შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეშლილი მერი "მესამე თავი"


30-07-2019, 18:05
ავტორი Natiiaa33
ნანახია 1 229

-ყველაზე მეტად დილის ძილი მიყვარდა ხოლმე. დიახ მიყვარდა სანამ სამსახურს დავიწყებდი. დილის რვა საათზე უკვე სმენაში უნდა ვყოფილიყავი და ოთხ საათამდე წინ და უკან მერბინა. მომხმარებლებისთვის ნაძალადევად და თანაც ისე ოსტატურად უნდა გამეღიმა რომ ნამდვილი გონებოდათ და ყველაზე საშინელ და პრეტენზიულ მომხმარებლებთანაც თავაზიანი და ზრდილობიანი უნდა ვყოფილიყავი. ჩემი პირდაპირობის წყალობით ეს რთულად გამომდიოდა მაგრამ სხვა რა გზა მქონდა.
-მერი ხაზში გამოდი, მომხმარებელია
-ახლავე დათო _დაძახებისთანავე უეცრად გავვარდი და ღიმილიანი სახით მივესალმე ახალგაზრდა მამაკაცს.
-სასწრაფოდ გამიკეთე რამე გემრიელი!
-მენიუს შეხედეთ, კონკრეტულად რას ინებებთ?
-არაქვს მნიშვნელობა ოღონდ სწრაფად.
-ქათმის, საქონლის თუ ღორის ხორცით?
-ვერ გაიგე გოგო? მალე გააკეთე რამე
-მე შენი გოგო არავარ! მერი მქვია მერი და თუ არ მეტყვი რა გინდათ ჩემი გემოვნებით გაკეთებული მეეჭვება მოგეწონოს. _დათოს გაფართოებულ თვალებს გადავაწყდი, შუბლზე ხელი მიირტყა და თავი გადააქნია
-აბა რა ჩემი ბრალია? _ჩავილაპარაკე ჩუმად და საწყალი თვალებით გავხედე
-გოგონი დაუჩქარე
-სტაჟიორი ვარ და იქნებ მადროვოთ
-სულ არ მაინტერესებს ვინ ხარ, მშია და დროზე!
-ეეე ცეცხლიც უჭამია შენს პირს. მოდი გააკეთე ასეთი მარტივი თუა. მეც მაქვს ნერვები და ამდენი მოთბინების უნარი არ შემწევს
-აჰაჰაჰა _გაოცებული ვუყურებდი როდესაც ჩემი სიტყვების მერე ამ კაცმა სიცილი დაიწყო. დათომ კი თავი დახარა და ხელი გადააქნია -აღარაფერი გეშველება
-ვერ მივხვდი რა ხდება აქ?
-მერი ეს ბატონი თორნიკეა ჩვენი რესტორნების ქსელის უფროსი
-ვაიმე _ხმამაღლა აღმომხდა და თავი დავხარე.
-მაპატიეთ.. ანუ გათავისუფლებული ვარ?
-არა არა _სიცილს არ წყვეტდა -კიდევ კარგად მომითბინე მაგრამ მეტი უნდა შეგეძლოს.. კარგი გოგო ჩანხარ.
-ბოდიშით მართლა არ მინდოდა _ალბათ სჯობდა მიწა გამსკდომოდა და ჩავვარდნილიყავი
-მერი ჩემთან შემოდი _დანიელის ხმაზე მუხლები ლამის მომეკეცა. კანკალით შევედი მის კაბინეტში და კედელზე ავესვეტე
-იცით მართლა არ მინდოდა. დედას გეფიცებით არ მინდოდა
-ახლა რაღა ჩაიდინე?
-მაგის გამო არ მეძახდით?
-რის გამო მერი?
-თორნიკეს რომ ვეჩხუბე, მაგის გამო.
-ვის ეჩხუბე?
-თორნიკეს
-ჯალაღონიას?
-რესტორნების უფროსს. ჯალაღონიაა?
-ვერგავიგე კარგად მგონი. რა გააკეთე?
-დანიელ არ ეჩხუბო, ძალიან საყვარელი გოგოა. მაქსიმალურად მომითბინა და ბოლოს მაინც ავაფეთქე _თორნიკე შემოვიდა კაბინეტში და სიტუაცია ცოტა განიმუხტა. დანიელი თვალებით მჭამდა და თან თორნიკეს უღიმოდა.ოროსანი ბავშვივით ვიყავი კედელზე აკრული, მშობლის დაბარებას რომ უპირებენ.
-კარგი მე უნდა წავიდე ახლა. ამ გოგოს კარგად მიმიხედეთ _ისევ გაიცინა და კაბინეტიდან გავიდა.
-მერი
-დიახ
-შემომხედე _გულმა უცნაურად დამარტყა ისეთი რბილი ხმით მომმართა. ავხედე და მაშინ შევამჩნიე პირვლად როგორი უძირო თვალები აქვს.. აი გაგას თვალების მსგავსი მაგრამ ეს უფრო ამოუცნობია. გაგას თვალები გესაუბრება, თავს ჰყიდის. ეს კიდევ ღამესავით ბნელი და ჩუმია. ვერ გავიგე იმ წუთებში რას მელაპარაკებოდა, იმდენად გამიტაცა მისი თვალების შესწავლამ, რომ ლამის გავითიშე.
-მერი გესმის ჩემი?
-კი მესმის
-ხოდა მიდი შეუდექი საქმეს _ოოჰ ახლა გაქ მერი საქმე ცუდად, რომელ საქმეს ნეტავ? ერთი სიტყვა არ გამიგია რაც თქვა.
-იქნებ უკეთ ამიხსნათ?
-ოხ მერი ოხ. წამოდი გაჩვენებ. ყურადღებით მისმენ?
-დიახ
-აი ამ მაცივრიდან ეს პროდუქტი რომელიც ჩამოგვიწერე გადაგვაქვს მეორე მაცივარში.
-და ორი მაცივარი რა საჭიროა? აქეთ ცუდად აწყვია?
-ვაი მერი! _უკვე ვხცდებოდი რომ უნდა გავჩუმებულიყავი.
-ამ მაცივარში ტემპერატურა არის -17 გრადუსი. აქეთ კი -1 დან -3 მდე. განვაგრძო ახსნა?
-არა მივხვდი
-ძალიან კარგი. გადაიტანე მაშინ პროდუქტი და მერე ჩემთან შემოდი. სულ 10 წუთის საქმეა.
-კარგით.
_მაცივარში შევძვერი და პროდუქტების გადატანა დავიწყე. მგონი პირველი შემთხვევა იყო როდესაც საქმეს სწორად ვაკეთებდი და არაფერს ვაფუჭებდი. ბოლოს აღმოჩნდა რომ უბრალოდ მეგონა, როდესაც კარს მივაწექი და არ გაიღო. დიახ არ გაიღო და იმ წამს სიკვდილისკენ მიმავალი სათითაო კადრი დეტალურად მიდიოდა კადრებად ჩემს გონებაში. საშინელება იყო. კარებზე ხელებს ვურტყავდი, ვყვიროდი მაგრამ არავის ესმოდა და ეჭვი მეპარება ვინმეს გაეგო ჩემი ხმა რომ არა ისევ დანიელი რადგან ათი წუთის მაგივრად ნახევარი საათი გავიდა და მის ოთახში არ გამოვცხადდი.
კარი რომ გაიღო აზროვნების უნარი თითქმის აღარ მქონდა. ლანდად ვხედავდი და ბუნდოვნად ჩამესმოდა დანიელის ყვირილი, რომელიც მიბრძანებდა თვალები არ დამეხუჭა. ოთხად მოკეცელი ძირს ვიყავი დამჯდარი და სიცივის გამო საშინლად ვკანკალებდი. ვიგრძენი როგორ აიტაცა ჩემი სხეული ხელში და როგორ მესიამოვნა თბილი სხეულის შეხება. მენეჯერის ოთახში დივანზე მომათავსეს და მერე უკვე აღარაფერი მახსოვს. თვალები რომ გავახილე ყველაფერს ორად ვხედავდი, ძლივს გავარჩიე რომ კლინიკაში ვიწექი და ხელზე გაკეთებული კათეტერის დანახვისას ისტერიული კივილი ავტეხე. ბავშვობიდან საშინლად მეშინია ნევსების, ექიმებია და საავადმყოფოების. ჩემ კივილზე გაბრიელი შემოვარდა და ლოგინზე ჩამომიჯდა.
-ჩშუუუ დაწყნარდი! დიდი გოგო ხარ უკვე და სირცხვილია.
-მეშინია, წამიყვანე გთხოვ სახლში. _ვსლუკუნებდი და მაისურზე ვებღაუჭებოდი.
-დაწყნარდი ეს გადასხმაც დასრულდება და წაგიყვან. ჩემი ბრალია, დამავიწყდა გამეფრთხილებიე რომ კარი შეიძლება ჩაგკეტოდა, ორი დღის წინ გაფუჭდა და ხელოსანი არ მოვიდა. მაპატიე. _ხელები მაგრად შემომხვია და საწყალი ხმით მეჩურჩულებოდა. მისმა სითბომ უცნაურად იმოქმედა ჩემზე და ცოტა დავწყნარდი.
-არ შეხედო კათეტერს, მე მიყურე და მალე გავა დრო. მომიყევი რამე
-მაქვს მოყოლის თავი?
-ალბათ ძალიან შეგეშინდა ხომ?
-ისე შემეშინდა რომ უკვე ისიც წარმოვიდგინე ჩემ გასვენებაში ვინ როგორ დამიტირებდა.
-ჩემი ბრალია, უნდა გამეთვალისწინებია შენი მოუხერხებლობა და მეთქვა.
-სულაც არ ვარ მოუხერხებელი!
-კაი არგაიბუსო ახლა. ისედაც საკმარისად მანერვიულე.
-ბოროტი უფროსი ხარ შენ. მეშინია სულ შენი.
-ჩემი გეშინია?
-კი _საწყალი თვალებით ავხედე და შუბლზე რომ მაკოცა ისე შეხტა ჩემი გული ლამის სალტოები გააკეთა.
-კაი აწი აღარ შეგეშინდეს. _თბილი ხმით მითხრა და ლოგინიდან წამოდგა.
-ექიმს ვნახავ და გაწერის საბუთებს მოვაგვარებ. არაფერი მოიმოქმედო იცოდე იწექი და დამელოდე!
-კარგი ხო. რა პატარა ბავშვივით მტუქსავ.
-პატარა ხარ ისედაც. _გამიღიმა და კარი გაიხურა. ნახევარ საათში ყველაფერი მზად იყო და გამწერეს. დანიელმა მიმიყვანა სახლში და დივანზეც კი მოკალათდა კომფორტულად.
-არ გშია? ვჭამოთ რამე
-საჭმლის მომზადებაც იცი? თუ გინდა ახლა სამზარეულოს გადაწვის მომსწრე გამხადო _ცინიკურად მიპასუხა და ჩაიცინა.. არადა მართლა ძალიან გემრიელი საჭმლის მომზადება შემიძლია. კულინარია ჩემი ჰობია.
-ვცდი და მიყურე.
-კარგი კარგი... რის მომზადებას აპირებ?
-ხბოს ხორცს გარნირით, ბოსტნეულის სალათას და მარწყვის მილქშეიკს გავაკეთებ..სხვა თუ რამე გინდა მითხარი და დავამატებ.
_გაოცებული სახით მიყურებდა. შემდეგ ადგა და მაცივარი გამოაღო. თვალებს არ უჯერებდა გადატენილი მაცივარი რომ დაინახა. ეს კი მამაჩემის დამსახურება იყო. მისი დავალებით ყოველ მესამე დღეს მოაქვს ვიღაც კაცს პროდუქტი რომ არაფერი მომაკლდეს და უკვე მაცივარში ადგილიც აღარაა.
-არადა სულ არ გეტყობა ჭამა რომ გიყვარს.
-ვარჯიშის დამსახურებით.
-ვარჯიშობ კიდევაც?
-დიახ.
-საინტერესო გოგო ჩანხარ.
-ვცდილობ.
-მერი ნუ ელაპარაკები ამდენს. საჭმელი გააკეთე და გაუშვი
-მელაპარაკება და რა ვქნა? ხომარ გავაგდებ?
-რაა? მე მითხარი რამე? _გამახსენდა რომ ჩემს შინაგან ხმას ხმამაღლა გავეცი პასუხი და ნერვიულად გავიღიმე
-არა არაფერი, დაივიწყეთ
-ხომარ მოგეხმარო?
-არარის საჭირო.
_ხბოს ხორცი კარგად მოვშუშე, გარნირი გავუკეთე და სალათის ფურცლებში ლამაზად დავაწყვე. სალათაც მალე გავაკეთე და ჩემი ცნობილი მილქშეიკიც. ღუმელში წინა დღით გამომცხვარი ნამცხვარი მქონდა ისიც დავჭერი და სუფრა გავაწყვე.
-რომელი წვენი გინდათ?
-ძალიან გთხოვ თქვენობით ნუ მომმართავ ვკომპლექსდები.
-კარგი
-სანდორას წვენი დავინახე და იმას დავლევდი ყინულებით.
_წვენიც დავასხი და სუფრას მივუჯექი. დაიწყო კერძის დაგემოვნება, მეკი ყველა მიმიკას სათითაოდ ვსწავლობდი. მაინტერესებდა მოეწონა თუ არა.
-გეფიცები დედაჩემიც კი ვერ აკეთებს ასე გემრიელად ცბოს ხორცს
-მართლა?
-ძალიან გემრიელია, აი ძალიან!
-მიხარია თუ მოგეწონათ.
-გაოცებული დავრჩი. ველოდი სამზარეულოს თუ გადაწვავდი და სახანძროს ნომერი მომზადებული მქონდა. _გაიცინა და მობილურზე აკრებილი 112 მაჩვენა.
-თუ ერთი საქმე არ გამოსდის ადამიანს ეს სულაც არ ნიშნავს რომ ყველაფერს ცუდად აკეთებს და დასკვნების გაკეთება ნაადრევად ცუდი საქციელი მგონია.
-მაგაში დავრწმუნდი როდესაც შენი დამზადებული კერძი გავსინჯე. თავს ვხრი შენს წინაშე.
_ვახშამი დავასრულეთ და დანიელიც მაშინვე წავიდა. მითხრა ორი დღე დაისვენე და მერე დაგირეკავ როდის მოხვიდეო, კარი გაიხურა და წავიდა. დასასვენებლად ოთახისკენ წავედი და კარზე ზარი გაისმა. ვიფიქრე დანიელს დარჩა რამეთქო და გაღებისთანავე გაგა შემრჩა ხელში.
-მშვიდობა გაქვს?
-საღამოს წვეულებას ვგეგმავ. გამეხარდება თუ მოხვალ
-დღეს ცუდი დღე მქონდა და მეეჭვება მოვახერხო
-არა უარს ვერ მივიღებ. თანაც კარის მეზობელი ხარ და მოდი რა გთხოვ.
-კარგი რამეს ვიზავ. რომელ საათზე.
-9ზე
-აჰამ კარგი..გამოვალ
_ერთი საათი მქონდა მოსამზადებლად. ან რა მომზადება მჭირდებოდა. ნახევარი საათი დავისვენე. მოკლე შორტი, ტოპი და ბოტასები ჩავიცვი. თმა გავიშალე და მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე. გავედი და კარზე ზარი დავრეკე. ვიღაც გოგომ გამიღო. საღეჭ რეზინს გამაღიზიანებლად ატრიალებდა ენით და უცნაურად გამოიყურებოდა.
-გამარჯობა
-ვისთან ხარ
-ჩემთანაა შემოუშვი ნიკი
_გაგამ დაუძახა და ძლივს მოიფიქრა რომ გაწეულიყო და შევეშვი.
-მოდი მოდი
-გაგა ერთი აქეთ გამომყევი
_სამზარეულოში შევიყვანე და კარი გადავკეტე
-შენ რა ესეთი იდიოტი მეგობრები გყავს?
-რას უწუნებ?
-თუ რას არ ვუწუნებ?
-ვაა ანუ არ მოგეწონა?
-არა და მივდივარ მე. ასეთ სიტუაციას ვერ ავიტან უბრალოდ.
-აუ არ გამიტეხო დარჩი რა.
-ისედაც ძლივს დავაღწიე კლინიკას თავი და დღეს ამათი ნერვები არ მაქვს
-კლინიკაში რა გინდოდა?
-მაცივარში ჩავიკეტე და
-რაქენი?
-კაი არაფერი.მერე მოგიყვები
-ვახ ბიჭოო სულ მაოცებ
-აეე რასაკეთებთ მანდ? გამოდით დროზე
_ლამის კარი ჩამოგვიღო ბრახუნით ზემოდხსენებულმა ნიკიმ. ყველა ისეთი ადამიანი იყო ვისგანაც შორს ვიჭერ თავს. არმიყვარს ზედმეტად თამამი ადამიანები, რომლებსაც სითამამე ზრდილობის ფარგლებს გარეთ გააქვთ. სხვა გზა არ მქონდა უბრალოდ. გავედი და დივანზე მოვკალათდი. ათამდე ბავშვი იქნებოდნენ. ორი ბიჭი აშკარად მე მიყურებდა და ჩემზე რაღაცას საუბრობდნენ. უკმაყოფილოდ გადავაქნიე თავი და გაგასკენ წავედი.
-დღეს აქ ვიღაცას ვცემ გეფიცები!
-დაწყნარდი რა მოხდა?
-აი ის დეგენერატები ნერვებს მიშლიან.
-მაგათთან ცოტა ფრთხილად იყავი თორე დღეს შენი ქალიშვილობის ბოლო დღე იქნება _გაიცინა და ლოყაზე ხელი მომიჭირა.
-დეგენერატო! ეგღა მაკლია ამნაირ იდიოტებს ჩავუგორდე და თანაც პირველად.
-ჩემზე რას იტყვი?
-ფუ ვერ გიტან _კარები გამოვიჯახუნე და სახლში გამოვედი. მობილური გავთიშე, მთელი სახლი ჩავაბნელე და სააბაზანოში ჩავიკეტე. ყველაზე მეტად ეს მამშვიდებს. სიბნელე და შხაპი. ალბათ სამი საათი მაინც ვიჯექი დუშის ქვეშ. გამოსვლისთანავე ნახევრად სველი დავწექი. კონდიციონერი დაბალზე დავაყენე და შუადღემდე გემრიელად მეძინა.
ხალათით დავაბიჯებდი ფეხშიშველი , ნახევრად მძინარი, ისევ სიზმრებში დავფრინავდი და კარის გამაყრუებელმა ბრახუნმა გამომაღვიძა.
-გოგო ხომ არ დაყრუვდი? დილიდან ლამის კარი ჩამოვიღე და შენ კიდე გძინავს?
_ისე რომ არც მკითხა შეიძლებოდა თუ არა შემოსვლა თამამად შემოაბიჯა ბატონმა გაგამ და თანაც არც გაჩუმებულა ისე მოჰყვა ჩემ ლანძღვას, ვითომ ის უნდა ყოფილიყო გაბრაზებული და არა მე
-უკაცრავად და შენ უნდა იყო გაბრაზებული თუ მე
-და რატო უნდა იყო გაბრაზებული?
-გუშინდელი შენი საუბრის გამო
-რაიყო გეხუმრე უბრალოდ. სულაც არ მევასება ქალიშვილებთან სექ*ი ასერომ მაგაზე არ იჯავრო.
-შენ რა იცი ვაფშე ქალიშვილი ვარ თუ არა.
-პატარავ გოგოს ძალიან მარტივად ეტყობა ეგ საქციელზე. სიტყვა სექ*ის ხსენებაზე დამფრთხალი ბაჭიასავით იყურები და ეგრევე ვარდები. ასერომ ნუ ყიდი თავს თუ არ გინდა ეგრე იფიქრონ.
-მაგრად ვინ რას იფიქრებს
_მაცივრიდან ყინულები ავიღე, წვენი დავასხი და დივანზე კომფორტულად მოვთავსდი.
-თუ გინდა შენც შეგიძლია აიღო, მაცივარშია.
-ოოჰ რა სტუმართმოყვარე ხარ პატარა ქალბატონო.
-სტუმარი შენსავით არ ეჭრება სახლში. უფრო მორიდებულია ხოლმე როგორც ვიცი.
_მანაც დაისხა წვენი და დივანზე გვერდით მომიჯდა.
-მმმ რაკაი სურნელი გაქვს
-მადლობა _უფრო და უფრო ახლოს მოდიოდა ჩემთან და ვცდილობდი ჩემი დაბნევა არ შეემჩნია.
-ჯერ არ მიგრძვნია ასეთი სურნელი . _ხელები წელზე მომხვია და თავი ჩემს თმებში ჩარგო. ახალი გაღვიძებულის პირობებზე საკმაოდ საშინლად გამოვიყურებოდი და ცოტა დისკომფორტი მქონდა ჩემი აჩეჩილი თმის გამო.
-იქნებ გაიწიო?
-ბოდიში შენმა სურნელმა გამიტაცა. აი იცი როგორი სურნელი გაქვს? ერთხელ შესუნთქვის შემდეგ ხარბად რომ გინდა შეისუნთქო რათა დიდხანს გაგყვეს.



№1  offline წევრი anako

საყვარელია მერი ძაან
ჯერ ვერ გავიგე რომელთან იქნება საგონებელში ვარ ჩავარდნილი joy joy
მოკლედ ახალ თავს ველოდები და ძაან მომწონს ისტორიაა

 


№2  offline მოდერი Natiiaa33

power
საყვარელია მერი ძაან
ჯერ ვერ გავიგე რომელთან იქნება საგონებელში ვარ ჩავარდნილი joy joy
მოკლედ ახალ თავს ველოდები და ძაან მომწონს ისტორიაა

მიხარია თუ მოგწონს❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent