შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განქორწინებულის დღიური (თავი 3)


6-09-2019, 22:50
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 777

გიორგი სტუმრებს ჩემს თავს აცნობს, როგორც ძველ მეგობარს, რაც უცნაურად მსიამოვნებს; თავი იმ წამებში დაძაბული თინეიჯერი მგონია, რომლიც მიმალული ფიქრებიც ამოხეთქვას ლამობს; ესაა წამები, როცა თავისუფლებას განსხვავებულ ჭრილში განვიხილავ, მეღიმება მნიშვნელოვანი მიზეზების გარეშეც.
გიორგი გვერდიდან არ მშორდება, თავის საყვარელ ოთახში გავყავარ, მისაღებში უამრავი ხელოვნების ნიმუში განუთავსებია. ასევე, მოსჩანს უზარმაზარი წიგნების კარადა. აი, რაში იყენებენ თურმე ადამიანები იმ დროს, რომელსაც ზოგი კაცებზე ზრუნვის ამაოებას ვატანთ.
21- საუკუნეში ჯერ კიდევ ვერ ჩაწვდომია მამაკაცს ქალის ფასს, ჯერ კიდევ კლასიკური ანტიკური ხანის შეფასებას მიკედლებია და არც კი ეძებს გამოქვაბულიდან სინათლისკენ მავალ გზას; კომფორტულობის ზონას რომ გასცდეს ეშინია, ეს ხომ სრულიად ადამიანური მოვლენაა.

-ლილ, რატომ დაშორდით ? -მოულოდნელად მეკითხება გიორგი. მე კი უბრალოდ ვშეშდები. თუნდაც ეს სახელით მომართვა და ტემბრი ძალიან სექსუალურად მეჩვენება და არა მხოლოდ სექსუალურად, ეს სინაზით აღჭურვილი ბგერებია. თურმე რამდენი ხანია ეს მცირედიც კი არ მიგრძვნია.
სულ მავიწყდება, რომ უხერხულ კითხვას უნდა ვუპასუხო, უფრო მეტად კი უაზროს.
-ხდება ხოლმე - მეცინება და ძველი დიალოგი მიტრიალდება გონებაში.
-უბრალოდ მიკვირს, ასეთი ლამაზი ქალი როგორ უნდა იყოს მარტო - მისი ბანალურ ფრაზასაც კი დადებითად აფასებს გონებას.

***
ღამის სამი საათია, ვზივარ და ცხოვრების შეფასებას ვცდილობ ღვინოსთან ერთად. თან ცას გავყურებ, ვარსკვლავებით მოჭედილს;
ისევ ვუსვამ საკუთარ თავს საუკუნის კითხვას : „ვინ ვიქნებოდი, რომ არა მე ?“
ალბათ არც არავინ ! სამყარო ხომ მხოლოდ ერთადერთ შანს გვაძლევს ! იმად ყოფნის შანს, ვინც ვართ.
ფიქრებში ისევ მახო ტრიალდება. რატომ გადავეკიდე ? ნუთუ ასეთი რთულია ბოლომდე დავიწყება ? ან იქნებ უბრალოდ კვალია , წარუშლელი კვალი ?!
„ერთი, ორი, სამი..“ - ვცდილობ, საათის ხმას ავყვე.. მაგრამ არა ! არ გამომდის !
ასე ხდება ხოლმე, ადამიანი ან ყველაფერს წინ უსწრებ, ან კი უბრალოდ ჩამორჩები.
ბოლოს კი უბრალო მომენტები თუ რჩება, უბრალო დიალოგები, უბრალო ფრაზები და გულწრფელი გაღიმება.
ვერაფრით ვიძინებ. ვცდილობ, გიორგიზე ვკონცენტრირდე. რა იქნებოდა, რომ მახოს ადგილას ის აღმოჩენილიყო ?
რაოდენ შორს მიდის ადამიანის ფანტაზია, საბოლოდ კი საპირისპირო სქესს ვერ შორდება.
რატომ არ შეგვიძლია, მათ გარეშე ვიცხოვროთ ?


***
ბავშვობაში დაბრუნება ზოგჯერ ძალიან მიყვარს; როცა თეთრ ფატასა და ლამაზ პრინცზე ვოცნებობდი, ვუყურებდი „კონკიას“ და მის ადგილზე არაერთხელ წარმოვიდგენდი ხოლმე საკუთარ თავს. როგორი მარტივი იყო !
მაგრამ როცა ოცნება ქრება და უბრალო მიზნები რჩება, ყველაფერი რთულდება.
გიორგი რესტორანში მეპატიჟება, უარს არ ვეუბნები ან რატომ უნდა ვთქვა ? იქნებ მეორედაც მაქვს ბავშვობის ოცნების ახდენის შანსი ?
სიმართლე გითხრათ, საკუთარი ირონიული „მე“ ხშირად ძალიან მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ მოაზროვნე „მესთან“ დიდად არაა თანხვედრაში.

პირველი პაემნის აღელვება მიპყრობს. როგორ გადავჩვეულვარ მსგავს რამეებს. მუხლების კანკალით შევდივარ გიორგის გაღებულ კარებში და პირველი სიყვარული მახსენდება, ბავშვობის სიყვარული; მასაც ხომ გიორგი ერქვა, სკოლაში სულ პირველ მერხზე იჯდა ხოლმე და „მე, მეს“ ყვიროდა; თუმცა მსგავსად აღელვებული მაშინაც არ ვყოფილვარ, როცა მან ყვავილები მაჩუქა და ყულაბიდან ამოღებული ფულით სკოლის „ბუფეტის“ 40 თეთრიან ქადასა და 50 თეთრიან სასმელზე დამპატიჟა.

-მშვენივრად გამოიყურები - მჭიდრო შავ კაბაში ნახევრად დამალულ სხეულს ოდნავ აშტერდება, შემდეგ კი მზერას ცვლის.
-მადლობა - ვცდილობ, აღელვება დავმალო.
წითელ ღვინოს ვუკვეთავ, გიორგისაც არ აქვს მადა. ვცდილობთ, რამეზე ვისაუბროთ. გიორგი ძველ დროს იხსენებს, რამდენიმე კითხვას მახოზეც მისვამს, რასაც ნაწილობრივ ვარიდებ თავს.
რთულია წარსულზე საუბარი, მით უმეტეს მაშინ, როცა ეს უკანასკნელმა შენს მოგონებათა ძალიან დიდი ნაწილი შექმნა.
როგორ უნდა დაგმო ის, რამაც გშობა ? როგორ უნდა თქვა უარი იმაზე, რაც მუდამ შენი ნაწილი იქნება, როგორც ხელი და ფეხი ? მაგრამ განა კი შესაძლებელია ცხოვრება იმით, რაც უკვე დიდი ხნის წინ დაიმარხა ?
პარადოქსები ერთმანეთს ეჯახებიან და დიდ გაურვეველ ქსელებს ქმნიან.
ჩნდება პასუხგაუცემელი კითხვები, ემოციები, აზრები...

-მას მერე არავინ გყოლია ? - მეკითხება გიორგი. ახლა კი ნამდვილად ვწითლდები, რომ არა მაღალი დაფარვის ტონალური, ყველაფერი გამოაშკარავდება.
„შანსი არაა ! რა თავხედია ! როდის მოვასწრებდი ? განა ეს შესაძლებელი იყო ?“
პაუზის შემდეგ მამაკაცი კითხვას იმეორებს..
მახსენდება არაერთხელ ნაფიქრის შესახებ, გონებაში ისევ მიტრიალდება გაუკეთებელი, მაგრამ მრავალჯერ ნაფიქრის შესახებ...
გიორგის მზერა საკმაოდ გამომწვევად მეჩვენება. მხოლოდ ერთი რამ მინდა - მიწა გასკდეს და სადმე ჩამიტანოს, ოღონდაც ამ უხერხულ სიტუაციას ავარიდო თავი.
-არა ? -ახლა უფრო მძაფრად მიყურებს მამაკაცი.
არ ვიცი, მინდა თუ არა ვუპასუხო, ან რატომ მეკითხება. ჩუმად ვზივარ, როცა შორიახლოს ხმაური ტყდება.

-ეს ნაშა ? - მესმის ბუნდოვანი ხმები.
-ამის დედაც... ქალი აშვებული ძაღლივითაა .. - ნაცნობი ხმაა, მაგრამ ვისი ? მალევე ვცნობ - მახოსია !
„ჯანდაბაა !“ - უარესი ფიქრები მიპყრობს - „ახლა დაიწყება ყოვლად ღრუზინული გამოხტომები.“
-არაკაცო! - მახო და მისი სამი მეგობარი გიორგისკენ იწევა. ვერც კი წარმომიდგენია, რა ამბავი დატრიალდება აქ.
-ეს რა ხდება ? - გიორგი ჯერ მე მიყურებს, მერე კი მახოს.
-ჩემი ცოლიაააა, ტო - ხელებს წევს მახო და გიორგისკენ მკერდით იწევა.
-ყოფილი - უზუსტებს გიორგი.
-ახლა არ გინდა ამბები, დაუბრუნდით სუფრას - ვცდილობ, სიტუაცია განვმუხტო, თუმცა პირიქით ხდება. მახოს უფრო ენთება თვალები და შარით სისხლი უდუღდება;
-გამოდი ერთი აქედან - საყელოში წვდება გიორგის.
ოთხივენი გარეთ გადიან, მე კი ისტერიული კანკალი მიტყდება. ვერ ვიძვრი ადგილიდან, ცოტა ხნის მერე სკამზე ვჯდები, თვალები მეხუჭება და თითქოს მოლოდინის რეჟიმში გადავდივარ. ეს ის მომენტია, როცა გრძნობ რომ რაიმეს შეცვლის ძალა არ გაგაჩნია, მაგრამ სხვანაირადაც არ იცი, როგორ იცხოვრო, ამიტომ ჩერდები და ერთადერთი კითხვის მიღმა იწყებ ტრიალს - „რა იქნება მერე ?“

საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობიანად სრულდება. ვიღაც პოლიციას იძახებს, მახოც შინდება და გარბის, გიორგი კი ძველებურად მომღიმარი მიყურებს.
-ნერვიულობა გიხდება.
-დამცინი ? - მეცინება და მის გამჭოლ მზერას ვაკვირდები.
-არა, მშვენიერო.
-აქედან წავიდეთ, რა - მუდარით ვუყურებ მამაკაცს.
-ჩემს ფიქრებს კითხულობ, ლილ.
მანქანას ქოქავს და ადგილიდან ვწყდებით. ჩუმად ვართ ორივენი, არ ვიცი რა ვთქვა, ან რამე უნდა ვთქვა თუ არა; იმის კითხვასაც ვერ ვახერხებ, საით მივდივართ.
შორეულ ფიქრებში ვიძირები.
ძალიან მინდა უბრალოდ ვინმე იცნობდეს ისე ჩემს თითოეულ უჯრედს, როგორც მახო; გინდ ძირს მჯდომი საწყალი მოწყალების მთხოვნელი მოხუცი. თითქმის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ის, მთავარია, დაესვას წერტილი მახოსთან შორეულ სიახლოვეს, უნდა დასრულდეს ის, რაც დიდი ხნის წინ დაიწყო, საბოლოოდ უნდა დაესვას წერტილი.
საკუთარი ხმები, გამაფრთხილებელი ხმები ჩამესმის და მიხარია, რომ გავბედე, გავბედე და ახლა გიორგისთან ერთად უმისამართოდ მივექანები; სწორედ ამ გზას მინდა, დაემსგავსოს ჩემი მოგონებები, სწორედ ამას და არა სხვას.
დავიღალე დაგეგმილი, პროგნოზირებადი ცხოვრებით, უბრალოდ მინდა, ბედნიერი ვიყო, თუნდაც ძალიან ცოტა ხნით...
დროს უსწრებს სიჩქარე, გიორგის დამკვირვებლურ მზერას ვგრძნობ და იმ მომენტში დარწმუნებული ვარ, რომ ამ მამაკაცთან ერთად სასიამოვნო მოგონებები აუცილებლად უნდა მაკავშირებდეს.
-ძალიან ლამაზი ხარ - მეუბნება და შემდეგ ისევ გზაზე გადააქვს მზერა.
-საით, გიორგი ?
-ძალიან მაგარ ადგილას - სიუპრიზია !
-მიყვარს სიუპრიზები ! - პატარა ბავშვივით გულწრფელად მეცინება. ეს ის ნანატრი სიცილია, რომლისკენაც ძალიან დიდ ხანს ვილტვოდი.
მხოლოდ ერთ გზას ვხედავ წინ და ეს ნეტარების გზაა.
ნეტარება რა არის ?
ეს ცხოვრების ყველა სიამის ერთბაშად შეგრძნებაა.
მახსენდება მახო და მეცინება; ამ ადამიანმა ჩემი რამდენი ლამაზი დღე იმსხვერპლა.
მერე მახსენდება ოჯახი.. ოჯახი, რომელიც ძალიან დიდხანს მიდგენდება წესებს იმის შესახებ, როგორ უნდა მეცხოვრა.
ფეხზე ვდგები, მანქანიდან თავს ვყოფ და მთელი ძალით ვყვირი :
-თავისუფლეეეეეეეეებააააააააააააა.
გიორგის ეცინება, მანქანას ნელ-ნელა აჩერებს, ისიც იმეორებს ჩემს მოქმედებას, თავს ჩემი თავის წინ აჩერებს, მაშტერდება თავისი ჩამთრევი თვალებით და ყურში მჩურჩულებს :
-შენს ფიქრებს ვკითხულობ, ლილი...
ვიბნევი და პასუხს ვერ ვცემ.
შემდეგ ისევ ვაგრძელებთ თითქოს ძალიან გრძელ გზას, მე ხომ ისევ ფიქრებში ვეშვები....
ჯერ კიდევ შეუცნობელი როგორ გვიზიდავს ბავშვობიდან, ჭაობივით გვითრევს, თუნდაც იმაზე ფიქრი, რომ მშობლის ჩუმად შევჭამოთ 3 ნაყინი, თუმცა მცირე დროის შემდეგ ეს იმდენად რეალური ხდება, სამწუხაროდ რეალობად გარდაიქმნება ხოლმე - ოცნების მატერიალიზაციით გამოწვეულ წუხილად.

***
მშვენიერი პატარა სახლი მხვდება, აი, ისეთი, როგორზეც ხშირად ვოცნებობდი, თვალები სიხარულის ნაპერწკლებს აფრქვევს.
-ეს შენთვის - ხელს მკიდებს და სახლში შევყავარ.
რომანტიკულად გაწყობილი მაგიდაა ერთ ოთახში, მეორეში კი ორკაციანი ლამაზად დაწნული საწოლი, რომლიც გარშემოც სურნელოვანი სანთლებია.
-ეს ჩემთვის ? - სიცილს ვერ ვიკავებ.
-ჰო, მშვენიერო.
პირველი მამაკაცია, რომლის ბაგეთაგან მოსმენილი მსგავსი მიმართვა მომწონს, მაგიჟებს, ჭკუიდან მშლის.
ალბათ ქიმიაა, არა ?
თითქოს სანთელი ვარ და დავდნები.
მხოლოდ ერთ რამეს ვგრძნობ - მასთან მინდა !
სხვა ყველა სამყარო, გარეგანი თუ შინაგანი, ჩემთვის დახშულია !
მხოლოდ ის და მხოლოდ ის, მის გარშემო მინდა ვიბრუნო დღესაც, ხვალაც, ზეგაც და მაზეგაც...
ეს საოცარი განცდაა; იმაზე ბევრად ამაღელვებელი, რომელიც მახოსთან მაკავშირებდა, სიხარული სიყვარულს შობს, სიყვარულის ფასი სიხარულის გარეშე კი ჩალას უტოლდება.
წვიმის წვეთების ხმა მესმის.
მე და მახოს ქორწილის ღამესაც წვიმდა.
მახსენდება, თითქოს ნოსტალგიად შემრჩა, დაუსრულებელ ნოსტალგიად, მაგრამ ფიქრებს ვძლევ და გიორგის სიახლოვეს სიახლოვითვე ვპასუხობ; კისერზე ხელებს ვხვევ და დაწნულ მატერიას ვუერთდებით.
წვიმის ხმა კიდევ უფრო მძაფრდება.
ძალიან მალე ვგრძნობ, რომ სრულიად უმწეო და სრულიად განძარცვული ვარ აქამდე ჩემთვის არარსებული მამაკაცის წინაშე.
სახეზე მაშტერდება, შუბლზე ჩამოვარდნილ თმას უკან მიწევს და ტუჩებისკენ მოიწევს.
დიდი ხანია დამავიწყდა, რა განცდაა იყო სასურველი.
პერანგში ხელებს ვუცურებ, ისიც მეხმარება და მალევე მისი სხეულის თითოეული წერტილის აღქმა შემიძლია.
იმ წამებში მგონია, რომ ქალი ყველაზე გულწრფელი ამ გარდამავალ მომენტშია.
კისერზე ვგრძნობ გიორგის ტუჩებს და სიამოვნებისგან გამოწვეული ხმები ჩამესმის;
-ძალიან საყვარელი ხარ -ყურში მჩურჩულებს.
-მგრძნობიარე კანი მაქვს - ვაფრთხილებ, კისერზე უფრო ძლიერად ვხვევ ხელებს, მომძლავრებულ ძალას ვერავითარი რაციო ვერ გააჩერებს და არც მინდა.
ყოველგვარი სასმლის ან მსგავსის გარეშე მის სიახლოვეს გავყავარ ამქვეყნიური სამყაროდან.
გიორგის სველ ტუჩებს მუცელზე ვგრძნობ და მხოლოდ არსებულ მომენტზე ვფიქრობ, სხვა ვერაფერზე.
არსებობენ განცდები, რომელთა დავიწყება უბრალოდ არ შეიძლება; ეს კი სწორედ იმ ერთაგანია.
სიამოვნებისგან თვალები მეხუჭება და სხვადასხვა ფერებს ვხედავ. ამ განცდით გამოწვეულ ფერებზე ადრე საერთოდ ვერ ვსაუბრობდი, თურმე ცხოვრებამ ცხოვრება სულ სხვანაირად მასწავლა.

ზურგზე ვწვები, შემდეგ გიორგის გამოწვდილ ხელს თავს ვადებ და სიგარეტს ვართმევ, მისი გასინჯული კიდევ უფრო მომწონს.
-რა საყვარელი ხარ ! - ალბათ იშვიათია სექსის შემდგომ მამაკაცისგან მსგავსი ფრზები.
ღიმილით ვპასუხობ გიორგის და ვცდილობ, სუნთქვა დავირეგულირო.


პ. ს ბავშვებო, მართალია, სრულად ვაპირებდი დადებას, მაგრამ ამდენი ნებისყოფაც არ მაქვს.
ამ თავს 2 კვირაზე მეტი მოვანდომე სამსახურის და კიდე ათასი რამის გადამკიდე.



კარგი იყო მომეწონა ❤❤

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

გროსმაისტერი
კარგი იყო მომეწონა ❤❤

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent