შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდუმალი კაცის ქალღმერთი !1!


6-09-2019, 10:37
ავტორი მმარიამმი
ნანახია 1 325

რატომღაც მგონია რომ თითოეული ადამიანის ბედი მაღლა, ცაში ყველაზე წმინდა ადგილას იწერება. და სწორედ მის მიერ დაგებულ გზაზე გვიწევს სიარული, მაგრამ არა სწორხაზოვნად.ზოგჯერ წინ დადებულ ქვას ვერ ვამჩნევთ, უნებურად წამოვკრავთ ფეხს და ჩვენი ცხოვრებაც იცვლება, მთავარია ამ გზაზე ზვავი არ ჩამოწვეს და მთლიანად არ ჩახერგოს, აი ისე მის იქით ვერაფერი რომ ვერ დავინახოთ და ყოველგვარი იმედი გადაგვეწუროს.ჩვენი ისტორიის მთავარი პერსონაჟი ალექსანდრა ტაბიძე გახლავთ. გოგო რომელმაც საკმაოდ რთული გზა განვლო, უამრავი დაბრკოლება შეხვდა, ღმერთმა იცის კიდევ რამდენი ეტაპის განვლა მოუწევს, მაგრამ ეს ხომ ცხოვრებაა ბედნიერებით, სიხარულით, ზოგჯერ ტანჯვით და უამრავი დაბრკოლებით სავსე ბილიკი.

სამი წლის ასაკში მშბლებთან, მძღოლთან და რამდენიმე წლით უფროს ძმასთან ერთად სოფლიდან ქალაქისაკენ მიმავალ გზაზე მიდიოდა. სწორედ ამ დღეს პირველად დატრიალდა უკუღმა მისი ბედის ბორბალი. შუაღამეს ნისლით დაფარულ, წვიმის წვეთებით გაჟღენთილ გზას უხმაუროდ კვეთდნენ.გარემო პირობების მიუხედავად მძღოლი საკმაოდ სწრაფად მოძრაობდა ყველაფერმა ერთიანად იმოქმედა, მანქანა დაცურდა, რამდენჯერმე დატრიალდა და ხრამთან ახლოს გაჩერდა. მანქანასთან ერთად გაჩერდა საჭესთან მყოფი მამაკაცის გულიც. პირველი დარტყმა სწორედ ამ დღეს, სამი წლის ასაკში მიიღო. ბუნდოვნად მაგრამ სამუდამოდ ჩიბეჭდა გონებაში საბედისწერო დღის ეს კონკრეტული მონაკვეთი. ახსოვს სიბნელე, კივილი, თავბრუსხვევა და სისხლი. წვიმის წვეთებს შერეული ბლანტი სითხე.ოჯახის პირადი მძღოლი გარდაიცვალა. მხოლოდ მისი სიცოცხლე შეეწირა 21 აპრილის ტრაგედიას.

გადიოდა წლები. ძლივს მოიშალა სიჩქარის შიში.11 წლის წინათ მომხდარმა უბედურამ შემთხვევამ გოგონას საკმაოდ დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა. ამას დაემატა საწოლს მიჯაჭვული დედის ცქერა. ახლაგაზრდა ქალის სხეულს დაპატრონებულმა მეტასტაზებმა თვისი გაიტანეს, ერთ წლიანი "ბრძოლის" შემდეგ მთლიანად მოშალეს ლილიანა კალანდაძის
ორგანიზმი. უამრავი ქიმიისა და საზღვარგარეთ ჩტარებული უშედეგო ოპერაციების შემდეგ ერთ დროს ძალიან ლამაზი ქალის სხწული სრულიად გამოიფიტა. შეიცვალა. გახდა, ჩამოჭკნა. საკმაოდ მცირე დროში კლდეზე უპატრონოდ ამოსულ დამჭკნარ ვარდს დაემსგავსა.
წლების წინ საშნელმა კივილმა გააპო ტაბიძეების მდიდრული სახლის კედლები. ცივ კუბოში ჩაასვენეს ქალის გაყუნული სხეული. მუდამ თბილი ხელები გაიყინა, მუდამ ლამაზი სახე დამახინჯდა,შეიცვალა. გაცივდა. ქალის თბილი თვალები სამუდამოდ დაიხუჭა დაიხუჭა. დიდი ვერანდა უამრავი ყვავილით აივსო. რამდენიმე დღეში გაასვენეს ლილიიანა კალანდაძე. საფლავს მიაბარეს გაყინული ქალის სხეული. ბოლოჯერ შეახო თავისი თბილი ხელი დედის სუსტ, გაყუნულ თითებს.
მიწაზე მუხლებით დაეცა, გვერდით ჩამუხლული ძმის ძლიერ მკლავებში მოთავსდა და მწარედ აქვითინდა. ვერაფერს ხედავდა. ნელ-ნელა ნადგურდებოდა. საკმაოდ რთულ ასაკში თავზე დაემხო ყველაფერი. მოუკვდა საყვარელი ადამიანი. წავიდა და მისი სულის ნაწილი გაიყოლა.

გავიდა წლები და ეს სუსტი არსებაც გაძლიერდა. დაიხვეწა, გალამაზდა და ნამდვილ ანგწლოზად იქცა. მუდამ ეკუთვნოდა მისი გულის ნაწილი მიწას მიბარებულ დედას. მის ხსოვნაში ლილიანას თითოეული შეხება წარუშლელ ადგილს იკავებდა. ისწავლა, იქცა ქალად, დატოვა მოგონებებით სავსე სახლი და კარგად მოვლილ, მოწესრიგებულ ბინაში დაიწყო ცხოვრება. წარმატებულმა ადვოკატი გახდა. საკმაოდ ბევრი წვალების შემდეგ იპოვა სამსახური. ეს ისტორია
ძლიერი ქალის ტყავში გახვეულ 26 წლის ალექსანდრა ტაბიძეს ეკუთვნის.

ზამთრის ცივ საღამოს, თბილად გაეხვია შავ, დუტის ქურთუკში. ქუსლების კაკუნით გაიარა დერეფანი, კარი გააღო და პირველ სამსახურსაც სამუდამოდ გამოემშვიდობა. უმადური უფროსის დაუნახავობის წყალობით, ერთწლიანი მუშაობის შემდეგ მიატოვა უამრავი მოგონებით სავსე შენობა. რამდენიმე წუთში მანქანა საკუთარ სადარბაზოსთან დააყენა. კაკუნით აირბინა 2 სართული. სახლის კარი შეაღო, ქურთუკი ჩანთასთან ერთად მოისროლა. ქუსლიანი ჩექმა გაიხადა და გაბრაზებულმა კარებთან მიაგდო. ნერვებმოშლილი იქვე ჩაიკეცა და თვალი სიბნელეს გაუსწორა. მალევე გაისმა ზარის წკრიალა ხმა. ზოზინით წამოდგა, კარს მიუახლოვდა, საკეტი გადაატრიალა სახელური ჩამოსწია და მზერა შავ დიდრონ თვალებს გაუსწორა. სადარბაზოს სუსტ განათებაზე შათვალიერა მამაკაცის სხეული, მალევე იმოიცნო წინ მდგომი ახალგაზრდა.
-რა გნებავთ?
-თუ შემომიშვებ გეტყვი.
ფრთხილად გაიწია, კაცი გაატარა, კარი სწრაფად მიხურა და ოთხიც გაანათა.
-გისმენთ.
-მინდა ჩემთან დაიწყო მუშაობა.
-თქვენთან?
-დიახ. ჩემს კომპანიაში, ადვოკატად.

გაკვირვებული თველბით შესცქეროდა, დივანზე "გაწოლილ" ვაჩე ჟორდანიას,ცნობილ ბიზნესმენს. ადამიანს რომელსაც პრესიდან იცნობდა. კაცს რომელსაც მუდამ იდუმალ არსებათ აღიქვამდა.სიჩუმე სანდრას დაბნეულმა ხმამ დაარღვია.
-თანახმა ვარ.
ჰო, დათანხმდა. კიდევ რამდენიმე წუთს გაგრძელდა მათი დიალოგი.მეორე დღეს ადრიანად გაიღვიძა, ცხელი წყლის ჭავლში გაეხვია.ღია ფერის კოლგოტზე სქელი თეთრი ფერის მუხლს ოდნავ აცდენილი კაბა, მაღალქუსლიანი მუხლზე ჩექმა და ნაცრისფერი მუხლამდე პალტო მორგო.კლასიკურ სტილში მაგრამ მაინც ძალიან თანამედროვედ გამოწყობილი გაემართა ახალი სამსახურკენ. ორწლიან კონტრაქტს მოაწეერა ხელი და დაიწო ახალი სრულიად განსხვავებული ცხოვრება. ყოველი დღე სამსახურით იწყებოდა და სამსახურითვე მთავრდებოდა. კვირაში ექვსი დღე უყურუბდა უფროსის მკაცრ სახეს, უსმენდა მის ცივ, გაყინულ ხმას. უმიზეზოდ ცდილობდა "იდუმალი კაცის" ამოცნობას. საშინლად უშლიდა ნერვებს ვაჩეს სიმკაცრე. მთავარ მიზნად დაისახა ჟორდანიას ამოცნობა. ალექსანდრა ტაბიძე საკუთრ მისიას ყოველთვის წარმატებით ასრულებს. ვნახოთ ბოლომდე მიიყვანს თუ არა ახლად გახსნილ საქმეს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent