შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნერვოზი თუ ნევროზი?(თავი 3)


13-08-2019, 13:42
ავტორი Feeling Better
ნანახია 1 080

-ე.ი. ქეთა
-შენ მაინც ჯართი ხარ
-ლიკა რა ხდება აქ?-ნინიმ გადაჩურჩულა და ნიკოლოზზე დაკვირვება დაიწყო
-წარმოდგენა არ მაქვს...
-ნიკა წავედით რააა, გავხევდი აქ დგომით-ხელი დაკრა ილიამ და თავის დაკვრით დაემშვიდობა გოგონებს.
-ქეთა რა ხდება?
-ოოოო, არაფერი. ქეთა რახდება კიარა ნინელი რა ხდება?
-მივიდეთ სახლში და მოგიყვებით.-ტასოც შეუერთდა მათ,ნინისთან წავიდნენ,სადაც ცივი ყავის თანხლებით დაწვრილებით უამბო ნინიამ ყველაფერი ილიაზე, ჩასვლის ღამიდან ჩამოსვლამდე. პირღია უსმენდნენ. ლიკამ მაშინვე მოძებნა ინტერნეტში და ნახა კიდეც ულევი ინფორმაცია ილიაზე.
-ანუ რა გამოდის რომ, ილია შავიშვილი, რომელზეც ჩემი ქმარი გიჟდება და ყოველთვის გულშემატკივრობს ჩემი სასიძოა?
-სასიძო არა გველის ტყავი კიდევ...მომინდომა
-აღიარე, ხო მაგარი კოცნა იცის?-ლიკუნამ ვეღარ მოითმინა და ისეთი სახით ჰკითხა სიცილი ვერ შეიკავეს
-რავიცი....ჩემი პირველი კოცნის კვალობაზე...იმაზე კარგი იყო ვიდრე წარმოვიდგენდი...
-დაა პირველ კოცნას მაგასთან წარმოიდგენდი ხოლმე?
-რა კითხვაა ქეთა? არ იცოდე მაინც. ეს პირველ კოცნას იმ ვიღაც სერგის აჩუქებდა ალბათ რო არ გადასულიყო ის ბიჭი ჩვენი სკოლიდან
-აბა ქეთამ კი მიატყეპა იმ ანტილოპას და....
-ეს ანტილოპა ახალია რაღაც ხო?-სიცილი ვერ შეიკავა ქეთამ და ახარხარდა. რო წარმოიდგინა მისი პირველი სიყვარული ანტილოპად უფრო უმატა სიცილს
-მაგ ანტილოპის ბრალია რო ჩააკვდა იმ სამსახურს და აღარ უყურებს არავის ეს-ამოთქვა ტასომ და დანანებით გააქნია თავი. ქეთაც დასერიოზულდა
-რაა ეხლა იმ გამოს*რებულზე უნდა მელაპარაკოთ? მერამდენედ? 3 წელი გავიდე უკვე სხვათაშორის და აღარც ვინტერესდები მისი ცხოვრებით! რატო მიშლით ნერვებს?
-აი ნერვები რო გეშლება სწორედ ეგ ნიშნავს რომ ისევ გიზის ტვინში და გულში ეგ წურბელა
-უბრალოდ მაღიზიანებს ლიკა ის ფაქტი რომ ამდენი ხნის შემდეგ ისევ ვატოა განხილვის საგანი!
-აჰა, გამომართვი ცივი წყალი
-ჩაალუღლუღე და მოგეშვება-დაუჯერა ნინის და ისეთი ხმით დაიწყო წყლის დალევა მათი სიცილის გამო შენობა დაინგრა მგონი
-დამერხა
-რახდება?
-დედაჩემმა მომწერა ჩვენთან გამოდიო-თავში ხელი დაირტყა ნინიმ-ნამდვილად ვიდეო ნახა!
-აი სად დაერხა!-მშობლებს უთხრა როგორც კი მოვიცლი თქვენთან მოვალო. საღამომდე გოგონებთან ერთად გაატარა დრო და მალევე დაიშალნენ კიდეც.
ბნელოდა, ნაზი სიო უბერავდა. ფეხით მისეირნებდა ზღვის სანაპიროზე და ფიქრებში იყო ჩაძირული. ქეთას პირველი სიყვარული...ვატო...მისთვის ძალიან მძიმე თემა იყო. ვატო იყო პირველი ადამიანი ვისაც მთელი გულით ენდო, მთელი გულით შეიყვარა და დარწმუნებული იყო მათი ურთიერთობის მარადისობაში, თუმცა როგორც ჩანს ადამიანს სანამ კარგად არ გაიცნობ არ უნდა მიენდო. ვატო ერთი გაიძვერა ბიჭი აღმოჩნდა, რომელიც გოგონების ფულით ინტერესდება, ყველანაირად იყენებს და ტოვებს. მისი წასვლის შემდეგ მთელი წელი ძალიან ცუდად იყო ქეთა და რომ არა გოგონები ალბათ ახლა ისევ ცოცხალმკვდარი იქნებოდა. სწორედ ამიტომ ცდილობდა სერიოზული ურთიერთობისგან თავის არიდებას. აღარ უნდოდა გულის ტკენა, აღარ სურდა გამოეარა ის ჯოჯოხეთი რაც 3 წლის წინ გადაიტანა. სახლის ეზოში რომ შევიდა იქ უზარმაზარი თავის საოცნებო პორშეს ჯიპი დახვდა დაბანტული. პირღია უყურებდა. ვერ ფიქრობდა ვისგან შეიძლებოდა ეს საჩუქარი ყოფილიყო. არც ბარათი ჰქონდა და არც არანაირი მინიშნება. მაშინვე გაახსენდა ჭიშკართან დამონტაჟებული კამერები და გადაამოწმა კიდეც რასაც 1 საათი დასჭირდა. მანქანა კაპიშონიანმა ბიჭმა დატოვა, სახე კარგად არ უჩანდა. ვაჩეს დაუძახა და დახმარება თხოვა. მანაც მაშინვე რამდენიმე მეგობარს გადაურეკა და ბიჭის ვინაობაც გაარკვიეს. მაშინვე დაჯდა ქეთა საჭესთან და მოცემული მისამრათისკენ წავიდა. კარზე დააკაკუნა და როგორც კი იცნო ის ბიჭი მაშინვე შეიჭრა შინ
-ვინ ხარ?
-ჰაჰჰ....დავიჯერო მანქანებს უცხო ხალხს უტოვებ და საერთოდ ვერ მცნობ?
-ბოდიში, ვერ გავიგე?
-ვერ გაიგე კიარა! ამიხსენი რას აკეთებდი დღეს, ღამის 10 საათზე ჩემს ეზოში და რატომ დამიტოვე ეს მანქანა-ამობეჭდილი ფოტოები მაგიდაზე დაყარა და ჯიქურად უცქერდა თვალებში
-მე უბრალოდ დამავალეს! ჩემი საქმე გავაკეთე და მორჩა!
-ვინ? ვინ დაგავალა?
-არ ვიცი. ანონიმურად მთხოვეს
-იცი რომ შენ ამ წამს ტყუილის გამომგონებელი მოატყუე? ახლოს მივიდა და ისე უცებ მოუჭირა კისერში ხელი და ზურგით კარადას მიაწეპა გული გაუსკდა საწყალ ბიჭს-ამოღერღე! ვინ დაგავალა მანქანის მოყვანა?
-ბექა.....ბექა წერეთელმა
-ეგ ვინ ჩემი ფეხებია?
-მხოლოდ მისი სახელი ვიცი, გეფიცები!
-კარგი. მადლობ ინფორმაციისთვის. ახლა მომისმინე. დაურეკავ მაგ შენს ბაქარის და ეტყვი ქეთევანმა მანქანა უკან დაგიბრუნათქო. გასაღები მაგიდაზეა. იმედია ჭკუა გეყოფა და არ დაიტოვებ შენთვის თორემ ან ის მოგკლავს ან მე-ესღა უთხრა და თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა. სახლში მივიდა და მშვიდად დაიძინა. დილით ცუდ ხასიათზე გაიღვიძა, ყველას შხამავდა. ცდილობდა ბექა წერეთლის ვინაობა გაეგო მაგრამ ვერ იგებდა და ეს უფრო აცოფებდა.
საღამოს ყველა კლუბში შეყარა და დაიწყეს დალევა
-ანუ ვერ გაარკვიე ვინაა ბექა
-ვერა...ვინმე ჩემი ნათესავია სავრაუდოდ....აბა წერეთელიიი, დავიჯერო თაყვანის მცემელი იქნება?
-ხო მაგრამ...ნათესავი საჩუქრებს გიგზავნის?
-მამაშენს რო კითხო? იქნებ იცნობდეს
-ხო ვიფიქრე ეგეც, დავურეკე მაგრამ გამორთული ქონდა, მუშაობდა ალბათ. ამ დღეებში მივალ მასთან.
-აუ ქეთა ამ ხმაურში რატო წამომიყვნე მეე?-ტასო გაიბუტა და ქმარს მიეკრო
-აბა სულ შენს გარეშე დავდივართ და შეიძლება ეგრეე? ცოტახანი იყავი და მერე წადით შენ და შენი ბიჭები
-უი ანუ ბიჭებს ელოდებით?-ვაჩემ გაიკვირვა
-ხო....
-მაშინ ვიზიარებ
-რატო?
-ჩემს მეგობარსაც ყავს ტყუპი ბიჭები, სახლი სახლს აღარ გავს! და არც მშობლები არიან კარგ დღეში
-ჩემი აზრიტ თავიდანვე ისე უნდა გაზარდო ბავშვი რომ მერე ეგეთ მდგომარეობაში არ იყო. აი მაგალითად მაშო ისე გავზარდეთ, კი გიჟობდა მაგრამ ისე არასდროს ყოფილა რო ნერვები მოგვშლოდა. მამაც მისი ჭკუის ყავს და...
-რა გინდა ცოლო?
-რა უნდა მინდოდეს?
-აუ სიძე წამო მეცეკვე რა ძმურად-ხელი ჩაავლო ქეთამ ალექსს და საცეკვაოდ წაიყვანა. უცებ დაატრიალა ალექსმა უკნიდან რომ შეასკდა ვიღაცას და მალევე იგრძნო მისი ხელი სხეულზე. ალექსი სწრაფად მივიდა და ძმაკაცი რო დაინახა გაგიჟდა
-ბაღათურია?
-ალექსანდრე?
-ჩამოხვედი ტო?-უცებ რო გადაეხვია ალექსი და ჯარჯი ერთმანეთს თვალებ გაფართოებული უყურებდა ქეთა,ხოარ მეჩვენებაო ხელზე იპწკინა მაგრამ ნამდვილად მის თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი
-როდის ჩამოხვედი შენ?
-1 თვის წინ
-მერე არ უნდა მნახო შე*ემა?
-ვაპირებდი მაგრამ ვეღარ მოვიცალე
-ეს ჩემი მეგობარია ქეთა, გაიცანი....
-ვიცნობთ
-იცნობთ?
-ხო ვიცნობთ, როგორ ხარ კიტრის გოგონავ?
-არ შეწყვეტ ჩემთვის მაგის დაძახებას?
-არა
-მოიცა, მოიცა....ნიკოლოზ..რახდება აქ?-დაბნეული უყურებდა ამ ორის დიალოგს და ვერაფერს ხვდებოდა
-არაფერი ისეთი
-თუ ნებას დამრთავ ვიცეკვებ ამ ქალბატონთან-ისე გახედა ნიკომ ალექსს ისიც მაშინვე გაქრა იქიდან. ჯარჯიმ კი ხელი წელზე მოხვია ქეთას და სხეული სიმღერას ააყოლა
-რატო არ მეშვები?
-რატო უნდა შეგეშვა?
-არ გინდა სხვა გოგო იპოვო? რატო გადამეკიდე მე?
-სხვა გოგო ვიპოვო? იცი ვცადე სხვა გოგოს პოვნა მაგრამ არცერთი იყო შენსავით ქალღმერთი. არცერთს ჰქონდა შენი მსგავსი სურნელი იცი?, შენსავით ლამაზი ტანი, სახე....არავის ჰქონდა შენი მსგავსი თვალები იცი? არც თმა, არც ტუჩები-ჯერ ცხვირს მის კისერზე და ლავიწებზე დაატარებდა, მერე თმაში ჩარგო. ნელნელა სახისკენ წამოვიდა და ბოლოს ტუჩებზე გადაუსვა ცერა თითი. ქეთა დაჰიპნოზებული უყურებდა და მისი სიტყვებისგან და საქციელისგან სიამოვნებას იღებდა. მის შავ თვალებს რომ წააწყდა რაღაც ისე ვერ იყო. არ ჰქონდა ბაღათურიას მთლად შავი თვალები. რაღაც განსხვავებული იყო, რასაც ვერ ამჩნევდა აქამდე. სახის შესწავლა დაუწყო. რომ გაიაზრა რას აკეთებდა მაშინვე გაბრაზდა საკუთარ თავზე და მოშორდა. ცოტახანს დარჩა და მერე ისევ სახლში წავიდა. შუა ღამე იყო, ის იყო უნდა ჩასძინებოდა ტელეფონზე ზარი რომ გაისმა
-გისმენთ?
-რა უნდა გავაკეთო რომ აღარ გამექცე?-ჯარჯის ხმა გაიგო, აშკარად მთვრალი იყო
-მთვრალი ხარ?
-ცოტა დავლიე, სუუუულ ცოტა......კითხვაზე არ მიპასუხებ ქეთევან?
-არ ვიცი....
-არ იცი რა უნდა გავაკეთო თუ არ იცი კითხვაზე მიპასუხებ თუ არა
-ცოტ-ცოტა ორივე- ღრმად ამოიხვნეშა ჯარჯიმ და ქეთას სუნთქვას დაუწყო მოსმენა-მისმინე, სხვა თუ არაფერი გაქვს სათქმელი უნდა გავთიშო...მეძინება-ხმა აღარ ამოუღია, ქეთამაც რამდენიმე წამში გათიშა ტელეფონი. ცოტახანს ჭერს უყურებდა. არაფერზე ფიქრობდა. მერე ცოტა მოშივდა. ის იყო სამზარეულოში უნდა ჩასულიყო ერთი იდე რომ მოუვიდა და მაშინვე აიღო ტელეფონი...არ ფიქრობდა, ვერ იაზრებდა ამას რატო აკეთებდა მაგრამ ნიკოლოზის ხმა რომ გაიგო უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა
-გაინტერესებს როგორ მოიგო ჩემი გული?
-ქეთევან?
-შოკოლადები მომიტანე, რაც შეიძლება ბევრი, სხვადასხვა სახის, თან ახლავე! მისმართს შენით გაიგებ დარწმუნებული ვარ- გაუთიშა და უცნაური ღიმილით დაჯდა საწოლზე-ღმერთო რა გავაკეთე?-ზევით აიხედა და ღიმილი კვლავ არ მოუშორებია სახიდან.
ჯარჯის მოლოდინში იქეთ აქეთ დადიოდა, ვერ ისვენებდა. მანქანის ხმა რომ გაიგო ეზოში მაშინვე ჩავიდა ქვევით. კარზე კაკუნმა. არ დააყოვნა და მალევე გამოაღო.უკვე გამოფხიზლებულიყო ვაჟბატონი, თვალები უციმციმებდა, იღიმოდა და ხელში ორი დიდი შოკოლადებით სავსე პარკი ეჭირა.ქეთამ წამით შეავლო თვალი და ყურადღების გადასატანად მაშინვე პარკებს შეაფრინდა. მისეღებში მივიდა დაჯდა და მაშინვე პირის გამოტენვა დაიწყო. ჯარჯიც უკან მიყვა და თან გაოცებული და თან მხიარულად შესცქეროდა ამ სანახაობას
-მითხარი, ეს შოკოლადები მართლა ასე ძაან გინდოდა თუ უბრალოდ მოიმიზეზე რომ მე გენახე
-რა თავდაჯერებული ხარ ნიკალო?
-ნიკალო?
-ხო, ნიკოლოზი, ნიკა ნიკალო...რა მნიშვნელობა აქვს?
-კარგი ქეთევან, კითხვაზე ისევ არ მპასუხობ?
-გინდა რომ გიპასუხო?
-კი, ძალიან
-მერე გული არ გეტკინება?
-არამგონია რამე ჩემთვის არასასიამოვნო თქვა
-ისევ თავდაჯერებული ხარ
-როგორც ყოველთვის
-კარგი მაშინ გეტყვი-მისკენ წავიდა, მუხლებზე დააჯდა და ხელები კისერზე მოხვია. სახე ახლოს მიუტანა და ტუჩის კუთხეში მიაკრა შოკოლადიანი ტუჩები-კარგი ბიჭი ჩანხარ, ამიტომ ვიფიქრე ბარემ რადგან მშია და შოკოლადები მინდათქო მოვატანინებთქო, თან გულს გავუხარებ სიკეთეს ვიზამ თქო. ასე და ამგვარად აღმოჩნდი აქ
-ანუ მხოლოდ შოკოლადები
-მხოლოდ შოკოლადები
-კარგი მაშინ წავალ
-მოიცა სად წახვალ
-შენ ხო მხოლოდ შოკოლადები გინდოდა?- ეს უთხრა, რამდენიმე წამს შეხედა და წავიდა. უკვე მანქანაში ჯდებოდა ქეთა რო გავარდა
-დაა ყველაზე დიდი შოკოლადი.....შენ რომ ხარ? შოკოლადის ბიჭი ხარ რა....-ღიმილით დაამატა ბოლო სიტყვები და მის ჭინკებ ათამაშებულ თვალებს ვეღარ გაუძლო. უცებ მიირბინა და ტუჩებზე წაეტანა.
ზოგისთვის უთავმოყვარეო, ზოგისთვის მეამიტი, ზოგისთვის კი უკონტროლო გოგონაა ქეთა წერეთელი. სინამდვილეში კი ის უბრალოდ იმას აკეთებს რაც გულით უნდა. ყოველი წუთით ცხოვრობს და რაც გინდათ ის დაარქვით ამას.
დილით ლიკა და ნინი შევიდა ეზოში. საუბრობდნენ და ის იყო კარზე უნდა დაეკაკუნებინათ ჰამაკში რომ დალანდეს ორი სხეული მიუახლოვდნენ და თავი ძლივს შეიკავეს რომ არ ეკივლათ
-ეს ისაა?
-ხო ისაა
-მოიცა ვინ ის?
-აეროპორტი და ამბები. იმ ილიას ძმაკაცი რაა
-ააა ხო ხო...და რა უნდა აქ?
-მერავიცი, კითხე
-რა ვკითხო გოგო ძინავს-უკვე გაღვიძებულ ბაღათურიას ესმოდა მათი საუბარი და თავს ძლივს იკავებდა რომ არ გაეცინა. მალევე ქეთას გამოეღვიძა. თვალები ზანტად გაახილა. თავი ჯარჯის გულმკერდიდან აიღო და სახეზე ახედა, გაღიმა, მაგრამ მალევე რომ მიხვდა იქ მათ გარდა სხვებიც იყვნენ და სახე შეეცვალა. ნინის და ლიკას გახედა რომლებიც დოინჯ შემორტმულები უცქერდნენ. ჯარჯი რო მიხვდა ქეთასაც გაეღვიძა, ისე ქნა თითქოს ისიც იმ წამს გაღვიძებული იყო, ქეთას ზემოდან მოექცა შეძლებისდაგვარად და ტუჩებში აკოცა, ქეთაც მიინაბა მაგრამ რო გაახსენდა მათთან ერთად სხვების არსებობა უცებ მოიშორა და მკვეთრი მოძრაობის გამო ჰამაკიდან გადავარდა.
-ვაი დედიკოო წელიიი!
-კარგად ხარ?-ჯარჯი დაადგა თავს და წამოაყენა. თითქოს მხოლოდ ახლა დაინახა ნინი და ლიკა მოჩვენებითი გაოცებით შეხედა იქვე მდომ გოგონებს რომლებიც ჩუმად ფხუკუნებდნენ
-შეენ...ლიკა ხო?
-ხო
-და შენ ნინი უნდა იყო?
-და შენ ჯართი ხო?
-ქეთევაან! კიდევ თუ დამიძახებს ვინმე ჯართს, შენ მოგთხოვ პასუხს!
-ოხ შემაშინე ახლა!
-ე.ი. ვერ შეგაშინე?
-ნწ...ვერა!-ჯარჯი მიუახლოვდა, ტუჩები ყურთან ახლოს მიუტანა და ჩასჩურჩულა
-დავრცებით მე და შენ მარტო, მაცადე....
-ეი ჩასიძებულო! გამოგვხედე ერთი აქეთ! ჩვენც აქ ვართ....
-ეს გოგო მომწონს-ჩაეცინა ჯარჯის დაქეთას გადაულაპარაკა
-იმედია შენც შენს ტვინნაკლულ ძმაკაცს არ გავხარ, თორემ კარგი დღე არ დაგადგება პუსკუნ
-თუ ტვინნაკლულობაში იმას გულისხმობ რაც ვიდეოში ჩანს, მაშინ ყველა ტვინნაკლულები ვყოფილვართ ნინუცი-აი აქ კი მიხვდა ნინიმ რომ ჯარჯიმ ილიასგან უკვე ყველაფერი იცოდა
-შენ ალბათ სოლიდარობას უცხადებ შენ პოტენციურად იმპოტენტ ძმაკაცს მაგით-თვალი ჩაუკრა ნინიმ ჯარჯიმ კი სიტყვა ვერარ თქვა
-აბააა! ვინ ისაუზმებს?-ლიკამ განმუხტა სიტუაცია და მალევე გადაიტანა ყურადღება ეზოში ახლად შემოსულ ვაჩეზე რომელიც შორტის ამარა იყო გამოტანტალებული და თვალს ვერ აშორებდა. მალევე გაუელვა თავში ერთმა გველურმა იდეამ და მაშინვე გაუყარა სასიძოს ხელკავი და სამზარეულოსკენ წაათრია
-წამო ჯარჯიკ, ჩემი ბლინები უნდა გაგასინჯო-ვაჩემ ამის გაგონებაზე, თვალები ჭყიტა და შესვლამდე მიაძახა ჯარჯის
-სიკვდილის ეთამაშები ძმაო
ლიკამ საქმე ჩააწყო იქ ჯარჯისთან, თან რაღაცები მოამზადეს და ლანგარზე დაწყობილი ხილით კრუასანებით და ბლინებით გავიდნენ გარეთ. რო დასხდნენ და ჯარჯიმ ქეთას მაგივრად ხელი ლიკუნას გადახვია ნინი და ქეთა გაოგნებულები იყურებოდნენ, მერე ერთი თვალის მინიშნება დასჭირდათ ლიკუნასგან ყველაფრის გასააზრებლად და ისინიც შეუერთდნენ ოპერაციას სახელით "ვაი შენს პატრონს უბედურს ვაჩე დადიანო!"
ჯარჯიმ ბლინს შოკოლადი მოასხა, პატარა ჩამოჭრა და პირთან მიუტანა ლიკას, მანაც მაშინვე გადასანსლა და რა გემრიელიას ძახილით მიაკრო ტუჩები ლოყაზე. ვაჩე უყურებდა მათ და ლუკმა ყელში არ გადადიოდა. ვერ ისვენებდა.მოულოდნელად ტელეფონი ამღერდა და ემილის ნომრის დანახვაზე ღიმილმა გადაურბინა სახეზე და ასე გაბადრულმა უპასუხა ტელეფონს
-ჩემი ვაჩიკო, როგორ ვარ?-ამაზე გაეცინა და შემდეგ უპასუხა
-კარგად ემილიკოო, როგორ ხარ? ჩამოხვედი გოგო?
-მე ჩამოსული არის უკვე 2 დღეა
-კაი ნუღარ წვალობ-ესღა უთხრა და ინგლისურად გააბეს საუბრი. ლიკა თვალებს იქეთ აქეთ აცეცებდა, ბავშვი რომ ახსენეს ამაზე სულ გაგიჟდა.ბოლოს ვაჩემ რო უთხრა მეცო ამაზე კიდევ უფრო აიჭრა და ისე წამოფრინდა სკამიდან ვერც გაიაზრა. პირველი რაც მოუვიდა თავში ის მოიმიზეზა და საპირფარეშოში გავარდა.
რამდენიმე წუთში ჯარჯი და ვაჩე სიგრეტის მოსაწევად რომ გავიდნენ, ნიკოლოზმა გადაწყვიტა ყველაფერი ეთქვა ვაჩესთვის და გააკეთა კიდეც ეს
-ანუ რა გამოდის რომ სინამდვილეში შენ და ქეთააა..... მოიცა შენ და ქეთა?
-ეხა ჩემზე და ქეთაზე უნდა გაჭედო?
-არა, უბრლაოდ არ მეგონა საერთოდ თუ დაიჭერდა ვინმესთან ურთიერთობას
-რატო?
-როცა დრო მოვა გაიგებ რატომაც...-ამაზე უკვე ბაღათურია ძალიან დაინტრიგდა, არ უნდოდა დაეძალებინა ქეთასთვის რამის მოყოლა მაგრამ არც მისით უნდოდა რომ გაერკვია. ერჩივნა ადრე თუ გვიან ქეთასგან გაეგო.
-ლიკას რამ მოაფიქრა ეს თამაში?
-ვერ ხვდები დავიჯერო?
-ვერა
-როგორ იგრძენი თავი ჩემზე და ლიკაზე რო გეგონა რაღაცეები?
-ჰმმმმ....რაღაცნაირად
-იეჭვიანე
-არა
-უარყოფ?
-ნუუუ....მეეჭვიანებოდა რაა.
-და ეგ იყო მისი მიზანიც
-ანუ უნდოდა რომ მეეჭვიანა
-ხო....
-ვერ ეღირსება
-ძაანაც ნუ გააწვალებ, საყვარელი გოგოა-ესღა უთხრა და უკან დაბრუნდა, ვაჩეც მას მიყვა და ყურადღებას აღარ აქცევდა, რაზეც ლიკუნა ცოფდებოდა.
რამდენიმე წუთში ეზოში, ვაჩეს მიმართულები ფეხები მოდიოდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მაღალი, შხვართი ქერა ცისფერთვალება გოგონა მოაბიჯებდა, მომხიბვლელი ღიმილით უცქერდა ვაჩეს, მხოლოდ ახლა გადაიტანეს ყურადღება ვაჩეს მსგავსად ხუჭუჭებიან მწვანეთვალება პატარა ბიჭზე რომელიც, ვაჩეს დანახვისთანავე მისკენ გაიქცა და ზედ შეაფრინდა
-მამა!-ქართულად მხოლოდ ეს უთხრა და პირღია მყოფ საზოგადოებას ყურადღება ლიკას წაქცევამ გადაატანინა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent