ბედნიერების კვალდაკვალ
თავი 1 10.07.2018წ 06:00 Am ზაფხულის ცხელი დილა გათენდა... მუქი ფერის ფარდებში მზის სხივები ვერ აღწევდნენ, უჩვეულოდ ადრე გამეღვიძა დღეს. თვალის გახელის თანავე დავინახე სახურავზე დახატული ვარსკვალები და ჩემს ბნელ ოთახში საბოლოოდ ვიგრძენი სითბო,სითბო რომელსაც ალბათ ვეღარასდროს ვიგრძნობ!.. გული მიგრძნობდა,რომ ეს დღე ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა,თუმცა ვერასდროს წარმოვიდგენდი იმას, რომ ასე ძალიან შევიცვლებოდი მე. ავდექი.. სააბაზანოში შევედი მოვწესრიგდი ხალათი ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი.. იქ დედა დამხვდა.. ბედნიერი სახით ღიღინებდა და თან საუზმეს ამზადებდა -დილამშვიდობისა,ნატალი. -გაიღვიძე,ჩემო ლამაზო? ასე ადრე როგორ მოხდა? გამიკვირდა.. -ხო რავიი.. ლევანი სადაა? -მამაშენი და შენი ძმა ემზადებიან.. სჯობს შენც მოემზადო საუზმის შემდეგ ყაზბეგში მივდივართ მთელი ოჯახი. -ვუაალააა... გვეღირსაა ერთად დასვენებაა იოოოოო... დედას სიტყვებმა იმდენად ბედნიერი გამხადა, რომ სულ გადამავიწყდა ჩემი დილის ფიქრები და წინათგრძნობები... ოთახში ავირბინე კარადის კარები გამოვაღე და ტანსაცმლის ჩალაგებას შევუდექი.. როდესაც ჩანთა ჩავალაგე გამზადება დავიწყე მოკლე შავი ჯინსის შორტები ჩავიცვი, მოკლე ტოპი მაიკა, ზემოდან პერანგი შემოვიცვი,ფეხზე კედები ჩავიცვი,საჭირო ნივთებს ხელი მოვკიდე და ოთხიდან გავედი.. ოჯახის წევრები უკვე მზად იყვნენ მხოლოს მე მელოდებოდნენ და აი მეც მზად ვიყავი.. საბამ ჩანთა გამომართვა და მამას მანქანისაკენ წაიღო.. 10:00 Am დავიძარით.. იმის დიდი იმედი მქონდა, რომ ეს ზაფხული საუკეთესო იქნებოდა ჩემთვის,ძალიან ბედნიერი ვიყავი და იმის იმედიც მქონდა რომ ეს დიდი ბედნიერება უზარმაზარ უბედურებაში არგადაიზრდებოდა... 11.07.2018წ #საინფორმაციო გადაცემა დღის საინფორმაციო გადაცემა გადმოგცემთ, რომ 10 ივლისს ყაზბეგისკენ მიმავალი BMW X6-ით მოძრავ ავტომობილს უზარმაზარი სატვირთო შეეჯახა.. გარდაცვლილია მძღოლი და მის გვერდით მჯდომი ქალი, უკანა სავარძლებზე მჯდომები კი საოპერაციოში არიან გადაყვანილნი. 10.07.2018 #ბეატრისი ყაზბეგისკენ მივდივართ..ლევანი მაგნიტაფონის ხმას თითქმის ბოლომდე უწევს და მთელი ოჯახი უბედნიერეს წამებს ვითვლით ერთად... უეცრად ვატყობ როგორ გვიახლოვდება ძალიან სწრაფად მოძრავი სატვირთო, მაგნიტოფონიდან გამოსულ უზარმაზარ ხმას ჩემი ხმამაღლა ნათქვამი "-მამა ფრთხილად!.." ფარავს..(მამას სახელით მივმართავ უკვე დიდი ხანია,თუმცა ამ შემთხვევამ უბრალოდ იმდენად დამაბნია ერთადერთი სიტყვები,რაც პირიდან აღმომხდა ეს იყო), შემდეგ ვხედავ თუ როგორ ცდილობს მამა შეუცვალოს მანქანას მოძრაობის მიმართულება,თუმცა სულ ტყუილად,ის ვერაფერს ახერხებს.. ვგრძნობ,როგორ გვეჯახება უზარმაზარი მანქანა,ვცდილობ როგორმე დავეხმარო ოჯახის წევრებს, ვხედავ როგორ მოსდით თითოეულს თავიდან სისხლი და ყურში ჩამესმის მამას ძლივს ნათქვამი სიტყვები "-ერთმანეთს გაუფრთხილდით, მშვიდობით".. ვხედავ როგორ ხუჭავს ის თვალებს და მასთან ერთად მეც... 13.07.2018 #ბეატრისი თვალებს ვახელ.. ვხედავ ცისფერ სახურავს, გვერდზე გახედვას ვერ ვახერხებ კისერი გაშეშებული მაქვს, მარცხენა ხელს ვერ ვამოძრავებ.. რამდენიმე წამის შემდეგ როგორღაც ვახერხებ გავანძრიო კისერი და ვხედავ პალატას სადაც ექთანია,რომელიც არეგულირებს გადასხმის სისტემას, შემდეგ მიყურებს და გარბის... რამდენიმე წუთში ვაცნობიერებ და ვიხსნებ რაც მოხდა.. ვცდილობ ფეხზე წამოვდგე,თუმცა უშედეგოდ.. ფეხზე ვერ ვდგები.. ფეხზე დადგომის ცდა და ჩემი იატაკზე დაცემა ერთი იყო.. ბოლო ხმაზე ვყვირივარ: -დედაააა მამააააა.. ჩემს ხმაზე ექთნები და ექიმები შემორბიან მე კვლავ ბოლო ხმაზე ვყვირივარ.. ექთნები ცდილობენ ისევ საწოლში დამაბრუნონ,თუმცა უშედეგოდ.. შემდეგ ვხედავ როგორ შემოდის ჩემს პალატაში კოჭლობით და ჯოხით ხელში ჩემი ძმა.. ექთნების დახმარებით წამოვდექი და ჩემს ძმას მივვარდი,ჩავეხუტე, შემდეგ სახეში შევხედე და ბლუყუნით ვთქვი "-ჩვენი მშობლები.." მან შემაწყეტინა და მითხრა: -ისინი აღარ არიან. -მისმა ხრინწიანმა ხმამ ჩემს ყურებში ნელ-ნელა შეიაღწია, გულთან ახლოს მივიდა, შემდეგ როგორღაც ტვინში ავიდა, გაიაზრა და ჩემი პირდიან ამოსულმა ხმამ მთელი საავადმყოფო შეძრა... სასოწარკვეთილი ვიყავი,რადგან ყველაზე ძვირფასი ადამიანები დავკარგე... შოკში ჩავვარდი,იმ წამს ფსიქოფატი გავხდი, და რომ არა ექთნების და ექიმების გარჭობილი დამამშვიდებლები ალბათ მთელ საავადმყოფოს ავიკლებდი ყველას მოვკვლავდი ვინც წინ გადამეღობებოდა, ვინც შემეწინააღმდეგებოდა.. ----------------------------------------------------------------------------- გამარჯობა,აქ ახალი ვარ. გამიზიარეთ შთაბეჭდილებები ამ ისტორიასთან დაკავშირებით და მირჩიეთ ღირს თუ არა გაგრძელება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.