შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მელანქოლია (თავი2)


10-09-2019, 02:09
ავტორი რენა
ნანახია 1 236

-ლინა სამსახურში გაგვიანდება,ლინა,ლინააა, დამაყრუებლად მეძახის თან პარალელურ რეჟიმში დაუნდობლად აკაკუნებს ბეჭდიანი ხელებით.
-სული შემიწუხეე! არ მაგვიანდება არააა!ბოხი ხმით წავიკნავლე.-კარი გავაღე,კარებთან იდგა და არსად ეჩქარეებოდა.
-რა გჭირს ეკა? ხო იცი არა ძახილი სულს მიწამებს?(ეს დედაჩემის ძახილი მიწამებდა სულს, თორემ მეც დედაჩემის ასლი ვიყავი)
-ვუი ჩაცმული ხარ?-პასუხი არ გაუხია სულის წამებაზე...
-ხო ჩაცმული ვარ, მაკიაჟს გავიკეთებ და ეგაა!
-ამ სიცხეში საღებავებით,რომ ითხაპნები კანს ნუ იწამებ.შენ რაა გგონია მაგხელა ტონალურით მზეზე გასვლა კაი იდეაა? გაგიჩნდება ლაქები სახეზე, ეგ სამსახური კი არ გიმკურნალებს.ჩამოგიჭკნება ნაადრევად სახე.აი მაგ სიგარეტსაც დაანებე თავი რა ხმა ამოგდის,მე გაგაჩინე და ქეთინოს ემსგავსები.(ქეთინო ჩვენი მეზობელი არისტოკრატული ტიპაჟის ქალი იყო, კა1ცის გამო გალოთდა ნუ დიდი ისტორიაა)
-რამდენი მოაყოლე?საიდან დაიწყე არც მახსოვს.ნუ მკბენ, დედი, დედი,ჩემო დედი-ლოყაზე ვუჩქმიტე… -შეგჭამ.- დე ყავა მზადაა თუ მოვადუღო?
-მზადაა მზად და ნუ ღნავიხარ, ქეთინო!ფეხშიშველი ნუ დადიხარ, აი ხომ გეუბნები არა? ჩემი შვილი კი არა ქეთინოს შვილი ხარ!
-სად ნახე ქეთინო ფეხშიშველი დადიოდა? ძალიან მოვლილი ქალია ეგ ქეთინო და აი ლუიზამ რომ მოგიყვა ეგ ჭორია, ფეხსაცმლის ქუსლი მოსტეხვია და მაგიტო უტანტალია სახლამდე ფეხშიშველი.აი ის შენი დაქალი ძალიან ბოროტი ქალია.გველაძუაა ლუიზა ...რომ შურს ქეთისი არიცი ხო???
-ფეხზე ჩაიცვი რატო უნდა შურდეს?
- ლუიზა სუფთა ა არ მელაპარაკო მაგათზე რაა!
-ლუიზას ბა სად დაინახე შენ, ჩუმად იყავი ქმარმა არ გაგიგოს მეორედ არ გაიმეორო, მერაბი ხო იცი არა?
-ხო ნამდვილი მერაბია.ფუ რა სახელია მერაბი რაღაცა ჩამოსხმული *ლე სახელია.
-შენ იმ სამსახურმა სულ გაგაფუჭა, და იქ გაჩენილმა მეგობრებმა, რა უზრდელი ხარ გოგო, კიდე რას იტყვი…
-ხო აბა სანამ იქ მივალ ათ ბირჟას გავდივარ დეე… -
ფეხის წვერებით გავიარე კარებიდან საწოლამდე მანძილი, საწოლის ქვეშ შეყრილი დამტვერილი თეთრი კეტები გამოვაძვრინე. რეცხვისაგან კეტები გაყვითლებულიყო, თასმები კეტებზე მხოლოდ ერთი ტონით თეთრი იყო.ბინძურ კეტებს კბილისპასტით მოვუხეხე ძირები და ნახევრად სველი ამოვიცვი შიშველ ფეხებზე, ისე მეზარებოდა წინდების დაძებნა ათლარიანი რომ ეჩუქნათ მაინც არ მიღირდა.
ბოლო ნაჭერი კექსის ნაჭერი გამომიწოდა დედაჩემმა და ცხელი ყავა, კექსი შუაზე გავყავი,სახლში სხვა არაფერი იყო მაცივარში მხოლოდ 2 ცალი ლიმონი ნახევარი ხახვი და გამხმარი აჯიკა გვქონდა.
დედა ალბათ შუადღეს მზია დეიდასთან ჩავიდოდა ნისიაზე.
×××
სამსახურს უკვე შევეჩვიე,ფეხების ტკივილსაც შევეგუე, ვმუშაობ ერთ-ერთ პაკაზუხა რესტორანში.სადაც წყვილი თავისუფლად ხარჯავს ათას ან ათას ხუთას ლარს. ოცკაციან ბანკეტზე ზუსტად იმდენს ხარჯავენ,რამდენადაც ბინის გირაობა შემიძლია. ანაზღაურება დიდი არაფერი მაქვს, ზუსტად იმდენი ერთი პაჭკა სიგარეტი ვიყიდო, ერთი შეკვრა კვერცხი, ორი პური, 3 ცალი ვაშლი ან ყავა ან აც ორი ჭიქის ნაყინი. რაც მრჩება მზია დეიდას ვუსტუმრებ ვალს.
საღამო ხანი იყო, ცოცხალი მუსიკა დამაყრუებლად უკრავდა, კიდევ უფრო დამაყრუებლად მღეროდა ოცდათხუთმეტ წლამდე მომღერალი ქალი, რომელსაც ლონდონური ვარცხნილობა ამშვენებდა.მომღერალი ბრიჯიტ ბარდოტს ჰგავდა. აი სწორედ იმ ფილმში რომაა ,,ბაბეტა მიდის ომში” აბიომით ვარცხნილობა. დიდი, უზომოდ დიდი,იაფფასიანი მძივები ჰკიდია ყელზე. რატომღაც მგონია რომ ჩამოსწყდება კისერი ან მძივი თვალი ცუდად მომიხვდა.დამამძიმებლად ბრჭყვიალა კაბა აცვია, უზადოდ გრძელი და შეუძლებლად მოტმასნული.თეძოს რხევით ისე მოძრაობს და თვალებს ისე ნაბავს, თითქოს თავისი წამწამები ჰქონდეს. ვფიქრობ და ვერ გამიგია,რამდენად ყალბი უნდა იყო, ვიღაცის იმიჯი, წამწამები მოირგო და ხალხში ესე თამამად იქცეოდე. სიმღერის დროს წაიკრუსუნებდა ხოლმე თან მიკროფონს თითქოს ყლაპავდა ისე ახლოს მიჰქონდა სამეტყველო ღრუსთან ისე ელოლიავებოდა როგორც … მოდი ცენზურას საკუთარ თავთან ახლა დავიცავ.ეჰ!1 როგორ უყვარდა ამ ქალს მატრაკვეცობა.არადა თავს დაავდებ ამ კაბის და მაკიაჟწამწამის გარეშე ნამდვილი ქალი კიტრი იყო, კიტრს იმიტომ ვადარებ რომ აი რაღაცა უღიმღამო რა…
მაგიდები თითქმის გადავსებული იყო.მიმტანები ვირეოდით. რომ დროულად მიგვეწოდებინა ამ ღორებისთვის თურქული ნაგავი, რომელიც მენიუში, ხმელთაშუა ზღვის ასორტიმენტის სახელწოდებით იყო შესული,რომ თეთრ ღვინოსთან ერთად ეხრაშუნათ ფქვილში ამოვლებული კალმარებით,გამბარებით და კრევვეტებით.აქ პაკაზუხობდნენ თორემ აქაურიბის დატოვების შემდეგ თავს დავდებ,ჩვეულებრივ სალობიეში წავიდოდნენ და ამოივსებდნენ კუჭის ყელს ჯონჯოლითა და ქოთნის ლობიოთი. თან ზედ თითო თითო ცხელ შოთსაც დაამატებდნენ.თავისი მჭადითა და ყველით.ტარხუნის ლიმონათსა და ოჯახის ღვინოს, მწვანილიც შემოაკლდებოდათ მაგიდაზე და ბოლოკგაჩრილ გოჭსაც მოითხოვდნენ.
ლიკა,ასე ერქვა თანამშრიმელ გონჯ სახედაბობრილ გოგოს. რომელიც თავის დამწვარ დალალებს ცოცხალი თავით არ იკრავდა.პრეტენზიულ მრჩევლური ტონით მომახტა,აი ისე შეწუხებული სახით აქვთ შენთვის მხოლოდ კარგი რომ ემმეტებათ. აი რა ჟესტია დღემდე ვერ ვხვდები.
-საყვარელო ხელები ზურგს უკან უნდა გქონდეს,და არა წინ ზედამხედველივით.
-აუ შენს საქმეს მიხედე გოგო რაა… შენ ვინ დაგნიშნა ჩემს ზედამხედველად? წავუტყემალე.ამ გოგოს აფერისტობას საზღვარი არ ჰქონდა. მაღიზიანებს რბილად მოსაუბრე სატანის მოციქულები.
-მე ჩემი საქმისთვის მიხედილი მაქ, მაგიდა დაგიჯდა, ყურადღება მიაქციე, ჯერ ისევ კონტროლზე ხარ სამსახურიდან არ გაგიშვან,-სადღაც მართალი იგო ეს გოგო, მაგრამ ცინიკურ დამოკიდებულებას ვერ ვიტან და რავქნა?
-გატყობ, თმები შეიკარი აუცილებელი არარის სტუმრებს შენი ბოლოჭამიების არომატით მიართვა კერძები... უჰჰ ისე წავკბინე გამიხარდა, თან ცოტა შემაძიგძიგა ყვირილი არ აეტეხა...
- ვინ მელაპარაკება? დოინჯით დამიდგა აი ბაღის ბავშვივით...
-ახალი რომ ვარ ეს იმას არ ნიშნავს თავზე დაგისვა, შენიშვნები სახლში გაეცი, აქ ისეთივე ადგილი გიჭირავს როგორც მე. პრეტენზიებს მხოლოდ შენი დაწინაურების შემდეგ მივიღებ. ახლა კი გამატარე.თითები ავუფრიალე ცხვირწინ...-დავტოვე ბარის წინ, მენეჯერს გაუბა საუბარი.
-რა იდიოტი ხარ.-მომაძახა მენეჯრის გვერდში მდგომმა მხარგაშლილმა ლიკამ-არა რა ვგიჟდები ჩემ თავზე მაინც, ჯერ ვცდილობ ადამიანი გამოვიყვანო მოთმინებიდან , შემდეგ კი სულაც არ მიწევს წვალება და ბევრი ფიქრი თუ როგორი წარმოდგენააქ მას ჩემზე მეთამაშება თუ ნამდვილია,ზოგი როგორი ინდაურია...
მაგიდების ის ნაწილი მებარა, სადაც შუქი ნაკლებად ურტყავდა.ძალიან კუთხეში.მარტოსული კატეგორია სწორედ აქ სხდებოდა.ძველმა მიმტანებმა ჭმუა იხმარეს,და ეს ნაკლებად მუშა მხარე მე შემტენეს.
შავი ხელთათმანები მოვირგე რომელიც მიმტანების ენაზე ,,გერიდონში’’ გვქონდა გამზადებული.ორი მენიუ მოვიმარჯვე, ერთი სქელი,ერთიც უფრო თხელი.
მეთოთხმეტე მრგვალ მაგიდასთან, შუახნის მამაკაცი იჯდა ალბათ 45 წლამდე ხმით ტემბრით გამოვთვალე გამოვთვალე.მის სილუეტს კარგად ვარჩევდი, სახეს კი საერთოდ ვერა. ისეთი თავდაჯერებული სილუეტი იყო ცოცხალ ფერად ადამიანს შეგშურდებოდა.მენიუები მაგიდაზე დავუწყვე.
-გამარჯობათ, რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-თქვენ ოპერატორი ბრძანდებით? ძლივს გავიგე ხმა მაგრამ, წავუყრუე.
-რას დალევთ?
-თქვენ ოპერატორი ბრძანდებით?- ახლა შედარებით დაჟინებული მკითხა,ვიდრე პირველად.
-არა!
-არც მე ვარ ოპერატორი, იცი რაა? აი ოცნებად მაქ ოპერატორს დავურეკო და ვეღადავო, მაგარი ტიპები არიან არა? როგორ ფიქრობ შენ?არა შეიძლება იფიქრო, ეს ხო არ უბერავსო, მაგრამ არა არ ვუბერავ, ან იქნება ვუბერავ კიდეც დღეს საქართველოში ყველა უბერავს...
-ჰო ჰო მართალი ხართ ასი პროცენტით გეთანხმებით, რას შეუკვეთავთ?- რაღაც მითხრა და შეკვეთა უკვე ნამეტანი ხმამაღალი მუსიკის გამო ვერ გავიგე,! ამიტომ დასწავლულად .მივუახლოვდი სტუმარს და დავიხარე მისკენ. რაღაც ძალიან უცხო და მიმზიდველი სურნელი ასდიოდა, იმდენად მიმზიდველი რომ ჩემში რაღაც სხვა არსება გააღვიძა, რაღაც სხვა ვიგრძენი სილუეტის მიმართ, სიტყვით აღუწერელი.
-ერთი ყინულით ორმაგი .
-ანუ?
-შავი რომი, ორმაგი, ერთი ყინულით და ერთიც სიგარეტი ოღონდ ,,ლიფ ბეიონდი“ ნებისმიერი. -მინდოდა უფრო დიდხანს ვყოფილიყავი მისკენ დახრილი, მე კი არა. აი რაღაც ძალას უნდოდა, აი ისეთ ძალას რომელსაც ვერ იგებს ტიპიური ჩემნაირი და მეც ვერ გამეგო... რა მინდოდა მისგან.
-არა სხვა არაფერი- თავზე რიტმულად ხელს ისმევდა, სილუეტში კარგად ვამჩნევდი. ამას ისე მოხდენილად შვრებოდა ქალს შეშურდებოდა.
-კეთილი, მალევე მოვიტან თქვენს შეკვეთას,ერთი სული მქონდა,როდის დავუბრუნდებოდი მეთოთხმეტე მაგიდას.
მაღალ ქუსლიანები მიჭერდა სახვევები ამძვრა ქუსლიდან და გახეთქილ ბუშტუკებს მიხეხავდა უხეში, იაფფასიანი იდეაში ტყავის ფეხსაცმელი, სული მძვრებოდა ისე მტკიოდა. მაგრამ, უნდა მომეთმინა. მეთოთხმეტე მაგიდა და სურნელი მიცდიდა.მინი კაბა ზემოთ ამდიოდა სიარულის დროს.მე ქვემოთ ვექაჩებოდი.ისეთი სიბნელე იყო, ძლივს ვიკვლევდი მაგიდიდან ბარამდე მანძილს.
შუქი აინთო. ქართველი ბრიჯიტ ბარტოდის (მზევინარი ერქვა) ფანი, რომელიც ფეხზე მდგარი და ხელებ აშვერილი გამოხატავდა მომღერლის მიმართ სიმპათიას და სიყვარულს. კარგად შეზარხოშებული ბრძანდებოდა.თეძოს ისე იქნევდა როგორც Axel Rose და ტაშსაც შიგადაშიგ Axel_ივით უკრავდა. ღმერთო ჩემო მეტი არ მინდოდა ამ კაცის გამო შემზიზღებოდა ჩემი საყვარელი შემსრულებელი.ვერ გამეგო ყურებამდე ნასოსით დაბერილ კაცს საოცარი პლასტიკის უნარი გააჩნდა თუ მისი ასეთი მეტად დახვეწილი კლაკვნა სასმლის ბრალი იყო. ისე ოსტატურად, ტანის კლაკვნით და ჩემთვის შეუმჩნევლად გადმოდგა უკან ფეხი. ვერც კი შევამჩნიე. წამოვკარი მის ჯინსიან ფეხის კუნთს, ჩემი ფრანცუსკები და ჰოი საოცრებავ!_ იატაჯს გავუთანაბრდი.
ისე შემრცხვა, წამოდგომაც კი არ მიცდია,დარბაზში მყოფმა დამსწრე საზოგადოებამ ,რომელნიც სეირით ტკბებოდნენ, ერთხმად ატეხეს ყიჟინა. ალბათ შოუს ნაწილად ჩათვალეს, თავს ვიმშვიდებდი.მაგრამ,მაინც არ ვაპირებდი ადგომას.ისე ვიყავი ჩაბღაუჭებული დედამიწას,თითქოს მხოლოდ შველას და მფარველიბას მისგან ვიღებდიო მადლიერი ვიყავი რომ არ გამომეცალა.თურმე რა ძალა ჰქონია ნიადაგს.
ბექა შევამჩნიე,რომელიც წამის მეასედში ჩემთან გაჩნდა.
კოჭი საშინლად მტკიოდა, ფეხს ვერ ვამოძრავებდი, ბექამ პირაღმა შემომაბრუნა,ხელში ამიტაცა და მეორე სართულზე,უფროსის კაბინეტში ტყავის სავარძელზე წამომაწვინა.ერთი ხელით კეფა დამიჭირა,მეორეთი კი სქელი ბალიში დამიდო თავქვეშ. ფეხზე, მხოლოდ ცალი ფეხსაცმელი მეცვა. მეორეზე არც კი, მიდარდია.
ჩემკენ დაიხარა,ცალი ფეხსაცმელი გამაძრო.ნატკენი კოჭი ხელით მომისინჯა.
-აუუუ წავიკნავლე.თვალებიდან ძალაუნებურად ცრემლი წამომივიდა.
-გტკივა?
-აუ ძალიან-ტკივილს სირცხვილის გრძნობა მიასმაგებდა.ჩემი თავი სტუმრების თვალით დავინახე,გვერდიდან. ნეტა რატო გვერდიდან?!
-კოლგოტი გაიხადე,მე ჩავალ ყინულს ამოვიტან.-ხელები წელზე დაიწყო, ესე იცოდა ხოლმე დგომა.
-მეთოთხმეტესთან ორმაგი რომი შავი...
-და ,,ლიფ ბეიონდი“?
-ხოო.. საიდან იცი?
-ჰა, ჰა მეხუმრები? -თვალები დააბრიალა და ცოტახანი ჭერში იყურებოდა.
-მოკლედ ჩავედი და ჭკვიანად...
-მე წყალი ამომიტანე გთხოვ, ბოთლის, ცივი პატარა მაცივრიდან გთხოვ.
-ბაზარი არ არის,მალე ამოვალ.
არ დააყოვნა, მალევე ამოვიდა .ბოთლი წყალი მესროლა.კინაღამ ცხვირში მომხვდა ძლივს დავიჭირე, არ ველოდებოდი.
-დღეს მიპირებთ გამხადოთ შეზღუდული შესაძლებლიბის მქონე?
-რეებს ბოდიალობ გოგო?ტუჩები წინ წამოწია.
-და რომ მომხვედროდა?
-ბარმენობა მასწავლეო ,ხომ მეუბნებოდი? ხო და ახლა პირველი გაკვეთილი და გამოცდაც გქონდა.
იღლიიაში ამოჩრილი არყის ბოთლი მაგიდაზე დადო, შემდეგ ყუნული. რიგ-რიგობით.
-ეს რა არის?
-ამით დაგიმუშავებ, სხვა არაფერი გვაქ.კბილები დაკრიჭა.
-შე ლოთო.მეთოთხმეტე მაგიდასთან იყავი?
-მე არა ლიკას სახელზე გადავსვი, მიხედავს ლიკა.
სავარძელზე ჩამომიჯდა ფეხები ამიწია და მის ფეხებზე დამილაგა.
-რასაკეთებ?
-წელი მტკივა დგომისგან და მაცლი?-ისეთი სერიოზული სახით გამომხედა თითქოს თვითონ ყოფილიყო ჩემს ადგილას.
-რასამბობენ?-არაფრის გაგება არ მინდოდა უფრო მეტიც დღევნდელი დღის დავიწყება მინდოდა.
-არაფერს.
-როგორ არაფერს?
-ხვალ აღარავუს ემახსივრებ,-გაკეცილი არყიანი სალფეთქს კოჭზე მისმევდა.-დაიკიდე რა და მორჩი მაგაზე ფიქრს.ყველაფერი ისე იქნება, რომ ლამაზად მოგვარდება, ნუ გეშინია.
-მიშველის ? არყიან სალფეთქსე მივუთითე.
-სულ არაფერს სჯობია...წარბი აზიდა დამაჯერებლად.
-ხვალ ნეტა მუშაობას შევძლებ?
-ნეტა შენ რაა, რა მუშაობა უნდა შეძლო?ან რა კითხვებით ხარ?
-შენ რაგჭირს? -უკვე ხმას ავუწიე.
- არაფერიც არ მჭირს,ერთი იცოდე,ლაშა კიდევ რომ, მოგიახლოვდეს გავხევ შუაში!
-და ლაშასთან რაგინდა?-ეჭვიანობდა აშკარად, მიზეზი მე მივეცი ერთხელ ვაკოცეთ ერთმანეთს და უკვე მისი ვგონივარ.
-გეტორღიალება ალინა, გეტორღიალება! მწვანე თვალები თვალებში გამიყარა.
სავარძლის გვერდზე პატარა მტვერმოკიდებული მაგიდა იდგა, რომელზეც უძველესი ვისკი და ასევე მტვერმოკიდებული ვისკის ჭიქები იყო.ბექამ ჭიქა აიღო სული შეუბერა არყით ნახევრად გაავსო და გამომიწოდა.
-დალევ? -ისევ გაბრაზებული იყო.
-სამსახურში დალევა შეიძლება?
-არც ამდენი მუშაიბა შეიძლება.-თვალი ჩამიკრა.
თვითონაც შეივსო ჭიქა და გადახუხა ამოუსუნთქველად.მეც მივბაძე მაგრამ, ბოლო ყლუპი ყელში გამიჩერდა, ხო არ გადმოვაფურთხებდი მთელ ჩემ სხეულ-სულის ძალას მოვუხმე და ჩავუშვი კუჭში. ცარიელი კუჭი ამიწვა...
კოჭს მიზილავდა სალფეთქით, შემდეგ ყინულის ნატეხი აიღო და მისმევდა კოჭზე, ყინული დნებოდა და წვეთები ბარძაყამდე მომყვებოდა.ისევ ჩამოასხა არაყი ისევ დავლიეთ, მაგრამ ახლა უფრო მეტად გამბედავად დავლიე. წყვეთი არ ჩავტოვე ჭიქაში, ერთი ორი სამი ოთხი ხუთი და ღმერთმა იცის რამდენი ყინული გაადნო ბექამ ჩემს კოჭზე, ყინულს ადგილი შეეცვალა მუხლსა და კოჭს შორის დაცურავდა. ესე ვსვავდით სანამ არ დაიცალა უკვე ბექას ხელები ბარძაყამდე ამოსულიყო, ახალი ბოთლი გაგვეხსნა ოღონდ ვისკის,არა რაღაც დაუოკებელს ვგრძნობ, არა ეს სიყვვარული არ არის, არც ვნება, ეს არის სურვილი შეიცნოს სხეულმა რაღაც ახალი... არა ეს სიგიჟეა ფეხის ტერფზე მკოცნის, თან ბარძაყებზე რაღაც ვიბრაციას ვგრძნობ ისედაც დავიბრაციებულ სხეულზე,ნატკენ კოჭზეც მკოცნის რომელიც, უკვე არც ისე ძალიან მტკივა.ცდილობს ფეხებ შორის შემომიძვრეს თან შიგასაშსიგ წვივებზე მკოცნის...ხაოიან ენას მულხს ოდნავ ზემოთაც ვგრხძნობ და ცდილობს ჩემი მენჯი ხელებში მოიქციოს...არადა ჩემია მაგრამ რატომღაც ვანდობ მას, და წამიერ წამს.
-ოპაა, ერთობით?აბა აქ არ შეიძლებაო?
დავიბენი მაგრამ,ისე კარგად ვიყავი შეგრძნებებში აბნეული ნატას ხმა სკვაზნიაკივით მესმოდა.თან თვალებს ცოცხალი თავით არ ვახელდი.თან ვფიქრობდი რა იყო ეს? რა ღმერთი გამიწრა? დავემონე სხეულიდან სულამდე ფორიაქს მთლიანად. მთლიანად.გავთავხედდი.
-ნატა დაგვტოვე-ბექას ხმამ ,,პადეშკა“ მომცა თვალები გამეხილა.
ბექა რესტორნის დირექტორის შვილი იყო, ნატაზე მეტი ,,ბლატები“ კი ჰქონდა.ყოფილი ლოგინის მეგობრები იყვნენ ბექა და ნატა.და ვერაფრით ეპუებოდა ბექას დაკარგვას და ჩვენს ასე გამოჭერას.
-ძუკნა!-ზიზღიანი თვალებით დამიღრიალა-გაეთრიე აქედან!ხვალვე მოვახსენებ გიას დღევანდელს,წაეთრევი პირობას გაძლევ.
-დაახვიე აქედან გოგო!-ბექა უკვე ყვიროდა-ხვალ შენი ფეხი არ ვნახო აქ! თეძოს ქნევით და თავის კანტურით დატოვა კაბინეტი.
ბექა გვერდში მომიწვა და თავზე დამიწყო ფხანვა.
-ხო არ შეგეშინდა?
-არა.
-ძალიან კარგი.-კისერში მკოცნიდა.შემდეგ ქვეშ მომიქცია და კნუტივივუთ ფეხებ შორის ჩამიწვა,მკერდზე დამადო თავი.
-რასშვრები?
-შენი გულის ცემას ვუსმენ.
-ორივე მთვრალები ვართ.
-ხო ვიცი, მაგრამ არაფერი მომხდარა.
-რამდენის ხარ?
-ოცის შენ?
-ოცდახუთის.
-ქალწული ხარ?-თავს არ იღებდა მკერდიდან
-არა ტყუპები.
-რა დებილი ხარ, ანუ სხვა რამეს გეკითხები თავი ასწია და შუბლზე მაკოცა.-ანუ კაცთან თუ ყოფილხარ?
-კი როგორ არა,ორი ბიჭისთვის მიკოცნია.
-ს*ე*სი გქონია?-ხმაში მორიდებულობა იგრძნობოდა
-ჯერ არა!-მეც მოვფხანე თავი.
-ყოჩაღ,მაპატიე აღარ განმეორდება.წავედით.
-სად? თვალებს ძლივს ვახელდი.
-სახლში უნდა წაგიყვანო.
სახლამდე მშვიდობით მიმიყვანა,არც კი დამსვა.დავაკაკუნე კარებზე,დედაჩემი საღამურის ამარა იყო ნახევრად მძინარე.
-რა ხდება ალინა?
-არაფერია საშიში ბექამ არ დააყივნა, ფეხი იტკინა ქალბატკნო, ბოდიშით გამარჯობა, სად დავაწვინო?
-დედა ეს ბექაა ჩემი თანამშრომელი!-თვალებით ვსთხოვე დედაჩემს პანიკა არ აეტეხა.მიმიხვდა და უფრი დატკბა.
-გამარჯობა ბექა, დიდი მადლობა, ალინაზე ზრუნვისთვის დღეს მხოლოდ ცოტანი არიან, სანდო და კარგი ადამიანები. -უცებ გამახსენდა ჩემი და ბექას მრუშობა, და გულში გავიფიქრე ბექა კი არა მე არ ვარ სანდოთქო.მაგრამ მაგას როგორ ვეტყოდი დედას.
ბექამ ჩემს საძინებელში შემიყვანა,ოთახი არეული იყო,( არ შეიმჩნია)
-დაისვენე ხვალ არ მუშაობ.ასე ცხრაზე გამოგივლი და ექიმთან წავიდეთ.
-კარგი ბექა- დავეთანხმე და გავუღიმე,თან უკვე ვნანობდი ჩემს საქციელს.
-გტკივა?
-უმნიშვნელოდ...
დედამ გააცილა კარებამდე.
დილა ადრიან ბექამ გამაღვიძა, ოთახში ყვავილებით ხელში შემოვიდა.
-ალინა აბა როგორ ხარ,წავედით?
-ხო წავიდეთ...
ექიმთან ურიგოდ შევედით საგანგაშო არაფერი, მაგრამ მირჩიეს რომ არ მემუშავა.ერთ თვიანი შვებულება გამომიწერეს ექიმის რჩევით, ფასიანი შვებულება მომცეს სამსახურში.ბრიჯიტ ბარდოტის ფანს რესტორანმა კონპენსაცია დააკისრა.ათასი ლარის ოდენობით.კარგი კაცი აღმოჩნდა ემზარი.იმდენი ბოდიში მიხადა ინგლისურ ენაზე დედაჩემმა ,,სორი“ შეარქვა.ღმერთმანი! ვინ ასწავლა ნეტა ამ კაცს ინგლისური როგორ მაინტერესებდა და რომ არ მეკითხა შეიძლებიდა მოვმკვდარიყავი ინტერესით.
-ბატონო ემზარ.-სერიოზული სახე დავიჭირე.
-გისმენ შვილო-ღაჟღაჟა სახე შემომანათა.
-ინგლისურს სკოლაში გასწავლიდნენ? -დედაჩემი ყავით ხელში შემოსულიყო და თვალებს მიბრიალებდა თან სიცილს ძლივს იკავებდა.
-გეტყვი ოღონდ არ წამოგცდეს, არსად.
-დედა,ბატონ ემზარს რაღაცის თქმა უნდა დაგვტოვე გთხოვ.-სერიოზული სახით შევხედე.
-როგორ გითხრა არ ვიცი.შვილო ცოტა კი მეუხერხულება, ერთი ქალი მომწონდა ძალიან მაგარი ქალი იყო. ხვეულ თმებში წარმოშობით ირანელი, აქ ცხოვრიბდა რამოდენიმე წელი.თავი დამაკარგვინა შემომითვალა თუ ინგლისურს ისწავლი, შანსი გექნებაო. შევედი მეცადინეობაზე ჩემ შვილთან ერთად,ჩემი ცოლი დამცინოდა ამ სიბერეში რა ინგლისური აგიტყდაო.რაფერ ვეტყოდი სიმართლეს. ვუთხარი სამსახურში მჭირდებათქო. ხო და ვისწავლე ესე ინგლისური, დავუმესიჯე შევხვდით ერთმანეთს. კარგ რესტორაანში დავპატიჟე, ვაქეიფე მწვადებზე ხინკლებზე მთელი მისი სამეგობრო გოგო ბიჭიანად. ხო და მესიჯი მომწერა,რომ აღარ მომწონხარ თან ისე ვერ საუბრობო როგორც ურთიერთიბისთვის საჭირო არისო.მივწერეე სორი. მაგრამ დამსინა ,,ფეისბუქზე“ ახლა კაცი ვარ თუ მაჩალკა. ირანელს კი არა ქართველს არ დავუწყებ ხვეწებას. მთავარია ერთი კარგი გამიკეთა. მასწავლა ინგლისური.ამერიკაში ვიყავი ორჯერ ერთხელ ნიუიორკში, ერთხელ ვაშინგტონში.საქმიანი ვიზიტი მქონდა ამერიკელებთან.ხო და იმასს გეუბნებოდი რომ ძალიან კარგი რეპეტიტორია,თუ გინდა სწავლა ინგლისურის ნომერს მოგცემ.
ეს კაცი ზუსტად იმ აქცენტით საუბრობდა ინლისურად,როგორც მე რუსულად.
რაღაც საერთო ვიპოვე ემზარისთან,გამიხარდა



№1  offline წევრი Niniko11

Wow კარგი იყოო ძალიაან მომეწონაა
ბექა კარგი ბიჭი ჩანს :D
მაინტერესებს მოვლენები როგორ განვითარდებაა გელი მოუთმენლად♡♡♡
წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent