მელანქოლია ( თავი 1 )
ვღიღინებ: ‘’remember when you were young, You shone like the sun Shine on you Crazy dimond. Now there’s a look In your eyes, Like black holes In the sky.“ კალმის წკაპუნმა ამიკვიატა, სულ ასე მემართება ხოლმე ,მოუსვენრად ვარ, როდესაც რაიმეს ახლიდან ვიწყებ.თითქოს რევოლუციას ვაპირებო და სულიერი მშიერი ჩემი ცალი მხარე ხელებს იფშვნეტს. ისევ ვიწყებ სუფთა ფურცლიდან. დავწერ დავიწუნებ ამოვხევ და ესე უსასრულოდ,მოვეპყრობი ნაბოდიალებ გვერდებს. გულიანად დაკუჭულ ფურცლებს,ოთახის კუთხეში მივაგდებ. ქვეცნობიერით რომ ის გაქრება, თუმცა სანამ კეთილს არ ვინებებ და ოთახის დალაგებას არ დავიწყებ რომელიც, ძალიან ხშირად ხდევა და იშვიათად მთავრდება.მანამდე მანდვე ეგდება.ამდენს ფურცლებზე ვსაუბრობ სხვა არაფერი გეგონოთ!დავიწყებ ისევ სუფთა ფურცლიდან_ ჩამოვწერ რვეულში ნიუტონის სამივე კანონს.ფიზიკის მეტად დამაფიქრებელ ფორმულებს,რომლის გაგებაშიც არ ვარ!. ცოტა თუ ბევრი ფუქრის შემდეგ, ეგეც მომბეზრდება მივხვდები რომ, ეს რვეული ზედმეტად დიდია ფიზიკის ფორმულებისთვის და ცოტა ეკონომიურობა მმართებს.ამოვხევ ფიზიკის ფორმულებით ჩამოწიკწიკებულ გვერდებს. ქაღალდის ბურთულას, რომელიც სულ ოფლის ღვრით, სიბრაზით, გულდაწყვეტით, არის სავსე მივუსვავ თანამოძმეებს, იქვე დაბლა აცვენილ პარკეტზე!ოთახი ჯერ ისევ არ მიმილაგებია! გადის რამოდენიმე დღე, ესე უსაქმოდ ვარ. ავიღე რვეული და გავხადე ინგლისურის ლექსიკონი სადაც 300 ამდე Aასოზე სიტყვა დავწერე.დავწერე და ერთიც არ ვისწავლე.ის რომ საკუთარი თავი უფრო მაბნევს. თუ ფესვში ცხრა ჯერ ცხრა არ ვიცი.არ ვიცი ესეთი ფორმულა თუ არსებობს მაგრამ,თუ არ არსებობს დაგასწარით ჩემი მოფიქრებულია. მეძინება... ხო და იმას ვფიქრობ, რომ ისე ორაზროვნად მიწევს ფიქრი ხანდახან შეშლილს ვემსგავსები.უორი სხვადასხვა აზრი ერთ თემაზე შეიძლება გამაჩნდეს.ჰმმმ. არა, პარანორმალი არ ვარ! არც შორს მჭვრეტელი. ჩამეძინა… ვიღაც ქუდიანი კაცის სილუეტი რომ მოსჩანს,მხოლოდ მეცილება დიალოგში. მეუბნება რომ ზედგამოჭრილი მამუკა ხარო, ხო ის იდიოტი მამუკაო.კი მაგრამ, საიდან იცნობს მამუკას?! ადამიანებს ვაბნევ ოსტატურად თუმცა,მანამდე თავად ვრჩები დაბნეული.არც წითელი ვარ, არც შავი ვარ და წითელიც ვარ და შავიც. ვერ გამიგებთ მე თქვენ_მივმართავ პუბლიკას დიდი სცენიდან, ვისაც სულ არ აინტერესევთ ვინ მათი ს*რი ვარ... სცენიდან კულისებში გამოვდივარ წაგებული არჩევნებით, სარკეში ვიხედები დაღლილი გაოფლილი.მინდა მაკიჟი მოვიშორო, ბამბის დიდ ქულაზე ძალიაან ბევრ ლოსიონს ვასხავ ვიწმენდ სახეს,მეცნიბა ჩემი სახე მარა ვერ ვიხსენებ საიდან, ხელების მოძრაობა ავაჩქარე ინტერესი მკლავდა,საბოლოოდ ჯოდი ფოსტერის თავი მაქ,ნამდვილი ჯოდის.არა ვიცი სიზმარია და საკუთარ თავსს იმედს არ ვაძლევ, რომ ასეთივე ლამაზი გავიღვიძებ.არა მე ვარ მარა ჯოდის სახე რატი მაქ? ვბრუნდები სცენაზე,რომელიც უკვე მატარებელია და არკანზასის მიმართულებით მიჰქრის!.70 იანებში ვარ და კაზჩოკები მაცვია,,ოო მაი გოდ”ის ჯკაზაჩოკები მაცვია მეორადებში რომ ვნახე ასოცლარიანი… რკინის ჯაჭვებით და აქსესუარებით... ,,ამის დედაც ჯეკ დავიყვირე”რა მაგრად გამომადგა ეს გამოთქმმა ამ რეისზე!?fuck off mercour and the sun of the gemini ...ვთარგმნე წამებში წინადადება ქართულიდან ინგლისურად. მგზავრები გაოცებულები მიყურებენ... -ამერიკელის გაგიჟება სიგიჟეებით არ ხდება ალინა-ჟან რენო მატარებლის ფანჯრიდან სიგარეტს აბოლებდა -კი მაგრამ საიდან მიცნობ? -შენ ვინ არ გიცნობს?! გადახვეული 100 დოლარიანების ერთი შეკვრა მომაწოდა, წადი შვილებს მამალოს კამფეტები უყიდეო…ჩამი*ვა სიზმარში. თავის ტკივილმა და უაზროდ უაზრო სიზმრებმა გამომაღვიძა... კიდევ რაღაცეები ვნახე, მაგრამ არ მახსენდება.ლექსიკონი ამოვხიე და სუფთა რვეული ამოვიდე გვერდში.სიზმრების წერა მაინც შევძლო.ამჟამად გამიმართლა იუთუბმა თავისი ჰქნა, Pink floyd – shine on you crazy dimond გაეძრო, 1975 წლისთვის მეტად სახვეწილი ჰიტია,არა რააა, დაბამდე რომ შემიქმნეს ჰარმონიის ტალღა მაგაზე მეფიქრება. ვღიღინებ: ‘’remember when you were young, You shone like the sun Shine on you Crazy dimond. Now there’s a look In your eyes, Like black holes In the sky.“ ძაან მაგარი ვეშია,მუზამ გვერდები ამითამაშა,თითებში ძალა მომეცა ცოტა შემაქანა, როცა ტვინში სიბრძნის კაფსულა გამეხსნა.-იცით რაა?ხანდახან სჯობს თანამედრივე ტექნოლოგიებს მივანდოთ მინიმალური საკითხები რაც ჩვენში მაქსიმალურ ემოციებს იწვევს!ps. მხოლოდ ხანდახან. დღეს მომღერლობა მინდა, ხვალ პიანისტობა, ზეგ კი უბრალოდ მთელი ორკესტრი ვმართო.თუმცა მწიკვი მუსიკალური განათლება ან ნიჭი არ გმაჩნია. არც სინდისი გამაგჩნია,რაიმე სინდისიერად ვიოცნებო. შუქი ჩაქრა, ინტერნეტი გამომერთო, და ჩემი მუზებიც გაჰყვა თან,სად შემეშალა ხელი დავბადებულიყავი მწერლად.ამოგლეჯილი ფურცლებით შეთხელებული რვეული ავაგდე ზემოთ, არ დააყოვნა ჩამოვარდა და ჩემს აცვენილ პარკეტს დაენარცხა. ტკაპ!-მხოლოდ ერთხელ გადამიხადა მადლობა.იდიოტო, მივაკურთხე კარგად.! არა,რააააა ! გავრეკე, გავიფიქრე და გულაღმა დავეგდე ახალდალაგებულ საწოლზე,საკუთარი უნიჭობით გაოგნებილი ვარ და მაინც ნიჭს ვეძებ...ის რომ ცხრამეტი წლის დავამთავრე სკოლა ნუ კაი. არაფერს ნიშნავს დედაჩემს ვაბრალებდი, დიდად არ მიდარდია. გენეტიკური , თანდაყოლილი,ნიჭით ჩავვაბარე საატესტატო გამოცდები,წიგნჩაუხედავგადაუშლელმა მემ.ნუ რომ ვთქვათ ლოგიკით.გენეტიკამ თანდაყოლილმა ნიჭმადა ლიგიკამ ისტორიაში ვერ გამიქაჩა, გაგიკვირდებათ და დამკვირვებელმა დამაწერინა, ჩავაბარე ისტორიაც სუფთა 9 ქულაზე როცა ეკრანი გალურჯდა სახე სიხარულისაგან გამინათდა.დაყვედრებამ რჩევამ კი არ დააყოვნა,კარებში დამეწია მისი ხმა: -გოგონა წიგნი გადაშალე, საქართველოს ისტორია მაინც წაიკითხე. -ვაიმე, უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის, დავიბენი ძალიან ვნერვიულობდი-ისეთი დამკვირვებელი იყო, სულში ჩაგიძვრებოდა და კუჭნაწლავსაც დაგითვალიერებდა წვივის ძვლიანად.ამას რას დააბოლებდი?!ვერაფერს ,მაგრამ მეამიტური ტყუილი ხომ უნდა თქვა ხანდახან?და ეშმაკმა სატანა გააცურო.თან ისეთი სახით ვიყურებოდი ნასწავლი დამვიწყებოდა.დასტრესილ განადგურებული სახე ამას პლიუს დარცხვენილი დგომის მანერა და მადლიანი მზერა. ისეთი სომეხს შეშურდებოდა. გმადლობთ - პასუხს არ დაველოდე ,ჩემს უტაქტობას კარის მოჯახუნებამ გაუსვა ხაზი.ოღონდ წიგნი გადამეშალა და წამეკითხა რაიმე, რა დამავიწყებდა სულ ცხელი ჭორივით დავიმახსოვრებდი. საგამოცდო ციებცხელება ჩემზე,რომ არ მოქმედებდა ესეც მადარდებდა ხოლმე. ასევე ციებცხელების გარეშე შევედი ეროვნულებზე. დედაჩემის ზეწოლით და კვლავ გენეტიკური ნიჭის და ლოგიკის იმედად.არ გამიმართლა და ჩავიჭერი. დედაჩემისთვის როგორ უნდა მეთქვა სიმართლე? მას ხომ ძალიან ჭკვიანი და განათლებული ვგონივარ. მოკლეზე გადავჭერი სახლამდე გზა. ფეხბურთის ახალი სტადიონი, რომელიც სავსე იყო ძაღლის ნაღეჭი ბოთლებით, სიგარეტის ბეჭოკებით, ტაფის თუ ქვაბის ტარიც ეგდო ახლომახლო და ცალი ბუცი. - ფუ ღორები დავიღიალე ძალიან ხმამაღლა გამომივიდა, ისე ხმამაღლა აშკარად .- ბირჟის ბიჭ-ბუჭებ მაყურებლები გავაბრაზე. ერთი ღლიცინი გამართეს… -ოეეე ჩხირაააა, შე გაღუნულფეხებიანოო ვინაა ღორი??? -აი ამას ისეთი ფეხებიაქ კაბას როგორ იცმევს! -კაი ბიჭო არ გრცხვენიათ? -ვიღაც გამომესარჩლა თუ დამიცვა. - რისი მრცხვენია ტოო!თვითონ არ რცხვენია მოკლე კაბით სიარულის და მე რისი უნდა მრცხვენოდეს ბიჭო!ესეთები გვიწვევენ ამის დედაც მერე კი ჩვენი ბრალია რასაც ვიკისრებთ,ჩემი დედას შ**ეცი -შენ ბიჭო შიგ ხო არ გაქ? ვიღაცა მოვა და დაგჟეჟავს. -ღორს გვეძახის ბიჭო… - უკვე ყრუდ მესმოდა მათი საუბარი თან გზას ვაგრძელებდი თან მრცხვენოდა, ოღონდ არც მე ვიცოდი რისი, თვალები მეწვოდა ცივი ცრემლისგან, ესე ბავშვობაშიც მემართებოდა ხოლმე… მეოთხე სართულამდე შეუსვენებლივ ავირბინე,იმდენად დაჩვეულივარ ძალიან მიადვილდება.თან ცერებით ავრბივარ, რომ კუნთები დამეტყოს ფეხზე. სახლში მისულს ეკა კარებში შემომეგება, დაღლილი სახე ჰქონდა. -ხო კარგად ხარ? - კი კი კარგად ვარ წეღან ფანჯრები დავწმინდე, ძმრის სუნმა ცოტაშემაქანა. დიდხანს ვერ ვიჭიმები სკამზე.კიბე კი მოსეშვილებმა წაიღეს საახალწლოდ. - მერე არ მოუტანიათ? -არა…შუბლზე ხელი მიისვა -ხო ეგენი ყოველთვის შეწერაზე არიან. ზაზა შემწერლის ოჯახი რა იქნება აბა.სახლის დიადახლისი რომ მოვა რა უნდა უთხრა? მოვატანინებ სღესვე. -მოიცა რა ალინა. კიბეს არ იკითხავს სირცხვილია, მერე ახალი ვიყიდოთ. -დედა კარგი რააა, რა ახალი კიბე, სად გვაქ კიბის ფული. დღესვე მოვატანინებ დღესვე იმ ტვინგამხმარ გიგას! - რა ქენი ეჭორავე ჯინას? როგორ არიან სახლში? - ჯინა ჩემი დაქალი იყო სკოლის დროინდელი…დედაჩემს ძალიან უყვარდა ჯინა, ჯინას დედასაც ძალიან ვუყვარდი მე. -კი ვიჭორავეთ, დე … -ხო რახდება,- დედაჩემი ქვაბში რაღაცას ურევდა, შემდეგ დაახურა თავსაფარი და შემობრუნდა. - დედა წელს ვერ ვაგრძელებ უნივერსიტეტს, ბოლო გამოცდაზე არ ვიყავი- ამის თქმა ერთი იყო და თითქოს კუჭში ცხელი სითხე ვიგრძენი. - დედაჩემს ხმა არ გაუღია. ყვითელი ერთჯერადი ტილოთი სუფთა მაგიდას ისევ წმინდავდა, თითქოს ასე იქრობდა ტკივილს რომელიც ახლახან მივაყენე. სახე დაბლა ჩაეღუნა და წამებში მეტი ნაოჭი გაუჩნდა.თეთრ საფეთქებლზე ლურჯი ზოლები თითქოს უმუქდებოდა, შემდეგ როცა თვალის მიდამოები სევდისაგან მოეჭმუხნა მიბრუნდა და ქვაბში დაიწყო ქექვა და სამართლის ძიება. საიდანაც კომბოსტოს და ხახვის სუნი ამოდიოდა. როგორ,როგორ მინდოდა ვეცემე კარგად! უკვე ვხვდებიდი,რომ დუმილს ხანდისხან ყვირილი სჯობდა,იქნებ ნაკლებად სტკენოდა გული! მივხვდი,რომ მე მხოლიდ ის მყავდა,მას კი მე. გულს ვსტკენდი დედას. ჩემი სტუდენტობა ოცნებად ჰქონდა,ვერ ავუხდინე… მივხვდი რომ დედაჩემის ძალიან დიდი ვალი მმართებდა, ეს იყო სიცოცხლე,რომელიც მაჩუქა, სიცოცხლე რომელიც მან დათმო. და ახლა კი მან მაჩუქა თავისუფალი ნება, მომხსნა უხილავი შემზღუდველი ბორკილი… არ მესიამოვნა თავისუფლება. ვეღარადერს ვამვობდი,რამე უნდა მექნა. კიბის საქმით დავიწყე. ვესტუმრე მოსეშვილებს.ღმერთმანი!ისეთი რძის სუნი გამოდიოდა მათი სახლიდან როცა კარი გააღეს ლამის გული ამერია.კარი მუტრუკა გიგამ გამიღო. -ვაა მუტრუკ!დედა სახლშია? -კი სახლშია, თავზე ხელი მოისვა მერე ,,ღირსებაზე” ორჯერ მალე მოიფხანა. -ჰა და შემომიშვებ?! - გამარჯობათ მარინა დეიდა, როგორ გიკითხოთ?! ჩვენი კიბე გაქვთ წაღებული მეშვიდე თვეა, დედაჩემს დღეს დასჭირდა და მოერიდა. ხო და აგერ გიგა დამეხმარება წაღებაში. -კი,კი ,ლინა აუცილებლად!-ისეთი სახე მიიღო,თითქოს მას კჯ არა ჩვენ გვქონოდა მათი ვალი. -ახლავე წავიღოთ, წეღან დედაჩემი წელში გაწყდა კიბის არქონის გამო. გიგას სულიერად ქეჩოში ვწვდი და წამოვაღებინე კიბე. რა მისი ბრალი იყო? ისე დედამისი ან მამამისი,რომ დამხმარებოდნენ უფრო გამისწორდებოდა.მაგრამ ჩვენ, ადამიანებს,ცხოვრლური ინსტიქტი გვამოძრავებს ვჩაგროთ დაუცველი სუსტი, ვისაც ხმის ამოღების ძალა არ შესწევს.მოგვწონს,ქ გვიხარია.შემეცოდა ჩემი თავი და არა ჩემივე დაჩაგრული გიგა… ის ახლა ჩემზე მაღლა იდგა სულიერად.კიბე საკუჭნნაოში დადო, გამიღიმა,გაბრუნდა, მადლობა და ბოდიში მომიხადა,დამემშვიდობა და წავიდა.ვერაფერი ვუთხარი. თითქოს მიწა გამომეცალა.გავწითლდი, გავშავდი,კიდე არ ვიცი რა ფერი გავხდი… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.