შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენამდე (ნაწილი მეოთხე)


18-09-2019, 01:38
ავტორი Likuna1998
ნანახია 1 974

გიორგის მხრებზე,ჩემი ჩაბღაუჭებული ხელები სასწრაფოდ მოვაცილე და ნაპირისკენ სწრაფად წამოვედი,უკანმოუხედავად.
-მარი წავიდეთ,კარგად ვერ ვარ
მარის მკლავში ხელი წავავლე და ნივთები ავალაგე,სწრაფი ნაბიჯით სახლისკენ წავედი.გაურკვევლობაში ჩავარდნილი მარი კითხვასაც ვერ მისვამს,თვალებიდან ცეცხლს ვაფრქვევ,ისიც დამუნჯებული და გაოცებული მომყვება.
სასტუმროში ავედით.
-მარი რაც წეღან მოხდა,ანუ იმას ვგულისხმობ რო მე და გიორგი, ზღვაში რომ გავცურეთ
სიტყვებს თავს ვერ ვუყრი.
მარი გაოცებული მიყურებს და არაფერს მეუბნება,საერთოდ არაფერს.ცოტა ხანში მისმა დარეკა და ოთახიდან გავიდა.
საწოლზე გონებამიხდილი მივესვენე,თავს ამ დედამიწაზე ყველაზე,ყველაზე უნამუსო და უსირცხვილო ადამიანად ვგრძნობდი,სირცხვილი იმ დონეზე მაწუხებდა ალბათ მთელი ცხოვრება ვერ მოვინელებდი.არ ვიცოდი,რა უნდა მომხდარიყო მომავალში და არც წარმოდგენა მინდოდა,ჩემს ქარაფშუტულ და უნამუსო საქციელს რომ კარგი არაფერი მოყვებოდა.
სააბაზანოში შევედი,სახეზე წყალი შევისხი. სარკეში ვიყურები და ჩემს თავს გაურკვეველ რაღაცეებს ველაპარაკები.
დაახლოებით ნახევარ საათში მარი ოთახში შემოვიდა.
-გინდა ვილაპარაკოთ?
ვინმესთან ლაპარაკი ამ წუთას ყველაზე მეტად მჭირდებოდა,მაგრამ რა უნდა მეთქვა,რა უნდა მელაპარაკა, ის რომ გოგოს,რომელსაც შეყვარებული ყავს და 3 დღის წინ თავს უბედნიერეს ადამიანად გრძნობდა, 3 დღეში სხვა შეუყვარდა? ამას ვინ დაიჯერებს,ღმერთო,ადამიანთან,რომელთანაც წლები მაკავშირებს და ადამიანი,რომელიც 3 დღის წინ გავიცანი და გაცნობის დღიდან თვალები შტერივით მიციმციმებს,გული გამალებით მიცემს,ხელები და ფეხები მიკანკალებს. ამას ვინ დაიჯერებს
-არაფერია,მართლა,ცოტა დავისვენოთ და საღამოს "გავგულავდეთ"
-კარგი,ცოტას წავუძინებ.
ცოტა ხანი ტვინი გავთიშე,არაფერზე ფიქრი არ მინდოდა,უბრალოდ თვალები მაგრად დავხუჭე და ვცდილობდი რამოდენიმე საათი მაინც ჩამძინებოდა...
***
გავიღვიძე, უკვე საღამოს 5 საათია,მისაღებში გავედი,მარი იქვე იჯდა და ტელევიზორს მისჩერებოდა
-აბა,გამოკეთდი? შემომხედა და გამიღიმა
-კი,კარგად ვარ
ვაი ასეთ კარგად ყოფნას,გულში ვფიქრობ.
-ნიკამ დარეკა და ვუთხარი რომ გეძინა,გაბრაზდა,რამე ხომ არ ჭირს და მიმალავთო,სულ ძინავს,სულ უხასიეთოდააო
-არაფერია,გამივლის ალბათ სიცხის ბრალია
ყავა დავლიეთ და ვისაუბრეთ.გიორგიზე არც მე და არც მას ხმა არ ამოგვიღია,თუმცა ვხვდებოდი რომ მარი ყველაფერს ხვდებოდა,რათქმაუნდა მიხვდებოდა, ყველაზე კარგად ის მიცნობს,მაგრამ მიუხედავად ამისა,თავს მაქსიმალურად ვიკავებდი,რომ ჩემი პრობლემებით მისთვის ხასიათი არ გამეფუჭებინა.
-რას იტყვი,ბათუმში ხომ არ წავსულიყავით შოპინგზე? მერე უკან დავბრუნდეთ და სადმე დავჯდეთ. ვუთხარი მე
-წავიდეთ.
რამდენიმე წუთში გავემზადეთ,და გეზი ბათუმისკენ ავიღეთ,ვიშოპინგეთ,ვისეირნეთ,თითქოს ნელ-ნელა გონებაზეც მოვეგე,მაგრამ გული ისევ აფორიაქებული მაქვს,არ ვიმჩნევ და ტვინს არ ვაძლევ საშუალებას რომ ამაზე იფიქროს.
საღამოს სახლში დავბრუნდით,ნივთები დავტოვეთ,გამოვიცვალეთ.
ეზოში შემოსვლისას შევამჩნიე რომ ბიჭების მანქანა არ იდგა,თუმცა ვეცადე ამისთვის ყურადღება არ მიმექცია და კვლავ ფიქრებში არ წავსულიყავი,არც მათი ოთახიდან გამოდიოდა ხმაურის,ლაპარაკის ხმა.
ტანსაცმელი გამოვიცვალეთ და გარეთ გავედით,იქვე ახლოს ერთ კაფე-რესტორანში დავჯექით,წყნარი მუსიკა,გემრიელი საჭმელები და ღვინო..
თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა.
ჯერ ერთი ჭიქა დავლიე,ვერაფერი მიშველა
შემდეგ მეორე მივაყოლე
მესამე
მეოთხე
ვგრძობდი,ნელ ნელა კარგ ხასიეთზე მოვდიოდი.
მეხუთე ჭიქის მერე თამამად წამოვდექი საცეკვაოდ
შემდეგ იყო მეექვსე
მეშვიდე
და მას მერე აღარ დამითვლია,რამდენი ჭიქა იყო...
კარგად შევთვერით ორივე.
-წამოდი რა სახლში წავიდეთ,ხალხიც აირია,ათასი მთვრალი ბიჭი უზის მაგიდას და არ მინდა,ვინმემ რამე გვითხრას და უსიამოვნებაში გავეხვიოთ.
-ვინ რა უნდა გვითხრას ხო არ გაგიჟდი,აქ რისთვის ვარ, ვუთხარი მარის, და ერთი ჭიქა კიდევ გადავკარი.
-გეყოფა,ნუღარ სვამ
ამ დროს ჩვენთან ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოვიდა.
-რა ლამაზები ხართ გოგოებო,აი ეს ღვინო თქვენ,ჩვენგან დიდი სიყვარულით
-დიდი მა..
არ დამამთავრებინა მარიმ სიტყვა
-გმადლობთ,ვერ მივიღებთ,უკვე მივდიოდით, ადექი ლიკა .
-არა,ისე ვერ გაგიშვებთ,წასვლისას თუარ ვიცეკვებთ ,შემომხედა ერთერთმა და საცეკვაოდ ხელი გამომიწოდა,თან ალმაცერად მაკვირდება და ათვალიერებს ჩემს სიფრიფანა თეთრ კაბას.
-რუჯი ძალიან გიხდებათ,წამოდი,ვიცეკვოთ. ნაზად მეფლირტავება
ჩემს მარჯვნივ მარი დგას და მელოდება,როდის ავდგები და როდის გავყვები სახლში,მარცხნივ კი მამაკაცი,რომელიც საცეკვაოდ მეპატიჟება.მე კი მშვიდად ვზივარ,არ ვჩქარობ,ხან ერთს გავხედავ,ხან კი მეორეს,არჩევანს ვერ ვაკეთებ .
-ეს გოგოები ჩვენთან არიან!
კარიდან ნაცნობი ხმა შემომესმა და გაკვირვებული მივტრიალდი.
გიორგი ჩვენსკენ წამოვიდა,თვალებანთებული იმ ორ მამაკაცს მიუახლოვდა
-ბოდიში მეგობარო
თავი დაუკრეს და გაეცალნენ.
-ღმერთო ჩემო! აქ საიდან გაჩნდი? ვეუბნები მას,ნაზი და აუღელვებელი ხმით, ალბათ გოგოსთან ერთად იყავი,შორიდან შეგვამჩნიე და მოსასალმებლად მოხვედი,არა?
-რეებს ბოდავს ეს? მარის გახედა ,თან ეღიმება
-არვიცი,ძალიან ნასვამია,სახლშიც არ მომყვება და ისე მიშლის ნერვებს,დავტოვებ და წავალ
-აჰა,ანუ სახლში არ მიყვები? მომიტრიალდა
-როცა მინდა,მაშინ წავალ,კიდევ ერთხელ უნდა ვიცეკვო.
ავდექი,წავბორძიკდი და გიორგიმ ხელი მომკიდა
-ხელს ნუ მკიდებ!
-სახლში მივდივართ, ტონს აუწია
-შენ სახლში ვერ წამიყვან
სიტყვა არ დამამთავრებინა,ხელში ამიტაცა და აი ასე,ხელში აყვანილმა გამიყვანა რესტორნიდან.უკან მარი მოგვყვებოდა და წარმოდგენაც არმინდა,რას ფიქრობდა ამ დროს.
-გაგიჟდი? დამსვი, ვეუბნები გიორგის და ხელზე ვჩქმეტ
-დღეიდან,სულ ასე ,ხელში აყვანილი გატარებ!



პ.ს ,მეგობრებო,არვიცი რამდენი მკითხველი ჰყავს ამ ისტორიას,თავიდანვე აღვნიშნე და აქაც დავძენ,რომ ეს არ არის მოთხრობა,რომელიც ერთ ერთმნა მკითხველმა აღნიშნა,ეს არის ჩემი ისტორია,ვწერ ჩემს თავზე და გიყვებით იმას,რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა,ან ხდება.მადლობა:)



№1 სტუმარი სტუმარი ანა

აუუ გაგგრძეელე აუცილებლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent