შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგონი გავაგიჟე (სრულად)


19-08-2019, 00:11
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 56 775

-იცით? სულ ვოცნებობდი ასე, ფსიქოლოგის ოფისში, კომფორტულ დივანზე ვყოფილიყავი წამოწოლილი და ათასი სისულელე მეთქვა თქვენთვის-ვამბობ და თეთრ ჭერს ვუშტერებ თვალს
-მერე კარგია? მოგწონს?-მეკითხება ქალი
-არა, არაკომფორტული დივანია, თან ძვირი სიამოვნებაა-მეცინება და კალამს, რომელიც ხელში მიჭირავს, ვათამაშებ.
-კარგი, გაბრიელ, მოდი თავიდან დაიწყე კარგი?-ალბათ თერაპიის კურსს იწყებს ქალი
-იცით? მე ძალიან მიყვარდა ის, ძალიან თბილი, საყვარელი და ლამაზი იყო, როდესაც ვსაუბრობდით სულ გულისყურით მისმენდა-ვამბობ და ქალისკენ ვაბრუნებ თავს
-თქვენი ყოფილი ცოლი?-მეკითხება ფსიქოლოგი
-არა, რა თქმა უნდა, ჩემი ძაღლი, ლედი ერქვა, როგორ მენატრება იცით?-ვამბობ ვითომ დამწუხრებული და ვგრძნობ, ცოტა გავგიჟდი ამ ბოლო დროს.
დეპრესია კი არა, მგონი ხონის ფსიქიატრიული კლინიკა არ ამცდება.
-თქვენ ყოფილ ცოლზე რას მეტყვით?
-ისიც ლამაზი იყო და როდესაც ვესაუბრებოდი გულისყურით მისმენდა-ვცდილობ გონებაში ჩემი ყოფილი ცოლი და ლედი შევადარო
ორივე ლამაზი, ჭკვიანი და მოსიყვარულე იყო. თუმცა ხო, ლედი ხომ ელენესგან განსხვავებით ძაღლი იყო.
-როგორ დაიწყო თქვენი ისტორია?
-რა ბანალურია ღმერთო ჩემო-თვალებს ვატრიალებ და კალამს კარებისკენ ვისვრი, მიზანში ხვდება. კიდევ კარგი ამხელა კარს არ ავაცილე.
-მომიყევი გაბრიელ..
-კარგი, კარგი..
მოკლედ 18 წლის ვიყავი დედაჩემი რომ გარდაიცვალა, მართალია მამა მუდამ საზღვარგარეთ მკურნალობდა მას, მაგრამ ვერ დაამარცხა სიმსივნე, ძალიან რთული იყო ჩემთვის როდესაც ვაცნობიერებდი, დედაჩემი ჩემს გვერდით კვდებოდა და ვერაფერს ვაკეთებდი. ძალიან შევიცვალე, ჩაკეტილი გავხდი და მეგობრებს თანდათან ჩამოვცილდი, მხოლოდ ცოტას ვმეცადინეობდი ხოლმე გამოცდა რომ ჩამებარებინა წლის ბოლოს.
ჩემი ოცნება იყო აგრონომი გამოვსულიყავი, მცენარეები ძალიან მიყვარდა და მომავალში მინდოდა ჩემი დიდი სათბურები მქონოდა სადაც უამრავი მცენარე მექნებოდა.
მოკლედ, დედაჩემი რომ გარდაიცვალა სადღაც 1 თვეში მომიწია გამოცდებზე გასვლა, ჩაბარებით კი ჩავაბარე მაგრრამ დავიკიდე, ავიღე აკადემიური და მამას ვუთხარი, ცოტახნით ამ ყველაფერს უნდა გამარიდომეთქი.
ოჯახში ერთადერთი, განებივრებული შვილი ვიყავი და მამაჩემი, რომელიც ყველას და ყველაფერს მირჩევნია რასაც ვთხოვდი ყველაფერს მისრულებდა.
მეც მჭირდებოდა დრო და მასაც, საერთოდ 40 წლის კაცი იყო და როგორ უნდა მეთქვა, დედა გარდაიცვალა და შენც მაშინ მოკვდი ცხოვრება არ უნდა გააგრძელოთქო, მინდოდა ცხოვრება გაეგრძელებინა და ცოლიც მოეყვანა და შვილებიც ჰყოლოდა. ამისთვის კი დაფიქრება გვჭირდებოდა ორივეს.
ერთ თვიანი საგზური მიყიდა იტალიის მიმართულებით, სწორედ იქ დაიწყო ჩემი პრობლემები..-უკვე ვაპირებდი მთავარ საკითხზე გადასხვლას ჩემი ტელეფონი რომ ამღერდა
-უპასუხე-მეუბნება უდარდელად ქალბატონი თამარი და რაღაც ჩანიშვნებს აკეთებს ბლოკნოტში
-გისმენ-ვპასუხობ მამას.
-ელენეა მოსული და ამხელა მუცლით სათბურში მუშაობს-ისე შეშფოთებული მელაპარაკება მამა უნებურად გამეცინა მის ტონზე
-მოვალ ცოტახანში, საჭმელი შესთავაზე და მარტივად მოთაფლავ-ვეუბნები და ტელეფონს ვუთიშავ.
-გააგრძელებ?-მეკითხება თამარი
-არა, წავალ, მომაბეზრებელია-ფეხზე ვდგები და დაუმშვიდობებლად მივდივარ ოთახიდან, კლინიკაში ანგარიშს ვასწორებ, შემდეგ კი იქვე პატარა ბარში შევდივარ და მაღალ სკამზე ვჯდები
-ბურბონი დამისხი-ვეუბნები ბარმენს და ტელეფონზე მოსულ შეტყობინებას ვხსნი
"მოეთრიე დროზე"-მამაჩემი ლამაზი სიტყვებით მამკობს და მართლა მეცინება, რა ანერვიულებს?
ორ ყლუპ სასმელს უცებ ვსვამ, ბარათით ფულს ვიხდი და მანქანაში ვჯდები, ნახევარ საათში უკვე სამსახურში ვარ და ღიღინით მივიწევ ოფისისკენ.
-აქამდე სად ხარ?-წინ მეღობება მამა
-ბარში-ვუღიმი მას და სათბურიდან გამომავალ, მუცელგაბერილ ელენეს შევყურებ, ჯინსის კომბინიზონზე რეზინის ბოტები და ხელთათმანები რომ მოურგია და ყვავილს ქოთნით მიათრევს სადღაც.
-აე, ხომერიკი-ვეძახი და ღიმილით ვუწევ ხელს.
წამით მისწორებს მზერას და თითქოს იქ არც ვყოფილვარ ისე აგრძელებს გზას.
-წესიერად დაელაპარაკე, იცოდე, ბავშვის დაბადებამდე თუ ვერ შემოირიგებ, მთელ ქონებას მე შვილიშვილს ვუტოვებ-წარბებს კრავს მამა
-შენი შვილიშვილი მერე ჩემი შვილი არაა ბიჭო? არ გამწირავს, ლუდის და სიგარეტის ფულს როგორ არ მომცემს?-ვუღიმი სასმლით უფრო გამხიარულებული მამას და ყოფილი ცოლისკენ მივდივარ.
-ეს ჩემია, მომეცი-ხელიდან ვართმევ ქოთანს
-შენი რატომაა? მე ვუვლი და ჩემია-არც ის აპირებს პოზიციის დათმობას
-შენ რაც მოგიტანე იმას მიხედე-ვუბღვერ და ქოთნიანად შევდივარ სათბურში, ყვავილს თავის ადგილზე ვაბრუნებ და უკან ადევნებულ ელენეს წარბაწევით ვუყურებ
-კიდევ ნასვამი ხარ?-წარბშეკრული მიყურებს ის
-ნასვამი არ ვარ, ორი ჭიქა დავლიე მარტო ნუ შე'მეცით-ვპასუხობ ყოფილ ცოლს და კვლავ გზას ვაგრძელებ ყვავილებს შორის.
უკან აღარ მომყვება, ქოთანს კვლავ ხელს ავლებს და ჩქარი ნაბიჯებით მიიწევს გასასვლელისკენ.
-მაინც შემოვიტან-ვუყვირი სიცილით და სიგარეტს ტუჩებს შორის ვიქცევ.
საოცრად მიმზიდველია ამ კომბინიზონში, წამით სურვილი მიჩნდება ჩემს კაბინეტში დავიმარტოხელო, მაგრამ მისი უზარმაზარი მუცელი და მამაჩემის წარბშეკრული სახე რომ მხვდება თვალში მაშინვე უკმაყოფილოდ ვიჯღანები და მანქანიდან ვისკის ბოთლს ვიღებ, ჯერ ერთ ყლუპს ვსვამ და ბოთლით ხელში დავბოდიალებ საქმიანი კაცივით.
-წავედი მე-ამჯერად თხელ საზაფხულო სარაფანში გამოწყობილი გამოდის ელენე შენობიდან და თავისი მანქანის საბარგულს ხურავს, სადაც რამდენიმე ყვავილი უდევს
-სად მიგაქვს ესენი? საფასური გადაიხადე?-მის ჩამოწეულ ფანჯარას ვეყრდნობი და ვუღიმი
-უფს დამავიწყდა?-მსახიობობს ის, ყბაზე ხელს მკიდებს, ტუჩზე მოწყვეტით მკოცნის, რაზეც ჩემი სხეულიც არ აყოვნებს რეაქციას და მაშინვე ვგრძობ დავლილ ჟრუანტელს.
-ხურდა არ მინდა, წავედი-ცხვირზე თითს მკრავს და ისე გადის უკუსვლით არც მაცდის ფანჯარას გავშორდე, თავს ძლივს ვიმაგრებ ძირს რომ არ გავიშოტო
კიდევ ერთ ყლუპ ვისკის ვსვამ და მის მანქანას მივშტერებივარ, რომელიც ნელა მიიწევს წინ.
-მომწონს ეს გოგო-უკან მიდგას მამაჩემი ირონიული ღიმილით
-მეც-ვუცინი მამას და ნახევრად ცარიელ ბოთლს მანქანაში ვაბრუნებ, თვითონ კი ვცდილობ საქმეზე მოვახდინო კონცენტრირება.
--
-რატომ დაშორდით?-მეკითხება ფსიქოლოგი თამარი
-ჯერ ის არ მითქვამს როგორ შევხვდი და უკვე რატომ დავშორდი?-მისი კითხვით უკმაყოფილო ფეხებს მაგიდაზე ვაწყობ
-კარგი მაშინ მითხარი როგორ შეხვდით
-საქართველოში რომ მოვფრინავდი ერთ თვიანი მოგზაურობის შემდეგ შემთხვევით შევხვდით ბარგის რიგში, უფრო სწორად დედამისს გადავეჩეხე.
ქალი წუხდა და შვილზე ნერვიულობდა, ამხელა აეროპორტში მარტო როგორ უნდა გაიგნოს გზა ან გაატაროს დარჩენილი საათებიო, ქართველს ეძებდა მისთვის რომ ჩაებარებინა შვილი და მშვიდად ყოფილიყო.
დახმარება ნამდვილად არ შემითავაზებია, პირიქით, არავის თავი არ მქონდა, საშინელ ნაბახუსევზე ვიყავი და კიდევ ვიღაც ბავშვის უკან სდევის თავი არ მქონდა.
მამაჩემის ზარმა გამცა, იმდენი მახსნევინა სად ვიყავი და როდის ჩავიდოდი უნებურად მივიბყარი ქალის მზერა.
-მარტო ხართ?-მკითხა ქალმა თბილი წყლიანი ლურჯი თვალებით და მისი მზერით დატყვევებულმა თვალი ვერ მოვაცილე, საოცრად გავდა დედაჩემს, ალბათ ცოცხალი რომ ყოფილიყო ისიც ასევე ინერვიულებდა ჩემზე.
-მარტო ვარ-დავეთანხმე
-შეგიძლიათ ჩემს შვილს მიხედოთ?-კვლავ თვალებში ვუყურებდი ქალს და ვერც კი გავაცნობიერე ისე გავუქნიე თავი.
-ელე, დედიკო მოდი-დაუძახა იქვე სკამზე მჯდომ სხეულს.
-შეგიძლია ჩემთან ერთად წამოხვიდე-ვუთხარი ზუსტად იდენტური თვალების მქონე 17-18 წლის გოგოს და მის ოდნავ პუტკუნა, მაგრამ საოცრად მიმზიდველი სხეული შევათვალიერე
-იცოდეთ თქვენი იმედი მაქვს-კიდევ ერთხელ გამომხედა ქალმა მავედრებელი თვალებით, შვილს დაემშვიდობა და აჩქარებული ნაბიჯით დატოვა აეროპორტი.
-სამსახურში აგვიანდებოდა-ამიხსნა ჩუმი, ხავერდოვანი ხმით გოგომ და თავის ბარგს მაგრად ჩასჭიდა ხელი.
ხმა არ გამიცია ისე მივიწევდით ხალხის ბრბოსთან ერთად ნელ-ნელა წინ.
როგორც იქნა ორივემ ჩავაბარეთ ბარგი და კონტროლიც გავიარეთ.
პატარა კრავივით მომსდევდა უკან სადაც არ უნდა გადამედგა ფეხი
-შევალ, მოვწევ და გამოვალ ორ წუთში-ვუთხარი გოგოს რომლის სახელიც აღარ მახსოვდა და მწეველთა ოთახისკენ ვანიშნე ხელში სიგარეტ მომარჯვებულმა
-აქ ვიქნები-მითხრა და კედელს მიეყრდნო შეშინებული, ალბათ ფიქრობდა აქ არ მიმატოვოს ამ ბიჭმაო.
თავის ქნევით და ღიმილით შევედი მოსაწევ ოთახში და მინის კედლიდან ვაკვირდებოდი როგორ აცეცებდა შეშინებული აქეთ-იქეთ თვალებს, აშკარა იყო, პირველად მგზავრობდა თვითმფრინავით და გარემო მისთვის უცხო იყო.
სიგარეტი ჩავწვი თუ არა საათს დავხედე, ჯერ კიდევ საათნახევარი იყო ფრენამდე.
-წამოდი რამე ვჭამოთ-ხელი მხარზე კარგი ნაცნობივით გადავხვიე და კაფეების თვალიერება დავიწყე, ვგრძნობდი გოგოს უხერხულ მდგომარეობას, მაგრამ საერთოდ არ მაინტერესებდა. ზოგ კაფეში საკვები არ მომეწონა, ზოგში ტკილეული, ზოგში კი სიტუაცია და ძლივს მივაგენი კუთხეში ოდნავ სიწყნარეში მყოფ კაფეს, სადაც ხალხიც არ იყო და საკვებიც გემრიელი ჩანდა.
-რას შეჭამ?-ვკითხე ჩემზე ერთი თავით დაბალს და უნებურად მისი ამოღებული მაისურიდან მომზირალ მკერდს შევავლე მზერა.
"რა ფორმები აქვს?''-გავიფიქრე და მალევე მივუბრუნდი კვლავ საკვებს
-პანინოს-მანიშნა მან საკვებისკენ
-კარგი, ორი პანინო მოგვეცით-ვუთხარი ინგლისურად ბიჭს, და ვანიშნე რომელი სახეობის გვნებავდა კონკრეტულად.
როდესაც გოგომ ჩანთისკენ წაიღო ხელი და გახსნა დაიწყო გამეცინა და საკრედიტო ბარათი მივაწოდე
-არაა საჭირო, ქართველი ვარ თან კაცი რომ იცოდე მაინც-ვუთხარი ირონიულად და ბართან, მაღალ სკამზე შემოვჯექი.
გვერდით მომიჯდა გოგონაც და უხერხულად დაიწყო ჭამა, მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია წამებში გავანადგურე ჩემი საკვები და ქილით ლუდიც თან მივაყოლე.
-რა ნომერია შენი ადგილი?-ვკითხე უინტერესოდ როდესაც ყავა შევუკვეთე და კვლავ გვერდით მივუჯექი
-23 ბე-მიპასუხა მას შემდეგ რაც საკუთარ ბილეთს დახედა და შემდეგ ინტერესით აღსავსე ლურჯი თვალები მე მომპყრო
-გავუცვლი ვინმეს-ვუთხარი და მიმტანს ავხედე ღიმილით რომელმაც ყავა მოგვიტანა, არც მას აკლდა საჯდომის და მკერდის ზომა.
-სტამბულში კიდევ რამდენიმე საათი უნდა ვიცადოთ ხო?-როდესაც ყავაში შაქარი ჩაყარა მომაშტერდა შეწუხებული
-კი, 5 საათი იქ უნდა ვიყოთ-დავეთანხმე და მის დაჭყანულ სახეზე გამეცინა
ყავაც დავლიეთ და კაფე დავტოვეთ, ჩასხდომამდე კიდევ ნახევარი საათი იყო დარჩენილი, უაზროდ დავბოდიალებდით მაღაზიებს შორის.
-საპირფარეშოში გავალ?-გავიგე მისი მორცხვი ხმა მალევე
-კარგი, აქ დაგელოდები-გამეცინა კიდევ ერთხელ მასზე და ლოყაზე ვუჩქმიტე.
თითქმის ათი წუთი ველოდე უშედეგოდ, ტელეფონში თავჩარგულმა ისიც ვერ დავინახე გამოვიდა თუ არა საპირფარეშოდან.
ცოტა ავნერვიულდი, დედამისმა ჩამაბარა, მართალია არ ვიცოდი ვინ იყო მაგრამ დარწმუნებული ვარ ძალიან ნერვიულობდა საკუთარ შვილზე.
-სად წავიდა?-ნერვებმოშლილი წამოვდექი ფეხზე და საპირფარეშოსთან მივედი. კიდევ 5 წუთი ვიცადე და კარები შევაღე.
მაშინვე ყველამ ერთდროულად მომაპყრო მზერა და წამსვე ამოვიცანი უამრავ ქალს შორის მისი ცისფერი თვალები.
ტუჩები კბილის პასტის ქაფით ჰქონდა დაფარული, პირში კი კვლავ ჯაგრისი ედო.
-გარეთ გელოდები-ვუთხარი ოდნავ დამშვიდებულმა და საპირფარეშოს კართან ავიზუტე სადაც 2 წუთში გამოვიდა ქალბატონი
-რას შემოვარდი?-გაოცებული იყო ის
-ნახევარი საათია გელოდები, მეგონა გზა აგებნა და სადმე დაიკარგე-წარბშეკრულმა ვუთხარი და ტუჩის კუთხეში უმნიშვნელოდ შემორჩენილი ქაფი ცერით მოვწმინდე.
-რა? რას აკეთებ?-გაკვირვებულმა მოისვა თვითონაც ტუჩზე ხელი და მისი სახის დანახვისას მივხვდი არ იყო მსგავს ქცევას მიჩვეული
-ქაფი გქონდა-გამეცინა და მის უკვე აწითლებულ სახეს ყურადღება აღარ მივაციე, ვანიშნე უკან გამომყოლოდა და ამჯერად იმ გასასვლელისკენ გავწიე, საიდანაც თვითმფრინავში უნდა ავსულიყავით.
15 წუთში უკვე გოგონას გვერდით მჯდომს ვუხსნიდი რომ ადგილი გაეცვალა.
სიხარულით დამთანხმდა ქალი როდესაც გაიგო ფანჯარასთან უწევდა დაჯდომა.
-შენ არ გინდოდა ფანჯარასთან?-მკითხა გაკვირვებით მან, თავი უარის ნიშნად გავუქნიე და მის მარცხენა მხარეს მჯდომს გავხედე, მოხუცი ქალი იყო, შემდეგ შუაში უცნობი გოგონა იჯდა, ნაპირზე კი მე.
-თუ გინდა დედაშენთან დარეკე-გავუწოდე ტელეფონი და მანაც სიხარულით ჩამომართვა. როგორც ჩანს ზეპირად ახსოვდა დედის უცხოური ნომერი და წამებში უპასუხა ქალმაც
-დე თვითმფრინავში ვარ უკვე, არ ინერვიულო კარგი?
-კი, ვჭამეთ მე და..-წამით გამომხედა, რა თქმა უნდა, სახელი არ იცოდა ჩემი
-გაბრიელი-ვუთხარი და მანაც მაშინვე ამცნო დედამისს ჩემთან ერთად რომ ივახშმა და ჩემი ტელეფონიდან ურეკავდა.
რამდენიმე წამში დაემშვიდობა და მადლიერი სახით დამიბრუნა ტელეფონი.
-ვიძინებ მე, თუ რამე დაგჭირდეს გამაღვიძე-გავაფრთხილე იგი და ისე ჩამოვადე მხარზე თავი და მის ყელში მოვათავსე არც მიკითხავს.
მისი აჩქარებული სუნთქვა ვიგრძენი და უნებურად გამეღიმა.
კარგად მოვეწყვე მის მხარზე და თვალები დავხუჭე.
რა თქმა უნდა, არ დამეძინა
ტკბილი, სასიამოვნო სურნელი ჰქონდა.
-ღვედი შეიკარით-რამდენიმე წუთში ვიგრძენი როგორ დაგვადგა თავზე გამცილებელი
-კარგით-დაეთანხმა გოგონა და ფრთხილი მოძრაობით მივხვდი როგორ შეიკრა ღვედი, შემდეგ კი ნელი მოძრაობით ისე რომ არ "გავეღვიძებინე" მეც შემიკრა,
-კარგი გოგო ხარ-ვუჩურჩულე ყურთან ახლოს და გამეცინა
-მეგონა გეძინა-ბურტყუნით მითხრა მან, პასუხი არ გამიცია, მაგრამ რამდენიმე წუთში უკვე მართლა მეძინა.
-გაიღვიძე-მისმა ოდნავ რხევამ და ძახილმა გამაღვიძა
-ახლავე-თვალგაუხელელი გავსწორდი წელში და მწვავე ტკივილი რომ ვიგრძელი ამოვიგმინე. თვალები სწრაფად გავახილე და გავიზმორე.
-დავფრინდებით უკვე-მითხრა მან
-არ გეძინა?-გაკვირვებულმა ავხედე გოგოს
-არა, ვერ დავიძინე-წარბები შეკრა მან
-აეროპორტში დავიძინოთ-გამეცინა მე
-აუცილებლად-დამეთანხმა ისიც და სანამ თვითმფრინავი არ დავტოვეთ ხმა არ გაუღია
-საპირფარეშოში შევალ, აქ იყავი ფეხი არ მოიცვალო-დავარიგე და ჩემს ზურგზაკთან ერთად დავტოვე
გამოსულს ადგილზე რომ არ დამხვდა ღრმად ამოვისუნთე
-ხომ გავაფრთხილე?-დავსვი რიტორიკული კითხვა და თვალი მოვავლე არემარეს.
მალევე შევნიშნე ორი ჩანთით ხელში ტკბილეულის სექციასთან
-მე შენ რა გითხარი?-წარბშეკრული წამოვადექი თავზე და ჩემი ათკილოიანი ჩანთა ძლივს რომ მიათრევდა გამოვართვი
-ბოდიში-ისეთი საწყალი სახით გამომხედა უნებურად გავხსენი წარბები
სანამ რაიმე რეაქცია მექნობდა მანამდე გადაიხადა ტკბილეულის ფული და გაკრეჭილმა შეათამაშა ხელში პარკი.
-დავჯდეთ ახლა სადმე და ვჭამოთ
-წამოდი-მის სიცილზე მეც გამეცინა და ხელკავი გამოვდე.
კარგად ნაცნობ აეროპორტში მშვიდი ადგილი მოვძებნე.
ღიმილით მივირთვით შოკოლადები და ბამბის ნაყინი.
-არ გინდა დაიძინო?-მის უძილობისგან ჩაწილთებულ თვალებს რომ ვუყურებდი მეცინებოდა, ღამის თევას ნაჩვევი რომ არ იყო აშკარა იყო.
-კიი-დამეთანხმა სწრაფად ის
-მოვალ ახლავე და დავიძინოთ-ფეხზე წამოვდექი და მისი თავის დაქნევის შემდეგ სწრაფად წავედი ბარისკენ.
ჯერ ჭიქა ვისკი გადავკარი, შემდეგ კი ქილით ლუდი ვიყიდე და კვლავ ჩვენს ადგილზე დავბრუნდი.
-თუ წინააღმდეგი არ იქნები ერთად დავწვეთ ამ სკამზე-წარბაწევით დავხედე საკმაოდ დიდ სკამს
-ვერ დავეტევით-გაოცებულმა გამომხედა მან
-კარგი კარგი, არაა პრობლემა-გამეცინა, ერთ სკამზე დავჯექი, დანარჩენ სამზე კი ქალბატონს ვაიძულე წამოწოლილიყო, თავი ჩემს ფეხზე მოათავსა და წამებში ჩაეძინაა
-მე რა ვქნა ახლა?-ამოვიბუზღუნე ჩემთვის და ტელეფონს დავხედე.
რამდენიმე წუთი ვთამაშობდი, შემდეგ კი მამას დავურეკე
-რას შვება ჩემი "ლომხვი?"-სიცილით უპასუხა ტელეფონს
-ლომხვს გაჩვენებ მე რომ ჩამოვალ-გამეცინა მასზეც მე, "ლომხვი" ბავშვობაში შერქმეული სახელია, ლომის და ვეფხვის ორიგინალური შენაერთი.
მოკლედ ავუხენი სიტუაცია, სადაც ვიყავი და როდის დამხვედროდა აეროპორტში.
შემდეგ კი გავუთიშე და ამჯერად ჩანთიდან წიგნი ამოვაცურე.
მშვიდად დავიწყე ყოველი შემთხვევისთვის მგზავრობის დროს წასაკითხად წამოღებული ბაბლუანის მზე, მთვარე და პურის ყანა.
რამდენიმე წუთში წიგნმა ისე ჩამიღრია, მხოლოდ მაღვიძარას ხმამ გამომაფხიზლა, რომელიც მაუწყებდა რომ რამდენიმე წუთში რეგისტრაცია დაიწყებოდა თბილისის მიმართულებით.
ამჯერად მე გავაღვიძე ქალბატონი და ისიც მაშინვე წამოხტა ფეხზე.
-თვალები დასიებული გაქვს-მის შეშუპებულ უპეებს გადავუსვი უნებურად თითი
რამდენიმე საათის გაცნობილ გოგოს, ისე ვექცეოდი, თითქოს ჩემი შეყვარებული ან დიდი ხნის ნაცნობი ყოფილიყოს, მაგრამ თვითონ ის არ მაძლევდა თითქოს სხვა გზას.
-ხო, ძილის შემდეგ სულ ასე მაქვს-სწრაფად დაიწია უკან და ამჯერად თვითონ დაისრისა ხელებით თვალები.
ორივე შევედით ამჯერად საპირფარეშოში, გვერდიგვერდ ოთახებში.
ჩემი თვალებიც დაღლილი გამომეტყველებით მიყურებდნენ სარკიდან, გაუპარსაც წვერზე მოვისვი ხელი, რომელიც ასაკს რა თქმა უნდა, მმატებდა და წყლით დასველებული ხელით გადავიწიე შუბლზე ჩამოყრილი თმა უკან.
ჩანთიდან გაუხსნელი ქილით ამოვიღე ლუდი და ორ წუთში ცარიელი მოვისროლე უკვე სანაგვეში.
ჩემს თავს თვალი ჩავუკარი სარკეში და გარეთ გავედი.
რა თქმა უნდა ქალბატონი, რომლის სახელიც კი არ ვიცოდი არსად ჩანდა
არ მომრიდებია ისე შევედი კვლავ ქალების საპირფარეშოში და მის გარდა რომ ვერავინ შევნიშნე უფრო გაბედულად მივედი მასთან
-გარეთ რომ დამელოდო არა?-გაეცინა მას და გრძელი წაბლისფერი თმის ვარცხნა განაგრძო
-აქაც კარგად ვარ-წარბები ავწიე და ნიჟარებს შორის შემოვჯექი ხელსაბანზე
ყურადღებით ვაკვირდებოდი როგორი წვალებით აიკრა გრძელი თმა და როდესაც ერთი ღერი მაინც ჩამოუვარდა წინ დაბღვერილმა ამოიხვნეშა
-კიდევ ხელახლა უნდა გაიკეთო?-გამეცინა მასზე
-არა, აღარ ვაპირებ, ვნებდები მეხუთე ცდაზე-შეძლებისდაგვარად გადაიწია უკან ჩამოვარდნილი თმა და ზურგზაკი კვლავ მოიკიდა მხრებზე.
-ლამაზი ხარ-ისე წამოცდა ჩემს ბაგეებს სიტყვები ვერც გავიაზრე, მაგრამ არც მინანია, რასაც ვფირობდი ის გავამჟღავნე.
-მადლობა-გამიღიმა მან უკვე აწითლებული ლოყებით და ერთად დავტოვეთ საპირფარეშო.
სტამბული-თბილისის რეიზე ორივეს ისე დაგვეძინა ერთმანეთში ახლართულებს, ძლივს გაგვაღვიძა გამცილებელმა და დაფრენისას ღვედების შეკვრა გვთხოვა
-ვინ გელოდება?-ვკითხე როდესაც ბარგი ავიღეთ და გასასვლელისკენ დავიძარით
თბილისის დროით დილის ოთხი საათი იყო.
-ძმა, შენ?-კითხვა შემომიბრუნა
-მამა-გავუღიმე და უკვე გარეთ გასულმა მოვავლე ხალხს თვალი.
-აი ჩემი ძმა-მაშინვე დაინახა გოგონამ ძმა და მისკენ სირბილით გაიქცა.
მაღალ ბიჭს მხრებზე მოხვია ხელი და მანაც წამსვე აიტაცა ხელში გოგო
მისკენ წავედი ჩემი და მისი ჩანთითურთ და თან ტელეფონზე მამაჩემს ვურეკავდი
-ჩამოფრინდი?-აშკარად მძინარე ხმა ჰქონდა ვაჟბატონს
-შენ რა გძინავს?-გაოცებულმა დავხედე ეკრანს ვითომ მას ვუყურებდე
-აუ მიდი ტაქსით მოდი რა, დიდი ბიჭი ხარ უკვე-გაისმა ტელეფონში სიცილნარევი ხმა
-აუ რა გაიძვერა ხარ ბიჭო-გამეცინა მასზე
-ჩემი "ლომხვი" ხარ-მითხრა კიდევ ერთხელ და ტელეფონი გათიშა, დარწმუნებული ვარ მშვიდად შეიბრუნა ძილი
-ეს გაბრიელია, ვინც დამეხმარა აქამდე მოსვლაში-მომლოდინე მზერით გააცნო ჩემი თავი ძმას ქალბატონმა როგორც კი საუბარს მოვრჩი.
-სასიამოვნოა, არჩილ ხომერიკი-ჩამომართვა ხელი ჩვენზე აშკარად უფროსმა ბიჭმა
-ჩემთვისაც-ღიმილით დავუქნიე თავი
-აბა მამა დამხვდებაო?-გაკვირვებულმა დამხედა გოგომ
-ელენე, რა შენი საქმეა?-აშკარად არ ესიამოვნა დის კითხვა კაცს, ამ საუბარში მისი სახელი და გვარიც მშვენივრად გავივე და ღრმად ჩავიბეჭდე გონებაში
-ტაქსით მივდივარ, დიდი ბიჭი ხარ უკვე მოაგნებ სახლსო-ჩავუკარი თვალი გოგოს და ყურადღბა არ მივაქციე არჩილის აწეულ წარბს.
-მადლობა ძმაო ყველაფრისთვის და კარგად აბა-უცებ დამემშვიდობა ის, დის ბარგი ხელიდან გამომართვა და მასთან ერთად გაუყვა გზას.
მხოლოდ ერთხელ მოიხედა ელენემ გასვლისას, ხელი დავუნქიე და როდესაც გაუჩინარდა მეც ტაქსით გავუდექი გზას სახლისკენ.
--
-ელოდით ასეთ საყვარლობა გაცნობის ისტორიას?-ვკითხე ცინიკური ღიმილით ფსიქიატრს და მაგიდიდან ფეხები ჩამოვწიე
-ახლა რატომ ხართ შეცვლილი? სასმელმა იმოქმედა თქვენზე უარყოფითად?-ისეთ სულელურ კითხვებს სვამდა ქალი ლამის იქვე ჩამეძინა
-წავედი მე, ფხიზელი თვალით ჩემმა მტერმა გიყურათ დღევანდელ ექიმებს-გავიცინე და მისი ოფისი დავტოვე.
უკვე კარგად გაბრუებული მივადექი ნაცნობი ბინის კარს და ზარზე თითი დავაჭირე, არც ამიშვია სანამ კარი არ გაიღო
-არანორმალური რომ ხარ უკვე გითხარი ხო?-თვალებდასიებულმა, პენუარში გამოწყობლმა გააღო კარი ელენემ
-ეძინათ ჩემს პატარებს?-ჩვეულებისამებრ, მის თვალებზე გადავატარე ცერა თითი და გავუღიმე
-ყარხარ-ხელი მომაშორებინა მან სახიდან
-რატომ? კარგი სუნამო მასხია-ვითომ გავიკვირვე მე
-რამდენჯერ გითხრა? როდესაც გამოფხიზლდები მაშინ მოდი, ან როგორ ჯდები ეგრე საჭესთან? შენ რომ რამე მოგივიდეს ბავშვს რა ვუთხრა? მამაშენი როგორც ყოველთვის გაილეშა და სანამ დაიბადებოდი მანამდე აილეწა მანქანითთქო?-სხარტად საუბრობდა ის, მის მონოლოგ-დიალოგზე თვალები დავხუჭე და ისე დავენარცხზე მდივანზე ფეხებგაშლილი.
-ხომ შეგპირდი დავანებებმეთქი?-ამოვიბუზღუნე
-მაგ პირობას მაძლევდი შენ მაშინაც სანამ შეყვარებულები გავხდებოდით, მაგრამ ჰა, ბავშვს ველოდებით ორ თვეში და შენ მაინც ლოთად დარჩი. სანამ პაატას დავურეკე ადექი და გაეთრიე აქედან-როგორც ჩანს საკმაოდ გაბრაზებული იყო ხომერიკი
-მამაჩემით რომ მემუქრები არ გრცხვენია?-გამეცინა მასზე
-ეგ მამაშენი იქნება კისერს რომ მოგიგრეხს-ჩაიცინა მან და ტელეფონი მოიმარჯვა ხელში
-ხო კაი, მივდივარ, ისედაც სულ ტვინს მიჭამთ ამაღამ მაინც დავისვენებ-ხელები დანებების ნიშნად ავწიე და ფეხზე წამოვდექი.
მის ყვავილებთან მივედი და ქოთანს რომელიც დღეს სახლში წამოიღო სწრაფად დავავლე ხელი
-ხომ გითხარი ჩემი არისთქო?-ვკითხე შუბლშეკრულმა და გულზე ავიხუტე ქოთნიანად ყვავილი.
-ხომ გადაგიხადე?-წარბები ეშმაკურად ამიწია მან
-ამ ყვავილს მე 10 ლარად ვყიდი, იაფიანი არ გეგონოს, ერთი კოცნა არ შველის, ათი უნდა-გადავერთვე ბიზნესის საქმეებზე მე
-პაატას ვურეკავ-ტელეფონი აათამაშა მან ხელში
-დაურეკე მერე მაგანაც არ გამხიოს შუაზე "ლომხვის" ძახებით-გავიცინე და ყვავილი კვლავ თავის ადგილს დავუბრუნე, შემდეგ ჯერ მოწყვეტით ვაკოცე ქალბატონს ტუჩებზე, მისი გამობერილი მუცელიც არ დამვიწყებია, მოფერებით გული რომ ვიჯერე მაშინვე სახლში წავედი..
--
-შემდეგ რამდენ ხანში შეხვდით ერთმანეთს?-აგრძელებდა დაკითხვას ქალბატონი თამარი
-მალევე მივხვდი, მის ლურჯ თვალებს გონებიდან რომ ვერ ამოვიგდებდი, ამიტომ გადავწყვიტე მემოქმედა, თავიდან ვიფიქრე სოციალურ ქსელში მოვძებნითქო, მაგრამ მერე მივხვდი რომ სისულელე იყო, ტელეფონში სწრაფად მოვძებნე დედამისის ნომერი და როდესაც მობილური აიღო საუბარი დავიწყე
-ქალბატონო ელენეს დედა ბრძანდებით?
-კი რა ხდება? კარგადაა ჩემი შვილი?-წამშვი შეეტყო ნერვიულობა ხმაში მას
-კი კარგადაა, უფროსწორად მე არ ვიცი როგორაა, თუ გახსოვთ აეროპორტში მე ჩამაბარეთ და საქართველომდე ერთად ვიმგზავრეთ-გავახსენე ქალს თავი
-როგორ არა შვილო, შენ რომ არა არვიცი, კიდევ ერთხელ მადლობა-ხმა დაუთბა ქალს
-ელენეს ჩემთან დარჩა რაღაც ნივთი და ვიფიქრე დავუბრუნებ-მეთქი, თუ წინააღმდეგი არ იქნებით თუ მასწავლით როგორ დავეკონტაქტო-ცოტა გული მწყდებოდა ქალს რომ ვატყუებდი, მაგრამ აბა ხომ არ ვეტყოდი თქვენი შვილი მომეწონა და მისი ნომერი მომეცით დავურეკავთქო?
-რა ნივთი? არ უხსენებია რომ რამე დაეკარგა-გაუკვვირდა ქალს
-ალბათ არ განერვიულათ, სამაჯურია უბრალო, მაგრამ იქნებ მისთვის ძვირფასია-ტყუილს ტყუილზე ვაცხობდი მე
-მის ნომერს გამოგიგზავნით მაშინ-ქალმა როგორც ჩანს ვერც კი იფიქრა, რომ ვატყუებდი, ჩემი თანხმობის შემდეგ ტელეფონი გათიშა და წამებში ნომერი უკვე ჩემს მესიჯებში იყო.
მაშინვე დავრეკე და ყურთან მივიტანე მობილური
-გისმენთ-უპასუხა ტელეფონს მან
-როგორ ხარ ელენიკო?-მოვიკითხე ზედმეტად შინაურულად ხომერიკი
-გაბრიელ?-გაუკვირდა მას
-ხო მე ვარ, ნომერი დედაშენმა მომცა, შენი ნახვა მინდა-ისეთი ხმით ვუთხარი ალბათ ეგონა, რაიმე სერიოზულ საქმეზე ვურეკავდი
-რასთან დაკავშირებით? ახლა სკოლაში ვარ და ვერ გამოვალ-აშკარად დედას გავდა იგი გულუბრყვილო
-როდის ასრულებ ან რომელ სკოლაში?-ვკითხე მე, მანაც მალევე მითხრა რომელ სკოლაში სწავლობდა და ერთ საათში უკვე თავისუფალი იქნებოდა.
არც მითქვამს რომ მისვლას ვაპირებდი ისე გავუთიშე და სწრაფად მოვიცვი ქურთუკი ჰუდზე.
ფეხზე ბათინკები ამოვიცვი და წასვლამდე კიდევ ერთხელ გადავკარი ჭიქით კონიაკი.
ჩემს თავს, რა თქმა უნდა, ვატყობდი რომ სასმელს ზედმეტად მივეჯაჭვე, მაგრამ ძალიან მომწონდა ეს და არ ვაპირებდი უარის თქმას.
-მეთორმეტე კლასელია-ვუთხარი დარაჯს მას შემდეგ რაც სკოლის დერეფანში უაზრო ხეტიალმა დამღალა
-მესამეზეა ორი მეთორმეტე, იქ თუ არა მეოთხეზე კიდევ ერთია და იქ შეგიძლია ნახო-მითრა მან და მეც მესამე სართულზე პირველივე შემხვედრი მეთორმეტეს კარი შევაღე და ელენე ვიკითხე.
-მეოთხეზეა-მიპასუხა ერთ-ერთმა და მეც ავირბინე ერთი სართული. კარის წინ დერეფანში ფანჯარის რაფაზე შემოვჯექი, წესით უკვე უნდა დასრულებულიყო წაამებში გაკვეთილი, ერთი წუთიც არ დამჭირდა ლოდონი, ზარი დაირეკა და რამდენიმე ბავშვი მაშინვე გამოვარდა გარეთ.
ელენე სიცილით მოდიოდა რამდენიმე გოგოსთან ერთად უკან და გაოცებულმა გადმომხედა როდესაც შემნიშნა.
-არ მეგონა თუ მოხვიდოდი-ეღიმება მას
-წამო, გავისეირნოთ-ვთავაზობ და ის ჯერ წარბაწეული მიყურებს, ბოლოს თავს მიქნევს
ფეხით და უხმოდ მივუყვებით სკოლიდან გზას, მისკენ ვაპარებ მზერას, თბილად აცვია მაგრამ ცხვირი სიცივისგან მაინც აწითლებული აქვს, ტუჩები კი ოდნავ გალურჯებული. უნებურად ვხვევ ხელს მხარზე და ვიხუტებ
-რას აკეთებ?-გაკვირვებულია ის
-მომენატრე-ვეუბნები და ცერით ლოყაზე ვეფერები
-სად მივდივართ?-უცებ გადაიტანა თემა მან
-რავიცი აქვე კაფეა ლამაზი, არ შევიდეთ?-თითი გავიშვირე ნაცნობი ადგილისკენ
-სახლში დამაგვიანდება, ინერვიულებენ-გაჩერდა ის და ისე ამომხედა დაბლიდან.
-დედაჩემსაც ასეთი თვალები ჰქონდა-მისკენ ნაბიჯს ვდგამ და მის თავზე ხელებს ისე ვათავსებ, რომ ცერებით თვალის ქუთუთოებს ვეფერები, მაშინვე თვალები ეხუჭება და ვგრძნობ როგორ უჩქარდება სუნთქვა, თითებს მის სახეზე ვათამაშებ და ნაზად ვკოცნი ლოყაზე, თან მეღიმება.
-წამოდი, სახლამდე მიგაცილებ-ხელკავს ვდებ და ვუბიძგებ რომ წინ წავიდეს, არც შემწინააღმდეგებია, კორპუსამდე მივაცილე და კვლავ ლოყაზე კოცნით დავემშვიდობე..
---
-შემდეგ რა მოხდა?-დაინტერესებულია თამარი
-არც არაფერი, სმა გავაგრძელე, უაზროდ ბოდიალი გავაგრძელე, მამასთან დავდიოდი "სამუშაოდ" მაგრამ არც არაფერს ვაკეთებდი, ამასობაში გაზაფხულიც მოვიდა, ხშირად ვეკონტაქტებოდი ელენეს ტელეფონით,ვიკითხავდი, ვწერდი, ვსაუბრობდით.
პირველი სამი მარტი იყო დილით გაღვიძებული დედასთან რომ არ მივრბოდი საჩუქრით ხელში.
-ელე როგორ ხარ?-მაშინვე დავურეკე ხომერიკს როგორც კი გავიღვიძე
-კარგად შენ?-ვკითხა აშკარად მძინარი ხმით
-გეძინა?-გამიკვირდა მე და მხოლოდ შემდეგ დავხედე საათს, რვის ნახევარი იყო დილის
-არაა, ამ დროს რადროს ძილია-ფხუკუნით მითხრა მან
-მიდი ადექი, სადღაც უნდა წაგიყვანო სკოლამდე, 15 წუთში შენს სახლთან ვარ-ვუთხარი და გავუთიშე მობილური.
სამზარეულოში შესულმა ყავის მზადება დავიწყე და ჩემს აკანკალებულ თითებს დავაკვირდი.
უკვე ნერვებს მიშლიდა ყოველ დილით იგივე მდგომარეობა
სანამ ყავა გავამზადე ჭიქაში ბურბონი დავისხი და ერთ ყლუპად გადავყლაპე.
უკვე ბოთლს კარადაში საბრუნებდი მამაჩემი რომ შემოვიდა სამზარეულოში
-კიდევ სვამ?-გაბრაზებული სახე ჰქონდა მას
-არა, ყავას ვსვამ-კარადა მივკეტე და ყავას მივუბრუნდი.
-მოატყუე შენნაირი ლაწირაკები-უკმაყოფილო იყო პაატა
-მანქანა მათხოვე-გავეღრიჭე უკვე ხასიათზე მოსული და მასაც გავუკეთე ყავა
-არა-გამიცინა მანაც
-გთხოვ, გოგო პაემანზე მიმყავს და ველოსიპედით წავიდე?-ისე მოვისაწ.... თავი თითქოს მართლა ველოსიპედით წამსვლელი ვყოფილიყავი.
-ამ დილა უთენია ხაში უნდა აჭამო?-არ წყვეტდა დაცინვას ვაჟბატონი
-არა სხვა საქმე მაქვს, მიდი რა, თუ ვარ შენი "ლომხვი"-გამოვიწელე ყელი
-აიღე და მალე მოდი სამსახურში ფეხით ვერ წავალ-წარბები ამიწია და გასაღები მესროლა.
მოხერხებულად დავიჭირე და ყავის ჭიქიანად წავედი მანქანისკენ
მართალია ხუთი წუთის დაგვიანებით მივედი მაგრამ დარწმუნებული ვარ ჯერ არც ელენე იქნება მზად
-ქვემოთ ვარ-ვუგზავნი მესიჯს და უკვე გაცივებულ ყავას ვსვამ
ხუთ წუთში უკვე სადარბაზოდან გამოსული თვალით მეძებს, ვაპიპინებ და ხელს ვუქნევ
-მოიპარე?-სიცილით ჯდება მანქანაში
-არა, მამაჩემმა მათხოვა იმ პირობით რომ შენ თავს გავაცნობ-ვიცრუე და ძრავა ჩავრთე.
20 წუთში უკვე სასაფლაოზე მივდიოდით.
-ეს დედაჩემია-მივუთითე ქვაზე გამოსახულ სურათზე და სასაფლაოს ჭიშკარი შევაღე.
-საჩუქარი არ მოუტანე?-ჩამჩურჩულა მან
-ვარდები რომ მომეტანა ალბათ ადგებოდა და თავში ჩამარტყამდა-გამეცინა დედის გახსენებაზე
-ყვავილს იმ შემთხვევაში მიიღებდა საჩუქრად ქოთნიანად თუ იყო და კიდევ წლები შეძლებდა მის მოვლას. აქ კი ყვავილი უამრავია-ხელით ვანიშნე აყვავებულ ყოჩივარდებსა და იებზე.
-გავხარ-გადმომხედა მან დედის მსგავსი ლურჯი თვალებით შემდეგ კი ისევ სურათს შეხედა.
-კი ვგავარ-დავეთანხმე და მანქანიდან წამოღებული პლედი სველ, ქვისგან სპეციალურად გამოთლილ ძელსკამზე დავაგე.
-დაჯექი-მივუთითე და მეც დავჯექი.
დიდხანს ვუყურებდი დედის სურათს და მხოლოდ ის საშინელი ბოლო ორი თვე მედგა თვალწინ სიმსივნეს სრულად რომ დაეუძლურებინა და მე და მამა ვუვლიდით.
ნეტავ სრულად გამქრალიყო ბოლო თვეები ჩემი მეხსიერებიდან, მხოლოდ ამას ვნატრობდი და მისი გახსენებისას მომღიმარი და მხიარული ლურჯი გაბრწყინებული თვალებით წარმომედგინა მხოლოდ.
-ორ თვეში ერთი წელი გახდება რაც გარდაიცვალა ზუსტად, მე კი ჯერ ვერ შევეჩვიე-ვეუბნები ელენეს და მალევე მის ხელებს ვგრძნობ წელზე, ორივე ხელებით მეხვევა და თავი ჩემს გულზე უდევს, მეც აცახცახებულ მხრებზე ვხვევ ხელებს, თავზე ვკოცნი და მოწოლილ ცრემლებს მაღლა ახედვით ვიჩერებ.
-წავედით, სკოლაში დაგაგვიანდება-ფეხზე ვდგები რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ
-არაუშავს, ვიყოთ აქ-თავს აქნევს ის
-გააცდენ?-წარბებს ვწევ
-ერთხელ არაუშავს-გამიღიმა მან
-წელს აბარებ, შენ კი ზამთარში ისედაც გაგიცდა ორი კვირა, ახლავე აბრძანდი ფეხზე-მეცინება და ფეხზე ვაყენებ ძალით.
სკოლაში ზუსტად 9 საათზე მიმყავს და როდესაც შიგნით შედის მეც სახლში ვბრუნდები.
-რა ქენი, ჭამეთ ხაში?-ღადაობის ხასიათზეა მამა
-ხაში არა და, მანქანას როდის მიყიდი მამიკო?-აფერისტი ღიმილით ვჯდები მასთან
-მუშაობას რომ დაიწყებ, შენი ფული გექნება და ბენზინის ფულზე მე არ მემათხოვრები-ცინიკურად მიცინის ის და ფეხზე დგება
-მადლობთ-თავს ვუკრავ და მეცინება, რაგინდა, მართალია ადამიანი.
---
-მერე რა რომ დაგვინახა?-გაოცებული ვარ ელენეს მონათხრობით
-რა და, მითხრა რომ სკოლაში თვითონ მატარებს და აღარ შეგხვდები-მოწყენილი ხმა აქვს მას
-ეჰ, გატაროს, შენთვის კარგი, მე კი მაინც გნახავ არ იჯავრო-მეცინება და მასაც ვამხიარულებ
-ისე დილის რვა საათზე რა უნდოდა ფანჯარასთან?-სიცილს ვერ ვწყვეტ და თან სამზარეულოში საჭმელს ვიმზადებ ჩემთვის, ხორცი ტაფაზე შიშხინებს, ხელში კი სასმლით სავსე ჭიქა მიჭირავს
-რავიცი, ალბათ გაიგო რომ გამოვედი სახლიდან-მეუბნება და კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა ჩვენი საუბარი რომ არა ჩემს ტელეფონზე შემოსული ზარი.
-ვიღაც რეკავს, გადმოგირეკავ-ვეუბნები ყურმილში ელენეს და მის პასუხს არ ველოდები ისე ვპასუხობ უცხო ნომერს
-გაბრიელ კახიანი ბრძანდებით?-ბოხმა ხმამ გაკვეთა სივრცხე
-კი თქვენ ვინ ხართ?-ვიკითხე და კიდევ ერთი ყლუპი მოვსვი
-არჩილ ხომერიკი ვარ, შენთან სალაპარაკო მაქვს-ლამის უკან გადმოვაფურთხე სასმელი გაკვირვებისგან
-სად და როდის?-ცოტა დამშვიდებულმა გავეცი პასუხი
-ახლავე თუ გცალია, სადაც მეტყვი იქ მოვალ-მკაცრი ხმა ჰქონდა მას
-ჩემს მისამართს მოგწერ, აქ მოდი-ვუთხარი და ისე გავუთიშე, არც დავლოდებივარ პასუხს. ელენესთვის არც გადამირეკავს, მისამართი მივწერე მის ძმას და სახლს მოვავლე თვალი
ჭიქა მთლიანად ერთ ამოსუნთქვაში ჩავცალე და მოუთმენლად დაველოდე ზარის ხმას კარზე.
დიდხანს არ დაუგვიანია, 10 წუთში უკვე კართან ვიდექი და ვესალმებოდი
-შენ რა ნასვამი ხარ?-ამათვალიერა ცინიკური სახით
-არა-წარბები ავწიე მეც ცინიკურად და ბინაში შემოვუშვი
-ჩემს დას მეორედ გაეკარები და გაგხევ შუაზე-დივანზე დაჯდა თუ არა მაშინვე მითხრა მან
-აუფ, ზუსტად შუაზე?-გამეცინა მის სიტყვებზე რითაც მგონი უარესად გავაბრაზე
-შე ლაწირაკო, რას გელაპარაკები არ გესმის? დაანებე თავი მას-კისერი გაბრაზებულმა წამოწია წინ და დისგან განსხვავებული შავი თვალები გაბრაზებულმა ააელვარა
-ელენე მიყვარს და თუ ის თანახმა იქნება ურთიერთობაც გვექნება ისე, რომ შენ ხელს ვერ შეგვიშლი, შეგახსენო შენი და უკვე 18 წლის რომ არის?-გავხედე წარბაწეულმა და მაგიდაზე დადებულ ჭიქაში კონიაკი ჩამოვასხი, ერთი მისკენ გავაცურე, მეორე კი პირისაკენ წავიღე, მოულოდნელად ხელი რომ აკრა ჭიქას და ძირს დაანარცხა
-მეორედ ჩემს დასთან მისულს გნახავ და ცხვირ-პირს გაგიერთიანებ გესმის?-ფეხზე წამოდგა ის და ისე დატოვა სახლი პასუხის გაცემაც ვერ მოვასწარი
-ფეხები არავის მოჭამო-ჩემთვის ჩავიცინე და სასმელი დავლიე.
--
-მართლა შენთან იყო არჩილი?-მკითხა მას შემდეგ რაც ცოტა გონს მოვეგე და დავურეკე
-კი, შენი ძმა მაგარი მოძალადეა გითხარი?-ჩამეცინა მე
-რა? რამე დაგიშავა?-ხმაში შეშფოთება შეერია მას
-რა უნდა დაეშავებინა ელე?-გავიცინე მის ხმაზე
-მითხრა რომ ნასვამი იყავი, დღესაც და მაშინაც, აეროპორტში-ნაწყენი ხმა ჰქონდა მას
-ხო, ცოტა მქონდა დალეული, არაფერია-ვერ შევძელი მისი მოტყუება მაინც.
ჩვენი ურთიერთობა კი თითქმის ჩვეულებრივად გაგრძელდა.
--
-შენ მგონი სულ გამოშტერდი?-დილას სასმლის ჭიქით ხელში რომ შემომისწრო მამამ თვალები აუელვარდა
-აუ პაატა, შემეშვი რა-ხელი ავიქნიე და უკვე დაცლილი ჭიქა ამოვრეცხე ნიჟარაში
-რას ქვია შეგეშვა? იცი გუშინ ვინ ბრძანდებოდა ჩემთან?-მუშტი მაგიდაზე დაარტყა მან
-საიდან უნდა ვიცოდე?დღეში 300 კაცი მოდის შენთან-უკმაყოფილოდ გავხედე მამას
-არჩილ ხომერიკი-სახელი და გვარი ახსენა თუარა გაკვირვებულმა გავხედე
-მითხრა, რომ თუ მის დას არ შეეშვები, იძულებული გახდება ქვეყანა დაატოვებინოს რაც მის მომავალს საქმეს შეუქმნის, ამის უმთავრეს მიზეზად კი შენს ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ასახელებს
-დამოკიდებული არ ვარ, ვერც ელენეს გაუშვებს ვერსად და ვერც ურთიერთობას ამიკრძალავს-ნერვებმოშლილმა ფეხი სკამს გავკარი და სამზარეულოს დატოვებას ვაპირებდი მამამ რომ მომაბრუნა
-რას აპირებ? თუ წინააღმდეგობა გაგიწია ცოლად მოიყვან სკოლის მოსწავლეს?-ირონია გარეოდა ხმაში
-დიახაც, მიყვარს და ვერავინ დამაშორებს მასთან-გამოვუცხადე მამას
-მითხარი რას აპირებ?-სიგარეტით ხელში ამესვეტა მამა წინ
-მიყვარს ეს გოგო და რა გავაკეთო?-გავხედე მას
-თუ გიყვარს არ უნდა დანებდე და მისთვის ყველაფერი გააკეთო-წარბები შეკრა მან
-მიყვარს ასეთი რომანწიკული რომ ხარ-ლოყაზე ვუჩქმიტე სიცილით შუბლშეკრულ კაცს
-თუ გაგცხე ახლა ყურის ძირში, ლაწირაკო-ჩანდა, სიცილს ძლივს იკავებდა პაატა
-გპირდები ხვალიდან მუშაობას დავიწყებ-სერიოზულად ვუთხარი მას
-სად?-წარბი ირონიულად აწია და გაიცინა
-სად უნდა დავიწყო? შენთან მამა, ვიცი რომ გჭირდები, ხელფასი კარტაზე ჩამირიცხე და ბონუსები ხელზე-მოვურიგდი უცებ
---
-არჩილთან როგორ მოაგვარე საქმე?-მკითხა თამარმა
-საერთო მეგობარი აღმოგვაჩნდა, მან გაგვიწია შუამავლობა და რამდენიმე პირობა წამიყენა იმის სანაცვლოდ, რომ მის დას უფლებას მიცემდა, ჩემთან ურთიერთობის, პირველი სასმელზე თავის დანებება იყო, რომელიც მაშინვე დავარღვიე.
მუშაობით მეორე დღესვე მამასთან უბრალო მუშად დავიწყე მუშაობა და ხელფასსაც ძალიან ჩვეულებრივს ვიღებდი.
--
-თქვენი ქორწილი როგორი იყო?
-ძალიან ჩვეულებრივი, არც ერთს არ გვსურდა 500 კაციანი ღრეობა, ავდექით ერთ დღეს და ჩვეულებრივად ჩაცმულებმა მოვაწერეთ ხელი, მაშინ მესამე კურსზე ვიყავი, მამასთან ვმუშაობდი კვლავ და უკვე ნელ-ნელა ჩემს საკუთარსაც ვაწყობდი.
ჯვარიც ძალიან უბრალოდ დავიწერეთ და ზაფხულზე ერთთვიანი საგზური ვიყიდეთ კვლავ იტალიის მიმართულებით.
ცალცალკე რაც ნანახი გვქონდა ახლა გვსურდა ერთად გვენახა.
პირველ აგვისტოს ისე მოუთმენლად ველოდით როგორც არაფერი.
მე, რა თქმა უნდა, სასმელზე ვიყავი ისევ დამოკიდებული და არც ვცდილობდი თავი დამენებებიბა
--
-დაშორების მიზეზი რაღატომ იყო შენი ალკოჰოლიზმი? ეს ხომ თავიდანვე ნათელი იყო?-დაკითხვას აგრძელებს ისევ თამარი
-მთვრალი ვიჯექი საჭესთან და ქალს დავარტყი, მეც ძალიან ვნანობ, მაგრამ არ ვიცი იმ წუთას რა დამემართა, კიდევ კარგი არაფერი მოსვლია და არც მძიმედ დაშავდებოდა, ალბათ თავს არ ვიცოცხლებდი-ვამბობ უემოციოდ მაგრამ გულში ეკლებივით მესობა რაღაც, ეს ჩემზე უკეთ იცოდა ელენემ და სწორედ ამიტომ წამომიყენა იმ ღამესვე პირობა
-ან დავშორდებით ან კიდევ სმას შეეშვებიო, რა თქმა უნდა ვუთხარი შევეშვებიმეთქი, რამდენიმე თვე ვებრძოდი თავს რომ როგორმე გადამელახა ეს ყველაფერი, ძალიან ძნელი იყო, მაგრამ ვერ შევძელი, ხელები მიკანკალებდა, სულ ცუდ ხასიათზე ვიყავი, ვჯუჯღუნებდი, ელესაც ხშირად ვუშლიდი ნერვებს და ისიც ოთახში გარბოდა ტირილით, შემდეგ ისევ ჩემს თავს ვეჩხუბებოდი და დღის ბოლოს აფორიაქებული მაინც გადავკრავდი რამდენიმე ჭიქა სასმელს.
ერთ დღესაც ელენე საბუთებით ხელში მომადგა
-ეს რა არის?-გამიკვირდა მე
-გაყრის საბუთებია, ახლავე ხელი მოაწერე-მითხრა მშვიდად და ჩემს წინ დაჯდა.
-რა?-გაოცებულმა გავხედე მის მშვიდ სახეს
-გაყრის საბუთებია, რამდენიმე თვე მოგეცი რომ არჩევანი გაგეკეთებინა სასმელსა და ჩემს შორის, შენ კი ის აირჩიე, ან ახლავე მოაწერ ხელს, ან პაატასთან მივალ და ყველაფერს ვეტყვი-კიდევ ერთხელ დამაშანტაჟა მამაჩემის, რა თქმა უნდა, ის ხომ ყოველთვის ელენეს მხარეს იჭერდა, ვითომ მე კი არა ის ყოფილიყოს მისი შვილი მაგრამ უნდა ვაღიარო, ყოველთვის მომწონდა ეს, დამშვიდებული ვიყავი, თუნდაც ჩემგან დამცველიც რომ ჰყავდა ელენეს პაატას სახით და დარწმუნებული ვიყავი ისე უყვარდა როგორც მე.
-დარწმუნებული ხარ რომ გინდა დავშორდეთ?-ვკითხე და ფურცლებს დავხედე
-მაშინ დაბრუნდი როდესაც ალკოჰოლის 1%-იც კი აღარ იქნება შენს ორგანიზმში, მე დაგელოდები-მითხრა და თვალცრემლიანმა დახედა თავის ყვითელ სამუშაო ბოტებს.
-კარგი-ვუთხარი და ხელი მოვაწერე ფურცლებს, ან რას ნიშნავდა მხოლოდ ხელმოწერა? მთავარი გრძნობები იყო და არა რაღაც ფურცლები.
როდესაც დარწმუნდა რომ ნამდვილად მოვაწერე ხელი ფეხზე წამოდგა
-ორსულად ვარ-მითხრა და სანამ გავიაზრებდი რა მითხრა მანამდე დატოვა სასადილო ოთახი, სადაც თანამშრომლები მივირთმევთ ხოლმე
-და ამას ასე მეუბნები? რას ქვია ორსულად ხარ და ამ დროს გაყრის საბუთებზე მაწერინებ ხელს?-გაოცებული ვედევნები უკან და ვესაუბრები
-დღეს გამათავისუფლებ?-პირდაპირ მამაჩემთან მიდის ის და ყველანაირად მაიგნორებს
-არსად არ წახვალ, დაჯდები და ამიხსნი, რატომ მშორდები?-ვღრიალებ ბოლო ხმაზე
პაატა გაკვირვებული მიყურებს
-არ მინდა ჩემს შვილს ალკოჰოლიკი და ლოთი მამა ჰყავდეს, მე ჩემი პირობა უკვე გითხარი, კარგად იყავი-მეუბნება და მანქანაში ჯდება, ისე მიდის არარც კი მიყურებს და მე ჯერ კიდევ პირდაღებული ვდგავარ შუა ეზოში
-რაო? ჩემს შვილსო?-გაოცებული და გახარებული დგას მამა
-ხო პაატა, ჯერ მოვიდა გაყრის საბუთებზე მომაწერინა ხელი, მერე მითხრა ორსულად ვარო-გაოცებული მივბრუნდი მისკენ რომელიც ბოლო ორი სიტყვის გაგონებაზე მოვიდა და მაგრად გადამეხვია
-ჩემი "ლომხვი" მამა ხდებაა?-უცინოდა სახე მას
-ვერ გაიგე? დამშორდა-შევუბღვირე გაცისკროვნებულ მამაჩემს
-ბიჭო, მამა ხდები ეე-როდესაც სიტუაციაში გაერკვა ის მაშინვე თავზე ხელი წამომარტყა დამითხრა. თითქოს მხოლოდ მაშინ გავიაზრე სიტყვები, მაშინ ჩასწვდა ქვეცნობიერს, ჯანდაბა, მე და ელეს შვილი გვეყოლება?
სწორედ მაშინ მივხვდი, დრო იყო ყველაფერი შემეცვალა.
იმ საღამოს სახლში მისულს ბარგი უკვე კართან დამიხვდა ჩემოდნებში ჩალაგებული
-მეღადავები?-ღიმილით შევედი და მაშინვე წელზე მოვხვიე ხელები ხომერიკს.
-მე რა გითხარი? მომშორდი-უკან გაწევა სცადა მან
-რამდენი თვის ხარ?-მის მუცელს დავხედე და ხელი უნებურად დავადე, თითქოს სისხლი ამიდუღდა, მსიამოვნებდა მის ჯერ ისევ ჩვეულებრივ მუცელზე თარეში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვაცნობიერებდი, რომ აქ ჩემი და მისი სიყვარულის ნაყოფი იჯდა.
-სამის ვარ, მაგრამ უკვე 1 თვეა რაც ვიცი, ველოდებოდი როდის მოეგებოდი გონს, იმედია დაფიქრდები ჩემს სიტყვებზე, ახლა კი წადი და მაშინ დაბრუნდი, როდესაც ფხიზელი იქნები-მითხრა მკაცრად და მეც მორჩილი ბავშვივით დავუქნიე თავი.
--
-ლაზარეს ვფიქრობ-გავიგონე მამაჩემის კაბინეტიდან ელენეს ხმა
-კარგია მომწონს, მაგრამ გოგო რომ იყოს?-იმედით აღსავსე ხმა ჰქონდა მამაჩემს
-მამიკო, გოგო თუ გინდა მოიყვანე ცოლი და თვითონ გააკეთე-შევედი ირონიული ღიმილით და ჭიქით ხელში მის კაბინეტში
-ბლა, ბლა, ბლა..-დაიჯღანა ის-შენნაირი კიდევ გოგო რომ მყოლოდა დაღუპული ვიყავი
-ვითომ მზე და მთვარე არ ამოსდის ჩემზე-გადავჩურჩულე ელენეს და გავიცინე
-თუ გოგო იქნება მარიამს ვარქმევ-როგორც კი თქვა ელენემ ორივეს, ჩემი და მამას მზერამ მისკენ გადაინაცვლა
-მიხარია-თბილად ჩაილაპარაკა მამამ და თვალებიდან შეუმჩნევლად მოიწმინდა ცრემლები
-სენტიმენტალურები-ჩავილაპარაკე ისე თითქოს საერთოდ არ გამხარებია მაგრამ ღიმილი მაინც ვერ შევიკავე.
---
-ჭიქა ისევ სავსე გაქვს, ეს რამეს ნიშნავს?-მას შემდეგ რაც ელენემ კაბინეტი დატოვა სასმელზე მანიშნა მამამ
-რას უნდა ნიშნავდეს?-გამეცინა მასზე და ერთ ყლუპად დავლიე სითხე.
-მოკლედ რამდენი წელია ვიცდი, მეგონა გონს მოეგებოდი, მაგრამ ჯანდაბა, შენ ისევ ისეთი : ხარ როგორიც ადრე იყავი-აშკარად გაბრაზებულია მამა
-მე ვარ სირ;ი?-მისი სიტყვებით გაოცებულმა ხელი გულზე მივიდე
-ან წახვალ და იმკურნალებ, ან მე თვითონ აგიკრძალავ ელენეს და ბავშვის ნახვას,გონს რომ მოხვალ მერე კი უკვე ძალიან გვიანი იქნება იცოდე-პაატასგან ასეთ პირობას ყველაზე ნაკლებად ველოდი
-ჩემი შვილის ნახვას ვერავინ ამიკრძალავს-ცივად ვთქვი და ფეხზე წამოვდექი, ჭიქით ხელში ისე დავტოვე მამის კაბინეტი მეტი არაფერი მითქვამს.
--
-შენი აზრით რა, რას გავაკეთებდი?-სიცილით ვუყურებ სულელ ფსიქოლოგს
-ბარგი მზად მაქვს და მივფრინავ დღეს საღამოს
---
-დაიბადა მა, პატარა მარიამი დაიბადა-ყურმილში მამას ხმა რომ მესმის ვხვდები ღირდა აქ გატარებული თვე ნახევარი
-სურათები გამომიგზავნე რა, გთხოვ-ლამისაა ტელეფონს დავადნე, მალევე ვიდეო ზარით მირეკავს მამა და მეც რა თქმა უნდა ვპასუხობ
ჯერ საწოლზე მძინარე გადაღლილი სახით მყოფ ელენეს ვუყურებ, შემდეგ კი კამერა პატარა მარიამს უახლოვდება რომელიც ვარდისფერ ნაჭერშია გახვეული და ტუჩებს საყვარლად აცმაცუნებს
-დღესვე მოვფრინავ-ვეუბნები მამას და კარადიდან ჩანთას ვიღებ ტანსაცმლის ჩასალაგებლად
-გთხოვ-მესმის ელენეს ხრიწიანი ხმა
-რამე თქვა?-ვეკითხები მამას, რადგან მგონია მას უთხრა რაღაც
-არ ჩამოხვიდე-კიდევ ერთხელ მესმის ხმა და კამერაც ელენეზე გადადის, მინაბული თვალებით მესაუბრება და ტუჩებს ენით ისველებს, მალევე აწვდის ჭიქით მამა წყალს და ისიც რამდენიმე ყლუპს სვამს
-მარიამის ხათრით, კიდევ 1 თვე მოიცადე და სრულიად ჯანმრთელი დაგვიბრუნდი, გთხოვ გაბრიელ-მისი სიტყვები იმდენად მოქმედებს ჩემზე მაშინვე ტელეფონს ვთიშავ და მუხლებში თავჩარგული ვჯდები იატაკზე.
-ახლა ელენეს გვერდით უნდა ვიყო, ახლა მის გვერდით უნდა ვიყო-ვიმეორებ დაპროგრამებულივით და ფეხზე ვდგები. ჩანთაში ყველაფერს ერთიანად ვყრი რაც ეტევა და ნაწილს ხელუხლებელს ვტოვებ.
კლინიკას ისევე ნებაყოფლობით ვტოვებ როგორც აქ მოვედი და პირველივე რეისით ვჯავშნი ბილეთს.
ზუსტად 10 საათის შემდეგ, თბილსის დროით დილის 7 საათზე კლინიკის წინ ვდგავარ და შესვლას ვერ ვბედავ.
ბოლოს მაინც შევდივარ და ექთნის დახმარებით ვაგნებ პალატას
ელენეს ძინავს და არც გაუგია ჩემი შესვლა, ბავშვსაც ძინავს მაგრამ ფრთხილად ვკიდებ ნამცეცა არსებას ხელს და ხელში ამყავს.
-ჩემო პატარა-ცერა თითით ისევე ვეფერები ძილისგან ოდნავ შეშუპებულ თვალებზე როგორც ელენეს და შემდეგ მოცუცქნულ ცხვირს ვუსვამ თითს.
-შენს გარეშე იქ ერთი თვე რა გამაჩერებდა მა?-ფრთხილად ვეხები ლოყაზე ტუჩებით და ელენესკენ გამირბის მზერა აცრემლებული რომ გვიყურებს
-შენ ხომ შემპირდი რომ იმკურნალებდი-ხმა გაბზარული აქვს მას
-ორივე მარიამის თავს გეფიცები, სასმელს აღარასდროს გავეკარები-დედას და შვილს ერთდროულად ვიფიცებ და ბავშვს ისევ საწოლში ვაწვენ.
ელენეს ვუწვები გვერდით და მანამ ვეფერები თმებზე სანამ კვლავ არ დაეძინება..
---
-გაბრიელ?-გაკვირვებულია ქალი აშკარად ჩემი სტუმრობით
-გამარჯობა თამარ-ვუღიმი და დივანზე ვჯდები
-დაამარცხე ალკოჰოლიზმი?-მეკითხება
-ლოთობა? კი მგონი-ვამბობ და ტელეფონით ბავშვის ფოტოს ვაჩვენებ
-ეს მარიამია-ვაცნობ და მეღიმება
-გილოცავ-მხოლოდ ერთ სიტყვას მეუბნება ქალი და მეხვევა
-შერიგდით?-სულელური კითხვები არ ელევა მას, რაზეც მეცინება
---
-ჩემო პრინცესავ, ჩემთან წამოხვალ?-ეკითხება ტიტინა მარიამს პაატა
-ბაბუ, ბაბუ-მისკენ მიიწევს ჭოჭინაში მჯდომი, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს პირველი სიტყვა ბაბუ თქვა და არა დედა
-წავიყვან მე, თქვენ კიდევ კარგად გაერთეთ-ხელში რაღაც ქაღალდებს გვაჩეჩებს, ბავშვი ჭოჭინიდან ამოყავს და ისე მიდის არაფერს გვეუბნება
-სად წაიყვანა?-გაოცებული უყურებს ელენე
მე კი კონვერტს ვხსნი და ორ ბილეთს რომ ვუყურებ მეცინება
-რა ბანალურია ეს კაცი, პარიზის ბილეთები გვაჩუქა.......







შეიძლება სულაც არ შეეფერება სათაური, გაუმართავია, აზრს მოკლებულია, ცუდია, იდიოტიზმია მაგრამ მაინც მინდა ჩემი ჩანაწერი გაგიზიაროთ, მადლობა ყველას ვინც კითხულობთ <3 <3 <3



№1 სტუმარი სტუმარი ანი

ძალიან სიყვარულიკო და თბილი ისტორია იყო...
მომეწონა ♡♡♡

 


№2  offline წევრი TamoTi

მომეწონა♥♥ძალიან საყვარლობა იყო♥♥♥

 


№3  offline წევრი დარინა

მე მიყვარს შენი ასეთი საოცარი გამოჩენებიი, ზუსტად ისეთი იყო ერთი ამოსუნთქვით რომ ჩავიკითხე და რამოდენიმე წუთი გამილამაზაა, სულ ველოდები შენს ასეთ უეცარ გამოჩენებს ვიცი რომ წინ სასიამოვნო წუთები მელოდება, უკვე ახალი ისტორიით გელოდები.

 


№4 სტუმარი სტუმარი nancho

დილის პოზიტივი იყო,სევდიანი,ტკბილი ,თბილი,.კარგი ხარ.

 


№5  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

სტუმარი ანი
ძალიან სიყვარულიკო და თბილი ისტორია იყო...
მომეწონა ♡♡♡

დიდი მადლობა❤️❤️❤️

Tamuna Gogaladze
მომეწონა♥♥ძალიან საყვარლობა იყო♥♥♥


❤️❤️❤️❤️მადლობა

დარინა
მე მიყვარს შენი ასეთი საოცარი გამოჩენებიი, ზუსტად ისეთი იყო ერთი ამოსუნთქვით რომ ჩავიკითხე და რამოდენიმე წუთი გამილამაზაა, სულ ველოდები შენს ასეთ უეცარ გამოჩენებს ვიცი რომ წინ სასიამოვნო წუთები მელოდება, უკვე ახალი ისტორიით გელოდები.

❤️❤️❤️❤️❤️როგორ მახარებს თქვენი თბილი კომენტარები❤️❤️❤️❤️

სტუმარი nancho
დილის პოზიტივი იყო,სევდიანი,ტკბილი ,თბილი,.კარგი ხარ.


მადლობა დიდი❤️❤️❤️❤️

 


№6  offline წევრი Maia G.

მშვენიერი დადებითი ემოცია მივიღე ამ ისტორიით,მთელი დღე მეყოფა,მიყვარს შენი ისტორიები ძალიან ❤❤❤

 


№7  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

მაია❤
მშვენიერი დადებითი ემოცია მივიღე ამ ისტორიით,მთელი დღე მეყოფა,მიყვარს შენი ისტორიები ძალიან ❤❤❤

დიდი დიდი მადლობა❤️❤️❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი ანა

ვკითხულობდი და არმინდოდა დამთავრებულიყოო ..... მადლობა შენ ♥ ველოდები ახალ ისტორიას მთელი გული და სულით ....

 


№9  offline წევრი elene2619

როგორ მიყვარს შენი ისტორიები ყველაფერი ზედმეტი გაწელილი სიუჟეტებით და ლაკონურად მოთხრობილი სასწაული ამბით heart_eyes ძალიან ძალიან მომეწონა heart_eyes
და მიყვარს ასე მოულოდნელად რომ გამოჩნდები ხოლომე heart_eyes

 


№10  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

სტუმარი ანა
ვკითხულობდი და არმინდოდა დამთავრებულიყოო ..... მადლობა შენ ♥ ველოდები ახალ ისტორიას მთელი გული და სულით ....

მადლობა❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️გულს მითბობთ❤️

elene2619
როგორ მიყვარს შენი ისტორიები ყველაფერი ზედმეტი გაწელილი სიუჟეტებით და ლაკონურად მოთხრობილი სასწაული ამბით heart_eyes ძალიან ძალიან მომეწონა heart_eyes
და მიყვარს ასე მოულოდნელად რომ გამოჩნდები ხოლომე heart_eyes

დიდი მადლობა ასე თბილი სიტყვებისთვის❤️❤️❤️❤️ ძალიან მიხარია

 


№11  offline წევრი Rania

Patara.kokrochina.bevrusmtqmeli da tkbili istoria iyo. Yochag
--------------------
Q.qimucadze

 


№12  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

Rania
Patara.kokrochina.bevrusmtqmeli da tkbili istoria iyo. Yochag

მადლობა❤️❤️❤️❤️

 


№13  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

აუ რა საყვარლობა და ტკბილობა იყო♥️♥️
სულ გაღიმებულმა ჩავიკითხე♥️
ყველაზე მეტად მამა-შვილური ურთიერთობა მესიამოვნა♥️♥️
როგორი ნაზია ელენე და როგორ შეეფერებიან ერთმანეთს♥️
ძალიან ტკბილად გქონდა დაწერილი თითოეული სიუჟეტი იმდენად ერწყმოდა ერთმანეთს არ მინდოდა დამთავრებულიყო და სულმეკითხა♥️
ძალიან მომეწონა ელენეს და გაბრიელის გაცნობის მომენტი აი ძაან რაღაცნაირობა იყო ან შენ ჩადე ეს ემოციები მასში ასე რომ შემიყვარდნენ მაგ მომენტიდან♥️♥️♥️

არ ვიცი რა გითხრა მართლა ძალიან მომეწონა ვისიამოვნე და იმდენად მესაყვარლა ეს ისტორია ვერ წარმოიდგენ ♥️♥️♥️

ყოჩაღ და წარმატებები ბევრი ასეთი მენახოს კიდე ♥️

 


№14  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ტკბილიწიწაკა
აუ რა საყვარლობა და ტკბილობა იყო♥️♥️
სულ გაღიმებულმა ჩავიკითხე♥️
ყველაზე მეტად მამა-შვილური ურთიერთობა მესიამოვნა♥️♥️
როგორი ნაზია ელენე და როგორ შეეფერებიან ერთმანეთს♥️
ძალიან ტკბილად გქონდა დაწერილი თითოეული სიუჟეტი იმდენად ერწყმოდა ერთმანეთს არ მინდოდა დამთავრებულიყო და სულმეკითხა♥️
ძალიან მომეწონა ელენეს და გაბრიელის გაცნობის მომენტი აი ძაან რაღაცნაირობა იყო ან შენ ჩადე ეს ემოციები მასში ასე რომ შემიყვარდნენ მაგ მომენტიდან♥️♥️♥️

არ ვიცი რა გითხრა მართლა ძალიან მომეწონა ვისიამოვნე და იმდენად მესაყვარლა ეს ისტორია ვერ წარმოიდგენ ♥️♥️♥️

ყოჩაღ და წარმატებები ბევრი ასეთი მენახოს კიდე ♥️

მართლა ტკბილი წიწაკა ხარ❤️❤️❤️❤️დიდი მადლობა თითოეული თბილი სიტყვისთვის არც კი ვიცი რა ვთქვა ისე გამაბედნიერმა უზარმაზარმა შეფასებამ❤️❤️❤️მოტივაციაა უდიდესი და აუცილებლად მალე იქნება შემდეგი ისტორია❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№15  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ჟოზე
როგორც ყოველთვის , პაწაწკუნტელა და სიყვარულობა,თბილი და ტკბილი ❤❤❤
ძალიან ვეგოისტობ :დდ მე შენი პირველი მკითხველი ვიყავი ,მარტო მე მიყვარდი და სხვები არ გიცნობდნენ დიდად :)) ახლა ნახე რამდენი ვინმე მეცილება შენს სიყვარულში :((
როგორ თბილ და ტკბილ კომენტარებს გიწერენ მინდა რომ ყველას დავიარო და ვუთხრა სათითაოდ რო მარდო დაკარგულის ტომაჩკა ხარ :დდ
ხო კაი ჩემით გავალ :)))
ძალიან ,ძალიან ვისიამოვნე ❤ მადლობა ამ პაწაწკუნტელა საოცრებისთვის

შენ ხომ იცი მაინც ჩემი გამორჩეული მკითხველი ხარ❤️❤️❤️ სულ ველოდები შენს კომენტარებს და დაკარგული რომ ხარ ხოლმე მაშინაც ვიცი აუცილებლად რომ გამოჩნდები❤️❤️❤️ვგიჟდები მე შენზე და აქ მორჩა რა!!:))❤️❤️

 


№16  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ჟოზე
ტომაჩკა
ჟოზე
როგორც ყოველთვის , პაწაწკუნტელა და სიყვარულობა,თბილი და ტკბილი ❤❤❤
ძალიან ვეგოისტობ :დდ მე შენი პირველი მკითხველი ვიყავი ,მარტო მე მიყვარდი და სხვები არ გიცნობდნენ დიდად :)) ახლა ნახე რამდენი ვინმე მეცილება შენს სიყვარულში :((
როგორ თბილ და ტკბილ კომენტარებს გიწერენ მინდა რომ ყველას დავიარო და ვუთხრა სათითაოდ რო მარდო დაკარგულის ტომაჩკა ხარ :დდ
ხო კაი ჩემით გავალ :)))
ძალიან ,ძალიან ვისიამოვნე ❤ მადლობა ამ პაწაწკუნტელა საოცრებისთვის

შენ ხომ იცი მაინც ჩემი გამორჩეული მკითხველი ხარ❤️❤️❤️ სულ ველოდები შენს კომენტარებს და დაკარგული რომ ხარ ხოლმე მაშინაც ვიცი აუცილებლად რომ გამოჩნდები❤️❤️❤️ვგიჟდები მე შენზე და აქ მორჩა რა!!:))❤️❤️

კი სულ შენთან ვარ მე ❤❤ რომ არ ელოდები მაშინაც ❤❤

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


მინდა გითხრა, რომ, ჩემი აზრით ეს ისტორია საუკეთესოა შენს ისტორიებს შორის. (ჩემი აზრით)
ძალიან მარტივი, თბილი, სახალისო და გულში ჩამწვდომი იყო.
განსაკუთრებით მომეწონა მამა-შვილის ურთიერთობა. ბევრი ვიცინე მათ დიალოგებზე.
საერთოდაც კარგი წყვილი გყავდა ,,შექმნილი".
ოდნავ ,,ამჩემფეხება", ოდნავ ,,ბაბნიკი" ოდნავ ,,მგრძნობიარე" და თამამი ბიჭი
და
მორცხვი, ნაზი და სათუთი გოგო.
Respect ♡
ძალიან შემიყვარდა უკვე.
P.S. შენც აღნიშნე და მაინც ვიტყვი - სათაური საერთოდ სხვა პლანეტაზეა. ;დდ
მაგრამ ისტორია იმდენად მომეწონა ჩემთვის მეასეხარისხოვანია სათაური.

 


№18  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

Maybillineსპაროლიდაავიწყდა
მინდა გითხრა, რომ, ჩემი აზრით ეს ისტორია საუკეთესოა შენს ისტორიებს შორის. (ჩემი აზრით)
ძალიან მარტივი, თბილი, სახალისო და გულში ჩამწვდომი იყო.
განსაკუთრებით მომეწონა მამა-შვილის ურთიერთობა. ბევრი ვიცინე მათ დიალოგებზე.
საერთოდაც კარგი წყვილი გყავდა ,,შექმნილი".
ოდნავ ,,ამჩემფეხება", ოდნავ ,,ბაბნიკი" ოდნავ ,,მგრძნობიარე" და თამამი ბიჭი
და
მორცხვი, ნაზი და სათუთი გოგო.
Respect ♡
ძალიან შემიყვარდა უკვე.
P.S. შენც აღნიშნე და მაინც ვიტყვი - სათაური საერთოდ სხვა პლანეტაზეა. ;დდ
მაგრამ ისტორია იმდენად მომეწონა ჩემთვის მეასეხარისხოვანია სათაური.

სათაური ყოველთვის ჩემი სუსტი წერტილია რა :დ :დ :დ :დ :დ :დ მადლობა დიდი ასეთი თბილი კიარა უთბილესი შეფასებისთვის <3 მიხარია ძალიან თუ მოგეწონა და ბედნიერი ვარ <3 <3 <3 <3

 


№19 სტუმარი ეკა

აუ ძაან მაგარია... ნეტავ იცოდეთ როგორ მიყვარს თქვენი ყოველი ისტორია დიდი მადლობა თქვენ რომ ასეთი ლამაზი ისტორიებით გვანებივრებთ ძალიან მიყვარხართ heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№20  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ეკა
აუ ძაან მაგარია... ნეტავ იცოდეთ როგორ მიყვარს თქვენი ყოველი ისტორია დიდი მადლობა თქვენ რომ ასეთი ლამაზი ისტორიებით გვანებივრებთ ძალიან მიყვარხართ heart_eyes heart_eyes heart_eyes

მადლობა შენ პირიქით❣️❣️

 


№21  offline წევრი Barbare ❤

მე ძალიან მომეწონა და სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობაა :დ ვაიმეე "ლომხვი"- ზე იმდენი ვიციიინეე 10 წლის სიცოცხლე მომემატა ????????
მადლობა დიდი ძალოან გამახარა ამ ისტორიამ.. რაღაც არაორდინალურად იყო თან ნაწერი და მშვენიალური იყო ❤ წარმატებები ❤

 


№22  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

Barbare ❤
მე ძალიან მომეწონა და სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობაა :დ ვაიმეე "ლომხვი"- ზე იმდენი ვიციიინეე 10 წლის სიცოცხლე მომემატა ????????
მადლობა დიდი ძალოან გამახარა ამ ისტორიამ.. რაღაც არაორდინალურად იყო თან ნაწერი და მშვენიალური იყო ❤ წარმატებები ❤

ძალიან დიდი მადლობაა❣️❣️ ძალიან მიხარია თუ ოდნავ მაინც გაგაბედნიერათ ნაწერმა❣️❤️❤️ ლომხვი კიდე მეც ძაან მომწონს :დ:დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent