მხოლოდ შენთვის.თავი 1.
-რომელი საათია. -ცას შეხედე და მიხვდები,რომ ჯერ ძალიან ადრეა. -და რატომ ადექი შენ ასე ადრე? -არ დამეძინა,შენ წადი დაწექი და მეც მოვალ. -შენ აქ შენს დარდებს ებრძვი და მე დავწვე,დავიძინო? როგორ ფიქრობ,დამეძინება როცა შენ აქ ხარ? -არ ვიცი,მეც არ ვიცი რა მინდა. -წავალ მაგარ ყავას გაგიკეთებ.რამდენიმე წუთში ფინჯნით ხელში მიუახლოვდა ელზა ალექსანდრეს მას კი ჩაერიმა და თვალები დახუჭა,ჯერ სუნით შეიგრძნო ყავის სიგემრიელე და შემდეგ თავად უგემრიელესი ყავა მოსვა და თითქოს გამოფხიზლდა.ელზა დაელოდა ალექსანდრეს კიდევ რას ეტყოდა,მაგრამ ისევ თავად დაარღვია დუმილი. -შეგიძლია მითხრა რა გაწუხებს? ხომ იცი რომ მოსმენა შემიძლია და რჩევის მოცემაც. -არაფერიც არ მაწუხებს,სიცხეა და ვერ ვიძინებ რა არის გაუგებარი ელზა. -კარგი ნუ ბრაზდები და გეგონოს რომ დაგიჯერე,არა ვერ დამაჯერებ, ვხვდები რომ რაღაც გაწუხებს. -ელზა წადი და დაიძინე,მეც მალე მოვალ.მკაცრი იყო ალექსანდრეს ხმა და ელზაც გაეცალა სიტყვის უთქმელად,ალექსანდრემ კი ტელეფონი ამოიღო და ღიმილით თქვა. -ხვალ ყველაფერი მზად იყოს,სახლში ყველაფერი გამოცვალეთ და სისუფთავით უნდა ბრწყინავდეს.გათიშა და საძინებელში წავიდა,ელზა ჩუმად იყო და ხმას არ იღებდა,ალექსიმ გვერდით მიუწვა და ღიმილით უთხრა. -გამიბრაზდი? -არა,რატომ უნდა გაგიბრაზდე. -მაშინ გადმობრუნდი ჩემსკენ. -მეძინება,უნდა დავიძინო. -როგორც გინდა.ალექსის მოეჩვენა რომ ელზა ტიროდა,უნდოდა ხელი მოეხვია და გულში ჩაეკრა,მაგრამ გაახსენდა სიურპრიზი და მისკენ გაწეული ხელი ისევ უკან წაიღო.დილით ელზა უხმოდ ადგა,ალექსანდრეს ტანისამოსი მოუმზადა,შემდეგ პატარა აიყვანა ხელში და წინა ღამის გულის ტკენა ბავშვთან ყოფნით გადაფარა.ალექსანდრე კი ადგა,თავი მოიწესრუგა და ელზას მკაცრად უთხრა. -მოემზადე, დღეს კომპანიაში მჭირდები. -ალექსანდრე იქ მე რა უნდა გავაკეთო.გაოცებულმა შეხედა ელზამ და მის თვალებში ალექსანდრემ ცრემლი შენიშნა,მაგრამ მის მტკიცე ხმას შერბილება არ ეტყობოდა. -გითხარი,რომ დღეს ჩემს გვერდით მჭირდები,რადგან მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს.ელზამ ყელში მოწოლილი ცრემლი უკან დააბრუნა და მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლა. -კარგი.მიმავალ ელზას ალექსანდრემ თვალი გააყოლა და იქვე მდგარ საყვარელ სიდედრს მიუბრუნდა და გაუღიმა,ელზამ ძალიან უბრალოდ ჩაიცვა,ასევე უბრალო მაკიაჟი გაიკეთა და დედასთან შევიდა.მერიმ შეხედა შვილს და გაოცებულმა უთხრა. -ელზა შვილო,საოცრად ლამაზად გამოიყურები. -ნუ აჭარბებ დედა მე მივდივარ და ბავშვს შენ გიტოვებ,არ მოაშივო და არ აატირო და რამე სასწაული არ გააკეთო. -შვილო,მეც გავზარდე შვილები. გაუბრაზდა შვილს მერი მაგრამ თავადაც ჩაეღიმა,ელზა კი იქვე მდგარ ალექსანდრეს მიუბრუნდა და ჯერ კიდევ გაბრაზებული ხმით უთხრა. -წავედით. -ჯერ შემომხედე.ელზამ შეხედა და იგივე ხმის ტონით უთხრა. -წავედით,ხომ თქვი მეჩქარებაო. -ელზა ასეთი უხასიათო უნდა იყო დღეს? მითხარი რა გამოგიკეთებს ხასიათს. -არ ვიცი და არც მინდა.ვერც იმას დაგპირდები,რომ ვისაც ვნახავ ყელზე შემოვეხვევი. -კარგი წავიდეთ,მაგრამ მაგ უხასიათობისათვის პასუხს აგებ ქალბატონო. -წინ დაიხედე,კიბეზე ფეხი არ დაგიცდეს.ალექსანდრეს ჩაეცინა,მასთან მოშორებით მდგარ მერის თვალი ჩაუკრა და კიბეებიც ჩაირბინა,მერიმ მაღლიდან უცქირა შვილს და სიძეს და ჩურჩულით თქვა. -ჩემმა სიძემ რაღაც ჩაიფიქრა.პატარა ხელში აიყვანა და ბედნიერი ხმით უთხრა. -დღეს დედას მამიკო სიურპრიზს უწყობს,შემდეგ რაღაც გაახსენდა და ტელეფონზე გადარეკა. -მერი დეიდა გისმენთ,გჭირდებათ რამე? -ნიკა შვილო,ალექსანდრე დღეს ელზას სიურპრიზს უწყობს? -არ ვიცი არაფერი.მერიმ მიხვდა რომ ნიკა სიმართლეს არ ეტყოდა და ცოტა მკაცრად უთხრა. -ნიკა მომისმინე,ხომ იცი რომ გიცნობ. -მე ნუ გამრევ მერი დეიდა,მე არაფერი არ ვიცი. -იცი და მეტყვი კიდეც. -არ ვიცი,არაფერი არ ვიცი.მერიმ სიმართლე ვერ გაიგო და გაბრაზდა ნიკაზე,ალექსანდრემ კარი გააღო და ელზა გაოცებული უცქერდა ბუშტებით და ყვავილებით მორთულ ეზოს. -ალექსანდრე ეს რა არის,რას ავღნიშნავთ. -საყვარელო რა დღეა დღეს? -დღეს? ღმერთო რა დღეა დღეს. -დღეს ხომ შენი.................. -დაბადების დღეა,ეს როგორ დამავიწყდა. -ჩვენი 8 წლიანი ქორწინების შემდეგ,შენ მე ქალიშვილი მაჩუქე,ჩემი მართა და მე უბედნიერესი კაცი ვარ,შენ ანუ თქვენ ორმა გამაბედნიერეთ.ხელი გაუწოდა,მანქანის კარი გაუღო და წინ თავის გვერდით დასვა.ჯერ უმისამართოდ იარა და შემდეგ ერთ უბრალო,პატარა სახლთან გააჩერა რომელიც ეზოს სიღრმეში სიმწვანეში კარგად არც კი ჩანდა.ელზამ ალექსანდრეს გადახედა და გაოცებულმა კითხა. -სად ვართ,რომელიმე ზღაპროს გმირის ხახლში? ეს რეალობაა თუ სიზმარში ვარ,რა სილამაზეა.ალექსანდრეს გაეღიმა,მანქანიდან გადავიდა და ელზას ხელი გაუწოდა რადგან დახმარებოდა მანქანიდან გადმოსვლაში და მანაც მოხდენილად დაადო ხელზე თავისი ნატიფი ხელი და მანქანიდან გადავიდა.ცნობისმოყვარეობა კლავდა ელზას და ალექსანდრეს კიდევ შეეკითხა. -ვისია ეს სახლი ალექსანდრე. -ეს სახლი იქნება დღეს ჩვენი ვნებიანი ღამოს მოწმე,მხოლოდ ამ სახლის კედლები გაიგონებს ჩემს ჩურჩულს და შენს კვნესას,ჩემი უსასრულო მოფერებით ჩემს სურვილებსაც გაგანდობ.დღეს მინდა ჩემი უსაზღვრო სიყვარული გაგიყო და მინდა გათენება ვერ იგრძნო ჩემთან ყოფნით. -წუხელ შენს გვერდით არ ვიწექი? -წუხელ გაბუტული ბავშვი იყავი,ძალიან მინდოდა შენი ცრემლიანი თვალები დამეკოცნა,მაგრამ სიურპრიზი ჩამეშლებოდა. -ნეტავ უშენოდ როგორ ვიცოცხლო,ალბად წლებიც უაზროდ ივლიდნენ ჩემთან ერთად. -8 წელია ჩემს გვერდით ხარ,მაგრამ თითქოს რაღაც მაკლდა,ვერ მავსებდი და უაზრო იყო ხანდახან ის წუთები როცა შენგან ვიყავი შორს.შენ მე შემავსე,მართა მაჩუქე შევივსე და სრულყოფილი გავხდი,ამიერიდან ჩვენ ერთად შევხვდებით მზის ამოსვლას.როცა ჩემს წინ ხარ და საუბრობ არ ვუსმენ რას ამბობ,მე ვუცქერ შენს ბაგეებს და შენსკენ მიზიდავენ,ამიტომ ახლავეს მანძილი შევამციროთ და ჩვენ ორი ერთმანეთით დავტკბეთ.ალექსანდრემ პერანგი ნელა-ნელა გაიხადა,ელზამ თავი გადააგდო და ვნებას აყვა,ალექსანდრეც მკერდისკენ დაუყვა და კვნესის ხმაც შემოესმა.ეს კვნესაა ელზას ყელიდან წამოსული რომ აგიჟებს და ავიწყებს ყველაფერს.აირია,აიშალა ვნება და სიმორცხვეც დაივიწყეს,ორი სხეულიდან ცხელმა ლავამ ამოხეთქა და შეერთდა,როგორც თქვა ალექსანდრემ ვნება მორეული კვნესა აიტაცა სახლის კედლებმა,ალექსანდრეს ჩურჩულიც მოედო კუთხიდან კუთხეს.დაწყნარდნენ,გაოფლილი სხეულები ერთმანეთს მოშორდა და ორივე ღრმად სუნთქავდა.ალექსანდრემ ზემოდან დააჩერდა ელზას და მკერდზე ხელი გადაუსვა,ყელშიც დაუტოვა კოცნა,მაგრამ უეცრად ელზას ხმა შემოესმა. -ხელი,ხელი აიღე მკერდზე მეტკინა ალექს.მწვავე ტკივილი იგრძნო და ტკივილი იმდენად ძლიერი იყო ცრემლიც კი გაჩნდა მის თვალში. -რა მოგივიდა,ძალიან გატკინე? -მკერდის არეში მტკივა ძალიან. -სხვა დროსაც გტკიოდა? -არა,ახლა ვიგრძენი.ნახე აქ რაღაც სიმაგრეს ვგრძნობ,დაადე ხელი. -აბა სად მაჩვენე.ალექსანდრემ მკერდზე დაადო ხელი და ჩურჩულით,ვნებიანი ხმით უთხრა. -ვგრძნობ და სწორედ ეს ადგილი მაგიჟებს. -ნუ ხუმრობ,მე მართლა გეუბნები. -მართლა ვიგრძენი და ხვალ წავალთ ექიმთან,გავიგებთ რა არის ეს სიმაგრე აქ ჩემს საყვარელ ადგილზე რატომ ამოყო თავი.ელზამ ალექსანდრეს არ დაელოდა და მეორე დილით ნაცნობ ექიმს მიაკითხა,ექიმმა დაკვირვებით გასინჯა ელზა და უთხრა. -ჩაიცვი ელზა. -რას მეტყვი ექიმო,უნდა მეშინოდეს? -ელზა დამშვიდდი და პანიკაში ნუ ჩავარდები,არის სიმაგრე მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ განუკურნებელია და ცუდია. -ფიქრობთ,რომ.................. -მე არაფერს არ ვფიქრობ,მაგრამ კარგია რომ შეამჩნიე თუ არა ექიმს მიმართე.ვხედავ ნერვიულობ,ამიტომ მე ჩემი მეგობრის ონკოლოგის ნომერს მოგცემ,ნახე და ის თავად გეტყვის არის თუ არ არის სანერვიულო.ელზამ მის ახლო მეგობარ მონიკას დაურეკა და შეხვედრა თხოვა,მონიკას არ მოეწოპნა ელზას ხმა და საჩქაროდ წავიდა შესახვედრად. -რა მოხდა,იტირე? -მონიკა ექიმთან ვიყავი -ექიმთან? რატომ,რა გჭირს ან რა გითხრა. -მარჯვენა ძუძუში სიმაგრეს ვგრძნობ. -მერე? რა გითხრა,ცუდი არისო? -პირდაპირ არ მითხრა,შეიძლება იყოს ის რისიც გეშინია და შეიძლება არაო.სხვა ექიმის,სპეციალისტის ნომერი მომცა და მითხრა აუცილებლად მივიდე მასთან. -მოიცადე საყვარელო,რომ დარწმუნებულიყავი ამიტომ გაგიშვა სპეციალისტთან. -მეშინია,მონიკა ძალიან მეშინია. -წინასწარ ნუ გამოიტირებ შენს თავს,აქ ვართ და ხომ იცი ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები. -კარგი სახლში წავალ და გთხოვ,ჯერ-ჯერობით არავის არაფერი არ უთხრა -როდემდე გინდა დამალო,სანამ არ წაიქცევი? -არა,არა ალექსანდრეს ვეტყვი მაგრამ დღეს არა,არ შემიძლია.ელზა წავიდა და მონიკამ თვალი გააყოლა და ჩურჩულით თქვა. -არა,არა უფალო ეს შეუძლებელია.ელზა 8 წელი შვილს ელოდებოდა,ახლა დედა გახდა და პატარას დედას ნუ წაართმევ,ელზა კარგად უნდა იყოს.ელზა სახლში ღიმილით შევიდა და პატარა ხელში აიყვანა,მოეფერა და მასთან ერთად დაეძინა,უკვე დაბინდებული იყო რომ გაეღვიძა და ფრთხილად ადგა,პლედი მოიფარა და ბაღში გავიდა,ვერც კი გაიგო როგორ მიუახლოვდა ალექსანდრე რომელმაც მისვლისთანავე ხელი მოხვია და ბაგეები დაუკოცნა,შემდეგ კი ჩურჩულით უთხრა. -სად მოგზაურობს ჩემი სიყვარული უჩემოდ? -შენი სიყვარული ახლა იწყებს მოგზაურობას. -საინტერესოა,მინდა ვიცოდე სად გინდა წასვლა უჩემოდ? -ალექსანდრე უნდა დაგელაპარაკო. -ელზა არ მომწონს შენი ხმის ტონი,რა მოხდა საყვარელო იტირე? ელზას ცრემლი მოერია და თავდახრილმა უთხრა. -დღეს უშენოდ წავედი ექიმთან. -ექიმთან? უჩემოდ წადი,რატომ ელზა. -იმ დღეს საშინელი ტკივილი რომ ვიგრძენი იმ დღემდე არ მიგრძვნია და შემეშინდა,მან კი სხვა ექიმთან გამიშვა,რომ დარწმუნდე სპეციალისტმა უნდა გნახოსო. -მერე? -მერე ხვალ უნდა მივიდე მასთან. -მეც მოვდივარ,ერთად წავალთ და გპირდები ყველაფერი კარგად იქნება.დილით ადრე გავიდა ელზა და ალექსანდრე ისე რომ არავინ არაფერი არ იცოდა. -მონიკას დავურეკო? -არა,ჩვენ წავიდეთ ნუ ვანერვიულებთ.ელზა ექიმთან შევიდა,გიორგი გარეთ ელოდებოდა და ნერვიულობდა,ელზა უარეს დღეში იყო და უეცრად ექიმის სიტყვები დედის ნანინასავეთ ჩაესმა. -ვერაფერს ვხედავ სანერვიულოს ქალბატონო. -დარწმუნებული ხართ ექიმო? -მე დარწმუნევბული ვარ,მაგრამ თქვენ რომ დარწმუნდეთ და დამშვიდდეთ ბიოფსია გავაკეთოთ.ალექსანდრეს შეეშინდა და კარზე ფრთხილად დააკაკუნა. -ექიმო შეიძლება? -დაკავებული ვარ. -ჩემი მეუღლეა, შეიძლება შემოვიდე? -ააა,მობრძანდით.ღიმილი შეაგება ექიმმა ალექსანდრეს და უთხრა. -რა ხდება ექიმო,საშიშია რამე? -თქვენ და თქვენი მეუღლე შეშინებულები ხართ,მაგრამ საშიში არაფერია,თუმცა კარგი იქნება თუ ყველა ანალიზს გავიკეთებთ.პირველი და აუცილებელი ბიოფსიაა. -როდის შეიძლება ეს ანალიზი გავაკეთოთ. -თუ შეგიძლიათ დღესვე. -პასუხი როდის იქნება ექიმო.ალექსანდრე არ იმჩნევდა ნერვიულობას,მაგრამ ექიმმა შეატყო და უთხრა. -ნუ ნერვიულობთ ყველაფერი კარგად იქნება.თქვენ წამობრძანდით,არ გეტკინებათ. -პასუხი როდის იქნება ექიმო. -8-10 დღე უნდა პასუხს,თქვენი ნომერი დამიტოვეთ და შეგატყობინებთ პასუხი როცა მოვა,მანამდე მეც მიჭირს დაზუსტებით რამე გითხრათ.მთელი რვა დღე დაძაბული იყო ელზა და ალექსანდრე ფიქრობდა რა ცოტა ხანს გასტანა ბედნიერებამ,შიშმა აიტანა და ელზას თვალებში შესცქეროდა,როგორც იქნა ექიმიდან შეტყობინება მიიღო და თავად წავიდა პასუხის გასაგებად,ექიმმა შეხედა თუ არა ალექსანდრეს და გაუღიმა,ხელში დაჭერილი კონვერტი ჩვენა. -უკვე ხელთ მაქვს თქვენი ბიოფსიის პასუხი. -ნახეთ? რას მეტყვით ექიმო საიმედოს,საჭიროა წავიყვანო საზღვარგარეთ და იქ ვუმკურნალო? -ბატონო ალექსანდრე დამშვიდდით,მეც თქვენთან ერთად ვნახავ პასუხს და გეტყვით ყველაფერს.ექიმმა კონვერტი გახსნა,დაკვირვებით წაიკითხა და ალექსანდრეს ღიმილით უთხრა. -დამშვიდდით,შეგიძლიათ გადაამოწმოთ სადაც ხელი მიგიწვდებათ,თქვენი მეუღლე სრულიად ჯამრთელია. ის არ არის, რისი შიშიც გქონდათ. -ის სიმაგრე რაც არის და ტკივილს გრძნობს. -ის არის კისტა რომელიც სხვადასხვა ზომისაა და ზოგიერთი მათგანი იწვევს ტკივილს,ეს ამოიკვეთება და ტკივილიც გაქრება,მაგრამ პირველ ეტაპზე მედიკამენტებით დავიწყებთ მკურნალობას და შესაძლებელია გაქრეს აბების მკურნალობით.გადაეცით თქვენს მეუღლეს,შეძლებს თუ არა ჩემთან მოვიდეს. -გადავცემ,შეიძლება წავიდე? -კი თავისუფალი ხართ.ალექსანდრე სახლში მოწყენილი შევიდა,თვალით ელზა მოძებნა და იქვე მყოფ მერის შეეკითხა. -ელზა სად არის. -თავის ოთახშია შვილო,მოხდა რამე? -არა,არაფერი წავალ ვნახავ.ალექსანდრემ მერის მხარზე დაადო ხელი და ელზას სანახავად წავიდა,საძინებლის კარი შეაღო და ელზა დაფიქრებული იჯდა,სუნით იგრძნო ალექსანდრეს მიახლოვება შეხედა და გაუღიმა. -შენ აქ ხარ ჩემს გვერდით და სხვა არავინ არ მაინტერესებს. -როგორ ხარ საყვარელო. -არ ვიცი,არ შემიძლია აგიხსნა როგორ ვარ,რას ვგრძნობ და რას განვიცდი. -ახსნა არაა საჭირო,რადგან ყველაფერს თავად ვხედავ. -სხვაა როცა შენს წინ ხედავ ნალა ნელა როგორ კვდება ადამიანი,როგორ მიდის შენგან და სულ სხვაა როცა თავად კვდები,ეს კი არ შეგიძლია თქვა რადგან არ გინდა გული ატკინო სხვას.საშინელია ალექსანდრე როცა სიცოცხლის დღეები დათვლილია და იცი სულ მალე აღარ იქნები. -ექიმთან უნდა წავიდეთ,პასუხები მოვიდა და უნდა ვნახოთ. -აქვს წასვლას აზრი? -აქვს აზრი და წავალთ. -მე წავალ დილით შენ კომპანიაში წადი. -მე წაგიყვან დაგტოვებ და რას გეტყვის ექიმი საღამოს მეტყვი.ალექსანდრეს უნდოდა თავად ეთქვა ელზასთვის რომ სანერვიულო არაფერი არ იყო,მაგრამ უნდოდა თავად მოესმინა ექიმიდან.კიდევ ერთი უძილო ღამე ცუდის მოლოდინში და დილით ალექსანდრესთან ერთად გავიდა სახლიდან,შეამჩნია რომ ელზა შიშისაგან ცახცახებდა და თავად მიიყვანა ექიმის კაბინეტთან,უნდა წასულიყო,რომ ელზამ ხელი ჩაჭიდა და აღარ გაუშვა,ალექსიმაც ხელზე ხელი მოუჭირა,ეს იმის გამო რომ იგრძნოს მის გვერდით ვინ დგას,რომ შეუძლია მის მხარს ბოლომდე დაეყრდნოს და მისგან მხარდაჭერა იგრძნოს.ელზამ კარი შეაღო და ექიმმა ღიმილით შეხედა. -ელზა მოხვედი? თქვენც აქ ხართ,ბატონო ალექსანდრე................ -მარტო არ გამოვუშვი,მეც მინდოდა ვყოფილიყავი მის გვერდით.ექიმი მიხვდა ალექსანდრეს ჩანაფიქრს და გაუღიმა,ალექსანდრემაც თვალი ჩაუკრა და ექიმმაც ელზას შეუმჩნევლად თავი დაუქნია. -შემეძლო ტელეფონშიდაც მეთქვა ჩემი სათქმელი,მაგრამ............... -ძალიან ცუდი პასუხებია? -არა,მინდა გითხრა რომ წინ ჯერ კიდევ ძალიან დიდი და გრძელი გზა გაქვს გასავლელი. -ეს რას ნიშნავს ექიმო,ვერ გავიგე. -ელზა მომისმინე,ნუ ნერვიულობ თქვენს ჯამრთელობას საფრთხე არ ემუქრება.თქვენს მკერდში თავი იჩინა ძუძუს ჯირყვალმა,სიმაგრეც არის მაგრამ ეს ექვემდებარება მკურნალობას.თქვენ ძალიან ადრე მიმართეთ ექიმს,სხვაგვარად შესაძლებელი იყო გვეფიქრა ცუდზე.სიმართლეს ვერ გავექცევით,თქვენ გაქვთ ,,ძუძუს კიბო'' მაგრამ კეთილთვისებიანი და ექვემდებარება მკურნალობას,სასიხარულო კი ეს არის. -დიაგნოზი რა არის ექიმო. -დიაგნოზი არის სიმსივნე,მაგრამ კეთილთვისებიანი.დღესვე დავიწყებთ მკურნალობას,მიიღებთ რეგულარულად წამლებს და შემდეგ ისევ გავიკეთებთ ტომოგრაფიას,მასთან ერთად სხვა ანალიზებსაც და რადგან დავრწმუნდეთ რომ სიმსივნე საბოლოოდ გაქრა თქვენი ორგანიზმიდან.ელზამ ალექსანდრეს შეხედა და აკანკალებული ხმით უთხრა. -ალექსანდრე................. -ყოველთვის გახსოვდეს რომ შენს გვერდით ვარ,შენ თუ მეტყვი მე თანახმა ვარ წავიდეთ გერმანიაში,ამერიკაში,თურქეთში.სადაც შენ მეტყვი,მხოლოდ შენ დამშვიდდე. -ძალიან კარგს იზამთ თუ თურქეთში წახვალთ და გადაამოწმებთ. -თქვენ,ექიმო თქვენ არ................... -ეს ყველაზე ბოლოს იფიქრეთ,ელზა თქვენ ვალდებული ხართ თქვენს ჯამრთელობაზე იფიქროთ.ექიმიდან წამოსულმა ნიკას და მონიკას დაურეკა და მასთან მისვლა სთხოვა,ყველასთვის მოულოდნელი იყო ალექსანდრეს თურქეთში გამგზავრება ელზასთან ერთად,მაგრამ სიმართლე თქვა. -ელზას ჯამრთელობის გადასამოწმებლად ეს აუცილებელია. -რა ჭირს ჩემს შვილს.იკითხა მერიმ და ცრემლით აევსო თვალები. -საშიში არაფერია,მაგრამ გამოკვლევას ჩაუტარებენ და უფრო მშვიდად ვიქნებით ყველა.სიჩუმეს მერის ჩუმი ქვითინი არღვევდა,წასვლის წინ მერიმ გულში ჩაიკრა შვილი და ცრემლნარევი ხმით უთხრა. -ჩვენ, მე და მართა დაგელოდებით,მე მჯერა შენ ჯამრთელი დაბრუნდები და ერთად გავზრდით ჩვენს პატარას შვილო. -ბავშვს გაბარებ სხვა არაფერი არ გევალება,იცოდე მართა უნდა ვიცნო რომ დავბრუნდები.ელზას სიტყვებზე ალექსანდრეს გაეცინა და დედას თავადაც გაუღიმა.თურქეთში ჩავიდნენ და სასტუმროში დაბინავდნენ,მეორე დღეს ექიმთან მივიდნენ.ექიმმა საქართველოში ჩატარებული ყველა ანალიზი ყურადღებით დაათვალიერა,იგივე ანალიზები გაიმეორეს თავიდან და ექიმმა ღრმად ამოისუნთქა ალექსანდრეს შეხედა და უთხრა. -ვერ გავიგე,თქვენ სამკურნალოდ ჩამოდით თურქეთში თუ შვებულების დღეების გატება გინდათ ჩვენს მხარეში.ქალბატონო ელზა თქვენი ანალიზები საშიში არ არის,თქვენ ხართ ჩვეულებრივი ადამიანი ვისაც შეუძლია უფლის მიერ ბოძებული სიცოცხლით იცხოვროს,მაგრამ არ შემიძლია არ გითხრათ ყოჩაღ,რომ ჯამრთელობას ასეთი დიდიყურადღება მიაქციეთ.მე მხოლოდ ის დამრჩა რომ ბედნიერება გისურვოთ,თქვენ სრულიად ჯამრთელი ხართ.ორივემ ბედნიერი ღიმილით დატოვეს ექიმის კაბინეტი და რამდენიმე დღე თავიანთ თავს მიუძღვნეს,მათი სიხარულით კი ყველა გახარებული იყო. -რადგან ყველაფერი კარგად არის,მოდი რამოდენიმე დღე ჩვენს თავს მივუძღვნათ ვინ იცის როდის მივიცით კიდევ ერთმანეთისთვის.რას იტყვი,თანახმა ხარ? -კარგი,თანახმა ვარ ალექსანდრე. -მე ხშირად დავდიოდი თურქეთში და მოდი ჩემს საყვარელ ადგილებს გაჩვენებ და ჩემს საყვარელ კაფეშიც შეგიყვან. -შემეშინდა,ძალიან შემეშინდა რომ დაგკარგავდი და ვეღარასოდეს ვეღარ გნახავდი. -დაწყნარდი,მთავარია ყველაფერმა კარგად ჩაიარა და წინ კიდევ ბევრი ბედნიერი წლები ერთად ვიქნებით,ერთმანეთის გვერდით. -გუშინ რომ ვიყავით იმ ადგილზე მინდა კიდევ ერთხელ წამიყვანო ძალიან მომეწონა. -სანაპიროზე? -ჰო სანაპიროზე,დავინახე იქ ერთი პატარა ბიჭი ხელით ნაკეთებ სამკაულებს ყიდდა,ძალიან მომეწონა და მინდა ვიყიდო. -გასაგებია,გინდა ახლავეს წავიდეთ? -მართლა გინდა ახლავეს წავიდეთ,არ დაიღალე? -შენთან როცა ვარ,განა ვგრძნობ დაღლას? -წავიდეთ და თან საღამოა და სასიამოვნოა ფეხით გავლა.ხელი-ხელ გადახვეულები მიდიოდნენ და იმ ადგილზეც მივიდნენ. -აბა სად ხედავ აქ პატარა ბიჭს? ელზამ თვალი მოავლო იმ ადგილს სადაც ბიჭი დაინახა, უეცრად სახე გაუნათდა და ღიმილმა გაუპო ბაგე. -ვხედავ,აი იქ არის.ორივე ღიმილით მიუახლოვდა ბიჭს და ერთი სამკაული დიდი სიფრთხილით აიღო ხელში დააკვირდა და შემდეგ ბიჭუნას მიუბრუნდა. -ავიღებ ამ სამკაულს ძალიან მომწონს,რა ღირს? -30 ლირა ქალბატონო. -ალექს მე მსხვილი კუპიურა მაქვს,გაქვს დაშლილი ფული? -რამდენი უნდა მივცე. -30 ლირა მაგრამ ნახე მთელი დღე აქ დგას,შენ 40 ლირა მიეცი.ალექსანდრემ ფული გადაიხადა,ელზამ სამკაული გაიკეთა და ღიმილით დაიწყო სხვა სამკაულების დათვალიერება,ალექსანდრე ღიმილით უცქერდა საყვარელ ქალს,რომ მისმა ტელეფონმა შეახსენა თავი. -გისმენ პაატა. -მისმენ? მითხარი როგორ ხართ, ნიკამ მითხრა ყველაფერი და ვინერვიულე. -ყველაფერი კარგადაა მადლობა უფალს. -დაბრუნებით როდის დაბრუნდები თუ გადაიფიქრე. -არა რა გადავიფიქრე,მაგრამ კიდევ რამდენიმე დღე გავჩერდებით,მინდა გავიხსენო რომ პირადი ცხოვრებაც მაქვს ჩემი კომპანიის გარდა. -კარგი,კარგი კარგად დაისვენეთ და ელზა მომიკითხე. -მეც მომიკითხე ოჯახი პაატა,ალექსანდრემ ტელეფონი გათიშა შემობრუნდა და ელზა ვეღარ დაინახა,ჯერ დაელოდა და შემდეგ შეშინებულმა მისი ძებნა დაიწყო.ყველას ეკითხებოდა,ელზას ფოტოს აჩვენებდა მაგრამ ელზას კვალს ვერსად ვერ მიაგნო,ბოლოს დაღლილმა ისევ იმ ბიჭუნასთან მივიდა და შეეკითხა. -მიცანი? -კი გიცანით,თქვენ ხომ სამკაული იყიდეთ ჩემგან. -მე რომ ქალბატონი მახლდა,იმ ქალბატონს შეხედე საით წავიდა? -თქვენ რომ საუბრობდით აქ მოვიდა,მაგრამ შემდეგ იმ გზით წავიდა.ალექსანდრე ბიჭუნას ნაჩვენებ გზას გახედა და თავადაც იმ გზაზე გაიარა,რამოდენიმე ნაბიჯის შემდეგ სწორედ ის სამკაული ნახა ქვაფენილზე დაგდებული რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ იყიდა ელზამ.ალექსანდრე არც დაფიქრდა პოლიციაში წავიდა ანერვიულებულმა პროკურორთან მოითხოვა შეხვედრა. -პროკურორს შეხვედრა აქვს, უნდა დაელოდოთ. -დაველოდები.თქვა ალექსანდრემ და ნერვიულად დაიწყო სიარული,ყველას ყურადღება მიიქცია და როგორც იქნა პროკურორიც განთავისუფლდა და ალექსანდრე მის წინ იჯდა,ნერვიულად ყვებოდა რაც შეემთხვა. -ვერ დაგეხმარებით,48 საათი უნდა გავიდეს მისი დაკარგვიდან და მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ჩავერიოთ და ძებნა დავიწყოთ თქვენი მეუღლის. -48 საათი როგორ მოვიცადო პროკურორო,ეს ხომ დიდი დროა. -უნდა მოითმინოთ,დაელოდოთ და მე გირჩევდით თქვენს საელჩოს მიმართოთ,იქ შეგიძლიათ განაცხადოთ თქვენი ტკივილის შესახებ,ვალდებულია თქვენმა საელჩომ გაიგოს თავიანთი ქვეყნის მოქალაქის დაკარგვა,ეს ყელსაბამი ნამდვილად თქვენს მეუღლეს ეკუთნის? -კი ეს ჩემს ელზას ეკუთნის,მისი გაუჩინარებამდე რამდენიმე წუთით ადრე ვუყიდე.პროკურორი ჩაფიქრდა და ყელსაბამს აკვირდებოდა და ალექსანდრეს შეხედა. -რას ფიქრობთ პროკურორო,მე მზად ვარ მოგისმინოთ. -არ დაგიფარავთ და პირდაპირ გეტყვით,იმ ადგილზე ძალიან ხშირად იკარგება ახალგაზრდა ქალები,ვფიქრობ შესაძლებელია თქვენი მეუღლე გაიტაცეს. -გაიტაცეს? -დიახ,შესაძლებელია გატაცებასთან გვქონდეს საქმე. -გატაცებასთან? თქვენ გინდათ მითხრათ ჩემი მეუღლე გაიტაცეს? -თუ თავის ნებით არ გაჰყვა ვინმე მამაკაცს,უნდა ვივარაუდოთ რომ ეს გატაცებაა და მისი პოვნა გაგვიჭირდება. -არა,არა ელზა თავის ნებით არავის არ გაჰყვებოდა,ეს შეუძლებელია. -48 საათი გავიდეს და იმედია გავარკვევთ და ვიპოვით.უიმედოდ დატოვა პროკურორის კაბინეტი და გეზი პირდაპირ საქართველოს საელჩოსკენ აიღო,შევიდა თუ არა შენობაში,ალექსანდრეს ახალგაზრდა მამაკაცი მიუახლოვდა. -თქვენ ხართ ალექსანდრე აბაშიძე? -დიახ მე ვარ,თქვენ საიდან იცით ჩემი ვინაობა. -ჩვენ პოლიცია დაგვიკავშირდა და გვითხრა რაც შეგემთხვათ,მეუღლის ფოტო თან გაქვთ? -დიახ აქ მაქვს. -წამობრძანდით მაღლა ავიდეთ,მე ზურა ემირიძე ვარ და გპირდებით ყველაფერს გავაკეთებთ რაც კი ჩვენზე არის დამოკიდებული. -პოლიციის გარეშე შეუძლებელია რამე კვალს მივაგნოთ.თქვა ალექსანდრემ და ზურას შეხედა. -ჩვენ შევხვდით პოლიციას და ვისაუბრეთ,ველოდებით 48 საათი გავიდეს და ერთად ვიმოქმედებთ.ახლა მხოლოდ რაც შემიძლია,ხვალიდან ყველა გაზეთის პირველ გვერძე იყოს დაკარგულის ფოტო,როგორც პოლიციამ მითხრა და ისინიც ვარაუდობენ რომ ადამიანის გატაცებასთან გვაქვს საქმე. -მეც ასე ვფიქრობ,ყელსაბამიც ქვაფენილზე დაგდებული ვიპოვე,ელზამ ეს ყელსაბამი სულ რამდენიმე წუთის წინ იყიდა. -შესაძლებელია ფულის გამო გაიტაცეს,თქვენ ხომ ბიზნესმენი ხართ იქნებ მტერი გყავთ და შანსი არ გაუშვა ხელიდან. -არა,არა შეუძლებელია.შეიძლება გაქურდეს და მოულოდნელად ცუდი რამ მოხდა და სადმე დატოვეს გულწასული? -თუ ასეა მალე ვიპოვით,მაგრამ ერთი კითხვა მიტრიალებს თავში. -გისმენ მითხარი. -შესაძლებელია ეს ყველაფერი დადგმული იყოს და იქნებ თავისი ნებით გაყვა სხვა მამაკაცს? -არა,არა ეს შეუძლებელია.ეს პოლიციელმაც მითხრა,მაგრამ შეუძლებელია ელზა არასოდეს მომექცევა ასე მტკივნეულად,მე მას ვიცნობ და ვგრძნობ,რომ მას რაღაც უჭირს.ჩვენ 8 წელია დაქორწინებულები ვართ და შვილი ახლახანს შეგვეძინა,ჩვენ ბედნიერი ოჯახი გვაქვს. -მომისმინეთ.................... -თქვენ მომისმინეთ,ჩვენ აქ არ ჩამოვსულვართ გასართობად,ჩვენ ექიმთან ჩამოვედით. -გასაგებია. -ნუ გამოიტანთ წინასწარ დასკვნებს ისე რომ ჯერ არ გაიგოთ რა როგორ მოხდა,შეიძლება გქონდათ უამრავი მსგავსი შემთხვევა,არაფერია გამორიცხული,მაგრამ ელზას ვგრძნობ უჭირს,მას დახმარება ჭირდება და ყველაზე ცუდი ის არის რომ არ შემიძლია დავეხმარო. -თუ არ დამშვიდდებით გაგიჭირდებათ იფიქროთ ლოგიკურად. -გთხოვთ,იღონეთ რამე და მაპოვნინეთ ჩემი მეუღლე ცოცხალი და უვნებელი. -შევეცდები ყველაფერს გავაკეთებთ რომ ვიპოვოთ. ალექსანდრე სასტუმროში დაბრუნდა,მთელი დღის უჭმელობისგან მას თავბრუ დაეხვა და თავის ნომერში უგონოდ დაეცა,რამდენიმე საათის შემდეგ თვალი გაახილა და ბუნდოვნად დაინახა მის საწოლთან მდგარი ზურა რომელსაც გაოცებულმა შეხედა და ჩახლეჩილი ხმით უთხრა. -სად ვარ,ან შენ აქ რას აკეთებ. -საავადმყოფოში ხარ,გულწასული გნახეთ და მოგიყვანეთ,ნერვიულობისგან მაღალი სიცხე გაქვს. -რამდენი საათია რაც აქ ვარ. -სადაცაა გათენდება,ძლიერი დამამშვიდებელი გაგიკეთეს და ისევ დაიძინებ.ალექსანდრემ ვერც გაიგო ბოლომდე რა უთხრა ზაზამ რადგან დაეძინა და მშვიდად სუნთქავდა,დილით ყველა გაზეთის პირველ გვერდს ელზას ფოტო ამშვენებდა,ელზა კი ერთ ბნელ ოთახში იწვა სახე დალურჯებული და სიცხისგან იწვოდა,თვალი გაახილა და ძლივს გასაგონი სუსტი ხმით იკითხა. -სად ვარ,ვინ ხარ და ჩემგან რა გინდა. -დამშვიდდი აქ ვერავინ შეგეხება.ელზამ თვალები დახუჭა თუ არა უცნობმა ელზას ჩანთა აიღო,ოთახიდან გავიდა და მისი ნივთები ერთ დიდ სკივრში ჩაკეტა.ალექსანდრემ დილით გაიღვიძა და თავი უკეთესად იგრძნო,ზურა ისევ იქ იყო არ მოცილდა და უთხრა. -ალექსანდრე ცუდი ამბავი გვაქვს. -რა მოხდა,რამე კვალს მიაგენით? -პოლიცია დაგვიკავშირდა,ნაპოვნია ქალის გვამი. -სად,რა მოხდა. -მოხდა ავტო საგზაო შემთხვევა,ჯიპს ცეცხლი წაეკიდა და გამვლელბმა შეძლეს ცეცხლის ჩაქრობა,მაგრამ შიგნით მყოფი ვერ გადაარჩინეს,ის დაიწვა ცოცხლად. -ფიქრობ რომ ის ქალი ჩემი ელზა არის? -გამორიცხული არაფერია. -უნდა ვნახო,უნდა შევხედო.ალექსანდრე გვამის ამოსაცნობად წაიყვანეს და შეხედა თუ არა ერთიანად დანახშირებულ გვამს,თქვა. -ეს არ არის ჩემი ელზა. -ანალიზებმა აჩვენა,ის 35 წლის არის და ასაკით თქვენს მეუღლეს ედარება. -არა,არა შეუძლებელია ელზას ბეჭედი ეკეთა. -ყველაფერი ვიფიქრეთ,პოლიციამ დაადგინა რომ თქვენი მეუღლე ჯერ გაიტაცეს და შემდეგ გაქურდეს წინააღმდეგობის მიზნით,მათ მოახდინეს ეს ავტო საგზაო შემთხვევა და მხოლოდ უგრძნობად მყოფი ქალი დატოვეს მანქანაში მარტო,სხვები კი გაიქცნენ ის კი მანქანასთან ერთად დაიწვა. -რაც გინდათ ის თქვით,რაც გინდათ ის სცენარი შეადგინეთ,ჩემი მეუღლე იქ არ წევს,ეს თქვენ გინდათ დაასრულოთ ძებნა,მაგრამ მე გავაგრძელებ მის ძებნას და ვიპოვი მას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.