შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემი ხარ (3)


27-07-2019, 13:06
ავტორი sanikidzi
ნანახია 1 811

- სანდრო...
- სააანდროოოო..
ძილში ვიგრძენი რომ ვიღაცა მაჭანჭყარებდა. თვალები გავახილე. ელენე საწოლზე იყო ჩამომჯდარი და დიდი,ლურჯი თვალებით მომშტერებოდა. ვერ ვიტანდი როცა მაღვიძებდნენ, მაგრა ასე როცა მიყურებდა , უბრალოდ ვერ ვუბრაზდებოდი.
- რაგინდა გოგო!? - შევეცადე უხეშად მეთქვა, მაგრამ არ გამომივიდა
- დედა მოვიდა, ჰო არ დაგავიწყდა დღეს სადაც მივდივართ?
წარბები შევკარი და თავი ბალიშზე გადავაგდე. ასეთ მომენტებში უბრალოდ მინდოდა რომ სხვა ოჯახში დავბადებულიყავი. საწოლიდან წამოვდექი,რაც ხელში მომხბდა ამოვიცვი და ოთახიდან გავედი. მაღალი, გამხდარი, ულამაზესი ქალი სამზარეულოს ფანჯარასთან იდგა და სიგარეტს აბოლებდა.
- მამას კიდე უმალავ რო ეწევი? - ჩემი ხმის გაგონებაზე შემობრუნდა
- დამალვა არც მჭირდება, მამაშემი მაინც ვერაფერს მიხვდება - ჩამიცინა.
ჩამწვარი ღერი, ფანჯრიდან გადააგდო, ბოლი გამოუშვა და მომიახლოვდა.
- დაბლა გველოდება, მანქანაში
- მე არ წამოვალ- ამის გაგონებაზე დედაჩემი და ელენე მომაშტერდნენ.
ელენეს სახეზე გაღიზიანება შევატყე. კარგად იცოდა, მე თუ რამე არ მინდოდა, არ გავაკეთებდი. ასეთი შეკრებები, როგორიც ჩემ მშობლებს უყვარდა, არც მე და არც ჩემ დას გულზე არ გვეხატებოდა. ამიტომ ელენე უბრალოდ ვერ იტანდა, მე რომ სახლში ვრჩებოდი, იმას კიდევ ქეთ-იქით დაათრევდნენ.
- ჰო იცი ეს სვეცკური პურის ჭამა ჩემთვის არაა რაა, არ მევასება
დედაჩემმა კარგად იცოდე რომ რაც არ უნდა ეთქვა არაფერი გაჭრიდა, ამიტომ ელენს გახედა, თავით ანიშნა რომ გაჰყოლოდა და სახლიდან გავიდნენ.აივნიდან თვალებით გავაცილე და მერე გვერდითა აივნის კარებისკენ გამეპარა მზერა. " ძაღლი ახსენეო"
- დილა მშვიდობისა, ნანა - ჩავუღიმე და პიჟამოებში გამოწყობილი,ავათვალიერე.
ერთი გამომხედა, უსიამოვნოდ დაიჭყანა და თვალი მომაშორა. ჩამეცინა. აივნის მოაჯირს გადავეყუდე და ჰაერი შევისუნთქე
- არ გაიგუდო ბიჭო- თავხედურად შემომძახა.
- ყავას თუ მომიდუღებ,შევეცდები.
- რაიყო ნაშ*ბი წაგივიდნენ?
- ეჭვიანობ?
- პფფ, მეტი საქმე არ მაქვს - წარბები შეკრა და თვალი ისევ მომარიდა.
ცოტახანი ვუყურებდი. ლამაზი გრძელი თმები, ნიავზე ერხეოდა, რომლებიც ნახევრად გაშიშვლებულ მხრებზე გადაეგდო.
- გამოდი ჩემთან და მე გავაკეთებ ყავას - გავხედე და თვალი-თვალში გამიყარა
ხმას არ იღებდა. იდგა და მიყურებდა.
- არა! - უცბად მომაძახა და ოთახში შევარდა.

- მადონას სი*ობა ბუტკასთან ვზივარ, მიდი მალე გამოა*ვი გელოდები-
ნიკას ტელეფონი გავუთიშე და სიგარეტს მოვუკიდე.
- ვაიმეე ბეებო! ფული თუ არ გაქვთ საერთოდ წადით რაა, არ გამიწყალა გული- ბუტკაში შევიხედე. მოხუცმა თვალზე ხელი მოისრისა.
- რაო მადო? - ბუტკაში შევედი და მადონამ გაბრაზებული თვალებით გამომხედა.
- შენ რაღა გინდა?
მოხუც ქალს გავხედე. მერე ისევ მადონას.
- მიდი ეს კალბასი მიეცი- მაცივარში კალბასის ნაჭერზე მივუთითე - ცოტა ყველი, პურიც და ერთი ათიცალი კვერცხი.
მადონა ერთხანს გაშტერებული მიყურებდა
- გადაიხდი?
- ვერ გაიგე რაგითხარი ქალო?
ცალი ტუჩი ამიწია და პროდუქტები გამოალაგა. მოხუც ქალს გავხედე და გავუღიმე. გაოგნებუკი მიყურებდა. მადონას ფული მივუგდე და ბებოს ხელით ვანიშნე " თქვენს მერე" თქო
- ლუკა! - გამოსულს ნიკამ დამიყვირა
მოხუცს პროდუქტები გავუწოდე და გამოვეცალე. ზურგსუკან უამრავი ლოცვა მომესმა. ყურადღება აღარ მიმიქცევია და ნიკასკენ წავედი.
- ვინაა ეს ეე? - თავით მოხუცისკენ მანიშნა
- არავინ, წამოდი.
სტადიოზე გავედით. ბიჭები კალათბურთ თამაშობდნენ, გოგოებიკი სკამებზე ისხდნენ.
- ვაა სანდრიკს! - ნიკა სანდროსკენ წავიდა და იმანაც კალათბურთის ბურთი გაუწოდა. ნიკამ ბურთი ხელში აათამაშა მერე ფარისკენ გავარდაა და ბურთი კალათში ჩატენა. გოგოები მოვათვალიერე. სალომე და მარი ნიკას მიშტერებოდნენ. ნათიაც ვიცანი. ეგ და ანი მეგობრობდნენ ჩვენ დროს. კიდე ვიღაც უცხო გოგოც იჯდა, გამომხედა და მორცხვად ჩამიღიმა. ერთი გავხედე და მერე ბიჭებისკენ წავედი.
ცოტახანში ანი და ნანაც გამოჩნდნენ. ანის თვალი გავაყოლე, ჩამოუარა და გოგოები გადაკოცნა.მერე აქეთ გამოიხედა და თავი დაგვიქნია. იდიოტმა ზედაც არ შემომხედა. ნიკას ვანიშნე, ბურთი გადმოეგდო და დაჭერილი არ მქონდა ანის პირდაპირ თავში გავუქანა.
- იდიოოტოო ! - გაცეცხლებული თვალებიით შემომხედა
- რა ნახე? - გაღიზიანებულმა მივაძახე
- სულ გაუბერე შეენ? - გიჟივით დამიყვირა
- ბურთი თუ არ გესროლე ისე არ უნდა შემომხედო!? - დავინახე როგორ აუცრემლიანდა თვალები და სტადიონიდან გავარდა
- იდიოტიხარ ბიჭოო?! - ნანამაც დააყოლა და უკან გაჰყვა.
- ყლ* ხარ შაე*ემა?
- აუ ნიკა ჩაი*ვი რაა ! - ბურთი დავუბრუნე და სტადიონიდან გავედი.
სახლში საღამოთი ავედი. სასტუმრო ოთახში ნანა იჯდა და დამინახა თუ არაა თვალები გაუფართოვდაა
- რას მიყურებ გოგო? - ოთახში შევედი.
- რა გემართება ლუკა? იდიოტივით რატო იქცევი?
ნანას გავხედე. ასეთი სერიოზული სახის გამომეტყველება მგონი პირველად ქონდა თავის ცხოვრებაში.
- თუ გიყვარს შერიგდით! თუ არადა ვაბშე შეეშვი და იცხოვროს რაა ბედნიერად!
აფორიაქებული ადგა და სამზარეულოში შევიდა.
- ყავას მომიდუღებ?
- მიდი და მოიდუღე, კრეტინო
ცოტახანში ნანა ისევ სავარძელზე დაჯდა. ყავა წინ დამიდგა და ტელევიზორს გახედა. თვალი გავუშტერე
- რაგინდა? - შემამჩნია ეტყობა რო ვუყურებდი
- ყველაზე კარგად იცი რო მიყვარს
- ვიცოდი კი, მაგრამ ახლა ეჭვი მეპარება
- რას გეუბნება ჩემზე?
- უყვარხარ, ჰო იცი
- რა გავაკეთო?
- რატო დაშორდით? ოღონდ სიმართლე მითხარი
- მეგონა რო აღარ მიყვარდა
- შენი ბრალია?
- მაგრად ვაწყენინე რაა
- მიდი და შემოირიგე
- არ შემირიგდება, რანაირად მექცევა ხედავ?
- კიდე ეგ რანაირად გექცევა!? კინაღამ ცხვირი მოტეხე კრეტინო!
ამაზე სიცილი ვეღარ შევიკავა
- იდიოტი რო ხარ მაგიტო გექცევა ეგრე- გაბრაებული წამოდგა და ოთახში შევიდა.

- შენი ატან არ მაქ, იცი!? - სახლში შემოსული არ იყო, ისე მომაძახა
- ვიცოდი რო გაერთობოდი - სიცილით მივაძახე და შემოსასვლელისკენ გავიხედე
- ღმერთო როგორ დავიღალე - ფეხსაცმელი უსწორმასწოროდ მიყარა, სასტუმრო ოთახში შემოვიდა და თავი მუხლებზე დამადო
- რაო მამა, თქვა ჩემზე რამე?
- მაგას ყველაფერი ფეხებზე კიდი,ჰოიცი
აღარაფერი ვუპასუხე და ფილმის ყურება გავაგრძელე. თვალები მოვიბშვნიტე და ჩაძინებულ ელენეს გავხედე. ფრთხილად წამოვდექი, ხელში ავიყვანე და თავის ოთახში გადავაწვინე. მერე აივანზე გავედი. იქ იდგა.
- რაიყო მელოდებოდი? - გავუღიმე და თბილად გავხედე
- აი შენი ნერვები მართლა არ მაქვს
- მოხდა რამე?
არაფერი მიპასუხა. ერთი გამომხედა და მივხვდი რო ჩემი საქმე არ იყო?
- ანი როგორაა?
- არაუშავს
- ააა... კაი...
ისევ მოაჯირზე გადავეყუდე. ხმას არც ერთი ვიღებდით. ბოლოს მაინც ნანამ დაარღვია სიჩუმე.
- ყველა ბიჭო ერთნაირია
- საიდან მოიტანე? - ჩამეცინა და გავხედე.
- კაი რაა, დავიჯერო ის გოგო ეხლა აქ არ გიწევა?
- კი მართალიხარ, აქ წევს - ისევ გავიცინე და წამით ოთახს მოვავლე თვალი - ელენე..
- რა ელენე? - წარბები შემიკრა და გამომხედა
- ჩემ დას ელენე ჰქვია
- დას? - ცოტახანი შუბლშეკრული იდგა, მერე თვალები გააფართოვა და ტუჩზე იკბინა.
- შენი დაა!?
- ჰოო, გაგაცნობ როგორმე
- მაინც ყველა ბიჭო ერთნაირია - გაიხედა და რაღაც სასწაულად საყვარლად ჩაიცინა. თვალი ვერ მოვარიდე. ვუყურებდი ხან ცხვირს, ხან ტუჩებს, ხან მის გრძელ თმას ავათვალიერებდი.
- გინდა გარეთ გავიდეთ? გულს გადააყოლებ? - ისევ გამომხედა. ცოტახანი ჩუმად იდგა,მერე ისევ ტუჩზე იკბინა და ოთახში შეიხედა.
- სულ ცოტახნით
- კაი - გამეღიმა და ოთახში შევედი.

კარადა გამოვაღე. ისევ ნაცრისფერი ზედა გადმოვიღე. გამოვბრუნდი მაგრამ შევყოყმანდი. ტუჩზე ვიკბინე და ისევ კარადას მივუბრუნდი. უამრავი ტანსაცმელი მეყაარა. საერთო არ ვიცოდი რა ჩამეცვა, მაგრამ ბევრი დრო არ მქონდა ამიტომ ლამაზი, მხრებამოღებული ტოპი და ჯინსის ქვედაბოლო მოვირგე.
ჩავიცვი მაგრამ ახლა ვერ გამერკვია აივანზე გავსულიყავი თუ სდაარბაზოში. ცოტახანი ვიყოყმანეე. საბოლოოდ სადარბაზო გადავწყვიტე და გასასვლელისკენ წავედი. კარები ჩუმად გამოვაღე და სახლიდან გავიპარე. სანდრო უკვე სადარბაზოში მელოდებოდა. დამინახა და თბილად გამიღიმა.
- საიდან გადმოხვედი? - ვკითხე გარეთ რომ გავედით
- არ ვცხოვრობდი საქართველოში
- აბა?
- რუსეთში
- იცი რუსული?
- კი, ვლაპარაკობ
- დაა აქ რაგინდა მერე?
- რავი, ეგრე მოხდა
თავი უხერხულად ვიგრძენი. შევამჩნიე რომ ზედმეტად დავინტერესდი და გადავწყვიტე თავი შემეკავებინა. ცოტახანი ვსეირნობდით ჩუმად.დროდადრო გავხედავდი ხოლმე სამდროს, რომელიც ჩაფიქრებული მიდიოდა და მგონი საერთოდაც აღარ ვახსოვდი. უცბად გამომხედა და თვალი მაშინვე მოვარიდე
- არ მეტყვი რაზე იყავი გაბრაზებული?
- რავი, ანის და ლუკას ამბებია - ისევ გავხედე
- და რა ხდება? ერთად არიან?
- იყვნენ, მერე დაშორდნენ
- რატო?
- რავი, თვითონაც არ იციან.
- შენ?
- რა მე?
- გიყვარს ვინმე?
ტუჩზე ვიკბინე. რატომღაც ავნერვიულდი და დავიბენი. ვიცოდი რაღაც უნდა მეპასუხა მაგრამ არ ვიცოდი რა
- არაა...აღარ- როგორც იქნა ამოვღერღდ
- აღარ?
- ჰოო, იდიოტი იყო
- ანუ თავისუფალი ხარ? - სანდროს ჩაეცინა და თვალი მომარიდა. არაფერი ვუპასუხე. ვერ მივხვდი მე მკითხა თუ თავისთვის ჩაილაპარაკა.
ცოტახანი ვისეირნეთ. სანდროს ხშირად გავხედაბდი, მაგრამ ის ისე იქცეოდა თითქოს იქ არც ვყოფილვარ. მეგონა რომ უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა და ვცდილობდი რამე მეკითხა მაგრამ თავში არაფერი მომდიოდა. ისევ მოულოდნელად გამომხედა.
- გინდა ერთხელ კინოში წავიდეთ?- გაჩერდა და ხელები შარვლის ჯიბეში ჩაიწყო.
- წავიდეთ - რატომღაც დაუფიქრებლად წამოვროშე, იმან კიდევ მორცხვად ჩაიცინა და თავი დაბლა დახარა.

შუადღისკენ სალომე და მარი ჩემთან ამოვიდნენ. ნანასაც მივწერე მაგრამ არ მიპასუხა და ვიფიქრე რომ ეძინა
- ნათიამ ამბები არ მოგიყვა? - სალომემ ყავას მოურია და ირონიით ჩაიცინა
- რა ამბები? აღარ ვართ მე და ეგ კარგად- სკამზე ჩამოვჯექი
- მაგიტოა ეხლა ლიკასთან
- ლიკა? - დავინახე როგორ გადახედეს მარიმ და სალომემ ერთმანეთს
- ლიკა ის არაა ლუკა რო ევასა?- ეს რომ გავიგონე ყავა კინაღამ გადამცდა მაგრამ შევეცადე არ შემემჩნია
- - ნათიას შენზე მოუყოლია და ასე უთქვამს გაბ*ზდა და მაგიტომ დაშორდნენო.
ვიგრძენი თავში როგორ დამკრა რაღაცაამ, თვალები გამიფართოვდა და სუნთქვა შემეკრა.
- რაოოო!? - მაშინვე ფეხზე წამოვფრინდი - ჩემს მერე ნატას ეგ არ ჩაუდაქალდა!? მარგოსთან რო დაეთრეოდნენ ორივე!ღმერთმა იცის რეებს აკეთებდნენ, მარგოს ყოფილთან ბაითზე რო ადიოდნენ! ეგ ძუ*ნა ჩემზე მაგას როგორ ამბობს!? ეს ლიკა ვიღაა!? წესიერად გამაგებინეთ!
- კაი გოგო ნუ აფსიხდი- სალომემ მშვიდად გამომხედა - დაჯექი მოგიყვებით.
სალომეს მოყოლა უნდა დაეწყო მაგრამ ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა. ყურმილს ვუპასუხე.
- ხო ნანა? - შევეცადე მშვიდი ტონი დამეყენებინა
- რაზე მირეკავდი? წეღან გავიღვიძე
- არაფერი, გოგოები შევიკრიბეთ ჩემთან და მეთქი ამოვათქო
- მიდი გამოდი ჩემთან რა, მოსაყოლი მაქვს რაღაცეები.
ყურმილი გავუთიშე. ასვლას რათქმაუნდა ვაპირებდი, ოღონდ ჯერ გოგოებისთბის უნდა მომესმინა. ამბების გაგების შემდეგ ექვსი საათისთვის უკვე ნანასთან ვიყავი ასული. რაღაც ზედმეტად გახარებული მომეჩვენა. მაგრამ ჯერ ჩემი ამბები უნდა მომეყოლა, თორემ ვეღარ ვითმენდი.
- სალიც კაი ნაგავია- თვალები მოვჭუტე - მიყვებოდა და გულში უხაროდა, ჩემზე ეგეთ რაღაცეებს რო იძახდა.
- რას აპირებ?
- არვიცი. ჰო იცი როგორი ვარ, შეიძლება არც არაფერი გავაკეთო...აუ არვიციი რააა!- შუბლი შევკარი და ნანას მუხლებში მოვათავსე თავი
- არგინდა გარეთ გავიდეთ?

საღამოთი მაგრად აგრილდა. კაპიშონიანი შემოსაცმელი მოვიცვი და კაფესკენ წავედი. ნიკამ დამირეკა, ბიჭები მანდ ვართ და გამოდიო.
- რა ხდება ეე!?
- ლუკაას ძმაა! მოდი, მოდი! - მივედი. ნიკა აცანცარდა და ხტუნაობა დაიწყო?
- ყინააავს ბრაააატ!
- რას ცანცარებ შეჩ*მა? - დავუბღვირე და ხელები შემოსაცმელში ჩავყავი
- მაგარი მოსაწევი გავაძრეთ - ახლოს მოიწია და ჩაიჩურჩულა.
ცალყბად ჩავიცინე. ამ დებილმა კიდე ბოლო ხმაზე გადაიხარხარა.
- გავთბებით ლუკაააას !
კაფეში შევიხედე. ნათია და ვიღაც ორი გოგო ისხდნენ და რაღაცაზე სიცილით კვდებოდნენ. მერე გვერძე გავიხედე. ვირგძენი თუ რა? გაავებული ანი კაფისკენ მოქროდა და უკან ჩემი დებილი დაიკოც მოსდევდა
- ოპააააა! - ნიკამ გამომხედა. ანის ხასიათები ყველამ იცოდა და თუ ასეთი გაბრაზებული იყო, კარგს არ ელოდო.
ანი გიჟივით შევარდა კაფეში და ბიჭებიც შევყევით. ნათიას მაგიდას ეცა. აზრზე ვერ მოვედით ისე ამოუტრიალა მთელი მაგიდა და პირდაპირ თმებში სწვდა.მაშინვე კაფეში შევვარდი.
- გარეკე გოგო!? ხელი გაუშვი ეეე!? - ანას ხელს ვეჯაჯგურებოდი, რომელიც ძლიერად ჩაებღაუჭა ნათიას თმებში.
- მაგ ენას ამოგაძრობ გოგო გაიგე!? რაღაცეები აგერია გეტყობა!? - გაავებული ნათიას დაჰყვიროდა. მერე მე შემომიბრუნდა
- გამიშვი იდიოტო! - თვალის დახამხამებაში ისევ ნათიას წვდა თმებში
- იცოდე ვისზე როგორ უნდა ილაპარაკო ! ამის მერე ცოცხალი ვეღარ გადამირჩები! - ნათიას თმებს თავი დაანება და როგორი გაავებულიც შემოვარდა ისეთივე გავარდა კაფედან.


---
ესეც მესამე თავი❤️ ძალიან მიხარია რომ კითხულობთ



№1  offline წევრი Sweet Home

აუ მალე დადეე რაა სანდრო და ნანა ცოტა წააკინკლავე და აეჭვიანე. ისე კარგია წარმატებები

 


№2  offline წევრი Yagam

ვაიმმეეე ეს ლუკა მოიყვანე აზრზე და რაღაცნაირად დაათბე თუარა მოვკვდი ქალი;დდდ კარგიგოგოხარ წარმატებები

 


№3  offline წევრი sanikidzi

Yagam
ვაიმმეეე ეს ლუკა მოიყვანე აზრზე და რაღაცნაირად დაათბე თუარა მოვკვდი ქალი;დდდ კარგიგოგოხარ წარმატებები

მომწონს ასეთი ემოციები :d მადლობა დიდი ❤️

 


№4 სტუმარი ჰსბსბს

დააწერე მაინც ვისი მხრიდან წერ ხოლმე ნაწილებს.. ამებურდა თვალები

ჰო კიდე ეს სანდრო.ასეთი მორცხვი რატოა ვერ ვხვდები?!

 


№5  offline წევრი sanikidzi

ჰსბსბს
დააწერე მაინც ვისი მხრიდან წერ ხოლმე ნაწილებს.. ამებურდა თვალები

ჰო კიდე ეს სანდრო.ასეთი მორცხვი რატოა ვერ ვხვდები?!


იმიტომ რომ ნანას ჰყავდა უკვე თამამი. რომ მდომებოდა ეგეთი გიოსთან დავტოვებდი.

 


№6 სტუმარი ჰსბსბს

sanikidzi
ჰსბსბს
დააწერე მაინც ვისი მხრიდან წერ ხოლმე ნაწილებს.. ამებურდა თვალები

ჰო კიდე ეს სანდრო.ასეთი მორცხვი რატოა ვერ ვხვდები?!


იმიტომ რომ ნანას ჰყავდა უკვე თამამი. რომ მდომებოდა ეგეთი გიოსთან დავტოვებდი.

გიორგის ნაბი*ვრობას სითამამეს ეძახი?! O.o

 


№7  offline წევრი sanikidzi

ჰსბსბს
sanikidzi
ჰსბსბს
დააწერე მაინც ვისი მხრიდან წერ ხოლმე ნაწილებს.. ამებურდა თვალები

ჰო კიდე ეს სანდრო.ასეთი მორცხვი რატოა ვერ ვხვდები?!


იმიტომ რომ ნანას ჰყავდა უკვე თამამი. რომ მდომებოდა ეგეთი გიოსთან დავტოვებდი.

გიორგის ნაბი*ვრობას სითამამეს ეძახი?! O.o

მაბი*ვარო და მორცხვი მე არ მინახია

 


№8  offline წევრი Lurjtmiani

Kargia dzan momewona. Nana da sabdro dzqn sayvarlebi arian. Da nanas adgilas tavis warmodgenas isic miioldbs rom masac nana qvia mokled dzan momwons ai ani da lukac dzan sayvarlebi arian da orive jiutia ec erti rom ar tmobs da arc meore ragacnairad momwonsavit. Mokled momwons da male dade gtxov ❤️❤️

 


№9  offline წევრი sanikidzi

Lurjtmiani
Kargia dzan momewona. Nana da sabdro dzqn sayvarlebi arian. Da nanas adgilas tavis warmodgenas isic miioldbs rom masac nana qvia mokled dzan momwons ai ani da lukac dzan sayvarlebi arian da orive jiutia ec erti rom ar tmobs da arc meore ragacnairad momwonsavit. Mokled momwons da male dade gtxov ❤️❤️

ძალიან მიხარია რომ მოგწონს. მადლობა რომ კითხულობ ❤️

 


№10 სტუმარი ჰსბსბს

sanikidzi
ჰსბსბს
sanikidzi
ჰსბსბს
დააწერე მაინც ვისი მხრიდან წერ ხოლმე ნაწილებს.. ამებურდა თვალები

ჰო კიდე ეს სანდრო.ასეთი მორცხვი რატოა ვერ ვხვდები?!


იმიტომ რომ ნანას ჰყავდა უკვე თამამი. რომ მდომებოდა ეგეთი გიოსთან დავტოვებდი.

გიორგის ნაბი*ვრობას სითამამეს ეძახი?! O.o

მაბი*ვარო და მორცხვი მე არ მინახია

ეგ სხვა თემაა... გოგოსთან ლაპარაკის დროს თავის დახრა და ლოყების აწითლრბა?!! მითუმეტეს ბევრი შეყვარებული მყავდაო...

 


№11  offline წევრი sanikidzi

ჰსბსბს
sanikidzi
ჰსბსბს
sanikidzi
ჰსბსბს
დააწერე მაინც ვისი მხრიდან წერ ხოლმე ნაწილებს.. ამებურდა თვალები

ჰო კიდე ეს სანდრო.ასეთი მორცხვი რატოა ვერ ვხვდები?!


იმიტომ რომ ნანას ჰყავდა უკვე თამამი. რომ მდომებოდა ეგეთი გიოსთან დავტოვებდი.

გიორგის ნაბი*ვრობას სითამამეს ეძახი?! O.o

მაბი*ვარო და მორცხვი მე არ მინახია

ეგ სხვა თემაა... გოგოსთან ლაპარაკის დროს თავის დახრა და ლოყების აწითლრბა?!! მითუმეტეს ბევრი შეყვარებული მყავდაო...

სპოილერები არ მიყვარს. მინდა რომ სიუჟეტის განვითარებას დაელოდო. სიმორცხვეში კიდევ მე ჩემებურ ხიბლა ვხედავ.

 


კარგია ძალიან, საყვარელი ხარ გეტყობა შენ ^_^

 


№13  offline წევრი sanikidzi

სიყვარული გულს გვტკენს
კარგია ძალიან, საყვარელი ხარ გეტყობა შენ ^_^

მიხარია რომ მოგეწონა ❤️ დიდი მადლობა

 


№14  offline წევრი anako

სამივე თავი წავიკითხე და მომინდა კომენტარის გაკეთება joy joy
მოკლედ ძაან მომეწონა და ახალ თავს ველოდებიი
კარგად წერ და წამატებები

 


№15  offline წევრი sanikidzi

power
სამივე თავი წავიკითხე და მომინდა კომენტარის გაკეთება joy joy
მოკლედ ძაან მომეწონა და ახალ თავს ველოდებიი
კარგად წერ და წამატებები

მადლობა დიდი ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent