შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ შენთვის.თავი 2.


28-08-2019, 03:43
ავტორი zia-maria
ნანახია 3 387

ბედნიეი წუთები ალექსანდრესათვის სულ რამდენიმე წამში ტკივილად იქცა,ტკივილი რომელსაც მთელი ცხოვრება უნდა ატაროს.
-როგორც არასდროს,ჩემს ცხოვრებაში ახლა მინდა ვიტირო.მხოლოდ ეს იყო ჩვენი ბედნიერი ცხოვრება,მხოლოდ 8 წელი? უშენოდ რა გავაკეთო,უშენოდ არ ვიცი ცხოვრება როგორ გავატარო,როგორ გავაგრძელო.ერთ წამში გაქრი ჩემი თვალთა-ხედვიდან და ეს ყველაფერი ღამეულ კოშმარს დაემსგავსა,გაქრი ისე ელზა რომ არანაირი კვალი არ დატოვე და თითქოს არც ყოფილხარ არასოდეს ჩემს გვერდით.გულზე ხელს ვიდებ და მისი სუსტი ფეთქვით ვგრძნობ რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ.არ ვიცი რა ვუთხრა მერის,რა ვუთხრა მართას უფალო შემიცოდე და მიჩვენე გზა სად ვეძებო ჩემი ქალი,ჩემი ელზა.ალექსანდრე საელჩოდან პოლიციაში,პოლიციიდან საელჩოში ტკეპნიდა გზას,ელზა კი ერთ ბნელ ოთახში ჩაკეტილი სიცხისგან იწვოდა და ბორგავდა გაურკვეველ სიტყვებს,მხოლოდ მესამე დღეს გაახილა თვალი და მის საწოლთან ჩაძინებულ უცნობ მამაკაცს შეხედა.ამოუცნობი გამოხედვა ჰქონდა ელზას მამაკაცმა იგრძნო ელზას გაღვიძება,თვალი გაახილა და ელზას გაუღიმა,მაგრამ თვალი აარიდა და ოთახიდანაც გავიდა,რამდენიმე წუთში ჭიქით ხელში დაბრუნდა და საოცრად დახვეწილი ხმით უთხრა.
-წყალი მოგიტანე,მესამე დღეა წყალიც არ დაგილევია.მოეხმარა,თავი წამოუწია და თავისივე ხელით შეასვა ჭიქიდან წყალი,ჭიქა იქვე საწოლთან მდგარ ტუმბოზე დადგა და ოთახიდან გავიდა.ელზამ შეეცადა ადგომას და ადგა კიდეც,თავზე ხელი მოიკიდა რადგან იფიქრა ასე თავბრუხვევას შეაჩერებდა,მაგრამ სადაც იყო წაიქცეოდა და ისევ საწოლზე ჩამოჯდა.
-არ უნდა ამდგარიყავი,ჯერ კიდევ სუსტად ხარ თან სამი დღის მშიერი,წავალ რამეს მოგიმზადებ და ცოტა ძალაზეც მოხვალ.
-არა,არ წახვიდეთ.მამაკაცმა გაოცებულმა შეხედა ელზას და უთხრა.
-არ წავიდე?
-არ წახვიდეთ,მითხარით სად ვარ და რა დამემართა.
-მე გადაგარჩინე,სასეირნოდ ვიყავით გასულები და თავს დაგვესხნენ,ჩვენს გაქურდვას შეეცადნენ,მაგრამ გავუმკლავდი და გაიქცნენ.
-სად,სად მოხდა ეს თავდასხმა.
-სანაპიროზე.
-სანაპიროზე? სად,რომელ სანაპიროზე.
-არ გახსოვს? სახე დალურჯებული გქონდა დარტყმისგან,მაგრამ საფენები გადე და გაიარა უკვე სილურჯემ სულ ცოტა არის დარჩენილი,ესეც გაივლის.
-მე რატომ არაფერი არ მახსოვს.
-ალბად ეს შოკის ბრალია,ჯერ კიდევ შოკში ხარ მომხდარით.
-ტყუილს ამბობ,ეს ყველაფერი ტყუილია.უთხრა ელზამ და ფეხზე წამოდგა,მაგრამ სისუსტისგან ძალა არ ჰქონდა და უცნობი მამაკაცის მკლავებში ჩავარდა.მამაკაცმა ხელი მოხვია,თვალებში ჩახედა და შეეკითხა.
-გახსოვს რა გქვია,შენი სახელი გახსოვს? ელზა დაფიქრდა და გაოცებულმა თქვა.
-არა,არ მახსოვს,არ ვიცი ვინ ვარ,რა მქვია.მამაკაცმა საწოლზე დასვა ელზა და თავადაც გვერდით მიუჯდა.
-დაწყნარდი,ეს შოკის ბრალია.იქნებ შეძლო და გაიხსენო ათი დღის უკან ვინ იყავი,როგორი ცხოვრებით ცხოვრობდი.ელზა დაფიქრდა და ვერაფერი გაიხსენა,უცნობ მამაკაცს შეხედა და ტირილით თქვა.
-არა,არ მახსოვს,ვერაფერს ვერ ვიხსენებ.თქვენ? ვინ ხართ თქვენ,აქ რატომ ხართ.
-საყვარელო მე შენი ქმარი ვარ,აქ ჩვენი სახლია ჩვენი ბუდე სოფია.
-საყვარელო? ჩვენ მართლა ცოლ-ქმარი ვართ?
-ასეა ჩვენ 10 წლის უკან დავქორწინდით.
-ბავშვები? შვილები არ გვყავს?
-სამწუხაროდ არა,ეს ჩემი პრობლემაა და არა შენი,მაგრამ ჩვენ ასედაც ბედნიერები ვართ.ალექსანდრემ სამი დღის განმავლობაში ვერაფერ კვალს ვერ მიაგნო,ბარგი შეკრა და თბილიში დაბრუნდა,მაგრამ არ მივიდა პირდაპირ სახლში,არ უნდოდა იმ სახლში შესვლა სადაც ელზასთან ერთად ბედნიერი დღეები ახსოვდა მხოლოდ.ჩამოვიდა თბილიში და სასტუმროში დაბინავდა,შემდეგ მის ბავშვობის მეგობარს თომას დაურეკა.
-გისმენ ალექსანდრე გადაწყვიტე წამოხვიდე, დაგხვდე?
-თომა არავის არაფერი არ უთხრა,ჩვენს კაფეში მოდი.
-რა გჭირს,რა ხმა გაქვს ალექსანდრე რამე მოხდა?
-მოდი სასწრაფოდ გელოდები.თომას უცნაურად მოეჩვენა ალექსანდრეს ზარიც და ხმაც.
-ეს ხომ ქართული ნომერია,ის ჩამოვიდა მაგრამ რა მოხდა.საჩქაროდ დატოვა თავისი კაბინეტი და ალექსანდრეს სანახავად წავიდა,შეხედა დაღონებულ ალექსანდრეს და მის მახსოვრობას არ ახსოვდა ის ასეთი მოუწესრიგებელი.
-ღმერთო რაღაც მოხდა,რაღაც მნიშვნელოვანი.მიუახლოვდა მხარზე ხელი დაადო,მის წინ დაჯდა და ალექსანდრეს შეხედა.
-ალექსანდრე რა მოხდა მეგობარო,ელზა სად არის. ალექსანდრემ თომას შეხედა და უთხრა.
-არ ვიცი.
-როგორ თუ არ იცი.
-არ ვიცი,თომა ელზა გაქრა
-როგორ თუ გაქრა,სად გაქრა რას ამბობ მარტო რატომ დაბრუნდი.
-ასე უბრალოდ გაქრა,სამი დღეა ელზას კვალს ვერ მივაგენით,მას პოლიციაც ეძებს და საელჩოც.
-დაუჯერებელია,ელზას წლებია ვიცნობ და არ შემიძლია მასზე ცუდი ვთქვა,დარწმუნებით შემიძლია ვთქვა როგორ თავდავიწყებით უყვარხარ,რა მოხდა იქ წასვლით.
-არ ვიცი,ვცდილობ ახსნა მოვუძებნო ამ ყველაფერს,მის გაუჩინარებას,მაგრამ ვერანაირი აზრი ვერ გამოვიტანე.
-მესროლე ხმას არ ამოვიღებ და ვერ დავიჯერებ,რომ ელზამ ეს შეგნებულად და გააზრებულად მიგატოვა იმ უცხო მხარეში და გაუჩინარდა.არა,არა,არა ის არ მოიქცეოდა ასე აუხსნელად,ასე უთქმელად.მეც ვცდილობ ავხსნა მისი გაუჩინარება.ალექსანდრე იქნებ მართლა იმ ავტო-საგზაო შემთხვევაზე რომ თქვი,იქნებ შენ ვერ იცანი დამწვარი სხეული და ის ელზა იყო?
-არა,დარწმუნებული ვარ თომა ის არ არის ჩემი ელზა.თომა,ელზა ცოცხალია და მას უჭირს,ის გასაჭირშია და მე ვერ ვშველი.დამიბრუნდი,ელზა დამიბრუნდი სად ხარ საყვარელო,მხოლოდ შენთვის ფეთქავს ჩემი გული,მხოლოდ შენთვის.
ცრემლში გათენებული სამი ღამე,დრო სწრაფად გადის და ტკივილიც იზრდება,ტკივილთან ერთად სუნთქვა უჭირს,უნდა გაიხსენოს ვინ იყო რამდენიმე დღის წინ,მაგრამ ვერ იხსენებს რა დაემართა, რა ჭირს.ნელა,ფრთხილად დააბიჯებს ნაირფერად აყვავებულ ბაღში,ვარდები მისი სუსტი წერტილია,მაგრამ ახლა არ ახარებს ვარდების შეხედვა,ვერანაირ მოგონებას ვერ იხსენებს.
-ვერაფერს ვერ ვიხსენებ,რა მჭირს.მინდა ვიცოდე ვინ ვარ,რა დამემართა,მითხარი გთხოვ.მითხარი რომ შენ ექიმი ხარ და ჩემი ქმარი ხარ,როგორ შეიძლება ადამიანს საკუთარი ქმარი დაგავიწყდეს.
-მე შენი ქმარი ვარ სოფია.უთხრა მამაკაცმა ელზას და ხელი მოხვია,მაგრამ ელზამ ორი ნაბიჯით უკან დაიხია,თვალებში ჩახედა მის წინ მდგარ მამაკაცს და უთხრა.
-არა,რაღაც სხვა ხდება ჩემს თავს,დარწმუნებული ვარ შენ არ ხარ ჩემი ქმარი ასეთი ცივი ადამიანი.
-შეშინებული ხარ,მაგრამ მალე გადაგიარს შიში და მიხვდები რომ მე არ ვტყუი,ჩვენ ვიქორწინეთ სოფია ათი წლის უკან და ათი წელია ერთად ვცხოვრობთ.
-არა,ასე ცარიელი არ უნდა იყოს ჩემი თავი რაღაც კონა უნდა ჰქონდეს შემორჩენილი ჩემს მეხსიერებას,მაგრამ არაფერია, ცარიელია მეხსიერების ბარათი.

-გინდა წამოგყვე,მარტო წახვალ?
-არა,წავალ და მინდა მარტო ვიყო,უნდა დავფიქრდე.
-თუ რამე დაგჭირდეს,დროს არ შეხედო ალექსანდრე დამირეკე და შენთან გავჩნდები.
-მადლობა თომა მეგობარო.ალექსანდრე წავიდა და ფრთხილად შეაღო სახლის კარები,ეგონა შეუმჩნევლად შევიდოდა,მაგრამ მისი თვალები მერის თვალებს შეეჩეხა.
-ალექსანდრე? ჯერ არ გელოდით შვილო ელზა სად არის.
-მერიემ გთხოვ მომისმინე.
-რა მოხდა,ჩემი შვილი სად არის ალექსანდრე მარტო რატომ დაბრუნდი.
-გთხოვ ძლიერი იყავი ჩემო მერი,ჩემო მერიემ როგორც ხედავ მარტო დავბნრუნდი.
-კითხვა დაგისვი ალექსანდრე,სად არის ელზა.
-დამშვიდდი და ყველაფერს გეტყვი,რაც შეეხება მაგ კითხვას პასუხი არ მაქვს რადგან მეც არ ვიცი სად არის ელზა.კითხვაზე პასუხს მეც ვეძებ,მაგრამ მაპატიე არ მაქვს რადგან მე თავად არ ვიცი სად არის ჩემი ელზა.
-როგორ თუ არ იცი ელზა სად არის.მერის თანდათან სიბრაზე ეტყობოდა ხმაში,მაგრამ ალექსანდრე ძალიან უყვარდა და იცოდა თუ როგორ ძალიან უყვარდა ელზა და ხედავდა მის წინ სამ დღეში განადგურებულ ალექსანდრეს.
-ვხედავ იტანჯები,მაგრამ მინდა გავიგო სად არის ჩემი შვილი,სად არის ჩემი ერთადერთი ელზა.
-ვიპოვი,გპირდები რომ ელზას ვიპოვი თუნდაც მთელი ცხოვრება მის პოვნაში გავატარო.
-გააკეთე ყველაფერი და ჩემი შვილი იპოვე გთხოვ,იპოვე ჩემი ელზა ალექსანდრე შეუძლებელია ასე უკვალოდ ადამიანის გაქრობა.
-თითქოს მიწა გაიხსნა და ჩაყლაპა,არსად არ არის ვერ ვიპოვეთ ვერანაირი კვალი,მაგრამ დარწმუნებული ვარ ელზა ცოცხალია და ის დაბრუნდება.ალექსანდრე ჩაფიქრებული იყო,რომ ტელეფონმა ფიქრები გაუფანტა,ნომერს დახედა და მერის შეხედა.
-ვინ არის,რატომ არ პასუხობ.
-თურქეთიდან არის ზარი.
-უპასუხე რას ელოდები.ალექსანდრემ ჩაახველა და ზარს უპასუხა.
-გისმენ ზურა არის რამე ახალი?
-არა,არაფერი სიახლე.ვფიქრობ რამდენიმე დღემ გაიაროს და დარწმუნებული ვარ გამოჩნდებსა ვინმე ვინც დაინახა რა მოხდა.
-თუ არავინ გამოჩნდა და არავინ არის დამნახავი,რა იქნება ზურა.
-უარყოფითი ფიქრებით ნუ ავივსებთ მეხსიერებას,დავიტვირთებით.................
-პასუხს თავს არიდებ,მაგრამ მე გეტყვი რა იქნება ზურა რადგან გიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.პოლიცია ძებნას შეწყვიტავს და ელზას ჩათვლის მკვდრად,ესეც ასე საქმე დაიხურა,მაგრამ გვამი არ გვაქვს,ამიტომ ძებნას მე გავაგრძელებ ხვალ ისევ ვბრუნდები უკან და ძებნას ვაგრძელებ.
-როგორ,სად უნდა ეძებო ალექსანდრე.
-რისი თქმა გინდა,შევწყვიტო ძებნა?
-არა,მაგრამ მოთმინენას გთხოვ.
-არ მაქვს მოთმინება,ჩემი ცოლი დაიკარგა ჩემი შვილის დედა ეს სიტყვები რამეს გეუბნება? შვილები ხომ გყავს,ცოლი ხომ გყავს და აბა დადექი ჩემს ადგილზე თუ გამოიჩენ მოთმინებას ზურა.
-შევდივარ შენს მდგომარეობაში ალექსანდრე....
-არა,ვერ შეხვალ ჩემს მდგომარეობაში,რადგან მე ვერ ვუყურებ იმ ქალს თვალებში ვინც შვილი მანდი და მე მისი შვილის გარეშე დავბრუნდი,მე თავად მოვძებნი და დაგიმტკიცებთ,რომ თქვენ სცდებით,ძალიან სცდებით ზურა.გიმეორებ,ელზა ცოცხალია და მე მას ვიპოვი.ტელეფონი გათიშა და იქვე მიაგდო,მერიმ ახლოს მივიდა და ორივე ხელებით ალექსანდრეს სახე დაიჭირა და მშვიდად უთხრა.
-დამშვიდდი შვილო,ასეთი ნერვებით ვერაფერს გააკეებ,უნდა დამშვიდდე.
-როგორ დავმშვიდდე მარინელა შვილი მანდე და მე ის ვერ დაგიბრუნე.
-ერთად გავუმკლავდებით ტკივილს,ერთად შვილო.მხარზე მიადო თავი მერიმ ალექსანდრეს და ხმით აქვითინდა.ელზა იწვა და თავის თავს ებრძოდა,უნდოდა გაეხსენებინა ვინ იყო,მაგრამ მას ყველაფერი დავიწყებოდა.სახეზე ძლიერი დარტყმისგან ღრმა ჭრილობა ჰქონდა,რომელიც დააჩნდებოდა იარად,სწორედ ეს ფიზიკური ტკივილი ფარავდა მის სულიერ ტკივილს.მამაკაცი რომელიც ელზას ქმრად გაეცნო თურქეთში წარმატებული ექიმია,აქვს საკუთარი კლინიკა და მისი გატაცება თავისუფალ დროს ფოტოების გადაღებაა ალი მეამიში.ალიმ ელზას პასპორტი აიღო და ჯერ ფიქრობდა შემდეგ კი სანთებელა აიღო და ელზას პირადობა და პასპორტიც დაწვა,ელზა კი ჩუმად სახლიდან გამოვიდა და სახლის გარშემო ადგილები მოიარა,მაგრამ ის ხომ უცხო მხარეში იყო,უცხო იყო ეს სახლიც მისთვის და მოგონენებიც არ ჰქონდა,ამიტომ ვერაფერი გაიხსენა.სიარულში საკმაოდ გაშორდა სახლს და გზა დაებნა,ბალახებში ჩაჯდა და ხმით მოთქვამდა.არ იცოდა რა დრო გავიდა,მანქანის ხმა გაიგონა და შავი ჯიპი მასთან ახლოს გაჩერდა,ალი გადმოვიდა მანქანიდან და სირბილით მივიდა მასთან.
-სოფია,სოფია როგორ შემაშინე.
-შენ,შენ ვინ ხარ.
-ალი,მე ალი ვარ შენი ქმარი ვარ სოფია.
-ბატონო ალი ვერსად ვერ ვიპოვეთ ქალბატონი სოფია.
-ვიპოვე, აქ არის ახმედ მე წამოვიყვან.
-კარგი ბატონო.ალიმ სოფია ხელში აიყვანა და ასე ხელში აყვანილი შეიყვანა სახლში,საწოლში ჩააწვინა ოთახი დატოვა და გარეთ სახლის წინ მიწაზე ჩაჯდა.სიბნელე იყო,ორივე ხელებში ჩაერგო თავი და ფიქრობდა.
-ბატონო ალი გაუშვი,ის უცხოა ამ სახლისთვის და საერთოდ აქაურობისთვის.ის არ არის სოფია და ხვალ თუ არა,ზეგ გაიხსენებს ვინ არის,მისი ვინაობა გაახსენდება და რას ეტყვი მას შემდეგ როცა მის პირისპირ დადგები.
-არ ვიცი,არც დავფიქრებულვარ,ახმედ ის სოფიაა მე ვიპოვე ჩემი დაკარგული სოფია.
-არა,არ არის სოფია,ის სულ სხვა არის და უნდა გაუშვა.
-მე უკეთ ვიცი რომ ის ჩემი სოფიაა,შენ არავის არაფერი არ უთხრა.მხოლოდ შენ იცი მე რა გადავიტანე,ახლა კი შანსი მაქვს სიცოცხლე გავაგრძელო,გთხოვ ჩუმად იყო.
-კარგი,როგორც შენ იტყვი,მაგრამ გაუშვა ეს უცხო ქალი შენთვის უკეთესია.ალი ფეხზე წამოდგა და ისევ სახლში შევიდა,შეხედა სოფია ფეხზე ამდგარიყო და ხელში ფოტო აპარატი ეჭირა.
-ალი ეს აპარატი ჩემია? ალის გაეღიმა და უთხრა.
-ჩვენია,შიგ მხოლოდ ჩვენი ფოტოებია.
-მარტო ჩვენი? ალი მიუახლოვდა,თმები გადაუწია და უთხრა.
-გინდა აქედან წავიდეთ?
-სად წავიდეთ,ეს ხომ ჩვენი სახლია.
-ჩვენ კიდევ გვაქვს სხვა სახლი,აქ თუ თავს კომფორტულად ვერ გრძნობ გადავიდეთ ჩვენს დიდ სახლში.
-არ ვიცი,შენ როგორც ჩათვლი საჭიროდ.ალიმ ბარგი ჩაალაგა და სოფიასთან ერთად ანკარაში გადავიდა,სოფიაც უხმოდ გაყვა და იქ უზარმაზარი სახლი დახვდა,უეცრად თვალთ დაებნელდა თავზე ხელი მოიკიდა და რამდენიმე წუთით მის გონებაში გაურკვეველ ფიგურებს ხედავდა,როგორც იქნა დამშვიდდა და შეშინებულმა ალის შეხედა.
-ექიმთან უნდა წამიყვანო.
-ექიმი მე ვარ სოფია.
-არა,მე სხვა ექიმი მჭირდება.
-ვერავინ ვერ გეტყვის იმაზე მეტს რასაც მე გეუბნები სოფია,მაგრამ შენ თუ ეს დაგამშვიდებს წავიდეთ.
-წავიდეთ და ახლავეს უნდა გავაკეთოთ ეს.
-ჰოდა წავიდეთ,გამოიცვალე მე აქ დაგელოდები.სოფიამ გამოიცვალა და ალისთან ერთად დატოვა სახლი,თავის კლინიკას გვერდი აუარა და სხვა კლინიკაში მიიყვანა სოფია.ალის მისვლამ კლინიკაში ხმაური გამოიწვია და თავად კლინიკის დირექტორი შეეგება ალის.
-რამ შეგაწუხათ ბატონო ალი.
-ბატონო ასლან თქვენთან მინდა საუბარი თუ დაკავებული არ ხართ.
-ჩემს კაბინეტში წამობრძანდით.ექიმმა იქვე მდგარ თავის მდივანს უთხრა.
-სამი ჩაი შემოგვიტანეთ.ექიმმა ჯერ ალი მოიკითხა და ცოტა თავიანთ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და შემდეგ კი მოუსმინა ალის ყურადღებით და უთხრა.
-ასეთ შემთხვევაში რასაც თქვენ ამბობთ პაციენტს დრო და დრო მეხსიერება უბრუნდება,რამდენი დროა გასული მეხსიერების დაკარგვიდან.
-ათი დღე გავიდა ექიმო.
-ამ ათ დღეში ვერაფერი ვერ გაიხსენა?
-ვერაფერი ვერ გაიხსენა,მისი სახელიც არ ახსოვს.სოფია ხან ექიმს უცქერდა,ხან ალის და შემდეგ ალის შეეკითხა.
-რას ამბობს,მითხარი რას ამბობს ექიმი.
-ყველაფერს გეტყვი სოფია.
-დიდი იმედი მაქვს თქვენს მეუღლეს დროებითი ამნეზია აქვს,არსებობს მეორე ვარიანტი.
-რა ვარიანტი ექიმო.
-შესაძლებელია თავის წარსულის შესახებ ვერაფერი ვერ გაიხსენოს,ასევე ვერ გაიხსენოს რას აკეთებდა,რით იყო დაკავებული და ეს ამნეზია ბოლომდე გადაულახავი დარჩეს.
-ეს მეც ვიცი,მეც მესმის რაღაც ამნეზიის შესახებ,ეს ყველაფერი მისი დაცემის შემდეგ მოხდა.
-გასაგებია,მესმის ეს შეძენილი ამნეზიაა,შესაძლებელია ნელა-ნელა დაუბრუნდეს მოგონებების გარკვეული კონა,ეს იმ შემთხვევაში თუ იმ ადგილებში ხშირად ივლის სადაც თავად უყვარდა დროის გატარება.თუ თქვენ თანახმა ხართ დავიწყოთ მკურნალობა და შესაძლებელია მკურნალობით დავეხმაროთ პაციენტს წარსულის გახსენებაში.რამოდენიმე თავ წამალს გამოგიწერთ და მჯერა ამ წამლით დიდ დახმარებას გავუწევთ მის დაქვეითებულ მეხსიერებას.
-რას ამბობს,რატომ არაფერს მეუბნები ალი.
-ამბობს რომ ეს ყველაფერი შოკით არის გამოწვეული და ამბობს რომ რაც უფრო ძალას დაატანს გაიხსენოს წარსული მით უფრო გაართლებს მდგომარეობას,მეხსიერება დაკარგა და დრო და დრო ის თავად დაბრუნდებაო სოფია.
-არანაირი მკურნალობა და წამალი არ არის საჭირო?
-არა,ჯერ-ჯერობით დაველოდოთ.ამბობს ექიმი დრო უნდა გავიდეს,რომ დამშვიდდე და მეხსიერება თავის თავად დაბრუნდება როცა ტვინი დამშვიდდება.
-კიდევ რამდენი დრო უნდა გავიდეს,როგორ უნდა დავმშვიდდე,კითხე რამეს გეტყვის.
-ექიმო ჩემი მეუღლე ამბობს,რომ მას შეუძლია დაელოდოს თუ დარწმუნებით ეტყვით ,რომ ის შეძლებს გაიხსენოს ყველაფერი.
-ეს ლოგიკურია,უნდა დამშვიდდეს სხვა გვარად ის განკურნებას ვერ შეძლებს,მაგრამ ამ წამლების მიღება აუცილებელია.
-წამლები,გავიგე მან წამლები ახსენა.
-კი თქვა,წამლებს მიღებას თუ დაიწყებს,მისი ორგანიზმი მიეჩვევა და სულ წამლებზე უნდა იყოს დამოკიდებული.სოფია ადგა და ექიმის კაბინეტი სასწრაფოდ დატოვა.
-სოფია,სოფია დამელოდე სად მიდიხარ.
-ვწუხვარ ბატონო ალი თქვენს მეუღლეს ნამდვილად ჭირდება დახმარება,ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ბატონო ალი.
-მადლობა ექიმო.ალიმ დაემშვიდობა ექიმს და საჩქაროდ დატოვა კაბინეტი,სოფიას ვერ შეხედა და გიჟივით დაუწყო ძებნა და მთელი ხმით ეძახდა,ბოლოს დაღლილმა ერთ ბაღში მიაკვლია.
-სოფია,სოფია საყვარელო ვიცი როგორც ხარ მე მესმის შენი,არ გახსოვს ეს ადგილები,აქ ყველაფერი უცხოა შენთვის და ამიტომ ბრაზობ.
-არ ვბრაზობ,მხოლოდ იმას განვიცდი რომ ყველა ჩემი სიბრაზე შენზე გადმომაქვს.
-არა უშავს,მიყვირე და ბრაზი ჩემზე გადმოანთხიე მე არ მეწყინება.
-შენ დამნაშავე არ ხარ,მაგრამ თავს ვერ ვერევი.
-დაგეხმარები გაიხსენო და მე ყველაფერს მოგიყვები,გეტყვი როგორ ვატარებდით დროს ერთად და სად დავდიოდით,მაგრამ შენს თავს კიდევ ცოტა დრო მიეცი,მხოლოდ ცოტა დრო.
-მინდა საქართველოში წავიდეთ,დღესვე თუ ეს შესაძლებელია და დრო გაქვს.
-საქართველოში? იქ რა გვინდა სოფია იქ ვინ უნდა ვნახოთ.
-უნდა ვეძებო,იქნებ მეგობრები მყავს,იქნებ ნათესავები რაღაცას უნდა მივაკვლიო ჩემს შესახებ ასე გაუნძრევლად და გაურკვევლად როდემდე ვიჯდე ეს შეუძლებელია ალი.
-წავიდეთ,მაგრამ........................
-რა მაგრამ, ალი რა გაკავებს.
-აქ ჩვენი სახლი გვაქვს,ჩემი სამსახური,ჩვენი ცხოვრება.
-რა ცხოვრება ალი რას ამბობ,ჩემს ცხოვრებას შენ ცხოვრებას უწოდებ? მე ჩემი სახელიც არ ვიცი,რადგან მე არავინ ვარ.
-სოფია შენ არ ხარ არავინ შენ ჩემი ქალი ხარ,ქალი ვინც მე მიყვარს და ქალი ვინც ჩემი ცოლია.
-არ ვიცი,არ ვიცი ვერაფერზე ვერ ვფიქრობ.იქნებ პოლიციაში წავიდეთ?
-არა,პოლიციაში არ წავალთ სოფია და დამპირდი რომ ამას არ გააკეთებ.
-რატომ? რამის გეშინია?
-არა საყვარელო,მე არაფლის მეშინია,მაგრამ მე ცნობილი პიროვნება ვარ და არ მინდა ხალხში მითქმა-მოთქმა რომ ექიმი ალის ცოლი სერიოზული პრომლემების წინაშე დგასო,მაგრამ შენ თუ დამშვიდდები საქართველოში წავიდეთ მე თანახმა ვარ მხოლოდ ის მინდა,რომ შენ კარგად იყო.მოდი ჩემთან.ალიმ ხელი მოხვია სოფიას და მისი თავი მკერდზე მიიდო.დამშვიდდი? წავიდეთ სახლში ჩაის მოვადუღებ და დაგამშვიდებს,თუ სურვილი გაქვს მომისმინო ვისაუბროთ.სოფიამ სიბრალული ამოიკითხა ალის თვალებში და უხმოდ გაყვა,სახლში მისულებმა სოფიას ფიქრებში ჩაეძინა,მაგრამ ხელის შეხება იგრძნო და თვალები შეშინებულმა გაახილა.
-მე ვარ ნუ გეშინია,ჩაი მოგიდუღე როგორც დაგპირდი.სოფია ნახევრად წამოჯდა საწოლზე და ფინჯანი გამოართვა ალის ვერცხლის კოვზით მოურია ჩაის და შესვა,ალის კი ჩაეღიმა და სოფიამ შეხედა.
-რატომ იცინი?
-გამეცინა,რადგან ყოველთვის ასე სვამდი ვერცხლის კოვზით გიყვარს ჩაის მორევა.
-მართლა?
-მართლა
-ალი მითხარი რომ ჩვენ საქართველოში გავიცანით ერთმანეთი.
-კი ასეა,საქართველოში ვსწავლობდი,სწავლა რომ დავასრულე სტამბოლში დავბრუნდი რადგან დედა მყავდა მძიმე ავად,მამა უცხოელი იყო და მე არ მახსოვს რადგან ძალიან პატარა დამტოვა,ისიც არ ვიცი საიდან იყო,მე დედის გვარზე ვარ ალი მეამიში.დედას კი არზუ ერქვა,ულამაზესი ქალი იყო მაგრამ მისი სიცოცხლე მარტოობას მიუძღვნა.
-მე? მე ქართველი ვარ?
-შენ ქართველი ხარ,ჩვენ თბილიში გავიცანით ერთმანეთი.მშობლები სულ პატარას დაგეღუპა ავტო საგზაო შემთხვევით და სულ პატარა მამიდამ გაგზარდა,მაგრამ ისიც აღარ გყავდა მე რომ გაგიცანი.მაისის თვე იყო პარკში განმარტოვებით იჯექი,ნელა-ნელა მოგიახლოვდი
და შენ კი შემომხედე და სიცილით მითხარი. ,,მე უკვე შეგამჩნიეთ და მივხვდი ჩემი გაცნობა გინათ'' შემრცხვა,მაგრამ ერთმანეთი გავიცანით და მალე სიყვარულშიდაც გამოგიტყდი,შენც თანხმობა მომეცი და იმ დღიდან ერთად ვცხოვრობთ.სოფია დამიჯერე,შენს გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს,მხოლოდ შენ მყავხარ,მხოლოდ შენთვის ვცოცხლობ და შენით ვსუნთქავ.
-და მე შენ მყავხარ,შენ ხარ მხოლოდ ჩემს ცხოვრებაში.უთხრა სოფიამ და ალის მიეკრა,ორივე ხელი ძლიერად შემოხვია.ასე ერთმანეთზე ჩახვეულებს ჩაეძინათ,ალი ბედნიერი იყო,მაგრამ სოფიას რა ფიქრები ტანჯავდა ეს არავინ არ იცოდა.ძილში ალექსანდრეს გაღიმებული სახე ნახა,მაგრამ მოულოდნელად დასევდიანდა და თვალები ცრემლებით აევსო,ხელი გაუწოდა და დაბრუნება სთხოვა.
-სოფია,სოფია რა გემართება გაიღვიძე.
-მე,მე,მე ის ვნახე.
-ვინ ნახე.
-ალი ის ვნახე და ის ტიროდა,ის მე დაბრუნებას მთხოვდა.
-ვინ,ვინ გთხოვდა დაბრუნებას.ალის სიბრაზე მოერია.
-არ ვიცი,არ ვიცი ვინ არის მხოლოდ ის ვიცი რომ ის ტიროდა.
-დაწყნარდი,ეს სიზმარია ცუდი სიზმარი.ახლავეს მოვალ,დამამშვიდებელს მოგიტან.ალიმ ისევ ჩაი გააკეთა შიგ რაღაც წამალი ჩააგდო და მოურია.
-ნახე მაგარი ჩაი გავაკეთე და დაგამშვიდებს.
-მარტო მინდა ყოფნა.
-დალიე ჩაი და ფინჯანს წავიღებ,მარტო დაგტოვებ და უფრო დამშვიდდები.
-არა,იყოს ნელა-ნელა დავლევ.ალიმ მარტო დატოვა სოფია და გავიდა,მისი ნივთები ნახა და ტელეფონი ამოიღო,უამრავი ზარი იყო შემოსული და თითქმის ყველა ალექსანდრეს ნომრიდან,მაგრამ იქ სახლის ნომერიც მიაგნო ამოიწერა და გადარეკა.
-გისმენთ.
-გამარჯობათ.
-გამარჯობა შვილო,ვინ არის?
-მე შოთიკო ვარ გამიხსენეთ?
-შოთიკო ვერა შვილო,ვერ გაგიხსენეთ.
-უკაცრავად ეს ქალბატონი ვერას სახლი არ არის?
-არა შვილო შეგეშალათ,მე მერი ვარ ყაველაშვილი.ალიმ გაოცებულმა გათიშა ტელეფონი და ჩაფიქრდა,ალექსანდრე კი ისევ დაბრუნდა იმ ადგილებში სადაც ელზა დაიკარგა.ისევ ნაბიჯ-ნაბიჯ გაიარა ის გზა,მოულოდნელად ის შაოსანმა ქალმა გააჩერა და უთხრა.
-მომისმინე შვილო............
-მადლობა,მკითხაობის არ მწამს.
-ჯერ მომისმინე,შენ საყვარელ ქალს დაეძებ და მის კვალს ვერ მიაგენი,გაგიჭირდება პოვნა შვილო რადგან იმ მამაკაცს სახე დაფარული აქვს.ქალი ცოცხალია,მაგრამ იტანჯება რადგან არ შეუძლია მისგან გაქცევა.ალექსანდრე გაოცებული შებრუნდა და მოხუც ქალს მიაჩერდა,გული ამოვარდნას ლამობდა სანამ უსმენდა და შეშფოთებულმა შეეკითხა.
-რას აკეთებს,რატომ არ შეუძლია მისგან წავიდეს.
-მას დაავიწყდა ვინ არის შვილო,ის სცემეს,დაავიწყდა ყველაფერი რადგან თავში ძლიერად ჩაარტყეს,ყველაფერი წაართვეს და ბოლოს უგონოდ მყოფი შავთავსაფრიანმა მამაკაცმა წაიყვანა ხელით.
-ელზას რაღაც უჭირს,ის ცუდად არის მიჩვენე გზა უფალო როგორ ვიპოვო.ალექსანდრე ანერვიულდა,შაოსანი ქალბატონი კი ისე წავიდა ფულიც არ გამოართვა ალექსანდრეს.სოფია ძილში ბორგავდა,ძილში მწვანეთვალება ქალბატონი მიუახლოვდა მის საწოლს და ცრემლიანი თვალებით უთხრა.
-შვილო დამიბრუნდი,ჩემო ერთადერთო,დამიბრუნდი შვილო შენს მეტი არავინ არ მყავს.
-დედა? დედა,დედიკო წამიყვანე აქედან,დედა............
-სოფია,სოფია ისევ სიზმარი ნახე და სიმშვიდე დაკარგე,მე აქ ვარ საყვარელო.
-ქალი,ლამაზი და მწვანეთვალება მან შვილოო ასე მითხრა.დედა,დედა მომეხმარე გთხოვ.გულით იტირა სოფიამ და ალიმ ერთი გაფიქრება გაიფიქრა მისთვის სიმართლე ეთქვა,მაგრამ ბოლო წუთებში გადაიფიქრა.ალექსანდრემ თვეები ეძება ელზა მაგრამ მის კვალს ვერსად ვერ მიაგნო,რამოდენიმე თვის შემდეგ,როდესაც ისევ დაბრუნდა იმ ადგილებში ისევ ის შაოსანი ქალი შეხვდა და ქალმა თავად იცნო ალექსანდრე მივიდა და უთხრა.
-მიცანი?
-ვერა,ვერ გიცანით.
-სამი წელი,სამი წლის შემდეგ იპოვი შენს დაკარგულ ქალს.ისევ უმედოდ დაბრუნდა უკან და თავისი თავი მხოლოდ მის საქმეს მიუძღვნა,ვეღარ გრძნობდა დაღლას და დღე-ღამეს ერთმანეთზე აბამდა,სოფიამ კი მიეჩვია ახალ ცხოვრებას და მეგობრებიც გაიჩინა.
-სოფია რაღაც მინდა შეგეკითხო.
-მკითხე გისმენ ზეინებ.
-როგორ გრძნობ თავს ალის გვერდით.
-თავიდან გამიჭირდა მასთან ცხოვრება,როცა მეხსიერება დავკარგე რთული იყო მის გვერდით ცხოვრება,მაგრამ ის კარგი ადამიანია და ვუყვარვარ,მაგრამ..................
-მაგრამ რაღაც გაკლია რასაც ვერ გაძლევს ალი.
-მართალი ხართ,არ ვიცი ჯერ კიდევ ვინ ვარ.
-ძნელია გაურკვევლობაში ცხოვრება,მაგრამ დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან სიბნელე გაქრება და სინათლეს იპოვი. იმ ღამით სოფიამ ისევ ალექსანდრე ნახა სიზმარში და შეშინებულმა გაახილა თვალი,მაგრამ თავის ტკივილი იმდენად ძლიერი იყი ვერ ადგა.მოულიდნელად გაახსენდა ალექსანდრე და გაახსენდა სანაპიროც,ალის გადახედა და მიხვდა რომ ალის არ ძინავდა,სოფიას უცქერდა და თითქოს შეშინებულიც იყო.
-რა დაგემართა,რამე გაგახსენდა?
-არა,შევეცადე მაგრამ არაფერი გამომივიდა.სიმართლე დაუმალა ალის.
-ალბად დედა ისევ დაგესიზმრება,წესიერად არც იცნობ მას შენ ხომ ის სულ პატარამ დაკარგე.
-არა,ამჯერად მამაკაცი იყო შავი თავსაბურით ჰქონდა სახე ახვეული და მისგან გაქცევას ვცდილობდი,მან სახეში გამარტყა ძლიერად და დავეცი.ალის ოფლმა დაასხა და უთხრა.
-კოშმარია,ისევ კოშმარი დაგესიზმრა და გაივლის.
-კოშმარი იყო,კი მართლა კოშმარი იყო.
-სოფია მომეცი პირობა,რომ რაც არ უნდა მოხდეს არ დამტოვო.
-რა უნდა მოხდეს,ჩვენ ხომ გვიყვარს ერთმანეთი და ბედნიერები ვართ.
-შენ ბედნიერი ხარ ჩემთან?
-ბედნიერი ვარ,რატომ არ უნდა ვიყო ბედნიერი.
-შენ თუ ბედნიერი ხარ,მეც ბედნიერი ვარ.რამოდენიმე დღის შემდეგ სოფიამ მეგობრის დახმარებით ფსიქოლოგთან დაიწყო სეანსები,რაც ალის არ მოეწონა.
-რა საჭირო იყო ფსიქოლოგთან წასვლა,თუ რამე გაქვს სათქმელი მე მითხარი და ერთად ვისაუბროთ.
-შენ სხვა ხარ,ფსიქოლოგს როცა მძინავს ჩემი მაშინაც კი ესმის
-გულს მტკენ სოფია მე რა,გინდა თქვა რომ არ მესმის შენი ტკივილის?
-ნუ გწყინს,გესმის მაგრამ სხვაგვარად გესმის ალი.
-აღარ წახვალ მასთან,ნუ გამიქრობ ბედნიერ წუთებ.სოფოს თანდათან ეშინოდა ალის და რატომ ამას ვერ ხვდებოდა,დაპირდა რომ შეწყვიტავდა ფსიქოლოგთან სიარულს,მაგრამ მეგობრის დახმარებით ფსიქოლოგთან შეხვედრას მაინც ახერხებდა,რამოდენიმე სეანსის შემდეგ,როცა სოფომ პირველი სეანსი დაასრულა და მეგობრის სახლი დატოვა,გოგონები ჩაის მიირთმევდნენ რომ კარზე ზარი იყო და ზეინები ღიმილით წავიდა კარის გასაღებად.
-სოფოს რაღაც დარჩა.კარი გააღო და ღიმილი სახიდან გაუქრა.
-მობრძანდით.ხმა აუკანკალდა ზეინებს.
-როგორ ხარ ზეინებ.ირონიულად მოიკითხა ცოლის მეგობარი ალიმ.
-ალი? აქ არ გელოდი,სოფიას თუ მოაკითხე ის უკვე წავიდა.
-შევხედე,მე თქვენი ნახვა მინდოდა ხშირად იკრიბებით ერთად?
-როცა მოვახერხებთ,თვეში ალბად ორჯერ არ უთქვამ შენთვის? მეგონა შენც იცოდი.
-გასაგებია,რაზე საუბრობთ მის წარსულზე?
-ჩვენ მეგობრები ვართ ალი და სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობთ,უნდა შეგითანხმდეს რა თემაზე უნდა ვისაუბროთ?
-ზეინებ გაჩუმდი რადგან შენ არ გეკითხები,მე ფსიქოლოგს ვეკითხები.
-არ შემიძლია გავსცე ჩემი პაციენტის საიდუმლო,ეს ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიას.ალიმ მკლავში წაავლო ხელი ფსიქოლოგს ფეხზე წამოაყენა და უთხრა.
-გაიხსენა რამე წარსულიდან?
-გითხარით ვერ გეტყვი და თუ გაინტერესებთ ეს თავად თქვენს მეუღლეს შეეკითხეთ,ახლა კი წაბრძანდით,წინაამდეგ შემთხვევაში პოლიციას დავუძახებ.
-მომისმინე,სოფია ყველაზე ძვირფასია ვინც კი მყავს ცხოვრებაში,ვერ გადავიტან და ვერ შევეგუები მის დაკარგვას.
-რატომ უნდა დაკარგოთ ის ხომ თქვენი კანონიერი მეუღლეა.
-მართალია რატომ უნდა დავკარგო,მაგრამ ეს დაიმახსოვრე რაც გითხარი,რადგან ისევ შენთვის არის უკეთესი ფსიქოლოგო.კიდევ ერთი ორივეს საყურადღებოდ,ჩვენ ერთმანეთი არ გვინახავს.ალი წავიდა და ორივე ზეინებიც და ფერიდეც ფერდაკარგული იდგა,ზეინებმა შეხედა ფერიდეს და უთხრა.
-ფერიდე მე ასეთ ალის არ ვიცნობ,ეს არ არის სოფიას ქმარი არ ვიცი ვინ არის.
-დამშვიდდი ზეინებ დარწმუნებვული ვარ ალის რაღაცის ეშინია,ის რაღაცას მალავს და ძალიან მნიშვნელოვანს რაც არ უნდა გაიხსენოს სოფიამ.
-არ ვიცი,მაგრამ სიმართლესთან ახლოს ხარ,ფერიდე ვინ არის სოფია?
-არ ვიცი,მაგრამ დარწმუნებული ვარ დიდი ხნით არ იქნება სიბნელეში მისი წარსული.ალის ქცევით თუ ვიმსჯელებ სოფია სულ სხვა ქალია,სხვისი ქალი და ეს აშინებს ალის რადგან სხვისის მისაკუთრებისთვის მას სასჯელი ელის.ვფიქრობ მან სოფიას ამნეზიით ისარგებლა და ის მის ცოლად გაასაღა,მაგრამ რატომ გააკეთა ესაა გასარკვევი.
-არ ვიცი,მართლა არ ვიცი რა ხდება.ალი გაბრაზებული დაბრუნდა სახლში და სოფიას მრისხანედ შეხედა.
-რა მოხდა,ასე რატომ მიყურებ ალი.
-მეგონა ჩემთან ბედნიერი იყავი სოფია.
-ვარ კიდეც,ვინ გითხრა რომ არ ვარ?
-ბედნიერი თუ ხარ ფსიქოლოგთან რატომ გააგრძელე სიარული.უყვირა ალიმ მაგრამ სოფიამ მშვიდად უპასუხა.
-ეს არ ნიშნავს იმას რომ მე ბედნიერი არ ვარ.
-აბა რას ნიშნავს შენი ჯიუტობა,რომ ისევ შეხვდი ფსიქოლოგს.
-რატომ არ გესმის მინდა გავიგო ვინ ვარ,მინდა გავიგი ვინ არის ის ქალი ვინც მეძახის,ვინც მიხმობს და შვილოს მიწოდებს.მინდა გავიგო ვინ არის ის შაბთავსაფრიანი მამაკაცი ვინც სახეს მალავს,მინდა ის მამაკაციც გავიცნო ვისთანაც ყოველ ღამით სექსი მაქვს.
-მე ვარ ის მამაკაცი,მე ვარ.იყვირა ალიმ და ჭიქა კედელს მიარტყა.
-არა,შენ არ ხარ რადგან მასთან გატარებული თითოეული წუთი სულ სხვაა.სულ სხვა გრძნობა მაქვს როცა ის მეხება,როცა ის მეფერება შენთან ეს გრძნობა არასოდეს არ განმიცდია.უკვე ხმას სოფიაც ვერ აკონტროლებდა.
-ვერ გაგხადე ბედნიერი,არ შემიძლია წარსულით ვიცხოვრო ამიტომ მე მივდივარ და როცა დავბრუნდები აქ თუ დამხვდი მივხვდები რომ მართლა ბედნიერი ხარ ჩემთან ერთად,ჩემს გვერდით.იმ ღამით ალი არ დაბრუნებულა,არც მეორე დღეს,მაგრამ არც შორს წასულა სახლიდან,ის სოფიას უთვალთვალებდა და დარწმუნდა რომ სოფია არსად არ იყო წამსვლელი და მესამე დღის საღამოს უამრავი ჩანთებით დაბრუნდა და ტორტით ხელში,იმ დღეს სოფიას დაბადების დღე იყო.სოფიამ ბევრი იფიქრა და მიხვდა რომ ალი რაღაცას მალავდა,გადაწყვიტა გაეგო რა იყო ეს რაღაც და სახლში დაბრუნებულ ალის ღიმილით უთხრა.
-როგორც ხედავ აქ დაგხვდი.................
-ეს იმას ნიშნავს რომ არ მიმატოვე და ჩემთან ბედნიერი ხარ.
-არ ვიცი შენ რას ფიქრობ,მაგრამ მე დავრწმუნდი რომ შენ რაღაცის ძალიან გეშინია.მე დაგპირდი და გითხარი,რომ მუდამ შენთან ვიქნები,შენს გვერდით,მხოლოდ დამპირდი შენც.
-გისმენ საყვარელო რასაც მთხოვ შეგისრულებ.
-ნუ შემზღუდავ და ნუ დამიშლი გასვლას,მე ვერ გავძლებ ჩაკეტილ სივრცეში.
-კარგი,გპირდები.ალი გახარებული იყო სოფიას გადაწყვეტილებით და საჩუქრად მანქანაც კი უყიდა,სახლიდანაც გადიოდა და ალის ნდობა ბოლომდე მოიპოვა,მაგრამ ერთ დილით მაღაზიაში წავიდა და დაჯინებული მზერა იგრძნო,გაიხედა და მის უკან შავთმიანი გოგონა იდგა,რომელიც გაოცებული უცქერდა,ბოლოს კი ენის ბორძიკით დაუძახა.
-ელზა,ელზა? სოფოს გაეღიმა და უთხრა.
-აგერიეთ ნაცნობში,მე სოფია მქვია საყვარელო.
-არა,არა არ მეშლებით თქვენ ელზა ხართ.სოფიამ დაფიქრებულმა დატოვა მაღაზია და გოგონას გაეცალა.გოგონა კი კონსულტანტს მიუახლოვდა და შეეკითხა.
-უ,უკაცრავად იცნობთ იმ ქალბატონს?
-სოფიას? სოფიას ვინ არ იცნობს,ის ბატონი ალის მეუღლეა.საუკეთესო და მოსიყვარულე წყვილი ჩვენს დასახლებაში.
-დიდი ხანია აქ ცხოვრობს?
-ორი წელია რაც აქ ცხოვრობენ და ძალიან უყვართ ერთმანეთი.
-შვილები? არ ჰყავთ შვილები?
-სამწუხარიდ არა,ათი წელია რაც დაქორწინებულები არიან და შვილი არ გაუჩნდა სოფიას,მითხრა რომ ალის აქვს პრობლემა და არა მას.გოგონამ კიდევ უფრო გაოცებულმა დატოვა მაღაზია და ფიქრობდა.
-შეუძლებელია ორი ადამიანის ასეთი მსგავსება.სოფია სახლში ანერვიულებული დაბრუნდა და ალის უთხრა.
-დღეს უცნობი გოგონა შემხვდა და რომ შემხედა ლამის გული გაუჩერდა.
-ვინ იყო,არ გითხრა ვინ იყო?
-არ მიკითხავს ვინ იყო,მაგრამ გაფრთხილებ მეხსიერება დავკარგე და არა გრძნობები,ვერ ავიტან ჩვენს შორის მესამე ჩადგეს.
-რას ამბობ სოფია სხვა ქალი შემს გარდა ჩემთვის არ არსებობს.
-რომ შემხედა რატომ შემხედა უცნაურად,ეგონა ვიცოდი თქვენს შესახებ და იფიქრა სცენას მოვუწყობდი?
-მომწონს როცა ეჭვიანობ საყვარელო.
-იცნობ იმ ქალს და გაიკვირვე არ ვიცნობო,იცოდე მაინც გავიგებ.
-გაიგე მეც ძალიან დამაინტერესდა ვინ არის ის ქალი ვინც შენ აგანერვიულა.



№1 სტუმარი Marina gvalia

Hehrili var rolebhi.kohag mzia carmatebebii????????????????

 


№2  offline მოდერი zia-maria

Marina gvalia
Hehrili var rolebhi.kohag mzia carmatebebii????????????????

heart_eyes მადლობააა. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent