წამიერი სიყვარულის დასასრული?! (თავი 2)
საწოლში ვერ ვისენებდი,ხან ერთ მხარეს გადავტრიალდებოდი ხან მეორე მხარეს,ბოლოს წამოვდექი ჰუდი გადავიცვი და იმ პარკისკენ ავიღე გეზი სადაც მე და სანდრო ვხვდებოდით ხოლმე.არავინ იყო.გასაკვირი არცაა ახლა ხომ შუაღამის სამი საათია. -უკაცრავად გოგონა,ასეთი სილამაზის მარტო სეირნობა თან ამ დროს საკმაოდ საშიშია. ჯერ შევკრთი,შემდეგ კი სიბნელეში,ბუნდოვნად,მაგრამ მაინც გავარჩიე ჩემი მეზობელი ბექა ჯაყელი. -შემაშინე,ნაზი ხმით მივუგე და მისკენ წავედი. -როგორ მომენატრე შენ არც კი იცი. -ხო?მაშინ მოხვიდოდი საავადმყოფოში ერთხელ მაინც.საყვედურივით ვუთხარი ბიჭს. -ყოველ კვირა დავდიოდი და ჩემი ამბებით ტვინს გიბურღავდი ცნობისთვის,სიცილით მომიგო მანაც -უი,მე ხო გახსოვს კომაში ვიყავი. -არა არ მახსოვს,როდის? -მაიმუნო,ბექას მხარზე ხელი მივარტყი შემდეგ კი საქანელაზე ჩამოვჯექი. -მომიყვები რა გჭირს? დიდხანს ვფიქრობდი მეთქვა თუ არა ბექასთვის ყველაფერი. -სანდრო მენატრება მივხვდი,რომ ბიჭი შეცბა,გაუკვირდა,მაგრამ ყველაფერი მალევე გაიაზრა და ცოტა ხნის შემდეგ მითხრა. -ზოგჯერ ისე ხდება,რომ ცხოვრება ადამიანებს აშორებს,რათა დაანახოს მათ თუ რამდენად ძვირფასები არიან ისინი ერთმანეთისთვის -მართალია,მაგრამ არა ამჯერად,სანდროს აღარ ვუყვარვარ,მიმატოვა და ჩემზე აღარ ფიქრობს.გული მტკივა,სული მეწვის,გონებიდან ვერ ვიგდებ მასთან გატარებულ წუთებს,მახსენდება და მახსენდება ჩვენი ერთად ყოფნის თითოეული წამი,ცრემლი მოვიწმინდე გავიცინე და ბიჭს ჩემსავით თაფლისფერთვალებში შევხედე,ალბათ გგონია რომ უთავმოყვარეო თინეიჯერი გოგოსავით გაფანატებით მიყვარს ის,მაგრამ ჩემი გრძნობა იმაზე ძლიერია ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.ის ცუდად მომექცა,იცი?სისასტიკეა მიატოვო ადამიანი ყველანაირი ახსნის გარეშე.უბრალოდ გაქრე.ჩუმად წახვიდე და დატოვო ადამიანი უამრავი პასუხ გაუცემელი კითხვის პირისპირ.მას ხომ სტკივა?ის ხომ გაუგებრიბაშია და ცხოვრებას ვერ აგრძელებს?განა ასეთი რთულია უთხრა ადამიანს რატომ შორდები,რათა მან მთელი ცხოვრება საკუთარი თავი არ დაადანაშაულოს ამ ურთიერთობის დანგრევაში?გესმის თუ არა?მე არ შემიძლია გაგაგებინო,მე არ შემიძლია ვინმეს გავაგებინო რახდება ჩემს შიგნით,რადგან ამ ყველაფერს სიტყვებით ვერ გადმოვცემ.ცხვირი ნაცნობმა სუნამომ ამიწვა,სანდრო,უკან მივტრიალდი და ის დავინახე,მომნატრებია მისი ფორმების ყურება,ლამპიონის შუქი პირადპირ მის თავს ეცემოდა ამიტომ სანდროს თმა უჩვეულოდ ჩალისფერი იყო,ახლაღა დავაკვირდი მის დაბალ დაყენებულ წვერს.როგორც ყოველთვის სანდრო კანდელაკი ეშხს არ კარგავდა. -რამდენი მოისმინე? -საკმაოდ ამის შემდეგ დიდხანს ორივე ჩუმად ვიყავით,რატომღაც არცერთი ვჩქარობდით ხმის ამოღებას,იმის მიუხედავად რომ,ძალიან მაინტერესებდა რას მეტყოდა.ბექა ადგა და წავიდა.საქანელადან გადმოვედი,სკამზე დავჯექი და ვარსკვლავებს ავხედე,ერთხელ სანდრომ მითხრა ყველაზე მეტად რომელი ვარსკლავიც ანათებს ის ჩვენი იქნებაო,საინტერესოა ახსოვს?ალბათ არა.სიჩუმე ისევ მან დაარღვია. -როგორ ხარ,ტკივილები ხომ არ გაწუხებს? -კარგ დროს დაინტერესდი ჩემი ჯანმრთელობით. -მაინტერესბდა,ყოველთვის მიანტერესბდა უბრალოდ მოსვლას ვერ ვბედავდი,მეშინოდა,ვიცოდი რომ ჩემს გამო იყავი მაგ მდგომარეობაში,საკუთარი თავი მეზიზღებოდა თვეები ისე გადიოდა სახლიდან არ გავდიოდი ხოლმე,ბოლოს გავიგე,რომ გონს მოხვედი და მთელი გულით გამიხარდა,მართლა. -კარგი,უკმეხად მივუგე და ისევ ვარსკვლავებს ავხედე. -გახსოვს ორი თვით გერმანიაში რომ მომიწია წასვლა? -კი -ყოველდღე მეუბნებოდი ძალიან მენატრებიო,შემდეგ რო ჩამოვედი ზუსტად ხუთი წუთი მთელი აეროპორტის თვალწინ მეხუტებოდი და მკოცნიდი,წეღან თქვი რომ სანდრო მომენატრაო ანუ ახლა აღარც ჩამეხუტები? -მაშინ სხვა დრო იყო -რა დრო?ვითომ გაკვირვებულმა მკითხა ბიჭმა და მისი ცისფერი თვალები შემომანათა -მე ძველი სანდრო მომენატრა,რომელიც ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის,რომ საყვარელი ადამიანისთვის გული არ ეტკინა.იმ ღამეს მაინც არ მითხარი რატომ მოიქეცია ასე,იქნებ ახლაა დრო? -არა,არასდროს იქნება ამის დრო,უბრალოდ აღარ მიყვარხარ და შეიგნე.ბოლო სიტყვები ყვირილით მითხრა და ფეხზე წამოდგა -მაშინ აქ რატომ ხარ? -შენს გამო არ გესმის?განაგრძობდა ყვირილის-შენს დასაცავად ვარ აქ,იმიტომ რომ რაღაც ცუდი გავაკეთე და არ მინდა რომ ამ საქციელის გამო შენ დაზარალდე. -შეგიძლია უფრო გასაგებად ამიხსნა? -არა -კარგი,მაშინ არ მჭირდება შენი დაცვა,საკუთარ თავს მეთვითონ მივხედავ.გაბრაზებული წამოვხტი და სახლისკენ გაბრაზებული გავიქეცი.თურმე ცუდ საქმეში გაერია,მისი ცუდი საქმე ვიცი მე,ალბათ ვინმეს აწყენინა და ამას ის ცუდ საქმეთ თვლის.რატო არ ჩამეხუტე?სარკაზმის მამა.ვერც კი გავიაზრე,რომ ამ ყველაფერს ღმამაღლა ვამბობდი,ალბათ ვინმეს რო მოესმინა გიჟი ვეგონებოდი. -აფსუს რა დროს დახურეს ასათიანი? სიცილით მითხრა სანდრომ და გვერდით ამომიდგა. -რატომ არ შეგიძლია თავი დამანებო?ჯერ მიყვირი,მეჩხუბები შემდეგ მოდიხარ და მომენატრეო,არანაირი ახსნა არ აქვს შენს საქციელს სანდრო. მოულოდნელად რაღაცამ თვალი მომჭრა,ვიგრძენი რომ სანდრომ ხელი მაჯაში წამავლო და ორივე ძირს დავვარდით. -ჯანდაბა,ერთი კარგად შეიკურთხა სანდრომ და ხელი დამავლო. -ფრთხილად იდიოტო მეტკინა -წამოდი დროზე,ახლა მაგის დრო არაა -იქნებ ამიხსნა ყველაფერი და ცხოველივით არ მომექცე? -წამოდი და გზაში აგიხსნი უკვე მოშორებით ვიყავით იმ ადგილისგან,მაგრამ ის ხმას ისევ არ იღებდა,ამისთანა რა საქმეებში გაერია ეს იდიოტი ,რომ ვიღაცამ გადაწყვიტა ორივე ერთდროულად მოვეკალით იქვე? -ჯანდაბა,არ უნდა მოვსულიყავი ვიცოდი,რომ ასე დამთავრდებოდა.საკუთარ თავს ეჩხუბებოდა სანდრო. -შეგიძლია გამაგებინო რა ხდება? -კარგი,უნდა დავწყნარდე და მოვიფიქრო როგორ შეიძლება დაგიცვა.ხელები კეფის ქვეშ ამოიდო და აქეთ-იქით დაიწყო სიარული.არც კი ვიცოდი სად ვიყავით,მაგრამ უკვე თენდებოდა,ამიტომ არ გამიჭირდებოდა,როგორმე სახლამდე მისვლა.არაფერი მითქვამს გამოვბრუნდი და ცენტრალური ტრასისკენ დავიძარი. -სად მიდიხარ შენი ჭკუით? -სახლში -ხო როგორ არა,და მეც გაგიშვებ.ვერ ხვდები რომ უსაფრთხოდ არ იქნები? -ვერა,მათ ჩემთან რა საქმე აქვთ?მართლაც გაკვირვებულმა ვკითხე მას -სიმართლის გაგება გინდა?კარგი,მაგრამ ერთი პირობით,მას შემდეგ როცა ყველაფერს მოგიყვებისაშვალებას მომცემ რომ დაგიცვა,ნებისმიერ ფასად. -კარგი.და დგებოდა ის მომენტი რომელსაც ამდენ ხანს ველოდი,მეშინოდა,გული იმაზე სწრაფად მიცემდა ვიდრე ოდესმე,თუმცა მიხაროდა,რადგან ახლა ყველაფერს ფარდა აეხდებოდა. -როდესაც ცუდ ხასიათზე ვიყავი ან პრობლემები მქონდა,ჩემს მთელ ბრაზს სხვა ადამიანზე ვიყრიდი,ვჩხუბობდი,ვიბრძოდი როგორც გინდა ისე დაუძახე,ეს ადგილები უკანონოა,ამიტომ ყოველთვის მიტოვებულ შენობებს ირჩევენ რათა პოლიციას გაუჭირდეს მათი პოვნა.აქ იდება ფსონები ორ მოთამაშეზე,მოკლედ რომ გითხრა ბრძოლა წესების გარეშეა.მას შემდეგ რაც მანდ სიარული დავიწყე როგორც თვითონ დამფუძნებლები მეუბნებოდნენ მათი შემოსავალი გაორმაგდა.ამის შემდეგ ერთ-ერთ მოწინააღმდეგესთან პრობლემები შემექნა,მისი და ამეკიდე,ყველა ჩხუბზე მოდიოდა,არცერთს არ ტივებდა,მე კი მას ყოველთვის ვაიგნორებდი.მათი მამა ჩვეულებრივი მაფიოზია როგორც ვიცი,ფულს ათეთრებს,ამიტომ ბევრი მტერი ყავთ.ერთხელ გადავწყვიტე ნინის დავლაპარაკებოდი და მეთქვა რომ ტყუილი იმედი ნუ ექნებოდა,რომ ჩვენს შორის არაფერი მოხდებოდა,მაგრამ არ მოვიდა.ვიფიქრე უბრალოდ გოგოშკური ზამაშკაა მეთქი და დავიკიდე,მეორე დღეს კი გავიგე,რომ იმ ადგილიდან ორ კილომეტრში ახალგაზრდა გოგონა მოკლეს.მისი ძმა მე მეცა და მადანაშაულებდა,მას ეგონა და გონია,რომ მე მოვკალი ნინი,მაგრამ ანი შენ ხომ მიცნობ ამის გამკეთებელი არ ვარ მე.ახლა კი იგივე ხერხებით ცდილობს ნიკა,რომ გული მატკინოს,მე კი ვიფიქრე თუ შენთან ახლოს აღარ დამინახავდა,შენც უსაფრთხოდ იქნებოდი,იმ გოგოს და ფოტოს ამბავი ჩემი დადგმული იყო,მინდოდა შენთვის გული მეტკინა და ასე აგცრუებოდა ჩემზე გული,მაგრამ იმ ავარიამ გეგმები ჩამიშალა.ახლა კი ნიკა ცდილობს ზიანი შენ მოგაყენოს,რათა ამით გული მე მატკინოს,ამის საშვალებას კი ვერ მივცემ,ამიტომ გეუბნები ახლა ამას ცოლად უნდა გამომყვე. -რა? სრულიად შოკირებულმა წარმოვთქვი ეს სიტყვები,რადგან არ მჯეროდა,არ მჯეროდა ამ ყველაფრის,სისულელა თავი ამერიკულ ფილმში მგონია...არამგონია არა არა არა,ეს სიმართლე ვერ იქნება. -ვიცი რომ დაუჯერებელია მაგრამ გთხოვ,ახლა უნდა გამო ყვე,ჩემს გვერდით ბევრად უსაფრთხოდ იქნები. -მეხუმრები ხო? -ჯანდაბა არა ანი -ნუ მიყვირიი იდიოტო,მაშინ რომ გეთქვა ეს ყველაფერი და ამდენი ტანჯვა-წამება არ გამოგვევლო არ შეიძლებოდა,მაგრამ შენი მოკლე ჭკუით ასე დამიცავი,მადლობა,რომ ცხოვრების ექვსი თვე გამომატოვებინე რაღაც უაზრობის გამო,თავიდან რომ გეთქვა ყველაფერი ერთად რამეს მოვიფიქრებდით და პრობლემას გადავჭრიდით.ახლა კი უარს გეუბნები,ცოლად არ გამოგყვები მხოლოდ იმიტომ რომ ასე საჭიროება მოითხოვს. -კარგი,როგორც ჩანს ამის გაკეთება ძალით მომიწევს.ეს თქვა თუ არა ვიგრძენი როგორ გამომეცალა ფეხქვეშ მიწა და წამიერად როგორ ავღმოჩნდი მის მხარზე. -რა მნიშვნელობა აქვს თანხმობას მაინც არ განვაცხადებ -არცაა საჭირო,მოკლედ მომიჭრა და ტაქსი გააჩერა. ორი დღეა რაჭაში ვართ,დიახ სანდრომ როგორღაც ძალით ჩამომიყვანა და ტყვესავით გამომაწყვდია აქ.ასე მითხრა სანამ თანხმობას არ განაცხადებ იქამდე აქ მოგიწევს ყურყუტიო.სიმართლე რომ გითხრათ ახლა ნორმალურად ვერაფერს ვიაზრებ,მინდა რომ გავიაზრო ყველაფერი,მაგრამ არ გამომდის.ამ ყველაფერს რაღაც პლიუსი მაინც აქვს,აქაურობა ულამაზესია,სიმწვანე გარეშემო და რაც მთავარია სიმშვიდეა.ის დღე გამახსენდა,როდესაც სვანეთში მასთან ერთად ვიყავი.მაგ დღეს ლიზამ დამირეკა დროზე ჩემოდანში თბილი ტანსაცმელი ჩაყარე და წავიდეთ სვანეთშიო,მეც გახარებულმა ჩავალაგე ბარგი და დანიშნულების ადგილას ჩემს ძმას მივაყვანინე თავი. -ცუდად თუ გაცდი არ დარეკო,არ შეგვაწუხო,სიცილით მითხრა და მანქანიდან რასაც ქვია გადამაგდო. -ღმერთო ეს რა სულელი დაბადე -ღმერთო ეს რა სილამაზე დაბადე,მომესმა ზურგიდან სანდროს ხმა. -ისევ შენ? მძიმედ ამოვისუნთქე და თვალები გადავაბრუნე. -ლიზააააააა,მოდი აქ,დავუყვირე გოგოს და ისიც წამებში გაჩნდა ჩემთან-აბა მე შენ და მარიამი მივდივართ მარტოო? -ან გეფიცები ჩემი ბრალი არაა,მარიამმა გთხოვ დემეც წამოვიდესო,დემეტრემ კიდე თავის ორი ძმაკაცი წამოიყვანა თან ხოდა ბევრნი გამოვედით. -კარგი,წყალს ვიყიდი და წავიდეთ. გეფიცებით სულ რაღაც ხუთი წუთი დამჭირდა იმისთვის,რომ წყალი და შოკოლადები მეყიდა,ამასობაში კი უკვე გადანაწილებულან მანქანებში.დემეტრესთან მარიამი,ლიზა და საბა ისხდნენ,ხოლო სანდრო მე მელოდებოდა. -შენ ჩემს მანქანაში ჯდები,ნუ გეშინია -ღმერთო რა დავაშავე,თვალები გადავატრიალე და მანქანაში ელვის სისწრაფით ჩავჯექი.მთელი გზა ან მეძინა ან ვჭამდი.ბოლოს როგორც იქნა ჩავაღწიეთ,ოთახებში გადავნაწილდით და დავისვენეთ.გარეთ სასტიკად წვიმდა,მეც როგორც ყოველთვის ასეთ ამინდში ჩემი სახატავი წიგნი გადმოვიღე,ღვინის ჭიქა ავიღე და აივანზე ხატვა დავიწყე.არვიცოდი რას ვხატავდი,ბიჭის პორტრეტი აღმოჩნდა,უფრო ზუსტად სანდროსი.თითქმის მთელი ბოთლი წითელი ღვინო ჩავცალე,როდესაც ზურგიდან ნაბიჯების ხმა მომესმა.წამით შემეშინდა,მაგრამ მისი სუნამოს სუნი ვიგრძენი და მოულოდნელად დავმშვიდდი. -როგორ შემოხვედი,გაკვირვებულმა ვკითხე და სახატავი დავხურე. -კარის დაკეტვას თუ არ ისწავლი ჩემს გარდა კიდევ ბევრი შეძლებს აქ შემოსვლას,საკმაოდ წყნარად მითხრა შემდეგ კი ჩემი ღვინის ჭიქიდან ორი ყლუპი მოსვა. -რას ხატავდი? -არაფერს,უბრალო ნაჯღაპნია -მაშინ რატომ გაწითლდი?ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა ბიჭს და თვალებში შემომხედა. -შენ გხატავდი,მაგრამ რატომ არ ვიცი -იმიტომ რომ მოგწონვარ -იოცნებე -ფაქტია,სიცილით მომიგო და ჩემთან უფრო ახლოს მოვიდა. -შეუძლებელია ის ადამიანი მოგწონდეს,რომელზეც არაფერი იცი -მე იმაზე მეტი ვიცი ვიდრე შენ წარმოგიდგენია. ფიქრებიდან კარის ხმამ გამომაფხიზლა,სანდრო იყო,მისი დანახვისას ერთადერთი სურვილი გამიჩნდა მივსულიყავი და ჩავხუტებოდი ძლიერად. -სანდროო,გავძახე კარში მყოფს -გისმენ -თანახმა ვარ! არვიცი,რატომ ვერ გეტყვით,მაგრამ ვიცოდი,რომ მხოლოდ მასთან ვიგრძნობდი თავს უსაფრთხოდ. -სწორი გადაწყვეტილებაა,ახლა მოდი რამე გავაკეთოთ რომ შიმშილისგან არ მოვკვდეთ,სიცილით მითხრა და სამზარეულოში გავიდა. -რა გავაკეთოთ? -შენ არაფერი -კარგი საჭმელი შენ გააკეთე და ყავას მე გავაკეთებ როგორც იქნა ეს ჩაიდანი ადუღდა,ახლა მივხვდი ელქტრო ჩაიდნების მადლს,კიდევ კარგი გამოიგონეს ის ის იყო ჭიქაში ადუღებული წყალი უნდა ჩამესხა,რომ უკნიდან სანდრომ დაიყვირა ჯანდაბაო და მეც შიშისგან ეს ადუღებული წყალი ხელზე დავისხი. -ააააა,არც მე დავაკელი და ყვირილი დავიწყე.-სანდრო მიშველეე გთხოვ,მტკივა.ბიჭი გიჟივით შემოვარდა სამზარეულოში -მოიცადე ახლავე,ყინულებიანი პარკები ზედ დამაყარა და თვითონ სადღაც გაიქცა.ორ წუთში დალოცვილი თურმანიძეთი დაბრუნდა,საღამოს კი ტკივილი თითქმის არ მაწუხებდა. -ხელი როგორ გაქვს?ოთახში სანდრო შემოვიდა და აივანზე ჩემთან ერთად დაჯდა -უკეთ -არ მოგენატრე? უხერხული სიჩუმე უხერხულმა კითხვამ დაარღვია,არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა ბოლოს გადავწყვიტე არა მეპასუხა მაგრამ სულ სხვა რაღაც წამომცდა. -კი.ბიჭს გაეღიმა,ჩემსკენ მეტად მოიწია და ჩამეხუტა.ღმერთო როგორ მომნატრებია ეს გრძნობა,პეპლები მუცელში. -ძალიან,ძალიან მომენატრე ყველაფრის მიუხედავად,ოდნავ დაღონებული ხმით ვუთხარი და ჩემი თხელი თითები მის განიერ ბეჭებს შემოვხვიე. აბა რას ფიქობთ?თქვენი აზრით როგორ განვითარდება მოვლენები?მადლობა წინა თავზე ამხელა სითბოსთვის და კარგი კომენტარებისთვის |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.