შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰერი, ჰერი ბედნიერებისკენ (თავი 1)


6-08-2019, 21:45
ავტორი ლილიენი
ნანახია 910

რა არის ცხოვრება? ან საერთოდ რისთვის, ვისთვის ვცხოვრობთ? ალბათ ყველა ადამიანს განსხვავებული პასუხი ექნება ამ კითხვაზე. ინდივიდუალურია , მაგრამ აი რას გეტყვით! სულაც არ ვფიქრობ, რომ ჩემს ცხოვრებაში რამე განსაკუთრებული მოხდა და ამიტომ შემიყვარდა ჩემი სიცოცხლე , არა ! ეს ასე უბრალოდ მომივიდა თავში. -ასე უბრალოდ? - მკითხვდა ჩემი მეზობელი ყოვლად ინტერსიანი ქალი ელიკო, რომელსაც მთელი სიცოცხლე ქმარმა გაუმწარა. -დიახ , ჩემო ელიკო!. ერთი ჩვეულებრივი დილა იყო, გავღვიძე ,სარკეში ჩავიხედე და მივხვდი ,ძალიან ბედნიერი ვიყავი დილით რომ მეღვიძებოდა და საერთოდ ბედნიერი ვიყავი, რომ შემეძლო ყველაფერი გამეკეთებინა ,რაც მომინდებოდა. შეუდარებელი გრძნობაა ,არც კი ვიცი რა დავარქვა. შესაძლოა იმის ბრალია ,რომ ამ წელს ბევრი რამ გავიგე და მივხვდი , მაგრამ ყველაზე მეტად იცით რა ვიგრძენი? სიყვარული საკუთარი თავისადმი და ჩემი ცხოვრებისადმი. იმას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ მიიღო ამაში მონაწილეობა და საერთოდ როგორ მივხვდი. თუმცაღა მგონი ესეც საინტერესო იქნება, მოგვიანებით ამასაც გაგიმხელთ.
კარზე ზარია . ლეპტოპი სასწრაფოდ დავხურე და გიჟივით გამოვგლიჯე კარები. ნინის (დაქალის )მოლოდინში ვიყავი და კართან ჩემი საყვარელი კარის მეზობელი , ლალი ბებო დამხვდა მადისაღმძვრელი ნამცხვრითურთ. ეს ქალი სულ მაოცებდა, 75 წლის იყო და ყოველდღე ახალ-ახალ, უგემრიელეს რაღაცებს აცხობდა .
- ლალი ბებოო!
- დილა მშვიდობისა ჩემო ლამაზო, ჩაისთან მიირთვი და მითხარი დარიჩინი ზედმეტი ხომ არ მომივიდა.
- დიდი მადლობა , ჯერ მხოლოდ 10 საათია როგორ მოასწარით?!
- ლალი სულ ფორმაშია ! ამაყად ასწია თავი ზევით და დოინჯი შემოიდო .
კარი დავხურე და ნამცხვარს დავსუნე. აი კიდევ ერთი რამ ,რამაც გამაბედნიერა. რომ ვამბობ ბედნიერება უმნიშვნელო რაღაცებიდან მოდისთქო არავის სჯერა .

Aretha Franklin-ის ერთ- ერთი ძალიან სასიამოვნო და ენერგიული სიმღერა ჩავრთე , წყალი დავადგი ყავისთვის და სავარძელში ჩავესვენე , ისე თითქოს მთელი დღის ნამუშევარი დაღლილ-დაქანცული ვყოფილიყავი.
- სეიდი? სეიდიი? სად ხარ ჩემო პატარაა?
უცნაურია ,ჩემ ძაღლს საოცარი სმენა აქვს არც კი ვიცოდი დილით რატომ არ მოვეფერე , ან დილით რატომ არ შემომახტა, როცა ლოგინიდან ავდექი? ან საერთოდ სად არის სეიდი? უცებ თვალები დავაჭყიტე და მივხვდი რომ სეიდი არც კი დამინახავს ამ დილით. ოთახიდან ოთახში, კუთხიდან კუთხეში შეშლილივით დავრბოდი და სეიდის ვეძახდი.
- რა საშინელი პატრონი ვარ, ღმერთო რა საშინელი პატრონი ვარ- საკუთარ თავს კორექტულად ვლანძღავდი.
ტელეფონს დავწვდი და მაშინვე ჩემს დას, ლილის გადავურეკე.
- ლილი , მითხარი რომ სეიდი შენთანაა!
- რაა? ქეთი დირექტორის კაბინეტში ვარ, ხომ არ გაგიჟდი, რა სეიდი?
დავუთხლიშე სასწრაფოთ ყურმილი და გარეთ გავვარდი .ვიგრძენი, რომ მართლაც სასოწარკვეთილი ვიყავი. სეიდი ჩემთვის იმაზე მნიშვნელოვანი იყო ვიდრე სხვა ბევრი რამ, ვინაიდან, ჩემთვის ძირფასმა ადამიანმა მაჩუქა .
სართულებზე დავრბოდი ,ყველას ვუკაკუნებდი კარებზე.
-შანსი არ არის ქეთი,- საკუთარ თავს ველაპარაკებოდი ,-ასე ვერ დაკარგავდი , სულ ლილის ბრალია, კარი ღია როგორ დატოვა რომ გავიდა? ღმერთი დამსჯის .
კორპუსს შევეშვი და უკვე უბანში სირბილზე გადავედი .
სეიდის ძახილით მეც დავიღალე , თუმცა იმ დროს უკვე აღარაფერი მაინტერესებდა , იმედი გადამეწურა ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა .
უცებ ვხედავ გვერდზე კორპუსის წინ ჩამუხლულ ბიჭს, ან უფრო კაცს . რეალურად მაშინ მაგაზე არც ვფიქრობდი და არც მაინტერესებდა ეს პიროვნება რას წარმოადგენდა . ამ სასოწარკვეთილებაში მყოფმა ვერც კი გავიაზრე ,რომ ეს“ ბიჭკაცა“ ჩემს სეიდის ეფერებოდა.
- სეიდიიი ! -ისე დავიყვირე მეც გული გამისკდა ჩემს ხმაზე
მომნატრებოდა უკვე . რომ ვიაზრებდი, შეიძლებოდა მართლა დამეკარგა , უფრო მეტად მომნატრებოდა .
ბღლარძუნში ვიყავით მე და სეიდი . ავიყვანე და წამოვედი. მერე გამახსენდა ,რომ მადლობა უნდა მეთქვა უცნობისთვის და უკან მივბრუნდი.
- მადლობა , თქვენ რომ არა ,ვერ ვიპოვნიდი .-გულიანად გავუღიმე
-არა რას ბრძანებთ , არაფერი გამიკეტებია .
მოვემზადე წასასვლელად, შევბრუნდი და ისევ მისი ხმა გავიგონე.
- ძაან სექსუალური ხართ .
ადგილზევე გავიყინე, ან ავჭარხლდი. აქედან რომელიღაც მაინც იყო.
მაშინ შევამჩნიე ,რომ ისევ ღამის პერანგი მეცვა. მეტიც გამჭირვალე და ზომაზე მეტად მოკლე. მერე გამახსენდა, რომ ჩემს კორპუსთან მდგარი ლოთი კაცები მონადირეებივით მიყურბდნენ , ეშმაკური სახით და მხოლოდ ახლა მივხვდი რაშიც იყო საქმე.
-ჯანდაბა , -საკუთარ თავს რა სახელით აღარ მივმართე გულში.
ამაზრზენი , „ვითომ“ ღიმილი ვესროლე უცნობს და სახლისკენ წავედი .
- „უზრდელი, თანამდებობისათვის შეუფერებელი“ ( კინოფილმიდან: „სიყვარული ყველას უნდა „) -ჩავილაპარაკე და მეთვითონ ჩამეცინა ჩემს ხუმრობაზე .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent