უცებ სიტუაცია.
ვუთხარი სადაც ველოდებოდი.
შემდეგ გზა ერთად განვაგრძეთ და რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ მივადექით სამალავს, რომელსაც არც თუ ისე ხშირად ვაკითხავდით
-გადმოეთრიე-იქ მისულს ქურთუკში ჩაავლო ხელი გიორგის წათემ და მანქანიდან გადმოიყვანა.
მე იარაღი ამოვიღე და ისე რომ გიორგის დაენახა ხელში შევათამაშე.
-ბუხარს დავანთებ, მიხედე-მითხრა სერიოზულობით ჩემმა პარტნიორმა და გიორგიზე მანიშნა.
მეც ტყვეს ხელ-ფეხი შეუკარი და იქვე ძირს დაგდებულ მატრასზე მივაგდე.
ამასობაში შეშით დატვირთული წათე მოვიდა.
-მე დავანთებ, შენ მოდი ვიდეო გადაიღე-მმივაჩეჩე ტელეფონი ხელში.
-ჩართე-ვუთხარი და კამერას გავუღიმე როდესაც მანიშნა ჩავრთეო
-მოკლედ, თამაზ, მართალია შენი გოგონას მოტაცებას ვფიქრობდი,მაგრამ ბიჭი უფრო მომეწონა,ძალიან სიმპატიურია, თან ტირილით და მოთქმით არ გვაწუხებს-დავიწყე საუბარი მე
-ხო კარგად გამოვიყურები?-ვკითხე წათეს ისე, თითქოს მუქარის ვიდეოს კიარა, შოუს ვწერდი.
-ყველაზე ლამაზი ხარ პრინცესავ-მიპასუხა სიცილით წათემ
ჯერ თმა გავისწორე კეკლუცით, შემდეგ კი მაისური.
-მოკლედ, მამაჩემი უნდა გყავდეს დამწყვდეული სადღაც თუ არ ვცდები, გარიგებას გთავაზობ ტუღუში.
შენ გამოუშვებ მამაჩემს, მე შენს შვილს.
ხომ იცი, შენგან განსხვავებით გომეთიანები პირობას არ ვტეხთ და როდესაც მამაჩემი სახლში მივა მეც დაგიბრუნებ შვილს.
მანამდე ცოტას გავერთობით-გავიღიმე ტელეფონში და ვანიშნე გამოერთო.
თამაზს გავუგზავნეთ ვიდეო და დაღლილი იქვე მეორე მატრასზე მივეგდე.
-ცუნცულ ყავა გამიკეთე-გავუცინე წათეს და თითი დავუტკაცუნე
-ერთი წუთით ადექი ცუნცულ ფეხზე-დამადგა თავზე ის
-რა პრეტენზია გაქვს?-გამეცინა მასზე და წამოვდექი
-გომეთიანი-მომხიბვლელად გაიღიმა მან და მომიახლოვდა.
-აბაშიძე-გავუღიმე მეც
-შენ შენს ხელქვეითებში ხომ არ გეშლები?-მომიახლოვდა ის ზედმეტად. წელზე ხელი მომხვია და მისკენ მიმიზიდა
-შენ შენს ნაშებში ხომ არ გეშლები?-წარბები ავუწიე და მოშორება ვცადე
-რით დავსაჩუქრდები საქმის ბოლოს?-უფრო ახლოს მოიწია აბაშიძე
- შემიძლია ახალი სოსკა გიყიდო-ირონიულად გავუღიმე ბიჭს, რომელმაც ჩემს სიტყვებზე გაიცინა
-მოგარჯულებ გომეთიანი-შემპირდა ის, ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა და ამჯერად თვითონ წამოწვა მატრასზე.
-ცეცხლს არ დაანთებ?-უკმაყოფილოდ გავხედე გაშხლართულ სხეულს და ცინიკური ღიმილით მივუჯექი ტყვეს გვერდით.
-მეზარება-ამოიზმუვლა მან
-რაო, მამიკოს გამო დაისაჯე პატარავ?-დამწუხრებული გავხედე ბიჭს დ ცვირზე ხელი დავკარი.
-ვინ ჩემი ფეხები ხარ-დაიგრგვინა ბიჭმა და გაიფართხალა
-აუ წათე, დაანთე რა ცეცხლი-არ მივაქციე მძევალს ყურადღება აბაშიძეს გავხედე.
-გაიყინე ბებერო?-ჩაიცინა მან და ფეხზე წამოდგა.
რამდენიმე წუთში გააჩაღა კოცონი და კვლავ წამოწვა
-მოდი-მითხრა მომხიბვლელი ღიმილით.
-შენ ამიყვანე-წარბები ავუთამაშე ბიჭს.
ისიც ფეხზე წამოდგა და ფეხებში ჩამავლო ხელი.
-მეგონა ნაზად ამიყვანდი ჩემო ცხოვრებავ-ვუთხარი ვითომ გაბუტულმა მის ბეჭზე გადაკიდებულს.
-ოჰ, ჩემო სიცოცხლევ, მაპატიეთ, ახლავე გამოვასწორებ-თეატრალურად მითხრა მანაც და მატრასზე დამაგდო.
თვითონაც ჩემს გვერდით დაეხეთქა და წელზე მომხვია ხელი
-რა რომანტიკულია-გაისმა გვერდიდან ტუღუშის ხმა
-თუ არ მოკეტავ კვერცხებს მოგაჭრი-მკაცრი იყო წათეს ხმა
-მცივაა-ამოვიწუწუნე მის ყურთან და ქურთუკის შიგნით, წელზე მოვხვიე ხელი აბაშიძეს.
-მგონი საჩუქარი მელოდა დღის ბოლოს-უკმაყოფილო იყო წათეს ხმა
-აბა თვალები დახუჭე-ღიმილით წამოვყავი თავი.
თავი სიცილით გააქნია და ბოლოს მაინც დახუჭა თვალები.
ნაზად ვაკოცე ცხვირის წვერზე
-ვგიჟდები ბავშვებს ცხვირზე რომ ვკოცნი-ვთქვი მის გასაღიზიანებლად
-სამაგიეროდ ჩემზე ადრე მოკვდები-სულაც არ ჩანდა ის გაბრაზებული.
უფრო მაგრად მომხვია ხელები და მეც მშვიდად დავიძინე მის მკლავებში.
შუა ღამე იყო რომ გამეღვიძა.
საათი 4 საათს უჩვენებდა
-რატომ არ გძინავს-თვალებდაჭყეტილ აბაშიძეს ვკითხე ძილისგან ჩახლეჩილი ხმით
-არ დამეძინა-ამოიხვნეშა მან და ფანჯარას მოშორდა, კვლავ გვერდით მომიწვა და წელზე ხელი მომხვია
საოცრად სექსუალური იყო ეს ბიჭი, მისი მამაკაცური, მკაცრი ნაკვთებით და წითელი ტუჩებით.
-გინდა გაკოცო?-როდესაც ჩემი მზერა დააფიქსირა ყურში ვნებიანად ჩამჩურჩულა.
-მინდა-ვუთხარი მეც
-ვერ ეღირსები-გაეცინა მას და ფეხზე წამოდგა.
-გაზღვევინებ, აბაშიძე-თითი დავუქნიე და მძინარე მძევალს გავხედე.
უკვე თითქმის ერთი თვე იყო ასეთი "ირონიულ-თბილი" ურთიერთობა სუფევდა ჩვენს შორის.
არც გასერიოზულებას ვფიქრობდით და ერთმანეთსაც თბილად ვექცეოდით როდესაც ვნახავდით.
საქმე ის იყო რომ იშვიათად თვეში 3-4-ჯერ თუ ჩამოვიდოდი თბილისში და არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით ჩვენი სახლის მაგივრად აბაშიძეებთან რომ მივდიოდი.
-არ გშია?-გამომხედა ბიჭმა და მაცივარი გამოაღო, მეც მხიარულად დავუქნიე თავი და მის მორთმეულ თეფშს დავხედე.
-ჩემს გულში ზიხარ რა-გავუცინე და ყველი და პური გემრიელად ჩავკბიჩე.
-ვიცი-ჩაეცინა მას და ლამაზი მუქი ლურჯი თვალები გამისწორა.
-მამაჩემი რომ არ დააბრუნოს რა ვქნა?-ვკითხე სრულიად სერიოზულად მას და მძევალს გადავხედე
-დამშვიდდი, ხომ იცი რა მშიშარაა თამაზი, დილამდე დავიცადოთ და მერე გპირდები, იქამდე ვაწამებ სანამ მის ადგილსამყოფელს არ გვეტყვის-გამიღიმა მან და მხრებზე ხელი მომხვია, მეც თეფში იქვე დავდე და გულზე ავეკარი.
-ჩემი უშიშარი გოგო-თავზე მაკოცა სიცილით მან
-უშიშარს გაჩვენებ, თუ დაგაგდე ახლა ბეჭებზე-დავუბღვირე და ამღერებული ტელეფონისკენ ჩქარა წავედი.
-ბატონი ვახტანგი მოვიდა-გახარებულმა ჩამძახა დაცვამ ტელეფონში.
-ახლავე ექიმს გამოუძახე და კარგად შეამოწმონ, რამდენიმე საათში მანდ ვიქნები-ვუთხარი და გაღიმებულმა გავუთიშე ტელეფონი
-დააბრუნეს, დააბრუნეს-ვიყვირე და ისე შევახტი წათეს ძლივს შეიმაგრა თავი.
ფეხები წელზე მოვხვიე, ხელები კი კისერზე
-გილოცავ-გაიცინა მანაც და ხელი საჯდომზე მომითათუნა დარწმუნებული ვარ ეშმაკური ღიმილით
-ნაგავო-სწრაფად გავუშვი ხელი და იდაყვი ჩავარტყი მუცელში.
-სწრაფად წავედით-ვუთხარი და ნივთების შეგროვება დავიწყეთ
მძევალს ფეხი მივკარი და უხეშად გავაღვიძე
ერთ საათში უკვე მე და წათე უმცროსი გვერდი გვერდ მივქროდით, გიორგი ტუღიში კი ახლო მდებარე სოფელში ჩამოვაგდეთ და მკაცრად გავაფრთხილეთ სანამ პოლიციას მიადგებოდა მამამისისთვის დაერეკა.
თამაზი არაფრის დიდებით დაარეინებდა მას პოლიციაში, ისიც ისევე იყო გახვეული ბნელ საქმეებში როგორც ჩვენ.
-ხო წამოხვალ ჩვენთან?-დავურეკე წათეს, როდესაც წესით ჩვენი გზა უნდა გაყოფილიყო, მას თბილისისაკენ აეღო გეზი, მე კი სვანეთისაკენ
-რა თქმა უნდა, წინ წადი-მითხრა მან ღიმილით და გზა დამითმო.
სანამ სახლში არ მივედით არ გავჩერებულვართ.
უკვე გათენებული იყო და მზე ანათებდა თოვლიან არემარეს.
ჯიშკართან მისულმა რამდენჯერმე დავასიგნალე და დაცვის წევრებმა როდესაც ნაცნობი მანქანები შენიშნეს კარებიც გააღეს.
-სადაა?-ვკითხე მანქანიდან გადმოსულმა ერთ-ერთს და წათეს დაველოდე
-თავის ოთახშია-მითხრა და მეც სირბილით ავირბინე შესასვლელი კიბე.
-როგორ ხარ?-ოთახში შესული მაშინვე მის საწოლთან დავჯექი და ლოყაზე ვაკოცე გაღიმებულმა
-ცოტა გავცივდი-მითხრა მანაც ღიმილით და ჩემი ხელი მის დიდ დანაოჭებულ ხელში მოიქცია.
-არაუშავს, მალე გამოკეთდები, ხომ არაფერი დაგიშავეს?-ვკითხე და ფეხსაცმელები გავიხადე, შემდეგ კი გვერდით მივუწექი.
-არა, რა უნდა დაეშავებინათ, ეგრე მიცნობ? თამაზს ბოლოს მოვუღებ-გამიღიმა მან "სათნო" ღიმილით
-ერთად გავაკეთებთ ყველაფერს-ვუთხარი და კარზე კაკუნიც გაისმა
-შემოდი-გავძახე, ვიცოდი წათე იქნებოდა
-როგორ ხარ ვახტანგ პავლოვიჩ?-ღიმილით შემოვიდა იგი ოთხში და სკამი საწოლთან მოაჩოჩა
-შენ როგორ ხარ წათე?-გაუღიმა მამამ
-თქვენმა შვილმა მაიძულა ტუღუშების პრინცი მომეტაცებინა, ისე კარგად-მხრები აიჩეჩა სიცილით მანაც
-ვინ გეხვეწებოდა?-გავხედე წარბაწეულმა
-ისეთი შეშინებული სახე გქონდა, იძულებული გავხდი-თვალი ჩამიკრა მან
-წათე უფროსი რომ არა, ამას მოვკლავდი-გავხედე მამას წარბაწეულმა
-ვიცი შვილო, შენ ყველაზე მაგარი გვყავხარ-აყვა ხუმრობაში წათეს მამა
-ვინ გაიცინებს ბოლოს ვნახავთ, ხმას რომ არცერთს გაგცემთ-ხელები გადავიჯვარედინე გულზე.
-ამდენ ლაპარაკს გადი, პავლოვიჩთან საქმე მაქვს-თვალებით მანიშნა წათემ გავსულიყავი.
-უზრდელო, ტუტუცო, ხეპრე-მივაყარე ერთიანად და ფეხშველმა დავტოვე ოთახი
ჩემს ოთახში გავედი და დაღლილი მივესვენე საწოლზე.
ძლივს ავიზლაზნე აბაზანაში რომ შევსულიყავი.
მართალია დაღლილობა მომეხსნა მაგრამ კარის ხმა რომ გავიგე სწრაფად მოვიცვი ხალათი და ოთახში გავედი
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?-წარბები ავწიე და კარადა გამოვაღე
-დაიღალე?-მკითხა და მომიახლოვდა
-კი, მაგრამ ოფისში უნდა წავიდე, საქმე მაქვს, თუ გინდა წამოდი შენც-მივბრუნდი კლასიკური შარვლით ხელში მისკენ
-წამოვალ-გამიღიმა მან და წელზე მომხვია ხელი.
-აუ, რას აკეთებ-ამოვიკრუსუნე მასზე აკრულმა და უნებურად გავუხახუნე ცხვირი ლოყაზე.
-ამ ხალათს რომ გაიხდიდე უკეთესი იქნებოდა-ჩაიხითხითა მან და სწრაფად გამიხსნა ქამარი, მაგრამ მოვასწარი ხელით მაინც დაკავება, რომ სხეული არ გამომემზიურებინა მის წინაშე.
-ახლა დაჯექი და მშვიდად იყავი სანამ არ ჩავიცმევ-თვალები ვუბრიალე და ხელის კვრით მოვიშორე ის.
საწოლზე დაჯდა და ისე მიყურებდა, მეგონა თვალებით მბურღავდა და დარწმუნებული ვარ 100-ჯერ მაინც მოასწრებდა ჩემს გაშიშვლებას წამში.
ხალათის ქვეშ ამოვიცვი საცვალი, შემდეგ კი კრემისფერი, კლასიკური შარვალი.
მისგან ზურგით მდგომმა ხალათი გავიძვრე და მკერდზე ავიფარე, ბიუსჰალტერის ჩაცმა არც მიფიქრია პირდაპირ შავი სვიტერი გადავიცვი და სველი თმა ქუდის ქვეშ ავიკარი.
ფეხზე მაღალქუსლიანი ბათინკები ჩავიცვი და ღიმილით მივბრუნდი წათესკენ
-მეგონა ჩემს წინ სტრიპტიზს ცეკვავდი-ღიმილით გადმომხედა მან
-ვერ ეღირსები-გამეცინა და მასთან მივედი.
-იცი მამაშენს რაზე ვესაუბრე?-ხელი მომკიდა მან და კალთაში ჩამისვა.
-რაზე?-წარბები ავწიე და ხელი მხარზე დავადე
-მალე გაიგებ-ნიკაპზე მაკოცა მან ეშმაკური ღიმილით
-ველოდები-არც მე დავაკელი და ფეხზე წამოვხტი
-ჩემი მანქანით წავიდეთ, მომბეზრდა მარტო მგზავრობა-მითხრა მან და გასაღები ამოიღო
-ჩემს ტერიტორიაზე, ჩემი მანქანით-წინ დავუდექი ჯიუტად მე
-შენ ტერიტორიაზე ჩემი მანქანით პატარავ-მითხრა და ისე ჩამავლო წელზე ხელი და ჩამტენა მანქანაში კივილისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
-იცოდე დაცვას მოგიქსევ-უკმაყოფილოდ გადმოვედი უკან მანქანიდან ხელებგადაჯვარედინებული.
-მიდი აბა?-წინ დამიდგა ირონიული ღიმილით
-დავით-დავუძახე ერთ-ერთს
-ეს გააგდეთ-ვუთხარი და წათეზე ვანიშნე
-დავით-ამჯერად წარბები ჰაერში აწია წათემ და მცველიც მაშინვე ადგილზე გაშეშდა
-რას უყურებ, გააგდე თორემ მე გაგაგდებ-დავუყვირე მცველს
-დავით-წარბები შეკრა ამჯერად აბაშიძემ. დაცვა ადგილიდან არ დაძრულა
-მოკლედ ჯოჯოხეთის პრინცესავ, დაჯექი და შენი ხმა არ გავიგო-გამიღიმა წათემ და მანქანის ღია კარისკენ მანიშნა.
გაბრაზებული დავჯექი და ღვედი შევიკარი
-მიყვარს დამჯერი ხალხი, პრემია ჩემზეა-უთხრა დავითს წათემ როდესაც ჭიშკარი გაგვიღო და კვლავ ამოწია ფანჯარა
-დეგენერატო-ვუთხარი ამჯერად სიცილით და მუსიკები ჩავრთე.
რამდენიმე წუთი უხმოდ ვმგზავრობით, მერე როდესაც მივხვდი მესტიაში, ჩემი ოფისის მაგივრად სულ სხვაგან მივყავდი წარბაწეულმა გავხედე.
-მე ხომ დაგეხმარე?-გადმომხედა მანაც
-სამაგიეროდ რას ითხოვ აბაშიძე-გამეცინა მასზე
-უხმოდ გამომყვები-ჩაეცინა და უფრო მოუმატა სიჩქარეს.
-მშია-ამოვიწუწუნე უკვე რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ, უკვე ზუგდიდში ვიყავით
-გავაჩერებ სადმე-მითხრა მანაც და მალევე გააჩერა პატარა კაფესთან.
-სად მივდივართ?-ვკითხე როდესაც ხაჭაპური შევუკვეთე და ნაცრისფერი პალტო გავიხადე
-ბათუმში-ჩაიცინა მან
-რა გინდა ბათუმში?-შუა ზამთარში რა გვინდოდა ბათუმში?
-ზამთარში კარგია იქ-ჩაიცინა მან
-უფ ძალიან-გამეცინა მეც.
მალე ვჭამეთ და კვლავ გზა გავაგრძელეთ.
ამჯერად დაღლილმა და წინა დღის უძილარმა პირველად დამრთო ნება მის ძვირფას ჯიპზე დაჯდომის და მეც მაქსიმალურად გამოვიყენე შანსი.
უკვე ბათუმში შევდიოდი ვაჟბატონმა რომ გაიღვიძა და მთქნარებით გაიხედა ფანჯრიდან
-მიხარია მანქანას ცოცხალს რომ ვხედავ-ჩაიცინა და ბოთლიდან წყალი მოსვა
-კი იყავი ღირსი, ძალით შევსკდომოდი რაღაცას, მაგრამ უკან რო მილეწილი გყავს არ დამვიწყებია-ჩავიხითხითე მე
-არ გინდა ახალი მანქანა გაჩუქო? ის ძალიან დაძველდა-გადმომხედა მან
-შენ რატომ უნდა მაჩუქო?-წარბები შევკარი მე
-თან ძალიან მიყვარს ის მანქანა
-რატომ არ უნდა გაჩუქო?-მანაც შეკრა წარბი
-მე თვითონ ვიყიდი რომ მომინდება-მხრები ავიჩეჩე
-ვნახავთ-ჩაიცინა მანაც
-სად წავიდე?-ვკითხე უკვე ქალაქში შესულმა
-სად უნდა წახვიდე, გონიოში წადი ჩვენს კოტეჯში-გაეცინა მას.
მეც მივხვდი სისულელე რომ ვიკითხე და გაზს ფეხი მივაჭირე.
თითქმის ყოველ ზაფხულს დავდიოდით გონიოში დასასვენებლად მამასთან და უფროს წათესთან ერთად, რა თქმა უნდა.
-რა კარგია აქ-ეზოში შევაყენეთ თუ არა მანქანა გადმოვედი და ცივი ჰაერი შევისუნთქე
-წამოდი ჯერ შიგნით შევიდეთ და მერე სანაპიროზე გავისეირნოთ-წელზე მომხვია ხელი მან
-აქ რატომ ჩამოვედით?-ვკითხე შიგნით შესულმა
-მოგიტაცე-გაეცინა მას
-გაიტაცე შენი ნაშები-შუა თითი ავუწიე და კომფორტულ დივანზე დავეხეთქე
-მართლა, არ გეხუმრები, დღეიდან ჩემი ცოლი ხარ-გვერდით მომიჯდა ის
-ხო, ხო აბა რა-ფეხზე გავიხადე და პალტოც გავიძრე. გათბობა უკვე ჩაერთო აბაშიძეს.
-თუ არ გჯერა იყავი ეგრე-მხრები აიჩეჩა მან და გარეთ გავიდა, შემდეგ მანქანიდან ორი დიდი ჩემოდანი გადმოიღო და სახლში შემოაგორა
-სანამ ვახტანგს გაიტაცებდნენ მანამდე მქონდა დაგეგმილი, მამაშენმაც იცოდა.
მერე მოგვიწია გადადება მაგრამ არაუშავს.
მთავარია მაინც მოვახერხეთ-გაიცინა მან და ერთ-ერთი ჩემოდანი გახსნა
პარკში ჩადებული რაღაც მესროლა და მეც მოხერხებულად დავიჭირე.
შემდეგ კიდევ ორი პარკი გადმომიგდო.
მოხერხებული ჯინსი, დუტის ქურთუკი და თბილი კედები იყო.
-გავისეირნოთ და სადმე ვჭამოთ-გამიღიმა მან და მეორე ჩემოდანი გახსნა, თავისთვისაც ამოიღო რამდენიმე პარკი.
-შენ რა, მართლა ამბობ?-გაოცებულმა გავხედე მას
-ელენ, ბავშვობიდან მეკეტება შენზე-ჩაიცინა მან
-ვიცი-გამოვუყავი ენა
-ვიცი, რომ იცი, მიდი ჩაიცვი და წავიდეთ-კვლავ მითხრა და თვითონ აბაზანაში გავიდა პარკებიანად.
უცებ ჩავიცვი რაც მომაწოდა, ამასობაში უკვე ნაცრისფერ სპორტულებში გამოწყობილი გამომეცხადა ვაჟბატონნი რომელიც საოცრად უხდებოდა.
სახლი ჩავკეტეთ და სანაპიროზე გავედით
ხელი მხრებზე მომხვია და შუბლზე მაკოცა
-კიდევ ვერ ვიჯერებ რომ აქ წამომიყვანე-გამეცინა და მაღლა ავხედე.
-დაიჯერე, რამდენიმე დღეში ჩვენებიც ჩამოვლენ-მითხრა და კიდევ უფრო მიმიკრა სხეულზე.
დიდხანს ვსეირნობდით ჩახუტებულები.
უკვე ბინდდებოდა სახლში რომ მივედით და თან პროდუქტები წავიღეთ მარკეტიდან.
-ქალი ვიცი მე "კუხნაში"-დივანზე დაჯდა აბაშიძე და სიცილით მითხრა.
-კაი-ვუთხარი და იქვე მიგდებულ ჩემს ჩანთას დავწვდი, იქედან იარაღი ამვიღე და ხელში შევათამაშე.
-ვიცი განგსტერობა რომ მოგწონს,დაწყნარდი-ხმამაღლა გადაიხარხარა მან ჩემს საქციელზე.
მთელი საღამო მხიარულად გავატარეთ, ჯერ მან მომიშალა ნერვები, მერე მე.
-არ დავიძინოთ?-აშკარად ეძინებოდა წათეს
-ღმერთო, დღეს მეუბნება ცოლად მოგიყვანეო, ვითომ პირველი ღამეა და ამან მეძინებაო, ეს ვინ შემომაპარეთ?-მაღლა ავიხედე და ისე ვლაპარაკობდი რაზეც ორივეს ხმამაღალი ხარხარი აგვიტყდა.
საბოლოოდ ამ სიცილ-სიცილში ორივეს დივანზე მიგვეძინა.
დილით გაღვიძებულს წელი საშინლად მტკიოდა, ძლივს წამოვიზლაზე და გავიზმორე
-ადექი-ფეხი ვკარი მძინარე სხეულს
-მეძინება რა, შემეშვი-ამოიზმუვლა მან და მხარი იცვალა მაგრამ წამოიკვნესა როდესაც წელის ტკივილი იგრძნო.
-აუუ-ამოიწუწუნა და თვალები გაახილა.
-აბაზანაში გავალ-მთქნარებით შევედი სააბაზანოში, დილის პროცედურები ჩავიტარე და კვლავ მისაღებში დავბრუნდი.
წათე უკვე წამომჯდარიყო და თვალებს იფშვნეტდა
-მიდი, გამოფხიზლდი მე ყავას გავაკეთებ-ვუთხარი და სამზარეულოში გავედი.
ფინჯნებში ცხელ წყალს ვასხავდი გარედან მანქანის ხმა რომ მომესმა და ფანჯრიდანვე ვიცანი უფროსი წათეს მანქანა
-წათე, ბაბუა ჩამოვიდაა-გავძახე აბაზანაში მყოფს და გარეთ გავვარდი
-ჩემო ლამაზოო-გადმოვიდა ღიმილით წათე მანქანიდან და ჩამეხუტა
-მამა არარის?-ვკითხე მას და მანქანიდან გადმოსული ვახტანგი რომ შევნიშნე მასაც გადავეხვიე
-რა გითხარი ბიჭო 1 კვირაშითქო?-კოპებშეყრილი შეხვდა ბაბუას წათე უმცროსი
-მეც ვეღარ მოვითმინე ბიჭო ერთი კვირა-ირონიული პასუხი დაუბრუნა შვილიშვილს და სახლში შევიდა.
ყავა მოვუდუღე ყველას და დივანზე დავჯექით
-ელენე, ფეისბუქზე მეგობრობა გამოგიგზავნე, რატომ არ დამამატე?-ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან წათე უფროსმა
-ფეისბუქი გააკეთე?-ვცადე ფხუკუნი შემეკავებინა
-კი, ბევრი ლამაზი გოგო დავამატჩამიკრა თვალი მან და მაჩვენა მისი დამატებული მეგობრები
-ფოტოების დადებას მასწავლი?-მკითხა ბოლოს და მეც თავი ვეღარ შევიკავე ბოლო ხმაზე ავხარხარდი აწ უკვე ქმართან ერთად.
-ბაბუ, ჩემ ფეისბუქს მოგცემ თუ გინდა, ფოტოებიც მიდევს და უფრო დაიკერებიან-ეღადავებოდა პატარა წათე
მოკლედ, ვერს აღარ გავაგრძელებ, სულ რაღაც ერთ წელში დიდ წათე აბაშიძეს შვილთაშვილი შეეძინა პატარა წათე აბაშიძე.
ეს ოჯახური ტრადიცია არც მე მინდოდა დამერღვია, არც წათე მესამეს და დარწმუნებული ვარ არც პირველ და მეორე წათეს ენდომებოდათ.
მოკლედ ერთ წელში წათე მეოთხე მოევლინა ქვეყანას..



ეს სახელი წათე საიდან მოვთხარე არ ვიცი, ეგრისის მეფე იყო და მომწონდა :დ :დ :დ
მაინტერესებს რას ფიქრობთ <3 <3



№1  offline წევრი Rania

Sayvarloba iyo zalian. Rogorc gchvevia xolme. Kokrochina da tkbili istoriebi. Mec momcons es saxeli da sadgac maqvs kidev amokitxuli. Armaxsovsss
--------------------
Q.qimucadze

 


№2 სტუმარი ელეე

თავიდან წათე რომ დავინახე მეგონა მათეს წერდი და შეგეშალა :დდ მშვენიერი მინი ისტორიაა მომეწონა თითქოს არაფერი მაგრამ განწყობა ამიმაღლდა♡ შენს ისტორიებზე ვგიჟდები მითუმეტეს ცოტა შეშლილებზე :დდდ

 


№3  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

Rania
Sayvarloba iyo zalian. Rogorc gchvevia xolme. Kokrochina da tkbili istoriebi. Mec momcons es saxeli da sadgac maqvs kidev amokitxuli. Armaxsovsss

ეგრისის მეფე იყო❤️მადლობაა შეფასებისთვიისს❤️❤️❤️❤️

ელეე
თავიდან წათე რომ დავინახე მეგონა მათეს წერდი და შეგეშალა :დდ მშვენიერი მინი ისტორიაა მომეწონა თითქოს არაფერი მაგრამ განწყობა ამიმაღლდა♡ შენს ისტორიებზე ვგიჟდები მითუმეტეს ცოტა შეშლილებზე :დდდ


მაგაზე მეც ვგიჟდები????????????:დდ მადლობა თბილი შეფასებისთვის ბევრს ნიშნავს❤️❤️❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი Rania

Vicii eggg. Kidev sxvagan vigulisxmee. Iseti saxelia ishviatad rom daavicydes adamianss
--------------------
Q.qimucadze

 


№5  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

Rania
Vicii eggg. Kidev sxvagan vigulisxmee. Iseti saxelia ishviatad rom daavicydes adamianss

მეტი არ ვიცი მე კი მომწონს joy სახელი მინდოდა განსხვავებული და მეთქი მეტი რა გინდა satisfied

 


№6  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ჟოზე
როგორც ყოველთვის ❤❤
მოწოდების სიმაღკეზე ხარ ❤❤❤❤

როგორც ყოველთვის ❤
მოწოდების სიმაღლეზე ხარ ❤❤❤

მადლობა ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️კარგი ხარ❤️❤️

 


№7  offline წევრი TamoTi

უჰ კარგი რამ იყო♥♥♥ძალიან მომეწონა♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent