დაკარგული წლები
დაკარგული წლები 2013 წლის პირველი დღის პირველ წუთებში მოევლინა ქვეყანას ახალი სიცოცხლე,ელენა ახვლედიანი. საცობში გაჭედილი 22 წლის მამაკაცი საჭეზე ხელებს ნერვიულად ათამაშებდა, გული სიხარულით უთრთოდა, რამდენიმე თვიანი ცდის შმდეგ პირველად შეხებოდა ნანატრ შილს, პირველად შახებდა ხელს, შიგრძნობდა უცნაურ სითბოს რომელიც მის ცხოვრებაში კიდევ ერთი ყველაზე ნათელი წერტილისგან წამოვიდოდა. 1 საათიანი მგზავრობის შემდეგ ძლივს შეაღწია საავადმყოფოში, ღიმილი დასთამაშებდა, ის ღიმილი რომელიც წამებში სახეზე შეეყინა. მხოლოდ ერთი რამ გაიაზრა-ორი საყვარელი ქალიდან ერთმა სიციცხლე დაკარგა, ხოლო მეორემ შეიძინა. გაშეშებული იდგა საავადმყოფის კარებთან ხელი რომ ჩაავლეს და სადღაც გააქანეს. არც ცოლის დასაფლავებაას დაასწრეს. 2 კვირის შემდეგ პირველად აიყვანა ხელში შვილი, ხელზე ფრთხილად შეეხო და ლოყაზე ნაზად აკოცა იმ წამიდან იქცნენ ერთ მთლიანობად ბავშვის ნივთებს ხელი დაავლო და დედამისის სახლი დატოვა, ქალის რომელსაც წლების წინ გადუსვა ხაზი, ცხოვრებიდან წაშალა და წარსულში დატოვა. დაიწყო ახალი წელი, ახალი ცხოვრება.სქელ წიგნში სეულიად სუფთა გვერდი გამოჩნდა რომელზეც ახალი ისტორიის წერა იწყებიდა, ისტორიის რომელიც წინა გვერდებს ეყრდნობოდა და არც მისი გმირები ივიწყებდნენ თეთრ ფურცელზე შავად დაბეჭდილ სიტყვებს, თითოეულ გვერდში ჩადებულ ემოციას და ამ წიგნის მთავარ გმირს. ხუთი წლის შემდეგ, ტორტით ხელში პატარა ქალბატონის წინ იდგა და დაბადების დღის სიმღერას მღეროდა. -ჩემი ბეღურა 5 წლის გახდა. - სანთლის ჩქრობის შმდეგ თქვა,გაიღიმა, ტორტი მაგიდაზე დადო და პატარას გემრიელ ლოყაზე აკოცა, ნაცნობი სურნელი შეიგრძნი, აი ისეთი კატოს რომ ასდიოდა. - ჩემი გემრიელი. - კვლავ იღიმოდა. სევდიანი ღიმილით. ისევ აკლდა საყვარელი ქალი ადამიანი რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ცვლის.პირველი სიყვარული გულზე დამღას გასვამს და სულშიც მუდამ რჩება. გკლავს, გწამლავს და გულში სამუდამო, შეუცვლელ ადგილს იკავებს. შვილს პატარა ყუთი გაუწოდა და მომლოდინე მზერით გახედა. პატარა ხელებით ყუთი გახსნა,რომლიდანაც თავს ვერცხლის ცეფზე დაკიდებული ანგელოზი იწონებდა, სწორედ ისეთი წლების წინ რომ შეეხო კატერინას გრძელ, მოშიშვლებულ ყელს. -რა ლამაზია მა, მადლობა. - კისერზე შახტა უფროს ახვლედიანს და წვერიან ლიყაზე აკოცა. -ხომ იცი რომ ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ ელე. -მოგიდული ხმით თქვა და თავზეცაკოცა. - იცი კატოსაც ზუსტად ასეთი ვაჩუქე დაბადების დღეზე. -მა რაღაც რომ გთხოვო შმისრულებ? -დღეს ყველაფერს გუსრულებ ჩემო ანგელოზო. კიდევ ერთი სურვილი შეუსრულდა ქალბატონ ელენას. ნახევარ საათში მკრთალი სინათლის ფონზე, თოვლით დაფარულ საფლევბს შორის იკვალავდნენ გზას.ბოლოს დანიშნულების ადგილამდეც მიაღწიეს.საფლავის ქვიდან მომზირალ გაუფერულებულ,შავთეთრ, უსიცოცხლო ფიგურას ამღვრეული თვალებით შესცქეროდა ბატონი ანდრია.პატარა ქალბატონმა თხელი თითები ოდნავ დათოვლილ საფლავის ქვას გადაუსვა და დედის გამოსახილებას მოეფერა. -დე მე შენ ყველაზე ძალიან მიყვარხარ. - დაიჩურჩულა და ქვას აკოცა. თვალზე მომდგარი ცრემლი შეიწმინდა, მამიკოსთან მიკუსკუსდა, თავისი პატარა ხელი ანდრიას დიდ ტორში ჩამალა, ისევ ისე მიატოვა ცივი საფლავის ქვა. *** კიდევ ერთი ახალი დღე, ახალი სევდითა და მონატრებით სავსე წელის დასაწყისი. კატოს სულის პატივსაცემად 5 წლის შმდეგ კვლავ მიაკითხეს საფლავს, კიდევ ერთხელ დაიმძიმეს მონატრებით სავსე გული. ზოგი იფიქრწბს როგორ შეიძლება მოგენატროს ის ვინც არც კი გინახავსო მაგრამ ვწრავინ ვერ წარმოიდგენს რას გრძნობდა პატარა ახვლედიანი, დედის ხელს წამით შეახო პაწაწუნა ხელი და მორჩა. ა არ შეუგრძვნია მინდვრის ყვავილების საოცარი სურნელი დედას რომ ასდიოდა, არ უგრძვნია მიგან მომავალი სიყვარული მარგრამ მაინც ყველაზე და ყველაფერზე მეტად ენატრებოდა, უყვარდა და მისი ნახვის სურვილი კლავდა, შეუძლებელის შესრულებას სთხოვდა გული, სული და ორგანიზმი.დედის კალთაში რომ ჩაჯდემი, მკერდზე თავს რომ დაადებ და მის გულისცემის მოსმენაში რომ ჩგეძინება ეს სულ სხვაა.ისე გაიზარდა დედის ძუძუ არ უწოვია და ნამღერ იავნანაზე არ ჩსძინებია. რთული იყო საკუთარ თავზე ამხელა პასუხიამგებლობის აღება, მაგრამ ხელში რომ აიყვანა და მისი სურნელი შეიგრძნი იმ წამს მიხვდა რომ ყოველგვარ სირთულეს გაუძლებდა, მისთვი, მისთვის და კატერინასთვის. იმ წამიდან უყვარდა ელენა მისი არსებობის შესახებ რომ გაიგო. ექიმთან თითოეული ვიზიტის დროს გული უფარხალებდათ, საკმაოდ ადრეულ ასაკში დაფეხმძიმდა, ჯერ მხოლოდ თვრამეტის იყო რომ გათხოვდა, რომ დაფეხმძიმდა მალევე შუსულდა 19 წელი, ძალიან რთუული ფეხმძიმობა ჰქონდა, ტოქსიკოზით დაწყებული ნაადრევი მშბიარობით დასრულებული, წამითაც არ ტოვებდნენ მარტო, მაინცა და მაინც მაშინ ახალი წლის ღამეს არ იყო მასთან, მაშინ როცა ელენა დაიბადა. ყველაფერზე მეტად უნდოდა დასწრობოდა პატარა ქალბატონის დაბადებას, მაგრამ ზოგჯერ ცხოვრება ისეთ ტრაგედიად იქცევა როგორსაც კოშმარებშიც კი იშვიათად თუ ვიხილავთ. აღარ თურს იმ ღამეზე საუბრის გაგრძელება. უბრალოდ ეს იყო დღე რომელმაც მათ ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა. ***** გადიოდა წლები მაგრამ მონატრება არაუ იკლებდა არამედ უფრო ძლიერდებოდა. კატოს დაპატარავებული მოდელის ყურება არ აძლევდა საშუალებას რომ ფიქრები უკუეგდო. ყოველ დღე უცქერდა თავის პრონცესას და ცზოვრების აზრს. თავისი ხელით უვარცხნიდაგრძელ დატალღულ თმას კატოს სურნელი რომ ასდიოდა,თავის აარჩია ქალბატონმა დედიკოს საყვარელი შამპუნი და წლებია არ იშრებს. ანდრია აბანავებდა, საჭმელსაც ის უმზადებდა, საჺოპინგოდაც საათობით დაყვებოდა,იდეალური მამა გახლდათ ახვლედიანი. ოთახში იდგა კლასიკური შრვლის ამარა, თეთრი პერანგი შემოიცვა და ღილების შეკვრას შეუდგა.საოცრად სიმპატიური მამაკაცია ბატონი ანდრია,კვამლისფერი თვალებით, კარგად დაყენებული ხვეული თმითა და ოდნავ მოზრდკლი წვერით. დაკუნთული, კარგად ნავარჯიშები სხეულით. დაძარღვილი ხელები და თხელი მაგრამ ძლიან მამაკაცურითითები იყო კატერიანას სუსტი წერტილი, აგიჟებდა მკლავებზე ამობურცული ვენები, ხშირად ეხებოდა თლილი თითებით,თავისებურად, ნაზად ეფერებოდა,ისიც მოიქცევდა თავის დიდ ხელში ცოლის სუსტ გაყუნულ თითებს და სითბოს უნაწილებდა. ერმანეთით თბებოდნენ. კიბეები ჩაიარა და პირტაპირ ელენას ოთახისკენ დაიძრა. -ელე ადექი რა, დაგვაგვიანდება, თავზე ედგა და თმაზე ეფერებოდა. -თვალების სრესით წამიდგა, მოაწესრიგა, მისი არჩეული ტანსაცმელი მოარგო, თმები დაუვარცხნა და უკვე გამზადებული საუზნე ძივს-ძლივიბით აჭამა. საშნლად სძულდა ქალბატინს საუზმე ამაშიც კი დედას გავდა, ვერ უფროსი ქალბატონი ვერ იტანდა საუზმობას, ექიმმა რომ დააშინა ფეხმძიმობის დროს მხოლოდ მაშინ დაიწყო დილაობით ჭამა. მძღოლის უკაბ სავარძელშ განათავსა ქალბატონი, თვითონ საჭეს მიუჯდა და მანქანა დაძრა. ელე ბაღში დატოვა, თავაფ კი სამსახურისაკსნ გაეშურა. სამი გიჟი მორიგეობით შევარდა მის კაბინეტში. -აჩი გადაგიმტვრევ იცოდე. -აუ გიორგი ნუ შემე*ი რა შენი ჭირიმე, შენ ჩაგიწყვე საქმე, ჩემთვსი ხო არაფერი გამიკეებია. -ნეტა რა გეშველებათ?-გიგიმ შეიცხადა და თვალები აატრიალა. -რა მოხდა ხალხო? -რა მოხდა მოხდა ანდრია და ამ ვაჟბატონს რომ გოგო მოსწონდა ბატონმა არჩილმა იმდენი იჩალიჩა იმ გოგოს ყურამდეც მიაღწია და კი ხედავ რა დღეშიც არიან. - იმ ორის მაგივრად გიგიმ გასცა პასუხი და დაიბღვირა. ოთხულს შორია მხოლოდ ის და ანრია იყვენენ სერიოზული ბიჭები.მარალია თავიდან ის ჩნდა ყველაზე უჟმური რადგან ახვლედიანიც არანაკლებ გიჟი იყო, მაგრამ გაიზარდა, ახლა შეუძლებლადაც კი წარმოუდგენია ისე იცაცნცაროს როგირც კატოს სიცოცხლეში. -ბიჭო რა გინდოდა შენ კიდე ვერ მოაგვარებდა თვისით? -კაი რა ანდრია ამას თუ არ უჯიკე სიბერმდე ვერ დაკერავს გოგოს, მეუოლოს მერე ვარდივით. ისეთი ტონით თქვა თვით ანდრიასაც აუტყდა სიცილი. -დეს ემთან მოდიხართ ყველა, უკლებლივ, ხო იცით? გაგიჟდება ელენა რომ არ ნახოთ -მეც გავგიჟდები ჩემი სოცოცხლე რომ არ ვნახო დღეს. ბოჭო რა მაი მაიმუნია ის ოხრი, ერთს რომ გამიღიმებს მაგიჟებს. შენ უნდა ნახო ეგ ბიჭებს რას უზამს. -არ თქვა, მარტო თვალებით მონუსხავს ხალხს. -შენ შიგ ხოარ გაქ ბიჭო რა დროს მაგის ბიჭებია. -იდოტი ხარ გიგი. - აჩი გაუწყრა და კარებისკენ წავიდა. - საღამომდე . ანდრია კი იღიმოდა, ელეს სახელოს ხსენებისას გამორიცხულია გულშ სითბო არ ჩაღვროდა, უყვარდა ყველაზე და ყველაფერზე მეტად. ტელეფონი აიღო და ეკრანიდან მომზირალ ეკატერინეს შავ-თეთრ სურათს დახედა და უნებურად გაიღიმა. ყოველთვის ასე იყო. მისი მკვდარი გამოსახულებით საზრდოობდა მაშნ როცა ელენა გვერდით არ ყავდა, მის თვალებშ ხედავდა სამყაროს, აი იმ თვალებში დედისგან რომ გამოყვა. ბაიდან გამოყვანილი ელენა პირდაპირ სახლშ მიიყვანა, დამხმარე ქალს სუფრა გააწყობინა, ელეს გამოუცვალა და ტელევიზორან დასვა. მალევე შემოცვივდნენ ბიჭები, შკოლადები, პიცა და ლუდი გადაენაწილებინათ, გათიმებულებმა შემოგლიჯეს კარები და რიგ-რიგობით მოეხვივნენ ქალბატონს. ნათლიას კალთაში კომფორტულად მოთავსდა, შოკოლად ხელი დაავლო და ჰემრიელად ჩაკბიჩა. -ჩემი ტკბილი. -ლოყები დაუკოცნა გიგიმ თავის კალთაში მოთავსებულელენას. -აუ წვერი რო გაიპარსოთ რა მოხდება, უჰ. ვეღარ გკოცნით დავისუსხე. -ვაიმე ჩემი პატარა. გპგპ მერე გოგოებს რომ აღარ მოვეწონებით. -კარგი რა აჩი, ადამიანს თუ უყვარხარ წვერიანიც მოეწონები და უწვეროც, მთავარია მე მომეწონო. - პასუხი გასცა ქალბატონბა და შეკრული წარბები გახსნა. -ანუ შენ არ გიყვარ? -მე სხვანაირად მიყვარხარ. -აჰ სხვანაირად, კარგი. - ბიჭების ფხაკუნი გაატარა და სარწეველა სკამშ მჯდომ ანდრიას ჩუსკუპდა. -მიყვარხარ მა. -ხმააბლა უთტხრაუთხრა -მიყვარხარ მა. - ჩუმად უთხრა -ჩემი სიცოცხლე. მამიკოს კალთაში ჩაეძინა ქალბატონს, მალევე გადაიყვანა საწოლში, თვითონ კი ოთახისკენ მიმავალ გაზას გაუდგა. ტახტზე წამოჯდა. წლების წინ ამ ტახტზე მჯდარი კატერინა ფანჯარაში იყურებოდა და ვარსკვლავებს აკვირდებოდა.ოთახში შემოსული ანდრიას ხმა გაიგონა, თავი არც კი შწუბრუნებია ჩაფიქრებულმა ისე წარმოთქვა. -აი იცი როგორ მიყვარხარ? -აბა როგორ?? - სიცილით უპასუხა და ზურგიდან აეკრა. -ვერ გეტყვი. - ისიც აყვა და ერად იცინოდნენ. -რატომ? -იმიტომ რომ სიტყვებით ვერ აღვწერ, რაღაცნაირად, სხვანაირად. -აი მე იცი როგორ მიყვარხარ? არაამქვეყნიურად, უსასრულოდ და განსხვავებულად, ყველაზე ლამაზად და ყველაზე დიდი გრძნობით. -ვუიმეე ჩემი სიცოცხლე ხარო. - მიუბრუნდა და ლოყაზე აკოცა. -მარტო ლოყა შე ძუნწო? - ლოყებზე ხელი მოუჭირა კატუსიას და მის ატმისფერ, მსხვილ გემრიელ ტუჩებს დაეწაფა. ისევ მოგონებებში გადავარდა. აბა სხვა რა გვრჩება საყვარელი ადამიანი რომ გვიკვდება? არც არაფერი, სურათებით სავსე ალბომები ან თუნდაც ტელეფონის "გალერია" , თხელი ფურცლიდან მომზირალი, მომღიმარი, ზოგზერ მოჩვენებითად გაბუტული, გაბუსხული, სახემომცინარი ფიგურები. ტვინში ისტორიის წიგნივით გადაშლილი სხვადასხვა კუთხეში გაფანტული მოგონებები, აი ის მოგონებეი ისტორიას რომ ინახავენ, ისტორიას და ჩრდილებს, წარსულის ჩრდილებს. საფლავი-სიცივეში მარტოდ მარტო მყოფი მიწაში ღრმად ჩფლული უსიცოცხლო სხეული, აწ უკვე გატყავებული, ჩონჩხად ქცეული, ზემოდან დაყრილი მიწა და მის ზედაპირზე კარგად დამაგრებულ ცივ საფლავის ქვაზე მიხატული ლამაზი სურათი, ისიც შავ-თეთრი, უსიცოცხლო. ბევრისთვის გულის მომოკვლელი. ვინ არ ყოფილა ოჯახის წევრის, ნათესავის, ახლობლის ან თუნდაც უბრალოდ ნაცბობის სასაფლაოზე. საფლავებზე თვალის გადავლებისას ახალგაზრდა მიცვალებულის ფოტოს რომ შეამჩნევენ და სინანულით რომ აქნევენ თავს. ბევრსაც გულში რჩება და მთელი დღე მასზე ეფიქრება. და ჰო, კიდევ სიზმრები.მძინარესაც იშვიაად გვსტუმრობს საყვარელი ადამიანის ჩრდილი, ზოგჯერ ღამეს გვიფრთხობს,ხშირ შემთხვევაში კი გვახარებს. ეს ხომ ერთადერი შემთხვევაა როცა მისი ნახვის შანსი გვექმნება, ამასაც თუ ნახვა ქვია. გალაქტიონის "მესაფლავე" მახსენდება. ადამიანი როცა კვდება მისი ჩრდილი ყველას ავიწყდებაო. კარგი რა. გააჩნია გინდა თუ არა მისი დავიწყება. ვერც დრო ვერ კურნავს ყველაფერს. ან როგორ შეუძლია დროს განკურნოს ან თუნდაც შთანთქოს სიყვარული, მონატრება გულისტკენა დაკიდევ სხვა ბევრი დიდზე დიდი განუკურნებელი 'სენი'. კარგი დიდი დიდი ცოტათი გააუფერულოს, მაგრამ გააქროს? ნუ მოკლედ, როგორც არის. კიდევ ერხელ მოგონებებში ჩაძირულ ანდრიას მალულად მოეპარა ძილი და მორფეოსის სამყაროში გაიტაცა. **** მალევე მოუკაკუნათ გაზაფხულმაც. კიდე ერთხელ დაუბრინდა ფერი ბუნებას. გავარდისფრდა, გამწვნდა, გალამაზდა.შავ "Hyundai" ში მსხოდომი მამა-შვილი ელენას ბაღისკენ მიიჩქაროდნენ. დინამიკები ანდრიას საყვარელი მუსიკის ბგერებს მანქანის სალონშ ფანტავდა. "დაბოლილი მხატვარი" სწვდებოდა ახვლედიანების ყურებს. ამ ერთ სიმღერაზე იყო ჩაციკლული, რაღც სასწაულებრივად შეეფერებოდა მის ახლანდლ მდგომარეობას. ელენიკოც თავისებურად, წკრიალა ხმით ღიღინებდა მამიკოს საყვარელ სიმღერას. -აუ მა, მე არ მინდა ბაღში. -ეე რატოო?? -იმიტო რომ ერთი ბიჭი დემე ნერვებს მიშლის. -რაოო?? ფეხებით დავკიდებ. - ძლივს იკავენდა სიცილს, ნუ გამოცდილმა მამიკომ იცოდა ელენას კაპრიზები და არ მიუღია სერიოზულად. -რატომ და თმებზე მეამაშება, მე კიდევ არცერთი ბიჭი არ მინდა მეთამაშებოდეს თმებზე შენს გარდა. -ეს როგორ გაგიბედა ელენა. იცოდე დღეს ბაღში რომ მივალთ შემოგყვები და იმ ბიჭს მანახებ. - ისეთი სერიოზულობით ამბობდა მარლა დაიჯერა პატარა ქალბატონმა და ანერვიულდა. მტრისას გაბრაზებული ანდრია. -უი არა მა, რა საჭირო, მე ვეტყვი და აღარ იზამს ხო? - გაინაზა და წამწამები საყვარლად ააფახულა. -ვითომ? -არა რა ვითომ მართლა მა. -კარგი მაგრამ იცოდე თუ ისევ შეგაწუხებს მეტყვი, გაიგე?? - ნელ-ნელა კარგავდა ძლივს მოპოვებულ ნებისყოფას და ტუჩის კუთხეს ტეხდა. -უჰ კი აბა რა. - შვებით ამოისუნთქა და თმა ყურზე გადაიწია. სიმღერაც დამთავრდა და დანუშნულების ადგილამდე მანძილიც მაქსიმალურად შემცირადა. კუსკუსით გადახტა ქალბატონი მანქანიდან და დიდ რკინის კარებში გაუჩინარდა. *** დილიდან კარგ ხასიათზე მყოფი ოფისშ ღიმილიანი სახით შევიდა, ყავის აპარატთან მდომ მდივანს ღიმილიანი სახით მიესალმა და პირდაპირ საკუთარი კაბინეტისკენ აიღო გეზი. დიდ შავ სავარძელში მოკალათდა, თეთრი სუფა ფურცელი და ფანქრები მოიმარჯვა. კარგ ხასიათზემყოფი, ახალი კოლექციისთვის მორიგი ნიმუშის შწქმნას შეუდგა. ოსტატურად მოითავსა გრძელ თიებში საჭირო ფანქარი გამოცდილმა დიზაინერმა და კონტურის ხაზვას დაიწყო. არასოდეს შუქმნია ფერადი, გადაჭრელებული სამოსი ან თუნდაც ფეხსაცმწლი. ვფიქრობ ფურცელზე თითოეულ მხატვარს ის გადააქვს რასაც განიცდის, რა მნიშვნელობა აქვს ეს მხატვარი დიზაინერია თუ არა, რატომ უნდა ჰქონდეს ფერადი ტანსაცმლისა თუ ფეხსაცმლის ხაზი რადესაც რაღაც ასპექტში სრულიად უფერული ცხვორება აქვს.ერთადერთი ფფერადი მუდნმივად მოკაშკაშე ვარსკვლავი-ელენა ყავს რომლის ჩაქრობასაც არასოდეს დაუშვებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.